გზაჯვარედინი {თავი 7}
რამდენი ხანია საჭირო, გაიაზრო, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით გყავდა, აღარ არის. აი ასე, ერთ დღეს ადექი და აღმოაჩინე, რომ ვერ ხედავ მას, ვერ ესაუბრები, ვერ ეხუტები და საერთოდაც ვერანაირ კავშირს ვერ ამყარებ. მე? მე დავიკარგე. სახლში შემოსული ხმამაღლა ვყვიროდი, რომ მის მანქანაზე მტრედებმა მოისაქმეს და გასაწმენდი იყო. არადა ერთი თვე იყო გასული, რაც იმ მანქანაზე არავინ მჯდარა. როგორც მან გააჩერა ისე იყო. ცხოვრება გაჩერდა. დედაჩემის ჩუმ ტირილს ყოველ ღამე ვდარაჯობდი და სულ ცოტახანს როლები გავცვალეთ. მე ვიყავი დედა და ის შვილი. ხანდახან მოვიდოდა, ჩამეხუტებოდა და დიდხანს იყო ასე. ჩემით ივსებდა ქმრის მონატრებას. რაღაც არსებობს. მივხვდი, რომ შვილებს მშობლების სურნელი გვაქვს და ენერგიაც. მე ვკვდებოდი ყოველ ღამე და დილით თავს ვაიძულებდი ფეხზე ადგომას. მამაჩემის უკვდავობისა და დედის დარჩენილი წლების გასალამაზებლად. უფლება აღარ მქონდა მეტკინა ან მეწყენინებინა მისთვის. ყველაზე მძიმე ის დღე იყო, ერთად რომ ავედით საფლავზე. როგორ ვცდილობდი, არ ჩავკეცილიყავი, მაგრამ ამაოდ. მუხლები მომეკვეთა და მამაჩემის გულზე ჩაჩოქილი, მიწას ავეკარი. ჯერ კიდევ ტრიალებდა სიცოცხლე ამ საფლავზე. გონება ღრიალებდა, გათხარე საფლავი და მოეხვიე სხეულს, რომელიც გენატრებაო. ვერ გავთხარე. ვერ ვშველოდი ამ მდგომარეობას, ვერ ვცვლიდი და ეს უფრო მაგიჟებდა. ჭკუიდან გადავყავდი ფაქტს, რომ ვერ ვნახე, ისე წავიდა. ვერ შევეგუებოდი ვერასდროს. მთელი ცხოვრებაც კი არ იყო საკმარისი მისი არ ყოფნა გამეაზრებინა და დამეჯერებინა. ამ ამბავმა დამაყენა იქ, სადაც წლების წინ ვიდექი ჩემი ნებით. ჩემი სულელური ფიქრების გამო. ახლა ისევ დავდექი. მაგრამ აღარ იყო ჩემი ნება. იმ გზაჯვარადინზე სიცოცხლე და სიკვდილი ებრძოდა ერთმანეთს. აქეთ დედა მყავდა, ჩემი ტანჯული ანგელოზი, და იქით? იქით მამა, ნაადრევად გაფრენილი. მე ჩემს ფიქრებში ვიყავი ძლიერი მკლავი, რომ მომეხვია და უთქმელად მივაბჯინე თავი. ისე მჭირდებოდა ვიღაც, ვინც ძალას მომცემდა, რომ გამეძლო. -სესილია.-ნაცნობ ხმაზე შევცბი და ერთი თავით მაღალ სანდროს გავხედე. აქ რა უნდოდა?-ჩემ თავს ვკითხე და დისტანციის გაზრდას შევეცადე. -უფრო ძლიერი უნდა იყო.-შუბლზე მაკოცა, სულ ორი წამით მოფრინდა სიმშვიდე და მერე თან წაიღო. შავ, გრძელ ქურთუკში იყო. უნებურად გავატრიალე თავი და საფლავის ქვაზე ამოკითხულმა თათა გელოვანმა გული შემიკუმშა. შარშან გარდაიცვალა. ჰგავდა, ნაქვთებით, ღიმილით, ყველაფრით. ნუთუ... ფიქრები უკუვაგდე. დედაჩემის ხელს ჩავებღაუჭე და ვეცადე ფეხზე დამეყენებინა. -სულ ცოტაც სესი.-შემევედრა. -კარგი.-თავი დავუქნიე და ცივ ქვას ტუჩები მივაწებე. რაღაცის დაჯერება რომ გინდა, იცი არ მოხდება, მაგრამ გინდა დაიჯერო და მერე ჰალუცინაციები გეწყება, ასე დამემართა. თითქოს ლოყაზე ვაკოცე, თითქოს ქვაზე გამოსახულმა სილუეტმა გამიღიმა. უფრო ცხადად ვგრძნობდი, რომ ის აქ იყო. დედაჩემის სუსტი ხელები მომეხვია და ჩემზე მიყრდნობილი მივიდა მანქანამდე. სული ცარიელი მქონდა. -გამზადებდა, იცოდა მალე მოკვდებოდა და ყველაფერი გასწავლა.-ცრემლი მოიწმინდა და უსასრულობას გაუსწორა მზერა. -დედა.-ხმა ჩამეხლიჩა. ამდენი ემოცია უკვე მთელავდა. -სესო, გთხოვ შვილო. დიდხანს იცოცხლე, რომ მამაშენი იქ მშვიდად იყოს.-ხელებზე მომეფერა. ჩემი თავი იმდენად შემზიზღდა... რა გავაკეთე? რა შტერი ვიყავი. ჩემი აკვიატებით რა ვუყავი მშობლებს. მამაჩემის გულის პრობლემები მე გავაღვივე. მე შტერმა ვიღაც უცხო ბიჭს შევწირე მისი ჯანმრთელობა. სხეული ამითრთოლდა, მაგრამ მალევე დავიმორჩილე. მაგრად ჩავებღაუჭე საჭეს და მანქანა ადგილიდან დავძარი. ვიღაც იტყვის, რომ ორმოცი დღე ნელა გავიდა, მაგრამ ჩემთვის? ბოლოს დღეს ვითვლიდი და სული გაფრინდებოდა. არ მინდოდა გაშვება. ფანჯრები დავკეტე და მერე მოძღვარმა მაინც გახსნა. ცუდად ვიყავი. დედაჩემი უფრო გამხდარი და დაბერებული იყო. ეს რა მიყო მამამ? ხმა არ მემორჩილებოდა მებღავლა. ამ მძიმე წუთებში ჩემ გვერდით გელოვანი იდგა. ჩემი ხელი ეჭირა და მაგრძნობინებდა, რომ იქ იყო. მე თან ვიყავი და თან არა. საღამოს ჩაის ვსვამდით ყველა. რატომღაც გვანცა და ვიკოც იქ იყვნენ, საეჭვოდ ჩუმად. -დიდი ხანია მინდა, გკითხო, როგორ ხარ?-ვიბლიანმა ჩაი მოსვა და მზერა გამისწორა. -ყველაზე ცუდად, ვიდრე ვყოფილვარ ან ვიქნები ოდესმე.-სევდა შემეპარა ხმაში. -ცხოვრება გრძელდება სესო.-როგორ მინდოდა მეთქვა, რომ ვერ გრძელდება ცხოვრება. -მაგრამ იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორ გრძელდება? -ბუნების კანონია ეს. ვერ შევეწინააღმდეგებით. ოდესმე შენც მოკვდები და არ მოგინდება, შენი შვილი ასეთ მდგომარეობაში.-ჩემს სახეზე მანიშნა ვიკომ. -ჯანდაბა ბუნების კანონებს. რომ მენახა, რომ მოვხვეოდი და მეთქვა, როგორ მიყვარს, ხომ შეიძლებოდა?-ფეხზე წამოვდექი და აივანზე გავედი. ვერ ვიყავი კარგად. ალბათ ესეც ღლიდა ჩემ გარშემო მყოფთ, მაგრამ ვერ ვივიწყებდი ამ საშინელ ამბავს. შორს გავიხედე. მარტის ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. რა მახინჯი იყო სამყარო. აღარ და ვეღარ იყო ლამაზი... ყველაფერი ისეთი ბანალური და ჩვეულებრივი იყო. -ყველს აშინებ, გამსაკუთრებით დედაშენს.-ეს ხმა დღეს უკვე მეორედ მესმოდა და ჩემში უჩვეულო სიმშვიდეს იწვევდა. -არავის ვაშინებ.-მხრები ავიჩეჩე. -ქცევა აკონტროლე. ყველზე მეტად მას ენატრება. იცი რატომ? ჯერ შეყვარებული იყო, მერე გახდა ქმარი. ეს სიტყვა უნდა გესმოდეს, უნდა გრძნობდე. მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე და სამზარეულოში ბზრიალი არაა ეს, უდიდესი რამაა. მერე შენი თავი აჩუქეს ერთმანეთს და მაგ ამბის შემდეგ უფრო გაღრმავდა მათი კავშირი. ახლა დედაშენი კენტად დარჩა, ვერ ამოუვსებს ვერცერთი ძალა იმ ორმოს. შენც კი ვერ შეძლებ სესილია.-სიგარეტს მოუკიდა და თვითონაც უსასრულობაში გაიხედა. -ისე საუბრობ თითქოს...-ხმა ჩამივარდა და მის მწველ მზერაზე გავშეშდი. ტკივილი უციმციმებდა თვალებში... -და დავკარგე. ერთი წელი და რამდენიმე თვე გავიდა. ტყუპის ცალი. ექვსი თვე ვიჯექი, ერთ ოთახში. ექვსი თვის შემდეგ ვიკომ მაიძულა, გარეთ გამეხედა. არაფერი აღარ იყო ჩემთვის. მეზიზღებოდა ყველა, მშობლებიც კი. რამდენიმე დღეში მამაჩემი მიჰყვა. იცი რა დამემართა? გავიყინე. დედაჩემი ცოცხლად დაიმარხა. ვერ შევძელი, ვერ ვუშველე. კიდევ ექვსი თვე გავიდა მამაჩემის ამბიდან, ვერ შეძლო გადახარშვა. ჩემი დის ამბავს ერთად ტიროდნენ. ხანდახან მამა მიეხვეოდა ხოლმე და მშვიდდებოდა. ახლა? ვერაფერი შველის. შვილიც კი ვერ არის მკურნალი, მაგრამ უნდა შეძლო. შენღა დარჩი და თუ ასე იქნები, დედაშენი ვერ გაუძლებს.-გამიღიმა და რამდენიმე წამის შენდეგ თვალმოუშორებლად მიყურა. -ისეთი უცნაური და კარგი ხარ!-ჩემკენ გამოიწია, თმა თვალებიდან მომაშორა და მერე ისევ უკან დაიხია. -არ ვიცი, რატომ მოგიყევი, მაგრამ მინდა, კარგად იყო. -ვეცდები.-პირობასავით გაჟღერდა ჩემი ხმა და იმ წამს, მართლა დავდე პირობა, რომ დედაჩემისთვის კარგად უნდა ვყოფილიყავი... მეორე დღეს თითქოს სუკ სხვა ადამიანი ადგა საწოლიდან. სამზარეულოში გავიქეცი და მწვანე ჩაი მოვამზადე. მისაღებში გავიტანე და შავებში ჩაცმულ დედას გავუღიმე. -დე, ნინას დავურეკე, ჩცენთან ჩამოვა ცოტახანს.-თვალები გაუფერადდა. ნინა იყო უკარგესი მეგობარი. დედაჩემის ყველაფერი იცოდა. ასეთი ადამინი იშვიათი იყო. გასათხოვარი იყო. სულ ამბიბდა, რომ ცხოვრების მთავარი ვნება მარტოობა იყო. -რა კარგია.-გულწრფელად გაიღიმა. -ბებოსთან წავიდეთ, აბაშაში. მე, შენ და ნინა. -სესი მამიკოს საფლავი... -დე, არ წავა არსად. ერთი კვირით. გვჭირდება.-მივეხუტე. -კარგი.-ვიცოდი მასაც სჭირდებოდა ახლა ახლობელი ადამინები. -დედიკო, იქნებ შენს მეგობრებსაც უთხრა?-ეს იდეა ისე მომეწონა, ტვინში ჩამებეჭდა. -ვნახოთ, გავუღიმე და ამწვანებუკ ხეებს გავხედე. გამოიდარებდა... უთუოდ გამოიდარებდა.. --- მეტს ვერ ვახერხებ, მაგრამ იმედია ამით ცოტას მაინც ისიამოვნებთ. მადლობა, რომ ელოდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.