შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევას დღიურებიდან... (ნაწ-6)


29-06-2021, 13:57
ავტორი LiTe
ნანახია 1 030

***
ახალ ამბებში მხოლოდ ერთი და იგივე ამბავი ტრიალებდა, ერთი კვირა ეძებდნენ თვიმფრინავის ადგილსამყოფელს, ბორტზე 90-მდე მყოფი მგზავრიდან ყველა გაუჩინარებულია.
რთული მომენტია როდესაც ვერაფერს აკეთებ, ვაჩე თავს მხდალ ადამიანად გრძნობდა და მხოლოდ ახლა გაიაზრა რომ რეალურად მის ხელში არანაირი ძალაუფლება არ იყო...
ერთადერთი რაც დარჩენოდა ლოდინი იყო, ლოდინი რომელიც საშინლად იწელებოდა და დასასრული არ მიუჩანდა, თითქოს ცხოვრებას ვერ აგრძელებ, მის საფიქრალს და ევაზე დარდს მხოლოდ იმიტომ ამართლებდა რომ ვალდებულების განცდა ჰქონდა, მაგრამ ასე მხოლოდ თავს იტყუებდა, ან შესაძლოა ვერც იტყუებდა, თითქოს ევა მის ცხოვრებაში შეიპარა და ჯერ მხოლოდ პატარა ფრაგმენტი იყო, რასაც დიდი განვითარება და მომავალი ელოდა, ვაჩეს არასდროს არავინ ჰყოლია რეალური ურთიერთობისთვის, ან მისი ფული აინტერესებდათ ან გარეგნობა, მას თავისუფალი ცხოვრება ჰქონდა, შეეძლო წასულიყო იქ სადაც მოისურვებდა, მაგრამ ხშირად ჭამდა ის ფაქტი რომ ეს არ აბედნიერებდა, ფული ბედნიერება არ იყო, თითქოს რაღაც ხიბლი აკლდა მის ცხოვრებას, ბავშვობაში დიდი ტრავმა გადაიტანა, მამამისი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, დედამისს ხშირად სცემდა, ვაჩე კი პატარა იყო და ამას მხოლოდ შორიდან ადევნებდა თვალს, ერთ საღამოს როდესაც მამამისი სახლში ჩვეულებისამებრ მთვრალი დაბრუნდა, მეუღლემ უთხრა რომ განქორწინება სურდა, ნავთზე წყლის დასხმა კარგად არ დამთავრებულა, სასმელის ეფექტის ქვეშ მყოფმა მეუღლეს ხელი ჰკრა, ვაჩეს დედამ, მერიემმა წონასწორობა დაკარგა და თავი მაგიდის კიდეს ჩამოარტყა, ვაჩეს ეს ბუნდოვნად ახსოვდა, დედამისის დაკრძალვის შემდეგ არავინ ჰყავდა, მამა სამართალდამცველებმა დააკავეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი საკანში გულის შეტევით ისიც გარდაიცვალა, ეს ერთადერთი მიზეზი იყოს თუ რატომ არ მოჰყავდა ვაჩეს ცოლი, თითქოს ეშინოდა მამამისს არ დამსგავსებოდა, ცხოვრება თვალწინ არ ჩამოშლოდა...
მაგრამ ევამ მის ცხოვრებაში შემოაღწია და ამოუცნობი ბუნების წყალობით შეძლო ინტერესი გამოეწვია ვაჩესთვის...


ვაჩე ახალ ამბებს გამუდმებით ამოწმებდა, ტელევიზორი ჩართო და პირდაპირ რეპორტაჟს მოჰკრა ყური, სადაც საუბარი იყო დაშავებულებზე
"რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული K239 ერთ-ერთ კუნძულზე ადგილობრივებმა იპოვეს, ადგილზე არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მგზავრების გადაყვანა ხდება ადგილობრივ საავადმყოფოში, მგზავრთა უმრავლესობა გარდაცვლილია.
ვაჩე ადგილზე გაქვავდა, თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, მაგრამ ამავდროულად გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ გარდაცვლილებს შორის არ იყო ევა...
ყოველ წუთს ემატებოდა გარდაცვლილთა სიაში ბორტის წევრები, დაკარგულს შორის იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, ცოცხლებს შორის და საკმაოდ ცოტა... რამდენიმე საათი გრძელდებოდა სამაშველო სამსახური, ცოცხალთა სიას დაემატა ახალგაზრდა გოგონა, ევა... როგორც კი ახალ ამბებში საბოლოო შედეგები გაშუქდა ვაჩე აეროპორტში წავიდა, ბილეთი უნდა აეღო რომ ევასთან ჩასულიყო, საბერძნეთის მახლობლად იყო თვითმფრინავი, ბილეთების დაჯავშნა ყველაზე ახლო რეისთან უნდოდა, ყველა ადგილი დაკავებული იყო, მხოლოდ 26 საათში აფრინდებოდა შემდეგი თვითმფრინავი, სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დალოდებოდა... ლოდინს კი მხოლოდ ის აძლევდა ძალას რომ ევა ცოცალი იყო.

***
-მძიმე პაციენტი გვყავს, საკაცეზე დააწვინეთ.
ევა პალატაში გადაიყვანეს, მოტეხილობები არ ჰქონდა მაგრამ როგორც ექიმმა აღნიშნა თავი დაარტყა...
რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო, საავადმყოფოში ქაოსი იყო, ჟურნალისტები ხარბად ცდილობდნენ რეპორტაჟი მოეპოვებინათ და ექსკლუზიურად გაეშუქებინათ...
დაცვა ენერგიულად ცდილობდა მათ შეკავებას...
რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ვაჩე ადმინიატრაციაში მიიჭრა და ევას პალატის ნომერი მოითხოვა, როცა ჰკითხეს ვინ იყო პაციენტის იცრუა და განაცხადა რომ ის მისი ქმარია. პალატაში როდესაც შევიდა და გონწასული ევა დაინახა გული საშინლად ეტკინა, გრძობდა რომ მას ვერაფრით ეხმარებოდა და ეს უფრო ტკენდა... კვლავ შეხება, მისი ხელი ხელში მოიქცია და აცრემლებულმა აკოცა
-გაიღვიძე პატარავ, თავიდან დავიწყოთ, ერთმანეთს არაფერი დავუმალოთ, შეიძლება არაფერს გრძნობ ჩემს მიმარ მაგრამ შენ ჩემი ნაწილი ხარ
ექთანმა კარი გააღო და ხმადაბლა მოუწოდა ვაჩეს რომ პაციენტთან დიდი ხანი ყოფნა არ იყო მიზანშეწონილი, ვაჩემ კარი გაიხურა და დერეფანში ექთანს გამოელაპარაკა
- რა არის ახალი? კარგად იქნება?
-ბატონო თქვენი მეუღლე და ბავშვი კარგად არიან
-ბავშვი?
-დიახ, ახალს მაშინვე გაგაგებინებთ, ჯანმრთელობას ვუსურვებ...
ვაჩეს ფეხები მოეკთვეთა, მუხლებში სიცარიელე, სისუსტე იგრძნო, მუცელში რაღაც ტკივილმა დაუარა და მიხვდა რომ ეს მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი დღე იყო...



№1  offline წევრი LiTe

LiTe
p. s ვიცი რომ პატარა თავებია, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, სამსახური, გამოცდები, იატორიას კი ტრანპორტში ვწერ სანამ სახლამდე მივალ... ამიტომაც არის პატარა :) თუ არ დავდებ რამდენიმე დღე მოგიწევთ ლოდინი (( ამის გამო ავტვირთე პატარა თავები <3 გამოცდების შემდეგ აუცილებლად გამოვასწორებ :)

(მადლობა რომ კითხულობთ!) ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეხლა უკვე საინტერესო წასაკითხია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent