შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის სიღრმეში (თავი V)


25-06-2021, 18:16
ავტორი donald duck
ნანახია 1 659

ნელა მოვცილდი გეგას, საცოდავად გავუღიმე და უსიტყვოდ დავტოვე მისი კაბინეტი. წამოვედი და თან გამოვიყოლე გეგას სითბო და მონატრებული სურნელი. მას ახსოვდა, მე კი არა. კაბინეტში შევედი და მაგიდას მივუჯექი. გულს ვეღარ ვუდებდი საქმეს. რამდენი ფაილიც გავხსენი დასამუშავებლად იმდენი დავხურე. ვცქმუტავდი, შიგნიდან რაღაც არ მასვენებდა. შიში და სიხარული ერთმანეთში ირეოდა. რა მიხაროდა ან რისი მეშინოდა ვერ ვხდებოდი. ფიქრები ერთმანეთში ირეოდა, გეგა -გიორგი, გიორგი- გეგა. ტელეფონს დავხედე. ისევ არ იყო პასუხი. საათს გავხედე 16:41 საათს აჩვენებდა. უცებ მივიღე გადაწყვეტილება. ყველა გახსნილი ფაილი შევინახე, კომპიუტერი გამოვრთე. მაგიდა შეძლებისდაგვარად მივალაგე, ჩანთა ავიღე, გასაღები მოვძებნე, წამოვდექი, ტელეფონს მივწვდი, უკანა ჯიბეში ჩავიდე და კაბინეტიდან გავედი.
ბუღალტერიის ოთახში შევყავი თავი და ჩავაყენე საქმის კურსში რომ მივდიოდი და შეიძლება დღეს აღარ დავბრუნებულიყავი. მერე იურისტებს შევხედე. რამოდენიმე დავალება მივეცი და მათაც დავემშვიდობე. გეგას კაბინეტთან ავიტუზე, მერე გადავიფიქრე და უსიტყვოდ დავტოვე ოფისი. ოფისის უკანა ეზოში გავედი, მანქანების სადგომზე, თვალი მოვავლე იქაურობას. ჩემი მანქანისკენ დავიძარი. მანქანა გავაღე, ჩაჯდომას ვაპირებდი რომ დამიძახა.
-თათა -ძალიან ნაცნობი და თბილი ხმა ჩამესმა
უკან მოვბრუნდი, გეგა მიღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა. ცრემლები მომაწვა. ყელში ბურთი გამეჩხირა. ვცადე გამეღიმა, მაგრამ არ გამომივიდა. ცრემლები უკუვაგდე, ჩანთა სავარძელზე დავდე და გეგასთან შესახვედრად მოვემზადე. მის ნაბიჯებს ვითვლიდი გულში. მომიახლოვდა, ძალიან ახლოს დადგა ჩემთან. მის გულის ცემას ვგრძნობდი, ფიქრები მესმოდა.
-გეგა - საცოდავი ბავშვივით აღმომხდა მეც ვერ ვიცანი საკუთარი ხმა
-სათვალე დაგრჩა - ხელი შეათამაშა და ნელა გამიკეთა სათვალე
-მადლობა
-ხომ მშვიდობა გაქვს? - ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად მკითხა.
შიგნიდან ყველაფერი მენგრეოდა, მეშლებოდა, წლების ნაშენები და ნაგროვები სიმყარე და სიძლიერე სადღაც ქრებოდა. ესეთი სუსტი და ემოციური საკუთარი თავი არასდროს მენახა. ძალიან სენტიმენტალური გავხდი ამ ბოლო დროს. უფრო გეგას მიმართ. თითქოს დანაშაულის გრძნობა არ მაძლევდა უფლებას ბედნიერი ვყოფილიყავი. გრძნობა იმისა, რომ გეგას გული ვატკინე. ცრემლი გადმომგორდა, ვერ შევიკავე, ცოტაც და ალბათ ხმით ავტირდებოდი. რატომ ვტიროდი რომ გეკითხათ პასუხს ვერ გაცემდით. არ მქონდა პასუხი რა მატირებდა. მზერა მოვარიდე ცრემლი რომ არ შეემჩნია, მაგრამ გეგა ხომ ჩემში ყველაფერს ამჩნევდა. სახე დამიჭირა, ნელა მომწმინდა ცრემლი, სათვალე ამიწია და თვალებში ჩამხეა. იმ მომენტში ისეთი დაუცველად ვიგრძენი თავი, ის კი მზერითაც კი ზრუნავდა ჩემზე. მაინც ვერ ვხვდები ესეთ კაცს ოჯახი როგორ დაენგრა?
-მშვიდობაა?- გაოგნებულმა მკითხა გეგამ და გულზე მიმიკრა პატარა ბავშვივით
-კი - თავი დავაქნიე ოდნავ და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე.
-აბა რა გჭირს? - თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა
-არაფერი - თავი გავაქნიე და უფრო ავსუკუნდი
-შვებულება გინდა სასწრაფოდ - დაასკვნა გეგამ - გადაიწვი უკვე ხომ ხედავ?
-ხო ბოლი ამდის - ვცადე გამეცინა
მასაც გაეცინა, ნაზად მაკოცა შუბლზე, სათვალე გამისწორა, მანქანას შემომატარა, მგზავრის სავარძელზე დამსვა, თვითონ საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
-აბა სად მიდიოდი? - გამომხედა სადგომიდან რომ გამოვედით
-დედასთან - გავინაბე და უკეთ მოვთავსდი სავარძელზე - მაგრამ ტონიკი დამაბარა
-უნდა დათვრეთ? - გაეცცინა გეგას - ცუდი სასმელი აგირჩევიათ- შენიშნა გეგამ
-ხო - გავხედე გეგას და გავუღიმე - ტირამისუზე მეპატიჟება, ხომ იცნობ არა ქეთოს.
-წარმომიდგენია რა გემრიელი იქნება
-კი ნამდვილად, დედა საუკეთესო კონდიტერია. დარწმუნებული ვარ მარტო ტირამისუზე არ გადაგვატარებს.
-შენ მაინც არაფერი გეტყობა - გაეცინა გეგას
-ყველაფერს თავისი დრო აქვს
-ერთი მე გავფრინდები კოსმოსში და მეორე შენ გასუქდები, იტყვი ხოლმე სასწაულს - გაიცინა და ლოყაზე ხელი მომისვა
-გზას უყურე - ვცადე ხელი საჭეზე დაებრუნებინა
-შენი ყურება მირჩევნია, თუნდაც ნამტირალევის.
-არ გინდა გეგა - სევდა შემეპარა ხმაში ისევ
-კარგი - დამნებდა გეგა - როცა გენდომება - სევდიანად გამომხედა გეგამ - ყოველთვის მზად ვარ მოგისმინო.
-ვიცი - გავუღიმე -მადლობა
გზად მაღაზიასთან გააჩერა, სასმელი გვიყიდა, ლიმონი და ტკბილეული. დედაჩემის სახლამდე ჩუმად ვიჯექით. მანქანა ეზოს წინ გააჩერა და ძრავი გამორთო. არცერთი ვჩქარობდით გადასვლას მანქანიდან. ორივეს გვქონდა სათქმელი, მაგრამ ვერცერთი ვიწყებდით საუბარს. ვიჯექით და გზას გავყურებდით. მერე ისევ გეგამ იმარჯვა. ჩემსკენ მობრუნდა, ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა. სითბომ დამიარა ტანში. ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები.
-ყველაფერი კარგად იქნება - ოდნავ მოაცილა ტუჩემი ჩემ ხელს და ისე მითხრა, მერე ისევ მაკოცა ხელზე.
-ალბათ -ვუთხარი და გავუღიმე
-მარტო არ ხარ იცოდე.
-მადლობა - გავუღიმე, მისკენ გადავიხარე და ლოყაზე მეგობრულად ვაკოცე - უნდა წავიდე- ვუთხარი და კარი გავაღე - მანქანა წაიყვანე, დღეს აქ დავრჩები.
-კარგი -მითხრა და უკანა სავარძლიდან ქაღალდის პარკები მომაწოდა
-მადლობა - ვუთხარი და კარები დავკეტე
კარებთან შევჩერდი მოვტრიალდი და გეგას გავხედე. ჯერ ისევ იდგა და მიყურებდა. გავუღიმე და ხელი დავუქნიე. მანაც დამიქნია ხელი, ძრავი აამუშავა და მანქანა დაძრა. თვალი გავაყოლე ჩემ მანქანს. ნელა შევტრიალდი და ეზოში შევედო. დედაჩემი არ ელოდა ჩემს ასე ადრე მისვლას. მისთის სურპრიზი იყო. თავის ბაღში იყო ჩამძვრალი და ფუსფუსებდა.
ქაღალდის პარკები იქვე მაგიდაზე დავალაგე ეზოში და სკამზე ჩამოვჯექი. დედაჩემმა რომ შემამჩნია ბედნიერი სახით გამოემართა ჩემსკენ, მოვიდა და გემრიელად მაკოცა თავისებურად. აი ისე პატარაობაში რომ ჩამკოცნიდა ხოლმე და სიცილისგან სულს ძლივს რომ ვითქვავდი ხოლმე.
-ჩემი სიხარული - ხელები მომხვია დედამ
-დეეეე- გავინაბე პატარა ბავშვივით დედის მკლავებშ
-გშია ხო? - ალერსიანად მკითხა და სახლში შემიძღვა
-ცოტა - უკან მივყევი დედას - რაღაცეები მეც მოვიტანე - ჩანთები სამზარეულოს მაგიდაზე დავალაგე
-მარტო ტონიკი გითხარ -ჩანთებს ჩახედა დედამ
-გეგამ იყიდა მე არაფერ შუაში ვარ - ხელები ავწიე
-გეგამ? - კითხვით სავსე მზერა მომაპყრო
-გეგამ მომიყვანა და იმან იყიდა -ზურგი ვაქციე დედას და მაცივარს მივაშურე
არაფერი უთქვამს, მაგრამ ხომ ვიცი ათასი კითხვა აწვალებდა და გულს უღრღნიდა. მაინც მთელი შემართებით გამიშალა სუფრა სასადილო ოთახში. ცოტა შევჭამე. დედა ჩემს წინ იჯდა და მაკვირდებოდა. ვგრძნობდი რომ რაღაც კითხვა აწუხებდა. დავიტანჯე მისი ცოდვით. ჩანგალი თეფშზე დავდე, ლიმნიანი წყალი მოვსვი, ტუცები მოვიწმინდე და მეც შევხედე.
-გისმენ - მოვემზადე დაკითხვისთვის
-რაზე? - დაიბნა უცებ
-მკითხე რაც გინდა, მიდი - უფრო მყარად დავჯექი სკამზე
-არა, არაფერი - ხელი აიქნია თითქოს აბეზარი ფიქრების მოცილებას ცდილობდა
-ჰა, ვიცი რომ რაღაც გაინტერესებს, მკითხე გიპასუხებ
-როცა შენ თვითონ გაერკვევი მერე გკითხავ - ფეხზე წამოდგა დედაჩემი
-და რაში არ ვარ გარკვეული - მეც წამოვდექი
-შენს გრძნობებში - მიზანში გაარტყა დედაჩემმა
-რომელ გრძნობებზე მელაპარაკები ქეთო? - თეფში ავიღე და ნიჟარისკენ წავედი
-გიორგის, გეგას გრძნობებზე
-კარგი რააა - ხელი ავიქნიე და თეფში ნიჟარაში ჩავდე. - იმათ გრძნობებზე მე რა გელაპარაკო?
-შენ გრძნობებზე მითხარი მაშინ -თეფშებით ხელში მიდი-მოდიოდა
-დედააა -ცრემლი მომაწვა მაგრამ მოვერიე - ხომ იცი რა ქვისგულა გყავარ? - უცნაურად გამეღიმა
-როდემდე მერე? წელიწადი ხდება რაც გიოსთან ერთად დადიხარ, ხალხი რას იფიქრებს?
-დედააა - თვალები გადავატრიალე - კარგი რააა, რას ფიქრობს ხალხი საერთოდ არ მადარდებს.
-ხო ვიცი რომ არ გადარდებს. დაკარი ფეხი და გადახვედი ცალკე საცხოვრებლად, გეგონება გაგაგდეთ აქედან.
-თავიდან იწყებ? - მისაღებ ოთახში გავედი და დივანზე ფეხებაკეცილი დავჯექი
-არაფერსაც არ ვიწყებ თავიდან - მოვიდა და გვერდით ჩამომიჯდა -დედა ვარ და განვიცდი, აი გააჩენ და მიხვდები ჩემ მდგომარეობას.
-ალბათ - მხრები ავიჩეჩე - მე შენსავით ემოციური არ ვარ ეგეც ხომ იცი
-მე ის ვიცი რომ ბედნიერი არ ხარ - ცრემლი გადმოგორდა დედაჩემს. - გული მიკვდება რომ გიყურება. იცინი მაგრამ თვალები ჩამქრალი გაქვს. სხივი გაკლია. ჩემთვის მთავარია შენ იყო ბენიერი, თორემ გათხოვდები თუ არა არ მაინტერესებს.
-დედააა - ყელში ბურთი გამეჩხირა, მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე - მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ - პატარა ბავშვივით თმაზე მაკოცა და მომეფერა.
ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა ნამდვილად. მე და დედამ ცოტა დავლიეთ. მისი ახლგაზრდობა გავიხსენეთ. მისი სახე ანათებდა როცა იხსენებდა თუ როგორ შეხვდა პირველად მამას და მაშინვე მიხვდა რომ მის მეტი არავინ ჭირდებოდა. მომიყვა თუ როგორ აწვალებდა დედას მამა, ყურადღებას რომ არ აქცევდა და ქეთო არ ნებდებოდა. „ერთხელ უნივერსიტეტში მივაკითხე, მახსოვს ყვითელი კაბა მეცვა, დედაჩემმა ებრაელებთან მიყიდა (იმ დროინდელი ბუტიკი), დედაჩემს ჩუმად მოვპარე წითელი პომადა, რომ დავენახე ალბათ ერთი თვით გამომკეტავდა სახლში. გამოვიპრანჭე და ვახოს (სანდროს ნათლია) ვთხოვე გამყოლოდა. გზაში ავუხსენი როგორ უნდა მოქცეულიყო, მამაშენმა რომ დაგვინახა გადაირია. მახსოვს მაგ დღის მერე ცოტა გამოიჩინა ყურადღება ჩემს მიმართ. მანამდე ზედაც არ მიყურებდა. რომ კითხო არ ვუყვარდი“- ო გაეცინა ქეთოსაც. ვუსმენდი და მეც სიხარულით ვივსებოდი. მათი სიყვარულის შემხედვარე ვხვდებოდი რომ მე მსგავს გრძნობას ცხოვრებაში ვერ გამოვცდიდი.
დილას თვალი გავახილე და ჩემი ძველი ოთახი მოვათვალიერე. არაფერი შეცვლილა. ცოტახანი ვინებივრე ისევ საწოლში. მივხვდი რომ გეგა მართალი იყო. დასვენება მჭირდებოდა. ეკას (კადრების უფროსი) ნომერი მოვძებნე ტელეფონში და დავურეკე. მერე საათს გავხედე ძალიან ადრე ხომ არ არისთქო, 08:48 საათს აჩვენებდა „წესით გზაში უნდა იყოს“ გავიფიქრე და დაველოდე პასუხს.
-გისმენ თათა - გაისმა ყურმილის იქით
-ეკა დილამშვიდობისა როგორ ხარ?
-კარგად, მადლობა შენ? -ცოტა დაბნეულობა შევატყვე ხმაში
-ეკა რომ მიხვალ ოფისში დღევანდელი დღით შვებულება გამიფორმე 10 დღით კარგი?
-კალენდარული თუ სამუშაო?
-კალენდარული, მეყოფა.
-ხომ მშვიდობა გაქვს? - დაეჭვდა ეკა
-კი ეკა, მშვიდობაა. 16-ში გამოვალ სამსახურში
-კარგი, დროებით - დამემშვიოდბა ეკა და ტელეფონი გათიშა
ტელეფონი ბალიშის ქვეშ დავდე და გავინაბე. მერე გამახსენდა მანქანა მყავდა წამოსაყვანი გეგასგან. ცოტა დამეზარა. მერე ისევ ტელეფონს დავწვდი და სანდროს დავურეკე. რამოდენიმე ზარი გავიდა, არ მიპასუხა. გამითისა. „რა ვქნა გამებუტა?“ გავიფიქრე ჩემთვის და ისევ გადავრეკე. ისევ გამითიშა. „მოვკლავ.“ ტელეფონი იქვე დავდე და წამოვდექი. სხვა გზა არ მქონდა. მე უნდა წამომეყვანა. აბაზანაში გავედი, შხაპის მივიღე, გავემზადე და დაბლა ჩავედი მისაღებში. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-გაიღვიძე? -გამომძახა სამზარეულოდან
-კი -ვუთხარი და დივანზე ფეხმოკეცილი დავჯექი -ყავას დამალევინებ?
-გასაუზმებ კიდევაც - მხიარულად შემომძახა - სამსახურში არ მიდიხარ?
-არა დღეიდან შვებულებაში ვარ - პულტს დავწვდი და ტელევიზორი ჩავრთე
-ხომ კარგად ხარ?- გაოგნებული სახით გამომხედა დედაჩემმა და კარებში აიტუზა
-კი დედა, კარგად ვარ - გავუღიმე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე
-ნამდვილად? - ეჭვის თვალით შემათვალიერა
-გეფიცები - ხელები ავწიე
-კარგი - მითხრა და სამზარეულოს დაუბრუნდა.
შუადღისთვის იკადრა ჩემმა ძმამ დარეკვა. მე უკვე გაბუტული ვიყავი. ეზოში დივანზე ვიჯექი და ლეპტოპს ჩავკირკიტებდი. განვიხილავდი სად შეიძლებოდა წასვლა და დასვენება. მაგიდაზე ტელეფონი რომ აწკრიალდა. დავხედე სანდრო რეკავდა. ტუჩები გავბუსხე. ცოტახანს ვაცადე და ვუპასუხე.
-რომ გითიშავ ესეიგი არ მცალია - გაბრაზებულიმა დაიწყო
-მეც რომ გირეკავ იქნებ რა მიჭირს? - გავუბრაზდი მეც
-ცუდი ამბები მალე ვრცელდება - თავი იმართლა სანდრომ
-ეხლა გცალია?
-შენთვის ყოველთვის მცალია წაწკ.
-დილას არ გეცალა -გავბუსხე ტუჩები
-კარგი რა წაწკ, არაბებთან მქონდა შეხვედრა, პროექტი წარვადგინე, შეიძლება დაამტკიცონ.
-ხო კარგი, -დავნებდი - შეგიძლია ჩემი ოფისიდან მანქანა წამომიყვანო? გასაღები გეგას აქვს.
-კი საყვარელო. შენი ყოვლის შემძლე ძამიკო ეხლავე გაიქცევა და წამოიყვანს, ოღონს საღამოს მოგიყვან. - გაეცინა სანდროს
-კარგი მე დედასთან ვიქნები მაშინ საღამომდე
-კარგი, მიყვარხარ - მითხრა და ტელეფონი გათიშა
ადამინი რომელსაც მართლა ვუყვარდი, გულწრფელად და უანგაროს. ჩემი ნახევარი კი არადა მთლიანი. მავსებდა და მაბედნიერებდა. ძალიან მიყვარდა მასთან საუბარი. ძმა რომელიც მარტო ძმა არ იყო. ვხვდებოდი რომ შეიცვლებოდა ყველაფერი. უკვე იყო ცვლილებები დაწყებული რაც მარიამი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ ძალიან არ იყო შესამჩნევი. იმდენ დროს ვეღარ ვატარებდით ერთად. თუ აქამდე ჩემთან ამოდიოდა ხოლმე საღამოობით ის ლუდს და მე ყავას ვსვავდით, ვჭორაობდით, ვუყვებოდით ერთმანეთს ამბებს, ეხლა ტელეფონზე ჭორაობით ვირტობთ თავს. ჩვენი შეხვედრები მენატრებოდა. პატარა ბავშვივით რომ მინანავებდა ხოლმე და ჭკუას მარიგებდა. „ყველა ბიჭი ერთნაირია“-ო იტყოდა ხოლმე „ჩემ გარდა“-ო დაამატებდა. „მე უნიკალური ვარ, შენი ძმა რომ ვარ მაგიტო“-ო.
მახსოვს პირველად გეგაზე რომ ვუთხარი, თავიდან ძალიან ეჭვის თვალით უყურებდა გეგას. მერე გაიცნო და სინანულის თვალით დაუწყო ყურება. „მეცოდება შენ კლანჭებში.“-ო ამბობდა. არაფერს ვუმალავდი. ჩემი მესაიდუმლე იყო. ფიქრობთ ან დაქალი არ ყავს ან მეგობარიო. კი მყავს. ბავშვობის მეგობარი, დაქალი. ბაღიდან ერთად რომ მოვდივართ ისეთი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა გვაქვს. ორი წლის წინ დაკრა ფეხი და იტალიაში წავიდა (მოხუცის მოსავლელად). რამდენი ვეხვეწე არ წასულიყო რამეს მოვიფიქრებდით ერთად, მაგრამ არა. ადგა და წავიდა. ბავშვი დედამის დაუტოვა, ქმარი საყვარელს. მეორე ცეკვიდან მყავს დაქალი. ცეკვას მე მალევე დავანებე თავი, მან გააგრძელა და შესანიშნავი კარიერაც გაიკეთა. თითქმის სულ გასტროლებზე დადის. თვეში ერთხელ თუ მოვახერხებთ შეხვედრას და ჭორაობას. მყავს ეკო რომელსაც იცნობთ. ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი და თანამშრომელი. ჩემთვის სამივე ძალიან ძვირფასი ადამიანია, მათაც ყველაფერს ვანდობ და ვუყვები, მაგრამ სანდრო მაინც სულ სხვაა. უსიტყვოდ შეუძლია პასუხები გასცეს ჩემ კითხვებს.
იმ საღამოს გიორგისთან გადავედი ყავაზე. აივანზე ვისხედით და თბილისს გავყურებდით. ვატყობდი ჩემ თავს ცვლილებებს. გიორგისთან მართლაც კარგი იყო ასე საღამოობით ჯდომა და საუბარი. ძალიან მამშვიდებდა და ძალას მმატებდა მასთან ყოფნა. არ ვიცი საიდან მოვიდა ამდენი ძალა და გამბედაობა. ყავის ჭიქა მაგიდაზე დავდე და მივუბრუნდი გიოს.
-სტატუსი? - მოულოდნელად ვკითხე გიორგი
-რა სატატუსი? - მხრები აიჩეჩა გიორგიმ
-ჩვენი სტატუსი, ჩემი და შენი
-რაზე მეკითხები?
-ოოო, - ხელი ავიქნიე და მოაჯირთან მივედი - მაინტერესებს ერთმანეთისთვის ვინ ვართ. მე და შენ.
-შენ როგორ ფიქრობ? - სკამიდან ადგა და ჩემ წინ გაჩერდა
-არ ვიცი გიორგი, ძალიან არეული ვარ. არ მინდა რამე ცუდად გაიგო და ცუდად იფიქრო.
-რაზე უნდა ვიფიქრო ცუდად? - თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა
-კარგი რააა -ვცადე მზერა მომერიდებინა - ვერ ხვდები ვითომ?
-შენგან მინდა მოსმენა.
-პატარები აღარ ვართ, -ცოტა პაუზა გავაკეთე - მეგონა ეს ურთიერთობა სადმე შორს წაგვიყვანდა, რამე განსაკუთრებული იქნებოდა. პირველად რომ დაგინახე, თუ შეგეჯახე. ძალიან მომეწონე, მერე გასეირნებები, სურპრიზები. მავსებდა და მაბედნიერებდა ეს ყველაფერი. გესმის?
გიორგი მისმენდა და ღიმილით მიყურებდა თვალებში.
-გისმენ - მითხრა და ისევ გამიღიმა
-ბავშვი ხარ ისევ გიორგი - ამოვიოხრე და ვცადე შვბრუნებულიყავი მაგრამ გამაჩერა
-ესე მელაპარაკე მინდა გიყურო - ჩემი სახე მოიქცია თავის ხელებს შორის.



№1 სტუმარი Ana-maria

აშკარად გეგას მხარეს ვარ!

 


№2  offline წევრი Elka Popova_2

Каргад церт дзалиан. Царматебеби

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მგონი ეს გოგო თვითონ არ არის საკუთარ თავში გარკვეული რომ უთხრა დედამისმა მართალი იყო გეგა შემეცოდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№4  offline წევრი donald duck

Elka Popova_2
Каргад церт дзалиан. Царматебеби

მადლობა

სტუმარი ნესტანი
მგონი ეს გოგო თვითონ არ არის საკუთარ თავში გარკვეული რომ უთხრა დედამისმა მართალი იყო გეგა შემეცოდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობა შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent