შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-თეთრი ნისლი-


10-07-2021, 00:53
ავტორი თვეთნედინა
ნანახია 1 471

ჩვენს კუთხეში შურისძიება,
ადათი,ტრადიციები ხალხზე და გოროზ მთებზე მაღლა დგას. ვერავინ ბედავს მას წინ გადაუდგეს.ხალხიც კი არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას,რომ რაიმე ადამიანურმა გრძნობამ გადაფაროს დიადი ტრადიციები... უამრავ ისტორიას,ლეგენდას თუ თქმულებას მოისმენთ აქ,ამ ხალხსა და მთებდ შორის მომხდარს... აქ სამართალს იპოვი,რომელიც საუკუნეების მანძილზე ვერავინ დაანგრია. იპოვი ხალხის მიერ დაკანონებულ კანონს, ამ კანონებით გადარჩენილ თუ გაუბედურებულ ხალხს,თუმცა ყველაფერი სამართლიანად ხდება.

აქ დილაც კი სხვანაირია,განსაკუთრებული და ლამაზი. ყოველ დილა თავისებურად სხვანაირი თუმცა ხდება ასეც...
აბლანების ოჯახიდან ისმის განწირული კივილი. ქალის კივილი,რომელმაც მთები შეძრა,ცა და მიწა წამში გააერთიანა და ყველას თავზე დაამხო! აქ სისხლს არავის არჩენენ,არავის პატიობენ დაუშვებელ შეცდომას და ბორძიკს.
გადაემტერა ორი გვარი.

-მამაჩემის სისხლს არავის შევარჩენ!
-ბედან,შვილო გონივრულად უნდა იმოქმედო ახლა,სხვები არ უნდა დაზარალდნენ.ჩვენი ტრადიციები სულ სხვა რამეს გვეუბნებიან და სხვანაირად უნდა მოვიქცეთ!
-კარგი,მოვიქცეთ ისე,როგორც ამას ტრადიციები მოითხოვს,მაგრამ... უშუალოდ მასზე შურისძიება მხოლოდ ჩემზეა!
-მე,უხუცესი კაცი ვარ,მახვში. ამ მთების თვალწინ რაც ოდესმე მომხდარა,ალბათ იმაზე ნაკლები არ უნახავს ჩემს თვალებს,მაგრამ ის ზუსტად ვიცი,ბედან,რომ შურისძიება კაცსს კარგს არაფერს მოუტანს!
მოხუცი ნელი სვლით ადგა საკურცხილიდან და გარეთ გავიდა.

-დინა,სახლიდან გასვლა გეკრძალება!
-კი,მაგრამ რატომ?!
-ერთი ნათქვამი რატომ არ გესმის?!
-დავიღალე!
-ყველა დაღლილია!
გულმოსული დინა ეზოში გავარდა და ბეჩიანების მინდორზე დაეშვა,ბოლოს გაჩერდა,ღრმად ჩაუშვა უსინდისოდ სუფთა ჰაერი ფილტვებში და უსუსური იქვე ჩაეშვა. უკუნით სიბნელეში მჯდომი პატარა გოგო!
ტურილით დამშვიდებული ადგა და სახლის გზას აუყვა. დამშვიდებული საძინებელში შევიდა და საწოლზე წამომჯდარს უმალვე ჩაეძინა.

ამ მინდვრებს,მთებსა და მდინარეებს შორის საუბარი არ წყდებოდა შურისძიებაზე,რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელი და ინტერესის სფერო იქნებოდა მომავალში,ამაში კი ყველა დარწმუნებული იყო რატომღაც.

შუაღამე კვლავ კივილმა გააღვიძა დინა,კივილმა,რომელმაც შესძრა ირგვლივ ყველაფერი. გოგონა კი ცქმუტავდა,აინტერესებდა რა ხდებოდა,რა ხმები იყო... თუ გაგიჟდა და ელანდებოდა,არც თვითონ იცოდა არაფერი,თუმცა ერთი რამ ნამდვილად აშკაარა იყო. დინას უნდოდა გაქცევა!
ფანჯარა გამოაღო,რადგან მისი გასვლა არც ძმებს და არც სხვა ოჯახის წევრებს არ გამოეპარებოდათ. ნელი სვლით ჯერ ერთი ფეხი გადადო,შემდეგ მეორე და მსუბუქი ბიძგით მეორე სართულიდან გადმოხტა. ამაყად უყურებდა მის ფანჯარად "არც ისეთი მაღალია როგორიც ჩანდა"

-შენ არ გასწავლეს,რომ ღამე სახლიდან გაპარვა არ შეიძლება?!
გაისმა ბოხი,მშვიდი ხმა უკუნით სიბნელეში.



№1 სტუმარი Tata

კარგი დასაწყისია კარგად წერ თუ გააგრძელებ კარგი იქნება

 


№2  offline წევრი თვეთნედინა

Tata
კარგი დასაწყისია კარგად წერ თუ გააგრძელებ კარგი იქნება

მადლობა მოტივაციისთვის<3 აუცილებლად გავაგრძელებ

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან საინტერესოდ დაიწყეთ აბა შენ იცი გელოდებით ჩვენ

 


№4 სტუმარი Ana-maria

დასაწყისი კარგია,კარგად იკითხება. ვფიქრობ საკმაოდ მძიმე ისტორია გველოდება წინ,რათქმაუნდა სიყვარულით გაფერადებული. იმედია ნათელი ფერები გაიმარჯვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. ველი ახალ თავს

 


№5 სტუმარი ეკა

რატომაარ გააგრძელეთ თეთრი ნისლი რა საინტერესო თემაზეა აგებული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent