შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცნობი გოგოს დღიური ნაწ1 (სრულად)


28-06-2021, 20:02
ავტორი toroo
ნანახია 2 814

ნაცნობი ქალის წერილები
21.01.1999
პირველად რომ დაგინახე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, გულის ფანცქალით ველოდები მე-7 კლასის დაწყებას, სექტემბერი ყოველთვის მიყვარდა, ჩემთვის სიფერადისა და რაღაც ახლის დასაწყისი იყო ყოველთვის, მოლოდინი მქონდა ძლიერი, გამიმართლდა...შენ დაგინახე... ეგ ის ასაკი იყო ჩემთვის, შენ დიდ ბიჭად რომ ითვლებოდი და მე კი პატარა გოგოდ.
ჩემნაირებს მზესუმზირაზე აგზავნიდი, მე არა ...
მაშინ მეგონა პატივისცემა იყო ან უბრალოდ მოგწონდი და მაგიტომაც არ მელაპარაკებოდი, ბავშვობაში ხო იგნორი სიყვარულის ტოლფასია, სანამ სიტყვებით გაუფასურდება ყველაფერი იქამდე ფანტაზიას დასასრული არ უჩანს, შენ კი ჩემი ფანტაზიის ამომავალი წერტილი იყავი.
ფეხბურთს თამაშობდი ეზოში და ვოცნებობდი შენზე მოშტერებულს ერთი წამით მაინც მოგერიდებინა ბურთისთვის თვალი და მზერა მოგეპყრო, მაგრამ ამას არ აკეთებდი.
ახლა კი ვზივარ ჩემი ძმის პალატაში, უკვე სკოლა დამთავრებული, შენ უნივერსიტეტში დადიხარ და დღემდე არ შემოგიხედავს იმ მზერით მე, რომ ვოცნებობ...საერთოდაც მგონი ერთხელ შემომხედე, კორპუსის სადარბაზოსთან, გზა დამითმე, მთელი ღამე ვატრიალებდი ამ სურათს ჩემს თავში, ხან რას ვიგონებდი და ხან რას, თითქოს ვისაუბრეთ, თითქოს მე გითხარი ჩემი განცდები და შენ გადაირიე, ჩემით აღფრთოვანდი, მერე ერთად ვიყავით... მხოლოდ ერთმანეთი გვჭირდებოდა სხვა არავინ.
-რატომ ვერ მამჩნევ? შეუხედავი არ ვარ...

23.01.1999
პალატა ძალიან ცივია, გარეთ ზამთარია და ფიფქები ყველაფერს ათეთრებენ, ყველაფერზე მეფიქრება, აქ უამრავი დრო მაქვს... შენზე არაფერი ისმის, ნეტავ ახლა რას აკეთებ, დედას ვერ ვკითხავ ვერაფერს მიხვდება, თან ახლა ჩემი ძმა არის მხოლოდ პრიორიტეტული...
ალბათ კარგად გახდება, ექიმები გვაიმედებენ, რომ ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმია, გაუძლებსო...
ის საძაგელი ზამთარივით ცივი ტყვია ამოუღეს, როდის დასრულდება ეს საშინელება... ნეტავ ახლა გვერდით მყავდე, ალბათ არაფერზე ვიფიქრებდი, შენზე ფიქრებმა დამღალა...

26.01.1999
ჩემი ძმა კარგადაა, მალე გამოწერენ...სახლში ვარ უკვე, ცხელი წყალი გადავივლე და დაღლილი საწოლზე ვწევარ, ისევ დღიური გამახსენდა, ბალიშიდან გამოვაძვრინე და აი ახლა ვწერ, ამ დღიურს შენ კი გიძღვნი, მაგრამ ალბათ ვერავინ ვერასდროს წაიკითხავს...არ დავუშვებ,. რომ წაიკითხოს...
გუშინ დედაშენი დავინახე აივნიდან, ყავას ვსვამდი, ათას სისულელეზე ვფიქრობდი, საინტერესოა მაგრამ ის იშვიათი შემთხვევა იყო როდესაც არ გამხსენებიხარ, პატარა ეიფორია მქონდა კოფეინის დახმარებით, ნახევარი სიგარეტიც მოვწიე, თავი რომანტიულ დრამაში მეგონა, დედაშენს ცელფნები მოჰქონდა, მგონი ბაზრობაზე იყო... ფორთოხალი შევამჩნიე, ალბათ შენ გიყვარს, რამდენი რამ არ ვიცი შენზე, ის კი ვიცი რომ ყველაზე ლამაზი ხარ, ამას თვალებით ვამჩნევ, ისიც რომ უზომოდ კეთილშობილი ხარ- პატარებს ყოველთვის ათამაშებ და იცავ, ყველას გზას უთმობ და თბილი ღიმილით უღიმი-როგორ მიყავრს შენი ღიმილი, შორიდანაც რომ ანათებს-თეთრ კბილებს რომ ამზეურებ და შავ ბრიალა თვალებს ჭუტავ, ასხივებ მაგ დროს.
დედაშენს არ ვიცნობ, მამაჩემი მიეხმარა ერთ დღეს ნიჟარის შეკეთებაში და ასე თქვა ძალიან კარგი ქალიაო, დედაჩემმა მგონი იეჭვიანა და მაგ დღის მერე აღარც უხსენებიათ შენი ოჯახი.
ნინიამ, ჩემმა მეგობარმა მითხრა მგონი ტატო ბაღაშვილს მოსწონხარ და ვერ გეუბნებაო, რეაქცია არ მქონია, საერთოდ არ მაინტერესებს, ნეტავ ერთ დღესაც ვინმე მოვიდოდეს და მეტყოდეს აჩის შეუყვარდი და ვერ გეუბნებაო, მაგრამ შენ მეტყვი-ზუსტად ვიცი არავის მომიგზავნი, შენ ნამდვილი კაცი ხარ. მეც სამედიცინოზე ჩავაბარებ იქითა წელს და ალბათ ათასში ერთხელ მაინც დაგინახავ-საერთოდ აღარ ჩანხარ, სკოლაში გაკრული შენი ფოტო რომ მოვიპარე ის უკვე გაიცრიცა, ნეტავ ახალი მქონდეს, ამდენი კოცნისგან გაიფიტა საწყალი ფურცელი.

31.01.1999
დღეს ნინია იყო ჩემთან, ასე მითხრა ეგ შენი აჩი აკვიატებაა,რანაირად უნდა გიყვარდეს არც იცნობო...ვეჩხუბე და თან როგორ- შენ ზემდეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ აკვიატება იყო... გამოცდებისთვის ვემზადები-შენი სიყვარული ბიოლოგიის მეცადინეობასაც კი მაიძულებს, დედა ფულს აგროვებს ბეჭდისთვის, რომ კომისიის წევრს აჩუქოს-ასე უფრო მარტივ კითხვებს დაგისვამენო.
02.02.1999
ჩემი ძმა კარგად არის, უკვე თავისით აკეთებს ყველაფერს, გვპირდება რომ არააფერში აღარ გაერევა და მშობლებს არ ანერვიულებს... მე ძაღლი მიყიდეს, დობერმანია-გოგოა და ზიზი დავარქვი, ბიჭი მინდოდა რომ აჩი დამეძახა, მაგრამ რატომღაც არ გამიმართლა-თან ისედაც მხოლოდ შენ მახსოვხარ, მთელი დოზით ხარ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი. დროა დავიძინო უკვე გვიანია, თან ზიზიც დაიღალა.
05.02.1999
დღეს ისეთი სასწაული მოხდა, კალამს როგორ ვიღებ ხელში და ამას ვწერ არც კი ვიცი, დღეს გაგიცანი... ასეთი სასწაულები თუ ხდებოდა უკვე აღარ მჯეროდა, თავი სიზმარში მგონია, მაღაზიაში შესული, გამოსვლისას შემეფეთე-კარებში იდექი შენი უზარმაზარი შავი ქურთუკით და ლურქი ქუდით, როგორ გიხებოდა ის ქუდი, ღმერთო-რომ დაგინახე გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, მუცელში თითქოს ვიღაცამ ხელი წამიჭირა-ეს თან სასიამოვნოც იყო და თან მტკივნეულიც.
„შენ დიმიტრის შვილი არ ხარო მკითხე“ ძლივს ამოვღერღე, რომ კი მეთქვა და უცებ დიახით შევცვალე, გაგეღიმა ჩემს სულელურ პასუხზე და უცებ მიაყარე „მამაშენს მადლობა გადაეცი დამხამრებისთვისო“ მერე კი კარებთან გაუჩინარდი. ადგილზე გავშეშდი, არ ვიცოდი უნდა შემოგყოლოდი თუ არა , კი ვიცოდი რომ ნახვა მინდოდა კიდევ ერთხელ, მაგრამ დავფრთხი, უკვე წარმოვიდგენდი როგორ ავიდოდი სახლში და ამ დიალოგს ათასჯერ დავატრიალებდი გაფუჭებული რადიოსავით, ასეც მოხდა... გიჟივით ავირბინე შვიდი სართული და საწოლზე გავწექი, ზიზი ზედ დამახტა-ეიფორიისგან იმდენი ვკოცნე საწყალი ლეკვი სულ გავაგიჟე, მერე ბალიშში ხმამაღლა ვიყვირე და დარჩენილი დრო მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, ყველაზე მეტად მიყვარდი.

10.02.1999
ჩემმა ძმამ მოგვატყუა, ისევ სროლაში მოყვა, მაგრამ ამჯერად დაიღუპა, გუშინ გაგვაგებინეს, ვიღაც ახმახი კაცები მოვიდნენ, „ყიფიანების ოჯახიაო იკითხეს“ მერე ასე და ასეო თქვენი შვილი სამწუხაროდ გარდაიცვალაო და წამობრძანდითო... სადღაც წაიყვანეს, მე სახლში დამტოვეს, ვერაფერს ვგრძნობ-ასე მგონია არაფერი მომხდარა, ისტერიული სიცილი დამეწყო და 1 საათში გავჩერდი, მას შემდეგ ვზივარ და ვუყურებ ჩემს ახალგაზრდა და სიმპატიურ ძმას, როგორ წევს გაციებული და გათეთრებული, ასე მგონია იღიმის, მგონი მართლაც იღიმის.
ვიცი, რომ სიკვდილი ტკივილთან ასოცირდება, მაგრამ მე არ მტკივა, არც გაოცებული ვარ... ჩვეულებრივად ვარ. ჩემი ძმა მიყვარს, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ.

ჩემი ძმის მკვლელიც მოუკლავთ, არავის მოეშვა მაგის გამო გულზე, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთ დროში ვცხოვრობთ.

11.02.1999
დღეს შენც იყავი ამოსული, პატივი მიაგე ჩემი ძმის ხსოვნას, მეც მომისამძირე, მერე გარეთ გახვედი... არ ვიცი შეიძლება შტერი ვარ, შეიძლება ეგოისტი, მაგრამ მომეჩვენა რომ განსხვავებულად შემომხედე, მხოლოდ ისე როგორც ბიჭები გოგოებს უყურებენ, ალბათ გავგიჟდი, ჩემი ძმა დავასაფლავეთ და მხოლოდ ახლა გავაანალიზე რაც მოხდა, მაინც ვერ ვტირი, აი გული კი მტკივა, საშინელი ტკვილი ყოფილა საყვარელის დაკარგვა, მგონია ვიღაც ცხელ შამფურს მიყრის და თან არ ჩერდება, სხეული კივის, მინდა ვიტირო და არ გამომდის, ხმასაც ვერ ვიღებ, იმდენი ხანი ვიყავი ჩუმად მეშინია რომ ვილაპარაკო ხმა არ წამერთვას...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორიაა,რომ დაგაბრუნებს ნაცნობ პერიოდს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგახსენებს ყველაფერს.მომეწონა და ველპდები გაგრძელებას.ან როგორ არ უნდა მომწონდეს შენი ისტორია,შესანიშნავად წერ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს, ყოველთვის გელოდებოდი, ვიცოდი, გამოჩნდებოდი. როგორ წერ იცი? რაღაცნაირად, ძალიან გამორჩეულად და გულწრფელად. სუფთა ხარ გრძნობებშიც და ემოციებიც ძალიან დამაჯერებელია. შენი ნიჭის პატრონი ასე არ უნდა უჩინარდებოდე. ❤️❤️❤️❤️ძალიან კარგი ისტორიაა, ზედმეტადაც კი

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ეჰ, ვინც სულ უნდა წერდეს, ვისაც ველოდებით და სულ გვახსოვს, იმას დრო არ აქვს, ვინც არადა თავს გვაბეზრებს.

 


№4 სტუმარი მარტა

ყოველდღე ვამოწმებ ახალი თავი ხომ არ დაიდო. გთხოვთ, მალე დადეთ ახალი თავი და დროულადაც დაასრულეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent