შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (15)


29-07-2021, 23:01
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 1 915

_შეიძლება, რომ სიყვარული სანანებელი გაუხდეს ადამიანს?_დავეჭვდი.
_სიყვარული არა, მაგრამ რაც სიყვარული გგონია და შენს თავში ვერ გარკვეულხარ, ის შეიძლება რომ კი. გატყობ, დიდად აღფრთოვანებული არ ხარ ზეზვასთან სექსით. არც შეყვარებული თვალებით უმზერ მას, როცა ხედავ... უბრალოდ მოგწონს... ან, ოცდახუთი წლის ასაკში ჯერ რომ არავინ გყოლია, ვნებას ხარ აყოლილი...
_რა სისულელეა!_ავღშფოთდი. უფრო იმიტომ, რომ ბაია ჩემი შინაგანი ხმა იყო იმ წუთში, რომლის ჩაჩუმებაც მინდოდა.
_მისმინე ძვირფასო, მე და შიო ბავშვობიდან მოვდივართ ერთად. ხშირად შესწრებიხარ ჩვენს კინკლაობას. ძალიან კარგად იცი, რომ ვჭამდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთს სერიოზულ ტკივილს არ მივაყენებთ არასდროს. ერთმანეთზე ვიზრუნებთ და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომელიმეზე ცუდი ითქვას...
_და რა გინდა თქვა, რომ ზეზვა ჩემზე ცუდს ლაპარაკობს? ან მე ვილაპარაკე მასზე რამე?_გავბრაზდი
_მარტო ლაპარაკი არ არის, ცუდი არ უნდ გაეკეთებინა შენთვის._ბაბუას მაგიდიდან ბასრპირიანი პატარა სკალპელი აიღო და იმით მოჰყვა თამაშს.
_ის რა შუაშია? მე ვიყავი მთვრალი...
_ხო და, შენი სიმთვრალით რატო ისარგებლა?_გამომცდელად მოწკურა თვალები და ისე მომაშტერდა.
_არც ისეთი მთვრალი არ ვიყავი, რომ არ გამეაზრებინა ჩემი ქმედება, უბრალოდ... უბრალოდ აღარ მახსოვს არაფერი.
_ხედავ? იმასაც შენ ამბობ და ამასაც...
_რა ლექციებს მიკითხავ? ზეზვა არ მოგწონს? შენ ვინც მოგწონსს ხომ ხარ მასთან? მეც დამაცადე ცხოვრებით ტკბობა._გაბრაზებული წამოვხტი და კარისკენ წავედი. რატო ვბრაზობდი ასე საშინლად ოღონდ, მართლა არ ვიცოდი.
_მოიცა, რას ფხუკიანობ და სად გარბიხარ?_უმალ წამოხტა, წამომეწია და გზა გადამიღობა.
_შემეშვი რაა!_ხელით ვუბიძგე და მოვიშორე, მაგრამ მის ხელში ეშმაკქაჯურად ათამაშებულ სკალპელზე მომიხვდა და გვარიანად გამეჭრა.
სისხლმა მდორედ რომ გამოჟონა ჩემი ხელისგულიდან, შიშისგან საგრძნობლად გაუფართოვდა ბაიას თვალები.
_ვაიმე... ბოდიში... არ მინდოდა რაა..._მაშინვე დაფაცურდა, ბაბუას მაგიდასთან მიმიყვანა და მის სავარძელში ჩამსვა. თან, ჭრილობა შემითვალიერა._უი, რა ღრმად გამიჭრია... მგონი, ნაკერების დადება მოგიწევს. წავალ, ექიმს მოვიყვან.
მეც გულდასმით შევიმოწმე ჭრილობა. მართლაც ღრმად მქონდა გაჭრილი, მაგრამ არც ისე, რომ ნაკერის დადება საჭირო ყოფილიყო.
_ხელის გულია რაა, ყველაზე ადვილად და უპრობლემოდ ეს ადგილი ხორცდება. არ მინდა არაფერი, ასე გადამიხვიე თუ შეგიძლია... თუ არა და, ვინმეს ვნახავ.
_არა, ვინ უნდა ნახო, მაგდენი კი ვიცი, რომ გადაგიხვიო._დამამშვიდა.
ბაბუას კარადიდან რაღაც ინსტრუმენტები, პატარა კოლბები და ათასი ნივთი გადმოიღო, რომელიც იმ მომენტში მართლა არ მჭირდებოდა.
_ეგენი რაღად გინდა?_გამიკვირდა.
_მუშაობაში ხელს ნუ მიშლი, მაცადე._საკმაოდ მკაცრად გამაფრთხილა. ხელი მაგიდაზე დაბადებინა და ისეთი კუთხით დამიდგა, რომ მე არ მეყურებინა რას აკეთებდა.
გავაპროტესტე კი, მაგრამ ისევ მკაცრად დამყვირა, წყნარად იჯექი და ნუ ფართხალებ, შემთხვევით სულ არ მოგაჭრა ხელიო, რომ შემეშინდამაშინვე დავემორჩილე. ამ გიჟისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ძალიანაც კი მაინტერესებდა რას აკეთებდა, მაგრამ ვერ ვხედავდი. ისე ძლიერად მიჭერდა ჭრილობაზე, თითქოს მეტი სისხლის დადენა უნდოდა.
ავუყვირდი.
_რას შვრები, ეეე?! მტკივა!.. მართლა ხომ არ უნდა მომაჭრა?
_დაწყნარდი, განა ეგეთი გიჟიც ვარ? პირი პირთან მინდა მივიტანო, რომ კარგად შეხორცდეს.
კარგა ხანი კი მაწვალა,მაგრამ მერე, უკვე რომ მორჩა საქმეს და ჩემი ხელის დანახვის საშუალება მომცა, გავვოცდი, პროფესიონალის დადებულ ნახვევს გავდა ჩემი დაბინტული ხელი. რაც არ უნდა ეუარებინა და თავი დეტექტივად წარმოეჩინა, მედიცინისკენ მაინც ქონდა მისწრაფება და ეს სისხლში ქონდა გამჯდარი.
_ბოდიში, ჩემი დაუდევრობით, რომ გაგიჭერი ხელი და ტკივილი მოგაყენე. იმაზეც ბოდიში, თუ სისულელეები გითხარი წეღან და გაგაბრაზე, მაგრამ ვღელავ შენზე და განვიცდი შენს არასწორად გადადგმულ ნაბიჯებს. არ მინდა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა მხოლოდ იმის გამო, რომ ლმობიერებას იჩენ ვინმეს მიმართ, რათა მას არ აწყენინო და შენ კი არაფრად ჩააგდო შენი განცდები. მე, მაგალითად, თავიდანვე მომეწონა ზეზვა, ოღონდ როგორც ხელოსანი და ხელოვანი. რატომღაც არ მომწონს, როგორც შენი ცხოვრების მეგზური. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას რომ ვუყურებ, უსიამო განცდები მებადება მხოლოდ და მხოლოდ... მაგრამ შენ თუ გიყვარს, ამ სიყვარულს ვერ დაგიშლი. მაგრამ დაიმახსოვრე, არც იმის უფლებას მოგცემ, რომ თავი მოატყუებინო ან გამოაყენებინო. მასზე პატარა გამოძიებას ჩავატარებ და...
_შენ და შენი გამოძიება! სამსახურის გარეთაც იფიქრე ნორმალურად, ხომ შეიძლება? ყველას ეჭვის თვალით რატო უყურებ?_გავბრაზდი._ ყველა დამნაშავე ნუ გგონია! თუ არა და, ვინ მიკითხავს მორალს და მარიგებს ჭკუაზე? შენ არ ხარ, შეყვარებულს რომ გვერდიდან არ შორდები, მაგრამ სხვა კაცს კი ემესიჯები? თან, როგორ სიყვარულით სავსე შეტყობინებებს წერ? შემთხვწვით, ეგ ბავშვიც იმისი ხომ არ არის?_მივხვდი, რომ ზდმეტი მომივიდა, მაგრამ ნათქვამ სიტყვას უკვე უკან ვეღარ დავაბრუნებდი.
ვინანე კი, მაგრამ რაღა დროს? ბაიას რომ შევხედე, სიბრაზისგან თუ წყენისგან, ერთიანად სახეზე ფერშეცვლილი იყო. ერთხანს გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა. მერე, ხმაწართმეულმა ძლივს მკითხა.
_რა თქვი?... გაიმეორე...
_რაც გაიგე!_იხტიბარი აღარ გამიტეხია, თორემ აშკარად ნირწამხდარმა ვუთხარი.
_შეიძლება ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ მოღალატე არ ვარ. უჩა დედაშენის საყვარელია მგონი და ამის დამტკიცება მინდა, იმიტომაც ვეკონტაქტები.
_რააა?!_ახლა მე წამერთვა ხმა,
_ის, რომ დამტკიცება მინდა მისი პიროვნებისა, რათა შემდეგში პასუხი ვაგებინო...
_თვითონ არ იცის ვინც ხარ? აქეთ არ გაგაბას მახეში იცოდე... ლეოს ძიძასთან ერთად ვნახე. რაღაც მეეაჭვება, რომ არაფერი იცოდეს შენს შესახებ.
_ნანასთან ერთად ნახე?_გაუკვირდა._როდის? სად?
_თვითონ იმ ქალმა მიაკითხა ბინაში.. გახსოვს, რომ დაგირეკე და გითხარი, უჩა ჩვენს ზემოთ ცხოვრობს და თუ იცი-მეთქი? სადარბაზოსთან შემეფეთა ის ქალი. ვიფიქრე, შენთან ან ბებიასთან მოდიოდა სალაპარაკოთ და გავბრაზდი. უჩუმრად გავყევი უკან და მას მიაკითხა.
_რამე ხომ არ გეშლება?_ეჭვით შემომხედა.
_როგორც ახლა შენ დგახარ ჩემს წინ და გიყურებ, ისე დავინახე მაშინაც ყველაფერი._მეწყინა მისი უნდობლობა._დეტექტივი ქალი ვითომ საქმეს იძიებ და ხაფანგში არ გაგაბას იმ ვაჟბატონმა იცოდე... ჩვენს სიახლოვეს რატო გადმოვიდა ნეტა და რას დაგვტრიალებს სვავივით?
_მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იცის ვინც ვარ.
_შენს ადგილზე მასე ძალიან დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი. თუ კაცი პროფესიონალი ალფონსია, იცოდე, არაფრის გაგება და გარკვევა არ გაუჭირდება... ძიძაც მასთან არის იცოდე.
ერთხანს ჩაფიქრდა. შუბლი გამეტებით მოისრისა ნერვიულად. ისე, ლამის, კანი გადაიძრო. მერე წამოხტა, ნაუცბადევად დამემშვიდობა, საქმე მაქვსო და სადღაც გაიქცა.
გაოცებულ-გაოგნებულ-გაშტერებული დამტოვა. ძალზედ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა. გამოდის, უჩა დედაჩემის საყვარელი იყო და შურისძიების მიზნით ხვდებოდა და ეკონტაქტებოდა ქალბატონი დეტექტივი? თუ, პასუხისგებაში უნდოდა რომ მიეცა? მოკლეთ, კარგა ხანს ვისრისე მეც შუბლი ბაიასავით, რა აღარ ვიფიქრე, რა ვერსია აღარ წარმოვიდგინე. ბოლოს, ტვინი რომ მეღრძო როგორც შიო იტყოდა, კუდამოძუებული ძაღლივით გამოვიძურწე ბაბუას კაბინეტიდან. ერთხანს დერეფანში ვიბოდიალე დაკარგული ბავშვივით. რა მინდოდა და რას დავეძებდი, ნამდვილად არ ვიცი. მერე, ქურთუკის კაპიუშონი გადმოვიფხატე თვალებამდე და შენობიდან გავედი.
თოვდა და ფეხით გადავწყვიტე გასეირნება. უაზროდ და უმისამართოდ მივდიოდი. მსიამოვნებდა თოვლის ფანტელები სახეზე რომ მელამუნებოდნენ. წინა საახალწლოდ იყო ქუჩები მორთული და ბავშვურად მიხარებდა და მიხალისებდა გულს. ალალბედზე ერთ-ერთი კაფე ამოვარჩიე და ცხელი ყავის დასალევად შევედი. მარტო ყოფნა მინდოდა და სულ არაფერზე ფიქრი. საკუთარ თავსაც კი მინდოდა რომ გავქცეოდი.
ყველაზე შორეული კუთხე შევარჩიე და იქ ჩამოვჯექი. ჯერ უინტერესოდ ვათვალიერე ინტერიერი, მერე კლიენტები შევათვალიერე და ინტუიციის გამოცდა მოვუწყე საკუთარ თავს. მაგიდას შემომსხდარ ხალხს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამომეცნო ვინ ვინ იყო. მოულოდნელად ნაცნობ მზერას რომ გადავაწყდი, ცოტა დავიბენი. თვითონაც დაიბნა. მერე, მის გვერდით მჯდარ შუახნის ქალს რაღაც უჩურჩულა ღიმილით და ჩემსკენ გამოეშურა.
_ვააა, ზეზვააა?!_მე თვითონვე მივხვდი, რომ რაღაცნაირად გავწელე სიტყვები.
ლოყაზე მაკოცა და თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.
_როგორ ხარ? აქ საიდან? თან, მარტო?
_რავიცი, განმარტოება გადავწყვიტე და აქეთ შემოვიარე. შენ ვისთან ერთად ხარ?_ინტერესით გავხედე დამა ქალს, რომელიც ელეგანტურად და საკმაოდ ახალგაზრდულად იყო ჩაცმული თავის ასაკთან შედარებით.
_დედაჩემის დაქალია. ახლახანს ჩამოვიდა იტალიიდან და ეუცხოვება ჯერ ყველაფერი._გაეცინა._გინდა, გაგაცნო? ოღონდ თუ არ გეწყინება ბიძაშვილად და არა შეყვარებულად, თორემ შემჭამს, როდისღა უნდა დაინიშნო და მოიყვანო ცოლადო? მოკლეთ, ხომ იცი, წლებია საქართველოდან წასულია, იქაურ წეს -ჩვეულებებს და ადათებსაა უკვე მიჩვეული და აქ რომ სულ სხვა სამყარო და ტრადიციები გვაქვს, დაივიწყა რატომღაც.
სანამ მოვიფიქრებდი დავთანხმებოდი თუ უარი მეთქვა, თვითონ ქალი წამოდგა და ინტერესით გამოეშურა ჩვენსკენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს მეტოქის თვალებით მიმზერდა.
_ეს ლამაზი გოგო ვინ არისო?_დაუკითხავად ჩამოჯდა ჩვენს მაგიდასთან და ძვირადღირებული სუნამოს სურნელით გაჟღინთა ირგვლივ ჰაერი. ახლოდან უფრო დაკვირვებით შემათვალიერა._თან როგორი უცნაური თვალები ქონია?
_მარია, ჩემი ბიძაშვილი._არ მაცადა ზეზვამ ხმის ამოღება.
_ლამაზი ბიძაშვილი გყოლია._თითქოს რაღაცნაირად ეჭვით ჩაილაპარაკა და თავიდან ფეხებდე ისევ გულდასმით შემათვალიერა მუშტრის თვალით._აქ მარტო ხარ?
_კი._გამიკვირდა, ვითომ რაში აინტერესებდა ამ ზედმეტად გადაპრანჭულ ქალბატონს ჩემი სტატუსი მარტო ვიქნებოდი თუ ვისიმეს გვერდით?
_ხანდახან სიმარტოვეც კარგია._თვალი ჩამიკრა._მითუმეტეს ლამაზი ქალისთვის, ვისაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან მოსვენება არ აქვს. ჩვენც აღარ დაგირღვევთ მყუდროებას მშვენიერო. ნახვამდის._ფეხზე ზედმეტად გამომწვევი კეკლუცობით წამოდგა და ზეზვას გადახედა._წამო, ჩემო ბიჭო, დავტოვოთ შენი ბიძაშვილი თავის ფიქრებთან მარტო და არ შევაწუხოთ._"ბიძაშვილს" განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და ამაყი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.
_საღამოს გცალია? გნახავ._ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა ზეზვამ მალულად და ტუსტუსით აედევნა ქალს უკან.
გაოგნებული მზერა გავაყოლე ორივეს. რა იყო ახლა ეს მათი მოსვლა ჩემთან? ან, ასე მალე წასვლა რაღა იყო? რატო მოატყუა იმ ქალს ჩემზე, რომ მისი ბიძაშვილი ვიყავი? ვითომ რა ისე შეუჭამდა ტვინს, რატო არ მოგყავს, ან როდის უნდა მოიყვანო ცოლადო. მოკლეთ, უარეს საგონებელში ჩავვარდი, ისე ხომ არ ვიყავი დღევანდელი გაგონილი ამბებით გაოგნებულ-გაოცებული და ახლა ამ ამბავმა ხომ მთლად გამაოგნა და ასე დამტოვა. ისე მომიტანეს შეკვეთა, ისე დავლიე ყავა და შოკოლადსაც მუსრი ისე გავავლე, რომ აზრზე მაშინ მოვედი, როცა აღარაფერი მედო წინ. კაფედან გამოსული ისევ კლინიკაში დავბრუნდი ჩემს მანქანასთან და იქ კი გუჯას გადავაწყდი, სახლში რომ მიდიოდა. უფრო ზუსტად, ერთი ფეხით გამასწრო, ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. გული დამწყდა. უდიდესი სურვილი გამიჩნდა, რომ მე მიმეყვანა სახლში და ფული დამეზოგინა მისთვის.
ახალი შებინდებული იყო სახლში რომ დავბრუნდი. ბებიამ გაჭრილი ხელიც შემნიშნა და უგუნებობაც. ზერელედ მოვუყევი "ყველაფერი" და ჩემს ოთახს მივაშურე, ზეზვამ რომ დამირეკა, მომენატრე სიხარულო და შევხვდეთო. მოვატყუე, ბებია შეუძლოდ არის, ბაიაც სახლში არ არის-მეთქი და შეხვედრაზე უარი ვუთხარი. არ ვიცი რატო, მაგრამ ძველებურად რატომღაც აღარ მიფორიაქებდა და აღარ მითრთოლებდა ეს ბიჭი გულს გულს. ნუთუ ბაია მართალი იყო და მასში მხოლოდ ვნების დასაკმაყოფილებელ ობიექტს ვხედავდი? ამ ვნების ამბავმაც რომ ისე უაზროდ და დაუგეგმავად ჩაიარა, მიტომ დავკარგე ვითომ მის მიმართ ინტერესი? ან, ის ფაშფაშა დამა ქალი ვინ იყო ნეტა, დღეს კაფეში რომ ახლდა?..
გვიან ღამით ბაია მოვიდა სახლში. ჩვეულებრივზე აღელვებული, აფორიაქებული და გაბრაზებულიც კი მეჩვენა.
_შიო კარგადაა?_მაშინვე იქით გამექცა ფიქრი და მთლიანად დავიშალე რომ იტყვიან.
_შიო კარგადაა, ნუ ღელავ.
_აბა, რა სახე გაქვს?_გამიკვირდა.
_დღეს სისხლის ანალიზი ჩავაბარე და პასუხები მოვიდა._მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და გამომცდელად შემომხედა.
_რამე გჭირს?_შევშფოთდი.
_მე არა... რაღაც ეჭვი მქონდა და შენს უჩუმრად, ხელი რომ გაგიჭერი, მაშინ ავიღე შენი სისხლი... და მინდა გითხრა, რომ დიდი დოზით ფენტალინი აღმოგაჩნდა.
დავიბენი.
კარგა ხანს უსიტყვოდ შევყურებდით ერთმანეთს.
_მე ნარკომანი არ ვარ._როგორც იქნა ამოვიბუტბუტე.
_ვიცი. უბრალოდ ვიღაცამ შეგაპარა და ეს ვიღაც ვიცი ვინც არის.
_ზეზვა?_გაოგნებული მოწყვეტით დავეშვი საწოლზე.
_დიახაც ზეზვა! აბა, რატო არ გახსოვდა შენი აზრით მასთან გატარებული ღამის დეტალები?
მაგ მხრივ კი, მეც მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ არ მინდოდა, რომ ზეზვაზე ცუდი მეფიქრა რატომღაც. განა არა, ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ თვალს რატო ვხუჭავდი მის მიმართ გაჩენილ ეჭვებზე, არ ვიცი. დავიჯერო, მიყვარდა? თუ, მეგონა რომ მიყვარდა?
_რას გაჩუმდი, არაფერი გაქვს სათქმელი?_ჩემს წინ იატაკზე მოიკეცა და ქვემოდან ამომხედა._იცი, შიომ რა მითხრა?
უაზროდ გავიქნიე თავი, აბა მე საიდან რა უნდა ვიცოდე-მეთქი.
_შუახნის ქალებს დასდევს და ფულს მაგით შოულობსო... მოკლეთ, კაცი გამოძახებით არის რა... ავარიის დღეს უნახია და ჩხუბიც მოსვლიათ. ხელითაც კი შეხებია.
გამახსენდა, იმ დღეს ნაცემი რომ ვნახე და სახე ჩალურჯებული ქონდა. თავი ხელებში ჩავრგე და გულიანად ავსლუკუნდი. მგონი ის უფრო მატირებდა, რომ მოტყუებული დავრჩი და არა ის, რომ ზეზვა მიყვარდა და მისი ეს ჟიგოლობა თავზარს მცემდა.
ბაიამ მაცადა გვარიანად მოთქმა. მერე ადგა და გვერდით მოგიჯდა.
_ნარკოტიკის შემოპარება დანაშაულია. გინდა, ვუჩივლოთ.
_ვუჩივლოთ?_ჩავფიქრდი._არა, იყოს, ავყვები თამაშში და გავიგებ რა უნდა ჩემგან.
_რა ენდომება არ იცი? მოსწყინდა ყრანჩი ქალები და ახალგაზრდა ლამაზი ქალისკენაც უნდა გახედვა და გაგულავება. არ გამოვრიცხავ, რომ მას მართლა უყვარხარ, უბრალოდ არ მესმის, მოტყუებით რატო ჩაგიწვინა საწოლში? ვინუჟდენში რომ მას დაუკავშირო ცხოვრება? მაგრამ, თავის სამსახურსაც ვერ ელევა? ფულის გამომუშავების წყაროა და იქნებ ჰობიც? ფაქტია, ის სულელი ქალები თავისი სიამოვნების გულისთვის უხვად აჯილდოვებენ და თავისი სურვილით ახარჯებენ იმ მაჩოს ფულს. ზოგზოგიერთებივით გამომძალველი და თაღლითი არ არის. ა რა, ოღონდ კაცი. ისეთ ქალებს, ვინც ქვრივები არიან. ან, ვის ქმრებსაც უკვე პოტენცია აღარ აქვს, ახარებთ. არ მგონია, რომ შენ ფულის გამო დაგიახლოვდა. ეტყობა, მართლა მოსწონხარ და სერიოზულად ფიქრობს შენზე.
ვითომ, ამით ჩემი დამშვიდება უნდოდა? ისე, მართლაც კი იყო სულ ცოტათი მაინც დასამშვიდებელი ის ფაქტი, რომ ფულის გამო არ მეტორღიალებოდა ის ჟიგოლო. ყოველი შემთხვევისთვის მაინც გავაფრთხილე ჩემი "ანდრეა კორნელი", რომ უჩემოდ არაფერი მოემოქმედა. ჩვეულებრივ გავაგრძელებდი ზეზვასთან შეხვედრებს, ვითომ არაფერი ვიცოდი მის შესახებ და გავარკვევდი სინამდვილეში რა ედო გულში. მეც მომინდა რატომღაც დეიდაჩემივით დეტექტივობანას თამაში. მაინც ერთი სისხლი გვქონდა ალბათ და იმიტომ. ეგ კი არა, უჩას ამბის გარკვევაც განვიზრახე, რა აკავშირებდა ლეოს ძიძასთან. ოღონდ, ამის შესახებ მართლა არ მითქვია ბაიასთვის არაფერი, თორემ თავშივე მომისპობდა ამ გამომძიებლობის და დეტექტივობის სურვილს...
იმ ღამე სახლში დარჩა. მარტო სახლში კი არა, ჩემს ოთახში და ჩემს საწოლში ინებივრა. მთელი ღამე ტკბილად ვჭუკჭუკებდით და ხან თვითონ ეფერებოდა თავის მუცელს და ხანაც მე. რაღაც საოცარ განცდებს ბადება ის აზრი ჩემში, რომ მის სხეულში ახალი სიცოცხლე არსებობდა და გარკვეული პერიოდის მერე ამ ქვეყანას მოევლინებოდა. დილაადრიან, ცოტა კი გაგვიჭირდა გაღვიძება და ადგომა, მაგრამ საქმე ასე მოითხოვდა და სანამ სამსახურში წავხუნცულდებოდი, მე წავიყვანე კლინიკაში და შიოც ვნახე. გამიხარდა გონზე რომ იყო და საწოლშივე ჩავეხუტე აცრემლებული. თვითონაც ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა.
_როგორ ხარ ძველო? ხომ ხარ ლომივით?
_კარგი ახლა, ლომზე წარმოდგენას ნუ დამაკარგვინებ რაა._მისეული ხუმრობა კისკისით რომ ვუთხარი, მასაც გაეცინა, ოღონდ სადამდეც მისმა ჭრილობამ მისცა ამის საშუალება.
_ბევრი არ მაცინო იცოდე, ყბები მტკივა._საცოდავი ხმით გამაფრთხილა.
_გახსოვს, ბრმანაწლავის ოპერაცია რომ გავიკეთე, შენ რამდენს მაცინებდი? მუცელი მტკიოდა და ლამის ნაკერები მეხსნებოდა, მაგრამ გაგიგია? სულაც არ გედარდებოდი. ახლა გამოსცადე როგორია ტკივილი.
_მახსოვს, ექიმები რომ გააფრთხილე, ჩემს პალატაში აღარ შემოუშვათო, მაგრამ მე მაინც ვახერხებდი შემოპარვას და ახალ-ახალ ანეგდოტებს გიყვებოდი...
უცბად ამომიტივტივდა ამასწინათ ინტერნეტში ამოკითხული ცოტა "ისეთი" ანეგდოტი, მომინდა გულიანად გამეცინებინა ეს ოხუნჯი ბიჭი და რას დავეძებდი რანაირი იყო?
_ანეგდოტზე გამახსენდა, მისმინე._თან სასთუმალთან ჩამოვუჯექი და მოხერხებულად მოვკალათდი.
_არაფრის მოსმენა არ მინდა._შეძლებისდაგვარად გაიცინა შიომ და ყურებზე აიფარა ხელები, მაგრამ ჩამიოვაღებინე.
_მისმინე, გურული ყიდის ლობიოს. კახელი მივა და ეკითხება, რა ღირს შენი კუანა ლობიოვო. გურულმა კიდე უთხრა, "შენ ძმაო, გაქვს კუანა, თორემ აბა რატო ჩემს ტომარაში არ აკუებსო?
ეტყობა, გაგონილ-მოსმენილ-წაკითხული არ ქონდა არსად, თორემ თავს შეიკავებდა და არ გაიცინებდა. უცბად რომ "მოსწყდა ჩაფაანთ ყორესავით", იმდენი იცინა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა უკვე, თან ყბებზე იჭერდა ხელს. ალბათ, მართლა ძალიან სტკიოდა ჭრილობა.
_მოიცა, შენ, დავიმახსოვრებ და მერე ნახე, ისეთ სერიოზულ საქმეზე უნდა გაგაცინო. უბრალოდ გაგაცინო კი არა, გახახანო, რომ გიჟად ჩაგთვალონ.._თან სიცილით მემუქრებოდა ლამის ბოლო ხმაზე ახარხარებული.
დიდხანს ვეღარ გავჩერდი, რადგან სამსახურში არ მინდოდა რომ დამგვიანებოდა, თორემ კიდევაც ბევრს ვაცინებდი. დავემშვიდობე, თან დავაიმედე, საღამოს კიდევ შემოგივლი ახალი ანეგდოტებით-მეთქი და მართლაც სამსახურში წავედი. სამუშაო დღის დასასრულს კი, მართლაც ვაპირებდი შიოს მონახულებას. შენობიდან რომ გავდიოდი, გუჯას შევეფეთე კარში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. მორიდებული ღიმილით მომესალმა თვითონაც. დედამისი მოვიკითხე, როგორ არის-მეთქი და უკეთესად, ხვალ სახლში გამყავსო. გამიხარდა მისი მდგომარეობა. ლაპარაკის თემა რომ შემოგველია, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ჩემგან მოკითხვა გადაეცი ქალბატონ თათულის-მეთქი და შენობა დავტოვე, ეზოში გასულს კი ახლა ზეზვას გადავაწყდი. აშკარად მე მელოდა. დამინახა თუ არა, ღიმილით მომიახლოვდა და გაბედულად მაკოცა. არ შევწინააღმდეგებივარ, რომ არაფერი მეგრძნობინებინა, თორემ სულაც არ მინდოდა მისი კოცნა.
_როგორ ხარ, ჩემო სიხარულო? მომენატრე._თან ხელი გადამხვია და ჩემი მანქანისკენ წამიყვანა.
ინსტიქტურად კლინიკის მიმღებისკენ რომ გამექცა თვალი, გუჯას მზერას გადავაწყდი. მეწყინა ასეთ სიტუაციაში რომ დამინახა. მომინდა, ზეზვასთვის ჩემი მხრიდან ხელი ჩამომეღებინა, მაგრამ მასთან თამაში და გამომძიებლობანაც მინდოდა. ორ ცეცხლშუა ვიწვოდი ნამდვილად, რა გამეკეთებინა წამებში გადავწყვიტე. მეც მოვხვიე დიდი გაჭირვებით წელზე ხელი და ისე განვაგრძეთ გზა ჩემი მანქანისკენ.
_სად წავიდეთ?_ინტერესით რომ მკითხა, კეკლუცად შევღიმე.
_სადაც შენ გინდა.
_ოოო, მაშინ ჩემს გადარეულ დებს თუ გაუძლებ, ჩემთან წავიდეთ. დიდი ხანია მეხვეწებიან, მარიშკა მოგვიყვანეო.
მათთან სახლში მისვლა ჩემთვისაც სახეირო ოყო, რადგან ფიზიკური კონტაქტი არ გვექნებოდა და საწოლში ჩაგორებით არ დასრულდებოდა დღევანდელი პაემანი.
_დიდი სიამოვნებით გესტუმრები, რადგან მეც მომენატრნენ შენი გიჟმაჟუნები.
მაშინვე ტელეფონი დააძრო ჯიბიდან და ვიღაცას შეტყობინება მისწერა. სავარაუდოდ დებს, ახარათ ალბათ, რომ დამიყოლია და მათთან მივდიოდი.
მხიარული ჭუკჭუკით მივედით მის სახლამდე. მართალია, ზამთარს შემოეძარცვა ბუნება, მაგრამ მაინც მშვენიერი სანახავი იყო მისი ეზო. უფრო იმიტომ, რომ საახალწლოდ მოერთოთ უკვე მის დებს იქაურობა. მისაღებში რომ შევედით, შეშის ღუმელი გიზგიზებდა და კარგა გვარიანად თბილოდა. ტყუპები გულწრფელი სიხარულით შემომეგებნენ და ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს. თან, მგონი ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მასიამოვნებდა.
სუფრა არაჩვეულებრივი გაშალეს და თან ვვახშმობდით და თან ვსაუბრობდით. გოგოები მართლაც არაჩვეულებრივები იყვნენ, ალალები და უბოროტონი ჩანდნენ. ეტყობოდათ, რომ ძმა ძალიან უყვარდათ. ალბათ, არც კი იცოდნენ მათი ძმა რა საქმიანობას ეწეოდა და რითი შოულობდა ფულს. არ გამოვრიცხავდი, რომ ზეზვას მართლა ვუყვარდი და ცემი ცოლად შერთვა უნდოდა. უბრალოდ, იმას ვერ ვიგებდი, რატო შემატყუა ნარკოტიკი და ისე რატო ჩამიწვინა საწოლში. იქნებ, ჩემი ნებით ვთანხმდებოდი?
რამდენჯერაც შემეხო და თვალებით მომესიყვარულა, იმდენჯერ გამახსენდა, ხნიერ ქალებს როგორ კოცნიდა და ესიყვარულებოდა ფულის გამო და გამაკანკალა. თუმცა, თავს მაინც ვიკავებდი ყველანაირად და მეც ნაძალადევად ვუღიმოდი.
სახლში წამოსვლისას ყველამ ერთნაირად გამომაცილა ქუჩის კარებამდე. ზეზვა კი მანქანაში ჩამიჯდა, ცოტას გამოგყვები, მეგობართან საქმე მაქვსო. მივხვდი, ამ შუაღამეზე რა საქმეც ქონდა, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე. იქამდე გავიყვანე სადამდეც მთხოვა და მანქანიდან სანამ გადავიდოდა, გადმოიხარა და მაკოცა.
არანაირი განცდა, არანაირი ემოცია. ოდნავადაც კი არ აუთრთოლებია გული. არა და ერთ დროს გულის გაჩერებამდე მივყავდი მის კოცნას. ახლა კი, ის წარმოვიდგინე, რომ ამ ტუჩებით, რომლითაც მე მკოცნიდა, სხვა ქალებსაც კოცნიდა სიამოვნებით თუ არა, იძულებითი სიამოვნებით მაინც და წამომაზიდა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არაფერი მეგრძნობინებინა. გადავიდა თუ არა მანქანიდან, მეც მაშინვე დავიძარი ადგილიდან. თუმცა, თვალს რომ მივეფარე, გავჩერდი, გადმოვედი და ქურდულად ავედევნე უკან.
ფეხით ბევრი არ უვლია. ტაქსი გააჩერა და იმით წავიდა. სანამ მე უკან მივბრუნდი მანქანასთან და საჭეს მივუჯექი, მანქანების ნაკადში დავკარგე. კარგა ხანს ვიქროლე აღმა-დაღმა, ვერსად მივაგენი და გაწბილებული გამოვბრუნდი სახლში.
********************
შობის დღეს გამოწერეს შიო სახლში და როგორც ჩემმა გადარეულმა დეიდამ დაანონსა, პირდაპირ მის ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. როგორ და რანაირად გაუმხილა ბაიამ მისი ორსულობის შესახებ, არ ვიცი, მაგრამ ამ ამბით რომ უზომოდ გახარებული და ბედნიერი იყო მომავალი მამიკო, ეგ კი ვიცი. მართალია, თვითონაც მისახედი იყო, მაგრამ ისე უფრთხილდებოდა თავის გადარეულ ცოლს და მის სხეულში არსებულ პატარა სიცოცხლეს, რომ მეტი არ შეიძლებოდა. ხშირად მოვსწრებივარ ბაია რომ იჯდა დივანზე, შიო იწვა, მის კალთაში ედო თავი და თან ეფერებოდა და თან კოცნიდა მუცელზე. თეთრი შურით მშურდა მათი იდეალური ცოლ-ქმრული ურთიერთობის. საყვარელზე საყვარელი სანახავები იყვნენ გვრიტებივით რომ ეჭუკჭუკებოდნენ ერთმანეთს. ცოტა, თავიდან მისი ნაიარევი სახის მეშინოდა, სახვევი რომ ახსნეს და მის გარეშე იყო, მაგრამ მერე უკვე ნელ-ნელა მივაჩვიე თავალი და ვაღიარებ, რომ უხდებოდა კიდეც. იტალიელ განგსტერს გავდა.
ახალ წელს მათთან შევხვდი და ძველებურად ვიგიჟეთ. მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ გვარიანად გამოვთვერი. ბაიას არ დაულევია, შვილს აქედანვე არ გავალოთებო. მე და ჩემმა ახლადგამომცხვარმა ბიძამ კი მოვულხინეთ გემოზე და თავზე დავიმხეთ ლამის ჭერი. დილით თავის აწევის შნო აღარ მქონდა და საღამომდე მათთან დავრჩი. ბაია თავს გვევლებოდა მეც და თავის ქმარსაც. საღამოს კი, სახლში წასვლა განვიზრახე. აშკარად ისევ "პახმელიაზე" ვიყავი და თავი მიბრუოდა.
_თუ დალევის ტრა.ი არ გქონდა, რაღას იწევდი წურბელასავით სასმელში? ვის ეჯიბრები, შიოს? ის ხომ სპირტით არის გაჟღენთილი, შენ იმას რას გაუტოლდებოდი? ფუი, შენს ქალობას._მანქანის სარკეში ჩემს სიფათს რომ ვუყურებდი, თან ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს და თან უწადინოდ ვმართავდი საჭეს.
სადარბაზოში რომ შევდგი ფეხი, ვიღაც წამომეპარა და თვალებზე ამაფარა ხელი. ვიფიქრე, ზეზვა იყო და მასთან აფერისტული ღლაბუცის თავი ნამდვილად არ მქონდა. ურიაქციოდ ჩამოვაღებინე ჩემი უპეებშესიებული თვალებიდან ხელები და უწადინოდ შევბრუნდი. ერთ-ერთი ტყუპისცალი იყო, უცბად ვერ ვიცანი რომელი, თაკო თუ ნინი.
_ახალ წელს გილოცავ საყვარელო._ლოყაზე მაკოცა. მერე ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო, გაფცქვნა და პირში მატაკა._ასე ტკბილად დამიბერდი.
არ ვიცი, თვითონ კანფეტი იყო უგემური თუ მე მქონდა საშინელო გემო პირში, ლამის მაღებინა. ძლივს გადავყლაპე და მგონი მიმიხვდა კიდეც. თუმცა, არაფერი შეიმჩნია.
_როგორი დრო გაატარე ძვირფასო? მე კი მინდოდა, რომ ჩვენთან ყოფილიყავი, მაგრამ ზეზვას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და მე და ნინიმ კი ვერ გავახერხეთ ვერაფერი. ძლივს დავტყუე შენი მისამართი. დღეს რომ წამოხვიდე?
სასწრაფო საქმე გამოუჩნდებოდა, მაშ რა იქნებოდა? საახალწლოდ მოწყენილ ქალებს ხომ უნდოდათ გახალისება და გართობა?_გულში მწარედ გამკრა.
_წამოდი რაა, გთხოვ!_რომ შემატყო პასუხის გაცემა მიჭირდა, ლამის ყელი გამოიგლიჯა._ამაღამ თუ ვერ დარჩები ჩვენთან, გვიანობამდე მაინც იყავი, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ!
სასწრაფოდ რამე ტყუილი მჭირდებოდა, რომ არც მწვადი დამეწვა და არც შამფური. უარის თქმა არ ივარგებდა, ჩემს გულცივობას გამოვამჟღავნებდი, მაგრამ არც დათანხმება მინდოდა.
_აუ, კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ახლახანს დამირეკა დეიდამ, მასთან უნდა წავიდე. გეცოდინებათ ალბათ, რომ ბიძაჩემი ახლახანს გამოწერეს საავადმყოფოდან და..._ვეღარ დავაბოლოვე, რა მომეფიქრებინა არ ვიცოდი. არა და, იქიდან მოვდიოდი ზუსტად.
_აუ, რა ცუდია... არც დედაა სახლში, არც ზეზვა, მოვიწყინეთ რაა._ისე საცოდავად ამოიწუწუნა, შემეცოდა.
ერთი პირობა დათანხმებაც კი გავიფიქრე, მაგრამ კიდევ კარგი მალევე დავაჭირე ენას კბილი.
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მოვლენების ასე განვითარებას არ ველოდი, დამწყდ აგული ზეზვაზე მთლად ასე წყალწაღებული არ მეგონა, ახლა საინტერესოა უჩას ამბავი როგორ გაირკვევა, იმედია მარიშკა რამე შარში არ გაეხვევა, შიოს გონზე მოსვლა ძალიან მაგრი ამბავია, მოკლედ ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
მოვლენების ასე განვითარებას არ ველოდი, დამწყდ აგული ზეზვაზე მთლად ასე წყალწაღებული არ მეგონა, ახლა საინტერესოა უჩას ამბავი როგორ გაირკვევა, იმედია მარიშკა რამე შარში არ გაეხვევა, შიოს გონზე მოსვლა ძალიან მაგრი ამბავია, მოკლედ ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

ჩემი აქტიური მკითხველი და შემფასებელი ❤️❤️❤️❤️ გაიხარე.
--------------------
მშვილდოსანი

 


გული დამწყდ ზეზვაზე, არ მეგონა ასეთი გაქნილი თუ იქნებოდა. დილით გაღვიძებულ მარიშკშ რომ არაფერი ახსოვდა კი მივხვდი ზეზვას "ნაჩალიჩარი" რომ იყო მაგრამ ბაიკოს მოხერხებულობა ძალიან მომეწონა. ვგიჟდები მაგ ქალზე❤
უჩაზე ნელ-ნელა ყველაფერი გაცხადდება, მაგრამ მანამდე მთავარია მარიშკა რამე შარში არ გაეხვას.
გუჯას გამოხედვა უცნაურად მენიშნა და ვნახოთ ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

ვფიქრობ საჭირო იყო ზეზვას გამოჩენა მარიშკას ცხოვრებაში,რათა დედისთვის ეპატიებინა :(

 


№5  offline წევრი ელეო ნორა

რუსკიმარუსია
გული დამწყდ ზეზვაზე, არ მეგონა ასეთი გაქნილი თუ იქნებოდა. დილით გაღვიძებულ მარიშკშ რომ არაფერი ახსოვდა კი მივხვდი ზეზვას "ნაჩალიჩარი" რომ იყო მაგრამ ბაიკოს მოხერხებულობა ძალიან მომეწონა. ვგიჟდები მაგ ქალზე❤
უჩაზე ნელ-ნელა ყველაფერი გაცხადდება, მაგრამ მანამდე მთავარია მარიშკა რამე შარში არ გაეხვას.
გუჯას გამოხედვა უცნაურად მენიშნა და ვნახოთ ❤

❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი სტუმარი ელისო
ვფიქრობ საჭირო იყო ზეზვას გამოჩენა მარიშკას ცხოვრებაში,რათა დედისთვის ეპატიებინა :(

❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent