შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცინიკოსი (დასასრული)


31-01-2017, 23:33
ავტორი Baterfly
ნანახია 3 053

გეგას ძლიერ მკლავებში მოქცეულს შიში სულ გადამავიწყდა,თავს უფლება მივეცი დავმშვიდებულიყავი,აღელვება ჩამეხშო,მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა,სულაც არ მაშინებდა,მხოლოდ გეგას სიახლოვე მაფორიაქებდა,სულს მიწიოკებდა...მამაკაცი ძლიერად მიკრავდა სხეულზე და ნაზად მეფერებოდა თმაზე,ვერც კი შევამჩნიე როდის დაცურდა გეგას ხელები ჩემს სხეულზე,ჯერ მხრებზე,მკერდზე,წელზე,დეხებზე...ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი,ვნებამ მოიცვა ჩემი ყოველი უჯრედი,იმდენად სასიამოვნო და მონატრებული იყო ახვლედიანის სხეულიდან წამოსული სითბო არც კი მიცდია წინააღმდეგობის გაწევა,არც მაშინ შემიჩერებია ერთი ხელის მოძრაობით რომ შემომძარცვა აბრეშუმის საღამური,არც მაშინ როცა ჩემში ძლიერად შემოიჭრა,არ შემეძლო გამეჩერებინა იმ ტკივილის მიუხედავად რაც პირველ წამებში განვიცადე....ის ჩემი გეგა იყო,მე კი ახლა მთლიანად ვეკუთვნოდი მას.
გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმდა,ისევ იყო ჭექა-ქუხილი,მაგრამ არ მეშინოდა და მწამდა სანამ გეგას თავის მკლავებში ვყავდი მოქცეული არაფრის უნდა შემშინებოდა ამქვეყნად.

* * *
საოცარი იყო,დილით აივანზე გასულს საოცარი,მზიანი ამინდი დამხვდა,მიწას,ბალახებს არც კი ეტყობოდათ წინა დღის წვიმის წვეთები.
მზე დაჰყურებდა ეზოს.თვალები დავხუჭე და გავინაბე,ვერ ვიჯერებდი რომ ბედნიერება მეწვია,რომ ამ წამს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი,სრულფასოვანი ქალი,გათხოვილი ქალი,რომელსაც ჰყავდა მამაკაცი რომელსაც ენდობოდა და შეეძლო მთლიანად მინდობოდა მას კიდევ მომავალში.
-მაპატიე!-ფიქრებიდან გეგას სიტყვებმა გამომარკვია,ნუთუ ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ბედნიერება?უამრავი კითხვა გამიჩნდა,ამას ნამდვილად არ ველოდი გეგა ნანობდა თავის საქციელს,ნანობდა რომ მთელი ღამე ჩემს გვერდით გაატარა.
-რა?გეგა რასამბობ?-მკვეთრი მოძრაობით მივბრუნდი მივსკენ,ნახევრად შიშველი ეშმაკური და ოდნავ ნაღვლიანი მზერით მომჩერებოდა,ნელა დაიძრა ჩემსკენ თავის მკლავებში მომიქცია,ამოიხვნეშა და ძალიან,ძალიან ხმადაბლა დაიწყო
-მაპატიე რომ არ გენდობოდი ნიკოლ,მაპატიე რომ ტკივილი მოგაყენე იმ დღიდან მოყოლებული ამ წამამდე,მაპატიე რომ შენში ეჭვი შემეპარა,გუშინ ღამემდე მეგონა რომ ...ვერც კი წამოვიდგენდი რომ მეშენთვის პირველი მამაკაცი ვიქნებოდი,მაპატიე მაშინ,არც კი ვიცი როგორ შევძელი შენზე ხელი ამეწია,უკანასკნელი არაკაცივით მოგექეცი.
-არ მეგონა გეგა ასეთი მარტივი თუ იქნებოდა შენთან ყოფნა,ვერ შევძელი საკუთარი კომპლექსებისთვის თავი დამეღწია,დავივიწყოთ რაც მოხდა...მთავარია რა იქნება მომავალში
-გეფიცები ნიკოლ ყველაფერი უკეთ იქნება ,ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება ჩემო ანგელოზო...შეგიძლია მენდო?
-გენდობი...
ვგრძნობდი მისი სხეულიდან წამოსულ სიმხურვალეს,ისე ვეკვროდი სხეულზე თითქოს მეშინოდა არსად გამქცეოდა,მაგრამ ვიცოდი გეგა არსად წავიდოდა,არც მე შევეცდებოდა მსგავს,გეგას ზურგს უკან ცისარტყელას მოვკარი თვალი,ბედნიერს გამეღიმა...ეს ახალი ბედნიერი დასაწყისი იყო.არ შეიძლებოდა ჩვენი ისტორია ცუდად დამთავრებულიყო,ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით,ამას ორივე ვგრძნობდით ალბათ ამიტომაც უამრავი მცდელობის მიუხედავად ერთმანეთისგან შორს დაგვეჭირა თავი,ჩვენი გზები მოულოდნელად ისევ იკვეთებოდა....



№1  offline წევრი snoopy

ეს გოგო *ლეა ხო? ტიპმა სცემა და ერთი მთლიანობა ვართო, ნუ...

 


№2  offline წევრი Baterfly

ეს გოგო რავი ალბათ არის

უბრალოდ მან აულიერ ტკივილს,ფიზიკური ამჯობინა.და ახვლედიანმაც აუსრულა :დ

 


№3  offline წევრი tatiko.1995

Ra kargi iyo

 


№4  offline წევრი Baterfly

tatiko.1995
Ra kargi iyo

mixaria tu mogewona :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent