შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი პირველი)


26-08-2020, 00:36
ავტორი lashausafrtx
ნანახია 9 232

ჩვენი ცნობილი მოკრივის გიორგი ზვიადაძის მკვლელობის შემდეგ 10 წელი გავიდა, გიორგის ვაჟი ალექსანდრე (უმცროსი) ზვიადაძე, მამის მკვლელობიდან 10 წლის განმავლობაში შურისძიებით იყო შებყრობილი, მას ეს გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა... ის უამრავი გზით ცდილობდა რომ მოეძებნა გიორგის მკვლელი, მას სურდა ყველაფერი დაზუზსტებით ცოდნოდა თუ რა მოხდა იმ საღამოს. ალექსიმ უმაღლესი განათლება მიიღო.. მან უნივერსიტეტში საუკეთესო აჭარელ მეგობარს დაუახლოვდა, ნური თურმანიძეს, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მათი გზები გაიყარა, ნური ბათუმში დაბრუნდა, პოლიციელი გახდა, ალექსი კი პროფესიონალ ქილერებს დაუახლოვდა რადგან გაეწვრთნათ, მას სროლაში ავარჯიშებდნენ, და შეასწავლეს თავდაცვითი საბრძოლო ხელოვნება, ამ ყველაფერს, ალექსი შურისძიების მიზნით აკეთებდა, რადგან იმედი ჰქონდა რომ ადრე თუ გვიან, მამის მკვლელს იპოვნიდა და სამაგიეროს გადაუხდიდა, ერთი სიტყვით გიორგიმ ყველაფერი კარგად შეისწავლა, ის უკვე პროფესიონალია... ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სრულად დამოუკიდებლად გამოეძიებინა მკვლელობის დღე, ამიტომ ის მივიდა იმ შენობაში სადაც გიორგი ზვიადაძის კრივიდან წასვლის ცერემონია ტარდებოდა, ალექსი იმ დროს 18წლის ახალგაზრა იყო... ახლა კი 28წლის არის, მან გადაწყვიტა გასაუბრებოდა სადღესასწაულო სახლის მცველებს, გამარჯობათ... მე ალექსი მქვია მინდა გავიგო ზუსტად რა მოხდა 10წლის წინ ამ ობიექტზე, როდესაც, საზეიმო ღონისძიება იმართებოდა, რომელიმე თქვენთაგანი მუშაობდა იმ პერიოდში? იკითხა ალექსიმ, მცველებმა კი უპასუხეს.. არა, მეგობარო ჩვენ არც თუ ისე დიდი ხანია რაც აქ ვმუშაობთ ამიტომ არაფერი ვიცი თუმცაღა გვსმენია რომ ადრე აქ რაღაც უბეურება მოხდა, არავინ არის ვინც იმ დროს მუშაობდა აქ? კვლავ იკითხა ალექსიმ, მცველებმა კი უპასუხეს რომ ერთადერთი მცველი რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა ეს არის ტარიელ ნაკაშიძე, მეტ სახელად ბაბუ, იგი 62 წლისაა, 1 წელია რაც ის უკვე აქ აღარ მუშაობს, სად შეიძლება რომ შევხვდე შეგიძლიათ დამაკვალიანოთ? ეკითხება ალექსი მცველებს... კი რა თქმა უნდა ნახალოვკაში ბეჟანიშვილის ქუჩაზე იკითხეთ ტარიელ ნაკაშიძე, და მიგასწავლიან მის სახლს, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო... მშვიდობიან მორიგეობას გისურვებთ. ალექსი ტაქსით მივიდა ბეჟანიშვილის ქუჩაზე მაგრამ გზად ქვაფენილი შეხვდათ, და ამიტომ მას ფეხით მოუწია ასვლა... გზა და გზა ის მაცხოვრებლებს ეკითხებოდა ტარიელის ბინის მისამართს, დაღლილმა და დასიცხულმა ალექსიმ მაღაზიის ძიხურში სასმელი წყალი შეიძინა, უიმედოდ მყოფმა გამყიდველ ქალბატონს ჰკითხა ტარიელ ნაკაშიძის მისამართი, ქალბატონმა კი შეშფოთებულად ჰკითხა... რა საქმე გაქვს შვილო ტარიელთან? ალექსიმ უპასუხა, მისი სამსახურიდან მომასწავლეს მისი ადგილ სამყოფელი მაგრამ ბინას ვერ მივაგენიო, ტარიელი ჩემი მეუღლეა შვილო... მე ასმათი მქვია, მართლა? შეგიძლიათ შემახვედროთ თქვენს მეუღლეს? იკითხა აღელვებულად ალექსიმ, კი შვილო რატომ არ შემიძლია... ალექსი ასმათიმ სახლში შეიპატიჟა, მან ტარიელს დაუძახა ტარიელიც გამოვიდა ოთახიდან სახლის ფორმაში, და ალექსი მაშინვე გაეცნო... გამარჯობათ ბატონო ტარიელ მე თვენმა ყოფილმა თანამშრომლებმა მომასწავლეს თვქენთან, მე ვიძიებ წარსულში მომხდარ ამბავს სადღესასწაულო სახლში, ღონისძიების დროს მკვლელობა რომ მოხდა.. ჩემთვის ცნობილია რომ თქვენ იმ დროს მცველად მუშაობდით თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ, ზუსტად გაიხსენოთ რა მოხდა იმ საღამოს და დაწვრილებით მომიყვეთ... ამ დროს ასმათიმ ტარიელს უთხრა მე დაგტოვებთ თქვენ ისაუბრეთო, ტარიელმა ალექსის უთხრა, დაბრძანდი.. პოლიციელი ხარ? არა მე უბრალოდ ჩემი ძალიან ახლო ადამიანი იყო გიორგი ზვიადაძე და მინდა რომ ზუსტად ვიცოდე დეტალები, უპასუხა ალექსიმ, რავიცი რა გითხრა შვილო.. უამრავი ხალხი ირეოდა მე შემოსასვლელში ვიდექი, სტუმრების სიას ვკითულობდი ვინ იყო მოსაწვევით და ვინ არა, იმ დროს უცნაური არაფერი შემონიშნავს მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ბატონო ტარიელ თუ შეიძლება გაიხსენოთ მკვლელობის მომენტში რა ადგილას იმყოფებოდით და თუ შენიშნეთ რაიმე დეტალი? ჰკითხა ალექსიმ, მკვლელობის მომენტში მე შემოსასვლელში ვიჯექი.. მაღლა სართულებზე სხვა მცველები იყვნენ განლაგებულები, გასროლის ხმა ნამდვილად გავიგონე, და სასწრაფოდ ამოვირბინე კიბეებზე, როდესაც აივანს მივუახლოვდი იქ მხოლოდ გვამი და ირგვლივ თანამშრომლები იდგნენ. ბატონო ტარიელ... თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი თანამშრომლის სახელები და გვარები და მისამართებიც რომ მომცეთ? ტარიელმა უპასუხა, სახელები როგორ არ მახსოვს.. სოსო გოგელია და დათო ვარამოვი, საცხოვრებლით კი სოსო აღარსად აღარ ცხოვრობს 4 წლის წინ გარდაიცვალა, დათო კი საბერძნეთში წავიდა. გიორგიმ დაღონებულმა წარმოთქვა მისთვის, რომ სამწუხარო იყო ის ფაქტი რომ ვერავინ შეძლებდა მის დახმარებას რადგან არავინ იყო ვისაც შეეძლო დაენახა მკვლელობის ზუსტი ადგილი, ამ სიტვების შემდეგ ტარიელმა გიორგის უთხრა, როგორ არა.. როგორ არ არსებობს არსებობს ეგეთი ადამიანი ვინც აივნის მხარეს კარგად შეამჩნევდა, ვინ? იკითხა გიორგიმ, ტარიელმა კი უპასუხა... ვინ და ლოთი თენგო სულ მოპირდაპირე მხარეს ათენებდა და აღამებდა, სულ ზეპირად იცოდა ვინ სად დადიოდა რას აკეთებდა რატომ მიდიოდა... სულ მთვრალი კი იყო მაგრამ ძალიან შებერტყილი იყო სულ ყველაფერი იცოდა ყველაზე იქ ვინ სად და რას აკეთებდა... თუმცაღა ნამდვილად არ ვიცი ამ დროისთვის ცოცხალია თუ არა რადგან როგორც გითხარი ლოთია და სულ მთვრალი იყო ბოლოს სამსახურიდან წამოსვლის დროს ვნახე იმის შემდეგ არ მინახავს. ალექსანდრეს ოდნავი იმედი მიეცა, და მადლობა გადაუხადა ტარიელს, დაემშვიდობა და დაბრუნდა სადღესასწაულო შენობის ტერიტორიაზე, კვლავ მიესალმა მცველს და ეკითხება, იცნობენ თუ არა ლოთ თენგოს და სად იმყოფება ახლა იგი? მცველებმა უპასუხეს, ლოთი თენგო? ჰეჰ ეგ სულ აქ აგდია აგერ პირდაპირ დუქანი როა მანდ აგდია სულ შესასვლელთან გალეშილი მთვალი მიდი კითხე მზარეულს ეცოდინება სადაცარის, ალექსი მიუახლოვდა დუქანს და მზარეულს შესძახა, მზარეულმაც გამოხედა და ჰკითხა, რომელი ხარ შენ? ალექსიმ უპასუხა მე ალექსი მქვია თენგოს ვეძებ ლოთ თენგოს მითხრეს რომ ის აქ ხშირად რჩება ხოლმე.. შენ თენგოსთან რა საქმე გაქ რო? არაფერი უბრალოდ მისი გაცნობა მინდა და გასაუბრება... მისი დახმარება მინდა ერთი სიტყვით. ამის შემდეგ მზარეულმა სტაცა ხელი მძინარე თენგოს რომელსაც მარანში ეძინა და ამოუყვანა ალექსადრეს, აგე ესაა თენგო, მაგრამ ამას ისე გააგებინებ ახლა რამეს როგორც აგერ იმ ძაღლს გარედ როა დაბმული. ალექსიმ და მზარეულმა თამაზიმ დიდხანს სცადეს თენგოს გამოფხიზლება, როგორც იქნა გამოაფხიზლეს, და ალექსიმაც სცადა გასაუბრება. თენგო გესმის? მე ალექსი მქვია... ჰოო მერე რა რო ალექსი გქვია ვინ ოხერი ხარ ჩემთან რა გინდა? ეკითხება გაავებული თენგო, ჩემთვის ცნობილია რომ შენ იცი რა მოხდა რამდენიმე წლის წინ მოპირდაპირე შენობის აივანზე მკვლელობის დროს, თენგომ ირონიული ჩაცინებით უპასუხა, ეე მაგ საქმეს ფული დაამშვენებდა, ალექსიმ 20 ლარიანი ამოიღო საფულედან და მაგიდაზე დაუდო, თენგომ კი ჯიბეში შეინახა, ალექსიმ კვლავ დაუსვა შეკითხვა თენგოს, რა მოხდა იმ აივანზე რა დაინახე? თენგომ კი ოდნავ მკაცრად უპასუხა ალექსის, აბა ახლავე წადი აქედან ვის დაკარგვიხარ ნეტა... მნახა აქ არიფი, ალექსის მოთმინების ფიალა აევსო და თენგოს წვდა საყელოში სკამიდან ააგდო და ისევ დაახეთქა სკამზე, და ხმამაგალი ხმით ეუბნება, ახლა მორჩი ამ ირონიას და დროზე მითხარი რაც იცი თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებ სასმელიც ვეღარ გიშველის! თენგომ კვლავ გაიღიმა და უპასუხა, შენ რა ბრაზიანი ყოფილხარ უფროსო, ესე აღარ შემანჯღრიო თორემ მაგ ლურჯ პიჯაკს დაგისვრი, ამ ქცევამ ალექსი ზომაზე მეტად განარისხა და მუცლის არეში დაარტყა მარჯვენა მუშტი თენგოს, რის შედეგადაც თენგოს სუნთქვა შეეკრა, და ხველა დაიწყო, ახლავე მითხარი თუ რაიმე იცი თუ არადა უარესად მოგხვდება, ბრძანა ალექსიმ... კარგი კარგი ყველაფერს მოგიყვები ოღონდ არ დამიჭირო და არ მცემო ერთი უბრალო კაცი ვარ ორი დღეღა დამრჩა ნუ გააკეთებ ამას, ევედრება თენგო ალექსის, ორივენი დამშვიდნენ და თენგომაც გადაწყვიტა მოეყოლა ის რაც დაინახა იმ საღამოს შენობის ტერიტორიაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent