სწორი არჩევანი (9-თავი)
საშინელი სიზმრის შემდეგ გაოფლილი შევდივარ სააბაზანოში და სახეზე წყალს ვისხამ, ცოტა გამოვფხიზლდი და შუქის ანთებას ვაპირებდი, როდესაც რაღაც ხმა გავიგე, სახლში მარტო ვიყავი სმენა საშინლად დამეძაბა, ვნატრობდი რომ უბრალოდ მომეჩვენა და რეალურად არაფრის ხმა არ ყოფილა, მაგრამ ფეხის ხმა კიდევ მესმის და ერთ ადგილზე ვიყინები. მთელ სხეულს შიში იპყრობს და სააბაზანოს კარებს ფრთხილად ვკეტავ, აკაკნკალებული ძირს ვჯდები, ფეხის ხმა კიდევ უფრო მოახლოვდა და როდესაც სახელურის ჩამოწევის ხმა გავიგე თვალები გამიფართოვდა, გონებაში განგაშის სიგნალი ჩამერთო და რამის ძებნა დავიწყე, რითიც თავის დაცვას შევძლებდი. აქ ისეთი არაფერი იყო, ბოლოს კი ფენი ავიღე, ბოლოს და ბოლოს მტკივნეული მაინც იქნება თუ ჩარტყმას მოვახერხებ. ხელებს ძლიერად ვუჭერ ფენს და კარების უკან ვდგები მთელი სხეულით ვკანკალებ დაძაბულობისგან. კარებს ვიღაც აწვება და ხელებს ურტყავს - აქ არის - მესმის უცხო მამაკაცის ხმა და ტანზე ცივი ოფლი მასხავს, რამდენჯერმე კიდევ ძლიერად მოაწვა კარებს და ბოლოს შემოამტვრია კიდეც, როგორც კი ოთახში შემოვიდა მაშინვე ფენი ჩავარტყი თავში და ყვირილი დაიწყო, მე კი ისევ ფენს ვურტყავდი, ამჯერად ბეჭებში, მაგრამ მალევე უკნიდან დამიჭირეს, ბოლო ხმაზე ვყვიროდი და შველას ვითხოვდი. პირზე ხელს მაფარებდნენ, ვფართხალებდი და ვცდილობდი რომ თავი გამეთავისუფლებინა, ჩემს წინ მდგომ კაცს წიხლებს ვურტყავდი, იმას კი ვინც მიჭერდა სახეში ვურტყავდი ხელებს და ვკაწრავდი, თვალებიდან სიმწრის ცრემლები მდიოდა, თავი ავიქნიე და უკან მდგომს ისე ძლიერად ჩავარტყი რომ ლამის თავად გავითიშე, ორივე იგინებოდა და ჩემს გაჩერებას ცდილობდა, მე კი მთელი ძალით ვცდილობდი თავის გათავისუფლებას. ოთახიდან მიმათრევდნენ მე კი კარებს ვეპოტინებოდი - ამის დედაც გააჩერე - ყვირის ერთ-ერთი - ხელი გამიშვით - ვყვირივარ მეც, მაგარამ იმის გამო რომ პირზე ხელი მაქვს აფარებული მხოლოდ გაურკვეველი ბგერები ისმის. ნელ-ნელა საშინელ სასოწარკვეთას ვგრძნობ და ტირილს ვუმატებ, განწირული ვებღაუჭები კარებს და მგონია რომ ცოტახანში თავი ამიფეთქდება. უეცრად ვგრძნობ რომ წელზე შემოხვეული ხელები რომელიც თავისკენ მქაჩავს მშორდება და ვთავისუფლდები, ძალა გამოცლილი ვეცემი ძირს და ღმად ვსუნთქავ, ვხვდები რომ ჩემს ზურგს უკან რაღაც ხდება, მაგრამ თავში ისეთი ქაოსი მაქვს რომ ვერაფერს ვიაზრებ. ძლივს ვბრუნდები უკან და ვხედავ რომ საბა და რეზი იმ ორ უცხო კაცს ეჩხუბებიან. გული ისე სწრაფად მიცემს რომ მგონია ვერ გაუძლებს და მალე გამისკდება, ღმად ვსუნთქავ და ხველება მიტყდება ვცდილობ აზრზე მოვიდე რომ გავიაზრო რა ხდება. რეზი უცხო კაცს შორდება და ჩემსკენ მოდის, შეშინებული მივფორთხავ უკან და თან რეზის ვუყურებ - დაწყნარდი - მეუბნება და ჩემსკენ იხრება - კარგად ხარ? - არეული თვალებით ვუყურებ, რომლიდან გადმოცვენილი ცრემლებიც ლოყებზე მეყინება - არ მომეკარო - ჩახლეჩილი ყელიდან ძლივს ამომდის ხმა - არაფერს დაგიშავებ, სულ გაფითრებული ხარ - ამბობს და თვალებში მაცქერდება, ხელს მიწვდის რომ წამომაყენოს, მაგრამ ახლა ჩემს ფეხებს საერთოდ არ ვენდობი და არ მგონია რომ ფეხზე დგომა შემიძლია - ნუთ - მეძახის როცა მის არცერთ ქმედებაზე არ ვრეაგირებ. ჩემთან კდევ უფრო ახლოს მოდის და გაფითრებულ ლოყაზე მისი თბილი ხელის შეხება მაფხიზლებს, არაფრის მთქმელ თვალებში ვაცქერდები და ტირილის სურვილი მიპყრობს. მეორე ხელსაც ლოყაზე მადებს და უკვე დაბლა დახრილ თავს მისკენ მაწევინებს - დამელაპარაკე თორემ ვერ გავიგებ რა გჭირს - ჩემგან რა უნდოდათ? - ვამბობ ბურტყუნით - არ ვიცი, ადექი აქედან უნდა წავიდეთ - მეუბნება და ცდილობს წამომაყენოს, მე კი მთელი სხეული მტკივა და ესეც რომ არა მასთან ერთად არსად წასვლა არ მინდა - არა... არსად არ წამოვალ - ვამბობ წარბებ შეჭმუხნული, მან კი უბრალოდ ჩაიცინა - აქ რომ დაგტოვო მიშო მომკლავს, ასე რომ ადექი - ამბობს და თითქმის ძალით მაყენებს, ძალა გამოცლილი ოდნავ წავბორძიკდი სანამ მყარად დავდგებოდი ფეხზე. მას ძლიერად ვუჭერივარ და გასასვლელისკენ მივყვები, სხეულზე ვყავარ აკრული და ლიფტს ველოდებით. თავი საშინლად მტკივა და ოდნავ განათებაზეც კი უარესად ვხდები, ამიტომ თვალებს ვხუჭავ და თავს მის მკრედზე ვდებ. მართლა არ მინდა რომ მას გავყვე, მაგრამ ვერც სახლში დავრჩები, ალბათ გავაფრენ ამაღამ იქ რომ დავრჩე, დედასთან თუ წავალ ისიც ინერვიულებს შუაღამეს რომ მივიდე, ვერც მეგობრებთან წავალ ახლა კითხვების დასმას ვერ გავუძლებ და არც ის მინდა რომ ისინი საფრთხეში ჩავაგდო. ის ფაქტი რომ ახლა ერთადერთი წასასვლე ჩემს მტრებთან მაქვს თავს საშინლად მაგრძნობინებს, არ შემიძლია, მათთან როგორ უნდა წავიდე? კაცს რომელსაც ძლიერად ვყავარ აკრული რომ არ დავეცე და რომლის მკერდზეც გაბრუებული თავი მიდია ჩემი მოკვლა უნდა და მე მის გარდა წასასვლელი არ მაქვს? მისი სუსტი გულის ცემა ძლივს მესმის და ეს ყველაფერი საშინლად არასწორია, მათთან ვერ წავალ. თავს ვწევ და რეზის ვშორდები, სწორედ ამ დროს ლიფტის კარებიც იღება და რეზი გარეთ გადის ყოყმანით გავდივარ მეც და ვჩერდები, როდესაც მიხვდა რომ არ მივყვებოდი გაჩერდა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო - ვერ წამოვალ - ვამბობ ჩახლეჩილი ხმით - წამოხვალ - მე... მამაჩემთან წავალ - აზრზე არ ვარ სად არის ის. ერთ-ერთ სასტუმროში ჩერდება, მაგრამ რომელში არ ვიცი. დილით ადრე მიფინავს და იმედი მაქვს რომ სასტუმროში დამხვდება - შეგიძლია ტელეფონი მათხოვო რომ დავურეკო? - ცოტახანი მიყურებს მერე კი ტელეფონს იღებს და მიწვდის, მეც მის ნომერს ვკრეფ და ველოდები როდის მიპასუხებს - გისმენთ - მპასუხობს სამი ზარის შემდეგ - მამა მე ვარ - ნუთ რა ნომრიდან მირეკავ? ყველაფერი რიგზე გაქვს? - მე... შეიძლება დღეს შენთან დავრჩე? - არც ავთოსთანნ მინდა წასვლა მაგრამ მათთან წასვლას ყველაფერი მირჩევნია - რა მოხდა? - მეკითხება მკაცრი ტონით - ახლა ვერ მოგიყვები შეიძლება... - მაწყვეტინებს და საუბარს თავად აგრძელებს - რა თქმა უნდა, მითხარი სად ხარ და წამოგიყვან - ჩემს სახლში - ათ წუთში მოვალ - ამბობს და ტელეფონს მითიშავს. მე კი ტელეფონს პატრონს ვუბრუნებ. თავს საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ - შენ შეგიძლია წახვიდე - ვუთხარი რეზის, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა - მის მოსვლას დაველოდები - საჭირო არ არის - არ მინდა რომ რეზი და ავთო ეთმანეთს შეხვდნენ, ის კი ამბობს რომ მის მოსვლას დაელოდება - არის - ვჩუმდები, რადგან ვხვდები რომ აზრი არ აქვს მისთვის რამის თქმას, მაინც ისე იზავს როგორც თავად უნდა - იმ ხალხს რას უზამთ? პოლიციაში უნდა დავრეკოთ - ალბათ პოლიციაში არ დამარეკინებენ, მაგრამ ეს სწორი იქნება - შენ ნუ ინერვიულებ მაგათ ჩვენ მივხედავთ - როგორ? ესენი სხვები იყვნენ მაგრამ შეიძლება იგივე ადამიანმა დაავალა მათ რომ... - მაგას გავარკვევთ, ნუ ინერვიულებ - ხო სანერვიულო რა მაქვს, დიდი ამბავი თუ ვინმემ ჩემი მოკვლა ცადა, რამდენჯერმე! - შენთან ხუმრობა როგორც ჩანს არ ღირს - ამბობს ირონიული ღიმილით, მე კი დაბნეული ვუყურებ, რადგან ვერ ვხვდები რას გულისხმობს - ორმა კაცმა ვერ მოგიტაცა, თანაც ორივე კარგად იყო ნაცემი, ერთს საერთოდ თავი გაუტეხე - ამბობს ისევ ირონიული ტონით, რაზეც ნერვები მეშლება. რეზი ჯინსის მოსაცმელს იხდის და მე მაწვდის, ცოტახანი ამრეზით ვუყურებ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვართმევ და გაყინულ მხრებზე ვიფარებ. გარეთ თოვს მე კი სადარბაზოში პიჟამოებით ვდგავარ, მოსაცმელმა საკმაოდ გამათბო მაგრამ მოშიშვლებული ფეხები მაინც მეყინებოდა, რეზი ტელეფონს ჩაჩერებოდა, მე კი ასე უბრალოდ ვიდექი საკუთარი სახლის სადარბაზოში და მამაჩემს ველოდებოდი როდის წამიყვანდა. როდიდან გახდა ჩემი ცხოვრება ამ დონემდე საშინელი, რომ სახლშიც კი მივარდებიან? მე უბრალოდ ხმა არ უნდა ამომეღო და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ასეც მოვიქეცი მაგრამ კარგად არაფერი არ არის, ყველაფერი საშინლადაა. სიცივისა და შიშისგან მაკანკალებს და მთელი ძალით ვცდიობ სხეულის დამორჩილებას. ვხედავ მამაჩემი მანქანას როგორ აჩერებს და მეც მაშინვე უსიტყვოდ მივდივარ მისკენ, ის კი მანქანიდან გადმოდის და მკაცრ მზერას მაპყრობს ჯერ მე მერე კი რეზის - კარგად ხარ?! - მეკითხება და რეზის გაბრაზეუბილი უყურებს. ახლა არაფრის მოყოლა არ შემიძლია - გთხოვ შეიძლება, რომ ახლა უბრალოდ წავიდეთ - ვამბობ და მანქანაში ვჯდები. თვალებს არ ვახელ და ყველაფრის დავიწყებას უშედეგოდ ვცდილობ. ავთოს სასტუმროში მივყავარ და მაშინვე ჩემს ნომერში შევდივარ, კარგია რომ მან თავის მობეზრება არ იცის, ახლა მხოლოდ, სიმშვიდე და ძილი მჭირდება. - ნუთ გაიღვიძე - შორიდან მომავალი ხმა ნელ-ნელა მაბრუნებს რეალურ სამყაროში. დამძიმებულ თვალებს ძლივს ვახელ და საწოლზე ვჯდები - ადექი მოწესრიგდი... მე დაბლა დაგელოდები მივდივართ - რა? - ვეკითხები გაკვირვებული და საათს ვუყურებ, ჯერ რვაც კი არ არის, ასე ადრე რატომ გამაღვიძა ან სად მივყავარ? ისედაც გაბრუებულ თავს ამდენი კითხვა კიდევ უფრო მიბრუებს - მალე ქენი - ამბობს და ოთახიდან გადის. მოსამზადებლად დიდი დრო არ მჭირდება, სახეს ვიბან და რეზის მოცემულ მოსაცმელს ვიცმევ. სასტუმროს შემოსასვლელში გავდივარ და მამაჩემი მაშინვე თვალში მხვდება, თვითონაც მხედავს. გარეთ გადის, სიგარეტს აგდებს და მანქანაში ჯდება, მეც მალევე ვჯდები მანქანაში და მივდივართ. დიდი ხნის დულმილის შემდეგ გადავწყვიტე რამე მეთქვა - ვიცი ახლა ბევრი კითხვები გაქვს, მაგრამ ... - არ მაქვს - ამბობს და გზას უყურებს, გაოცებისგან დიდხანს ვზივარ ჩუმად, შემდეგ კი ბრაზი მიპყრობს - რა თქმა უნდა, რაში უნდა გადარდებდე - ვამბობ და სიმწრისგან ვიღიმი, ზედმეტად დავიღალე ამ ყველაფერს უკვე ძლივს ვუძლებ. მძიმედ ამოიოხრა და წამით გამომხედა - ეს იმიტომ არა, რომ არ მადარდებ, უბრალოდ უკვე ყველაფერი გავიგე - გაკვირვებულ მზერას ვაპყრობ და ველოდები საუბარს როდის გააგრძელებს - ნუთ ის ხალხი ჩემს გამო დაგესხა თავს - რა? - ვყვირი და მიკვირს კიდევ რომ შესაძლებელია საერთოდ რამემ გამაკვირვოს - მომისმინე, ახლა იმას გეტყვი რისი ცოდნაც გჭირდება და მეტი კითხვა არ დასვა პასუხებს მაინც ვერ მიიღებ. ბიზნესში კონკურენტი გამომიჩნდა, საკმაოდ საშიში კონკურენტი, ამიტომ ცადეს შენი მოტაცება რომ მერე მე დავეშანტაჟებინე - ცოტახანი დუმს და ხმას არ იღებს, მაგრამ მალევე აგრძელებს საუბარს, თუმცა ჯობდა აღარაფერი ეთქვა - მე უნდა წავიდე, აუცილებლად უნდა დავბრუნდე რომ ეს საქმე მოვაგვარო, მაგრამ შენ აქ მარტო დაცვის გარეშე ვერ დაგტოვებ, შემიძლი ხალხი დავიქირაო და სადმე გადაგმალო, სადაც ვიცი რომ ვერ გიპოვიან, მაგრამ სანამ არ ვიქნები ასე თავს მშვიდად მაინც ვერ ვიგრძნობ, ამიტომ ისეთ ადგილას მიმყავხარ სადაც ვიცი რომ უსაფრთხოდ იქნები, უნდა დამიჯერო - მას ვაშტერდები და თვალებს არც კი ვახამხამებ, მოსაცმელს ძლიერად ვებღაუჭები და სუნთქვაც კი მავიწყდება, საერთოდ რას ამბობს ხვდება მაინც, უკვე მართლა მთელი ცხოვრება თავზე მემხობა - სად მიგყავარ? - ძლივს ვამბობ და ირგვლივ ვიხედები, გული საშინლად მიცემს - ამაში უნდა მენდო ნუთ, საშინელი მამა ვარ მაგრამ არასოდეს დავუშვებ რომ შენ რამე დაგემართოს, უნდა დამიჯერო ნუთ - არა... - ვამბობ გაბზარული ხმით და ნაცნობ გზას გავყურებ - ამას ვერ გამიკეთებ... შენ არ იცი... - ვლუღლუღებ საცოდავად და თვალებზე მომდგარი ცრემლები ბარიერს ცდება - ვიცი ყველაფერი ვიცი, მაპატიე მართლა მაგრამ ამჯერად ბოლომდე უნდა მენდო - ამბობს და უზარმაზარი სახლის წინ აჩერებს, რომელსაც ჩემს პირად ჯოჯოხეთად მივიჩნევ - როგორ შეიძლება ყველაფერი იცოდე და მაინც აქ მოგყავდე?! თანაც ჩემი დაცვის მიზნით, ის ბიჭი მკლავდა... მესროლა... ტყვიამ გამკაწრა, მაგრამ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი - ეს უნდა გააკეთო სხვა გზა არ გვაქვს, სხვანაირად მშვიდად ვერ ვიმოქმედებ - ამ ხალხს როგორ ენდობი? - ვყვირი სასოწარკვეთილი - ამის დე.აც ნუთ შეწყვიტე... რომ არ ვიცოდე აქ უსაფრთხოდ იქნები, შენი აზრით ერთი წუთით მაინც გაგაჩერებდი აქ?! - უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ვგრძნობ შინაგანად საბოლოოდ როგორ ვინგრევი - შენ არაფერი გესმის - ვყვირი ის კი მანქანიდან გადადის და კარებს მეც მიღებს, შემდეგ ჩემთან იხრება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს - მესმის, მართლა მესმის, მაგრამ აქ დაგიცავენ და ჩემთვის მთავარი ეს არის... მიშოს დაუჯერე ისე მოიქეცი როგორც ის გეტყვის, დამიჯერე ის არაფერს დაგიშავებს - ავთო ამ ხალხს საიდან იცნობ, რატო ხარ ასე დარწმუნებული რომ არაფერს დამიშავებენ - ვამბობ და ცრემლები ახლა უკვე ავთოს ხელებზე მიცოცავენ - დამიჯერე, ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიცვა, ახლა კი შედი გთხოვ - როგორ უნდა შევიდე? ამ სახლში საკუთარი ფეხით როგორ შევიდე? იქ ვინ უნდა დამიცვას? ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მათ იმ საკნიდან არც არასდროს გამოვუშვივარ, თითქოს ყოველთვის იქ ვიყავი გამოკეტილი და ახლა ამ რელობას ძლიერად შევეჯახა და ილუზია რომ გადავრჩი წამებში ჩამოიმსხვრა, სარკე რომელიც ამ ბეტონის დიდ კედლებს ფარავდა გაქრა, მე ისევ გამოკეტილი ვიყავი. - და დედა? ინერვიულებს ამას ვერ გავუკეთებ - დაკარგულ იმედს ვებღაუჭები, რომ აქ არ დამტოვებს - მას და მის დაქალსაც მე დაველაპარაკები, არ ინერვიულო ყველაფერს ავუხსნი - არა არა... მისი მდგომარეობა ხომ იცი, ახლა უკეთესადაა, ისევ ისე გახდება... არ შეიძლება მამა გთხოვ - ჩემს ბოლო სიტყვებზე ეღიმება მე კი ტირილი უარესად მომინდა - მამა ბავშვობის მერე არ დაგიძახია, თუ, რა თქმა უნდა, ირონიულ დაძახებებს არ ჩავთვლით - ახლა ამის დროა? მე დედაზე გელაპარაკები - გაფიქრებაც არ მინდა, რომ შეიძლება დედა ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს - პირველ რიგში ყოველთცის საკუთარ თავზე ფიქრობდი და ახლაც ასე გააგრძელე, ახლა მხოლოდ შენს თავზე უნდა იფიქრო - ასეთი არასდროს ვყოფილვარ, დედასაც რომ დაუშაონ რამე? გთხოვ მასთან მინდა - ტირილს მორჩი ყველანი კარგად იქნებით, თუ ისე მოიქცევით როგორც მე გეტყვით გასაგებია? ახლა კი შედი ცოტა დრო მაქვს... იცოდე რომ მიშოს შეგიძლია ბოლომდე ენდო -ვიღაც სერიოზულად დამცინის, ვინ წარმოიდგენდა რომ ამ სახლში საკუთარი ფეხით შევიდოდი, ჯინსის ნაჭერს მჭიდროდ ვიხვევ სხეულზე და თავდახრილი ვაბიჯებ სახლში საიდანაც გაქცევის მეტს არაფერს ვაკეთებდი, შიგნით შესვლის თანავე ვიგრძენი თითქოს მთელი სახლის სიმძიმე მე მაწვებოდა, ამ სახლში უბრალოდ სული მეხუთებოდა. ნაცნობ ოთახში ვიჯექი და თავადაც არ ვიცოდი რას ველოდებოდი, მგონია რომ მალე უნდა გავგიჟდე რადგან ამდენს ვეღარ ავიტან, აქ არ მინდა, მათ გვერდით ყოფნა არ მსურს - სულ გაფითრებული ხარ - გაყინული თვალები სანდროზე გადამაქვს და უსიცოცხლო მზერით ვუყურებ - იცი მკვდარს გავხარ... თუმცა არ მიკვირს ამინდის შესაფერისად ნამდვილად არ გაცვია - თავადაც წარბებ შეჭმუხნული მიყურებს, თითქოს მართლა წუხდეს ჩემზე - ასეთი ჩუმი არ მახსოვდი - ამბობს და ჩემგან ზურგით დგება - დალევ? მგონი ახლა არ გაწყენდა ერთი ჭიქა - გამოწვდილ ხელს რომელშიც ჭიქა უჭირავს ზიზღით ვუყურებ და თვალბში ვაშტერდები - იცი ცოტა მაშინებ ეგრე რომ იყურები - მზერა მისგან ჩემს ფეხებზე გადამაქვს, სხეულს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ. ოთახში მალევე რეზი და მიშოც შემოდიან, მიშო ჩემთან დალაპარაკებას ცდილობს, თუმცა მე ხმას არ ვიღებ და ყველას უბრალოდ ზიზღით ვუყურებ ან საერთოდ არვუყურებ, მიშო თითქმის კარგავს კიდეც მოთმინებას, რეზი კი რატომღაც ძალიან ერთობა ამ ყველაფრით. ჩუმად იმიტომ არ ვარ რომ ბავშვივით ვჭირვეულობ, უბრალოდ სათქმელი მართლა აღარაფერი მაქვს, საუბარი და ხმის ამოღება აღარ შემიძლია, თითქოს ვიღაცამ უბრალოდ სიტყვები მომპარა. სანდრო მაცილებს და ჩემს ოთახს მაჩვენებს, საშინელებაა რომ ამ სახლში ახლა ჩემი ოთახია. საწოლის გვერდით კუთხეში ვჯდები და ფანჯარაში ვიყურები, ვეღარაფერზე ვფიქრობ და გრძნობებიც გამეყინა, ასე საათობით ვიჯექი, დაღლილი ვიყავი და ძილიც მჭირდებოდა მე კი გაშტერებული ვიყურებოდი ფანჯარაში, სანამ საღამოს საბოლოოდ მაინც არ ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.