შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატრინა მერლანის ილუზია I


16-07-2021, 05:05
ავტორი კატრინა
ნანახია 805

სარკმლიდან გავყურებ, სანთელივით როგორ იღვენთება ქალაქი წვიმის წვეთებში... გაციებული სახლებიდან, ერთი ყვავილიც აღარ შეჰყურებს ზეცას. აქა-იქ გადარჩენილ მცენარეს თავი ტუსაღივით ძირს ჩაუხრია და მათი ცრემლებიც უერთდება სევდიან ღრუბელს... მონაცვლეობით იფერფლებიან სახურავები, აგურის კედლები, ხის ფანჯრები და რკინის კარები მარტოობაში... წამებში ყველაფერი წყდება და სულის შემხუთავი სიჩუმე მოკანკალებს... სადღაც გამქრალა თითოეული ადამიანი. აღარავინ ჩანს ირგვლივ, ჩემს გარდა. არავინ გლოვობს დანებებულ ბუნებას... შეშფოთებული ვაცეცებ შიშჩამდგარ თვალებს ხან ერთ, ხანაც მეორე სამყაროს ბოლოსკენ. ორი დასასრულის დანახვა სულაც არ მიჭირს, რადგან დასანახავიც არაფერია... აღარც სარკმელთან ვდგავარ და აღარც იატაკი მიყინავს შიშველ ტერფებს. ქვიშად ქცეულა, ყველაფერი ოქროსფერ ქვიშად გადაქცეულა... და თუ, ჩემს გარდა არავინაა, ესე იგი რეალობაც არაა, ილუზიაა, ისევ სხვისგან მოსჯილ ილუზიაში გამოვიკეტე... მარტო დავრჩი, ჩემს ყველაზე დიდ შიშთან, მარტოდ დარჩენასთან ერთად, სულ მარტო დავრჩი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent