შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის ქურდები (სრულად)


25-06-2021, 01:13
ავტორი tasusuna
ნანახია 12 050

ადრეული გაზაფხულიდან,როცა,ჯერკიდევ ბუნიობასაც არ იყწებდა გარემო,სარკმლიდან იასამნების ცეკვა იწყებოდა..
მეზობელ ეზოში,მესრის გასწვრივ ნარგავებს კისერი მოეღერათ და მზეს ისე შესციცინებდნენ,თვალწარმტაც სანახაობას ქმნიდნენ.
არარსებობდა არცერთი გაზაფხული,მათ გარეშე დაწყებულიყო და,მის სატკბობად არ შეეკრიბა მნახველები.
ირგვლივ ისეთ არომატს აფრქვევდნენ,აბსოლუტურად ყველაფერს ფარავდნენ და საკუთარ სამოთხეს ქმნიდნენ..
გვიყვარდა მისი ცქერა და,სილამაზით ტკბობა მე და დედას.
ბევრჯერ ვცადეთ ჩვენი ხელებითაც გაგვეხარებინა ლეილაღები,თუმცა,თითქოს მხოლოდ იმ ეზოსთვის მოვლენილიყვნენ,
ვერასდროს ავაყვავეთ..
არადა,ვინიცის როგორი სანდომი იყო,ბავშვივით შემოიჭრებოდა ეგოისტობა გულში დამხოლოდ ის იასამნები მომინდებოდა..
ბევრჯერ გადავპარულვარ და,ვინ მოთვლის,ციცქნობიდან დღემდე,რამდენჯერ ამომვარდნია გული უბოროტო ქურდობის გამო..
დავსხდებოდით შემდეგ და,
"ნაქურდალს" იქამდე ვუსინჯავდით გემოს,სანამ მისი უკანასკნელი ყვავილი არ დაეცემოდა დედას ნაქარგ სუფრას.
ალბათ,უამრავი წელი გაგვიგრძელდებოდა ჩვენი ტრადიცია,ავ დაავადებას მისი სხეული რომ არ გამოეცალა ჩემი ხელებიდან..
სრულად დაობლებულს,უიმედოდ დარჩენილს აღარც უკანასკნელად აყვავებული იასამნები მოედო გულს საშველად..
ვერ გეტყვით,ღვთის რომელმა სამართალმა გაუხმო ძირი დედას სანატრებელ ყვავილებს..
თუმცა,სული ჩამწყდა,მისი დაკრძალვის დღიდან,ბარე მესამე წელია,რომ ვეღარ ვიხილეთ მისი სილამაზე ვერავინ..
თითქოს მხოლოდ მისთვის ცოცხლობდნენ...
თითქოს მათი მისია შეასრულეს და,მასთან ერთად ჩაქრნენ.
უცნაური იყო..
ისევე როგორც გაქრობა და,მუდამ უპატრონოდ მიტოვებული იასამნების ეზო..
___
-ორლოვების ეზოში ჩოჩქოლია.-ფინჯანი ყავით ხელში,თინა შემოდის უპატიჟოდ და სარკმელთან მალულად გასცქერის ხმაურს.
10 წლის წინ მიტოვებულ სახლში დილიდან დატრიალებულმა ხმაურმა ჩემი ყურადღებაც მიიბყრო და მცირე ინტერესი მეც მკლავდა.
15 წლის ვიყავი,ოჯახის უფროსმა რომ ბოლოჯერ გამოხურა კარი და მას შემდეგ,მხოლოდ მომვლელი თუ შევიდოდა თვეში ერთხელ და,უცხოვრებელ სახლს შეავლებდა ხელს.
დიდად არცერთი ოჯახის წევრი არ ჩამრჩა გონებაში..
მახსოვს,ბევრი ერიდებოდა და,მეც ცივად ვუვლიდი მათ სახლს გვერდს სანამ მარტოდ დარჩენილ იასამნებს არ მივეჩვეოდი.
-ნეტა ყველა დაბრუნდა?!-ინტერესით შევავლე თვალი იმწამს მოსულ ავტომობილს და კითხვით გავხედე ფანჯრიდან ლამის გაადავარდნილ თინას.
-ხომ იცი ბექას დავშორდი,ასე რომ,არც არაფერი ვიცი იმაზე მეტი,ვიდრე ამწამს ვხედავ-თითქოს მეამინეს ესმინოსო,შავი მერსედესის ყველგანმავლიდან თინას ბიჭთან ერთად ვინმე მაღალი,უცხო გარეგნობის მამაკაციც გადმოვიდა.
ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპულმა თინამ მოულოდნელობისგან ერთი ისკუპა და გემრიელად მოჯდა იატაკზე ოხვა-კვნესით,აქაოდა,არ დამინახოსო.
ხმაურზე მისმა ტკივილგამაყუჩებელმა შემოყო სარკმელში თავი და დამფრთხალი მზერა მიაბყრო ატირებულს.რა დარწმუნდა,რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა და, ესეც მისი მორიგი შემოტევა იყო,თვალი ალმაცერად ჩამიკრა და თავის კანტურით მიუბრუნდა მოვლენების შორიდან მოცქერალს.
-ჩემი დანახვისთანავე თუ ფრენას იწყებდი,არ მეგონა თინუ.-გამწარებულს ცეცხლი შემოუნთო და გაგვეცალა.
-მოვკლავ,გეფიცები,საკუთარი შიშველი ხელებით დავახრჩობ-გაავებული თინა ძლივს დავაყენე ვერტიკალურ მდგომარეობაში.
კოჭლობით ჩამოჯდა მაგიდასთან და ისე,რომ თვალით გარემო ეკონტროლებინა,წინ დადებული ნაყიდი იასამნებით სავსე ვაზა გვერდით მიდო.
-არამგონია,დახრჩობაზე გაფიქრებდეს ბექა,მის წინ შიშველი რომ დგები.-დაზიანებისგან ასაცილებლად იმ ვაზას სულ ვაცლი და შეკავებული სიცილისგან სუნთქვას ვირეგულირებ.
ერთიანად წამოწითლებული მეც გაბრაზებული მიყურებს,თუმცა,ფანჯრიდან გადაშლილი სანახაობა უფრო იტაცებს.
მოხელეებს რიგრიგობით გადმოჰქონდათ სატვირთოდან ქანდაკებები და ფრთხილი ნაბიჯებით შეჰქონდათ სახლში.
ახალმოსული ნაბიჯნაბიჯ მიჰყვებოდა მათ უკან და მითითებებს აძლევდა.
-მგონი მიქელანჯელო გადმოგვისახლდა სამეზობლოდ ანის-თინა აღტაცებული ათვალიერებს შორიდან მსვლელობას.
ჩემი თვალები დიდ მანძილზეც კი აღიქვამს ძალიან დიდი შრომის ულამაზეს შედეგებს.
გული ამიწრიალდა,ისე მომინდა მათი უფრო ახლოს ნახვა..
ინტერესს ახალი წევრიც მიღვივებდა..
მოქუფრულ სახეზე ორლოვს სრულიად არაფერი ეწერა და იმდენად უხეში ნაბიჯები ჰქონდა,მეგონა,მიწას არყევდა მოძრაობისას.
იმწამს თვალის მოცილებას ვაპირებდი,სარკმელთან რომ ძალიან ახლოს მოვიდა და ყინულივით ცივი მზერა სულ წუთით შემომანათა..
უაზროდ სუსხიანი იყო ირისებიდან წამოსული ენერგია..
შემცივნებულ მკლავებზე ხელები ინსტიქტურად ავიტარე და სანამ სულ გავიყინებოდი,მზერა გამიზნულად ავარიდე.
მომდევნო ქანდაკებას მიუბრუნდა ისიც..
ტუჩზე პატარა,თუმცა,თვალშისაცემი ნაწიბური ჰქონდა,გონებამ კარგად ჩაიბეჭდა მისი სახე..
-ალბათ ძალიან რთული ადამიანია..-ფიქრები ჩემს გოგოს გავუმხილე და ფარდა საბოლოოდ ჩამოვაფარე.
სანახაობის დასრულებით გამოწვეული უკმაყოფილება არც კი დაუმალავს,
წარბშეხრილი იქამდე მიყურებდა,სანამ არ დარწმუნდა,რომ თვალთვალი დასრულებული იყო და მის სიბრაზეაც აღარ ჰქონდა აზრი.
გვიანობამდე შემორჩა ჩემს სახლს თინა.
დასვენების დღის არაპროდუქტიულად გამოყენების დიდოსტატმა მთელი დარჩენილი საათები ტელევიზორის ეკრანთან გამატარებინა და კმაყოფილმა დამტოვაგვიან ღამით მარტო..
დღეების დათვლაც შემეძლო,მერამდენე უძილო ღამეს ვათევდი ცარიელ სახლში..
მუდამ სითბოს მიჩვეული კედლები ერთიანად გასიფულიყვნენ დედას წასვლის შემდეგ და,აქ გაჩერებას დღითიდღე მირთულენდნენ..
ვერ აღვწეერ, ძალა არ მეყოფა,რადენად რთული იყო უჰაერობას შევგუებოდი..
სიკვდილს უდრიდა ავეჯით სავსე დაცარიელებულ სახლში შემობრუნება და მისი თბილი სახის ვეღარ ხილვა..
მასზე მიკედლებულს,მის კალთას გამოკერებულს,დღესაც მიჭირდა შევგუებოდი სასტიკ განაჩენს..
შუაღამემდე ვუცქერდი აღარაფერს..
გულაღმა მწოლიარეს ჭერისკენ ამეზიდა თვალები და თითქოს მისი ხაზების დათვლას ვცდილობდი..
ერთი სულიმქონდა როდის გათენდებოდა და რუტინაში ჩაფლობილს,ფიქრისთვის აღარ მეცლებოდა..
თითქოს ძილშიც ვიძირებოდი,ქუჩიდან წამოსულმა ხმაურმა რომ გამომაფხიზლა და ამდგარმა ფრთხილად გადავწიე ფარდა.
ნანახმა სრული კატასტროფა დამიტრიალა გულში..
ვერ გავიაზრე როგორ გამოვგლიჯე ფანჯარა და როგორ გადავევლე რაფას.
მიუხედავად მცირე დაშორებისა,მწარედ დავეცი ქვიან გზას..
ადრენალინისგან ტვინმა ყველა ტკივილი გადამიფარა..
გული გადამისკდა,სანამ მეზობლის ჭიშკარს შევაღებდი..
მაღალი სხეული ჩამუხლული,ხერხით ხელში იასამნების უსიცოცხლო ძირებს მისდგომოდა და მათი მოჭრა დაეწყო.
გული მომიკვდა..
სუნთქვა შეკრულმა,ძალა წართმეულმა,მუხლებით დავეცი აბიბინებულ ბალახს.
გაოცებულ მზერას არ მაცილებდა მოულოდნელობისგან გაშეშებული ორლოვიც..
პურველი,ყველაზე მაღალი იასამნისთვის ცალი ტოტი ჩამოეხრხა და,საცოდავად დაეგდო ხის ძირში..
მეგონა მეორედ ვკარგავდი დედას..
გული უღმერთოდ მომეწურა და მწარედ ამტკივდა..
ვერ მოვძებნე ძალა მათთან მივსულიყავი..
-არ მოჭრათ,გევედრებით..-ისეთი ჩუმი,მკვდარი იყო ჩემი ხმა,ძლივს გაისმა სიბნელები..
რეაქციამ არ დააყოვნა,აქამდე უძრავად მყოფმა ხერხი დაუშვა და ფრთხილი ნაბიჯით მომიახლოვდა..
აკანკალებული ხელები უღომოდ დამეშვა მუხლებზე და გავარვარებულ თვალებს ვერ ვაცილებდი გაუხარელ იასამნებს..
უკონტროლო ცრემლები შეუკავებლად სცვიოდა და მთლიანად მანგრევდა..
ვგრძნობდი როგორ მეხებოდნენ სახეზე უცხო ხელები,თუმცა,მათ ვერ ვხედავდი..
-დედას უყვარდა ეს იასამნები,თქვენ არ იცით რა ლამაზად ყვავიან.. თქვენ არ იცით მათ როგორ ეფერებოდა და შენატროდა..-გულამოსკვნილმა მისი თვალები მოვძებნე და სამი წლის დალუქულ ხურჯონს ჩემდაუნებურად მოვხადე საცობი..-თქვენ ვერც დაითვლით რამდენჯერ მომიპარავს მისი ყვავილები და,გამიხარებია მისი გული..
თქვენ ვერ გესმით რამხელა სტიმულია,გამხმარი იასამნების ცქერა და ლოდინი,რომ ოდესმეისევ გაიყვავილებენ..
-სუნთქვა არეულმა პატარა ბავშვივით გულაჩვილებულმა ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი..
უცნობს მძლიერად ჩაეჭიდა მკლავებზე ხელები და საცრისოდენა თვალებით აკვირდებოდა მონოლოგს..
ვხედავდი,როგორ ეცვლებოდა სახეზე თითო მიმიკა.
ვხედავდი,ნელნელა როგორ ესმოდა ჩემი..
-ისინი დედასი იყო..
თქვენთან ერგო,მაგრამ,მისთვის ხარობდნენ და ამას მხოლოდ დედას წასვლისშემდეგ მივხვდი და გევედრებით,
თუ ადამიანი ხართ, ნუ მომიკლავთ საბოლოოდ მას მეორედ..-წლობით ნაგროვები ტკივილი სიტყვებს გადმოვაყოლე..
ფრთხილად წამომაყენეს ძლიერმა ხელებმა..
იმდენად უტყვი იყო მისი ტუჩები,მეგონა,სულ ტყუილად დავისერე სული..
-უნდა მაპატიო ანისი..-თვალხილული იყო აშკარა სინანული და გული მომილბა..
არც კი მაინტერსებდა საიდან იცოდა ჩემი სახელი,
მთავარია,ისინი გადარჩნენ და ალბათ,ოდესმე,ისევ შემოიტანდნენ ბედნიერებას..
დამშვიდებულმა მივხვდი,მისი მზერა არ მცილდებოდა…
მუქად ჩამოღამებულშიც კი ადვილი გასარჩევი იყო მისი მწვანედ მოელვარე ირისები..
აციალებული აურორა მის თვალებში იმდენად ლამაზი იყო,წეღანდელი ტკივილი თითქოს წამით დამიამდა..
მოვინუსხე მათი ელვარებით..
ისევ მკლავებით ვეჭირე და,ისევ უდიდესი სიმხურვალისგან მეწვოდა სხეული..
ვერ გავიაზრე,ისე შემოვხსენი კისერზე დამაგრებული ჭრელი ბენდენა..
მის თვალებს და ტკივილს დავეხსენი და,
მუხლსგამაგრებული მივუახლოვდი ნაომარ იასამანს..
მეგონა მყესები დაუსერეს..
მეგონა იისფერი სისხლი ჟონავდა ვენებიდან და გადარჩენას ითხოვდნენ..
მჭიდროდ დავახვიე თხელი ნაჭერი გადახერხილ ნარჩენს..
მწვავდა მისი მზერა მხრებს,თუმცა,მჯეროდა..
მთელი სულით მჯეროდა რომ გადავარჩენდი და ამისთვის თუ გიჟად ჩამთვლიდა,მიღირდა..
გული თითქოს დავიწყნარე,დიდი ტვირთი შემოვიხსენითქო,მეგონა,ისე ვეფერებოდი გამხმარ ტოტებს..
ვევედრებოდი გაეშალათ დამტვრეული ფრთები და კიდევ ერთხელ შეებერათ დამჭკნარი სულისთვის არომატული ჰაერი..
-ფეხიდან სისხლი მოგდის,სახლში შევიდეთ,გადაგიხვევ..-სიჩუმეს მისი ძლიერი ხმა არღვევს..
გატეხილი აქცენტი აქვს,თითქოს უჭირს კიდეც ჩვენს ენაზე საუბარი..
მხრებში გამართული მიმიძღვის,უფრო სხეულში დავლილმა ტკივილმა მაიძულაა მას ავდევნებოდი..
ჭედურ მასიურ კარებს მარტივად აღებს და უზარმაზარ,მაღალჭერიან ჰოლში შევდივართ.
მიუხედავად უძრავად განვლილი წლებისა,ძველი დიდებულება შეენარჩუნებინათ კედლებს და თავმომწონედ იმზირებოდნენ.
დილანდელი სურვილები შესვლიდანავე მახსენებს თავს,თუმცა,ვერცერთ ქანდაკებას ვერ ვკიდე თვალი სამ თუ,ოთხ ოთახში.
ტყავის გადაშლილ მეფურ დივანზე ადგილს ვიკავებ და გადახეთქილ კანს შეღონებული დავყურებ.
ვერასდროს ვიტანდი სისხლის მწლაკე სუნს..
მომაკვდავი დედის ფერმკრთალი ვენებიდან ძლივს გამოდევნილი სისხლის სუნი მახსენდება და მაზიდებს..
-ფერი დაკარგე,ნუ გეშინია..-დიდ ოთახში ექოსავით ისმის მისი მობუბუნე ხმა..
ხელებში პატარა ყუთი მოექცია და ჩემკენ მოიმართებოდა.
მისი სახელიც კი არ ვიცოდი..
სახლში,რომელსააც წლები ვქურდავდი,თავს მშვიდად ვგრძნობდი და ეს მაკვირვებდა.
ფრთხილი ხელები კიდევ უფრო სიფრთხილით უვლიდა მუხლს და დიდი ოსტატობით მიხვევდა ჭრილობას.
იქნებ ექიმი იყო?!
ხომ შეიძლებოდა ერთდროულად ორ პროფესიას დაუფლებოდა და მის იდეალურ გარეგნობას კიდევ უფრო მეტი სიდიადე შემატებოდა.
საკუთარ ფიქრებზე ჩამეცინა..
ხასიათია ცვლილება არც მას გამოპარვია და ამომხედა ეჭვიანი მზერით..
ახლოდან მისი ნაკვთები კიდევ უფრო უხეში და,ამავე დროს,ნატიფი მომეჩვენა..
თითქოს მის ყვრიმალებზე ძალიან ბევრი ემუშავა მოქანდაკეს და იდეალური ნიმუში შეექმნა..
თვალებში აურორა აღარ ციალებდა..
ხელოვნურ განათებაზე მისი თვალები მუქი ბალოტისფერი იყო და საოცრად ჩამუქებულიყვნენ..
გახეთქილი ტუჩიდან დარჩენილი უსწორასწორო ნაწიბური ტუჩის რგოლს ურღვევდა,მაგრამ,იმდენად უხდებოდა მის სახეს,საერთოდ აღარ სჩანდა შემზარავი..
არ გამოჰპარვია მახვილ თვალს მასზე დაკვირვებული მზერა.
გადახვეულ ფეხს ბოლოჯერ დახედა და წამოდგა.
-მეც მახსოვს როგორ ყვავიან ის იასამნები ანის..-გონება ამჯერად უფრო ინტერესდება,საიდან იცის ჩემი სახელი..თუმცა,არ ვაწყვეტინებ..
-ძალიან ბევრი წლის წინ,საკუთარ ხეებს მეც ვძარცვავდი დედასთვის და,ერთერთი ქურდობისას,მწარე კვალი დამიტოვა ზუსტად იმ ხემ,შენ რომ დღეს გადაარჩინე..-მკრთალად ჩაიღიმა და დაბალ მაგიდაზე დადგმულ სავისკეს სახეანთებულმა გახედა..
აშკარა იყო გონებაში აშლილი მოგონებები..
მის გახსენებას ვცდილობდი მეც,თუმცა,არ გამომდიოდა..
ერთადერთი,ვინც მკაფიოდ მახსოვდა,მამამისი-ვასილ ორლოვი იყო,რომელმაც დიდიხნის წინ დატოვა ჩვენი ქუჩა..
-მე საერთოდ ვერ გიხსენებთ..-გულდამწყდარმა ისევ შევავლე მის სახეს თვალი..
არ მინდოდა სევდიან ფიქრებს გაეტაცებინა,ვიგრძენი,როგორ თრგუნავდა წარსული..
ისევ ჩაეღიმა..
ცივად და ირონიულად..
თუმცა პასუხი არ გაუცია..
სიჩუმემ რომ დაისადგურა,
გაჭირვებით წამოვდექი,გასასვლელისკენ დავიძარი..
მის მძიმე ნაბიჯებსაც ვგრძნობდი ზურგსუკან..
კართან მდგარ უზარმაზარ სარკეში დავინახე,როფორ გადაისწორა შუბლზე ჩამოყრილი თითქოს შევერცხლილი მოზრდილი თმა და თითქოს ის მსგავსებაც დავიჭირე,რასაც ეძებდა გონება დილიდან..
-ნოვა ორლოვი!-მოულოდნელად წამომცდა და კარგად შეფუთულმა მოგონებებმაც იწყეს სვლა..
იმდენად ციცქნა ვიყავი როცა უზარმაზარ სახლში მარტო დატოვეს ვასილი,რომ სულ მიმვიწყოდა მისი შვილი და მარგალიტივით ლამაზი ცოლი..
-ანისი ბებია-თოთქოს გამომაჯავრა,ირონიულად შემომცინა და ცხელი მზერა მომავლო..
ვიგრძენი,ესიამოვნა რომ გავიხსენე..
ეს განცდა მთელი ბილიკი და,შეფუთულ ტოტამდე გამყვა..
მერე,თოთქოს ისევ იგივე განცდებმა იჩინეს თავი..
გულმოწურული შევყურებდი გამხმარ სიცოცხლის მახარობელს და ვნანობდი,რატომ არ შევინახე მისი უკანასკნელი ყვავილობა..
-ისევ გაიხარებს იასამნები და ისევ მოვიპარავთ ანის..-თითქოს გულის თქმას გამოეხმაურა..
-მპირდები ნოვა?!-სანამ გავიდოდი,უპასუხო კითხვა დავუტოვე და ამჯერად,კარით შევედი სახლში..
არ მახსოვს როგორ გათენდა და როგორ გავატარე დამღლელი დღე საძულველ სამსახურში..
გონება არცერთ კადრს არ მავიწყებდა და ყოველ წუთს მის სახეს მისახავდა..
მისი ჩუმი,ბევრისმთქმელი თვალები უამრავ გადატანილს ჰყვებოდნენ,თუმცა,მისი ჯერჯერობით ვერ მესმოდა..
სახლამდე ვცდილობდი თუნდაც წამით ამომეგდო თავიდან,თუმცა,მივუახლოვდითუარა მათ გალავანს,
ინსტიქტურად გავაპარე თვალი ღობის მიღმა..
სახლში არ იყო,დაუმუხტავი ჰაერი მოწმობდა..
დაღონებული ვაღებდი კარებს და მეგონა ვეღარ ვიხილავდი მას,
მაგიდის შუაში დადებულმა ხელოვმების ნიმუშმა რომ მთლიანად გამომაცალა ძალა..
მთელ ცხოვრებას დავიფიცებდი,
ნოვა ორლოვის ხელით ნაძერწი იასამნები იდო მაგიდის ცენტრში და თავს თიხითაც კი იწონებდნნ..
სული შემეკრა..
წამითაც არ მაინტერესებდა,როგორ შემოვიდა სახლში..
გონება მთლიანად იასამნების ირგვლივ მოძრაობდა და ჩრდილოეთის ციალივით დასტრიალებდა თავზე ფარფატა ფოთლებს ნოვას აურორები..
თვალს არც პატარა ბარათგამოპარვია..
"გპირდები"-გაკრული ქართულით ეწერა თაბახზე და იქიდან ირონიულად მოღიმარი ნოვა მიცქერდა..
გამაჟრჟოლა..
ამ წამს წარმოდგენა არ მქონდარას მიმზადებდა ბედი,
თუმცა,
სამი წლის დაკარგული იმედი ისე დაუკითხავად შემომახვია მისმა სიტყვებმა,
ყველა ჯავრი დამავიწყდა..
მის სახელს თან იმედი ერთვოდა..
უსუსური სულისთვის შვებას ჰგავდა მისი სიტყვები..
___
სულთმებრძოლმა მითხრა ერთ დღეს დედამ,იმ პერიოდში განსაკუთრებით ცუდად იყო,კვირაში რომ ორი უნდა გაეკეთებინა,დღეში ვუკეთებდით მორფს..
მეგონა კანი ცოცხლად ეწვოდა,იმდენად ეღარებოდა სახე ტანჯვისგან..
შენ რომ მარტო დამირჩები,ეგ უფრო მკლავსო,ხშირად დასცდებოდა..
სასთუმალთან დაიჯენდა თინას და თითქოს ევედრწბდა,არასდროს მივეტოვებინე..
მუდამის ჩრდილს ადევნებულს,იცოდა,გამიჭირდებოდა მარტოობა და,ალბათ,ზუსტად ამას გრძნობდა ისიც..
ვხედავდი როგორ ეჭიდებოდა გადაქანცული მკლავებით სიცოცხლეს და როგორ არ ეთმობდა არცერთი დღე დასაღამებლად..
სუნთქვა უყვარდა..
იმდენად,რომ ბოლო დღეებში გამოზომილად ჩაისუნთქვდა ხოლმე ჟანგბადს..
-დღეს ლილისთან ვიყავი,იასამნები ავუტანე.-გვიან ღამით უკაკუნოდ შემოვიდა თინა,მისი გასაღებით.
საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი,რომ დაკრძალვიდან დღემდე,ვერასდროს შევძელი ავსულიყავი..
ფინჯან ჩაის რაფაზე დებს და გვერდით მიჯდება.
თითქოს დედას დაპირებას ასრულებდა ზედმიწევნით-მარტო არასდოს მტოვებდა.
საუბრის ხასიათზე ვერ ვიყავით..
მუდამ ენერგიაზე მყოფი თინიც კი უხმოდ გაჰყურებდა ქუჩას და ალბათ,მონატრებულ ბექას ედევნებოდა ფიქრებით..
ვგრძნობდი,რაღაც აწუხებდა და,ველოდი,როდის იქნებოდა მზად..
-ამ ბოლო დროს ძალიან ავირიე ანისი და გზას ვეეღარ ვპოულობ..-ფიქრებში ახლართულმა სევდიანად გამომხედა და გამიღიმა..
უკვე დიდი ხანი იყო ეს შევამჩნიე,უფრო ზუსტაფ,მას შემდეგ,რაც უგონო პრინციპებს გადააყოლეს წლობით ნაშენები ურთიერთობა მან და ბექამ..
-დღეს ჩემმა თანამშრომელმა მსუბუქ პაემანზე დამპატიჟა და,ასე მეგონა სული შემეკრა,რომ გავიაზრე წინ ვიღაც დათო მეჯდა და არა ბექა..-გამეღიმა,თუმცა,არ შევიმჩნიე..ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ იქნებოდა ახალი ეტაპისთვის მზად,რადგან,მთლიანად მას ეკუთვნოდა..-მეგონა გული ამომივარდებოდა,ჩემი შეხება რომ სცადა და კანი დამეშანთა,სადაც შემთხვევითაც კი მისი სუნთქვა მომედო..-ცხვირის წვერი შეეფაკლა..
თავს იკავებდა რომარ ეტირა,არადა,ყველაფერს ერჩივნა ახლა გულიანი მოთქმა.. მისი სკამი ჩემკენ მოვიცოცე და ძლიერად შემოვხვიე მკლავები..
ეს სჭირდებოდა..
ნიაღვარად გადმოსცვივდა ცხელი ცრემლები.
-მენატრება ან,ისე მენატრება,ყველაფერი მტკივა..-მთელი გული ამოაყოლა და ლამაზი სახე ხელებში ჩარგო.
"მოდი"-ერთადერთი სიტყვა მივწერე ბექას სანამ თინა დამშვიდდებოდა და ისევ მკლავებში გავიხვიე..
ვნ დამაჯერებდა,რომ დამთავრდნენ,სწორ დროს ვეძებდი,რომ ჩავრეულიყავი და ეს ზუსტად ის წამი იყო..
არ დაგვიანებია მის გამოჩენას დიდი ხანი..
ზუსტად ვიცოდი,ამ სიტყვებს ელოდა ბექაც..
მხოლოდ იმან გამაკვირვა,ისევ ნოვას რომ ახლდა..
მხოლოდ წამით გამომხედა თინამ მტრულად,
დაინახა თუარა ხელგაშლილი ბექა,
გულამოსკვნილი ჩაეკრო და,
ფრთხილი ნაბიჯით გამოვიხურე მეც კარი..
გრილოდა და თხელ მაისურში შემამცივნა,გარეთ რომ გამოვედი..
ავტომობილზე ზურგით მიყრდნობილი ორლოვი მოურიდებლად მათვალიერებდა და, ირონიით მსუსხავდა..
ღამით კიდევ უფრო უცხო იყო მისი გარეგანი..
-იასამნებისთვის მადლობა!-უხერხულად ავიწურე სახლთან,მასთან სიახლოვე საშინლად მმუხტავდა.
-მადლობას მაშინ მივიღებ,საკუთარი ხელებით რომ დაგირგავ იასამნებს და მთელ ბაღს ავაყვავებ.-უცნაურმა,ორაზროვანმა სიტყვებმაკიდევ უფრო გამფანტეს და დამაფიქრეს..
-მგონი მხოლოდ შენს მიწაზე ხარობს იასამნები.. ვერასდროს გავახარეთ მე და დედამ.-გულდაწყვეტილმა მზერა ავარიდე და კარებთან,ქვის ერთ საფეხურზე ჩამოვჯექი..
ჩემს პირისპირ იდგა ის..
თვალები ჩამუქებოდა უცნაურად და მიღიმოდა.
-მაშინ ჩემს სახლს გაჩუქებ და,სულ თან გეყოლება..-სხვა დროს გამეცინებოდა ალბათ..
თუმცა,არც ხმა ჰქონდა სიცილნარევი და,არც ის ადამიანი სჩანდა,ვინც სიტყვებს ჰაერში ისროდა.
პასუხი არ და,ვერ გავეცი.
მის თვალებში ვიყავი ჩაძირული და გონებაში დატრიალებულ ათას ფიქრებს ვებრძოდი.
მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი და ბალოტისფერ თვალებში დიდხანს მეცქირა..
პირველად იყო,მიზიდულობისგან სუნთქვა რომმეკვროდა და ყველა ენერგიას ვხმარობდი,მისთვის შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო..
მისიმხრივ,მწველ მზერას ატარებდა ყველაფერს მისი თვალები.
ალბათ,მძიმედ გავიდოდა მთელი უსასრულობა,ტელეფინის ზარს რომ არ განემუხტა წუთები..
მოკლე პასუხებიდანაც კი მარტივი გასარჩევი იყო ნოვას დაძაბული ხმა და შეკავებული აგრესია..
სახეზე მიტკლის ფერი დასდებოდა და ადგილს ვერ პოულობდა..
ვერც გავიაზრე ისე მივუახლოვდი და დაძარღვულ ხელზე ფრთხილად ჩავჭიდე თითები..
გაიყინა..
უცნაური ჰქონდა მზერა და ,თვალებიდან წამოსული გრძნობები.
კიდევ უფრო ფრთხილად ჩაჭიდებულმა ხელმა მისკენ მიმიზიდა და ისე,რომ პარალელურად სხვა ენაზე მოსაუბრეს ეკამათებოდა,გამონთავისუფლებული ცერა თითით ცეცხლივით შემომიხაზა საზის ნაკვთები...
-იდეალური კონტური გაქვს ანის.-საუბრისას წამით მომმართა და კიდევ უფრო დამკარგა..
ჩემს ნაბიჯს მისიც შეეგება და,
ბოლო წანამდე არ გაუწყვეტია ჯაჭვი...
ვგრძნობდი,ძალა სჭირდებოდა და,მარტივი შესამჩნევი იყო,მისიმომენტალური დამშვიდებაც.
-მადლობა თანადგომისთვის..-გათიშა თუარა,გადმომხედა.
-მადლობას მაშინ მივიღებ,როცა ამის საჭიროება იქნება..-გამოვაჯავრე თითქოს და გამომივიდა,
გულღიად გაეცინა..
წეღანდელი ფორიაქი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი კვლავ ირონიამ დაისადგურა..
თმები ისევ დაუდევრად ეყარა შუბლზე და კანი ამეწვა,ისე მომინდა მათი მწყობრში მოყვანა,ისე,როგორც ამას ნოვა აკეთებდა..
სულ ერთ ნაბიჯში იდგა..
გამართული და მედიდურად მომზირალი..
თვალებიდან უდიდეს ენერგიას აფრქვევდა და ჩამოღამებულ ქუჩას ცეცხლს ჰკიდებდა აურორები.
-თეორიულად მაინტერესებს ანის-წუთების შემდეგ,უცნაურად გამომხედა და,უჩვეულო კონტურები შემოხაზა ჰაერში..-სრულიად უცხო ადამიანს ნატურისთვის თუ დაჰყვებოდი გვიან ღამით და,შენი ცხოვრების რამოდენიმე საათს თუ დაუთმობდი.-თითქოს ბეწვის ხიდზე გადიოდა,იმდენად ფრთხილი ხმა ჰქონდა,გამაკანკალა..
მისი თეორიული კითხვა უფრო თხოვნას ჰგავდა..
ანთებული თვალებით ყველა მიმიკას იმახსოვრებდა და ალბათ წუთებს ითვლიდა როდის დავუბრუნებდი პასუხს..
გონებაში მისი წეღანდელი სიტყვები ტრიალებდა და ამას ბოლოც ერთვოდა..
რამოდენიმე დღის წინ ალბათ უარსაც ვეტყოდი და,შეშინებულიც გავეცლებოდი..
მაგრამ,შინაგანი ხმა განწირულად კიოდა და ყველაირ რაციონალურ ფიქრებს მიბლოკავდა..
მინდოდა..
თეორიულადაც და,
პრაქტიკულად,
უგონოდ მინდოდა მისი ნატურა ვყოფილიყავი და თუნდაც რამოდენიმე საათით შემესწავლა მის ნაკვთებს მიღმა დამალული ნოვა ორლოვის სახე.
გამაკანკლა..
მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე მთლიანადახვევდა მასში და ,თავისუფლად რომ ამომესუნთქა,სამი ნაბიჯით დავიხიე უკან..
-ალბათ,თეორიულად მხოლოდ ერთი პირობით დავთანხმდებოდი..-სახე ავარიდე,იმდენად ათასფრად გაუკაშკაშდა თვალები,ვერ გავუძელი..-თუ დასრულებულს მაჩუქებდა..
გაეღიმა..
გადაჯვარედინებული ხელები ჩამოუშვა და თავის დაკვრით გამიძღვა სახლისკენ..
თავდაჯერებისგან გული მისკდებოდა..
თითქოს ფრთები შემესხა..
ერთიანად დავლილმა ემოციებმა აღმაფრთოვანეს და ენერიით ამავსეს..
ჩქარობდა.
დინჯი ნაბიჯები უკან მოეტოვებინა და მძიმე ნაბიჯებით,სწრაფად მიიწევდა ჭედური კარისკენ..
თხელი მოსახური ტყავის ორეულზე დადო და თეატრალურ კიბეებს მეორე სართულისკენ აუყვა..
რატომღაც ვიგრძენი რომ არუნდა გავყოლოდი..
არც შევმცდარვარ..
სამიოდე წუთში მომცრო მოლბერტითა და ტილოს ნაჭრით დაბრუნდა,რომელიც ხის ჩარჩოზე გადააკრა და,მხოლოდ მერე შემომხედა..
საოცრად უცნაურად..
საოცრად საუცხოოდ..
არასდროს მინახავს ამაზე მეტად მოელვარე თვალები..
მეტრის მოშორებით მიცქერდა და ალბათ ყველა ნაკვთს სწავლობდა..
ვიწვოდი..
ამას ცეცხლიც აღარ ერქმოდა..
მეგონა სულს ჰკითხულობდა იმდენად ღრმა იყო მისი თვალები და,ყველაფრის მთქმელი მზერა..
-შეგეხები ანის..-ფრთხილმა თხოვნამ ისევ ამიფრიალა სუსტად მფეთქავი გული..
თეთრ ფონზე მისი შავად მოსილი სხეული ძალიან მიმზიდველი იყო და,სანდობი..
ინსტიქტი იმდენად მკარნახობდა კარგს,
მზერით დავთანხმდი და,
ქარცეცხლში ჩავები..
ცხოვრების არცერთ შეგნებულ ეტაპზე არ მქონია ამაზე მეტად ინტიმური საათები..
ვგრძნობდი მის შეხებას სახეზე..
თითს, რომელიც კონტურებს ხაზავდა და,ტილოზე გადაჰქონდა ესკიზად..
რბილი თითები ჰქონდა..
გრილი და გრძელი..
მისი ბალიშები მეგონა კანის ყველა ნაოჭს სწავლობდა,იმდენად ფრთხილი იყვნენ..
გულსა და გახშირებულ სუნთქვას ვეღარ ავუდიოდი..
მომიახლოვდებოდა თუარა მისი მძიმე ნაბიჯები,
გულის ფიცარიც კი ვერ იჭერდა მწყობიდან გამოსულ ორგანოს..
ყვეა ფიქრი,
ყველა ჯავრი,
ყველა სნეულება სადღაც მიმვიწყებოდა და,
მთელი გონება მის სადარაჯოდ ქცეულიყო..
არ მინდოდა იმაზე ფიქრი,
რამდენ სტანდარტს ვარღვევდი,
თუნდაც გათენებისთანავე მენანა ყველა წუთი,
დღეს და აახლა,
ამწამს,სულს ვანდობდი მას და,
გულს..
-ანისი-აღარ დაუსრულებია..
მეხუთე საათმა ამოწურა არსებობა და დღემაც შემოაღო კარი..
მთლიანად გაშავებოდა მარცხენა ხელის გული და დაღლილ სახეზე,ლოყაზე ზოლებად აჩნდა ნახშირის კვალი..
განცდილისგან ყველა ენერგია გამოცლილი მქონდა..
უსაშველოდ მინდოდა ესკიზის ნახვა,თუმცა,
დაასრულა თუარა,მომენტალურად გადააფარა ტილოს თხელი აბრეშუმის ნაჭერი და გამომცდელად გამომხედა..
გულღიად გამეცინა მის ქცევაზე.
-ფაქტობრივად,თეორიულად დამხატე..
ალბათ,სანამ არ დასრულდება,პრაქტიკულად ვერ ვნახავ..-მივხვდი,ესოამოვნა რომ გავუგე..
იმდენად უენერგიოდ ვიყავი,
საკუთარი სურვილები სკივრში გამოვკეტე და გასასვლელისკენ გავემართე..
თავჩახრილი,დაბალ სკამზე მჯდომი,ღიმილიანი სახე გაშლილი ხელებისკენ მიემართა და წარმოდგენა არ მქონდა,რაზე ფიქრობდა..
-ანის-კარებთან შემაჩერა მისმა სიტყვებმა..
აღარ გავბრუნდი..
-გუშინ ბექამ თინასთვის ბეჭედი იყიდა..-გული გამიჩერდა მეგონა..-ხატზე მაქვს დაფიცებული,მისი ჯვარის მზიდავი უნდა ვიყო..-იმდენი ემოცია გაურია ყინულივით ცივ ხმაში,ავირიე..
ბევრი წუთი დამჭირდა გამეაზრებინა რას ნიშნავდა მისი სიტყვები..
მწვამედ ახასხასებულ კოინდრის ფონზე გულის მოსაკლავად ჩანდა გამხმარი,ნაავადმყოფარი იასამნები,გადაბინტული ნახერხით..
სწორედ,მათ ცქერაში გაიაზრა გონებამ ნოვას სიტყვები..
მხოლოდ იმას ვერ მივხვდი,
ორლოვისთვის რატომ ჰქონდა ამას ოქროს ფასი..
___
ცისკრის ვარსკვლავს ჰგავდა მოკაშკაშე თინა..
ნაზი ხელის სუსტ არათითზე ლამაზად დაეკოსა თვლიანი ნიშანი და აწყლიანებულ მზერას არ აშორებდა..
გამთენიისხანს,დავბრუნდი თუარა ორლოვიდან სახლში,
ბექამ დამიმარტოხელა.
-მაშინებს ან-გულწრფელად შეშფოთებული თვალები გადმოცვენას ჰქონდა ანერვიულებულ ბექას..-ორი საათია ხელი ვთხოვე და მას შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს.არც კი გარყეულა..-მალულად უთვალთვალებს და ჩემს სიცილს აიგნორებს.-რაღაც დაემართა და უნდა მიშველო..-ვედრებად დაიღვარა ორმეტრიანი ბიჭი.
ღელავდა და,მასზე ზრუნავდა..
თავს დატრიალებდა მთლიანად გაყინულ თინას და ძვრა რომ ვეღარ უყო და გაუსაძლისი გახდა მისი ბოლთა,
სახლიდან გავუძახე და მას შემდეგ იყო,
გვარიანად რომ დაგვათენდა და ის ისწვ ბეჭედს დასცქეროდა.
-თინუ-მისი ათრთოლებული მტევნები ხელებში მოვიქციე და გაყინულ თითებს მოვეჭიდე..
კანკალებდა..
იმდენად იყო სავსე სიხარულით,სხეული ვეღარ უძლებდა და,ცახცახებდა..
ამღვრეული ჰქონდა თვალები..
იმდენად ბევრ ემოციებს გზავნიდა,დავიბენი..
-ბედნიერი ხარ?!-ვიცოდი,მაგრამ,მისი ხმა მინდოდა გამეგო..
მცირე ასაკიდან დღემდე,არ ყოფილა წუთი ერთმანეთი არ გაგვეძლიერებინა და,
ამწამს,ეს დასტური ორივეს ჰაერივით გვჭირდებოდა..
მძიმედ ამომხედა თუმცა თვალებით იღიმოდა.
ხელი გამოითავისუფლა და გულში ისე ჩაიკრა,თოთქოს,ენანებოდა,არ გაქცეოდა..
-არარსებობს ამაზე მეტი სიყვარული და ,ამაზე მძაფრი მონატრება ანის..-მსუბუქად გამიცინა და ღრმად მოისუნთქა..-არ ვიცი რა უნდა შეცვალოს მოვალეობებმა,როცა წლებია მას შევეზარდე და ყველა დაბრკოლებაში გამოვცადეთ გრძნობა..- სარკმლის ბარხატის ფარდა გადაწია და უფერო ოთახში მზის სხივებს მისცა გზა..
ქუჩაში აღარ ეყენა ნოვას მანქანა..
აღარ სჩანდა ნანერვიულები ბექაც.
-რგოლით და მის გარეშეც დასაწყისიდან მისი ვიყავი და არა სტანდარტების გამო..
როცა ხვდები,საკუთარი სულის მეწილე იპოვნე,სულ რომ იდეალიზმის წინაშე დადგე,ყველაფერი უფასურდება და მისი დამსხვრეული ფრთები გირჩევნია ხოლმე..-ისეთი თავდაჯერებულია,გული მებერება..
მისმტკიცე,ბევრგამოვლილ მხრებს გაბადრული ვუყურებ და ვცდილობ მასში ის პატარა,ძალიან ცელქი დაონავარი თინა ამოვიცნო,წლების წინ რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მას შემდეგ,წლებია მიცავს...
-ბექა ჩემი მთლიანი სულია..-გამოტრიალებულმა ამღვრეული მზერა მომაბყრო და ისევ მის ნიშანს დააცქერდა..-მე მისი და,თუ ამის მისახვედრად მას ხელის თხოვნა დასჭირა და მე უღმერთო მონატრება,ესეც დადგა..-ხელები ფართოდ გაშალა და შემომცინა,თითქოს ყველაფერი მიჩქმალა და ძველებულ თინას დაუბრუნდა.-აბა,გადაწყვიტა მეჯვარემ რა ფერის კაბას იცვამს?!-ისეთი ენთუზიაზმით შეყვირა,რამოდენიმე საათისწინანდელი ნოვას ორაზროვანი წინადადებაც კი გადამავიწყა..
გამიხარდა..
იმდენად დიდ დრო იყო სრული ბედნიერების განცდიდან გასული,
მუდამ ნაღვლიან გულს გაუჭირდა ერთიანი აღფრთოვანების გაძლება და,რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა..
ბოლო ორ დღეში იმდენი დაუგეგმავი,გაუწერელი,მოულოდნელი ცვლილებები მოხდა,უკვე თავბრუს მახვევდა და კონტროლს მაკარგვინებდა..
ერთიანი ქარბორბალა ცოტათი მაფრთხობდა,თუმცა,არა იმდენად,თინას გაბრწყინებული თვალები რამეს ჩაექრო..
დიდხანს ვუყურებდი როგორ იბრუნებდა საკუთარ თავს და,მშვიდდებოდა..
როცა საბოლოოდ დალაგდა,ბექას დავუბრუნე და,
სიხარულის ბუდეს ემოციებისგან დაღლილმა გადავხედე...
არასდროს არ შემომწოლია ამრაოდენობით სევდა..
საკუთარ თავს ვკარგავდი,ვგრძნობდი..
თითქოს ეგოისტურად არ მეთმობოდა და,
ამავდროულად,სიცოცხლეზე მეტად მსურდა თინას სიხარული..
მეშინოდა..
სიმართლისგან შემოძარცვული,გატყაული სხეული თითქოს ეგოისტურად ამეწვა და ისე დავპატარავდი,
საკუთარი თავი შემეცოდა..
ვერცეერთი ნაბიჯი ვერ გავიაზრე,
სასოწარკვეთილმა,
ისე აღმოვჩნდი მივიწყებულ ალაგს...
მუხლები ამიკანკალდა,მცირე აღმართს რომ დავადექი და,თავმომწონედ მობიბინე იასამნებში როგორც იქნა მისი სახე დავინახე..
კანი ამეწვა დავლილი სიცხელისგან..
ყოველი უჩემოდ დაღამებულე დღე უღმერთოდ ამეწვა და,
გული მომიკვდა,რომ გავიაზრე,როგორ შეიძლება მიცდიდა,ხელებგაშლილი,თუნდაც,თვალთუხილავად..
საკუთარი ხელებით გაეწმინდა თინას დედას სამყოფელი და,გულზე დაეკრიფა მისი სანატრელი იასამნები..
ხელები ამექავა,ისე მომინდა საკუთარი ხელებით დამემტვრია ქალაქში ყველა ლეილაღის ტოტი და მისთვის მიმეტანა..
ნაქურდალზეჯერ გავეკიცხე,მერე კი უკონტროლოდ მოვფერებოდით მის სიფრიფანა ფურცლებს და,იქამდე გვეცქირა,სანამ ხელახლა,თითქოს წრეზე,მომდევნოს არ მივუტანდი..
მომნატრებოდა..
ციხესიმაგრე,სამი წელი რომ ჩვენშორის აგებულიყო,ერთიანად ჩამოინგრა და,
მისგან მინატოვების დაგროვილი წყენაც,მიჰყვა..
გულამოსკვნილი მანამ მოვთქვამდი,სანამ უკანასკნელი ეგოიზმი არ გადმოვიღე და,
როგორც იქნა,არ ამოვისუნთქე..
დილის შუქის ბოლო განათებამდე ვუხდიდი ბოდიშს მიტოვებულ გრანიტს,თუმცა,იმასაც ვხვდებოდი,
დედის გულს არცერთი ბოდიში არ სჭირდებოდა შვილის..
შემამცივნა..
ჩამობნელებასთან ერთად სუსხმა ისე იმატა,ვეღარც მისი თვალებიდან წამოსული სითბო მშველოდა..
გავიყინე..
-ანის..-მოულოდნელმა,ნაცნობმა,უჩვეულოდ ახლობელმა ხმამ მისკენ შემაბრუნა და,ძლიერმა ხელებმა სპორტული მოსახური შემომახვია მხრებზე..
ლამპიონების უსუსტეს განათებაზეც კი მარტივი გასარჩევი იყო მისი დაღლილი სახე და,
დაღარული ნაკვთები..
-ყველაფერი კარგადაა?!-ინსტიქტურად მოვეჭიდე მის მკლავებს და საკუთარი ტკივილი მომენტალურად უკუვაგდე.
გაეღიმა...
ფრთხილად ჩამოხსნა მასზე მიწებებული ხელები და მისაში მოიქცია..
-სახლში წავიდეთ ანისი,დღეს ბევრის გადატანა მოგიწია..-ისეთი თანაგრძნობით გადმომხედა,საბოლოდდ თავდაყირა დაააყენა ჩემი ფიქრები..
ზედმეტ განსჯას ვეღარ გადავყევი,
მის ნაბიჯებს ისე ავედევნე,თითქოს,მთელი ცხოვრების ნამტკიცები ნდობა მქონოდა ორლოვის მიმართ..
ხელჩაჭიდებული,საცალფეხო ბილიკზე გზას მიმიკვლევდა და,იმ ძალას მაძლევდა თითის ბალიშებით,აქ შემოსვლისას რომ ნაბიჯნაბიჯ დავკარგე..
ჩავსხედით თუარა მანქანაში,თავისუფლად ამოვისუნთქე..
მიუხედავად დამუხტული გარემოსი,იმდენად დამიმჩატდა გული,
ღიმილი ვერ მოვიშორე..
"ანისს უზომოდ უყვარხარ,თინუ"-დაძვრამდე გავაგზავნე შეტყობინება და,
საჭესთან მჯდომს გავხედე..
თხელი მაისური ეცვა,იმდენად გრილი,გამაკანკალა..
სახეზე წამოზრდილი წვერი კოხტად ჩამოევარცხნა და,
თითებით გადაესწორებინა მცირედ შევერცხლილი თმა უკან..
სიგრილისგან ტუჩზე გაწოლილი ნაწიბური გასთეთრებოდა და,მოვარდისფრო ბაგების ფონზე,კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო..
-ნოვა,დიდი ხანია ააქ ხარ.-კითხვაც არ იყო,
მწამდა.
-ზღურბლიდან აგედევნე..-დანაშაულში მხელილივით ამარიდა თვალი და,გზას დაადგა..-მარტო ვერ გამოგიშვებდი...-იმდენად ჩუმად თქვა,გული გამითბა..
უჩვეულო განცდებმა მთლიანად დამფარეს და,
სახლში მისვლამდე,გავირინდე..
სიჩუმეში ახლართული ძაფები მისკენ მიზიდავდნენ და,თავს ვეღარ ვიკავებდი,ისე მინდოდა,შევხებოდი..
მხრებზე მძიმედ დაყრილი გაუგებრობები მამძიმებდა,მაგრამ,მისი მწვანედ აციალებული აურორა სიმშვიდეში მაბრუნებდა..
-მოვედით..-ერთი სული მქონდა ჰაერს როდის ჩავისუნთქავდი..
მისგან წამოსული გაურკვეველი ენერგიისგან თავდასაღწევად გამოვაღე კარი,თუმცა,
ხელმა შემაჩერა..
ალბათ,წუთები ვიყავი ჩაძირული მის მორევში..
მეგონა მის სულს ვეხებოდი,იმდენად გამოეღო გულისკარი და,ყველა მის დარდს მანახებდა..თუმცა,მის შენიღბვასაც სცდილობდა..
-სახის ერთ ნაწილს ვერ ვხატავ,სანამ არ დავისაკუთრებ..ანის!-ისევ ის ჩუმი ხმა და,მისი ორაზროვანი ფრაზები..
სანამ გადაქანცული გონება გადახარშავდა,
ერთბაშად მოვარდნილი ღვარცოფისგან დამესერა მთელი სხეული..
მივხვდი,
დავინახე და
ვიგრძენი რას გულისხმობდა ნოვა ორლოვი და,ეს იმ წამს,ყველაზე მიღმიური,სასურველი ამბორი იყო..
-ღამემშვიდობის,ნოვა!-არეულმა ისე დავემშვიდობე,თითქოს წუთის წინმთლიანად არ ჩამომქცეოდა თავზე ყველა ფიქრი..
მისი ჩუმი ჩაცინება მოსწვდა ყურს და,
კარებზე აკრული,ცამდე გაღიმებული ვიდექი მეც..
"არასდროს დაგტოვებ მარტო" თინას დაგვიანებულმა სიტყვებმა თითქოს დამიხსნა მისი ტკბილი ტუჩებიდან და,
მხოლოდ ახლა გამოვფხიზლდი..
დიდხანს ვიჯექი ცარიელი სახლის ცივ იატაკზე ფიქრებაშლილი..
ახლა,ალბათ,ყველაზე მეტად დედა მჭირდებოდა,მაგრამ,
გული მიკვდებოა,რომ ვეღარ იყო..
___
იასამნებს უამრავთან ერთად,კიდევ ერთი საუცხოო თვისება ჰქონდათ.
ახალ მოკრეფილ ტოტებს ფრთხილად დააცვენდა დედა სიფრიფანა ყვავილებს და ისეთ ჩაის აყენებდა,ყველა ტკივილს რომ შველოდა..
არასდროს მიმიდევნებია თვალი,როგორ აკეთებდა..
რატომღაც მეგონა ხოლმე,რომ უსასრულოდ მეყოლებოდა და,ახლა,როცა ვცდილობდი იგივე არომატები მიმეღო მათგან,გაწბილებული დავრჩი..
თუმცა,არეულ სულს მაინც მალამოსავით ედებოდა მისი უცხო გემო..
კაბინეტის დარაბასთან ,სამუშაო დღის ბოლო წუთებს ვითვლიდი ნაყენთან ერთად და,ერთი სული მქონდა როდის ჩავისუნთქავდი სუფთა ჰაერს..
გუშინდელი ფიქრებში გადათენებული ღამის შემდეგ სტრესული გარემო კიდევ უფრო მთრგუნავდა და აღარც იასამნები შველოდნენ თავის უკონტროლო ტკივილს.
-ანის,ბექასთან მოდი როგორც კი გამოხვალ,გელოდები.-იმდენად კონკრეტული ბრძანება გასცა პატარძალმა საათის წინ ტელეფონიდან,ეს უფრო მაღელვებდა და მაჩქარებდა.
-ღმერთო ჩემო,როგორც იქნა.-შესრულდა თუარა ექვსი,მომენტალურად წამოვდექი სავარძლიდან და თითქოს დაბმული ვყოფილიყავი,თავაწყვეტილი გავიქეცი კიბეებისკენ.
ალბათ მეოთხე სართულის ბაქანზე სულის მოსათქვამად შევჩერდი და საგულედან გადმოვარდნილ გულს დამშვიდების საშუალება მივეცი..
ლიფტების პანიკური შიშის გამო ერთადეერთი ვიყავი,ვინც კიბით სარგებლობდა..
ქვედა სართულებიდან რომ ნაბიჯების ხმა შემომესმა,გულწრფელად გამიკვირდა..
არეული თმა თითებით შევისწორე და სწორედ იმ წამს განვაახლე სვლა,თანამგზავრი რომ ჩემს ბაქანს მოუახლივდა..
შორიდანვე,იატაკის მხიმე ბიძგებითაც კი დავიფიცებდი,კიბეს ნოვა ორლოვი უახლოვდებოდა..
გამაკანკალა..
ვინატრე,გამოსვლამდე სარკეში მაინც ჩამეხედა.
წარმოდგენა არ მქონდა როგორ გამოვიყურებოდი და ამ ფაქტმა საშინლად გამაცოფა,არასდროს მიყვარდა ზეედმეტად თავის მორთვა..
უკვე მისი სუნამოთი ივსებოდა ჰაერი როგორც იქნა რომ გამოჩნდა და თითქოს მზე გამოვიდა..
გაზაფხულის მახარობელს ჰგავდა მისი დანახვა სულისთვის.
-როგორც სჩანს მხოლოდ მე არ მეშინია დახურული სივრცის.-იმდენად არ ვიცოდი გუშინდელი ამბორის შემდეგ,რითი შევხვედროდი,დაუფიქრებლად დავაწიე ბოლო საფეხურზე სიტყვები..
-იქნებ,შიში არაფერშუაშია და,დახურულ სივრცეში რისი გაკეთებაც მომინდებოდა,იმას ავერიდე?!-სიცილნარევმა,ირონიულმა პასუხმა სახეზე ღიმილი შემაყინა და უხერხულობისგან მზერა ვეღარ გავუსწორე..
მეგონა ძალიან ჩამოცხა..
ისე დავიხუთე,ადგილზე ვერ გავჩერდი.
პატარა ბავშვივით ვცმუკავდი,უსაშველოდ რომ მომიახლოვდა და ისედაც მცირე ტერიტორია,მთლიანად დაიკავა..
სახე ჰკონდა ისეთი საოცარი,მისგან დასაღწევად ვეღარცერთი ნაბიჯი გადავდგი.
მონუსხული ვიძირებოდი მის ხავსისფერ ირისებში და იქ ყოფნა იმდენად მომწონდა,ვერ გავიაზრე ისე შევახე გაფითრებული თითები მის სახეს..
სულ დამავიწყდა სუნთქვა..
ერთიანად აფეთქებული სხეული უღმერთოდ მეწვოდა და ყველა ნაკვთი მისკენ მიზიდავდა..
სახე მთლიანად აშლოდა ნოვა ორლოვსაც..
კანით ვიგრძენი როგორ დააყარა სხეულზე ეკლებმა როგორც კი შევეხე.
გახეთქილი ტუჩები ღიმილად დაეწყო,მაგრამ,ვხვდებოდი,როგორ სურდათ ჩემთან შერწყმა.
-მიდი!-თითქოს ამას ელოდა თავდაყირა დაყენებული თავდაჯერებულობა,შეგულიანებული გული მთლიანად გამიქრა და ცხოვრებაში პირველად,თავმოყვარეობას ძალიან ბევრი ნაბიჯით გადავახტი და ადამიანს,რომელიც თითზე ჩამოსათვლელად მყავდა ნანახი,ყველა დავლილი გრძნობის ხარჯზე ვაკოცე..
ალი შემომენთო მთლიან სხეულზე..
ყველა სახსარი საშინლად ამიცახცახდა..
გული ამოსკდომას ლამობდა..
ეს არ ყოფილა გუშინდელი წამიერი ამბორი..
ეს ვნების უშრეტი ქარცეცხლი იყო და მთლიანად მჭამდა.
ვეღარ ვუძლებდი..
ვკანკალებდი..
მაცხელებდა..
თავს ვკარგავდი,მისმა მკლავებმა რომ როგორც იქნა საყრდენი მომიძებნეს და ამოსუნთქვის საშუალება მომცეს..
არცერთ ნოვას არ ჰგავდა ის სახე,რასაც ახლა ვუყურებდი..
თვალები ხასხასა მინდორს მიუგავდა..
აკაშკაშებული ირისები აღფრთოვანებისგან აკიაფებულიყვნენ და მასში მახვევდნენ..
ვერცერთ ლოგიკურ ახსნას ვერ ვუპოვიდი მომხდარს,
საკუთარ თავში ჩაძიება არ მინდოდა..
ამწამს მხოლოდ ნოვა ორლოვის ცბიერ ღიმილს ვპასუხობდი იდენტური თვალებით.
-როგორც სჩანს ლიფტებთან ერთად,კიბეებსაც უნდა ვერიდოთ..-სუნთქვა დამიმშვიდდა თუარა,ვნებისგან დამუხტული ჰაერის განეიტრალება ვცადე მდარე იუმორით.
-ტუჩებს,რომელსაც იასამნების გემოაქვს,ყველგან მივაგნებ ანის,სულ რომ ქვესკნელში გადამემალო..-ისე მპასუხობს,ვდნები..
ხელჩაჭიდებული უკანასკნელ საფეხურებსაც ვემშვიდობებით და,
თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს,
ბექასთან მივდივართ..
ვცდილობ მომხდარზე ფიქრმა არ გამიტაცოს..
ვიცოდი,ბრძოლაში წავაგებდი და არ მსურდა სინალული მეგრძნო,მითუფრო მაშინ,როცა მასზე იმდენად მწირი ინფორმაცია მქონდა,თაბახსაც ვერ გაავსებდა.
იყო ეს საკმარისი,რომ ვნებას ვემართე?!
ალბათ,არსაიდან მოსული ნდობა სჯაბნიდა ყველა თვითგვემას და,მზად იყო,რისკის ფასად გაეტანა მისი..
-ქორწილი ყაზბეგში უნდა თინას და ბექას ვერ ითანხმებს.ხმათა უმრავლესობა რომ მოიპოვოს,მაგიტომ დაგვიბარა მასთან..-გზაში წეღანდელ ღელვას მახსენებს და საბოლოოდ მათავისუფლებს ფიქრებისგან.
როცა დაძაბული არიყო,ძალიან მომხიბლელი იყო..
რამოდენიმე ჩვევა სისხლში ჰქონდა გამჯდარი და იმდენად ინსტიქტურად აკეთებდა,თოთქოს ხასიათში ჰქონდა ..
როცა ნერვიულობდა,თმაზე გადაისვამდა ხოლმე მარჯვენა ხელს და ღრმად ამოისუნთქავდა..
როცა ვნებისგან ინთებოდა,თვალები უღიავდებოდა და ტუჩები მეწამულისფერი უხდებოდა..
მასზე ქურდულად დაკვირვება იმდენად მსიამოვნებდა,თავს ვერ ვიკავებდი..
არანაკლებ აღელვებული დაგვხვდა თინაც.
თავწაკრულს ხელში სამზარეულოს დანა ეჭირა და იმუქრებოდა.
-საკუთარი შიშველი ხელებით მოვკლავ!-კარებში დაგვახვედრა გაცოფებულმა.
-მაგაზე გაგეცი ერთხელ პასუხი და სხვა დასჯის მეთოდი მოიფიქრე,რომელიც საწოლამდე არ მიგიყვანთ.-შედარებით ხმადაბლა ვპასუხობ სიცილით და მეც რომ არ მიმაყოლოს,თავს ვიძვრენ.
ბევრი არგუმენტის მიუხედავად,ბექამ დღის ბოლოს საბოლოოდ დაყარა ფარხმალი და როგორც იქნა თავშალი შეიხსნა თინამაც.
შერიგებულებმა რომ გვახარეს,ერთ კვირაში ყაზბეგში მივდივართო,ყველა ფერმა გადამიარა და ნოვას ზუსტად ის სიტყვები მომაგონდა..
იგივეს ამბობდნენ მისი თვალები ახლაც..
მხრით კედელს მიყრდნობოდა და,თავი ჩაექინდრა..
გული მომეწურა..
არ ვიყავი იმ ეტაპზე,გადაწყვეტილება მომენტალურად მიმეღო..
მის ცივ ჩაღიმებაზე მივხვდი,ზუსტად რომ დაიჭირა ჩემი ფიქრები და ,გმირულად შეხვდა..
ყოყმანის უფლება მქონდა..
ვიცოდი,ამასაც ხვდებოდა..
-თინუ,წავალ რა..-იმდენად იმოქმედა,ვეღარ ვჩერდებოდი..
ჰაერი აღარ მყოფნიდა..
ვიცოდი,ამჯერად არ გამომყვებოდა და,
სინდის აშლილი წამოვედი ქვიან აღმართზე..
სარკმელთან,რაფაზე ჩამომჯდარმა გავატარე მთელი ღამე ორლოვის მოლოდინში..
არ გამოჩენილა..
სახლში არ მოსულა..
იასამნები ჩემს ხასიათს ზედმიწევნით ეხმაურებოდნენ და დამჭკნარიყვნენ ვაზაში..
არ ვიცი,რას ველოდი და რატომ,მაგრამ,იმდენადეწურწბოდა გული სინდისისგან,
ცუდად ვხდებოდი..
სწორ გზას ვერ ვპოულობდი..
თავში და გრძნობებში გარკვევას ვცდილობდი და,
უკვე თავბრუმეხვეოდა ათასი განცდისგან.
ვინატრე,ამწამს სადარდებელი სულარაფერი მქონოდა,მაგრამ,ისე მტკიოდა მისი ჩახრილი თავი,ვერ გადმოვცემ.
-როგორ მოვიქცე ლილი?!-თითქოს ისევ მაგიდასთან იჯდა,გავიხედე..
სიცარიელემ კიდევ ერთხხელ შემახეთქა მწარე რეალობას.
გულმოკლული ძლივს წამოვიმართე,როგორც იქნა საბურავების ხმა რომ გავიგონე,გამთენიისხანს..
ქვაფენილს ნოვას ყველგანმავალი დიდი ოსტატობით მოაქროლებდა და რატომღაც,არც გამკვირვებია პირდაპირ სარკმელთან რომ შეაჩერა მანქანა..
გული კოლიბრივით ამიძგერდა..
შეიძლებოდა რამოდენიმე საათის უნახავი უღმერთოდ მომნატრებოდა?!
მისმა მშვიდმა სახემ უფრო მომანატრა..
გადმოსულმა საბარგული რომ გააღო და იასამნების უზარმაზარი თაიგული გადმოიტანა,
ცრემლები ისე წამსკდა,ღაწვები ამეწვა..
ალბათ,ეჭვებ რომ მაპატია,სულმა ამოისუნთქა..
იმდენად თბილი ღიმილით მიყურებდა მისი ხავსისფერი თვალები,ვერც მე შევიკავე,ცრემლებთან ერთად.
-შვიდი დღე გვაქვს..
მერე ან ვამთავრებთ,ან ვიწყებთ! -იმდენად ცივი,მტკიცე,სუსხიანი იყო მისი ხმა,პასუხი ვერ გავეცი..
მთელ სახლში იასამნების საოცნებო არომატი დადგა.
-ყველა მოპარულია.-სანამ დამტოვებდა,მსუბუქად გამიღიმა..
უამრავი გრძნობა უტრიალებდა აციალებულ აურორებში..
-ისევ იასამნის ქურდად მაქციე ანის..
____
ცა რომ გაღვიძებას იწყებს,ცისარტყელის ფერები გადაეკვრება სახეზე და ბოლო ცისფრის კარამდე იღიმის ხოლმე.
განსაკუთრებით გარდამავალ ფაზას იხდენს კაბადონი..
თითქოს ფერუმარილივით გადაისვამს იასამნისფერ ღრუბლებს და ისე გაეხვევა მასში,თითქოს თავს გვაწონებსო.
მზის პირველ სხივებს დიდი ზარზეიმით ხვდება და ბედნიერ დღეს მოასწავებს.
ახალგაღვიძებულ ცისფრის ცქერაში ალბათ ისევ დამაღამდებოდა,
ახალ დღეს ახალი ფიქრები რომარ შემოძღოლოდა..
ნოვა ორლოვის ორაზროვნებამ საბოლოოდ დამირღვია მშვიდი ძილის საუფლო და ისეთივე ქარიზმით დატრიალდა,როგორც თვითონ იყო..
წარმოდგენა არ მქონდა ბედი რას მიმზადებდა თუმცა,
მიმზიდველი დღევანდელი საათები სულს მალამოდ ედებოდა..
წლობით დამჭკნარ ნიადაგს თითქოს ახალი სივოცხლე შეესეოდა და კოინდარი ააეყვავებინ უსიცოცხლო საფარზე..
თითქოს კანი ხაოდა..
მეგონა გული გაჰკიოდა,
ნოვა ორლოვის არსებობას მთელი სული ხელგაშლილი ეგებებოდა და,
ეს ფაქტი,მაფრთხობდა..
გული კარს აღებდა,
სული შიშვლდებოდა,
სახე უცინოდა,
ერთიანად დავლილი აღფრთოვანებაც მაშინებდა.
ალბათ,ბუნებრივი იყო..
თუმცა,იყო რაღაც და ამას ვერ გავურბოდი..
იყოხმა,უფსკრულის ძალიანღრმა ძირიდან და ეს ბგერები მიფანტავდა ყველა დარდს..
სადღაც,ვიღაც ნდობას ყვიროდა ნოვასიმართ და ეს იმდენად მმართავდა,
აბსოლუტურად ყველა ფიქრს მიწონიდა..
არ ვიცი რომელ სტანდარტში ჯდებოდა უცხოს თვალდახუჭული ნდობა..
არ ვიციოდი უამრავ აჯანყებყლ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხიც,
მაგრამ,
ეს ჩემში ყველაფერზე მაღლა იდგა..
ნოვას ვენდობოდი..
ეს კი საკმარისი იყო,ამ ეტაპზე,თუნდაც ერთხელ,საკუთარი ბედნიერების განცდისთვის,მებრძოლა.
იასამნებსაც ისე მოეღერათ ლამაზი ყელი,
მხოლოდ მასზე მაფიქრებდნენ..
უსაშველოდ დაღლილს დამქანცველი ცქერისგან თვალები მტკიოდა..
ვგრძნობდი,მხოლოდ მათ შემოჰქონდათ სახლში სიცოცხლის განცდა..
ვგრძნობდი მათ სუნთქვასაც და მოკისკისე ბაგებსაც..
დედას ნაქარგ თეთრ სუფრაზე პირველად იდო ამდენი ლეილაღი..
თითქოს ვერ გადაეწყვიტა ნოვას,რამდენი ეყოფოდა ჩემი გულის კარებს და ყველგან მოეპარა თითო ტოტი..
გაცრეცილი საღამოს ფონზე,მათი პირისახე კიდევ უფრო ლამაზი მომეჩვენა..
იასამნების ფონზე ფანჯრიდან დანახული ორლოვის ეზო კი ისევ იდუმალი..
-ისევ არ არის..-გულმა მწარედ ამომძახა საგულედან..
მისი აღელვებული საუბრები მახსენდება და სული მეწურება..
ვხვდები,რაღაც აწუხებს და მინდა ვშველოდე..
მინდა სახლად ვეგულებოდე და განთავისუფლდეს..
თითქოს მეამიმეს ესმინოსო,
მისი ავტომობილი შეჩერდა მოწყვეტით ღობესთან..
მთვარის შუქზეც კი სარკესავით ჩანდა მისი მოტანჯული სახე..
არ მესმოდა,თუმცა,მარტვი მისახვედრი იყო,რამდენად მძიმე დიალოგი ჰქონდა მოსაუბრესთან..
ქურდულად მომზირალს მომკრა კიდეც თვალი..
რომ შემამჩნია,
მომეჩვენა,თითქოს წამით დაუწყნარდა სახე..
გადმოვიდა..
ხელებით დაეყრდნო რაფას და შეღებული სარკმლიდან უკვე პირისპირ მიყურებდა..
-შეიძლება შემოვიდე?!-ეცადა გაეღიმა,თუმცა,აღარ ჰქონდა ძალა..
მოსაუბრეს მოკლედ დაემშვიდობა და თანხმობისთანავე ფანჯრიდან მოხერხებულად შემოძვრა..
იქვე დაეყრდნო ხის რაფას.
დაღლილი იყო..
ძალაგამოცლილმა რომ ჩაიმუხლა,
მინდოდა მოვხვეოდი და ჩემი ძალა მიმეცა..
კანი ამეწვა ხელისგულებზე..
-როგორ ხარ,ანის?!- თავი როგორც კი ამოწია ჩარგული ხელებიდან,მცირედ გამიღიმა..
მოციალე აურორები თითქოს ჩამდგარიყვნენ და პოლარული ღამეები დაწყებულიყვნენ..
-ნოვა,მომიყევი..იქნებ,დაგეხმარო..-არელოდა,უცნაურად გამომხედა და ირონიულად ჩაეცინა..
-30 წელია ანის ეს სიტყვები არავისგან მსმენია..-ისე დანაღვლიანდა,მეგონა გული გაუჩერდა ტკივილისგან..-თურმე,სასიამოვნო ყოფილა..-თავი ჩახარა და უსასრულოდ გაირინდა..
ისე აღმოვჩნდი მის გვერდით,
წამიც არ გასულა..
ინსტიქტურად მოვეჭიდე ისევ მის ხელებს და,
გულზე მივიკარი..
თუ ღმერთს სამართალი ჰქონდა,
ჩემი მცირე ძალა უნდა მიეცა მისთვის..
-წლების წინ დატოვა დედამ ვასილი და,მას შემდეგ ძალიან იშვიათად ვნახულობდი ხოლმე..
იმ ყაიდის კაცი იყო,მის გვერდით ყველაფერი რომ ლპებოდა და არსებობას წყვეტდა..-ნაღვლიანმა გადაბიბინებულ იასამნებს გაუყინა მზერა და ვიგრძენი,წლებით წინ დაიხია მისმა ფიქრებმა..-ჩამოსვლამდე ერთი წლით ადრე ვნახე უკანასკნელად,სიკვდლის სარეცელთან..
ისევ ისეთი იყო..
მედიდური,ამაყი,მაგრამ,სული ისე ჰქონდა მოწამლული,იქ გაჩერებაც ვერ შევძელი..
ხელებში უზარმაზარი,სისხლით და ჭუჭყით სავსე ფული ჩამიდო და,თითქოს მისი ვალი მოიხადაო,სახედამშვიდებული წავიდა..
მის მერე,360 დღეა ვცდილობ,კარგს დავამახსოვრო მისი სახელი,
მაგრამ,თურმე,სიკეთის კეთება უფრო რთული ყოფილა,ვიდრე,სასხლეტის დაშვება..
-იმედგაცრუებულმა ჩაქინდრა თავი და ღრმად ამოისუნთქა..
ვიგრძენი მისი ჩუმი ტკივილი..
გულს უსასრულოდ შეეხო და დაანაღვლიანა..
ისე მივეკარი მის მხარს,თითქოს შევეზარდე..
ყოველთვის ძლიერსა და მძიმედ მოსაუბრეს რამხელა ტვირთი დაჰქონდა და,კიდევ ალბათ,რამდენს იტევდა მისი გული,რასაც ვერ ამბობდა.
-ერთადერთი,ანისი ბებიისთვის ღირდა აქ ჩამოსვლა..-გული ამომივარდა..-სანამ იასამნების ბაღს არ დაგირგავ მთელ ქუჩაზე,მანამდე ჩავთლი,რომ არ მიცხოვრია..
თითქოს მისიას ასრულებსო,
ორანჟერიად გადაიქცა მომცრო ოთახი..
კედლებში ისე გაიბჟნა იასამნების სუნი,მათი დატოვება წამითაც არ მინდოდა..
სამოთხეს გავდა აქამდე მარტოობისგან გამომშრალი სახლი..
სიცოცხლე მოდიოდა ვაზებიდან და ის შეგრძნება დამიბრუნა,სამი წელი რომ სიცოცხლესავით მწყუროდა.
ორლოვმა წარმოუდგენელი დღეები დამიგროვა ხურჯინში..
იმ შეგრძნებებით სავსე,აქამდე რომ არ გამოეცადა ცივ გულს..
თუმცა,იყო რაღაც,ძალიანდიდი,რომელიც გულზე უმძიმესად მაწვა და ვერსად გავურბოდი..
-არ მჯერა,რომ კაბა ჯერკიდევ არ გიყიდია..-ყაზბეგამდე ორი დღით ადრე,თინა მოდის გაცეცხლებული.
ხელებში უამრავი პარკიაქვს და ყველას დივანზე ყრის.
იმწამის შესული ვიყავი,
ძალაგამოცლილი და მისმა სიტყვებმა ისე გამომაფხიზლეს,მომენტალურად წამოვფრინდი ფეხზე,ტყუილში მხელილივით.
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი..
არ ყოფილა არცერთი წვრილმანი არასდროს,მისთვის რომარ გამემხილა..
ახლა,როცა ალათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობდა ჩემში,თინა განზე იდგა და,ეს მწვავდა.
-თინუ..-დარცხვენილმა გავხედე..
თითქოს ამას ელოდაო,უცნაური მზერა მომავლო მისმა თვალებმა..
ისე დამცხა,ოფლმა დამასხა..
ნერვიულობისგან ყელი გამიშრა..
საშინლად წვიმდა გარეთ..
საერთოდ არ ვიცოდი რა მეთქვა და როგორ..
ნოვას ერთი კვირა ხელებში ისე შემომეცალა,
თვალის დახამდამებაც ვერ მოვასწარი..
ამწამს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო..
ამწამს ან უნდა გამეშვა,ან გულში შემომეშვა ნოვა ორლოვი და გული მეტკინებინა ნითასთვის..
სკამზე ხელით დაყრდნობილი ვცდილობდი სათანადო ძალა მომეკრიბა,
ისევ მან რომ ითავა მასზე ყველაფერი..
ისე,როგორც ჩემ მაგივრად ატანილი იასამნები ლილისთან.
ისე,როგორც ყველა გათენებული ღამე მის დასნეულებულ საწოლთან..
ისევ თინამ იტვირთა მხრებზე უზარმაზარი ლოდი..
-გახსოვს ორლოვებიდან იასამნებს რომ ვიპარავდით ლილისთვის?!-ისე მკითხა,ზოგადად..თორემ თინამ ყველა მოტეხილი ტოტი იცოდა როგორ მქონდა გონებაში..-გეშინოდა..
სისხლი გეყინებოდა ყოველ ქურდობაზე,მაგრამ ისე გსურდა ,ისე გიყვარდა და გინდოდა,ყველაფერზე მიდიოდი რომ დაგეკრიფა.-სკამზე ჩამოჯდა ფეხმორთხმით და ნოვას მორთმეულ იასამნებს ღიმილით გახედა..-მაინც რანაირი ყვავილია?! ასე გგონია უბრალოათქო და,
ისე იწყებს ახალ ისტორიას,თითქოს დასაბამის შემქმნელი ყოფილიყოს.-გულღიად მიცინის და საერთოდ ვერ მიფანტავს დაძაბულობას მისი სიხალისე.
გაურკვევლობისგან ჰაერი მძიმდება..
-იცი ახლა ამ თვალებით ვის უყურებ?!-გამომცდელად გამომხედა და მზერა მეზობელ სახლსზე გადაიტანა..
სისხლი გამეყინა..
-გეშინია..
გიმძიმს,მაგრამ,გინდა და გსურს ნოვა,ისე,როგორც ის იასამნები.-სუნთქვა ძლივსღა გამომდის..
ისეთი გაცისკროვნებული სახეაქვს,ბრწყინავს..
-არ ვიცი,რატომ იფიქრე რომ ვერ გაგიგებდი.. ალბათ,ისე გადავერთე საკუთარზე,იფიქრე,რომ ეგოისტურად დავხუჭავდი შენს გრძნობებზე თვალს ..-წამით დანაღვლიანდა..-ჩვენ ისედაც ერთი ვართ ანის,ასეც და ისეც,ჩემი ნახევარი ხარ და,საერთოდ არაა საჭირო,ამას ქორწინების მოწმობა თუარ დაამტკიცებს..-მეგონა მხოლოდ ახლა დავიწყე სუნთქვა..
მის მოცინარ სახეს იმდენი ემოცია ეწერა,ვეღარ გავუძელი..
თინა ასეთი იყო..
ეგოისტური ჩემთვის და მისთვის..
დიდხანს ვისრუტავდი მისგან სითბოს..
უამრავი სიტყვა დამცანცლა და ერთიანად კმაყოფილმა დამტოვა გვიან ..
ორლოვების სახლიდან მხოლოდ ერთი სარკმელი მოწმობდა პატრონის შინ ყოფნას..
დიდხანს ვუყურებდი ფარდის მიღმა მოსიარულე ჩრდილს შორიდან..
გულმა რომვეღარ მომითმინა,
ფრთხილი ნაბიჯით გავაჭერი ვიწრო ქუჩა და ქურდულად შევიპარე ეზოში..
ნაჭრილობევი ისევ შეხვეული ჰქონდა ბებერ იასამანს..
სიბნელეს გულისშემაწუხებელი სიჩუმეც თან ახლა,სახლში რომ შევედი..
ინსტიქტურად კიბეებს ავუყევი და შეღებული კარებიდან გამოსულ შუქს გავუსწორდი..
ოთახის შუაგულში იდგა ნოვა..
ხელები გადაეხლართა..
ქაოტურად აყრილი თმა შუბლზე გაფანტვოდა და იმდენად უცხო,უღმეეთო,უჰორიზონტო მზერით შესცქეროდა ქანდაკებას,სული შემეკრა..
პროფილში დაყენებულ სახეს ნაკვთები იდეალურად ჰქონდა გამოკვეთილი..
უზომო სიყვარულით ნაშრომს უნაკლო თვალები ნოვასთვის მიებჯინა და თითქოს ესაუბრებოდაო,ყურადღებით უსმენდა ორლოვიი..
სიამაყით სავსე სახეზე ნოვას სითბო გადაჰკვროდა..
იმდენად ჩართულიიყო პროცესში,არ გაუგია ჩემი შეძრული ხმა,როცაასში ჩემი სახე ამოვიცანი..
დავმუნჯდი..
გამოძერწილი კონტურების მიღმა ის ტილო იდო ისევ მოლბერტზე,ესკიზად რომ შექმნა..
აკანკალებული გული მასთან მირბოდა,სხეული კი უჩუმრად სცდილობდა ადგილს გაცლოდა და მას არ შეემჩნია,
თუმცა,
ამაოდ.
-თუ მოდი,ნუღარ წახვალ ანის.-კიბეებისკენ წასულს დამეწია მისი სიტყვები.
მიღიმოდა..
არ ბრაზობდა..
ხელები ფართედ გაეშალა და მზერით მიხმობდა..
მეგონა მიხვდა,გადაწყვეტილება რომ მივიღე,იმდენად ღვრიდა თვალებიდან უთვალავ სითბოს.
მთელი ძალით მოვეხვიე ძლიერ მკერდს..
მთელი ძალით შემომხვია ფრთებივით გაშლილი ხელები ორლოვმაც..
-ვიწყებთ ნოვა..-იმდენად მტკიცე იყო ჩემი ხმა,
კანით ვიგრძენი,გაეღიმა..
ფრთხილად მომიშორა სითბოსგან..
იმდენად ღრმა ჰქონდა მზერა,თითქოს სულში შეღწევას ლამობდა..
საუკუნედ გაიწელა წამები,სანამ მისი ტუჩები ათრთოლებულ ბაგეს იპოვნიდა..
ცხლად დავლილი ეიფორია მთელ სისხლს მოედო და გაყინული კიდურები გასალღობას მოამზადა..
მწამდა,ვიცოდი,მჯეროდა,რომ ნოვა ორლოვს ჩემი დაბრუნება შეეძლო..
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდებოდა..
დასაწყებად კი ეს საკმარისი იყო..
__
რძისფერ ფარდას სარკმლიდან მობერილი გრილი სიო ნაზად არხევდა და ახალი დღის შემოსვლას მაუწყებდა,ახალგაღვიძებულს..
ალბათ,გამთენიისხანი იყო,ჯერკიდევ განაცრისფერებული იყო ღამის გასაყარი და,საგრძნობლად კბენდა კანს უხეში სიგრილე.
ხასხასა კოინდარი გადაცვარულიყო..
გრძნობებში ჩაძირულს სულვერ გამეგო,როდის მოეღო ცას საწვიმარი პირი..
ორლოვის სარკმლიდან იდეალურად ჩანდა მესერს გამწკრივებული იასამნების ხეები და,მათ გადაღმა მოლამაზებული ჩემი სახლი..
ალბათ,რა ლამაზი იქნებოდა იასამნების ყვავილობა სარკმლიდან საცქერლად..
ჩამეღიმა..
ქათქათა ზეწარში კომფორტულად გავეხვიე და როგორც იქნა,მოვიხედე..
კედლის აბაჟური სუსტად ანათებდა ოთახის შორ კუთხეს..
სავარძელში ჩაწოლილ ნოვა ორლოვს მუხლებზე ტილოს ნაჭერი გადაეშალა და გაენახშირებინა მთელი ხელები..
გადაღლილსა და ალბათ ღამენათევს უცნაური მზერა ჰქონდა..
მოღრუბლულ აურორებში ისევ უამრავი რამ იკითხებოდა,
ისევ დაუწერრელს ყვებოდნენ მისი თვალები..
-უნდა მაპატიო ანის,ვერ გაგაღვიძებდი.-მივუხვდი გულისთქმას..
ბრალდებულივით დაიხედა ესკიზზე და,ბოდიშებით სავსე მზერა გამიცვალა..
შორიდანაც მარტივი გასარჩევი იყო შიშველი ტანის ყველა ნაკვთი..
ალბათ უხერხულობისგან უნდა ავწურულიყავი და ბრაზს ავეტანე,
მაგრამ,
იმდენად ხელოვნების ნიმუშად ექცია ხელს ნატურა,
ჟრუანტელმა დამიარა...
გამაკანკალა-
სხეულში ერთიანად დავლილი სიამოვნებისგან..
-დილამშვიდობის,ნოვა!-მის ნაბიჯებს სალამი შევაგებე და წამოვიმართე..
მივხვდი,ესიამოვნა რომ გავუგე და ღიმილით მომიახლოვდა..
სითბოს ღვრიდნენ ირისები..
წამლეკველს და გასაფანტს..
თვალი ჯერკიდევ ერიდებოდა შიშველ მკერდს..
შეფაკლულ ღაწვებზე ხელისგულები ავიფარე და ღრმად ამოვისუნთქე..
მიქელანჯელოს დავითს ჰგავდა თითქოს..
ძლიერ ანფასს მიმზიდველად აჩნდა გამოყვანილი სხეული და საუცხოო სანახაობას ქმნიდა..
საწოლთან მოსულმა ცხელი მზერა მოავლო სხეულს და,ისევ შემომხედა.
სულ სხვას ჰყვებოდნენ მისი თვალები ამწამს..
მეგონა კანი დამეწვა შეხებისგან,მისმა ხელმა ჩემი რომ მოიმწყვდია..
ვნებისგან ანთებული სხეული თავის ნებაზე გასცემდა სხივებს..
-საუცხოო სილამაზე გაქვს,ანის! იცი რა რთულია ამის ტილოზე გადატანა?!-დამუხტულმა იოგებმა მთელი სხეული მოიარა და გულთან მოკალათდა..
გაზაფხულივით გადაიშალა ჩაკეტილი საგულე..
ვარდივით ლამაზი სახე მოიღერა და სიამაყეს შეუშვირა..
მოგიზგიზე ცეცხლის კვალი დაუტოვეს ხელის გულებმა ნოვას ძლიერ მკერდს..
კანით ვიგრძენი,როგორ შეწყვიტა გულმა ცემა და,სუნთქვა დაავიწყდა..
მასზე ისე მოქმედებდა ჩემი შეხება,
როგორც მისი ჩემზე..-აღელვებდა..
ნაზად მოვიარე მისი დაძაბული რელიეფი..
სული მეტს ითხოვდა,
თუმცა,იმდენად მომწონდა მისი სხეულის სრულად შესწავლა,
სურვილების დაოკება მომიწია..
სიამოვნებდა..
თვალები დაეხუჭა და მთლიანად მინდობოდა ჩემს თითებს..
სითამამემ მთლიანად მძლია..
მკლავებზე ჩამოსრიალებულმა
ხელებმა მაღალი სხეული საწოლზე დასვეს..
უღმერთოდ ამეწვა კანი..
ვგიზგიზებდი..
უკონტროლო ძალა მთლიანად ჩამესხა ძარღვებში და გადამფარა..
არარსებობდა იმწამს ამაზე ძლევამოსილი განცდა..
ქალი ქალღმერთად ვიქეცი მის მუხლებზე..
ვიგრძენი თუარა ძლიერი ხელები შიშველ წელზე,
ტუჩებმა ინტიქტურად გადაინაცვლეს მის მხრებზე..
უჰორიზონტო ნეტარება სხეულს უწონოს მიხდიდა..
მისი გახეთქილი,დეფორმირებული ბაგე უტკბესი გამხდარიყო და სხეულის ყველა ნაკვთს მიშანთავდა..
სიგიჟის ზღვარი იყო..
გული საერთოდ აღარც ცემდადა,აღარ არღვევდა ვნების ქარცეცხლს..
მისი თვალებიდან იოგების დახლეჩამდე ნაღრიალები სურვილი,ვნება,ნდობა და ,თბილი გრძნობა სასწაულ განცდებს აღვიძებდა გამოცოცხლებულ სხეულში..
თვალხილული კვალი დატყობოდა სხეულს..
გრაფიტი ხერხემალს სწორხაზოვნად ჩაჰყოლოდა და მკერდის კერტებს რკალად შემორტყმოდნენ..
რუკას ჰგავდა მის მკლავებში მოქცეული ჩემი კანი..
თითქოს მის შთანთქვას სცდილობდაო,
საუკუნოდ ვერ მოწყდა ალერსს..
გააზრებული,დამახსოვრებული და,
უწყვეტი კავშირი სულ სხვა იყო..
გონებამ თითოდ დაილექა მისი ყოველი ამოსუნთქვა.
მის მკერდს მაშინაც ვერ მოვწყდი,
უკვე მზის სხივებმა რომ ამიწვა ზურგი..
გაშლილ ხელისგულში მოექცია მთლიანი სხეული და გასაშვებად არ ვეთმობოდი არც ნოვას..
იდეალური დღის დეფინიცია ამწამს ეს მეგონა..
ორი ერთ ხმად აძგერებული გული..
-რას გრძნობ,როცა ხატავ ნოვა?-დანახვის წამიფან გულს მიგორიაქებდა ამაზე ფიქრი..
ღიმილით გამომხედა..
დღის შუქზე მისი თვალები კოინდრის ფერი იყო..
ხასხასა და მოკაშკაშე.
-მოუთმენლობას..-ფიქრის შემდეგ მიპასუხა და გაკვირვებული მზერა რომ დაიჭირა,განავრცო.
უსაშველოდ საინტერესოდ მოსაუბრე იყო და,მიკვირდა,რატომ არასდროს არ ვსაუბრობდით უამრავს..
ალბათ,ზედმეტი არაა საჭირო იქ,სადაც მზერა იმარჯვებს..
-თითქმის არასდროს დამიხატავს სურათისთვის..
მგონია,როცა ძერწავ,მიმიკას,ნაოჭს,ხელებზე ვენებსა და თუნდაც,ძარღვს უკეთესად იჭერ,ვიდრე ფუნჯით წერისას..
მინახავს იდეალურად შესრულებული ნამუშევრებიც,მაგრამ,
სულ სხვაა,როცა აქანდაკებ და,მასთან უწყვეტი მონოლოგის შემდეგ,როგორც იქნა,პასუხს გცემენ.-მთლიანად სხვა სამყაროში გადასული მზერას ჰორიზონტს კიდებს და ოთახს სცდება..-ისინი საუბრობენ ანის,მათ ისტორიას ყვებიან..
ეხები,გეხება და,
კავშირი გაქვს იმდენად უწყვეტი,რომ შეუძლებელია ფუნჯმა,კალამმა თუ გრაფიტმა ჩაგინაცვლოს..-აციალებულ აურორებს სახეზე მავლებს და ბრუნდება..
გულწრფელი შურით ვივსები..
იმდენად აღტაცებული საუბრობდა მის გადატებაზე,
უსასრულოდ მომინდა მესმინა..
უსასრულოდ მომინდა მის ნატურა ვყოფილუყავი და მხოლოდ მე ვეძერწე მისი თითებით..
განსხვავებული ,რაღაცნაირი უცნაური იყო ის საათი და დანარჩენი სრული დღეც..
ერთმანეთის სულის შეცნობით დაჟღენთილი წუთები ისე შემოგვეძარცვა,
სულ ვერ აღვიქვი დროის დინება..
საღამო აღებდა კარს,მის სახლში,სამზარეულოში ფინჯავ ჩაის რომ ვაყენებდი და,ნოვას მზერებს ვადევნებდი თვალს..
ხშირად გადახედავდა ეზოს და თითქოს რაღაცას გეგმავდა,
ჩაფიქრებული გვიცქერდა..
-გახსოვს,რომ გითხარი,იასამნების ბაღს თუ არა,იმ სახლს გაჩუქებ,სადაც ისინი ხარობენთქო?!-უცხოდ გამომხედა და დამაკვირდა..
უხმოდ დავუკარი თავი..
ფრთხილად მოსვა იისფერი ნაყენი..
სულგანაბული ველოდე,თუმცა,დაწყებული აღარდაუსრულებია..
არც ჩავაცივდი..
მოვალეობებმა შემახსენეს თუარა თავი,
პატარა სიმშვიიდის ბუდეს გავეცალე და,
საკუთარ არეულობას დავუბრუნდი..
ხვალ თინას დღე იყო..
დღევანდელითა და,ხვალინდელის მოლოდინში ისე გამომეცალა ძალა,
იასამნების არომატში უსიზმროდ ჩამეძინა..
შუაღამის წამებში,იყო ფხიზლობა,ძრავის ხმა და,მცირე ხმაური რომ შემომესმა,თუმცა,
იმდენად ვიყავი ნოვა ორლოვით გაბრუებული,
ძილს ვერ დავაღწიე თავი..
მაგრამ,
არ გაგრძელებულა დიდხანს მოსვენება.
მომდევნო დღემ,მომდევნო თავგადასავლებით ინათა თუარა,
მამლის ხმას მოჰყვა თინას ფეხსაცმლის კაკუნი.
არ ვიცი როდის რა მოასწრო,
არ ვიცი როგორ შეეძლო დღის ნებისმიერ მონაკვეთში იდეალური ყოფილიყო..
თვალებამღვრეული ვუყურებდი დილის შვიდზე სრულად გამოწყობილ თინუს და,
სუნთქვა მეკვროდა.
უღმერთოდ ლამაზი იყო..
აბრეშუმის თეთრი სარაფანი ტანზე შემოტკეცოდა და თხელი ლილის კარდიგანით თავს მაწონებდა..
სულის შემკვრელად ლამაზი და ნაზი იყო..
ბუმბულივით მჩატე და ჰაეროვანი..
-არც კი მინდა ვიფიქრო,რამ გამოგაცალა ასე ძალა-სიფარფატე სადღაც გაქრა და მისმა ტემპერამენტმა მომენტალურად გამომაფხიხლა.
დარეტიანებული წამოვვარდი თვალების ბრიალზე და,
სრულ ნახევარზე უკვე სუნამოს ვიპკურებდი..
იასამნისფერი, ცურცელივით თხელი კაბა მადგა ტანზე..
დედას ვუყვარდი ამ ფერში,
განათებსო,მეტყოდა ხოლმე..
მე რატომღაც სულ ლეილაღებთან ვაიგივებდი და მხოლოდ მათი ხარობისას ვიცვამდი..
ბექამ ჩემთან რომმოაკითხა თინუს არცგამიკვირდა დიდად..
ასე რომ არ ყოფილიყო,ალბათ ეს უფრო იქნებოდა გაოცების საგანი.
-ორლოვს ველით და გავდივართ.-ნერვული,მუდამ მცმუკავი და ჩემი ბექა თვალს ვერ წყვეტდა თინუს..
ნოვას ყველგანმავალს მოყოლილი კიდევ ერთი მაღალიგამავლობის ჯიპი და თინუს რავ4 გასასვლელად სრულმზადყოფნაში იყო.
-თვალისმომჭრელი ხარ!-მის გამოჩენას კომპლიმენტიც თან მოჰყვა..
მომეჩვენა,თითქოს უძინარი იყო..
თვალები დაღლოდა და თითქოს ჯავრიც ემატებოდა მის ირისებს.
-მეჯვარის კვალობაზე შენც არაგიშავს.-ბავშვივით გამოვაჯავრე და მგზავრის სავარძელზე მოვთავსდი..
თეთრ თხელ,ტილოს პერანგსა და ჯინსში მოსილი ნოვა იმდენად გალანტური იყო,
ჩემი უკბილო ხუმრობა უადგილოდ მეჩვენა..
თუმცა,მისმა გულღია სიცილმა გადამიყარა ფიქრები.
მხოლოდ ჩვენ ვისხედით მის ავტოში.
წინ მიმავლებს რიგდი ჩავდგომოფით და ყაზბეგისკენ მივიწევდით.
-ეგოისტობა არ მჩვევია ან,დედისერთობის მიუხედავად.-გამხიარულებულმა გადმომხედა და გამიღიმა.
ვერ მივუხვდი.
-საკურთხეველთან ერთადეერთხელ დავდგებით ერთად,ოღონდ სხვა დროს და სხვა ვითარებაში..-თვალს ალმაცერად მიკრავს და გზაზე გადააქვს მზერა.
-ბექასთან მოვგვარდი,ნიკო ჩამანაცვლებს..შენ კი,არ მინდა უარი თქვა თქვენს ოცნებაზე..
აღარაფერი მიკვირდა მისგან.
სრული შეგნების ადამიანისგან მოსალოდნელიც იყო..
თუმცა,
მე არ ვიყავი ის,ვინც ამას მიიღებდა..
სამართლიანი ჩვენი არცერთის მეჯვარეობა იქნებოდა და,
ასეც მოხდა.
არც მისგან წამოსულა საპასუხო გაოცება..
საკურთხეველთან მდგომებს უკანა რიგებიდან გავცქეროდით და ჩვენ წილ სურვილებს ვთხოვდით ალბათ უფალს..
-რომ დავბრუნდებით ანის,რამოდენიმე დღით წასვლა მიწევს..-არ ვიცი რატომ მაფრთხილებდა..
ბევრი მცდელობის მიუხედავად,მაინც დამეტყო გულის წყვეტა.
მწარედ მოვეჭიდე საკუთარ ხელებს..
ნაწყვეტმა ზარმა გააწყვეტინა,თუმცა,გაუთიშა და ჩამაკვირდა..
თბილი თვალები ჰქონდა..
უწონო სევდით სავსე..
წკრიალა ჰაერი ისე დამძიმდა მის მოცქერალს სუნთქვა გამირთულდა..
ისევ შემოვიდა უწყვეტი ზარი..
-ბოდიში ანის,ალბათ საჩქაროა..უნდა ვუპასუხო.-ჩუმი თანხმობა მიიღო თუარა,
საყდარი ჩქარი ნაბიჯით დატოვა და გაგვეცალა..
არ მესმოდა გარკვევით მისი,
თუმცა,
ვხედავდი,რასაც ისმენდა,
შეჭმუხნულ წარბებსა და ჩამუქებულ თვალებს არ მოსწონდათ..
მოკლე და სხარტი პასუხებით იგერიებდა მოსაუბრეს,თუმცა,
ერთ მომენტში სიკვდილის ფერი დაედო მოულოდნელად..
კაშკაშა,
ყვითელ სხივებში გახვეული მიტკლისფერი სახე მთლიანად გაუქვავდა და ძალა წამერთვა მეც..
სუნთქვა გამიჩერდა..
თვალწინ გამოიცვალა სრულად ნოვა ორლოვიც..
წუთიერად როგორ გავუპირისპირდი არ მახსოვს..
მკვდარ თვალებს აღიქვამდა მხოლოდ გონება..
-ნოვა!-სხეულით ავეკარი..
ორივე ხელებს მწარედ მოვეჭიდე და უფსკრულისფერ მზერას გავუსწორდი..
ადამიანის სახე აღარ ჰქონდა..
-დედა,ანის..-ძლივს ნათქვამმა წამში დამაყენა სწორ გზას..
სული მომეწურა..
სიმწრისგან მთელი ძალით მოვეხვიე და მთელი ცხოვრების ფასად დამიჯდა,
არ დავმსხვრეულიყავი ნაწილებად..
ლილის წასვლა მთლიანად განმიახლდა..
სული ნაწილნაწილ დამეჩეხა ხელმეორედ..
-ღმერთო,როგორ ვწუხვარ..-ძლივს გადმოვაგდე ორი სიტყვა სანუგეშოდ..
თუმცა,მოკლულ გულს რა გაუცოცხლებდა?!
მკვდარცოცხალი იდგა გაშეშებული და მოწოლილი სულის დამხეთქველი აგრესია საითკენ მიემართა ვეღარ გაეგო..
ზარების უწყვეტი რეკა აპობდა ყაზბეგის ჰაერს,სამრეკლოდან წამოსული..
შიგნით ჯვარსიწერდა თინა და ბექა.
გარეთ სიცოცხლეს იხვეწებოდა ნოვა ორლოვი..
პირველად ვნახე,თვალისწინ,მომენტალურად შეცვლილი ცხოვრების აზრი..
პურველად ვნახე სხვის თვალებში ჩემის ტოლი ტკივილი და ამან იმდენად შემზარა,ვეღარაფრით ვანუგეშე..
ჩემსას მისი უთქმელი დაემატა..
გაორმაგებული გულის წუხილისგან საეეთოდ დავპატარავდი.
იოტისოდენა მომეჩვენა ფრთამოტეხილი ნოვაც..
მეგონა ზღვა ედგა თვალებში,
იმდენ ცრემლს იკავებდნენ მისი თვალები..
სიცოცხლეს გავიღებდი,ამწამს,რომ შემძლებოდა ეს ტკივილი მისთვის მომეერიდებინა..
ამას ადამიანი ვერ უძლებდა..
ეს ყველა ვენურ ძალას აღემატებოდა..
ჩვენ ამის ფუფუნება არ გვქონდა..
ჩვენ ყველა დასრულებულ სიცოცხლესთან ერთად ვკვდებით ხოლმე..
შინაგანად..
-ამ ტკივილს როვორ უძლებ ანის?!-ათას ნაწილად გაბზარული ხმა ყინულივით შემომეხვია უძრავ ტანზე..
როგორ მეთქვა რომ ვერ ვუძლებდი?!
გამწარებულთან როგორ მეღიარებინა,
რომ ყოველდღე უფრო აუტანელი იქნებოდა და, ვეღარასდროს იქნებოდა წინა დღეები?!
გული ამომისკდა..
ლამის შევეზარდე,ისე მოვეხვიე..
სიცოცხლედ უჯდებოდა ტანჯვის დაფარვა ორლოვსაც..
არ ვიცი, რომელ ძალას ეჭიდებოდა,თინას დღე რომ არ დაესრულებინა..
ხელმოჭიდებული,არცერთი წამით გამოვცილდი..
არცეერთი წამით არ უგრძვნია არავის,
სადღაც რომ სიცოცხლე დასრულდა..
ნოვა იყო ასეთი..
ფოლადივით მყარი..
კავკასიონივით უდრეკი..
თუმცა,მაინც,სრულიად მარტო..
აღარცერთი მშობლით..
ამწამიდან,სრულიად განახევრდა მისი სიხარული..
-თურმე,როგორ გტკივა..-წუთში ერთხელ ამოიძახებდა ხოლმე..
გული მეწვოდა,მაგრამ,ვიცოდი,ვერ ვუშველიდი..
სულ რომ მთელი ძალა მიმეცა,
ამ ტანჯვას ვერ გაანელებდა..
-მე შენთან ვარ ნოვა!-წუთში ერთხელ ვპასუხობდი მეც,
მთელი დღე ა,
ყაზბეგში გათენებული ის ღამეც..
დილით,სასტუმრომ ერთიადამიანით ნაკლებმა გაიღვიძა..
არ გამკვირვებია..
არც გული ჩამწყვეტია..
ჩემი გაოცება მხოლოდ იმან გამოიწვია,
ავტოსადგომზე მისი მანქანა რომ ეყენა..
"ლეილაღების მომდევნო ყვავილობამდე დავბრუნდები ანის..
გულს გიტოვებ..
სულს და,
სახლს ,იასამნის ბაღით."-პატარა ბარათზე გაკვრით გამოეყვანა ასოები ნოვას..
სულმოკრულმა,ყელში მოწოლილ ყველა გრძნობით ძლივს გადავაგორე უამრავი კილომეტრი სახლამდე..
ჰაერის ვერცერთი ჟანგბადი ვერ შევისუნთქე ორლვების კარიბჭემდე..
გასაღებების დატოვებული აცმა ინსტიქტურად მოვარგე კარს და,
ყელსმომდგარი ღრიალი ძლივს ძლივს შევიკავე..
ნიაღვარად წამოსული ცრემლები სასუქივით მოესხა თითქოს იასამნის ნარგავებს..
კარიდან სახლამდე,
მესრის მთელ გაყოლებაზე და შუაგულში,
ნოვას იასამნის ახალშენი ჩაუყრია და,
პატარა ოაზისის გაშენება უცდია ერთი სუსტი,სრულიად უცხო,კაფანდარა გოგოსთვის..
-ნოვა!-უკანასკნელი იმედით გავძახე სახლისკენ,თუმცა,ამაოდ.
ერთ ღამეში ,ხელისგულებით ჩარგულს უსიცოცხლოდ ჩამოეყარათ ყურები.
უპატრონობას გლოვობდნენ სიცოცხლის ხეები.
__
როდის იზრდება ადამიანი?!
დედა იტყოდა ხოლმე-მშობელი რომ მოგიკვდება ,მაშინ გემატება ერთდოულად წლები და მერე იწყებ გააზრებას,ყოველი გავლილი საათისო.
მისიდან,ნოვას წასვლამდე თითქოს მეც ვიზიარებდი მის ნააზრევს,თუმცა,
ახლა,
ამწამს და,
ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე,
მგონია და ზუსტად ვიცი,
ტკივილი რომ შემოგეზრდება და არ დაუჩოქებ,სწორედ მაშინ გადადიხარ ცხოვრების ახალ საფეხურზე.
ბევრჯერ ავუტანივარ შიშს..
მახსოვს,ისე გამიჭირდა,სასოწარკვეთამ დამამარცხა,
მაგრამ,
არ მიგრძვნია მაშინ დიდი შვება,რომ გადავლახე..
არ გავზრდილვარ მისით არც ერთი დღით და,
ამიტომ ვიგრძენი ახლა ერთიანად დავლილი ცვლილებები..
ყელში მაწვებოდა მარტოობა,
სული მეყინებოდა დროდადრო,
თუმცა,
ვსუნთქავდი..
თავდაჯერებით და სუფთად.
მცირე ტკივილის ამოყოლებით..
შემეძლო მთლიანად დამეკარგა თავი,
თუმცა,
ალბათ ნოვასთვის და,
ჩემი გაცამტვერებული სულისთვის მაძლებინებდა არსაიდან მოტანილი ძალა..
საკუთარი თავის გაზრდით მიღებული სიამოვნება ნოვასგან დატოვებულ ტკივილზე მეტი იყო და,
ეს,შეძლებისდაგვარად მაძლიერებდა.
თუმცა,მაინც,მისი წასვლიდან,ორლოვების კარი ვეღარ შევაღე..
მხოლოდ ყოველ საღამოს,მზის გადასვლისთანავე,ნარგავებს ვრწყავდი პატარა სათლით და,
დილის შემოსვლამდე ვევედრებოდი გახარებას..
ვერ ავხსნი,
მთელი სულით მწამდა ნოვას ბოლო სიტყვები და,
ყვრლა ენერგიას ვხარჯავდი,რომ გახარებსკენ წასულიყვნენ..
ვერასდროს ვიტყვი,ჩვეულ რიტმს დავუბრუნდითქო..
ყველა თავდაჯერების მიუხედავად,
წამიერად მომივლიდა ხოლმე
მისი მონატრება და ყველაფერს ვკარგვდი..
სულ რამოდენიმე წამი იყო გარდამტეხი,
როცა საკუთარი გამარჯვება მავიწყდებოდა და,
საუკუნეებს ვითვლიდი,სანამ ისევ ის,ნოვათი გაძლიერებული ანისი დაუბრუნდებოდა თავს.
ის წამები არიყო ამქვეყნიური..
ისტკივილი არ იყო სათმენი და ისემკაწრავდა,დიდ იარებს მიტოვებდა..
ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი,ბუნება და დავლილი ემოციები მთლიანად მჩაბნიდნენ მისი მწვავე მონატრების დროს და,
იყო მომენტი,სულ ნაწილ ნაწილ ჩამომამსხვრიეს თავზე ნაკოწიწები სიძლიერე..
ალბათ , საბოლოოდ მაშინ გავტყდი,
ალბათ,ის გაზრდაც მაშინ შემომეძარცვა,
მისი არომატს მონატრებულმა
რომ
როგორც იქნა შევაღე კარი..
ეერთი თვის წასულიც არიყო და მისგან მხოლოდ მწირე ვიცოდი..
არცერთის გრძნობები არიყო იმ ეტაპზე,
ვალდებულებები დაგვეკისრებინა და,
მოგვეთხოვა ერთმანეთისგან მაქსიმუმი..
მცირე მტვერი ედო დიდებულ სამყოფელს..
ხის სუნი ტრიალდებდა ოთახში და,სიმშვიდის განცდას მიტოვებდა..
იქნებ ზუსტად ამისთვის მისახსოვრა ნოვამ მისი სახლი..
ჩემი წილი სიმშვიდე რომეპოვნა სადღაც..
იქნებ მარტოობა რომ აღარ მეგრძნო,მაგიტომ დამიტოვასახლის გასაღები,იასამნებისბაღთან ერთად?!
გული ამეწვა..
თხელი კარდიგანი მჭიდროდ მოვიხვიე და მაღალ კიბეს რიდით ავუყევი.
ჩუმ ხმაურს ვერ გავექეცი,
ექოდ ისმოდა ცარიელ კედლებში თითო ნაბიჯი..
მეგონა ისევ აქ იყო,
იმდენად გაჯდომოდნენ კედლებს მისი არომატები..
მეგონა ისევ იქ,მისოთახში,ესკიზთან დამხვდებოდა და ისევ თბილ მზერას მომავლებდა..
იმდენი რამ მეგონა,
იმდენად ავივსე ცრუ იმედებით,
ერთიანად დავიშალე,
სრულიად ცარიელი ოთახი რომ დამხვდა..
თითქოს არ მცოდნოდა,იქ რომ აღარ ძერწავდა ნოვა ორლოვი..
თითოდ მოვიარე ყველა სანტიმეტრი..
თითოდ განმიახლდა თითოდ ჩმოსათვლელი მოგონებები და ,
მის კაბინეტთან დავყოვნდი..
არ ვიცი რატომ არასდროს მომეცა საშუალება,მის ქანდაკებებს გავცნობოდი..
თითქოს თვითონ არ სურდა და,მისი ჩამოსვლის დღის შემდეგ,არც ზიარებია მათი ფიგურები მზის სხივს.
ვჭოჭმანობდი..
დანაშაულშიმხელილივით მომეჭიდა ძლიერად თითებისახელურისთვის და თვალებს ვაცეცებდი..
იქნებ არც არაფერი ყოფილიყო იქ?!
ფრთხილად შევაღე..
შევცდი..
უდიდეს ოთახში ადგილი მხოლოდ ხის მასიურ მაგიდასა და ერთ სავარძელს დაეკვებინათ..
სივრცეში,კედლების გასწვრივ სიმაღლის მიხედვით გაემწკრივებინათ თეთრი თაბაშირის ქანდაკებები და,
თითქოს ხელშეუხებლები იყვნენ,
თხელი ბამბის ქსოვილები გადაეფარებინათ მათთვის..
ცივად დამიარა გაყინულ სხეულზე..
გაოცება ფერებს იცვლიდა და,ნელნელა შიში მიტანდა..
უცხო განცდისგან როდის ჩამოვხსენი ყველას ფარდა არ მახსოვს..
16 ადამიანი ჯიქურ მიცქერდა..
კანკალმა ამიტანა.
ხმა ვერ ამოვიღე..
დამუნჯებული ჩავცურდი და მათ შორის მოქცეული,იატაკზე ჩავჯექი..
ნოვა არასდროს შემცდარა..
ისინი საუბრობნენ..
მათში კავშირი იყო და ისტორიებს ცვლიდნენ..
მათი სახე კონკრეტულ სიტყვას ყვიროდა და მზარავდნენ..
პანიკა დამეწყო..
არ ვიცი რატომ არ დავაკვირდი მათ პირველ დღეს..
არ ვიცი მხოლოდ ახლა რატომ ამოვიცანი მათში ადამიანები..
მარჯვნიდან პირველი,
ვასილ ორლოვი ჩემკენ თითმოღერებული თითქოს ღრიალებდა და კედლებს აზანზარებდა..
სახის ყოველი მიმიკა დიდი მონდომებით გამოეძერწა იდენტურად და,
ცოცხალ კადრს გავდა..
შემზარა..
ინსტიქტურად დავიხიე უკან..
მის გვერდით,სუსტი აღნაგობის ქალს სახე დანაღვლიანებოდა და,
პირი ისე დაეწყო,მისგან დაძახებული "ნოვა" ჩამესმა ცხადად..
ალბათ ორლოვის დედას ვხედავდი,
მოტეხილს,სუსტს,დაჩაგრულსა და გაწამებულს..
ტკივილისგან დაღარულ სახეზე ყველა ნაოჭს დაუთვლიდი.
გული ამომისკდა..
ისე მინდოდა მისი ტკივილი გამენაწილებინა..
იმდენ რამესყვებოდნენ ცარცის თვალები და,
როგორ არცერთი სიტვის მესმოდა...
მხოლოდ დატანჯული "ნოვა" ისმოდა მთელ ოთახში..
მათ რიგად მიყვებოდნენ ორლოვების ალბათ სრული კლანი..
ყველას,
თითო მათგანს თითო ცხოვრება ეწერა კანზე და,
მთელი ხმით გაჰკიოდნენ..
-ღმერთო..-აღმომხდა ძალაგამოცლილს..
გონება მხოლოდ ახლა იაზრებდა,
რომ ყველაფერი მის ადგილას,უცვლელად იყო..
მხოლოდ ორი ესკიზი,სახის კონტურები აღარ იყო სახლში,ჩემი..
არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი მათ ტყვეობაში..
გონებაში უწყვეტად დავლილი ფიქრები მის გარშემო მატრიალებდნენ და გასაქანს არ მაძლევდნენ..
გააზრებაც რთული იყო,
როგორი იყო მათ ირგვლივ ცხოვრება..
ისინი არეული,ზიზღითა და ტანჯვით სავსე ცხოვრების საუკეთესო მაგალითერი იყვნენ..
ერთადერთი,ვისი თვალებიც შველას ითხოვდნენ,ნოვას დედა იყო..
ახლა ვხვდები,რატომ არავის ჰქონდა კავშირი ორლოვებთან..
რატომ ერიდებოდნენ და გაურბოდნენ მათ..
ისინი წამლავდნენ გარშემომყოფებს..
შვილის გადასარჩენად,სახლიდან გაქცეული ნოვა და,ახალგზარდა ქალი ამას მოწმობდნენ..
მისი მონატრებით სავსე გული,სევდით გამეპო..
რამდენი წელიც არუნდა გასულიყო,
ჩრდილს ვერასდროს ჩამოიცილებდა ნოვა..
ვინ იცის,კიდევ რამდენ საფრთხეს მოუტანდა მისი გვარი..
-შენთან ვიყავი,იქ არ დამხვდი..-მოულოდნელმა ხმამ თავზარი დამცა და დაზაფრულმა მივიხედე უკან..
გული საგულედან ამომიჯდა..
წამსკდარი ცრემლები გულს მინამავდა..
კარებში ერთიორად გამოცვლილი ნოვა ორლოვი გახიდულიყო და ყინულივით ცივი მზერა მიებყრო ქანდაკებებისთვის..
თმა მხრებამდე მოზრდოდა..
შევერცხლილი ღერები უკან გადაეწია და დატანჯული სახე უხვად გამოეჩინა..
შავი თხელი,ფარატინა პერანგი ეცვა და,არამიანს აღარ ჰგავდა,ყველაზე ღვთიური გარეგნობის მიუხედავად..
ერთ სრულ თვეს რადიკალური ცვლილებები მოეხდინა მასში და იმდენად თვალსაჩინო იყო,რთულად ამოვიცაი მასში ასე მონატრეებული სხეული..
გამოლეული იყო..
თითქოს მთლიანად დასუსტებული და,ამავდროულად,უზღვავ რისხვას აფრქვევდა ბალოტისფერი თვალებიდან..
იმ წამის მოსულს არ ჰგავდა,ალბათ,დიდხანს უცქერდა როგორ ვსწავლოვფი მათ სახეებს..
განვლილი შიშისგან და მისი დანახვისგან სრულიად გაყინული სხეული ოდნავადაც ვერ გავამოძრავე,რომ დაიძრა..
აშკარა სისუსტის მიუხედავად,ისევ ისეთი მძიმე,უხეში,მედიდური ნაბიჯები ჰქონდა..
დიდ ტკივილს საეეთოდ არ შეუცვლია მისი შინაგანი..
ადრე ვთქვი,თაბახსაც ვერ გავავსებდი მასთან დიალოგითთქო,
ახლა და ამწამს,
დასტებად დავაწყობდი მის ცვლილებებსა და,უთქმელი გრძნობისგან გასიებული გულის რიტმებს..
მესმოდა მისი..
უცხო არიყო არცერთი ზიზღი..
-ბევრი ისაუბრეთ?!-მოახლოებულს მთლიანად დაეღარა სახე..
მზერას არ აცილებდა ვასილის სახეს..
საპასუხოდ ვერცერთი სიტყვა მომაგონდა..
ვგრძნობდი,უღმერთო დაცლა სჭირდებოდა.
-ყველა ის მომენტია,ყველა ის სიტყვა და ადამიანია,ცხოვრება რომ შეცვალეს ჩემი..-მწველი მზერა მოატარა მათ და,ისევ მამას გაუსწორა მზერა.
-კარიდან რომ გავედით,მისი ეს სახე დამრჩა გონებაში.-წლების წინ დაიხია მისმა გონებამ..-განრისზებული,ზიზღით,ვნებით,შიშით,სისასტიკით და სიშმაგით სავსე..
პირსმომდგარი საზიზღარი სიტყვები გადმოაფურთხა და მოულოდნელად მთელი ძალით ჰკრა ფეხი ვასილის ქანდაკებას..
მიწა იძრათქო მეგონა..
გაფითრებული ნოვა არაადამიანური ღრიალით ეცა მოთეთრებულ იატაკს და გაცხოველებული მანამ ფშვნიდა ნარჩენებს,სანამ მტვრად არ იქცა..
სიზმარს გავდა მიმდინარე.
კოშმარულსა და სისხლით სავსე..
განცდა მიჩნდებოდა,რომ
ცოცხალ ადამიანს კლავდა და მინდოდა შემეჩერებინა..
დაკაწრულ მკლავებზე ძლიერად შემოვეხვიე,თუმცა,ნაღმი ვეღარ განვაიარაღე.
გამძვინვარებულ სხეულს ერთიანად მოეღო დამაშვრალი პირი და წლობით ნაგროვებს ასხამდა..
შემეცოდა..
მთელი გულწრფელობით შემენანა მისი დამსხვრეული სული და დასერილი მოგონებები..
აბლოსუტურად ყველა ხელით ნაგები ოთახის მტვერს გაურია..
უღმერთო ძალისგან ავსებული ხელები რიგრიგობით ამსხვრევდნენ მათ ქმნილებას..
ქანდაკებებიდან სიმყარისთვის ჩატნეული რკინის მავთულები ხელებს უჭრიდა და,თითო შეხებით აწითლებდნენ ქათქათა თეთრ სახეებს..
ჰორიზონტს სცდებოდა მისი აგრესია..
აკანკალებული დაჰიპნოზებული ვუყურებდი ნაბიჯის მოშორებით და სულგამწარებული ველოდი,როდის დაიცლებოდა და,
დამშვიდდებოდა...
უამრავმა წუთმა განვლო..
აღარაფერი ეხატა სახეზე..
დაჩოხილი,მუხლებზე დამხობილი აჰყურებდა თავზე წამომდგარ ერთადერთ ცოცხალ ნაკეთობას და,
ალბათ,მთელ ცხოვრევად უღირდა მის წინაშე უღელვო ტირილი..
-დედა..-გულმოკლულმა ამოიძახა..
ხელი მოიღერა,თუმცა,ვერ შეძლო..
ადამიანობამ აღარ გაუშვა..
დედა ვეღარ დაამთავრდა..
დაჭიმული მხრები მოწყვეტით ჩამოუშვა და ცარიელი თვალები მოატარა გადათეთრებულ ოთახს.
თითქოს მხოლოდ ახლა გამფხიზლდა.
ფერი დაუბრუნდა სახეზე..
ისეთი შვებით ამოისუნთქა,ჯებირებს მომდგარი ცრემლები ვეღარ შევიკავე..
-დამთავრდა ანის.. ერთი მთელი ცხოვრება დამთავრდა..-დაქანცულმა
გამომხედა..
ხახადაფჩენილი ლომისგან აღარაფერი დარჩენილიყო..
ჩემკენ უღონოდ გამოწვდილ ხელზე მოვეჭირე და გულზე მივიკარი.
სულ რომ მეფიცა,
სულს ისე ენატრებოდა მისი სურნელი,ვერ გაძღა..
სულ რომ სიძლიერისგან დამხეთქვოდა ვენები,
სულ მცირე დროში ისე მოვინატრე,ვეღარ ამოვისუნთქე..
ფრთხილად მიმიკრა ომგამოვლილ მკერდზე..
მსუბუქად მიღიმოდა.
-არადა,მხოლოდ შენთვის ჩამოვედი..-დასუსტებოდა ხმა..
გამეღიმა..
ფერები დაიბრუნა ოთახმა..
-იასამნებს დავასწარი,რა გაძლებდა მანამდე უშენოდ ანის?!-კითხვით სავსე მზერა მომავლო..
სიბრაზე მთლიანად ჩაქრობოდა ირისებდი..
ბალოტისფერი თვალები გაუკამკამდა..
დამშვიდდა..
საკუთარი თავი დაიბრუნდა..
მეც დავბრუნდი..
მასთან,მისთვის და ჩემთვის..
თავისუფალი სუნთქვისთვის..
-ჩემი ქანდაკება საზღვარზე დაგრჩა?!-ენაზე ვიკმინე,ჩემი სუსტი მხარე უკვე ყველამ იცოდა..
სიტუაციის განსამუხტავად ყველაზე უადგილო სიტყვებს ვისროდი უმისამართოდ.
თუმცა,გულღიად გაეცინა და ამოვისუნთქე.
-რაც შეეხება ანისს,მეორე მიზეზიც ეგაა.-ალმაცერად გამომხედა.. ღელვაც დაეტყო..
-არის რაღაც,რას შენს დაუკითხავად გავაკეთე.. მაგრამ,ვერ ვნანობ...-რაღაც დიდის თქმას აპირებდა,
უარესის მოლოდინში სუნთქვა გამიხშირდა.
თუმცა,მისმა ტუჩებმა პირსმომდგარი სიტყვები უკუაგდო..
ვეღარ ვკონცეტრირდი..
ისე მენატრრებოდა მისი ამბორი,მთლიანად სითბოში გავეხვიე..
ემოციებს მინელებდა,მივუხვდი მის ქცევას.
თუმცა,წინააღმდეგი არ ვიყავი..
ამწამს,ნოვა ორლოვი მჭირდებოდა უღმერთოდ..
მას ანისი ბებია..
რაღაც მნიშვნელივანი,რასაც უნდა განვერისხებინე,მოიცდიდა..
___
გრილი სიო ქროდა..
სუსხსაც ატანდა,თუმცა,არა იმდენად,მის მკლავებში გახვეულს,შემცივნოდა..
გრილი ლიმონისარომატი იმდენად იყო გაფანტული ოთახში,აღარც გამხმარი იასამნების მათრობელა არომატი აღარ იგრძნობოდა..
მეგონა ფერი შესძინეს გამოხუნებულ კედლებს,იმდენად სხვა სხივი ჰქონდა ყველა კუთხეს..
ჩემდაუნებურად მეღიმებოდა ნაცრისფერი გამთენიის ფონზე..
ლაჟვარდი ნელნელა იკრებდა ძალას და,ერთიანად ამობრწყინებას აპირებდა,ნოვა ორლოვის გულზე..
-მენატრებოდი ანის..-საოცრად ფრთხილი იყო მისი ხმა.
ყოველთვის,როცა გულიდან იტყოდა სიტყვებს,იმდენად უფრთხილდებოდა,იმდენად მკრთალად ამბობდა,მეგონა მათი დამსხვრევის ეშინოდა..
მთელი სიძლიერით მივეკარი..
მასში შეზრდა მინდოდა..
მინდოდა უცილობლად მივწებებოდი და აღარასდროს გამეშვა..
მის მკერდზე დაყრდნობილი ხასხასა აურორებში იქამდე ვიცქირებოდი,სანამ ირისებში გაბრწყინებული საკუთარი ანარეკლი არ დავინახე..
ნოვა ცამდე გაცისკროვნებულ ანისს დაჰყურებდა და მის თვალებდი მთელ სამყაროს კითხულობდა..
არასდროს მიგრძვნია ამაზე მეტი აღმაფრენა..
სრულფასოვნებისგან ერთიანად დამიარა ელვამ..
წლობით ნაგროვები სასოწარკვეთა იასამნის ყვავილობას გაჰყოლოდა და,მასში ჩაკარგულიყო..
პირველი იყო,როცა თავს სრულად ვგრძნობდი..
პირველი იყო,ბევრი წლის შემდეგ მთელი ხმით რომ შემეძლო თქმა- ბედნიერი ვიყავი..
თუმცა,იყო ნოვას შემზადებაც,რომელიც მაფორიაქებდა და მისი მოუსვენრობა..
შემატყო ფორიაქი.
მიმიხვდა მიზეზს თუარა,ალმაცერად აუციალდა თვალები..
-სულ თავიდან დაიწყე ნოვა!-ისე ცივად მივუგე,გულწრფელად მეგონა,რომახალ ამბავს ჩემი წყობიდან გამოყვანა შეეძლო.
ჩაეცინა,მაგრამ,მალევე დაეწყო ნაკვთები..
-დედას დაკრძალვიდან-გასულ კვირამდე წუთი არმქონია ანის,საკუთარი ცხოვრებისთვის მიმეხედა..
ის,რაც იყო და,რაც მცირედ გაგანდე,
სამუდამოდ დავმარხე და,
30 წლის თავს,საკუთარი ცხოვრება დავიწყე,სრულიად ახალი ფურცლიდან..-დაძაბულობისგან სხეული ამეწვა..
მთელ განვლილ თვეს მილაგებდა თაბახებად ნოვა ორლოვი..
-აღარცერთი სარეველა აღარ ცოცხლობს ორლოვების გენეალოგიურ ხეზე..
ერთადერთი,ვინც ხის კენწეროში ძუის სისქის ტოტზე კიდია,
მე ვარ და,
ყველაფერს გავაკეთებ,ფეხი რომ მოვიკიდო...
სწორად გამიგე ანის,ცხოვრება მინდა..
არიყო მარტივი აცერთი საფეხური დასრულების,
მაგრამ,ერთადერთი ძალა მექაჩებოდა ფინიშისკენ და,
ეს იასამნების ბაღში სახით მოცინარი ანისი ბებიაა.-მკრთალად გამიღიმა და ხელებში პატარა კონვერტი ჩამიდო..
გახსნა ვერ მოვიფიქრე,მის სიტყვებს იკერებდა სული გულის პირზე და,ყვავილობას იწყებდა..
-ის,რაც შენ ნახე კაბინეტში,სიცოცხლის წყაროა..
ამ წყაროს საზრდოობისთვის ცხოვრებამ საუცხოო ნატურა მაჩუქა და,
ბოლო წამამდე მზად ვარ,დაუღალავად,თუნდაც სუნთქვის გარეშე,ვუყურო...
-მთლიანად თავდაყირადამიდგა გრძნობები..
არასდროს ყოფილა ნოვა ამაზე მეტად მშვიდი ყიბულივით ცივი ხმითა და ჩამუქებული თვალებით..
წამიერი სიჩუმით ვისარგებლე..
თხელი თაბახი გავხსენი..
თეთრ ზეწარზე ფურცლებთან ერთად მოსაწვევი ბარათიც დავარდა და,პირველი მას დავაკვირდი.
იასამნისფერი პატარა სამკუთხედი ნოვა ორლოვის პერსონალურ გამოფენაზე იწვევდა ანისი ბებიას კიევში..
გამეღიმა..
მთელი გულწრფელობით და ამავდროულად,უკონტროლო ცახცახმა აიტანა მთელი სხეული..
დანარჩენი ბილეთი და ყველა საჭირო საბუთი იყო ორ ადამიანზე..
ვხვდებოდი,თუმცა,გული ვერ უძლებდა..
უცხო განცდისგან მთლიანად მოვდუნდი და ,
მის აურორებს ჩავაკვირდი..
გრილ,ძლიერ ხელებში მოიქცია ნოვამ ჩემი გაფითრებული სახე..
ალბათ ეგონა დავიკარგე..
როგორ მეთქვა მისთვის,რომ მინდოდა?!
მთლიანად!
ყველა კილომეტრითა და გადასალახი მღელვარებებით..
-და ამაში რა არის განსარისხებელი?!-ამწამსაც იჩინა ლოგიკურმა ანისმა თავი..
გულღია სიცილმა მთლიანად მომიხსნა ყველა ეჭვი და დაძაბულობა და ჰარმონიაში გამხვია..
-ამას უკრაინაში ვნახავთ!-მუქარანარევი ხმით დაეწაფა მის სურვილში დამთვრალ ბაგებს და,
იმ წამამდე აღარ მოსცილებია..
არ ვიცი,როგორ უნდა ამეხსნა ლილისთვის ცხოვრებაში პირველად მიღებული სპონტანური გადაწყვეყილება.
ალბათ დილამდე მოისმენდა უამრავ არგუმენტს და,სულ რომ დარწმუნებულიყო სისწორეში,მაინც მეტყოდა:
"კიდევ ერთხელ დაფიქრდი,ანის"..
ის რომ მყოლოდა,არც არაფერი არ მოხდებოდა გზიდან გადასახვევი და,ალბათ,ნოვას ჩამოსვლას მხოლოდ სარკმლიდან ავადევნებდით თვალს..
ალბათ,ისევ ნაღვლიანად გავხედავდით გამხმარ იასამნებს და,მხოლოდ ნაყიდს დავჯერდებოდით,
რომელსაც არასდროს ჰქონია ისეთი წარმტაცი ატომატი,როგორც,ორლოვებიდან ნაქურდალს..
ბოლო პერიოდში იმდენი ალბათ დამგროვებოდა,
აღარცერთი კალამი აღარ მეყოფოდა ჩამოსაწერად.
იმას რა თქმა უნდოდა,რუტინულობისგან რომ სასოწარკვეთა მომკლავდა..
ამწამს,
როცა გალერიის წინ ვიდექი,
ვწამდა და მთელი კანით მჯეროდა ყველა გადადგმული ნაბიჯის..
ჩემი გულის ღრმა კუნჭულში აყვავებული ლილი ღიმილით მიცქერდა და მის ძალას მახვევდა მხრებზე..
ნოვა არ მახლდა და ალბათ ამიტომ მიჭირდა ასე..
გარშემომყოფების სიუხვე მარწმუნებდა,რომ სწორ გზაზე ვიდექი და,
ისე ავედევნე მათ,
ყველა ფიქრი გამეფანტა..
უამრავს ველოდი.
მეგონა თვლას ვერ ავუდიოდი..
მეგონა უკიდეგანო სიარულისგან დაღლილს სადღაც მიპოვნიდა ნოვა..
მაგრამ..
შევცდი..
ზუსტად შესასვლელთან დავტოვე ყველა იმედი..
ერთ სრულ ოთახში,კუპრივით შავ კედლებში,
უზარმაზარ სივრცეში ორად ორი ქანდაკება განთავსებულიყო..
კედლიდან ჩამოყვანილი ცივი განათება მხოლოდ მათ დანათოდა და ირგვლივ სრულ სიბნელეს ქმნიდა..
გული მთლიანად ამომისკდა..
აუარება მნახველის ფეხია ხმას ყელიდან წამოსული მოთქმა მოულოდნელი იდეალურობით ერწყმოდა..
ვიგრძენი,როგორ გამომეცალა ძალა..
ვიგრძენი როგორ დავემხე მუხლებზე და შეძრულმა მათკენ გავიშვირე ხელი..
საკუთარი თავის აღქმა იასამნებით ხელში,უღმერთოდ თავზარდამცემი იყო და არა იმ შინაარსით,რასაც ნოვა ელოდა ჩემგან..
ეს არ იყო სიბრაზე..
გრძობა,რომელიც მთელ სხეულს ივლიდა,
ფორიაქი,თავზარი,სიყვარული,გაოგნება,მოულოდნელობა,მადლიერება და აღმაფრენა იყო..
ურთიერთსაეინააღმდეგო გრძნობები ყველა დეტალს უკირკიტებდა და,
ნაკლს ეძებდა,თუმცა,
ოქროს ხელებს თითო ნაოჭი მთელი იდენტობით გამოეძერწა..
კადრებად დამიდგა თვალწინ,ესკიზებს ამოფარებული ნოვა..
ვუყურებდი,როგორ ხატავდა გრაფიტით ჩემს ტანს და,მის შედეგს ცალსახად აღვიქვამდი ამწამს..
არ მაინტერესებდა,თუ ამომიცნობდნენ..
ხელოვნება და სიშიშვლე უღმერთო იდეალიზმამდე აეყვანა ორლოვს და,
საუცხოო ქანდაკება შეექმნა..
საკუთარს რომ მოვწყდი,
როგორციქნა მის მოპირდაპირე შედევრს ავადევნე თვალი..
პატარა ბიჭს,ტუჩი რომშესამჩნევად გახეთქვოდა,აღფრთოვანებული სახე ჩემკენ მოეშვირა და,თითქოს გამორბოდა..
ხელებში იასამნის მომტვრეული ტოტი მჭიდროდ მოემწყვდია და,
ვგრძნობდი,ალბათ,გულიც ამოვარდნას ჰქონდა..იმდენად გაცისკროვნებული თვალები ჰქონდა..
თითქოს რაღაცას მკარნახობა გონება,
თუმცა,სანამ ნოვა ორლოვი არ დამიდგა თვალწინ,მათ შორის იდენტური მსგავსება ვერ დავიჭირე..
მიღიმოდა..
ისე გაკაშკაშებული,როგორც ქანდაკების ბიჭუნა..
არვიცი როგორ მოიპოვა მათი პასიურობის დროს ამ რაოდენობის ლეილაღი..
თაიგული ფრთხილად ჩამიდო ხელებში და ჩემს გვერდით,ქანდაკებებს შორის,უკუნით ბნელში,ჩამოჯდა..
გრძნობით სავსე გული მის რიტმულ
ცემას აჰყვა..
ერთ ჰარმონიად შეიკრა ორი მფეთქავი სული..
-მიყვარხარ,ნოვა!-პირველად და,იმ წამს,ამაზე მეტს ვერ ვიტყოდი..
იგივეს ამბობდა მისი ხასხასა მწვანე აურორა..
-იცი,რა ჰქვია მათ?!-ბევრი წუთის შემდეგ მომიბრუნდა..
ცის კაბადონამდე შემეძლო მეყვირა..
აღარც მიფიქრია..
-იასამნის ქურდები..
___
დასასრული.
__
ისეთი აღელვებული ვარ..
იმდენი ემოციებით სავსე
რომელი მადლობიდან დავიწყო?!-ყველა თქვენ გეკუთვნით!
ბოლო შეფასებას ველი თქვწნგან-ნოვასა და ანისის შესახებ..
რა ვქნა,ყველა მიყვარს,ჩემს ბიჭებს ნოვაც შეემატა მისი ხელოვნების უზომო სიყვარულითა და ანისის გაღმერთებით..
ბევრი ტკივილი შეიძლება შწგვხვდეს,დამსახურებულიც და,რომ არ გვეკყთვნოდა ისეთიც,თუმცა,ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი,ვინც გადაგარჩენს..
როგორც,
ანისისთვის-ნოვა,
ორლოვისთვის-ბებია..
მიყვარხარ!მთელი გულწრფელობით და,
არასდროს დაივიწყოთ,გელით!
თქვენი:ანასტასია!



№1 სტუმარი Ana-maria

კიდევ ერთი ისტორია დასრულდა,კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიყვარულმა. ჯერ ხომ ყველაფერს განვიცდი ისტორიის გმირებთან ერთად,მერე კი რეალურ ცხოვრებაში ვეძებ მათ მსგავსებს.ისე მოგაქვთ მკითხველამდე თითოეული გმირის განცდები,სუნთქვა მეკვრება კითხვის დროს. კიდევ ერთხელ გამაკვირვეთ თქვენი ნიჭიერებით. მადლობა ამ ისტორიისთვის და მოუთმენლად დაველოდები ახალს

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი საოცარი გრძნობები ემოციებით ცოტა სევდიანი მაგრამ მიხარია ამ ორმა ერთმანეთი იპოვეს და ასეთი არაჩვეულებრივი სიყვარული შეძლეს მომეწონა დასასრული ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️♥️

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
კიდევ ერთი ისტორია დასრულდა,კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიყვარულმა. ჯერ ხომ ყველაფერს განვიცდი ისტორიის გმირებთან ერთად,მერე კი რეალურ ცხოვრებაში ვეძებ მათ მსგავსებს.ისე მოგაქვთ მკითხველამდე თითოეული გმირის განცდები,სუნთქვა მეკვრება კითხვის დროს. კიდევ ერთხელ გამაკვირვეთ თქვენი ნიჭიერებით. მადლობა ამ ისტორიისთვის და მოუთმენლად დაველოდები ახალს

დავიფიცებ ანამარია,ვიცოდი რომ პირველი იქნებოდით და გელოდით კიდეც ! ❤️❤️❤️
ესეც დასეულდა,ისევ სიყვარულით ❤️❤️❤️
სულ დაგელოდებით ხოლმე ჰულაჩქარებული! ❤️❤️❤️
თქვენ ძალიანთბილი,გულისხმიერი მკითხვწლი ხართ და დიდ მოტივაციას მაძლევთბ ❤️❤️❤️
მადლობა! ❤️❤️
კიდევ უამრავჯერ გეტყვით!

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი საოცარი გრძნობები ემოციებით ცოტა სევდიანი მაგრამ მიხარია ამ ორმა ერთმანეთი იპოვეს და ასეთი არაჩვეულებრივი სიყვარული შეძლეს მომეწონა დასასრული ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️♥️

❤️❤️❤️
ნესტან,მადლობა თქენი სიტყვებისთვის ❤️❤️❤️
ყველა ვპოულიბთ ჩვენს ნაწილებს !! ❤️❤️
მათ,ვინც ჩვენთვოსაა გაჩენილი!
მომავალ შეხვედრამდე ❤️❤️❤️
იმედია,ისევ გიხილავთ!
მახარებთ ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი one

chemo gogo❤️ rogor mikharia rom eseti kargi khar tasuna))) saocrad nichieri,dasasrulic isetive aghmafrtovanebeli iyo rogorc srulad mteli nawarmoebi))
amaze ukettess dasasruls verc vinatrebdi))
ar mogvanatro tavi, yochagh, ar davighlebi imis aghnishvnit rom uuumagresi gogo khar ❤️
imaze uket verafers vityvi anisze da novaze, rac shen tqvi))
geperebi shoridan , sheni gulshematkivari me❤️

 


№5 სტუმარი wero

ბოლომდე,დასარულამდე მჯეროდა რომ სიყვარული მათშორის ძლიერი და უკვდა იყო. რა ვთქვა არვიცი. წყლიდან რომ ამოხვალ და სუნთქვა რომ გიხარია,ის მომენტი მქონდა. ჩემთვის ეს ისტორია დარჩება საუკეთესოთა,შორის საუკეთესო.შენ ვერცკი წარმოდგენ როგორ მიზიდავდა ყველა,თითოეული სიტყვა,მოქმედება,პერსონაჟი. იმდენად,რომ დაძინებისასაც მათზე ვფიქრობდი და შენზე,თუ რა გასაოცარი გოგო. მადლობა შენ ყველაფრისთვის. სულ გამორჩეული ხარ და იქნები. წარმატებები და გელოდები სულლ!!!!!

 


№6  offline წევრი EllaTriss

ანისი ხომ მართლაც ჩვენი გოგოა და რა თქმა უნდა, ნოვაც შეემატა შენს შექმნილ იდეალებს^_^
არ ვიცი, რა გითხრა. გაქო, გადიდო? :;დ
სასწაული ხარ!
ისტორიაც სასწაულია!
ყოველთვის იცი, სად, როგორ დაამთავრო..
თან, იმაზე მეტად არაფერი მახარებს, რომ ასე ლამაზად, თვითონ მოდის.
ვხედავ, რომ ბოლომდე ჩართული ხარ.
ბოლომდე გეკუთვნის ისტორია და ბოლომდე ეკუთვნი მას.
ბოლომდე განიცდი და მერე, ჩვენც..
მოკლედ, მიყვარს ეს ისტორია!❤❤
უამრავ წარმატებას გისურვებ! ❤❤
იმედი მაქვს, მალე დაბრუნდები.
გელი - თ !

 


№7  offline წევრი gogincha

ძალიამ დიდი მადლობა ამ უსაზღვრო ემოციებისთვის, საოცარი პერსონაჟების შექმნისთვის და ჩვენამდე მოტანისთვის, არვიცი დავწერე თუ არა მაგრამ კვლავ ვიტყვი სიამოვნებით შევიძენდი შენს მიერ გამოცემულ წიგნებს. წარმატებები ♥♥

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ემოციების ზღვა იყო ჩემთვის.ძალიან კარგია.შენი სტილი გაქ რომელიც მოდის ჩვენამდე და მოაქ შენს გმირებს.

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

one
chemo gogo❤️ rogor mikharia rom eseti kargi khar tasuna))) saocrad nichieri,dasasrulic isetive aghmafrtovanebeli iyo rogorc srulad mteli nawarmoebi))
amaze ukettess dasasruls verc vinatrebdi))
ar mogvanatro tavi, yochagh, ar davighlebi imis aghnishvnit rom uuumagresi gogo khar ❤️
imaze uket verafers vityvi anisze da novaze, rac shen tqvi))
geperebi shoridan , sheni gulshematkivari me❤️

ბოლო ნაწარმოებებზე გამოჩნდი ჩემთან და,შენი უზომო სითბოთი დამამახსოვრე თავი ❤️❤️❤️ ვგრძნობ,როგორი სიკეთოთ სავსე ადამიანი ხარ,გაწონასწორებული და,თბილი ❤️❤️❤️❤️❤️
დიდი მადლობა,მინდა ისევ შემვხვდეთ მომავალ ისტორიაზე ❤️❤️
მათი ისტორია ასე დასრულდა.. მიხარია,რომ მოგეწნა!

wero
ბოლომდე,დასარულამდე მჯეროდა რომ სიყვარული მათშორის ძლიერი და უკვდა იყო. რა ვთქვა არვიცი. წყლიდან რომ ამოხვალ და სუნთქვა რომ გიხარია,ის მომენტი მქონდა. ჩემთვის ეს ისტორია დარჩება საუკეთესოთა,შორის საუკეთესო.შენ ვერცკი წარმოდგენ როგორ მიზიდავდა ყველა,თითოეული სიტყვა,მოქმედება,პერსონაჟი. იმდენად,რომ დაძინებისასაც მათზე ვფიქრობდი და შენზე,თუ რა გასაოცარი გოგო. მადლობა შენ ყველაფრისთვის. სულ გამორჩეული ხარ და იქნები. წარმატებები და გელოდები სულლ!!!!!

დილის პოზიტივი ხარ! უდიდესი მადლობა! ❤️❤️❤️❤️ ვფიქრობ,არ მეკუთვნის "საუკეთესპს" ჩარჩო ❤️❤️ იმდენი რამ მაქ დასახვეწი,ასწავლი და,გასახსწნებელი! ❤️❤️❤️
თუმცა,ერთადერთი,ვიცი,რომ რა გრძნობასაც აღვწერ,ის თქვენამდე ზედმიწევნით მოდის და,მიხარია ❤️❤️❤️❤️❤️
მათზე ფიქრი მეც დიდხანს გამყვება..
ნოვა ალბათ ზენიტ მედნიერებას აჩუქებს ანოსს..
❤️❤️❤️
უღრმესი მადლობა,სულ ჩემთან რომ იყავი! ❤️❤️

EllaTriss
ანისი ხომ მართლაც ჩვენი გოგოა და რა თქმა უნდა, ნოვაც შეემატა შენს შექმნილ იდეალებს^_^
არ ვიცი, რა გითხრა. გაქო, გადიდო? :;დ
სასწაული ხარ!
ისტორიაც სასწაულია!
ყოველთვის იცი, სად, როგორ დაამთავრო..
თან, იმაზე მეტად არაფერი მახარებს, რომ ასე ლამაზად, თვითონ მოდის.
ვხედავ, რომ ბოლომდე ჩართული ხარ.
ბოლომდე გეკუთვნის ისტორია და ბოლომდე ეკუთვნი მას.
ბოლომდე განიცდი და მერე, ჩვენც..
მოკლედ, მიყვარს ეს ისტორია!❤❤
უამრავ წარმატებას გისურვებ! ❤❤
იმედი მაქვს, მალე დაბრუნდები.
გელი - თ !

ელლა,ხვდები ალბათ,ეს დასასრული თა ოდთვის რმ მოვიდა..
ზუსტად წერისას შწმოფრინდა და ისე გამახარა,ზუსტად ვიცოდი,მოგეწონებოდათ ❤️❤️❤️❤️
დასაწყისი უკდავყო ნოვამ..
იასნები ნაქურდალი დედოსთვოს და,ანისისთბის ❤️❤️❤️
მათი სურნელი დიდხანს გამყბება ❤️❤️❤️
შენი გიჟური კომენტარების მოლოდინიალბათ მალე ამაღებინებს ისევ კალამს ❤️❤️❤️;დდდ
მომავალ შეხვედრდე ელლა! ❤️❤️მადლობა,რომ ხარ' !!

gogincha
ძალიამ დიდი მადლობა ამ უსაზღვრო ემოციებისთვის, საოცარი პერსონაჟების შექმნისთვის და ჩვენამდე მოტანისთვის, არვიცი დავწერე თუ არა მაგრამ კვლავ ვიტყვი სიამოვნებით შევიძენდი შენს მიერ გამოცემულ წიგნებს. წარმატებები ♥♥

ალბათ,როგორი კომპლიმენტია ეზ ავტორისთვის ❤️❤️❤️ წიგნებს შორის,საკუთარის ხილვაალბათ სამოთხის ტოლფასი იქნებაბ ❤️❤️❤️
მადლობა ამ სიტყვებისსთვის!
გამაბედნიერე! ❤️❤️❤️❤️

სტუმარი თამო
ეს ემოციების ზღვა იყო ჩემთვის.ძალიან კარგია.შენი სტილი გაქ რომელიც მოდის ჩვენამდე და მოაქ შენს გმირებს.

მიხარია,რომაას გრძმობთ და აღნიშნავთ ❤️❤️❤️❤️
მიხარია,რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️❤️
თამო,დიდი მადლობა! ❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თიკო

კიდევ ერთი საოცრება გვაჩუქე ამ ისტორიის სახით. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წყვილი და მათი ისტორია... ისე წავიკითხე ბოლო თავი, მეგონა გავსკდებოდი... აი ზუსტად ასე ვარ შენი ისტორიების კითხვის დროს. მიყვარს იასამნის ქურდები და მათი არაჩვეულებრივი ამბავი. წარმატებები, ტას და რაც მთავარია, გელი.❤❤❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თიკო
კიდევ ერთი საოცრება გვაჩუქე ამ ისტორიის სახით. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წყვილი და მათი ისტორია... ისე წავიკითხე ბოლო თავი, მეგონა გავსკდებოდი... აი ზუსტად ასე ვარ შენი ისტორიების კითხვის დროს. მიყვარს იასამნის ქურდები და მათი არაჩვეულებრივი ამბავი. წარმატებები, ტას და რაც მთავარია, გელი.❤❤❤

თიკო ❤️❤️❤️ მეც ძალიან მიყვარს მათი უანგარო ქურდობები ❤️❤️❤️ ბოლო სიტყვების წერისას მეღიმებოდა ❤️❤️სასიამოვნო საწრრი იყო და მუხარია,თუ ასეთივე საკითხავი უყო ❤️❤️❤️
შეხვედრამდე! ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

ნოვა და მისი ანისი. ვარსკვლავი. რომელმაც გაანათა მისი წარსულის სიმძიმით დაბნელებული ცხოვრება. თვალებით გაზიარებული გრძნობები. ემოციებით სავსე დღეები. იასამნის სურნელით გაჟღენთილი მათი გარემო და ქანდაკება. იასამნის ქურდები. ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. უღრმესი მადლობააა ამ სიამოვნებისთვის. ველოდები მომდევნოსს

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Qeti qimucadze
ნოვა და მისი ანისი. ვარსკვლავი. რომელმაც გაანათა მისი წარსულის სიმძიმით დაბნელებული ცხოვრება. თვალებით გაზიარებული გრძნობები. ემოციებით სავსე დღეები. იასამნის სურნელით გაჟღენთილი მათი გარემო და ქანდაკება. იასამნის ქურდები. ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. უღრმესი მადლობააა ამ სიამოვნებისთვის. ველოდები მომდევნოსს

ქეთი ❤️❤️❤️ რა კარგად აღწერე მიმდინარე მოვლენები ❤️❤️❤️ ანისი მართლაცვარსკვლავი უყო ნოვასთვის და პირიქით! ერთმანეთს ანათებდნენ ❤️❤️❤️❤️❤️მადლობა შენ ასეთი კარგი რომ ხარ! ❤️❤️❤️ მიხარია,რომ სულ ჩემთანხარ! ვაფასებ! ❤️❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი გ უ გ უ

რა ვთქვა არვიცი...❤❤
საოცრებააა, ძალიან კარგად წერ.❤❤ ძალიან კარგი ისტორია იყო.მადლობა❤❤ ვისიამოვნე ამ ისტორიით. წარმატებებს გისურვებ.❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

გ უ გ უ
რა ვთქვა არვიცი...❤❤
საოცრებააა, ძალიან კარგად წერ.❤❤ ძალიან კარგი ისტორია იყო.მადლობა❤❤ ვისიამოვნე ამ ისტორიით. წარმატებებს გისურვებ.❤❤

მადლობა შენ რომ წაიკუთხე და მოგეწონა ❤️❤️❤️❤️ ძალიან სასიამოვნოა დადებითი შეფასების მოსმენა ❤️❤️❤️❤️❤️
გაიხარე! ❤️❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ საოცრად წერთ❤️ მადლობა კიდევ ახალი ლამაზი ემოციური ისტორიისთვის. სულ სულ გელით.

 


№17 სტუმარი სტუმარი დიანა

კითხვის დაწყების წინ რომ ჩავისუნთქე ბოლომდე სუნთქვაშეკრული ვიყავი...სასიამოვნოდ და ემოციურად????
ძალიან ძალიან კარგი იყო.

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიამი
როგორ საოცრად წერთ❤️ მადლობა კიდევ ახალი ლამაზი ემოციური ისტორიისთვის. სულ სულ გელით.

მარიამ ❤️❤️❤️ მადლობა პირიქით თქვენბ ❤️❤️❤️❤️ გამახარეთ! ❤️❤️❤️

სტუმარი დიანა
კითხვის დაწყების წინ რომ ჩავისუნთქე ბოლომდე სუნთქვაშეკრული ვიყავი...სასიამოვნოდ და ემოციურად????
ძალიან ძალიან კარგი იყო.

ძალიან დიდი მადლობა თქვწნ ❤️❤️❤️❤️ ძალიან ძალიან ბედნიერი დღის დასაწყისისთვის ❤️❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი ირო

ე.ი სრულად რომ დაიდო ამაზე მაგარი არაფერია,როგორ მოვითმინე რომ არ წავიკითხე თავებად,პირველად შენს ისტორიებზწ.ახლა რომ ჩავარაკრაკებ ჩემს მოკრძალებულ აზრს მერე მოგახსენებ,არადა რომ ვიცი წინ რა ბედნიერება მელოდება....

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
ე.ი სრულად რომ დაიდო ამაზე მაგარი არაფერია,როგორ მოვითმინე რომ არ წავიკითხე თავებად,პირველად შენს ისტორიებზწ.ახლა რომ ჩავარაკრაკებ ჩემს მოკრძალებულ აზრს მერე მოგახსენებ,არადა რომ ვიცი წინ რა ბედნიერება მელოდება....

ირო ❤️❤️❤️ მეც ასე,სრულად მიყვარს ხოლმე, მაგრამ,მოუთმენლობა გულისა ხომ იცი?! გრლოდები შენი შეფასებით ❤️❤️❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი OKI ME

და აი მეც მოვედიიი :დდ ძალიან კი დამაგვიანდა მაგრამ მაინც მოვედი :დდდ ეჰ, ახლა რა ვქნა ნოვას და ანისის გარეშე? ❤️❤️ მიყვარს ორივე ❤️❤️

არა, მე შენი ისტორიების გარეშე დიდ ხანს ვერ გავძლებ. იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდები. ვიცი, ასე შენი და ჩემ სურვილზე არაა შენი მუზის ამბავი მაგრამ მაინც მინდა რომ მალე დაბრუნდე. იქნებ ინამუსოს მუზამ და თქვენებური საოცრება შექმნათ. ❤️❤️

მართლა არ ვიცი რა სიტყვებით აღვწერო ის ემოციები რასაც ამ და შენი სხვა ისტორიების კითხვისას ვიღებ ❤️❤️ წარმატებები ტასო ❤️❤️❤️ და მალე დაბრუნება ახალი ისტორიით ❤️❤️❤️❤️

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Megioki
და აი მეც მოვედიიი :დდ ძალიან კი დამაგვიანდა მაგრამ მაინც მოვედი :დდდ ეჰ, ახლა რა ვქნა ნოვას და ანისის გარეშე? ❤️❤️ მიყვარს ორივე ❤️❤️

არა, მე შენი ისტორიების გარეშე დიდ ხანს ვერ გავძლებ. იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდები. ვიცი, ასე შენი და ჩემ სურვილზე არაა შენი მუზის ამბავი მაგრამ მაინც მინდა რომ მალე დაბრუნდე. იქნებ ინამუსოს მუზამ და თქვენებური საოცრება შექმნათ. ❤️❤️

მართლა არ ვიცი რა სიტყვებით აღვწერო ის ემოციები რასაც ამ და შენი სხვა ისტორიების კითხვისას ვიღებ ❤️❤️ წარმატებები ტასო ❤️❤️❤️ და მალე დაბრუნება ახალი ისტორიით ❤️❤️❤️❤️

კი გითხარი უკვე,მგონი ვიწყებთქო და :დდ იმედია ეს უცებ მოვარდნილი მუზები უკან არ გაბრუნდება :დდ შენ შეფასებას კი,უდიდესი მადლობა უნდა ვუთზრა ❤️❤️❤️❤️
მართლა საუკეთესო მკითხველი
მყავს, გამდის და "ვბლატაობ" ::დდდ

 


№23  offline წევრი ირო

ს ა ს წ ა უ ლ ი..აი ამას ვუწოდებ ამ ისტორიას,იმედები რომლების აუცილებლად ამართლებს ყველა შენი ისტორიის წაკითხვისას.მადლობა შენ ამ ს ა ს წ ა უ ლ ი ს თ ვ ი ს.

 


№24  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
ს ა ს წ ა უ ლ ი..აი ამას ვუწოდებ ამ ისტორიას,იმედები რომლების აუცილებლად ამართლებს ყველა შენი ისტორიის წაკითხვისას.მადლობა შენ ამ ს ა ს წ ა უ ლ ი ს თ ვ ი ს.

იროო,გელოდიი! ❤️❤️❤️
სააასწაააულიიი მადლობაააა ❤️❤️❤️❤️
როგორ გამახარე, ახლა ბედნიერად დავიძინებ ! ❤️❤️❤️

 


№25 სტუმარი ია

წერის ძალიან განსხვავებული მანერა გაქვს და კიდევ კარგი დასრულებას დაველოდე რომ ერთი ამოსუნთქვით წამიკითხა. . ძალიან კარგია,თუ არ ჩავთვლით შეცდომებს როგორიცაა მაგალითად ბალოტისფერი რომელიც ალბათ ქართული სიტყვა გგონია და ,,ვიკმინე" , ცოტა გამიტყდა ამის წაკითხვა)) წარმატებები

 


№26  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ია
წერის ძალიან განსხვავებული მანერა გაქვს და კიდევ კარგი დასრულებას დაველოდე რომ ერთი ამოსუნთქვით წამიკითხა. . ძალიან კარგია,თუ არ ჩავთვლით შეცდომებს როგორიცაა მაგალითად ბალოტისფერი რომელიც ალბათ ქართული სიტყვა გგონია და ,,ვიკმინე" , ცოტა გამიტყდა ამის წაკითხვა)) წარმატებები

ვიკმინე ალბათ ბეჭდურად გამეპარა. ბალოტისფერს კი ვერაფერს ვუხერხებ,რომელი ენისაც უნდა იყოს,მიყვარს .. ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
დიდი მადლობა ია,მიხარია,თუ ისიოვნე ❤️❤️❤️

 


№27  offline წევრი katerinaeka

ვაუ, რა მაგარი იყო.ემოციების ფეერვერკი.(წერის სასწაულ მანერაზზე არაფერს ვამბობ). წარმატებები heart_eyes

 


№28  offline ახალბედა მწერალი tasusuna

katerinaeka
ვაუ, რა მაგარი იყო.ემოციების ფეერვერკი.(წერის სასწაულ მანერაზზე არაფერს ვამბობ). წარმატებები heart_eyes

დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️ ბედნიერი დღის საწინდარი ხართ ❤️❤️❤️❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი კატერინა

წერის სტილი იდეალური. პირდაპირ შემოვიდა ჩემში ყველა სიტყვა, ყველა წინადადება. მართლაც, რომ ემოციების ზღვა იყო. ბედნიერების პატარა ბურთი მქონდა ყელში გაჩხერილი და სანამ არ დავასრულე კითხვა, იქამდე ვერ გადავაგორე. საუკუნეა ალბათ ასეთი სასიამოვნო აღარაფერი წამიკითხავს. ნაწარმოებმა თან შემავსო, მაგრამ კიდევ დამაკლდა, კიდევ მინდოდა ის ემოციები გაგრძელებულიყო ჩემში, რასაც მთელი ეს დრო ვგრძნობდი.
ჯანდაბა! თქვენ სულ უნდა წეროთ, უსასრულობამდე. არასოდეს უნდა დამთავრდეთ თქვენს ისტორიებთან ერთად. სულ უნდა იყოთ. ისევ და ისევ უსასრულობამდე. მოუთმენლად გელით და მოგყვებით ბოლომდე. ვფიქრობ, აღარასდროს მომინდება თქვენთან ერთად, თქვენივე ისტორიებიც დავტოვო. ❣

 


№30  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი კატერინა
წერის სტილი იდეალური. პირდაპირ შემოვიდა ჩემში ყველა სიტყვა, ყველა წინადადება. მართლაც, რომ ემოციების ზღვა იყო. ბედნიერების პატარა ბურთი მქონდა ყელში გაჩხერილი და სანამ არ დავასრულე კითხვა, იქამდე ვერ გადავაგორე. საუკუნეა ალბათ ასეთი სასიამოვნო აღარაფერი წამიკითხავს. ნაწარმოებმა თან შემავსო, მაგრამ კიდევ დამაკლდა, კიდევ მინდოდა ის ემოციები გაგრძელებულიყო ჩემში, რასაც მთელი ეს დრო ვგრძნობდი.
ჯანდაბა! თქვენ სულ უნდა წეროთ, უსასრულობამდე. არასოდეს უნდა დამთავრდეთ თქვენს ისტორიებთან ერთად. სულ უნდა იყოთ. ისევ და ისევ უსასრულობამდე. მოუთმენლად გელით და მოგყვებით ბოლომდე. ვფიქრობ, აღარასდროს მომინდება თქვენთან ერთად, თქვენივე ისტორიებიც დავტოვო. ❣

კატერინა ❤️❤️ძალიან მომწონს თქვენი სახელი! გეტყობათ,გულისხმიერი და თბილი ადამიანი ხართ ❤️❤️❤️ დავწერ,ალბათ იქამდე,სანამ თუნდაცერთი თქვენნაირი მკითხველი მეყოლება ❤️❤️❤️ სულ სხვა განზომილებაა,როცა ასე მოსწონთ და გელოდება სრულიად უცხო ხალხი ❤️❤️❤️❤️ განუზომლად დიიდ მადლბა თქვენ ❤️❤️ გამათბეთ ! "არხოტის გულზე" ბისურვებდი თქვენს ხილვას :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent