შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-თეთრი ნისლი- 2


11-07-2021, 00:12
ავტორი თვეთნედინა
ნანახია 9 430

როგორ ფიქრობთ,შიშს ეშინია ადამიანის თუ ადამიანს შიშის?! ყველა შემთხვევაში შიში ყველა ცოცხალი არსებისთვის ცხოვრების თანამგზავრია. მე შემიძლია გითხრათ,რომ ამ მთებს შორის ცხოვრობს ხალხი,რომელთათვისაც შიში უბრალოდ სიტყვაა და მას არ აქვს არანაირი დატვირთვა ცხოვრებაში,შეუძლიათ მისი მართვა,კონტროლი და თავის ხელში აყვანა.

-შენ არ გასწავლეს,რომ ღამე სახლიდან გაპარვა არ შეიძლება?
-არა,მე მხოლოდ საკუთარი თავი მასწავლის და მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენ!
-და იცი,რომ ასე კარგს ვერაფერს მოიმკი?!
-ჰაჰ,ჩემი ძმებივით ლაპრაკობ,არადა...
ისევ გაისმა განწირული ქალის კივილი,საშინელ სიჩუმეში კი ეს ხმა საზარელი იყო,თითქოს მის ტკივილნარევ ხმაში იყო ჩამალული ისტორია,ისტორია,რომელიც მხოლოდ ჩურჩულით უნდა მოგეყოლა... თითქოს ყვებოდა ქალი ამ ამბავს,მაგრამ რაღაცას მალავდა,რაღაც ბოლომდე არ იყო ნათელი,თუმცა ამ ამბავში ნათელი,მხოლოდ ამ ქალის განწირული კივილია. სიბნელეში რთულად გაარჩევდით ბიჭის ნაკვთებს,მაგრამ მისი თვალები... შავი,ზუსტად ამ სიბნელის მსგავსი... გაბრუნდა და მისი შავი ცხენით სადღაც გაუჩინარდა დინა კი იდგა ასე გაკვირვებული და უსმენდა ქალის განწირულ გმინვას.
-დინა,რას აკეთებ მანდ,დროზე სახლში შემოდი,არავინ დაგინახოს
-ოსანა,ეს რა ხმაა?!
-არ არის საჭირო ყველაფერი იცოდე!
-თქვენ სულ ასე მეუბნებით,მე არ ვარ ამ ოჯახის წევრი?! როგორც შენ და სვა დანარჩენებს აქვთ იმის უფლება,რომ ყველაფერი იცოდნენ ისე მაქვს მეც!
-საერთოდ არ მესმის აქ რატომ ჩამოგიყვანეს,აქ უსაფრთხოდ არ ხარ,დინა
-ბავშვი არ ვარ,ოსანა. შემიძლია საკუთარი თავი დავიცვა და მივხედო.
-5 წლის წინ ყანსავ აბლანი მოკლეს ,სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა წადი,დაიძინე,ხვალ მნიშვნელოვანი დღეა.
დინას ხმის ამოღების უფლებაც არ მისცა,ისე გაბრუნდა და გაუდგა საძინებლის გზას. დინა კი დარჩა ასე, უამრავი კითხვით სავსე,დაბნეული და გაკვირვებული "ვინ მოკლა?" "ან ამდენი წლის შემდეგ ისევ რატომ გლოვობენ?!" "ამ ამბავთან ჩემი ოჯახი რა კავშირშია" "ხვალ მნიშვნელოვანი დღე რატომაა?!"

დილას ქალების ქოთქოთის ხმამ გააღვიძა დინა,დერეფანში გავიდა,მაგრამ ვერავინ ნახა,ოთახში შებრუნდა და აივანზე გავიდა,გადახედა მთებს,მინდვრებს და ულამაზეს სახლებს,კოშკებს... ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და სულიერ სიმშვიდეს დაეუფლა,როდესაც ქვემოდან ქალის ხმა მოესმა
-დინა,მოწესრიგდი და ჩამოდი მალე,დახმარება გვჭირდება...
-ახლავე.

აიზა,დინას დედა ულამაზესი ქალბატონი გახლდათ,უჭკვიანესი,ძალიან სათუთი და თავისებურად მკაცრი ქალბატონი, რომელიც ძალიან კარგად ერკვეოდა დიპლომატიურ საკითხებში. სათემო ყრილობებზეც თავისუფლად დადიოდა და მის აზრს განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭებოდა ხშირ შემთხვევაში.

-აქ რა ხდება,დედა
-სტუმრები გვყავს დღეს,დინა. მნიშვნელოვანი ხალხია მამაშენისთვის და შენი ძმებისთვის.
-ოსანა სადაა?!
-დედესთან ერთადაა გასული.
-დედა,ყანსავ აბლანი ვინაა?!
აიზას ხელიდან დანა გაუვარდა,მძიმედ სკამზე დაეშვა და ერთ ადგილს მიაშტერდა...

-დედა,რა გჭირს?!
-აღარასდროს ახსენო მისი სახელი,დინა!
-კი მაგრამ,რატოომ?! დედა,რას მალავთ ასეთს,რომ ამაზე არავინ საუბრობს,რა ხდება?!
-დინა,ნუ მაიძულებ,რომ ისევ იმ წყეულ ქალაქში გაგაგზავნო!
-ამას არ იზამ,ვერ გავედავთ!
-ვიზამ თუ მაიძულებ,ნუ ინტერესდები იმ თემით,რომელიც შენ არ გეხება!
-და თუ მე არ მეხება რატომ მიმალავთ?
-ამაზე საუბარი არ შეიძლება.

-რა ხდება,რა ხმაურია?
-ადაი,შენი შვილი არ მიჯერებს,ჯიუტობს


მამა-შვილი სამზარეულოდან გარეთ გავიდნენ. რატომღაც ვერ გაბედა მამისთვის ეკითხა,ვინ იყო ყანსავ აბლანი,მაგრამ ინტერესი კლავდა,ძალიან უნდოდა გაეგო მისთვის უცნობი,იდუმალი ამბიდ დეტალები...

-ამ მთებს შეხედე,რამდენი რამ აქვს ნანახი. მეც ბევრი რამ ვნახე,მაგრამ ამ სილამაზეს ვერც კი შევედრები. მამაჩემი ხშირად ამბობდა,სანამ საყვარელ ადამიანს არ დაკარგავ მანამდე ვერ გაიგებ ცხოვრების სიმწარეს. ბიძაშენის დაკარგვის შემდეგ ყველანაირი სიმწარე განვიცადე,მაგრამ არ დავეცი,შვილო!
-მამა,მინდა,რომ შენ გგავდე!
-მგავხარ კიდეც.
თბილად გადაეხვია ერთადერთ ქალიშვილს ადაი ბეჩიანი,შუბლზე ნაზად აკოცა და კოშკში შევიდა.

დინა თავის საუკეთესო მეგობართან,მეშხესთან ჩავიდა. მეშხე ულამაზესი,შავი ცხენი იყო,ბზინვარე ბეწვით. ის და დინა დათარეშობდნენ გოროზი მთების პირისპირ,სადაც უნდოდათ და როცა უნდოდათ. მონატრებულზე ბევრი კოცნა დინა,ჩვეულად შემოაჯდა და თამამად გააჭენა,ეს ორივესთვის ერთგვარი სიამოვნება და თავისუფლების აღქმა იყო. დრო ისე გაეპარა დინას ვერც კი მიხვდა როდის ჩამობნელდა,თურმე შორსაც ყოფილან სახლიდან. სიამოვნების გასახანგრძლივებლად ნელა გაუდგნენ გზას.

-ჯირითიც საკუთარმა თავმა გასწავლა?
დინა შეკრთა,არ ელოდა მის ასეთ მოულოდნელ გამოჩენას.
-არა,ძმებმა
-ისევ გამოიპარე თუ იციან შენებმა სადაც ხარ
ირონიული ტონი არ შორდებოდა ბიჭს, დინას კი საშინლად აღიზიანებდა მისი ასე საუბარი
-ირონიული ტონი მოიშორე ისევ შენთვის აჯობებს
-შენს ადგილზე ბევრს არ ვილაპარაკებდი
-დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე
-ვიცი.
-როგორი უტაქტო ხარ
-კომპლიმენტად მივიღებ.
-ვინ ხარ,რა გინდა?!
-ბედან აბლანი!
-აბლანი?!
-რამეს ხომ არ გეუბნება?!
სიბნელეში გაიფანტა მისი თითოეული ნათქვამი სიტყვა და გაიყოლა დინაც ამ ფიქრებმა,თითქოს ისეთი რაღაც გაეგო,რამაც ახადა ყველაფერს ფარდა...



№1 სტუმარი M

ძალიან მომწონს, იმედია სევდიანი დასასრული არ ექნება )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent