შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან... (ნაწ-7)


30-06-2021, 20:00
ავტორი LiTe
ნანახია 1 089

ადამიანი რომელიც არავის ენდობოდა შესაძლოა ერ დღეს ვიღაცას უსასრულოდ მიენდოს, ვაჩეს გონება სრულად იყო გადასული ევას და მათ შვილზე, შვილზე რომელიც მხოლოდ თავისთვის უნდოდა და ევას მოშრებას ისე აპირებდა თითქოს ნივთი ყოფილიყო, გულში უსასრულოდ იმეორებდა "შენ ჩემი გახდები", იცოდა რომ ეს ეკლიან გზას არაფრით ჩამოუვარდებოდა, იცოდა და ძალიან კარგად იაზრებდა რომ ყელამდე ტალახში იყო, ტალახში სადაც საკუთარი დამსახურებით აღმოჩნდა და არასდროს არაფერი გაუკეთებია რომ ცხოვრება ბედნიერ მომენტად გადაექცია, ორი ყველაზე უბედური ადამიანის გზები სადღაც უცხო ქვეყანაში გადაიკვეთა, ერთი ცხოვრებასა და მოგონებებს გამოექცა მეორე კი იმ ცხოვრების და ოცნების შესანარჩუნებლად ჩამოვიდა, რომელიც მსოფლიოში ყველას და ყველაფერს ერჩივნა.
საკმაოდ დიდი ხანი ეძინა ევას, ექიმები ამბობდნენ რომ თავის ტრავმა საკმაოდ ძლიერი იყო, ვაჩე ყოველ წამს მის გვერდით იყო, მისი ხელი ეჭირა და ამხნევებდა როგორც შეეძლო,
სახლში წავიდა, ტანსაცმელი რომ გამოეცვალა და შხაპი მიეღო, შუქნიშანთან მაქანა რომ გააჩერა, გვერდით შუშის ვიტრინას მოჰკრა თვალი, საიუველირო მაღაზია იყო, მანქანიდან გადმოვიდა და მაღაზიაში ბეჭდების დათვალიერება დაიწყო..
ერთ-ერთ ბეჭედზე ანიშნა კონსულტანტს და ბარათი მიაწოდა... ბეჭედი პიჯაკის ჯიბეში შეინახა და ისევ მანქანაში დაბრუნდა, მანქანა სწრაფი მოძრაობით მოატრიალა და საავადმყოფოსკენ გაემართა, არც გამოცვლა ახსოვსა, არც საკუთარი თავი, ახლა მხოლოდ იმ ქალზე იყო ღმერთამდე შეყვარებული, ვინც მის შვილს მუცლით ატარებდა, პალატაში შევიდა და ევას საწოლთან ჩამოჯდა,
-პატარავ, გაიღვიძე, ვიცი რომ ამას შეძლებ,
უყურა, უყურა და მიხვდა რომ ეს გარდაუვალი იყო, ეს გოგო მისი უნდა გამხდარიყო...
თითზე ბეჭედი ნაზად მოარგო და ხელზე აკოცა, უცებ ევას ჩანთაში ტელეფონის ხმა გაისმა, ვაჩემ ეკრანს დახედა და ზარს უპასუხა
-ევა, სად ხარ? დედაშენის დაკრძალვა ხვალ არის, თავს არაფერი აუტეხო, ვნერვიულობდი შენზე...
ვაჩეს თვალები ცრემლით აევსო, ზუსტად ვერ გაერკვია რა ხდებოდა მაგრამ თითქოს მიხვდა რომ ერთ უბედურ გოგონას ცხოვრება უფრო გაუუბედურა,
-გამარჯობა, ევას მეგობარი ვარ, თვითმფრინავი ჩამოვარდა, ევა საავადმყოფოშია
-როგორ არის? როდის მოხდა ან როგორ?
-კარგად არის, დედამისს რა დაემართა?
-გარდაიცვალა, ევა იბრძოდა მის გამო მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მას არავინ ჰყავს, არ მისცეთ უფლება თავს რამე დაუშავოს... დაკრძალვის ამბებს მე მოვაგვარებ
-მადლობა, ევას ჩამოვიყვან როგორც კი კარგად გახდება
-დროებით
ქალბატონმა ყურმილი დაკიდა. ვაჩეს კი ორი წიტყვა გონებაში აეკვიატა"არავინ ჰყავს", ვინ იყო ევა და რა ცხოვრება ჰქონდა? ახლა მხოლოდ ევას გაღვიძება იყო მნიშვნელოვანი და ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდებოდა.
***თვალები ნელ-ნელა გავახილე, საავადმყოფოს პალატაში ვიყავი, საწოლზე მამაკს ჩასძინებოდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ან აქ რა მინდოდა, თავი წამოვწიე, ძალიან მაგრად მეწვოდა, თითქოს ათასობით ნემსით გჩხვლეტენო, ჩემს მოძრაობაზე საწოლთან ჩაძინებულ ბიჭს გაეღვიძა, თავი სწრაფად წამოწია და სიხარულით მომეგება
-ევა, როგორც იქნა გაიღვიძე
-რა დამემართა?
-თვითმფრინავი, რომლითაც მგზავრობდი ჩამოვარდა
-და ახლა სად ვარ? ან თქვწნ ვინ ხარ?
-მე? ვინ ვარ?
- დავიბენი, დიახ, თქვენ ვინ ხართ, ვერ გიცანით
კარები ექთანმა შემოაღო, როდესაც გონზე მოსული პაციენტი დაინახა მასთან მიიჭრა
- თავს როგორ გრძნობთ?
-თავი ძალიან მტკივა, არაფერი მახსოვს,
-დიახ, არაფერი ახსოვს(სევდნარევი ხმით ჩაერთო ვაჩეც)
-მაგალითად რა არ გახსოვთ?
- ვინ არის ეს მამაკაცი? ან სად ვარ...
-ეს თქვენი მეუღლეა, როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, სავარაუდოდ თავი დაარტყით, შესაძლოა გონზე მოსვლას რამდენიმე საათი დასჭირდეს, ამისათვის უნდა დაისვენოთ...
-მეუღლე? თითზე დაიხედა და ბეჭედი დაინახა, თითქოს ვერ ხვდებოდა რა სიტუაცია იყო
-ძვირფასო დაისვენე, საღამოს ვილაპარაკოთ
-არ გახვიდე, დასვენება არ მინდა, შეგიძლია ჩემზე მიამბო?
-შენ ევა ხარ, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავვოჯახდით, ქორწილი არ გადაგვიხდია რადგან დედაშენის გარდაცვალებიდან ცოტა დრო იყო გასული, თვითმფრინავით დასასვენებლად მიფრინავდი, ორსულად ხარ, ჩვენ მალე პატარა გვეყოლება
-პატარა? გული სითბოთი აევსო, მუცელზე ხელი დაიდო და ნაზი მოძრაობით მოეალერსა ჯერ კიდევ ახლად ჩასახულ ნამცეცს,
-დაისვენე საყვარელო, უნდა ეცადო რომ მალე გამოგწერონ. ევას შუბლზე აკოცა და გარეთ გავიდა...

ვაჩე სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა და ფიქრობდა, როგორ შეეძლო ასე მოქცეოდა და მოეტყუებინა? მაგრამ ამ მდგომარეობაში სიმართლესაც ვერ ეტყოდა, ან რა უნდა ეთქვა? დედაშენის დაკრძალვაზე მიდიოდი, შვილი უცნობისგან გყავს და ფულის გამო ჩემთან სექსსაც დათანხმდიო? სიგარტი ჩააქრო და უმალ მეორეს გაუკიდა, ტუჩები უთამაშებდა, ვერ ისვენებდა ...
ევას პალატაში ბრუნდებოდა როდესაც ექთანმა ხელის მოძრაობით დერეფნის ბოლოდან ანიშნა რომ დალოდებოდა...
-ბათონო, პაციენტი უნდა გავწეროთ, თავის ტკივილები ნორმალურია, ტვინის შერყევა აქვს, სახლში დასვენება და ზრუნვა სჭირდება, სიარულს მოერიდოს, ელაპარაკეთ ისეთ დეტალებზე რაც საშუალებას მისცემს ყველაფერი გაიხსენოს
- აუცილებლად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებ, თავა თუ შეუძლოდ უგრძნობს მოვიყვან...
-ჯანმრთელობას გისურვებთ.
პალატაში შევიდა, ევას ეღვიძა,
-ჩემო პატარა, სახლში უნდა წავიდეთ, უკეთ დაისვენებ
- პრობლემა არ იქნება?
-არა, ცოტახანი საატუმროში გავჩერდეთ, ჯერ თვითმფრინავით მგზავრობისგან თავი შევიკავოთ...ექთანს დავუძახებ და დაგეხმარება რომ მოემზადო
- კარგი...
მხარზე ვეყრდნობოდი, გარეთ გავედით და მანქანაში ფრთხილად ჩამსვლა, არ ვიცი არაფერი მახსოვს ამ ადამიანის შესახებ მაგრამ როდესაც მეხება რაღაც უცნაურს ვგრძნობ, თითქოს ის ჩემი არ არის...
საჭესთან მალევე დაჯდა და მანქანა დაძრა, ხელი ფეხზე დამადო, თვალებში ხშირად მიყურებდა, თითქოს ბედნიერებისგან უბრწყინავსო, სასტუმროსან მანქანა შეანელა, გადმოვიდა ხელში ამიტაცა, ოთახის დასაჯავშნად მივიდა,
-ცარიელი ნომერი მინდა, ჩემი მეუღლე ცუდად არის, დასვენება სჭირდება, ყველაზე მყუდრო ნომერი გვინდა..
-რამდენი დღით?
- ჯერ ერთ კვირაზე დაჯავშნეთ
-გამომართვით გასაღები, მეექვსე სართულზე, 604-ში აბრძანდით
-მადლობა, დროებით
***
საწოლზე ფრთხილად დამაწვინა, ფარდები გადაწია და ფანჯარა გააღო, შემდეგ პერანგი გაიხადა და გვერდით ჩამოჯდა
-ევა, გონება არ დაძაბო, ეცადე დამშვიდდე
- ორსულად ვარ, შენ ჩემი მეუღლე ხარ, მშობლები როგორც აღნიშნე გარდამეცვალა, რა უნდა მოხდეს? შენ ხომ ჩემს გვერდით ხარ,
მასთან ყოფნა სიამოვნებას მანიჭებდა
-კი, მე სულ შენს გვერდით ვიქნები,
გადმოიხარა და მაკოცა, ჯერ ტუჩებზე მწვდა, შემდეგ კისრის მხარეს დაუყვა და მკერდამდე ჩავიდა, პერანგი შემიხსნა და მუცლის ზონასაც ხარბად დაეწაფა, მთელი სხეული მიდუღდა, მუცელში სიამოვნებას ვგრძნობდი და სადაც იყო გული ამომივარდებოდა, ყურთან მოიწია და ჩურჩულით მითხრა
-შენ ჩემი ხარ!
მისი სახე ხელებში მოვიქციე და ტუჩებზე ხარბად დავეწაფე, გვერდით დაწვა, თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არ ვიცი, გულში რაღაც მთელი არსებით მაწუხებდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent