ადამიანები
ადამიანები ოხ ეს ადამიანები… ისინი ვინც იმედებს გაძლევენ და შემდეგ რა.. არც არაფერი უბრალო მინასავით ამსხვრევენ მას.. ისე იქცევიან თითქოს არც არაფერი ყოფილა ისე იქცევიან თითქოს შენი წარმოსახვის ნაწილია ყველაფერი… თოთქოს ილუზიაში ამყოფებ შენს თავს.. არასდროს არავის არ უნდა ენდო ისე ღრმად როგორც საკუთარ თავს.. საკუთარი ჩრდილიც კი გტოვებს სიბნელეში შესვლისას… არავის უნდა მისცე უფლება შეეხონ შენს სულ.. და თქვიანთი ბინძური ხელები აფათურონ შენში… არ უნდა გეგონოს ისე მოგექცევიან როგორც შენ ექცევი, არც ის უნდა გეგონოს რომ რამეში დაგინდობენ… გადაგივლიან ისე როგორ ზვავი გადაივლის ხოლმე მთებს, შეუბრალებლად. ისე გაგასწორწბენ მიწასთან წამოდგომის სურვილი და არც ძალა აღარ შეგრჩება. დაგაბრალებენ რომ ვერ არჩევ ვინ მეგობარია და ვინ შეყვარებული. თავის შეცდომას შენ მოგაწერენ და დამნაშავესაც შენ გამოგიყვანენ. რამდენად საინტერესო, იდუმალი, ამოუცნობები არიან ადამიანები იმდენად აუტანელი, მატყუარა და ჩამოუყალიბებლები. მარტივად ყოველგვარი ემოციების გარეშე უყრებენ ყველაფერს. ისე იქცევიან თითქოს ადამიანს რომელიც გრძნობებით და ემოციებით უნდა იყოს სავსე ისეთს კი არ ელაპარაკები არამდე ფიტულს რომელსაც გრძნობები არ გააჩნია, რომელიც მარტივად გადაგიავამს ხაზს და ისე მოიქცევა თითქოს არც ყოფილხარ მის ცხოვრებაში. რამდენად უგულო შეიძლება იყოს ადამიანი? ამაზე ალბათ პასუხი არავის აქვს, ეს იმდენად ღრმა და ენით აუღწერელი მდგონარეობაა. და მაინც შენ მკითხველო რატომ არიან ადამიანები უგულოები? რატომ იღებენ სიამოვნებას სხვისი დამცირებით, ტანჯვით? რატომ აძლევენ ერთმანეთს იმედებს რომელსაც თვალის დახამხამებაში ნაცარტუტად აქცევენ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.