შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ბაირაღები ხილვა მეორე


20-07-2021, 12:16
ავტორი ცირაკო
ნანახია 625

ნუნუ ექიმი გულაღმა იწვა ლოგინში. თეთრი მკლავები თავქვეშ ამოედო და სისხლივით წი თელი თმები დაფენოდა გაღეღილ მკერდზე. თვალები ოდნავ გაეღო და ძილ-ღვიძილში საიდანღაც ნეტარებით ნახული შორეული სიზმრიდან მიცქერდა. მე წყნარად ვიჯექი მისი საწოლის კიდეზე და მოთმინებით ველოდი, როდის გამოფხიზლდე ბოდა საბოლოოდ, როდის გაახელდა თავის დიდრონ, თაფლისფერ თვალებს, როდის წამოჯდებოდა გაკვირვებული საწოლზე, გაშლიდა მკლავებს და იტყოდა თავისი თბილი და დაბალი ხმით – ზაზა, ჩემო ზაზა! დიდხანს ვიჯექი, მოლოდინით გატრუნული და ბოლოს მივხვდი, რომ მან უკვე დიდი ხანია გაიღვიძა, მხედავდა და სრულებითაც არ უკვირდა, რომ ვიღაც მის საწოლზე იჯდა, უცქერდა მის ლამაზ შიშველ მკერდს, რომ ეს მე ვიყავი, ზაზა, და სხეული არ გამაჩნდა.
– შენ მზის სხივს წამოჰყევი? – მკითხა მან და სარკმელში შემოსულ მზის სხივს თვალმოჭუტულმა ირიბად გახედა.
– მზის სხივს წამოვყევი.
– რატომ პირველად დედაშენთან არ მიდი? – ისევ მკითხა მან.
– დედა მოიცდის, დედა სად წავა! – ვუპასუხე მე.
– საწყალი დედები, ალბათ, მეც, როდესაც დედა გავხდები და ჩემი შვილი – მკვლელი, მეც მოვიცდი. დედა ვიქნები
და, აბა, სად წავალ, არა? – მკითხა მან და რაღაც უცნაურად, შიგნიდან გაიცინა. სახე არც გატოკებია, მხრები და მკერდი უთახთახებდა მხოლოდ.
– შენც ეჭვი გეპარება, რომ მე მკვლელი არა ვარ? – ვკითხე და ისე დამწყდა გული, თითქოს მე თვითონ შემპარვოდა ეჭვი ჩემს თავში.
– ორი თვე გავიდა, ორი შემზარავი მოლოდინის თვე, ეს ორი თვე შეიძლება ორწლად, ექვს წლად, ათწლად, თხუთმეტ წლად იქცეს.
– ამდენს არ გთხოვ, ერთ წელიწადს დაიცადე! – ვთხოვე მე.
– რატომ? – მკითხა მან.
– ერთ წელიწადში ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
– რომ არ დაერქვას?
– მერე თავისუფალი ხარ.
– ახლა რატომ არ ვარ თავისუფალი?
– ახლა არ გაქვს უფლება, არ მოიცადო.
– მე ამ საქმეში არავითარი ბრალი და წილი არ მიდევს, მე არ ვარ ვალდებული, ვიცადო და ვერც ვერავინ მაიძულებს მოცდას.
– არც მე მიდევს ბრალი არაფერში, მაგრამ ვიცდი, მაცდევინებენ.
– შენ პატიმარი ხარ და ციხეში ზიხარ.
– შენც პატიმარი ხარ და ციხეში ზიხარ.
– საიდან, როგორ?
– მე ვარ შენი ციხე, ურდული და საკანი.
– მე უბრალო ვარ, შენ კი – ეჭვმიტანილი.
– დღეიდან შენც ეჭვმიტანილი ხარ!
– იქნებ ის არის ჩემი დანაშაული, რომ ყოველდღე მოვდივარ და ლუმინალს გასმევ, მაგრამ შენისთანა ხომ ათასი მყავს; ან ის, რომ ერთხელ ღამით დედაშენი იყო ჩემთან, მუხლებში ჩამივარდა და მთხოვა, შენთვის წერილი გადმომეცა, და მე დავეთანხმე, მაგრამ მე, შენ კი არა, დედაშენი შემეცოდა მაშინ, იგი იმ წუთს ძალზე გავდა მომაკვდავ დედაჩემს, რომელიც ხელს არ მიშვებდა, მაგრამ ვეღარ მეუბნებოდა, რა უნდოდა, რას მთხოვდა... და ამიტომ დავეთანხმე დედაშენს, წამომეღო წერილი... მე არც კი ვიცი, რა ეწერა იმ წერილში. – თქვა ნუნუ ექიმმა და სინანულით შემხედა.
– იმ წერილში დედა მთხოვდა, ყველაფერი მართალი მეთქვა.
– რატომ?
– იმიტომ რომ მხოლოდ სიმართლეა თავისუფლების სათავეო.
– თუ მკვლელი ხარ?
– დედამ იცის, რომ მე მკვლელი არ ვარ.
– მე შენს შესახებ არაფერი ვიცი, ვინა ხარ შენ, საიდან მოდი ჩემს ცხოვრებაში, რა გინდა.

– მე ვარ ზაზა ნაკაშიძე, ძე ნოესი, მე და მამაჩემმა მივეცით კაცობრიობას მეორე დასაბამი და შენ ხარ მეუღლე ჩემი იმ დღიდან. მე შენ მიყვარხარ უხსოვარ დროიდან. მე ახლა ბრალს გდებ შენ.
– რაში?
– ქმრის ღალატში, მკვლელობაში, მეძავეობაში, ქურდობაში, გამფლანგველობაში, მექრთამეობაში, სამშობლოს ღალატში.
– კიდევ?
– ყველაფერში. შენ ჩემთან ერთად მიგაყენებენ კედელთან და დაგხვრეტენ.
– მერე?
– მერე შენ მოკვდები და არავის აღარ დააინტერესებს, ვინ იყავი, იყავი თუ არა დამნაშავე.
– მერე?
– მერე შენ დაგმარხავენ.
– მერე?
– მერე, მერე შენ არავინ დაგიტირებს, შენს საფლავს არავინ მოუვლის.
– მერე?
– მერე შენ დალპები.
– მერე?
– მერე შენს თავზე სხვას დაგამარხავენ.
– მერე?
– მერე შენც იქცევი მიწად და რასაც დათესავენ შენზე, სულ შხამად და გესლად ამოვა.
– მერე?
– მერე შენ მიწადაც არ ივარგებ და შენ გამოგწვავენ, აგურს გააკეთებენ შენგან.
– მერე?
– მერე შენგან ააშენებენ სახლს და ისიც დაინგრევა, დაემხობა და უამრავ უდანაშაულო ხალხს შთანთქავს.
– მერე?
– მერე შენ შემოგღობავენ ეკლიანი მავთულით და მოწამლულ, დამღუპველ ზონად გამოგაცხადებენ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ იქნები ბუდე ყოველგვარი ბოროტებისა.
– ვინ მიყენებს ასეთ მძიმე ბრალდებას?
– მე.
– შენ ვინ ხარ?
– მე ვარ ეჭვმიტანილი, მაგრამ ცამდე მართალი კაცი.
– მერედა, არ გეცოდები, რომ ცამდე მართალი კაცი ცამდე მართალ კაცს ასეთ უსაშველო, შემაძრწუნებელ ბრალდებას მიყენებ?
– არ მეცოდები.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მე არავის არ ვეცოდები.
– არ გრცხვენია?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ რომ ჩემს გარშემო ბევრს არაფრის არ რცხვენია.
– მერედა, ასე როგორ ცხოვრობთ?
– ვინ გითხრა, რომ ვცხოვრობთ, ვჯახირობთ!
– ან როგორ არსებობთ?
– აი, ასე, როგორც ხედავ.
– ყველანი კაცობრიობის მეორე დასაბამიდან შენსავით ეგოისტები იყვნენ თუ შემდეგ გახდნენ?
– ან გახდნენ, ან იყვნენ.
– შენ რაღა მოგივიდა?
– არ ვიცი, ნუნუ, არ ვიცი. მიშველე რამე, თორემ ვიღუპები! – ვთხოვე მე, მის წინ დავიჩოქე, თავი მკერდზე დავადე და ავტირდი. მან მომხვია თავისი თბილი მკლავები, აბრეშუმივით შრიალა თმა თავზე გადამაფარა და ნანავი დაიწყო.
– ზაზა, ჩემო ზაზა, საწყალო ზაზა, ეს რა მოგსვლია, ბიჭო! ნუ გეშინია, ათას წელიწადს დაგელოდები. სიცოცხლის იქით თუ შეიძლება ლოდინი, იქაც დაგელოდები, როგორ მიყვარ ხარ, ზაზა, ოი, როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, ასეთი, როგორიც ხარ, მტყუანიც, მართალიც, შეშინებული, მკვლელიც და მოკლულიც, ვაი, როგორ მიყვარხარ, როგორ, როგორ, როგორ, აი, ასე უსხეულო, უსახო, თითქმის არაფერი, ერთი პატარა ამოსუნთქვა, მზის სხივზე
დაკიდებული. ზაზა, ჩემო ზაზა... – ასე მოთქვამდა და დამტიროდა დიდხანს, მერე დადუმ და.
– ადექი ახლა და წადი, – მითხრა ბოლოს. – ოღონდ წასვლის წინ ფარდაჩამოუშვი, თორემ მზე თვალებში მიყურებს.
– მე ავდექი და ფარდა ჩამოვუშვი. ნუნუმ თვალები დახუჭა და ძილში შებრუნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent