შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (2 თავი)


14-07-2021, 10:35
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 2 543

2.
ისეთ ნოტებზე ჭიკჭიკებდა ეს ყარაჩოღელი ქალბატონი, რომ არ მომეწონა, მაგრამ ისე მიბრუოდა თავი და ისე ტრიალებდა ყველაფერი, რომ გამოძიების და ჩაძიების თავი ნამდვილად არ მქონდა.
კიდევ კარგი, ბაბუამ ვერ გაიგო ვერაფერი. ჯერ, კაცი მითხარი მთვრალი და ახლა ქალი. თან, ბაიასიც მრცხვენოდა და მერიდებოდა, ზიზღისა და ძალდატანების გარეშე რომ ზრუნავდა ჩემზე. მადლობა ღმერთს, რომ მალევე დამეძინა და ცოტა ძილში გამოვედი. დილაუთენია კი, რომ გამეღვიძა, მართალია ისევ ტრიალებდა ყველაფერი, თუმცა შედარებით ნელი და მშვიდი ტემპით. პირველ რიგში აბაზანას მივაშურე და გრილი შხაპი მივიღე. მერე სამზარეულოში გავედი, ძლიერი ყავა მოვიდუღე და მისაღებში სავარძელში მოხერხებულად მოვიკეცე. ჯერ ისევ ბნელოდა, მაგრამ შუქი არ ამინთია, რათა შემთხვევით მყუდროება არ დამერღვია ვინმესთვის. ვინმესთვის რა, ან ბაბუასთვის და ან მამაჩემისთვის, თორემ ბაიამ ისეთი ღრმა ძილი იცოდა, თავის საწოლიანადაც რომ გამოეტანა ვინმეს გარეთ, ვერც ვერაფერს გაიგებდა.
ამ მაცოცხლებელმა და ენერგიულმა სითხემ გემოზე მიშველა. თავი ცოტათი კი ისევ მიბრუოდა, მაგრამ გონება უკვე სრული დატვირთვით მიმუშავებდა და ამით მივხვდი, რომ მთვრალი აღარ ვიყავი. ბაიას უგუნებობაც გამახსენდა და დამაინტერესა რა სჭირდა. ზოგადად, ასეთი სევდიანი და უგნებოდ არასდროს ყოფილა. არ გამოვრიცხავდი, რომ ყველაფერი სამსახურის ამბებით ყოფილიყო გამოწვეული და ნერვები ქონოდა მოშლილი, მაგრამ მაინც მომინდა ყველაფრის გაგება. ფინჯანი იქვე დავტოვე მაგიდაზე და ბაიას ოთახში შევიპარე. მეგონა, რომ ეძინა, მაგრამ შევცდი. ფანჯრის რაფაზე იჯდა და ქალაქს გადაჰყურებდა. თითქოს, ნამტირალევიც მეჩვენა. გამიკვირდა, ამ ძლიერი სულის პატრონს რა ჰქონდა სატირალი?..
რომ დამინახა, მოულოდნელად შეკრთა, მაგრამ შეძლო და არაფერი შეიმჩნია.
_ახლა შიო რომ იყოს აქ, გკითხავდა, რა მთაწმინდასავით ჩაფიქრებულხარო._ღიმილით მივუახლოვდი და მეც რაფაზე ჩამოვუსკუპდი._რა გჭირს?
_მე?_გაიოცა._რა უნდა მჭირდეს? შენ თვითონ როგორ ხარ, არ გაგიარა სიმთვრალემ?_ინტერესით კი მკითხა, მაგრამ თვალებში მაინც არ შემოუხედია. მოჩვენებითი ინტერესით გადასჩერებოდა ნელ-ნელა აფუსფუსებულ ქალაქს.
_მე კი კარგად ვარ, მაგრამ შენ ვერ მეჩვენები კარგ თვალზე. პრობლემები გაქვს?
_ბაია და პრობლემები?_უდარდელად გადაეკისკისა, მაგრამ აშკარად შევატყე, რომ ნაძალადევი იყო მისი ეს მხიარული გაღიმება. გაბედა და თვალებშიც შემომხედა, ვითომ ხომ ხედავ, რომ არაფერი მჭირს და უდარდელი ვარო, მაგრამ მის შავ თვალებში აშკარა სევდა იყო ჩაბუდებული.
_მითხარი, იქნებ რამე შემიძლია და დაგეხმარები...
_შენ დამეხმარები?_აქ კი გულღიად გადაიკისკისა._მადლობა, დიდად ვაფასებ შენს შემოთავაზებას, მაგრამ არაფერი მჭირს და არც არავის დახმარება არ მჭირდება._რაფიდან ჩამოხტა, ცხვირზე მსუბუქი წკიპურტი გამკრა და ლოყაზე ღიმილით მაკოცა._ერთი ბოთლი კოკა-კოლა არ გაწყენდა, მთლად მოგიხსნიდა ნაბახუსევს და პირიდან საშინელ სუნსაც... ქალბატონმა ეთერიმ არ შეგნიშნოს სიმთვრალე, თორემ ხომ იცი რა კომუნისტი ქალია? რაღა სტალინი და რაღა ეგ. იქნებ დახვრეტაზეც კი გაგიყვანოს._გაეცინა._ახლა, აბაზანაში შევალ და შენ კი უწამლე რამე შენს თავს. მერე კი, მე გაგიყვან მანქანით სამსახურში._ხალათს და აბანოს ტილოს წამოავლო ხელი და ოთახიდან ღიღინით გავიდა.
არა, ნამდვილად რაღაც სჭირდა ამ გოგოს. მისი უდარდელობის მიღმა აშკარა სევდა იყო დამალული, მაგრამ ამის აღიარება არ უნდოდა. რახან მალავდა, ალბათ პირადულს უკავშირდებოდა. სამსახურში გამოწვეულ უგუნებობას ასე არ მოუფრთხილდებოდა.
მისი რჩევა გავითვალისწინე და მაცივარი ქურდულად დავლაშქრე, რათა ბაბუა და მამაჩემი არ გამეღვიძებინა. ცივი კოკა-კოლა რაკრაკით ჩამოვისხი მოზრდილ ჭიქაში და სიამოვნებით გადავყლურწე. მერე კი, ჩემს ოთახს მივაშურე და ტანსაცმლის გადარჩევას შევუდექი, რა ჩამეცვა სამსახურის პირველ დღეს. ვაღიარებ, ერთობ რთული მისია აღმოჩნდა ჩემთვის. უმეტესად სპორტული სტილის ტანსაცმელი იწონებდა ჩემს გარდერობში თავს. დახეული ჯინსები ნამდვილად არ გამომადგებოდა პედიატრ ქალს. არც ბებია მომიწონებდა. ჯერ მისი გამშვები პუნქტი უნდა გამევლო და შეიძლება უკანაც კი გამოვებრუნებინე. ბევრი ძებნისა და ფიქრის მერე ზედმეტად მკაცრი კლასიკური სტილი შევარჩიე. ასე უფრო საქმიანი იერი მექნებოდა და თან მოვიხდინე კიდეც კოჭებს ზემოთ "ამხტარი" შარვალი, როგოგორც ამას შიო უწოდებდა, მაქმანებიანი კრემისფერი ბლუზა და წელზე მომდგარი შავი თეთრი პიჯაკი.
ჯერ ისევ სარკის წინ ვტრიალებდი და ჩემს სილუეტს ყოველი მხრიდან მონდომებით ვაკვირდებოდი, რომ ბაიამ დაუკითხავად შემომიღო კარი და მოურიდებლად შემოვიდა ჩემს ოთახში. სარკის წინ გამოპრანჭული რომ დამინახა დიდი ინტერესით შემათვალიერა. ჩემსავით ყოველი კუთხიდან შემომირბინა და ბოლოს როგორც იქნა მომიწონა.
_რაც მთავარია "სტალინას" მოეწონები._დედამისი, ანუ ბებიაჩემი იგულისხმა და თვალი ჩამიკრა. თან ეშმაკურად შემომცინა._უნდა ვათიარო, რომ ეს სტილიც ძალიან გიხდება, როგორც სხვა ნებისმიერი სტილი, მართლაც საქმიანი ქალის იერი გაქვს. ეს კი ჩემგან._რაღაც პატარა ყუთი გამომიწოდა._სამსახურის დაწყებას გილოცავ._თან ლოყაზე მაკოცა.
გაოცებულმა დავხედე მის ხელში ჩემთვის განკუთვნილ საჩუქარს.
_Blask Opium-ი, ხუმრობ?_თვალებს არ დავუჯერე.
საჩუქარი გახარებულმა ჩამოვართვი და ფრთხილად გავხსენი. შავი, კვადრატული მინის ბოთლი ასევე დიდი სიფრთხილით ამოვაძვრინე ყუთიდან. მაჯაზე, სადაც პულსი აჩქარებულად მიცემდა სიხარულისგან, უხვად მივისხურე და სიამოვნებით დავყნოსე ძვირადღირებული სუნამო.
_არაჩვეულებრივია, განსხვავებული სურნელი აქვს!.. დიდი მადლობა!..._აკივლებული გადავეხვიე და გულიანად ვაკოცე._ჩემი საყვარელი დეიდა!.. როგორ მიყვარხარ!.._ხელმეორედ რომ ვაკოცე ჯერ მაცადა, მერე კი ღიმილით მომიგერია.
_კარგი, მეყო შენი ლოშვნა. მაცადე ახლა მეც გამოვიპრანჭო და სამსახურში წავიდე.
მაშინვე გავუშვი ხელები, მაგრამ მისი კოცნის ჟინმა ისევ წამომიარა გიჟურად და კიდევაც ჩავკოცნე. ამის მერე კი, მართლაც გავუშვი, გავანთავისუფლე ჩემი მარწუხებისგან და როგორც იქნა გავიდა თავის ოთახში ტანსაცმლის ჩასაცმელად.
მისმა ნაჩუქარმა საჩუქარმა გვარიანად გამახარა და გამახალისა. ხარბად მივისხურე მშვენიერი ჟასმინისა და ყავის ერთობლივი სურნელის მქონე განსხვავებული და გამორჩეული სუნამო და სარკის წინ ტრიალ-ტრიალში გავლიე ის დრო, რაც ბაიამ გამოპრანჭვას მოანდომა. მკაცრ და საქმიან სტილში გამოწყობილი ჩემი დეტექტივი თავზე რომ წამომადგა გაოცებული სახით, მე ისევ სარკის წინ ვპორწიალობდი.
_ლამაზი ხარ, ხო ლამაზი._დამამშვიდა._წამო ახლა, ჩაგაბარო ბებიას და მე ჩემს თავს მივხედო, თორემ დამაგვიანდება, დღეს ნამეტანი ბევრი საქმე მაქვს...
კიდევ ერთხელ შევავლე ჩემს მშვენიერ ანარეკლს სარკეში თვალი და მართლაც გავედით სახლიდან. პირველი ბაია მიდიოდა. უკან კი, მე მივყვებოდი პატრონს ადევნებული ლეკვივით. სადარბაზოდან რომ გავედით, კორპუსის ქვეშ ავტოსადგომზე ჩავედით და მუქად დაბურულმინებიან მის თეთრ ჰამერში უნდა ჩავმსხდარიყავით, რომ ვიღაც საბურავების გამაყრუებელი ღრჭიალით შემოვარდა. გაოცებული და შეშინებული ლამის დეიდაჩემის მანქანას ავეკარი გულდაფეთებული. ჩვენს სიახლოვეს კი მინაჩაწეული ვერცხლისფერი ჯიპიდან შიომ გამოყო თავი.
_შენ, ბიჭო, სრულ ჭკუაზე ხარ?!_აენთო ბაია._რა გადამიტრიალე გული?!
_ვიფიქრე, ვეღარ მოგისწრებდით._გაიღრიჭა._წამო, პახმელიაზე გამოვიდეთ._მთელი სულით და გულით დაგვპატიჟა თან.
_მადლობა, სულაც არ ვუჩივით ნაბახუსევს. თან, სამსახურში მეჩქარება...
_ადამიანის სახე არ გაქვს და ვის ატყუებ, პახმელია არ ვარო?_გაუკვირდა რაღაცით გამხიარულებულ შიოს.
ბაიამ თავისი მანქანის მინის ანარეკლში ინსტიქტურად შეათვალიერა თავისი სახის ყოველი ნაკვთი, რითაც უარესად გაახალისა შიო.
_ვაღიარებ, თვალის უპეები ცოტა შესიებული მაქვს, მაგრამ მაინც არ ვარ მაგ ოხერ "პახმელიაზე". გაშპი ახლა აქედან, უარესად ნუ ამატკიე თავი. შენი სიფათის ყურება გულს მირევს უკვე...
_შე კაი ადამიანო, მე განა დედა მიკვდება პახმელიაზე?_გაიოცა შიომ._მეც თავი მტკივა, შესიებული მაქვს სიფათი და ღებინებით ვკვდები...
_ისედაც დაძაბული ორშაბათი მელის წინ და შენ უარესად ნუ დამძაბავ თუ კაცი ხარ...
_თუ კაცი ხარო?_ახლა შიო შეფხუკიანდა მის ორიენტაციაში ეჭვი რომ შეეპარა დეიდაჩემს.
სანამ რამე პასუხს მოიფიქრებდა და ეტყოდა ბაიას, თავის ჰამერში მოხდენილად ჩაჯდა ეს ქალბატონი და მე გამომხედა.
_ჰა, მოდიხარ თუ მაგ მასხარას მიყვები "პახმელიაზე" გამოსასვლელად?
_მოვდივარ, მოვდივარ._უმალ გამოვერკვიე მოულოდნელობისგან დაბნეული. შიოს მორიდებით შევღიმე, რა ვქნა, მეჩქარება-მეთქი და ძლივს ავბობღდი ბაიას მანქანაში.
ბაიამ სიგნალი მისცა შიოს, ავტოსადგომიდან ნელი სვლით გავედით და მანქანებით გადაჭედილ ტრასაზე უკვე გიყვარდეს, თავისებური სიგიჟით გააქროლა მანქანა.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ზოგადად ენაწყლიანი დეიდაჩემი ახლა ისე დადუმებულიყო, ვეღარ ვცნობდი. არ მეჩემებოდა. თუმცა, დუმილის დარღვევასაც ვერ ვბედავდი. მაინც არ მეტყოდა არაფერს. თან, მე ჩემი გასაჭირი მქონდა. სამსახურის პირველი დღე სახუმარო თემა ხომ არ იყო? ახლა, ბებიასიც მეშინოდა. სანამ ცვლა დაუსრულდებოდა და სახლში წამოვიდოდა, მე შემამოწმებდა და ვშიშობდი, წუხანდელი ალკოჰოლის კვალი არ შეემჩნია ჩემთვის. ისე მივედით კლინიკასთან და ეზოში ისე შემიჩერა მანქანა, ვერ გავიგე. მისი დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი და შემკრთალმა შევხედე, გულთბილად შემომღიმა.
_ნუ ღელავ. ნორმალურია შენი განცდები სამსახურის დაწყებამდე. წარმატებებს გისურვებ._გადმოიხარა და გასამხნევებლად შუბლზე მაკოცა._თუ ფანჯარა გამოვნახე ჩემს გადატვირთულ გრაფიკში, მოგინახულებ. ახლა კი, თუ არ გეწყინება, გადადი, მართლა მეჩქარება.
ვითომ რატო უნდა მწყენოდა, მაგრამ მაინც მეწყინა ასე ჰაიჰარად რომ მიშორებდა თავიდან. უწადინოდ ჩავედი მანქანიდან. ბაიას უკანმოუხედავად დავემშვიდობე და შენობაში დაფარული მღელვარებით შევედი, სადაც ახალი საღებავის და რემონტის სუნი იდგა, რასაც ასე ძალიან ვერ ვიტანდი და ცოტა წამომაზიდა კიდეც. ალბათ, წუხანდელი ღრეობის ბრალიც იყო. მენთოლიანი საღეჭი რეზინი ვიტაკე მაშინვე პირში და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. სანამ კარს მიღმა არ გავუჩინარდი, მანამ ვგრძნობდი ბაიას დაჟინებულ მზერას და ეს ცალკე მაფორიაქებდა.
მიმღებში შევდგი თუ არა ფეხი, მაშინვე ღიმილით და დიდი სიხარულით შემომეგებნენ იქ მომუშავე ახალგაზრდა გოგონები. რამდენად გულწრფელად მომილოცეს სამსახურის დაწყება, არ ვიცი, მაგრამ ყველა რომ ღიმილად დაიღვარა, ეს კი უდავო იყო. ბებია თავისი კაბინეტის წინ დერეფანში დამიხვდა. კმაყოფილი მზერით შემათვალიერა, (აშკარად მოეწონა ჩემი საქმიანი სტილი.) მერე მომესალმა და თავის კაბინეტში შემიძღვა.
_აბა, როგორი განწყობით და შემართებით ხარ?_თითქოს მისი პაციენტი ვყოფილიყავი ისეთი საქმიანი იერით მკითხა.
_რა ვიცი, ძალიან კარგი._ნაძალადევი სიმხნევით ვუთხარი და ნაძალადევადვე შევღიმე. არ მინდოდა მღელვარება შეემჩნია, რადგან გამიწყრებოდა, რა განერვიულებს და რა გაღელვებსო.
_ხო და, ძალიანაც კარგი. თუ ყველაფერს ადვილად და კარგად გაართვი თავი, ჩემგან და ბაბუასგან საჩუქარი გელოდება სახლში რომ მოხვალ.
_ოჰო, საჩუქარი?_ყურები ვცქვიტე. დღეს ნამეტანი ვიყავი განებივრებული ამ მხრივ და გამიხარდა.
ცოტა ხნით კაბინეტში დამტოვა. ათასი რჩევა-დარიგება მომცა. მერე, ჩემი ბეიჯი და თეთრი ხალათი გადმომცა, რომელიც აკურატულად ქონდა დაკეცილი. ბეიჯზე ლამაზი ასოებით გაკეთებულ წარწერას რომ დავხედე, გული ისე სიამით შემიფრთხიალდა საგულეში, თითქოს ჩიტი ყოფილიყოს და გალიიდან თავის დაღწევას ცდილობდა. "პედიატრი მარიამ ილინა", რაღაც ლამაზად მომხვდა თვალში. თითები ფრთხილადაც კი გადავუსვი ბედნიერების შეგრძნებით.
ბებიამ მოთმინებით მაცადა, სანამ დავტკბებოდი მისი თვალიერებით. მერე, გამაფრთხილა, შენი კაბინეტის წინ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ცოტა ფრთხილად იყავიო, ლოყაზე გულიანად მაკოცა, ღიმილით დამემშვიდობა და ისე გამომისტუმრა კაბინეტიდან. იქიდან კი უკვე მარტომ განვაგრძე გზა.
მეორე სართულზე კიბით ავედი. ჩემი მაღალი ქუსლების კაკუნი ექოდ გაისმოდა მთელს შენობაში და გუნებაში ვითვლიდი კიდეც მათ რაოდენობას.
ჯერ დილა იყო და ხალხი იმდენად არ ტრიალებდა. ჩემი კაბინეტისკენ რომ გადავუხვიე, დერეფანში მართლაც საშინელი აურზაური იყო, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და აქა-იქ მიყრილი ხელსაწყოები და მუშების ნივთები ეყარა. ახალი საღებავის სუნმა ისევ წამომაზიდა. სულ ცოტას გადავრჩი, რომ არ ვაღებინე. უმალ შევვარდი ჩემს კაბინეტში, კარი საგულდაგულოდ მივხურე და ფანჯარა გამოვაღე ოთახის გასანიავებლად. ონკანზე ცივი წყლით დავიბანე ხელები და შუბლი გავიგრილე. დანარჩენ ადგილებში კი მაკიაჟის გაფუჭების შემეშინდა. შეუძლოდ ყოფნობამ მალევე გადამიარა. მერე ხალათი მოვირგე, ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და დაველოდე პირველი პაციენტის გამოჩენას. თუმცა, პირველ პაციენტამდე ჩემი ექთანი მოვიდა. ახალგაზრდა, ლამაზი და სიცოცხლით სავსე გოგო. მომეწონა, კარგი გოგო იყო. ეგ იყო, მხოლოდ, რომ კარგახანს მიყურა გაოცებულმა თვალებში. ალბათ, როგორც ყველა, ესეც ჩემმა ანომალიამ დააბნია. მერე კი, გულთბილად შემომღიმა და ხელის ჩამორთმევით გამეცნო.
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მომწონს რაღაც უცხო დასაწყისი ჰქონდა, როგორ მაინტერესებს ბაიას თავს რა ხდება, ძალიან საინტერესოდ დაიწყე და ველოდები გაგრძელებას ????????????❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

დიდი მადლობა შეფასებისთვის. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

დედა მოვკვდები ეხლა როდის დადებ ახალ თავს ველი მოუთმენლად კაი დასაწყისია და ინტერესში ჩამიგდეთ❤❤❤❤

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მაკა
დედა მოვკვდები ეხლა როდის დადებ ახალ თავს ველი მოუთმენლად კაი დასაწყისია და ინტერესში ჩამიგდეთ❤❤❤❤

ყოველდღე ავტვირთავ. მადლობა შეფასებისთვის
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი nanacho

სიუჟეტიც კარგია და თავად მოვლენების განვითარებაც.წერის სტილი გამართული,.მომწონს ძალიან.შიოს ხუმრობები ალამაზებს და ახალისებს ისტორიას,

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

nanacho
სიუჟეტიც კარგია და თავად მოვლენების განვითარებაც.წერის სტილი გამართული,.მომწონს ძალიან.შიოს ხუმრობები ალამაზებს და ახალისებს ისტორიას,

მადლობა შეფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ შიოს პროტოტიპი რეალურად არსებობს და ხშირად მახალისებს თავისი ხუმრობებით. თუ კითხოლობს ახლა ამას, უეჭველი ამოიცნობდა თავის თავს თავისი ხუმრობებით.
--------------------
მშვილდოსანი

 


№7  offline წევრი donald duck

heart_eyes ძალიან კარგია, მსუბუქი და საინტერესო წასაკითხი, მაგრამ disappointed პატარა თავებია. heart_eyes წარმატებები და ველოდები შემდეგ თავებს იმედია ცოტა დიდებს. heart_eyes kissing_heart

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

მადლობა შეფასებისთვის. გავითვალისწინებ და მოვუმატებ თავებს.
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent