ძალდატანებული ქორწინება 32 თავი
თათია აწყლიანებული თვალებით უყურებდა საყვარელი მამაკაცის პროფილს.მისი გონება ფიქრმა წაიღო, იმაზე ფიქრმა თუ, ამჯერად თავად როგორ ატკინა მას, ვინც ამ ქვეყნად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. -გინდოდა რომ მეპოვე?-უცნაური ტონით ჰკითხა ბიჭმა და მაშინვე მისკენ მიიხედა, მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა -ძალიან მჭირდებოდი-გულწრფელად უთხრა გოგონამ და მომენტალურად მზერა აარიდა -თათია-ალექსანდრე მისკენ გადაიხარა, ცივი ხელი ყურს უკან, თმებში შეუცურა და თავი თავისკენ მიატრიალებინა, მათი არეული თვალები ისევ შეხვდა ერთთმანეთს -ძალიან მიყვარხარ-მხოლოდ ეს უთხრა და იმავე წამს შეაწება გაცრეცილი ტუჩები მის მთრთოლარე ბაგეებს. გაგიჟებული ზაზა, რომელიც ბოლო იმედად სწორედ იმ პარკში მივიდა, სადაც თათიას ბავშვობიდან უყვარდა მათთან ერთად სიარული, მანქანიდან სწრაფად გადავიდა და შვილის ძებნა დაიწყო, რატომღაც გული იგრძნობდა რომ სწორედ აქ მოვიდოდა თათია, ერთ-ერთ სკამზე ზურგით მჯდომ წყვილს რომ ჰკიდა თვალი გული უსიამოდ შეეკუმშა, მაშინვე მათკენ გაემართა აღელვებული იმის იმედად, რომ ეს თათია და ალექსი იქნებოდნენ და სწორედ იმ დროს მიუახლოვდა, როცა მათი ტუჩები ერთმანეთს შეეწება, ამ წამს ინატრა ნეტა ისინი არ იყვნენო, მაგრამ იმედები გაუცრუვდა, მარამდენიმე წუთის განმავლობაში უცნაური მზერით მიაჩერდა მათ, ძალიან მოუნდა გიჟივით მივარდნოდა ალექსანდრე ჯიშკარიანს, რამე დაეშავებინა მისთვის თათია კი წამოეყვანა, მაგრამ ნაბიჯის წადგამ ვერ შეძლო წინ... არ უნდოდა კიდევ ერთხელ გული ეტკინა შვილისთვის, რომელსაც არაერთხელ მოუწია პასუხის გება მისი დაშვებული შეცდომებისთვის, მოულოდნელად ბრაზისგან და მრისხანებისგან ხელები აუკანკალდა და მოწოლილი გიჟური ემოციების დასახშობად ძლიერად მომუშტა, მაშინვე მოტრიალდა და ლიკას დაურეკა -ზაზა იპოვე?-ჰკითხა ატირებულმა ქალმა -ჰო პარკშია... როგორც ვფიქრობდით -დამალაპარაკე -მარტო არაა-ბრაზნარევი ტონით უთხრა კაცმა -ალექსანდრეც მანდაა?-შეიცხადა ლიკამ -ჰო აქ ბრძანდება, არც კი იციან მეც რომ აქ ვარ -კარგი მოეშვი მაშინ და წამოდი -თავს ძლივს ვიკავებ რომ არ მივვარდე და ... -ზაზა!-გაუბრაზდა აღელვებული ლიკა ქმარს- ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე? ძალიან გთხოვ თავი შეიკავე და ბავშვებს თავი დაანებე... -ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ატანა, იმის მიუხედავად, რომ თათიას ვუთხარი, როგორც სწორად ჩათვლიდა ისე მოქცეულიყო მაინც მიჭირს იმ აზრთან შეგუება რომ ეს ორნი ერთად არიან! -ზაზა ძალიან გთხოვ სახლში დაბრუნდი და ბავშვებს შეეშვი, თათიამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე... -ასე მარტივი არააა-გაცეცხლებული კაცი მანქანაში ჩაჯდა-საღამოს კი ვუთხარი წადი მასთან-მეთქი მაგრამ ახლა ერთად რომ დავინახე ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა -მორჩი! თათიას უფლება აქვს ბედნიერი იყოს! და თუ ამ ბედნიერებას ალექსანდრე ჯიშკარიანში იპოვის ამას უხმოდ და უსიტყვოდ უნდა შევეგუოთ -ზაზა შვილო-ირინამ ტელეფონი გამოართვა აღელვებულ რძალს -ლიკა ცუდად გამოიყურება, უარესად ნუღარ ანერვიულებ, ისედაც ფერი არ ადევს სახეზე, სახლში დროზე მოდი -კარგი კარგი მოვდივარ-დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა და გაუთიშა, ერთხელ კიდევ გახედა ჩახუტებულ წყვილს, გაავებულმა საჭეს ხელი დაარტყა და მანქანა დაქოქა. ალექსანდრე მომღიმარი სახით უყურებდა თვალცრემლიან ცოლს -საშინლად მოგექეცი-აღმოხდა აღელვებულ გოგონას, მომენტალურად ხმა ჩაუწყდა და ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე -დავიმსახურე -ჩავარდნილი ხმით უთხრა ბიჭმა და ცივი თითებით ნაზად მოაშორა ცრემლები -მე მართლა არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი...- განაგრძნობდა თათია სლუკუნით-მითუმეტეს იმ ყველაფრის მერე რაც ჩვენს შორის მოხდა -მე, ვიცი...-მოღუშული სახით უთხრა აღელვებულმა ალექსმა ცოლს -გინდოდა რომ მეც იგივე ტკივილი განმეცადა რაც შენ -არა, მე ასეთი საშინელი ადამიანი არ ვარ, მართლა არ ვარ-თათია თავი გასწია და ღამის სიბნელეში ჩაკარგულ სივრცეს გაუშტერა თვალი -ეს გაუაზრებლად გავაკეთე... ჰო მინდოდა, მთელი ეს დროს ძალიან მინდოდა, რომ შენთვის სამაგიერო გადამეხადა იმ დამცირებისთვის და ტკივილისთვის რისთვისაც თავის დროზე წარბის შეუხრელად გამიმეტე... მაგრამ... -მაგრამ მიხვდი რომ შემიყვარდი-გაეღიმა ბიჭს -ჰო-დაეთანხმა თათია და მისკენ მიიხედა- მივხვდი... და ამ ყველაფერმა გამაბედნიერა, თუმცა... -ლაპარაკი უჭირდა უკვე- თუმცა, ჩემს მიერ მოყნებულ ჭრილობებს იმხელა ძალა ჰქონდათ რომ... -რომ ამის დავიწყება დღემდე ვერ შევძელი-გააგრძელა თათიამ მისი გაწყვეტილი წინადადება და თავი დახარა -მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ მიყვარხარ -გულწრფელად გეტყვი, თავიდან მართლა შემეშინდა... მეგონა სამუდამოდ დაგკარგე... თუმცა მალევე გავაცნობიერე რა იყო რეალურად შენი ასეთი ქცევის მიზეზი და ყველანაირი, ღელვა, შფოთი, შიში და სასოწარკვეთა ერთ წამში გავფანტე... იმიტომ, რომ მივხვდი ის ღამე, შენი სიყვარულის, ნამდვილი გრძნობების და სურვილის გამოხატვა იყო თავიდან ბოლომდე, რადგან შენ ისევ ჩემი გახდი და მერე გამექეცი -ალექსანდრე-გოგონამ მისკენ მიიხედა და მზერა გაისწორა -მე შენთვის ტკივილის მოყენება სულ მინდოდა, გუშინ რაც ჩავიდინე... ალბათ გამიზნულად გავაკეთე... მაგრამ მინდა იცოდე, რომ დღემდე ისევ ისე ძლიერად მიყვარხარ როგორც მაშინ, როცა ჩემი გული, სული და სხეული პირველად მოგანდე... მაგრამ ამ მიზეზით განქორწინებაზე უარის თქმა მაინც არ შემიძლია და მინდა რომ გამიგო... -ყველაფერი ისე იქნება შენ როგორც მოისურვებ... მე წინააღმდეგობას არ გაგიწევ, მაგრამ იცოდე რომ ამ მიზეზით უკან დახევას და შენზე უარის თქმას არ ვაპირებ -არც მიფიქრია-გაეცინა გოგონას და გამომწვევი მზერით მიაჩერდა ამღვრეულ თვალებში ქმარს -მიყვარხარ-მომღიმარი სახით უთხრა აღელვებულმა ალექსმა ცოლს და ტუჩებზე დააცხრა იმდენად მოულოდნელად, რომ თათია საშინლად დაიბნა და დაიძაბა -წავიდეთ თორემ სიცივისგან ერთიანად კანკალებ უკვე და მალე გაიყინები-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან მომღიმარი სახით ბიჭმა სუნთქვა აჩქარებულ ცოლს და ჩურჩულით განაგრძო -სადმე უკეთეს ადგილას... კოცნაში უნდა გამეცადინო -აუტანელო-გოგონა გაებუტა და მაშინვე ფეხზე წამოდგა -თათია-ალექსიც მაშინვე ადგა და თავისკენ შეატრიალა მიბრუნებული ცოლი, მისი სახე ხელებში მოიქცია და ისევ მის ტუჩებს გაუშტერა დანისლული ჭაობისფერი სფეროები, თათია თავისთავად დაიძაბა, ბიჭმა იგრძნო ეს ამიტომ უბრალოდ შუბლზე აკოცა, ხელი ჰადახვია და თავისი მანქანისაკენ წაიყვანა -ჰო მართლა მამაშენმა არ იცის შენზე არაფერი და საშინლად ღელავდა... დაურეკე უუთხარი რომ კარგად ხარ -ტელეფონი დამიჯდა... შეგიძლია რომ შენ დაურეკო? -უცნაური მზერით ახედა გოგონამ ქმარს -კარგი როგორმე მოვახერხებ მასთან ადამინურ ენაზე საუბარს-უკმაყოფილო ტონით უთხრა და მაშინვე დაურეკა -ალექსანდრე-გაისმა კაცის გაღიზიანებული ხმა იმავე წამს -თათია ჩემთან ერთადაა, არ ინერვიულოთ კარგადაა... ამის სათქმელად დაგირეკეთ -ვიცი-დაუღრინა ზაზამ -ნუ თქვენ? აქ... -ჰო მანდ ვიყავი მოსული თათიას საძებრად და გნახეთ, იცოდე ჩემს შვილს გულს კიდევ ერთხელ თუ ატკენ მე და შენ სხვანაირად გავსწორდებით -თათია მიყვარს და გულს არასოდეს ვატკენ-ზემოდან დააცქერდა ბიჭი მომღიმარ ცოლს და ცხვირზე აკოცა. ლიკამ გამთენიისას უფრო ცუდად იგრძნო თავი -საავადმყოფოში წავიდეთ-აბუზღუნდა ირინა -არ მინდა, კარგად ვარ... უბრლოდ გადავიღალე სულ ესაა -კარგად არ ხარ-გაბრაზდა ზაზა -რამდენი ხანია თავს ცუდად გრნობ! სახეზე ფერიც არ გადევს! ვერაფერს ჭამ ყველაფერი ცუდად გხდის! სუსტად ხარ -ზაზა აზვიადებ-გაეცინა ლიკას -სულ რამდენჯერმე ვიგრძენი თავი შეუძლოდ სულ ესაა -მეც ძალიან ვღელავ შენზე-დაეთანხმა ირინა შვილს -ასე არასდროს ყოფილხარ -კარგად ვარ-ქმარს გახედა რომელიც მოღუშული სახით უყურებდა -მართლა-მის დასარწმუნებლად თ მტკიცედ თქვა და ნელ-ნელა თვალთ რომ დაუბნელდა კედელს მიაბჯინა ხელი რომ წინასწორობა შეენარჩუნებინა -ამის დედასაც შევ.ცი-გიჟივით წამოვარდა ზაზა სავარძლიდან ცოლს მივარდა და უკვე უგონოდ მყოფი ქალი ხელში აიტაცა. აღელვებული, შეშინებული და დაბნეული ზაზა გიჟივით გადი-გამოდიოდა საავადმყოფოს მიმღებში -დაჯექი! თავბრუ დამეხვიე უკვე!-გაუბრაზდა ირინა შვილს -ყველაფერი კარგად იქნება... ალბათ გადიაღალა მართლა... ადვილი ხომ არაა სახლის დაცლა, ახალში გადაბარგება...მერე თათიას ამბები... -დედა ნუ ცდილობ დამამშვიდო!-გაბრაზდა კაცი- უკვე დიდი ხანია ასეა -საჭმელს ვერ ჭამდა, უმადობა აწუხებდა, ყველაფრის სუნი აღიზიანებდა... და დასუსტდა ალბათ, ნუ გეშინია ასე ძალიან, კარგად იქნება -იმედია, იმედია კარგად იქნება თორემ შევიშლები რამე სერიოზული რომ იყოს -დაწყნარდი... ასე ნუ გიჟდები... დაველოდოთ... სისხლის ანალიზი ხომ აუღეს? შეიძლება უბრალოდ ანემიაა... მიდი თათიასაც დაურეკე მოვიდეს, აგერ ბაჩოც მოვიდა-ხელი დაუქნია -უკვე დავურეკე გათიშული აქვს -ალექსანდრეს დაურეკე მერე-შეიცხადა ირინამ -არ მინდა მასთან ლაპარაკი -დაურეკე-მეთქი!-გაუბრაზდა ირინა გაცეცხლებულ კაცს-მიდი მიდი დაურეკე, ხომ იცი, რომ თავს ვერ აარიდებ აწი მასთან ურთიერთობას? -ამის დედაც-დაიღრინა ზაზამ, ფეხზე წამოვარდა და ეზოში გავიდა, კარგა ხნის ფიქრის მერე ალექსის ნომერი აკრიფა -ბატონო ზაზა?-გაისმა ბიჭის დაძაბული ხმა პირველივე გაშვებული ზარის შემდეგ -ლიკა ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოვიყვანეთ... -როგორააა? რამე სერიოზულია? -ჯერ არ ვიცით -მისამართი მითხარით ახლავე მოვიყვან თათიას- ზაზამ უკარნახა, ალექსმა გაუთიშა თუ არა დაძაბული მზერით მიაჩერდა ცოლს -რაღაც უნდა გითხრა ოღონდ არ მინდა რომ ინერვიულო -მოხდა რამე? მამა უმიზეზოდ არ დაგირეკავდა... -დედაშენი შეუძლოდაა და საავადმყოფოში წაიყვანეს -რააა-ფეხზე წამოვარდა შეშინებული გოგონა -წავიდეთ-ალექსიც წამოდგა, მაგიდაზე ფული დაყარა, ცოლს ხელი ჩაკიდა და კაფე მასთან ერთად დატოვა. ზაზა მოღუშული სახით უყურებდა ცოლს -გთხოვ ნუ მიბრაზდები-შეეხვეწა ლიკა -დედა-თათიამ პალატის კარი შეაღო და აღელვებული მივარდა ქალს, ხელები კისერზე შემოხვია თავზე აკოცა -ნუ გეშინია დედას სიხარულო კარგად ვარ-გაუღიმა ლიკამ შვილს და მზერა ისევ ქმრისკენ გაექცა რომელიც პალატაში შემოსულ ექიმს საძაბული სახით მიაჩერდა -არ ინერვიულოთ ყველაფერი რიგზეა-მომღიმარი სახით მიაჩარდა სათვალიანი, ჭაღარა თმიანი ქალი აღელვებულ კაცს, რომლისთვისაც ეს სიტყვები ვერ გახდა დამშვიდების მიზეზი -ანუ საშიში არაფერია?-ჩაეკითხა ზაზა ეჭვით -არა, საშიში ნამდვილად არაფერია-უცნაურად გაეღიმა ექიმს -კი მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რაღაც მიზეზითაა გამოწვეული?-შეიცხადა კაცმა -დიახ რა თქმა უნდა... -დაეთანხმა ქალი და ლიკას გახდა -არსებობს ერთი პატარა, ძალიან პატარა და მნიშვნელოვანი მიზეზი რის გამოც ეს ყველაფერი ხდება-ქალმა ისევ ზაზას გახედა -გილოცავთ თქვენ მალე მამა გახდებით-ამ სიტყვების მოსმენისას ბედნიერების გიჟურმა ტალღამ გადაურა დაბნეულ კაცს, რომელმაც რამდენიმე წამის განმავლობაში ერთდროულად დაკარგა მეტყველების, აზროვნების და მხედველობის უნარი... სათქმელ სიტყვებთან ერთად აზრებიც დაეფანტა და იმდენად აირია, რომ წესირად ვერც კი აცნობიერებდა ექიმის ნათქვამი სიტყვების განსაკუთრებულობა და მნიშვნელობა. ბოლოს როცა როგორღაც დაიბრუნა აზროვნების უნარი ექიმს ჩაეკითხა -მართლა ორსულადააა? -დიახ ორსულადა -დაეთანხმა ქალი და პალატიდან გავიდა-ზაზა სიხარულისგან ლამის გაგიჟდა,როცა უკვე საბოლოოდ შეძლო სწორად აღექვა ექიმის ნათქვამი, ამ ქვეყნად ყველაზე განსაკუთრებულ სიტყვათა წყობა-მაშინვე გაოგნებულ ცოლს მივარდა და თავზე აკოცა -ლიკა ძალიან ბედნიერი ვარ-მომღიმარი სახით უთხრა და ამჯერად ტუჩებში აკოცა -უკაცრავად ჩვენც აქ ვართ-გაეცინა ბაჩოს და თათიას გახედა რომელიც ლიკაზე არანაკლებ გაოგნებული იყო ამ საუცხოო ამბით -ზაზა ვერ ვიჯერებ-ახედა თავზე წამომდგარ კაცს დაბნეულმა ქალმა -ეს როგორ... შეუძლებელია -დედა ეს ხომ ძალიან, ძალიან მაგარი ამბავია?- საავადმყოფო საწოლზე ჩამოჯდა თათია, მეორე მხრიდან და დაბნეულ ქალს ჩაეხუტა -ჰო რა თქმა უნდა -დაეთანხმა ჯერ კიდევ გაოგნებული ლიკა შვილს -უბრალოდ... მე.. ძალიან დავიბენი -ნუ გეშინია-ნიკაპზე ხელი მოკიდა ზაზამ და თავი ააწევინა ცოლს -არაფერზე ინერვიულო... -ღმერთო არ მჯერა -სახეზე ხელები აიფარა ლიკამ და ატირდა -გავიდეთ ჩვენ-ბაჩომ თათიას ხელი ჩაკიდა და პალატიდან გაიყვანა. -ასე რატომ განიცდი?-ზაზამ ხელები ჩამოაშვებინა სახიდან ცოლს, მასთან ახლოს დაჯდა და აღელვებული ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში- არ გაგიხარდა? მისი გაჩენა არ გინდა?- ჩამწყდარი ხმით ჰკითხა -არა, არა, ასე არაა-გაეღიმა ლიკას -მე უბრალოდ... ძალიან დავიბენი... სულ ესაა... როგორ შეიძლება ჩვენი პატარა არ მინდოდეს?-ზაზას ამღვრეული თვალებიდან მზერა საკუთარ მუცელზე გადაიტანა და ხელები შემოაჭდო -ძალიან ბედნიერი ვარ-სახე ზედმეტად მიუახლოვა აღელვებულმა კაცმა ცოლს, ცივი ხელი პერანგის ქვეშ შეუცურა, მუცელზე ნაზად მოეფერა და ტუჩებში აკოცა. თათია მომღიმარი სახით მიუახლოვდა ირინას და ახალი სასაიმოვნო ამბავი ახარა -რააა?-შეიცხადა ქალმა -მართლა ბებია უნდა გავხდე კიდევ? მეხუმრები ხო? -სიმართეს გეუბნები-აკისკისდა თათია -ნეტა იქ ყოფილიყავი და გენახა რა რექაციები ჰქონდათ შენს შვილს და რძალს -წარმომიდგენი ზაზა როგორ გაუხარდებოდა -ჰო თავი ძლივს შეიკავა რომ არ ეხტუნავა, ისე იყო აჟიტირებული ლამის გაგიჟდა სიხარულისგან, დედა კიდევ ვერ იჯერებდა... -სულელი ბავშვები -აკისკისდა ირინა-შენ წადი შენს ქამარს მიხედე... საწყალი ბიჭი მამაშენს თვალში რომ არ შეეჩხიროს შენობაშიც არ შემოდი და შენს ლოდინში გაიყინა ეზოში და მანქანაში, მე პალატაში შევალ და ვნახავ იმ ორ გადარეულს. თათიას მომღიმარ სახეს რომ ჰკიდა თვალი ალექსმა მაშინვე დამშვიდდა -როგორც ვხვდები ყველაფერი რიგზეა?-ინტერესით ჰკითხა და ანთებული სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია -დედა ორსულადაა-სიცილით უთხრა გოგონამ ქმარს და ალექსანდრეს გაოცებულ სახეს რომ ჰკიდა თვალი უარესი დაემართა -მაგარია-აღმოხდა გაოგნებულ ბიჭს -ანუ მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება?-თავისი ნათქვამი სიტყვების სისწორეში თავადვე შეეპარა ეჭვი და უნდობლად შეხედა ცოლს - ,,მეკაიფები ხო"?- თვალები დააწვრილა და დაჟინებით ჩააცქეედა აციმციმებულ თაფლისფერ სფეროებში -არა მართლა ორსულადაა- აკისკისდა თათია -არ მჯერა-გაეცინა ალექსს -მამაშენი აღარ ხუმრობს -აუ ნეტა დაგენახა რა რეაქციები ჰქონდათ -წარმომიდგენი რა ბედნიერი იქნება ახლა მამაშენი- ალექსანდრე ზედმეტად მიუახლოვდა ცოლს,თან ისე, რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის და განზრახ, ჯიუტად , გამომწვევი მზერით მიაჩერდა თაფლისფერ დანისლულ სფეროებში-იმიტომ, რომ მეც შევიშლებოდი ბედნიერებისგა მსგავსი ამბის გაგებისას-ხელი ნაზად და თავხედურად შეახო მის ყელს და ნელ-ნელა ქვემოთ ჩააცურა, თათიამ ამ წამს ძალიან ინანა გახსნილი რომ ჰქონდა ქურთუკი, რადგან საშინლად მოწონდა ეს შეხება, სიახლოვე და სიგიჟე, როცა ალექსანდრემ ხელი პარანგის ქვეშ შეუცურა და მისმა ცივმა თითებმა თავხედურად დაიწყეს სრიალი მის ნაზ და თბილ კანზე გოგონას უმალ გულისცემა შეუწყდა და სუნთქვა შეეკრა, გაუაზრებლად მუცელი შეზნიქა და ადგილზე გაიყინა.ალექსამდრეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კითხეში იმის გააზრებაზე, რომ თათიაზეც ისევე საშინლად მოქმედებდა მისი შეხება როგოც თავად მასზე გოგონას სიახლვე და სურნელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.