შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 8}


19-07-2021, 07:31
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 946

თუ არსებობს სამთხე დედამიწაზე, მერწმუნეთ, აბაშა ერთ-ერთი სამოთხეთაგანია. გაზაფხულზე ამწვანებული ბუნება და ბებოს სიმწვანეში ჩაფლული სახლი უთუოდ დაგარწმუნებთ, რომ ეს უპირველესი ადგილია, სადაც ჩემი დარჩენილი ცხოვრების გატარებას ვისურვებდი. სევდა მაშინვე მომაწვა მანქანაში მხოლოდ მე, დედა და ნინა რომ ვიყავით. ვიცოდი, მამაჩემის სული მომყვებოდა იქ, რადგან გიჟდებოდა დედას სოფელზე.
გვანცასთვის უნდა გაგვევლო და მერე ბიჭებიც წამოვიდოდნენ. არ ვიცი როგორ, მაგრამ გელოვანიც დაამშვენებდა აბაშას და მე ერთიანად მოდუნებული ვიჯექი საჭესთან და ფიქრებით შორს, ცის კამარაზე ვიყავი. გვანცას მოსახვევში შევუხვიე და გადმოლაგებულ ბიჭებსა და ცუცას გავუღიმე. პირველი გულწრფელი ღიმილი... ზოგადად ტრაგედიის შემდეგ ყველაფერი პირველი გამახსოვრდება. როგორ შეჭამე პირველად, როგორ დაიძინე, როგორ გათენდა, მზე როგორ ამოვიდა და როდის გაიღიმე...
ჩემი სიმშვიდე ზენიტში ავიდა, გელოვანის გაშლილი მხრები რომ დავლანდე. ეს იყო რაღაც. უთქმელი სიხარული, ვერ გამოხატული...ყველაფერი იბრძოდა ჩემს შიგნით. ამ წამს დავიწყებული მქონდა, რომ ის იყო იმ ადამინის უახლოესი მეგობარი, რომლის გამოც... დავიღალე... ამაზე ფიქრის დრო არ იყო, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა. ვერ გავექცეოდი... კუდში დამსდევდა ეს ამბავი და ხანდახან ყელშიც მიჭერდა. ფიქრი შევწყვიტე. გელოვანმა თავი დამიქნია და თლილ თითებში სიგარეტის ღერი აატრიალა. საერთოდ სანდრო და სიგარეტი, სიგარეტი და სანდრო ერთი განუყოფელი ნაწილი იყო. თვალები ჩვეულებისამებრ უელავდა და საბოლოოდ ღელვასთან ერთად ჩემს ცნობიერებას სიმშვიდე და სითბო ეჯახებოდა.
-წავედით.-გვანცამ კარი მოიჯახუნა და დედას მოეხვია.
-მიხარია, რომ...-გულწრფელად გაიღიმა და აღარ დაასრულა. უხაროდა, რომ გზაჯვარედინზე მყოფებმა სიცოცხლე ვარჩიეთ. მეც მიხაროდა დედაჩემის სახეზე გამკრთალი ბედნიერება, ნინასთან მუსაიფში. ბავშვობას იხსენებდნენ. არ ვიღლებოდი მათ ისტორიებზე, მიუხედავად იმისა, რომ მილიონჯერ მქონდა მოსმენილი.
-დაღლილ გზას პატარა დოზით გაზაფხულების სიმღერა უხდება.-მე გადმომხედა, ალბათ ელოდა, რომ გავაჩერებდი, მაგრამ არაფერი ვთქვი. ,,გაზაფხული შემოსულა"-ზე ტკივილი ყელში გავაჩერე და გავიღიმე. მამას უყვარდა ეს სიმღერა.
-სესო, თუ ცუდად ხარ...-მხარზე დედას დამჭკნარი ხელი მომეხვია.
-კარგად ვიქნები.-თითებზე ვაკოცე და გზას გავხედე.
ყველა ადგილი რაღაც მოგონებასთან იყო დაკავშირებული და ერთიანად სასიამუვნო იყო ამ ადგილების თვალიერება. მახინჯი სამყარო აქეთ მელამაზებოდა. ადამიანებიც კი მეცნო. აი იმ კაცთან საქანელა მიყიდა მამამ, რომელიც გაწყდა, მაგრამ ბევრი ვიცინეთ და ჩაწოლილი დედა გამოვაკეთეთ. იქ საზამთრო იყიდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ნესვი გამოდგა, რადგან სულ თეთრი იყო.
იქ კი ზაურას გოგომ პირველად აკოცა ვაჩეს-ქალაქელს.
მაშინ დავრწმუნდი, რომ ადგილები ყველაზე უკეთ ინახავენ ისტორიებს და სანამ მე ცოცხალი ვიქნებოდი და აქ ჩამოსვლას შევძლებდი, მუდმივად იცოცხლებდნენ მოგონებები.
ფიქრებში, ნინასა და დედას საუბარში და გვანცას დაძაბულ მზერაში, რომელიც ცდილობდა, დაენახა, როგორ ვიყავი, აბაშას მივადექით.
ჭიშკარში გახიდული ლენა ბაბო გვიმზერდა სითბოდი და შვილი რომ დაინახა, ატირდა.
-ჩემო ტანჯულო.-დაუძლურებული ხელებით მოეხვია დედაჩემს და სიმწრის ხმა ამოუვიდა პირიდან. ნინა მე მომეხვია, ნინას გვანცა...
-ბებიკო.-ახლა ჩემკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა. ამაზე უფრო თბილი ადგილი, ვიდრე ბებოს გული იყო, არ მეგულებოდა. ჩემი ბავსობის ტკივილები და იმედგაცრუებები ამ ადგილს არ გასცდენია. ბებოკ იცოდა ყველაფერი. მაგიტომ მიყვარდა აქ ყოფნა. არ იყო ზღვარი, რომლის იქითაც საუბარი არ შემეძლო. დავახდებოდით და მე ვემსგავსებოსი გადაშლილ წიგნს, ტკივილებითა და იმედგაცრუებებით, შიგადაშიგ იმედები რომ ერიათ.
უკნიდან მეორე მანქანაც მოვიდა და ლენამ ოფიციალურად შეგვიპატიჟა საკუთარ სამოთხეში.
-პაპა, რომ ცოცხალი იყოს უკეთესი იქნებოდა აქაურობა.-თვალებში ცრემლი უბრჭყვიალებდა.
-პაპას უყვარდა ლამაზი ეზო და ყვავილები. ბებოსთან ამოჰქონდა ხოლმე.-გავიღიმე ნოეს გახსენებაზე.
-მისი დარგული ყვავილები მაცოცხლებენ.-ბიჭებს გაუღიმა და სახლში შეგვიპატიჟა.
მზე ჩადიოდა. ბაღში ვისხედით და ვსაუბრობდით.
-შეიძლება რთულია, მაგრამ ადამიანები ვეჩვევით ტკივილთნ ცხოვრებას. თავიდან რომ გავიგე, აღარ იყო ჩემი ნოე, მოვკვდი. მე სიბერეში დვკარგე ქმარი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. მასთან თავი სულ ოცი წლის გოგო მეგონა. დილით საუზმეს მიმზადებდა. თუ შემთხვევით გამეღვიძებოდა, ბუზღუნს იწყებდა, გძინებოდა, რა იცი, რა უნდა მომხდარიყოო. სოფელში ამაყად დავაბიჯებდი. ყველამ იცოდა ნოეს ცოლი რომ ვიყავი და დიდი მოკრძალება ჰქონდათ. მეტი რა გინდა ქალს? სულ ვოცნებობდი, ჩემს შვილსაც ჰყოლოდა გვერდით ნამდვილი ადამიანი და ძლიერი პიროვნება. ასეც მოხდა. დემნა იყო კაცი, რომლის სიტყვა ფასობდა. დიდებული ადამიანი იყო და ჩემი მეორე შვილი. სულ პირველად რომ შემოდგა ფეხი იქიდანვე ვიცოდით, რომ ეს ადამიანი ბედნიერებას მოიტანდა ამ სახლში.-და მე ვიჯექი გარინდებული და დიდი სიამაყით ვუსმენდი ისტორიას მამაზე.
-ნოეს ერთი ცუდი თვისება ჰქონდა, რომ გაიგებდა ქეთი ვინმეს მოსწონდა, გიჟდებოდა. ბაღში ვისხედით მეზობლის ჭორიკნებმა ამბავი, რომ მოუტანეს. დემნა ორჯონიკიძეს შენი შვილი გაგიჟებით უყვარსო. გადაირია. ქეთის ხელი მოავლო და ერთი კვირა სახლიდან არ უშვებდა. ამასაც ჰყვარებია თურმე. რომ ჰკითხა, გიყვარსო? -დამალა.
მერე იჯდა და ცხარე ცრემლით ტიროდა. არ მავიწყდება დღე, დემნამ რომ შემოაღო კარი და უთქმელად მოეხვია. მაშინ დამშვიდდა ჩემი შვილი და მის მერე ცხოვრობდა მშვიდად.
-სამწუხაროდ, სიმშვიდე დიდხნიანი ვერაა.-თავი გააქნია ნინამ.
-უნდა შეიგრძნო სიმშვიდე შვილო. მე ორმოცდათხუთმეტი წელი ვიცხოვრე ქმართან. ახლა იტყვით, მაგდენ ხანს როგორ გაძელიო. სიმშვიდე შევიგრძენი და დრო გამეპარა. ერთ დღეს რომ ქეთის აკვანს ვარწევდი, მეორე დღეს სესილია მყავდა გულზე მიწვენილი.
-როგორი ბავშვი იყო სესილი?-ეს ხმა და გამოხედვა...
-მშვიდი. უპრობლემო იყო, ანებივრებდნენ დაბადებიდან. ერთადერთი შვილი იყო და წარმოიდგინე, დემნასთვის ვინ იყო და რას ნიშნავდა. ასეთ გარემოში ყველა რომ თავზე დაჰფოფინებდა, მეგონა, პრეტენზიული გაიზრდებოდა, მაგრამ არა. ყოველთვის თავმდაბალი ბავშვი იყო, კონფლიქტიც კი არ მახსოვს. სამაგიეროდ მახსოვს, წერეთლის ვაჟს თავი რომ გაუტეხა.
-რატომ?-ცუცა აღშფოთებული იყურებოდა.
-კოცნა უცდნია, ამან კიდევ ქვა ჩაარტყა. მაშინ მე კი ვეჩხუბე, მაგრამ პაპამ შეაქო.-გაეღიმა ლენაა და ყველას ღიმილის ტალღამ გადაგვიარა. აი, მაცოცხლებელი ძალა. შვიდი წელი იყო გასული პაპას გარდაცვალებიდან. ყოველ წელს თავიდან იბადება, რომ ღირსეულად შეეგებოს იმიერში ქმარს.
არ ვიცი, რამ იქონია გავლენა ჩემზე, მაგრამ ღამე არ დამეძინა. დედას და ცუცას გადავხედე, შეძლებისდაგვარად მშვიდად ეძინათ. ფეხზე წამოვდექი და დერეფანს გავუყევი, რომლის ბოლოსაც გარედან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა.
ატლასის ხალათის ბოლოები ავიწიე და ცივ ბეტონს შევაგებე გახურებული ფეხის გულები. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ავიხედე. იქ, რომელიღაცა ვარსკვლავი დაიბადა, როდესაც მამა გარდაიცვალა და სამარადისოდ დაიმკვიდრა ადგილი ცაზე. ვიღაცისთვის შეიძლება ეს სულაც არ იყო დამაჯერებელი, მაგრამ მე მჯეროდა. მჯეროდა, რომ მამაჩემი ყველზე ღირსეული და ალალი კაცი იყო... უფალი ასეთებს სამოთხეში აბინავებს.
-ვერ იძინებ?-გელოვანის ხმას დაჰკრავდა უძილობის, მაგრამ სიმშვიდის ელფერი და ეს ჩემთვის უკვე კომფორტის ზონა იყო. არ ვიცი, სად მოვასწარი მისი ასე ახლოს მოშვება, მაგრამ ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის სიახლოვეც მამშვიდებდა.
-ვერ მძინავს.-სულ ორი წამით გავხედე თხელ პერანგსა და ტილოს შარვალში. ფეხზე არაფერი ეცვა.
-ვარსკვლავების ყურება გამშვიდებს. მგონი ყველა ადამიანი, რომლებსაც ვიღაც ძვირფასი წაართვა ცხოვრებამ, ამით იკლავს მონატრებას.-სევდა გაერია ბგერებში და მაშინ ჩემი თითები უნებურად გაცოცდნენ მისკენ. თითებს მკლავები მიჰყვა და საბოლოოდ, ჩემი წვრილი მკლავები მისაში აიხლართა.
-არ ვიცი, მაგრამ, მგონია, რომ შენ იცი.-ზემოდან დამაჩერდა.
-რა?-გაოცებულმა ავხედე.
-გზაჯვარედინზე ვართ, იქით მე და შენ ერთად ვართ და აქეთ?-გამჭოლი მზერა მესროლა. ღმერთო, მე ამ თვალებში ვხედავდი უძირი ზღვას, რომლის ფსკერზეც უსაშველო ტკივილს დაედო ბინა.
-აქეთ?-მეც ავხდე.
-აქეთაც ერთად სესილია, უბრალოდ დროის საკითხია.-როგორც დაჩემებული ჰქონდა, ორ წამიანი კოცნა იყო შუბლზე და მერე უსიტყვოდ გავიდა.
მე დამიტოვა უამრავი კითხვის ნიშანი, მაგრამ დიდი დოზით სიმშვიდე, რომელიც იმ ღამეს მეყო დასაძინებლად....
---
დილამშვიდობისათ. პატარა თავი გამოცდამდე. დღეს სრულდება ტანჯვა და თავების დადებაც გახშირდება.



კარგი იყოო❤️ ველოდები შემდეგ თავს. იმედია ძაან არ დააგვიანდება.❤️წარმატებები❤️

 


№2  offline წევრი ქეთათო4

მარიამ ლურსმანაშვილი
კარგი იყოო❤️ ველოდები შემდეგ თავს. იმედია ძაან არ დააგვიანდება.❤️წარმატებები❤️

მადლობა. ვეცდები მალე იყოს❤️

 


№3 სტუმარი 123

ძაან კაი იყო

სიცილზე შმეთხვევიტ დამეჭირა ხელი

 


№4  offline წევრი ქეთათო4

123
ძაან კაი იყო

სიცილზე შმეთხვევიტ დამეჭირა ხელი

მადლობა❤️ არაუშავს

 


№5 სტუმარი ელა1

კარგი იყო ქეთლ რატომ მგონია რი სანდროს რაღაცა აწუხებს და რაღაცის ეშინია.ეშინია სიყვარულის დამჯერების მე ასე მგონია და არვიცი შეიძლება ვცდები

 


№6  offline წევრი ქეთათო4

ელა1
კარგი იყო ქეთლ რატომ მგონია რი სანდროს რაღაცა აწუხებს და რაღაცის ეშინია.ეშინია სიყვარულის დამჯერების მე ასე მგონია და არვიცი შეიძლება ვცდები

შეეშინდება... სამწუხაროდ

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

წარმატებები!

 


№8 სტუმარი Ana-maria

პირველი-ძალიან გამიხარდა ახალი თავი და მადლობა თქვენ! გამოცდების ფონზე ჩვენზეც რომ ფიქრობთ.
მეორე-დაიწყო! დიდი სიყვარული დაიწყო.
მესამე- ვითომ სანდრომ იცის სესილიას უიღბლო სიყვარულის ამბავი?
წარმატებები გამოცდაზე და ჩვენ გელოდრბით!

 


№9  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
პირველი-ძალიან გამიხარდა ახალი თავი და მადლობა თქვენ! გამოცდების ფონზე ჩვენზეც რომ ფიქრობთ.
მეორე-დაიწყო! დიდი სიყვარული დაიწყო.
მესამე- ვითომ სანდრომ იცის სესილიას უიღბლო სიყვარულის ამბავი?
წარმატებები გამოცდაზე და ჩვენ გელოდრბით!

მიყვარხართ თქვენ ასე ერთგულად რომ მკითხულობთ. რავიცი, რა ვიცი

 


№10 სტუმარი ნ.გ

ვაიმეეე აბაშაოო???????????????????????✌✌✌✌✌მეც აბაშელი ვარ და მეგონა რომ ბევრმა არც იცოდა ეს რაიონი

 


№11 სტუმარი სტუმარი მაკა

კაი მოუთმენლად ველი მთლიანად რომ ჩაუჯდე და წავიკითხო ესეც კი ვკითხულობ მაგრამ მუღამი არ აქვს რომ ვწყვიტავ მოთხრობას მადლობა რომ წერთ და ჩვენამდე მოგაქვთ ესეთი საინტერესო ისტორიეები❤❤❤❤

 


№12  offline წევრი ქეთათო4

ნ.გ
ვაიმეეე აბაშაოო???????????????????????✌✌✌✌✌მეც აბაშელი ვარ და მეგონა რომ ბევრმა არც იცოდა ეს რაიონი

არასდროს ვყოფილვარ, სამწუხაროდ. ისტორიები მაქვს მოსმენილი და...❤️

 


№13 სტუმარი Ana-maria

ქეთათო4
ელა1
კარგი იყო ქეთლ რატომ მგონია რი სანდროს რაღაცა აწუხებს და რაღაცის ეშინია.ეშინია სიყვარულის დამჯერების მე ასე მგონია და არვიცი შეიძლება ვცდები

შეეშინდება... სამწუხაროდ


შეეშინდება სანდრო გელოვანს?ვერ დავიჯერებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent