გულის სიღრმეში (თავი VII)
ალბათ, არ ვიცი. მართლა არ ვიცი და თქვენ რა გითხრათ რისი მეშინოდა? ან ალბათ უფრო იმედგაცრუების მეშინოდა. მეშინოდა ბედნიერების საფეხურიდან არ ჩამოვარდნილიყავი და ტკივილი არ მეგრძნო. ალბათ ამის გამო ვიყავი ჩაკეტილი და ჩემ თავს ავუკრძაალე ბედნიერების შეგრძნება და გათავისება. რომ გეკითხათ რა იყო ბედნიერება ალბათ ვერც გიპასუხებდით. ამ ეტაპზე ჩემთვის ბედნიერება ჩემი ოჯახი იყო. ადამიანები რომლებსაც ზუსტად ისეთი ვუყვარდი როგორიც ვიყავი და ჩემ შეცვლას არ ცდილობდნენ. იმის განცდის შიში რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა და გული ეტკინა ჩემთვის თავზარს მცემდა და უფრო მკეტავდა ჩემ თავში. უფრო შეუვალს და მტკიცეს მხდიდა. ხავლ 18 აპრილია და ჩემი დაბადების დღეა. თან მადლობა ღმერთს შაბათი დღე დაემთხვა და სამსახურშიც არ მომიწყობენ სურპრიზს. ორშაბათს ტორტს მოვიტან და ეგ იქნება. დედაჩემიც გაფრთხილებული მყავს რომ არაფერი დაგეგმოს, სანდროსთან ერთად ვაპირებ სადმე გასეირნებას. საღამოს კი ოჯახური ვახშამი შედგება. ისიც ვიწრო წრეში, დედაჩემის ძმას დავპატიჟებთ ოჯახით, მამაჩემის დას ოჯახით. ეზოში გავშლით, სანდრო მწვადებს შეწვავს, დედა სუფრას გაშლის. ბავშვები ირბენენს ეზოში. თუ გაწვიმდა ვერანდაზე გადავინაცვლებთ. სახლში არავითარ შემთხვევაში არ გავაშლევინებ. იქნება მოლოცვები, საჩუქრები, კეთილი სურვილები. გათხოვებას და გამრავლებას მისურვებს უმეტესობა. მამა ფულს მაჩუქებს, დედა რამე სამკაულს, სანდრო უფრო ორიგინალური იქნება, ვერ გამოვიცნობ წინასწარ. იქნება კოსმეტიკაც, რომელსაც არ ვხმარობ, მერე ეკოს ვაჩუქებ. ვზივარ საკუთარ კაბინეტში და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. ვფიქრობ და ვითგუნები. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება. იქნებ რამე სპონტანურობა დავგეგმო? სასაცილოა მაგრამ მათთვის ხომ სპონტანურობა იქნება? კარგი იდეაა მგონი. სანდროს ვთხოვ და დამეხმარება. ეს სამუშაო დღეც სხვა დანარჩენი დღეებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ეკოს ეხოსკოპიაზე გავყევი. ისე განიცდის თითქოს პირველი იყოს. მილიონი კითხვა დააყარა თუ ეხოსკოპისტს თუ გინეკოლოგს. ანალიზზეც ჭირვეული ბავშვივით ძლივს შევიყვანე. „ნევსის მეშინია“-ო გაიძახოდა. მეცინებოდა, როგორი ემოციური და მშიშარა გახდა. ყველაფერს ამოწმებდა, რას ჭამდა, რას სვავდა. მგონი გაგიჟდა. ოფისიდან სანამ გამოვიდოდი ბატონმა გოგამ დამიძახა და საჩუქარი წინასწარ გადმომცა. საგზური აია ნაპაზე, ერთი კვირით. „შენ ამას იმსახურებ“ - სიტყვებით უბრალოდ აგვისტოს თვის არის. მადლობა გადავუხადე. ჩემს გარეშე დამიგეგმა კიდევ ერთი შვებულება. მერე ჩემს გეგმებს გადავავლე თვალი და არც არაფერი მქონდა დაგეგმილი აგვისტოში. „უკვე დაგეგმილი გაქვს“- გავიფიქრე და საგზური ჩანთაში ჩავდე. საღამოს ვერანდაზე ვიჯექი, წვიმდა. ყავას ვსვავდი და სიგარეტს ვეწეოდი. ტელეფონი განათდა მესიჯი მოვიდა. ეკოსგან იყო. „გოგო გაიგე? გეგა მიდის თურმე“ -ო იუწყებოდა ეკო. საათს დავხედე 21:11 საათს აჩვენებდა. არ იყო გვიანი. მესჯის შინაარს ვერ მივხვდი ეკოს ნომერი ავკრიფე და დაველოდე სანამ მიპასუხებდა. -გაიგე? - ეგრევე კითხვით შემომიტია ეკომ -ვერ გავიგე - ვცადე გამეცინა მაგრამ ხმა ჩამიწყდა. რაღაცას მივხვდი. -გეგა მიდის თურმე - პაუზა გააკეთა ეკომ - ეკასთვის გადმოუგზავნია განცხადება. გოგა გიჟს გავს. -შენ ვინ გითხრა? - სიცარიელის და შიშის გრძნობა ერთდროულად დამეუფლა -ეკამ, გოგას უთქვია მიეცით სამი თვის ხელფასი და დღესვე წავიდესო. ძალიან გაბრაზებული ყოფილა თურმე. -რაღაც გაუგებრობა იქნება. - უფრო ჩემი თავის დასარწმუნებლად ვუთხარი -დაურეკავ? -ვის? -გეგას, ვის უნდა დაურეკო სხვას. -არა ეკო, ჭორიკანა ქალივით გამომივა, ჯერ განცხადება არ დაუწერია და უკვე ვიცი ეგ ამბავი. სირცხვილია. -კარგი ხო. -დამნებდა ეკო - ხვალ რა გეგმები გაქვს? -ჯერ არ ვიცი. ალბათ როგორც ყოველთვის. ეკოს დავემშვიდობე, სახლში სევედი და დივანზე წამოვწექი. პულტს მივწვდი და ტელევიზორი ჩავრთე. „ყოჩაღ გეგა, კარგი საჩუქარი გამიკეთე.“ ვბრაზობდი გეგაზე. ჩვენ სურათებს ვათვალიერებდი ტელეფონში. ჩამეძინა. ისევ უცნაური სიზმარი ვნახე. ისევ ის კაბა მეცვა და ისევ ის გვირგვინი მეფარა თავზე, ვიღიმებოდი, უცნობი მამაკაცის სილუეტი დამყვებოდა. სახლში ვიყავით, უცხო სახლში, ფეხებ ქვეშ მიწას ვერ ვგძნობდი. თითქოს დავფარფატებდი. სახლიდან გავედით. ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო. ალაგ-ალაგ დროდადრო რაღაც ფრაგმენტები გამოჩნდებოდა და ქრებოდა. დავიტანჯე, ვერაფერს ვხედავდი. სიზმარში ძალიან ბედნიერი და ლაღი ვიყავი, მაგრამ ძალიან დამძიმებულმა გამოვიღვიძე. უფრო სწორად კარზე ზარმა გამაღვიძეა. საათს დავხედე მაჯაზე თორმეტი ხდებოდა. კარების გასაღებადა წავედი. „ნეტა ვინ უნდა იყოს ამ დროს?“ - გავიფიქრე და კარი ოდნავ გამოვაღე. კურიერი შემრჩა ხელში. ამანათი გადმომცა და დამემშვიდობა. ყუთი ნელა გავხსენი, არც ბარათი ქონდა და არც გამომგზავნი ეწერა. ძალიან დავიბენი. სუნამო იყო (Yves Saint Laurent Libre). დავყნოსე, „არ უნდა იყოს ცუდი“-თქო გავიფიქრე და ტელეფონიც ახმაურდა. გეგა რეკავდა. „ეგრეც ვიცოდი“ - გამეღიმა. ცოტახანი ვაცადე და მერე ვუპასუხე. -გილოცავ -მხიარული ხმა გაისმა ყურმილს იქიდან -მგონი უკვე თორმეტია და იმედია პირველმა მოგილოცე -რა ბავშვობაა - გამეღიმა - მადლობა -საჩუქარი ჩემზე იყოს რომ ჩამოვალ. -არ არის საჭირო - „ანუ გეგა არ არის?“ გავიფიქრე და დავამატე - შენ უკვე გამიკეთე საჩუქარი. -მართლა? - დაიბნა -მაინც რა? -შენი განცხადება წასვლაზე - გაბრაზება შემეპარა ხმაში -შენ არაფერ შუაში ხარ თათა. - ცადა თავი ემართლებინა -ეგ არც მიფირია - ხმა გავიმკაცრე -გნახავ და აგიხსნი -არ არის საჭირო, მადლობა მოლოცვისათვის. - ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. დღეს ჩემი დაბადების დღეა. თვალი გავახილე და საერთოდ არ მიხარია რომ ჩემი დაბადების დღეა. ვერ ვგრძნობ. უფრო მეზარება დღევანდელი დღე. მინდა რომ თვალები დავხუჭო და უკვე ხვალინდელი დღე იყოს, მაგრამ არ გამოდის. ტელეფონზე „მილიონი“ შეტყობინება მხვდება, მილოცავენ, მაღაზიები და აფთიაქებიც კი. სხვა გზა არ მქონდა უნდა ავმდგარიყავი. ავდექი, შხაპი მივიღე და გავემზადე. სანდროს ვურეკავ და არ მპასუხობს. გავბრაზდი. „იუბილარი მაინც არ ვიყო რატომ არ მპასუხობს?“. საათს გავხედე ათი საათი იყო უკვე. კიდევ ერთხელ დავრეკე. ისევ არ მიპასუხა. მერე დედას დავურეკე. არც მან მიპასუხა. „რა ჯანდაბა ხდება?“ გავიფიქრე. „რამე უაზრო სურპრიზს თუ მიმზადებენ გავაფრენ“-თქო გავიფიქრე. ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. დედასთან წავედი. გზაში რამდენჯერმე ვცადე დარეკვა. არც დედამ და არც სანდრომ არ მიპასუხა. მამა შესაძლოა ოპერაციაზე იყოს და არ დავურეკე. როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე. მანქანა ეზოს წინ გავაჩერე და ეზოსკენ წავედი. ეზოს კარები დაკეტილია. ეხლა უკვე პანიკა დამეწყო. გიორგის მანქანაც არ იდგა. დავურეკე, გამითიშა. კიდე დავურეკე, რამოდენიმე ზარის მერე მიპასუხა. ხომ გითხარით? ჩემი ძმა უფრო ორიგინალურ საჩუქარს გამიკეთებსთქო. -რატომ მითიშავ? - შევუტიე გიორგის -სად ხარ? -ხმა არ მომეწონა გიორგისი -კაკაბაძეზე, რა ხდება? -დამელოდე - მოკლედ მითხრა და ტელეფონი გათიშა. „ესეც ჩაითრიეს“- თქო გავიფიქრე. „ამათი გამოსწორება არ იქნება“ - გამეღიმა და მანქანაში ჩავჯექი. გიორგის მოლოდინში სამი ღერი მოვწიე. დრო ისე გაიწელა მეგონა საუკუნედ გადაიქცა. გიორგიმ მანქანა ჩემი მანქანი წინ გააჩერა. სახე არ მომეწონა. გულში რაღაც ჩამწყდა. ჯერ არ ვიცოდი მაგრამ უკვე ძალიან მეტკინა. ცრემლები წამომივიდა. ნელა მომიახლოვდა. ძალიან სერიოზული სახე ქონდა. დაღლილი და განადგურებული. ნელა გადმოვედი მანქანიდან. მუხლები არ მემორჩილებოდა. ყელში ბურთი გამეჩხირა. ამეწვა თვალები, ყელი ამტკივდა. მინდა ვიყვირო მაგრამ არ გამომდის. -თათა - ხელი შემაშველა გიორგიმ -არაა - თავი გავაქნიე -არ ინერვიულო - გულზე მიმიკრა და თმაზე ხელი გადამისვა - სანდრო ძლიერი ბიჭია. -არააა - ვიკივლე და გავითიშე. აღარაფერი მახსოვს. ღმერთო მაპატიე, მაგრამ ალბათ სხვა ყველას ცუდად ყოფნას უფრო ადვილად და მარტივად გადავიტანდი, ოღონდ სანდრო არა. გული ამომგლიჯეს და ნაფლეთებად მიქციეს. ისეთ პატარა ნაკუწებად აქციეს რომ ვეღარ ვაგროვებდი რომ ამეწყო. გავქვავდი. ხმას ვერ ვიღებდი. მხოლოდ ცრემლებს ვღვრიდი. თვალი რომ გავახილე თავზე დედაჩემი მედგა. იმის სახის დანახვამ უფრო გამანადგურა. ყოველთვის მოციმციმე და ანთებული თვალები, ჩამქრალი და სევდით სავსე იყო. ოთახს თვალი მოვავლე. საავადმყოფოში ვიყავი. დედას ჩემი ხელი ეჭირა. თვალები დასიებოდა და ჩაწითლებოდა. ოდნავ წამოვჯექი, ცრემლები ისევ წამომცვივდა. ვცადე რამე მეთქვა, მაგრაამ ხმას ვერ ვიღებდი. მინდოდა სანდროს ამბავი მეკითხა, პირს ვაღებდი მაგრამ ხმა არ ამოდიოდა. ყელზე მოვიჭირე ხელები და ცრემლებს გზა მივეცი. -ღმერთო თათა - ცრემლები გადმოსცვივდა დედას პირს ვაღებ, რაღაც გაურკვეველი ბგერები ამოდის, უფრო ხავილი, ვტირივარ. მინდა ვიღრიალო, ვიყვირო, არ გამომდის და ამაზე უფრო ვგიჟდები. დედა ხელს მიშვებს ოთახიდან გარბისა. ვიღაცას ეძახის. თეთრ ხალათში კაცი შემოდის, მას უკან ორი ინტერი მოყვება. მსინჯავენ. მე ტირილს და ხავილს ვაგრძელებ. -საშიში არაფერია - კაცი ამშვიდებს დედას - სტრესის ფონზეა ასე. დამამშვიდებელს გავუკეთებთ. ცოტას დამშვიდდება და ხმაც ნელ ნელა დაუბრუნდება -მადლობა მიშა - ცრემლები გადმოსცვივდა დედას -დამშვიდდი ქეთი. - მხარზე ხელი დაადო მეგობრულად - ყველაფერი კარგად იქნება. ნევსი გამიკეთეს, გავითიშე. მეორე დღეს შუადღისთვის გავახილე თვალი. ისევ იმ საწოლზე ვიწექი. არ დამსიზრებია. ყელი მტკიოდა. ცრემლები წამომივიდა ისევ. თვალები დავხუჭე იმ იმედით რომ ამ კოშმარული სიზმრიდან თავს დავაღწევდი. ოთახში მარტო ვიყავი. გვერდით საწოლი თავისუფალი იყო. ნელა წამოვდექი, თავბრუ დამეხვა. ნელა გადმოვედი საავადმყოფოს საწოლიდან. მუხლები მიკანკალებდა. დერეფანში გავიხედე. ჩემი პალატის კარების წინ იატაკზე გეგა იჯდა და თავი მუხლებში ჩაერგო. იქვე სკამზე დედა მოკუნტულიყო. გიორგი დერეფნის ბოლოში ჭიქებით ხელში მოდიოდა ჩვენი მიმართულებით. გეგამ ნელა აწია თავი და შემომხედა. წამსვე ჩემს წინ გაჩნდა და გულში ჩამიკრა. ცრემლები წამომცვივდა. ღაწვები დამწვა. გეგას პერანგი დავუსველე. დედამ გამოგვხედა და ფეხზე წამოდგა. გეგა ხმას არ იღებდა. უბრალოდ პატარა ბავშვივით თავზე მისვამდა ხელს. ნელა მოვშორდი გეგას. და დედასკენ გავიწიე. გიორგის უკვე მოეღწია ჩვენამდე. -დედა - დაბალი ხმით დავიწყე, უფრო ვამოწმებდი მქონდა თუ არა ხმა -საყვარელო - გადამეხვია დედა და თმაზე მაკოცა - ჩემი პრინცესა -დედა - ვცადე უფრო ხმამღლა მეთქვა, მაგრამ ყელი მეტკინა -ყველაფერი კარგად იქნება - თმაზე მისვამდა ხელ -მამა? - ცრემლიანი თვალები მივაპყარი დედას -მამა სანდროსთან არის საყვარელო - თმა გადამიწია სახიდან - ყველაფერი კარგად იქნება. სრულ კოშმარში ვიცხოვრე ორი კვირა, სანამ სანდრო კომიდან გამოვიდოდა და თვალს გაახელდა. გეგა გვერდიდან არ მშორდებოდა. სახლში დავყავდი მოსაწესრიგებლად და მერე ისევ უკან მაბრუნებდა. 5 დღის მერე მამამ მე და დედა დაგვითხოვა საავადმყოფოდან. თქვენი აქ ყოფნა საჭირო არ არისო. თუ რამე ახალი იქნება დაგირეკავთო. სახლშიც ვერ ვჩერდებოდი. სულ ტელეფონს დავყურებდი. ვერანდაზე ვიჯექი და ვეწეოდი. გეგას ჩემთვის საჭმელი გამოქონდა ვერანდაზე. პატარა ბავშვივით მეხვეწებოდა, რომ ორი ლუკმა მეჭამა. წუთით არ მტოვებდა მარტო. მე გათიშული ვიყავი. ვერ ვაზროვნებდი. არ ვლაპარაკობდი. რობოტივით ვიქცეოდი. დედასთან მამიდა იყო და ის აქცევდა ყურადღებს. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს რძალ მულის ესეთი ურთიერთობა მე არ მინახავს. ალბათ დებსაც კი არ ექნებოდათ ესეთი იდეალური ურთიერთობა როგორც მამიდაჩემს და დედაჩემს. დედას გამო მშვიდად ვიყავი რადგან მამიდა ყავდა გვერდით და ცივ ნიავს არ მიაკარებდა ვიცოდი. მე გეგა მივლიდა პატარა ბავშვივით. საღამოობით დიდი ხვეწნა მუდარით შემიყვანდა ხოლმე ოთახში. დივანზე დამსვავდა გვერდით მომიჯდებოდა, გულზე მიმიკრავდა და მამშვიდებდა. ასე მის გულზე მიკრულს ჩამეძინებოდა ხოლმე. მერე საძინებელში გადავყავდი. თვითონ მისაღებში მოიკუნტებოდა ხოლმე დივანზე და ისე იძინებდა. იმ საღამოს, საწოლში რომ ჩამაწვინა ხელი მოვკიდე ხელზე და შევაჩერე. ვთხოვე რომ ჩემთან დარჩენილიყო. ცოტა შეყოვნდა. მერე გვერდით მიმწია და მომიწვა. მაგრად მიმიკრა გულზე და ასე ჩაგვეძინა ორივეს. დილას უფრო მშვიდად და დაცულად გავიღვიძე. გეგას პატარა ბავშვივით ეძინა. ცოტახანი ვუყურე. მერე ნელა წამოვდექი, რომ არ გამეღვიძებინა. სამზარეულოში გავედი და საუზმე მოვამზადე. ყიყლიყო შევწვი, ყავა გავამზადე, ყველი დავჭერი, მაგიდა გავშალე, თეთრი ბლის მურაბა, თაფლი და კარაქი დავდე მაგიდაზე. მაცივარი კიდევ ერთხელ შევათვალიერე. ესეთი სავსე არასდროს ყოფილა. მერე საძინებელში დავბრუნდი. გეგას ისევ ეძინა. საწოლზე ჩამოვჯექი. ხელი ნელა შევახე და ჩუმად დავუძახე. ამომხედა და გამიღიმა, საწოლზე წამოჯდა და ოთახს თვალი მოავლო. -როგო ხარ? - მკითხა და ჩემი ლოყა თავის ხელში მოიქცია გავინაბე -უკეთ - ვცადე გაღიმება - ვისაუზმოთ - შევთავაზე და ავდექი -კარგი - დამთანხმდა და ისიც წამოდგა მშვიდად და წყნარად ვისაუზმეთ. მერე ვერანდაზე გავედით. თითქმის არ ვსაუბრობდით. უბრალოდ ჩემს გვერდით იყო. მაგიდას მივუსხედით. მე სიგარეტს მოვუკიდე, ნაფაზი დავარტყი, ბოლი გამოვუშვი და თვალი გავაყოლე. სანდროზე ფიქრები არ მშორდებოდა, სხვა საფიქრალი არც მქონდა. სანდროსს მომღიმარი სახე მედგა სულ თვალწინ. თვალები დავხუჭე და ცრემლები გადმოგორდა. იმდენად დიდ ტკივილს განვიცდიდი რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ვტიროდი, მაგრამ შვებას ვერ ვპოულობდი, ვერ ვიცლებოდი. გული მეკუმშებოდა, მეყინებოდა და პატარა ნაწილაკებად იმსხვრეოდა. შინაგანად ვღრიალებდი, ვანგრევდი ირგვლივ ყველაფერს, პასუხებს ვითხოვდი, ვეძებდი, ვიხვეწებოდი, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ყელი მტკიოდა. კეფა მეწვოდა. თვალები დამსიოებოდა და ჩამსისხლიანებოდა. სარკეში არ ვიხედებოდი, მეშინოდა იმ ადამიანის ვინც იქიდან მიყურებდა. ჩემ ტელეფონს გეგა პასუხობდა. არც ნერვები და არც სურვილი არ მქონდა ვინმესთან კონტაქტის. დედა რეკავდა ხოლმე. ორი სიტყვით მომიკითხავდა, გეგა დაამშვიდებდა და უთიშავდა. კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე. ცრემლები შევიმშრალე. გეგა იჯდა და ჩუმად მადევნებდა თვალს. მეც გავხედე. თანაგრძნობით გამიღიმა. „შენთან ვარ“- ო თვალებით მითხრა. -ხომ კარგად იქნება? - მოულოდნელად ვკითხე დაბალი ხმით -აუცილებლად - ძალიან წრფელად მიპასუხა გეგამ -მაინც ვერ ვხვდები, ეს მაინც და მაინც სანდროს რატომ დაემართა - ხმა ამიკანკალდა და ცრემლები გადმომცვივდა - ჩემ ძამს რატომ მოუვიდა? შენ ვერც კი ხვდები როგორ მტკივა - გულზე მივიდე ხელი - აი აქ, ისეთ ტკივილს ვგრძნობ რომ ვერ აგიღწერ - ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა. -დამშვიდდი თათა - გეგამ სკამი ჩემთან ახლოს მოსწია და ჩემი ხელი თავი ხელებში მოიქცია -ვერა გეგა - პატარა ბავშვივით დავიწყე სლუკუნი - ღმერთო -თვალები დავხუჭე - როგორ მტკივა რომ იცოდე. რომ იცოდე რას განვიცდი. - ხმას ვუწევდი თანდათან. ტკივილმაც მიმატა ყელში. ხმა ჩამეხრინწა. -ჩემო პატარა - ლოყაზე მომეფერა - გეგა - ამოვიხავლე და მისკენ გადავიხარე. თავი მკერდზე მივადე და თავს უფლება მივეცი ხმამაღლა მეტირა. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. გეგა დენდარტყმულივით წამოხტა და ჩემ ტელეფონს ეცა. დაიძაბა. გადმომხედა. საათს გავხედე 04:42 საათს აჩვენებდა. შეამჩნია რომ მეც მეღვიძა. ტელეფონს უპასუხა და ოთახიდან გავიდა. -დიახ, გისმენთ - უპასუხა გეგამ - დიახ- მოკლე მოკლე პასუხებს სცემად- გასაგებია, კარგით, აუცილებლად, მადლობა ეს სიტყვები აღწევდა მხოლოდ ჩემამდე. გეგა ოთახში რომ შემოვიდა უკვე ფეხზე ვიყავი და მაისურს ვიცვამდი. შეცბა ჩემ დანახვაზე, თითქოს ნახევრად შიშველს პირველად მხედავდა. კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. -მამაშენი იყო - ტელეფონი უხერხულად შეათამაშა ხელში -მერე? - ჰაერში გამიშეშდა ჩასაცმელად გამზადებული მაისური -პალატაში გადაიყვანეს - ამოისუნთქა გეგამ და თვალი მომარიდა -მართლა? -ბედნიერი გავექანე და გეგას ჩავეხუტე გეგა პარალიზებული იდგა. არ იცოდა ჩამხუტებოდა თუ არა. მერე მორცხვად მომხვია ხელი. მისი თითების სითბო ვიგრძენი წელზე და ჟრუანტელმა დამიარა. გაუცნობიერებალდ. ძალით არ მიქნია. მისი ტუჩები მოვძებნე თვალდახუჭულმა და ვაკოცე. ვიგრძენი მისი დაბნეულობა, მაგრამ წამსვე გამოფხიზლდა. ხელში ამიყვანა და საწოლში დამაბრუნა. მკოცნიდა, მეც ვკოცნიდი. მის შეხებას ვგრძნობდი და სითბოთი ვივსებოდი. თავით გადავეშვი გრძნობების მორევში. ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა. ვიგრძენი როგორ ამოხეთქა გულიდან გრძნობამ. როგორ გაიხსნა ჩემი საგანგებოდ ჩაკეტილი სკივრი და გრძნობები მიმოფანტა. იმდენად მსუბუქად და ლაღად ვიგრძენი თავი. პირველად ვიგრძენი თავი ნამდვილად ბედნიერად. ვიგრძენი რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო. სასიამოვნო შეგრძნება ყოფილია, იყო ნამდვილად ბედნიერი, გულწფელად გრძნობდე სიყვარულს და არა უბრალოდ ვალდებულების მიზნით. გეგას მკერდზე გავახილე თვალი. გეგას ეღვიძა და მომღიმარი დამყურებდა, მეც გავურიმე და საწოლში წამოვჯექი. შიშველ მხრებზე მომაკრო ტუჩები. მესიამოვნა, სითბომ დამიარა, გამოვხედე და გავუღიმე, მისკენ დავიხარე და ვაკოცე. მხარზე მომხვია ხელი და მიმიხუტა. -მადლობა - გავუღიმე და ვაკოცე -სულელო - გაეღიმა და ცხვირზე წამკრა თითი -წავიდეთ სანდროსთან ხო? - ასადგომად გავიწიე. -აუცილებლად.- ხელი გამიშვა საათს გავხედე ცხრა ხდებოდა. წყალი გადავივლე და წასასვლელად გავემზადე. სახლიდან გამოვედით და სანდროსთან შესახვედრად წავედით. გზა სახლიდან საავადმყოფომდე უსაშველოდ გაიწელა. გეგამ მანქანა სადგომზე გააჩერა. მეჩქარებოდა. ზალიან მეჩქარებოდა სანდროსთან შეხვედრა. კიბეები სწრაფად ავირბინე. მიმღებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ლიფტი გამოვიძახე და მეხუთე სართულზე ქირურგიულ განყოფილებაში ავედი. ნაცნობი სახები შევნიშნე. დედა, მამიდა და მამა იდგნენ. დედას ხელები გულზე დაედო და მამს მიხუტებოდა. მამიდა მათ წინ იდგა და რაღაცაზე საუბრობდნენ. ჩემ დანახვაზე დედა ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა. -ჩემო გოგო - გადამეხვია დედა და თმაზე მაკოცა - დეეე - უფრო მაგრად მოვეხვიე - ნახე? -კი ვნახე - მომიშორა დედამ და ეხლა შუბლზე მაკოცა - მომენატრე. -მეც დეე- ცრემლები გადმომცვივდა -ეხლა პროცედურაზე ყავთ გაყვანილი, მოიყვანენ და ნახავ. ესეთი უმწეო და უსუსური სანდრო ცხოვრებაში არ მინახავს. პალატის კარი რომ შევაღე ცრემლები გადმომცვივდა. ვცადე თავი ხელში ამეყვანა. რამოდენიმე პატარა მონიტორი ედგა საწოლის მარჯვენა მხარეს და მონოტონურად წრიპინებდნენ დროდადრო. ჟანგბადის ნიღაბი ეკეთა. გადმომხედა და შეძლებისდაგვარად გამიღიმა. საწოლთან მივირბინე და ჩავეხუტე. ცრემლებმა თავისით მონახეს გზა. კათეტერიანი ხელი ძლივს აწია და სახეზე მომისვა.მეორე ხელით ნიღაბი ჩამოიწია და გამიღიმა. -წაწკ - ტკივილისგან შეწუხებული სახე ქონდა სანდროს -არ გაპატიებ - ვსლუკუნებდი და ხელზე ვკოცნიდი - ეს როგორ გამიკეთე. -არ მახსოვს - გაეცინა მაგრამ მალევე სახე დაემანჭა ტკივილისგან -სულელო - ცრემლები მოვიწმინდე - შენ რომ რამე მოგსვლოდა მოვკვდებოდი. -კარგი რააა - თვალები გადაატრიალა სანდრომ - ხომ იცი რომ არ მიგატოვებ, უბრალო ნაკაწრებია. -ვაიმე სანდროოო -თავი დავადე გულზე - ძალიან მაკლდი, აღარ გაბედო მსგავსი ხუმრობა. -კარგი - გამიღიმამ სანდრომ - სუნამო მიიღე? -ეს შენ იყავი - გამეცინა - კი მივირე მაგრამ ჯერ არ დამისხია, არ მაცადე და... -ხვალ დაისხი - პირობა ჩამომართვა სანდრომ. მადლობა ღმერთს სანდროს სერიოზული ტრამვა არ ქონდა. რისიც გვეშინოდა ყველაფერმა ჩაიარა. სიარულს თავისუფლად შეძლებდა, უბრალოდ თავიდან ყავარჯნებით. თავის ტრამვაც სრულებით ალაგებულიყო. შესაძლო იყო დროდადრო მეხსიერებაში ჩავარდნები ქონოდა, მაგრამ მაგას არ ვჩიოდით. მხედველობის პრობლემა ექნებოდა და სათვალე აუცილებელი იყო. მარჯვენა წარბთან ეხლა ღრმა შრამი დარჩებოდა. მოუხდებოდა. მას ხომ ყველაფერი უხდებოდა. კიდევ ერთი კვირა გააჩერა მამამ საავადმყოფოში, სანამ არ დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე ქონდა. ჩვენ ყოველ დღე მივდიოდით მასთან სანახავად. ხანდახან დღეში ორჯერაც კი. მიღების საათაბს არ ვაქცევდი ყურადღებას. კოტეს გოგო ვიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.