შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული 7 ლარად (თავი 1)


22-06-2021, 11:27
ავტორი მარია 2
ნანახია 1 427

ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე მქონდა გამოცდა,მაშინ 18 წლის გავხდი.
ვიყავი უსიცოცხლო მოძრავი სხეული,ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა სიყვარულის ტრამვა. უანგაროდ სიყვარული ტრამვა. ზურგი მაქცია, მისი ბრალია მთელი სტუდენტობა რომ დარდში გავატარე. ღამეებს სწავლის მაგივრად ცრემლებში ვატარებდი. არ მინდოდა არც სტუდენტობა,არც სწავლა, სიკვდილზე ვფიქრობდი ხშირად.
მასწავლებლებთან დავდიოდი მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩემს მშობლებს უნდოდათ. მათ სურდათ ჰყოლოდათ სტუდენტი შვილი.
ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა რომ ამდენი დარდის შესაბამისად საუკეთესო ოჯახი მყავს.
საუკეთესო დედა, რომეკიც დიასახლისია. ის ყველას უყვარს ,მაგრამ ვერ გავარკვიეთ ეს კეთილი გულის გამო ხდება, თუ გემრიელი კერძების.
ანა ჰქვია. მოფერებით ანიჩკას ვეძახით,თუმცა დიდად არმოსწონს.
მამა სულ დაკავებულია, მშენებლობაზე მუშაობს,მას გია ჰქვია და ყველაზე მეტად ვუყვარვართ ჩვენ.
მყავს ძმა, საბა,რომელიც ჩემზე უფროსია და მუდამ ზრუნავს ჩემზე. ცოტა მკაცრიც არის.
დას ჰქვია სალომე. ჩემი და გათხოვილია და ორი შვილი ჰყავს. ალექსანდრე და ანდრია.
მე ელეონორა ვარ,მეგობრები და ოჯახის წევრები ელეს მეძახიან,დანარჩენები კი ელენეს, ასე არმომწონს მაგრამ რასვიზამთ,სხვა პრობლემებიც არის ვიდრე ჩემი სახელი.
ერთადერთი ვინც ამ სტუდენტობის ჟამს მამშვიდებდა,ჩემი მეგობარია, რეზო. ის საუკეთესო ადამიანია, ვინც ცხოვრებამ მაჩუქა.
თავიდან ისე მივწერე საღადაოდ,მერე შევყევით და გავიცანით ერთმანეთი.
გამოცდები არც ისე ცუდად დავწერე.
პირველი წარმატებით ჩავაბარე,მეორეც. მესამე ჩავაბარე მაგრამ არა წარმატებით,უფრო დადებითი შეფასებით. მეოთხეც წარმატებული.
ახლა იყო საინტერესო, რომელ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი, დადგა ეს დღეც. ჩავრთე ლეპტოპი და შევედი ჩემს გვერდზე.თითქოს სიზმრებიდან ძირს დავენარცხე, საერთოდ არიყო ის უნივერსიტეტი სადაც სწავლა მინდოდა.მაუსი დავამტვრიე, და ტირილი დავიწყე.
როდესაც მოვრჩი ტირილის დანარჩენები კი მოლოცვებს,მარტო დამტოვეს ოთახში. მე კომპიუტერი ჩავრთე და დავპოსტე, თუ ვინ აღმოჩნდებოდა ჩემი კურსელი,რამდენიმე მაშვინვე გამომეხმაურა, თურმე ბევრნი ვიყავით ბიზნესმენები.
ამ ჯგუფში აღმოვაჩინე ოთახის ბინადარი, ერთად ვიქირავეთ ბინა,მალე ჩვენი მეზობლებიჩ გავიცანით და მივხვდი როგორ ვიწყებდი ცხოვრებას თავიდან.
მოვიდა პირველი დღე, თხელი კაბა ჩავიცვი, ზემოდან მაისური, და პირველივე დღეს მხოლოდ კონტურის და ტუშის წასმით შემოვიფარგლე,მაკიაჟი ისედაც არმიყვარდა.
მე არვიყავი როგორც პრინცესები არიან ხოლმე, ლამაზები,ქერები და ხორბლისფერი კანით. მეშავგვრემანი გოფო ვიყავი,საშუალო სიმაღლით, გრძელი წაბლისფერი თმით, წვრილი სხეულით და თაფლისფერი თვალებით.
ლალი,ჩემი ბინადარი გვერდით მომყვებოდა,ისიც ჩემსავით სადა იყო.
დღე მალე დასრულდა, სახლში მოსული ოთახში ჩავიკეტე და ვფიქრობდი. როგორ მომენატრა, როგორ მინდოდა ახლა ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო. მისი სითბო როგორ მჭირდებოდა. ვფიქრობდი ასე როგორ მომექცა, როგორ მინდოდა რომ დაბრუნებულიყო. ამდები გულისტკივილის მიუხედავად.
ლალი მე და ნუცა,ჩვენი მეზობელი ერთ ფაკულტეტზე აღმოვჩნდით, ნინო იყო მხოლოდ სხვაგან.
ჩემი კლასელი თამარიც ამ უნივერსიტეტში სწავლობდა და თურმე ახლოში ცხოვრობდა,როგორც მერე გავიგე,ასე შევკარით სადაქალო წრე.
პორველივე დღეს დავლიეთ,მეორე დღეს კურსი გავედით ერთად.
ჩემს ცხოვრებაში დაიწყო,მარტოობის და იმედგაცრუების, შიშის დამონატრების ეტაპი.
მალე მე და ლალი ,ნინოსთან და ნუცასთან გადავედით. ასე დავიწყეთ ცხოვრება ერთად. თითქოს ყველაფერი კარგად იყო სანამ არ მოხდებოდა ის საბედისწერო დღე.

P.sთუ მოგეწონებათ გავაგრძელებ



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ჯერ ვერაფერი გავიგე. უბრალოდ ეცადე ზედმეტ წვრილმანებს ყოველდრიურობისას ნუ აღწერ. თუარ მოითხოვს სიტუაცია. გააგრძელე ვნახოთ საბედისწერო დღე

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

არ გაჩერდე და გააგრძელე

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიანა

გააგრძელე❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

დაიდეთ ეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამ ახალბედა მწერლებმა რა... მოთხარეთ უკვე ტვინი ...ტრამვაიდან არ უნდა ჩამოგსვათ კაცმა

 


№5  offline წევრი მარია 2

სტუმარი ნინო
დაიდეთ ეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამ ახალბედა მწერლებმა რა... მოთხარეთ უკვე ტვინი ...ტრამვაიდან არ უნდა ჩამოგსვათ კაცმა

უცხო სიტყვა რომელია?

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

მარია 2
სტუმარი ნინო
დაიდეთ ეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამ ახალბედა მწერლებმა რა... მოთხარეთ უკვე ტვინი ...ტრამვაიდან არ უნდა ჩამოგსვათ კაცმა

უცხო სიტყვა რომელია?

აღმოჩნდა რომ ტრავმაა უცხო სიტყვა,სხვებისთვის დივანი, გვერძე,სვავს და ა.შ.... მწერლობაზე რომ აქვს პრეტენზია ადამიანს და საკუთარი ნაწერის გარდა არაფერი აქვს წაკითხული რომ მინიმუმ კალიდორს არ წერდეს...

 


№7  offline წევრი მარია 2

სტუმარი ნინო
მარია 2
სტუმარი ნინო
დაიდეთ ეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამ ახალბედა მწერლებმა რა... მოთხარეთ უკვე ტვინი ...ტრამვაიდან არ უნდა ჩამოგსვათ კაცმა

უცხო სიტყვა რომელია?

აღმოჩნდა რომ ტრავმაა უცხო სიტყვა,სხვებისთვის დივანი, გვერძე,სვავს და ა.შ.... მწერლობაზე რომ აქვს პრეტენზია ადამიანს და საკუთარი ნაწერის გარდა არაფერი აქვს წაკითხული რომ მინიმუმ კალიდორს არ წერდეს...

კალიდორი არავის დაუწერია. და ერთი უცხო სიტყვის გამო ადამიანს შეურაცხყოფა არუნდა მიაყენოთ. მე რომ წაკითხული მაქვს ამ საიტზე თუ ისე შენ არც დაგესიზმრება. ამიტომ კორექტულად!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent