შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 10}


28-07-2021, 18:12
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 083

იცით რა მოხდა იმის შემდეგ, რაც სანდრო გელოვანი წავიდა აბაშიდან?-დაიკარგა. ის ხომ დაიკარგა, მაგრამ მე-უფრო. არ ვჭამდი, არ მეძინა. გალეული დავდიოდი და კიდევ უფრო ნერვიულობდა დედა. გვანცასაც კი აღარ ველაპარაკებოდი. ორი კვირა სრულ ჯოჯოხეთში გავატარე და, გეფიცებით, ისიც აღარ მახსოვდა, რომ მამა დავკარგე. გელოვანმა დამავიწყა ყველაფერი და ყელში ვგრძნობდი უკვე საცეცებს. ეს საცეცები არ ჰგავდა აკას მიმართ გრძნობებს. უფრო ღრმა, მტკივნეული და სასიამუვნო იყო. ამასობაში მარტიც მიილია და აპრილი, ჩემი თვე დადგა. ატმის ხეები გაყვავილდა და თავისებური ეშხი შემატა გარემოს. ჩემს სახეზე ღიმილი გაქრა, მაგრამ შინაგანად სავსე ვიყავი. დავუბრუნდი ნელიკოს, ჩემს ერთგულ მეზობელს და ხანდახან მაშინ, როდესაც უძილობა შემიპყრობდა, ვისხედით მე და ჩემი სამოცი წლის მეზობელი და ვსაუბრობდით. ეს იყო განტვირთვა..
ერთ ასეთ საღამოს, როდესაც კაეშანმა შემიპყრო და კვლავ ნელიკოს გავაკითხე ყავის ფინჯნებით, უჩვეულო ხმაური დამხვდა. შესასვლელში გოგონები ცეკვავდნენ, იქით მთვრალი ბიჭები, მეუცნაურა ცოტა.
-ჰეი!-ხელი დამიქნია ერთ-ერთმა და მეც მისკენ წავედი.
-ლერისგან ხარ?-თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
-უკაცრავად?-სახეზე მეწერა-ლერი ვინ ჯანდაბაააა?
-კაი დაიკიდე.-ხელი აიქნია და ცეკვა განაგრძო. მივხვდი, აქ არაფერი მესაქმებოდა და კარისკენ წავედი. ფინჯნები ხელს მიშლიდა, ამიტომ სამზარეულოში შევედი და კუთხეში მდგარ წყვილს ყურადღება არ მივაქციე. იქვე დავალაგე ფინჯნები და რატომღაც წითელ ქურთუკიან ბიჭს გავხედე. გავშეშდი... გელოვანი ვიღაც გოგოსთან ერთად იდგა და იღიმოდა... უცბად დავატრიალე ყველაფერი, მე და ნელიკო, ნელიკოს სახლში გელოვანი, ანუ? მოვკვდები! ნელიკოს დის შვილიშვილი, სანდრიკა, ლექტორი... თავზე ხელი მივიჭირე და მაქსიმალურად ვეცადე, არაფერს დავჯახებოდი. თვალებზე ბინდი გადამეკრა, ვერაფერს ვხედავდი...ის ბიჭი, რომელეც ნელიკო ამდენს მიყვებოდა, გელოვანია. ჩემი დაკრგული სიმშვიდე. სწორედ ის, ვის გამოც არ მეძინა და ნელიკოსაც ვაიძულებდი, გაეთენებინა. ღმერთო, დამცინი? არეულ ხალხში ძლივს გავიკვლიე გზა და ის იყო გასვლას ვაპირებდი, ნელიკოს ხმა რომ შემომესმა...
-აი სად ყოფილხარ!-თავი გადააქნია.-სად მიიპარები? მე შემიძლია, დავლიო ყავა შენთან. ამათ ყურადღება არ მიაქციო, სანდროსთან არიან. დღეს ლექცია გააცდინეს და როგორც წესი აქვთ, აქ ამოდიან.-ხელები გაასავსავა და აივნისკენ მიმითითა-მიდი სესილია, იქ დაჯექი, მე ორი ფინჯანი ყავით და ბევრი სასაუბროთი დავბრუნდები.-თბილად გამიღიმა და სამზარეულოს კრემისფერ კედლის მიღმა გაუჩინარდა.
ჯერ კიდევ ვერ ვაზროვნებდი, ფეხებს ვაიძულე ამოძრავებულიყვნენ და აივნისკენ ფრთხილი ნაბიჯით წავედი. არ ვიცი, რატომ ვრჩებოდი, მაგრამ სამკამირისი იყო, მეგრძნო. გეფიცებით, მის ჩაჩვლეტილ ლოყაზე კოცნა ახლა ჩემი უდიდესი სურვილი იყო. მინდოდა თუ არა, რომ შევემჩნიე?-კი. ვიცოდი, მოვიდოდა, ისევ მეტყოდა რამეს და მე ეს მეყოფოდა ან ვიმყოფინებდი, მშვიდად დამეძინა.
ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. ფეხები ავკეცე და ახლად გამოსულ ნელიკოს ფინჯნი გამოვართვი.
-ჩემო სესო, მეც რამდენი დამიგროვდა...-ღრმად ამოისუნთქა. არ ვიცი რა ჰქონდა სათქმელი, ზოგადად მე ვსაუბრობდი და ის მისმენდა.
-გისმენ..-თავი მისკენ გავატრიალე.
-ჩემი დისშვილი, მარიტა, სანდროს დედა, ავადაა.-დიდი სევდა ამოჰყვა მის ხმას და გულში რაღაც მეტკინა.
-რა სჭირს?-ხმა ამიკანკალდა.
-სიმსივნე აქვს, სანდრომ არ იცის, არ ეუბნება.-ხელები აიფარა და ჩამჩურჩულა-რომ გაიგოს დედამისს რამე სჭირს, მოკვდება. ვეღარ გაუძლებს. ისედაც სულ მარტოა.
-ძალიან ვწუხვარ, საშინელებაა.-ძალა არ მეყო, რამე უფრო სანუგეშო მეთქვა.
-ის ქალიც დაიტანჯა, ჯერ შვილი, მერე ქმარი ახლა თვითონ.-სიმწრის ცრემლი ჩამოვარდა თვალიდან და მაისურზე დაეცა.
-გამოსავალი...-როგორ მინდოდა, ეთქვა, რომ არსებობდა გამოსავალი... რომ მეტჯერ აღარ ეტკინებოდა გელოვანს.
-მცირეა.-ფინჯანი გვერდით გადადო და ჩემკენ მოტრილდა.
-სესილია, ჩემო გოგო.-ხელზე მომეჭიდა.-მიხარია რომ გიცნობ.-სევდანარევი ღიმილოთ გამიღიმა და ცას ახედა.
-სანდროს ტყუპისცალი ანგელოზი იყო. ისეთი ლამაზი და ფარფატა. თვალისჩინივით უფრთხილდებოდა დას. ვერ გამოსტაცა სიკვდილს ხელებიდან. გაგიჟდა. ნიშნობა ჩაშალა, საკუთარ თავს ბედნიერების უფლება აღარ მისცა, ჩაიკეტა...-ნიშნობის გაგონებაზე დავიძაბე, ჩემთან არ უხსენებია.
-რატომ ჩაშალა?-ენაზე ვიკბინე..
-არ ვიცი, ძალიან იმოქმედა დის ამბავმა, მერე იყო მამამისი. არ ვიცი შვილო, არ მჯერა ჯადოების და ასეთების, მაგრამ მგონი ჯადო აქვთ გაკეთებული.-ხელები აღაპყრო მაღლა და პირჯვარი გადაიწერა.
-საშინელებაა ნელიკო, არ ვიცი, რა ვთქვა.-დავპატარავდი.
-იქნებ გაგაცნო.-სახე გაუნათდა-ერთმანეთს გაუგებთ, იმეგობრებთ...
-მაგრამ...
-უნდა გაგაცნო.-ხელზე დამებღაუჭა და არ ვიცი, როგორ მოახერხა, რომ ათ წამში გელოვანის წინ ვიდექი და ვერ ვინძრეოდი.
-სანდრო, ეს სესილია.-ისე წარუდგინა ჩემი თავი, თითქოს დიდი ვინმე ვყოფილიყავი.
-სესილი?-წარბები შეჭმუხნა, თვალები დააწვრილ და მერე ხელი გამომიწოდა.-ადრე ვიცნობდი, ახლა აღარ...-მეტკინა.
-გამარჯობა.-ვეცადე გამეღიმა, მაგრამ ვერ გამოვიდა.
-იმედია, შენკენაც გამოგაზაფხულდა.-ეს იყო მისი მოკითხვა.
-ის მერცხალი არ მოფრენილა, რომელიც გაზაფხულს მოიყვანდა.-გავთამამდი.
-ის მერცხალი ერთხელ თუ გაუშვი, მეორედ აღარ მოვა.-ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ნელის გახედა.
-მადლობა ნელიკო, კარგი მეზობლები გყოლია.-მერე მე გადმომხედა და დასრულდა. სიმშვიდის ერთი გრამიც კი ვერ ვიგრძენი, მეტად ავფორიაქდი. ეს ფორიაქიც კი მალამოდ მომედო.. იმიტომ, რომ ავტორი გელოვანი იყო და მე ისევ შტერივით შეყვარებული გახლდით.
ის დღე იქცა ტკივილების დასაწყისად. სამ აპრილს, გამთენიისას ნელიკოს კივილმა და არაამქვეყნიურმა ღრიალმა გამაღვიძა. ჩემი აივნის კარი ღია იყო და კარგად აღვიქვი, ნელიკოსთან ერთად მყოფის ხმა. თავს უფლება მივეცი, ხალათი ჩამეცვა და მეზობელთან გავსულიყავი. კარი ღია დამხვდა. ფრთხილად შევედი და კედელთან ჩაკეცილი გელოვანი დავლანდე. თავი დაბლა ჰქონდა და ხელები უკანკლებდა. ყოველ ორ წამში კედელს თავს ურტყამდა.
-სანდრო.-საიდან ამომივიდა ხმა, არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდი, რა ცუდი ამბავი ტრიალებდა მის თავს.
-სანდრო გესმის?-მისკენ გავიწიე და მეც ჩავცურდი კედელთან.-სანდრო, ხმა გამეცი.-ხელები წავიღე მისკენ, მაგრამ ცხოველური მზერით გადმომხედა და მთელი ძალით ჩამაფრინდა.
-წადი!-ხმა ჩახლეჩილო ჰქონდა, ყელთან ძარღვები უხტოდა.
-გეხვეწები...-ხელების გათავისუფლებას ვეცადე, მაგრამ ამაოდ.
-წადი.-თავადვე შემიშვა ხელი.
-უბრალოდ...
-უბრალოდ ამ ცხოვრების დედაც სესილია, ყველაფერი მეზიზღება და გთხოვ, სანამ თავს ვაკონტროლებ წადი!
-ახლა გვერდით გჭირდება ადამიანი....-ვერ ვალაპრაკობდი.
-არ მჭირდება, ჩემი ოჯახის გარდა არავინ მჭირდება, მოიყვან?
-გთხოვ...
-გითხარი წადი, ამის დედაც...-მკლავში მაგრად დამებღაუჭა და გასასვლელისკენ გამიყვანა. კარები თითქმის გამოგლიჯა და მთელი ძალით გადამისროლა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წავბარბაცდი. არ მოუხედავს, მთელი ძალით მიხურა კარი და თავის ტკივილთან ერთად გაუჩინარდა.სხეული მიხტოდა, სწრაფად გავირბინე დერეფანი და სახლში შევვარდი.
-მშვიდობაა სესო?-დედაჩემს ფერი არ ედო.
-არა.-თავი გავაქნიე და ტელეფონს დავწვდი, ვიკოს ნომერი მოვიძიე და ესევე დავურეკე. რამდენიმე ზუმერის შემდეგ ვიბლიანის ხმა გავიგე, რადგანაც ფხიზლად იყო, იცოდა.
-ვიკო.-ხმა ჩამიწყდა.
-სესო ნელიკოსთანაა. არ მიგიშვებს ახლა, არც ეცადო.-ხმაზე ეტყობოდა, რომ თავადაც არ იყო კარგად. ან საერთოდ სიტყვა კარგად ან ცუდად რატომ არსებობდა?
-კარგი.-ამოვიჩურჩულე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. აპრილიც ნალექიანი იყო. დიდი ტკივილითა და ცრემლებით.
ის ღამე როგორ გათენდა, ვერ მივხვდი. მზის პირველი სხივები ჩემს ფანჯარას შემოეპარა და დერეფანში ხმაურზე გავედი.
ვიბლიანი, ნელიკო და გელოვანი იდგნენ. არცერთს არ ჰქონდა ადამინური სახე, მაგრამ სანდრო იყო სხვაგან. აქ არ იყო. ფეხს ვერ ადგამდა. ორი წამით შემომხედა.. თვალები წითელი ჰქონდა, ყელზე ძარღვი ისევ უთრთოდა. მკლავებს ჩავაყოლე მზერა და თითის საკეცებზე შემხმარ სისხლზე გავიყინე.
-სანდრო.-ხმა კი არ იყო, უფრო ხავილი, ბღავილი, არ ვიცი, რაღაც არაამქვეყნიური.
-მარიტა აღარ მყავს!-ალბათ მაშინ გაიაზრა, დედაჩემიც იქ იდგა, მთელი ძალით ვეკვროდი და ძლივს ვსუნთქვადი.
-სანდრო.-გელოვანი ვეღარ იყო- ცუდადაა. სესილია, მიშველე.-ინსტიქტურად გავიქეცი მისკენ და ჩავიმუხლე.
-გეხვეწები სანდრო.-ცივი წყალი სახეზე მოვუსვი და შუბლზე მივაწებე ტუჩები. არ იყო ამის დრო, ვიცი, მაგრამ მინდოდა ეგრძნო, რომ მის გვერდით ვიყავი.-თვალები გაახილე.-შევანჯღრიე და გელოვანის გაცრეცილ თაფლისფერებზე გული გამეხლიჩა.
-ჩემი გაზაფხული გარდაიცვალა სესო.-ხელზე ხელი მომიჭირა. იცით როგორ სტკიოდა? მე ვერ აღვწერ. ძალა არ შემწევს დაგანახვოთ, რა ცუდად იყო გელოვანი.
ბარბაცით გაუყვა დერეფანს, გვერდით ვიკო ედგა...
ღმერთო, რა უსამართლა ცხოვრება....
მთელი ორი დღე გაუნძრევლად იდგა და ხალხისგან სამძიმრებს იღებდა. უამრავი ადამინი ირეოდა. შავებში იყო, ხელში სიგარეტი ეჭირა და ყოველ ორ წუთში ახალ ღერს უკიდებდა. არ ჭამდა, სახლში არ შემოდიოდა, არავის უყურებდა. დაკრძალვის წინა დღეს ახლობლები რჩებოდნენ, მე არ ვიცნობდი დედამისს, მაგრამ იმდენად ახლოს მომეჩვენა თავი, მეც დავრჩი. გვანცა ვიკოს გვერდით იდგა. ჭირი ადამიანებს აახლოებს თურმე ერთმანეთთან.
სკამზე იჯდა და ისევ ეწეოდა. მისკენ წავედი და უსიტყვოდ მივუჯექი გვერდით.
-დარჩენა საჭირო არაა.-ჩამწვარი ღერი მოისროლა და ახალს მოუკიდა.
-როგორმე თავად გადავწყვეტ. -ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი.
-ახლა ცდილობ, დამანახო, რომ ძლიერი ხარ? რომ ორივეს ტკივილს უმკლავდები? არ გინდა.-თავი გააქნია.
-არა, მე ვიცი რომ ამით მამაჩემის სულია მშვიდად, იფიქრე იმაზე, რომ დედაშენის სულიც მშვიდად იყოს ზევით.-თითი ცისკენ გავიშვირე.
-ბოლო იმედი, ბოლო სიცოცხლის წყარო წამართვა ცხოვრებამ. სულ ორ დღეში, არ ვიცოდი, ვერ გავიგე და აი. ამდენი ხანი ებრძოდა, იტანჯებოდა, სტკიოდა და... გავაფრენ სესო, გავგიჟდები.-ფეხზე წამოდგა და იქვე მდგარ ხეს დაეყრდნო.
-სიკვდილი არის გარდაუვალი.-უცბად შემობრუნდა, როლებს ვცვლიდით.
-სიცოცხლე კი შეუძლებელი, საყვარელი ადამიანების გარეშე.-ღრმად ჩაიუსუნთქა და მოწოლილი ცრემლი შეაჩერა.

სანდროს ახლობლები იყვნენ, კიდევ სხვებიც... არავის იკარებსო გელოვანი- ვიკომ დამირეკა. სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი და გიჟივით გავვარდი სახლიდან.
გზად ყვავილები ვიყიდე და ტაქსიში ჩავჯექი. ის შეგრძნება, ტაქსიდან- სანდროს სახლამდე, საშინელება იყო. სწრაფად გადავხტი მანქანიდან და სირბილით წავედი. გელოვანი კიდევ უფრო კარგავდა თავს. კარებში იყო ჩაკეცილი და ვერავინ აყენებდა.
-სესო.-ვიკომ ხელით მანიშნა. ყვავილები იქვე დავდე და მისკენ დავიხარე.
-სანდრიკა.-ყურთან დავუჩურჩულე და თითები მკლავზე შემოვაჭდე.
-გთხოვ, უბრალოდ წამოდექი.-ფაქტობრივად ვეჩურჩულებოდი.
-სესილია...-ღმერთო, როგორ მტკიოდა გელოვანი.
-გადავიტანთ!-მის სახესთან დავიჩურჩულე და ფეხზე წამომდგარმა ხელი გავუწოდე. მძიმედ წამოდგა. გვერდიდან არ მოვშორებივარ.
მარიტა ქმრისა და შვილის გვერდით დაკრძალეს.
ბოლოს მხოლოდ ოთხნი დავრჩით. გელოვანი გაყინული იდგა.
-დედას მიმიხედეთ.-მიწასთან დაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.
-მარტო ყოფნა მინდა.-ხელით გამაჩერა და თავად ბარბაცით გაუყვა გზას.
---
ბოლო სიკვდილია, გეფიცებით, მაგრამ უნდა ყოფილიყო. ბოდიშით დაგვიანებისთვის.



№1  offline წევრი ნენეე

მშვიდობა გაქვს? ✨სიკვდილი აახლოებს ადამიანებს✨
შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ საოცრად აღწერ ჭირის მომენტებს. ემოცია მოგაქვს ზუსტად.
შემეცოდა სანდრო. მაგრამ მომწონს ძვრები, სესილიას ,,სანდრო გეხვეწები"
შესანიშნავია ქეთო.
მალე დადე შემდეგი.
--------------------
ნენე გასვიანი

 


№2  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
მშვიდობა გაქვს? ✨სიკვდილი აახლოებს ადამიანებს✨
შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ საოცრად აღწერ ჭირის მომენტებს. ემოცია მოგაქვს ზუსტად.
შემეცოდა სანდრო. მაგრამ მომწონს ძვრები, სესილიას ,,სანდრო გეხვეწები"
შესანიშნავია ქეთო.
მალე დადე შემდეგი.

ამინდების ბრალია. მადლობა ენნე. ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან ველოდები ამათ გამოზაფხულებას.როგორ მინდა მათუ ბედნიერება.ორიბე დაიტანჯა.ბევრჯ ბედნიერი მომენტი მინდა სანდროს სესილიასი და ორივე ერთად.კარგად გადმოცემ ემოციებს

 


№4 სტუმარი სტუმარი Teka

ოჰ ქეთო ოჰ ქეთოო რატოო რატოო მართლა როგორ მატირე რაა როგორ მეცოდება გელოვანი სესო მაინც ვერ შეუვსებს იმ სიცარიელეს მალე დადე რა მომდევნო თავი აღარ გვალოდინო გთხოვ ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა სევდიანი თავი იყო ამეტირა ისე გქონდათ აღწერილი ყოველი სიტყვა ძლიერი ემოციებით სავსე და ტანჯვა იყო ამ ორ ადამიანის იქნებ საბოლოოდ ბედნიერებას ეღირსონ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№6 სტუმარი Ana-maria

ჯერ სესილიას მამას ორი თავი ვტიროდი,ახლა სანდროს დედა. ვფიქრობ შემდეგში გაზაფხული მოვა! გამიხარდა რომ დაბრუნდით. უკვე გელოდებით.

 


№7 სტუმარი mari

ai dzaaaaaaalian magaria raaaa agar gvalodino ra dzaaan didxans yovel dilit da sagamos vamowmebdi xolme rodis dadebdi da mal male dade ra ufro. madloba dzaan kai istoriaa????????

 


№8 სტუმარი ნ.გ

გული მეტკინა????????????????აი ხომ პერსონაჟია მაგრამ მაინცც. როგორი ძლირი უნდა იყო მამის, დედის და დის სიკვიდლს ასე რომ.... აუ სიტყვას ვერ ვუსადაგებ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია გელოვანი ყველაზე ძლიერი ბიჭია პერსონაჟებს შორის!

 


№9 სტუმარი სტუმარი salome

rodis dadeb shemdeg tavs?

 


№10  offline წევრი ქეთათო4

ნ.გ
გული მეტკინა????????????????აი ხომ პერსონაჟია მაგრამ მაინცც. როგორი ძლირი უნდა იყო მამის, დედის და დის სიკვიდლს ასე რომ.... აუ სიტყვას ვერ ვუსადაგებ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია გელოვანი ყველაზე ძლიერი ბიჭია პერსონაჟებს შორის!

მადლობა❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

როდის დადებ?

 


№12 სტუმარი ტაისა

აუ მალე დადე რაა

 


№13 სტუმარი სტუმარი კირა

არ მიატოვო რა ამ ისტორიის წერა????

 


№14  offline წევრი ალე

მე აქ გელოდები და რახდება ქეთ?

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

შემდეგ თავს როდის დადებ იმედია არმიატოვებ დ გააგრძელებ

 


№16 სტუმარი სტუმარი დაკო

ამ ემოციების ზღვა ისტორიას გაგრძელება ნამდვილად ეკუთვნის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent