შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 1)


3-08-2021, 09:54
ავტორი სესილია
ნანახია 2 331

- მისმინე - კარები ხმაურით შემოაღო. - შენთვის ახალი ამბავი მაქვს, - თავზე დამადგა.
- და რა? - სამუშაოდან თავი არ ამიწევია, ისე ვუპასუხე.
- ახალი კლიენტი გვყავს...
- და მერე?
- შენ გითხოვს...
- ვერ მივხდი...
- გოგო, რავა ვერაფერს ვეღარ ხვდები შენ ამ ბოლო დროს? ხომ ხარ კარგად? ეჭვის ტონი შეეპარა მის ხმას.
- და ცუდად ყოფნის რა შემატყვე? - ქვემოდან ავხედე.
- გაგაგიჟებს ეგ ციფრები შენ, და ეს ახალი კლიენტიც გინდა კიდევ? ხო დარჩი მერე მთლად გაუთხოვარი, ახლა გასათხოვარი მაინც გქვია... - ხელები ჩაიხვია გულთან.
- ტარიელ, შენ მგონი, ცოტა ნასვამი ხარ თუ მეჩვენება? - ეჭვნარევი მზერა ვსტყორცნე.
- რა ტარიელ, ტატო დამიძახეთქო რამდენჯერ გითხარი? - აწია წარბები.
- არ გიხდება ტარიელ, ამხელა კაცს, კნინობითი სახელი ტატო. 40 წელს მიუკაკუნე უკვე. - გამეცინა.
- შეხედე, ახლა ამას - გაბრაზდა. - შენ ხომ მყავხარ 18 წლის?
- ტარიელ, ამ საკითხზე სასაუბროდ თუ მოხვედი, ჯობია დამტოვო, იცი რომ სამუშაო მაქვს. - სათვალეები შევისწორე და კომპიუტერს მივუბრუნდი.
- ხო, კაი, კაი. - დაყაბულდა ეგრევე, - იმას გეუბნებოდი, ახალი კლიენტი გვყავს, და რატომღაც შენ აგირჩია.
- მერე?
- მეცოდები, გოგო, და ის მერე... თან ახალი კომპანიაა ბაზარზე.
- მერე შენ რას მიკეთებ? დამეხმარები და ნაკლები დრო გექნება საჭორიკნოდ.
- ოხ, რა მწარე ენა გაქვს, მართლაც ვინ გითხოვს რაა. - აიბზუა ცხვირი.
- შენ ხო გესევიან გასათხოვარი გოგოები თავს.
- ა, შეხედე, დღეს უკვე მეორედ მატკინე გული.
- არაუშავს, აიტანს შენი გული ჩემს ნათქვამ სიმართლეს, ახლა კი წადი და დამტოვე.
- ნინე, - კარები შემოაღო მაგდამ. - გოგიმ დამირეკა, rs.ge-ზე ზედნადები დამიდასტურეთო.
- კაი, მაგდა ახლავე. - ამასობაში მობილური აწკრიალდა, - დიახ, ბატონო გოგი, მე კარგად და თქვენ? კი, გიდასტურებთ, ათას ლარიანს, ხომ არის სწორი? კარგით, დროებით.
- გოგო, - ისევ შემოვიდა ტარიელი.
- ნინე მქვია, ტარიელ.
- მოვიდნენ.
- ვინ?
- ახალი კლიენტები და boss-თან გველოდებიან. - წარბები აწია.
- კარგი, მოვალ ახლავე. - თმები შევისწორე და კაბინეტიდან გავედი. - შეიძლება? - უფროსის კარები ნელა შევაღე.
- მოდი, ნინე, მოდი.
თუმცა ჯობდა არ შევსულიყავი, საერთოდ ჯობდა იმ კომპანიაში არ ვყოფილიყავი, მაგრამ უკვე იქ ვიყავი და მის წინ ვიდექი.
- გამარჯობა, ნინე, - წამოვიდა ჩემსკენ, - როგორ ხარ? - მიღიმოდა.
- გაგიმარჯოს, დამიანე. თქვენ როგორ გიკითხოთ? - მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოვიფარგლე. ვცდილობდი დაძაბულობა არ შემტყობოდა.
- თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს? - გაუხარდა მამაჩემს, ანუ ჩემს უფროსს.
- დიახ, ძველი ნაცნობები ვართ. - ჩემს ნაცვლად უპასუხა დამიანემ.
- მაშინ, კარგად გაუგებთ სამსახურეობრივ ურთიერთობებში ერთმანეთს.
- ნამდვილად, ნამდვილად. - ჩაიღიმა მან. მე კი ვგრძნობდი, გული როგორ მეხუთებოდა, ხელის გულები ოფლისგან მეცვარებოდა და გაქცევა მინდოდა არასასიამოვნო შეხვედრისგან.
- ბატონო დამიანე, ხელშეკრულება უკვე მზად არის ხელმოსაწერად, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, მთავარი ბუღალტერი იქნება ნინე, ხოლო მას დაეხმარება და ე.წ. უმცროსი ბუღალტერი იქნება, ბატონი ტარიელი.
- ეს უმცროსი ბუღალტერი არ შემეფერება მე, ჩემო უჩიკო. - წარბები შეკრა ტარიელმა, ყველამ მას გავხედეთ.
- აბა რა შეგეფერება? - სათვალეების ზემოდან შეხედა უფროსმა, მას.
- საცოლე ბიჭი ვარ და უბრალოდ, ბუღალტერი, რომ ჩავწეროთ? რა იცით რა ხდება? იქნებ დამიანეს ყავს კარგი თანამშრომლები და ...
- ღმერთო ჩემო... - შუბლეზე მივიდე ხელი სასოწარკვეთილმა.
- რას იტყვით, დამიანეე? - თვალი ჩაუკრა.
- აბა რა გითხრათ, ბატონო ტარიელ? მე ჩემი თავისთვის ვერ მიპოვნია და ... - გვერდულად ჩაიღიმა, - მაგრამ კარგით იყავით არა უმცროსი, არამედ უბრალოდ, ბუღალტერი. ამ ტერმინებში მაინც ვერ ვერკვევი, თქვენ უკეთ იცით.
- მადლობა, ჩემო ბიჭო. - ბეჭზე დაარტყა ხელი. - მოიცა, რამდენი წლის ხარ შენ?
- 33 წლის.
- მერე აგერ ნინეს გაგირიგებ, - წამოროშა მორიგი სისულელე და ყველას ხველება აუტყდა, მათ შორის მამაჩემს. - მაგრამ არა, ის ასაკით არ შეგეფერება, ისე კარგი მეზობელი მყავს, წელს აბარებს უნივერსიტეტში, 17 წლისაა ...
- მე გავალ, ხო? - წამოვდექი, რადგან უკვე ვგრძნობდი უჟანგბადობისაგან გონებას ვკარგავდი.
- წადი, წადი, - დამრთო ნება ტარიელმა, - სულ ამუშავე, სხვა არ უნდა არაფერი. - აიმრიზა ცხვირი. - ხოდა, ჩემო დამიანე, გაგიგებ ნომერს და დაგირეკავ.
- იცით, ბატონო ტარიელ, ნუ შეწუხდებით, მასეთი პატარა ბავშვები არ შემეფერება და გთხოვთ საქმეზე ვისაუბროთ.

კაბინეტში, რომ შევედი ფანჯარა გამოვაღე და ჰაერის ღრმა ჩასუნთქვა დავიწყე, რომ ცოტა გონება მოსულიერებულიყო და ცივ ჰაერს გარკვეული მოგონებები გაეყინა. ამ მედიტაციაში ვიყავი, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა.
- ღიაა, - დავიძახე ისე, რომ არ მოვბრუნებულვარ.
- შენსავით ლამაზია შენი კაბინეტი, ყველაფერს შენი ხელი ეტყობა...
მისმა ხმამ თითქოს ადგილზე მიმაყინა, შევეცადე აღელვება არ დამტყობოდა. ის გვერდით დამიდგა და მანაც ღრმად ჩაისუნთქა ზამთრის სუსხიანი ჰაერი.
- ფიქრებს "ყინავ", ხო? - გვერდულად გამომხედა.
- ეს, თქვენ არ გეხებათ. - ჩუმად ჩავილაპარაკე.
- ვიცი, მაგრამ მე შენი არც ერთი თვისება არ დამვიწყებია... მეტიც, ბევრჯერ მეც მიცდია ეს ხერხი, თუმცა სიმართლე გითხრა ჩემს შემთხვევაში არც მოგონებები და არც ფიქრები არ გაყინულან, არც გამქრალან, პირიქით... - ვიგრძენი სუნთქვა როგორ გაუხშირდა, მე კი ვგრძნობდი, როგორ მიხურდა მთელი სახე.
- მგონი, ჯობია საქმეზე ვისაუბროთ - მაქსიმალურად ვეცადე ცივად და მკაცრად მეთქვა ეს წინადადება. - გთხოვთ, - მივუთითე სავარძელზე. ისიც უხმოდ შემობრუნდა და ჩემს წინ დაჯდა. - თქვენი rs.ge- ის პაროლი მინდა, ასევე თქვენი მეილი, თანამშემწის ან დამხმარეს საკონტაქტო ინფორმაცია.
- კი, არ არის პრობლემა.
- მაგდუ - მობილურზე დავრეკე - გთხოვ, ახალი ბლოკნოტი შემომიტანე. - მადლობა, ჩემო გოგო, - გავუღიმე, - ბატონო დამიანე, გთხოვთ, თქვენი ყველა მონაცემი პირველ გვერდზე დამიწეროთ.
- ინებეთ, - მცირე ხნის შემდეგ მომაწოდა მან.
- მადლობა, თუ სხვა რამ არ გინდათ, ამ ეტაპზე, მაშინ, დროებით. - წამოვდექი.
- ხო, ამ ეტაპზე არაფერი. - ჩაიღიმა ისევ. - აბა შეხვედრამდე, არ გემშვიდობები, რადგან ამიერიდან ხშირად მოგვიწევს შეხვედრები. - კვლავ გამიღიმა, თავი დამიკრა და კაბინეტი, წელში გამართულმა ამაყად, დატოვა.
- სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა და მაქვს, - მოწყვეტით დავეშვი სავარძელში და კინაღამ ავყირავდი.

სამსახურში გვაინობამდე ვმუშაობდი, დაღლილობისგან თვალებს ვეღარ ვახელდი.
- ხო, დედა. - ვუპასუხე მობილურს. - კი, დე. ახლა მოვრჩი მუშაობას და მოვდივარ... გთხოვ, ყოველდღე ერთი და იგივეს ნუ მეუბნები, თორემ ან აქ გადმოვალ საცხოვრებლად ან ჩემს ძმასთან წავალ... ან საერთოდ ცალკე ვიქირავებ... არ მომწონს ეგ ადამიანი და რატომ უნდა შევხდე?... მორჩა, ვთიშავ... - გაბრაზებით დავაგდე მაგიდაზე მობილური და სკამზე გადავწექი, მერე ისევ სწრაფად ავკრიბე ნომერი და დაველოდე - მაა, დღეს არ მოვალ სახლში და არ ინერვიულო... არაფერი... კი მშვიდობაა, უბრალოდ დედაჩემს ისე უნდა, რომ გავთხოვდე, არ მოვალ სახლში, ეტყობა ჩემი ყოფნა ეზარება სახლში, ხოდა წავალ დღეს მართასთან დავრჩები... კაი მა, ხვალ შევხდებით ოფისში. - დავასრულე თუ არა საუბარი, დაქალთან გადავრეკე - კუუს, რას შვრები? ... სახლში ხარ?... გინდა, რამე წამოვიღო? ... ხო დღეს შენი სტუმარი ვარ... კაიც აბა, დროებით, მალე მოვალ.

კიბეები სწრაფად ავირბინე და კარზე დავაკაკუნე.
- ჩემი კუსკუსა მოსულა. - გადამეხვია მართა.
- როგორ ხარ? - პალტო მივაწოდე და ჩექმების გახდა დავიწყე.
- მე კარგად და შენ? - გამიღიმა - მიხარია, რომ მოხვედი, მომენატრე.
- მეეც, და დედაჩემმა ასე თუ გააგრძელე, მემგონი გადმოვალ შენთან.
- და რა უნდა ნანუს? - წარბები შეკრა.
- გათხოვდიო, თავს მიხედეო, თორემ ისე დაბერდები პატრონი არ გეყოლებაო...
- უჰა, ისევ აგრძელებს? - გაეცინა მართას.
- კი, და უკვე ყელში მაქვს ამოსული. - მობილური აწკრილადა, დავხედე უცნობი ნომერი იყო. - ბატონო, - უხალისოდ ვუპასუხე.
- რატომ გაქვს მოწყენილი ხმა? - იყო პასუხი.
- უკაცრავად, ვინ ბრძანდებით?
- დამიანე ვარ, ვერ მიცანი?
- და რატომ უნდა მეცნე? - თვალები ავატრიალე.
- კლიენტებს ასე ემსახურები? იქნებ რა საქმე მაქვს, ნომერი ხო უნდა გქონდეს ჩაწერილი? - იუმორნარევი ირონია ისმოდა მის ხმაში.
- ჩავიწერ აწინ... - უსიამოვნოდ დავმანჭე სახე - და რით შემიძლია დაგეხმაროთ ამ დროს?
- არაფერი, უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა...
- აბა კარგად. - გაბრაზებით მივაგდე ტელეფონი და გულთან ჩავიმწყვრიე ხელები.
- ეე, რა გჭირს? ნანუს ხო იცი, რომ არ უნდა აყვე? ხო იცი არა, რა ტიპია? - ცხელი ჩაი მომაწოდა.
- მარტო ეგ , რომ იყოს მოვერეოდი, კიდევ სხვა პრობლემაა... - თავი მდივანზე გადავდე.
- კიდევ რა?
- დამიანე...
- რა დამიანე?
- დაბრუნდა...
- რაა? - ჩაი გადაცდა და ხველება აუტყდა მართას.
- კარგი ახლა, შენ მაინც ნუ დაიხრჩობი. - მხრებზე დავარტყი ხელი.
- არ არსებობს... - თვალებ გაფართოებული იჯდა.
- არსებობს, თან ჩვენი სამსახურის კლიენტი გახდა და მე, მისი კომპანიის ბუღალტერი ვარ...
- არა!!!
- სამწუხაროდ, კი... - გავუღიმე იმედგაცრუებულმა.
- და ცოლი?
- როგორც მივხდი, გაცილდა.
- და ახლა რა უნდა?
- ვიცი, არ ვიცი? ერთი კი ვიცი, რომ ძალიან ცუდ დროს დაბრუნდა... იარები ჯერ კიდევ მოუშუშებელია... გრძნობები კი არ გამქრალი... არ ვიცი, მიუხედავად ყველაფრის არ ვიცი... ერთი ვიცი, რომ კარგ მდგომარეობაში არ ვარ...



№1  offline წევრი Life is beautiful

როგორ მიყვარს, როცა..
"კარგად დავიწყებულ ძველს" წავაწყდები სადმე. "დაყაბულდა" რამდენი ხანია, არ გამიგია ეს სიტყვა და ისე მოსდო კაუჭი გონებამ, ჩემდაუნებურად...
საკმაოდ ხალისიანი დილა მაქვს, ღმერთს მადლობა! პირველი აქ რომ შემოვიჭყიტე,
"ნაკრების გული" წავიკითხე, უფრო გამიმძაფრდა პოზიტივი, მერე ეს და ისეთ განწყობაზე ვარ... არ ვიცი, ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს..
ისე გემრიელად ჩავარაკრაკე, მეგონა გაკვეთის ვსწავლიბდი და ისტორიამ შემითრია :დ
მაინტერესებს გაგრძელება, ეს მაიმუნი დამიანე... აშმარად არავს სიტუაცია, მე კი, პოპკორნს დავიკავებ და დავტკბები, განვითარებული მოვლენებით. :დ
აბამ გელი, საიმტერესო და დაძაბული, თუმცა მხიარული თავები მინდა.. და კიდე პიცა.. :დ ჩაიწერე შეკვეთა?
არაფერი გამოგრჩეს. ))
ბედნიერ დღეს გისურვებ. ♥️

 


№2  offline წევრი სესილია

Life is beautiful
როგორ მიყვარს, როცა..
"კარგად დავიწყებულ ძველს" წავაწყდები სადმე. "დაყაბულდა" რამდენი ხანია, არ გამიგია ეს სიტყვა და ისე მოსდო კაუჭი გონებამ, ჩემდაუნებურად...
საკმაოდ ხალისიანი დილა მაქვს, ღმერთს მადლობა! პირველი აქ რომ შემოვიჭყიტე,
"ნაკრების გული" წავიკითხე, უფრო გამიმძაფრდა პოზიტივი, მერე ეს და ისეთ განწყობაზე ვარ... არ ვიცი, ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს..
ისე გემრიელად ჩავარაკრაკე, მეგონა გაკვეთის ვსწავლიბდი და ისტორიამ შემითრია :დ
მაინტერესებს გაგრძელება, ეს მაიმუნი დამიანე... აშმარად არავს სიტუაცია, მე კი, პოპკორნს დავიკავებ და დავტკბები, განვითარებული მოვლენებით. :დ
აბამ გელი, საიმტერესო და დაძაბული, თუმცა მხიარული თავები მინდა.. და კიდე პიცა.. :დ ჩაიწერე შეკვეთა?
არაფერი გამოგრჩეს. ))
ბედნიერ დღეს გისურვებ. ♥️



მე კი თქვენმა კომენტარმა გამაბედნიერა heart_eyes ცოტა სევდიანი, ცოტაზე მეტი იუმორი გელოდებათ ამ ისტორიაში. ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ blush მე კი თქვენს შეფასებას დაველოდები relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent