შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 1}

20-06-2021, 08:26
ავტორი ქეთათო4
ნანახია 4 705

სესო ორჯონიკიძის სიყვარულის ამბავი ყველამ იცოდა. დაწყებული ნახალოვკიდან დასრულებული ღრმა ღელეთი. მთელმა თბილისმა იცოდა ლურჯთვალება ანგელოზის ცალმხრივი გრძნობა აკა დადიანის მიმართ. იმდენად მტივნეული და ტოქსიკური ცალმხრივი სიყვარული, რომ ორჯერ სცადა ორჯონიკიძემ მის გამო თვითმკვლელობა. კარგად არ იყო. ბევრ ფსიქიატრთან სიარულის, ცარიელი დღეებისა და განადგურებული მშობლების მერე იყო ბედნიერებაც.
ორწლიანი ბერლინში ყოფნის შემდეგ, საქართველოს საჰაერო ზონაში მყოფი მხოლოდ იმას ფიქრობდა:რა იქნებოდა ამის მერე.
სადღაც ღრმად ჩამალულმა გრძნობებმა ისევ შეახსენეს თავი. ცრემლების ნაკადი უფრო დიდი გახდა, როდესაც აკა და მისი საცოლე გაახსენდა, ორი დღის უკან რომ აღმოაჩინა შემთხევით მისმა სოციალურმა ქსელმა და შეახსენა ,,შესაძლოა იცნობდეთო".
იცნობდა აკას სესო? არა!
მხოლოდ რამდენიმეჯერ წვეულებაზე და ერთხელ უნივერსიტეტში ნახვა აღმოჩნდა საკმარისი იმ დიდი და უძირო სიყვარულისთვის, რომელიც მთლიანად მოედო ორჯონიკიძეს და ჩაითრია. არ იყო მარტივი ეს ყველაფერი. თეთრად გათენებულ უამრავ ღამეს, ტკივილს, ცრემლებს და იმედგაცრუებას ინახავდა მისი გული. მიუხედავად ყველაფრისა, აკას არ ადანაშაულებდა. ან როგორ დაადანაშაულებდა, როცა არც კი იცნობდა დადიანი. მწარედ გაიცინა საკუთარ ფიქრებზე და კიდევ ერთხელ გადახედა ასანთის კოლოფისოდენა სახლებს. მოენატრა თბილისი. იმდენ კრგ მოგონებებს იტევდა თბილისის ქუჩები, შეუძლებელი იყო არ მონატრებოდა. ცუცა გაახსენდა, ერთადერთი და განუმეორებელი არაბული.
თვითმფრინავი ბერლინი-თბილისის მიმართულებით ოც დეკემბერს, ცამეტ საათსა და ცამეტ წუთზე დაეშვა წარმატებით. ჩემოდანს მოაგორებდა ორჯონიკიძე და ყველაფერ ცუდს ბერლინში ტოვებდა. დედის კივილმა და მამის შეძახილმა მაშინვე მოიყვანეს აზრზე.
მონატრება ახლა უფრო მეტად იგრძნო. მათკენ გაიქცა და პირველი ქალბატონ ეკას გადაეხვია.
-ჩემო სიცოცხლე.- ვერ წყნარდებოდა კირკიტაძე.
-მიმიშვი ქალო. -ქმრის ხუმრობაზე ორივეს გაეცინათ და მამის თბილ მკლავებში გაეხვია სესო.
-როგორ მომენატრეთ. -ვარსკვლავები კიაფობდნენ თვალებში.
-შენ ცუცა უნდა ნახო მამი. ისეთი აჟიტირებული გელოდება. წყნეთიდან ფეხით მოდიოდა, დათომ დამირეკა მიშველე რამეო.
-მაგის ამბები, რომ ვიცი. -ჩაიკისკისა და მამის კუთვნილ ავტომობილში მოთავსდა. სასიამუვნოდ თბილოდა ავტომობილში, მაგრამ ქუჩებში ყინვა გამეფებულიყო.
-სესო მამი.- წინიდან გადმოსძახა
-ვიცი, არ ინერვიულოთ, გაიარა ყველაფერმა.
-დედიკო...
-დე, არავის გამო არ ვაპირებ ერთხელ ნაჩუქარი სიცოცხლე გავწირო.
-გაგიჭირდება.
-თბილისი არ არის დიდი, უბრალოდ ყველაფრისთვის მზად იყავი რა, ძალინ გთხოვ. -
ყურადღება არ მიმიქცევია მათი დაძაბული მზერისთვის, მეგონა ისევ ეშინოდათ, რამე არ ჩამედინა.
სალონში ჩარკვიანის ,,ნუ უსმენ ხალხს" გაჟღერდა.
,,დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს"
გამეღიმა.
სიყვარულს არა კვახი.
----
ჩემი კორპუსის წინ ვიდექი. ორი წლის წინ, რომ დავტოვე, მაგრამ ყველაფერი ისევ ისე დამხვდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-სესოო.- ვიღაც განწირული კიოდა. ვინ თუ არა ცუცა?
-ცუციიი! -ალბათ ყველაზე მეტად მისმა ნახვამ გამახარა. გამაფერადა..
-შენ თავს ვფიცავარ ჯოჯოხეთი იყო უშენოდ ნანუს კაფეში სიარული.
-მაპატიე.
-გაპატიე ყველაფერი, როცა გავიაზრე რა ცუდად იყავი. უბრალოდ გთხოვ მეორედ მსგავსი არაფერი.
-არ ვაპირებ ცუც. გეფიცები.-თითები გადავაჯვარედინე და ჩემს მონატრებულს ისევ გადავეხვიე.
-ცოლი მოიყვანა. -ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც.
-მიხარია.
-დეა ლომიძე, ჩვენი.
-ჩვენი არა, შენი და კიდევ იმ ორის.
-სესო როგორ გაუძლებ?
-ცალმხრივი იყო და გაქრა გვანც, დავასრულე დადიანი.
-კარგად უნდა იყო.
-ვიქნები.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტაც და ცრემლები გადმოკვეთდნენ ჯებირებს მაინც მტკიცედ ვიდექი. არ მინდოდა ისევ სტკენოდათ ჩემი ტკივილი.
სიყვარული ერთხელ მოდის და ჩემთვისაც ერთხელ მოვიდა. ვერ მოვერიე ამ გრძნობას. გადამყლაპა...
არ ვიცი, როდის გამიმხელდნენ, რომ აკა დადიანი ჩემს კორპუსში, ჩემივე სახლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ ფაქტია, არ აპირებდნენ. კიბეებზე ავდიოდი, დარდი ისევ მეწვა გულზე ვიღაცას მთელი ძალით, რომ შევასკდი.
-ფრთხილად!-ისეთი ბოხი ხმა იყო, მეგონა, რაღაც აპარატურით აძლიერებდნენ.
-ბოდიშით!-ავიწურე და გზას ვაგრძელებდი, ნაცნობი ხმა რომ შემომესმა.
-სანდრიკა, დაიცა რაა!-ბოხ ხმიანს ეძახდა. უნებურად გავატრიალე თავი და დადიანი დავინახე. არათითზე მორგებული ოქროს რგოლით. გული მტკივნეულად შემეკუმშა და მერე ბიჭს მოყოლილმა ლომიძემ დამასამარა. შორიდან იცოდე, რომ შენს საყვარელ ადამიანს ცოლი ჰყავს ხომ ჯოჯოხეთია, მაგრამ პირდაპირი ტრანსლაციით უყურებდე, კოშმარია. რომ არ წავქცეულიყავი, მოაჯირს დავეყრდენი. სულ ორი წამით გადააწყდა ჩემი მზერა დადიანისას.მერე კიბეებზე ჩავიდა.
ჩემი გული მე აღარ მეკუთვნოდა. აკას ჩაჰყვა პირველზე...
კარი ხმაურით გავაღე და ცრემლებს თავისუფლება მივეცი.
-ღმერთო!-მტკივნეულად მივიჭირე ხელი გულზე და საძინებლისკენ გავიქეცი. საკუთარ მონატრებულ ოთახს არც კი შევხედე. კარი გადავკეტე და საწოლზე პირქვე დავემხე.
ყველაფერი იმაზე რთული იყო, ვიდრე წარმომედგინა. თითქოს შევაჩვიე ჩემი თავი რეალობას, მაგრამ არა. არა კი არა ვერ... დადიანის მწვანე თვალები ახლაც თვალწინ მედგა და მინდოდა, მასში ჩემი სიყვარული დამენახა. ნეტავ ვყვარებოდი. ნეტავ ოდესმე ისე შემოეხედა, როგორც ლომიძეს უმზერდა. გამაკანკალა. საკუთარი თავი ისევ იმ მდგომარეობამდე მიმყავდა, რომლის მორევიდანაც ძლივს ამომათრიეს. გონების ერთი ნაწილი გაჰკიოდა: ,,სესო იფიქრე", მეორე კი:,,დებილი ხარ ორჯონიკიძეს" რომელი იყო მართალი? რა თქმა უნდა, მეორე.
დებილი ვიყავი...
ტირილში ჩამეძინა. კარზე ბრახუნი ატყდა და ზლაზვნით წამოვდექი. ზღურბლს იქთ გაფითრებული დედა დავინახე და თავი შემზიზღდა.
-სესო დეე.-კანკალებდა.
-მეძინა.-შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
-მე.. მე უბრალოდ...-ვერ იძახდა თავად რა იფიქრა, მაგრამ მე ვიცოდი.
-დამშვიდდი.-მისკენ გავიწიე და მოვეხვიე.
-მეორედ კარი აღარ ჩაკეტო რაა.-არც ბრაზი, არც ყვრილი უბრალოდ დიდი შიში იყო მის სიტყვებში.
-კარგი დე!-ვაკოცე. დამშვიდდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მხრების თრთოლვით წავიდა სამზარეულოსკენ.
სარკეში ჩავიხედე.ვინ ვიყავი ან რატომ ვიყავი, არ ვიცოდი, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. არ შეიძლებოდა ჩემი ტოქსიკური გრძნობის გამო მშობლები გამეჭაღარავებინა. დიდხანს ვუყურებდი ჩემს დანისლულ თვალებს. ტკივილი იღვრებოდა, მაგრამ უფრო მეტად-ბრაზი. ბრაზი იმისა, რომ საკუთარ თავს ვასამარებდი და ამით ვკლავდი მათ, ვისაც ვუყვარდი.
ძალა მოვიკრიბე, ოთახიდან გავედი და ჩემს მოსაცმელს დავწვდი.
-სუფთა ჰაერზე ჩავალ.-დედას გავძახე და კარი გავიხურე. აღარ შემიხედავს სახლისთვის, რომელშიც ადრე ზინა ბებო ცხოვრობდა და ახლა... ახლა ჩემი ტკივილი.
სწრაფად ჩავიარე კიბე და უკვე გასვლას ვაპირებდი დეას ხმამ შემაჩერა.
-სესო!-საიდან მიცნო? ფრთხილად შევბრუნდი და ახლოდან დავაკვირდი ლომიძეს.
-გამარჯობა!-ყალბი ღიმილი ავიკარი. ამ ქაჯმაც იცოდა მის ქმარს, რომ ,,ვქრაშავდი"
-როგორ ხარ?-თვალებიდან ირონია ეღვრებოდა.
-უკეთესადაც ვყოფილვარ!-ნიშნისგებით მივახალე და შეტრიალებას ვაპირებდი...
-აკა, მოდი ვინ გაგაცნო.-ცოცხლად დავიმარხე. მეთამაშებოდა ეს გომბიო.
-ხო დეა.-წელზე მოხვია ხელი. არ გავახარებდი ლომიძეს. გავიღიმე. რა მაცინებდა?
-აკას გაცნობა ჩემს ცხოვრებას არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.-მეტი ირონია სეს..-სასიამუვნოათქო ვერ გეტყვით, დიდად არ ვარ მოხიბლული სხვების ქმრებით და არც მათი გაცნობის პერსპექტივა მხიბლავს. ნახვამდის.-მე ხომ შინაგანად ვღრიალებდი, მაგრამ ლომიძის დაღებულ ყბად ღირდა. მხრებში გავსწორდი, დილის ინცინდენტის ,,მსხვერპლს" გავხედე და ისე დავტოვე შენობა.
---
მცირედით დავიწყებ. თავები გაიზრდება თანდათან

№1 სტუმარი ნი

შეიძლება ადამიანს ცალმხრივად გიყვარდეს მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ მის გამო ზე იფიქროო ან თავს ვერ მოერიოო და ვისაც არ უყვარხარ იმაზე მთელი ცხოვრება იფიქროო, შენი ცხოვრებაა ფიქრებიი და გრძნობები მასშეწიროო ვინც ვერც კი გამჩნევს იმედია ეს გოგო მოერევაა თავს და დაინახავს რომ თუ ძლიერი იქნებიი თავს მოთიკავ და იმ ადამიანზე აღარ იფიქრებ მის დავიწყებას შეძლებ. იმედია მის ბოლო სიტყვებს გაამართლებს და სხვის ქმრებს არ შეხედავს აი ის ბოხხმიანი “დავქრაშე” მეეე :დდდდდ

№2  offline წევრი ქეთათო4

ნი

მოერევა. მე ძლიერი ქალების ფანი ვარ :დდდ მადლობა,რომ წაიკითხე!❤️

№3  offline წევრი მარიამო26

აუ რაკარგიაა❤️უკვე ძალიან მომწონს ველოდები შემდეგს❤️❤️❤️❤️

№4  offline წევრი Life is beautiful

აი ეს მომწონს!
ხასიათის ცვლილება სიძლიერე.. (მარტო პერსონაჟზე არ მიგულისხმია)
ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება და მერე რატომ ქვია ამ ისტორიას ასეთი
ინტრიგული სახელი "გზაჯვარედინი"?!
ინტერესით ვდუღვარ..))
აუ მართლა ძაან მომეწონა, თანაც პირველი თავის კვალობაზე..))
გელი აბა. და დამ დამ პირველი ვარ

თუ არა..?!
არ ვყოფილვარ ((

№5  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
აი ეს მომწონს!
ხასიათის ცვლილება სიძლიერე.. (მარტო პერსონაჟზე არ მიგულისხმია)
ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება და მერე რატომ ქვია ამ ისტორიას ასეთი
ინტრიგული სახელი "გზაჯვარედინი"?!
ინტერესით ვდუღვარ..))
აუ მართლა ძაან მომეწონა, თანაც პირველი თავის კვალობაზე..))
გელი აბა. და დამ დამ პირველი ვარ

თუ არა..?!
არ ვყოფილვარ ((

მახარებ შენი ,,გიჟური" გამოჩენებით! მადლობა და არ დავაგვიანებ.❤️

მარიამო26
აუ რაკარგიაა❤️უკვე ძალიან მომწონს ველოდები შემდეგს❤️❤️❤️❤️

მადლობა❤️

№6 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი დასაწყისია ველოდები ახალ თავს

№7  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ლია
კარგი დასაწყისია ველოდები ახალ თავს

მადლობა.❤️

№8 სტუმარი Tiko

kargia, axali tavi rodis daideba

№9  offline წევრი ქეთათო4

Tiko
kargia, axali tavi rodis daideba

მალე...

№10 სტუმარი სტუმარი თათა

ქეთათო, საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს. წერე ბევრი. ❤️ ველოდები შემდეგს.

№11  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თათა
ქეთათო, საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს. წერე ბევრი. ❤️ ველოდები შემდეგს.

მადლობაქ

№12 სტუმარი Ana-maria

ვატყობ მშიდი ცხოვრება დამთავრდა. ძალიან ემოციური თავი იყო. სესოს ყველაფერი გამოუვა, აკა ფრთხილად იყოს!მალე მინდა ახალი თავი და უფრო ვრცელი. ველოდები

№13  offline წევრი Maia G.

უჰ რა ჩაუტარააა!!!!
ყოჩაღ სესო.მომწონს და გელი მოუთმენლად.
პ.ს. წინა ისტორიაზე გეტყვი,ძალიან მომწონდა და ველოდი სრულად დადებას და წავიკითხე კიდევაც საბოლოოდ.ძალიან მომეწონააა❤❤❤❤

№14  offline წევრი ქეთათო4

Maia G.
უჰ რა ჩაუტარააა!!!!
ყოჩაღ სესო.მომწონს და გელი მოუთმენლად.
პ.ს. წინა ისტორიაზე გეტყვი,ძალიან მომწონდა და ველოდი სრულად დადებას და წავიკითხე კიდევაც საბოლოოდ.ძალიან მომეწონააა❤❤❤❤

ჩატარებაზე გამახსენდა, ჯერ სად ხართ.❤️ მადლობა დიდი.❤️

№15  offline წევრი ნენეე

ქეთათო, ადრეც გითხარი და ახლაც ვამბობ, შეუდარებელი ხარ. ისე ემოციურად მოგაქვს ყველაფერი მკითხველამდე, რომ თითქოს იქ ვარ. ვხედავ ყველაფერს. კარგია. წარმატებები. ველოდები ახალს. პირველი თავის კვალობაზე, დიდებულიაა❤️
--------------------
ნენე გასვიანი

№16  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
ქეთათო, ადრეც გითხარი და ახლაც ვამბობ, შეუდარებელი ხარ. ისე ემოციურად მოგაქვს ყველაფერი მკითხველამდე, რომ თითქოს იქ ვარ. ვხედავ ყველაფერს. კარგია. წარმატებები. ველოდები ახალს. პირველი თავის კვალობაზე, დიდებულიაა❤️

ენნე, ძალიან დიდი მადლობა.❤️

[quote=Ana-maria]ვატყობ მშიდი ცხოვრება დამთავრდა. ძალიან ემოციური თავი იყო. სესოს ყველაფერი გამოუვა, აკა ფრთხილად იყოს!მალე მინდა ახალი თავი და უფრო ვრცელი. ველოდები[/quote

მადლობა❤️

№17 სტუმარი სტუმარი თიკო

არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ აკას უკვე თვალი დავადგი. მისი ცოლის და სესოს გამო. უკვე მაღიზიანებს მისი ცოლუკა, მიყვარს სესოს ოჯახი და მეგობარი, ან ები თუ ჰყავს კიდევ. მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. შეიძლება ძაალიან ადრეა ეს კითხვა მაგრამ მაინც მჭამს ეჭვი რომ აკამ სესოს გრძნობებზე არაფერი იცის და არც იცოდა. მე კი მიკვირს, სესოს არც კი უბრძოლია მისთვის? ანუ მარტო მისტიროდა და არც ერთხელ ნაბიჯი არ გადაუდგამს? მაშინ თუ არ უნდოდა, ან მიზეზი ჰქონდა, რაღას მისტიროდა ან მისტირის? პირველი თავის კვალობაზე ლოგიკურად თუ პირიქით, არალოგიკურად ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებს. აკას ასე ადვილად ვერ დავთმობ. მიუხედავად იმისა რომ ვიცი (ალბათ) საშინლად სიმაპიურს, კიდევ უფრო გასაგიჟებლად უხდება არათითზე ოქროსფერი ბეჭედი, არც მის (უკვე აქედანვე ვიცი) მეტიჩარა ცოლისთვის მიმიქცევია ყურადღება. არა, კი მივაქციე, უბრალოდ გამაღიზიანა რომ ეცადა სესოსთვის ,,გაეჩალიჩებინა". ბოხხმიანიც მომეწონა, მაგრამ სესოს ვერ დავუკავშირე, რა ვქნაა...იქნებ ცაცოსთვის, თუ გვანცასთვის (მგონი ეს უკანასკნელია მისი ნამდვილი სახელი) იყოს ზედგამოჭრილი. თუმცა რომ ვფიქრობ გოგოებს ვიღაცის ბოხ ხმაზე ასეთები ემართებათ (ისტორიებში მაინც), ან შეყვარებულობანა და ქორწილი მოდის ხოლმე და მერე ბავშვები, ან შეყვარებულობანას მერე პირდაპირ ბავშვები და გული მიკვდება და მისკდება. ისიც არ მომეწონა უკვე რომ დაქორწინდა აკა. მოეცადა ცოტა ხნით, იქნებ უკეთესს ვინმეს გადაჰყროდა :D :D ჯერ ისევ ნიშნობის პერიოდი უფრო მაწყობდა, პირადად მე :D წარმატებები!❤❤❤
P.S პირველი თავის კვალობაზე ძალიან მაინტერესებს და უამრავი კითხვაც მაქვს. ჩემი ვარაუდებიც უკვე... იმედია დიდ რამეებს უნდა ველოდოთ ამ ,,წყვილიდან" :)

№18  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თიკო

მე მაქვს უამრავი კითხვა და შენგან არ მიკვირს. ❤️:დდ არ ვიცი, რა როგორ იქნება, მაგრამ, ვფიქრო, დიდ რამეებს უნდა ველოდოთ. ❤️

№19 სტუმარი სტუმარი თამო

ბევრი დაიწერა უკვე :დდ ჯერ იმას გეტყვი “შემიყვარე თავიდან” რომ ძალიან მომეწონა და სულ ველოდებოდი ახალ თავს. ამასაც აქ იმიტომ ვწერ რომ კომენტარების წერა არ მიყვარს , უფრო სწორად იშვიათად ვწერ ძალიან და ერთად გეტყვი ბარემ♥️ ძალიან შემიყვარდა ის სამი მუშკეტერი თავიანთი საყვარელი ქალებითურთ.. აქ კი აშკარად რაღაც ბომბა ისტორიას გვიმზადებ ისეთი დასაწყისი ჰქონდა♥️ ჰოდა გელი, ბევრი წარმატებები შენ♥️

№20  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თამო

ძალიან დიდი მადლობა❤️

№21 სტუმარი სტუმარი ნუცა

აღარფერს ვწეეერ❤ მომდევნოს ველოდები

№22  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ნუცა
აღარფერს ვწეეერ❤ მომდევნოს ველოდები

მადლობა❤️

№23 სტუმარი სტუმარი Tekla

როგორ მომეწონა და როგორ ველოდები მომდევნო თავს სული და გული მელევა. ერთი მხოლოდ იმას ვფიქრობ რომ აკას სესის მიმართ გაუჩნდება გრძნობა და ალბათ ცოლსაც გაშორდება რადგან მიხვდება როგორი ცბიერიცაა და სავარაუდოდ ერთად დარჩებიან. მაგრამ ვინიცის ვნახოთ რამოხდება მალე დადე ქეთათო მომდევნო თავი ვეღარ ვითმენ ???? წარმატებები❤❤❤❤❤

№24  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი Tekla
როგორ მომეწონა და როგორ ველოდები მომდევნო თავს სული და გული მელევა. ერთი მხოლოდ იმას ვფიქრობ რომ აკას სესის მიმართ გაუჩნდება გრძნობა და ალბათ ცოლსაც გაშორდება რადგან მიხვდება როგორი ცბიერიცაა და სავარაუდოდ ერთად დარჩებიან. მაგრამ ვინიცის ვნახოთ რამოხდება მალე დადე ქეთათო მომდევნო თავი ვეღარ ვითმენ ???? წარმატებები❤❤❤❤❤

მალე იქნებაა❤️ მადლობა.

№25  offline წევრი OKI ME

იცი ხო როგორც გამახარე და თან სასიამოვნოდ გამაოცე ? :დდდ არ ველოდი ასე მალე თუ დაბრუნდებოდი და თან ასეთი ისტორიით. ❤️❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

ჰოო, ეს დეა უკვე არ მომწონს. აი, უბრალოდ არ მომწონს და მორჩა. არ ჩანს მთლად სუფთა ადამიანი, თავისი ცინიკური და უაზრო გამოხტომებით. რავიცი ვნახოთ, შესაძლოა ვცდები კიდეც.

აკა, რა შტერი ვინმე ხარ. გყავდეს ახლა დეა და იყავი მასე. :დდ მომიშალა ნერვები ამ აკამ. :დდ

სესო, დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეტად გაძლიერდება და ისევ ისეთი სუსტი არ იქნება. რთულია მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ძალიან, რთულია ყოველ დღე უყურო იმ ადამიანს ვის გამოც ამდენი რამ გადაიტანე, ვინც ასე ძლიერ გიყვარს, ვის გამოც სიკვდილს ჩახედე თვალებში.

მეტად საინტერესო ისტორია რომ გამოგდის თუ იცი ეს? :დდ ❤️❤️ წარმატებები და იმედი მაქვს მალე ვიხილავ შემდეგ თავსაც ❤️❤️❤️

№26  offline წევრი ქეთათო4

Megioki

მადლობა დიდი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი უერთგულესი მკითხველი ხარ და ძალიან მიყვარხარ. ❤️

№27  offline წევრი ქეთათო4

Mirabell
არავის, საერთოდ არავის გამო არ ღირს თვითმკვლელობაზე ფიქრი.. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ შენი ისტორიის შემდეგ უფრო მყარად ვარ ამ აზრზე..

კარგი ისტორიაა, საინტერესო და ჩამთრევი. იმედი მაქვს შემდეგი თავი ოდნავ დიდი იქნება )
წარმატებები..

ფიქრი ხომ ერთია და განხორციელება მითუმეტეს.❤️ მადლობა❤️

№28 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგია როგორც ყოველთვის და ეს ისტორია უკვე მიყვარს აი ვიცი რომ მაგარი ამბები მელოდება წინ.შემიყვარე თავიდან წავიკითხე და ძალიან კარგია იქაც დაგიწერე კომენტარი.ნუ და ეს ახალიც ვგრძნობ რომ ბომბა იქნება

№29  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თამო
ძალიან კარგია როგორც ყოველთვის და ეს ისტორია უკვე მიყვარს აი ვიცი რომ მაგარი ამბები მელოდება წინ.შემიყვარე თავიდან წავიკითხე და ძალიან კარგია იქაც დაგიწერე კომენტარი.ნუ და ეს ახალიც ვგრძნობ რომ ბომბა იქნება

ძალიან დიდი მადლობა❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent