შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (21-თავი)


27-07-2021, 14:58
ავტორი esel
ნანახია 1 523

გაფართოებული თვალებით ვაშტერდები ოთახში ერთ წერტილს, ფეხები მეკვეთება და მიკვირს აქამდე რომ არ დავეცი, ვერ ვიგებ ფეხზე დგომას კიდე როგორ ვახერხებ. მხრიდან ჩამოცურებული ჩანთა ხმაურით ეცემა ძირს. ყველაზე საშინელი კოშმარია, თუ მძინავს ახლა საუკეთესო დროა გასაღვიძებლად, საწოლიდანაც რომ გადმოვვარდე და სახით დავეცე, მაგასაც არაუშავს თუ გამოვფხიზლდები და ის რასაც ვუყურებ სიმართლე არ იქნება, ვერც უნდა იყოს. ვხვდები რომ არ ვსუნთქავ, შიგნით რაღაც ძლიერად მიჭერს, ხმის ამოღებასაც კი ვერ ვახერხებ. ჯერ კიდევ არ მჯერა და გამოფხიზლებას ველი.
- ნუთ? - ძალაიან შორიდან ჩამესმის მართა როგორ მეძახის, ხმა თითქოს გაწელილია - კარგად ხარ? - მოდის და მხარზე მეხება ფრთხილად მარხევს. თავს რობოტივით ვატრიალებ მისკენ და თვალებში ვაშტერდები
- რა... - ხმა მიწყდება და სათქმელს ძლივს ვუყრი თავს - რა ჯანდაბა ხდება? - ძლივს ამომდის ყელიდან ხმა
- რეზი გამოუშვეს - კიდევ ერთხელ ვუყურებ რეზის, ვბრუნდები და ჩემი ოთახისკენ მივრბივარ, თუმცა კიბეებზე ვიკეცები და ვხვდები რომ მალე პატარა ბავშვივით ავტირდები. კიბეებზე ჩამომჯდარი ღრმად ვსუნთაქ და თავის ყველანაირად შეკავებას ვცდილობ. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ იმ ფაქტს რომ რეზი გამოუშვეს, არ უნდა გამოეშვათ, ვერ უნდა გამოსულიყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ რას აკეთებენ? რატომ არიან რეზი და მიშო აქ?! სწრაფად ვდგები და ოთახში შევრბივარ. კარებს ვკეტავ, თუმცა თავადაც არ ვიცი რატომ, დარწმუნებული ვარ რეზი აქ არ შემოვა, მაგრამ მაინც მინდა ჩვენ შორის ბარიერი არსებობდეს, რომელსაც ვერ გადმოლახავს. ეს კი ამ ბარიერის შექმნის უსუსური მცდელობაა. საწოლზე უემოციოდ, დაღლილი ვეცემი და ჭერს ვაშტერდები. ცოტახანში კარებზე კაკუნის ხმა მაკრთობს, ასე დიდი ხანია არ შემშინებია და საკუთარ თავზე ნერვები მეშლება ასეთი მშიშარა რომ გავხდი
- ნუთ შემომიშვი - მართას ხმა სუსტად აღწევს ჩემამდე და საწოლში ვტრიალდები, ახლა ნამდვილად არ მსურს ამ ყველაფერზე მართას საუბრის მოსმენა არ მაინტერესრბს ამ ყველაფერს როგორ ახსნის და გაამართლებს, ბოლოს ყველაფერი მაინც იმით დასრულდება, რომ იძულებული ვიქნები ისე მოვიქცე როგორც მათ სურს, რადგან ვიღაც აუცილებლად საფრთხეში იქნება მე კი მას ვერ გავწირავ, ეს უკვე ბევრჯერ გავიარეთ. მართაც ხვდება რომ მისთვის კარების გაღებას არ ვაპირებ და მიდის, ამ საუბარს ხვალაც მოვისმენ, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს ამყველაფრის ძალა.
დილით სწრაფად გავემზადე და სახლიდან ჩუმად ვიპარებოდი უნივერსიტეტში, არავის ნახვა არ მსურდა. კარები ფრთხილად გავაღე და მაშინვე მანქანისკენ წავედი
- ქალბატონო ნუთ დღეს ვერ წავალთ - მეუბნება ჩემი დაცვის ერთ-ერთი წევრი
- რატომ?
- ამაზე ჯობს მამათქვენს დაელაპარაკოთ - ოღონდ ისევ ეს არა ვფიქრობ და სახლისკენ ვბრუნდები.
- უნივერსიტეტში რატომ ვერ წავალ ? - ვიძახი როგორც კი ოთახში შევდივარ და იქ მყოფებს ყველას ვაიგნორებ, მაგრამ რეზის და მიშოს ისევ აქ დანახვა მაინც მაკვირვებს. მხოლოდ ავთოს ვუყურებ და პასუხს ველი
- მაგაზე შენი და დაგელაპარაკება - მპასუხობს ცივად
- არავისთან ლაპარაკი არ მჭირდება, უნივერსიტეტში უნდა წავიდე
- ნუთ წამოდი სხვაგან ვილაპარაკოთ - ჩემ დას გაოცებული ვუყურებ, მისი მართლა არ მესმის ამ ყველაფერს ასე მშვიდად როგორ იღებს ვერ ვხვდები
- რამე ახალი უნდა მითხრა? თუ ისევ იმის თქმას აპირებ რომ საფრთხეში ვარ და გარეთ თუ გავალ შეიძლება მომკლან, საუბარს აზრი არ აქვს - ვამბობ წყნარად
- სხვაგან ვისაუბროთ - ხელს მკიდებს და ცდილობს ოთახიდან გამიყვანოს
- რაზე მართა? რაზე უნდა ვისაუბროთ, სალაპარაკო რა დარჩა, ან ამ ოთახში მყოფებიდან რომელს გიცდით ჩემთან რეალურად საუბარი? თქვენ მხოლოდ მემუქრებით და მაიძულბთ ის ვაკეთო რაც თქვენ გინდათ, ამას საუბარს ეძახით? გასაგებია გარეთ ვერ გავალ - ვამბობ და სწრაფად გამოვდივარ ოთახიდან, გაბრაზებულიც კი აღარ ვარ უკვე მივეჩვიე რომ სულ ასე ხდება. ოთახში შესვლისთანავე ჩემს ნივთებს ვაგროვებ, ჩანთაში ვყრი და პატარა დანას შარვლის ჯიბეში ვიდებ. აქ ბევრი არაფერი მომიტანია, ამიტომ ყველაფერი სწრაფად შევაგროვე. აქ მოსვლის დღიდან მთელი სახლი შევისწავლე და ზუსტად ვიცი ისე როგორ უნდა გავიდე რომ ვერავინ შემნიშნოს, ამ შემთხვევაში საკმაოდ წინდახედული აღმოვჩნდი. სამზარეულოში ჩუმად ჩავდივარ და უკანა ეზოში ფანჯრიდან ვხტები, საბედნიეროდ აქ ისეთი მაღალი კედლები არ არის რომ ვერ გადავხტე, მაგრამ მაინც მჭირდება ეზოდან სკამის აღება. ფრთხილად გადავცოცდი კედელზე და უკვე გარეთ ვიყავი, ცოტახანში კი ტაქსიც გავაჩერე და სახლში წავედი. სახლი საშინლად არეული დამხვდა, გოგონები ნამდვილად არ ზრუნავენ რომ ოთახი ხანდახან მაინც მიალაგონ. თუმცა ამჯერად ვაპატიებ, ახლა ნამდვილად მჭირდება რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. სახლს სამი საათი მაინც ვალაგებდი და საბოლოოდ დაღლილი დავესვენე საწოლზე. ცოტახანში ხმაურმა გამომაღვიძა და ოთახიდან გამოვედი. მაშო და მეგი იცინოდნენ და პარკებს მაგიდაზე დებდნენ
- მოხვედით
- ნუთ - აყვირდა მაშო
- სახლის დალაგებას ჩვენც დღეს ვაპირებდით - ამბობს მეგი და იღიმის
- ხოო? ძალიან კარგი აბანოა მისალაგებელი - მაშოს სიცილი უტყდება
- ხედავ მეგი? ახლა შენ მოგიწევს აბანოს გახეხვა მე არ მოგეხმარები
- ვითომ რატო წამოდი და ერთად დავალაგოთ
- არა ეს შენი სასჯელი იქნება, თუ გინდა რომ აღარ გავიბუტო მარტოს მოგიწევს დალაგება
- ეჰ სიყვარულის გამო რას არ აიტანს ადამიანი - ამბობს მეგი და დრამატულად მიდის აბაზანისკენ
- ამჯერად რა მოხდა - ღიმილით ვეკითხები და ჩიფს ვიღებ. ორივე ერთად ვსხდებით მდვივანზე
- ის ბიჭი წინაზე რო მოგიყევი ხო გახსოვს - ამბობს პირ გამოტენილი
- მეგი რო მოწონს?
- ხო ეგ. მოკლედ კინოში ბრძანდებოდნენ ერთად, ნუ კიდევ იყო ვიღაც, მაგრამ მაინც კინოში იყვნენ და თან იმან არ იცის შეყვარებული რო ყავს ამ ქალბატონს - ამბობდა ბუზღუნით. ჩვეულებრივი დიალოგები მომნატრებია, ვფიქრობ ჩემთვის. უაზრო რაღაცებზე ბუზღუნი და სისულელეებზე სიცილი, ახლა ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივადაა რომ წესით უნდა მოვდუნდე, მაგრამ სხეული მაინც დაძაბული მაქვს და გონებაც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. მოდუნება საშინლად მიჭირს. მეგიმ აბანოდან ცხვირი გამოყო და აბუზღუნებულ შეყვარებულს დაბღვერილი უყურებდა
- კარგი რა უბრალოდ კინოს საყურებლად წავედით, თან მარტო ხოარ ვიყავით კურსელები წავედით, რა სცენებს აწყობ?
- კიდე მე ვაწყობ სცენებს? მე რომ მათთან ერთად ვიარო კინოში ვისაც მოვწონვარ საინტერესოა რა რეაქცია გექნება
- აღარ შემიძლია - ხელებს აქნევს და დანებების ნიშნად ისევ აბანოში უჩინარდება
- შენ დაბრუნდი? ანუ სულ დაბრუნდი თუ ისე შემოირბინე
- გულწრფელად რომ გითხრა არ ვიცი, წესით სულ დავბრუნდი - ვამბობ და თან ვოხრავ, რადგან მართლა არ ვიცი რა იქნება. რადგან უკვე არ მომივარდნენ სავარაუდოდ ჯერ არ გაუგიათ რომ გამოვიპარე
- შენ კიდე სულ აირიე ხან სად ხარ ხან სად, წესიერად არც გვიყვები რა ხდება. მაშინდელივით რომ კიდევ გადაიკარგო იცოდე სადაც გიპოვი იქ მოგკლავ - მის ნათქვამზე გამეცინა
- შენღა მაკლიხარ მოსაკლავად რომ დამდევდე - მაშომ ქვემოდან ამომხედა და თვალები გადაატრიალა
- ამოგაცლი მაგ ენას მაინც არაფერში იყენებ - ამბობს გაბრაზებული - შევუკვეთოთ რამე თუ საჭმელად გავიდეთ?
- გავიდეთ რა სახლში არ მინდა ყოფნა - ვამბობ და ტუჩებს ვბრიცავ
- ხოდა წავიდეთ - მეგის დაველოდეთ სანამ ლაგებას მორჩა და საჭმელად გავედით. ჭამის შემდეგ კი დასალევად წავედით, თუმცა გზაში გოგოებმა კიდევ იჩხუბეს და საბოლოოდ უკან დავბრუნდით. საკუთარ სახლში დივანზე მიმიჩინეს ადგილი თვითონ კი ჩემს საწოლში კომფორტულად მოეწყვნენ. დილით სასწრაფოდ ავდექი და გამზადება დავიწყე, გუშინ გვიანობამდე ვმეცადინეობდი რომ დღეს სემინარი ჩავაბარო, ახლა კი მაგვიანდება. ჩაფუთნული გავვარდი სახლიდან და გაჩერებაზე ავტობუსში ავვარდი. ცივი ჰაერის გამო ყელი მეწვოდა და ჯერაც გულაჩქარებული ვსუნთქავდი. საბედნიეროდ არ დამაგვიანდა და სემინარიც ნორმალურდ ჩავაბარე. უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი ჩემსკენ მომავალი გიგი რომ დავინახე, გულწრფელად მინდოდა მასთან შეხვედრა როგორმე თავიდან ამეცილებინა, მაგრამ ახლა ეგ ვერ გამომივიდოდა, პირდაპირ მისკენ მივდიოდი. მსუბუქად გავუღიმე და მივესალმე, მინდოდა მაშინვე გამევლო მაგრამ მან, რა თქმა უნდა, საუბარი განაგრძო.
- როგორ ხარ? ამ ბოლო დროს საერთოდ ვერ ვხვდებით ერთმანეთს
- ჰოო, შენ როგორ ხარ - ვპასუხობ სწრაფად
- კარგად, არ გინდა კაფეში გავიდეთ? ცივა და რამე ცხელი დაგველია
- იცი მე არ მგონია შევძლო - უარის თქმას ვცდილობ და თან ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ, ის კი მოდის და მკლავს მკლავში მიყრის
- შენს უარს არ მივიღებ, წავიდეთ და რამე დავლიოთ, თან მომიყევი თავს რატომ მარიდებ - დამქაჩა რომ მას გავყოლოდი, მეც ძალდატანებით გადავდგი ნაბიჯი და გავყევი. ორივემ ხილის ჩაი შევუკვეთეთ, ცხელ ჭიქას ხელებს ვხვევდი და ვთბებოდი. გიგი გაღიმებული მაშტერდებოდა და ელოდა როდის მომშორდებოდა ეს დაძაბულობა, რომ საუბარი დაეწყო მე კი სპეციალურად არ ვწევდი თავს ზევით
- კარგი აბა დაიწყებ? - მეკითხება და თითებს ჭიქაზე ათამაშებს
- რა უნდა დავიწყო? - ვეკითხები დაბნეული
- რა და იმის მოყოლა თავს რატომ მარიდებ - მაგას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს, მამაშენს ჩემი მოკვლა უნდა და უკვე ორჯერ სცადა, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყვი არა? რომც ვუთხრა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერებს
- მიზეზი არ მაქვს
- ანუ უარყოფ რომ თავს მარიდებ - მძიმედ ვსუნთქავ, კიდევ ერთი ადამიანი ვინც დაკითხვას მიწყობს
- არა არ ვუარყობ - ვამბობ და ცხელ ჩაის ვსვავ
- ანუ თავს მარიდებ?
- კი თავს გარიდებ - მსუბუქად ვაქნევ თავს სიტყვებთან ერთად
- თუმცა მიზეზი არ გაქვს? - ამბობს დაეჭვებული
- იცი... ახლა ცხოვრებაში არც ისე მარტივი ეტაპი მაქვს - ვამბობ და ვჩუმდები
- მერე?
- მერე ის, რომ ახალი ადამიანებისთვის უბრალოდ დრო არ მაქვს - ღრმად ჩაისუნთქა და სკამს მიყრდნო
- ანუ პრობლემა მხოლოდ დროის ნაკლებობაა?
- ასე გამოდის
- და იქნებ შენი ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე, სწორედ ჩემთვის უნდა გამონახო დრო, რომ შენი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარო - ისეთი თავდაჯერებული ამბობს, ალბათ დავიჯერებდი, პრობლემას რეზი, მოშო და სანდრო რომ არ ერქვას და კიდევ ავთო
- არ მგონია ჩემი პრობლემების მოგვარება სხვისი დახმარებით შესაძლებელი იყოს
- მომიყევი და იქნებ დაგეხმარო
- დამიჯერე შენ ვერ დამეხმარები
- ისეთი სუსტი ადამიანი გგონივარ, რომ შენს დახმარებას ვერ შევძლებ?
- ეგ არაფერ შუშია, უბრალოდ პრობლემა ჩემია და თავად უნდა გავუმკლავდე
- გასაგებია - ამბობს და რამდენიმე წამით ჩუმდება - და მაინც იქნებ ჩემთვის დრო გამოგენახა, სულ ცოტა მაგალითად დღეში ათი წუთი - ამბობს სიცილით - იცი დროს თუ კარგად გაწერ აღმოჩნდება, რომ იმაზე მეტი დრო გაქვს ვიდრე გგონია რომ გაქვს, დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა - მის ნათქვამზე მეღიმება და ორივე სიჩუმეში ვაგრძელებთ ჩაის დალევას. არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს სახლშიც თავად მომიყვანა. მადლობა გადავუხადე და სწრაფად შევვარდი შენობაში. კარები სწრაფად გავაღე, მაშინვე შარფის მოხსნა და ქურთუკის გახდა დავიწყე, ჩანთაც კუთხეში მივაგდე და სააბაზანოსკენ გავიქეცი
- გამარჯობა - ხმის გაგონებაზე ვიკივლე და შეშინებული მოვბრუნდი უკან
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ - ვუყვირივარ რეზის, რომელიც ჩემს დივანზე კომფორტულად არის მოწყობილი
- შენი აზრით? - ჩემი აზრით? ჩემი აზრით სასწრაფოდ აბანოში უნდა შევვარდე
- საპირფარეშოში უნდა გავიდე და რო გამოვალ აქ აღარ დამხვდე - ვამბობ მკაცრად და სწრაფად ვბრუნდები. სააბაზანოს კარებს ვაღებ და სწრაფად შევდივარ შიგნით, დიდი იმედი არ მაქვს რომ რეზი ჩემს ნათქვამს გაითვალისწინებს და წავა, უფრო სწორად დარწმუნებული ვარ რომ ისევ იქ დამხვდება. მისი დანახვა არც გამკვირვებია, ველოდი რომ ვინმე მომაკითხავდა, მაგრამ მე უფრო მართას ან ავთოს ველოდი. სწრაფად ვისწორებ ტანსაცმელს, ხელებს ვიბან და ოთახში გამოვდივარ. რეზი აღარ მხვდება და გაკვირვებული ვაჩერდები დივანს, ვერ ვიჯერებ რომ წავიდა
- რამეს ეძებ? - მისი ხმა ძალიან ახლოდან ჩამესმის. სწრაფად ვბრუნდები და ჩემს უკან მდგარ რეზის ვუყურებ. მაშინვე უკან ვიხევ, რადგან ძალიან ახლოს დგას და ყურზე ხელს ვისმევ.
- გითხარი რომ წასულიყავი
- ხომ იცოდი რომ არ წავიდოდი - ამბობს და ჩემი საყვარელი ჭიქით ხელში ჯდება დივანზე
- დაგაგვიანდათ მე უფრო ადრეც გელოდით - მიკვირს მის წინ სიმშვიდის შენარჩუნებას რომ ვახერხებ, თუმცა შინაგანად ნამდვილად ვცახცახებ, არავინ იცის მას თავში რა წამოუვლის.
- ჰოო? იცი არ მეგონა თუ დამელოდებოდი ასე ძალიან გენატრებოდი?
- იცი რომ ეგ არ მიგულისხმია - იღიმის და ჩაის სვავს, მე კი გადაჯვარედინებულ ხელბს ძლიერად ვუჭერ ერთმანეთს
- მოვედი კიდეც, ღამით მოგაკითხე, მაგრამ ისე საყვარლად გეძინა ვერ გაგაღვიძე - ყელი მიშრება, იმედია ხუმრობს და ღამით სახლში არ შემოსულა - აქ ძილი მოუხერხებელი არ არის? საკმაოდ პატარაა - ამბობს დივანზე და ვხვდები რომ დგომის ძალაც აღარ მაქვს, სწრაფად ვჯდები სკამზე და ვაშტერდები
- ავადმყოფი ხარ? აქ რატომ შემოხვედი ვინ მოგცა მაგის უფლება! - ვცდილობ ხმამაღლა და მკაცრად ვუთხრა
- ნებართვა არ მჭირდება, თუმცა ამჯერად შენმა საყვარელმა მამიკომ დამრთო ამის გაკეთების უფლება
- თქვენ ავადმყოფები ხართ?! და მამაჩემს ვინ მისცა მაგის უფლება? ეს ჩემი სახლი და არა მისი
- ხო ეგ მამა-შვილური ამბები მე არ მაინტერესებს - შუბლზე ხელს ვისმევ და ვცდილობ დავწყნარდე, ხელები გაოფლილი მაქვს და ოდნავ მიკანკალებს კიდეც
- გაეთრიე - კბილებიდან ვცრი და ცოტა მაკლია, რომ რეზის არ მივვარდე - ახლავე გაეთრიე აქედან
- რა ცუდი მასპინძელი ხარ ჯერ ჩაიც არ დამილევია
- მანიაკი ხარ? რას გადამეკიდეთ, ხმას არ ვიღებ და თავს რატომ არ მანებებთ - ჭიქა მაგიდაზე დადო და გამომხედა
- ახლა აქ იმიტომ არ ვარ რომ შენი გაჩუმება მინდა, უბრალოდ საფრთხეში ხარ სულ ესაა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ თუ ვინმე შენს მოკვლას შეეცდება ამის უფლება არ მივცე
- შენს თავზე რას იტყვი?
- მე დიდიხანია რაც გავაანალიზე რომ შენი მოკვლა სიამოვნებას არ მომგვრის, ისე მიშლი ნერვებს რომ შენი ტანჯვის ყურება მირჩევნია - სიგიჟის სტადიაზე ვარ, უკვე თავის კონტროლიც მიჭირს, ვგრძნობ როგორ ილევა ჰაერი ოთახში, რეზის გარდა ვეღარაფერს ვამჩნევ და მეც არ ვიცი ეს როგორ ვქენი ან რა დამემართა. გაუცნობიერებლად მოვკიდე ხელი პატარა საყვავილეს და რეზის მიმართულებით ვისროლე, რა თქმა უნდა, აიცილა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვარ რომ ახლა მართლა შემიძლია რამე დავუშავო. სწრაფად ვდგები, მის ყვირილს ყურადღებას არ ვაქცევ და მისი მიმართულებით მივრბივარ, ძლიერად ვურტყავ ხელებს და ვცდილობ ჩემი გაჩერების საშუალება არ მივცე
- ავადმყოფიხარ! მანიაკი! შეშლილი! - ვყვირივარ ბოლო ხმაზე და კვლავ ხელებს ვიქნევ მისი მისამართით. ხელებს მალევე მიჭერს მეკი მთელი სხეულით ვფართხალებ და ყველანაირად ვცდილობ თავი გავითავისუფლო. ცალი ხელით ორივე მაჯას მიჭერს, მატრიელებს და მის მკერდზე ზურგით აკურილი ფეხების ფართხალს ვიწყებ. ხელებს წელზე და ხელებზე მხვევს რის გამოც განძრევა მიჭირს. მალე ყვირილს ვწყვეტ, ცრემლები მდინარესავით ჩამომდის და ვხვდები რომ ვიხრჩობი და ვეღარ ვსუნთქავ. რეზი მიყვირის რომ გავჩერდე, მაგრამ ახლა უკვე ხმასაც ვეღარ ვიღებ და უსუცოცხლოდ ვხავივარ. ვერ ვხვდები რა ვქნა, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ვკვდები, მგონია ნებისმიერ წამს ან თავი გამისკდება ან უჰაერბისგან გავიგუდები
- რეზი - ძლივს გასაგებად ვამბობ მის სახელს და ხელზე ძლერად ვუჭერ. წამიერად მიდუნდება სხეული და მუხლები მეკეცება. მოულოდნელობის გამო რეზი ჩემს დაჭერას ვერ ასწრებს და ჩემთან ერთად ეცემა იატაკზე - რეზი - ვიმეორებ ისევ მის სახელს და ვცდილობ გავაგებინო, რომ ცუდად ვარ. თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირა, რის გამოც ჰაერი ფილტვებში ვეღარ აღწევს, თავში სრული ქაოსი მაქვს და მგონია, რომ ნებისმიერ წამს მოვკვდები
- რა გჭირს? - მეკითხება რეზი, თუმცა ჯერ კიდევ დაჭერილი ვყავარ და არ მიშვებს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად ცუდად ვხდები, რადგან განძრევას ვერ ვახერხებ
- გა... მიშვი... რე...ზი... ვერ... - ძლივს ვბლუყუნებ და უარესად ვხდები მთელი ოთახი ტრიალს რომ იწყებს. მალე საგნებსაც ვეღარ ვარჩევ. უსუსურობის შეგრძნებისგან უარესად ვუმატებ ტირილს - ვერ ვსუნთქავ - ვამბობ ხავილით და ვგრძნობ, როგორ ვთავისუფლდები რეზის მარწუხებისგან. მკლავებში მიჭერს და თავისკენ მატრიალებს, წამიერად ვხვდები მის დაბნეულ თვალებს და მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ რაღაცას ამბობს. ყურებში მხოლოდ საშინელი მძიმე სიჩუმე მესმის, რომელიც თავს მატკივებს და უკვე მართლა მგონია, რომ მოვკვდი, რადგან ვეღარაფეს ვხედავ. არ ვიცი რამდენხანს გაგრძელდა, მაგრამ რაღაც დროით ყელა შეგრძნება გაქრა. მერე შორიდან, ძალიან შორიდან ჩამესმოდა ხმა, რომელიც მეუბნებოდა რომ დავწყნარებულიყავი. ნელ-ნელა შეგრძნებებიც დაბრუნდა და მსუბუქად ვგრძნობდი სხეულზე შემოხველ ხელებს, ჯერ კიდევ ვტიროდი, თუმცა ცრემლების გარეშე
- ისუნთქე, დაწყნარდი ყველაფერი კარგადაა - მისი სიტყვები ცარიელ თავში დალივლივებდნენ და მის დაჯერებას ცდილობდნენ. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ან ეს სიტყვები ვის ეკუთვნოდა. ნელ-ნელა საკუთარ თავს ვუბრუნდებოდი და სულ უფრო და უფრო ძლიერად ვგრძნობდი მოხვეულ ხელებს და ხმაც უფრო გარკვევით ჩამესმოდა. საბოლოოდ გონს რომ მოვედი მივხვდი, რომ რეზის ფეხებში ახლართული ვიჯექი, თავი მის მკერდზე მედო, ხელები ძლიერად ქონდა წელზე შემოხვეული, მე კი მაისურზე ვებღაუჭებოდი. ნაზად მისმევდა თავზე ხელს და ცდილობდა დავემშვიდებინე. თვალებს ძლივს ვაშორებ ერთმანეთს, ვხვდები რომ ძალიან ბევრი ვიტირე, რადგან უკვე ვგრძნობ როგორი დასიებული მაქვს არა მარტო თვალები, არამედ მთელი სახე. გაჭირვებით ვსუნთქავ და ჯერ კიდევ ვკანკალებ. მისი ხელი მსუბუქად დასრიალებს ჩემს ზურგზე. მინდა რომ ავდგე და მას მოვშორდე, მაგრამ სხეული არ მემორჩილება, ოთახში უჩვეულოდ ბნელა. ვცდილობ რომ გავინძრე, მაგრამ გონება სხეულს მოძრაობას ვერ აიძულებს, ჩემი სხეული ზედმეტად კომფორტულად გრძნობს თავს რეზის მკლავებში.
- გაიღვიძე? - ვერ ვხვდები რას გულისხმობს, საერთოდ როდის მეძინა. ვცდილობ რამე ვთქვა, მაგარამ ამის თავიც არ მაქვს, მსუბუქად მისმევს თავზე ხელს, მეორე ხელს კი უფრო ძლიერად მხვევს - უკეთ ხარ? - მეკითხება მშვიდი ხმით მე კი ხმას ვერ ვიღებ იმდენად დაღლილი ვარ და მის მაისურზე ჩაბღაუჭებულ ხელს კიდევ უფრო ვუჭერ და ვცდილობ ასე გავცე პასუხი. კიდევ უფრო ძლიერად მიჭერს ხელებს და მისი ჩუმი თითქოს შვებისგან მოგვრილი ამოოხვრა სწვდება ჩემს სმენას. კიდე ცოტახანს ვზივარ ასე, შემდეგ კი ძალას ვიკრებ და მის თბილ სხეულს ვშორდები, თავი საშინლად მტკივა და თვალებიც მეწვის
- ადგომა შეგიძლია? - თავს მსუბუქად ვუქნევ ის კი მაინც მეხმარება წამოდგომაში. მალევე ვაანალიზებ რომ გარეთ უკვე ბნელდება, საათს ვუყურებ და უკვე შვიდი ხდება, არადა სახლში ხუთზე მოვედი. ახლა ვხვდები რეზიმ რატომ მკითხა გავიღვიძე თუ არა, ვერ ვიჯერებ რომ მეძინა და რაც მთავარია, რეზი აქ დარჩა და ჩემთან ერთად იჯდა ძირს რამდენიმე საათი
- წამოდი დაგაწვენ - მეუბნება და ცდილობს საწოლისკენ წამიყვანოს. საწოლზე ვჯდები და ფრთხილად ვუყურებ მას
- რატომ დარჩი? - ვეკითხები და ვგრძნობ ყელი როგორ მტკივა, როგორც ჩანს ზედმეტად ხმამაღლა ვყვიროდი და ვტიროდი, რადგან ხმა ჩახლეჩილი მაქვს
- რას გულისხმობ?
- გავითიშე შენ კი არ წახვედი
- არ მეგონა რომ ჩემი ნათქვამი შენზე ასე იმოქმედებდა - მეუბნება და ცდილობს გადასაფარბელი გაასწოროს და არ შემომხედოს. ალბათ უბრალოდ არ მიყურებს, თორემ ვერაფრით დავიჯერებ, რომ შემოხედვის ერიდება იმის მერე რაც ქნა
- და რომ გცოდნოდა აღარ იტყოდი? - რომ შემეძლოს ნამდვილად გავიღიმებდი. შემომხედა და წამით გაჩერდა
- არ ვიცი, ისეთი ამბავი ატეხე შეიძლება არც მეთქვა, ახლა წავალ
- აქამდეც უნდა წასულიყავი
- უმადური ნუ ხარ
- ასეთ დღეში შენს გამო ავღმოვჩნდი თუ გახსოვს - თავს აქნევს და მიდის, კარებთან ჩერდება და ჩემსკენ ტრიალდება
- ასე ხშირად გემართება ხოლმე? - გაკვირვებული ვუყურებ, თვითონაც არეული სახე აქვს
- ეს შენ არ გეხება - ვპასუხობ სწრაფად
- მართალია - ოთახიდან უჩინარდება, მე კი დაძინებას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ. საწოლიდან ვდგები და აივანზე გავდივარ მოსაწევად, სიცივე მაფხიზლებს და თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ.

მეორე დღეს ლექციები არ მქონდა, ამიტომ სახლიდან გასვლას არ ვაპირებდი, გოგოებთან ერთად ვისაუზმე და ინტერნეტში კომედიურ ფილმებს ვარჩევდით, თან ნიკას ველოდებოდით, რომელსაც ლუდი და სასუსნავები უნდა მოეტანა. საბედნიეროდ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწია და ფილმის ყურებაც მალევე დავიწყეთ. საღამომდე არაფერი გვიკეთებია, ვისხედით ვჭამდით და ფილმებს ვუყურებდით.
- მომბეზრდა - ამბობს ნიკა და ფილმს თიშავს
- სხვა რამეს ვუყუროთ? - ვეკითხები და პოპკორნს ვიტენი
- არა სხვა რამე გავაკეთოთ
- მაინც რა? მე გარეთ გამსვლელი არ ვარ დღეს - ვპასუხობ სწრაფად
- კარგი რა დასალევად წავიდეთ - ამბობს მეგი და უკვე წასასვლელად იწყებს გამზადებას
- არა, არა დავრჩეთ - ამბობს ნიკა სწრაფად და მაშტერდება, თითქოს რაღაცის თქმა უნდა
- ნიკა ახლა მაგის დრო არაა - ამბობს მაშო ოდნავ დაძაბული
- რისი დრო არაა? - ვეკითხები დაინტერესებული და რამდენიმე წამში ოთახში გამეფებული დაძაბულობა მეც გადმომედო
- წავიდეთ არა? - ამბობს მეგი და ყველას სათითაოდ გვიყურებს. ვხვდები ეს საუბარი დაახლოებით საით წავა და მისთვის თავის ასარიდებლად ახლა გარეთაც კი გავალ.
- არა! როდემდე ვაპირებთ გაჩუმებას - ამბობს გაღიზიანებული ნიკა
- რა ხდება ბავშვებო? - ვკითხულობ, თუმცა პასუხის მოსმენა ნამდვილად არ მსურს
- მაგის კითხვას მე ვაპირებდი, რა ხდება ნუთ?
- რას გულისხმობ ნიკა რა უნდა ხდებოდეს? - ნერვიულობისგან მეღიმება
- როდის აპირებ რომ ყველაფერი მოგვიყვე? იცოდე არც გაბედო შენი მდგომარეობის მამაშენზე და მართაზე გადაბრალება
- ნიკა რა გინდა ვერ გავიგე?
- ნიკა საკმარისია, საჭიროდ თუ ჩათვლის თავად მოგვიყვება - ამბობს მაშო და ცდილობს ნიკა გააჩუმოს
- დიდი ხნის წინ უნდა ჩაეთვალა ყველაფრის მოყოლა საჭიროდ, მეგობრები მხოლოდ იმისთვის არ ვართ რომ ერთად დავლიოთ და ფილმებს ვუყუროთ
- ნიკა საკმარისია, ამაზე საუბარი არ მსურს და არც ვისაუბრებ, ეს ის არ არის რაც თქვენ ან ჩვენს მეგობრობას ეხება. რომ ვიცოდე ამ ყველაფრის მოყოლით რამეს უკეთესობისკენ შევცვლიდი დამიჯერე დიდი ხნის წინ ვიტყოდი
- აღიარებ რომ პრობლემები გვაქვს, თუმცა არაფერს გვიყვები რომ მათ გადაჭრაში დაგეხმაროთ? იცი ახლა მაგის გამო თავს როგორ ვგრძნობ? მეუბნები რომ საკუთარი მეგობრის დახმარება არ შემიძლია! კარგი, შეიძლება მართლაც ვერაფერი ვქნა, ვერც მე და ვერც რომელიმე ჩვენთაგანმა, მაგრამ ის ხომ მაინც შეგვიძლია რომ გვერდში დაგიდგეთ და... არ ვიცი გაგამხნეოთ მაინც - თვალები მიცრემლიანდება და ვნატრობ რომ ახლა მარტო დავრჩე, ამ საუბრისთვის მზად არ ვარ
- გვერდში ისედაც მიდგახართ, ამ ყელაფრის ცოდნის გარეშეც ჩემს გვერდით ხართ და ეს სრულიად საკმარისია თქვენი მხრიდან
- არა ნუთ არ არის, ვხვდები რომ სერიოზული პრობლემები გაქვს და არაფრის ცოდნა არ მეხმარება, მინდა ვიცოდე შენს თავს რა ხდება
- წადით - ვამბობ ჩუმად და ძირს ვიყურები - მარტო მინდა დარჩენა
- შეიძლება მე მაინც რომ დავრჩე? - მეკითხება მაშო ფრთხილად - სხვა ოთახში ვიქნები არ შეგაწუხებ
- არა მარტო მინდა ყოფნა, ძალიან გთხოვთ
- კარგი - ამბობს მეგი
- სერიოზულად ასე უბრალოდ ავდგებით და წავალთ? - ამბობს იმედგაცრუებული ნიკა
- კი ნიკა ავდგებით და წავალთ, ეს საუბარი არც უნდა დაგეწყო - ნიკა გაბრაზებული დგება და სახლიდან გადის, მას გოგოებიც მიყვებიან მე კი მარტო ვრჩები და ისევ ტირილს ვიწყებ. ნამდვილად არ მსურს მათ რამე მოვუყუვე და ამით პრობლემები შევუქმნა. კარზე ვიღაც აკაკუნებს და დარწმუნებული ვარ რომ მაშოა, ამიტომ სწრაფად ვუღებ კარებს. ცრემლებს მაშინვე ვიწმენდ, როგორც კი რეზის თვალებს ვაწყდები
- აქ რას აკეთებ? - ვეკითხები გაღიზიანებული
- რა გატირებს?
- რაში გაინტერესებს? ეს არ გეხება
- მართალია, სალაპარაკოდ მოვედი და შენი მეგობრების წასვლას ველოდებოდი, არ შემომიშვებ?
- არა - ვამბობ და კარების დაკეტვას უშედეგოდ ვცდილობ, რეზი შიგნით შემოდის
- გუშინ შენთან ლაპარაკი ვერ მოვახერხე
- რაზე? - მის გაგდებას არ ვცდილობ, მაინც არ წავა სანამ სათქმელს არ იტყვის, ამიტომ რაც მალე მით უკეთესი
- რაზე და იმაზე, რომ ერთად უნდა ვიყოთ - ცოტახანი გაშტერებული ვუყურებდი, რადგან ნამდვილად ვერ გავიგე რა მითხრა - იმას ვგულისხმობ რომ შენს გვერდით უნდა ვიყო, რომ დაგიცვა და არაფერი დაგემართოს
- არ მჭირდება დაცვა - ვამბობ სწრაფად. ღრმად ჩაისუნთქა და სალაპარაკოდ მოემზადა
- მოკლედ, რადგან შენ იქ არ ჩერდები სადაც გტოვებთ და ყოველთვის შენს ჭკუაზე დადიხარ, რის გამოც შენი დაცვა ყველას უძნელდება, გადავწყვიტეთ რომ აღარ შეგზღუდოთ. იარე სადაც მოგინდება და იქ დარჩი სადაც გინდა, მაგრამ მეც შენთან ერთად ვიქნები
- ღმერთო ჩემო და შენ სხვა საქმე არ გაქვს მე რომ არ მდიო კუდში?
- რა თქმა უნდა, მაქვს! მაგრამ მიშომ და მამაშენმა მე მანდეს შენი თავი
- ღმერთო რა საოცრად კარგი არჩევანი გაუკეთებით - გულწრფელად მეცინება, პირდაპირ ლომის ხახაში მაგდებენ ჩემი დაცვის მიზნით
- დამამთავრებინე! წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში დაბრუნება და იქ დარჩენა მოგიწევს, რაც მე ძალიან მაწყობს
- სულ ჩემთან ერთად როგორ იქნები ? - ვეკითხები გაკვირვებული
- ზედა სართულზე ბინა ვიქირავე
- რაა?! ესღა მაკლდა - ვამბობ გაოცებული
- ხო და სადარბაზოში კამერები აყენია, ამიტომ ყელა შემომსვლელ და გამსვლელ პირს ვხედავ, როცა სახლში იქნები მე შენს ზემოთ ვიქნები და ყველაფერს გავაკონტროლებ. სიმართლე რომ ითქვას მეც აქ ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო არ ცხოვრობ. ფანჯრებზე და შემოსასვლელ კარებზე სიგნალიზაცია აყენია და თუ ვინმე უცხო შემო, რაც ვერ მოხდება, მაგასაც გავიგებ, ამიტომ შეგიძლია არ ინერვიულო. უნივერსიტეტში მე წაგიყვან და იქიდანაც მე წამოგიყვან
- უნივერსიტეტში უამრავი ხალხია იქ რას გაიგებთ ვინ შემოვა და ვინ არა, ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, თქვენი კუდში დევნა არ მჭირდება - ვამბობ და ცოტათი გაოცებული ვარ მისი მონოლოგით
- რატომ არასდროს მაცდი საუბარს - ამბობს გაღიზიანებული - შენი უნივერაიტეტის ყველა კამერაზე გვაქვს წვდომა და ამასთან შენს ყველა აუდიტორიაში დავაყენეთ კამერები, ასე რომ ჯობია ლექციებს კარგად უსმინო, თორემ მამიკო გაიგებს და დაგსჯის - იღიმის და საუბარს აგრძელებს - მოკლედ უნივერსიტეტშიც და სახლშიც ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ ხარ, გარეთ კი პირადად მე გიცავ, ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს - დიდი ძალისხმევა მჭირდება რომ შოკისგან ნიკაპი არ ჩამომივარდეს, გაოგნებული ვუსმენ და ბოლომდე ვერც ვიჯერებ რასაც ამბობს
- სერიოზულად? ეს რა საჭიროა უნივერსიტეტში ისედაც ვერავინ შემოვიდოდა
- რატომ? მანდ შემოსვლას რა უნდა. ჩემს გარდა კიდევ არიან გარეთ ბიჭები ვინც გიცავს და თუ მე არ ვიქნება მაშინ საბა მოგხედავს და თუ რამე მოხდება მას შეატყობინებ. ტელოფონში ჩვენი ორივეს ნომერი გაქვს - აღარ ვაპირებ იმის კოთხვას ჩემს ტელეფონში როგორ მოახერხა ნომრების ჩაწერა, იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოყვა ეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა - კარგი თუ სახლიდან გასვლას არ აპირებ მაშინ მე მაღლა ავალ
- არ ვაპირებ - ვეუბნები გაოგნებული. ოთახში მარტო ვზივარ, თუმაცა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველა მხრიდან მიყურებენ. რეზიმ ისეთი რაღაცები მითხრა, რომ შეწინააღმდეგებაც კი ვეღარ მოვიფიქრე და ახლა საკუთარ თავზე გაბრაზებული ვზივარ და არ ვიცი რა ვქნა. ტელფონში მათ ნომრებს ვამოწმებ და რამდენიმე წუთით ვაშტერდები. რა გამოდის, რომ ახლა რეზი ჩემი მეზობელია? ამის გაფიქრებაზე უკონტროლოდ მეცინება და ძლივს ვჩერდები რამდენიმე წუთის მერე. რეზი და მეზობელი ერთ წინადადებაში ძალიან უცნაურად ჟღერს.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ამათ უყვართ ერთმანეთი და ბლოკავენ თუ რა თამაშს თამაშობენ. აუ ბევრს აგვიანებბბ. რეზი და ნუთი. ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებიიიიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი თიკო

კარგი თავი იყო, მაგრამ არ მეყო : D

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ახალი თავი როდის იქნება??

 


№4 სტუმარი სტუმარი ნიტა

ესე ძაან ნუ აგვიანეებ რაა;((( ველოდებიი შემდეგ თავს❤️

 


№5 სტუმარი Ll

ახაალ თავს როდის დადებ??

 


№6  offline წევრი esel

პირადი პრობლემების გამო დროებით ვწყვეტ წერას, ეხლა ისე არეული ვარ მართა ვერ დავწერ ვერაფერს, ალბათ კარგახანი. საერთოდ ამ ისტორიის წაშლაზეც ვფიქრობდი მაგრამ ვიცი რომ ერთ დღეს გავაგრძელებ წერას და არ ვშლი. იმედია ძალიან არ მიწყენთ.
ბოდიში ❤❤❤

 


№7 სტუმარი ია

esel
პირადი პრობლემების გამო დროებით ვწყვეტ წერას, ეხლა ისე არეული ვარ მართა ვერ დავწერ ვერაფერს, ალბათ კარგახანი. საერთოდ ამ ისტორიის წაშლაზეც ვფიქრობდი მაგრამ ვიცი რომ ერთ დღეს გავაგრძელებ წერას და არ ვშლი. იმედია ძალიან არ მიწყენთ.
ბოდიში ❤❤❤

ჩვენ გელოდებით,ასე რომ გისურვებთ პრობლემების მოგვარებას და დაბრუნებას ))

 


№8  offline წევრი esel

ია
esel
პირადი პრობლემების გამო დროებით ვწყვეტ წერას, ეხლა ისე არეული ვარ მართა ვერ დავწერ ვერაფერს, ალბათ კარგახანი. საერთოდ ამ ისტორიის წაშლაზეც ვფიქრობდი მაგრამ ვიცი რომ ერთ დღეს გავაგრძელებ წერას და არ ვშლი. იმედია ძალიან არ მიწყენთ.
ბოდიში ❤❤❤

ჩვენ გელოდებით,ასე რომ გისურვებთ პრობლემების მოგვარებას და დაბრუნებას ))

მადლობა ❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი Marishka

Au agar dadeb?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent