შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და სად წავიდა


5-06-2020, 10:21
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 9 613

და სად წავიდა ცხოვრების ფერი?!
სად დაიკარგა უძილო ღამე?!
თურმე გამხდარა ყველა პირფერი
და მე ბალიში შენ დამინამე.

და სად წავიდა ამ ხალხის ანძა?!
სად დაიკარგა ის უხმო ხმები?!
თურმე საშინელს ყველამ მიბაძა,
სიკეთემ სიკვდილს მისცა სიტყვები.

და სად წავიდა ამ ხალხის ტკბობა?!
სად დაიკარგა ნიავი, ქარი?!
ალბათ მარტივად არ დაითმობა,
რადგან პირველმა შენ დაიპყარი.

და სად წავიდა ეს ჩემი სისხლი?!
სად დაიკარგა როგორც ყოველთვის?!
მე მიტევებას დღეს აღარ ვიტყვი,
შურისძიება არის რომ მერთვის.

და სად წავიდა? სიტყვებს ვერ გავფენ,
რადგანაც სიტყვა ჩემთვის კვლავ ფასობს.
მხოლოდ ერთს გეტყვით რომ ცოტას ვაფრენ
და ხანჯალს გულში მე ვირთხა მასობს.

და სად წავიდა მთა ამ სინათლის,
რომელშიც თითქოს არავინ არ ჩანს?!
შავი ვირთხების მასას ვინ დათვლის,
როცა ეს ზეცა ერთ სხივსღა ხარჯავს?!

და სად წავიდა ცხოვრების ფერი?!
სად დაიკარგა უძილო ღამე?!
თურმე გამხდარა ყველა პირფერი
და მე ბალიში შენ დამინამე.

#მეტიპოზიტივი
#გიჟითავისუფალია



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

Რამდენი ხანია რაც შენი პოეზია არ წამიკითხავს

 


№2  offline წევრი მარი.ჯ.

ძაან კარგია მომეწონა ლოგიკურად არის გააზრებული????

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

terooo
Რამდენი ხანია რაც შენი პოეზია არ წამიკითხავს

heart_eyes heart_eyes heart_eyes

მარი.ჯ.
ძაან კარგია მომეწონა ლოგიკურად არის გააზრებული????

მადლობაა ^_^
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent