შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობი (დასასრული)


1-07-2021, 16:45
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 358

***
არ მახსოვს, თბილისამდე როგორ ჩამოვედი. სრულ აგონიაში მყოფმა, მარტო ის მოვახერხე, რომ ნიცასთვის ხელი მომეკიდა და წამოვსულიყავი.
იმის მიუხედავად, რომ არ მინდა ნიცა ამ ყველაფრის, ჩემი ცრემლების და შესაძლო ცუდის შემსწრე გახდეს, ვიცი, ერთადერთია, ვისაც გიორგი მოუსმენს.
ღმერთს ვთხოვ, საჭირო არ გახდეს, მაგრამ მაინც..
არაფერი მითქვამს, მთელი გზა, მის სახეზე ყველა ემოციას ვკითხულობდი და ახლაც ვკითხულობ, მაგრამ არ მაქვს სიტყვები, რომლითაც ახსნას შევძლებ. ხვდება. ჰო, პატარაა, მაგრამ გარემოებებმა უკვე აიძულა გაზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ყველაფრის თავიდან არიდებას ვცდილობდი, რაღაცეების შემსწრე მაინც ხდებოდა, რამაც გარკვეულწილად მიახვედრა, რომ ცხოვრება, მხოლოდ ღიმილი არაა.
ეს კარგი არაა და სულაც არ მიხარია, რომ ასეა. მირჩევნია, მე დამაწვეს ყველაფერი, ოღონდ მას არა.
მირჩევნია ავუხსნა მაშინაც კი, როცა არ შემიძლია, ვიდრე ვხედავდე, რომ ყველაფერი ესმის. ჰო, ესმის, ხედავს და მე არ შემიძლია მის გონებაში რაიმეს სხვა ფერი მივცე. ისე განიცდის, როგორც არის და მე, ვერც ამას ვარიდებ თავიდან.
მასზე ფიქრი, სხვაგან მაგდებს.
წამით მავიწყდება ყველაფერი..
საავადმყოფოს დანახვისას, უეცარი შიში მიპყრობს და ინსტიქტურად გადამაქვს მზერა ნიცაზე, რომელიც წამით არ აშორებს შენობას თვალს.
- გიორგი იქაა?
თავს ვუქნევ.
შეიძლება იქ არცაა, მაგრამ..
არ შემიძლია რამე ვთქვა. თითქოს, ყელში ის ბურთი მაქვს, რომლის არსებობის არასდროს მჯეროდა.
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, ისევ ვაგრძელებ გზას.
ვგრძნობ, რომ აღარც ნიცა მომყვება იგივე შემართებით.
საკუთარ თავზე ნერვებმოშლილს, კიდევ ერთხელ მძულდება 'მე' რომელიც მას, ამის გადატანას აიძულებს.
ვერ დავტოვებ, გვიანია..
მაშინ საერთოდ არ უნდა წამომეყვანა.
შენობაში შესვლისთანავე, სირბილით მივდივარ რეგისტრატურასთან და იქ მჯდომ, პირველივე გოგონას პირისპირ ვჩერდები.
- უკაცრავად - ძლივს ვიღებ ხმას- ქეთი ლეჟავა.. თქვენი პაციენტია, კომაში იყო, მისი მდგომარეობა მაინტერესებს.
- 1 წუთით. - კომპიუტერში რაღაცას ეძებს და მერე, ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა.
- ქალბატონი ქეთის ვინ ბრძანდებით?
ვჩერდები. მართლა არ ვიცი, რა ვუპასუხო და ვგრძნობ, რომ ეს დაბნეულობა სახეზეც იკიდებს ფეხს.
- მე.. იცით.. მეგობარი.- ვიცი, მეტყობა, რომ ვიტყუები, მაგრამ..
- ინფორმაცია მხოლოდ ოჯახის წევრებზე გაიცემა, ქალბატონო. სხვა მხრივ, კონფიდენციალურია, მწუხვარ.
- მომისმინეთ.. უბრალოდ მდგომარეობა მაინტერესებს. გავიგე, რომ ცვლილებები იყო, გთხოვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- მესმის, ქალბატონო, მაგრამ უფლება არ მაქვს. თანაც ამ შემთხვევაში, მის ექიმს უნდა გაესაუბროთ, დეტალურად, მხოლოდ ის გეტყვით რა ცვლილებებია და როგორ.
ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან.
ახლა, იმაზე მეტად მეშინია, ვიდრე აქამდე. მოშორებით მდგარ ნიცას ხელს ვკიდებ და უკვე ნაცნობი კიბეების მიმართულებით ვიღებ გეზს.
სიმშვიდეა.
მეორე სართულზე, ლიფტთან ვჩერდებით და იქვე მდგარი დაცვის თანამშრომელიც მაშინვე ჩვენსკენ მოდის.
- სად მიბრძანდებით?
- იცით.. მეგობარი უნდა ვნახო. ქეთი ლეჟავა, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, თუ არ ვცდები.
- ნახვის საათები არ არის, ქალბატონო. ესეც რომ არა, რეანიმაციაში შესასვლელად, ექიმის ნებართვაა საჭირო, საშვი უნდა მაჩვენოთ.
ღრმად ვსუნთქავ.
მართლა აღარ მაქვს ძალა..
მხოლოდ იმის ცოდნაც საკმარისი იქნება, რომ ქეთი კარგადაა და საერთოდ არ ავალ, მაგრამ..
- მომისმინეთ, კარგი, არ ავალთ, მაგრამ.. გთხოვთ, მითხარით, რაიმე ცუდი ხომ არ გაგიგიათ..- ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა საჭიროებას ვერაფერს ვუხერხებ - ან, კომიდან ხომ არ გამოსულა ვინმე?..
- მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, ექიმს გაესაუბრეთ.
- ვინაა ექიმი?! სადაა ექიმი?! - მექანიკურად ვუწევ ტონს - არაფერს მეუბნებით, ლამის გავგიჟდე.. - სრულიად ძალაგამოცლილი, კედელს ვეყრდნობი.
- რეგისტრატურაში გაარკვიეთ და შემდეგ დაელოდეთ.
- დაველოდო.. - ჩემთვის ვიმეორებ - როგორ დაველოდო..
- დედა - მაშინვე ხელს მკიდებს ნიცა. - გთხოვ, არ იტირო, წავიდეთ.
თავს ვუქნევ. სწრაფად ვიწმენდ ცრემლებს და კიბეებისკენ მივდივარ.
მაშინვე გვერდს გვივლის დაცვის თანამშრომელი.
ძლივს ვიკრებ ძალას და კიბის საფეხურზე ფეხს ვდგამ.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე და ამ გაურკვევლობას, ჭკუიდან გადავყავარ..
- ქალბატონო, ერთი წუთით.
ხმა მესმის, თუმცა არ ვტრიალდები. ეჭვი მეპარება, რომ მე მეძახის, თუმცა ხმა ისევ მესმის. ამჯერად, უფრო ახლოდან და ვხვდები, რომ ჩვენ მოგვყვევა.
მისკენ ვტრიალდები და ექთანს ვცნობ.
ის გოგოა, რომლისგანაც ქეთიზე გავიგე. დარწმუნებული ვარ, ისიც მცნობს. ჩემს გვერდით მდგარ ნიცას, მხოლოდ წამით ავლებს თვალს და მერე, ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა.
- ქეთი ლეჟავას კითხულობდით, არა? თქვენი საუბარი გავიგონე.
- დიახ. - სწრაფად ვუქნევ თავს და იმ იმედით, რომ რამეს მეტყვის, უფრო დაჟინებით ვაცქერდები თვალებში.
- გონს მოვიდა, გილოცავთ.
მისი სიტყვები, გაორებულად ჩამესმის ყურში..
გული მიჩქარდება, ვგრძნობ, რომ ამდენი ხნის მძიმე ლოდი ერთიანად მომწყდა და შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ.
- ბატონი გიორგი მასთანაა, არ ინერვიულოთ, ახლა ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება. მალე გაწერენ..
მეტირება. ახლა, სიხარულისგან ვეღარ ვიკავებ ცრემლებს.
გიორგის რომ წარმოვიდგენ და მის თვალებს, რომელშიც სინათლეა.. ამდენი ხნის ნანატრი სინათლე, წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ.
ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, მასთან ყოფნა არ შემიძლია, გრძნობს, რომ ერთად ვართ.. არ მიმიტოვებია და არც ის მიმატოვებს, ერთმანეთს, აღარასდროს, არცერთი არ მივატოვებთ..
ჩვენ სიბნელეზე გავიმარჯვეთ.
ჩვენ, ერთად გავიმარჯვეთ..
***
პირველად დავბრუნდი სახლში ასეთი ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვა ვერ მოვახერხეთ, ერთხელაც არ დაუწუწუნია ნიცას. პირიქით, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მთელი გზა ამბობდა, ასე უკეთესია, საავადმყოფოში რომ აღარ იქნებიან, მერე ვნახავთ გიორგის და ქეთისაც გაგვაცნობსო.
ნიცას არ უყვარს საავადმყოფოები.
ვის უყვარს, მაგრამ მას განსაკუთრებით. მხოლოდ იმიტომ წამომყვა, რომ ვთხოვე, ვუთხარი საჭიროა - მეთქი.
გამეხარდა, რომ ეს საჭიროება არ დაგვჭირდა. ჰო, ეს, ორმაგად გამეხარდა.
სახლში შესვლისთანავე აიჩემა დეიდას დავურეკოთო. კი მივწერე, რომ აღარ ენერვიულა, მაგრამ ნიცასთვის დეიდა სხვა საფეხურზეა. მეორე დედაა და ვერც მის გარეშე სძლებს.
თითქმის ერთი საათი ილაპარაკეს და დაღლილს რომ ჩაეძინა, მხოლოდ მაშინ ავაცალე ტელეფონი.
თიკო ისევ ხაზზე იყო. შემთხვევით ვისარგებლე და ზურაზე ვკითხე. აქ, მაშინვე დათო ჩაერთო საუბარში.
თურმე, ამდენ ხანს გვერდით ეჯდა და ერთი არ გამაფრთხილა..
სარგებლობს იმით, რომ იცის ვერ გავბრაზდები, მითუმეტეს დღეს.
- ხვალ ვიბარგებით, ზურამ გეგმები შეცვალა.
- ანუ აღარ გაგრძელდება? - პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც.
- 2 მთავარი მსახიობი არ არის, ელენე. ნუ მესამე შენ. ზურას ქეთიზე რომ ვუთხარი, ნუ.. რა თქმა უნდა გაეხარდა, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ გიორგი მომსვლელი არაა ჯერ. ლოდინს აზრი არ აქვს..
ძალიან ეჭვი მეპარება იმაში, რომ ზურა ადამიანია და ადამიანური გრძნობებით გაეხარდა, მაგრამ კარგი.
- სანახავად აპირებ მისვლას? - ახლა თიკო ერთვება საუბარში.
- მინდა, მაგრამ არ ვიცი.. რამდენად სწორი იქნება, რომ ახლა მივიდე. თან.. ნიცას ვერავისთან დავტოვებ. ისევ საავადმყოფოში რომ წავიყავნო, ისიც არ მინდა. მის გარეშე რომ წავიდე, არ ვიცი..
- მე მგონია, რომ ჯობია დაიცადო - დათო მპასუხობს - რაც არ უნდა იყოს, გოგო ამდენი ხნის შემდეგ, კომიდან გამოვიდა, აზრზე მოსვლა სჭირდება.
- ჰო, ენე. მან მგონი მშობლებზეც არ იცის.. გიორგი რომ დაელაპარაკება და ყველაფერი რომ დალაგდება, თავად დაგირეკავს.
- ასე გგონია?
- ჰო... როცა საჭიროდ ჩათვლის, თავს მზად ჩათვლის. არ ვიცი, მე ასე მგონია.
თავს ვუქნევ.
ალბათ, მართლა ასე სჯობს.
ბოლოს და ბოლოს, ქეთისაც ბევრი აქვს გამოსავლელი. გამოვლილი მოსასმენი..
ზედმეტი იქნება, ახლა თუ დავადგები. თანაც მაშინ, როცა არ მიცნობს და გიორგიც არაა მზად იმისთვის, რომ ერთმანეთი გაგვაცნოს.
ახლა მასზეა..
ვიცი, რომ დაბრუნდება.
ერთ დღეს, სხვანაირად ნათელი..
ისეთი, როგორსაც დამპირდა.
მე მისი მჯერა, ვენდობი და დარწმუნებული ვარ, სწორ დროს, სწორ ადგილას შევხვდებით..
***
კვირაზე მეტი გავიდა.
თიკო დაბრუნდა. სახლში კვლავ ჰარმონიამ დაისადგურა.
ნიცას ბედნიერების ყურებამ, რაღაც დღეები გადამატანინა, მაგრამ როცა მასაც გაუჩნდა გიორგიზე კითხვები, მივხვდი, რომ უკვე საკმაოდ გავიდა დრო..
ვურეკავდი. ვწერდი. ისევ ვურეკავდი.. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, არცერთხელ ჩაურთავს ტელეფონი.
სერიოზული ნერვიულობა დამეწყო, პანიკა. შიში იმისა, რომ რაღაც მოხდა და მე არ ვიცოდი.
ყველა გზით მაწყნარებდა თიკო, მაგრამ ბოლოს მასაც ამოეწურა ლიმიტი.
ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრში, რა პერიოდი სჭირდებოდა ქეთის ადაპტაციისათვის და გავიდა თუ არა, დროზე მეტი.
მისი მესმოდა..
ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ გაფრენილ ერთ კვირას, მეორეც არ მიემატა.
იქნებ, დავავიწყდით...
იქნებ, მისთვის ქეთი იყო სამყარო, რომელიც ავსებდა..
ამაზე ფიქრი მტკიოდა.
არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე.
კვირის ბოლოს, სრულიად მოულოდნელად ზურა დამადგა თავზე.
იმის მიუხედავად, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა მასთან საუბარი, ადამიანობა შევინარჩუნე და სახლში შემოვუშვი.
თიკოს და ნიცას უკვე ეძინათ.
შესაძლოა, სპეციალურად შეარჩია კიდეც ეს დრო.
აივანზე გავიყვანე და ყავა შევთავაზე.
უარი მითხრა. გრძელ სკამზე ჩამოჯდა და მეც მის გვერდით მიმითითა.
ყველაზე ნაკლებად მინდა, სერიალზე საუბარი. ალაბათ, მიხვდა. მომეჩვენა, თითქოს სათქმელად მომზადებული სიტყვა შეცვალა.
- იცი, ელენე.. დრო ცვლის ადამიანს.
ბოლოს, ასე ფილოსოფოსობა რომ დაიწყო, კარგად არ დამთავრებულა და შიში მიპყრობს. თითქოს, ისევ რაღაცას მაპარებს.
- მაგრამ მე ვერ შემცვალა. - ოდნავ ეღიმება და მოულოდნელად მისწორებს თვალს - ადრე, ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მთავარი სერიალი იყო და ახლაც ასეა.
- არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ.
- ვაღიარებ, სანდროს ჩამოყვანა გამოუსწორებელი შეცდომა იყო. მაგრამ.. რეიტინგის მხრივ, ბომბი იქნებოდა. ვიცოდი, განა სიურპრიზი იყო, შენი რეაქცია.. ბოდიშიც კი წინასწარ მოგიხადე, ვიცოდი, მერე აღარ მომისმენდი.
- მახსოვს - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცდილობს შემახსენოს, მე ხომ გთხოვე პატიებაო.
- ვიცი, რომ არ მაპატიებ. თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ ის გთხოვო, რასაც არ ვიმსახურებ. უბრალოდ.. ელენე, მინდა, რაღაც გავაკეთო შენთვის, თქვენთვის..
წარბებს ვკრავ. ვერ ვხვდები, რას გულისხმობს.
- სერიალი დავხურე.
- რა? - იმის მიუხედავად, რომ მონაწილეობა არც თავიდან მინდოდა და არც ახლა მინდა, ცისია არ მემეტება.. ის ეკრანებს იმსახურებდა, იმსახურებდა იმას, რომ ხალხს გაეცნო, თუნდაც ჩემი განსახიერებული.
- სამუდამოდ არა. ვიცი, რომ მონაწილეობა ამ ეტაპზე არც შენ გინდა და არც გიორგის.. მე კი დავიღალე იმით, რომ ყოველ ჯერზე ხალხს იმის გაკეთებას ვაიძულებ, რაც არ უნდათ.
ხო, მართლა. ქეთიზე გავიგე.. გიორგის ვერ ვუკავშირდები. თუ ნახავ, ყველაფერთან ერთად გადაეცი, რომ გამეხარდა.
კარიერულ წინსვლას გისურვებთ.
უბრალოდ მინდა ორივემ იცოდეთ, რომ ეს თქვენი სფეროა. ადგილი, სადაც წარმატებას მიაღწევთ.
თუ ოდესმე.. - ნელა დგება - გადაწყვეტთ, რომ ცისია და ირაკლი მაყურებელს იმსახურებენ, მე დაგელოდებით..
ცრემლები მაწვება. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ამიჩუყა თავისი საუბრით.
- წინასწარ გადახდილი არცერთი თეთრი არ მინდა, ბედნიერებაში მოიხმარეთ.
- ბატონო ზურა.. - მეც ვდგები.
- არ მითხრა, ელენე. დაე, ასე დარჩეს.
ხელის აწევითაც მანიშნებს და კარისკენ მიდის.
ვერ მივყვები.
თავისივე სურვილით, 'დაე ასე დარჩეს..'
***
შუაღამე გადასულია.
ნიცას გვერდით, თვალდახუჭული ველი გათენებას. ვინ იცის, მერამდენე დღეა, ნორმალურად არ მძინებია.
ყოველთვის, როცა თითქოს უნდა ჩამეძინოს, საშინელ კოშმარებს ვხედავ..
მირჩევნია, არ დამეძინოს.
ყველაფერი იმდენად ახლოა რეალობასთან, თავს ძლივს ვაჯერებ რომ ტყუილია.
ტელეფონის ხმა მესმის.
თავიდან მგონია, რომ მელანდება. მერე, კედელზე დაკიდულ საათზე გადამაქვს მზერა, რომელსაც პირდაპირ დაჰკრავს ფანჯრიდან მომავალი მთვარის შუქი და მკაფიოდ ვარჩევ დროს.
4 საათი ხდება.
უბრალოდ წარმოუდგენელია, ამ დროს ესემესი მომდიოდეს.
ყველაფერს წარმოსახვას ვაწერ და ისევ თვალებს ვხუჭავ, თუმცა ისევ მეორდება ხმა.
არა, ეს უკვე მოლანდება აღარაა. საწოლიდან ვწვდები ტუმბოზე მყოფ ტელეფონს და ხელის კანკალით ვანთებ ეკრანს.
გიორგია...
ვერ ვიჯერებ. გული მიჩქარდება და კანკალიც მიღრმავდება. ძლივს ვახერხებ ესემესის გახსნას და მერე წაკითხვას.
- 'მაპატიე...'
- 'მხოლოდ ტელეფონის არსებობა დამავიწყდა, შენი არა'
ნამდვილად გამოტოვებული ზარები ნახა. ნელა ვხუჭავ თვალებს და წამით ვაშორებ ეკრანს თვალს. მართლა არ ვიცი რა მივწერო, ამასობაში ისევ თვითონ მწერს.
- 'მენატრებით..'
- 'ჩვენც, გიორგი'. - ვიცი, რამხელა სიურპრიზი იქნება, ახლავე დაბრუნებული პასუხი მისთვის. დარწმუნებული ვარ, ეგონა, რომ ხვალ ყველაფერს ერთად ვნახავდი და თავისუფლად მწერდა ცალ-ცალკე.
- 'გღვიძავს?'
ხომ ვამბობდი. ოდნავ მეღიმება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაბრაზებულიც უნდა ვიყო მასზე, ვერ ვუბრაზდები.
დარწმუნებული ვარ, სერიოზული რომ არ ყოფილიყო, ასე უბრალოდ, ამდენი ხნით არ დაიკარგებოდა.
აღარ მწერს. ახლა აფორიაქდა. ისევე, როგორც მე, მისი ესემესის დანახვისას.
- 'ვერ ვიძინებ' - უფრო იმისთვის ვწერ, რომ ოდნავ დავამშვიდო'
- 'შევხვდეთ?'
- 'ახლა?'
- 'როცა გინდა'
- 'გათენდეს...'
ვიცი, რომ ვუთხრა ახლა - მეთქი, ახლავეც მოვა, მაგრამ არ მინდა, ასე ვაწვალო. სადაც ამდენი დღე, იქაც რამდენიმე საათი.
***
სულ სხვანაირი დილა გათენდა..
ან, შეიძლება უბრალოდ მე მეჩვენება ასე. ნელა და ამავდროულად სწრაფად მივდივარ პარკისკენ.
თითქოს, გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ შინაგანად სულ სხვა ვარ..
მინდა იმ წუთებს, წამებს გადავახტე, რომელიც გვაშორებს. საუკუნედ მეჩვენება და პირველად, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ, რომ მონატრებამ გამაგიჟა..
ვეღარ ვუძლებ..
კიდევ ცოტაც და შეიძლება ამ გრძნობისგან ვეღარც ჩავისუნთქო.
ყველაფერი ერთად მიპყრობს..
დანიშნულების ადგილას მივდივარ და ვხედავ..
ჩემსკენ ტრილადება, სიგარეტის ნამწვს ნაგვის ყუთში ისვრის და ჩემსკენ მოდის.
მეც მივდივარ..
მაგრამ არ ვიცი, სადამდე შევძლებ, უბრალოდ სიარულს.
რაც უფრო მცირდება მანძილი, მით მეტად იმატებს ჩემი გულისცემა.
ვუახლოვდები და ვგრძნობ, რომ მე.. მე აღარ ვარ.
უკვე მივრბივარ..
დაუფიქრებლად ვეხუტები და მთელი არსებით ვგრძნობ. ვგრძნობ მის გულისცემას, გახშირებულ სუნთქვას, სიცოცხლეს..
ფრთხილად მიშორებს. თვალებში მაცქერდება და ისე, რომ არაფრის თქმის საშუალებას არ მაძლევს, მოწყურებულივით მაცხრება ბაგეებზე.
ხელებს ვხვევ და ახლა, ყველაფერთან ერთად მის მონატრებასაც ვგრძნობ.
ისე მკოცნის, როგორც არასდროს..
სხვა სიცოცხლით და.. სიყვარულით.
იმ სიყვარულით, რომელსაც ყოველთვის, მხოლოდ მეუბნებოდა.
ფრთხილად მშორდება და ახლა, შუბლზე მახებს ტუჩებს.
- ნუცა არაა?
თავს ვაქნევ. აზრდაც არ მომსვლია მისი წამოყვანა.
ჰო, შეიძლება შეცდომა იყო, მარტო რომ მოვედი, მაგრამ ახლა.. ერთმანეთს ვეღარაფერი დაგვაშორებს და მასაც, ათასჯერ და ათიათასჯერ ექნება ნიცას ნახვის შესაძლებლობა.
- ქეთი მინდა რომ გაგაცნო..
იმდენად მოულოდნელად მეუბნება, ვშეშდები. ჰო, მე არ მომსვლია აზრად ბავშვის წამოყვანა, მაგრამ მგონი ის მარტო სულაც არაა.
ამის გაფიქრებაზე, უნებურად კოცნა მახსენდება და მკლავზე ვურტყამ ხელს.
- სად არის?
ეცინება. ზუსტად მიხვდა, რატომაც დავარტყი.
ოდნავ აბრუნებს თავს და მოშორებით მდგარ სკამებისკენ მანიშნებს თვალით.
ახლა, ორმაგად სწრაფად მიცემს გული.
- წამო.. - ხელს მიწვდის.
რამდენიმე წამს ვყოყმანობ, თუმცა ბოლოს მაინც ვკიდებ.
- რას იფიქრებდა გოგო.. - ჩემთვის ვჩურჩულებ, მაგრამ მაინც ესმის.
- ცუდს არაფერს, ნუ გეშინია.
სკამებს ვუახლოვდებით და უკვე ვხედავ.. მითითებაც არ სჭირდება, ისე ვცნობ. გეგონება აქამდე ათასჯერ მყავდეს ნანახი.
შავები აცვია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ქვაფენილზე თითქოს რაღაცას ხაზავს. მზერა ერთი წერტილისთვის აქვს მიპყრობილი. იფიქრებთ, რომ სულ სხვა სამყაროშია, თუმცა მიახლოებისთანავე სწრაფად სწევს თავს მაღლა და წამში უბრუნდება რეალობას. ჩამოშლილ თმას, ყურს უკან იწევს და ფეხზე დგება.
- ქეთ..
- ძმაო. - სწრაფად უბრუნებს პასუხს და მერე, აწყლიანებულ ცისფერ თვალებით მე მაკვირდება.
- გაიცანი, ჩემი ელენე..
მისი სიტყვები, სულ სხვაგვარად მხვდება გულზე და თითქოს, შიგნიდან ვთბები.
-ელ, ეს კი ჩემი ქეთი.. - ახლა, მე მაცნობს მის თავს.
- მიხარია, დაო. - ოდნავ მიღიმის და ისე მოულოდნელად მოდის ჩასახუტებლად, უნებურად გიორგი მიდგება თვალწინ. ვცდილობ, დაბნეულობა არ შემემჩნეს და სწრაფად ვხვევ ხელებს.
- მეც.. გამეხარდა, რომ გაიღვიძე და ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- მადლობა, რომ ჩემს ძმას უნათებდი.. მისთვის, სინათლე გახდი, სანამ.. სანამ.. ჩვენ.. მე.. - ტირილს იწყებს. სახეზე ხელებს იფარებს და მერე გიორგის ეხუტება.
- ჩშშ.. არა დაიკო, გთხოვ. ხომ დამპირდი, რომ არ იტირებდი. ჩემო სიცოცხლე. - თავზე კოცნის და თმაზე ეფერება.
- მაპატიე - სწრაფად იწმენდს ცრემლებს.
- არაუშავს. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო. - მკლავზე ვკიდებ ხელს.
- გამეხარდა შენი გაცნობა. მე ყველაზე კარგი მული ვიქნები, მთელს სამყაროში.
უცნაურად მაჟრჟოლებს.
- მე წავალ და თქვენ.. ერთმანეთს მოესიყვარულეთ - ახლა იღიმის.
ისე სწრაფად ეცვლება ემოციები სახეზე, ვერაფრით ვხვდები, ასეთ გარდასახვას როგორ ახდენს.
- დარჩი- მექანიკურად მომდის სიტყვები.
- კიდევ გნახავ.- წამით ახებს გიორგის მაჯაზე ხელს და მერე, ელვის სისწრაფით გარბის.
- არ გაყვები?
- მარტო ყოფნა სჭირდება.. - ნელი ნაბიჯებით მიდის სკამისკენ და ზუსტად იქ ჯდება, სადაც რამდენიმე წუთის წინ ქეთი იჯდა.
- არ ვიცი, ბოდიშს რაიმე აზრი თუ აქვს..
სანამ გააგრძელებდეს, იქამდე ვჯდები მის გვერდით. მხოლოდ წამით გადმოაქვს მზერა ჩემზე და მერე, ისევ მარიდებს.
- ვიცი, რომ ბევრის გადატანა მოგიწია.უნდა გამეფრთხილებინე, თუნდაც წასვლის წინ. ან, სულ მინიმუმ დამერეკა მაინც. თავს არ ვიმართლებ, დამნაშავე ვარ. რომ არ მაპატიო, მაგასაც გავიგებ.
- რას ამბობ, გიორგი.
შენი მესმის, ისევე როგორც შენ გამიგებდი. ჰო.. რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და არც შენ გინდოდა შორს ყოფნა.
ოდნავ ეღიმება.
- ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა.. - ღრმად სუნთქავს - არ ვიცი, როგორ ძალიანაც მიხაროდა ქეთის გონს მოსვლა, იმდენად მტკიოდა.. ახლაც.
მისი კითხვები, რომლის ყველა პასუხი გულს უკლავს.
დედა იკითხა.. - ისევ არ მიყურებს. ვგრძნობ, როგორ საშინლად უჭირს ამაზე საუბარი და ემოციები, რომელსაც არ გამოხატავს, მე მკლავს შიგნიდან.
- მისთვის იმის თქმა, რომ მარტო ვართ.. ახლა, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს. იმის თქმა, რომ სკოლა დაამთავრა.. ბოლო ზარი ჰქონდა..
საშინელებას მე მმართებს, ელენე. მას რაღას უზამდა. არ ამბობს, არ ტირის.. ეს, ეს კიდევ უფრო ცუდია.
საათობით ზის სასაფლაოზე და ემოცია არ აქვს. არ ინძრევა, არ ლაპარაკობს..
მისთვის, თითქოს ცუდი ზღაპარი იყო.
ერთ საღამოს დაიძინა და როცა გაიღვიძა, აღარაფერი აღარ დახვდა ისე, როგორც დატოვა.
მაჯაზე ვკიდებ ხელს და გვერდიდან ვეხუტები.
არასოდეს არ ჰქონია გულისცემა ასეთი ჩქარი..
რამდენიმე წამს არ ინძრევა, მერე, თვითონაც მეხუტება.
- ცხოვრება უნდა შევცვალოთ, ელენე. არც მას და არც შენ, არ დაგიმსახურებიათ ის, რაც გადაიტანეთ.
თავიდან უნდა დავიწყოთ..
იმ ფერებით, რომელშიც სიცოცხლეა და აღარასოდეს გამოვიხედავთ წარსულში.
დაგპირდი, რომ თუ გათენდებოდა, ხელს მოგკიდებდი და აღარასოდეს გაგიშვებდი. არც შენ და არც ნუცას.. - ხელს მკიდებს, ოღონდ ახლა სულ სხვანაირად.. სულ სხვა გრძნობით. ჩემსკენ იხრება და ისევ შუბლზე მკოცნის.
- და..
ნელა ვწევ თავს მაღლა.
ხვდება, რასაც ვეკითხები და ეს, თითქოს თვალებშიც უკრთება.
- მკურნალობა დავიწყე..
ადვილი არ იქნება, მაგრამ, თქვენთვის შევძლებ.
პირველად ვუღიმი ასე გულწრფელად. ხელებს ვხვევ და მთელი ძალით ვეხუტები.
- მიყვარხარ..
- მეც მიყვარხარ.
***
ისევ გაფრინდა დღეები..
თითქოს, სხვა განზომილებაში, მაგრამ არც.
ცხოვრებამ კიდევ მომცა ღიმილის მიზეზი და მე ვაპირებ, მუდამ დავიტოვო იგი..
ყოველთვის მშიშარა ვიყავი. მუდამ ვიღაცას, რაღაცას გავურბოდი. რაღაცის დაკარგვის მეშინოდა და ვერც მივხვდი, ისე გამომყვა ეს განცდა დღემდე..
წარსულისგან გათავისუფლება გადავწყვიტე..
ძველი ელენეს მოშორება და ახლის შექმნა დავიწყე..
ის ძალები შევქმენი, რომელთან მიახლოებაც მეშინოდა და 10 სექტემბერს, დილის 5 საათზე ბორჯომს ვესტუმრე..
თუკი რამე იყო, რაც ყველაზე მეტად მაშინებდა, ეს მე ვიყავი, ამ კედელთან მდგარი..
კედელი, რომელიც მრავლისმთქმელი, მოგონებებით დატვირთული და მძიმე იყო და ახლაც არის..
ფრთხილად ვუსვამ თითებს იმ ადგილს, სადაც ერთი წლის წინ ვიდექი და ვშლი..
ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში პირველად, არარსებული ძალა მაქვს და იმას ვაკეთებ, რაც არ ჩანს..
ქარი უბერავს, მტკვრის ჩუმი დინების ხმა მესმის და თვალებს ვხუჭავ..
სექტემბრის სუნია..
წარმოსახვაშიც ნაზად ცეკვავენ გაყვითლებული ფოთლები.
შემოდგომა შევიყვარე..
ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში შემოჭრის შემდეგ, გზა გავუხსენი და მივენდე.. ისე, როგორც არასდროს.
მისი ფერები, ჩემსას შეუერთდა..
ჩემი მისას..
ცისარტყელა შევქმენით, ერთი - ორივესთვის..
ხელებს ვშლი და ვგრძნობ, როგორ მიიკვლევს გზას ქარი ჩემს სხეულში. თითქოს ტრიალებს, შემდეგ მირბის, ნაცნობ არომატს ხარბად ისუნთქავს და ჩემსკენ მოაქვს.
მის მოახლოებას ვგრძნობ..
უამრავი პეპელა, რომელიც სადღაც მიძინებული იყო, თავიდან დაიბადა. სიამაყით იკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს და მისი შეხებისთანავე, ჩემთვის იმ განცდას ქმნიან, რომელიც თურმე, არასდროს განმიცდია..
გიორგი მეხვევა..
როგორც წარმოსახვაში, ისე რეალობაში.
არასოდეს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მსგავსი მომენტი..
ის ხდება, რაც მინდა რომ ხდებოდეს.
შემიძლია თვალები გავახილო და არაფერი გაქრება..
იგივე სამყაროა, იგივე ფერებით.
იმ ბედნიერებით, რომელსაც თურმე, არარეალურში ეს არომატი აკლდა..
გიორგის ვუყურებ და ვგრძნობ, რომ ეს ზენიტია..
სიხარულის მაქსიმუმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს..
ვცდები?
მზერას ცვლის..
ხელს მიშვებს და ჩემს წინ იმუხლება.
ცრემლები მომდის..
ისევ, ამ ადგილას, ამ წამს, მაგრამ სრულიად სხვა მიზეზით.
- ჩემო უცნობო.. მაგრამ ყველაზე ნაცნობო. აჩუქებ შენს ფერებს სამუდამოდ ჩემს ცხოვრებას..
გამომყვები ცოლად, ელენე?
არსაიდან აჩენს ბეჭედს.
ახლა, მართლა ვეღარ ვიკავებ ცრემლებს. ისტერიკული ტირილი მივარდება და ამდენი ხნის შემდეგ პირველად, ვგრძნობ, რომ აღარ ვკანკალებ..
- შენ მე ცხოვრება მაჩუქე..
ჩემგან, თუ მხოლოდ ფერებია საჭირო, დაე, ერთად გავაფერადოთ.
კი. ასი, ათასი, მილიონი კი, გიორგი.
- მიყვარხარ.. - ისე მეხვევა, როგორც არასდროს. ჩვენი გრძნობები, ერთმანეთს სიამაყით უცვლიან ადგილს.
ერთნი ვართ..
და კიდევ იმაზე უფრო ერთნი, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.
- მეც მიყვარხარ..
და.. ჩვენ ვაჩუქეთ ერთმანეთს ფრთები, მაგრამ ცაში გასაფრენად არა, დედამიწაზე დასარჩენად.

/დასასრული/
01.07.2021

___________________________________________
სიყვარულებოო.. დავამთავრეთ.
ბევრი ფიქრის, ორჭოფობის, დაბნეულობის შემდეგ, ბოლოს მივხვდი, რომ ცუდ დასასრულს ვერც მე გადავიტანდი.
ვაღიარებ, იყო მომენტი, როცა სხვანაირად წარმოვიდგინე რაღაც. მხოლოდ წარმოვიდგინე, დაწერა არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ დავწერდი კიდეც, რომ არა ერთ-ერთი მკითხველი, რომელმაც მითხრა 'ვაჩუქოთ ამ გოგოს ფრთებიო'
დარწმუნებული ვარ, მიხვდება, ვისზეც მაქვს საუბარი. უშუალოდ მას მინდა ვუთხრა.
ელენეს 'ფრთები' შენი დამსახურებაცაა!
შემდეგ კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეული თქვენთაგანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად მომყვებოდით, კითხულობდით, აფასებდით, ბოლომდე ჩართული იყავით ისტორიაში.
დიდი ძალა ხართ!
და თქვენ რომ არა, არაფერი, არცერთი თავი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა.
მიყვარხართ, მიხარიხარიხართ, მაბედნიერებთ.
გემშვიდობებით შემდეგ ისტორიამდე.
ვიმედოვნებ, კვლავ მალე შევხვდებით.
მანამდე კი, არ დაივიწყოთ ჩემი ელენე და გიორგი და იქვე მეც^_^
სიყვარულით
თქვენი
ელა'ტრისი



№1  offline წევრი likuu_s

გათენდა.
ძალიან მიხარია!
ვნანობ, რომ თავიდანვე არ დავიწყე კითხვა და გუშინ წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით.
ვფიქრობ, წერის პროცესში რომ მიყვები მწერალს, მაშინ სულ სხვანაირი ემოციები მოდის.
მართლა საოცრად კარგი იყო! იმსახურებდნენ ასეთ დასასრულს. კარგია, რომ ფრთები აჩუქე ელენეს. გიორგი მიყვარს!
ეს წინა თავზე უნდა დამეწერა, მაგრამ არც ახლაა გვიანი - სანდროსნაირი არაკაცები არ უნდა არსებობდნენ!


წარმატებები!<3

 


№2  offline წევრი EllaTriss

likuu_s
გათენდა.
ძალიან მიხარია!
ვნანობ, რომ თავიდანვე არ დავიწყე კითხვა და გუშინ წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით.
ვფიქრობ, წერის პროცესში რომ მიყვები მწერალს, მაშინ სულ სხვანაირი ემოციები მოდის.
მართლა საოცრად კარგი იყო! იმსახურებდნენ ასეთ დასასრულს. კარგია, რომ ფრთები აჩუქე ელენეს. გიორგი მიყვარს!
ეს წინა თავზე უნდა დამეწერა, მაგრამ არც ახლაა გვიანი - სანდროსნაირი არაკაცები არ უნდა არსებობდნენ!


წარმატებები!<3

ლიკუნა, ეგ არაფერი. მთავარია წაიკითხე, მოვიდა, იგრძენი.
სხვა დროს, სხვა ისტორიაზე გამომყევი თავების დადების პროცესში, გამეხარდება.❤
გიორგის სიყვარული გვაერთიანებს, რა თქმა უნდა.^_^
ფრთებს, არა მხოლოდ ისინი, ყველა იმსახურებს და ვიმსახურებთ..
ვფიქრობ, სხვანაირი დასასრული არასწორი იქნებოდა.
მიხარია, რომ მოგეწონა.
მადლობა!
ბევრი გულები შენ.❤❤❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან მომეწონა დასასრული. იმდენად ღრმა და ძლიერი პერსონაჟები გყავდა მოვიხიბლე. უნდა აღვნიშნო განსაკუთრებით თიკოს პიროვნება. საოცრად ერთგული და მზრუნველი. ელენე. ესაა ქართული მენტალიტეტის გამო გარიყული ქალის სახე. რომელმაც საბოლოოდ მოახერხა გამხდარიყო ბედნიერი. ვერ დავწრილმანდები მის სხვა თვისებებზე. უბრალოდ ის გახდა მზის სხივი გიორგის ბნელი ცხოვრებისა და ეს უკანასკნელი. უბედურებით დაჩაგრული და გაბოროტებული ადამიანი.რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა ყოველგვარი მანკიერება. ნუცა. საოცრად დიდი პატარა ბავშვი. კარგი იყო. თავიდან ბოლომდე. უდიდესი მადლობა შენ

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან გამიხარდა ელენეს ფრთები რომ აჩუქეთ. ძალიან გამიხარდა ქეთი გონზე რომ მოვიდა.ძალიან გამიხარდა ნიცას დედიკო რომ დაუბრუნდა და რაც მთავარია მუქი ფერები წარსულში დარჩა და მათი ცხოვრება გაფერადდა. მხოლოდ ის მეწყინა,რომ დასრულდა. მადლობა ავტორს იმ სიამოვნებისთვის რაც ისტორიის კითხვისას მივიღე. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს

 


№5  offline წევრი EllaTriss

Qeti qimucadze
ძალიან მომეწონა დასასრული. იმდენად ღრმა და ძლიერი პერსონაჟები გყავდა მოვიხიბლე. უნდა აღვნიშნო განსაკუთრებით თიკოს პიროვნება. საოცრად ერთგული და მზრუნველი. ელენე. ესაა ქართული მენტალიტეტის გამო გარიყული ქალის სახე. რომელმაც საბოლოოდ მოახერხა გამხდარიყო ბედნიერი. ვერ დავწრილმანდები მის სხვა თვისებებზე. უბრალოდ ის გახდა მზის სხივი გიორგის ბნელი ცხოვრებისა და ეს უკანასკნელი. უბედურებით დაჩაგრული და გაბოროტებული ადამიანი.რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა ყოველგვარი მანკიერება. ნუცა. საოცრად დიდი პატარა ბავშვი. კარგი იყო. თავიდან ბოლომდე. უდიდესი მადლობა შენ

ქეთი, იმდენად კარგად აღწერე თითოეული პერსონაჟი და საერთოდ ყველაფერი, რა დავამატო არ ვიცი.
მიხარია, რომ ყველაფერი ზუსტად მოვიდა თქვენამდე და უკვე თქვენც ისე ხედავთ, როგორც ჩემი წარმოსახვაში იყო, არის და იქნება.
ასევე მიხარია, რომ მოგეწონათ.
მადლობა შენ!
ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული სიტყვა. ❤❤❤❤❤

Ana-maria
ძალიან გამიხარდა ელენეს ფრთები რომ აჩუქეთ. ძალიან გამიხარდა ქეთი გონზე რომ მოვიდა.ძალიან გამიხარდა ნიცას დედიკო რომ დაუბრუნდა და რაც მთავარია მუქი ფერები წარსულში დარჩა და მათი ცხოვრება გაფერადდა. მხოლოდ ის მეწყინა,რომ დასრულდა. მადლობა ავტორს იმ სიამოვნებისთვის რაც ისტორიის კითხვისას მივიღე. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს

ანამარია, მიხარია, რომ გიხარიათ..
სხვაგვარ დასასრულს, არცერთი არ იმსახურებდა.
აუცილებლად, ყველას ცხოვრებაში უნდა იყოს ბევრი ფერი, ადამიანები, რომლებიც გააფერადებენ.
მადლობა თქვენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად მომყვებოდით.
აფასებდით, გრძნობდით და მათთან ერთად განიცდიდით.
მადლობა ასევე ამ სიტყვებისთვის, ძალიან ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.
ყველანაირად ვეცდები, რომ მალე დავბრუნდე.
მიხარიხართ.
❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი ანუ

საუკეთესო "გათენება" იყო ^-^
ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი დასასრულით და მაინც სევდიანი, რომ აწი ახალი თავი აღარ დამხვდება ხოლმე :( ^-^
ძალიან მიყვარს ეს ისტორია ^-^

 


№7  offline წევრი EllaTriss

ანუ
საუკეთესო "გათენება" იყო ^-^
ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი დასასრულით და მაინც სევდიანი, რომ აწი ახალი თავი აღარ დამხვდება ხოლმე :( ^-^
ძალიან მიყვარს ეს ისტორია ^-^

მიხარია, რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ გაგაბედნიერა შენც და ყველა ❤
ვნახოთ, იქნებ მომავალში ახალი ისტორიის ახალი თავი დაგხვდეს..
პ.ს მადლობა, რომ ბოლომდე ერთგულად მომყვებოდი ❤ ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მართლა ❤❤❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

ასეთი სრულყოფილი,ასეთი გამართული, ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიურად,ფილოსოფიურად,ლიტერატურულად და სტილისტურად კარგა ხანია არ წამიკითხავს ამ საიტზე!წარმატებები ავტორს და დიდი მადლობა მონიჭებული სიამოვნებისათვის!

 


№9 სტუმარი one

ells❤️
madloba rom achuqe frtebi❤️
chemi udidesi pativiscema shen, goniero da kargo.
dagelodebi da dagvibrundi ))
chemi favorite gogonebi khart shen da taso ❤️
minda icode rom shens warmatebebs sixarulit gaviziareb))
uamravjer ganvmeordebi da getyvi rom uuukargesi khar ❤️
piriba daidos rom male mokhval*^*

 


№10  offline მოდერი Catherine Di Perso

მოკლედ... ზოგან ზედმეტი სასვენი ნიშნები გქონდა, სამწერტილი ორწერტილად გაქვს გადაკეთებული, დროები გქონდა არეული, ან არ ვიცი სპეციალურად არიე თუ არა. ცუდად მხვდებოდა კითხვისას. მაგრამ დიდად გრამატიკული შეცდომები ვერ შევამჩნიე.
რაც შეეხება სიუჟეტს. პირველ რიგში კითხვა გამიჩნდა - რამდენი წლის ხარ?
ძალიან დალაგებული იყო დიალოგები, სიტუაციები... ყველაფერი რეალობასთან მიახლოვებული გქონდა. ერთი-ორ მომენტზე გამაჟრჟოლა კიდეც. მოზომილად იყო ყველაფერი დაწერილი, გრძნობდი ყველა სიტყვას. როლში შეხვედი და ითამაშე. მომეწონა, თან ძალიან.
წერე და იმაზე მეტად განვითარდები, ვიდრე ახლა ხარ და მინდა დავაკვირდე ამ განვითარების ეტაპებს. კარგი ხარ.

 


№11 წევრი OKI ME

დასასრულიო რომ წავიკითხე დიდათ კი არ მესიამოვნა მაგრამ, ზუსტად ისეთი დასასრული დაწერე როგორც უნდა ყოფილიყო. სხვანაირი ვერ წარმომიდგენია.

ქეთის ამბავმა როგორც გამახარა ისე დამასევდიანა. მგონი ყველაზე რთული ეტაპი მისთვის ახლა იწყება. მთელი ერთი წელი გამოტოვა. თუმცა თავისი გამოღვიძებით, სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაარჩინა. საკუთარი და გიორგისი. პრინციპში ელენეს სიცოცხლეც.

უბრალოდ სხვა რა ვთქვა არ ვიცი. სიტყვები არ მყოფნის. მიყვარს შენი შექმნილი საოცარი ისტორიები. გული დამწყდა რომ დასრულდა თუმცა ახლა სხვანაირად იმედიანად ველი ახალი ისტორიის პირველ თავს. რომელიც მგონი შენც არ იცი როდის იქნება laughing laughing laughing მაგრამ მე მაინც ველი. laughing laughing heart_eyes heart_eyes heart_eyes

დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდები heart_eyes heart_eyes heart_eyes წარმატებები ელა heart_eyes heart_eyes

 


№12  offline წევრი EllaTriss

სტუმარი მარიამი
ასეთი სრულყოფილი,ასეთი გამართული, ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიურად,ფილოსოფიურად,ლიტერატურულად და სტილისტურად კარგა ხანია არ წამიკითხავს ამ საიტზე!წარმატებები ავტორს და დიდი მადლობა მონიჭებული სიამოვნებისათვის!

მარიამ, საყვარელო, მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის.
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
სტიმულია, მოტივაციის წყარო, რომ არ გავჩერდე.
მიხარია, თუ მოგეწონა.
მაბედნიერებთ მე თქვენ ❤❤❤❤

one
ells❤️
madloba rom achuqe frtebi❤️
chemi udidesi pativiscema shen, goniero da kargo.
dagelodebi da dagvibrundi ))
chemi favorite gogonebi khart shen da taso ❤️
minda icode rom shens warmatebebs sixarulit gaviziareb))
uamravjer ganvmeordebi da getyvi rom uuukargesi khar ❤️
piriba daidos rom male mokhval*^*

მიხარია, თუ შენს ფავორიტებში ვიკავებ ადგილს.
მადლობა შენ. ჩვენ, ყველამ ერთად ვაჩუქეთ ელენეს ფრთები.
არ ვიცი, როდის დავბრუნდები. სულ გავიძახი მალე - თქო და აღარასდროს დგება მერე ეს მალე, ასე რომ.. წინასწარ ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები.
მადლობა კიდევ ერთხელ!
❤❤❤❤❤

Catherine Di Perso
მოკლედ... ზოგან ზედმეტი სასვენი ნიშნები გქონდა, სამწერტილი ორწერტილად გაქვს გადაკეთებული, დროები გქონდა არეული, ან არ ვიცი სპეციალურად არიე თუ არა. ცუდად მხვდებოდა კითხვისას. მაგრამ დიდად გრამატიკული შეცდომები ვერ შევამჩნიე.
რაც შეეხება სიუჟეტს. პირველ რიგში კითხვა გამიჩნდა - რამდენი წლის ხარ?
ძალიან დალაგებული იყო დიალოგები, სიტუაციები... ყველაფერი რეალობასთან მიახლოვებული გქონდა. ერთი-ორ მომენტზე გამაჟრჟოლა კიდეც. მოზომილად იყო ყველაფერი დაწერილი, გრძნობდი ყველა სიტყვას. როლში შეხვედი და ითამაშე. მომეწონა, თან ძალიან.
წერე და იმაზე მეტად განვითარდები, ვიდრე ახლა ხარ და მინდა დავაკვირდე ამ განვითარების ეტაპებს. კარგი ხარ.

დი პერსოო, გამეხარდა შენი გამოჩენა.
არ მახსოვს, თუ მომყვებოდი.
16 წლის ვარ.
ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ამ შეცდომების გამოსწორებას, თუმცა ვცდილობ რაც შემიძლია.
სამწერტილი, ეს როცა ბოლომდე ჩართული ვარ - ხოლმე, მეპარება და ორწერტილი გამოდის ბოლოს, ისე, რომ მეც ვერ ვხვდები.
დროები რომ მერევა, ვიცი.
პირველად ვცადე პირველ პირში წერა და ცოტა რთული იყო ჩემთვის, მაგრამ იმედი მაქვს, ამის შემდეგ აღარ ავირევი.
როგორც წესი, დადებამდე გადავხედავ - ხოლმე და ვასწორებ როგორც შემიძლია, მაგრამ ვაღიარებ ამ თავისთვის არ გადამიხედავს, რაც ჩემი დიდი შეცდომაა.
დასასრულის მუზა არ იყო და მერე, უცებ რომ მოვიდა, ძალიან მინდოდა რომ მაშინვე გამეზიარებინა.
ვეცდები, რომ უკეთესი და უკეთესი იყოს.
მიხარია, რომ სიუჟეტი მოგეწონა და ყველაფერი მოვიდა.
მადლობა!
❤❤❤❤

Megioki
დასასრულიო რომ წავიკითხე დიდათ კი არ მესიამოვნა მაგრამ, ზუსტად ისეთი დასასრული დაწერე როგორც უნდა ყოფილიყო. სხვანაირი ვერ წარმომიდგენია.

ქეთის ამბავმა როგორც გამახარა ისე დამასევდიანა. მგონი ყველაზე რთული ეტაპი მისთვის ახლა იწყება. მთელი ერთი წელი გამოტოვა. თუმცა თავისი გამოღვიძებით, სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაარჩინა. საკუთარი და გიორგისი. პრინციპში ელენეს სიცოცხლეც.

უბრალოდ სხვა რა ვთქვა არ ვიცი. სიტყვები არ მყოფნის. მიყვარს შენი შექმნილი საოცარი ისტორიები. გული დამწყდა რომ დასრულდა თუმცა ახლა სხვანაირად იმედიანად ველი ახალი ისტორიის პირველ თავს. რომელიც მგონი შენც არ იცი როდის იქნება laughing laughing laughing მაგრამ მე მაინც ველი. laughing laughing heart_eyes heart_eyes heart_eyes

დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდები heart_eyes heart_eyes heart_eyes წარმატებები ელა heart_eyes heart_eyes

მეგი, როგორ ზუსტად თქვი, შენც არც იცი როდის იქნებაო :დ
მართლა არ ვიცი. როცა ვამთავრებ ისეთი არეული ვარ - ხოლმე, ცოტა რთულია მერე ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და ახლის დაწყება.
ზოგი მაშინვე გადადის, მაგრამ მე, მუზაც რომ იყოს, მაინც ცოტა პაუზა თუ არ გავაკეთე, ისე ვერ ვიწყებ - ხოლმე წერას.
ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ მალე დავბრუნდე.
მიხარია, რომ მოგეწონა.
ჩვენ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება, მაგრამ ბევრი ფერი ხომ დავუტოვეთ?
ყველაფერი კარგად იქნება.^_^❤
პ.ს მადლობა!
❤❤❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

საოცარი იყო.დამამუნჯა ემოციებმა.ისეგქონდა ყველაფერი გადმოცემული ყველა მათი გრძნობა ფერი მოდიოდა ჩემამდე და მეც მათსავით ვგრზნობდი და განვიცდიდი

 


№14  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თამო
საოცარი იყო.დამამუნჯა ემოციებმა.ისეგქონდა ყველაფერი გადმოცემული ყველა მათი გრძნობა ფერი მოდიოდა ჩემამდე და მეც მათსავით ვგრზნობდი და განვიცდიდი

თამო, როგორ მიხარია ვერ წარმოიდგენ. ❤
უმთავრესია, როცა ემოციები ზუსტად ისე მოდის, როგორც ჩაფიქრებულია.
მადლობა! ❤❤❤❤

 


№15 სტუმარი Nato Chubinidze

kargi iyo????????????????

 


№16  offline წევრი EllaTriss

Nato Chubinidze
kargi iyo????????????????

ნატო, მადლობა! ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent