შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გაზაფხულის ყვავილი"


7-07-2021, 17:36
ავტორი spring flower
ნანახია 1 151

შესავალი
ოცნება, ეს ის არის, რასაც ვერ იტანს...
სძულს არარეალური სამყარო..
სძულს ის, რაც არ იცის ნამდვილად მოხდება თუ უბრალოდ ილუზიის ნაყოფია...
გოგონა, რომელიც საკუთარ თავს გაზაფხულის ყვავილს უწოდებს.


I
გაზაფხულის ყვავილი თვლის, რომ უკვე საკმარისად დიდია, აღარ ოცნებობს, თუმცა ჰგონია მოქმედება უფრო აღმატებულია, ვიდრე ცარიელი ფიქრები.
პატარა როცა იყო ხშირად ესმოდა, ნუ ოცნებობ, იმოქმედეო, ამგვარად იგი ჩამოყალიბდა უფერულ ადამიანად, რომელიც მხოლოდ მოქმედებს და არ იცის რისთვის, არ აქვს ოცნებები, ზედმეტად ქანდაკების მაგვარია (ანუ ცარიელი) შინაგანად , მოქმედება სასიამოვნო გრძნობებს არ აღუძრავს, რადგან არ იცის რომელია კენწერო, რომელიც უნდა გატკბილდეს...


II
გაზაფხულის ყვავილმა გადაწყვიტა ის შეცვალოს რაც მთელი ცხოვრება ესმოდა, რამაც ცხოვრება გაუუფერულა.


III
იღვიძებს.
პარასკევია.
საღამოს შვიდი საათიც მოვიდა.
გაზაფხულის ყვავილი ზამბარებიან თმას იკრავს. ემზადება წასასვლელად.
- სად მიდის?
- ოცნების საძიებლად, რომლისთვისაც იმოქმედებს.

IV
- ოცნება რა არის?
- არ ვიცი, ხშირად არ ვფიქრობ ამაზე.
- მინდა, რომ ერთად დავფიქრდეთ მის რაობაზე...
- კარგი.
ამ დიალოგით დაიწყო გაზაფხულის ყვავილისა და თავისი შინაგანი სამყაროს ურთიერთობა, ოცნებისკენ მიმავალ, დაბრკოლებებით აღსავსე, გზაზე.



V
მე ძალიან მარტო ვარ, ზოგჯერ მკლავს ჩემი მარტოობა. მართლა რთულია, როცა ემოციურად ყველასგან განყენებული ხარ. გუშინ ჩემს ბოლო იმედსაც ბზარი გაუჩნდა... ნეტავ გამრთელდეს და ამისთვის ყველაფერს გავიღებ... როგორ მტკივა... ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო, არა ქარმა კი არა იმ ხალხმა, რომელიც მიყვარდა, ეს პატარა გოგო უფრო დამაპატარავა, გამაქრო.
- რატომ დაირქვი გაზაფხულის ყვავილი?
- იმიტომ, რომ გაზაფხულივით შფოთვით ვარ სავსე, ვიღვიძებ, მაგრამ ჩემში სულ წვიმს, ყვავილებით ვარ სავსე, მაგრამ გარშემო ყველა სარეველაა, გაზაფხულის ყვავილი იმიტომ დავირქვი, რომ ჩემში გაზაფხულია, სიცოცხლის დრო, თუმცა მე მაინც ვჭკნები...


VI
საღამოს შვიდი საათია...
ლამაზ ბაღში სკამზე ჯდება, ყველასგან ზურგით. თავისი ოცნების მოლოდინში, რომელსაც ძალიან სთხოვა მოსულიყო. ის თუ არ მოვა...
მუსიკის ხმა ისმის.
ბავშვების ჟრიამულია.
ო, როგორ უყვარს როიალის ხმა.
- „გამოჩნდი გთხოვ“ - ამ ფრაზას იმეორებს გულში, თავში და საერთოდ ყველგან, მთელი სხეულის მასშტაბით.

VII
ფეხის მძიმე ხმა ისმის, კენჭების ჩხარუნი, შარვლის ჯიბეში ჩაყრილი ხურდების გამაღიზიანებელი ხმა, გაზაფხულის ყვავილი სიამაყეს არ ღალატობს, უკანაც არ იყურება, თუ ისაა მოვა, მიცნობს, დამიბრუნდება...
გაზაფხულის ყვავილს ოცნება ეწვია...

VIII
არაფერია სამუდამო...
ვინ იცის რამდენ ხანს დაბრუნდა გაზაფხულის ყვავილის ოცნება, ოცნება, რომლისთვისაც იმოქმედებს, საკუთარ თავს გადადებს.
იქნებ ზეცაში მოთავსებულმა იმედის წერტილმა და რწმენამ გამონაკილი დაუშვას მისთვის, პატარა ზამბარებიანს ეს ოცნება სამუდამოდ სჭირდება, სხვანაირად ვერცერთ სამყაროში ვერ იარსებებს...

IX
- „ნუ ოცნებობ, იმოქმედე!“ - ამბობს ამოუცნობი ხმა.
- თუმცა ამისთვის ჯერ სამუდამო ოცნება იპოვე - აუღელვევლად ამბობს გაზაფხულის ზამბარებიანი ყვავილი.



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

სევდიანი ხარ, შენს გრძნობებს კარგად გადმოსცემ. heart_eyes [hide][/hide]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent