შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინეიჯერის დღიური (დღე 5)


24-07-2021, 16:27
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 861

სანამ კითხვას დაიწყებდე ჩემო მკითხველო მანამდე იუთუბი გახსენი, სიმღერა ჩართე და გამომყევი...
kenan akberov - olmadi - ვფიქრობ, ეს სიმღერა ზუსტად შეეფერება ახლა ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
ჩართე?
ძალიან კარგი
მაშ წავედით.

სანამ კითხვას განაგრძობ რამდენიმე წუთით თვალები დახუჭე და სიმღერის მელოდია შეიგრძენი, ახლა ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე...
ფანჯრის რაფასთან ვზივარ, მედიდურად ამოსულ მზეს ვუყურებ, სხივები თვალებს მწვავენ, გვერდზე დღიური და კალამი მიდევს და კიდევ ჩემი განუყრელი დამამშვიდებელი წვეთები. ორი დღეა წვიმს, დღეს გამოიდარა და თითქოს ჩემს გულშიც შემოიტანა დარი, გულიც გამითბა. დღეს შედარებით მშვიდად ვარ, რამდენიმე დღეა ცუდად მძინვს, ოდნავ ხმაურზეც მეღვიძება, მერე კი კვლავ დაძინება მიჭირს, უძილობის ჟამს გადავწყვიტე წიგნები წამეკითხა. აუცილებლად მოგიყვებით წიგნზე, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს, უფრო სწორად შემექმნა, ყოველ დილით მუჭით ვსვამ წამლებს, ყველაზე უფრო მძიმე კი ის აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ამ მძიმე ჟამს ჩემს გვერდით არც ერთი ჩემი მეგობარი არ ყოფილა, მხოლოდ დედა, ჩემი ძვირფასი დედა.
ყველას ცხოვრებაში დგება რთული მომენტები, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, დამეთანხმებით რომ არა სხვა ადამიანების თანადგომა ეს ისედაც გაუსაძლისი ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი და აუტანელი გახდებოდა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთ დღესაც გავიღვიძებდი და საავადმყოფოში აღმოვჩნდებოდი ექიმების გარემოცვაში, ახლაც მგონია, რომ როცა დავიძინებ აღარ გამეღვიძება. მაღვიძარას აღარ ვაყენებ. მგონია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც წინა ღამეს მაღვიძარას აყენებენ, ზუსად იციან რომ დილით გაეღვიძებათ.
ყველაზე მთავარი რამ დავკარგე, მომპარეს... სიხარული... აღარაფერი მიხარია, აღარც ვინმეს მოსვლა, აღარც სადმე წასვლა, აღარც რამის ყიდვა, აღარც რამის ყურება. ერთადერთი რაც ფეხზე მაყენებს ეს კითხვაა, ვცდილობ წიგნები ვიკითხო და დროებით მაინც დავივიწყო ეს ჩემი საცოდავი ყოფა.
ექიმებმა თქვეს რომ გადავიღალე, რომ საკუთარ თავს ძალიან ბევრი პასუხიმგებლობები ავკიდე, რომ მისგან ბევრს ვითხოვ და ბლომად დამამშვიდებლები გამომიწერეს.
რა ვქნა მითხარი ჩემო მკითხველო, როცა სარკეში ვიყურები ვერ ვიტან იმ გოგოს, რომელიც იქედან მიყურებს.
ჩემმა მომავალმა ფსიქოლოგმა მეგობარმა მირჩიე პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარე ისეთი როგორიც ხარ და ნუ ამძიმებ მას უარგებლო პასუხსმგებლობებით.
რა ვქნა რომ არ შემიძლია, არ შემიძლია საკუთარი თავის სიყვარული. 15 წლამდე საკუთარი დაბადების დღე მიყვარდა ახლა კი ვერ ვიტან, ვერ ვიტან ამ გოგოს, ვერ ვიტან იმ ტყავს, რომელშიც ჩემი სულია გამოკეტილი. ვერ ვიტან, რომ ადამიანები მხოლოდ გარეგნობის მსჯელობენ სხვა ადამიანზე, ვერ ვიტან რომ იმით მაფასებენ თუ რა მაცვია, როგორ გამოვიყურები. ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, არც რაიმე განსაკუთრებული მაქვს. აქამდე მეგონა, რომ ყველა ადამიანს ღმერთმა რაღაც განსაკუთრებული უბოძა, მათში რაღაც ჩადო, რომ მათ აამ თავიანთ განსაკუთრებულობით მსოფლიო შეეცვალათ. მე რატომ დავავიწყდი?
ჩემი ამ ქვეყნად არსებობის მიზნის პოვნის სურვილი დავკარგე.
წინა ჩანაწერი თუ წაგიკითხავთ გაგახსენდებათ ერთი ისტორია, რომელიც მოგიყევით თუ როგორ მითხრა ერთმა ბიჭმა ასეთი შეუხედავი ვის დაემსგავსეო, თითქოს ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ სიტყვებს შევეჩვიე, მაგრამ რატომღაც ისევ ამომიტივდა და მოსვენება დამიკარგა. ასე მგონია ვინც კი ჩამივლის და დამინახავს ყველას ეს სიტყვები აქვს გულში. ხმები ირევა, ძალიან ბევრი ხმაა.
სახლიდან აღარ გავდივარ. არასრულფასოვნების შეგრძნებამ თითქოს ლამისაა შიგნიდან შემჭამოს.
მხოლოდ შენ მიხარიხარ ჩემო მკითხველო, ამ ქვეყნიერებასთან მაკავშირებელ ძაფად მექეცი და ხელს ნუ გამიშვებ.
ჩემი ამბით არავინ დაინტერესებულა, განსაკუთრებით ერთი ადამიანისგან ველოდი რომ დამირეკავდა ან მომწერდა მაინც. ვერც წარმოიდგენ ჩემო მკითხველო რა შეგრძნება მაქვს ახლაც. ჩემს საუკეთესო მეგობარს მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში ვედექი გვერდში, მას რომ უჭირდა მე ტირილით ვათნებდი ღამეს, მისი ტკივილი ჩემი ტკივილი იყო. არ ვამბობ რომ რამეს ვნანობ ჩემო მკითხველო. უბრალოდ, როცა მე გამიჭირდა მინდოდა ისიც ასევე დამდგომოდა გვერდში, ეთქვა რომ ყველა სირთულეს ერთად გადავლახავდით, ჩემთვის ხელი მოეკიდა და იმედი მოეცა. ყოველთვის ადამიანებში რატომ ვცდები ხოლმე? რატომ არასდროს მიმართლებს, რატომ არ ვიღებ იმას რასაც ვთესავ, რატომ?
გული ძალიან ბევრჯერ მეტკინა. ხანდახან მიკვირს ჩემი გული როგორ იტევს ამდენ ტკენას. იცი ჩემო მკითხველო ღამით რამდენჯერ მითხოვია ღმერთისთვის რომ ბოლო მოეღო ამ ჩემი უაზრო ყოფისათვის, ნეტავ ამ დროს რა ფიქრობდა ღმერთი.
ახლა მრცხვენია ამ ფიქრების გამო, ახლა მხოლოდ ვთხოვ ძალა მომცეს და იმედი, რომ ფეხზე წამოვდგე.
თუ სიმღერა დამთავრდა აუცილებლად ჩართე თავიდან.
თვალები სულის სარკეაო ამბობენ, მაგრამ იცით რაომ არ უყურებენ გაცნობისას მარტო თვალებს? იმიტომ რომ ამ მახინჯ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ სული კი არა სხეულია მთავარი.
მემგონი ჩემი სული დაიღალა, ისევეა გამოკეტილი ამ მახინჯ სხეულში, როგორც ჩიტი გალიაში. ოდესმე გიფიქრია ჩემო მკითხველო რა იქნბოდა ღმერთი რომ თანაბარ შესაძლებლობებს აძლევდეს ყველას და ჩვენ ვწყვეტდეთ როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, ანუ ჩვენ თავადვე ვიყოთ ჩვენი ბედის მწერლები.
ასე მგონია სადღაც ზევით ვიღაცამ წინასწარ დაწერა ჩვენი ბედი და ჩვენც ამ გეგმას მივყვებით.
თუ ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარი შემთხვევით კითხულობს ამ ჩანაწერს, მინდა რამდენიმე რამ ვუთხრა.
მართალია არ მითქვამს რომ დღიურს ვწერ, ჩემი ვინაობა არავისთვის გამიმხელია, მაგრამ მგონია რომ ადამიანთა მისნაირ კატეგორიას ბევრი მოერგება და ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს, ჰოოოოდა თქვენ და მოგმართავთ: ადამიანობა ყველა მძიმე ტვირთია სატარებლად, ჰოდა თუ ვიღაც მოვიდა და თქვენი ტვირთის ზიდვაში მოგეხმარათ, თქვენ კი არ უნდა იფიქროთ ღირსი ვარ და იმიტომ მეხმარებაო, არამედ თავადაც უნდა მიეშველოთ მისი ტვირთის ზიდვაში, ქმედება უნდა იწვევდეს უკუქმედებას.
ერთხელ როცა მე და ჩემმა საუეთესო ვიჩხუბეთ, სიცივეში დავდე ბრალი, მან მითხრა რამდენჯერაც სითბო გავეცი არავინ დამიფასა და გავცივდიო? მერე რა ჩემი ბრალი???? შენ თუ ვიღაცამ სითბო არ დაგიფასა ეს იმას უნდა ნიშნავდეს რომ შენც არ დააფასო სხივისი სითბო. ადამიანები ხომ ყველაზე კარგად თავიანთი ტკივილიდან უნდა სწავლობდნენ. ჰოდა იცი რას გეტყვი ჩემო ,,საუკეთესო მეგობარო" ჯანდაბამდე გზა გქონიაა, ყოველთვის მე ვითხოვე პატიება, ყოველთვის მე გამოვედი დამნაშავე, მე მარტომ ვზიდე ჩემი და შენი ტვირთიც, ჰოდა ახლა დავიღალე. ამომეწურა ყველა გრძნობა, სიყვარული, იმედი, თანაგრძნობა, სიხარული.
არ მეზიზღები, რადგან ამ გრძნობას არასდროოს შეეძლო ჩემს გულში შემოღწევა. მეცოდები მეცოდები, რადგან მე მართლა მთელი ჩემი პატარა გულით მიყვარდი, ჩემთვის ყველაფერი იყავი, შენთან ყველაზე რეალური ვიყავი, ყველაზე სუფთა და წრფელი. გისურვებ, რომ ოდესმე ვინმეს ისე შეუყვარდე როგორც მე მიყვარდი.
მე დავიღალე, უშენობა არ შემიძლია, მაგრამ შენთანაც აღარ შემიძლია.
ჩემო მკითხველო გახსოვდეს, ნურასდროს მოექცევი ადამიანს, როგორც ნივთს, ადამიანებს გრძნობები აქვთ, ცვლილება უნდა დაიწყოს შენგან. მე ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ახლა შენ ეცადე. იქნებ შენ შეცვალო კაცობრიობა. სიყვარული ასწავლე. ასწავლე რომ სიყვარული ძალაა, რომელიც დედამიწას ატრიალებს.
იქნებ მეც დამიბრუნდეს სიცოცხლის სურვილი.
ჩემო ,,საუკეთესო მეგობარო" ვფიცავ ეს ბოლო სიტყვებია იმ ენისგან, რომელსაც შენ უყვარდი, მე შენს სიყვარულს გულიდან ამოვიგლეჯ და თუ არ გამოვიდა გულსაც ამოვიგლეჯ.

ნურასდროს იფიქრებთ რომ თქვენკენ ვინმე გადმოდგამს ნაბჯს, თქვენ გადადგით, თქვენ იყავით პირვლები. თუ არ დაგიფადათ ნუღარ შეაყოვნებთ ადამიანებს, წამსვლელი უნდა წავიდეს, რომ გზა დაუთმოს მას, ვინც მოდის...

ყურადღების გადასატანად წიგნის კთხვა დავიწყე. ია კარგარეთელის ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო" წავიკითხე. ძალიან მომეწონა ჩემო მკითხველო. დავიჯერე რომ შეიძლება ჩემი მეორე ნახევარი სადღაც მეორე ბოლოშია და მე მელოდება, ისევე როგორც წიგნში. წიგნში აღწერილია თუ როგორი წმინდა გულით შეუყვარდა არაბ ბედუინს ქართველი გოგონა, როგორ ჩაეჭიდა ბედს და ხელი არასდროს გაუშვია.
,,ადამიანს მხოლოდ ერთი გული აქვს ის მხოლოდ ერთი გულით გრძნობს, მას მხოლოდ ამ ერთი გულით უყვარს, ამ ერთადერთ სიცოცხლეში".
წიგნში ნახავთ, როგორ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი. როგორია გიყვარდეს სული. აუცილებლად წაიკითხეთ. საოცარი თავგადასავალი გელოდებათ წინ.
წიგნში აღწერილი სიყვარული შეგიყვარდება ჩემო მკითხელო. ჩემს საყვარელ ფრაზას გეტყვი ახლა:
,,სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომს, თუკი არჩევანის წინაშე დამაყენებდა გამჩენი კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ თავიდან შემყვარებოდი..."
ისეთი წრფელი სიყვარულია ჩემი ტკბილი მწერალი ხალდი რომ თავის წიგნებში აღწერს.

მოკლედ ასე დასრულდა ჩემი ჩანაწერი. იმედი მაქვს რომ შენ მაინც დამიდგები ჩემო მკითხველო გვერდში და დამეხმარები ჩემი ადამიანობა ვზიდო, რადგან ძალა აღარ შემრჩა...
სიყვარულით...
ენი...



№1  offline წევრი ელეო ნორა

დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომი სიტყვებია "ნურასდროს მოექცევი ადამიანს, როგორც ნივთს, ადამიანებს გრძნობები აქვთ." "ყველას ცხოვრებაში დგება რთული მომენტები, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან"_უფრო ზუსტად უნდა ეხმარებოდნენ, მაგრამ...
მთლიანობაში მომეწონა თქვენი ნაწერი. ყოჩაღ და წარმატებები.
--------------------
მშვილდოსანი

 


№2  offline წევრი AnnyAdyaman

ელეო ნორა
დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომი სიტყვებია "ნურასდროს მოექცევი ადამიანს, როგორც ნივთს, ადამიანებს გრძნობები აქვთ." "ყველას ცხოვრებაში დგება რთული მომენტები, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან"_უფრო ზუსტად უნდა ეხმარებოდნენ, მაგრამ...
მთლიანობაში მომეწონა თქვენი ნაწერი. ყოჩაღ და წარმატებები.

უღრმესი მადლობა თქვენ ♥️♥️ მახარებთ და მაბედნიერებთ ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent