შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყოფნა შეუძლებელია. 2ნაწილი.სრულად


28-07-2021, 23:38
ავტორი katiusha
ნანახია 8 283

წყნეთის მიმდებარედ,შუაგულ ტყეში, შემოდგომის ერთ-ერთ მზიან დღეს, ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ და პიკნიკი მოეწყოთ.ოც წელს მიტანებული გოგო-ბიჭების ჟრიამული ტყეში შემორჩენილი,ნაზად მოჭიკჭიკე ჩიტების ჭიკჭიკს ერწყმოდა და საოცარ სინთეზს ქმნიდა ერთმანეთთან.მერე ერთმა გიტარა გადმოიღო და სიმღერა შემოსძახეს.თუმცა მალევე კოცონისთვის შეშა შემოაკლდათ და მოსაგროვებლად ორი ბიჭი წამოდგა. გიტარიანმა დაკვრა განაგრძო, დანარჩენები მის მოსმენას განაგრძობდნენ,იქამდე სანამ ტყეში წასულებისგან ყვირილი არ გაიგეს. მომღერალმა მაშინვე გვერდით მოისროლა ინსტრუმენტი და იქით გაიქცა.დანარჩენებიც მას მიჰყვნენ. სანახაობამ შოკი მოჰგვარა ყველას.
მაწანწალა ძაღლს პირში ადამიანის ხელი ეჭირა და ჯიჯგნიდა,გადაყრილი მიწიდან კი ფეხსაცმელი და ადამიანის ფეხები ჩანდა..
ნახევარ საათში პოლიციას უკვე ყვითელი ლენტით ჰქონდათ ტერიტორია შემოსაზღვრული და კრიმინალისტ-ექსპერტები მუშაობდნენ,შეშინებილი და აკანკალებული გოგოები კი მანქანებში ჩაესვათ და სასწრაფოს ექიმები ამშვიდებდნენ…
მალე კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა. შავი,დაბურულ მინებიანი ტოიოტადან შუახნის ასაკის კაცი გადმოვიდა და დანაშაულის ადგილისკენ წავიდა. გზად მისმა ასისტენტმა თხელი საქაღალდე მიაწოდა და უკან აეკიდა.
გადაშალა და კითხვა დაიწყო. ინფორმაცია და მოპოვებული მონაცემები მწირი იყო,არც საბუთები გააჩნდა და არც რამე ნიშანი, რომ როგორმე მისი ამოცნობა გაადვილებოდათ.ახლა ყველაფერი მხოლოდ დნმ-ტესტს და სამედიცინო ექსპერტებს უნდა გაერკვიათ…
დავალებები მისცა ყველას და თვითონ ახალგაზრდების დასაკითხად წავიდა.საჭირო ინფორმაცია ვერც მათგან მიიღო და ისედაც გაბრაზებული კიდევ უფრო გაღიზიანდა. სწრაფად დატოვა იქაურობა და საღამოს ყველა კაბინეტში დაიბარა თათბირზე. გუმანით ხვდებოდა რომ ეს საქმე და ეს დანაშაული დიდ პრობლემებს შეუქმნიდა.იმასაც ხვდებოდა რომ მოკლულს,იმდენად ძვირფასი ფეხსაცმელი ეცვა,ჩვეულებრივი პიროვნება არ იქნებოდა და მაშინვე იმ გაუჩინარებული ადამიანების ძიების საქმეები გადმოიღო,ვინც უკანასკნელ პერიოდში გაუჩინარდა ცნობილი და მნიშვნელოვანი გვარებიდან...

*****
შავი რენჯ-როვერი ახალ აშენებული კორპუსის პირდაპირ იდგა და სადარბაზოს შესასვლელს თვალს არ აშორებდა. უკვე მერამდენე დღე იყო გასული იმ ავბედითი დღიდან. ფიცხელაური კი ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე და იმედი ჰქონდა რომ გამყრელიძე ადრე თუ გვიან სახლში მაინც დაბრუნდებოდა.არად აგდებდა იმას რომ ამდენი დღე არც დაუბანია, არც ნორმალურად უძინია და უჭამია. მისი გონება ახლა მხოლოდ ერთი რამით იყო დაკავებული -შურისძიება, წყეული შურისძიება, რომლისგანაც თავის დაღწევის ცდილობდა,მაგრამ არ გამოუვიდა.მისი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოუწია იმ ამღვრეულ მდინარეში შესვლა, რომლისგანაც თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო.
სავარძელში გაიზმორა.მტკივანი ზურგი უკვე ძალიან აწუხებდა.მერე ხელები თავქვეშ ამოიდო და ოდნავ გადაწვა სავარძელში.კარი რომ გაიღო და გვერდით ვიღაც მიუჯდა,ოდნავ მიაბრუნა თავი და ურეაქციოდ შეხედა. ანდრეას ყავა და საჭმელი მოეტანა მისთვის.
-მადლობა,ეს ახლა ნამდვილად მჭირდებოდა.-უთხრა და მხოლოდ ყავა გამოართვა.ხარბად მოსვა რამდენიმე ყლუპი და ღრმად ამოსუნთქვა.
-სახლში წადი.მე დავრჩები.
-არა ანდრო.ვიქნები.წუთითაც კი არ მინდა მოვშორდე აქაურობას. ხედავ რა მოხდა როცა ყურადღება წამიერად მოვადუნე.
-არ მენდობი?-ეწყინა ბიჭს.
-შენ გენდობი.მხოლოდ შენ განდობ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეს.მაგრამ ახლა ჩემი ჯერია. მე უნდა ვიმოქმედო.ეს ჩემი საქმეა. -ყავა ბოლომდე გამოცალა და ხელში შეათამაშა უკვე დაცარიელებული ჭიქა.
-მე შენი დახმარება მინდოდა.შენც ადამიანი ხარ. შენც გინდა დასვენება.
-დასვენება არავის აწყენს.მაგრამ ამჯერად ეს არ გამოვა.მხოლოდ მაშინ დავისვენებ და გავჩერდები,როცა სიმართლეს გავარკვევ.როცა ყველა იმას მიიღებს რაც დაიმსახურა.
-კარგი,მაგრამ იქნებ სჯობდეს ჩემებურად ვიმოქმედოთ.
-რამე მოიფიქრე?
-დარწმუნებული ვარ გამყრელიძე აქ არასდროს დაბრუნდება.ნუ ჯერჯერობით მაინც.ისიც ზუსტად ვიცი მას უკვე უთხრეს რომ მის სახლთან ხარ და უთვალთვალებ.ასე რომ აჯობებს სახლში შევიდეთ და ვნახოთ რამეს მალავს თუ არა.თუმცა დარწმუნებული ვარ რომ იქ არაფერია. ან აქედან წავიდეთ და მის კვალს დავადგეთ.ან მესამე ვარიანტია კომპანიაში წავიდეთ და მისი კაბინეტიდან დავიწყოთ იმის ძებნა, რაც დაგვეხმარება.
-კარგი.იყოს ისე როგორც გინდა. -მანქანის სახელურს დასწვდა და გადასვლა დააპირა ფიცხელაურმა, თუმცა ანდრეამ დაასწრო და შეაჩერა.
-არა,ახლა არა.ღამით.ვინმემ რომ დაგვინახოს მის ბინაში შევდივართ მაშინვე პოლიციაში დარეკავენ.
-აბა როდის?
-სახლში წადი.დაისვენე.საღამოს კი ერთად გამოვიდეთ.აქ სანდო ხალხს დავტოვებ.თუ რამე შეიცვალა დარეკავენ.თანაც..
-რაა?-შეხედა ბიჭმა.
-იქნებ არის ვინმე სახლში,ვისთანაც დაუსრულებელი საქმე გაქვს?
-მე ბევრი დაუსრულებელი საქმე მაქვს..
-იცი ვისაც ვგულისხმობ.
-არ მინდა მასზე ლაპარაკი.
-გაბრიელ უნდა ნახო.ცუდად არის.არ შეიძლება ასე გყავდეს გამოკეტილი და ასე გაურკვევლობაში ამყოფო.ისიც ადამიანია.იცი მაინც რა დღეშია?
რამდენი დღეა საჭმელი არ უჭამია? არც წყალი დაულევია...
-ჯერ მზად არ ვარ.
-შენ რომ მზად იქნები,ის შეიძლება ამდენი ტირილისგან და უჭმელობისგან ხელიდან გამოგეცალოს და მერე უარესად იგრძნო თავი იმის გამო რომ დაგაგვიანდა.
გაბრიელს ტანში გასცრა იმის გაფიქრებაზეც კი რომ თამთას შეიძლებოდა რამე მოსვლოდა.საჭეს ძლიერად მოუჭირა ხელი და მასზე გადაიტანა ეს სიბრაზე,რასაც გრძნობდა.
-შენ რატომ არ მითხარი ჩემი დის შესახებ?-გადაიტანა უცებ საუბარი.
-არ შეიძლებოდა.ეს მე არ უნდა მეთქვა.
-აბა ვის?მე შენ ის განდე.
-მერე სადმე დავუშვი შეცდომა?მე მის გვერდით ვიყავი სულ და მის დახმარებას ვცდილობდი.ის მენდო და მე მას იმედებს ვერ გავუცრუებდი.
ხელს ვერ ვკრავდი.
-ძალიან გიყვარს?
-იმდენად,რამდენადაც შენ გიყვარს თამთა მაჩაბელი..
-ესეიგი თავდავიწყებით..-ამოიოხრა ბიჭმა და თვალები დახუჭა.
-მაგრამ ვიცი რომ ჩემთვის ის აკრძალული და მიუწვდომელია.მე ვიცი რომ ის დიდი ალექსანდრე ფიცხელაურის ქალიშვილია და ამით ყველაფერია ნათქვამი.რა უნდა შევთავაზო მე მას?უბრალო დაცვის წევრმა?მე ხომ არაფერი გამაჩნია.
-სწორედ ეგ არაფერი გხდის განსაკუთრებულად.
-არ ბრაზდები ჩემზე?
-ყველაზე ნაკლებად შენ უნდა გიბრაზდებოდე.შენ ყველაზე უდანაშაულო ხარ ამ ამბავში. -სევდიანად ამოიოხრა ბიჭმა.
-იცი ყველაზე საშინელი რა არის?
-რა?
-ის რომ შენ ყველაზე სუფთა ადამიანი ხარ,ვინც კი მინახავს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.. და ახლა ეს დედამოტყ..ული ცხოვრება იძულებულს გხდის რომ მაინც გაისვარო ამ სიბინძურით.
-ასე ყოფილა.რასაც გაურბიხარ, სწორედ ის მოგსდევს უკან.
-დაიმახსოვრე რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი,მე მაინც შენს გვერდით ვიქნები.
-შეყვარებულივით ნუ ველაპარაკები.- გაეღიმა გაბრიელს.-პირიქით,როცა ყველაფერი დასრულდება,შენ აქედან უნდა წახვიდე და მშვიდად იცხოვრო.
-შენ თუ წახვალ?
-მე უკვე არაფერი აღარ ვიცი.
-ის ხომ მაინც იცი რომ ახლა აქ ყოფნა სისულელეა?
-კარგი,შენ გაიმარჯვე.წავიდეთ.-ძრავი ჩართო გაბრიელმა.-შენ ხალხს დაურეკე.აქაც დააყენე და სახლშიც მოვიდნენ.და საერთოდ ყველა შეკრიბე.ყველამ უნდა გაიგოს რომ ფიცხელაურების იმპერიას ახალი მმართველი ჰყავს და ახალი ისტორია
იწყება.
-მაშინ წავიდეთ.დავიპყროთ მწვერვალები.-გაუღიმა ანდრეამ და კომფორტულად მოეწყო სავარძელში..
*****
ფიცხელაურების სახლის ეზო ხალხის ნაკლებობას არ უჩიოდა.ძირითადად ახალგაზრდა, ნავარჯიშევი და კუნთმაგარი ბიჭები იყვნენ დაახლოებით ორმოცდაათ კაცამდე. მათ წინ იდგა გამორჩეული სამეული, რომელიც ყველაზე მეტად იქცევდა ყურადღებას-როგორც ფიზიკური მონაცემებით,ისე გარეგნობით. ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულიყვნენ შავ ტანსაცმელში გამოწყობილნი და კბილებამდე შეიარაღებულნი. არანაირი ძველი სამოსი,არანაირი კლასიკური სტილი,რისი მიმდევარიც უფროსი ფიცხელაური იყო…
იდგნენ და ჯიუტად ელოდნენ ახალ პატრონს სიცივის მიუხედავად.
ანდრეამ კაბინეტის კარზე მიუკაკუნა გაბრიელს და მას შემდეგ შეაღო,რაც თანხმობა მიიღო.
-ყველა მოვიდა,შენ გელოდებიან.
-უხუცესები?
-ისინიც..
-მოვდივარ.-ლეპტოპი დახურა, რამდენიმე ქაღალდი პატარა,შავ საქაღალდეში ჩადო,იღლიაში ამოიდო და პირველი გავიდა ოთახიდან.
ალექსანდრე ფიცხელაურს რომ შვილი ასეთ მდგომარეობაში დაენახა, ალბათ მასზე ბედნიერი კაცი არავინ იქნებოდა,რადგან ღმერთკაცს ჰგავდა იმ წუთას გაბრიელ ფიცხელაური. საოცრად სიმპატიური,მამაკაცური, ვაჟკაცური,თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა,მაგრამ მაინც ცდილობდა ამ სიბრაზის დამალვას.ის დარდიც და ტკივილიც,შიგნიდან რომ ანადგურებდა,ცდილობდა გულში ჩაეკლა.ხელები ზურგს უკან შეკრა, ფეხები ოდნავ გასწია მხრების სიგანეზე და მკაცრი მზერით გადახედა სახლის აივნიდან შეკრებილებს. რამდენიმე წამს ჩუმად იყო, შესაფერის სიტყვებს ეძებდა.მის უკან ანდრეა იდგა,კიდევ უფრო უკან კი მამიდა და მამიდაშვილი.
-ბევრი თქვენგანი მიცნობს.იცის ვინ ვარ.თუმცა მხოლოდ ცოტამ იცის და წარმოდგენა არ აქვთ ვინ ვარ სინამდვილეში.წარმოდგენა არ აქვთ როგორი ვარ და რა შემიძლია.
მე გეტყვით-ერთი უბრალო ბიჭი ვიყავი,რომელიც ამ ყველაფრისგან გაქცევას ცდილობდა,თუმცა არ გამოუვიდა.ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, დაბადებამდე ალბათ დამიწერეს ბედის წიგნში,რომ იმას რისგან გაქცევასაც მოინდომებდი,უკან აუცილებლად დამეწეოდა.ხოდა აი ახლა მეც აქ ვარ. იძულებული გავხდი ოჯახს ჩავუდგე სათავეში და ამ იმპერიის მმართველი გავხდე, რომელიც უკვე დაშლის პირასაა ვიღაცის თუ ვიღაცეების ღალატის გამო. ახლა,ამ წუთს მე გაბრიელ ფიცხელაური პირობას ვდებ რომ დავიცავ თითოეულ თქვენგანს,ხელში ავიღებ ოჯახის მართვის სადავეების,ვმართავ კომპანიას, დავიცავ თითოეულ თქვენგანს,თქვენს ოჯახს,მიიღებთ შესაფერის ანაზღაურებას, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ -ერთგულებას,რაც არც ისე ადვილი ყოფილა..
-ეგ როგორ უნდა შეძლო?როგორ უნდა მიგიღოს მამაშენს ერთგულმა ხალხმა?- იკითხა ვასილმა.
-აბა სად არის ეს ხალხი?ეს ხალხი რამდენიმე დღის უკან იყვნენ.მერე სიხარბემ სძლიათ და მოღალატეებად იქცნენ.მე კი იძულებული გავხდი იარაღი ამეღო ხელში.ასე რომ თუ ახლა ვინმე ჩემი წინააღმდეგია ან მომავალში ღალატს აპირებს ურჩევნია ახლავე წავიდეს აქედან.ან არადა დარჩნენ და მემსახურონ ერთგულად.თუმცა არა მხოლოდ მე,არამედ საკუთარ თავებს.
-მაჩაბელებთან როგორ იქნება საქმე?
-დაპირისპირება ისევ გაგრძელდება. ომი არ დასრულებულა.ვეცადე და არ გამოვიდა,ასე რომ ახლა ისევ ისეა ყველაფერი,როგორც აქამდე.
-იქნებ ჯობდეს ზავი დავდოთ?
-აქამდე ამის წინააღმდეგები იყავით. ახლა რა შეიცვალა ვასილ?
-ის შეიცვალა რომ შენ დაბრუნდი და იმედი მოგვეცა რომ ვიღაცას ეყოფოდა ძალა, ჭკუა და გონება ეს სისხლიანი დაპირისპირება ოდესმე დაესრულებინა.
-მე მსურდა,მაგრამ არ გაჩერდნენ, ახლა არც მე აღარ მსურს.უკან დახევა გვიანია.
-მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა შეთანხმება?ქალი აქ არის…
-ეს ქალი ტყვეა.იმის გარანტიაა,რომ მაჩაბელები არაფერს მოიმოქმედებენ.სანამ ნაბიჯს გადადგავენ ჩვენს წინააღმდეგ. დაფიქრდნენ რისი ან ვისი დაკარგვა მოუწევთ.
-მაგრამ ეს უსამართლობაა.- უკანასკნელად გაიბრძოლა ვასილმა
-მხოლოდ მე ვწყვეტ რა როგორ იქნება,-იღრიალა ფიცხელაურმა და მაშინვე დაადუმა ყველა.მერე საქაღალდე გაშალა.იქიდან ფურცელი ამოიღო და ხელში აუფრიალა.
-შურისძიების დროა.აქ იმ ხალხის სია წერია ვინც უნდა მომიძებნოთ. მიწიდან ამოთხრით და ჩემთან მოიყვანთ.საქმეს შეუდექით.ანდრო, ხალხი გაანაწილე და დავალებები მიეცი.ახლა კი კომპანიაში მივდივართ, იქაც ბევრი საქმეები გვაქვს.წმენდა იქაც უნდა დაიწყოს.
-როგორც იტყვი.-სია გამოართვა და კიბეზე დაეშვა ბიჭებთან.
გაბრიელმა ცას ახედა,რომელიც შავად შეღებილიყო, აშკარად წვიმას აპირებდა.მოღრუბლულიყო მის გონებაშიც, გულშიც და ცხოვრებაშიც და გამოდარებას აშკარად არ აპირებდა…
*****
კომპანიაში არ ელოდნენ მის გამოჩენას და დაბნეულები შეხვდნენ. მაგრამ სანამ გონს მოვიდნენ,მანამდე დაიკავა თავის ბიჭებიანად მთელი შესასვლელი.ყველა თანამშრომელი ფოიეში შეკრიბა და კიბის თავიდან გადმოხედა.
-ვხედავ თქვენში გაკვირვებულ და გაოცებულ სახეებს.ალბათ ბევრს ეგონა რადგან მამაჩემი ცუდად არის, მეც წავიდოდი და ჩემი მტრები გაიხარებდნენ.გეგონათ რომ მე ამ ყველაფრის მართვას ვერ შევძლებდი. მაგრამ მე იმაზე მეტი შემიძლია და ვიცი,ვიდრე თქვენ ფიქრობთ და წარმოგიდგენიათ.დღეიდან ჩემს გარეშე აქ ჩიტიც ვერ გადაფრინდება, არათუ ვინმე რამე საქმეს დახლართავს ჩემს ზურგს უკან.ვხედავ თქვენს შეშინებულ და გაოცებულ სახეებს და სწორედ ახლა ვფიქრობ რომ მამაჩემმა აქ დაუშვა შეცდომა, როცა თქვენ გენდოთ და ერთგულ ადამიანებად მიგიჩნიათ.დღეიდან თითოეულ თქვენგანს პირადად გავაკონტროლებ,არავის ეგონოს რომ თავი ქუდში აქვს.ღმერთმა არ ქნას ვინმეს რამე შეეშალოს.ყველანი საკუთარი სიცოცხლით აგებთ პასუხს.
ხალხში დუმილი გამეფებულიყო.ხმას არავინ იღებდა.პირველად მიხვდა ფიცხელაური რომ შიში ყველაფერი იყო.ყველაფერს გააკეთებინებდა ადამიანს.
-ახლა ყველა სამუშაოს დაუბრუნდით. შენ კი,-მიმართა ბუღალტერს.-ათ წუთში კაბინეტში დაგელოდები, ყველაფერში უნდა გამარკვიო და მომახსენო.მთელი საბუთები ჩემთან მოიტანე.შენ კი,-მიუბრუნდა მამამისის მარჯვენა ხელს,-ყველა ჩვენი კლიენტის ვინაობა მაინტერესებს. მათ შესახებ ინფორმაციას დაველოდები ერთ საათში.
ბუღალტერს სახეზე ფერებმა გადაურბინა და გამომეტყველება შეეცვალა,თუმცა შეეცადა არ შეემჩნია,თავი ხელში აიყვანა,ეს გაბრიელის დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარა.მაშინვე მიბრუნდა კიბეებს ზემოთ აუყვა,თან ანდრეა გაიყოლა.
-როგორც ვხვდები რაღაც რიგზე ვერ არის.
-ჯერ გამყრელიძის კაბინეტი მოვიაროთ და მერე გაგანდობ ჩემს ეჭვებს.
ოთახში ყველაფერი სუფთად და აკურატულად იყო დალაგებული,რამაც უფრო მეტად მიიქცია ყურადღება.
-არ შეიძლება ასეთი მოწესრიგებული იყოს ყველაფერი იქ,სადაც დიდი ხანია არავინ ყოფილა.აქ რაღაცეები აკლია.-უცებ აღიდგინა გონებაში რამდენიმე კვირის უკან ოთახში ნივთების განლაგება და უცებ წამოიყვირა.-სადღაც სეიფი იქნება. ვიღაცამ ნივთები დამალა,რადგან გამყრელიძე აქ არ ყოფილა,ესეგი მოკავშირე ჰყავს.
-ხუთი წუთი დამჭირდება მხოლოდ,- ჩაეღიმა ანდრეას.ოთახს თვალი მოავლო და მზერა უზარმაზარ სურათს დაასვა.თუმცა მის უკან სიცარიელე აღმოჩნდა.ამაოდ ათვალიერებდა კედლებს და ყველა საეჭვო ადგილს, გაცრუებული რჩებოდა. იმედგადაწურულები იყვნენ უკვე,როცა მოულოდნელად ისევ იმ უზარმაზარ სურათს დაუბრუნდა და მის წინ გაჩერდა.რამდენიმე წამს უყურა,მერე კი დანა ამოიღო,გაშალა და ნახატს ჩაარტყა,სიგრძეზე გააყოლა და თან ფურცლების გროვა და პატარა დისკი გადმოიყოლა.გაღიმებულმა გადახედა გაბრიელს და იატაკიდან მათი აკრეფა დაიწყო.
-ამას მერე ვნახავ,შეინახე.მე შეხვედრაზე მივდივარ.ჯერ იმათ უნდა მივხედო..
-ქვემოთ დაგელოდები,მანქანაში.- დაადევნა უკვე კაბინეტიდან გასულს ანდრეამ.
ბუღალტერთან შეხვედრამ ცუდად ჩაიარა და ხასიათი კიდევ უფრო მოუშხამა.გამოუცდელი იყო მსგავს საკითხებში,მაგრამ აშკარა იყო ციფრებსა და არსებულ თანხებს შორის სხვაობა.მის კითხვებზე კი იმდენად არასასურველი პასუხები მიიღო,რომ თავი ძლივს შეიკავა არ აფეთქებულიყო.
-არ მჯერა რომ ეს თანხები ქველმოქმედებას მოხმარდა.ვერ დამაჯერებ რომ ბავშვთა დახმარების ფონდებში გადაირიცხა,ასე რომ ორ დღეში ან ყველაფერს დაალაგებ და ისე ამიხსნი,ან შენი პირადი ანგარიშიდან გავასწორებ ამ ყველაფერს.
-კი მაგრამ ეს როგორ…
-როგორ და ასე ჭრელად.-უპასუხა გულმოსულმა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეყვირა და ისევ ის ტონი შეენარჩუნებინა.
-ეს უსამართლობაა.მამაშენი ამას ყურადღებას არ აქცევდა.მისთვის მთავარი ახალი პარტიის შეძენა და მერე სხვა კლიენტზე მისი ხელსაყრელ ფასად გაყიდვა იყო.
-მე მამაჩემი არ ვარ.ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული თეთრი. უნდა ვიცოდე სად მიდის ეს თანხები და ისიც უნდა ვიცოდე ვისი ჯიბე სქელდება.ვინ ითბობს ამით ხელს.
-კარგი.ორ დღეში ჩვენ ყველა ანგარიშზე გექნება წვდომა.-უპასუხა ბედს დამორჩილებულმა და საქაღალდეები დახურა,ერთმანეთზე დააწყო და ფეხზე წამოდგა.სიმშვიდის მიუხედავად მაინც შეამჩნია გაბრიელმა რომ ეს მოჩვენებითი იყო
და დიდი ნერვების ფასად უჯდებოდა ამის შენარჩუნება.თავისუფალი ხარო, უთხრა და ორი თითით ანიშნა კარისკენ…
სანამ მეორე შეხვედრა დაიწყებოდა, უზარმაზარ კაბინეტს თვალი მოავლო. მართლაც გემოვნებით ჰქონდა მოწყობილი მამამისს.ვერაფერს დაუწუნებდი.ისეთი იყო,როგორც ფიცხელაურებს შეეფერებოდა. სამუშაო მაგიდის მარჯვენა მხარეს, კედელზე პატარა კარადა იყო,სადაც ძვირადღირებული და იშვიათი სასმელი იყო მოთავსებული.ახლა ნამდვილად უნდა დაელია ერთი ჭიქა, რომ ეს დაძაბულობა და თავის ტკივილი როგორმე გაეყუჩებინა…
პირველ ჭიქა ვისკს რომ ცლიდა, მაშინ გაისმა კარზე კაკუნი.შემოდიო,- დაიძახა და მამამისის მარჯვენა ხელი აისვეტა ზღურბლზე საბუთებით ხელში.
-მოდი დაჯექი.შეშინებული სახე ნუ გაქვს,არ ვიკბინები.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მისივე ასაკის ბიჭს და პირდაპირ ჩამოუჯდა.
-შენ მეტყვი ყველაფერს თუ..
-აქ ყველაფერია,ყველა კლიენტის მონაცემები.გადახედეთ.თუ რამემ ან ვინმემ დაგაინტერესათ ან რამე კითხვა გაგიჩნდათ,ყველაფერზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ.
-დიდი მადლობა.ეს უკვე კარგია.თუ ასე გააგრძელებ ბოლომდე,ჩემთანაც შეძლებ საერთო ენის გამონახვას.
საქაღალდე გადაშალა და ინტერესით დაიწყო კითხვა.არც ერთ გვარს მისთვის რამე საინტერესო არ უთქვამს.ყველა ადამიანი მისთვის უცნობი იყო.
-როგორც მივხვდი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს ორი კლიენტია არა?-თითი დაადო პირველ ორ გვარს.
-ნამდვილად.პირველი ყველაზე მსხვილი მომწოდებელია კავკასიიდან, მეორეს კი ის აზიაში გააქვს ანუ ჩვენ მათ შორის გამტარი გზა ვართ.
-როგორ ვახერხებთ ამას?საიდან გადაგვაქვს იარაღი?
-ჩვენს ტრაილერებს,მაგრამ გადმოტანა მთიდან ხდება და იქ ვინახავთ,სანამ თბილისში ჩამოვიტანთ.
-ესეგი მთავარი საწყობები მთაში გვაქვს.
-კი,თანაც საკმაოდ ბევრი.
-კონკრეტულად?
-ასე ვერ დაგისახელებთ,პირადად უნდა გაჩვენოთ.
-როდის შევძლებთ ამას?
-როცა მოისურვებთ.
-თქვენს გარდა ვინ იცის მის შესახებ?
-იმ ადამიანებმა,ვისაც აქ ჩამოაქვს.
-სახელები და გვარები,-ფურცელი მიაწოდა და დაწერეო უთხრა.
მიყოლებით ჩამოწერა ყველა და უკან მიაწოდა.ფიცხელაურმა გადახედა და მერე მას შეხედა.
-დღესვე წავიდეთ.
-კარგი.-დაუქნია თავი.
-მანამდე დავრეკავ.-ტელეფონი ამოიღო და სასურველი ნომერი მოიძია.-ანდრეა,შენი ბიჭებიდან სამივე კომპანიაში გამოიძახე და მოამზადე,მთაში მივდივართ.- დანარჩენს გზაში აგიხსნი.-ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და დაკითხვა განაგრძო.
-სანამ წავალთ ერთსაც გკითხავ.ამ ადამიანებიდან ყველა აქ არის?
-ზოგი ისვენებს,ზოგი ახლა სმენაშია.
-მათგან ვინმეს ჰქონდა გამყრელიძესთან პირადი კონტაქტი?
-ყველას ვინც ისვენებს.ისინი მის განკარგულებაში იყვნენ.მათ ჩამოჰქონდათ იარაღი.ესენი კი ვინც სმენაში არიან,იღებენ და საცავებში ანაწილებენ.
-გასაგებია.-ჩაილაპარაკა და ჩაფიქრდა.
-შეიძლება გკითხოთ რატომ იკითხეთ?
-რაღაც ეჭვები მაქვს და თუ ჩემი ეჭვები გამართლდა,დარწმუნებული ვარ ახლა ყველა საცავი ცარიელია.
-გამორიცხულია.-იყვირა კაცმა.
-ვნახოთ.ამაში მალე დავრწმუნდებით.
დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალ გზას ედგა ორი ავტომობილი.გაბრილთან ერთად მის მანქანაში ანდრეა და გიგი ისხდნენ,უკან მიმავალ ჯიპში კი ანდრეას ბიჭები.სიჩუმე გამეფებულიყო ფიცხელაურის მანქანაში.დაძაბული გაჰყურებდა გზას და რუკაზე აღნიშნული მისამართისკენ სწრაფად მიიკვლევდნენ გზას…
მართალი აღმოჩნდა.მისი წინათგრძნობა გამართლდა.ხუთივე საცავი დაცლილი იყო,მცველები კი შესასვლელში ჩაეცხრილათ.
ყოველი ახალი საცავის ნახვის შემდეგ,მეტად ერეოდა სიბრაზე და თავის კონტროლი უჭირდა.ამას გრძნობდა ანდრეაც და არაფერს ეუბნებოდა.იცოდა რომ აფეთქებას არაფერი უკლდა..
ბოლო საცავიც მოიარეს.ისევ გვამები და ისევ სიცარიელე.მხოლოდ ერთი ყუთი დარჩენილიყო იარაღით სავსე.მისი წაღება სავრაუდოდ ვერ მოასწრეს.
სარდაფის შუაგულში იდგა და ხელები უღონოდ ჩამოეყარა.კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას და ზემოთ დაბრუნდა.ყველამ ძველი აშენებული სახლის შუაგულში მოიყარეს თავი.
-ამას ვგულისხმობდი.-მიმართა გიგის.
-ეს ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობაა.მეგონა წესიერი ხალხი იყო.-დაბნეული იდგა კაცი.
-მართლა არაფერი იცოდი?
-კაცობას და ადამიანობას გეფიცები
ბრმად ვენდონოდი ყველას.ახლა რა იქნება?
-რას ჰქვია რა იქნება?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ის რომ ორ კვირაში ეს პარტია საზღვარზე უნდა გადაგვეტანა.ფული უკვე გადმორიცხულია.ელოდებიან საქონელს.
-წარმოდგენა არ მაქვს.იქნებ შევხვდე მყიდველს და მოველაპარაკო.
-არ ვიცი რამდენად მოგვისმენს. ძალიან საშიში პიროვნებაა.
-მე მაინც შევხვდები და...სათქმელი არ დასცალდა,იარაღის გასროლამ და ფანჯრის მსხვრევის ხმამ ინსტიქტურად ყველა იატაკს გააკრა, გაბრიელს კი მხარი სისხლმა შეუღება. მაშინვე შემართეს იარაღი და საბრძოლველად მოემზადნენ.
-კარგად ხარ?-მისკენ გახოხდა ანდრეა.
-არაფერია,უბრალო ნაკაწრია.-ხელი მიიჭირა მხარზე.
-სნაიპერია სადღაც.თავები არ ასწიოთ.-დაიძახა ვანომ- ანდრეას თანამებრძოლმა.
-მიხედავ?-ჰკითხა ანდრეამ.
-ქვემოთ უნდა ჩავიდე.იქ ის იარაღია, რაც მჭირდება.
-მიდი დაგაზღვევთ,-დაუძახა მეორემ და ფანჯარასთან მოკალათდა კომფორტულად.ორივემ უმისამართო სროლა ატეხა,მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა რომ ვანო სარდაფში ჩასულიყო.სროლა შეწყვიტეს, სამაგიეროდ გარედან ატყდა ისეთი ამბავი,თავი მძაფრსიუჟეტიან ბლოკბასტერში ეგონათ.არ ჩერდებოდა ტყვიების წვიმა
თავებს ვერ სწევდნენ ზემოთ,იატაკზე გართხმულები იყვნენ და შესაფერის მომენტს ელოდნენ.ძველი ქვით ნაშენები კედლები,მართალია დაბზარული იყო,მაგრამ მაინც ახერხებდა ტყვიების შეჩერებას, გმირულად ეგებებოდა მათ…
ვანომ ყუთი გახსნა,ავტომატები ამოიღო და ბიჭებს გაუცურა იატაკზე. მერე სნაიპერის შაშხანას დასწვდა და შიდა დახვეული კიბით სხვენში ავიდა.
სანამ ის მოემზადა,მანამდე ქვემოდან გადატენეს იარაღები, უბრალოდ ფანჯარაში გადააყოფინეს ლულები და ბრმად დაიწყეს სროლა. თუმცა გუმანით იგრძნეს,რომ რამდენიმე ტყვიამ მიზანს უწია…
ვანო სხვენის იატაკზე გაწვა,შაშხანა გაშალა და სამიზნე გაასწორა.გარემოს დათვალიერება დაიწყო.რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისთვის რომ სნაიპერი ეპოვნა,მერე კი წამში დაასრულა მისი სიცოცხლე,ხელის აუკანკალებლად.
-არ გაბედო და მანდედან არ ადგე, -დაუძახა ანდრეამ გაბრიელს და თვითონ მჭიდი შეუცვალა იარაღს. ზემოდან ვიღაც ისროდა,ეს კი ნიშანი იყო იმის რომ მათთვის გზა ხსნილი იყო.სამივე ფანჯარაში გადადგა და ერთმანეთის მიყოლებით ძირს დასცეს თავდამსხმელები.ისე რომ ცოცხალი არავინ გადარჩა….
აქ პირველად დარწმუნდა გაბრიელი რომ ერთგული ხალხი იპოვა და ანდრეას სიტყვები გადაჭარბებული არ იყო მათ შესახებ…
უკანა გზაზე ჩაფიქრებული იჯდა უკანა სავარძელზე და თბილისში ბრუნდებოდნენ.საჭესთან ასათიანი იჯდა,მის გვერდით გიგი და ნერვიულობისგან და შიშგან ტუჩებს იჭამდა.შოკისგან ჯერ ვერ გამოსულიყო.
-შენი გამოჩენა ახლა არ შეიძლება. ამიტომ ჩვენთან წამოხვალ სახლში, -უთხრა გიგის.
-ჩემი ოჯახი?
-მათაც დაიცავენ.ნუ გეშინია.
ცოტა დამშვიდდა და მინას მიაყრდნო თავი.ფიქრებში წავიდა…
არც ფიცხელაურს მოეშვნენ ფიქრები და მაინც ჩაითრიეს მისი გონება…
სახლში როგორ მივიდნენ ვერ გაიგო. დააბინავეთო,გასცა ბრძანება და თვითონ სახლში შევიდა..
ანასტასია კიბეზე ჩამოდიოდა.ხელში ჭიქა ეჭირა და სიმღერას ღიღინებდა. ბიძაშვილი რომ დაინახა სისხლიანი, წამოიყვირა და ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
-ჩუუ,ჩუუ,ყველაფერი კარგადაა,საშიში არაფერია.-გაუღიმა და მისკენ დაიძრა.
-არანორმალურო.ეს რა არის?ომში იყავი?-აყვირდა გოგო.-ჯერ ზურა,ახლა შენ.როდის მოეშვებით ამ ყველაფერს? არ გეყოთ?
-არა.სანამ ყველაფერი არ დამშვიდდება,ვერ მოვისვენებ.
-დაჯექი,დაჯექი აქ და შენი ხმა არ გავიგო.ახლავე მოვალ.-ხმა გაიმკაცრა გოგომ და პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა.მის გვერდით ჩამოჯდა, საჭირო მედიკამეტები და ბინტი აიღო და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა.
-არ მეგონა შენც თუ შეგეძლო მსგავსი რამეები?-თქვა და სახე დაემანჭა ტკივილისგან.
-თქვენს ხელში რას არ ისწავლი.ეს გარედან ვჩანვარ ასეთი სათუთი და ნაზი,თორემ სინამდვილეში ძალიან ძლიერი ვარ.იმდენად რომ ალბათ ვერც წარმოიდგენ.
-როგორ გავიდა დრო.ნეტავ ისევ ბავშვები ვიყოთ,ნეტავ ისევ წარსულში დავბრუნდეთ…
-არ ვნატრობ მაგას.ერთი წამითაც არ მინდა წარსულში დაბრუნება.ისიც ისეთივე სიძულვილით და ზიზღითაა გაჟღენთილი,როგორც აწმყო. მე კი, შენი დაბრუნების შემდეგ მომავლის იმედი გამიჩნდა.მომავლის სადაც აღარ იქნება სიკვდილი,იარაღის ტრიალი,საქმის გარჩევები და ზიზღი.
-ჩემი პოზიტიური გოგო.-გაეღიმა გაბრიელს და თავზე ისევ ბავშვურად გადაუსვა ხელი.თმა აუჩეჩა ძველებურად.
-მორჩა,-სახვევი გადაუჭირა და სისხლიანი ბინტები ერთ ადგილას მოაგროვა.მოხვეტა და ნაგვის ურნაში მოათავსა.გაბრიელი კი დივანზე გადაწვა და თვალები დახუჭა.
-აქ აპირებ დაძინებას?
-დავისვენებ და მერე ავალ ზემოთ.
-მას გაურბიხარ?
-ვის?
-იცი ვისაც ვგულისხმობ.არ დაგავიწყდეს ერთი რამ- რომ სიყვარულს ვერსად გაექცევი. რამდენიც არ უნდა ეცადო,ყოველთვის შენთან იქნება,ყოველთვის გამოგყვება მასზე ფიქრები.ის ყოველთვის აქ იქნება.-საფეთქელზე მიიკაკუნა საჩვენებელი თითი ანასტასიამ.
-შენ მართლა გჯერა ამის?რომ მტრის შეყვარება შეიძლება?
-მჯერა?მჯერა კი არა დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია.უბრალოდ საქმე იმაშია რამდენად გვეყოფა ძალა ბედნიერების შესანარჩუნებლად.
-წადი დაიძინე ტასო.გვიანია უკვე.- ამოიოხრა ბიჭმა.
-მე კი დავიძინებ,მაგრამ შენზე ვნერვიულობ.შენ რამდენად შეძლებ დაძინებას?ვიცი რომ ამ ბოლო დროს ცოტა გძინავს,სახლში თითქმის არ ხარ,ახლა მოხვედი,მაგრამ რად გინდა?დაჭრილი ხარ.ნუთუ ამის გამო დარჩი?ამის გამო ჩაუდექი გვარს სათავეში რომ ასეთი ცხოვრება გქონდეს?ამაზე ოცნებობდი როცა ბრუნდებოდი?
-ოცნებები არც მანამდე მქონია,როცა აქედან წავედი.არც იქ ცხოვრებისას და არც დაბრუნების მერე.
-ასე არ შეიძლება.რაღაც მაინც უნდა იყოს.რაღაც ოცნება მაინც უნდა გქონდეს.-გვერდით მიუჯდა ანასტასია
-მხოლოდ ერთი პატარა ოცნება მაქვს.- ჩაეღიმა ბიჭს.
-რა?
-ვერ გეტყვი.
-მითხარი.-ჩააცივდა გოგო.
-მინდა შვილი მყავდეს.მინდა ერთხელ მაინც დამიძახოს მამა და მერე თუ უნდათ მომკლან.
-ეს ყველაზე მაგარი ოცნებაა.ეს ყველაზე მთავარია ადამიანის ცხოვრებაში.მაგრამ ის კი არ უნდა იფიქრო რომ მოკვდე?პირიქით უნდა გადარჩე,რომ შენ შვილს ცხოვრებაში საყრდენი ჰყავდეს და ქალი,რომელიც შვილს გაგიჩენს,შენთვის იღიმოდეს.
-ჩემო რომანტიკოსო გოგო.-გაეცინა ბიჭს და ისევ თმები მოუჩეჩა.-ჩემზე საუბარს მოვრჩეთ და ის მითხარი შენ არავინ მოგწონს?არავინ გიყვარს?
-მეე?ხომ იცი ჩვენს გვარს ბედნიერება არ უწერია?ასე რომ დიდად მნიშვნელოვანი არ არის ეგ.-თავი აარიდა პასუხს გოგომ,თუმცა მიხვდა გაბრიელი ,რომ მის ცხოვრებაში ვიღაც იყო.
-ეს რა იყო ეხლა?
-რა?
-შენი პასუხი.
-არაფერი….
-როგორ თუ არაფერი?
-ახლა შენც იგივეს აკეთებ.
-მე მტერი არ მომწონებია,მაგრამ მაინც შეუძლებელია ჩვენი ერთად ყოფნა.
-რატომ?
-ასე მგონია..
-მას თუ მოსწონხარ?
-კი,მაგრამ უკან იხევს მაინც.
-გინდა დაველაპარაკო და ვუთხრა ჩემი გოგო ცოლად მოიყვანე-თქო?
ორივეს გულიანად გაეცინა.
-ეს ხომ უბრალოდ ხუმრობა და სიტყვებია.
-კი,ტასი,კი.ეს უბრალოდ სიტყვებია.- სევდიანად ჩაილაპარაკა ბიჭმა.-წამო ახლა დავიძინოთ,გვიანია.-ფეხზე წამოაყენა და კიბეს აუყვნენ უსიტყვოდ.მერე თავის ოთახთან დატოვა,თვითონ კი ძმის ოთახში დაბინავდა,ბოლო პერიოდში ეს იყო მისი ადგილსამყოფელი...
******
დილა ადრიანად დაიწყო ფიცხელაურებში,თუმცა იმდენად იყო გადაღლილი გაბრიელი,რომ ძილს თავი ვერ დააღწია და გვიან გაეღვიძა.
ადგა,მოწესრიგდა,ამჯერად ჭრილობა თვითონ გადაიხვია და ქვემოთ ჩამოვიდა,სადაც უკვე ელოდა ანდრეა.
-რა ხდება?რა სახე გაქვს?
-ჩანაწერები გავშიფრეთ.იმ დისკზე რესტორნის საღამოა ჩაწერილი.
-როგორც ჩანს იქ რაღაც ისეთია,რისი დამალვაც მიშას უნდოდა.წამოდი კაბინეტში შევიდეთ,იქ ვნახავ რა წერია ამ დისკზე.-უთხრა და წინ გაუძღვა..
-ჯანდაბა,ამას არ ველოდი.-ღრმად ამოისუნთქა გაბრიელმა და სკამზე გადაწვა.
-არც მე.
-თუ მოღალატეა,რატომ ცდილობდა მაჩაბელის შეჩერებას?თუ არ არის რატომ იმალება?
-იქნებ იმიტომ რომ ეს უბრალოდ დადგმული სპექტაკლია მამაშენის და ხალხის მოსატყუებლად.
-რა?-გაკვირვებული იყო გაბრიელი.
-ნამდვილად ასეა.სროლის შემდეგ ზურამ ტელეფონზე რაღაც ჩაწერა, მიშა კი ამ ტელეფონს ჯიბეში იდებს და აქრობს.სწორედ ამიტომ არ მოხვდა ეს ჩანაწერები პოლიციაში რომ იმ ტელეფონში რაღაც მნიშვნელოვანია.
-ესეც ასე ახალი დავალება გაქვს ტელეფონი მჭირდება.
-ბიჭებს ვეტყვი ძებნა დაიწყონ. წავედი. -წამოდგა ანდრეა და წასასვლელად მოემზადა.-სანამ აქ არ ვიქნები,შენ რას იზავ?
-კომპანიაში წავალ და რამდენიმე მნიშვნელოვან ზარს განვახორციელებ. ახალი მოკავშირეები უნდა ვიპოვოთ.
-თავს გაუფრთხილდი.-უთხრა და კარი გაიხურა.
ცოტა ხანს ისევ კაბინეტში იჯდა. რამდენჯერმე უყურა ვიდეო ჩანაწერს, მერე ლეპტოპი დახურა და თვითონაც დატოვა იქაურობა.
სახლიდან გასვლამდე თავისი ოთახის ფანჯრებს ახედა.მოეჩვენა რომ ფარდა გაირხა,თუმცა მხოლოდ მოჩვენებას მიაწერა ეს.მერე მანქანაში ჩაჯდა და სახლო დატოვა.
მოჩვენებით კი ნამდვილად არაფერი მოჩვენებია,მართლა უყურებდა იქიდან თამთა მაჩაბელი..
********
იმ დღის შემდეგ,მამის კაბინეტი მისი თავშესაფარი გამხდარიყო.იქ ათენებდა და აღამებდა თუ სახლში ყოფნა უწევდა.თუ არადა კომპანიაში იყო და იქაურ საქმეებს ეცნობოდა. ძნელი აღმოჩნდა ყველაფერში გარკვევა,მაგრამ არა შეუძლებელი. ფინანსებში გაურკვევლობა იყო,მითუმეტეს რომ იმ დღის შემდეგ მთავარი ბუღალტერი უკვალოდ გაქრა და საჭირო საბუთები გაიყოლა. წვდომა ყველაფერზე ჰქონდა, თუმცა მაინც ჰქონდა ეჭვი რომ რაღაცას კიდევ უმალავდნენ.პროგრამისტებს წაშლილი მასალების ნაწილის აღდგენა მოახერხებინა და მისთვის უცხო ანგარიშებზე გავიდა,რომლის მფლობელად მისი გარდაცვლილი ძმა იყო,თუმცა ამ ანგარიშებიდან ფული მისი სიკვდილის მერე იყო მოხსნილი.
ამან კიდევ უფრო დაუდასტურა ეჭვი რომ ყველაფრის უკან გამყრელიძე იდგა,თუმცა ის ვისი დავალებით მოქმედებდა ეს გაურკვეველი იყო...
ერთი კვირა ისე მიიწურა,რომ საავადმყოფოში არ მისულა და არ უნახავს მშობლები.თუმცა ყველაფერი იცოდა მამის ჯანმრთელობის შესახებ..
ვისკის ბოთლი მისი ერთგული მეგობარი გამხდარიყო.
აი ახლაც,ამ საღამოს იჯდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.რაც უფრო მეტს სვავდა და ცდილობდა დაევიწყებინა ყველაფერი,მით უფრო მეტად სტკიოდა სული.რადგან მაჩაბელის სიყვარულს მისი სხეულის ყველა უჯრედი მოეცვა და მისგან მიყენებული ტკივილი ასმაგად უფრო მტკივნეული იყო.
ოთახში დაუკაკუნებლად ვიღაც შემოვიდა.აიხედა და მამიდის საყვედურნარევ მზერას წააწყდა. პირისპირ ჩამოჯდა მარიამ ფიცხელაური და თვალი გაუსწორა.
-რაც დრო გადის,მით უფრო ემსგავსები მამაშენს.
გაბრიელს ირონიულად ჩაეცინა.
-ხო,ნუ გიკვირს.ასეა.არადა შენ ყველაზე მეტად ცდილობდი მისგან და მისი გავლენისგან თავის დაღწევას. შენ ყველაზე მეტად გარბოდი.
-მართალი ხარ.ვცდილობდი,მაგრამ სულ უკან მომსდევდა ეს წყეული ბედისწერა..და აი, ერთ დღესაც დამეწია,მაგრად ჩამკიდა მკლავები და არ გამიშვა.
-თუმცა შენ გაბრიელი ხარ და ვიცი შეგიძლია ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა.უფლებას არ მოგცემ ის შეცდომა დაუშვა,რაც ოდესღაც მამაშენმა დაუშვა დედაშენთან..
-რას გულისხმობ?
-წარსულს...საიდუმლოს,რომელიც მათ აკავშირებთ ერთმანეთთან.იყო დრო,როცა მამაშენი დედაშენსაც ისე მოექცა,როგორც ახლა შენ იქცევი იმ საბრალო გოგოს..
-ვერ დავიჯერებ რომ დედაჩემი იმას იტყოდა და იკადრებდა,რაც იმ გოგომ..
-განსხვავება ყოველთვის არის,მაგრამ მამაშენიც ასე უგულოდ ექცეოდა სიგიჟემდე შეყვარებულ დედაშენს. ეს ნელი იყო დიდსულოვანი ადამიანი და შეძლო მისი პატიება.მაჩაბელი კი არ ჰგავს იმ გოგოს,რომ ადვილად გაპატიოს.
-განა მე მაქვს რამე საპატიებელი?
-საყვარელი ადამიანისგან გულგრილობა ყველაზე ძნელი ასატანია.მე არ გეუბნები რომ ის უდანაშაულოა,უბრალოდ უნდა მიხვიდე და დაელაპარაკო.სხვა თუ არაფერი,ეს დღეები,რაც აქ არის, არაფერი უჭამია,არ დაულევია.არა მგონია მისი სიკვდილი გინდოდეს.
დამპირდი რომ ნახავ.მე არ გთხოვ რომ ცოლად მოიყვანე,უბრალოდ უნდა ილაპარაკოთ.ეს თქვენ გჭირდებათ.
დამიჯერე,რადგან შენზე მეტი ვიცი და ისიც კარგად ვიცი ადამიანს რომ დაკარგავ,მერე იწყებ მის დაფასებას.
ეს მე ორჯერ გამოვცადე,შენ კი გისურვებ რომ ერთხელაც არ გამოსცადო ეს ტკივილი..
-ის მანამდე იყო დაკარგული,სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით მამიდა.
-არა,არ არის ასე.ადრე თუ გვიან აუცილებლად გაირკვევა ყველაფერი თქვენს შორის და ისე ნუ იზავ რომ მერე მისთვის თვალებში ჩახედვის შეგრცხვეს.შენ კაცი ხარ.ბევრი უნდა გააკეთო და ბევრი უნდა მოითმინო.
-იქნებ კაცებსაც გვაქვს რაღაც ზღვარი,რომლის გადალახვის მერე ყველაფერი სრულდება.უკვე აღარ გაქვს გრძნობები და უბრალო მოსიარულე რობოტი ხდები.
-დრო მოვა და ამ დღეს აუცილებლად გაგახსენებ.ახლა კი წავალ,თამთას საჭმელს მოვუტან,იქნებ ამჯერად მაინც შეჭამოს რამე.
-თავს ნუ იღლი,ხომ ხედავ ყველაფერს ძირს ყრის,ან ამტვრევს.რატომ არ ანებებ თავს?-უთხრა გაბრიელმა და მამიდის გაოცებულ თვალებს წააწყდა.
-ხო,რა გიკვირს?მე ყველაფერი ვიცი.
-ყველაფერი თუ იცი,იქნებ ისიც იცოდე როგორ გადაარჩინო შენი სიყვარული.
ამაზე კარგს არაფერს იზავ,-უპასუხა გაბრაზებულმა და ასე დატოვა გაოცებული ბიჭი ისევ არეულ ფიქრებთან ერთად..
********
საჭმელებით სავსე ლანგარი ხელში ეჭირა და ჯიუტად მიიწევდა შიდა კიბით მესამე სართულისკენ.შავებში
ჩაცმულ მარიამ ფიცხელაურს ასაკის მიუხედავად მაინც სწამდა იმის რომ ოდესღაც მის ირგვლივ მაინც გაიმარჯვებდა ერთი წყვილის სიყვარული და ეს რომ გაბრიელი იყო ამისიც ღრმად სჯეროდა.ოთახის კართან შეყოვნდა, მერე გამბედაობა მოიკრიბა და გასაღები გადაატრიალა.
ისევ ისე დახვდა გოგო.საწოლზე მიწოლილი.ტანსაცმელიც ისევ იგივე ეცვა.გული მოუკვდა ოთხად მოკუნტულს რომ კიდევ უფრო მეტად ჩასცვენოდა თვალები და გაფითრებოდა სახე.დინჯად მიუახლოვდა,საწოლის გვერდით პატარა მაგიდაზე დადგა ლანგარი და მერე იქვე მიუჯდა საწოლის კიდეზე. ნაზად გადაუსვა თავზე ხელი,თმაზე მოეფერა.ურეაქციოდ იყო მაჩაბელი. თვალები ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა.
-ვიცი ახლა რასაც გრძნობ და რასაც განიცდი.-პირველად დაარღვია სიჩუმე ქალმა და ხელი უკან გამოსწია. საკუთარ თითებს დაუწყო წვალება.
-ახლა ყველაზე დიდ იმედგაცრუებას გრძნობ.გგონია რომ ყველამ გიღალატა.გგონია რომ სამყარო თავზე დაგემხო.გგონია რომ შენს აშენებულ ოცნების კოშკებს და იმედებს ახდენა აღარ უწერია.მაგრამ ასე არაა. დამიჯერე ცხოვრებაში ბევრჯერ შეიძლება დაეცე,ბევრჯერ შეიძლება განადგურდე,უფსკრულის პირას იყო. მაგრამ ყოველთვის...ყოველთვის უნდა იპოვო საკუთარ თავში ძალა და ფეხზე წამოდგე.არავინ არ ღირს შენი ცრემლების ფასად.ვიცი ძნელია, მაგრამ იმით რომ საჭმელს არ შეჭამ არაფერი შეიცვლება.პირიქით მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებ…
ოდნავ შეირხა გოგო და თვალები მას მიაპყრო.ქალი აშკარად სხვაგან იყურებოდა,მისგან ზურგით იჯდა.
-თუ არ გაქვს ეს ძალა?თუ ყველაზე მეტად ის გტივა რომ საყვარელმა ადამიანებმა გიღალატეს,როგორ უნდა მოვიქცე?-პირველად დაილაპარაკა თამთამ და საწოლში გასწორდა.
-სასოწარკვეთაში ჩავარდნა ცოდვაა.
-ვიცი,მაგრამ მე მიზეზი არ მაქვს ვიცოცხლო.მიზეზი არ მაქვს ისევ მიხაროდეს დილის გათენება. ერთდროულად ოჯახმაც მიმატოვა და საყვარელმა ადამიანმაც მიღალატა.
-მიზანი აუცილებლად უნდა იპოვო .აუცილებლად იქნება რაღაც ისეთი რაც ძალიან გინდა ახდეს.თუნდაც აქედან წასვლა.ეს ხომ ძალიან გინდა?-თვალი გაუსწორა ქალმა დადუმებულ მაჩაბელს.-თუ ვცდები და არ გინდა? გოგომ თვალები ვეღარ გაუსწორა და ფანჯარაში გაიხედა.
-გიყვარს..შენ გაბრიელი გიყვარს..- იმედის სხივი ჩაუდგა მარიამ ფიცხელაურს თვალებში.
-ეს სიყვარული აკრძალულია.ერთად ყოფნა არ გამოვა.
-იქნებ და გამოვა.
-ამას არც ერთი გვარი არ დაუშვებს. იმიტომ რომ წარსულიდან მოყოლებული ზედმეტად ბევრი სიკვდილია ჩვენს შორის.
-იქნებ სწორედ ამიტომ არ გამოვიდა ჩემი სიყვარული,იქნებ სწორედ ამიტომ არ მეღირსა ბიძაშენთან ყოფნა,რომ მომავალში ბევრად ძლიერი და ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია უნდა დაწყებულიყო.იქნებ თქვენ უნდა დაწეროთ ისტორია,რომელიც ჩვენს გვარებს შორის დაპირისპირებას დაასრულებს.იფიქრე ამაზე.მანამდე კი საჭმელი შეჭამე და ჯანმრთელობას გაუფრთხილდი.-ფეხზე წამოდგა და გასასვლელად მოემზადა.კართან დაეწია მაჩაბელის სიტყვები.
-ახლა ვხვდები ვის ჰგავს გაბრიელი.ის თქვენი ასლია.
-ხოდა გაუფრთხილდი მას. -უკანმოუხედავად უპასუხა და კარი გაიხურა…
როგორც კი მარტო დარჩა,ისევ ოთახს მოავლო თვალი.მერე საჭმელს გადახედა.მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა,მაგრამ ისევ არ დაუკარებია პირი არაფრისთვის. მხოლოდ წყალი დალია.ცოტა ხანს ისევ იწვა,მერე ადგა და ფანჯარაში გაიხედა.ეზოდან ხმაური მოესმა. ალბათ ისევ ვიღაც წავიდაო გაიფიქრა და ფარდა გადასწია.სისუსტის მიუხედავად მაინც გაარჩია ფიცხელაურის მანქანა,რომელსაც ძრავი აემუშავებინა და წასვლას აპირებდა,თუმცა მანამდე მაინც შეამჩნია როგორ ამოიხედა ფანჯრისკენ და თითქოს მისი მზერაც დაიჭირა.ეს ის მზერა იყო,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა,იმდენად უყვარდა და იმდენად მისეული იყო. ასე მხოლოდ თამთა მაჩაბელისთვის იმზირებოდნენ ბიჭის თვალები…
ფარდა ჩამოაფარა და საპირისპირო მხარეს მობრუნდა.აქ სულ სხვა გარემო დახვდა.აქ რეალობა იყო.აქ იყო თინეიჯერი ბიჭის პოსტერებით აჭრელებული ოთახი სხვადასხვა მსახიობების და მისთვის უცნობი სპორტსმენების.მრავალფეროვანი ნივთებით სავსე, რომლებიც მაჩაბელის აზრით სრულიად უაზრო იყო,თუმცა გაბრიელისთვის მეტად მნიშვნელოვანი. აქ იყო მისი სკოლის დროინდელი ნივთები,წიგნები, კონსპექტები,სხვადასხვა ავტორების ცნობილი და იშვიათი წიგნები. სხვადასხვა სუვენირები.რაც მთავარია მას ჰქონდა პატარა კუთხე,სადაც ორი პუფი იდგა და მათ შუაში ჟურნალების პატარა მაგიდა.მაგიდაზე ძველი გამოცემის სხვადასხვა ჟურნალები ეწყო.არ გადაუშლია,რადგან ამის გაგების ინტერესი ნაკლებად ჰქონდა. კიდევ რაღაცას ეძებდა,რაღაც ისეთს და განსხვავებულს რაც თვითონაც არ იცოდა,მაგრამ ეძებდა.კუთხეში, ტანსაცმლის კარადის გვერდით ის ჩემოდანი შეამჩნია,რომელიც ბიჭს ეჭირა იმ დღეს,როცა აეროპორტში ერთმანეთს დაემშვიდობნენ...ის დღე ნათლად წარმოუდგა თვალწინ და წამებში გაურბინა თვალწინ თითოეულმა კადრმა.ყველაფერი ხომ მაშინ დაიწყო-იმ ავბედით დღეს…
არადა იმ დღის დასაწყისი ისეთი იყო, მართლა ეგონა რომ სამყაროში იყო ერთი ადამიანი,რომელსაც მისი ესმოდა.ან იქნებ მართლა ესმოდა?
სააბაზანოში შევიდა,ონკანი მოუშვა და ცივი წყალი სახეზე შეისხა.მერე ხელებით ნიჟარას დაეყრდნო და სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუსწორა თვალი.იქიდან მომზირალი საერთოდ ვერ იცნო.ეს გოგო არაფრით არ ჰგავდა იმ თამთა მაჩაბელს, რომელიც ასე იყო განთქმული სილამაზით.ხიბლი დაჰკარგვოდა მის სახეს,ჩაცვენილი ლოყები,ჩაშავებული თვალის უპეები,გაფითრებული სახე და ტუჩები.რაც ყველაზე მთავარია ჩამქრალი მზერა,სადაც აღარაფერი იკითხებოდა.სიბრაზემ მოუარა, ბრაზობდა ყველაფერზე და ყველაზე. ოჯახზე,მამაზე,რომელმაც ასე მიატოვა და არაფერი მოიმოქმედა რომ ფიცხელაურს არ წამოეყვანა ის. ბრაზობდა გაბრიელზე,რომელიც ასე საშინლად მოექცა და მისთვის ისევ მტრის ქალიშვილად იქცა.მუდამ დაუმორჩილებელს ახლა ყველაზე მეტად მოუნდა რომ ეს კედლები გაენგრია და აქედან გაქცეულიყო.არა, ამ ტყვეობას ვერ შეურიგდებოდა. ვერავინ გაბედავდა მისთვის საზღვრების დაწესებას.ხელი მუშტად შეკრა და სარკეს მთელი ძალით დაარტყა.ხმაურით დაიშალა ნამსხვრევებად და ნაწილი ხელისსაბან ნიჟარაში ჩაიყარა, ნაწილი იატაკზე.ამან არ უშველა, ვერაფრით დაამშვიდა.სიგიჟემ უფრო მოუარა და აი ახლა,რამდენიმე დღიანი სიმშვიდის შემდეგ ფიცხელაურის ოთახიდან ნივთების მსხვრევის ხმამ შეაფხიზლა დადუმებული სახლი.მალე კი მაჩაბელის ყვირილის ხმა მოისმა, რომელიც გაბრიელის სახელს ყვიროდა..
მარიამ ფიცხაური დასაძინებლად დაწოლას აპირებდა,როცა ეს ხმაური შემოესმა და სწრაფად წამოხტა, მაშინვე მიხვდა მიზეზს და ზემოთ გაიქცა იმ ოთახისკენ,საიდანაც ხმაური ისმოდა.მაშინვე ფეხზე დადგა სახლიც და ყველა,ვინც სახლში იყო- დაცვის წევრებით და მსახურებით.
გაბრიელი უკვე ეზოდან გადიოდა, როცა აქოშინებული დაცვის წევრი დაეწია და ეს ამბავი ამცნო.საჭეს ხელი დასცხო გაბრაზებულმა და მანქანიდან გადავიდა.სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა ეზო და სახლში შევიდა.რამდენიმე წამში დაფარა კიბეები და სწორედ მაშინ მივიდა ოთახთან,როცა მამიდამისი შესვლას აპირებდა..
-არ გაბედო და კარი არ გააღო, -დასჭექა მაშინვე.
-ასე არ შეიძლება შვილო.რამე არ დაუშავოს საკუთარ თავს.
-არაფერი არ მოხდება.ის ეგოისტია, ასე იყვირებს,დაამტვრევს ყველაფერს და მერე დამშვიდდება.
-სად ხარ ფიცხელაურო?შემოდი,მოდი დამელაპარაკე.მოდი გამისწორე თვალი და ყველაფერი მითხარი რასაც ფიქრობ,-აყვირდა გოგო და კარს დაუშინა მუშტები.
-დაიშალეთ,ყველანი წადით,შენც,- მიუბრუნდა მამიდას.
-კი,მაგრამ…
-მამიდა…-გააწყვეტინა ბიჭმა და თვალები დააწვრილა სიბრაზისგან.
-ისე ნუ იზავ,ტყვიის გარეშე შეიწირო ადამიანი.-მიახალა გაბრაზებულმა და გამობრუნდა,ნაწყენი დაეშვა ქვემოთ. მას დანარჩენები მიყვნენ.თვითონ შებრუნდა და დაკეტილ კარს მიაჩერდა.
-სად ჯანდაბაში ხარ გაბრიელ?ნუ იმალები მშიშარავ.მოდი,გამისწორე თვალი და მითხარი რომ ყველაფერი ტყუილი იყო.რომ მატყუებდი და მარიონეტი ვიყავი შენთვის.
-გირჩევნია დამშვიდდე.ყველაფრის დამტვრევით ვერაფერს მიაღწევ.
-აჰაა,აქ ხარ,გიხმეს შენმა მონებმა. ძალიან კარგი.მოდი გააღე კარი და შემომხედე,თვალებში ჩამხედე.
-სალაპარაკო აღარაფერია. ყველაფერი იმ ღამეს თქვი.-სიმშვიდეს არ კარგავდა ბიჭი.
-აქ გამოკეტვით ვერაფერს მიაღწევ, იცოდე აქედან მაინც გავალ.თუ არ გამიშვებ,გავიქცევი და შენი მტრების სიაში ჩავეწერები,-ყვიროდა გოგო.
-სანამ აქედან გახვალ,მანამდე გირჩევნია თავს გაუფრთხილდე და ჯანმრთელობას,-უპასუხა მშვიდად გაბრიელმა.ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა.
-გავალ,აუცილებლად გავალ,აი ნახავ თუ არა.-დაიმუქრა კიდევ ერთხელ გოგო და კარზე ბრახუნი შეწყვიტა, ხელისგულებით მიეყრდნო და თავი მიაყრდნო.სიბრაზემ გადაუარა და ახლა უკვე გული აუჩუყდა.ტირილი მოუნდა.ცრემლი თავისით წამოვიდა და დაეშვა ლოყებზე.მეორე მხრიდან კი ფიცხელაური იდგა,მერე ერთდროულად ორივე მიეყრდნო კარს იატაკისკენ დაეშვნენ.ორივე ასე იჯდა, მუხლებზე დაეკრიფათ ხელები და ორივე დადუმებულიყო.ერთმანეთის მაინც ესმოდათ,ყველაფერის მიუხედავად ყველაფერს გრძნობდნენ და ესმოდათ ერთმანეთის ტკივილი. მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა მხარეს იყვნენ,მიუხედავად იმისა რომ ეს კარიც აშორებდათ,მაინც იმაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ვიდრე ეგონათ…
რამდენ ხანს იყვნენ ასე არც ერთმა არ იცოდა.დროის აღქმის უნარი ორივეს დაეკარგა.გაბრიელს მაჩაბელის სლუკუნი მთელი ეს დრო ესმოდა და გული უარესად უკვდებოდა.მაგრამ ვერ შეძლო და ვერ გადააბიჯა საიდანღაც გაჩენილ სიამაყეს თუ სიჯიუტეს.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,როცა მის წინ აქოშინებული ანდრეა დაინახა გაფართოებული თვალებით.ხელი მუცელზე მიიჭირა და ამოისუნთქა.
-ბიჭებმა ვიღაც დაიჭირეს,-ამოთქვა და სუნთქვა დაირეგულირა.
-მოვდივარ,-ყრუდ უპასუხა,უხალისოდ წამოდგა და უკან აედევნა.ქვემოთ დაცვის წევრი შეხვდა და დავალება მისცა.
-ზემოთ ახვალ და იმ ოთახს უყარაულებ,არც არავის შეუშვებ და არც არავინ გამოვა იქიდან.არც იმ გოგოს უნდა დაუშავდეს რამე.თუ რამე გაუთვლისწინებელი მოხდა,მირეკავ.
-კარგი უფროსო,-თავი დაუქნია და დავალების შესასრულებლად წავიდა.
*******
მისამართი,სადაც ანდრეას ბიჭებს ის უცნობი მიეყვანათ,ქალაქგარეთ მდებარე ერთ-ერთი სახლის სარდაფი იყო.მანძილი იქამდე დიდი არ იყო, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან გაიწელა.მდუმარედ გაჰყურებდა გზას და ისევ ფიქრობდა.ფიქრი ყოველთვის უყვარდა,მაგრამ ახლა ნამეტანი შემოეჩვია და ბევრად ხშირად უწევდა და ბევრად უსიამოვნო რამეებზე.
მოვედითო უთხრა ანდრეამ და მანქანა გააჩერა.ერთდროულად გადავიდნენ და სახლში შევიდნენ.
სამივე გამოცოცხლდა და მაშინვე მიესალმა ფიცხელაურს.
-ვინ არის?-ჰკითხა ბიჭმა.
-ამ სიიდან ერთ-ერთი.-უპასუხა ანდრეამ და ქაღალდი მიაწოდა,სადაც ერთ-ერთი სახელი და გვარი გადახაზული იყო.
-რამე თქვა?
-შენს გარეშე არაფერი გაგვიკეთებია. ვიფიქრეთ,რომ პირადად გენდომებოდა მისი დაკითხვა.-უპასუხა ერთ-ერთმა.
-სწორად გიფიქრიათ,-მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი ბიჭმა და სარდაფისკენ დაიძრა,თან ანდრეა გაიყოლა.
ხელებშეკრული ბიჭი იატაკზე დაეგდოთ და ერთი-ორიც მოერტყათ. სინათლე რომ აინთო და ფიცხელაური დაინახა,თვალები გაუფართოვდა და ხოხვით უკან-უკან წავიდა,ბოლოს კედელი დახვდა და გაჩერდა. უყურებდა გაბრიელი მას მრისხანე მზერით და ვერც კი ხვდებოდა რამდენად კარგავდა ძველ,ადამიანურ სახეს.ბოლოს სკამი აიღო,წინ დაუჯდა და ჰკითხა:-მოყევი რაც იცი.
-მე არაფერი არ ვიცი.-ენის ბორძიკით უპასუხა მან.
-შენი ხმა სხვა რამეს ამბობს. მოყევი-მეთქი.-იღრიალა ბიჭმა.
-კარგი,კარგი.-მოიკუნტა და მას მიაჩერდა.-თუ ცოცხალს დამტოვებ, ყველაფერს გეტყვი.
-ეს შენს პასუხზეა დამოკიდებული. მიდი მოყევი რატომ უღალატე მამაჩემს და ვისთან მიგქონდა ინფორმაცია.
-პირადად მე არ ვიცი ვისთან მიდიოდა ინფორმაცია,მე ჩემს დეიდაშვილს ვუყვებოდი ყველაფერს და ის ვისთან იყო შეკრული არ ვიცი.
-სახელი და გვარი.
-დავით ამბოკაძე.ისიც მამაშენთან მუშაობდა.
-სად არის ახლა?
-არ ვიცი,რამდენიმე დღეა გაქრა,აღარ მეკონტაქტება. ბოლოს ვიცი რომ მამაშენის დაცვის უფროსისგან მიიღო ბრძანება და სადღაც მთაში გააგზავნეს.
-კონკრეტულად რა ბრძანება?
-ვიღაცის მოსაკლავად.ვფიქრობდი რომ ეს მამაშენის ბრძანება იყო და აღარაფერი მიკითხავს.
-თუ ასეა,რატომ გაიქეცი?
-იმ ღამის შემდეგ,ყველაფერი აირია, ვეღარ გავიგე ვის უნდა ვენდო და ვის არა და უბრალოდ წავედი.
-უბრალოდ წახვედი…-ირონიულად ჩაეცინა ფიცხელაურს.-შენი უბრალოდ წასვლის გამო,იმ ღამეს ჩემი ოჯახის წევრები სიკვდილს შემთხვევითობის წყალობით გადაურჩნენ,-იღრიალა ფიცხელაურმა.
-მე არ ვიცოდი მართლა..
-ვინ იყო შენს დეიდაშვილთან ერთად? სახელები და გვარები გვინდა.-ჰკითხა ანდრეამ და მათი დასახელების შემდეგ სიას ჩახედა.მერე გაბრიელს.
-ყველანი სიაში არიან.
-მემგონი ვიცი რასაც გულისხმობს და რომელ თავდასხმას.-უპასუხა მან და წამოდგა.
-შენი დეიდაშვილი სად ცხოვრობს?
ბიჭმა მისამართი დაუსახელა.
-მარტო ცხოვრობს?
-კი.-დაუქნია თავი.
-შენს ბიჭებს უთხარი ცოტა ხანს კიდევ დაამუშაონ იქნებ რამე თქვას,ჩვენ მის სახლში წავიდეთ.-წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა.იმედი გაუჩნდა,რომ რაღაც ხელჩასაჭიდი იპოვა და სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა…
ამბოკაძის სახლი ძველ იტალიურ ეზოში მდებარეობდა.იქ შეუმჩნევლად და უხმაუროდ შესვლა ადვილი რომ არ იქნებოდა,მაშინვე მიხვდა,მაგრამ ანდრეა იყო მის გვერდით და ეს უკვე მისი გამარჯვება იყო.ბიჭმა კარი შეუმჩნევლად გახსნა და იარაღმომარჯვებული ფანრის შუქთან ერთად პირველი შევიდა.დაზღვევაზე ფიცხელაური მიჰყვა და კარს სანამ მიხურავდა,გარემო კიდევ ერთხელ შეათვალიერა. კორპუსში ყველას მშვიდად ეძინა. ერთოთახიან ბინას ეტყობოდა,რომ დიდი ხანი არავინ ყოფილიყო აქ.ნივთების ნაკლებობა კი იმას მიუთითებდა,რომ პატრონი აქ ან ახალი გადმოსული იყო და მათი გადმოტანა ვერ მოასწრო,ან დაცლას აპირებდა,გარბოდა და ვერც ეს მოასწრო…
ყველაფერი შეამოწმეს.საეჭვო და ხელჩასაკიდი ვერაფერი ნახეს.ისე იყო იმედგაცრუებული,უნდოდა რომ ეყვირა და ყველაფერი დაელეწა,როცა ნაგვის ურნას მოჰკრა თვალი.ჩაეღიმა და ქაღალდის ნაგლეჯები ამოიღო. ნაკუწები ერთმანეთს შეუერთა და ანდრეას შეხედა.მართალია ახალი მისამართი და ტელეფონის ნომერი მიიღო,მაგრამ წინსვლა იყო.აშკარად სწორ კვალზე იდგა…
-ახლავე მივდივართ თუ ხვალისთვის გადავდოთ?
-არა,ახლავე.ამაღამ ეს საქმე დავასრულოთ,ხვალ კი აუცილებლად უნდა შევიდე გამყრელიძის ბინაში.ეს საქმე ძალიან გაიწელა.
-როგორც იტყვი.-მოკლედ უპასუხა ბიჭმა და გასასვლელისკენ დაიძრა. უკან მიჰყვა ფიცხელაურიც…
ფურცელზე ნაპოვნი მისამართი ამბოკაძის სახლთან ახლოს მდებარეობდა.დიდი დრო არ დასჭირვებიათ იქამდე მისასვლელად. აქ შესვლა გაუჭირდათ.სადარბაზოს კარი კოდირებული იყო და ამასთან შენობას დარაჯიც ჰყავდა.მანქანა იქვე გააჩერეს ავტოსადგომზე და გარემოს დათვალიერებას შეუდგნენ.ცოტა ხანს იცადეს.მერე მოულოდნელად საიდანღაც ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა და პირდაპირ შესასვლელისკენ დაიძრა,სწრაფად გადახტა მანქანიდან გაბრიელი და გოგოს დაუძახა,რომელმაც შეშინებულმა გამოხედა.
-ნუ გეშინია,უბრალოდ რაღაცას გკითხავ და წავალ.
-შუაღამეა და ასეთ დროს წესით საშიშია..
-მაგრამ შენ მაინც ამ დროს გარეთ ხარ.ესეგი არ გეშინია..
-კარგი,მკითხე რაც გინდა.
-ეს ადამიანი თუ ცხოვრობს აქ?- სახელი და გვარი უთხრა გაბრიელმა.
-ვინ?-დაბნეულმა ჰკითხა გოგომ. ფიცხელაურმა ისევ გაუმეორა.
-ჩემი ძმაა.-დაიჩურჩულა და თვალებში შიში ჩაუდგა.-რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა,უკვე ძალიან ვნერვიულობ.რატომ ეძებთ მას?
-სამსახურში არ გამოცხადდა და უფროსმა გამოგვგზავნა მის მოსაკითხად.-იცრუა უცებ.
-ვერაფრით დაგეხმარებით.მართლა არ ვიცი სად არის.ვიცი რომ რამდენიმე დღის უკან პატარა ჩანთა აიღო და სამსახურის საქმეებზე მივდივარო დაიბარა,მერე ერთხელ დამირეკა და ეგ იყო და ეგ..
-რომ დაგირეკა რამე გითხრა?იქნებ გაიხსენო,რომ მის მოძებნაში დაგვეხმაროს..
-არა,მნიშვნელოვანი არაფერი. მხოლოდ ის მითხრა რომ ძალიან ვუყვარვარ და თავს გავფრთხილებოდი.
-შეიძლება მისი ნივთები ვნახო?
-რატომ?
-იქნებ მის მოძებნაში დამეხმაროს.
-იქნებ სწორედ შენ გაგირბოდა და მისი მოძებნაც ამიტომ გინდა?
მიხვდა გაბრიელი რომ მასთან საუბარს და ჯიუტობას აზრი არ ჰქონდა,უცებ დასახა სხვა გეგმა და უკან გამობრუნდა.მანამდე კი მიაძახა
‐შენი ძმა მართალია,თავს გაუფრთხილდი.ირგვლივ ყველაფერი საშიშია,ნუ დადიხარ გარეთ ასე გვიან.- უპასუხა გოგოს და მანქანისკენ დაიძრა.მოკლედ აუხსნა ანდრეას სიტუაცია.
-ხვალ რომელიმე ჩემი მეგობარი გამომძიებლის ყალბი ცნობით და ბინის ჩხრეკის ყალბი ორდენით მიადგებიან ამ სახლს და გაჩხრეკენ .ეცდებიან საინტერესო რამე იპოვონონ. სახლში წავიდეთ, ცოტა უნდა დაისვენო.ასე არ შეიძლება.შენც ადამიანი ხარ.
-კარგი,წავიდეთ.მაგრამ მე რომ ეჭვი მაქვს ეს გოგო რაღაცას ან ვიღაცას მალავს?
-მაშინ ბიჭებს დავურეკავ, ყურადღებით იყვნენ და სახლს უთვალთვალონ.
-ამდენი ხალხი გყავს?-გაუკვირდა გაბრიელს.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.- ჩაეღიმა ანდრეას და ტელეფონი მოიმარჯვა…
*******
ჩაშავებულ ღამეს კიდევ უფრო მეტად შეპარვოდა სიბნელე.საათი ღამის ოთხს უჩვენებდა.ყინავდა.დროის მიუხედავად მთელ ქალაქში იგრძნობოდა ახალი წლის მოახლოება.საზეიმოდ მორთულიყო ირგვლივ ყველა და ყველაფერი, მაგრამ სახლისკენ მიმავალ გზაზე არაფერს აქცევდა ყურადღებას და არც არაფერი უხაროდა.თავი საქარე მინისთვის მიედო და ჩაფიქრებული იჯდა მანქანაში.ფაქტებს აანალიზებდა გონებაში და ერთმანეთს უკავშირებდა.ეჭვები ისევ არ ასვენებდნენ.ისევ ათასი აზრი დაფუსფუსებდა თავში…
ანდრეამ მანქანა ეზოში გააჩერა და მხარზე ხელი ფრთხილად შეახო მოვედითო.
-კარგი,წავალ ცოტას დავისვენებ,შენც სახლში წადი,გადაიღალე.დასვენება არ გაწყენს.
-კარგი,მაგრამ მთავარია შენ დაისვენო, მე არამიშავს,მიჩვეული ვარ. გავუძლებ.
გაბრიელმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ მერე გადაიფიქრა, მხოლოდ მხარზე ხელი დაჰკრა და კარი გააღო..
ჩაბნელებულ სახლში არავინ დახვდა. საოცარი და საშინელი სიჩუმე გამეფებულიყო.სინათლე არ აუნთია, პირდაპირ გადაკვეთა დიდი ოთახი და კიბეებს აუყვა.ახლა იგრძნო დაღლა ,როცა ფეხები ძლივს აათრია კიბეებზე.
მის ოთახთან ის დაცვის ბიჭი იჯდა, ტელეფონით ირთობდა თავს. უძილობისგან თვალები ჩასწითლებოდა. შეეცოდა ძალიან. თავზე დადგა.ბიჭი შეცბა,ტელეფონი ჯიბეში დამალა და დაბნეულმა გააცეცა თვალები.ფიცხელაურმა ხელის აწევით ანიშნა დამშვიდდიო და ნაძალადევად გაუღიმა.
-როგორ არის?
-არ ვიცი,თქვენი წასვლის მერე ცოტა ხანს ტიროდა,მერე შეწყვიტა და ხმაც არ გამოსულა.
-კარგი,კარი გამიღე და წადი დაიძინე, დილით დაგიძახებ. ბიჭმა ბრძანება შეასრულა და გასაღები მიაწოდა.მერე კი კიბეს დაუყვა ქვემოთ.
გასაღები ხელში ეჭირა და ფიქრობდა შესულიყო თუ არა ოთახში,მერე სძლია საკუთარ თავს და ფიქრებს და კარი გააღო.გული კიდევ ერთხელ მოუკვდა როცა იატაკზე მწოლიარე გოგო დაინახა თვალდახუჭული და ფერდაკარგული.ხელები ისევ მოემუშტა და იატაკზე ეწყო. გონდაკარგულიც კი იბრძოდა,არ დაეკარგა ამის სურვილი…
მის წინ ჩაიმუხლა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია.ნაზად ჩამოატარა ლოყაზე თითები და მოეფერა.გოგოს არაფერი გაუგია…
ფრთხილად ამოუდო ხელები მუხლებქვეშ და წელზე და ხელში აიყვანა.სხეულზე აკრულმა მაჩაბელმა თავბრუ დაახვია და ისევ სძლია გრძნობებმა.მაგრამ გოგოს მდგომარეობამ წამში გამოაფხიზლა, შეამჩნია რომ საშინლად მოუწესრიგებელი იყო,ტანსაცმელიც კი იგივე ეცვა.ვერ დაუშვებდა ამას. არ მისცემდა უფლებას რომ თავი მოეკლა.რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო.მასთან ერთად სააბაზანოსკენ დაიძრა.შეიძლება წყალს გამოეფხიზლებინა და თავზე დაემხო ყველაფერი ბიჭისთვის, მაგრამ მაინც უნდა გაეკეთებინა ეს.
ფრთხილად ხდიდა ტანსაცმელს.გოგო კი გონს მაინც არ მოდიოდა.ამან შეაშფოთა,მაგრამ საქმიანობა არ შეუწყვეტია.ცხელმა წყალმა ოდნავ შეაფხიზლა თამთა,ნელა გაახილა თვალები და ფიცხელაური რომ დაინახა,მაშინვე შეეცვალა მზერა. გაიბრძოლა,მისგან თავის დასაღწევად,მაგრამ იმდენად ძალა გამოცლილი იყო და იმდენად დასუსტებული რომ არათუ თავი დააღწია,არამედ ხელიც ვერ გააშვებინა.
-ჩშშშშ….-ვნებიანად უჩურჩულა ყურში გაბრიელმა,-თვალები დახუჭე და მომენდე…-თმაზე შამპუნი შეაზილა და კარგად აუქაფა.ისიც დასველდა,თუმცა აღარ დარდობდა.თამთამ ხელზე წაავლო ხელი და დაუჭირა.
-შენს სურნელს ნუ მიტოვებ…
-ერთხელ უკვე გითხარი ჩვენ ერთმანეთს უკვე სამუდამოდ დავუტოვეთ ის სურნელი, რომლისგანაც თავს ვერასოდეს დააღწევ.რომლისგანაც ვერასდროს განვთავისუფლდებით.-ეჩურჩულებოდა ბიჭი და ამდენი დღის განმავლობაში მოწოლილი სურვილი მისი შეძულების, მთლიანად გამქრალიყო ახლა. მაჩაბელს თვალების გახელა არ სურდა.არ სურდა გამოფხიზლება, სიზმარი ეგონა ეს ყველაფერი...
ონკანი გადაკეტა გაბრიელმა.ტილო შემოახვია და გამშრალება დაუწყო. ცალი ხელით ეჭირა,მეორეთი კი თმას უმშრალებდა.ფეხზე ვერ იდგა,ეს სიფრიფანა გოგო ახლა ისე დამძიმებულიყო,თვითონაც კი უკვირდა გაბრიელს.თავის სააბაზანოს ხალათში გაახვია და ისევ ასე ხელში აყვანილი გამოიყვანა უკან.საწოლში ჩააწვინა.საბანი მოაფარა და უკან გამოსვლას აპირებდა,რომ გოგომ ხელში წაავლო ხელი და დაიჩურჩულა.
-არ დამტოვო.მეშინია..სიკვდილის მეშინია..
გული მოუკვდა კიდევ ერთხელ გაბრიელს.აშკარად ბოდავდა,მაგრამ იმას ამბობდა რასაც ალბათ გრძნობდა.სველი მაისური წამში გადაიძრო,ფეხსაცმელი იქვე მიყარა და საბნის ქვეშ შეძვრა.ცალი ხელი თავქვეშ ამოუდო გოგოს და მკერდზე მიიკრა.ცხვირი მის თმაში ჩარგო და თვალები დახუჭა.რა ბედნიერი იყო ახლა ამ წამს.ინატრა რომ ყველაფერი სამუდამოდ ასე დარჩენილიყო…
დილას მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.შუბლზე სიცივე იგრძნო.თვალები ნელა გაახილა და მაჩაბელის გაველურებულ თვალებს წააწყდა, რომელიც მისივე იარაღს უმიზნებდა.
-შეგიძლია თამამად მესროლო.-უთხრა ბიჭმა და თვალებში ჩააშტერდა.არც კი განძრეულა.სხეულზე ნახევრად გადაფარებული გოგო იარაღს ძლიერად უჭერდა ხელს და ცდილობდა გონება არ დაეკარგა ან ძალა არ გამოსცლოდა ხელებში.
-სიკვდილის არ გეშინია?
-არა.მე სხვა რამის მეშინოდა. ზუსტად ის მოხდა რასაც თავს ვარიდებდი.ასე რომ შეგიძლია მესროლო.მიდი გაბედე და დამასვენე.ამ წყეული ცხოვრებისგან დამასვენე…
-მართლა არანორმალური ხარ.-ოდნავ მოდუნდა მაჩაბელი.მისი ათრთოლებული სხეული ფიცხელაურმა კარგად იგრძნო,ხელი ოდნავ გახსნილ ხალათში შეაცურა და მკერდზე ძლიერად მოუჭირა.მერე ხერხემალზე გაასრიალა და წელზე მოხვია ძლიერად,აიკრა სხეულზე. მეორე ხელით იარაღზე წასწვდა, გამოსტაცა და იატაკზე მოისროლა. მერე გოგოს ზემოდან მოექცა, სხეულით გააკავა და თვალებში ჩააცქერდა.
-გახსოვს პირველად ეს რომ მოხდა რა მითხარი?
-კი,თავი დაუქნია გოგომ და გაიბრძოლა,გამიშვიო დაუყვირა.
-ისევ ისე გეშინია?
-არა..
-აბა რატომ ცდილობ ჩემი მტერი გახდე?-ჩურჩულებდა ბიჭი.
-შენი კი არა,შენი ოჯახის მტერი ვარ..
-გამოდის ჩემიც ხარ..რადგან ახლა ჩემი ოჯახის უფროსი და ამ ყველაფრის მემკვიდრე,ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მე ვარ..
-მეც მყავს ოჯახი,ხომ არ გავიწყდება.
-მამაშენმა პირობა მომცა,მე მას ვენდე,მაგრამ მიღალატა და ჩვენს ოჯახზე თავდასხმა მოაწყო..
-მამაჩემი პირობას არასდროს დაარღვევდა.მამაშენი უფროა ამის ჩამდენი.
-ვიცი..მე მისგან არაფერი მიკვირს…
-მაშინ რატომ?რატომ არ გჯერა ჩემი? ჩემი ოჯახის?
-შენი სიტყვების გამო...იმ ღამით მერჩივნა ტყვია მომხვედროდა, ვიდრე შენგან ის სიტყვები მომესმინა…შენ, ჩემი მტრის ქალიშვილი ჩემს გულში და ცხოვრებაში შემოგიშვი,შენ კი გულში დანა ჩამარტყი.არ მინდოდა ეს მომხდარიყო,მინდოდა თავისუფალი ყოფილიყავი,ამ ყველაფრისგან შორს, შენ კი ეს არ გააკეთე.პირიქით მოიქეცი.ახლა კი სამუდამოდ დარჩები ჩემს გალიაში, აქედან თავს ვერასოდეს დააღწევ…
-სანამ ცოცხალი ვარ,ყოველთვის შევეცდები აქედან გაქცევას, -კიდევ ერთხელ გაიბრძოლა გოგომ.
-მე კი ყოველთვის ვეცდები რომ აქ გაგაჩერო.იქნებ აქ ყოფნა უფრო მეტ თავისუფლებას ნიშნავს,ვიდრე აქედან გაქცევა..-უპასუხა,ხელი გაუშვა და წამოდგა.ზურგი შეაქცია და საწოლის კუთხეში წამოჯდა.ხელებით მუხლებს დაეყრდნო.
-მართალი ყოფილან როცა ამბობდნენ რომ ამქვეყნად სიყვარულზე მეტად არაფერი განადგურებსო ადამიანს.
-დავიჯერო ასეთი ცუდი ვიყავი შენთვის?
-არა,პირიქით ზედმეტად კარგი იყავი.. მეტისმეტად კარგი ხარ ამ ყველაფრისთვის.-მისუსტებული ხმით უპასუხა გოგომ და თავი ბალიშზე დადო.შენიშნა ბიჭმა მის ხმაში მომხდარი ეს ცვლილება და მისკენ მიიხედა.
-ცუდად ხარ?
-არაფერია,გამივლის.-თვალები დახუჭა თამთამ.
-არ გაგივლის,ვიცი რომ ეს დღეები არაფერი გიჭამია.შენი ორგანიზმი დასუსტებულია…
-ჩემზე ისევ დარდობ,-ოდნავ გაიღიმა გოგომ.
-რა თქმა უნდა.შენი სიკვდილი არაფერში მარგებს.არც მე და არც შენს ოჯახს.შენ რომ რამე მოგივიდეს, ჩემი ხალხის შეჩერებას მეც კი ვეღარ შევძლებ..თავს უნდა გაუფრთხილდე.
-მხოლოდ ეს გადარდებს..
-შენც მადარდებ.უკვე გითხარი.
-მარტო ერთ შემთხვევაში შევჭამ..
-აქედან გაშვება არ მთხოვო.
-არა,მაგას არ გთხოვ.მხოლოდ შენ უნდა მაჭამო.მხოლოდ შენი ხელიდან შევჭამ…
-კარგი,წავალ მაშინ რამეს მოვიტან. მითხარი რა გინდა?
-ახლა მხოლოდ ძილი მინდა.
-დაიძინე.
-რომ გავიღვიძებ ისევ აქ იქნები?
-რა თქმა უნდა..
-ჩემს მშვიდ ძილს შენ უდარაჯე ფიცხელაურო.-უკვე ძილში მიდიოდა გოგო,მაგრამ აშკარად ბოდავდა და ეს გაბრიელმა კარგად შეამჩნია.არ გამოჰპარვია.თავზე ხელი გადაუსვა, თმაზე მოეფერა,მერე ლოყებზე.
ცოტა ხანს მის გვერდით იყო..მერე ადგა,შხაპი მიიღო,სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი და ოთახიდან გავიდა.
-მალე დავბრუნდები,რომ გაიღვიძებს რამე მნიშვნელოვანი მოხდა დამირეკე.-ბრძანება მისცა დაცვის ბიჭს.-ხო კიდევ ანდრეა არ მოსულა?
-არა,დარეკა საქმეზე ვარ,ცოტა შემაგვიანდებაო..
-რომ მოვა აქ დამხვდეს,მე პატარა საქმე მაქვს.-კიბეები ჩაირბინა და მანქანაში ჩაჯდა.ტელეფონზე შეტყობინება გაგზავნა და სახლიდან გავიდა…
*******
შავი,დაბურულმინებიანი მერსედესი ახალაშენებული კორპუსის სადარბაზოსთან გაჩერდა.იქიდან ორი ახალგაზრდა გადმოვიდა და პირდაპირ კოდირებული კარისკენ დაიძრა,სადაც დარაჯი იჯდა.ღილაკზე ხელის დაჭერით ასაკოვანი კაცი, რომელსაც სკამზე ეძინა გააღვიძეს.
-დილამშვიდობისა ძია.-უთხრა ანდრეამ.
-დილამშვიდობისა ბიჭებო,რამ შეგაწუხათ?
-პოლიციიდან ვართ,კარი გაგვიღე.- მოწმობა ააფრიალა ბიჭმა კამერის წინ.
-ახლავე,-საკეტი გაჩხაკუნდა და მალე კარიც გაიღო.ორივემ თამამად შეაბიჯეს კარში და კაცის პირისპის დარჩნენ.-რამ შეგაწუხათ?
-აქ დიდი ხანია მუშაობთ?
-ამ კორპუსის აშენების და გახსნის დღიდან.პირველი მოსახლეც კი მახსოვს.
-ესეგი იცი ყველა მობინადრის ვინაობა?
-დიახ.ყველას კარგად ვიცნობ.
-გვაინტერესებს მეთორმეტე ბინაში ვინ ცხოვრობს?-დაკითხვას განაგრძობდა ანდრეა.
-რამე მოხდა ბატონო გამომძიებელო?- დაიბნა მოხუცი.
-ისეთი არაფერი.უბრალოდ …
-საპატრულოში განცხადება შემოვიდა რომ ავარია მოხდა და საჭესთან ბიჭი იჯდა,რომლის საცხოვრებელი ადგილიც ამ კორპუსზე მიუთითებს. გვაინტერესებს მართლა აქ ცხოვრობს და ეს მისამართია თუ არა.
-დიახ,ნამდვილად აქ ცხოვრობს,-თავი დაუქნია მოხუცმა და ფოტოს კიდევ ერთხელ დახედა.-უბრალოდ ერთი პრობლემაა მას მანქანა არ ჰყავს.
-ხოდა ჩვენც ამის გასარკვევად ვართ.- მიხვდა ანდრეა,რომ კაცის ნდობა მოეპოვებინათ.-ახლა სახლშია?
-ის რამდენიმე დღეა არ ჩანს, სამაგიეროდ მისი დაა სახლში და მას შეგიძლიათ დაელაპარაკოთ,იქნებ ის ჩემზე უკეთ დაგეხმაროთ.
-მაშინ ავალთ..
-მიბრძანდით.-გზა დაუთმო კაცმა და კიბეზე მიმავალთ მაინც საეჭვო მზერით უყურებდა…
კარს დიდხანს არ აღებდნენ.ჯიუტად აჭერდა ზარის ღილაკს თითს.იმედი რომ გადაეწურათ,მაშინ გაიღო კარი. ნამძინარევი სახე ჰქონდა გოგოს. მოწმობის წარდგენისა და მოკლე გაცნობის შემდეგ მის სახეზე მომხდარი ცვლილება ადვილი შესამჩნევი გახდა.მათ გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია ეს.სხვა გზა არ დაუტოვეს,ოდნავ გაიწია გვერდით და ბინაში შეუშვა.
-მემგონი აჯობებს რაც იცი შენი ძმის ადგილსამყოფელის ან მისი საქმიანობის შესახებ,ყველაფერი გვითხრა,თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებთ,მერე აქეთ შეგვეხვეწები.- მშვიდად წარმოსთქვა ანდრეამ და ხელის თითები მაგიდაზე აათამაშა.
-რა გაინტერესებთ?-კითხვითვე უპასუხა გოგომ და შეეცადა ნერვული ტონი დაემალა.
-სად არის შენი ძმა?
მან ამოიოხრა და კითხვებზე პასუხების გაცემა დაიწყო….
*********
ფიცხელაურმა მანქანა ისევ იპოდრომთან გააჩერა და გარემოს მოავლო თვალი...იქვე მდებარე კაფეში გოგო შენიშნა და მისკენ წავიდა.გოგო აშკარად დაძაბული იჯდა და გარემოს ათვალიერებდა.თავს რომ ვიღაცის ჩრდილი წამოდგა,აიხედა და შეკრული წარბები გახსნა.
-გაბრო.-წამოდგა და მოეხვია,ლოყაზე აკოცა.-როგორ მომენატრე.
-მხოლოდ შენგან დაძახებული ეგ სახელი მიყვარს,-უპასუხა ბიჭმა და წელზე მოხვია ხელი,ძლიერად ჩაიხუტა.-მხოლოდ შენ შეგიძლია გიგრძნოს გულმა ჩემი ცუდად ყოფნა… დამირეკო და ნებისმიერ დროს მთხოვო შეხვედრა.
-გახსოვს ბოლოს რომ შევხვდით,რა მითხარი?
-მახსოვს..
-ახლაც ისევ იმ აზრზე ხარ?
-არ ვიცი.-ამოიოხრა ბიჭმა და დავჯდეთო ანიშნა გოგოს.თათული მის პირდაპირ ჩამოჯდა და შეგრილებული ჩაის სმა გააგრძელა,ფიცხელაურმა კი მიმტანს დაუძახა და სასმელი მოატანინა.
-ამ ბოლო დროს ძალიან დაუმეგობრდი. -ანიშნა სავსე ბოთლზე გოგომ.
-ამის გარეშე ძნელი ყოფილა…
-არაფერია მარტივი და არც ისეთი შეუძლებელი,როგორც ჩვენ გვგონია..
-ყოველთვის ვგიჟდებოდი შენს პოზიტივზე.-ჩაეღიმა გაბრიელს.
-აბა,მიდი გისმენ,ამჯერად რა მოხდა?
-არა,ამჯერად შენ გისმენ..მიდი მითხარი რამე ისეთი,რაც სწორ გზას მაჩვენებს..
-გააჩნია შენ რისი მოსმენა გინდა..სიმართლის თუ…
-ყველაფრის….მიდი მითხარი რომ ყველაზე ამაზრზენი ადამიანი ვარ,რომ საყვარელ ქალს დიდ ტკივილს ვაყენებ,ვტანჯავ,საშინლად ვექცევი.. რომ შენ იქ დაგტოვე იმათთან,ჩვენი მტრების ხელში…
-გაჩერდი,-მკაცრად უთხრა გოგომ.-ასე ნუ იქცევი.ეს არ შეიძლება.თავს ნუ იტანჯავ.ამქვეყნად შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ.და თუ რამე ისეთს აკეთებ,შენი ნების საწინააღმდეგოდ,ეს ცუდს სულაც არ გხდის.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.მერე ბიჭმა დაარღვია.
-როგორ გექცევიან სახლში?
-ჩემთვის ვის სცალია ახლა?იქ ისეთი ამბებია.ძალიან განიცდიან თამთას ამბავს.დედამისი ოთახიდან არ გამოდის,შეიკეტა და სულ ტირის. ამბობს ორივე შვილი დავკარგეო, მარიამის ამბავი ვერ მოუნელებია, ახლა ეს დაემატა.არც ქმარს ელაპარაკება.ის კაციც აშკარად არ არის კარგად,თუმცა თავს გვაჩვენებს ყველას რომ არაფერი სჭირს.იმ ტყვიამ ძალიან დაუზიანა ფეხი, კოჭლობს,ჯოხის დახმარებით გადაადგილდება.საავადმყოფოშიც არ დარჩა,ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, იქიდან მაინც წამოვიდა.
-ესეგი ყველაფერი ცუდადაა…- ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-ცუდად?ამას მხოლოდ ცუდად ყოფნა არ ჰქვია.ეს საშინელებაა.ვერასდროს გავიგებთ რას გრძნობენ მშობლები და როგორ სტკივათ შვილის ყველა ტკივილი,ან როგორ უხარიათ,იქამდე სანამ ჩვენ არ გავხდებით მშობლები..
-მშობლებს ყოველთვის არ ესმით შვილების.სამწუხაროდ ისინი ყოველთვის არ ითვლისწინებენ მათ სურვილებს,მათ არჩევანს არ სცემენ პატივს..
-იცი ყველაზე ცუდი რა არის? შვილებიც რომ არ ვცდილობთ მათ მოსმენას და გაგებას.აი,მაგალითად ჩემი ქმარი,იმდენად უყვარს დედა და იმდენად სცემს პატივს,იმდენად ესმის ორივეს ერთმანეთის,ვგიჟდები როცა ვუყურებ მათ.საოცარი გაგების და მოთმინების უნარი აქვთ.ქეთო მაჩაბელი უბრალო ქალი არაა-ის არის გმირი დედა და ქალი,რომელიც ძუ ლომივით იცავს ოჯახს და შვილებს.
-და რა თქმა უნდა ჩვენს წინააღმდეგ დაუფიქრებლად ისვრის არა თუ დასჭირდა?
-არა,მეც ასე მეგონა,მაგრამ იმ ღამეს ისეთი რამე გააკეთა,ვერც კი გამიაზრებია ნორმალურად.
-რა გააკეთა?
-თქვენ რომ წამოხვედით,შენ რომ თამთა წამოიყვანე,მაშინვე უნდოდათ ტყუპებს და მათ ხალხს უკან დადევნება,გარეთ უკვე შეკრებილიყვნენ და მზად იყვნენ ამისთვის,ვახო მაჩაბელს ტკივილისგან გონება დაეკარგა,ხალხს წინამძღოლად ტყუპები ჰყავდათ, მაგრამ ქეთო შვილებს წინ გადაუდგა და უთხრა:-ახლა აქედან არც ერთი არ გახვალთ,ბიძაშენს მიხედავთ და საავადმყოფოში წაიყვანთ,დანარჩენს მე მოვაგვარებო.ბიჭებმა წინააღმდეგობა გაუწიეს,მაგრამ ქალმა რომ იყვირა მაშინ ჩემს გვამს გადააბიჯეთო,დაშოშმინდა ყველა და ბიძა საავადმყოფოში წაიყვანეს. მერე გარეთ გავიდა და შეკრებილებს მიმართა:-დღეს აქ რაც მოხდა, უკანასკნელი იყო.ეს იყო უკანასკნელი ბრძოლა და უკანასკნელი ტყვია რომელიც გავარდა და რომელმაც ვიღაც დააზიანა.დღეიდან ბრძოლა წყდება,თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, მაშინ შეუძლია აქაურობა დატოვოს, ახლავე წავიდეს და ჩვენი მფარველობის იმედი აღარ ჰქონდეს.
ხალხისგან წინააღმდეგობა წამოვიდა. ყველა ბრძოლას ითხოვდა,ყველას უნდოდა დადევნება და შურისძიება. უხუცესებმა ქალი ხარ და ვერაფერს გვიბრძანებო.ქალი ვარ,მაგრამ მაჩაბელი ვარ..ქალი ვარ,რომელმაც ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. ქალი ვარ,რომელიც დღემდე დანაკარგებს ითვლის..ასე რომ დღეიდან მორჩა,დავა და ომი დასრულებულია.აღარ მინდა კიდევ ვინმე დაიღუპოს,ასე რომ სანამ ჩემი ძმა გამოჯანმრთელდება,ოჯახს,მე ვმართავო.-განაცხადა და იქვე დაასრულა.ყველა სახლებში გაუშვა.
-ახლა ვხვდები რატომ არაფერი არ მოიმოქმედეს მაჩაბელებმა,ახლა ვხვდები ვის ჰგავს თამთა-ის მამიდამისის ასლია.მასავით ძლიერია და მამაცი.
-ხო,ნამდვილად ასეა,მის შესახებ რომ საუბრობენ,ვხვდები რომ მას საერთო ამ ყველაფერთან არაფერი აქვს.ის უბრალოდ აიძულეს ასეთი გამხდარიყო.ისევე როგორც შენ.. მაგრამ მთავარი ისაა რომ თქვენ ერთმანეთი იპოვეთ და ამ ყველაფრის დასრულება შეგიძლიათ..
-ხომ იცი რომ ისე არ მოხდება როგორც ზღაპარებშია- ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად..
-მე კი ვფიქრობ რომ შეძლებთ.თქვენ ეს შეგიძლიათ.
-ისევ შენი პოზიტივი.-გაეცინა ბიჭს.
-ახლა სხვა გზა არ მაქვს. მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო,რომ არ მეშინოდეს ჩემი შვილის მომავლის.-ეშმაკურად ჩაეცინა თათულის,რაზეც გაბრიელმა მაშინვე ყურები დაცქვიტა.
-რა თქვი?მომესმა?
-არა,არ მოგესმა.ეს სიმართლეა. ორსულად ვარ.მალე დედა გავხდები, შენ კი ბიძა.
-ეს ყველაზე კარგი ამბავია,რაც კი შეიძლებოდა გამეგო.-ხელები მოჰკიდა ბიჭმა და მსუბუქად მოუჭირა. გაუღიმა.თვალები სიხარულით გაუნათდა.გოგოც იღიმოდა.
-გაბრო ჩემთვის და ჩემი შვილისთვის გააკეთე ეს.დაამყარე მშვიდობა.უარი თქვი შურისძიებაზე.გთხოვ.წაიყვანე თამთა აქედან და იცხოვრეთ ბედნიერად…
-ჩვენი ბედნიერება არ ვიცი როგორ გამოვა,მაგრამ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ.გეფიცები.
-მაშინ კიდევ ერთ რამეს გთხოვ. ქეთო მაჩაბელს და უხუცესებს შეხვდი. დასხედით და მშვიდად ილაპარაკეთ.
-კარგი,გავაკეთებ ამას.მაგრამ შენც დამპირდი ერთ რამეს-როცა დროს იხელთებ ნინო მაჩაბელს შემახვედრებ.
-ეს რამე ახალი აკვიატებაა?
-მისთვის ასე აჯობებს.ახლა კი უნდა წავიდე.საქმე გამომიჩნდა.-უთხრა და წამოდგა ტელეფონზე მოსული შეტყობინების წაკითხვის შემდეგ…
-მეც წავალ,ჯარჯის მოვატყუე სამსახურში მივდივარ და მალე დავბრუნდები-თქო.ისე არ გამომიშვებდა.
-ეგ აღარასდროს გააკეთო.-დატუქსა ბიჭმა.-შენი ქმარი არ იმსახურებს ამას. არც ის და არც არავინ არ იმსახურებს ტყუილს.
-უცნაური ვინმე ხარ- იმ ადამიანს იცავ, ვისაც მტრობ..
-კარგი ქმარი გყავს თათუ.ძალიან კარგი.-მკლავზე ხელი გამოსდო ბიჭმა და გასასვლელისკენ წაიყვანა.მერე ტაქსში ჩასვა და სახლში გაუშვა. თვითონ კი ცოტა ხანს იდგა ასე და გაჰყურებდა მანქანას სანამ თვალს ად მიეფარა,მერე ისიც ჩაჯდა მანქანაში და საპირისპირო მხარეს წავიდა..
*****
-ეს ვინ არის?-ჰკითხა ხელებშეკრულ ბიჭზე,რომელსაც შეშინებული სახე ჰქონდა და არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს,მაგრამ კარგი რომ არაფერი ეს კი იცოდა.
-იმ სახლში იმალებოდა სადაც წუხელ ვიყავით.ტელეფონი მას ეკუთვნოდა და სახლიც მისი იყო.გოგომ ჩაუშვა.- უპასუხა ანდრეამ.
-რას ჰქვია ჩაუშვა?
-მისი ძმა არ არის დამნაშვე.მისი საყვარელია.ძმა შევამოწმეთ და სუფთაა.ის ბიჭი ნიკოლოზ ცერცვაძე მცველი იყო ჩვენთან. მამაშენის ერთგულია.იმ ღამეს დაიჭრა და ახლაც საავადმყოფოშია. გოგო წუხელ ასე გვიან სწორედ მისგან ბრუნდებოდა.
-ვერაფერი გავიგე.სულ დავიბენი.
-მოკლედ იმ გოგოს ძმა მუშაობდა ჩვენთან.ეს…-ანიშნა ბიჭზე.- მისი შეყვარებული იყო.ამ გოგოს წამოსცდა რომ მისი ძმა ფიცხელაურებთან მუშაობდა და სთხოვა რომ სამსახურში ისიც წაეყვანა.მამაშენი ნიკას ენდობოდა,იცოდა რომ ერთგული და სანდო ადამიანი იყო და ცუდს არ მიიყვანდა მასთან..მაგრამ ეს აღმოჩნდა ხარბი და გამყრელიძეს გაურიგდა.ინფორმაციას აწვდიდა.აი მის უკან ვინ იდგა,ეს ნამდვილად არ იცის ან არ ამბობს..
-ნამდვილად არ იცის?-რისხვით გახედა ბიჭს და თვალები უცნაურად აენთო.
-დიდად არ ჩავძიებივარ.შენ გელოდებოდი.
-კარგი..მაშინ მე მივხედავ ამ საქმეს. -გახედა კიდევ ერთხელ.წამში ამოიღო იარაღი დაუმიზნა,მიზანმიმართულად ისროლა ტყვისკენ და პირდაპირ ბარძაყში მოარტყა.მისმა ღმუილმა იქაურობა გააყრუა,ანდრეამ კი რეაგირება ვერ მოასწრო.
-აბა მიდი გისმენ.თქვი რაც იცი,თუ არადა კიდევ ბევრი ტყვია მაქვს მჭიდში,რომ სათითაოდ დაგაცალო.
-არაფერი არ ვიცი,მართლა არ ვიცი.
-კარგი,შენი ნებაა.-მიუახლოვდა და ნატყვიარში იარაღის ლულა დააჭირა, ტკივილმა კიდევ იმატა,მისმა ხმამ კი უფრო მეტად,-მიდი თქვიი..ვინ დგას შენს უკან.
-არავინ..არავინ..
-ეს წამება ამად გიღირს?-თვალებში ჩახედა გაბრიელმა და ახლა მეორე საღ ფეხზე დაადო იარაღი.-ხუთამდე დავითვლი და თუ არ იტყვი ყველაფერს,ვისვრი.მერე იქამდე გავავრძელებ ამას,სანამ სისხლისგან არ დაიცლები.-გამოსცრა კბილებში.
-არ ვიცი,მართლა არაფერი არ ვიცი…
-ერთი...ორი...სამი...თქვიი..-ყვიროდა ფიცხელაური..-ხუთი-თქვა და გაისროლა,რასაც ბიჭის სასოწარკვეთილი ყვირილი მოჰყვა.
-კიდევ აპირებ გაგრძელებას?
-გამყრელიძე.მიშა გამყრელიძეს ვაწვდიდი ინფორმაციას.მასთან ვიყავი შეთანხმებული.ის ვისთან იყო შეკრული არ ვიცი.მართლა არ ვიცი…
-იმ ღამეს რა მოხდა შეხვედრაზე?- ოდნავ დამშვიდდა გაბრიელი.
-იარაღის მყიდველი მიშამ შეარჩია. მისი ვინაობა არ ვიცი,უბრალოდ ვიცი რომ ის ვიღაც დიდი ადამიანის კაცია. მას დიდი ძალაუფლება აქვს,მგონი მთავრობაში მუშაობს.
-ასეც ვიცოდი.დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნებოდა.აბა პატარა კაცი მამაჩემის და ჩემი საგვარეულოს წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავდა.
-ჩემი აზრით ეს ადამიანი თავდაცვის სამინისტროში უნდა ეძებო.ისეთი ვისაც იარაღზე მიუწვდება ხელი.ის ვისთვისაც იარაღის კონტრაბანდა ნაცნობი და ადვილად დასამალი საქმეა.მე მეტი არაფერი ვიცი.ახლა გთხოვ საავადმყოფოში წამიყვანე. სიკვდილი არ მინდა..
-არც მამაჩემს უნდოდა...არც მე მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა,მაგრამ იარაღი მიჭირავს ხელში.-ხმას აუწია ბიჭმა.
-გთხოოვ…-ვედრება ერია ხმაში.
-კარგი,ახლა ჩემი ბიჭები საავადმყოფოში წაგიყვანენ,მაგრამ იცოდე თუ ხმას ამოიღებ რა შეგემთხვა, მოგძებნი და პირდაპირ შუბლში დაგაჭედებ ტყვიას.-უთხრა და მობრუნდა.ანდრეას რაღაც უჩურჩულა. ისიც მაშინვე გამოცოცხლდა და დავალების შესრულებას შეუდგა….
სანამ აზრზე მოვიდა,ისე გაუქრა თვალთახედვის არედან ფიცხელაური რომ გონს ვერ მოვიდა.მის ზარსაც არ უპასუხა.გაბრაზებულმა რაღაც ჩაიბუტბუტა და ბიჭს მხარქვეშ ამოუდგა,რომ ექიმთან წაეყვანათ..
ფიცხელაური კი ამ დროს მაჩაბელების სახლისკენ მიჰქროდა…
თათულიმ დანაპირები იმავე საღამოს შეასრულა და სახლში ისე უჩუმრად შეიყვანა,ბიჭიც კი გაკვირვებული დარჩა.
-ეს მისი ოთახია,დაახლოებით თხუთმეტი წუთი გაქვს,მერე უნდა წახვიდე,დაბრუნდებიან.
-კარგი,დიდი დრო არ დამჭირდება. -უპასუხა და კარი შეაღო…
ფანჯარასთან იჯდა ნინო მაჩაბელი. შავებში ჩაცმული ქალი უძრავად იყო და ერთ წერტილს მიშტერებოდა. მოეჩვენა რომ ამ დღეების განმავლობაში დაბერებულიყო და მის თვალებში სინათლე ჩამქრალიყო. ფრთხილად მიუახლოვდა,წინ დაუდგა და სიბრალულით სავსემ შეხედა.ქალი არც კი შერხეულა.ისევ ისე იყო…
მის წინ ჩაიცუცქა და სახეზე მიაჩერდა. საუბრის დაწყება უჭირდა.ძლივს მოუყარა რამდენიმე სიტყვას თავი.
-ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით რომ ოდესმე თქვენს თავს მსგავსი რამ გადახდებოდა.ვერც მე ვიფიქრებდი რომ მსგავს სიტუაციში და მდგომარეობაში გიხილავდით,მაგრამ თურმე ყველაფერი ხდება..ისეთი რამეები ხდება,რაზეც ვამბობთ რომ არასდროს მოხდება.-მისი ხელები აიღო და ხელებში მოიქცია. დანაოჭებულ კანში ქალის თითოეული ტკივილი დაინახა.თითქოს იგრძნო როგორ იტანჯებოდა ის მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ნინომ ოდნავ მოიხედა,მაგრამ ისევ ურეაქციოდ იჯდა.
-იცით,მეც ვგრძნობ რას განიცდით ახლა და როგორ გტკივათ გული.ახლა ფიქრობთ რომ მე,თქვენი მტერი ვარ, რომ თქვენ შვილი მოგტაცეთ და გეშინიათ რომ ვეღარასდროს ნახავთ, რომ დავტანჯავთ და მას ვაზღვევინებთ ყველაფრისთვის პასუხს.მაგრამ ასე არაა.რაც არ უნდა გითხრათ,ვიცი არ დაიჯერებთ,მაგრამ მე მაინც გეტყვი რომ ასე ისევ მის გამო მოვიქეცი….მისი კეთილდღეობისთვის..მისი უსაფრთხოებისთვის აჯობებს რომ ჩემთან იყოს...მას საფრთხე ჩემი ოჯახისგან კი არა სხვისგან-ვიღაც უცნობისგან ელოდება.რომლის ვინაობა არავინ იცის…
ქალს სახეზე ცვლილება დაეტყო და ბიჭს შეხედა.
-გპირდებით,სიცოცხლეს ვფიცავ, კაცობას და ყველაზე წმინდას ვფიცავ მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ჩემი სიცოცხლის ფასად დავიცავ, მაგრამ მანამდე სიცოცხლის მიზეზი მასაც უნდა მისცე.მანაც უნდა იცოდეს რომ მის მისი ოჯახის წევრებს არაფერი სჭირთ და კარგად არიან. ამ ოთახიდან უნდა გამოხვიდეთ და ისევ ოჯახის დიასახლისად იქცეთ..
-რატომ დაგიჯერო?შენ ხომ ფიცხელაური ხარ?
-არ უნდა დამიჯეროთ.მართალიც ხართ. მაგრამ იმაზე უნდა დაფიქრდეთ რომ მე ახლა აქ ვარ,თქვენს წინაშე და თქვენზე და თქვენს შვილზე ვდარდობ. არაფრად ვაგდებ იმას რომ ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენი ოჯახის ნებისმიერი წევრი შემოვიდეს და ტყვია მივიღო საპასუხოდ..
-და მაინც ეგ არაა მთავარი მიზეზი.- საბოლოოდ გამოფხიზლდა და ალაპარაკდა ქალი.
-ოდესმე ვინმე ისე გყვარებიათ,რომ მის გამო ყველაფერს დათმობდით?- ჩამჭრელი კითხვა დაუსვა ბიჭმა.ქალი ჩაფიქრდა და დასტურის ნიშნად თავი დაიქნია.
-ხოდა მეც ასე ვარ.თქვენს ქალიშვილზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული. პირობას გაძლევთ ის აქედან შორს იქნება,მაგრამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი იქნება. სანაცვლოდ თქვენც უნდა გაუფრთხილდეთ თავს და თქვენც უნდა დაუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას. ახლა მე წავალ,მაგრამ მანამდე კიდევ ერთი თხოვნა მექნება- დამეხმარეთ რომ თქვენს ქმარს შურისძიება გადავაფიქრებინო. იქნებ დროა დავასრულოთ ეს მტრობა.
პასუხს არ დალოდებია,ისე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.კართან კი ნინო მაჩაბელის სიტყვები დაეწია.
-ჩემი ქმრის მერე ერთადერთი ადამიანი ხარ,ვისაც პატივს ვცემ იმის გამო რომ ამხელა გული გაქვს და ასეთი ხარ...დაე,ბედნიერები იყავით.. იქნებ შეძლოთ ეს,მაგრამ მეც გთხოვ ერთ რამეს- დაასრულე ყველაფერი და ჩემი შვილი აქედან შორს წაიყვანე,ისე ბედნიერები ვერ იქნებით,ყოველთვის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქ იმ ფაქტს შეეჩეხებით რომ ჩემმა ვაჟმა შენი ძმა მოკლა.ეს კი ორივეს გაგანადგურებთ.
არაფერი უთქვამს,იცოდა ქალი მართალი იყო და ამ ფაქტთან შეგუება არც ისე მარტივი იქნებოდა ორივესთვის…
გასასვლელში თათული დახვდა ჩემოდნით ხელში,სადაც თამთას ნივთები ეწყო.წინა ღამეს პირველად დაფიქრდა იმაზე რომ ამდენი ხნის შემდეგ,მას ელემენტარული პირადი ნივთები ან ტანსაცმელი სჭირდებოდა. თათული უსიტყვოდ მიხვდა ამას...
-მადლობა ყველაფრისთვის.რასაც აკეთებ,ამას დიდი გამბედაობა სჭირდება…
-წადი,-მხოლოდ ეს უთხრა გოგომ და ჭიშკრისკენ გაიხედა,სადაც მანქანა შემოვიდა და მაშინვე იცნო ქმარი. რამდენიმე წამი დასჭირდა თამთას მიერ ნაჩვენები ფარული კარიდან გასვლას,მერე კი სახე დაიმშვიდა და ქმრისკენ დაიძრა.
განაწამები და დაღლილი სახე ჰქონდა ჯარჯი ჩოხელს.ჩაფიქრებულმა მიხურა მანქანის კარი და სახლისკენ დაიძრა,მაგრამ მაშინვე გაუბრწყინდა სახე,როცა ცოლის გაღიმებულ სახეს წააწყდა.ხელები გაშალა და ძლიერად მოეხვია.ცხვირი მის თმაში ჩარგო.
-დაიღალე?-ქვემოდან ამოხედა თათულიმ.
-ძალიან..მაგრამ.შენი ღიმილის მერე ყველაფერი დამავიწყდა.
წყვილს საუბარი არ დასცალდა.კიდევ ორი მანქანა ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდა ეზოში და ნელ-ნელა გაჩერდნენ ავტოსადგომზე.
პირველი ალუდას მანქანა იყო, საიდანაც ანა და ტყუპისცალი ერთად გადმოვიდა.ეტყობოდათ რომ ისევ იჩხუბეს,თუმცა ქეთოსთან არ იმჩნევდნენ.სამაგიეროდ არც თათულის და არც ჯარჯის ეს არ გამორჩენიათ.
-მშვიდობა გაქვთ?-ჰკითხა ძმას,სანამ უფროსები ახლოს მოვიდნენ.
-შენს ძმას ერთხელაც იქნება მოვკლავ.-ხმადაბლა თქვა ანამ და ბიჭს გახედა გაბრაზებულმა.
-კიდევ მე ვარ დამნაშავე?
-აბა რა ხარ?ტიპიური ქართველი ბიჭი, რომელსაც კომპლექსები აწუხებს.
-კომპლექსი შენ შეგექნებოდა,როცა იმ კაბას ჩაიცმევდი.ძალიან მოკლე იყო და ზედმეტად ამოღებული.
-შენ რა გადარდებს?ჩემი ქმარი ხარ? თუ ვინ ხარ?
-რა?არ ვარ?თვალები დაუქაჩა ბიჭმა.- აბა ეგ დედაჩემთან თქვი.
-ახლა დედიკოს კალთას გამოკერებულ ბიჭად იქცა. -ირონიულად ჩაილაპარაკა გოგომ და კიდევ უფრო გააცოფა ალუდა.
ჯარჯის და თათულის მათ კამათზე ეცინებოდათ.მაგრამ ქეთო რომ წამოადგა თავზე მაშინ კი გაჩუმდნენ და მოჩვენებითი ღიმილი აიკრეს სახეზე.
-რა ხდება?რამე გამოვტოვე?-იკითხა ქალმა.
-არა დედა,არაფერი.უბრალოდ ხვალინდელ წვეულებაზე ვსაუბრობით.
-ხვალ მართლა დიდი დღეა.პირველად ჩნდებით როგორც მაჩაბელების და ჩოხელების რძლები.მეც დაძაბული ვარ,მაგრამ ამავე დროს ამაყი ვარ თქვენ რომ გიყურებთ.ღმერთმა თქვენი თავით დამაჯილდოვა.რა უნდა მინდოდეს მეტი.
-დედა,საზეიმოდ არ გვაქვს საქმე. -თქვა ალუდამ,როცა გვერდით ჩავლილი ბიძა დაინახა.კაცი ასე უსიტყვოდ მას შემდეგ დადიოდა,რაც თამთა აქედან წაიყვანეს.თავს არიდებდა ყველას.
-მან ერთდროულად ორი შვილი დაკარგა,ბიცოლა ოთახიდან არ გამოდის,მარიამი აღარაა.ისიც კი მერიდება რომ ვიღიმი.მგონია რომ რამეს ვაშავებ.- დაეთანხმა ძმას ჯარჯი.
-ეს ცხოვრების კანონია ასეთი.ვიღაც აუცილებლად იქნება ბედნიერი,ვიღაც კი უბედური.-თქვა ვიღაცამ.-ყველამ ერთდროულად აიხედა,იქით საიდანაც ხმა მოისმა.თავისი საძინებლის აივანზე ნინო მაჩაბელი გადმომდგარიყო და ხელებით მოაჯირს ეყრდნობოდა.მის თვალებში ის სხივები ირეკლებოდა,ვახო მაჩაბელს რომ ოდესღაც თავბრუ დაახვია.ახლა ზუსტად იცოდა კაცმა რომ მისი ცოლი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და მისი შემჩერებელი არავინ იყო.ყველაფერს გააკეთებდა რომ სახლშიც ყველაფერი ძველ მდგომარეობას დაბრუნებოდა.
-ნინო,შენ კარგად ხარ?-ბედნიერმა გაიღიმა კაცმა და გვერდით ამოუდგა.-ასე უცებ როგორ?-თან დაბნეული ლაპარაკობდა.
-ერთმა ადამიანმა ისეთი რაღაც მითხრა,უფლება არ მაქვს ცუდად ვიყო.უფლება არ მაქვს ოთახში გამოვიკეტო.ამით მხოლოდ საკუთარ თავს დავაზარალებ.ჩემს ოჯახს და ჩემს შვილებს ვჭირდები..
-ჩემო ნინო…-მოეხვია კაცი.
-და შენც გჭირდები.მართლა ხომ არ გგონია რომ ხვალინდელ წვეულებაზე მარტო გაგიშვებ?არა ჩემო კარგო.- კიდევ ერთხელ გაიღიმა ქალმა.
ქვემოთ მალე დაიშალნენ.ბედნიერები იყვნენ.მხოლოდ თათულიმ იცოდა ნამდვილი მიზეზი.მხოლოდ ის იყო ჩუმად.სწორედ ამის გამო მოუწია ახალი ამბის დროებით გადადება და ქმარს ვერაფერი გაუმხილა…
ერთმანეთთან უბრად იყვნენ ანა და ალუდა.ერთ ოთახში გამოკეტილები ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს.უხმოდ მიიღო შხაპი ჯერ ერთმა,მერე მეორემ. დასაძინებლადაც ისე დაწვნენ,ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. ზურგი აქციეს და ორივე თავის ფიქრებს მიეცა…
სამაგიეროდ დილას ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაეღვიძათ და ეს ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ყოველ დილით ხდებოდა. შველის თვალებით ახედა ანამ ბიჭს, რომელიც თავს იმძინარებდა,მაგრამ მიუხვდა გოგო და სწრაფად მოშორდა. აღარც ალუდას გამოუდია თავი, თვალები გაახილა და შეხედა, რომელიც კიდევ უფრო დაიბნა და საწოლიდან ადგომა დააპირა. მაგრამ ბიჭმა ხელი წაავლო მკლავზე და თავისკენ დაქაჩა.
-სად მიდიხარ?
-იქ სადაც შენ არ იქნები.
-ასე ვერ მიტან?
-არ მძულხარ.. უბრალოდ საქმეები მაქვს.დღეს მნიშვნელოვანი დღეა.- მშვიდად უპასუხა გოგომ,თუმცა შინაგანად დუღდა და გადმოდიოდა. ელეთ-მელეთი მოსდიოდა ჩოხელის თითოეულ შეხებაზე.სწრაფად გაუჩინარდა სააბაზანოში და მარტო დატოვა ალუდა თავის ფიქრებთან ერთად,რომელიც ძირითადად გოგოს ეხებოდა.თავქვეშ ბალიში ამოიდო და საწოლში კომფორტულად მოთავსდა. თავს უცნაურად გრძნობდა.პირველად იყო ასე რომ სადაც არ უნდა წასულიყო ან რაც არ უნდა გაეკეთებინა,მუდმივად ანას დასტრიალებდა მისი ფიქრები. მუდმივად ის ედგა თვალწინ,რაც არ უნდა გაეკეთებინა.საქმეს თავს ვერ აბავდა და ეს რომ არ გამოსდიოდა, მერე ვინმეზე იყრიდა ჯავრს და ხშირ შემთხვევაში ეს ანა იყო.სწორედ მასზე ტყდებოდა ჯოხი.
არადა მასთან დიდი დრო არ ჰქონდა გატარებული.შეიძლება ითქვას თითქმის არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც იყო ის რამდენიმე დღე დასამახსოვრებელი და მის გვერდით გატარებული,რომელიც სასიამოვნოდ ახსენდებოდა…
დიდხანს ესმოდა სააბაზანოდან წყლის ხმა.გოგო გამოსვლას არ აპირებდა ან სპეციალურად იქცეოდა ასე.მიხვდა ბიჭი და ისიც ჯიბრით არ აპირებდა საწოლიდან ადგომას.არადა სულაც არ მიაჩნდა ტანსაცმლით წოლა კომფორტულად…
სააბაზანოდან გამოსულ ანას ალუდა ისევ საწოლში დახვდა.უდარდელად წამოწოლილიყო და ტელეფონში რაღაცას მისჩერებოდა.
-ასე აპირებ მთელი დღე სახლში ყოფნას?-გაიკვირვა გოგომ.
-აბა რა ვქნა?დღეს საქმეები არ მაქვს.
-ზარმაცი ხარ.როგორ შეიძლება ადამიანს საქმე არ ჰქონდეს..
-მე მეუბნები მაგას?-ტელეფონი გვერდით გადადო ბიჭმა და გოგოს მიაჩერდა.იმდენად არ ელოდა ანას ასეთ გათამამებას,რომ დაიბნა,როცა გოგოს ტანზე სააბაზანოს ხალათი დაინახა.გაშლილი სველი თმა მხრებზე ჩამოშლოდა და მაცდურად იყურებოდა.-მოგიწევს ადგომა,რადგან აქაურობას უნდა მივხედო.
-რა უნდა ქნა?-გაკვირვებულმა მიხედა ბიჭმა.
-უნდა დავალაგო.აბა დედამთილს ხომ არ ვათქმევინებ რომ უსაქმურიაო.
-ხუმრობის ხასიათზე ხარ ხო?
-რა თქმა უნდა.აბა ასეთ ბედში ჩავვარდი.ოქროსავით ბიჭი ჩაგიგდე ხელში.ხომ უნდა შევირგო პატარძლობა?მართლია ნამდვილი პატარძალი არ ვარ,მაგრამ მაინც...
-ოდესღაც ეგეც იქნება...ვიღაც სხვა აუცილებლად იქნება,ხომ იცი ეს?
-რა თქმა უნდა..ოდესღაც ვიღაც აუცილებლად იქნება…-უცებ დასევდიანდა გოგო და სარკესთან მივიდა.სკამზე ჩამოჯდა,რომ შხაპის შემდგომი პროცედურები ჩაეტარებინა.კოსმეტიკას და მსგავს საშუალებებს არასდროს იყენებდა, მაგრამ ქეთოს ნაჩუქარი იყო ყველაფერი და უარი ვერ უთხრა.მერე თათულიმ დააძალა და ასწავლა და სხვა გზა არ დარჩენოდა-აუწყო ფეხი ახალ ცხოვრებას…
ალუდამ ვერ გაუძლო მის იგნორს, წამოდგა,ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში გაუჩინარდა.იქიდან გამოცვლილი დაბრუნდა.გოგოსთვის არაფერი უთქვამს,მაშინვე ოთახიდან გავიდა…
უჟმური ამინდი იყო.დილიდანვე წვიმდა.წელი ბოლო დღეებს ითვლიდა,ზამთარი კი ძალას იკრებდა. სიცივის მიუხედავად ალუდა ჩოხელი მაინც ეზოში იჯდა ჩაფიქრებული და სივრცისთვის გაეშტერებინა თვალი…
თავზე ძმა როგორ წამოადგა ვერ გაიგო.მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო.
-რა გჭირს ძმაო?ასეთი არ მახსოვხარ შენ და არც არასოდეს მინახიხარ. ვერ გცნობ.-გვერდით მიუჯდა ჯარჯი.
-არ ვიცი..
-როგორ თუ არ იცი?ასე უმიზეზოდ ადამიანები არ იწყენენ.ყველაფერს აქვს ახსნა და ვხვდები ეს ალბათ იმ გოგოს უკავშირდება..
-ანას?შენ მას ისევ "იმ გოგოს" ეძახი? სევდიანად ჩაილაპარაკა ალუდამ.
-მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას დაუძახებს.მთავარი იცი რა არის? შენთვის ვინ არის ის და შენ რას უწოდებ…
-ის...ის უბრალოდ არ ვიცი ვინ არის ჩემთვის.როცა ერთად ვართ,სულ ვჩხუბობთ,მისგან შორს ვარ და მასთან მინდა.ეს ჩხუბიც კი მენატრება…
-ცუდადაა შენი საქმე.-ჩაეცინა ჯარჯის.
-გავები?-ჰკითხა ძმას და უხერხულობისგან კეფა მოიქექა.
-ბოლომდე.-გაეცინა ტყუპისცალს და ხელი მოხვია ძმას.-ცოლი სახლში გყავს უკვე და ნუღარ ელოდები მისგან რამე ნიშანს,შენებურად მიაწექი რქებით.
-უფროს ძმას რჩევას აძლევს უმცროსი.-გაეცინა ალუდას.
-მხოლოდ სამი წუთით.-თითები გაშალა ბიჭმა.-სამი წუთით ხარ უფროსი და მთელი ცხოვრება ამით მანიპულირებ.-გაიცინა და ძმაც აიყოლია.
-როდის ყოფილა ეს გამომეყენებინოს?
-ყოველთვის სარგებლობ,როცა ამის საშუალება გაქვს.ახლა არ უარყო, მაინც ვერ გამოძვრები.
-არ ვაპირებ,კარგი,მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.დღევანდელი გეგმების შესახებ.რას ვაპირებთ?იმ წვეულებაზე ბევრი არასასიამოვნო ხალხი იქნება.
-ფიცხელაურებს გულისხმობ?
-არა,მათ არა.ვიცი რომ ისინი არ მოდიან.ახალი მტრები გვყავს
-უფრო სწორი იქნება თუ იტყვი რომ ძველი მტრები გააქტიურდნენ.რაღაც უნდა მივიფიქროთ,თორემ ხომ ხედავ ბიძაჩვენიც გავლენას კარგავს.
-ჩვენ მას ბოლომდე არ ვიცნობთ.ის ბებერი მგელივითაა და სწორედ მისი უნდა ეშინოდეს ყველას.სწორედ მაშინ,როცა არავინ ელოდება,ვახო მაჩაბელი სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ყველას…
-მე იცი რისი მეშინია?თამთას წაყვანამ მას გონება არ აურიოს..
-შეეგუება.ამას ადრე თუ გვიან შეეგუება.იმიტომ რომ ყველა ამის მომხრეა.
-რას გულისხმობ?-გაუკვირდა ალუდას.
-მალე გაიგებ..ორ დღეში დედა უხუცესებს ხვდება,სადაც ბიძაჩვენიც იქნება და ფიცხელაურებიც.იქ ყველაფერს გადაწყვეტენ.ან სამუდამოდ დასრულდება ეს მტრობა ან სამუდამოდ გაგრძელდება.
-ეს რაღაც ახალია...მაგრამ ხანდახან მეც ვფიქრობ რომ ყველაფერი უაზროა.მხოლოდ დანაკარგებს ვითვლით,მხოლოდ ვგლოვობთ… მხოლოდ ვისვრით..იქნებ დროა ახალი ერა დაიწყოს-იქნებ დროა უბრალოდ მშვიდად შევძლოთ ცხოვრება..
-ვინ იცის..იქნებ გაბრიელ ფიცხელაური ამის გამკეთებელი იყოს და ეს მოახერხოს..
საუბარი აღარ დასცალდათ,მათკენ მიმავალი ბიძა დაინახეს.ისევ კოჭლობდა და ტკივილი როგორც ჩანს თავს ახსენებდა დროდადრო.
-დილამშვიდობისა ბიჭებო.აბა როგორ ხართ?
-კარგად ბიძია,შენ როგორ ხარ?- უპასუხა ალუდამ.
-რომ ვთქვა კარგადო,მაინც არ დაიჯერებთ.ასე რომ ამ კითხვას თავს ავარიდებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.ის ადამინები მომიძებნეთ, ვინც ჩვენი საწყობი ააფეთქა და ვინც იმ ღამეს შეხვედრაზე ჩვენი სახელით მივიდა.აქ მომითრიეთ და ჩემს ფეხებთან დააჩოქეთ.ამისთვის ორი დღე გაქვთ.ვერ ვიპოვეთ და ვერაფერი გავარკვიეთო არ გამაგონოთ.დღეიდან დასრულდა ჩემი ლმობიერება,ახლა ცივსისხლიან ვახო მაჩაბელს იხილავს ყველა.-გამოსცრა კბილებში კაცმა.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ორივე უთქმელად მიხვდა,რომ რამდენიმე წუთის უკან ნათქვამი სიმართლე იყო-ბებერი მგელი მართვის სადავეებს იბრუნებდა.
-კი,მაგრამ საღამოს რომ წვეულებაა?
-იქამდე დრო გაქვთ.-გააწყვეტინა კაცმა.-ახლავე თუ შეუდგებით საქმეს. თუ წვეულებისთვის კაბა გაქვთ შესარჩევი?-ირონია მოიშველია მაჩაბელმა.
-ახლავე წავალთ.-უპასუხეს ერთხმად.
-მე წავედი,საღამოს გნახავთ. -მიბრუნდა და ისევ კოჭლობით წავიდა მანქანისკენ.მძღოლმა კარი გაუღო, დაჯდომაში მიეხმარა და ეზოდან გავიდნენ.ტყუპებმა თვალი გააყოლეს, მერე ერთმანეთს გადახედეს და დავალების შესასრულებლად წავიდნენ…
მთელი დღე კამერებთან გაატარა ჯარჯიმ და იმ ღამის ჩანაწერებს უყურებდა.დაცვის უფროსთან ერთად თავდამსხმელების ვინაობას არკვევდა.მართალია სახეები დაფარული ჰქონდათ,მაგრამ რამდენიმე მაინც იყო,ვისი ამოცნობაც შეძლეს.ძველი ნაცნობებიც პოლიციაში ამაში ძალიან დაეხმარნენ.მერე ალუდას ურეკავდნენ და ის შავ სამუშაოს ასრულებდა-პირდაპირ სახლში ადგებოდა ან იქ სადაც იყვნენ ყველა. დღის ბოლოს რაღაც ინფორმაციას მიუყარა თავი და სახლში დაბრუნდა, სადაც უკვე ატეხილიყო აურზაური წვეულებაზე წასასვლელად. თვით ნინო მაჩაბელიც კი მიდიოდა. ისე მოახერხა რომ მთელი დღე წინ და უკან ატრიალა გოგოები,სანამ ისე არ გამოაწყო,როგორც მას უნდოდა. სანამ რძლებისგან ანგელოზები არ დააყენა. ქეთოსთან ერთად იდგა და ამ სილამაზისგან ტკბებოდა.
-ანგელოზები გყავს ჩემო ქეთო.ნეტავ ოდესმე ჩემმა შვილმაც მომასწროს რძალს.-გადაულაპარაკა მულს ნინომ.
-ყველაფერს თავის დრო აქვს ჩემო კარგო.მე მჯერა,ამდენი უბედურების მიუხედავად,ამდენი ტკივილის მერე ჩვენთვისაც ამოვა მზე,რომელიც მაჩაბელებისთვის გაანათებს…
შავი იმ საღამოს მათი შემადგენელი ნაწილი იყო.შავები ეცვა ოჯახის ორ უფროს და მთავარ ქალს.მუქი ფერის კაბა ეცვა ანასაც.მხოლოდ თათული იყო მოკლე,ღია იისფერ კაბაში გამოწყობილი….
ტყუპები მისაღებში იდგნენ და დღეს მომხდარ მოვლენებს აჯამებდნენ. მაგრამ ალუდას აშკარად ეტყობოდა, რომ ძმას ნაკლებად უსმენდა.
-რა გჭირს?არ მისმენ?
-არაფერია.-სასხვათაშორისოდ უპასუხა ბიჭმა.
-შენ ტყუილებიც დაიწყე?-გაუბრაზდა ტყუპისცალი.
-არა,უბრალოდ არ ვიცი რა მჭირს.- საათზე დაიხედა.-სად არიან აქამდე? ვაგვიანებთ.
-ემზადებიან,რა არ გასვენებს?მოვა, სად წავა?
-უბრალოდ ყოველთვის,როცა აგვიანებს ან ვერ ვხედავ,ასე ვფორიაქობ.ასე მემართება..
-დიდხანს ლოდინი არ მოგიწევს. შეხედე.-საპირისპირო მხარეს გაახედა ჯარჯიმ და ცოლს გაუღიმა.
იმ წამს ალუდა ჩოხელისთვის დროის მსვლელობა შეწყდა.ანას თვალს ვერ აშორებდა.გოგო საოცრად ლამაზი იყო.თუ აქამდე ის კაბა ძალიან მოკლე და გამომწვევი ეჩვენებოდა,ახლა პირიქით იყო-ეს სიჯიუტე სწორი იყო. ის ნამდვილად მისთვის იყო შექმნილი.
დინჯი ნაბიჯებით მოიწევდა ბიჭისკენ და მომაჯადოებლად იღიმოდა.ის კი ადგილიდან ვერ იძვროდა.ვერც მაშინ, როცა გოგო მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა.ყურში ჩასჩურჩულა.
-ასე გაშეშებული უნდა იდგე?ყველა ჩვენ გვიყურებს.
გონს მოეგო,წელზე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა.ტანში ჟრუანტელმა დაუარა ანას და ეცადა ოდნავ გაწეულიყო,მაგრამ არ გამოუვიდა. ბიჭს ძლიერად ეჭირა..
-შენ გინდოდა,-გადაუჩურჩულა ბიჭმა დამცინავად და თვალი ჩაუკრა.
-თქვენ რომ გიყურებთ,ხელახლა ვიბადები.-ბედნიერი საუბრობდა ქეთო.
-წასვლის დროა დედა.-ჩაერთო ჯარჯი და ცოლს ხელი მოჰკიდა.გასასვლელი კარისკენ დაიძრა.უკან მიჰყვნენ დანარჩენებიც…
ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში წვეულება უკვე დაწყებულიყო.დიდი ყურადღება მიიქცია ერთდროულად რამდენიმე ძვირადღირებული მანქანის მოსვლამ და ჟურნალისტებმაც მაშინვე მათკენ მიმართეს კამერები.მაჩაბელები ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდნენ და წითელ ხალიჩაზე გავლის შემდეგ შესასვლელისკენ დაიძრნენ.მაინც მოახერხეს ჟურნალისტებმა და მაინც მოაქციეს ალყაში.მაშინვე დააყარეს კითხვები. ცდილობდა ვახო მაჩაბელი ყველა კითხვისთვის თავის არიდებას,მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ სხვა გზა არ იყო და გაჩერდა.
-ჩვენს ოჯახში მომხდარი დიდი უბედურების მიუხედავად მე და ჩემი ოჯახი აქ ვართ.მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ახლობელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი დაგვავიწყდა.აქ ყოფნა არ ნიშნავს იმას რომ გვიხარია.ჩემი მეუღლის და და ჩემი დის ტანზე ჩაცმული შავები, იმაზე მიუთითებს რომ ეს არასოდეს დაგვავიწყდება,მაგრამ არსებობს მიზეზები,რომლებიც ცხოვრების გაგრძელების აზრს გვაძლევს და ეს მიზეზი ეს გოგონები არიან,ახლა ჩემს დისშვილებს რომ გვერდს უმშვენებენ. დიახ,ჩვენს ოჯახში სიყვარულმაც შემოაღო კარი და ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია.
-ბატონო ვახო,როგორც გავიგეთ თქვენი ახალი რძლებიდან ერთი ალექსანდრე ფიცხელაურის ნათლულია.მას რა რეაქცია ჰქონდა ამაზე?გახდება თუ არა ეს თქვენი ახალი დაპირისპირების მიზეზი?-ჰკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
-ეს ამ გოგონამ თვითონ გადაწყვიტა ყველაფერი.თვითონ აირჩია თავისი ცხოვრების გზა და იქ სადაც სიყვარულია, ვერც მე და ვერც ალექსანდრე ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავხებით.ამის გამო ახალ დაპირისპირებას არ დავიწყებ, მითუმეტეს მათ წინაშე სიცოცხლე მაქვს ვალად..
-თქვენი ვაჟის მიერ მოკლულ ზურა ფიცხელაურს გულისხმობთ?
-თქვენც,ისევე როგორც ყველამ, ძალიან კარგად იცით ყველაფერი და ახალს ვერაფერს ვიტყვი.ჩემმა შვილმა შეცდომა დაუშვა და ამას მეც არ ვაპატიებ არასდროს.თუმცა მე ოჯახი მყავს და მათზე უნდა ვიფიქრო. მხოლოდ მე არ ვარ..დაე ყველამ გაიგოს რომ მე აღარ ვარ ადრინდელი ვახო მაჩაბელი,დღეიდან ყველას უნდა ეშინოდეს ჩემი,მათ შორის ფიცხელაურებსაც.
-თქვენი ქალიშვილი სად არის?რატომ არ არის აქ?-ისევ აქტიურობდნენ ჟურნალისტები.
-მას ასეთი რაღაცეები არ იზიდავს. სახლში ყოფნა ურჩევნია.ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, ისედაც დავაგვიანეთ წვეულებაზე. ნახვამდის.-კაცი დაემშვიდობა და შიგნით შეიყოლა ყველა.მაგრამ მანამდე კიდევ მოასწრეს რამდენიმე ფოტოს გადაღება.არავინ იცოდა ხვალ ამ ყველაფერს რა სახელს მოუგონებდნენ ან რა სტატის გამოაქვეყნებდნენ.მხოლოდ ის იცოდა რომ ყველას უნდა გაეგო მისი დაბრუნების შესახებ…
როგორც კი შევიდა დარბაზში,მაშინვე ავთოს მოჰკრა თვალი და მისკენ წავიდა,თან ცოლი და და გაიყოლა. ახალგაზრდები თავიანთ ტოლებში დატოვა,რომ კარგი დრო გაეტარებინათ.
ანასთვის ეს სიახლე იყო.მსგავს წვეულებაზე პირველად იმყოფებოდა და გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით. ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. მისი ყურადღება ვახოსთან მოლაპარაკე კაცმა მიიქცია. საიდანღაც იცნო,მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან.გონება დაძაბა,რომ გაეხსენებინა,თუმცა არ დასცალდა ამაზე ფიქრი,ალუდამ წელზე მოხვია ხელი და საცეკვაოდ წაიყოლა.მერე მკერდზე აიკრა და ნელა აააყოლა სხეული ნაზ მელოდიას..
მთელი საღამო უცნაურს გრძნობდა. მთელი საღამო ხვდებოდა რომ მის ცხოვრებაში უკვე რაღაც ახალი დაწყებულიყო და აქამდე წარმოშობლი გრძნობა მის გულში ღრმად იდგავდა ფესვებს. ახალგაზრდებში მოლაპარაკე ანას რომ უყურებდა,რომელიც მორიდებით იდგა და დროდადრო ჩაერთვებოდა ხოლმე,თვალს არ აშორებდა.მერე უცხო მამაკაცი რომ მიუახლოვდა და რაღაც უთხრა,გახელდა,არ ესიამოვნა, პარტნიორებთან მოლაპარაკე ძმა მიატოვა და გოგოსკენ წავიდა,უხმოდ ჩაჰკიდა ხელი და ასე წაიყვანა საცეკვაოდ.დაბნეული გოგო კი მის მოძრაობებს აჰყოლოდა და მორიდებით უყურებდა.
მუსიკის დასრულების მერე ხალხში ძველი მეგობრები დაინახა და ანასთან ერთად მათკენ წავიდა. ერთმანეთი გააცნო.
-ამას ვინ წარმოიდგენდა რომ ალუდა ჩოხელი ოდესმე დაქორწინდებოდა.- სიცილით თქვა ქერათმიანმა გოგომ, რომელიც იქ შეკრებილი ახალგაზრდების შუაში იდგა,საკმაოდ ლამაზი იყო და ანას შეფასებით ელეგანტურადაც გამოიყურებოდა.
-ასეც ხდება ხოლმე.მეც ვერ წარმოვიდგენდი.მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ის ვიპოვე ვისაც ამდენი ხანი ველოდებოდი. -გაიღიმა ბიჭმა და გოგოს წელზე მოხვია ხელი.თავისკენ მისწია.
-ვაღირებ ლამაზია.მაგრამ არა იმდენად რომ მე კონკურენცია გამიწიოს.-ფარული შური უკვე ხმამაღლა გააჟღერა გოგომ.რაზეც ალუდა დაიბნა.მაშინვე მიხვდა საითაც დაუმიზმა და ისარიც მიზანს მოხვდა.ანამ ფარულად უჩქმიტა გვერდში.
-გეყოფათ ეხლა.თუ თქვენ არ გამოგივიდათ,ეს იმას არ ნიშნავს,რომ სხვასთან ბედნიერების უფლება არ გაქვთ.-უპასუხა ჯარჯიმ და ცოლთან ერთად მიესალმა ყველას.დაბნეული იყურებოდა ანა და ვერ გაეგო რა მოემოქმედებინა და ვერც თვითონ ჯარჯი პოულობდა საჭირო სიტყვებს რომ პასუხი გაეცა.ბოლოს ისევ გოგომ იხსნა.
-არ მაინტერესებს ვინ იყო ჩემი ქმრის ცხოვრებაში ჩემამდე ან ჩემზე მეტად ლამაზი იყო ის თუ არა.მთავარია დღევანდელი რეალობა,სადაც ჩვენ ვართ ერთად.სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.-თვალი ჩაუკრა ეშმაკურად გოგომ კონკურენტს და ალუდას ხელი ჩაჰკიდა.აი ხომ არ იცოდა რას გრძნობდა ბიჭის მიმართ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად იცოდა რომ მისი დათმობა და სხვასთან გაყოფა ნამდვილად არ უნდოდა.
გაოცებულმა შეხედა ჩოხელმა ცოლს და მის ღიმილიან სახეს რომ წააწყდა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა, მერე მის ხელზე ძლიერად ჩაკიდებულ ხელს დახედა და გონებამ ფიქრიც შეწყვიტა.გასასვლელისკენ დაიძრა და ანაც თან გაიყოლა.გოგო მის ნებას დაჰყვა და მის ნაბიჯებს აუწყო ფეხი. თუმცა მაღალქუსლიანებზე სიარული უჭირდა.
ალუდამ მანქანაში ჩასვა,კარი მიუხურა,თვითონაც ჩაჯდა და მანქანა გამაყრუებელი ხმაურით დაძრა ადგილიდან.შეშინებული იჯდა ანა და ხმას ვერ იღებდა.ან რას იტყოდა როცა ერთდროულად აშინებდა კიდეც და თან სიამოვნებდა ალუდასთან ერთად ყოფნა.ცდილობდა აღელვება არ შეემჩნია და ნერვიულად იწვალებდა თითებს.საბოლოოდ ბიჭს უმტყუნა ნერვებმა,გზიდან გადააყენა მანქანა, ღვედი მოიხსნა,გოგოს ხელი სტაცა, თავისკენ მიატრიალა და ველურივით ეძგერა ტუჩებში.ანამ სანამ გაიაზრა რა მოხდა,მანამდე შეწყვიტა ბიჭმა, შუბლზე შუბლი მიადო,ხელებით ლოყებზე მოეფერა და თვალები დახუჭა.
-სიყვარული მასწავლე ანა.-
დაიჩურჩულა მერე..
გოგო იმდენად არ ელოდა ამ სიტყვებს,რომ ძლივს მოიკრიბა აზრები და ძლივს შეძლო რაღაცის თქმა.
-მეშინია.
-მეც მეშინია,შენზე მეტად მე მეშინია, იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად მჭირს ისეთი რაღაც,რაც არ უნდა მჭირდეს,რაც მეგონა რომ არასდროს დამემართებოდა.
-მე ამ გრძნობის კი არა,შენი მეშინია.
-ჩემი?-ოდნავ მოშორდა ალუდა და თვალებში ჩახედა.
-ჩემი რატომ?
-რომ ვერ გაუძლო?ხალხის ბოროტ ენებს რომ ვერ გაუძლო,ჩემი წარსული რომ ამოქექონ და შენ რამე წამოგაძახონ,მაგას ვერ გაუძლებ.
-გულს არასოდეს გატკენ...ვიცი ხეპრე ვარ,უხეში,მაგრამ ის რაც იქ ნახე, მთაში ის ალუდა ნამდვილია,აი ზუსტად ისეთი ვარ…
-მაინც არანორმალური ხარ.-ოდნავ გაეღიმა გოგოს.ბიჭმა ეს თანხმობად მიიღო,გულზე მიიხუტა და ძლიერად მოხვია ორივე ხელი…
-ასეთ მოკლე კაბებს მაინც ვერ შევეგუები შენს ტანზე,-დაამატა მერე და პასუხად ანას მუჯლუგუნი მიიღო გვერდში.
-აზიატო.-გაეცინა გოგოს.-მაგასაც ვნახავთ თუ არ მიეჩვევი.
********
თვალები მძიმედ გაახილა.იმდენად იყო დასუსტებული,რომ ქუთუთოების ერთმანეთთან დაშორებაც კი ეზარებოდა.ან ამის ძალაც არ ჰქონდა.
საწოლში იწვა და თბილი საბანი ეფარა.მისი თავშესაფარი გამხდარიყო ბოლო დღეების განმავლობაში.ამ სახლში მხოლოდ აქ გრძნობდა თავს კომფორტულად.მერე მიხვდა რატომაც-მას გაბრიელის სურნელი ჰქონდა.
სააბაზანოდან ონკანის ხმა მოესმა, რომელიც მალე შეწყდა და ოთახში წელსზევით შიშველი და ტანზე პირსახოცშემოხვეული ბიჭი გამოჩნდა.ნერწყვი გადააგორა და თვალები დახუჭა.ო,როგორ სძულდა და როგორ უყვარდა ერთდროულად. როგორ უნდოდა მისი ჩახუტებაც და მისი სიკვდილიც..
გაბრიელმა ოთახი გადაკვეთა, კარადიდან ტანსაცმელი აიღო და ისევ სააბაზანოში გაუჩინარდა.საბოლოოდ უკან უკვე ჩაცმული დაბრუნდა .შავი ყელიანი სვიტერი ეცვა,შავი ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი.
სარკესთან მივიდა.ოდნავ წამოზრდილ თმაზე ხელი გადაისვა, იარაღი ზურგს უკან ჩაიცურა ქამარში და შავ პალტოს დასწვდა.
-როდის გახდა შენი სტილი ასეთი ჩაცმულობა?-მოესმა და უეცრად შეხტა.გოგოს არსებობა დავიწყებოდა.
-როგორი?-სარკიდანვე გამოხედა ბიჭმა.
-ასეთი?ნამდვილ მაფიოზს ჰგავხარ..
-არა,შეგეშალა,კი არ ვგავარ,უკვე ვარ. სამწუხაროდ ასე გამოვიდა.
-მე ასეთს არ გიცნობდი.მაშინ სრულიად სხვა იყავი.
-მაშინ შენც სხვანაირი იყავი. ყველაფრის მიუხედავად მე შენთან ყოფნა მინდოდა.ყველას წინააღმდეგ წასვლას ვაპირებდი,მაგრამ თურმე ცხოვრებაში ასეც ხდება.ადამიანი ან მიჰყვება არჩეული ცხოვრების გზას ან ამ გზიდან გადახვევა უწევს.მე სხვა გზა არ დამიტოვეთ არც თქვენ და არც ჩემმა ოჯახმა.ამიტომ მომიწია გადახვევა და ახლა ამის გამო აქ ყოფნა გიწევს.
თამთას რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ ვერ მოაბა სიტყვებს თავი და ამაოდ ამოიოხრა.
-არაფრის თქმა არ გინდა,მე ისედაც ყველაფერი ვიცი.რაც უნდა ვიცოდე, ისიც ვიცი და რაც არა ისიც.
-შენ მართლა არაფერი არ იცი.სულ არაფერი...
აღარ ჩაეძია ბიჭი.პალტო ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.მანამდე კი გოგოს კარიდან უთხრა.:-რომ დავბრუნდები, ეგ საჭმელი მანდ აღარ დამხვდეს. თავს გაუფრთხილდი..
მაინც მასზე ზრუნავდა,მაინც ვერ უშვებდა და ვერ იმეტებდა.კარს სანამ გაიხურავდა,გოგომ დაადევნა.
-ყველაზე მახინჯი ფრინველიც კი ლამაზია,თუ თავისუფალია.ტყვეობაში და გალიაში ყველაზე ლამაზი ფრინველიც კი კარგავს თავის სილამაზეს და ნელ-ნელა კვდება.
-იმის დაფასება უნდა ისწავლო რაც ტყვეობაში გაქვს.არ დაგავიწყდეს აქ, ამ ოთახში ყოფნაზე ბევრი ოცნებობს.- არ დარჩა ვალში და კარი გაიხურა. მერე კი საკეტის გაჩხაკუნების ხმა გაისმა.იმის გაფიქრებაზე,რომ გაბრიელის ცხოვრებაში შეიძლება სხვა ქალიც ყოფილიყო,გააგიჟა და დალაგებული ოთახი თავდაყირა დააყენა.დასამტვრევი არაფერი დარჩა,ამიტომ ჯავრი ბალიშებზე იყარა.ბოლოს იატაკზე დაჯდა და უღონოდ ჩამოყარა ხელები.ცრემლი მოერია და ისევ ატირდა.თვალი გააპარა ტუმბოზე დადგმულ საჭმლისკენ და უეცრად ძალიან მოუნდა.იმდენად რომ ცხელი წვნიანის ოხშივარი შეისუნთქა და პირველი ლუკმაც გადაუშვა ყელში…
********
პალატაში წამლების სუნი იდგა. სიცივის გამო ოთახის ხშირი განიავება არ ხდებოდა.დახუთულობას თან ერთვოდა აპარატების ტვინისწამღები წრიპინი.ფერდაკარგული,გამხდარი ალექსანდრე ფიცხელაური გაუნძრევლად იწვა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.ცოლი გვერდით ეჯდა და არ შორდებოდა.ეს დღეები ერთი წამით არ დაუტოვებია მარტო. ყოველთვის სხვანაირი ერთგული იყო ნელი- სხვანაირი სიყვარული და თავდადება იცოდა.
ექიმის შემოსვლამ დააფრთხო და შეშინებული წამოდგა ფეხზე.
-ნუ გეშინიათ,დამშვიდდით.-მაშინვე შეატყო აღელვება ექიმმა.-კარგი ამბის სათქმელად მოვედი.საფრთხემ გადაიარა,ახლა მხოლოდ რეაბილიტაციაა საჭირო.ფეხზე ისევ დადგება და ისევ დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას.უბრალოდ დრო და მოთმინება დაგჭირდებათ.
-მადლობა ღმერთს,-სიხარულისგან ჩაეღიმა ქალს,მაგრამ მალევე შეეცვალა სახე.-ძველებურად აღარაფერი იქნება ექიმო.
-მაშინ იქნებ შეძლოთ და ახალ ცხოვრებაში იყოს ყველაფერი კარგად. სახლში წადით,დაისვენეთ,ერთი დღით მაინც დაიძინეთ საწოლში.
-მართალი ხართ ექიმო.სახლში უნდა წავიდე,მაგრამ იმისთვის არა რომ დავისვენო.იმისთვის რომ იქ დაუსრულებელი საქმეები დამრჩა და უნდა დავასრულო.
-როგორც იტყვით.მას საიმედო ხელში ტოვებთ,პირადად მივხედავ.-უთხრა ექიმმა და ასისტენტს უხმო. ნელიმ კი დაცვას დაუძახა, დავალებები მისცა და სახლში წავიდა….
ზუსტად იცოდა რას გააკეთებდა იქ დაბრუნების მერე.ზუსტად იცოდა რომ სახლში დაბრუნების მერე იქაურობა ისეთი აღარ იქნებოდა,როგორც იმ ღამეს დატოვა.აწყობდა გეგმებს და თან ძალას იკრებდა ამ ყველაფერთან გასამკლავებლად.შავებში ჩაცმულ ქალს ახლა გულიც გაშავებული ჰქონდა.მდუმარედ იჯდა და ხმას არ იღებდა...
მძღოლმა მანქანა ეზოში,პირდაპირ კიბეებთან გააჩერა და კარი გაუღო. ხელი შეაშველა რომ ჩასულიყო და მერე სახლში შესვლაში დახმარებოდა. ქალმა ხელი აუკრა და სწრაფი ნაბიჯებით აიარა გრძელი კიბე.ყურადღება არავისთვის მიუქცევია,არც მულისთვის,რომელმაც მის დანახვაზე გაზეთი გვერდით გადადო და ძმის ამბავი ჰკითხა. მხოლოდ უკან მიჰყვა რძალს.
ქალი შვილის ოთახის წინ გაჩერდა და დაცვის ბიჭს ანიშნა გააღეო.
-თქვენმა ვაჟმა მიბრძანა რომ არავინ შემეშვა მასთან.-დაიბნა ის.
-მე დედამისი ვარ.ამ ოჯახის დიასახლისი და არ მეხება ეგ.გააღე მეთქი,-გაიმკაცრა ხმა.ბიჭმა უარი ვერ უთხრა და გასაღები საკეტს მოარგო…
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მაჩაბელის გოგოს წინაშე წარსდგა ფიცხელაურების მთავარი დიასახლისი.იატაკზე მჯდომი თამთა მაჩაბელი კი ჯიუტად უყურებდა და თვალს არ აშორებდა ამაყად და მედიდურად მდგომ ქალს.მაგრამ მაინც გასცრა ტანში მის გამოხედვაზე. ნელიმ თვალი მოავლო არეულ ოთახს და დამსხვრეულ ნივთებს.ირონიულად ჩაეღიმა და თავზე წამოადგა.
-შენ გგონია პროტესტის ამ გრძნობით რამეს მიაღწევ?შენ გგონია მარტივად დააღწევ თავს ამ ყველაფერს?
თამთას არაფერი უპასუხია,შიშისგან მოიკუნტა და საწოლის ფეხს მიეყრდნო.აღარაფერი დარჩენილიყო იმ მამაცი და ამაყი გოგოსგან…
-ნელი,წავიდეთ აქედან,ცოდოა გოგო. მას არაფერი დაუშავებია,-მკლავზე დაეკიდა მარიამი.
-ხელი გამიშვი.არც ჩემს შვილს დაუშავებია არაფერი,მაგრამ ცოცხალი აღარაა.-უხეშად მოიშორა ქალმა.-ეგ გველის წიწილი აქ ვერ იცხოვრებს,აქ როგორ უნდა იყოს.აქ რა ნამუსით შემოდგა ფეხი?-გაგიჟდა ქალი და ორივე ხელით თმებში სწვდა გოგოს.ძლიერად დაქაჩა და იატაკზე გამოათრია.თამთამ ხელები სტაცა, რომ გაენთავისუფლებინა თავი და ტკივილისგან კივილი დაიწყო. ძლიერად ეჭირა ქალს და ხელს არ უშვებდა.იმდენად გამხეცდა,რომ ვერავინ შეძლო მისი დაოკება. ყვიროდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა გოგოს,მის ოჯახს,მის საგვარეულოს.სწყევლიდა, სრულიად შეურაცხადი იყო.ამაოდ ცდილობდა მარიამი მის დამშვიდებას და მისი ხელიდან თამთას დახსნას.
-აქედან გაგათრევ და ძაღლივით გისვრი ქუჩაში.შენ ჩემი შვილის გვერდით კი არა,ჩემი ოჯახის სიახლოვესაც არ უნდა იყო.ძუკ...ა ხარ, ნამდვილი კახ..ა.უნამუსოდ წევხარ მშვიდად ჩემი შვილის ოთახში,მაშინ როცა ჩემი უფროსი შვილი მიწაში წევს.- ყვიროდა და სახეში ურტყავდა თამთას.უღონოდ მყოფს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა საერთოდ არ შეეძლი.არც ძალა ჰქონდა და არც სურვილი.ალბათ იმის უფლებასაც მისცემდა რომ მოეკლა ნელი ფიცხელაურს,ოღონდ მის ოჯახს არაფერი დაშავებოდა.თავს ამისთვის ნამდვილად გაწირავდა.
-გაბრიელს დაურეკეთ.-დაუყვირა დაცვას მარიამმა და როგორც იქნა ხელიდან გააშვებინა თამთა.ხელები შემოხვია ნელის და გააკავა. მაჩაბელმა თავი ვეღარ შეიკავა,ბოლო წუთს ნელიმ მაინც მოახერხა ხელი ჰკრა და მაგიდას ზურგით მიეჯახა გოგო.აქ საოცარი ტკივილი იგრძნო და თამთამ,ეს არ იყო ჩვეული დარტყმის შედეგად გამოწვეული.ეს სულ სხვა ტკივილს ჰგავდა.წამში ეს ტკივილი წელიდან მუცლისკენ გავრცელდა და მუცლის ქვედა ნაწილში აუტანელი რამ იგრძნო.ხელები წაივლო და ნელ-ნელა ჩაიკეცა იატაკზე.ორიოდე წუთში კი სისხლის გუბე დააყენა ოთახში.იატაკზე ოთხად მოკუნტული იწვა და ტკივილისგან იკლაკლებოდა. სიმწრისგან დაჭრილი დათვივით ღმუოდა...
-მიშველეთ,ვკვდებიი.-დაიკვნესა და თვალები დახუჭა..
-მოკვდიი ძაღლის შვილო.-ზიზღით მიაძახა ნელიმ და უგონოდ მყოფს ზემოდან დააფურთხა.-გამიშვი,უნდა დავასრულო დაწყებული.-ისევ გაიბრძოლა ქალმა და სწორედ ამ დროს დაიქუხა.
-დედაააა.-იყვირა გაბრიელმა. -მამაჩემიც არ ყოფილა ასეთი შეუბრალებელი.ერთ ნაბიჯსაც გადადგავ ან ერთ სიტყვას კიდევ იტყვი და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-აქ არ უნდა იყოს.ან ჩემს გვამს გაიტან აქედან ან მისას.-ისევ დაიყვირა ქალმა.
-მე უკეთესს გეტყვი,-იარაღმა გაიელვა ფიცხაურის ხელში.დედას ხელში ჩაუდო და მკერდზე მიიბჯინა.-უკეთესი იქნება თუ ჩემს გვამს გაიტანთ.
-მის გამო რას აკეთებ?
-ამას მის გამო კი არა,ჩვენს გამო ვაკეთებ.როგორ ვერ გაიგეთ რომ ოდესმე ეს უნდა დასრულდეს.- კონტროლი უჭირდა ბიჭს და თან გოგოსკენ იყურებოდა.-ახლავე გადი აქედან.გიკრძალავ ამ ოთახში კი არა, საერთოდ ამ სართულზე ამოსვლას.
-შენ ვერაფერს ამიკრძალავ.
-აგიკრძალავ და მერედა როგორ.ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა,სანამ მამაჩემის ადგილის დაკავებას მაიძულებდი. სანამ იარაღს ამაღებინებდით ხელში და ამ ხელებს სისხლით გამასვრევინებდით.ახლა უკვე გვიანია ამაზე ფიქრი და ამის წინააღმდეგ წასვლა...ასე რომ აქედან გადი. -იღრიალა საბოლოოდ მოთმინება დაკარგულმა და ხელი გასასვლელისკენ გაიშვირა. უკმყოფილო და გაბრაზებული გაემართა გასასვლელისკენ ქალი. გაბრიელმა კი მარიამს შეხედა, რომელიც თამთასთან ჩაცუცქულიყო და ცივი წყლით სახეს უზილავდა.
-ძალიან ცუდადაა.-თავი გააქნია ქალმა.ბიჭმა ხელში აიყვანა გოგო და კიბეზე დაეშვა.უკანა სავარძელზე მიაწვინა და მანქანას მეორე მხრიდან მიუჯდა.სანამ დაქოქა კარი გაიღო და ვიღაც დაჯდა უკან.
-არ გეგონოს მარტო დაგტოვებთ.მეც მოვდივარ.-მკაცრად უთხრა მარიამმა და გოგოს თავი მუხლებზე დაიდო..
ლოდინის წუთები უსასრულოდ გაიწელა.თამთას ნაცემი, დალურჯებული და გაწამებული სახე ახლაც თვალწინ ედგა.ვერც დედამისის ასეთ ცვლილებას ეგუებოდა. დედის კულტის დანგრევა მისთვის ორმაგად მტკივნეული იყო. ახლა პირველად გამოუტყდა საკუთარ თავს რა განასხვავებდა მაჩაბელებს მათგან- ეს ნინო მაჩაბელის დამსახურება იყო…
მარიამი გვერდით ეჯდა და მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. მის ყოველ ამოოხვრაზე ხვდებოდა რას განიცდიდა ახლა ბიჭი.ოდესღაც ხომ ისიც ამ დღეში იყო-ისიც ასე გაწირეს და მერე უპატრონოდ დააგდეს. აბა სხვას ვერაფერს არქმევდა იმ საქციელს,რაც მისმა ოჯახმა ჩაიდინა- პირდაპირ სახლიდან წაიყვანეს და მიუყვანეს მომავალ ქმარს.მერე წლები აღარ გაუხედავთ მისკენ,სანამ ტასო არ დაიბადა..ახლა იგივეს უკეთებდნენ გაბრიელსაც…
ექიმი დაინახეს და მაშინვე ფეხზე წამოდგა ორივე. დაღლილი და განაწამები სახე ჰქონდა.აშკარად ეტყობოდა რომ ნანერვიულებიც იყო. წინ გაუსწორდა და ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა:-ვიზიარებ..
-რა თქვით?-ელდა ეცა ბიჭს.
-ვიზიარებ..ბევრი ვეცადეთ,მაგრამ ბავშვი ვერ გადავარჩინეთ.დედის მდგომარეობა მძიმე იყო,მისი ორგანიზმი დასუსტებული.დარტყმამ მუცლის მოშლა გამოიწვია.
გაშეშდა ფიცხელაური ექიმის ნათქვამი რომ გაიაზრა.რომ მისი შვილი,მისი აკრძალული,მაგრამ მაინც სიყვარულის ნაყოფი ქვეყნიერებას ვეღარ მოევლინებოდა.რომ უცოდველმა არსებამ აგო პასუხი ყველას ცოდვებზე.
-მან იცის?-მხოლოდ ეს იკითხა.
-ჯერ არა,გონზეც არ მოსულა.ოპერაცია ჩავუტარეთ,თანაც ის ჩალურჯებები რაც აქვს და ანალიზების პასუხები ძალიან ცუდ რამეზე მიუთითებს.მის გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება.
-ჯერ არაფერი არ უთხრათ ექიმო.
-კარგი.მის მდგმარეობაში ეს ისედაც მძიმე გადასატანი იქნება.ცოტას მოვიცდით. გონს რომ მოვა დაგიძახებთ.
როგორც კი მარტო დარჩნენ,ვეღარ შეიკავა თავი,ემოციებმა და ტკივილმა ძალა გამოაცალა,იატაკზე ჩაიკეცა და ღრიალი მორთო.ფიცხელაური ცხარე ცრემლებით ტიროდა.მასთან ერთად კი მამიდა იყო,რომელიც გულში იხუტებდა და მის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა….
*****
გონს გვიან მოვიდა.მძიმედ გაახილა ქუთუთოები და კედელზე დაკიდებულ საათს დახედა,რომელიც დილის ხუთს აჩვენებდა.ორივე ხელზე წვეთოვნები ედგა,გადასხმებს ოდნავ მოეღონიერებინა.მაგრამ მთელი სხეული სტკიოდა.გარეთ ძლიერი ქარი ყველაფერს ანგრევდა.მაჩაბელი კი უკვე დანგრეული სახლივით იყო…
თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა.მარტო არ იყო.ფიცხელაურის ზურგი მაშინვე ამოიცნო.დუმდა ბიჭი და ძლიერად უჭერდა მუშტებს.გოგო მიხვდა რაღაც მომხდარიყო.ადრეც ასე იცოდა.როცა რაღაც რიგზე არ იყო,ყოველთვის ასე აკეთებდა.
-ჩემზე ნუ ნერვიულობ,კარგად ვარ.-ისე უთხრა რომ გაემხნევებინა,არადა ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. სწრაფად მოტრიალდა ბიჭი და წამში მასთან გაჩნდა,საწოლზე ჩამოუჯდა, თავზე გადაუსვა ხელი.
-კარგად ხარ?-შიში ერია მის ხმაში.
-თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებული?რატომ არ გძინავს?აქ არ უნდა იყო.-ნაძალადევად გაიღიმა გოგომ.
-არ გახსოვს რა მოხდა?
-მახსოვს...ყველაფერი მახსოვს.
-რატომ არ შეეწინააღმდეგე?
-მას ამის უფლება ჰქონდა.იქნებ ჩემმა სიკვდილმა ყველა დააოკოს და დაამშვიდოს..
-მე?ჩემზე არ გიფიქრია?ყველა თუ დამშვიდდა,მე რა ვქნა უშენოდ?
-ჩვენი ერთად ყოფნა რომ შეუძლებელია არ იცი?ჩვენ რომ ერთად ვერ ვიქნებით,დედაშენი და შენი საგვარეულო რომ ამას არ დაუშვებს ხომ იცი არა?-ცრემლი ჩაუდგა გოგოს თვალებში.
-ფეხებზე მკი...ა ყველა და ყველაფერი,ყველას აზრი,ყველას გრძნობა.მე უნდა ვიყო ბედნიერი.- ხელები დაუჭირა ბიჭმა და სათითაოდ დაუკოცნა.
-მაშინ რატომ მექცეოდი ასე?რატომ მიმიყვანე ამ მდგომარეობამდე?
-მე სულ შენს გვერდით ვიყავი,შენ რომ გეძინა,შენს მშვიდ ძილს ვდარაჯობდი..მაგრამ მაინც ვერ დაგიცავით..ვერ დაგიცავით…
-უკვე ვიცი.-ხელები გამოსტაცა გოგომ და მუცელზე მოისვა..-ახლა სრულიად დავცარიელდი..ცარიელი ქალი კი რაში გჭირდება?
-მაპატიე,გთხოვ მაპატიე ასე თუ დაგტანჯე.ასე ცივად რომ მოგექეცი. რომ ვერ დაგიცავით..
-უცნაურია,მაშინ როცა მე უნდა ვტიროდე,შენ ტირიხარ.მე კი ქვის ლოდად ვარ ქცეული.იმის ძალაც კი არ მაქვს რომ აქედან ავდგე და ყველაფერი დავლეწო,რომ ჩემი შვილის სიკვდილის გამო შური ვიძიო.
-ის მარტო შენი არ იყო.ჩემიც იყო.არ დაგავიწყდეს მეც ისევე მტკივა, როგორც შენ.შეიძლება შენზე მეტადაც კიი,რადგან ეს დედაჩემის და ჩემი მიზეზით მოხდა.
-იცი ყველაზე მეტად მესმის დედაშენის.ხომ არ ვიცოდი რომ ორსულად ვიყავი და ის ჩემს სხეულში იყო,მაგრამ ახლა როცა გავიგე, მივხვდი რომ ეს ქალის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა...მივხვდი რას განიცდის შვილის დაკარგვის მერე,მაგრამ იმას ვერ ვხვდები ამდენი სიბოროტე საიდან აქვს რომ სხვისი შვილი და საკუთარი შვილიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტოს…..
-ვიცი,ვიცი ჩემო ძვირფასო.ვიცი ასე არ უნდა მოქცეულიყო.ასე არ უნდა გაეკეთებინა.ვიცი რომ ეს უპატიებელი საქციელია,რომ ამას ვერ აპატიებ… ვერც მე ვაპატიებ,ჩემთვისაც რთულია. ალბათ ეს ბავშვი ყველას ცხოვრებას შეცვლიდა.ყველას რაღაცაზე დაგვაფიქრებდა,ყველას სხვა მიზნებს დაგვისახავდა.მაგრამ იმედს არ ვკარგავ და მჯერა რომ ოდესმე ყველაფერი შეიცვლება.ისევ გვექნება ამის შანსი…
-ამას ახლა აქ ამბობ.ამ კედლებს მიღმა კი სხვა სამყაროა.სამყარო სადაც ერთმანეთი სძულთ და ჩვენც უნდა გვძულდეს...მეც მძულხარ.. იმდენად მძულხარ,რამდენადაც მიყვარხარ...და რაც არ უნდა გააკეთო ამას ვერაფრით ვერ შეცვლი.
-მართალი ხარ.რაც არ უნდა გავაკეთო ვერ შევცვლი.მაგრამ შეუძლებელს გავაკეთებ და ეს არ დაგავიწყდეს… შეუძლებელს შევძლებ და ჩვენ ისტორიას დავწერთ…
-ისტორია დაიწერა უკვე.და ეს კარგად არ დასრულდება იცოდე.-ზიზღით მოიშორა გოგომ ბიჭი,წამოდგომა და გაქცევა სცადა,მაგრამ ფიცხელაურმა ხელები შემოხვია და ძლიერად ჩაიკრა.გოგო ხელებს მკერდში ურტყავდა და ცდილობდა მოშორებას.
-დამშვიდდი,ჩემო ლამაზო,ჩემო ძვირფასო,დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება.
გოგომ შეწყვიტა წინააღმდეგობა,თავი მის ყელში ჩარგო,ვეღარ გაუძლო და ძლიერად ატირდა…
პირველად იგრძნო გაბრიელმა რას გრძნობდნენ მისი მშობლები ზურას დაკარვისას,რა მძიმე იყო მათთვის.. მისთვის კიდევ ერთხელ იგივეს განცდა სიკვდილის ტოლფასი იყო….
ბავშვი-უცოდველი ბავშვი,რომელსაც არაფერი დაეშავებინა საერთოდ აღარ არსებობდა.მას უბრალოდ ერთადერთი რამე ჰქონდა ცოდვად- რომ იყო ფიცხელაურების და მაჩაბელების კერაზე აღმოცენებული ახალი სიცოცხლე,ახალი ნერგი, რომელიც ახალ ცხოვრებად დაუდებდა დასაბამს.ახლა ყველაფერი ისევ ისე იყო,ისევ ძველი რეალობა,წინაპართა ცოდვებმა კიდევ ერთი ბავშვი იმსხვერპლა,რომელსაც შეეძლო სამუდამოდ შეეცვალა ყველას ცხოვრება…
ასე ტირილში ჩაეძინა თამთას. ბიჭმა საწოლში დააბრუნა და საბანი გადააფარა.მერე ექიმებს დაუძახა და მომხდარი უთხრა.გამოგლეჯილი წვეეთოვნები შეუსწორეს, დამამშვიდებელი გაუკეთეს.
-დილამდე იძინებს.-მოახსენა მკურნალმა ექიმმა.
-ძალიან კარგი.ამაღამ მასთან დავრჩები,ხომ შეიძლება.
-შეიძლება.
-მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ იქნება?
-ამაზე ხვალ ვისაუბროთ.ახლა დასვენება და დრო სჭირდება მის ორგანიზმს.
-კარგი ექიმო.
-გამძლეობა მოგცეთ უფალმა.-კიდევ ერთხელ დაემშვიდობა და მარტო დატოვა.
ისევ მარტო დარჩნენ.მერე გაახსენდა რომ გარეთ მამიდა მარტო ელოდებოდა და მასთან დაბრუნდა. შორიდან შეატყო რომ ქალი ძალიან დარდობდა და ნერვიულობდა. როგორც კი ძმისშვილი დაინახა მისკენ მიმავალი,ფეხზე წამოხტა და მისკენ წავიდა,არ დააცადა მიახლოება.
-როგორ არის?
-საშინლად...განადგურებულია და გაბოროტებული.ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობს.ვერც ვამტყუნებ მართალია.-ხელები გაშალა ბიჭმა და ურეაქცუოდ აიჩეჩა მხრები.-რა გავაკეთო?როგორ მოვიქცე?
-არაფერი არ უნდა გააკეთო.უბრალოდ მის გვერდით იყავი.მე კი თქვენს გვერდით ვიქნები...
-მადლობა მამიდა.მადლობა რომ დედაჩემის ნაცვლად შენ ხარ აქ.-
მოეხვია ბიჭი.
-ვიცი ახლა რასაც გეტყვი ბანალური სიტყვებია, გაცვეთილი და აზრს დაკარგული,მაგრამ მაინც გეტყვი ყველაფერი მოგვარდება,ყველაფერი კარგად იქნება.-მის გამხნევებას ცდილობდა ქალი.
-მართლა არ ვიცი რა იქნება კარგად და რა არა,მაგრამ ახლა გვიანია,შენ სახლში უნდა წახვიდე და დაისვენო. ბიჭებს დავუძახებ,წაგიყვანენ.
-არა,დავრჩები,რომ დაგჭირდეთ?
-ამაღამ არა,მაგრამ ხვალ მოდი და მასთან დარჩი,სანამ მე დაუსრულებელ საქმეებს დავასრულებ.
-კარგი.-მცირე ყოყმანის შემდეგ დასთანხმდა ქალი და გაბრიელის მიერ გამოძახებულ დაცვას სახლში გაჰყვა…
მას შემდეგ რაც დღეს მოხდა,სულ ფიქრობდა რომ ნელის თავს რაღაც მოხდა და რაღაცის გამო გამწარდა ასე,მაგრამ მაინც ვერ მოუძებნა გასასამართლებელი მიზეზი მის საქციელს.ერთადერთი იყო მარიამ ფიცხელაური,ვინც მტერი ვერ შეიზიზღა.ვინც ყოველთვის ცდილობდა მშვიდობის მტრედი ყოფილიყო,მაგრამ არ გამოსდიოდა. ყოველი ახალი ადამიანის სიკვდილი, ამ მტრობას შეწირული ყოველი ახალი სიცოცხლე,სხეულის ნაწილს ყოველ ჯერზე აჭრიდა,მის აკრძალულ სიყვარულს შეწირული ადამიანები დანაშაულის გრძნობას სულ უფრო და უფრო უღრმავებდნენ.ხვდებოდა რომ დრო დადგა რომ მასაც რაღაც გაეკეთებინა, ძმისშვილს გვერდში დასდგომოდა რომ ეს მტრობა სამუდამოდ დაესრულებინა…
შუაღამე იყო,მაგრამ სახლში ანთებული სინათლე მიუთითებდა იმაზე,რომ არ ეძინათ.დაცვის ბიჭებს მადლობა გადაუხადა რომ ასე გვიან შეაწუხეს მის გამო.მათი პასუხიც შესაბამისი იყო და ჩაეღიმა კმაყოფილს.-გაბრიელის გამო სიცოცხლესაც გავწირავთ და ამ პატარა თხოვნაზე უარს როგორ ვეტყოდითო.
-სახლში წადით ბიჭებო,ხვალ ახალი წელია,ოჯახებსაც სჭირდებით. წინასწარ გილოცავთ,ამ წელს მაინც გისურვებთ ნაკლებ დაძაბულობას და ნაკლებ ნერვიულობას.-გაუცინა და ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად,მერე მიბრუნდა და იმ საშინელ,გრძელ კიბეებს აუყვა…
სახლის კარი რომ შეაღო,მაშინვე იგრძნო დაძაბულობა.მსახურები წინ და უკან დაბნეულები დადიოდნენ და იქაურობას ალაგებდნენ.შიდა კიბესთან კი ნელი იდგა და დავალებებს აძლევდა.დაცვის ბიჭებიც კი იქ იყვნენ და ავეჯის გადაადგილებაში ეხმარებოდნენ..
-რა ხდება აქ?-იკითხა მაშინვე და მის პირდაპირ,მოშორებით მდგარ რძალს გახედა.
-ჩემს არყოფნაში სულ წასულან ხელიდან.ყველაფერი მტვრითაა დაფარული და სიბინძურის სუნი იგრძნობა.-უპასუხა მან.
-ახლა ამის დრო არაა.-ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა ქალს.
-ნუ ერევი ჩემს საქმეში.
-შენ არ შეგიძლია მათ ასე მოექცე, თავი ხელში აიყვანე ნელი.
-შენ ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო.
-არ გიბრძანებ,გთხოვ.-ისევ ასე იდგნენ ოთახის ბოლოში ორივე და ახლოს მისვლას არ აპირებდნენ. ერთმანეთს შორიდან ბურღავდნენ მზერით.დაძაბულობა მსხვრევის ხმამ დაარღვია.ახალ მსახურ გოგოს ნერვიულობისგან ლარნაკი გაუვარდა ხელიდან.შიშისგან ფერი გადაუვიდა სახეზე და ადგილზე მოიკუნტა.
-რა გააკეთე?-იკივლა ნელიმ და მისკენ დაიძრა.-იცი მაინც ეს რა ღირს? შენი სამი თვის ხელფასია ამის ფასი ან მეტი.ახლავე აკრიფე. გოგო კანკალით დაიხარა და ნატეხების შეგროვება დაიწყო. დანარჩენები დაძაბულები შეჰყურებდნენ მას.
-გაჩერდი.ახლავე ადექი და წადი დაისვენე,მე მივხედავ.-უთხრა მარიამმა,მაგრამ ნელი თავზე ადგა და გოგოს ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.
-ჩემს წინააღმდეგ მიდიხარ?
-შენ ეს ნივთები გადარდებს მხოლოდ? ადამიანებზე არ ფიქრობ?მათზე არ ფიქრობ?რომელი საათია?არ გადარდებს რა გააკეთე ცოტა ხნის უკან?შენთვის ნივთები უფრო მნიშვნელოვანია?-ხელში პირველივე ვაზა აიღო და იატაკს დაანარცხა.-ამას ასეთ მნიშვნელობას ანიჭებ? კარგი, ახლა ნახე მათ რას ვუზავ.-ხმა გაიმკაცრა ქალმა და კიდევ რამდენიმე ნივთი გაუყენა იგივე გზას. მსახურები ადგილზე გაშეშდნენ, დაცვის წევრებმა კი მისი შეჩერება სცადეს.
-არ გაბედოთ,არავინ არ ჩაერიოთ. ყველანი ადგილებზე დარჩით ან საერთოდ აქედან წადით.ახლავე დაგვტოვეთ,-იყვირა მარიამმა.
-რას აკეთებ?გაგიჟდი?-გაოცებულმა შეხედა ნელიმ.
-იმას ვაკეთებ რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა.
-შენ მათ ვერაფერს უბრძანებ,ახლავე დაბრუნდით.ამ ოჯახის დიასახლისი და მმართველი მე ვარ.
-შენ?-მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მარიამმა.-შენ აღარავინ აღარ ხარ.შენ ჩემს თვალში ყველაფერი დაკარგე,რითაც ასე ამაყობდი.რითაც ვამაყობდი რომ ნელი ფიცხელაური ჩემი რძალი იყო.ახლა შეხედე შენს თავს.ვინ ხარ?ერთი საცოდავი ქალი.
-შენ მე მასწავლი როგორი უნდა ვიყო? შენ მე მასწავლი როგორ ვიცხოვრო და მიმითითებ შეცდომებზე?ქალი, რომელიც ოჯახის ღალატს აპირებდა და დანიშნულ თუ ცოლიან კაცთან აბავდა რომანს.რომელმაც ამდენი ადამიანი შეიწირა.-იყვირა ნელიმ.
-ჩემი ცოდვები კარგად ვიცი.მაგრამ ერთი რამ არ ნამდვილად არ ჩამიდენია-ჩემი შვილები უბედურებისთვის არ გამიწირავს და არც საკუთარი შვილიშვილის მკვლელი გავმხდარვარ.-აღარც მარიამი აკლებდა უკვე.-ნუ მიყურებ გაოცებული თვალებით.შენმა შვილმაც ჩემი გზა აირჩია,მასაც მტრის შვილი შეუყვარდა და ის გოგო მისგან ბავშვს ელოდებოდა.შენი ამაზრზენი საქციელით კი უცოდველ ბავშვს დაბადების უფლება არ მიეცი.
-ის გოგო ჩემი შვილის მკვლელის ოჯახიდანაა.არ დავუშვებ და ოჯახში არ მივიღებ.იმ ბავშვსაც მკვლელების სისხლი ექნებოდა.-უკან არ იხევდა ნელი,თუმცა ეტყობოდა რომ მოსმენილით გაოგნებული იყო.
-და ჩვენ?ჩვენი ოჯახი წმინდანია?შენს ქმარს არავინ მოუკლავს?მის ხელებზე არ არის ადამიანების სისხლი?რა მნიშვნელობა აქვს დააშავეს თუ არა? ეს არავის არ ამართლებს.იმდენი გააკეთეთ გაბრიელიც კი ყელამდე შეიყოლეთ ამ ჭაობში.გილოცავ, ნამდვილად საუკეთესო დედა ხარ.. ნამდვილად იმსახურებ ამ ტიტულს.- ირონია გაურია ხმაში მარიამმა.- დღეიდან ამ სახლში ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე ვიტყვი.თუ შეგახსენო რომ მემკვიდრეობით მეც მაქვს უფლებები აქაურობაზე?
-არ გირჩევ ჩემთან ომს.-გამოსცრა ნელიმ.
-ეს შენ არ გირჩევ ჩემთან ომს…. მკვლელებს არ დავინდობ,ჩემი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ.-მხარი გაჰკრა ქალმა და ისე აუარა გვერდი.
ერთ ადგილს მიყინული ნელი დიდხანს იდგა ასე და მომხდარის გაანალიზებას ცდილობდა..
*******
არასდროს სდომებია ასე ქალის ჩახუტება,როგორც ახლა უნდოდა თამთას სურნელის კიდევ ერთხელ შეგრძნება,და არასდროს შესცოდებია ისე არავინ როგორ ახლა ის ეცოდებოდა.ეს სილურჯეებიც გაქრებოდა და ეს ყველაფერიც გაივლიდა,მაგრამ ამ სულიერ ტკივილს ალბათ ვერც ერთი დააღწევდა თავს.იყო თუ არა ეს შესაძლებელი არ იცოდა,მაგრამ ის იცოდა,რომ ამიერიდან მისთვის ყველაფერს გააკეთებდა,რომ მისთვის ამ შავ-ბნელი სამყაროს გაფერადებას აუცილებლად შეძლებდა.მანამდე კი რამდენიმე აუცილებელი საქმე უნდა დაემთავრებინა.აუცილებლად უნდა დაესრულებინა ის,რაც დაიწყო და რამაც ყელამდე ჩაითრია…
მთელი ღამე მის გვერდით იწვა, ხელები შემოეხვია და გულში ძლიერად იხუტებდა.მისი სურნელი ახლა წამლების სუნს დაეფარა.ვეღარ გრძნობდა იმას,რაც ასე ახვევდა თავბრუს…
გვიან გათენდა.რაღაცნაირი მოღრუბლული დღე იყო.წელიწადი ბოლო დღეს ითვლიდა.უცნაურად გრძნობდა თავს.არ იყო კარგის მოლოდინში.გუმანით გრძნობდა რომ რაღაც მოხდებოდა.არ დააყოვნა ზარმაც.თათულის ნომერი რომ ამოიცნო,სწრაფად უპასუხა.
-თათუ როგორ ხარ?მშვიდობაა?
-ჩვენთან კი,შენთან?
-ამაზე სხვა დროს...საქმეზე გადადი პირდაპირ.
-ჯარჯი ვარ.-მოესმა მეორე მხრიდან.
-გისმენ.-დაიძაბა ბიჭი.
-დღეს უხუცესების კრებაა.ყველა იქნება.შენც უნდა მოხვიდე.
-რომელ საათზე და სად?
-სამზე.ისევ იქ,სადაც მაშინ.
-ჯარჯი…-გაჩუმდა ფიცხელაური.
-ჰოო..-მისი ხმა უცნაურად ჟღერდა.
-ისევ შეიძლება გენდო?
რამდენიმე წამი სიჩუმე იყო ყურმილის მეორე მხარეს.მერე კი მისი ხმა გაისმა.
-იმაზე ფიქრი თუ ვინ ვის უფრო მეტი დაუშავა,შორს ვერ წაგვიყვანს, მითუმეტეს ახლა როცა საქმე მხოლოდ ჩვენ არ გვეხება.ასე რომ კი,შეგიძლია ისევ მენდო,იმიტომ რომ მე შენ გენდე მაშინ როცა ამის მიზეზი არ მქონდა.
-მადლობა..მადლობა რომ ვიღაცას მაინც სჯერა და ესმის ჩემი. შეხვედრამდე.-დაემშვიდობა,ტელეფონი გათიშა და თამთას გადახედა, რომელსაც ისევ ეძინა. ფრთხილად გამოაცალა ხელი და საწოლიდან წამოდგა.ექიმის მოსვლის დრო იყო.
პალატის სააბაზანოში შევიდა,წყალი შეისხა სახეზე და მერე უკან დაბრუნდა.ექიმმაც შემოაღო კარი.
მძინარე გოგო გასინჯა,აპარატებს შეავლო თვალი და თავი გააქნია.
-რა ხდება ექიმო?
-ძალიან სუსტადაა.რამდენიმე დღე აქ მიუწევს დარჩენა.მის მონაცემებში ცვლილებები არ არის.
-აქ იქამდე დარჩება,სანამ საჭირო იქნება.მის გამოსაჯანმრთელებლად ძალა და ენერგია არ დაიშუროთ.არც ფულია პრობლემა.
-ვიცი,ეგ არაა მნიშვნელოვანი. საყურადღებოა ის რომ მას არ უნდა გამოჯანმრთელება.
-ამას მე მივხედავ.მაგრამ მანამდე ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. შემიძლია რაღაც გთხოვოთ?
-დიახ.
-საღამომდე არ გააღვიძოთ.
ექიმმა თავი დაუქნია და დაემშვიდობა.მერე ისევ თამთასთან ჩამოჯდა სანამ წასვლის დრო მოვიდოდა..
ცოტა ხანში მამიდამ შემოუღო კარი. ქალს მაშინვე შეატყო,რომ ვერ იყო ხასიათზე და რაღაც მომხდარიყო. თუმცა აღარ უკითხავს,მხოლოდ თამთასთან დარჩენა სთხოვა მის მოსვლამდე…
ისევ ის ადგილი.ისევ შეხვედრა უხუცესებთან.ისევ ის დაძაბულობა, ისევ ის ადამიანები და მაგიდასთან მჯდომი ადამინების რაოდენობრივი ზრდა.ამჯერად ქეთო და ვახო მაჩაბელებიც იქ იყვნენ ალუდა ჩოხელთან და გვარის სხვა უხუცესებთან ერთად.
გაბრიელი მარტო მივიდა ყოველგვარი დაცვის გარეშე.მშვიდად გადახედა ყველას,მზერა გაუსწორა ვახოს და პირდაპირ დაუჯდა.ჯიუტად გაუსწორა თვალი.კრება დაიწყო.ყველა თავის აზრს გამოსთქვამდა,ყველა რაღაცას ამბობდა,კამათობდნენ,უფრო მეტად ქეთო მაჩაბელი აქტიურობდა.ის კი იჯდა და მშვიდად ისმენდა.ყველა, წინააღმდეგობის მიუხედავად,მაინც ერთი აზრისკენ იხრებოდა,რომ საჭირო იყო ამ ომის დასრულება.
მითუმეტეს რომ ვახო მაჩაბელმა ფაქტები დაუდო წინ და მოწმეები მოიყვანა,რომლებიც ადასტურებდნენ რომ იმ ღამით ფიცხელაურებზე თავდასხმა მათი მოწყობილი არ იყო და ვიღაც აშკარად ფარულად მოქმედებდა მათი სახელით ზურგსუკან.ყოველი წაკამათების და წინადადების ბოლოში,გაბრიელს გახედავდნენ,მაგრამ ის ჯიუტად დუმდა,მხოლოდ ისმენდა.ბოლოს მიხვდა,რომ ყველა მის სიტყვას ელოდა და სავარძელში გასწორდა, წელში გაიმართა,წამოდგა და მხოლოდ ორიოდე სიტყვა თქვა.
-ომი დასრულებულია.-მობრუნდა და წამოსვლა დააპირა.
-ასე წასვლა არ შეიძლება.ამის დასტურიც გვინდა.-დააწია ვასილმა.
-ერთ თვეში ქორწილი უნდა გაიმართოს,შენ თამთა მაჩაბელზე უნდა დაქორწინდე.მემკვიდრე უნდა დაიბადოს.-დაეთანხმა ივანე.
-ქორწილი იქნება.ჩვენი გვარიდან უკვე წაიყვანეს ქალი და მათი ქორწილი იქნება.მემკვიდრეც უკვე არსებობს.-მიბრუნდა და ჯარჯის გაუსწორა თვალი,რომელმაც დაბნეულმა გახედა.
-მე შენ ქალიშვილი გაგატანე,განდე, შენ დამპირდი რომ ბედნიერ ქალად აქცევდი,ასე რომ ქორწილიც და მემკვიდრეც თქვენი უნდა იყოს.- თქვა ვიღაცამ.ყველამ კარისკენ გაიხედა.იქ ნინო მაჩაბელი იდგა.
-მე და ჩემი გვარი ირგვლივ ყველაფერს ვანადგურებთ,ყველაზე საუკეთესოს,რასაც ვეხებით.-უთხრა ბიჭმა.
-შენ სხვა ხარ.შენ სხვანაირი ხარ და ზუსტად ვიცი რომ შენ ამ ყველაფერს შეცვლი.ტყუილად არაფერს დამპირდებოდი არც მე არც ამ ხალხს.
ყველას გადახედა,თვალი მოავლო და უსიტყვოდ დატოვა იქაურობა.აღარ გაუგია როგორ დასრულდა შეხვედრა. მხოლოდ ერთ რამეზე იყო ახლა ორიენტირებული- თამთა მაჩაბელი სააქაოს უნდა დაებრუნებინა…
ბევრი იკამათეს,იჩხუბეს,იყვირეს. ქალების ადგილი აქ არ არისო რამდენჯერმე ახსენეს,მაგრამ ქეთო და ნინო მაჩაბელები იქიდან ვერ გაიყვანეს.სანამ შეთანხმებამდე არ მივიდნენ-გვარებს შორის გოგოების გაცვლა და ქორწინება იქამდე იქნებოდა ზავის დასტური,სანამ ისევ რამე არ მოხდებოდა და მტრობას არ განაახლებდნენ.ეს კი არავის აღარ სურდა…
******
სახლში მხოლოდ თათული იყო. მისაღებში იჯდა,ბუხართან,პლედი მოეხვია და წიგნს კითხულობდა. შემოსასვლელი კარი გაჩხაკუნდა და მაშინ შეწყვიტა კითხვა.მისკენ მიმავალი ქმარი დაინახა,გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.ჯარჯიმ ლოყაზე აკოცა ცოლს,მერე კი ხელი მოხვია და გვერდით მიუჯდა.გოგოც გაიტრუნა და მკერდზე მიეკრო.
-მარტო ხარ?
-კი.
-ანა?
-წვეულების მერე არ დაბრუნებულან სახლში.
-ეგ როგორ?ნუთუ...
-არ ვიცი,შეიძლება ყველაფერი გაარკვიეს და ახლა თაფლობის თვეში არიან…
-შეხედე ჩემ ძმას.-ჩაეცინა ბიჭს.-არადა ამბობდა რომ მხოლოდ მისი დახმარება უნდოდა.
-დახმარების სურვილი ზოგჯერ მის გვერდით ყოფნის სურვილში ერევათ და როცა ამას ხვდებიან ყურებამდე არიან შეყვარებულები.
-ჩვენ რომ ასე არ დაგვემართა? როგორც კი დაგინახე,მაშინვე მომაჯადოვე.შენით შეპყრობილი გავხდი.
-მე კი შენით ჩემო სიყვარულო.- გაუღიმა ბიჭმა და აკოცა.
-აბა როგორ დასრულდა შეხვედრა?
-ისე,როგორც გინდოდა.გაბრიელმა მხოლოდ ორი სიტყვა თქვა,მაგრამ ყველამ გაიგო.
-ის რასაც ამდენ ხანს ელოდით მიღწეულია?
-ნამდვილად...თუმცა ამისთვის ქორწილს და მემკვიდრეს ითხოვენ. ორმაგი ქორწილი იქნება…
-ერთი მემკვიდრე უკვე არსებობს. -მისი ხელი აიღო გოგომ და მუცელზე მიიბჯინა,ზემოდან კი თავისი ედო და საყვარლად უღიმოდა.ჯარჯიმ გვიან გაიაზრა რა უთხრა ცოლმა და დამუნჯდა.იმდენად რომ ხმა ვერ ამოიღო,გაშეშებული უყურებდა ცოლს. ელდამ რომ გადაიარა ხელში აიტაცა ცოლი,რამდენჯერმე ჰაერში დაატრიალა და მამა ვხდებიო იღრიალა ბედნიერმა…
********
საავადმყოფოში წასვლამდე სახლში შეიარა ტანსაცმლის გამოსაცვლელად.ოთახი,სადაც ის ამბავი მოხდა,ისე დაელაგებინათ, თითქოს არც არეულიყო.თითქოს არაფერი მომხდარიყო.მაგრამ ნივთებისგან დაცარიელებული. მხოლოდ საჭირო ავეჯი დარჩენილიყო.მისაღებში მომხდარი ცვლილებებიც არ გამოჰპარვია მის თვალს…
იდგა ოთახის შუაგულში და ისევ სისხლში მწოლიარე თამთა ედგა თვალწინ,მასთან ერთად კი პატარა არსება იწვა,რომელიც ხელებს მისკენ იშვერდა და ტიროდა.მოლანდება რამდენიმე წამს გაგრძელდა,მერე კი გაქრა და ისევ რეალობის წინაშე დადგა,რთული იყო ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მიზეზი,რომ სამყარო შესძულებოდა…
სწრაფად გამოცვალა,წყალი გადაივლო და ოთახიდან გამოვიდა. მეორე სართულზე რომ ჩამოვიდა, დედას შეეჩეხა.ქალმა ჯიუტად გაუსწორა თვალი.ისიც სადღაც მიდიოდა,სავარაუდოდ საავადმყოფოში.გვერდი აუარა და გასცდა,მაგრამ ზურგსუკან მისი სიტყვები დაეწია.
-მამაშენის სანახავად ერთხელაც არ მოსულხარ,იმ კახპ….ან კი მთელი ღამე იყავი…
-კიდევ ერთხელ მოიხსენიებ მას ასე და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. -უპასუხა მშვიდად…
-რა გაგიკეთა ასეთი,რომ ოჯახის წინააღმდეგ მიდიხარ?
-არაფერი,არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ და არც ოჯახის წინააღმდეგ მივდივარ.ეს თქვენ გაუკეთეთ საკუთარ თავებს...შენ მართლა გგონია,რომ ყველაფრის მიუხედავად მამაჩემის სანახავად არ მოვსულვარ? ან მისი ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცი?იცი რამდენჯერ შემოვსულვარ ფეხაკრეფით,რომ მის გვერდით გადაღლილობისგან ჩაძინებული არ გამეღვიძებინე?რამდენჯერ მიკოცნია შენთვის შუბლზე ფრთხილად რომ არ გაგღვიძებოდა.მაგრამ შენ ეს საერთოდ არ გადარდებს ხომ?შენ მართლა ასეთი უგულო გგონივარ?
-არა,ვიცი რომ ამქვეყნად ყველაზე თბილი და კეთილი გულის პატრონი ხარ.-დამნაშავესავით ჩაღუნა ქალმა თავი.
-შემომხედე დედა,შემომხედე და მითხარი რა მიზეზი გქონდა ასეთი, რომ იმ საცოდავ გოგოს ასე მოექეცი?
რომ ჩემი შვილი სიკვდილისთვის გაიმეტე?რატომ გაგვწირე ორივე იმ ტკივილისთვის რაც შენთვის ნაცნობია? -ჯიუტად გაუსწორა თვალი.
-არ ვიცოდი რომ…
-მნიშვნელობა არ აქვს ორსულად იყო თუ არა.მთავარი ისაა რომ შენ ეს გააკეთე და შენ ეს ცოდვა აიკიდე.
-რომ წარმოვიდგენ იმ წყეული გვარის წარმომადგენელი აქ არის,ჩემს ოჯახში,ტვინში სისხლი მექცევა.არ შემიძლია,ამას ვერ შევეგუები.
-შეეგუები..იმიტომ რომ ასეთია ყველას გადაწყვეტილება.ასეთია მოლაპარაკება უხუცესების-ერთ თვეში ის შენი ოფიციალური რძალი გახდება. ამ ოჯახის წევრი იქნება…
-არასდროს.-იკივლა ქალმა.
-მე სათქმელი ვთქვი.ომი დასრულებულია.
-შენი ძმის მკვლელი რომ დაუსჯელია? ამაზე რას მეტყვი?
-დაისჯება, მაგრამ არა ჩვენი ტყვიით. კანონით..ნუ ეცდები იმის წინააღმდეგ წასვლას,რაც უკვე გადაწყვეტილია. უკან კიდევ უფრო ცუდად შემოგიბრუნდება ის,რასაც სხვას უსურვებ.-უთხრა და კიბეზე დაეშვა.
უკვე საღამო იყო,საავადმყოფოში კი საყვარელი ქალი ელოდა…
თამთამ თვალები საღამოს გაახილა.
ექიმთან ასე იყო მოლაპარაკებული ფიცხელაური.გაუღიმა და შუბლზე აკოცა. ისევ ტკივილი აწუხებდა გოგოს და როგორც კი ოდნავ გაინძრა სახე დაემანჭა….
-გამაყუჩებელი გაგიკეთეს,მალე გაგივლის.მერე კი შენთვის სიუპრიზი მაქვს.
-აღარ მინდა სიუპრიზები.გესმის?აღარ მინდა.
-მოგეწონება დამიჯერე.
-ოჰ,როგორ ვერ გიტან ასეთ პოზიტიურს რომ გხედავ.
-არაფერი არ მიხარია,არაფერი არ არის კარგად,ეს ვიცი,მაგრამ მაინც მთავარია შენ იყო კარგად.
-რატომ ზრუნავ ჩემზე?რატომ მიდიხარ ყველას წინააღმდეგ.
-ასეა საჭირო.
-ყველაფერს ამიტომ აკეთებ -საჭიროებისთვის?თუ სინანულის და სინდისის ქეჯნის გამო?
-არა.არც ერთი მაწუხებს და არც მეორე.უბრალოდ მინდა კარგად იყო. უბრალოდ მინდა შენს სახეზე სიცოცხლის გაგრძელების წყურვილი ისევ დავინახო.აღარ მინდა სახეზე გეწეროს რომ გძულს მთელი სამყარო.
-ყველაზე მეტად ვინც უნდა მძულეს ის ვერ შევიძულე.-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ,მაგრამ ფიცხელაურმა მაინც გაიგო.
-ჩვენ შორის ყველაფერი,ყველა ეს პრობლემა იცი როდის დაიწყო? როცა ერთმანეთთან საუბარი,ერთმანეთის პრობლემებზე ხმამაღლა
ვერ ან არ ვლაპარაკობდით.ორივემ თავი ჩავრგეთ ქვიშაში და გვეგონა რომ უთქმელობით ყველაფერი მოგვარდებოდა.არადა სულაც არ იყო ასე და აი აქ დავუშვით შეცდომა.
-ჩემი ბრალია…მეგონა ყველაფერი საწოლში იდეალურად თუ იქნებოდა ამით ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა.
-ამით ყველაფერს არა,რაღაცეებს მოვაგვარებდით მხოლოდ.ჩვენ შევცდით, რომ ერთმანეთს არ ვუსმენდით,არ ვლაპარაკობდით. სამაგიეროდ ახლა მინდა მოგისმინო. ახლა მინდა მომისმინო და ვცადოთ თავიდან…
-არც კი ვიცი რაზე უნდა გელაპარაკო.
-ნებისმიერ რამეზე.გულში ჩაიხედე და რაც ყველაზე მეტად გაწუხებს ის ტკივილი ამოთქვი..
-მაპატიე.-დაიჩურჩულა გოგომ.-ჩვენს შვილს ვერ გავუფრთხილდი.ვერ დავიცავი.ყველაფერი მაპატიე რაც კი მითქვამს და რა შეურაწყოფაც მომიყენებია შენთვის.ყველაფერი ძალაუფლების დაუფლების სურვილს შევწირე, -ვეღარ შეძლო თამთამ ცრემლის შეკავება და თვალები აევსო.გვერდით მიუჯდა გაბრიელი, წამოაყენა და გულში ჩაიკრა.მერე ხელში აიყვანა,ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაახედა.
-ყველაფერი ძველ წელში დავტოვოთ, ამ წამიდან თავიდან დავიწყოთ.ახალ წელს გილოცავ.-უჩურჩულა ყურში და გაუღიმა,თამთას თვალები გაუფართოვდა.ულამაზესი ფეიერვერკი ანათებდა ცას და რაც მთავარია თოვდა.ეს ყველაფერი კი ჯადოსნური იყო…
******
რთული დღეები იმდენად გადაება ერთმანეთს,რომ გონზე მოსვლას ვერ ასწრებდნენ ფიცლაურები.სიახლეები და ჭორები კი საკმაოდ იყო მათ გარშემო…
თამთა მაჩაბელი ორ დღეში გამოწერეს საავადმყოფოდან.მასთან ერთად იყო გაბრიელი და ოთახიდან არ გამოდიოდა.სრულიად მოსწყდა რეალობას და ცდილობდა გოგოს გვერდით ყოფილიყო.
მაჩაბელი ისევ ისე იყო.მხოლოდ საწოლზე იწვა და მაშინ დგებოდა, როცა ამის საჭიროება დგებოდა.
საკუთარი ხელით აჭმევდა გაბრიელი საჭმელს.ისიც ძალით,რამდენიმე ლუკმას შეჭამდა გოგო,მერე გაჯიუტდებოდა და იქ მთავრდებოდა ყველაფერი.ვერც აძალებდა ვერაფერს.იცოდა რომ განიცდიდა და თვითონაც არ იყო ნაკლებ დღეში. ამ დროს მხოლოდ ჩაეხუტებოდა და ჩუმად,უხმოდ იწვნენ.დუმილი ამ დროს ყველაზე მეტს ამბობდა.ყველაზე მეტი იყო…
ორი კვირის მერე,ანდრეამ შეახსენა თავი.ისედაც დიდხანს ელოდა ბიჭი ფიცხელაურს.მაგრამ მერე სხვა გზა არ იყო.პირდაპირ ოთახის კარზე მიუკაკუნა.აწურული იდგა და ელოდა გაბრიელს.ისიც მალევე გამოჩნდა საშინაო ტანსაცმლით, წვერმოშვებული და გაბურძგნული თმით.
-ბოდიში,მაგრამ დიდი ამბებია გარეთ,უნდა დაბრუნდე.შენს გარეშე სიტუაცია აირია.დაუმორჩილებლები გამოჩნდნენ. იარაღის საკითხიც მოსაგვარებელია, ორ დღეში მყიდველთან შეხვედრა გვაქვს,ჩვენი იარაღის საცავი კი ისევ ცარიელია.
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ხმადაბლა უთხრა:-ქვემოთ დამელოდე ,მალე ჩამოვალ.ხალხი მზად იყოს.
ანდრეას ზურგს თვალი გააყოლა,მერე კარი მიხურა და მწოლიარე თამთას გადახედა.მისი დატოვება არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.ახლა დამალვა და საქმიდან გასვლა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავდა. მიახლოვდა,საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და თავზე გადაუსვა ხელი, თმაზე მოეფერა.თვალებიდან ცრემლი მოსწმინდა.
-უნდა წავიდე…
გოგო ოდნავ შეირხა და სევდიანად ამოხედა.
-მე შენთან ყოფნა მირჩევნია,მაგრამ სხვა გზა არ არის.ყველაფერი რომ დავკარგო,შენ მაინც მთავარი ხარ ჩემთვის,თუმცა არის ჩემს უკან ხალხი, რომელსაც ძალიან ვჭირდები, რომლებიც მე და ჩემს ქმედებას ისე ელოდებიან,როგორ თქვენს გვარში მამაშენს...მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ,რომ თავს გაუფრთხილდე. გახსოვდეს შენ მე ჰაერივით მჭირდები.-დაიხარა და აკოცა.ის იყო უნდა ამდგარიყო,რომ ზურგიდან თამთას ჩახუტება იგრძნო.გოგომ ძლიერად მოხვია ხელები და თავი მის კისერში ჩარგო.
-შენ მაინც დაბრუნდი,დაგელოდები. - დაიჩურჩულა.ოდნავ გაუპო ღიმილმა სახე ფიცხელაურს,მის ხელებს კიდევ ერთხელ მოეფერა და წამოდგა.
რამდენიმე წუთში სააბაზანოდან სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. თმა საპარსით ისევ ძველებურად დაბალზე დაიყენა,წვერიც მოიპარსა. ტანსაცმელი რომ უნდა აერჩია გაშრა თამთას ხელში ეჭირა ყველაფერი.
-ვიცი შეიძლება ამის წინააღმდეგი იყო,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს მოგიხდება.-შავი ყელიანი სვიტერი, შავი შარვალი და კლასიკური მანტო შეათამაშა ხელში.-და კიდევ აი ის ფეხსაცმელი.
-ოღონდ ეგ არა.-თავი გააქნია ბიჭმა, მაგრამ ვერას გახდა გოგოს წინააღმდეგ.ყველაფერი რომ მოირგო, თამთამ იარაღი მიაწოდა და სათადარიგო მჭიდიც მიაყოლა.
-ეს იმისთვის,რომ ჩემთან დაბრუნდე.
კიდევ ერთხელ აკოცა ფიცხელაურმა და ოთახიდან გავიდა.თამთა კი ზემოდან უყურებდა,როგორ დახვდნენ მას,როგორ მიესალმნენ,მერე ჩასხდნენ მანქანებში და სახლიდან გავიდნენ...
*******
უკუნეთი სიბნელე იდგა.ზამთარს ძალები კარგად მოეკრიბა და ყინავდა. ტყეში ნისლიც ჩამოწოლილიყო, მაგრამ მაინც შეამჩნია გაბრიელმა
მათკენ მომავალი მანქანები. გარემოს კიდევ ერთხელ გახედა.იმედიანად იყო, იცოდა რომ იქ სადღაც,ტყის სიღრმეში სნაიპერები მის სიცოცხლეს აზღვევდნენ.ანდრეამ ამაზე სათანადოდ იზრუნა.
როგორც კი მანქანები გაჩერდნენ, ისიც მაშინვე გადავიდა მანქანიდან და პარტნიორისკენ დაიძრა,რომელიც იმ წამს გადმივიდა,როგორც კი მისკენ მომავალი ფიცხელაური დაინახა.
კარგად შეათვალიერა მამამისის ძველი პარტნიორი და საუბრის დაწყება დაასწრო.
-გამარჯობა,-მიესალმა რუსულად.
-გაგიმარჯოს,-იმავე ენაზე დაუბრუნა პასუხი.
-მიხარია რომ პირადად გაგიცანი.
-მე იმავეს ვერ ვიტყოდი.მერჩივნა მამაშენი ყოფილიყო აქ.
-ჩემი სიტყვა ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც მამაჩემის. მერე რა თუ დამწყები ვარ.უკვე გაიგებდი ჩემს შესახებ.
-მართალი ხარ.უკვე გავიგე.მითხრეს რომ მამაცი და ვაჟკაცი ხარ,მაგრამ ეს ჩვენს ბიზნესში მნიშვნელოვანი არაა.
აქ მთავარია ის რომ საქონელი მივიღო და აქედან უსაფრთხოდ გავიტანო.
-მეც ამიტომ ვარ აქ. მოსალაპარაკებლად მოვედი.ვიცი რომ დღეს აქ იარაღის ახალი პარტია უნდა მომეტანა,მაგრამ ახალი პარტია არ მაქვს.
-და ამას ასე თამამად და პირდაპირ მახლი სახეში?-გაღიზიანება დაეტყო უცხოელს.
-საამაყო არაფერია ამაში.
-არც გეშინია?
-არა.თუ ამის გამო მესვრი,მე ამით შვებას მომიტან.სიკვდილი იქნებ გამოსავალიც კი იყოს ჩემთვის,მაგრამ შენთვის ამ კავშირის გაწყვეტა დიდი დარტყმა იქნება.ახალი მეკავშირეების პოვნა ამ პატარა ქვეყანაში ადვილი არაა.მითუმეტეს საიმედო მეკავშირეების.
-რას მთავაზობ?
-ჭკვიანი კაცი ხარ,ძალიან ჭკვიანი. მე გთავაზობ ერთი თვე მომცე,სანამ ახალ პარტიას მოვიტან,შენ კი მანამდე ავანსად აი ეს აიღე,სრულიად უსასყიდლოდ.დაე,ჩემი საჩუქარი იყოს.-ფიცხელაურმა ხელით ანიშნა ანდრეას რაღაც,ისიც მაშინვე გამოცოცხლდა და მისკენ დაიძრა, ხელში შავი კეისი ეჭირა.მარცხენა ხელზე დაიდო,მარჯვენათი გახსნა და გაბრიელს მიაწოდა.მან კი თავის პარტნიორს.
-ეს ჩემი საყვარელი იარაღია, მამაჩემმა სპეციალურად ჩემთვის დაამზადებინა,რაღაცეები გაუმჯობესებული აქვს,უფრო შორ მანძილზე ისვრის,ვიდრე ჩვეულებრივი პისტოლეტი.ის ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი.ასე რომ მიიღე ის საჩუქრად ჩემგან და თუ ჩემ სიტყვას ოდესმე გადავალ ან პირობას არ შევასრულებ,მხოლოდ ამ იარაღიდან გასროლილი ტყვიით მომკალი.
-ამას კარგად დავიმახსოვრებ იცოდე. -უთხრა უცხოელმა,ხელი ჩამოართვა და მანქანისკენ წავიდა.მანამდე კი მიაძახა.
-ერთი თვე გაქვს საქონელის მოსატანად.
ისე უცებ დაიცალა იქაურობა,როგორც მოვიდნენ.თითქოს არც არაფერი არ ჭ თბილ საწოლს მოანატრებდა…
ეძინა ყველას მშვიდი ძილით, მხოლოდ ერთ ოთახში შფოთავდა მძინარე გოგო,ალუდა კი მის ძილს დარაჯობდა და ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა- გაეღვიძებინა თუ დალოდებოდა როდის გაიღვიძებდა თვითონ.არადა აშკარად კოშმარს ხედავდა და ეს უკვე ბოლო რამდენიმე დღე გრძელდებოდა.უცებ იყვირა ანამ და წამოხტა.ვერც კი გაიაზრა ისე ჩაეხუტა ალუდას და ტირილი აუვარდა.
-ჩშშშ..დამშვიდდი,ეს უბრალოდ სიზმარი იყო,სიზმარი და მეტი არაფერი.-ეფერებოდა თმაზე და გულში იკრავდა გოგოს.
-არ შემიძლია,ვერ ვივიწყებ…- ქვითინებდა ანა.
-რა ხდება?რას ვერ ივიწყებ?ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ ამაზე?საწოლშიც ყველაფერი იდეალურად გვქონდა.
-ეგ არა.ჩემი წარსული არაფერ შუაშია.-ოდნავ მოშორდა გოგო,ფეხები მოკეცა და ბიჭს მიაჩერდა.-ის ღამე არ მავიწყდება,როცა ზურა ფიცხელაური მოკლეს.
-რას ამბობ?ეგ ღამე რა შუაშია?- დაიბნა ალუდა.
-იმ ღამეს იქ შენს ბიძაშვილს ვიღაც ელაპარაკებოდა გარეთ,ვინც მას სროლა აიძულა.
-არა..არაა..ახლა რაღაცეები გერევა..
-არ მერევა.იმ ადამიანის სახეს ვერ ვიხსნებდი,იქამდე სანამ იმ წვეულებაზე არ წამოვედი.
-ის იქ იყო?
-ხო.-თავი დაუქნია ანამ.
-ვინ არის?
-ის კაცი ბიძაშენთან იდგა.მისი მეგობარია
-ავთო ხიდაშელი?
-კი.
-დარწმუნებული ხარ?
ანამ თავი დაუქნია.
გაოგნებული იჯდა ალუდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.ვერც რამეს ამბობდა და არც იცოდა როგორ ეთქვა ეს ბიძამისისთვის.მტერი თურმე სახლში ჰყოლიათ,აი საიდან იღებდა სათავეს ეს ყველაფერი.მაგრამ ფიცხელურებთან რა აკავშირებდა ამ კაცს ეს ნამდვილად არ იცოდა…
-დამშვიდდი,ამას არავის ვეტყვით ჯერჯერობით.საიდუმლოდ დავიტოვოთ.
-იმ კაცმა იცის აქ რომ ვარ. მომაკითხავს აუცილებლად.
-აბა გაბედოს და შენ ხელი დაგადოს.- მუშტები შეკრა ბიჭმა.
-დამპირდი რომ არაფერს არ იზავ.- ხელებში წასწვდა გოგო.
-აბა რა ვქნა?ძლივს გიპოვე და ვიღაც არაკაცს უფლება მივცე საფრთხის ქვეშ ჩაგაგდოს?
-მოკავშირეები იპოვე.ეს ყველაზე მეტად დაგეხმარება.
-რას გულისხმობ?
-გაბრიელ ფიცხელაურმა სიმართლე უნდა იცოდეს…
-დაიძინე.ყველაფერი კარგად იქნება. - საბანი შეუსწორა ბიჭმა და სინათლე ისევ ჩაქრო.მერე თვითონაც გვერდით მიუწვა და ფიქრებს მისცა თავი. პირველად მის ცხოვრებაში ვიღაც ისეთი მნიშვნელივანი გამხდარიყო, რომ ამისთვის მზად იყო ფიცხელაურებთან მოლაპარაკებაც ეწარმოებინა…
დილამდე თვალი ვერ მოხუჭა.დილას კი არც კი უსაუზმია,ისე გავიდა სახლიდან.გაოგნებული დატოვა ყველა.ასეთი ჩაფიქრებული და სიტყვა ძუნწი ალუდა ჩოხელი არავის არ უნახავს…
********
საყვარელი ქალის გვერდით გაეღვიძა გაბრიელ ფიცხელაურსაც. მათ შორის ყინული ლღობას აშკარად იწყებდა.საოცარი შეგრძნება ჰქონდა. ქალი,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, რომლის სუნთქვაც მისი არსებობის მთავარი მიზეზი იყო,გვერდით ჰყავდა…
ეფერებოდა მძინარე თამთას, რომელიც ისევ სუსტად იყო და ფერმკრთალი,მაგრამ მაინც ისეთი ლამაზი იყო,როგორც პირველი შეხვედრისას…
მისთვის ამაზე კარგი არაფერი ყოფილა.ეს იყო შემთხვევა,როცა შეეძლო ეთქვა,რომ იპოვა,ის ვისაც მთელი ცხოვრება ელოდა.მერე რა რომ მტრის ქალიშვილი იყო.მერე რა რომ მათი ურთიერთობა ერთი დიდი პრობლემა იყო.ყველაფერი კარგად იქნებოდა.ამისი ღრმად სწამდა.
ფრთხილად შეირხა მაჩაბელი და ნელა გაახილა თვალები.მაშინვე ფიცხელაურის თვალებს შეეჩეხა და მორიდებით გადაბრუნდა მეორე მხარეს.მაგრამ გაბრიელმა არ აცადა, წელზე ხელი შეუცურა საბნის ქვეშ და ზურგიდან აეკრო.
-ყველაზე მშვენიერი ქალი ხარ ამ ქვეყანაზე,ვინც კი ოდესმე მინახავს.
-ასეთიც მოგწონვარ?
-ასეთი მდგომარეობის მიუხედავად. ასეთიც მომწონხარ,ხო სწორედ ასეთ თმაგაჩეჩილ თამთაზე უფრო მეტად ვგიჟდები.-ყურს უკან აკოცა და მხრისკენ ჩაუყვა.მაგრამ ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.გაბრაზებულმა ამოიოხრა და ალერსი შეწყვიტა.
ეკრანს რომ დახედა უკმაყოფილოდ უპასუხა.რამდენიმე წამიანი საუბარი საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ საწოლში ნებივრობა დასრულდა.
სწრაფად წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა.ტანსაცმელი თამთამ შეურჩია.გასვლისას კი შეაჩერა.
-იარაღის საქმეზე რა ქენი?
-შენ რა იცი?
-მაპატიე,იმ დღეს შემთხვევით მოვისმინე.თუ ნებას მომცემ დაგეხმარები.
-შენ?-გაეცინა გაბრიელს.
-შენ მე არ მიცნობ კარგად.როცა ვიძახი დახმარება შემიძლია,ესეგი შემიძლია.-გაუბრაზდა გოგო.
-კარგი,ახლა წავალ,საღამოს ვილაპარაკოთ ამ თემაზე.-კოცნით დაემშვიდობა ბიჭი და ოთახიდან გავიდა.მანამდე კი კართან შეყოვნდა და გასაღები შეათამაშა ხელში.
-ეს კიდევ დამჭირდება?
-ჭკვიანად ვიქნები.-უპასუხა თამთამ და გაუღიმა.
-კიდევ ერთხელ ნუ დამიკარგავ შენს მიმართ ნდობას გთხოვ.
-არ დაგიკარგავ.-უთხრა გოგომ და მოეხვია.-მხოლოდ ერთს გთხოვ, საღამოს რომ მოხვალ ერთი ზარი დამჭირდება.
-საღამოს ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე.წავედი.
-თავს გაუფრთხილდი.-დაადევნა გოგომ და საწოლში დაბრუნდა….
როგორც შეჰპირდა მთელი დღე საწოლი ოთახიდან არ გამოსულა.
საღამოს მაინც წასძლია სულმა და ფეხაკრეფით გამოიხედა ნახევრად გაღებული კარიდან.მერე გამოვიდა და მოკლე დერეფანი ფეხაკრეფით გაიარა.არავინ შეხვედრია გზად. ქვემოდან ხმაური მოისმა და კიბის თავთან შეჩერდა.ფრთხილად ჩაიხედა ქვემოთ.მუშები დაინახა,რომლებსაც სამედიცინო აპარატურა,რომელიღაც ოთახში შეჰქონდათ.ვერ მიხვდა ეს რატომ ან რისთვის კეთდებოდა. ცოტა ხანს ისევ ჩუმად უყურებდა ყველაფერს,მერე კი ის დაინახა- ადამიანი,რომელიც მოდიოდა მედიდური ნაბიჯებით და ბრძანებებს იძლეოდა.სიძულვილი წამში ჩაუდგა თვალებში,მიუხედავად იმისა რომ თავს დაჰპირდა მსგავს რამეს აღარასდროს დაუშვებდა,მაინც იგრძნო როგორ გაღვივდა გულში დაბუდებული ფარული გრძობები და როგორ შეკრა ხელები მუშტად სიბრაზისგან.თუმცა ეს რამდენიმე წამს გაგრძელდა,მერე ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდდა.დაინახა როგორ შემოიყვანეს ეტლით ოთახში ალექსანდრე ფიცხელაური,რომლის დიდებულებისგან აღარაფერი დარჩენილიყო.საცოდავად იჯდა გაშეშებული,გამხდრი და გაფითრებული,ცალ მხარეს ტუჩი შესამჩნევად დაშვებულიყო ქვემოთ…
ამჯერად სიბრალული იგრძნო,ვერ გაიაზრა როგორ ჩაუდგა თვალებში ცრემლი,რამდენიც არ მოეჩვენებინა თავი ძლიერ ადამიანად,მაინც სუსტი იყო,სუსტი და გულჩვილი და მსგავს სიტუაციებში ვისაც ხედავდა ყველა ეცოდებოდა.
ისევ ფეხაკრეფით დაბრუნდა ოთახში და საწოლში შეწვა.ვეღარაფერს დაუდო გული.მოუსვენრად წრიალებდა საწოლში და გაბრიელს ელოდებოდა...
^*****
ყელში ჰქონდა ეს ყველაფერი ამოსული უკვე ალუდა ჩოხელს.იმ კოშმარებიდან,რაც ანას დაეწყო,ორი კვირა ისე მიიწურა,ნორმალურად ვერ დაიძინა.ღამ-ღამობით საყვარელი ქალის მშვიდი ძილის ყარაული გამხდარიყო,მაგრამ მაინც ვერ მიაღწია იმას რაც უნდოდა.
იმ დილასაც გაბრაზებულმა გაიხურა საძინებლის კარი და ქვემოთ დაეშვა.
სწრაფად ჩაუქროლა იმ წუთის გაღვიძებულ ძმას,რომელსაც წყალი მიჰქონდა ორსულ მეუღლესთან.
სწრაფად მიაწოდა წყალი თათულის ჯარჯიმ და ძმას უკან გაეკიდა. გასასვლელში ქურთუკს წამოავლო ხელი,მოიცვა და მაშინ დაეწია ალუდას,როცა მანქანაში ჯდებოდა.
-მოიცადე,-წინ გადაუდგა ბიჭი.
-გამატარე.-ფანჯრიდან თავი გადაყო ბიჭმა და გაბრაზებულმა თვალები დაუბრიალა.
-არ წახვალ,სანამ არ მეტყვი რა ხდება.
-სიმშვიდეს ინარჩუნებდა ბიჭი.
-გამატარეეე.-იღრიალა ისევ
-სადაც გინდა წავიდეთ,მაგრამ იცოდე, მეც მოვდივარ,მარტო არ გაგიშვებ რადგან აღარ მინდა კიდევ ვინმე დავკარგო.მინდა ჩემს შვილს ბიძა ჰყავდეს.
-რა თქვი?-დაიბმა ალუდა.
-გამიღე კარი,გზაში გეტყვი ყველაფერს.-გაუღიმა ტყუპისცალმა და მანქანას გვერდიდან მოუარა.კარი გამოაღო და ჩაჯდა.
-შე მაიმუნო,-კეფაზე მსუბუქად წამოარტყა ძმას,წამში შეეცვალა ხასიათი და გადაუარა გაბრაზებამ.
მანქანა ეზოდან გამოვიდა და ნელა გავიდა მაგისტრალზე,მერე კი სიჩქარეს მოუმატა და იპოდრომისკენ აიღო გეზი.
ადგილამდე ხმა არც ერთს არ ამოუღია.იქ კი კაფეში ჩამოსხდნენ და მოჯირითე ცხენებს მიაცქერდნენ. საუბრის დაწყებას აჭიანურებდნენ. მერე ჯარჯის მობეზრდა და პირველი მან დაიწყო.
-სულაც არ მხიბლავს აქ ჯდომის პერსპექტივა მთელი დღე.
-აბა რა გინდა?
-მე არა,შენ გინდა.შენ გაწუხებს რაღაც და ვერ იძახი.მიდი გისმენ.ხომ იცი რომ ამას ვგრძნობ არა.
-საქმე ანას ეხება..მის ძილს,მის სიზმრებს…კოშმარები ესიზმრება, სულ იმ ღამეს ხედავს..
-ახლა მაინც თუ ამიხსნი ზუსტად რატომ არის ეს გოგო ჩვენთან და ვის გაურბის,იქნებ დაგეხმარო და გამოსავალი გაპოვნინო.
-ეს გოგო ზურა ფიცხაურის მკვლელობის მოწმეა,მან იმ ღამეს ვიღაც კაცი დაინახა იქ,ვინც იმედას ელაპარაკებოდა.მერე კი მკვლელობაც მოხდა.
-ამას მიმალავდით?ამიტომ არ მეუბნებდით ბოლომდე სიმართლეს?
-თამთამ მთხოვა რომ მხოლოდ ჩვენ სამს უნდა შეგვენახა ეს საიდუმლო და კიდევ ერთმა-გაბრიელ ფიცხაურმა იცოდა მოწმის შესახებ.
-გამორიცხულია მას ეღალატა.
-ახლა ეგ არაა მთავარი.ახლა მთავარია ის რომ ანამ ის კაცი გაიხსენა…
-ვინ არის?
- ვერც კი წარმოიდგენ.
-თქვიი.-ვეღარ მოითმინა ჯარჯიმ.
-ბიძაჩვენის მეგობარი.
-ის მეგობარი?-წარბების აწევით გადახედა ალუდას,მანაც თავი დაუქნია.მეტი აღარ დასცალდათ საუბრის გაგრძელება.საიდანღაც შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა და ისეთი სროლა აუტეხეს,ძლივს მოასწრეს მაგიდის აყირავება და იატაკზე გართხმა.ტყვიების პირველმა ნაკადმა თავზე გადაუქროლეს და კედლებში გაჩერდნენ.მერე ერთმანეთს გადახედეს,რომ დარწმუნდნენ არაფერი დაშავებოდათ ,იარაღები შემართეს და თავის დასაცავად მოემზადნენ. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ იმ წამს იქ ზედმეტი ხალხი არ იყო და ეს კიდევ უფრო მეტად ეხმარებოდათ თავის დაცვაში.
-ვინ არიან?
-არ ვიცი.საიდან მოგვაგნეს?ახლა ეგ უფრო მაინტერესებს.-უპასუხა ალუდამ და თავი ამოყო.ერთ-ერთი თავდამსხმელი ამოიღო მიზანში და ცეცხლი გაუხსნა.ის კი დასცა ძირს, მაგრამ მეორემ დაასწრო გვერდიდან და ტყვია მხარში მოხვდა.დაიყვირა და ისევ კედელს ამოეფარა,ხელი მიიჭირა მკლავზე,მაგრამ სისხლდენა მასიური იყო და სწრაფად შეუღება ხელი.
-როგორ ხარ?-დაუძახა ჯარჯიმ და ახლა მან განახორციელა წარმატებული გასროლა.
-ბევრნი არიან.შანსი არ გვაქვს..
-დანებებას აპირებ?
-არასდროს.-ისევ შემართა იარაღი, აღარ მიაქცია ყურადღება ტკივილს, ძმას ანიშნა სამზე გავდივართო და წამოდგა.უკან მიჰყვა ჯარჯიც,თუმცა რამდენიმე თავდამსხმელი დასცეს მიწას,მაგრამ მაინც არათანაბარი იყო შანსები.ყველაფერი მოულოდნელად შემობრუნდა და ისეთი ადამიანი გამოჩნდა,ვის გამოჩენასაც არ ელოდნენ.მოიწევდა მეგობართან ერთად და ისე ისროდა,რომ არც ერთი ტყვია არ ააცილა მიზანს.სწრაფად გამოერკვნენ ისინიც და სროლა განაგრძეს,რამდენიმე წამში კი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და მტრული მზერით ბურღავდნენ..
******
დილით ადრიანად გავიდა სახლიდან. ანდრეა გაიყოლა და იპოდრომისკენ წავიდა.გამყრელიძის კაბინეტიდან ამოღებულ საბუთებში ერთ-ერთი პირი სწორეს იქ მუშაობდა და უნდა გაეგო რა კავშირში იყო ეს ერთმანეთთან. გზად სხვადასხვა იდეებს განიხილავდნენ და სამომავლო გეგმებს სახავდნენ,დანიშნულების ადგილს რომ მიადგნენ.ავტოსადგომზე ჯარჯი ჩოხელის მანქანა შენიშნა და გადაწყვიტეს მის წასვლას დალოდებოდნენ,მორიგი დაპირისპირება რომ აეცილებინათ თავიდან.მანქანა მოშორებით გააჩერეს და იქვე გაჩერდნენ.დიდი დრო არ იყო გასული იქვე მიკრო ავტობუსი რომ გაჩერდა. საეჭვოდ მოეჩვენათ ორივეს,მაგრამ ხმა არ ამოუღიათ.რამდენიმე წამში შეიარაღებული ხალხი გადმოვიდა და ფრთხილი მოძრაობით დაიძრნენ კაფისკენ.გაბრიელმა თვალი გააყოლა და მშვიდად მოსაუბრე ტყუპები შენიშნა.ისეთ ადგილზე ისხდნენ სიკვდილი გარდაუვალი იყო.
ანდრეას გადახედა.ბიჭს უკვე იარაღი მოემარჯვებინა.
-თუ მეტყვი რომ თამთას ამ ტკივილისთვის გაიმეტებ,არ წავალ.
-მეც მოვდივარ.-უპასუხა და თავისი იარაღი ამოიღო.გადატენა.როგორც კი ანდრეა მანქანიდან გადავიდა,მაშინვე ჰაერში გაისროლა,რამაც მიიპყრო ტყუპების ყურადღება.სწორედ ამ გასროლამ გადაარჩინა სიკვდილს ისინი,ამან მიიქცია მათი ყურადღება და რეაგირებაც სწრაფი ჰქონდათ. თუმცა არც ერთს არ შეუნიშნავს…
ნელა და დინჯად მიიწევდნენ წინ გაბრიელი და ანდრეა,დაინახეს როგორ მოხვდა ტყვია ჯარჯის,თუმცა მაინც არ აჩქარებულან.ნელ-ნელა მცირდებოდა თავდამსხმელების რაოდენობა და იზრდებოდა ტყუპების შანსებიც.დაინახეს როგორ მოიკრიბეს უკანასკნელი ძალა და როგორ შემართეს იარაღი საბრძოლველად. თუმცა მეტი აღარ გაუსვრიათ. გაჩერდნენ და ასე უმზერდნენ ერთმანეთს გაფართოებული თვალებით.
-არ მითხრა რომ იცოდი?-დაარღვია სიჩუმე ჯარჯიმ.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?-გამოსცრა კბილებში ალუდამ და იარაღი მიმართა ფიცხელაურისკენ.ის არც კი განძრეულა,მხოლოდ ხელის ერთი მოძრაობით ანიშნა ანდრეას ადრესატი მოეძებნა,მერე კი ბიჭებს მიუბრუნდა.
-იცით ვინ არიან თავდამსხმელები?
-არა.წარმოდგენა არ გვაქვს.-უპასუხა ალუდამ.
-მაგრამ მიზეზი ვიცით.დარწმუნებული ვარ მისი გამოგზავნილი იქნება.
-ვის გულისხმობთ?
-მასთან ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ,-მობრუნდა და წამოსვლა დააპირა ალუდამ,მაგრამ ტყუპისცალი წინ გადაუდგა.
-ძმაო მოიცადე.ვიცი არ გინდა,მაგრამ მან უნდა იცოდეს ყველაფერი. უფლება აქვს.დაფიქრდი,იქნებ დაგვეხმაროს.
-ბოლოსდაბოლოს მეტყვით რაც ხდება?რაც არ უნდა იყოს სიცოცხლე შეგინარჩუნეთ.
-კარგი.-დაეთანხმა ალუდა და უკან მიბრუნდა.-მაგრამ,აჯობებს სწრაფად წავიდეთ აქედან.სხვაგან ვილაპარაკოთ.
ანდრეაც გამოჩნდა,რაღაც მოჰქონდა. აღარ გაუგრძელებიათ იქ საუბარი, სწრაფად გამოვიდნენ და მანქანებში გადანაწილდნენ.გაბრიელმა შეტყობინება მისწერა ჯარჯის გამომყევიო და ისიც უკან მიჰყვა,არ ჩამორჩენია.
ფიცხელაურის მანქანა ქალაქიდან გავიდა და მცხეთისკენ გადაუხვია. მაშინვე მიხვდა ჯარჯი სადაც მიდიოდა.წარსულში მომხდარმა თვალწინ გადაურბინა და ის დღეები ისევ ნათლად გაახსენდა.თათულის მზრუნველობა,მისი თბილი,მაგრამ შეშინებული თვალები,როცა საყვარელი ადამიანი მძიმედ იყო დაშავებული.მერე კი ის ბედნიერებით და სიხარულით სავსე თვალები, ყოველდღე რომ უყურებს და მაინც ვერ ელევა..
ფიქრებში წასული ძმის მუჯლუგუნმა გამოაფხიზლა.უკვე ადგილზე იყვნენ და მანქანიდან გადასული ფიცხელაური მას ელოდა.
რამდენიმე წუთში ოთხივე მისაღებ ოთახში მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ.ერთმანეთს მზერით სჭამდნენ ალუდა და გაბრიელი.მაინც ვერ ისვენებდა ჩოხელი.მაინც ვერ ენდობოდა ბოლომდე.
-აბა,აქ რატომ ვართ?-დაარღვია სიჩუმე უფროსმა ტყუპუსცალმა.
-მეგობრულად გმასპინძლობთ, -უპასუხა გაბრიელმა.
-თუ კაცი ხარ რაა.-ხელი აიქნია მან.- განა არ იცი რომ ჩვენი მეგობრობა არ გამოვა.
-ვიცი..ეგეც და სხვა უფრო მეტიც ვიცი.. მაგრამ იქნებ შევძლოთ და ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ.
-ეგ როგორ უნდა შევძლოთ?
-მარტივია ძმაო ყველაფერი.
-შენ რატომ ხარ მის მიმართ ასე დადებითად განწყობილი?-გაბრაზებული მიუბრუნდა ალუდა ძმას.
-ეგ სხვა დროს.ახლა უბრალოდ იქნებ ის უთხრა მას,რაც მე მითხარი.
-მას?გაბრიელ ფიცხელაურს?
-ხო,მას უფლება აქვს იცოდეს.
-მეტყვით რა ხდება?-ჩაერთო და ხმას აუწია გაბრიელმა.-მერე კი იმაზე ვიმსჯელოთ,რაც იქ მოხდა.
-კარგი,-ისევ თითებს დაუწყო წვალება ჩოხელმა.რამდენიმე წამი შეისვენა და დაიწყო:-რამდენიმე თვის უკან თამთამ შუაღამისას დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.ადგილზე მისულს ერთ ჩვეულებრივ,შეშინებულ გოგოსთან ერთად დამხვდა.უცნაური თხოვნა ჰქონდა,დიდად არ მესიამოვნა,მაგრამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და უნდა შემესრულებინა პირობა.თუშეთში წავედით,მხოლოდ მე ვიცოდი ჩვენი ადგსამყოფელი.მართალია იმ შეშინებულმა გოგომ თითქმის მთელი თვე ჯოჯოხეთად მიქცია,მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ მგონი ყველაზე კარგი დრო იყო ის დღეები…
-ეს ამ ამბავთან რა შუაშია ან ჩემთან?
-ნუ მაწყვეტინებ.-უხეშად მოუვიდა ცოტა ნათქვამი,რასაც ფიცხელაურის დაძაბვა მოჰყვა და ანდრეას გამოცოცხლება,იარაღისკენ წაიღო ხელი.თუმცა ჯარჯიმ ანიშნა რაღაც და ისიც შეჩერდა.
-რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენზე თავდასხმა მოხდა,სიკვდილს შემთხვევით გადავურჩით.აქამდე მეგონა რომ ეს შენი შეკვეთილი იყო..
-მე ხელს არ ვისვრი უდანაშაულო ადამიანების სისხლში.
-ასე გვეგონა.ფაქტები ამას მიუთითებდა.რადგან იმ დღეს ტყვე ავიყვანე და მან გვითხრა ეს.
-მის ნათქვამს დაუჯერეთ?
-თამთას არ უნდოდა დაჯერება. ამტკიცებდა ტყუილი იქნებაო.- განმარტა ჯარჯიმ.
-და ესეც შენ გიცავდა.-დაამატა ალუდამ.
-შენ მაინც როგორ დაიჯერე ეს?
-არ დამიჯერებია,იმ ბიჭის ტელეფონიდან დარეკა თამთამ და შენ უპასუხე…
-გამორიცხულია…მე ეს ბრძანება არ გამიცია.
-გაბრიელ,-ჩაერთო ანდრეა.-გახსოვთ ვიღაცამ შეხვედრაზე რომ დაგიბარათ ქალაქგარეთ?
-ახლა გამახსენდა.ვიღაცამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,ჩემი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით. ნახევარი დღე ველოდე არ მოვიდა.
-იმიტომ რომ ჩვენ ავიყვანეთ და ჩვენთან იყო.ვერ შეასრულა ბრძანება.
ალბათ ჯერ ჩვენ მოგვკლავდნენ,მერე შენ გეტყოდნენ რომ მაჩაბელებმა მკვლელობის მოწმე მოიშორესო.ის ტელეფონის ნომერიც სპეციალურად ჩაიწერა ან ჩააწერინეს,რომ შენზე გვეფიქრა.
-შეიძლება.შენ სწორედ მსჯელობ.- დაეთანხმა ფიცხელაური.
-როცა საქმეს სჭირდება,მისი ტვინი აზროვნებას იწყებს.-გაეღიმა ჯარჯის, რაზეც ძმისგან კეფაში წამორტყმა მიიღო.უნებურად ჩაეღიმა გაბრიელსაც.ზურაც ასე იყო,როცა გააბრაზებდა ხოლმე.როგორ მოუნდა ახლა მისი ძმა ცოცხალი ყოფილიყო. ყელში მოაწვა მისი მონატრება.ახლა ყველაზე მეტად ინანა მისგან შორს გატარებული წლები.ახლა ყველაზე მეტად ეტკინა მონატრება და ძლივს შეიკავა თვალს მომდგარი ცრემლები.
თავი ხელში აიყვანა და მორიგი კითხვა დასვა
-სად არის ის ბიჭი ახლა?
-თქვენ რომ ჩვენი საწყობები ააფეთქეთ,მაშინ დაიღუპა.
-ერთი წუთით,აქ უკვე ტყუილ ბრალდებებს აქვს ადგილი.ეგ არასწორია.ჩვენ ამ საქმეში სუფთები ვართ.მაშინ როცა თქვენი საწყობები ააფეთქეს,ჩვენ სახლზე თავდასხმა მოეწყო და ამისთვის არ გვეცალა.- უპასუხა გაბრიელმა.
-თქვენ თუ არა ვინ?-პირველად დასვა კითხვა ანდრეამ.
-ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
-ჩვენ რომ უსაქმოდ არ ვიჯდებოდით ეს რა თქმა უნდა იცით.ბიძაჩემმა მათი მოძებნა გვიბრძანა და რამდენიმეს კვალზე გავედით,თუმცა არავინ არაფერი იცის,მხოლოდ ერთი ადამიანისკენ იშვერენ ხელს და ეს მამაშენის დაცვის უფროსია-ბატონი დავითი.-ჩაარაკრაკა ჯარჯიმ.
-ეგ მოღალატე.როგორ დაგვიძვრა ხელიდან.-მაშინვე აენთო სიბრაზისგან თვალები ფიცხელაურს.-მიშასთან იყო შეკრული,რომ ჩვენი ოჯახი გაენადგურებინა,მაგრამ რატომ ეგ არვიცი და არც ის ვიცი ვინ დგას მის ზურგს უკან.მხოლოდ ის გავიგე რომ ვიღაც დიდი პიროვნებაა და სამინისტორში მუშაობს.
-მე ვიცი,-უცებ თქვა ალუდამ.-ანამ გაიხსენა ის კაცი,ვინც იმ ღამეს იმედას ელაპარაკებოდა.
-რაა?-პირი დააღო გაოცებისგან გაბრიელმა.
-მარტო თქვენ არ შემოუშვით ოჯახში მოღალატეები,ჩვენც გვყავს.
-ახლავე..ახლავე მითხარი ვინ არის..
-შენც იცნობ-ავთო ხიდაშელი..
-ნაბიჭ...ი...მაგის დედას შე...ი.- იღრიალა გაბრიელმა და ფეხზე წამოხტა,ძლივს დაამშვიდა ანდრეამ.
-შენი აზრით მინისტრის მოადგილეს ასე ადვილად მოიშორებ?სანამ მასთან მიხვალ,მანამდე გაგასაღებენ მისი მცველები და დარწმუნებული ვარ ისიც იციან რომ აქ ვართ.
უცებ გამოერკვა ანდრია და ადგილს მოსწყდა.მანქანებისკენ გავარდა.უკან მიჰყვა ყველა,ვერაფრით გაეგოთ მისი უცნაურად მოქცევის მიზეზი.ჯარჯის მანქანაში იქექებოდა ცოტა ხანს, ეძებდა რაღაცას,გამალებით და ყურადღებით.სამეული კი ინტერესით შეჰყურებდა.ბოლოს როგორც იქნა სავარძელს გვერდიდან პატარა ნივთი ამოიღო და მათ წინ ააფრიალა.
-ეს გადამცემია,რის მიხედვითაც გაკონტრლლებდათ და თქვენს საუბარს ისმენდა.
-ახლა?-ჰკითხა გაბრიელმა.
-გავთიშე,მაგრამ მალე მოვლენ..
-კლუბში?
-იქაც წავშალე ჩანაწერები,რაც გვინდოდა ჩვენ გვაქვს.
-რაზე საუბრობთ?
-აქედან მივდივართ?დანარჩენი მერე..
-თქვა გაბრიელმა და მანქანისკენ წავიდა.
-გვიანია,აქ არიან.-ანიშნა ანდრეამ.
-მაშინ დროა ამ ბრძოლაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ,-იარაღი გადატენა და სახლისკენ დაიძრა.
-ჩვენც შენს გვერდით ვართ.-ერთხმად უპასუხეს ტყუპებმა და უკან აედევნენ.
ანდრეამ საბარგული გახსნა, სნაიპერის შაშხანა ამოიღო და სხვენისკენ დაიძრა. თავდამსხმელების მანქანებმა ერთმანეთის მიყოლებით გადმოლახეს ჭიშკარი,ეზოში გამწკრივდნენ და სახლის ალყაში მოქცევა განიზრახეს..
გაბრიელს კი გაუკვირდა,ანდრეა რომ მათთან ერთად არ იყო,მაგრამ მიხვდა რომ ის ბევრად უფრო მნიშვნელოვან ადგილზე იყო და ამაში მაშინ დარწმუნდა,როცა საიდანღაც გასროლილმა ტყვიამ ერთ-ერთი ნიღბიანი ძირს დასცა.
-დროა,-ანიშნა ჩუმად და იარაღი შემართა.ვერანდაზე ამოსული თავდამსხმელები,კარისკენ მიიწევდნენ,მაგრამ არ დასცალდათ. სამივემ ერთდროულად გაისროლა, ერთმანეთის მიყოლებით და ხუთივე მოწყვეტით დაეცა ძირს…
შეხლა-შემოხლა ხუთ წუთსაც არ გაგრძელდა.სწრაფად მოიცილეს ყველა.თუმცა ერთმა მანქანამ მაინც გაასწრო და სავარაუდოდ იქ სწორედ ამ თავდასხმის ხელმძღვანელი იჯდა.
-გამასწრო,-მუხლებს დაეყრდნო ხელებით ალუდა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.
-არაუშავს,მთავარია რომ ახლა ვიცით ვის უნდა ვებრძოლოთ და სად ვეძებოთ დამნაშავეები.
-რას აპირებ?-ჰკითხა ჯარჯიმ გაბრიელს.
-სახლში წადით,ოჯახს და ანას მიხედეთ,მალე დაგირეკავთ და გეგმას გაგაცნობთ…
-ასე უბრალოდ წავიდეთ?-იკითხა ჯარჯიმ.
-დღეს ორ თავდასხმას გადაურჩი.შენი აზრით უბრალო დღეა ეს?
-არა,რა თქმა უნდა.
-ხოდა სახლში წადი,საყვარელი ქალი გელოდება.გაუფრთხილდი.-რაღაცნაირი სევდა ერია ფიცხელაურის ხმაში და ეს ტყუპებიდან არც ერთს არ გამოჰპარვია.
-გაბრიელ.-მიუახლოვდა ალუდა და წინ დაუდგა.თვალებში ჩახედა.- წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, არის რაღაცეები,რასაც ვერ დავივიწყებთ,მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევცვალოთ.ახლა როცა ანა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, პირველად გამიჩნდა შიში იმაზე,რომ შეიძლება დავკარგო და მეშინია, ძალიან მეშინია,თავს ვერ ვაკონტროლებ.მართლა ძალიან მეშინია,მაგრამ მაინც გთხოვ რომ ამ ბრძოლაში ერთად ვიყოთ..
-დილას,როცა იქ ის თავდამსხმელები დავინახე და მივხვდი რომ საფრთხე გელოდათ,არც დავფიქრებულვარ ჩემს სიცოცხლეზე,ისე წამოვედი თქვენს დასახმარებლად.ასე რომ ამ ბრძოლაში ერთ მხარეს ვართ და ეს აღარ შეიცვლება.-ხელი გაუწოდა ფიცხელაურმა და პასუხად მაშინვე მიიღო ალუდა ჩოხელის მარჯვენა…
გასვლისას კიდევ ერთხელ შემოხედა და უთხრა:-ხვალ თამთას დაბადების დღეა.მას არ უყვარს აღნიშვნა,მაგრამ ვიცი,რომ გულის სიღრმეში ყოველთვის ელოდება ამ დღეს რაღაც განსაკუთრებულს.
-მადლობა.-უპასუხა და გაუღიმა.გულში რაღაც ჩასწყდა.ისიც კი არ იცოდა მის საყვარელ ადამიანს რა გააბედნიერებდა,როდის ჰქონდა დაბადების დღე,რა უყვარდა,რა მოსწონდა.თავი დამნაშავედ იგრძნო, ანდრეას კითხვა უპასუხოდ დატოვა. მხოლოდ ის უთხრა აქაურობას მიხედეო და თვითონ საჭეს მიუჯდა..
მთელი გზა ფიქრობდა რა შეიძლება გაეკეთებინა ისეთი,რომ გოგოს ჩამქრალ თვალებში სიხარულის სხივი აკიაფებულიყო.სადმე წაეყვანა?ეს საშიშიც იყო და ალბათ ვერც გააოცებდა ამით მას.ბოლოს ისევ მარტივი გზა არჩია და მანქანა მაღაზიებთან გააჩერა…
თამთა საწოლში იწვა და უკვე დაძინებას აპირებდა,როცა კარი გაიღო და ლანგარზე დაწყობილი ვახშმით გაბრიელი გამოჩნდა.
-ვიღაც ისევ მშიერი კუჭით აპირებდა დაძინებას?-იკითხა და მისკენ დაიძრა.
-ვიღაც შემპირდა რომ ჩემს გვერდით იქნებოდა,მაგრამ მთელი დღე არ გამოჩენილა.-საყვედური ერია თამთას ხმაში,საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა და ბიჭს ზურგი აქცია. საჭმელი საწოლთან დადო და გვერდით მიუჯდა
-მაპატიე,ვიცი შეგპირდი,მაგრამ დაუგეგმავი საქმეები გამომიჩნდა.ნუ მებუტები გთხოვ.-მუხლებს დაეყრნო და ხელები ერთად შეკრა.-ყველაზე მეტად შენგან საყვედურებს ვერ ვიტან.ვერ ვუძლებ გესმის?
-მე კი მგონია რომ გამირბიხარ.გგონია არ გინდა ჩემთან.მგონია ვერ მპატიობ რომ ჩვენ შვილს ვერ გავუფრთხილდი. მგონია რომ ამიტომ მარიდებ თავს.- საწოლში წამოჯდა და ხელი ფრთხილად შეახო მხარზე.
-არასდროს,ეგ არასდროს მოხდება რომ მე შენ ამაში დაგადანაშაულო. ერთადერთი დამნაშავე მე ვარ,რომ მე ვერ მოგიფრთხილდით.-მისკენ შებრუნდა ბიჭიც და თვალებში ჩააცქერდა.-მოდი ამ თემას ისევ ნუ შევეხებით.მოდი წარსულში დავტოვოთ და მომავალზე ვიფიქროთ. მოდი უბრალოდ ვცადოთ და ბედნიერები ვიყოთ.-სახეზე ჩამოუსვა თითები და ნაზად მოეფერა.-მოდი უბრალოდ ვცადოთ და გავიცნოთ ერთმანეთი.მოდი დავიწყოთ თავიდან ყველაფერი,ისე როგორც წესია, როგორც სხვა წყვილები იწყებენ.
-შენ არ მითხარი ერთხელ ჩვეულებრივი წყვილი არ ვართ და ვერც ვიქნებითო?ხოდა არ მინდა ჩვეულებრივობა.მე ისევ მინდა რომ არაჩვეულებრივები ვიყოთ.-კისერზე შემოხვია ხელები გოგომ
-ასეთი ცხოვრება არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება.არასდროს დამიგეგმავს ჩემი ცხოვრება,ყოველთვის დაუგეგმავად და ექსპრომტად ვმოქმედებდი,მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა,შენ ჩემი გეგმები,აზრები,შეხედულებები შეცვალე,აქამდე თუ მხოლოდ მარტო ვცხოვრობდი და სად გამითენდებდა ან დამიღამდებოდა მნიშვნელობა არ ჰქონდა,ახლა პატარა მშვიდ სახლზე ვოცნებობ სადმე ტყეში,სადაც ვიცხოვრებთ ჩვენ-მე,შენ და ჩვენი სამი შვილი ორი გოგო,ერთი ბიჭი…
-ბიჭი უფროსი იქნება,შენსავით მამაცი,არანორმალური,შენი ყველა საუკეთესო თვისებით.მაგრამ შეგეშალა რაღაც ერთი კი არა ორი. ორი შენნაირი მინდა.-გაეცინა თამთას.
-ლამაზი ოცნებაა ეგ,რომლის ასრულებაც ალბათ ყველაზე მეტად მინდა.
-ნეტავ ოდესმე გვეღირსება?
-ყველაფერი კარგად იქნება.გახსოვს რამდენიმე კვირის უკან,იმ საშინელ ღამეს,გული ისე მომიკლა შენმა სიტყვებმა,შენმა ძალაუფლების მოპოვებისკენ სწრაფვის სურვილმა, რომ მეგონა სამუდამოდ გაწყდა მაშინ ჩვენ შორის დამაკავშირებელი რგოლი.ახლა...ახლა ისევ იმედებით ვარ სავსე და გთხოვ ისევ ნუ მიღალატებ..ისევ ნუ დამწყვიტავ გულს,ისევ ნუ გაანადგურებ ყველაფერს..
გაბრიელის აღსარებამ,მისმა გულწრფელმა სიტყვებმა და ვედრებით სავსე მზერამ,იმენად იმოქმედა თამთაზე,რომ ცრემლები მოადგა და ძლივს შეიკავა რომ არ ატირებულიყო.ხმა ვერ ამოიღო.ან რა აზრი ჰქონდა რამის თქმას,როცა ფიცხელაური მისით მიხვდა ყველაფერს.მისი მზერა,მისი თვალები,მისი სხეული ისედაც ყველაფერს ამბობდა.აღარც მას უთქვამს რამე,მხოლოდ ლანგარი გადმოიდო მუხლებზე და წვნიანით სავსე თეფშიდან კოვზით საჭმელი ამოიღო.საყვარელ ქალს ტუჩებთან მიუტანა და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად,მაინც გადააყლაპა პირველი ლუკმა….
უკუნეთი ღამე იდგა.გარეთ ქარი საშინლად ზუზუნებდა და ფანჯრებს ასკდებოდა,რომ როგორმე შემოეგლიჯა.მაგრამ არ გამოსდიოდა. ძლიერად ჩაერაზათ დარაბები ფიცხელაურების ვილაში…
*******
შუაღამეს გაეღვიძა თამთას.გვერდით მწოლიარე ვაჟს გადახედა და ფრთხილად წამოდგა საწოლიდან. თბილი ხალათი მოისხა ტანზე და უხმაუროდ დატოვა ოთახი.გაბრიელს მშვიდად ეძინა,არაფერი არ გაუგია. მუდამ ფხიზელი ძილის პატრონს,ახლა რატომღაც ღრმად ეძინა.ვერ გაიგო თამთას ოთახიდან გაპარვა…
მაჩაბელი ფეხაკრეფით მიიწევდა ქვემოთ.გაიარა მესამე სართულის დერეფანი,ჩაიარა კიბე.არავინ შეხვედრია გზად.კიბეები რომ ჩაიარა, უზარმაზარ მისაღებში აღმოჩნდა. რომელსაც მხოლოდ კედლის რამდენიმე ნათურა ანათებდა სუსტად.
ირგვლივ მიმოიხედა და მზერა საპირისპირო მხარეს მდებარე ოთახისკენ გაექცა.კიდევ ერთხელ მიმოიხედა და იმ კარისკენ დაიძრა.
ნატრობდა რომ იქ არავინ ყოფილიყო. ნატრობდა რომ ნელი ფიცხელაური არ შეხვედროდა და ოდნავ შეაღო კარი.
გაუმართლა.ზურგსუკან ისეთივე სიფრთხილით დახურა ხის მძიმე კარი და საწოლზე მწოლიარე კაცისკენ მიმართა მზერა.მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება კაცს და გაფითრებულ სახეზე კიდევ უფრო მეტად გადაუვიდა ფერი.რაც უფრო მცირდებოდა მანძილი მათ შორის მით უფრო მეტად ერეოდა თამთას ბოროტი აზრები ტვინში და მით უფრო მეტად ცდილობდა უმოძრაოდ მყოფი ალექსანდრე თავის გადასარჩენად ამაო ბრძოლას.თავზე წამოადგა გოგო. ზემოდან ზიზღით გადახედა,მერე საწოლის გვერდით მდებარე,სუსტად მოწრიპინე აპარატებს მოავლო თვალი.
-როგორია?როგორი დიდებულო ალექსანდრე ფიცხელაურო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა?-დაიწყო მშვიდად საუბარი.-ახლა ალბათ შიშისგან გული მიგდით,ახლა ალბათ ყველაზე მეტად გინდათ ძველ მდგომარეობაში ყოფნა.ახლა ალბათ ყველაზე მეტად ნანობთ ამ მდგომარეობაში ყოფნას,რადგან თქვენს წინაშე მაჩაბელი დგას,მას თქვენი მოკვლა შეუძლია,თქვენ კი ვერაფერს აკეთებთ.
წამლების მაგიდიდან რაღაც მაზი აოღო,ხელისგულზე დაიდო და ერთმანეთზე გაისვა.მერე კაცს საბანი გადახადა და მისი უმოქმედოთ მყოფი ხელი აიღო და ნაზად დაიწყო მასაჟების გაკეთება.
-მაგრამ ნუ გეშინიათ.მე აქ თქვენს მოსაკლავად არ მოვსულვარ.გიკვირთ არა?რატომ ვაკეთებ ამას ან სად ვისწავლე?ჯერ იმაზე გიპასუხებთ სად ვისწავლე.ბავშვობიდან იმ აზრით ვიზრდებოდი,რომ თქვენ ჩვენი მტრები იყავით და უნდა შეგვძულებოდა მთელი თქვენი საგვარეულო.მეც მძულდა.მაგრამ რომ წამოვიზარდე,მივხვდი რომ ასე ცხოვრება არ შემეძლო.ერთმანეთის მიყოლებით გვეცლებოდა თქვენი ნასროლი ტყვიიდან საყვარელი ადამიანები.ამას ვერ ვუძლებდი. თექვსმეტი წლის ვიყავი,მეც რომ პირველად ავიღე ხელში იარაღი. მამას უნდოდა სროლა ესწავლებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა.მის წინააღმდეგაც წავედი.მშვიდობა მოვინდომე.მიხვდა რომ ჩემთვის აჯობებდა აქედან წასვლა და მეც წავედი.წლები ოჯახს ვიყავი მოწყვეტილი,მოშორებული, მონატრებული ნათესავები ისე დამეღუპნენ,მათი ნახვაც ვერ მოვასწარი…
მოყოლა შეწყვიტა.ხელის დამასაჟება დაამთავრა,მაზი ისევ დაიდო ხელისგულებზე და ფეხებზე გადავიდა.
კაცმა მორიდებისგან შეძლო ძალა დაატანა და ოდნავ გასწია,მაგრამ გოგომ არ დააცადა.
-ნუ გცხვენიათ ბატონო ალექსანდრე. არც შეგეშინდეთ.ეს ბევრჯერ გამიკეთებია.ალბათ სათვალავი ამერია იმდენჯერ..ხო,სად გავჩერდი.. აქედან რომ წავედი იმას გიყვებოდით. ამერიკა თავშესაფარი გახდა ჩემი. უაზროდ დავბორიალობდი.ვხარჯავდი მამაჩემის ფულებს და არანაირი სიხარული,არანაირი ბედნიერება ამას არ მოუტანია ჩემთვის.ერთხელ ერთ პანსიონს მივადექი,სადაც თქვენსავით უძლური ავადმყოფები ჰყავდათ და მკურნალობდნენ. უმეტესობა იღუპებოდა.იმიტომ რომ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ.საერთოდ ამერიკა ცივი ქვყანაა,ხალხია ცივი.თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, მშობელი,იქ ზედმეტი ტვირთია ოჯახისთვის,ურჩევნიათ ფული გადაიხადონ და თავშესაფარში ჩააბარონ,ვიდრე ასე სახლში ჰყავდეთ.თქვენ გაგიმართლათ.შვილი გყავთ იდეალური.ხოდა ასე ბატონო ალექსანდრე,წარმოგიდგენიათ რამდენს ვაშავებთ შვილები მშობლების წინაშე,როცა ასე ვექცებით?მაგრამ თქვენც დამნაშავეები ხართ,როცა შვილებს არ უსმენთ,მათ სიძულვილს რომ უნერგავთ,არ ითვალისწინებთ მათ რა უნდათ,როგორი ცხოვრება უნდათ.
მგონი საუბრის თემას გადავუხვიე..
ხო,იმას ვამბობდი რომ,ასე ხეტიალში იმ პანსიონატს მივადექი.გული დამეწვა,როცა ის საცოდავი ხალხი იმ მდგომარეობაში ვნახე.მას მერე ათი წელი ვიმუშავე იქ.თავიდან მიჭირდა. საშინელებაა ტანჯვით სიკვდილი. მერე მივეჩვიე,გავიწაფე,ვისწავლე თქვენნაირი ავადმყოფების მოვლა. დროთა განმავლოში სიკვდილიანობამ იკლო.ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე,ჩემი გამარჯვება იყო სიკვდილზე.ნეტავ გენახათ,როგორი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდნენ ისინი,როცა ისევ შეეძლოთ გადაადგილება,მოძრაობა სხვის დაუხმარებლად.კიდევ ერთი რამე ალბათ რაც არის,გაინტერესებთ რატომ ვარ აქ და რატომ ვაკეთებ ამას.
ჩემი საყვარელი ადამიანისთვის.. გაბრიელისთვის ვაკეთებ.აღარ მინდა მან კიდევ ვინმე დაკარგოს.აღარ მინდა მან კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ისევ განიცადოს..კიდევ იმიტომ,რომ ჩემმა ძმამ მას ძმა წაართვა,მე კი მამას დავუბრუნებ. ყოველ ღამე მოვალ აქ,ეს პროცედურები რომ ჩავატარო.
დიახ,ფეხზე დაგაყენებთ და იცით რატომ?იმიტომ რომ ოდესღაც ეს ომი უნდა დასრულდეს.მართალია, მძულხართ,თქვენი მეუღლე სათნო და სანდომიანი ქალბატონი ნელი უფრო მძულს,მაგრამ მე გავჩერდები, გავჩერდები იმიტომ რომ გაბრიელი ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მე ვერ ვიცოცხლებ იმ შიშით,რომ ყოველი დღის გათენებისას ან დაღამებისას,შეიძლება ერთ დღეს ვეღარ დაბრუნდეს.
პროცედურა დაასრულა,საბანი გადააფარა და სწრაფად დატოვა ოთახი.ვინ იცის რას ფიქრობდა იმ წამს ალექსანდრე ფიცხელაური. ნანობდა ასე სიძულვილში და მტრობაში გატარებულ ცხოვრებას?
ამდენი დანაკარგით და ამდენი ტკივილით?იქნებ ნანობდა.ან იქნებ არა….არავინ იცის….
****
დილიდანვე რომ აფორიაქებული იყო გაბრიელი,მაშინვე შეამჩნია თამთამ, მაგრამ არაფერი უკითხავს.იწვა საწოლში და თვალყურს მშვიდად ადენვებდა ოთახში ნერვიულად მოსიარულეს.ტელეფონს წარამარა დახედავდა,რომელიც რაღაცნაირად დუმდა და ეს უფრო აღიზიანებდა.
-შეგიძლია დაჯდე და დამშვიდდე?- ჰკითხა მშვიდად.ბიჭს პასუხი არ გაუცია.მხოლოდ წამით გაჩერდა, გახედა გოგოს,მერე კი ისევ განაგრძო ნერვიულად სიარული.
-თავბრუ დამეხვა.შეგიძლია მითხრა რა ხდება?რამე მნიშვნელოვანია?
-არაფერი.შენ უბრალოდ განაგრძე ტელევიზორის ყურება.
-შენი აზრით,როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ,მე მშვიდად ვუყურებ ტელევიზორს?
-ნამდვილი ცოლივით ნუ იქცევი. შენთვის იყავი მანდ.-უცებ წამოსცდა და მაშინვე ინანა,თუმცა უკვე გვიანი იყო.მაჩაბელს სახე ეცვალა, საწოლიდან წამოხტა და გაბრაზებული გავარდა სააბაზანოსკენ.
-ბოდიში არ უნდა მეთქვა.-უკან გაეკიდა გაბრიელი.მაგრამ გოგომ ცხვირწინ მიუკეტა კარი და შემეშვიო დაუძახა.დიდხანს ეხვეწა გამოსულიყო და დალაპარაკებოდა.ალბათ შეამტვრევდა,მაგრამ სულზე მოუსწრო ანდრეას ზარმა და ამან საშუალება მისცა დამშვიდებულიყო…
ქვემოთ ჩავიდა და კაბინეტში განმარტოვდნენ.
-იპოდრომის კაფეში ამოღებული მასალებიდან,საინტერესო არაფერი იყო.მხოლოდ მისამართები იყო და ისიც ჩვენთვის უინტერესო.ხო კიდევ, ბიჭებმა გამყრელიძის სახლი მოინახულეს და საინტერესო რამეს წააწყდნენ.შენი ძმის ტელეფონია, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდით. კოდირებული იყო და ალბათ ვერ მოასწრო იმის წაშლა რაც იქ არის.
მაგიდაზე ძვირადღირებული აიფონი დადო და გაბრიელს მიაჩერდა.
-უკვე ნახე?-ჰკითხა და გალერეაში შევიდა.ბიჭმა თავი დაუქნია.
პირველივე ვიდეო ჩართო.იმ საბედისწერო ღამის ჩანაწერი იყო, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. უყურებდა,უსმენდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.მონატრებულ ძმას ხედავდა.მის უკანასკნელ წუთებს,ხედავდა მის თვალებში როგორ არ უნდოდა სიკვდილი. როგორ ევედრებოდა მიშას რომ არ დაეშვა ეს.
მერე კი როგორ სთხოვდა რომ ეს ბრძოლა დასრულებულიყო და ის უკანასკნელი მსხვერპლი ყოფილიყო.
-ესეგი მასაც უნდოდა ამ ომის დასრულება,მაგრამ რატომ?მას რატომ უნდა გასჩენოდა ამის სურვილი?
-მაგ კითხვაზე პასუხს შემდეგი ვიდეო გაგცემს.-უპასუხა ანდრეამ.გაბრიელმა მომდევნო ვიდეო ჩართო.გოგონა გამოჩნდა.რაღაცნაირად ეცნო. იცინოდა და ბედნიერი ჩანდა.
"-მამიკო როგორ გრძნობ თავს?ჩვენ ძალიან კარგად.დღეს ექიმთან ვიყავით,კარგი ბიჭია ჩვენი პატარა. ჯანმრთელი რაც მთავარია.ერთი სული მაქვს ყველაფერი დამთავრდეს და ბედნიერად ვიცხოვროთ ყველამ. გვიყვარხარ ზურა""-დაასრულა გოგომ და კოცნა გამოუგზავნა.
-ეს იყო მიზეზი ომის დასრულების-ეს გოგო მარიამ მაჩაბელია.
-აი თურმე რატომ მეცნობოდა.ახლა ყველაფერი ნათელია ჩემთვის.ის მიზეზიც რის გამოც იმედამ ზურას ესროლა.-ხელები მომუშტა და მაგიდას დაარტყა სიბრაზისგან.
-ჩემი გამოცდილებით გეუბნები რომ ცდები.ზურას სახეზე სხვა რამ ეწერა და იმედას სახეზეც.იქ კიდევ სხვა მიზეზი იყო ვინმე ან რამე,ის რის გამოც იმ გოგოს ანას დასდევენ და ის რის გამოც მარიამ მაჩაბელმა თავი მოიკლა.ახლა არ აჰყვე გრძნობებს,ამ ტკივილს და ბრაზს,რასაც ახლა გრძნობ.ამ კითხვებზე პასუხს მიშა გამყრელიძე და ის კაცი გაგვცემენ.
როგორც ყოველთვის საღი აზროვნების უნარს არ კარგავდა ანდრეა.გაბრიელსაც ჭკუაში დაუჯდა მისი რჩევა და ოდნავ დაწყნარდა
-და საერთოდაც აჯობებს დღევანდელი გეგმები დაასრულო. წადი და შენ მაინც გააბედნიერე თამთა მაჩაბელი.
-როგორ ფიქრობ გვაქვს ამის უფლება? ხალხი რას იტყვის?ჯერ ბიძამისი და მამიდაჩემი.მერე ჩემი ძმა და მისი ბიძაშვილი.ხომ არ ფიქრობ რომ ნამეტანი ბევრი ახლო კავშირია ჩვენამდე.
-ისინი ცოცხლები აღარ არიან.თქვენ ცოცხლები ხართ და ბედნიერებას იმსახურებთ,ხალხი კი მაინც იმას იტყვის,რისი თქმაც უნდათ.ასე რომ წადი.ბიჭები უკვე მორჩებოდნენ ყველაფერს..
-ნეტავ სწორად ვიქცევი? -რაღაცნაირად სევდიანი ჩანდა ფიცხელაური.
-არ ვარ რომანტიკოსი და სიყვარულის დამცველი,მაგრამ მაინც მინდა ერთი რამე გირჩიო-შენი სიყვარული დაიცავი ყოველთვის,ყველგან და ყველაფრისგან.თორემ მერე სინანული მოგკლავს.
-ვხვდები რომ ამას შენ ტყულად არ მეტყვი.რადგან შენ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრი.ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ,მანამდე კი წავედი, დღევანდელ სიუპრიზს დავასრულებ. ხვალ კი საბოლოო დარტყმისთვის მოვემზადებით….
თამთა სარკესთან იჯდა,სველ თმას ივარცხნიდა,შედარებით დამშვიდებულიყო.ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი და იქვე აიტუზა. სარკეში გამოხედა გოგომ გაბრაზებულმა,თუმცა არაფერი უთქვამს.მიახლოვდა ბიჭი და მხრებზე შეახო ნაზად ხელი.გოგო შეკრთა.
-მოიცადე,მოიცადე,-უკან დააბრუნა სკამზე.-მაპატიე.გთხოვ მაპატიე.ათას ბოდიშს მოგიხდი,მაგრამ მანამდე ერთ რამეს გთხოვ.ერთ ადგილზე წამომყევი.
-ჩემთან ერთად სახლიდან გასვლას აპირებ?-გაოცებულმა შეხედა გოგომ.
ბიჭმა თავი დაუქნია.-თბილად ჩაიცვი.
გარეთ ცივა.
-სულ ჩემზე ზრუნავ,სულ ჩემზე ფიქრობ.ოდესმე იფიქრებ საკუთარ თავზე?
-მთავარია შენ იყო კარგად.მიდი,მიდი გელოდები.-სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონში ჩარგო თავი დროის გასაყვანად.
დიდი დრო არ დასჭირვებია მოსამზადებლად.ბევრი აქ ისედაც არაფერი ჰქონდა,ამიტომ ლურჯი ჯინსი ამოიცვა,ასეთივე ფერის ნაქსოვი ზედა გააიცვა,ჩექმებში ჩაყო ფეხი და ბიჭის წინაშე წარსდგა. აათვალიერ-ჩაათვალიერა და მშვიდად უთხრა:-თმა სველი გაქვს, ქუდი დაიფარე,თბილი ქურთუკი ჩაიცვი.
-არ ცივა.თუ მივდივართ წავიდეთ.- შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
გაბრიელს უკან არ დაუხევია,ქუდს ხელი წამოავლო და თვითონ დააფარა თავზე.მერე ლოყებზე მოჰკიდა ხელი და ისევ უთხრა:-ნუ ცდილობ ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ წახვიდე.უბრალოდ მომენდე,-შუბლზე აკოცა და ხელი ჩაჰკიდა.-წავედით.
ფეხისთრევით გაეკიდა უკან. ყველაფრის მიუხედავად მაინც ეშინოდა,აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და მის ნავარჯიშევ სხეულს ეფარებოდა.მისაღებ ოთახში ნელი შენიშნა,მის საპირისპირო მხარეს კი მარიამი იჯდა.მაშინვე შეამჩნია მტრული დამოკიდებულება ერთმანეთთან.აშკარა იყო,რადგან ნელიმ აიხედა და მაშინვე სიძულვილით სავსე მზერა სტყორცნა.. მარიამმა კი გაღიმებულმა შეხედა, თუმცა არაფერი უთქვამს.ისევ წიგნის კითხვა განაგრძო.ნელიმ რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ გაბრიელმა დაასწრო და ხელით ანიშნა გაჩუმდიო.
შეშინებული გოგო გვერდით ამოიყენა და ასე ხელჩაკიდებული გავიდა სახლიდან.არც თამთას შეუწუხებია თავი ლაპარაკით.უბრალოდ ჩაჯდა მანქანაში და მოთმინებით ელოდა რას იზავდა და სად წაიყვანდა ბიჭი.
მარიამის ბინის დანახვამ მოგონებები ხელახლა გაუცოცხლა გონებაში.ჯერ ბიძაშვილი გაახსენდა,მერე მისი და გაბრიელის საიდუმლო შეხვედრები. ამ ბინას უკავშირდებოდა მისი ყველაზე ბედნიერი დღეები.
-აქ რა გვინდა?-ჰკითხა გოგომ და ნირწამხდარმა უკან დაიხია.
-ნუ გეშინია მენდე.-მისკენ გადადგა ნაბიჯი გაბრიელმა.
-ამას რატომ აკეთებ?-ცრემლი მოერია თამთას.
-რას?
-ტკივილს მაყენებს აქ მოსვლა.
-რატომ?მარიამი გახსენდება?
-არა.
-აბა რა ხდება?
-აქ ის ბედნიერი დრო მახსენდება და ეს ტკივილს მაყენებს.
-რატომ გტკივა ასე ძალიან?
-იმიტომ რომ შენ ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი ჩემს ცხოვრებაში,მე კი იმისგამო რომ ძალაუფლების მოპოვება მინდოდა ყველაფერი გავანადგურე.ჩემი სიტყვებით მოგკალი.აქ მოსვლა კი იმიტომ არ მინდა,რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი საუკეთესო მოგონებები მაქვს შენახული.
გაბრიელმა სახე დაუჭირა,ნაზად მოეფერა და უთხრა:-ახალი მოგონებენიც ხომ გვინდა?ხოდა წამომყევი.თან იქ შენთვის სიუპრიზი მაქვს.
ცნობისმოყვარეობამ სძლია,არ იცოდა რა ელოდა იქ,მაგრამ მაინც უსიტყვოდ გაჰყვა უკან…
ცხოვრებაში არის მომენტი როცა ტკივილის მიუხედავად,განსაცდელის და დარდის მიუხედავად,ყველაფრის დათმობას და დავიწყებას იწყებ, ცდილობ ახალი კარი გააღო,ახალი შანსი გამოიყენო და იმედს ჩაებღაუჭო,რომ ამდენი დანაკარგების მიუხედავად იცოცხლო….იცხოვრო და ისევ გწამდეს რაღაცის…
როცა მარიამის ბინაში კიდევ ერთხელ შეაღო კარი თვალებს არ დაუჯერა.თავი სიზმარში ეგონა. რამდენჯერმე დაახამხამა და მოულოდნელობისგან წაბორძიკდა, გაბრიელის ხელს დაეყრდნო.
სახლში ყველაფერი ისევ ისე იყო, უბრალოდ საზეიმოდ იყო მოწყობილი.
გულის ფორმის სხვადასხვა ფერის, ჰელიუმით გაბერილი ბუშტები ჰაერში დაფრინავდნენ და ფერად ლენტებს შორის ძნელად თუ დაინახავდი საახალწლო განათების ფონზე გაშლილ რომანტიულ სუფრას ორ კაცზე,სანთლები და წითელი ვარდებიც არ დავიწყებოდა.თამთა გაშეშებული იდგა,მაგრამ კიდევ უფრო დაიბნა როცა დედა დაინახამ სამზრეულოდან ტორტი მოჰქონდა, რომელზეც სანთლები ენთო მისი ასაკის მიმათითებელი. არ ელოდა ამას და გაბრიელს შეშინებულმა შეხედა,რომელმაც წელზე ხელი მოხვია და გაღიმებულმა შეხედა:-დაბადების დღეს გილოცავ.
არ იცოდა რა ექნა და რა გაეკეთებინა. დაბნეულობისგან ხან გაბრიელს შეხედავდა,ხანაც დედას,რომელიც მიუახლოვდა,დაბადების დღის სიმღერა უმღერა და ჩააქრეო უთხრა.
თამთამ თვალები დახუჭა,მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა.მხოლოდ ერთი,ბევრი არ უფიქრია უცებ შეუბერა სული.ნინომ ტორტი მაგიდაზე დადო და მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა.მისი სურნელი შეისუნთქა.
-დედას სიხარულო.დედას ერთადერთო ბედნიერებავ, დედას ცხოვრებავ.როგორ მომენატრე.
-მეც დედა.მეც ძალიან მომენატრე.- ეხუტებოდა თამთა.დედა-შვილის შეხვედრა საოცარი იყო.ეს სულ სხვა რამეა,ეს სულ სხვანაირი კავშირია. ენით აუღწერელი.
-დედა.-ოდნავ მოშორდა ქალს თამთა. -აქ როგორ მოხვდი?
-ყველაზე ნაკლებად იმას წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ფიცხელაურების გვარის წარმომადგენელს შევაქებდი. შევაქებდი კი არა მადლობას ვეტყოდი ჩემი შვილის გაბედნიერებისთვის..
-დედა რა იცი რომ ბედნიერი ვარ?- სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ.
-ვიცი.ვხვდები.რამდენიც არ უნდა დამალო,თვალები მაინც გაგცემენ. თვალები მაინც იტყვიან იმას რასაც გული გრძნობს.შენს სიყვარულს გაუფრთხილდი დეე.ერთმანეთს გაუფრთხილდით.არავის და არაფერს არ მისცეთ უფლება თქვენს შორის ჩადგეს.ეს ბედიერება წაგართვან… მე გლოცავთ თქვენ.გლოცავთ ისე როგორც დედამ უნდა დალოცოს შვილი.აბა შენ იცი,-მიუბრუნდა გაბრიელს.-იმედები არ გამიცრუო.
ჯერ შვილი ჩაიხუტა გულში,მერე ბიჭი და თვალცრემლიანმა სწრაფად დატოვა იქაურობა.
გაბრიელი თამთას მიუბრუნდა და უთხრა:-დაბადების დღეს გილოცავ. შენს ხელახლა დაბადებას.დაე, დღეიდან,ამ დღიდან ბედნიერებამ ჩვენთვისაც მოიცალოს.-ზურგიდან მიეხუტა,ხელები შემოხვია და მის მუცელზე შეკრა.ცხვირი კისერში ჩარგო და გოგოს სურნელი ღრმად შეისუნთქა.თამთამ თვალები დახუჭა და მისი ყველაზე ლამაზი ოცნება წარმოიდგინა.ფიქრებში გადაეშვა. მისი სული იმ თავისუფალ ოცნებებს მიეცა,ყველაზე თამამ ოცნებაშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.
რომანტიკული ვახშამი პირველად, პირველი რომანტიკული ცეკვა,ისე რომ დავიწყებოდათ ვინ იყვნენ და რა გადაიტანეს აქამდე...უბრალოდ ისხდნენ და საუბრონდნენ.. ერთმანეთის შესახებ იგებდნენ ყველაფერს,საუბრობდნენ იმაზე რაზეც აქამდე არასდროს უსაუბრიათ..
გრძელი ღამე გამოდგა..ოდნავ შემთვრალი თამთა ენას არ აჩერებდა, ხანდახან რამე კურიოზს გაიხსენებდა და გადაიკისკისებდა.აი გაბრიელი კი უყურებდა გაჩუმებული და მისით კიდევ უფრო მეტად ინუსხებოდა…
შუაღამემდე ასე იყვნენ,ფილმსაც უყურეს,მერე კი მარიამის ბინა დიდი ხნის შემდეგ ისევ გახდა მათი სიყვარულის და ვნების თანაზიარი…
******

ახალი გათენებული იყო, გამომძიებელი მაჩაბელების სახლს რომ მიადგა და ოჯახის უფროსთან შეხვედრა ითხოვა.გაუკვირდა ვახოს მისი სტუმრობა.გულმა რატომღაც ცუდი უგრძნო და სასწრაფოდ შემოიყვანეთ კაბინეტშიო გასცა ბრძანება.
მაშინვე იცნო.ის იყო ვინც მისი მარიამის სიკვდილის ამბავს იძიებდა.
მშვიდად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი.მაჩაბელმა მის პირდაპირ მდგარ სკამზე მიუთითა დაბრძანდითო და სასმელი შესთავაზა.კაცმა უარი განაცხადა.
-მოდით პირდაპირ საქმეზე გადავალ.
-გისმენთ,-თითები ერთმანეთზე გადააჭდო კაცმა და მას მიაჩერდა.
-ვწუხვარ ამ ამბის თქმა რომ მე მიწევს. რომ ისევ მე ვარ აქ.
-რა მოხდა?
-იცით სად არის თქვენი ვაჟი?
-არა,სამწუხაროდ იმ ღამის შემდეგ არაფერი გამიგია.უგზო-უკვლოდ გაქრა.იმედია არ ფიქრობთ რომ მე მას ვმალავ.
-არა,არ ვფიქრობ.ვიცი რომ ასე არაა. სამწუხაროა რომ აქ ყოველთვის ცუდი ამბის შესატყობინებლად მიწევს მოსვლა
-რას ნიშნავს ეს?-სახეზე შეშფოთება დაეტყო მაჩაბელს.
-ვწუხვარ ბატონო ვახო.რამდენიმე დღის უკან გვამი ვიპოვეთ ტყეში. გამოძიებამ დაადგინა რომ ის თქვენს ვაჟს ეკუთვნის.
-არა.-წამოიყვირა უცებ კაცმა და ნერვიული კანკალი დაეწყო.-არაა.ეს არ იქნება სიმართლე.ეს სიცრუეა. ჩემი შვილი ცოცხალია.რაღაც შეგეშლებოდათ.
-რამდენჯერმე გადავამოწმეთ. ნამდვილად ისაა.ვიზიარებ ბატონო ვახო თქვენს მწუხარებას.
-იზიარებთ?წარმოდგენა მაინც გაქვთ ეს რას ნიშნავს?რას ნიშნავს ეს? რამდენადაც ნაძირალა და არაკაცი შვილი უნდა მყოლოდა,იმდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის. ორჯერ, სამჯერ,ასმაგად მტკივნეულია. მტკივნეულია იმიტომ რომ რამდენი ვეცადე,მაგრამ მისგან კაცი ვერ დავაყენე.მაინც მქონდა იმედი, რომ ის თავის შეცდომებს მიხვდებოდა და არჩეული ცხოვრების გზას შეცვლიდა. მისით ოდესმე მაინც ვიამაყებდი, თუმცა შეიძლება ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი.
-ძნელია,ვიცი რომ მშობელზე წინ შვილი არ უნდა კვდებოდეს,მაგრამ ხანდახან ეს კანონზომიერება ირღვევა.
მაჩაბელს არაფერი უთქვამს,ვეღარ თქვა.ვეღარ იპოვა საჭირო სიტყვები.
აღარც გამომძიებელი დარჩენილა დიდხანს.მხოლოდ ის უთხრა რომ გვამი მორგშია და შეგიძლია გადაასვენოთო და თავზარდაცემული კაცი მარტო დატოვა.
ერჩივნა თვითონ მომკვდარიყო, ვიდრე ეს ამბავი ახლა ნინოსთვის ეთქვა.კიდევ ერთხელ ამ ტკივილისთვის ვეღარ იმეტებდა.
მაგრამ იცოდა რომ ისევ იგივე იქნებოდა.
კაბინეტიდან გამოვიდა.სახლი დაცარიელებულიყო.ვინ სად იყო არ იცოდა.თვალი მოავლო იქაურობას. ისევ იგივე,ისევ ხალხმრავლობა,ისევ იგივე ტკივილი..
ეზოში ცოლთან ერთად მჯდარი ჯარჯი დაინახა და დაუძახა.მაშინვე მიხვდა ბიჭი რომ რაღაც მოხდა.თათული სახლში შეაცილა და უკან დაბრუნდა ბიძასთან.
-სად არიან ჩვენები?-ყრუდ იკითხა კაცმა.
-დედა და ბიცოლა მაღაზიებში წავიდნენ,ბავშვისთვის რაღაცეები უნდა იყიდონ.ალუდა ანასთან ერთად გავიდა.
-ყველას დაურეკე,სასწრაფოდ დაბრუნდნენ.ბიჭები შეკრიბე და სახლში დამელოდეთ..
-ვინ არის?-მაშინვე მიხვდა რაც მოხდა.
-იმედა…-ჩაილაპარაკა მძიმედ და მანქანისკენ დაიძრა.მეხდაცემული იყო ჯარჯი.ვერაფერი ვერ მოიფიქრა.
ყველაფრის მიუხედავად მტკივნეული იყო კიდევ ერთი ბიძაშვილის დაკარგვა.მტკივნეული და თანაც როგორი.ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.ასე ნელ-ნელა მოვიდოდა მათთან სიკვდილი.მერე ისინი წავიდოდნენ შურს იძიებდნენ და ასე გაგრძელდებოდა დაუსრულებლად…
******
ისევ პირისპირ შეეჩეხა სიკვდილს. უკვე მერამდენედ.მაგრამ ამჯერად ყველაზე მტკივნეული იყო,ამჯერად ყველაზე საშინელი.მისი მემკვიდრე, მისი სისხლი და ხორცი აღარ იყო.მის გვარს გაგრძელება აღარ ეწერა.აქ სრულდებოდა მისი ოჯახის ისტორია. ერთადერთი ქალიშვილი კი მისი მტრის გვარს გააგრძელებდა.განა ეს იყო სამართალი?განა ამისთვის იბრძოდა??განა ამისთვის ააშენა ამხელა იმპერია,რომ ის ყოფილიყო უკანასკნელი მმართველი?
-იქნებ უკეთესიცაა შვილო?იქნებ მე ვიყო უკანასკნელი ვინც ამ სიმწარეს გამოცდის?ვისთვისაც უკანასკნელი იქნება შვილის დაკარგვით გამოწვეული სიმწარე?
შვილის თავდახურულ ჩასასვენებელთან იჯდა და ჩაფიქრებული მიშტერებოდა ერთ წერტილს.
-ახლა რა იქნება?ავდგე და წავიდე ფიცხელაურებთან?შური ვიძიო?ვაითუ ისინი არაფერ შუაში არიან??იქნებ სხვამ გაგიმეტა ასე?მაგრამ ვინ?ვის მოვთხოვო პასუხი?
-დარწმუნებით შემიძლია გითხრა რომ ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია.-მოესმა ვიღაცის ხმა.აიხედა და კარში გაბრიელი იდგა.სახეზე ეტყობოდა რომ ისიც არ იყო კარგად.
-მე ხომ კარგად ვიცი რას ნიშნავს საკუთარი სისხლის და ხორცის დაკარგვა.
-ვინ გითხრა?
-რა მნიშვნელობა აქვს?მთავარია რომ მე აქ ვარ.-მხარზე ხელი დაატყა ფიცხელაურმა.-დიდი გამძლეობა გმართებთ.იმიტომ რომ წინ დიდი საქმე გველოდება.
ვახომ გაოცებულმა შეხედა.
-რა ხდება?რამეს მიმალავ?
-არ გიმალავთ არაფერს.მე უბრალოდ ვფიქრობ რომ თქვენი შვილის მკვლელზე შურისძიება მოგინდებათ.
-მისი ვინაობა იცი.ხომ ასეა?
-ბევრი რამ ვიცი,მაგრამ ახლა ისე უნდა მოიქცეთ ვითომ ეჭვი ისევ ჩვენზე გაქვთ.დანარჩენი მისი დაკრძალვის მერე.ვფიქრობ გინდათ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ყველაფერი..
-მინდა.მინდა და მერე როგორ. ერთადერთი იმედი დამრჩა-ჩემი თამთა.მას ხომ მაინც დაიცავ?
-მასაც და ყველას.უბრალოდ თქვენი დახმარება დამჭირდება.
-დაკრძალვის მერე შენს გვერდით მიგულე,ახლა უბრალოდ მინდა რომ ჩემი შვილი ვიგლოვო.
-სახლში წავიდეთ.-ფეხზე წამოყენა გაბრიელმა,მერე კი კარში გაიყვანა და მაჩაბელის დაცვის წევრებს ანიშნა ჩასასვენებელი მანქანაში გადაეტანათ…
*******
იმედა მაჩაბელის გარდაცვალების შესახებ ჯარჯიმ შეატყობინა.ჯერ კიდევ ეძინა თამთას,ჯერ კიდევ არ იცოდა მაჩაბელის უკვე ერთადერთმა ასულმა რა ტრაგედია ტრიალებდა მათ ოჯახში.მშვიდად და უშფოთველად ეძინა,ფიცხელაური კი დაჰყურებდა და იმაზე ფიქრობდა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი.მისი გეგმაც ჩაიშალა. აქ აპირებდა იმ ახალი ამბის გოგოსთვის თქმას რაც მისი ძმის ტელეფონში ინახებოდა…
როგორც იქნა შეირხა გოგო და თვალები გაახილა.საყვარელ კაცს გაუღიმა,მაგრამ მისგან იგივე რომ ვერ მიიღო გაუკვირდა და რა ხდებაო ჰკითხა.
-არაფერი,-ყრუდ უპასუხა ბიჭმა და საწოლში წამოჯდა.
-გაბრიელ….-იმედგაცრუება ერია თამთას ხმაში.-ნუთუ წუხელ ყველაფერი ასეთი ცუდი იყო?
-არა საყვარელო,არა.-მისკენ მიბრუნდა და სახე დაუჭირა.- ყველაფერი შესანიშნავი იყო. უბრალოდ ახლა ადექი,ჩაიცვი და მოწესრიგდი.შენებთან მივდივართ.
-ჩემებთან?
-ხო,გადავწყვიტე რომ რამდენიმე დღე მათთან დარჩე,მოგენატრებოდათ ერთმანეთი.
-რა მაგარია,-კისერზე შემოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.ღიღინით გაემართა მერე სააბაზანოსკენ…
თამთამ მშობლიური უბანი და მშობლიური სახლი თავიდან ვერ იცნო.რაღაცნაირი გაუცხოებული,ცივი და უბედური ეჩვენა.გულმა ცუდი უგრძნო.ამაში კიდევ უფრო დარწმუნდა,როცა სახლის მთავარი ჭიშკარი ღია დაინახა,ეზოში კი გაძლიერებული დაცვა და ოჯახის ახლობლები…
-გაბრიელ,-ხელი მოუჭირა უნებურად ხელზე.-რა მოხდა?
დუმილი მიიღო საპასუხოდ.
-მითხარი ვინ არის?-ცრემლი ჩაუდგა თვალებში გოგოს.
-შენი ძმა.-ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-არა.-ყვირილი უნდოდა და ვერ შეძლო,მხოლოდ ეს რამდენიმე ასო ამოიხრიალა და დამუნჯდა.
მასთან ერთად კვდებოდა ფიცხელაურიც.კარგად იცოდა რას ნიშნავდა ეს.რა მძიმე და მოუშუშებელი ტკივილი იყო და თავს ვერ პატიობდა რომ ამ ტკივილისგან ვერ დაიცვა საყვარელი ქალი…
გოგო ოჯახის სხვა ქალებთან დატოვა და
როგორც კი ნინომ შვილი სახლში დაინახა,მაშინვე მიხვდა ისიც რომ რაღაც მოხდა.სახლის მთავარ მისაღებში შეკრებილი ქალები მოუთმენლად ელოდნენ ოჯახის უფროსს.რაც უფრო მეტად გადიოდა დრო,მით უფრო მეტად იპყრობდა ნინოს გულს შიში.
თამთას გამოჩენამ რამდენიმე წუთით გადაატანინათ ყურადღება. მონატრებულს გულში იკრავდნენ და ესიყვარულებოდნენ.
დიდხანს არ გაგრძელებულა ეს მომენტი.ნინო მაჩაბელის გონებაში მაშინ ჩამოჰკრა განგაშის ზარმა, როგორც კი მეუღლე დაინახა და მის უკან მისივე დაცვის წევრები.
წამებში მოცალეს უზარმაზარ მისაღებში ადგილი და შოკირებული ქალის წინ დაასვენეს შვილის ჩასასვენებელი.ნინო შებარბაცდა და თამთას რომ არ მიეშველებინა ხელი, ძირს დაეცემოდა ძალაგამოცლილი.
თვითონაც არ იცოდა საიდან ჰქონდა ამდენი ძალა,მაშინ როცა მონატრებული ბიძაშვილი მთელი გულით დაიტირა და ცრემლი ვერ გაიშრო,ახლა ძმის ცხედართან ცრემლს ვერ აგდებდა.ქვად ქცეულიყო.გარედან უყურებდა გაბრიელი და ხვდებოდა რომ კარგად არ იყო გოგო.კარგად კი არა საერთოდ არ იყო ამქვეყნად.ყველა მოქმედება რობოტად აქცევდა.თუმცა ხვდებოდა რომ დენთივით იყო და უმნიშვნელო ალზეც კი ისე აალდებოდა,მისი ჩაქრობა გაუჭირდებოდა…
დედის გვერდით იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.მხოლოდ ქეთო მაჩაბელის გოდება არღვევდა ამ საშინელ სიჩუმეს…
დრო აუტანლად გადიოდა.ნელ-ნელა იკრიბებოდნენ გვარის სხვა წარმომადგენლები,ნათესავები და მათი მწუხარების თანაზიარნი.
ნელ-ნელა უფრო საშინელი და მძიმე ხდებოდა სიტუაცია.ტყუპებს შორის აივანზე მდგომი ფიცხელაური ყურადღებას იპყრობდა.ყველა მომსვლელი აკვირდებოდა და ისიც თვალს არ აშორებდა თითოეულის მოქმედებას.ღრმად სწამდა და მოღალატე აქაც ერია მაჩაბელების გვარში.ისე ასე ღრმად ვერ გაიდგავდნენ მტრები ფესვებს…
უსიცოცხლოდ იჯდა ნინო მაჩაბელი შვილის გვამთან.თითქოს ჰაერიც არ იძვროდა.დაიხუთა,გარემოც ისე მიყუჩდა,რომ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რამდენიმე საათის უკან თებერვლის საშინელი ქარი ქროდა გულის გამაწვრილებლად.ამ სიჩუმეში მორიგეობით ისმოდა ხან ქეთო მაჩაბელის გაბმული ტირილი,ხან თამთას გულში ჩაკლული წამოძახილი,ხანაც სხვა ქალების თანაგრძნობის სიტყვები..
ყველაზე საშინელი სანახავი კი ვახო მაჩაბელი იყო.ოთახის შესასვლელში, სკამზე უძრავად იჯდა,თითქოს უბრალოდ იდო შვილის ჩასასვენებლის წინ და მის სურათს უყურებდა. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.გაფითრებულიყო. ძლივს იმორჩილებდა აკანკალებულ ხელებს და იკავებდა თავს რომ ბავშვივით არ ატირებულიყო….
კიდევ უფრო საშინელი იყო დაკრძალვა.თითქოს ყველა გათიშული იყო.ყველა გათიშული იდგა და ისე აყრიდნენ მიწას უკვე სამარხში ჩასვენებულ კუბოს.აი აქ აფეთქდა ნინო,ვეღარ გაძლო,ვეღარ დაიჭირეს,მიწას დაემხო და კივილით აიკლო იქაურობა.ძლივს გამოიყვანეს იქიდან ტყუპებმა.თამთას ტუჩები ჰქონდა სიმწრისგან დაჭმული და კანკალი აუვარდა.მაშინვე შეამჩნია გაბრიელმა,მხარქვეშ ამოუდგა და იქაურობა მანამდე დაატოვებინა, სანამ ბოლომდე დასრულდებოდა პროცესია.მანქანაში კი ერთი ამბავი ატეხა გოგომ.ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას ბიჭი.
-გეყოფა,გესმის?გეყოფა.-ხელები დაუჭირა და დაუღრიალა ბოლოს.-მეც გამოვცადე ეს,ხომ არ გავიწყდება? თავი ხელში აიყვანე,მათ სჭირდები. თუ არადა სახლში წაგიყვან და აღარ გაჩვენებ მათ.
მუქარამ გაჭრა და მშობლებისეულ სახლამდე მოკუნტული იჯდა სკამზე, თუმცა ჩუმად მაინც სლუკუნებდა…
სახლში მხოლოდ დაცვის წევრები იყვნენ,ისიც შემცირებული რაოდენობით.დანარჩენი ყველა მიცვალებულის საპატივსაცემოდ გაშლილ სუფრაზე იყვნენ წასულები.
უხმოდ გადავიდა თამთა მანქანიდან და პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი.
გაბრიელი ერთ ხანს შეყოვნდა,არ იცოდა რა ექნა,უკან გაჰყოლოდა თუ იქ დალოდებოდა,მაგრამ მერე სურვილმა სძლია რომ საყვარელი ქალის გვერდით ყოფილიყო,გვერდში დასდგომოდა და მისი ტკივილი გაეზიარებინა.ამიტომ უკან გაჰყვა.
-ეს მისი ოთახია...იყო…-სლუკუნებდა გოგო და ძმის სურათს იხუტებდა გულში. -რა ძნელია მისი წარსულში მოხსენიება.
-ვიცი...ეს მეც გამოვცადე.-უპასუხა გაბრიელმა და გულში ჩაიხუტა.
-მაპატიე გთხოვ.მე მაპატიე მის მაგივრად.მე დამსაჯე თუ ვინმეს დასჯას აპირებ.სხვას არავის შეეხო გთხოვ.
-ჩუუ,ნუ ტირიხარ.-თმაზე ეფერებოდა ბიჭი.-არავის დასჯას არ ვაპირებ. გპირდები არავინ შეეხება შენს ოჯახს. არ დავუშვებ რომ ჩვენი ოჯახებიდან ვინმეს რამე დაუშავდეს..
-მპირდები?-იმედიანად შეხედა გოგომ.
-გპირდები.
-მაშინ ერთ რამეს გთხოვ და უარი არ მითხრა.
-გააჩნია რას მთხოვ.
-ვიცი რომ იარაღი გჭირდებათ,ნება მომეცი დაგეხმარო.ნება მომეცი უკანასკნელად რაღაც კარგი გავაკეთო.გპირდები ამის მერე საერთოდ არ გავეკარები ამ საქმეს.
-არასდროს?
-არასდროს…
-კარგი.-თავი დაუქნია ბიჭმა.-იქნებ უკანასკნელი საქმისთვის ასეც სჯობდეს.იქნებ დასრულდეს ყველაფერი ამით.-ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ მოეხვია გოგოს.
*******
შუაღამე იყო.მაჩაბელების სახლი დადუმებულიყო.ყველას ეძინა ვახოს, ტყუპების და გაბრიელის გარდა.
-უცნაურია ცხოვრება.შენი ძმის მკვლელი შენი ხელით უნდა მოგეკლა წესით,შენ კი მის ოჯახთან ერთად ზიხარ და ამ ტკივილს იზიარებ. დაარღვია სიჩუმე მაჩაბელმა.
-ალბათ იმიტომ რომ მე ჩვეულებრივი ადამიანი არ ვარ,არ ვარ მარტივი და ადვილად ამოსაცნობი. მაგრამ ჩემებური ვარ და ეს განმასხვავებს სხვებისგან.
-წლების წინ,როცა ეს დაპირისპირება დაიწყო ჩვენ გვარებს შორის,ვერც წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ასე ვიქნებოდი შენთან ერთად და სამომავლო გეგმებს დავსახავდი, მითუმეტეს ჩემი ვაჟის დაკრძალვის ღამეს.
-ცხოვრების უცნაურობაც ხომ სწორედ ამაშია.-უპასუხა გაბრიელმა.
-კარგი,არ გვინდა სხვა რაღაცეებზე საუბარი,საქმეზე გადავიდეთ.შენ მითხარი რომ ჩემი შვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს თქვენს გვარს,მითხარი რომ მომეცადა.მგონი დრო მოვიდა მითხრა რა ხდება.
-ეს სიმართლეა.ჩვენი გვარიდან ნამდვილად არავის მიუძღვის მის სიკვდილში ბრალი.მაგრამ მე ნამდვილად ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც თქვენი შვილი სიკვდილამდე ნახა..
გაბრიელის ნათქვამზე ტყუპები დაიძაბნენ,განსაკუთრებით ალუდა, თუმცა მაინც აიყვანეს თავი ხელში და მისი მოსმენა განაგრძეს.
-ამერიკიდან რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა ჩემი ძმის დაკარგვასთან ერთად, სხვა უამრავ პრობლემას შევეჯახე. რატომღაც თავიდანვე დიდ საიდუმლოს ვხედავდი მის მკვლელობაში.ასეც მოხდა.ჩემი ინტუიცია გამართლდა, განსაკუთრებით მიშასთან დაკავშირებით,რომელიც მიმტკიცებდა რომ ზურას თქვენს ქალიშვილთან ჰქონდა კავშირი და მისი შეყვარებული იყო.მეტიც,ისინი ბავშვსაც კი ელოდებოდნენ.ალბათ ამას დავიჯერებდი კიდეც,რომ არა ის თავდასხმა,რომელიც მამაჩემმა მოაწყო და მაშინ თამთა დაიჭრა. საავადმყოფოში კი სრულიად შემთხვევით გაირკვა საპირისპირო…
გაბრიელმა შეისვენა და ცოტაოდენი წყალი მოსვა.მერე კი ისევ განაგრძო.
-მიშაზე ეჭვი ავიღე.ერთ დღეს უცნაურობა შევატყვე,თითქოს ჩემთან საუბარს გაურბოდა,როცა რამეს ვეკითხებოდი სამსახურთან და ზურას საქმიანობასთან დაკავშირებით. უკან გავყევი.ის წყნეთში წავიდა ალბათ მისი ან მისი მეგობრის სახლი იყო. დიდად არ გამირკვევია ეს. საინტერესო ის იყო რომ ის იქ თქვენს ვაჟს მალავდა და მშვიდად და მეგობრულად საუბრობდნენ.ნუ ეს იმედას ეგონა ასე,თორემ მიშა რომ მას მტრობდა და ჩემს ძმასაც ამას თქმა არ უნდა.ამიტომ ვარ დარწმუნებული რომ სწორედ ისაა მისი მკვლელი.
მაჩაბელი დაიძაბა.ეს სახეზე შეეტყო. კბილები ერთმანეთს ძლიერად დაჭირა,ისე რომ ყბები აუკანკალდა.
-იცი სად არის?
-არ ვიცი,მაგრამ ვიცი საიდანაც უნდა დავიწყოთ მისი მოძებნა.
-მითხარი.ახლავე გავუშვებ ჩემს ხალხს.-წამოდგა ვახო
-ეგ ადვილი არაა.მას არც მეტი არც ნაკლები მინისტრის მოადგილე მფარველობს-თქვენი მეგობარი ავთო ხიდაშელი.
-რას ბოდავ?-კიდევ ერთი მოულოდნელობა შეეფეთა მაჩაბელს.
-არ ვიცი მას რა ხელი აქვს ამ საქმეში, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ჩვენი გვარების ერთმანეთთან ისევ გადაკიდებით და სავარაუდოდ მკვლელობებით,ისე აირეოდა ბაზარზე სიტუაცია,ის ერთადერთ დიდ შემომტანად დარჩებოდა და მთელი ეს სამყარო მასზე დარჩებოდა დამოკიდებული.
მოსმენილით იყო გაოგნებული როგორც მაჩაბელი,ასევე ტყუპები.ვერ იჯერებდნენ რომ ოჯახის ასეთი ახლო მეგობარი ამას გააკეთებდა.
-გასაგებია.მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს,რატომ იყო ის დარწმუნებული,რომ იმედა ზურას მოკლავდა?
-ამის გამო.-გაბრიელმა ტელეფონი ამოიღო,ერთ-ერთი ფაილი გახსნა და დააყოლა.-ეს ზურას ტელეფონია, გოგო კი სავარაუდოდ გეცნობათ..
შოკისმომგვრელი იყო ეს ამბავი მათთვის.ხმას ვერ იღებდნენ. დამუნჯებულები ისხდნენ.მარიამის ასე ხილვა,ასეთი ბედნიერის და ასეთი ლაღის,მტკივნეული იყო,რადგან ბოლო პერიოდში მისთვის ნაკლებად იცლიდნენ და ამიტომ იყო გოგოს ხილვა მოულოდნელი.მტანჯველი იყო,ის აზრი,რომ გამორჩენოდათ მისი ბედნიერება.მისი ეს მდგომარეობა. იმას აღარ აქცევდნენ ყურადღებას რომ მისი რჩეული მოსისხლე გვარის წარმომადგენელი იყო.
-ესეგი ეს იმედას გარდა ყველას გამოგვრჩა.ესეგი ამიტომ მოხდა მკვლელობა.ამიტომ გაიმეტა ჩემმა შვილმა ასე.
-თავიდან მეც ასე მეგონა,მაგრამ მერე ორივეს ქცევებიდან მივხვდი,რომ იქ კიდევ რაღაც მოხდა,ის რის გამოც ანას მოსაკლავად დასდევენ,მან კი თავის მხრივ დაინახა ის პიროვნება, ვინც იმედას ელაპარაკებოდა.
-და ეს ჩვენი ოჯახის მეგობარია ავთო ხიდაშელი,-დაამატა ჯარჯიმ.
ვახო მაჩაბელს სიმწრისგან მუშტები ჰქონდა შეკრული,სანამ რამეს იტყოდა მანამდე ზემოდან კივილის ხმა მოისმა და ღამის სიჩუმეში მთელ სახლს მოედო.
ყველანი იქით გავარდნენ..
*****
თამთას ღრმად ეძინა.გაბრიელმა ფეხაკრეფით დატოვა ოთახი და ქვემოთ დაეშვა…
დიდხანს არ უძინია გოგოს. დაახლოებით ერთი საათის მერე გაეღვიძა და საწოლს გადახედა. გაბრიელი რომ ვერ დაინახა, რაღაცნაირად შეშინდა.ტელეფონი არ ჰქონდა რომ დაერეკა მისთვის, ამიტომ ლეპტოპი გახსნა და გადაწყვიტა სოციალური ქსელი მოენახულებინა.სიახლეებს გასცნობოდა.
უეცრად ელექტრონული ფოსტა აენთო და შეტყობინება მოუვიდა. გაკვირვებულმა გახსნა.ვიდეოფაილი იყო.იმედას სახე გამოჩნდა.
"-სალამი დაიკო...უფრო სწორად ჩემო მონატრებულო დაო.თუ ამ ვიდეოს უყურებ,ესეგი მე უკვე ცოცხალი აღარ ვარ და სავარაუდოდ ან უკვე დამკრძალეთ,ან ჯერ კიდევ ვერ გიპოვიათ ჩემი გვამი.
შენ ხომ კარგად მიცნობ და იცი როგორი საშინელი ადამიანი ვიყავი? როგორ მქონდა თავში ავარდნილი მამის გავლენა და ძალა-უფლება? მაგრამ მკვლელი არასდროს ვყოფილვარ...მერე გამხადეს.. იძულებით…
შენ კარგად იცი როგორ ვერ ვიტანდით ფიცხელაურებს და როგორ გვძულდა ერთმანეთი.მაგრამ მე არ მდომებია მათი გვაროდან ვინმეს მოკვლა…
მითუმეტეს რომ გავიგე ჩვენი ერთადერთი ბიძაშვილი,ჩვენი საფიცარი მარიამი და ზურა ფიცხელაური შეყვარებულები იყვნენ.
ის ბიჭი შემხვდა,კაცურად დამელაპარაკა და ამიხსნა რომ აღარ სურდა სისხლისღვრის გაგრძელება. მარიამი გულწრფელად უყვარდა და თუ მათი ქორწინებით ეს მტრობა დასრულდებოდა,ბედნიერი იქნებოდა.
ისე ამიხსნა ყველაფერი,მივხვდი მშვიდობა ყველაზე კარგი რამ იქნებოდა.საქმეს ერთი რამ ართულებდა-მიშა გამყრელიძე, რომელსაც მარიამის ცოლად მოყვანა უნდოდა,ოღონდ ეს უკვე შეუძლებელი იყო.ზურამაც გაიგო მისი გეგმები და გადაწყვიტა თვითონ მოეგვარებინა. ისე წაიყვანდა საქმეს,რომ მიშას მისი ბიზნესის წილს მისცემდა. თავიდან დასთანხმდა,მაგრამ თურმე მას ჩუმად სხვა გეგმა ჰქონია.ორივე მოინდომა. საქმე ისე მოაწყო რომ მან გაიყვანა ზურა საქმიდან.მამაჩვენის მეგობრის ავთო ხიდაშელის დახმარებით. როგორც ჩანს მას ორივე გვარი ხელს უშლიდა. მათი ხელახლა გადამტერებით კი ის ორივეს ბიზნესს ჩაუგდებდა ხელში და ბაზარზე ერთდერთ შემომტან-გამტანად დარჩებოდა და თვით მიშას სახელს იქნებოდა ამოფარებული…
იმ ღამეს ყველაფერი სხვანაირად იყო და არა ისე როგორც ჩანს ან როგორც დაგაჯერებენ.მე და მარიამი ერთად ვიყავით მის ბინაში ზურას ველოდებოდით.მარიამს რაღაც უნდა ეთქვა ჩემთვის და უნდოდა ზურაც იქ ყოფილიყო.კარზე ზარი დაირეკა. მე დავასწარი გაღება.მიშა იყო. მითხრა ვიღაც გელოდებაო.მარიამი სახლში დავტოვე,მეგონა მარტო, თურმე შევცდი.ავთოს ყველაფერი გაეთვალა. რესტორანში დამიბარა.იქ მისულმა ზურა დავინახე.გავრაზდი რომ მარიამი მას ელოდა,ის კი მეგობრებთან ერთად იჯდა სუფრაზე.გარეთ გავიყვანე ავთოს მოსვლამდე და ცოტა შევკამთდით.ამიხსნა რომ ეს საქმიანი შეხვედრა იყო.მიშას მაგივრად იყო აქ და მისი მოსვლის მერე მარიამთან წავიდოდა.დავმშვიდდი,თუმცა რამდენიმე ჭიქის დალევა მაინც მოვასწარი.დრო რომ გავიდა და ავთო არ გამოჩნდა,გავბრაზდი და წასვლა დავაპირე,გარეთ გავედი. შემოდიოდა ისიც.ეზოში სიბნელეში გავედით, სადაც პირდაპირ მითხრა:-ახლა შიგნით შეხვალ და ზურა ფიცხელაურს მოკლავ.თუ მას არ გააკეთებ, ბრძანებას გავცემ და შენ საყვარელ ადამიანებს დახოცავენ.ყველაზე თითო სნაიპერი მყავს მიმაგრებული. თუ არ გჯერა ახლავე გაჩვენებო და ტელეფონში მაჩვენა ყველა, პირველ რიგში მარიამი,რომელსაც იარაღს თავში უმიზნებდნენ.უძლური ვიყავი, ყველას და ყველაფრის წინაშე. შემეშინდა და ის არჩევანი გავაკეთე, რასაც ალბათ ყველა გააკეთებდა. შიგნით შევედი და ვისროლე.მიშამ კი ისე მოაწყო,რომ თითქოს ჩემს შეჩერებას ცდილობდა.ამას მერე მივხვდი.გონს რომ მოვედი,ზურა ფიცხელაური უკვე ბოლო წუთებს ითვლიდა.იქიდან გავიქეცი.თუმცა მხოლოდ ეს არ იყო.იმ ღამეს კიდევ რაღაც მოხდა.მარიამთან მივედი.მან უკვე იცოდა რაც უნდა მომხდარიყო. მე რომ დამინახა,მიხვდა რაც გავაკეთე. მისი შეჩერება ვერ შევძელი, წამში გაჩნდა ფანჯარასთან და გადახტა. იქიდანაც ლაჩარივით გავიქეცი. ერთდროულად ამდენს ვერ გავუძელი და გამყრელიძეს მივადექი დასახმარებლად,რომელმაც თავის აგარაკზე გადამმალა წყნეთში.ამ ვიდეოსაც აქ ვწერ.არ ვიცი რამდენი დრო დამრჩა,არც ის ვიცი აქედან გავაღწევ თუ არა,მაგრამ ჩემი სიკვდილი ზუსტად ვიცი იმ მშვიდობას, მოგაპოვებინებთ,რასაც ასე ძალიან ელით ყველა..
მიყვარხართ ყველა,განსაკუთრებით შენ,ჩემო მონატრებულო დაო. მხოლოდ ერთი სურვილი შემისრულე-ბედნიერი იყავი. მნიშვნელობა არ აქვს ვისთან და დაასრულე ეს ომი…
ვიდეოსთან ერთან საბუთებს და მისამართებს მიიღებ,რომელიც მათ გადაგურებაში და მიგნებაში დაგეხმარებათ.უკანასკნელ კეთილ საქმეს შევასრულებ..
მიყვარხართ ყველა და მაპატიეთ, მაპატიეთ რომ ჩემს გამო ამის გადატანა მოგიხდათ."""
უკანასკნელი გაღიმება. უკანასკნელად დაინახა ძმის სახე ცოცხლად, ვეღარ გაძლო და ბოლო ხმაზე იკივლა…
ოთახის კარი პირველმა გაბრიელმა შემოგლიჯა,უკან ვახო მაჩაბელი და ბოლოს ტყუპები მოჰყვნენ.მაშინვე გოგოსთან მიიჭრა და გულში ჩაიხუტა. შვებით ამოისუნთქა.
-კარგად ხარ..მადლობა ღმერთს კარგად ხარ..
-ეს უნდა ნახოთ…-მიუთითა მტირალმა ეკრანზე და ვიდეო თავიდან ჩართო…
*******
გაბრიელმა განმარტოება არჩია და მაჩაბელების სახლიდან გამოვიდა. ფეხით გაუყვა გზას.ზამთრის გრძელი ღამე გათენებას არ აპირებდა. ნანახმა და მოსმენილმა შოკში ჩააგდო.თუმცა ის უფრო ახარებდა,რომ მისი ინტუიცია გამართლდა და მართალი აღმოჩნდა.რომ არ აჰყვა შურისძიების სურვილს…
არც ვახო მაჩაბელი იყო ნაკლებ დღეში.შვილის სიკვდილი ხომ დიდი დარტყმა იყო,მაგრამ ტკივილს ის უამებდა რომ მისი შვილი არ აღმოჩნდა წყალწაღებული ნაძირალა და ცივსიახლიანი მკვლელი.რომ იმაზე ვაჟკაცი აღმოჩნდა,ვიდრე ელოდა.მან ოჯახის წევრები გადაარჩინა მისი სიცოცხლის ფასად და სიკვდილის მერეც იმ ქვეყნიდან ეხმარებოდა…
მაგრამ თავს ვერ პატიობდა რომ მტერი შემოეპარა ოჯახში და ამდენი ხალხი გაანადგურებინა…
ხმას არც ტყუპები იღებდნენ. საყვარელ ადამიანებს იმ ღამით ზურგი აქციეს,მაგრამ ძილი არც ერთს ეკარებოდა.თავა ვერ პატიობდნენ რომ მარტო იმედას კი არა,მათაც ევალებოდათ ოჯახის დაცვა,რომ ეს ვერ შეძლეს.ასე არ უნდა მოედუნებინათ ყურადღება. გაბრაზებულმა ანამ ოთახი დატოვა და სამზარეულოში ჩამოვიდა.….
და აი იმ დროს,როცა ერთი პირი წყალსაც კი ჩაეძინებაო და ყველას ჩასთვლიმა,მაჩაბელების სახლში უჩუმრად შეიპარნენ ნიღბიანები. სწრაფად გაარღვიეს დაცვის ბარიერი და სახლში შევიდნენ…
უკან ბრუნდებოდა ფიცხელაური. საეჭვო სიჩუმეში რამდენიმე მანქანის ჩავლამ მისი ყურადღება მაშინვე მიიქცია და სახლში დარეკა.ვახო არ პასუხობდა,არც ჯარჯი.იმ საბედისწერო საღამოს მაჩაბელების სახლში ყველას ტელეფონი დუმდა…
ნაბიჯს აუჩქარა.გულმა ცუდი უგრძნო. ადგილზე მისულს კი ყველაფერი თავდაყირა დახვდა.სახლში სროლა და ქალების წივილ-კივილი ერთმანეთს ცვლიდა.გარეთ მანქანაში კი თავდასხმის მეთაური იჯდა. თვალებს არ დაუჯერა ავთო და მიშა გვერდიგვერდ და მისგან რამდენიმე მეტრში..
-თქვენი დედა ნაბი….ბო.-ჩაილაპარაკა და იარაღი შემართა,მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა. ნიღბიანებს თამთა და ანა მოჰყავდათ,თავზე იარაღი დაედოთ მათთვის და პირი აეკრათ.გოგოები უძალიანდებოდნენ როგორც შეეძლოთ.
-ფიცხელაურიც მინდა.-უბრძანა ავთომ.
-სახლში არაა.-უპასუხა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა.
-კარგი, წამოიყვანეთ ქალები და მანქანაში ჩაასხედით.თავის ფეხით მოვა ჩვენთან.-უპასუხა და ფანჯარას აუწია.მიხვდა გაბრიელი რომ ბრძოლა უთანასწორო იყო და გარდაუვალი სიკვდილი ელოდა თუ ახლა გამოჩნდებოდა.ნაგვის ურნას ამოეფარა და ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად.
-ანდრო,სასწაფოდ ყველა შეკრიბე, ნადირობას ვიწყებთ.-ბრძანება გასცა და თვალი გააყოლა დიდი სისწრაფით მიმავალ მანქანების კოლონას…
თვალს რომ მიეფარნენ,სამალავიდან გამოვიდა და სახლისკენ გაიქცა. მისაღებში საშინელი სურათი დაუდგა თვალწინ.ჯარჯი და ვახო უგონო მდგომარეობაში სისხლში ცურავდნენ. თათული ამაოდ ცდილობდა მათ გონზე მოყვანას,თან ცრემლი სცვიოდა თვალებიდან.ალუდა ზემოთ დედის გონზე მოყვანას ცდილობდა, ქეთო მუცელში იყო დაჭრილი,ბიჭი თავის ჭრილობას სულაც არ აქცევდა ყურადღებას.ნინო მაჩაბელი კიბეზე ჩამომჯდარიყო და ისევ ერთ წერტილს მიშტერებოდა უძრავად.რეაქცია არაფერზე ჰქონდა.ოთახში მათ გარდა კიდევ ორიოდე მოსამსახურე ქალი იყო გარდაცვლილი.
ტელეფონი ამოიღო,მაგრამ არ დასცალდა.
-უკვე გამოვიძახე.-უთხრა თათულიმ.
-დაგეხმარები.-მასთან ჩაიმუხლა.-რა გავაკეთო?
-წადი და ყველას პასუხი აგებინე ამისთვის.-გამოსცრა გოგომ კბილებში. ფიცხელაურმა პირველად დაინახა როგორ შეიძლება იქცეს წამში ეშმაკად ანგელოზი და უცებ ძალიან შეეშინდა,რომ სამყაროს კიდევ არ წაერთმია მისთვის საყვარელი ადამიანები…
-ალუდა.-იყვირა უცებ.-სასწრაფო მოვიდა.მიეცი ექიმებს საშუალება
-სად ჯანდაბაში იყავი?-იღრიალა ბიჭმა და კიბეზე დაეშვა.
-მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. მოდიხარ თუ მარტო წავიდე?
-მოვდივარ.
-თამთას ლეპტოპი წამოიღე და წამოდი.არ ჩამომრჩე.მანქანაში დაგელოდები.თათუ ყველაფერი შემატყობინე.-უთხრა უცებ და არც კი დალოდებია პასუხს,არც სხვა დანარჩენს,მაშინვე გავარდა იქიდან. რამდენიმე წამში გვერდით ალუდა ჩოხელი მიუჯდა და ფიცხელაურმაც დიდი სისწრაფით გაიყვანა მანქანა ეზოდან.
******
ფიცხელაურების აგარაკზე მცხეთაში შეკრებილიყვნენ.მომხდარის გაანალიზებას ცდილობდნენ.ორივე დუმდა.მხოლოდ ანდრეა რეკავდა დროდადრო სადღაც და რაღაცეებს ამოწმებდა,თან საინფორმაციოს უუურებდა.ბოლომდე უყურა,მერე ტელევიზორი გამორთო და ბიჭებს მიუბრუნდა.
-მოიფირეთ რამე?თუ ჩემებურად ვიმოქმედოთ?
-ჯერ უნდა გოგოები ვიპოვნოთ,მერე მოქმედებაზე გადავიდეთ.
-კი მაგრამ გაბრიელ,აქ ჯდომით ვერაფერს გავხდებით.
-მოითმინე ჩოხელო,ცოტაც და ყველაფერი დასრულდება.--უპასუხა გაბრიელმა.
-მოკლედ ბიჭებმა ყველა სახლი და მითითებული მისამართი შეამოწმეს, ყველა ცარიელია,მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა…
-დავიჯერო ისეთი იღბლიანები ვართ რომ მაინცდამაინც იქ იქნებიან?- ირონიულად ჩაეცინა ალუდას.
-იქნებ გაგვიმართლოს.-თქვა გაბრიელმა და ანდრეას გახედა, რომელსაც ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
-იპოვნეს.-მხოლოდ ეს თქვა და ორივეს გადახედა.
-წავედით,-ერთხმად შესძახეს და იარაღებს წამოავლეს ხელი.
-ოღონდ იცოდეთ სიუპრიზების გარეშე.-გააფრთხილა ანდრეამ.-მე და ჩემი ბიჭები მივხედავთ.
-ასე არ გამოვა.-უარი განაცხადა ალუდამ.
-გამოვა,-გააწყვეტინა აფციაურმა. -ისინი თქვენ გელოდებიან.თქვენ უნდიხართ.დარწმუნებული ვარ მიშასაც მოიშორებს და ხიდაშელი ყველაფერს თქვენ დაგაბრალებთ.ეს იქნება მისი გეგმა.ამით ორივე გვარის მნიშვნელოვან წევრებს მოიშორებს, ჩვენ კი არავინ ვართ,არ ვარსებობთ, მისმა სისტემამ დიდი ხანია უჩინარებად გვაქცია.თუ დაგვიჭერენ ამას შურისძიებად ჩათვლიან.
-ანდრეა,-მხარზე ხელი დაადო და შეაჩერა ბიჭი გაბრიელმა.-შენ მას იცნობ?
-გახსოვს რომ გითხარი ოდესღაც ყველაფერს მიგიყვები-თქო?ხოდა ორიოდე სიტყვით გეტყვი.ოდესღაც ის არავინ იყო,მას უბრალოდ ევალებოდა ჩვენთვის დავალება მოეცა და ჩვენც ერთგულად ვასრულებდით შეკვეთას- ვანადგურებდით ყველას და ყველაფერს,რაც წინ გვხვდებოდა. ერთხელ ახალი დავალება მოგვცა, ერთი ბიზნესმენი და მისი ოჯახი უნდა აგვეყვანა ტერორიზმის ბრალდებით. ადგილზე მისულს კი ჩვეულებრივი ოჯახი დაგვხვდა საოჯახო ბიზნესით.ნუ მაშინ ასე მეგონა.პატარა სასტუმრო ჰქონდათ.მათი ქალიშვილი კი ჩემი შეყვარებული აღმოჩნდა,რომელიც სხვა სახელით და გვარით გამეცნო. დავალება ჩავარდა, რადგან მე შევჩერდი,ვერ გავაკეთე ეს.ისინი კი მართლა დამნაშავეები იყვნენ.მერე მივხვდი რომ ეს იცოდნენ და სპეციალურად გამაგზავნეს მე და ჩემი ჯგუფი.უკან დახევის ბრძანება გავეცი,მან კი არ მაპატია ეს სისუსტე და სხვა ჯგუფი გამოუშვა,რომელმაც ადგილზე დახვრიტეს მშობლები,გოგო ნარკომანი აღმოჩნდა და თვითონ მოიკლა თავი,ოღონდ იქიდან გაიქცა მანამდე და ჩემს წინ გააკეთა ეს..
დაუმორჩილებლობა არ მაპატიეს, ჩემს თავზე ავიღე ყველაფერი,მაგრამ მაინც მთლიანი ათეული მომაყოლეს უკან,ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი კი აქ დარჩა და ასე წვალებით ვირჩენდით თავს.ერთ დროს სისტემის ყველაზე წარმატებული ჯარისკაცები ჩვეულებრივ მათხოვრებად ვიქეცით…
-მერე კი მამაჩემი გამოჩნდა..
-რაც არ უნდა იყოს,მან ყოველთვის იცოდა ერთგული ადამიანების დაფასება,-უპასუხა ანდრეამ.
-დარწმუნებული ხარ რომ ამას შეძლებთ?-ჩაერთო ალუდა.
-შევძლებთ,სამინისტროში ჯერ კიდევ არიან ხალხი,ვისაც ჩვენი სჯერა. ამიტომ ყველაფერი ჩვენ მოგვანდე. გოგოებს აუცილებლად დავაბრუნებთ სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, თქვენ კი უბრალოდ ბედნიერები იყავით თუ ჩვენ ცოცხლები ვერ გამოვედით.-ასათიანმა მანქანა ტყის პირას გააჩერა და სიბნელეს გახედა. ფარები რამდენჯერმე აანთო და ჩააქრო.რამდენიმე მეტრის მოშორებით მეორე მანქანამაც იგივე გაიმეორა.გადავიდნენ.
-შენ უნდა დაბრუნდე ანდრეა და ყველა...ყველა მჭირდებით.-ჩაეხუტა გაბრიელი.
-სიცოცლის ფასად დაგიბრუნებ თამთას.
-იცოდე მარტო მე არა,ემაც გელოდება.-დაადევნა ბიჭმა და ალუდას გადახედა.-ვილოცოთ..
-სხვა რა დაგვრჩენია.-მანქანის კარს დაეყრდნო ის და სიბნელეში გაიხედა.ანდრეა უკვე გაუჩინარებულიყო…
*****
დრო უსაშველოდ გაიწელა.არადა ბიჭი ახალი წასული იყო.დროდადრო რაღაც ხმები აღწევდა მათ ყურამდე, მაგრამ დაზუსტებით ვერ არჩევდნენ რა იყო ეს….
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ტყიდან,საიდანაც ანდრეა გაუჩინარდა ხმაური მოისმა და ბუჩქების შრიალი. ბიჭები მანქანას ამოეფარნენ და იარაღები შემართეს.ის იყო უნდა ესროლათ,რომ ანდრეას ხმა მოესმათ.
-ჩვენ ვართ.არ ისროლოთ.- გახვითქული მორბოდა და უკან მოჰყვებოდნენ ხელჩაკიდებული თამთა და ანა,შეშინებულები და სიცივისგან გაყინულები…
-გაბრიელ,-იყვირა თამთამ და დაწინაურდა,გამოიქცა და ბიჭს ჩაეხუტა. აკანკალებულ გოგოს გულში იკრავდა ფიცხელაური…
იქით ანას დავიწყებოდა მორიდება, ისე იყო ჩახუტებული ალუდას…
-გაბრიელ,-შეაწყვეტინა ანდრეამ.- ეს აიღე და სასწრაფოდ დატოვე აქაურობა. ოღონდ სახლში წადი, ისინიც საფრთხეში არიან.ფრთხილად იყავით და ჩემს ზარს დაელოდე ან მოსვლას. თუ არ დავბრუნდი ეს ვიდეო მითითებულ მისამართზე მიიტანე და კიდევ ტელევიზიაში…
-ანდრეა,არ დაბრუნება არ განიხილება.-უპასუხა ბიჭმა და მანქანაში ჩაჯდა…
*******
ალუდა ჩოხელს არ უნდოდა ფიცხელაურების სახლში შესულიყო. დიდხანს უარობდა.ბოლოს მკაცრად უთხრა გაბრიელმა და უკან გაიყოლა ბიჭი.მამიდამისს მისი დაბინავება დაავალა,თამთა ოთახში გაუშვა და თვითონ ეზოში გავიდა დაცვასთან.
-ამაღამ ვინც ისვენებს ისინიც გამოიძახეთ და ანდრეას დაბრუნებამდე ყველანი ფხიზლად იყავით,-უბრძანა და თვითონ მამის კაბინეტში განმარტოვდა. ტელევიზორი ჩართო მოსალოდნელი ამბების მოლოდინში…
დილამდე აქ იყო.საინტერესო არაფერი უთქვამთ.აი დილას კი ერთი ამბავი ატყდა,რასაც ყველასთან ერთად უყურა მისაღებში.
"-უპრეცედენტო ოპერაცია ჩატარდა წუხელ პოლიციის და სასაზღვრო ჯარების ერთობლივი და შეთანხმებული მოქმედებით. სკანდალში ეხვევა თავდაცვის სამინისტროც.მინისტრის მოადგილე ეჭვმიტანილი იყო შეიარაღებულ თავდასხმაში,რომელიც გუშინ განახორციელეს მაჩაბელების ოჯახზე. თავის მხრივ ავთო ხიდაშელი ითვლებოდა ოჯახის ახლო მეგობრად. დაპირისპირების მიზეზად ასახელებენ ვახო მაჩაბელის და ალექსანდრე ფიცხელაურის ბიზნესის ხელში ჩაგდებას.რომლებიც ქვეყანაში იარაღის კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულები,მაგრამ ამ ყველაფერს ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის არ შეუქმნია პრობლემა…
როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს ავთო ხიდაშელმა გაიტაცა მაჩაბელების ოჯახის ქალიშვილი და რძალი და მათი სიცოცხლის ხელყოფით იმუქებოდა,თუ გოგო არ დაურეკავდა გაბრიელ ფიცხელაურს და მის იქ მიყვანას არ სთხოვდა. კადრებში ასევე ჩანს ფიცხელაურების მარჯვენა ხელი მიშა გამყრელიძეც, რომელიც შეკრული იყო მასთან..
პოლიციამ და სპეცრაზმმა აღკვეთა ეს დანაშაული.ავთო ხიდაშელი და მისი ბანდის წევრები ორმხრივ სროლაში დაიღუპნენ,მიშა გამყრელიძემ გაქცევა მოადერხა.ამჟამად მიმდინარეობს ხიდაშელის საკუთრებაში არსებული სახლების და დაწესებულებების გაჩხრეკა.დანარჩენ ინფორმაციას სამინისტრო უახლოეს საათებში მოგვაწვდის."
წამყვანმა რეპორტაჟი დაასრულა და გადაცემაში რეკლამა დაიწყო. ფიცხელაურმა ტელევიზორი გამორთო და ალუდას მიუბრუნდა,რომელიც მასთან ერთად იყო და ერთად მოისმინეს ახალი ინფორმაცია.
-ახლა რა იქნება?-იკითხა ჩოხელმა.
-ახლა დაველოდოთ თქვენების გამოჯანრთელებას და მერე ერთი დიდი შეკრება ისევ მოვაწყოთ. ამჯერად საბოლოოდ დაიდება ზავი ჩვენს ოჯახებს შორის.და თუ ვინმე ეცდება მის დარღვევას მკაცრად იქნება დასჯილი. ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოვიტანთ განაჩენს.
-მამაშენი?
-ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არახელსაყრელია. კარგად რომ გახდება,არა მგონია ამ ყველაფრის წინააღმდეგ წავიდეს, მითუმეტეს როცა იმ ვიდეოებს ნახავს.
-დარჩა კიდევ ერთი საკითხი.
-რომელი?-ვერ მიხვდა ფიცხელაური.
-ვიცი რომ მალე კლიენტთან გაქვს შეხვედრა,მისთვის იარაღი გაქვს მოსატანი.შენ კი საცავი ცარიელი გაქვს.უარს არ მივიღებთ.ჩვენი საწყობის კარებები შენთვის ღიაა. აიღე რაც გინდა და ეს საქმე მშვიდობით დაასრულე.ისედაც საკმარისი ზარალი და ზიანი მივაყენეთ ერთმანეთს.მეტი მტერი აღარ გვჭირდება.
-მხოლოდ ერთი პირობით.საქმეში რომ დავბრუნდები,ვალს უკან დაიბრუნებ.
-აუცილებლად.-გაეღიმა ჩოხელს და ტელეფონს დახედა,რომელმაც იმ წამს დარეკა.-მადლობა ღმერთს, ყველა კარგადაა,საფრთხემ გადაიარა. თუმცა ჯარჯი და ბიძაჩემი გონს არ მოსულან.
-გილოცავთ,ეს ძალიან კარგი ამბავია. - გადაეხვია გაბრიელი და მხარზე მეგობრულად დასცხო ხელი რამდენჯერმე.-საავადმყოფოში თუ წახვალ გოგოებიც გაიყოლე,თამთას ენდომება მათი ნახვა.
-შენ არ წამოიყვან?
-მე პატარა საქმეები კიდევ მაქვს და მოგვიანებით მოვალ..
-შეხვედრამდე.-დაემშვიდობა ალუდა და კაბინეტიდან გავიდა.
*******
სტუმრები მარიამ ფიცხელაურმა გააცილა.ანასტასია თან გაჰყვა თამთას.გვერდში დგომა დასჭირდებაო და ქალიც არ წასულა ამის წინააღმდეგ.იმედით იყო განწყობილი,რომ ყველაფერი მოგვარდებოდა და მშვიდად ცხოვრებას შეძლებდნენ.
როგორც კი კარი დახურა და სახლში შემობრუნდა,მაშინვე ძმისშვილს გადაეყარა.
-რამე მოხდა გაბრიელ?-შეშფოთება დაეტყო ქალს.
-მშვიდობაა,უბრალოდ დედაჩემთან მინდა ლაპარაკი.ამ საუბარს შენც უნდა დაესწრო.
-დავუძახებ და მოვალთ.
-არა,ეს მე მოვალ მამაჩემის ოთახში წამოდი..
ქალი უკან აედევნა ბიჭს..
ალექსანდრე ფიცხელაური საწოლში წამოეჯინათ,ნელი კი წვნიანს აჭმევდა. კარის გაღებაზე შეჩერდა და ჯიუტად გაუსწორა შვილს თვალი.ხმა არ გაუცია,მიბრუნდა და საქმიანობა განგრძო.ერთადერთი რაც გაბრიელს არ გამოეპარა მამის უცნაური გამოხედვა იყო.
-უნდა გელაპარაკოთ.-თქვა მშვიდად და მეორე მხრიდან მოუარა საწოლს.სკამზე ჩამოჯდა.-ბევრი რამე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში,ბევრი მძიმე წუთი გადავიტანეთ,განსაცდელი არც მანამდე გვაკლდა და არც ჩემი ჩამოსვლის მერე დაგვკლებია. მაგრამ არსებობს რაღაც,რაც ძალიან მახარებს.იცი,მამა,პირველად ცხოვრებაში მიხარია რომ შენი შვილი ვარ.რაღაცეებზე დავფიქრდი, გადავაფასე და მივხვდი რომ ალბათ იმ მომენტში შენ ოჯახის და გვარის დასაცავად გიღირდა ის ყველაფერი რაც გააკეთე,როგორც ააშენე შენი ბიზნესი.თუმცა რაც არ უნდა იყოს შენ მამაჩემი ხარ და რაღაცნაირად მაინც საამაყოდ მაქვს საქმე.იმიტომ რომ ანდრეას თურმე შვილივით უპატრონე და გზაზე დააყენე.შეიძლება ბევრი კეთილი საქმეც გააკეთე სხვებისთვის ის რაც ჩვენ არ ვიცით და ამით კმაყოფილი ვარ. ამით ვამაყობ. მაპატიე. გეჩხუბებოდი, შენ კი თავს არ იმართლებდი.მაინც არ მქონდა შენი განსჯის უფლება.მე ვინ ვარ რომ შენ განგსაჯო?-გაბრიელმა შეისვენა და მამას შეხედა.პირველად შეამჩნია მის თვალებში ცრემლი.ალექსანდრე ფიცხელაური ტიროდა. ნელის წვნიანის თეფში მუხლებზე დაედო და თავი ჩაეღუნა.მას მიუბრუნდა ბიჭი.
-აი შენ რაც შეგეხება დედა,არც კი ვიცი რა გითხრა.არც კი ვიცი როგორ გაპატიო ის,რაც იმ უდანაშაულო გოგოს გაუკეთე.მარტო მას კი არა, საკუთარ სისხლსა და ხორცს.
-ნუ მაპატიებ.არც მე არ გაპატიებ,რომ შენი ძმის მკვლელების სიძე გახდი და მათი გვარის ქალი სახლში რძლად დამიჯინე.-არ თმობდა ამპარტავნობას ქალი.
-ისევ იმას იმეორებ.-ირონიულად ჩაეცინა ბიჭს.
-დავიჯერო ასეთი ცუდი დედა ვიყავი?-სასოწარკვეთილი იყო ქალი.
-არ მინდა გული გატკინო,მაგრამ ასე გამოდის.იცი რატომ?შენ მამაჩემზე ბევრად ცუდი გაგვიკეთე შენს შვილებს.მამა იძულებული იყო ამ ომში ჩავერთეთ და მტრობა ესწავლებინა ჩვენთვის,შენ კი ამას მიზანშეწონილად უწყობდი ხელს. მაშინ როცა ნინო მაჩაბელი შვილებს ამ სიძულვილისგან არიდებას ცდილობდა.მათთვის იმის სწავლას ცდილობდა რომ ადამიანებისთვის არ ევნოთ,მიმტევებლები ყოფილიყვნენ, კეთილები..
-რა თქმა უნდა.და ამიტომაც გამოუვიდა ერთი შვილი ნარკომანი მკვლელი და მეორე ბო..ი.-ირონია გაურია ხმაში.
-დედა,თამთაზე მსგავს სიტყვას უკანასკნელად ვისმენ შენგან.მის შეურაწყოფას არც შენ და არც არავის არ ვაპატიებ.
-ასეთი რა გაგიკეთა?რით მოგაჯადოვა?
-მაგას ვერ აგიხსნი.ეს უნდა იგრძნო. წესით შენ უნდა გესმოდეს ნამდვილი სიყვარულის ძალა… მოკლედ მოდით მთავარზე გადავალ.იმედა მაჩაბელი მკვდარია,თუმცა იმ ღამეს ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ ვიცით. ყველაფერში დამნაშავე ავთო ხიდაშელი და მიშა გამყრელიძე არიან.მათ აიძულეს მაჩაბელი რომ ზურასთვის ესროლა.სინამდვილეში ისინი გვარის შერიგებას ცდილობდნენ და ეს არც ერთს არ აწყობდათ.მთავარი მიზეზი კი ქალია. ქალი რომელიც ჩემს ძმას უყვარდა და რომლისგანაც შვილს ელოდებოდა.
სამივემ გაოცებულმა შეხედა ბიჭს.
-დიახ,არ მოგესმათ,მარიამ მაჩაბელი და ზურა შეყვარებულები იყვნენ და ბავშვს ელოდებოდნენ.
ინფორმაციამ უცებ მიაღწია ნელი ფიცხელაურის ყურამდე და ადგილზე გააშეშა ქალი.დამუნჯდა.ხელები აუკანკალდა და შეეცადა დაეფარა მოსმენილისგან მიღებული შოკი.
-ჩემი შვილი ამას არ იკადრებდა.არ შეიყვარებდა მტრის ქალიშვილს. -აკანკალებულმა მიმართა ბიჭს.მაინც არ კარგავდა ქედმაღლობას ქალი.
-ზუსტადაც რომ იკადრა,თანაც სწორედ ის იყო პირველი,რომელმაც ამ მტრობის დასრულება მოინდომა. მართალია მან ვერ მოასწრო,მაგრამ მე მაინც შევასრულებ მის უკანასკნელ სურვილს.ამ მტრობას დავასრულებ. უხუცესებიც თანახმანი არიან რომ მშვიდობა დამყარდეს.ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს რას იფიქრებთ თქვენ.
-ამას არ შევეგუები.ჩემთვის ის გვარი დაწყევლილია და დაწყევლილია მათი გვარის გოგოც,რომელმაც მეორე შვილიც დამაკარგვინა.
-კარგი,შენი თავის შენ იცი დედა.- წამოდგა გაბრიელი და მობრუნება დააპირა,რომ უცებ ხელის მოკიდება იგრძნო სუსტად ხელის თითებზე. თვალი გააყოლა და მამა დაინახა, რომელსაც მისთვის ხელი მოეკიდა და არავინ იცოდა ეს რა ფასად და ტკივილად დაუჯდა.
-ბედ-ნი-ერი იყა-ვი შვი-ლო.-ძლივს გასაგონად და დამარცვლით წარმოსთქვა კაცმა.თვალებში ცრემლი ედგა.მაგრამ ვერ გაარკვია ეს ბედნიერების თუ დარდის ცრემლი იყო.მამას ხელის თითებზე მოეფერა და ისიც რომ არ ატირებულიყო სწრაფად დატოვა ოთახი.
-მეც დაგტოვებთ,-უკან გაეკიდა მამიდა და კიბესთან დაეწია.-გაბრიელ,ჩვენც წამოვალთ.
-არა მამიდა,იქ მხოლოდ მე და თამთა ვიქნებით,იქ ჩვენი ადგილია,მხოლოდ იქ ვიქნებით ბედნიერები.-გაუღიმა, მოეხვია ქალს და კიბეს აუყვა სწრაფი ნაბიჯებით..
*****
მერე ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით დალაგდა.თითქოს დიდი მიზეზი იყო ამისთვის საჭირო და შეუძლებელიც ჩანდა,მაგრამ პატარა რამეც კი საკმარისი აღმოჩნდა…
უხუცესების შეკრებაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ორ მტრულად განწყობილ ოჯახებს შორის დადებული სამშვიდობო ზავი და შეთანხმება მიღწეული იყო.
კრებაზე პირველად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ამიერიდან არა მხოლოდ კაცებს,არამედ ქალსაც ექნებოდა სიტყვის თქმის უფლება. წარმომადგენლები კი მარიამ ფიცხელაური და ქეთო მაჩაბელი იყვნენ.მითუმეტეს რომ არც ალექსანდრე ფიცხელაურს და არც ვახო მაჩაბელს ფეხზე დგომა არ შეეძლოთ.
იმ ღამინდელ თავდასხმას მარტივად გადაურჩა ქეთო მაჩაბელი,ვახო და ჯარჯი მძიმედ იყვნენ და მათ გამოჯანმრთელებას მხოლოდ დრო სჭირდებოდა.ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ.ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ ორივეს.თამთა და თათული მათ გვერდით იყვნენ და ერთ წამს არ სტოვებდნენ მარტო.
ნინო მაჩაბელმა ამ სტრესს და დარტყმას ვეღარ გაუძლო და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. თურმე სულიერი ტკივილისგან ადამიანები რეალობას სწყდებიან და სხვა,მათთვის აშენებულ სამყაროს აგებენ,ამ ნაჭუჭში იკეტებიან და გამოსვლა აღარ უნდათ.
ამდენი პრობლემა და ორ ცეცხლ შუა გადებული თამთა,აჩრდილად იქცა. დარდისგან წონაში კლება დაეწყო და არც იმ უმადობას და გულისრევას მიაქცევდა ყურადღებას, შემთხვევით გულწასული გაბრიელს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. ექიმის პასუხმა ორივეს შოკი მიაღებინა. ერთმანეთს უყურებდნენ და სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდნენ.მარტო რომ დარჩნენ,გაბრიელმა მისის ხელები თავის ხელებში მოიქცია და უთხრა.
-მართალია ჯერ კიდევ შოკში ვარ და ამას ვერ ვიჯერებ,მაგრამ უბედნიერესი ადამიანი ვარ,რომ ამჯერად ნამდვილად ვიცი მამა ვხდები და ეს საოცარი და ამაღელვებელი მომენტია.არაფერი არ მითხრა,მე ყველაფერს შენს თვალებში ვხედავ.უბრალოდ მომენდე, წამომყევი და ყველაფერი კარგად იქნება.
-ამ ყველაფერზე უარს იტყვი?
-არა,უარს არ ვიტყვი,მაგრამ ვიცხოვრებთ იქ,სადაც არავინ იქნება და მხოლოდ ჩვენ სამნი ვიქნებით, მერე ოთხიც…
-ხუთნი.-გაეღიმა გოგოს.
-კარგი,ვიყოთ ხუთი,ექვსი,იმდენი, რამდენიც შენ გინდა,მაგრამ მათთვის ეს ყველაფერი საჭიროა,ეს იმპერია უნდა გავამგროთ და მათ დავუტოვოთ.
-მაგრამ ისეთი არა,როგორიც ჩვენ გადმოგვეცა.არა ასეთი,არამედ უფრო ძლიერი და მყარი,შესაძლოა გაერთიანებულიც…-გაეღიმა თამთას და ბოლო დღეების განმავლობაში პირველად დაინახა მის სახეზე ღიმილი ბიჭმა….

*******
მომდევმო ერთმა კვირამაც სწრაფად გაირბინა.ამ დროის განმავლობაში ისევ არ გამოჩნდა ანდრეა და გაბრიელი ნერვიულობამ აიტანა.მის შესახებ არაფერი იცოდა და ვერც მისმა ბიჭებმა გაარკვიეს რამე. იმ ღამის შემდეგ ანდრეა ასათიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.მხოლოდ სამეული დაბრუნდა უკან.მათთვისაც გაუგებარი იყო სად გაქრა ბიჭი…
ისედაც დამძიმებული ხასიათი კიდევ უფრო დაუმძიმდა ფიცხელაურს და რომ არა სასიხარულო ამბავი ბავშვის არსებობის შესახებ,ალბათ სულ გადავიდოდა ჭკუიდან…
ახლოვდებოდა პარტნიორთან შეხვედრის დროც.ალუდა ჩოხელი მის გვერდით იყო,სწორედ მან გადასცა დაპირებული ტვირთი.შეხვედრას კი მაჩაბელის დაცვის წევრები აკონტროლებდნენ და იცავდნენ ფიცხელაურის სიცოცხლეს.
-ამას გიბრუნებ.სიტყვის კაცი ყოფილხარ.-უთხრა დამშვიდობებისას პარტნიორმა და გაბრიელს მის მიერ ნაჩუქარი იარაღი ჩაუდო ხელში.
-ვიმედოვნებ ჩვენი თანამშრომლობა ისევ ისე გაგრძელდება,როგორც ძველად.
-აუცილებლად.-დამშვიდობების ნიშნად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს,მერე კი ორივე მანქანებში ჩაჯდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ….
მომდევნო კვირაში სასიხარულო ამბავი გავრცელდა.ვახო მაჩაბელი და ჯარჯი ჩოხელი გონს მოვიდნენ.მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა ყველამ.განსაკუთრებით თამთამ და თათულიმ.
ვახო მაჩაბელის პალატაში იყვნენ შეკრებილები,თამთა მამასთან იჯდა საწოლზე.სწორედ ამ დროს გაბრიელის ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა.ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა.
-გაბრიელ…
-ანდრო.-სიხარულისგან იყვირა ბიჭმა.- ვიცოდი,ვიცოდი რომ ცოცხალი იქნებოდი.სად ხარ ბიჭო?
-გარეთ გელოდები.შავი მერსედესი, დაბურულმინებიანი.-უთხრა და გაუთიშა…
რამდენიმე წუთი დასჭირდა იქამდე მისასვლელად.კარი სწრაფად გამოაღო და უკანა სავარძელზე დაჯდა.ანდრეა ძლივს იცნო.კლასიკურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ჰალსტუხით,ლამაზად დავარცხნილი თმებით,ძვირადღირებული ფეხსაცმელი და საათი..
-ნამდვილად შენ ხარ ბიჭო?შენ საომრად გაგიშვი თუ პოდიუმზე? -გაოცებული იყო გაბრიელი მისი ასეთი ცვლილებით.
-შენს წინაშეა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ახალი უფროსი ანდრეა ასათიანი. -წარუდგინა თავი ბიჭმა და გაუღიმა.
-მდაა.ეს უკვე საინტერესოა.ეს ძალიან კარგია,გილოცავ.
-ერთი მხრივ კარგია,უკან დამაბრუნეს. მეორე მხრივ კი ცუდი.იმედია ხვდები რომ ჩვენ ამიერიდან სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდებით.-სევდიანად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-იქნებ მაინც შევძლოთ და ვიმეგობროთ?-იმედს არ კარგავდა ფიცხელაური.
-ჩვენ ერთმანეთს არ დავკარგავთ, მაგრამ ვეღარც ერთად ვიქნებით,ისე როგორც ადრე.
-ჩემზე გასაგებია,მაგრამ ემაზეც უარს იტყვი?
-არ ვიცი…..
-ის გელოდება...იქ შენს გამო წავიდა…
-გული ეტკინება რომ არ წავიდე.
-უნდა წახვიდე.გახსოვს ერთ დროს შენც იგივეს მეუბნებოდი თამთაზე. თქვენს შორის დაბრკოლება აღარ არის.უფრო სწორად არც არასოდეს ყოფილა.
-ანუ ახლა მაინც ვიქნები ალექსანდრე ფიცხელაურისთვის სასურველი სასიძო.-გაეცინა ანდრეას.
-ეგ შენ თვითონ ჰკითხე,როცა ემას ხელის სათხოვნელად მოხვალ.
-არ ვიცი ამას ოდესმე თუ გავბედავ.
-გაბედავ და მერე როგორ.მე იქ დაგხვდები იცოდე,-თითი დაუქნია მეგობრულად.ორივეს გაეცინა.
-კარგი,დავსერიოზულდეთ.რაღაც მაქვს სათქმელი.მიშა გამყრელიძეს ეხება.
ფიცხელაური დაიძაბა.ანდრეამ საქაღალდე მიაწოდა და დააყოლა.
-დაკავებულია,ეს კი მისი დაკითხვის ასლებია.შეგიძლია გაეცნო და გაიგო რატომ გააკეთა ეს ყველაფერი.
-მადლობა ანდრეა.
-არაფერია..
-ესეგი ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა?
-ასეა…მაპატიე რომ ჩემს ბიჭებსაც წავიყვან.
-არაუშავს.თქვენ სამშობლოს უფრო სჭირდებით.თანაც მაჩაბელებთან ომი დასრულებულია.
-მიხარია რომ ყველაფერი მოგვარდა.
-არ დამივიწყო.იცოდე შენს გულს მოუსმინე,-გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
ანდრეამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალი გააყოლა ნელი ნაბიჯებით მიმავალ ფიცხელაურს.მერე კი მძღოლს ახალი მისამართი უკარნახა.
-კი მაგრამ იმ საავადმყოფოში რა გვინდა ბატონო ანდრეა?-შეეკითხა გაოცებული მძღოლი.
-იქ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სიყვარული მელოდება,-ჩაილაპარაკა და ოდნავ ჩაუწია ფანჯარას,რომ გრილი ჰაერი ჩაესუნთქა.-გზად ყვავილები ვიყიდოთ.
-როგორც მეტყვით.-უპასუხა მძღოლმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
*****
-გაბრიელ,სად მიგყავარ?თვალებზე ხელები რატომ ამაფარე.-წუწუნებდა გოგო და ფრთხილობდა რომ არ წაქცეულიყო.
-სულ ცოტაც მოითმინე,მალე მივალთ.
-რაღაც უცნაური ხმები მესმის,სად ვართ?
-ეს ჩვენი სახლია,მე,შენ და ჩვენი შვილის.-თვალებიდან ხელები მუცელზე ჩააცურა და შემოხვია თამთას.გოგომ თვალები გაახილა და იკივლა.
-რა ლამაზია.ეს მართლა ჩვენია?
-კი,მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.
-შენი ოჯახი?
-მათაც მოვინახულებ ხოლმე, შვილიშვილსაც მივუყვან,ნახავენ. მაგრამ მანამდე მინდა შენ იყო კარგად,შენ და ჩემი შვილი იყოთ მშვიდად.არ ხარ ვალდებული დედაჩემს შეურიგდე და აპატიო. ამიტომ ვართ აქ.
-შენთვის მითქვამს რომ ძალიან მიყვარხარ?
-მოიცადე დავფიქრდე?მგონი არა.
-ძალიან მიყვარხარ,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ გაბრიელ ფიცხელაურო.წარმოდგენაც კი არ გაქვს ისე ძალიან.
-არც მე არ მითქვამს.იმიტომ რომ ნაძალადევად არაფერი გამომდის. ყველაფერი დაუგეგმავი მიყვარს, შენც ხომ დაუგეგმავად შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში,დაუგეგმავად შემიყვარდი.მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შენ შემხვდი და შენ აგირჩიე ჩემი ცხოვრების მეორე ნახევრად-ჩემი სულის ნაწილად.ცოლად გამომყვები?
-ეს ხომ ისედაც გადაწყვეტილია?- გაეცინა გოგოს.-ჩემი თანხმობა რაღა საჭიროა?
-ესეგი სხვის გამო მოყვები ცოლად?
-არა სულელო,ეს ხომ მეც მინდა. თანახმა ვარ,-მოეხვია გოგო და გადაიკისკისა.ფიცხელაურმა პირველად მოისმინა მისი ასეთი ბავშვური და გულწრფელი გაცინება და ბედნიერებისგან ისიც მასთან ერთად ახარხარდა…
*****
დრო ყველაფერს ალაგებს. ურთიერთობებს ცვლის,მოყვარეებს მტრად აქცევს და პირიქით. ავადმყოფს ფეხზე აყენებს, ჯანმრთელს აავადმყოფებს, უბედურს აბედნიერებს,ბედნიერს აუბედურებს.
აყვავებულ ყვავილებს აჭკნობს.
გამხმარი ხეების ადგილას კი ახალი ნერგი იწყებს აღმოცენებას…
ახალი სიცოცხლე კი ყველაფერს სხვანაირ ხიბლს სძენს.
სწორედ ახალმა სიცოცხლემ- ახალდაბადებულმა ზურა ფიცხელაურმა დააყენა ფეხზე ნინო მაჩაბელი და ამ ცხოვრებაში დააბრუნა.
შვილიშვილმა სიცოცხლის აზრი დაუბრუნა ალექსანდრეს და უფრო მეტი შემართებით შეუდგა გამოჯანმრთელების პროცესს.
მართალია მათთან არ მიდიოდა თამთა,მაგრამ ბავშვის წაყვანას არ უშლიდა გაბრიელს ბებია-ბაბუასთან.
ნელი ფიცხელაური ერთადერთი იყო ვინც ბავშვს არ ეკარებოდა.შორიდან უყურებდა როგორ ეთამაშებოდა ბაბუა მას და ახლოს მისვლას ვერ ბედავდა. ალბათ სინდისი ქეჯნიდა ყველას , განსაკუთრებით კი შვილის წინაშე. მაგრამ პატიების თხოვნა ვერ გაბედა. წლების შემდეგ გადააბიჯა ამ სიამაყეს.მაშინ როცა უკვე სამი შვილის მამა გახდა გაბრიელი-მესამე ბიჭი დაიბადა ფიცხელაურებში.
მანამდე იყო ემას და ანდრეას ქორწილი.ანდრეამ ტრაიციულად ითხოვა ემას ხელი ალექსანდრესგან და მისდაგასაკვირად ისე მარტივად მიიღო თანხმობა,თვითონაც გაუკვირდა…
-ჩემი რეპუტაციის კაცს რომ ძალოვანი სიძე ეყოლებოდა,ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ რადგან ერთმანეთი გიყვართ,მე რაღას ვიზავ.
ბედნიერები იყავით.-დალოცა და ძლივს შეიკავა თვალს მომდგარი ცრემლი.
იმ ღამეს გვიანობამდე ისმოდა მხიარულების ხმა ფიცხელაურების სახლიდან თამთას გარეშე…
პირველი ბავშვი დაიბადა მაჩაბელებშიც-ჯარჯის და თათულის გოგონა შეეძინათ.შვილს ელოდნენ ანა და ალუდაც,თუმცა პატარა სქესს მალავდა და დაზუსტებით არ იცოდნენ ვინ იყო.მაგრამ მთავარია რომ პატარა ჯანმრთელი იყო და ესეც საკმარისი იყო სიხარულისთვის….
*****
-მათ რომ ვუყურებ,ვხვდები რომ იმ თვითმფრინავში საჭირო დროს აღმოვჩნდი.-უთხრა თამთამ გაბრიელს,როცა საავადმყოფოდან გამოწერეს.ეზოში ხუთი და სამი წლის ბიჭები ბურთს დასდევდნენ, რამდენიმე დღის პატარა კი ეტლში იწვა და ტკბილად ეძინა.
-მათ რომ ვუყურებ,ვხვდები რომ ცხოვრებამ იმაზე მეტი მომცა,ვიდრე მიოცნებია…
-შენ რომ გიყურებ,შენს თვალებში იმ სიყვარულს ვხედავ,რომელზეც ლეგენდებს ჰყვებიან.
-მე კი შენ რომ გიყურებ,ვხვდები ცხოვრება შენს გამო ღირდა..
ფიცხელაური გოგოს ჩაეხუტა და ზემოთ აიხედა.ბინდ შეპარულ ცაზე თითქოს მისი ძმის სახე მოელანდა. ალბათ ზურა ფიცხელაური და მარიამ მაჩაბელი იქიდან ლოცავდნენ მათ სიყვარულს.სიყვარულს,რომელმაც მტრობა დაამრცხა,რომელმაც წარსულის ლეგენდებს აჯობა…
.არაფერია იმაზე კარგი,ვიდრე ადამიანის გვერდით ყოფნა,ვინც არა მხოლოდ შენს სხეულს,არამედ სულსაც შეიყვარებს..ვის თვალებშიც დაინახავთ საკუთარ თავებს და საკუთარ ბედნიერებას…
ასეთ სიყვარულს გისურვებთ…

*****
-რა გაარკვიეთ?-ჰკითხა თავის მარჯვენა ხელს მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილმა ახალგაზრდა ყმაწვილმა და ოდნავ წამოზდილ წვერზე ხელი მოისვა.
-საბოლოოდ თქვა უარი ნარკოტიკებზე.აღარ აწარმოებენ. ჩვენთან კონტრაქტი გაწყვიტეს.
-მოქმედებაზე გადადით.-გასცა ბრძანება და იარაღი ამოიღო,ხელი გადაუსვა ზემოდან და მჭიდი შეამოწმა.მერე კი ირონიულად ჩაეცინა…
*****
-ალოო,გაბრიელ,მამიდა ვარ. ანასტასია გაქრა.ორი დღეა სახლში არ მოსულა.
მძინარე უცებ გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა.მაშინვე მიხვდა ფიცხელაური რომ ძველი,მაგრამ მისთვის უცნობი მტრები იერიშზე გადმოდიოდნენ.ნანატრი სიმშვიდე დაირღვა.ეს ახალი ომის დასაწყისი იყო….

მაპატიეთ რომ ასე ძალიან დავაგვიანე.მაგრა. რამდენიმე მიზეზი მქონდა.პირველი ის რომ სრულად დაწერილი ისტორია წამეშალა და თავიდან მომიწია დაწერა. მეორე ის რომ.მოულოდნელი,თავბრუდამხვევი და საოცარი სიყვარული დამატყდა თავს და ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები,ახლა უკვე პატარას მოლოდინში ვარ.თუმცა მანამდე რთული დღეები გადავიარე და მძიმე ტოქსიკოზი.ახლა ყველაფერი კარგადაა და დაგიბრუნდით.
მომენატრეთ ყველა და მიყვარხართ ძალიან.
მართალია ისეთი არ გამომივიდა როგორსაც ვგეგმავდი,მაგრამ იმედი მაქვს ეს ვარიანტიც მოგეწონებათ და ისიამოვნებთ...



№1 სტუმარი სტუმარი ელზა

ეს ვინ გამოჩნდა. როგორ გამიხარდი. ხომ ბრძანდებით კარგად. მიხარია თქვენი დაბრუნება

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ გელოდით❤️❤️

 


№3  offline წევრი დარინა

აი დარწმუნებული ვიყავი რომ დაბრუნდებოდი და გელოდებოდიი, შენი ამბავი გამიხარდააა ყველაზე მეტად ❤️❤️❤️ გიკოცაააავჯამრთელი პატარა გყოლოდეს, ისტორია კი საოცარი ემოციებით დახუნძლული იყოო, ძალიან მტკივნეულიი, ბევრი სისხლით მაგრამ ბედნიერების ეპფერი მაინც სულ დაყვებოდაა და დასასრულიც ძალიან კარგი გამოვიდა, გამიხარდა გაბრიელმა და თამთამ მიიხედავად იმდენი ტკივილისა და დაბრკოლებებისა მაინც მოახერხეს თავისი წილი ბედნიერების პოვნაა, გაბრიელი აი ძალიან კარგი პერსონაჟი გამოგივიდაა, ისტორია კი ისეთია რომლის წაკითხვა არაერთხელ მომინდებაა, წარმატებები საყვარელოო და ახალი საოცარი ისტორიით გელოდებიი, იმედს ვიტოვებ რომ მალე დაბრუნდებიი ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი ელზა
ეს ვინ გამოჩნდა. როგორ გამიხარდი. ხომ ბრძანდებით კარგად. მიხარია თქვენი დაბრუნება

კი კი მადლობა,ძალიან კარგად ვარ.მომენატრეთ ძალიან

სტუმარი გვანცა
როგორ გელოდით❤️❤️

სტუმარი გვანცა
როგორ გელოდით❤️❤️

დიდი მადლობა

დარინა
აი დარწმუნებული ვიყავი რომ დაბრუნდებოდი და გელოდებოდიი, შენი ამბავი გამიხარდააა ყველაზე მეტად ❤️❤️❤️ გიკოცაააავჯამრთელი პატარა გყოლოდეს, ისტორია კი საოცარი ემოციებით დახუნძლული იყოო, ძალიან მტკივნეულიი, ბევრი სისხლით მაგრამ ბედნიერების ეპფერი მაინც სულ დაყვებოდაა და დასასრულიც ძალიან კარგი გამოვიდა, გამიხარდა გაბრიელმა და თამთამ მიიხედავად იმდენი ტკივილისა და დაბრკოლებებისა მაინც მოახერხეს თავისი წილი ბედნიერების პოვნაა, გაბრიელი აი ძალიან კარგი პერსონაჟი გამოგივიდაა, ისტორია კი ისეთია რომლის წაკითხვა არაერთხელ მომინდებაა, წარმატებები საყვარელოო და ახალი საოცარი ისტორიით გელოდებიი, იმედს ვიტოვებ რომ მალე დაბრუნდებიი ❤️❤️❤️

დიდი მადლობა რომ როგორც ყოველთვის კითხულობ ჩემს შემოქმედებას და არ ტოვებს უყურადღებოდ და უკომენტაროდ.თან ისე აყალიბებ რომ გული მითბება შენი კომენტარით.

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან გამიხარდა შენი ამბავი. გილოცავ. მთელი ცხოვრება შეყვარებულები ყოფილიყავით და კიდევ არაჩვეულებრივი ამბავი. მშვიდობა გქონოდეს და ჯანმრთელი პაწაწუნა გყოლოდს. ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. არ გცვევია შუა გზაზე მიტოვება. ბოლოს ინტრიგა რატო დაგვიტოვე
გაგრძე ლება ექნება იმედია. საოცრად ამაღელვებელი იყო.სენ როგორც გვჩვევია ისეთი. მადლობაააა და დაგელოდები. უბედნიერესი დღეები გელოდება. დედობა და ის ვინც ამოაყირავებს მთლიანად შენს ცხოვრებას

 


№6  offline წევრი katiusha

Qeti qimucadze
ძალიან გამიხარდა შენი ამბავი. გილოცავ. მთელი ცხოვრება შეყვარებულები ყოფილიყავით და კიდევ არაჩვეულებრივი ამბავი. მშვიდობა გქონოდეს და ჯანმრთელი პაწაწუნა გყოლოდს. ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. არ გცვევია შუა გზაზე მიტოვება. ბოლოს ინტრიგა რატო დაგვიტოვე
გაგრძე ლება ექნება იმედია. საოცრად ამაღელვებელი იყო.სენ როგორც გვჩვევია ისეთი. მადლობაააა და დაგელოდები. უბედნიერესი დღეები გელოდება. დედობა და ის ვინც ამოაყირავებს მთლიანად შენს ცხოვრებას

უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. მოუთმენლად ველოდები მეც მაგ დრეებს გულში რომ ჩავუხუტებ..
მანამდე კი გეტყვით რომ ახალი, მესამე ნაწილი იქნება სადაც ალბათ ხვდებით რომ ანასტასია იქნება მთავარი

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

გამიხარდა ისტორია რომ დავინახე, ბოლოში კი თქვენმა ბედნიერებამ გამახარა. ძალიან დიდხანს გაგყოლოდეს ეს ბედნიერება , ჩვენ კი დაგელოდებით ახალი ისტორიებით.

 


№8  offline წევრი katiusha

სტუმარი მანანა
გამიხარდა ისტორია რომ დავინახე, ბოლოში კი თქვენმა ბედნიერებამ გამახარა. ძალიან დიდხანს გაგყოლოდეს ეს ბედნიერება , ჩვენ კი დაგელოდებით ახალი ისტორიებით.

მადლობა ჩემო კარგო

 


№9  offline წევრი ირო

ეს არის ის რაც რაც მოლოდინად ღირდა.დიდ ბედნიერებას გისურვებ.როცა მწერალს ასეთი საპატიო მიზეI აქვს მას ერთი წელიც სიამოვნებით დაელოდები.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

Როგორ გელოდით, ბედნიერებას და ჯანმრთველობას გისურვებთ❤

 


№11 სტუმარი სტუმარიი

ისეთი საპარიო მიზეზი გაქვთ ვინ რა უნდა გისაყვედუროთ. კარგი ორსულობა და ჯანმრთელი შვილი .გილოცავთ ბედნიერი დედა ყოფილიყავით????????????????

 


№12 სტუმარი სტუმარი ქეთი

ყველაფერს ერთად გილოცავ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ????მადლობა რომ დაგვიბრუნდი,იმდენ ხანს ველოდე იმედიც კი გადამეწურა.ყველა შენი ისტორია მიყვარს,ეს განსაკუთრებით და აუცილებლად კიდევ წავიკითხავ.მესამე ნაწილს მოითმენლად ველი????????

ყველაფერს ერთად გილოცავ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ????მადლობა რომ დაგვიბრუნდი,იმდენ ხანს ველოდე იმედიც კი გადამეწურა.ყველა შენი ისტორია მიყვარს,ეს განსაკუთრებით და აუცილებლად კიდევ წავიკითხავ.მესამე ნაწილს მოითმენლად ველი????????

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

როგორ ველოდიი. მადლობაა. აღარ დაიკარგოთ რაა????????????

აი მიზეზიც გავიგე. გეპატიებათ რა თქმა უნდა. გილოცავთ. უფალმა გაბედნიეროთ. ჩვენ კი თქვენი და თქვენი ისტორიებით გვაბედნიეროს.????????????❤

ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანი ვეძებდი და გელოდით. ძალიან მომეწონა. საერთოდ დაუსრულებელი ისტორიების წაკითხვა მიჭირს ხოლმე . მირჩევნია რომ დასრულდება მერე წავიკითხო, ამ ისტორიაზე დამემართა ეგრე და თათული ღვინიაშვილის კოცნის კვალზე, ვწერ ვეხვეწები გააგრძელეთთქო და მპირდება ჯერ კიდევ. იმედია გააგრძელებს .

ესეიგი კიდევ გაგრძელდება, მაგარია.❤????

 


№14  offline წევრი katiusha

სტუმარი ნანა
როგორ ველოდიი. მადლობაა. აღარ დაიკარგოთ რაა????????????

აი მიზეზიც გავიგე. გეპატიებათ რა თქმა უნდა. გილოცავთ. უფალმა გაბედნიეროთ. ჩვენ კი თქვენი და თქვენი ისტორიებით გვაბედნიეროს.????????????❤

ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანი ვეძებდი და გელოდით. ძალიან მომეწონა. საერთოდ დაუსრულებელი ისტორიების წაკითხვა მიჭირს ხოლმე . მირჩევნია რომ დასრულდება მერე წავიკითხო, ამ ისტორიაზე დამემართა ეგრე და თათული ღვინიაშვილის კოცნის კვალზე, ვწერ ვეხვეწები გააგრძელეთთქო და მპირდება ჯერ კიდევ. იმედია გააგრძელებს .

ესეიგი კიდევ გაგრძელდება, მაგარია.❤????

კი გრძელდება,მაგრამ ამჯერად თავებად აიტვირთა,რომ დიდხანს არ ჰაკოდინოთ

სტუმარი ქეთი
რომ

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვუს

 


№15 სტუმარი ნა ნა

ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენ ოჯახთან ერთად????,საინტერესო წასაკითხი იყო,თუ კიდევ გაგვანებივრებ კარგი გოგო იქნები❤❤

 


№16 სტუმარი ნა ნა

ძალიან.ძალიან კარგიააა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent