შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (14)


28-07-2021, 16:04
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 1 822

ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო, რომ თავი ვეღარ შევიკავე და გულიანად გადავიკისკისე.
_ეგ ასპროცენტიან თანხმობას ნიშნავს, ხომ?_მანაც შემომცინა.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ისევ მომწვდა საკოცნელად. ამჯერად კი აღარ გავძალიანებულვარ და მკლავებში ჩავადნი ლამის. მერე, ღიმილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და კლინიკის მიმღებისკენ რომ გაეშურა ჩქარი, ლამის სირბილნარევი ნაბიჯებით, თვალი გავაყოლე. ისეთი აღარ იყო, როგორიც პირველად ვნახე და გავიცანი, აშკარად შეცვლილი იყო. ხანდახან თამამი, თავდაჯერებული და თითქოს გამოცდილი მაჩო იყო, აი ისეთი, ქალებში რომ სარგებლობდა პოპულარულობით. თუმცა, ხშირად ისევ ის დაბნეული, მორცხვი, მორიდებული და დაბდური ზოსიმე იყო. ცოტა მაბნევდა მისი ეს სახეცვლილება, მაგრამ სიმართლე ვთქვა, დიდადაც არ ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას. ისევ ისე მითრთოლებდა გულს და სასიამოვნო განცდებს ბადებდა ჩემში. იყო ამ ბიჭში ისეთი რაღაც, რაც მატყვევებდა, მაჯადოებდა და თავს მაკარგვინებდა. თუმცა, არ ვიცი, მიყვარდა თუ, უბრალოდ მიზიდავდა, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი...
ღიმილმორეული მივუჯექი საჭეს და სამსახურისკენ გავეშურე. როგორც ბებიამ გამაფრთხილა, განცხადება დავწერე, ხვალინდელი დღე განვთავისუფლდი და გულში ჩუმი ღიღინით და ხალისით შევუდექი საქმეს. საღამოს მართლაც მომაკითხა ზეზვამ და ქალაქგარეთ წავედით რესტორანში.
ისევ ბარაქიანად თოვდა.
არ ვიცი, მე რომ მიყვარს იმიტომ, თუ რაღაც ზღაპრული და მომაჯადოებელი მეჩვენებოდა დღევანდელი დღე. ზეზვაც რაღაცნაირად ეშმაკური ღიმილით მიმზერდა და უარესად მითრთოლებდა გულს. რესტორანში რომ მივედით, ერთი ბოთლი შამპანური შეუკვეთა. ვერ დავლევ, საჭესთან ვარ-მეთქი ვიუარე, მაგრამ დამამშვიდა, ერთი ჭიქა არაფერია, ყველაზე ნაკლებ ალკოჰოლურია და ნუ გეშინიაო. თან, როგორც ვიცი, დეიდაშენის ბლატები შენზეც ჭრისო. მოკლეთ, კარგად დავუჯერე და მართლაც დავლიე. (ჩემი სურვილით დავლიე, არავის დაუძალებია). ბევრი კი არ დამილევია, მაგრამ როგორ წამოვედით რესტორნიდან, არ მახსოვს. არც ის მახსოვს, მე ვიჯექი საჭესთან თუ ზეზვა. დილით რომ გავახილე თვალები, მის გვერდით ვიწექი საწოლში, თანაც დედიშობილა და მის მკერდზე მედო თავი. ვერ მივხვდი სად ვიყავით. დაფეთებულმა და გაოცებულმა წამოვყავი საწოლიდან თავი. ჩემს მკვეთრ მოძრაობაზე მასაც გაეღვიძა. (ან, მანამდეც ეღვიძა და თავს მაჩვენებდა მძინარედ).
_რა გჭირს?_კისერზე მომხვია ხელი და ქვემოთ მომქაჩა, ისევ დამაწვინა.
_სად ვართ?_შიშიც და სასოწარკვეთაც ერთდროულად ვიგრძენი საკუთარ ხმაში.
_ჩემთან ხარ, ჩემთან._"დამამშვიდა" და ბალიშზე დამადებინა თუ არა თავი, მთელი სახე კოცნით დამიფარა._არაჩვეულებრივი იყავი... მაგიჟებ... მიყვარხარ..._თან მეჩურჩულებოდა და თან მკოცნიდა გახელებით.
ერთხანს გავიტრუნე. გონება დავძაბე, ძალიან მაინტერესებდა წუხელ რა მოხდა ჩვენს შორის, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. უბრალო ფრაგმენტიც კი არ მახსენდებოდა რესტორნიდან წამოსვლისა, არა თუ ჩვენი სექსი.
შემატყო, ურეაქციოდ რომ ვიწექი და თვალებში ჩამხედა.
_შენ რა, ნანობ?
_რა ვინანო რაც არაფერი მახსოვს?_შიშით ამოვთქვი._არც კი ვიცი მესიამოვნა თუ არა... არც ის მახსენდება, ჩემი ნებით მოხდა თუ არა ყველაფერი._ისევ წამოვჯექი საწოლზე და შიშველი მკერდი საბნით დავიფარე.
_გარწმუნებ, შენი სურვილით მოხდა ყველაფერი და იმასაც გეტყვი, რომ ძალიან, ძალიან კმაყოფილი იყავი._თვითონაც წამოიწია და შიშველი ზურგი დამიკოცნა.
_კი, მაგრამ, რატო არ მახსოვს არაფერი?_დავეჭვდი.
_ცოტა კი დავლიეთ, მაგრამ... რა ვიცი, რა გითხრა._ისევ დამაწვინა და ალერსი დამიწყო.
არანაირი ვნება, არანაირი განცდა, დაცლილ ჭურჭელს ვგავდი. გავუძალიანდი, მოვიგერიე მოძალებული ვაჟი და საწოლიდან წამოვხტი. მთელს ოთახში მიმოფანტული ჩემი ტანსაცმელი წამოვკრიფე და სასწრაფოდ ჩავიცვი.
_გატყობ რომ ნანობ, და მეც თავს დამნაშავედ მაგრძნობინებ უკვე._თვითონაც წამოდგა და მომიახლოვდა._არა და შენ შემომთავაზე...
მე შევთავაზე ვითომ? რაღაც ჩემს ქმედებას არ გავდა. მაგრამ, ცოტა დავლიეთო. დავიჯერო, სიმთვრალის ბრალი იყო ყველაფერი?
_თავი უკანასკნელი ნაძირალა მგონია._მკლავებში მომიმწყვდია და შიშველ მკერდზე მიმიკრა._გამოდის, შენი სიმთვრალით ვისარგებლე? არა და მართლა არ იყავი მთვრალი._აშკარად ნანობდა თავის ქმედებას.
_გამიშვი, მეჩქარება, სახლში უნდა წავიდე... ბებია მომკლავს ალბათ._ისევ გავუძალიანდი.
_გინდა, მოგყვე ბებიასთან?_მთელი სერიოზულობით მკითხა.
_არა, რას ლაპარაკობ, გაგიჟდი?_შევიცხადე._რამეს მოვიფიქრებ. ჯერ შენი გამოჩენა არ მინდა... ადრეა.
_კარგი, რა გაეწყობა. ისევ და ისევ შენს სურვილს ვცემ პატივს, იმიტომ რომ მიყვარხარ._ისევ მომიმწყვდია მკლავებში და ისევ მაკოცა._კიდევ როდის გავიმეოროთ._თან, საწოლზე მანიშნა.
გავწითლდი. ჯერ ის, რომ ნორმალურად გაცნობილი არ მყავდა და უკვე სექსი გვქონდა. ახლა ის, რომ არაფერი მახსოვდა. ჩემს ქალწულობას ასე უბრალოდ და ასე უაზროდ თუ დავთმობდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... ან, ბებიასთვის რა მეთქვა, რატომ არ ვიყავი წუხელ სახლში?
_ჰა, კიდევ როდის შევხვდეთ?_კითხვა გამიმეორა.
_არ ვიცი, ვნახოთ, დღეს არ მცალია... ჯერ ისიც კი არ ვიცი სახლში რა მომელის._ცოტა შიშით ჩავილაპარაკე.
_ხო და, ამიტომ გეუბნები, რომ მოგყვები. დღეს თუ ხვალ მაინც უნდა გავამჟღავნოთ ჩვენი ურთიერთობა და რაც მალე, მით უკეთესი.
_ხო, მაგრამ დღეს არა!_ეს ისე მტკიცედ ვთქვი, რომ აღარ დაუძალებია.
კოცნით გამომაცილა და თვითონ კი ნომერში დარჩა
გაოგნებული გამოვედი სასტუმროს შენობიდან. ქვეყანაზე არაფერი მახსოვდა წუხელ რა მოხდა ჩვენს შორის. მაინცდამაინც ვერ ვგრძნობდი იმას, რომ ვნებიანი ღამე გვქონდა. მისი შეხება და კოცნაც კი აღარანაირ ემოციას არ იწვევდა ჩემში. ნუთუ, არ მიყვარდა? ასეთი რამ არ მქონია არასდროს, მეხსიერების ბარათამოღებული ტელეფონივით იყო ჩემი თავი. სხვა დროს, როცა კი დამილევია, გონება არ დამიკარგავს, ბუნდოვნად მაინც მახსოვდა ყველაფერი, ახლა კი სრული ამნეზია, საშინელება იყო. საყვარელ მამაკაცთან ჩემი სურვილით ვნებიანი ღამე გავატარე. თუ მას დავუჯერებდი, დიდად კმაყოფილიც ვიყავი, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვიხსენებდი.
მანქანაში რომ ჩავჯექი, ჩემი ტელეფონი, უფრო ზუსტად ბაიას აიფონი იქ დამხვდა გამორთული. შიშით ჩავრთე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ბებიას შეტყობინებებით იქნებოდა სავსე, მაგრამ შევცდი. მხოლოდ ერთხელ ქონდა ნარეკი. ბაიას კი რამდენჯერმე. უარესად დავიბენი, რა ხდებოდა ნეტა? შემთხვევით, ჩემი მიწერილი შეტყობინება ვნახე ბაიასთან, ამაღამ ზეზვასთან ვრჩები და ბებიამ თუ მიკითხოს, რამე მოატყუე-მეთქი.
რამდენჯერმე გადავიკითხე, მაგრამ ვერც ეს გავიხსენე როდის მივწერე. მაშინვე მასთან გავეშურე კლინიკაში, თუმცა, ჩემთვის არ ეცალა, ექიმებს შიო უნდა გაეღვიძებინათ და მათთან იყო. ერთი კი გამაფრთხილა, უჩემოდ არ წახვიდე, აუცილებლად მნახეო და დერეფანში ყოფნას მიმღებში ჩასვლა ვარჩიე. მაგრამ ვერც იქ მოვისვენე და შენობიდან გავედი. გუშინდელი თოვლის კვალი საერთოდაც არ იმჩნეოდა, დამდნარიყო. ახლა კი ცრიდა და ამის გამო დიდხანს ვერ გავჩერდი იქ, ისევ მიმღებში დავბრუნდი.
ისევ წუხანდელ ღამეზე ვფიქრობდი და თან ნერვები მეშლებოდა. გამოუსწორებელი შეცდომა რომ დავუშვი. მართალია, ზეზვა მომწონდა და გულს მითრთოლებდა, მაგრამ ასე უცბად დანებება და მის მკლავებში თავის ამოყოფას ნამდვილად არ ვფიქრობდი და არ ვგეგმავდი. ყველაზე მეტად კი ის მაცოფებდა და მაგიჟებდა, რომ არაფერი მახსოვდა.
ჯიბეში ტელეფონი რომ ამიწკრიალდა, გვარიანად შემაკრთო.
ბაია იყო, სად ხარ, ვერ გპოულობო. მამას კაბინეტში ვარ და აქ ამოდიო. ლიფტის ლოდინს ისევ ფეხით ასვლა ვამჯობინე და რაც შემეძლო ჩქარი ნაბიჯებით ავირბინე. ბაია მართლაც ბაბუას კაბინეტში მელოდა. შევედი თუ არა, წყრომით დამეტაკა.
_წუხელ სად იყავი?
_ზეზვასთან._გაუბედავად და შიშით ძლივს ამოვთქვი.
_ეგ კი ვიცი, მესიჯი მომწერე, მაგრამ რაღატო გამითიშე ტელეფონი?
_არ ვიცი... არ მახსოვს.
_რაა?! მთვრალი იყავი?_ბებიასავით დამიქაჩა თვალები.
_არც ისე... ერთი ბოთლი შამპანური დავლიეთ ორმა, მაგრამ ზოგიერთი რაღაცეები არ მახსოვს._დამნაშავის იერით შევღიმე.
_შენი გამკვირვებია, ასეთ თავისუფალ ურთიერთობებს არასდროს იწონებდი და ახლა რა დაგეტაკა? გიყვარს?
_მიყვარს?_საკუთარ თავს ჩავეკითხე. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა, მაგრამ ახლა, წუხანდელს მერე ეჭვი მეპარებოდა. საკუთარ თავზეც კი ვბრაზობდი, მაგრამ მასზეც მომდიოდა ბრაზი, რატო ისარგებლა ჩემი სიმთვრალით?
_გიყვარს-მეთქი?_გაოცებული მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა._რა ხდება, რამეს მიმალავ? ძალა ხომ არ იხმარა?_აღშფოთდა.
_არა, ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი._ზეზვას სიტყვები გავიმეორე, თორემ მე ხომ არაფერი მახსოვდა?
_მერე, ახლა ნანობ?_მხრებში ჩამაფრინდა.
_სულაც არა.
_აბა, რა სახე გაქვს? არ მოგეწონა?
კარგი კითხვა იყო, მაგრამ პასუხი ნამდვილად არ მქონდა ამ კითხვაზე.
_არ ვიცი...
_რაა?!_ისეთი სახით შემომხედა, ნამდვილად გიჟი ვეგონე._რა არ იცი გოგო?
_არაფერი მახსოვს...
_მთვრალი იყავი?
_არა, მაგრამ არ მახსოვს._ვაღიარე როგორც იქნა.
ერთხანს გაოცებულმა მიყურა. ალბათ, დაუჯერებლად ეჩვენებოდა რასაც ვეუბნებოდი. მერე, გამაფრთხილა, ბებიამ იცის რომ ღამე ჩემთან ერთად გაატარე. ახლა კი გელოდება, დასაფლავებაზე უნდა წახვიდეთ და საღამოს ისევ აქ მოდი, კარგად დავილაპარაკოთო.
ჩემი ღამეული თავგადასავლის ამბები მართალია არავინ იცოდა ბაიას გარდა და ჩვეულებრივ მიმიღეს სახლში, მაგრამ მე მაწუხებდა სინდისი. საკუთარი თავი მძულდა. ჯერ ერთი, რომ უცოდველ კრავად მომქონდა თავი და მეორე ის, რომ ვერაფერს ვიხსენებდი. შხაპი მივიღე, გამოვიპრანჭე და მე, ბებია და ბაბუა გოგიას დაკრძალვაზე წავედით. გამიკვირდა, რამოდენიმე გულსაკლავი სიტყვა რომ თქვა ბებიამ და ცრემლიც კი დაადევნა ახლადშეძენილ მოყვარეს.
მთელი დღე ისეთი ვიყავი, ხმას არ ვიღებდი. ჩემთვის ჩემს ნაჭუჭში ვიყავი გამოკეტილი და ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა, ვერც კი ვამჩნევდი. გასვენების წინ კი ბაიაც მოვიდა, მანაც დაიტირა სამამამთილო. საფლავზეც წამოვიდა, შიოს ნაცვლად რამოდენიმე მუჭა მიწა მიაყარა, მის სახელზე შავი შარფიც აიღო, კისერზე მოიგდო და წასვლისას სერიოზულად გამაფრთხილა, ამ საღამოს აუცილებლად მოდი კლინიკაში, უნდა ვილაპარაკოთო. ისე წავიდა, ვერც კი ვკითხე, შიო გააღვიძეს თუ არა ექიმებმა. ან, თუ გააღვიძეს, როგორ იყო, ტკივილები ხომ არ აწუხებდა. გაიგო თუ არა მამის სიკვდილი...
სასაფლაოდან დარბაზში წავედით, სადაც გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად ქელეხის სუფრა ქონდათ გაშლილი. კიდევ კარგი დიდხანს არ გაჩერდა ბაბუა, ხვალ დილით ოპერაცია მაქვს დაგეგმილი და ვერ დავლევო. იქიდან რომ წამოვედით, სახლში არც შევსულვარ, ბებია და ბაბუა რომ ჩამოვსხი, პირდაპირ ბაიასთან წავედი კლინიკაში. მართალია, საღამო არ იყო, როგორც დამიბარა, მაგრამ სახლში ვერ მოვისვენებდი უფრო. თან, იქნებ გამეხსენებინა რამე?
კლინიკის ეზოში რომ შევიყვანე მანქანა და გადმოვედი, ზუსტად მაშინ დაიწყო ბარაქიანი თოვა. მართალია, მიწა სველი იყო და ფეხს ვერ იკიდებდნენ იქ, დაცემისთანავე დნებოდნენ ფიფქები, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს გაშლილ თმაში ჩერდებოდნენ დიდხანს. მანქანის სახურავზეც და საქარე მინაზეც ძლებდნენ. წამიერად გადამავიწყდა ყველაფერი და ამ სილამაზის ყურებაში გავირინდე. გვარიანად "გამიჭაღარავდა" თმა. მანქანიდან ისე გადმოვედი, ქურთუკი არ მეცვა და სიცივემ რომ შემაწუხა, მაშინ შევედი კლინიკის შენობაში. ლიფტს გვერდი ავუარე და კიბეს შევუყევი. მეორე თუ მესამე კიბის ბაქანზე შევჩერდი, რადგან პირველ საფეხურზე ვიღაც ბიჭი იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და მომეჩვენა, რომ ტიროდა. შევკრთი, რადგან მაშინვე ვიცანი გუჯა. ნუთუ დედა დაეღუპა?_მაშინვე ამ აზრმა გამიელვა თავში და ციებიანივით გამაკანკალა.
_გუჯა? რა გჭირს? დედაშენი როგორაა?_შეშინებულმა ჩურჩულით ვკითხე.
მაშინვე არ ამოუხედია. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, კი გაიგო ჩემი ხმა, მაგრამ ყურებს არ უჯერებდა და ერთხანს ასე იჯდა გაშეშებული.
_გუჯა... კარგად ხარ?_კითხვა რომ გავუმეორე, თან ფრთხილად და მორიდებით დავადე მხარზე ხელი.
ოდნავშესამჩნევად შეკრთა და ისე ამომხედა ჩაწითლებულ ჩასისხლიანებული თვალებით.
_რა გჭირს?.. დედაშენი როგორაა?
_ახლახანს ველაპარაკე ექიმს. ერთი თვის სიცოცხლე დარჩენია... მელოდება, რა პასუხს შევუტან... მე კი არ შემიძლია შესვლა და ტყუილი იმედის მიცემა, რომ ყველაფერი კარგადაა და რომ მალე გამოჯანმრთელდება._თავი ისევ ხელებში ჩარგო და ახლა კი მართლა ატირდა._მის გარდა არავინ გამაჩნია... როგორ შევეგუო ამ ამბავს, არ ვიცი.
სულით-ხორცამდე შემძრა მისმა ნათქვამმა. ვიგრძენი, როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში და ამ სიცივემ მთლიანად მომიცვა. გაუაზრებლად ჩამოვჯექი მეც მის გვერდით კიბის საფეხურზე და თანაგრძნობის გამოსახატავად მხრებზე მოვხვიე ხელი.
_მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ იგივე სიტუაცია გამომივლია და მესმის შენი ტკივილი-მეთქი, მაგრამ უდედობა რაც არის, ეგ კი მართლა ვიცი...
გაოცებულმა შეომხდა.
_ათი წლის ვიყავი დედამ რომ მიმატოვა... სხვა კაცს გაჰყვა ცოლად... მისი სიკვდილის ტოლფასი იყო ეს ამბავი ჩემთვის... საყვარელი ადამიანის დაკარგვის საშიშროების შიშიც გამომიცდია..._ერთხანს გავჩუმდი, მერე, უცბად რაღაც აზრმა გამიელვა თავში._გინდა, შემოვიდე დედაშენთან და მე დაველაპარაკები? მთლად იმედის გადაწურვაც არ ღირს მისთვის. იმედი უნდა ქონდეს, რომ ცხოვრების ურთულეს წუთებს უფრო ადვილად შეხვდეს. შენც არ მოგიწევს ტყუილის თქმა.
მადლიერი ღიმილი გაუკრთა სახეზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის თვალებს დავაკვირდი. ისეთი ლამაზი თვალები ქონდა, რომ ცოტა დავიბენი და ინსტიქტურად მოვარიდე მზერა. თვალის ჭრილიც ლამაზი ქონდა, ხშირი და გრძელი წამწამებით გარშემოვლებული. ვგრძნობდი, როგორ მომჩერებოდა დაჟინებით. თან, ისე ახლოს იყო ჩემთან, რომ მისი სუნთქვა მელამუნებოდა სახეზე და მენთოლის სურნელი სასიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში. რაღაც ძალზედ საოცარ სინაზის გრძნობას და განცდას მოეცვა მთლიანად ჩემი გონებაც და სხეულიც. რა იყო ახლა ეს? ახსნას ვერ ვუძებნიდი. გვიან გავიაზრე, რომ მის განიერ მხარ-ბეჭზე მედო ისევ ხელი და შემრცხვა. ფეხზე წამოვდექი თუ არა, ხელი მორიდებით ავიღე.
_მადლობა, ვაფასებ თქვენს შემოთავაზებას, მაგრამ მასე არ შეგაწუხებთ._თვითონაც წამოდგა ფეხზე. ჩემს წინ რომ აისვეტა, მაშინ აღმოვაჩინე, რომ ლამის ერთი თავით იყო ჩემზე მაღალი.
რატო ვუწევდი ამ ყველაფერს ვარაუდს და რატო ვამახვილებდი ყურადღებას, არც ეგ ვიცი...
_რა შეწუხებაა?_გავიოცე._შენ იმდენჯერ დამეხმარე, მეც მინდა, რომ სამაგიერო გადაგიხადო . წამოდი, მართლა მინდა დედაშენის ნახვა, რომელ პალატაშია?
მხოლოდ წამიერად შეყოვნდა. არ ვიცი რას ფიქრობდა იმ მომენტში, მაგრამ მერე წინ გამიძღვა. კიბე უსიტყვოდ ავიარეთ. დერეფანიც, სადაც გვერდიგვერდ მივაბიჯებდით. ერთ-ერთი პალატის წინ რომ შევჩერდით და კარი შეაღო, ღრმად ამოვისუნთქე, მხნეობა მოვიკრიბე და მოჩვენებითი სიმხნევით შევაბიჯე შიგნით.
გუჯაც უკან მომყვა.
ფანჯარასთან მდგარ საწოლზე მიტკალივით გადაფითრებული გამხდარი ქალი იწვა, რომელსაც ზეწრის ქვეშ აშკარად ეტყობოდა, რომ ორივე ფეხი მუხლს ზემოთ ქონდა მოკვეთილი. ლამაზი სახის ნაკვთები ქონდა. ერთ დროს ალბათ ნებისმიერი კაცის საოცნებო ქალი იქნებოდა. თუმცა, ახლა ტკივილი აღბეჭვდოდა ლამას იერ-სახეზე...
სევდიანად გამომხედა. ერთხანს ასე მიყურა. მერე, თვალებში რომ შემომხედა, დაიბნა. ჩემს ჰეტეროქტომიაზე უმრავლესობას რომ ასეთი რეაქცია ქონდა, უკვე მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ქალს აშკარად გაოცება აესახა სახეზე. მერე, შვილს შეხედა რაღაცნაირად ბედნიერი ღიმილით და ისევ მე შემომხედა. თითქოს, აწრიალდა კიდეც საწოლში.
_გამარჯობათ ქალბატონო...
_თათული._მაშინვე შემომაშველა თავისი სახელი.
_ქალბატონო თათული._ახლოს მივედი, ხელი ჩამოვართვი და იქვე სასთუმალთან ჩამოვუჯექი._მე მარიამ ილინა ვარ, ექიმი._პედიატრი რომ ვიყავი რატომღაც დავუმალე._როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ?_მეც შევღიმე._ტკივილები ხომ არ გაწუხებთ?
_ცოტა, მაგრამ ეგ არაფერია, ვუძლებ. ნელ-ნელა გამივლის ალბათ._მერე შვილს გადახედა თავისი დიდრონი შავი თვალებით._წეღან რომ მეუბნებოდი, რამე ჭამეო, შეგიძლია ახლა ჩახვიდე მაღაზიაში და ტკბილი ხაჭო ამომიტანო?
გუჯას რომ შევხედე, დაბნეული შეჰყურებდა დედას. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, დაიბნა.
_მთელი დღე ვერაფერი ვჭამე და რაღაც სასწაულად მინდა ახლა._დამნაშავის იერით შეჰღიმა ბოლოს შვილს.
_ახლავე._ეს კი თქვა გუჯამ, მაგრამ ისეთი სახით გავიდა პალატიდან, აშკარად არ უნდოდა ჩვენი მარტო დატოვება.
ქალბატონმა თათულიმ მიაყურადა და შვილის ნაბიჯების ხმა რომ მიწყნარდა, ისევ მე შემომხედა.
_ვიცი, დიდი დღე აღარ მიწერია._ცრემლმა დაუნამა თვალები._ყველანაირად ვცდილობ, რომ მხნედ ვიყო მასთან, მაგრამ დავიღალე. ექიმმა მითხრა, ერთი თვის სიცოცხლე კიდევ დაგრჩენიაო... მართალია ერთი წელი არ არის, მაგრამ ესეც კარგია..._გაჩუმდა. ყელში გაჩრილი ბურთი ძლივს გადაყლაპა და ისევ განაგრძო._მასზე ძვირფასი არავინ მყავს ამქვეყნად. მთელი ჩემი ახალგაზრდობა და ჯანი მას მივუძღვენი, მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. მე ჩემი ცოდვების გამო ვისჯები, უქმროდ გავაჩინე, მაგრამ არ ვნანობ... ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება რომ მქონდეს, იგივეს გავიმეორებდი, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან კარგი შვილი მყავს... ნათქვამია, "ყვავსაც თავისი ბახალა ურჩევნიაო", მაგრამ ჩემი გუჯა მართლა კარგი პიროვნებაა. მე ბედნიერი დედა ვარ, რომ ასეთ კარგ შვილს ვტოვებ აქ..._ისევ გაჩუმდა.
მივხვდი, ყელჩი გაჩრილი ცრემლები აღარ აძლევდნენ ლაპარაკის საშუალებას. შემეცოდა. საწოლზე დადებულ მის გამხდარ ხელს ფრთხილად დავადე ჩემი ხელი და დამშვიდებას შევეცადე.
_კარგად იქნებით, აი, ნახავთ, სულ მალე გამოჯანმრთელდებით და თქვენი შვილის გვერდით დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ._მართალია მე თვითონ არ მეჯერა ჩემი სიტყვების, მაგრამ ამ ქალის დამშვიდების და იმედის ჩასახვის უდიდესი სურვილი მქონდა.
მართალია, არც ფუჭი იმედების მიცემა მინდოდა ტყუილად, მაგრამ გამხნევება და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ბრძოლა არ აწყენდა. თუმცა, თვითონაც ხვდებოდა, რომ უიმედო მდგომარეობაში იყო.
_რომც დიდხანს ვიცოცხლო, მე არ მინდა... არ მინდა ტვირთად დავაწვე ჩემს შვილს...
_ეგ მეორედ აღარ თქვათ! მშობელი არასდროსაა შვილის ტვირთი! მითუმეტეს, გუჯასნაირი შვილისთვის... ფეხების გარეშეც ბევრი სარგებლის მოტანა შეგიძლიათ მისთვის. თუ, პროთეზს ვერ შეწვდებით, ეტლით შეგიძლიათ გადააადგილება. თავიდან, ცოტა გაგიჭირდებათ მიჩვევა, მაგრამ ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა? მთავარია, თქვენ არ ჩაიქნიოთ ყველაფერზე ხელი და ბრძოლის უნარი არ დაკარგოთ.
_ათი წლის წინ დამიდგინეს განგრენა. ათი წელი ვმკურნალობდი და შევინარჩუნე ფეხები. მართალია, ტკივილებს ვიტანდი, მაგრამ სამაგიეროდ ფეხები მქონდა... ახლა კი საბრძოლველიც აღარაფერია...
_როგორ თუ აღარაფერია? ძალიან ბევრი რამ არის ამ ცხოვრებაში, რისთვისაც ბრძოლა ღირს...
_მე მართლა აღარ მიღირს._ამოიოხრა._ერთი ფეხის დაკარგვას კიდევ ვეგუებოდი, მაგრამ ორივე უკვე მეტისმეტია... ერთადერთი, რისი ჯავრიც გამყვება, ის არის, რომ მის ცოლ-შვილს ვერ შევესწრები._ისევ აუწყლიანდა თვალები._ თუმცა, იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგ გოგოს შეარჩევს ცხოვრების თანამგზავრად, ისეთსას, როგორსაც იმსახურებს... მე კი, ზეციდან დავლოცამ მათ.
ერთხანს გარინდული ვიჯექი და ხმისამოუღებლად მივჩერებოდი ცხოვრებისგან დაჩაგრულ ქალს. გულწრფელად ვუთანაგრძნობდი და მეცოდებოდა, მაგრამ მე რა შემეძლო? მერე, მოულოდნელად ზეწრის კუთხეებით ამოიმშრალა თვალები და ისე შემომღიმა
_მადლობა შვილო, რომ დრო გამონახე და ჩემს სანახავად შემოიარე... მართლა გამიხარდა...
_არაფრის, რა მადლობა?_დავიმორცხვე. ისეთი რა გავაკეთე ვიტომ, რაც გუჯა დამეხმარა, თანაც რამდენჯერმე? ეს ზღვაში წვეთი იყო, რაც მე მისთვის გავიღე.
_იცი, პატარა რომ ვიყავი, სასწაულად მეშინოდა ექიმების და ზოგადად თეთრი ხალათის, მაგრამ რაც სამსახურში ფეხი დამიზიანდა და ნეკა თითი მომკვეთეს, მას მერე ექიმების გზას ვარ გამოკიდული. ისე მივეჩვიე, უკვე საკუთარი ოჯახის წევრები მგონია ექიმები. ეგ კი არა, გუჯამ ექიმობა რომ გადაწყვიტა და სამედიცინოზე ჩააბარა, სულ მომეხსნა მათ მიმართ შიში...
_გუჯა სამედიცინოზე სწავლობს?_გამიკვირა, რადგან მართლა არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი.
_სწავლობდა ქირურგიას, ტრავმატოლოგიის განხრით. დაასრულა თუ არა, სამხედრო სავალდებულო სამსახურმა მოუწია და ჩემმა ძმამ კლინიკის დაცვაში დააწყებინა მუშაობა, ასე იხდის სამხედრო ვალდებულებას.
გაოცებისგან მართლაც რომ დამრჩა პირი ღია. მართლა ვერ ვიფიქრებდი გუჯაზე იმას, რომ მომავალი ტრავმატოლოგი იყო. იმიტომ კი არა, რომ დებილი ან უვიცი იყო, უბრალოდ სხვებივით თავში არ ქონდა ავარდნილი თავისი ცოდნა-განათლება და ზემოდან არავის დაჰყურებდა. ჩუმი, წყნარი, მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭი იყო, თვალში არავის ეჩხირებოდა და თავის პრობლემეს არავის ახვევდა თავზე. ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირად გაუაზრებლად და ძალდატანების გარეშე მის მიმართ სიმპატიით ვიმსჭვალებოდი ნელ-ნელა...
_მახსოვს, სკოლაში, სპექტაკლი უნდა დაგვედგა "თეთრი ბაირაღები" და მე ნუნუ ექიმი უნდა ვყოფილიყავი. თავიდან არ ვიცოდი, თეთრი ხალათი რომ უნდა ჩამეცვა და ასე თუ ისე დავთანხმდი ამ როლზე. მაგრამ სპექტაკლის დღეს რომ მომიტანეს ეს თეთრი, გაკრახმალებული, ნამდვილი ექიმის ხალათი და გამომიცხადეს, რომ უნდა ჩამეცვა, თავი გავიგიჟე. ვიტირე და რა ვიტირე._გულიანად გაეცინა._რატო მქონდა მასეთი პანიკური შიში დღემდე არ ვიცი. ხან ჩხუბით, ხან დაყვავებით და ხანაც მოფერებით სცადეს ჩემი დაყოლიება, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ვირივით გავჯიუტდი, არ ჩავიცვამ-მეთქი და მორჩა. ისე ნაუცბადევად კი ჩემი როლი ვეღარავის მისცეს, ტექსტი არ იცოდა არავინ და ამიტომ ხალათის გარეშე გამოვედი სცენაზე...
ისე საინტერესოდ, ლაღად და მხიარულად ყვებოდა, რომ გულიანად გამაცინა.
_მთელმა სკოლამ კი არა, მთელმა განათლების სამინისტრომ გამიცნო უხალათო ნუნუ ექიმი._თვითონაც გულღიად იცინოდა.
_მე კი, პანიკურად მეშინია ობობების._სიცილით ვაღიარე._პატარა რომ ვიყავი, საპირფარეშოში ჩავრჩი. კარის სახელურზე იჯდა და ხელს ვეღარ ვკიდებდი, რომ გამოვსულიყავი. მთელი დღე მეძებეს თურმე ჩვენებმა ეზოში, მე კი საპირფარეშოში უნიტაზზე ვიჯექი და მოვთქვამდი.
გულიანად ვიცინოდით უკვე კარგად გაშინაურებულები, რომ გუჯამ შემოაღო პალატის კარი და მორიდებით შეგვათვალიერა ორივე გაოცებულმა. მერე, ხაჭო გადასცა დედამისს. მე კი, ყავა შემომთავაზა ქილით. გამიხარდა, ერთი ქილა ყავა მართლაც რომ მისწრება იქნებოდა ჩემთვის და მორცხვად ჩამოვართვი. მთავარია, ყავა ყოფილიყო და რას დავეძებდი რომელი იქნებოდა? მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ის იყო, რომელსაც მე ვსვამდი. ცოტა არ იყოს დავიბენი. საიდან იცოდა ნეტა ამ ბიჭმა, მე როგორი ყავა მიყვარდა? ალბათ, ჩემი გაოცების მიზეზს მიმიხვდა და რომ შევხედე, მზერა მომარიდა.
არა, მართლა მაოცებდა ეს ბიჭი!
იმდენ ხანს დავრჩი მათთან, სანამ ჩემს საყვარელ ყავას დავწრუპავდი ქილიდან. ცოტა კურიოზული შემთხვევები ისევ გაიხსენა ქალბატონმა თათულიმ და გულიანადაც მაკისკისა. ასე ლაღი და ხალისიანი დიდი ხანი იყო გასული რაც ჩემი თავი აღარ მენახა. მერე, ბაიამ დამირეკა, სად ჯანდაბაში ხარ, ვღარ გპოულობ ვერსადო. დედა-შვილს გულტბილად დავემშვიდობე და როგორც ბაიამ დამიბარა, ბაბუას კაბინეტისკენ წავცუნცულდი.
_სად დადიხარ? რამდენს გეძებ?_კაბინეტში შესვლისთანავე დამეტაკა._არ მითხრა ახლა ისევ იმ უნამუსო ზეზვასთან იყავი. აქ არის?
_არა... ნაცნობი შემხვდა და დედამისი მოვინახულე.
_კიდევ კარგი, თორემ მთელი დღეა გაბრაზებული ვარ შენზე. დაჯექი ახლა და მომიყევი, გუშინ რა მოხდა._პაციენტთა განკუთვნილ სკამზე მანიშნა რომ დავმჯდარიყავი და თვითონ კი მამამისის სავარძელში ჩაესვენა._ყურადღებით გისმენ, არაფერი დააკლო და არაფერი მოამატო, ყველაფერი ისე მოყევი როგორც სინამდვილეში იყო.
ცოტა წამომახურასავით, მაგრამ მის ბრძანებას დავემორჩილე იმ გაგებით, რომ სკამზე მოხერხებულად მოვეწყე და ამბის მოყოლა დავაპირე, მაგრამ შიო გამახსენდა.
_რა ქნეს ექიმებმა, შიო გააღვიძეს? როგორ არის?
_ხო, გააღვიძს, მაგრამ, ცალკე ჩამტვრეული ყბის ძვლების ტკივილმა, ცალკე მამამისის ამბავმა, თურმე ხსომებია, რომ ის საცოდავი კაცი მოკვდა, ცალკე ყურის ბიბილოდან ნიჯაპამდე იარამ ნერვიული შეტევა მისცა._აფშლუკუნდა, მაგრამ თვალები ცრემლით არ დასველებია რატომრაც. ალბათ ბევრი იტირა უკვე და ლიმიტი ამოწურა-მეთქი, გიჟივით გავიფიქრე._ისევ დამამშვიდებელი გაუკეთეს და დააძინეს..._ბოლოს ამოოხვრით დაამატა.
_უი, მართლა?_შევიცხადე და მაშინვე ფეხზე წამოვხტი. მასთან მივედი და გულში ჩავიკარი._საწყალი ბიჭი...
ცოტა ხანს გაირინდა. დაბალი ხმით ისლუკუნა. მერე, მალევე დაწყნარდა.
_დღეს თუ ხვალ გამოჯანმრთელდება, არაუშავს, მაგრამ შენ?..
_რა "მე?"_გავიოცე.
_გიჟი ხარ თუ, მე გინდა რომ გამაგიჟო? შენი ქალიშვილობის დაკარგვას ვგულისხმობ, რომელიც თავისით არ გამოჯანმრთელდება, თუ კუზანოვს არ მიაკითხე!_ასეთი სერიოზული და ამავე დროს გაბრაზებული, მგონი არასდტოს მენახა ჩემი გადარეული დეიდა._სამომავლოდ რას გეგმავთ? უყვარხარ? სერიოზულად ფიქრობს შენზე? რა მოხდა, რატო არ გახსოვს არაფერი?
ეს ყველაფერი მეც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, მაგრამ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა რატომღაც.
_გიყვარს?_წინა პასუხგაუცემელ შეკითხვებს თავი ანება და ახალი დამისვა, რომელმაც უფრო დამაფიქრა.
მართლა მიყვარდა ვითომ? თუ, უბრალოდ, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, ქალისა და მამაკაცის ლტოლვა იყო ერთმანეთის მიმართ? უბრალოდ ვნება და სხვა არაფერი. ვაღიარებ, მომწონდა. ყველაზე მეტად მისი თვალები მომწონდა. რაღაცნაირად დაბნეული და მორიდებული, რომ იყო, ის მომწონდა, მაგრამ მოწონება და სიყვარული ერთი და იგივეა ვითომ? ჩვენს შორის ფიზიკური კონტაქტი კი იყო, მაგრამ დიდად არ აღუფრთოვანებივარ ამ ამბავს რატომღაც...
_რას ჩაფიქრდი, გიყვარს?_ფიქრებში ჩაძირულს გვიან ჩამწვდა მისი მკაცრი და მომთხოვნი ხმა._ან, თვითონ უყვარხარ?
ორივე კარგი კითხვა იყო, მაგრამ არც ერთზე არ მქონდა ზუსტი პასუხი. ჩვენს სექსამდე, რომლის უმნიშვნელო დეტალიც კი არ მახსოვდა, ჩემს გრძნობებშიც დარწმუნებული ვიყავი და ზეზვასიც. მაგრამ ახლა მოტყუებულად და გამოყენებულად ვგრძნობდი თავს. მიმტკიცებდა კი, შენი ნებით მოხდა ყველაფერიო, მაგრამ რატომღაც იმის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ ჩემი სიმთვრალით ისარგებლა. თუმცა, რა ისეთი მთვრალიც მე ვიყავი?
_არაფერს მეტყვი?_სავარძლიდან წამოდგა, მომიახლივდა და ისე ჩამხდა თვალებში._თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ გიყვარს ან უყვარხარ იმ ბიჭს, ჯობია ეგ ურთიერთობა ახლავე შეწყვიტო, რათა მომავალში უფრო მეტი შეცდომა არ დაუშვა და არ ინანო.
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აქ რა ამბები მომხდარა, არადა ზეზვას მიმართ რ აკარგი დამოკიდებულება მქონდა თავიდან, თითქოს სულ სხვანაირი იყო, ასე რატომ იქცევა? გუჯა აშკარად ახალი მთავარი პერსონაჟი იქნება ჩემი ვარაუდოთ, მოკლედ შიოს გაღვიძებაა საჭირო ბევრ რამეს რომ მოეფინოს ნათელი❤️❤️❤️

 


ზეზვამ საბოლოოდ გამიცრუა იმედი. არადა როგორი სიმპათიით ვიყავი თავიდან, როგორ მომწონდა ეს მორცხვი და ზრდილობიანი ბიჭი. იმედია შიოს ამბავშიც მაგის ხელი არ ურევია.

გუჯა კი ძალიან მომწ9ნს და ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს❤

 


№3  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
აქ რა ამბები მომხდარა, არადა ზეზვას მიმართ რ აკარგი დამოკიდებულება მქონდა თავიდან, თითქოს სულ სხვანაირი იყო, ასე რატომ იქცევა? გუჯა აშკარად ახალი მთავარი პერსონაჟი იქნება ჩემი ვარაუდოთ, მოკლედ შიოს გაღვიძებაა საჭირო ბევრ რამეს რომ მოეფინოს ნათელი❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️

რუსკიმარუსია
ზეზვამ საბოლოოდ გამიცრუა იმედი. არადა როგორი სიმპათიით ვიყავი თავიდან, როგორ მომწონდა ეს მორცხვი და ზრდილობიანი ბიჭი. იმედია შიოს ამბავშიც მაგის ხელი არ ურევია.

გუჯა კი ძალიან მომწ9ნს და ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს❤

❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც გამივცრუვა იმედი ზეზვამ გოგოს სიმთვრალით ისარგებლა ტაბები მიმხვდარა აქ ღმერთო გუჯა მომეწონა ძალიან კარგად ესაუბრა ბაიაც იქნებ გადაწყვეტილება მიიღოს და დაშორდეს მაგ ბაბნიკი ბიჭს რაღაც ჩახლართული ამბავი ვერავწვდები მაგ სიღრმეში ისე როგორ დათვრა ეს გოგო რომ არაფერი ახსოვს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№5  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
მეც გამივცრუვა იმედი ზეზვამ გოგოს სიმთვრალით ისარგებლა ტაბები მიმხვდარა აქ ღმერთო გუჯა მომეწონა ძალიან კარგად ესაუბრა ბაიაც იქნებ გადაწყვეტილება მიიღოს და დაშორდეს მაგ ბაბნიკი ბიჭს რაღაც ჩახლართული ამბავი ვერავწვდები მაგ სიღრმეში ისე როგორ დათვრა ეს გოგო რომ არაფერი ახსოვს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

ამ გოგოს უეჭველი დასაძინებელი წამალი ჩაუყარა იმ ბაბნიკმა ზეზვამ.გუჯას და მარიშკას ერთმანეთი შეუყვარდებათ მე ასე ვფიქრობ????

 


№7 სტუმარი სტუმარი თამუნა

ახალი თავი როდის იქნება?

 


№8 სტუმარი სტუმარი თეა

ძალიან კარგად წერ.უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ისტორიებს.თუმცა სჯობდა სრულად დაგედო.ერთი სული მაქვს მთლიანად წავიკითხო.❤❤❤❤❤❤❤

 


№9  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი თამო
ამ გოგოს უეჭველი დასაძინებელი წამალი ჩაუყარა იმ ბაბნიკმა ზეზვამ.გუჯას და მარიშკას ერთმანეთი შეუყვარდებათ მე ასე ვფიქრობ????

❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი თამუნა
ახალი თავი როდის იქნება?

ახლახანს ავტვირთე, ადმინი როდის დაამტკიცებს არ ვიცი.

სტუმარი თეა
ძალიან კარგად წერ.უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ისტორიებს.თუმცა სჯობდა სრულად დაგედო.ერთი სული მაქვს მთლიანად წავიკითხო.❤❤❤❤❤❤❤

❤️❤️❤️????????????
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent