შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები


16-07-2021, 15:28
ავტორი ცირაკო
ნანახია 612

წამიყვანე, მზეო!

შენ გეკითხები, უსაშველოდ ნათელო, თბილო, მაცოცხლებელო და დაუშრეტელო მზის სხივე ბის პატარა კონავ, ნუთუ იმიტომ წამოხვედი ასეთი შორეთიდან, ნუთუ იმიტომ გაიარე ასეთი სისწრაფით ჯერ ცა, მერე – მთა, ველი, ნუთუ იმისათვის გაძვერი, როგორც ნემსის ყუნწში, ცი ხის ალაყაფის ჭუჭრუტანაში და ჩემი საკნის დაჟანგულ გისოსში, რომ მხოლოდ ხუთი წუთით დაგედო თავი ჩემი ბალიშის ყურზე, ოდნავ გაგეთბო ჩემი ცივი სხეული, მხოლოდ ერ თხელ გადაგესვა შენი თბილი ხელი ჩემს სახეზე, მერე ამდგარიყავი, თან წაგეყვანა ჩემი სული და გონება, ხოლო სხეული, როგორც ბეჭდის ცარიელი ბუდე, დაგეგდო რკინის ნარზე, ან იქნება ჩემი გონება თვითონ დაგეწაფა, როგორც ყინულების ნაპრალში ჩამოვარდნილ დალის ოქროს ნაწნავს, და გაგყვა შენდა უნებურად, შენთვის კი რაა ერთი, ასი, ათასი, ათი ათასი, ასი ათასი სულის ტარება, როცა მთელი სამყარო დედაშენის შარავანდედის გარშემო ბრუნავს და მისი ოქროს დალალის ბეწვზე ჰკიდია.ან შემოდი და დარჩი, ან სულ ნუ შემოხვალ და საერ თოდ, ნუ გამოჩნდები, მზეო, თორემ ხარ კიდევაც და არცა ხარ, თუ არა ხარ, მარტო ჩემთვის არ ხარ და, თუ ხარ, მეტი წილი სხვისთვის ხარ და ეს ჩემი წილი ისე მცირეა, რომ ხელში აღე ბას ვერ ვახერხებ, სადღაც თვალსა და ხელს შუა, თითებშუა მეპნევა და მეკარგება, ან ისე მწვე ლია და გავარვარებული, ხელს ვერ ვკიდებ, როგორც თვალთა დასაშთობად გავარვარებულ შანთს.
შემიცოდე, მზეო! – ისე გავსებ საყვედურებით ყოველ საღამოს, მაგრამ დილით მაინც გელო დები, რომ კვლავ გაგყვე, რადგან შენ ხარ ერთადერთი მეგზური, რომელსაც შეუძლია ჩემი აქედან ისე გაყვანა, რომ ვერც გუშაგმა, ვერც ციხის უფროსმა, ვერც ზედამხედველმა და ვერც ჩემმა თანამესაკნეებმა შემამჩნიონ, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია, გააღო ციხის ცხრავე კარის ცხრაჯერ სამი ურდული უხმაუროდ, შეუმჩნევლად და გამიყვანო. ოღონდ შენ არ შეგიძლია
ჩემი სამუდამოდ წაყვანა, შენ შეგიძლია, დამტოვო იქ, სადაც გთხოვ, ხოლო ჩასვლისას გამო მიარო და კვლავ დამაბრუნო საკანში, რადგან ჩასვლის შემდეგ შენ ძალას კარგავ. და ეს ძალა შენ მხოლოდ ივლისში გაგაჩნია, რადგან ივლისის შემდეგ შენ სხვის ფანჯარაში შედიხარ, სხვის ბალიშის ყურზე ისვენებ, სხვას ეკუთვნი და სხვა გაგყავსაქედან. მე ვიცი ეს და არ მწყინს, რადგან შენ მარტო ჩემთვის არ მოსულხარ ამქვეყნად, მე უბრალოდ გთხოვ, გემუდარები, ვიდრე ივლისია, ნუ დამტოვებ, წამიყვანე ხოლმე, მზეო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent