შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან...


19-06-2021, 20:41
ავტორი LiTe
ნანახია 1 109

მაღვიძარის გაუჩერებელმა წკრიალმა თავი ამხადა, თვალი დაძალებით გავახილე და ხელის ნელი მოძრაობით გამოვრთე, თვალმოჭუტულმა მობილურის ეკრანს დავხედე, თერთმეტი სრულდებოდა, დედასთან უნდა წავსულიყავი, წამოვდექი, თმა ავიკოსე და სააბაზანოში გაჳედი, თავი როგორც კი მოვიწესრიგე ბულიონის გაკეთება გადავწყვიტე, დედას ძალიან უყვარდა ჩემი გაკეთებული წვნიანები, ან მატყუებდა ვითომ გემრიელი იყო, საწოლზე დაგდებული ლეპტოპი ავიღე, სიმღერა შევარჩიე და სამზარეულოში ტრიალს შევუდექი, პატარა ჭურჭელი ავიღე, წვნიანი ჩავასხი, ჩანთაში მოვათავსე და საძინებელში შევედი, კარადა გამოვაღე, შავი ჯინსი, შავი მაისური და თეთრი კედები მოვირგე, თმა გავიშალე და თავიდან ავიკოსე, ზაფხული იყო, წითური, გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა, იშვიათად მქონდა გაშლილი, ჩანთა ავიღე, საფულე და გასაღები ჩავაგდე და სახლიდან გავედი, კიბეები ფრთხილად ჩავირბინე, ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუთხარი და ყურსასმენი გავიკეთე, მუსიკების ფონზე ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, თუ როგორი ლამაზი ბავშვობა მქონდა, შემდეგ მამამ მიგვატოვა და დედას არც კი შეშინებია ჩემი მარტო გაზრდის, პირიქით, იმდენად ლამაზი და ბედნიერი იყო ყოველი დღით, არ შემეძლო მეფიქრა რომ ცუდად იყო, 18 წლის რომ გავხდი, სკოლა დავასრულე და უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, დედა სულ ამბობდა რომ ჩემით ამაყობდა და ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა
-გოგონა, მოვედით...
-მადლობა(ხურდა გავუწოდე და მანქანიდან გადმოვხტი)
საავადმყოფოს კარებთან დაცვა მომესალმა, თითქმის ყოველ დღე დავდიოდი, ბოლო 4 თვის განმავლობაში და ასე თუ ისე ყველა მიცნობდა, მესამეზე ფეხით ავედი, დერეფანს ჩავუყევი და 301-ე პალატაში შევაჭერი, დედას როგორც ყოველთვის ეღვიძა და მელოდებოდა, ბულიონი დავუსხი, ჩემივე ხელით ვაჭამე და დამამშვიდებლის გასაკეთებლად ექიმს დავუძახე, იშვიათად ვლაპარაკობდით, საუბარი უჭირდა, ჭამის შემდეგ დამამშვიდებლის ფონზე იძინებდა, მე გვერდით ვეჯექი, ხელზე ვეფერებოდი და ამბებს ვუყვებოდი, ისეთი არაფერი ხდებოდა, სწავლა, სახლი, დედა... მაგრამ მაინც ვუყვებოდი, ვიცოდი რომ ესმოდა, ეს ჩვენი ისტორიების მოყოლის ერთადერთი საშუალება იყო, სხვა გზა არ მქონდა, თანაც მომწონდა რასაც ვაკეთებდი...
საათს დავხედე, ექვსი ხდებოდა, დედას შუბლზე ვაკოცე და პალატიდან გამოვედი, ექთანს ვკითხე რამე ახალი იყო თუ არა, მაგრამ კვლავ არაფერი... უარის ნიშნად თავი დამიქნია, პასუხს მიჩვეულმა კიბე ჩავიარე და გვერდით ქუჩაზე, კაფეში შევედი, თეთრი ღვინო შევუკვეთე და ალბათ საღამომდე ვსვამდი, როცა მიმტანმა მითხრა რომ იკეტებოდნენ, ძლივს წამოვდექი, ჰაერზე გასვლა მესიამოვნა, ტაქსი აღარ გავაჩერე და სახლში ფეხით წავედი, სულ რაღაც ოთხი ქუჩის იქით ჩემი სახლი იყო, სახლი სადაც ისევ არავინ მელოდა, კარს არავინ გამიღებდა და არ მეტყოდა რომ ჩემი გვიან მისვლის გამო ინერვიულა...


დილით ისევ მაღვიძარის ხმაურმა გამომაფხიზლა, თავი მისკდებოდა, არ მახსოვს სახლში როდის მოვედი მაგრამ ფეხსაცმელიც კი მეცვა და ისე ვიწექი, ავდექი, დედასთან უნდა წავსულიყავი ისევ, ჩვეულ რიტმში მოვამზადე დედას წვნიანი, ჩანთაში ჩავდე და მომზადების გარეშე, იგივე ტამსაცმლით გავედი გარეთ, ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში მივედი, პალატასთან ექთანი დამხვდა, თითქოს მელოდებოდა, მანიშნა აქეთ მოდიო და ფანჯარასთან, მოსაცდელ სკამებთან გამიყვანა...
-ევა, ჩამოჯექი, დედაშენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცვლილებააა
-რა? კარგად არის? მალე გაწერთ ხომ?
-ევა, ევაა, დამშვიდდი, ყველაფერს ვაკეთებთ, რამდენიმე თვეა ვებრძვით კიბოს უჯრედების გავრცელებას მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია.
- უფრო კარგად რომ ამიხსნათ?
- დედა სახლში წაიყვანე, რა დროც დარჩა ერთად გაატარეთ, ცხოვრებით დატკბეს...
სიტყვა ვერ ვთქვი, ენა დამება, თავს ვერაფერს ვუყრიდი, წამოვდექი მაგრამ წავბორძიკდი, ჩანთა დამივარდა, ექთანმა მომაწოდა და მთხოვა რომ არ მენერვიულა. რა ადვილია... ვკარგავ ადამიანს ვის გამოც ბოლო თვეებია ცხოვრებაზე უარი ვთქვი, ადამიანს ვის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა,
-ექიმო, არ არსებობს რაიმე გზა? თუნდაც იმის რომ ცხოვრება გავუხანგრძლივო?
- კი, არსებობს ევა, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ვიცი, ვიცნობ შენს ოჯახს, ვიცი რომ დედას გარდა არავინ გყავს, ამ თანხას ვერ იშოვი, ახალგაზრდა გოგო ხარ, თავი არ დაიღუპო.
არც კი დავაცადე სიტყვის დასრულება ისე ჩავეხუტე, გავუცინე და ვუთხარი რომ დედას გადავარჩენდი, ყველაფრის ფასად, სანამ ისევ რამეს იტყოდა გამობრუნდი და გამოვიქეცი, დედასან არც კი შევსულვარ იმდენად განერვიულებული და ამავდროულად ბედნიერი ვიყავი, შემეძლო რომ დედას ეცოცხლა, შესაძლოა დროებით მაგრამ ეცოცხლა...
სახლის კარი გავაღე, ფეხსაცმლით პირდაპირ საწოლზე გავიშხლართე და ფიქრი დავიწყე, რა გამაჩნდა რომ გამეყიდა? როგორც ოპერაციაზე ვიცოდი, ნახევარი მილიონი მაინც მჭირდებოდა რომ დედა უცხოეთში წამეყვანა, მკურნალობის ხარჯები, ოპერაცია, წამლები, ძალიან რთული ამბავი იყო, თავზე ხელს ვისვამდი და ვფიქრობდი, გარაჟში დედას მანქანა ეყენა, შემეძლო გამეყიდა, სახლსაც დღესვე დავდებდი ინტერნეტ საიტებზე და მალევე გავყიდდი, ოქროს სამკაულებს და ყველაფერს რაც გამაჩნდა მაგრამ ასე მხოლოდ ასი ათასი თუ შემიგროვდებოდა, სამსახური უნდა მენახა, მაღალ შემოსავლიანი, მაგრამ ასეთი არაფერი მეგულებოდა, დავიწყე გაზეთში სტატიების კითხვა, სამი გვერდი ჩავამთავრე და საჩემო არაფერი იყო, მხოლოდ ანაზღაურებას ვაკვირდებოდი, დანარჩენი არ მადარდებდა, ყველაფერზე წავიდოდი ოღონდ თანხა გადაეხადათ, გაზეთი გადავდე და ახლა ინტერნეტ საიტებზე დავიწყე ქექვა, ორსაათიანი ძებნის შემდეგ ამასაც მივანებე თავი, რაღაც რეკლამა ამოაგდო სადაც ეწერა რომ ესაჭიროებოდათ ახალგაზრდა გოგონები, რომლებსაც არ ჰყავდათ მშობლები, დამაინტერესა, გადავედი და ვნახე რომ ვიღაც თურქი ინვესტორი საქართველოში ბარს და სასტუმროს ხსნიდა, სადაც ესაჭიროებოდაც ახალგაზრდა გოგონები, მხოლოდ ერთი პირობა ეწერა, ყველაფერზე უნდა იყოს წამსვლელი, რა თქმა უნდა განცხადება შევავსე და ჩემი ნომერი დავტოვე, ესეც უაზრო რეკლამა მეგონა მაგრამ მაინც ვცდი-მეთქი, გავიფიქრე...
საბოლოოდ ისევ სიმღერები ჩავრთე და ბალიშში ჩავრგე თავი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent