შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის სიღრმეში (თავი II)


21-06-2021, 14:51
ავტორი donald duck
ნანახია 2 137

დედაჩემის დაჟინებული თხოვნით თუ მოთხოვნით ყოველ დღეს მატარა პანაშვიდებზე და სამძიმარძე, მხოლოდ გასვენებაში წასვლას ვერ მაიძულებდა. „სერიოზულ პროექტზე ვმუშაობ და ვერ დავტოვებ“ დავიძვრინე თავი დედის კლანჭებიდან. სიმართლე გითხრათ ალბათ რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემი გულის სიღრმეში და მაგიტომაც დავყევი დედის ნებას რომ მევლო პანაშვიდებზე. ალბათ იმ იმედით რომ მას ისევ მოვკრავდი თვალს.
არა, ნუ ფიქრობთ ეგრე. არ გადავრეულვარ და არ შემყვარებია. უბრალოდ მომეწონა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან ფლირტზე უარს არ ვიტყოდი და რაღაცნაირად ცუღლუტი შემიძვრა სულში.
შაბათ-კვირას გეგმები მაინც არ მქონდა და დედა გავაბედნიერე მათთან დავრჩი. დროდა დრო ეზოს წინ გამოვდიოდი იმ იმედით რომ მას მოვკრავდი თვალს. ხან მანქანიდან გადმოვიტანე სრულიად უსარგებლო ნივთი, ხან უკან დავაბრუნე. იმედი გადამეწურა. აღარც ვფიქრობდი. ორშაბათ საღამოს სამსახურიდან ისევ პანაშვიდზე (თუ სამძიმარზე) ავედი. დედა ჩემით ამაყობდა ესეთი დამჯერი და გამგონე გოგო რომ ვყავდი.
სამშაბათს დაკრძალვა იყო. მე სამსახურში ვიყავი და როგორც ყოველთვის ერთიდა იგივეს ვაკეთებდი რობოტივით. იურისტებიდან - ბუღალტერიაში - ბუღალტერიიდან - საპროექტოში-საპროექტოდან - ჩემ კაბინეტში. გადარიცხვები, ბალანსი, ბიუჯეტი, შესრულება, კალკულაცია. ხელშეკრულებები. გეგასთან ვიყავი შესული ჩემი ოთახიდან ტელეფონის ზარის ხმა რომ არ ჩერდებოდა.
-შენია მგონი -შენიშნა გეგამ
-რომ არ ვპასუხობ ხომ შეიძლება გათიშოს- გავბრაზდი და ფეხზე წამოვდექი - ამბასადორმა ავანსი ჩარიცხა, და ხუთშაბათიდან შეგვიძლია დავიწყოთ - კარებთან მივედი და ისევ მოვტრიალდი გეგასკენ - საღამოს ნაყინზე დაგპატიჟებ - ორაზროვნად გავუღიმე
-მარწყვი ჩემზე - გამიღიმა გეგამაც
-ნაყინიც - გამეცინა და გავედი ოთახიდან
ტელეფონი ჩემ მაგიდაზე არ ჩერდებოდა. ეკრანზე აბა თუ გამოიცნობთ ვისი ნომერი ციმციმებდა? კი ნამდვილად დედა. საათს გავხედე 11:26 საათს აჩვენებდა. „ნეტა ამჯერად რა მოხდა“ გავიფიქრე და ვუპასუხე
-იქნებ მოგეცალა? - არ მაცადა დედაჩემმა
-დედა არ მცალია - თვალები გადავატრიალე და სავარძელზე დავჯექი -ბევრი საქმე მაქვს მართლა
- გამოსვენებაზე მაინც მოდი სირცხვილია- ხმა გაებზარა დედაჩემს
- უჩემოდ ვერ მოხდება ეგ საქმე?
-ლიანასს კი არა მგონი მეც უშენოდ გამასვენებენ აქედან ისეთი მოუცლელი ხარ -გაბრაზდა დედაჩემი
-აბა რას ამბობ? არ გრცხვენია? -გავბრაზდი მე და მზერა კარისკენ გავაპარე სადაც გეგა ატუზულიყო „შემოდი“ ხელით ვანიშნე - დედა არ მცალია გეფიცები
- მარწყვის რულეტი გავაკეთე - დანანებით თქვა დედაჩემა
-საღამოს გამოვალ - ვცადე დამემშვიდებინა და გეგას გავხედე მუდარის თვალებით „წავიდეთ“-ო ტუჩების მოძრაობით მანიშნა - არ მცალია -ვუთხარი და გავთიშე
გეგა მიღიმოდა და გონებაში რაღაცას აწყობდა. მივხვდი ჩემს სასიკეთოს არაფერს. ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე და კომპიუტერს მივუბრუნდი. ველოდებოდი გეგა როდის იტყოდა რამეს.
-რაზე გვეპატიჟებიან? - როგორც იქნა ამოღერღა
-ამ წუთას გასვენებაში - გამეცინა და რაღაც ჩავინშნე ბლოკნოტში - საღამოს მარწყვის რულეტზე
-რას ახვეწნინებ მერე? - დამტუქსა გეგამაც - საქმე ფაქტიურად არ გაქვს, ერთი კვირის წინსწრებით გაქვს ყველაფერი გაკეთებული
- ვის მხარეზე ხარ?- წარბი ავუწიე
- დედაშენის თუ მარწყვის რულეტს მაჭმევს - გაეცინა გეგას
- წამოდი მეც გამოგყვები - ფეხზე წამოდგა გეგა - ქელეხში ხომ არ მიყვები უბრალოდ გამოსვენებაზე და მერე რულეტით დავტკბეთ და საღამოსაც გეგმები არ შეგვეცვლება - თვალი ჩამიკრა გეგამ
-ვერ გიტან - ბუზღუნით წამოვდექი - ჩემით თუ შენით? - მანქანის გასაღები შევათამაშე ხელში
-თუ შენთან ვრჩები ჩემით თუ არადა შენით მე ტაქსითაც გამოვალ ხვალ
- მე რა ვერ გამოვალ ტაქსით? - გამეცინა და გასაღები ავიღე - ჩემით მაშინ
-გასაგები - გაეღიმა ცალყბად და წინ გამიშვა
საჭესთან გეგა დავსვი, გვერდით სავარძელზე მოვკალათდი და ფიქრებით უკვე რულეტის მეორე ნაჭერს მივირთმევდი ცივ ყავასთან ერთად. უნებურად გამეღიმა, აღარც მახსოვს რაზე. გეგამ გამომხედა და თავისი თბილი ხელი შემახო ნაზაე. მეც გავხედე და გავუღიმე.
ოთხი წელია მე და გეგა თანამშრომლები ვართ. ბოლო სამი თვეა რაც მე და გეგამ ურთიერთობა დავიწყეთ, ჯერ ოფისში არავინ იცის. არც არის რამე გასამჟღავნებელი, ჩვენ არ ვართ შეყვარებულები. უბრალოდ მოგვწონს ერთად ყოფნა, გვსიამოვნებს ერთმანეთის მოსმენა, რჩევები (უფრო ხშირად გეგა მარიგებს ჭკუას). ვსეირნობთ, ყავას ვსვავთ ერთად. ხანდახან ჩემთანაც ამოდის სახლში. ხშირად არ ვაძლევ უფლებას რომ დარჩეს. არ მინდა რამე ვალდებულებები გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. გეგას რთული პერიოდი ქონდა. ორი წლის წინ მეუღლეს დაშორდა და ბავშვს არ აჩვენებდა. დიდი ამბები ტრიალებდა. ძალიან უჭირდა. უყვარდა მეუღლე (შეიძლება ეხლაც) შვილზე ჭკუას კარგავს. ნიკოლოზზე ისეთი სიყვარულით ანთებული თვალებით საუბრობს ხოლმე მეც მედება მისი აღტაცება. გეგმები არ გავაქვს. უბრალოდ ერთად ვართ.
მანქანა ძლივს გააჩერა გეგამ ჩემი სახლის წინ. ძრავი გამორთო და გადმომხედა, მერე ჩემი ხელი აიღო და ნაზად შეახო ტუჩები. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. კოცნის გამო არა, შემრცხვა გავუღიმე. მანქანის წინ ის იდგა და იღიმოდა. ნელა და შეუმჩნევლად გამოვართვი ხელი გეგას და მანქანიდან გადასვლა დავაპირე.
-მგონი შეგეჩვიე - ღიმილით მითხრა გეგამ
-მაგას ეხლა მიხვდი? - გამეცინა მეც და კარი გავაღე
-ეხლა გეუბნევი - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და მანქანიდან გადმოვედით ორივე.
გამოსვენებამდე კიდევ რამოდენიმეჯერ გადავაწყდი მის თვალებს. მე და გეგა გზის მეორე მხარეს ვიდექით სანდროსთან ერთად და ველოდით როდის გამოასვენებნენ. დედაჩემი სიამაყით აღსავსე გამოგხედავდა ხოლმე. მან გაიმარჯვა და მისი ქალიშვილიც მიიყვანა გამოსვენებაზე.გამარჯვებული დააბიჯებდა დედამიწაზე. დროდა დრო ხალხ მოვავლბდი ხოლმე თვალს იქნებ სადმე დამენახა. მერე გეგას გავხედავდი და შემრცხვებოდა ხოლმე. გეგა და სანდრო რაღაცაზე საუბრობდნენ, არ დავინტერესებულვარ. ის გამოჩნდა ღია ჭიშკარში, მგონი მანაც შემამჩნია, გამომხედა თვალი თვალში გამიყარა. მეც ჯიუტად ვუყურებდი. ისევ ის დანებდა ცალყბად ჩაიღიმა და მის გვერდით მყოფს რაღაც უთხრა. მანაც გამომხედა. მოგვიანებით დედაჩემი გვერდით დავლანდე რაღაცას ავალებდა დედაჩემი. ისიც დამჯირად უქნევდა თავს. გამეღიმა. ბოლოს ხალხს რომ მანქანებში ანაწილებდნენ მაშინ შევეჯახე.
-მანქანით ხართ? - მკითხა და გამიღიმა
-მე?- დავიბენი, უკან მივიხედე მეგონა სანდროს ან გეგას ეკითხებოდა
-კი მაგრამ ჩვენ არ მოვდივართ - დამეხმარა სანდრო
-გასაგებია - თავი დაგვიკრა და სხვების დაბინავებას მიჰყო ხელი
- ცივი ფრაპე და მარწყვის რულეტი?- ტაში შემოკრა სანდრომ -სანამ ქეთო დაბრუნებულია
- მე დაპატიჟებული ვარ - ენა გამოვუყავი სანდროს და ეზოსკენ გავუძეხი
-მგონი მეც- მხრები აიჩეჩა გეგამ და უკან გამომყვა
საღამოს გეგმები მაიც ჩაგვეშალა. გეგას დაურეკეს. ნიკოლოზმა ხელი მოიტეხაო ამცნეს და გეგაც გიჟივით გავარდა. შევთავაზე გაყოლა მაგრამ იუარა. ალბათ უფო ყოფილის გამო. არცერთ ქალს არ ესიამოვნება ეგეთ დროს მეუღლის სხვა ქალტან ერთად დანახვა, თუნდაც ყოფილი მეუღლე იყოს.
მომდევნო კვრის დღეები როგორც ყოველთვის სტანდარტულად, ისე ჩაიარა. დილას სამსახურში გავრბოდი. თუმცა არ მეჩქარებოდა. სამსახურიდან მე და გეგა ყავის დასალევად გავდიოდით სადმე, მერე სახლში მივდიოდი და ჩემ ფიქრებთან ერთად მარტო ვრჩებოდი. ეხლა ვხვდები დილას არსად მეჩქარებოდა მაგრამ სახლში გამეფებული მარტოობისაგან გაქცევას ვცდილობდი. ალბათ იტყვით რა ძალა ადგას ეცხოვრა მშობლებთან და მარტო არ იქნებოდაო. გასაგებია ერთის მხრივ მართალიც არის, შემძლო მარტოობისთვის ბოლო მომეღო და მშობლებთან დავბრუნებულიყავი, დიდი სიხარულითა და ბედნიერებით მიმიღებდნენ უკან, მაგრამ თქვენ დედაჩემს არ იცნობთ. ყოველ დილას და საღამოს ოფიციალური დაკითხვა მექნებოდა ხოლმე სიცრუის დეტექტორზე შეერთებულს. შესაბამისად ისევ მარტოობა ვარჩიე.
პარასკევს საღამოს სანამ სამსახურიდან გამოვიდოდი ეკომ შემოყო თავი ჩემ კაბინეტში. კომპიუტერს მივჩერებოდი და საქმეში ვიყავი გადავარდნილი თავით. ეკომ ოდნავ ჩაახველა თავი ავწიე და გავხედე. გავუღიმე მანაც გამიღიმა და ჩემი მაგიდის წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. საათს გავხედე 18:12 საათს აჩვენებდა, მერე ისევ ეკოს მივაპყარი კითხვით სავსე მზერა.
-უარი არ მიიღება -დემონსტრაციულად აწია ხელი ეკომ - ვიცი შაბათ კვირას პიჟამაში გამოწყობილი გეგმა გაატარო, ასე რომ კინოს ბილეთები მაქვს და ხვალ ნატალიკო მიგვყავს სასეირნოდ.
- მაიძულებ კარგი ნათლია ვიყო? - გამეცინა - და სახლში კიდე პიჟამათი არ დავდივარ
-ანუ?- ტუჩები გაბუსხა ეკომ
-ანუ? არ ვიცი ჯერ ეკო. გათენდეს ხვალინდელი დღე
-სულ ეგრე გვპირდები - ეწყინა და ფეხზე წამოდგა - ბოლოს როდის გავედით სადმე სასეირნოდ თუ გახსოვს? -უკვე კარებთან იდგა და იქიდან მიბღვერდა
- ხვალ -გამეღიმა - კარგი ხო
-მიყვარხარ -ბედნიერმა შესძახა და კოცნა გამომიგზავნა, კარეებში გატრიალდა, ოდნავ შეყოვნდა და ისევ მობრუნდა ჩემსკენ - ხო მართლა გაიპრანჭე, სურპრიზი მაქვს. -მითხრა და უცებ დამტოვა რომ არ მეჩხუბა
-ეკოოოო - სიცილნარევი გაბრაზება დავაწიე გზაში
-მიყვარხარ - დერეფნიდან დამომძახა და ოფისი დატოვა
ყველა ჩემი მეგობარი, ნათესავი, ახლობელი თუ ნაცნობი ცდილობდნენ ჩემს გათხოვებას, რაზეც ყველაზე მეტად მეშლებოდა ნერვები. ერთადერთი მამაჩემი იყო რომელიც დიდად არ ნერვიულობდა ჩემ „შინაბერობაზე“. ხო და სანდრო კიდე. დედაჩემი ღიად არ გამოხატავდა რომ ნერვიულობდა მაგ საკითხზე, მაგრამ ხანდახან სურათებს მაჩვენებდა. „ნახე იზას რა კარგი ბიჭი ყოლია, იურისტია თურმე და თავისი ფირმა აქვს“ -ო „ლალის მულიშვილს ხომ იცნობ? რა კარგი ბჭი გამხდარა ნახე.“ -ო და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი „კი კარგი ბიაჭია“ -თქო. და რა იცოდნენ ვინ იყო ჩემთვის კარგი და მოსაწონი?
ჩემთან ყველაფერი რთულად იყო. წლების წინ თინეიჯერობაში ვიგრძენი პირველად, აი აქ სადღაც გულის სიღმეში ისეთი სითბო რომ ვერც ვერასდროს დავივიწყებ ალბათ. ისევ იქ მივმალე და მივკუჭე. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ის გრძნობა რომელსაც სიყვარულს ეძახიან და სიგიჟეებს აკეთებინებს ხალხს. მე კიდე ისევ ისე როგორც გაჩნდა მაშინვე დავბლოკე და გამოვკეტე იქვე, არ ვიცი რატომ. მაშინ 16 წლის ვიყავი, დასასვენებლად გამიშვეს სოფელში, მარტო. დედაჩემს ახალი იდეები მოაწვა ინტერიერთან დაკავშირებით და მის განხორცილებას შეუდგა.
ძალიან მიყვარდა სოფელი, ფრთებს ვშლიდი ხოლმე. ბევრი მეგობარიც მყავდა. მდინარეზე დავდიოდით, ხილს ვიპარავდით (ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სოფლად ბავშვებისგან) საღამოობით ვიკრიბებოდით, სიმინდებს ვწვავდით და ათას რამეს ვყვებოდით, ზოგს მართალს ზოგსაც ვიგონებდით. ეს წელი სამუდამოდ დარჩა ჩემთან და არასდროს გაქრება. რომ დავინახე თვალები გამიბრწყინდა, ალბათ შემეტყო კიდეც. არ ვიცი. მერე ფრთები მომტყდა, როცა ჩემ მეგობარს გადაეხვია და ურცხვად აკოცა. თვალები დავხარე, შემრცხვა. არ ვიცი მაშინ რა დამემართა, ალბათ ბავშვური გრძნობა იყო? მარგამ ძალიან ძლიერი. მას ვიცნობდი, ადრეც ვიცნობდი მაგრამ ეს გრძნობა არასდროს გამჩენია. ამეკვიატა და საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მთელი ორი კვირა ჯიუტად ვცდილობდი რომ სულ თვალში მოვხვედროდი და შევემჩნიე. ვცდილობდი თავი მომეწონებინა. არ ვფიქრობდი იმაზე რომ მას სხვა უყვარდა. „გაუვლის“ ვფიქრობდი. იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს გრძნობა იყო. უბრალოდ ტუტუცი ბავშვივით მინდოდა რომ ჩემთვის მოექცია ყურადღება.
საწადელს მივაღწიე, მათ იჩხუბეს. იმის ნაცვლად რომ ჩემი მეგობარი მენუგეშებინა მას ვანუგეშებდი. ვცდილობდი გამეხალისებინა. ხასიათზე მომეყვანა. ერთი კვირა მხოლოდ ჩვენ ორმა გავატარეთ, ხან ჩვენთან ჩამოდიოდა ეზოში და იქ ვერთობოდით, ვხალისობდით. ხან სასეირნოდ მივდიოდით გაღმა სერებზე და იქ ვატარებდით მთელ საღამოს,ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენ ამბებს. მერე იყო „მიყვარხარ“-ო ჩემი დაბნეული თვალები და თავის მართლება. „ეგრე არ შეიძლება ჩვენ ხომ მეგობრები ვართ“-თქო. მახსოვს პირველი მისი შეხება. თავისი ხელი ჩემს ღაწვებს რომ შეახო და ცრემლი შემიმშრალა.
-სულელი - ხელი მომისვა და გამიღიმა - მიყვარხარ ხომ არ მძულხარ?
-შენ მარი გიყვარს -თავის დაძვრენა ვცადე
გაეღიმა ორივე ხელში მოიქცია ჩემი სახე, თვალები დავხუჭე და გავინაბე. ცრემლები თავისით გადმომცვივდა. იმ დროს იმდენად ძლიერი და ნაზი იყო. ლამის გული ამომვარდა. ჯიუტად უკან დავაბრუნე. საკუთარ თავს შევუძახე და მისი ხელებიდან თაავი დავიძვრინე. უცბად მოვიწმინდე ცრემლები და ხმამაღლა გავიცინე. დაიბნა. ვერ მიხვდა რა მოხდა.
-ხომ კარგი მსახიობი ვარ?- ტაში შემოვკარი და გულში რაღაც ჩამწყდა
-ვერ მივხვდი? - კითხვით სავსე მზერა მომაპყრო
- მე მოვიგე - გავუღიმე - უბრალოდ ნიძლავი იყავი
გამოვბრუნდი და წამოვედი. უკან აღარ მიმიხედავს. მთელი არსებით ვკიოდი, ჩუმად ვღრიალებდი შინაგანად, ცრემლები სახეს მიწვავდნენ. მინდოდა დამდევნებოდა, გავეჩერებინე, მაგრად ჩავეკარი და ეთქვა რომ სისულელე იყო, ეთქვა რომ ვტყუოდი და ვაღიარებდი რომ ვტყუოდი. მაგრამ არ მოიქცა ასე.ის ღამე თეთრად გავათენე. საკუთარ თავს მივეცი პირობა რომ ამ სულელურ გრძნობას თავს არ დავატანჯვინებდი. დიდ სკივრში ჩავდე, ბევრი ბოქლომი დავადე. გასაღებები გადავყარე და ბნელ კუთხეში მივდგი ეს სკივრი. აი აქ, გულის სიღრმეში, ყველაზე ბნელ კუთხეში დავმალე ეს გრძნობა. მას შემდეგ არავინ მყვარებია. მაშინაც თავს ჯიუტად ვიმართლებდი რომ არ მყვარებია. უბრალოდ ვიხუმრე. მას შემდეგ არ მინახავს. ყოველთვის ვერიდებოდი სოფელში ჩასვლას და თუ ჩავიდოდი ეზოდან არ გავდიოდი.
წლები გავიდა, მაგრამ მის გახსენებაზე რაღაც უცნაურად მივლის ჟრუანტელი. არასდროს მიკითხავს მისი ამბავი, ალბათ არც მას. ეხლაც რომ მკითხოთ ხმამაღლა არაფრის დიდებით არ ვაღიარებ რომ ეს იყო გრძნობა და არა თამაში. მის გახსენებაზე რაღაც უცნაური მემართება, ერთიანად ვთბები, მეღიმება და თვალზე ცრემლი მადგება. ხმამაღლა არასდროს ვაღიარებ,მაგრამ ალბათ ეხლა მისი ჩახუტება ყველაფერს დამავიწყებდა. მომხსნიდა ბორკილებ და სიმსუბუქესს მომგვრიდა. გამათბობდა და ფრთებს შემასხავდა, ფრენას მასწავლიდა. ალბათ ის იყო ის ერთადერთი რომელიც მე დავკარგე. ან უფრო მოვისროლე.
კვირა საღამოს ტრადიციულად მარტო ვიყავი სახლში. ტელევიზორი თავისთვის ზუზუნებდა. დივანზე ფეხებმოკეცილი ვიჯექი, ყურსასმენები მეკთა და წიგნს ვკითხულობდი (ორან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“). ამ წუთას არაფერზე ვფიქრობდი მხოლოდ წიგნზე და მუსიკაზე. რამოდენიმეჯერ თვალი დავასვენე და ტელევიზორისკენ გავიხედე. საინტერესო არაფერი ჩანდა ეკრანიდან. საათს გავხედე 22:08 საათს აჩვენებდა. წიგნი გვერდით გადავდე, ყურსასმენებიც იქვე დავდე. ნელა წამოვდექი და მაცივარს მივაშურე. გამოვაღე ლიმნიანი წყლის გრაფინი გამოვიღე და ჭიქაში ჩამოვასხი, რამოდენიმე ღერი პიტნაც ჩავაგდე და ყინული დავუმატე. ოდნავ მოვსვი და გრაფინი მაცივარში დავაბრუნე. ცარიელ მაცივარს ვუყურებდი, დედა გამახსენდა. „ამას რომ ხედავდეს გამომიგლოვებდა“ გავიფიქრე და გამეღიმა.
დრო თითქოს გაიწელა (როგორც წესი თვალის დახამხამებაში გადიოდა დრო), ფორას მაძლევდა დრო რომ მომესწო რაღაცის გაკეთება, მაგრამ მე ჯიუტად არაფრის შეცვლას და გაკეთებას არ ვგეგმავდი და არ ვფიქრობდი. ალბათ შვებულებასაც არ გამოვიყენებდი. გეგაც აღარ მაწუხებდა ისე ხშირად. ალბათ რაღაცას გრძნობდა და არ იმჩნევდა. აღფრთოვანებაში მოვყავდი ამ კაცის სიმშვიდეს და ჰუმანურობას. შეიძლება მის თვალწინ მეფლირტავა, მაგრამ მას ეს არ შეემჩნია, უბრალოდ გამეცლებოდა და მომცემდა დროს დასაფიქრებლად ჩემ საქციელზე. ასეთ დროს თავს ძალიან ნაძირალად ვგრძნობდი ხოლმე, მაგრამ ბოდიშს არასოდეს ვიხდიდი. შესარიგებლად ნაყინზე ან ყავაზე ვეპატიჟებოდი. ეს იყო ჩემი ბოდიში და ამასაც ხვდებოდა. მოვწონდი ისეთი როგორიც ვიყავი და არ ცდილობდა ჩემ შეცვლას. კაცის ეტალონი. გაოგნებული ვარ როგორ დაენგრა ამ კაცს ოჯახი.
ივლისის ბოლო იყო 26 ან 27, ზუსტად არ მახსოვს. ოფისიდან გვიან გამოვედი. გეგას ველოდებოდი. კუს ტბაზე ვაპირებდით გასეირნებას. წინა დღეს ნიკოლოზს გიფსი მოხსნეს და უნდა აღგვენიშნა. (ეს უბრალოდ მიზეზი იყო) ოფისის წინ ვიდექი და ტელეფონში ანიტას გადმოგზავნილ ხელშეკრულებას ვკითხულობდი. გადასახედი პუნქტები ნარინჯისფრად მოენიშნა. გამეღიამ და ჩემთვის შევაქე „ყოჩაღ , ასეთ წვრილმანებს მეც კი ვერ შევამჩნევდი“
-ლამაზი ღიმილი გაქვს -მომესმა უცნობის ხმა
-უკაცრავად? - გაოგნებულმა ავხედე და ღიმილი სახეზე შემაშრა
ნამდვილად ის იყო, მანქანიდან თავი გამოეყო და მიღიმოდა. თან ჩემგან პასუხს? ან არ ვიცი რას ელოდა.რამოდენიმე წამი ასე ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში, მერე ისევ მან დაარღვია უხერხული სიტუაცია, მანქანიდან გადმოხტა და მომიახლოვდა.
-წაგიყვან საით მიდიხარ? -შემომთავაზა და მეგობრულად ხელმკლავი გამომდო
-უკაცრავად? -ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა
-რა იყო ლიანა დაინახე? -გაეცინა თავის ნათქვამზე - ააა, ჰოოო -თვალები გადაატრიალა - გიორგი -ხელი გამომიწოდა მეგობრულად
-მეგობარს ველოდები - უკან შენობას გავხედე - თათა -მეც გავუწოდე ხელი
-მეგობრობა წმინდაა -ხელები აწია - ვერ გადავუდგები წინ - გამიღიმა- მაშინ სხვა დროს იყოს კარგი? -პირობასავით ჩამომართვა ლოყაზე პატარა ბავშვივით მომითათუნა ხელი და მანქანისკენ წავიდა ისე რომ ჩემს პასუხს არც კი დაელოდა.
გაოგნებული დამტოვა. ვუყურებდი როგორ ჩაჯდა მანქანაში, ძრავი აამუშავა, ფანჯრიდან კიდევ ერთხელ გამომხედა, გამიღიმა და მანქანა ადგილიდან დაძრა. თვალი გავაყოლე და ხმამაღლა გამეცინა. ვერაფერს ვერ მივხვდი.
-რა გაცინებს? -უკნიდან გეგას ხმა შემომესმა და მისი ძლიერი მკავის მოხვევა ვიგრძენი მხრებზე
-არაფერი ისე -ხელი ავიქნიე - მეგონა შენი მანქანით მივდიოდით
-დღეს ორივე ვსვავთ - გაეცინა და ლოყაზე მაკოცა
- ბატონი გოგა აქაა - ფანჯრებს ავხედე და ვცადე თავი დამეძვრინა
- შეხვედრა აქვს - გეგამაც გააპარა თვალი ფანჯრისკენ - ვიტალი არაბული ყავს სტუმრად - მითხრა და უფრო მაგრად მომხვია ხელი, თითქოს ეშინოდა არ გავქცეულიყავი.
სავალ ნაწილთან ახლოს მივედით, გეგამ ტაქსი გააჩერა, მისამართი უთხრა, შემდეგ უკანა კარი გამიღო და ჯელტმენურად დამეხმარა ჩაჯდომაში, შემდეგ მანქანას უკნიდან მოუარა და გვერდით მომიჯდა. გამიღიმა და ჩემი ხელი მოიქცია თავის ხელში. ესეთ მომენტებში მეგონა რომ იდეალური წყვილი შეიძლება ვყოფილიყავით მე და გეგა, მაგრამ რატომღაც ჩემ თავს მის გვერდით ვერ ვხედავდი როცა მარტო ვრჩებოდი. ის იმდენად იდეალური იყო, რომ ჩემი უარყოფითი მხარეების გამო ძალიან მრცხვენოდა.
მის გვერდით უფრო მეოჯახე და სახლში მოფუსფუსე ქალს წარმოვიდგენდი ხოლმე. როგორ მიდიოდა გეგა დამღლელი დღის ბოლოს სახლში, როგორ ეგებებოდა ღიმილით მეუღლე, კისერზე ხვევდა ხელებს, ნაზად კოცნიდა, ოთახში შეუძღვებოდა და უკვე მისთვის გამზადებულ სუფრასთან მიიპატიჟებდა „ჯერ ხელები დაიბანე“- ღიმილით დატუქსავდა და აბაზანისკენ გაისტუმრებდა, გზაში დააწევდა „შენი საყვარელი პეროგი გამოგიცხე“ გეგას აბაზანისკენ მიმავალს გაეღიმებოდა და გული სითბოთ აევსებოდა. ვახშამი მშვიდ და ნაზი მუსიკის ფონზე ჩაივლიდა, მეუღლეს მაგიდის ალაგებაში დაეხმარებოდა. შემდეგ მისაღებ ოთახში ტელევიზორის წინ მოკალათდებოდნენ. ქალი თავ მიადებდა მკერდზე და დღის ამბებს გამოკითხავდა. გეგაც ნაზად გადაუსვამდა თავზე ხელს და უფრო მაგრად მიიხხუტებდა. ქალი გაინაბებოდა და ტელევიზორში მათთის საყვარელ ფილმს ჩართავდნენ და ერთად უყურებდნენ. დილას საუზმით გამოისტუმრებდა, პიჯაკის ჩაცმაში დეხმარებოდა,კარებამდე მიაცილებდა „დღეს რა გაგიკეთო საყვარელო?’“-ს კითხვით, ნაზად ეამბორებოდა ტუჩებზე და „წარმატებული დღე“-თი გამოისტუმრებდა სამსახურში.
ასეთ ცხოვრებას იმსახურებდა გეგა და არა ჩემნაირ უნიათოს, რომელსაც უბრალო კვერცხის შეწვისთვისაც კი არ სცალია. ყოველი დილის კითხვას „დღეს რა გაგიკეთო საყვარელო?“-ს „დღეს რა გამოვიძახოთ?“-ი ჩავანაცვლებდი. არა, არ გეგონოთ რომ არ ვიცი საჭმლის კეთება. როგორ გეკადრებათ. ყველაფრის კეთება ვიცი და თანაც საკმაოდ გემრიელი გამომდის, უბრალოდ დრო არ მაქვს და არც სურვილი რომ გავაკეთო. ან ვისთვის უნდა გავაკეთო? ამიტომაც ან იოგურტს მივირთმევ სახლში, ან გამოძახებულ “junk food”-ით გამაქვს თავი, თუ რათქმაუნდა დედაჩემს არ შევეცოდე და სახლში გამზადებული არომატული წვნიანით, ან ჩემი საყვარელი მწვანე ლობიოს სალათით, ან ისპანახის ფხალით არ დამაჯილდოვა.(ეს უკანასკნელი საჭმელების მეფეა)



№1  offline წევრი Life is beautiful

ოფ. ოფ..
ნეტავ ეს ძველი სიყვარული ხომარაა?
ჰამ?
ვშიშობ კი..
მოკლედ გელოდები. საინტერესოდ ჳითარდება.. ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent