შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (19)


5-08-2021, 14:56
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 2 034

ის დღეები ფრთაშესხმული დავდიოდი. სამსახურშიც მატყობდნენ, რომ ბედნიერების მეცხრე ცაზე ვიყავი და სახლშიც. ერთ მშევენიერ საღამოს კი, ბაბუა "გამოვიჭირე" ასე ვთქვათ და გუჯაზე ჩამოვუგდე გადაკვრით საუბარი.
გაეღიმა. შენ რომ არ მითხრა არაფერი, მე მაინც იმ ბიჭისკენ ვიხრები, ზრდილობიანი, პასუხისმგებლიანი და მცოდნე ბიჭია, საუკეთესო ტრავმატოლოგი დადგებაო.
გამიხარდა. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ გუჯას ორ-სამ თვეში გარანტირებული ქონდა სამსახური. მგონი, ჩემი სამსახურის შოვნა და დაწყება არ მიხაროდა ისე, როგორც ამ ბიჭისა. ყველაფერი მახარებდა და მაბედნიერებდა რაც გუჯას ახარებდა. მოკლეთ, ამ ბიზეფიქრით იწყებოდა ჩემი დილა და მთავრდებოდა ღამე. მისი შეტყობინებები უბრალო მოკითხვები "როგორ ხარ", მთელ დღეს ღიმილის და ხალისის მიზეზს მაძლევდნენ. მართალია, ერთხელ არ მოუწერია და არც უთქვია, რომ ვუყვარდი, ან ვენატრებოდი, ან უჩემოდ ვერ ძლებდა, როგორც ამას ზეზვა მწერდა და ყოველწუთს ამას მიმეორებდა "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროსავით, მაგრამ მე ასეთი უბრალო მოკითხვები, უბრალო დილა მშვიდობის და საღამო მშვიდობის უფრო მომწონდა.
ამ მეცხრე ცაზე ფრენა-ფრენაში ვერ შევნიშნე როდის მოიწყინა და უარესად დასერიოზულდა ბებია. ერთი-ორჯერ თითქოს ნამტირალევიც მეჩვენა, მაგრამ რომ ვკითხე რა გჭირს-მეთქი, არაფერიო. მაგრამ ამ არაფრის გამო დღითი-დღე რომ სევდიანდებოდა და თვალებიც უფრო მომეტებულად ქონდა ჩაწითლებული, მივხვდი, რომ ნაიას ამბები იყო. ნელ-ნელა იწყებდა ეს ქალბატონი თავისი გეგმის განხორციელებას და დრო იყო უკვე, რომ მეც მემოქმედა რამე. პირველი ნაბიჯის გადადგმა შიოსთვის რომ მეთქვა ყველაფერი ის იყო, მარტო მე მაინც ვერ გავუმკლავდებოდი ამ ყველაფრის გამოძიება-დამტკიცებას, ხო და შესაფერის დროს ჩავუსაფრდი. ახალი ფეხადგმული ბავშვივით ვიყავი, რომ დგა და პირველი ნაბიჯის გადადგმას ფიქრობს და შესაფერის მომენტს ელოდება. თან რომ ეშინია, და თან რომ უნდა და უხარია. ამ შესაფერისმა დრომაც არ დააყოვნა. ერთ დილით, სამსახურში მიმავალი, გზად მის ლექსუსს გადავაწყდი. ხო და, შევჩერდი და ისიც შევაჩერე. ტრადიციულად თმის მოქაჩვით მომესალმა და შუა ქუჩაში ბოლო ხმაზე ამაკივლა "დეგენერატმა". მერე ცოტა წავიჭორავეთ. ბაიასგან "ტერორის მსხვერპლი რომ იყო" ესეც კი გამანდო ჩურჩულით. მერე, ჯერ ადრეა მაინც და სადმე დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, მომენატრა ძველი დროვო და მეც სიხარულით დავთანხმდი. ნელ-ნელა, შეპარ-შეპარებით დედაჩემიც ვახსენე, ბაიას შეხვედრია თურმე, ძალიან ცუდად ყოფილა და იქნებ მეც შევხვდე როგორმე-მეთქი. ძმა მყოლია, ჩემთან კლინიკაში მოიყვანა ძიძამ შემთხვევით და დავინახე თუ არა, ვიცანი-მეთქი.
თავიდან ჩუმად მისმენდა, მერე კი აღიარა, ერთი-ორჯერ ის ქალი მეც ვნახეო.
_მერე, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა?_დავინტერესდი.
_რავი, როგორი უნდა დამრჩენოდა?_აქეთ შემომიბრუნა კითხვა.
_გაფიცებ ყველაფერს, დაინახე თუ არა, რა გაიფიქრე მასზე?
რატომღაც გაჩუმდა და კარგა ხანს მიყურა გამომცდელად.
_სერიოზულად გეკითხები და გულწრფელად მიპასუხე, დაინახე თუ არა, რა გაიფიქრე? მითხარი, არ მეწყინება.
_კარგი, გეტყვი._ღრმად ამოისუნთქა და რატომღაც ჩურჩულით მითხრა.
_კიდევ კარგი ბაია არაფრით არ გავს თავის დას-მეთქი... ისიც კარგია, რომ წავიდა და მიგატოვა და მან არ გაგზარდა.
_რატო?
_რაღაცნაირი უსიამო განცდა გამიჩნდა მის მიმართ, არ მომეწონა და იმიტომ. ცუდი წინათგრძნობა მაქვს რატომღაც, მაგრამ ბაიამ ჩემი დაა, თანაც სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლისო და მეც მეტი რა გზა მაქვს? ვიტან იმ ქალს.
_კარგია რომ შენ მაინც არ მოგწონს და არ ენდობი, იმიტომ რომ აფერისტია. საკუთარ დედაზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ აფერისტი თაღლითია და მეტი არაფერი...
მოვაღე პირი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი რაც ვიცოდი და ისიც ვუთხარი, რომ უკვე ბებიასთანაც იქნებოდა დალაპარაკებული, რადგან სტალინა საგრძნობლად იყო უკვე შეცვლილი.
გაოგნებული შიო ხმის ამოუღებლად მისმენდა და სიტყვას არ მაწყვეტინებდა. ბოლოს, თხრობა რომ დავასრულე და მეც გავჩუმდი, როგორც იქნა ამოიღო ხმა.
_კი ვეჭვობდი რაღაცას, მაგრამ ასეთ დიდ აფიორას ნამდვილად არა. რა ვქნათ ახლა მე და შენ?_საყვარლად ააფახულა ცისფერი თვალები.
_რა უნდავქნათ და ყველაფერი, რაც გაგვიგონია და რის შესახებაც ეჭვი გაგვჩენია, უნდა დავამტკიცოთ. მერე კი, კისერი მოვუგრიხოთ ყველას და სათანადოდ დავსაჯოთ.
_მიკვირს, რომ ჩვენს დეტექტივს ასეთი რამეები გაუგებელი დარჩა.
_ეპატიება მასაც, რა ვქნათ? ახალი მოლოგინებულია. თან, საქმე მის დას ეხება. შინაურებთან და ახლობლებთან საქმის დაჭერა იმიტომ არ შეიძლება, მაგ დროს ცივი გონებით ვეღარ მიშაობს ადამიანი. და არის, ჯიგარია და სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს. თუმცა, ლეომ გადაკვრით კი მითხრა, ბებიას კითხე, დები რატო არ გვანან ერთმანეთსო. ეს ცალკე ისტორიაა მგონი და ესეც ძალიან მაინტერესებს... მოკლეთ, მქონდეს შენი იმედი?
_როდისმე მიღალატია შენთვის?_ისე საყვარლად ითაკილა, თავი ვერ შევიკავე, წამოვხტი და გულიანად ჩავკოცნე.
_იმიტომაც მიყვარხარ, რომ არასდროს გიღალატია ჩემთვის. მართალია, მადლობა არასდროს მითქვია შენთვის, მაგრამ მადლიერი ვარ...
_კარგი, ახლა უნდა გავიქცე, თუ არ გეწყინება, რომ სამსახურში არ დავიგვიანო.
_არა, რატო უნდა მეწყინოს? მეც სამსახურში მივდივარ. დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ. მიყვარხარ._დავიხარე, თავზე ვაკოცე და კაფედან ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი.
ტყუილად არ მქონდა შიოს იმედი, რომ დამეხმარებოდა და ტყუილად არ გავანდე მას ეს ბურუსით მოცული საიდუმლო. იმ დღიდან ორი დრის გასვლის მერე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, რაღაც გავარკვიეო. მაშინვე თავქუდმოგლეჯილი გავქანდი დათქმულ ადგილას და ცოტა ლოდინი მომიწია, სანამ შიოც მოვიდოდა. შორიდანვე, შევნიშნე თუ არა, წამოვხტი და შევეგებე. სულსწრაფობა და მოუთმენლობა რომ შემატყო, ეშმაკურად ჩაეღიმა კმაყოფილს.
_აბა, რა გაარკვიე?_ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მივეცი.
_მჭადი ხარ, დამახრჩო?_ლაითად მისაყვედურა._დავსხდეთ და ამოსუნთქვა მაინც მაცადე.
_ხო, მაგრამ ვერ ვითმენ... რა გაარკვიე?
_ის, ჩემო მარიშკა, რომ დედაშენი და ბაია სულაც არ არიან დედმამიშვილები. ეთერი და ლევანი წლების განმავლობაში უშვილოები იყვნენ და ნაია აუყვანით. მერე კი მოხდა სასწაული და ბაიაც ეყოლათ...
_იმიტომ არ გვანან ერთმანეთს, რომ ერთი გენი არ აქვთ?_მოწყვეტით დავეშვი სკამზე._გამოდის, არც მე ვარ ბებიას და ბაბუას ღვიძლი შვილიშვილი?... არც ბაიაა ჩემი დეიდა და მე კი მისი დიშვილი?_ცრემლი მომებჯინა ყელში და ლამის დამახრჩო.
_მივქარე რომ გითხარი?_გამიბრაზდა._შენი ზედმეტი ხმა არ გავიგო... ამაზე თუ ასეთი რეაქცია გექნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თორემ კრინტსაც არ დავძრავდი._თვითონაც გვერდით მომიჯდა._შენ ჩემი ცოლის დიშვილი, საყვარელი მარიშკა ხარ და მუდამ ასე იქნება!_მხრებზე ხელი მომხვია და ჩამიხუტა._არ იფიქრო, რომ ამ ამბის გაგების მერე შენთან ურთიერთობა შემეცვლება ან აღარ მომინდება...
_ეს ამბავი საიდან გაიგე, ვინ გითხრა?_ახლა ამით დავინტერესდი.
_რომ არ გითხრა, გეწყინება?_საცოდავად მოჭმუხნა სახე._წყაროს ნუ დამასახელებინებ რა. ინკოგნიტოდ სურს დარჩენა. თუ სანდოობაში გეპარება ეჭვი, მინდა გითხრა, რომ მე ასი პროცენტით ვენდობი.
_არა, სანდოობაში არ მეპარება ეჭვი, მართლაც ასე იქნება... მაგრამ ბებია საკუთარი შვილიშვილივით რატო მივლის. მე ხომ მისი არც არაფერი ვარ?
_რა სისულელეს ამბობ, ხვდები?_დამტუქსა._მის ხელში დაიბადე და მის თვალწინ იზრდები. მთავარი კიდევ ეს არის. სისხლით ნათესაობა ამასთან დიდი ვერაფერია. სიყვარული შეჩვევაა და მეტი არაფერი. ბებიაშენს იმიტომ უყვარხარ, რომ მან გაგზარდა და შენში ჩადო მთელი თავისი ენერგია, ცოდნა და უდიდესი სითბო და სიყვარული. ძალიან მეწყინება იცოდე, თუ ბებიაზე დაიბოღმები დედაშენივით. თან, თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რომ ეს ამბავი ასე ზარ-ზეიმით გახარე. განა ბაია ტყუილად მეუბნება, ბეყე ხარო, მართლა ბეყე ვარ...
_ესე იგი, დედაჩემმა იცის, რომ აყვანილია?.. და ამის გამო დაიბოღმა ბებიაზე?
_მისმინე._ნიკაპზე მომკიდა ხელი, თავი შემომატრიალებინა და ისე ჩამხედა თვალებში.
_ეს ამბავი არანაირად არ ცვლის ჩვენს ურთიერთობას. უბრალოდ გაინტერესებდა, გავიგე და გითხარი. დაივიწყე, იმ გაგებით, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩება. ბებიასაც ძალიან უყვარხარ, ბაბუასაც, ბაიასაც და მეც. და არ მყავს და ჩემს უმცროს დაიკოდ მიგიღე. ამის შესახებ მორჩა იცოდე ლაპარაკი. ახლა იმ აფიორა დედაშენს და მის თანამზრახველებს მივხედოთ, სანამ რამე გამოუსწორებელი სისულელე ჩაუდენიათ. გასაგებია?
ამ ამბავს მართლა ვერ დავივიწყებდი, რომ გამჩენმა დედამ მიმაგდო და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებმა საკუთარი შინაურივით მიმიღეს, მაგრამ შიოს თავი მაინც დავუქნიე.
_გასაგებია-მეთქი?_უფრო გაიმკაცრა ხმა._სერიოზულად გეუბნები: იცოდე, ჩემს გარეშე ერთ ნაბიჯსაც კი არ გადადგამ მათ გამოსააშკარავებლად. შემთხვევით გაიგებ რამეს? დამირეკე და ერთად ვიმოქმედოთ.
_გპირდები, ასე მოვიქცევი._პიონერივით ავწიე ხელი.
_არ მეხუმრება იცოდე!_ასეთი მკაცრი შიო, თანაც ჩემს მიმართ არასდროს მახსოვდა._სერიოზული საქმეა და სერიოზულადაც უნდა მივუდგეთ. ერთი უბრალო შეცდომა და არასწორად გადადგმული ნაბიჯიც კი შეიძლება, რომ სავალალო აღმოჩნდეს.
_კარგი, კარგი, გპირდები, რომ უშენოდ არაფერს მოვიმოქმედებ.
_ხო და ძალიანაც კარგი. ახლა კი უნდა წავიდე. მალე გნახავ._ფეხზე რომ წამოიმართა, დაიხარა, შუბლზე მაკოცა და მართლა წავიდა.
მე კი, მაშინვე არ წავსულვარ სახლში. ერთხანს ისევ სკვერის განაპირა სკამზე ვიჯექი და დედაჩემად წოდებულ ქალზე ვფიქრობდი. ბაიას, ბებიას ან ბაბუას რომ ექციათ ჩემთვის ზურგი, კიდევ გასაგები იყო, მაგრამ იმ ქალმა, ვინც გამაჩინა და ასე თუ ისე ათ წლამდე გამზარდა, როგორ დამთმო და დამტოვა ნეტა? მკერდში გულის ნაცვლად ქვა ედო ნამდვილად... მაგრამ მეც რომ მისი გენის მატარებელი ვიყავი, ასეთი რამე მეც შემეძლო ვითომ? ეხლა, მე რომ შვილი მყოლოდა, გუჯას გამო მივატოვებდი? რა სისულელეა. გოგა ჩემი არ იყო, ბაიასი იყო, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დავეყენებინე ვინმეს, მე გოგას ავირჩევდი. როგორ უნდა დაგიბინდოს მამაკაცმა გონება, რომ შვილზე თქვა უარი? აქამდე ვფიქრობდი, რომ გამართლება მომეძებმა იმ ქალისთვის, ვინც გამაჩინა, მაგრამ ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ არამც და არამც არ ვაპატიებდი ჩემს მიტოვებას!
გარე-გარე ხეტიალს სანამ არ მოვრჩი და ცოტა არ დავმშვიდდი, სახლში არ მივსულვარ. იქ კი მარტო ბებია დამხვდა, რომელიც მისაღებ ოთახში სავარძელში იჯდა და რომელიღაც სერიალს უყურებდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან ამ ქალს სერიალები არ უყვარდა და ვისაც უყვარდა, ლამის იმასაც ვერ იტანდა. ჯერ შორიდან ვუყურე. მერე, მის მიმართ უდიდესმა სიყვარულმა წამომიარა. მივედი, მის წინ იატაკზე მოვიკეცე, ხელები ფეხებზე შემოვახვიე, ნიკაპით მის მუხლებს ჩამოვეყრდენი და სახეში მივაჩერდი. მას, ბაბუას ან ბაიას რომ არ ვყვარებოდი კიდევ გავიგებდი, მაგრამ მშობელი დედა? მართლაც რომ დასაფასებლები იყვნენ ეს ადამიანები ჩემი მხრიდან.
ინსტიქტურად თავზე გადამისვა სიყვარულით ხელი, როგორც სჩვეოდა ხოლმე. კატასავით რომ გავიტრუნე და უფრო ძლიერად ჩავიხუტე მისი ფეხები, გაოცებულმა ჩამომხედა სათვალის მიღმიდან.
_რამე მოხდა?
_არაფერი... მიყვარხარ და მიხარია, რომ შენი შვილიშვილი ვარ.
სათვალე შეისწორა და უფრო გაოცებით მომაშტერდა.
_რამე ხდება და მე არ ვიცი?
_ისეთი არაფერი._წამოვდექი და ახლა გულში ჩავეხუტე._ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
სტალინა რის სტალინა იყო, ეჭვი არ გასჩენოდა ჩემს ამ ქმედებაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის არც ახლა შეიმჩნია რამე. მე კი, უფრო მომეტებულად ვიგრძენი მის მიმართ სიყვარული და გული ამიჩუყდა. ვინ ვიყავი მისთვის და მაინც ვუყვარდი...
იდილია მამაჩემის მოსვლამ დაგვირღვია. ოთახში თავი რომ შემოყო და საღამომშვიდობისა გვისურვა, თან ეჭვით შეგვათვალიერა ბებია-შვილიშვილი ჩახუტებულები რომ დაგვინახა. მერე, მომიბოდიშა, ძალიან მშია და თუ მაჭმევ რამეს, კარგზე კარგი გოგო იქნებიო.
_რას ქვია თუ?_მაშინვე წამოვხტი და აბაზანას მივაშურე ხელების დასაბანად. იქიდან კი სამზარეულოს.
სანამ მე ვახშამს ვამზადებდი, მამაჩემს ფეხსაცმელები დაეხადა, ჩუსტებში ჩაეყო ფეხები და მათი მსუბუქი ფრატუნით შემოვიდა სამზარეულოში. როგორც ხშირ შემთხვევაში, ახლაც მოხმარება უნდოდა, მაგრამ არ მივეცი ამის საშუალება.
_შენ დაჯექი, დაისვენე, მე მივხედავ ყველაფერს.
დიდად აღარ შემეწინააღმდეგა. ალბათ, მართლა ძალიან დაღლილი იყო. კუთხის დივანზე ჩამოვსვი და ისევ საქმეს მივუბრუნდი.
სულ მალე კი, ბებიაც შემოგვემატა და თეფშების და ჩანგლების გაშლა იმან დაიწყო. ჭიქები და ხელსახოცებიც მან დააჭყო მაგიდაზე. მერე, ყველი გამოიღო და თხლად და ლამაზად დაჭრა. ამასობაში მეც მოვრჩი ვახშმის მზადებას და სამივენი დამშეულები შემოვუსხედით სუფრას.
უხმოდ და უხმაუროდ ვვახშმობდით. მხოლოდ დანა-ჩანგლის წკარუნი არღვევდა ამ სიჩუმეს. არ ვიცი რატომ მაგრამ მომეჩვენა რომ ბებია დაძაბული იჯდა. ჯერ ისევ იმაზე ვფიქრობდი, რა სჭირდა ამ ქალს, რომ მოულოდნელად თვითონ წამოიწყო.
_დიდი ხანია მინდა გითხრათ, რომ ნაიას შევხვდი..._ეს რომ თქვა, უშველებელი პაუზა გააკეთა და ჯერ მე შემომხედა, მერე კი მამაჩემს დააკვირდა. მისი სახის გამომეტყველებით უნდოდა ალბათ გაეგო, სიძე რა ჭკუაზე იყო ამ ამბის გაგებით._თქვენი არ ვიცი როგორ მიიღებთ მას, მაგრამ მე ვაპატიე, რადგან დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და მინდა რომ სანამ მოკვდება._ეს მოკვდება ძალიან ხმააკანკალებულმა თქვა._სახლში მინდა დავაბრუნო თავის ვაჟთან ერთად.
მამაჩემს რომ შევხედე, ჩანგალი გაუშეშდა ხელში და სივრცეში ერთ ადგილს მიშტერებოდა თითქოს გაციებულ-გაყინული თვალებით. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ბებიას ეს განცხადება და წარმოვიდგინე მამაჩემი რა დღეშიც იქნებოდა იმ მომენტში.
_მე თქვენ არაფერს გაძალებთ. ეგ თქვენი უფლებაა, აპატიებთ თუ არა, მაგრამ მე დედა ვარ და ვალდებული ვარ სასიკვდილოდ განწირული გზააბნეული შვილი სახლში დავაბრუნო.
ბოლო ხმაზე მინდოდა მეყვირა და მეთქვა ბებიასთვის, რომ ის ქალი, ვისაც შვილს ეძახდა, აფერისტი ნაძირალა და გამომძალველი იყო, მაგრამ მამაჩემი შემეცოდა, ისეთი სახით იჯდა, აშკარად მოულოდნელი იყო მისთვის ნაიას ამბის გაგება და თავზარდაცემული იჯდა. მაშინვე წამოვხტი, თვალისდახამხამებაში გავჩნდი მასთან და ჩავეხუტე.
_მე შენ მიყვარხარ და უდიდეს პატივს გცემ. შეიძლება ბებიას ძალიან ეწყინოს, მაგრამ მე დედა არ მყავს! ათი წლის რომ ვიყავი, მაშინ მომიკვდა. მართალია, უფალი მიტევებას გვასწავლის, მაგრამ ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატება. არ შემიძლია იმის პატიება, რაც იმან ჩაიდინა და რასაც მომავალში ჩაიდენს...
_მომაკვდავმა ქალმა რაღა უნდა ჩაიდინოს იმის მეტი, რომ მეორედ დაგვწყვიტოს გული თავისი წასვლით, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ._ხმა გაიმკაცრა ბებიამ და ისე შემომხედა.
_შენ ჯერ კიდევ ვერ გცნობია, რა გველიც გაგიზრდია უბეში! ცუდად არ არის, ვიცი. აფერისტობს, რომ სახლში დააბრუნოთ!
_ისე გაგაბოროტა წყენამ, რომ ათას სისულელეს იგონებ და ლაპარაკობ._წყენა გაკრთა ბებიას ხმაში._ბევრი ვიფიქრე და ძლივს გადავწყვიტე, რომ მეპატიებინა და დამებრუნებინა სახლში. შენ ვერ დამიშლი იცოდე!
_არ მინდა რომ გაგასულელოს და გამოგიყენოს!
_მე კიდევ არ მინდა, რომ სიკვდილის პირას მყოფს ხელი ვკრა. შენი ზრით, ადვილი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება? ძალიან გთხოვ, პატივი ეცი ამ ჩემს სურვილს. შენ ნუ დაელაპარაკები თუ გინდა, არავინ გაძალებს, მაგრამ მასზე ზღაპრების მოყოლას შეეშვი.
_ზღაპრებს არ ვყვები, ვიცი რა ქალბატონიც ბრძანდება და არ მინდა, რომ მწარედ შეცდე მასში. მან კი ამით ისარგებლოს და უარესად გატკინოს გული. დამიჯერე, ის ამად არ ღირს!
_მე ვაპატიებ თუ არა, ჩემი გადასაწყვეტია! შენ ვერ დამარიგებ ჭკუაზე როგორ მოვიქცე და როგორ არა. შვილი ჩემია და მე მინდა რომ შევურიგდე.
_შენი გაჩენილია?!_არ მინდოდა ამის კითხვა, მაგრამ ენამ წინ გამისწრო._რანაირი შვილია?
_რანაირი შვილიშვილიც შენ ხარ!_ძალიან მშვიდად და აუღელვებლად თქვა.
ისე მწარედ მომხვდა ეს ნათქვამი გულზე, რომ სულ დამეთუთქა ყველაფერი.
_არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მათქმევინე... ბოდიშით მაგრამ მადა დამეკარგა. თქვენ მიირთვით გემრიელად._გრაციოზულად წამოდგა და ამაყი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.
სინანულით გავაყოლე თვალი. არ მეგონა თუ ასე მალე წამომაძახებდა ამას. მეწყინა. ისე მეწყინა, რომ წყენამ და ბოღმამ ლამის დამახრჩო.
_ვერ გაამტყუნებ. დედაა და მომაკვდავი შვილის გვერდით უნდა ყოფნა..._ჩურჩულით მითხრა მამაჩემმა._ის დრო დამდგარა, რომ ამ სახლიდან წავიდე მე...
_მეც შენთან ერთად მოვდივარ იცოდე._მტკიცედ ვუთხარი და უფრო მჭიდროდ მოვხვიე მკლავები._მე შენ მიყვარხარ. შენ ხარ ჩემი დედაც და მამაც. არ მინდა იმ ურჩხული ქალის ყვერდით ცხოვრება. იყო დრო მან თქვა ჩემზე უარი, ახლა კი მე ვამბობ. მისი სახელის გაგონებაც კი არ მინდა.
_მასეც არ შეიძლება. რაც არ უნდა იყოს, დედაა შენი._მისაყვედურა მამაჩემმა._ბოლოს და ბოლოს ერთი სისხლი და ხორცი ხართ.
_ღმერთმა დამიფაროს მას ვგავდე! მე შენთან ერთად მოვდივარ სადაც წახვალ! არ წამიყვან? არ არის პრობლემა, წავალ და ვინმეს შევეკედლები, ან ღია ცის ქვეშ გავათენებ ღამეს. მე იმ ქალის გვერდით არ მინდა ცხოვრება!
მამაჩემს ხმა აღარ ამოუღია, მაგრამ შევატყე, რომ ესიამოვნა ჩემი გადაწყვეტილება.
ვახშამი აღარც ჩვენ გაგვიგრძელებია. მამაჩემმაც მომიბოდიშა, დაღლილი ვარ და წავალ დავწვები, ბოდიში რომ სუფრის ალაგებაში ვერ გეხმარებიო.
არ მწყენია. ან რატო უნდა მწყენოდა?. ის გავუშვი დასასვენებლად და მარტომ ავალაგე მაგიდა. ჭურჭელი გაგულისებულმა და გამწარებულმა დავრეცხე. მინდოდა მასზე მეყარა ქალბატონი დედაჩემის ჯავრი. გვარიანად ვარახრახე ჯამ-ჭურჭელი. ერთი ჭიქა გამიტყდა კიდეც, მაგრამ გულზე მომეშვა ცოტა. რომ ამბობდნენ, ჭურჭლის მტვრევა ნერვებს ამშვიდებსო, არ მეჯერა და ახლა ამ გამოცდილებიდან თვითონ დავრწმუნდი ამაში. იმ ერთ ჭიქას სპეციალურად თეფშიც მივაყოლე და გამეტებით დავანარცხე მეტლახზე. უფრო რომ მომეშვა გულზე, მეორეც მივაყოლე და მგონი საბოლოოდ დავმშვიდდი და დავილაგე აწეწილი ნერვები. მერე სამზარეულო მივალაგე და მეც ჩემს ოთახში გავედი. იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამომეაშკარავებინა ეს გველაძუა, ვითომ და სასიკვდილოდ განწირული თაღლითი. ბებიას სანამ დამამტკიცებელ ფაქტებს არ დავუდებდი წინ, მანამ ვერ დაიჯერებდა მის სიცუდეს. ან, მაშინ კი დაიჯერებდა ვითომ?
მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე. დამეძინებოდა თუ არა, მაშინვე რაღაც ძალა მაღვიძებდა და სანამ გონში ჩავვარდებოდი, აჩქარებული და აფორიაქებული გულით საწოლზე წამომჯდარი გიჟივით ვაცეცებდი სიბნელეში თვალებს. რიჟრაჟამდე ასე ვიწვალე. მერე, გადავწყვიტე, მამაჩემისთვის მეთქვა ლეოს ამბავი და ისიც რაც ლეომ მითხრა. ხალათი მოვიცვი და მისი ოთახის კარზე ფრთხილად მივუკაკუნე. ეღვიძა და მალევე გამომხედა. გაუკვირდა მე რომ დამინახა.
_რა ხდება ჩემო პრინცესა, ცუდად ხარ?_მხრებზე მომხვია ხელი და ჩამიხუტა. ასე ჩახუტებული შემიყვანა თავის საძინებელში. საწოლზე ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა._დედაშენის ამბავი არ გაძინებს არა?.. მეც მასე ვარ._უფრო მჭიდროდ მომხვია მხრებზე ხელი და გულში ჩამიხუტა._ვერ გაამტყუნებ ბებიას, შვილია, თანაც სიკვდილის პირას მყოფი და უნდა რომ გვერდით ყავდეს... მე აქ ვეღარ დავრჩები. ან, აქამდე რატო ვცხოვრობდი არ ვიცი... გადავწყვიტე, ქირით გავიდე სადმე, მთელი ღამე განცხადებებს ვათვალიერებდი... თუ მართლა ჩემთან ერთად წამოხვალ, კარგი ვარიანტი შევარჩიე. მართალია გარეუბანშია, მაგრამ კარგია, მეტროსთან ახლოს._შემომცინა._მერე, კრედიტს ავიღებ და ბინასაც ვიყიდი, შენ მაგაზე არ ინერვიულო.
_მე იმაზე ვნერვიულობ, რომ ბებია თავს ატყუებინებს იმ აფერისტ გამომძალველს...
_რატოა აფერისტი ან გამომძალველი?_გაუკვირდა._რამე იცი და არ მეუბნები?
_ვიცი რომ შვილი, რომელიც ყავს და რომელიც ვითომ შენია, უბრალოდ დაქირავებული მსახიობია... არც ცუდათაა, როგორც აბოლებს ბაიას და ბებიას. სიკვდილის გათამაშებას და იმ ბიჭის გატაცებას გეგმავენ ეგ და თავისი საყვარელი...
_შენ რა იცი?_გაუკვირდა.
_თვითონ იმ ბიჭმა მითხრა, ლეომ, ჩემს ძმად რომ უნდა გაასაღოს იმ ქალბატონმა.
ერთხანს ხმისამოუღებლად შემომყურებდა მამაჩემი. თითქოს არ ეჯერა რასაც ვეუბნებოდი. მართლაც რომ რთული დასაჯერებელი იყო. მე დავუჯერებდი ვითომ ვინმეს, ასეთი ამბავი რომ ეთქვა?
_მერე და, იმ ბიჭს ენდობი? მას ხომ საერთოდაც არ იცნობ?
_სამაგიეროდ დედაჩემს ვიცნობ და ვიცი რაზეცაა წამსვლელი. ლეოს ნათქვამი სრულად შეეფერება იმ მოღალატის ქმედებებს. მადლობა ღმერთს, რომ შენ გგავარ და არა მას._წელზე მოვხვიე ხელები და ისე მივეკარი ტკიპასავით.
_ბებიასი გამკვირვებია, ნაია ხომ მისი შვილი არაა, აყვანილია და მაინც ასე რატომ შესტკივა მასზე გული?
_მან გაზარდა და მაინც დედაა მისი. დედის გულისას კი ვერ გაიგებ ვერაფერს. შვილის გამო ყველაფერზეა წამსვლელი და შვილსაც ყველანაირ შეცდომას პატიობს.
_შეიძლება, მაგრამ ყველა ხომ მასეთი არაა? მაგალითად, მე ვინც გამაჩინა, დედის გული აქვს მას?
_მილიონში ერთი მასეთიც არის და მაგ მხრივ შენ არ გაგიმართლა. არაუშავს, სამაგიეროდ მე გყავარ.
_ამაში კი მართლა გამიმართლა რომ, შენ მყავხარ. ყოველთვის მადლობას ვწირავ უფალს. შენ რომ არ მყოლოდი, ნეტა რა მეშველებოდა?_ეს რომ ვუთხარი, მივხვდი, ესიამოვნა. თავზე მაკოცა და დარწმუნებით მითხრა.
_მე არასოდეს არ მიგატოვებ, მუდამ შენს გვერდით ვიქნები. ჩემი იმედი გქონდეს.
_შენი იმედი მე ყოველთვის მაქვს.
მართლაც, ეს კაცი რომ არ ყოფილიყო მამაჩემი, რა მეშველებოდა ნეტა? თან, კიდევ კარგი, დედაჩემს არ ვგავდი უგულო და მოღალატე. იმაზეც მადლობელი ვიყავი, რომ დამტოვა და თან არ წამიყვანა, მეც ხომ თავისნაირს გამზრდოდა?
კარგა ხანს ვისხედით მე და ჩემი საყვარელი მამიკო ერთმანეთს ჩახუტებულები და ხმას აღარცერთი აღარ ვიღებდით. როგორც მე, ალბათ მამაჩემიც სამომავლო გეგმებს აწყობდა აქედან წასასვლელად. დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი გაგვიჭირდებოდა ერთად. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სახლში ფეხის მომდგმელი აღარ ვიყავი მანამ, სანამ ის ქალბატონი აქ იცხოვრებდა. ბაიას, შიოს და პატარა გოგის იქ, თავის სახლში მოვინახულებდი. ბებიასაც სამსახურში ვნახავდი. არც ბაბუას დავივიწყებდი, მაგრამ იმ ქალის სიახლოვეს მე ვერ გავჩერდებოდი.
*********************
მეორე დღესვე არა, მაგრამ მეოთხე თუ მეხუთე დღეს კი, მართლაც გადავიბარგეთ მე და მამა ჩვენს ახალ ბინაში. ბებია ბევრს მეხვეწა, დარჩი, რატო მიდიხარ, თუ არ გინდა დედაშენთან დალაპარაკება, ნუ დაელაპარაკები, მას თავისი ოთახი ექნება და იქ საერთოდაც ნუ შეხვალო, მაგრამ მაინც არ დავრჩი. ან, რატო უნდა დავრჩენილიყავი ვითომ? ავიკარი ჩემი გუდა ნაბადი და მაინც წავედი.
მშვენიერი ბინა ექირავებინა მამაჩემს. არ ვიცი მეტროსთან სიახლოვე რაში აწყობდა, რადგან ორივეს საკუთარი მანქანა გვყავდა, მაგრამ დიდად არც დავინტერესებულვარ. სამოთახიანი ბინა თავისი ავეჯითვე გაწყობილი კომფორტზე გათვლილი ძალიან მომეწონა. კვირა დღე მის დალაგება-დასუფთავებაში გამოვიყენე და ჩემს გემოზე გადავაადგილე თითქმის ყველაფერი და ორსშაბათიდან უკვე სამსახურში წავპაკუნდი.
ბებია დერეფანშივე დამიხვდა და აცრემლებული გადამეხვია, უშენოდ ძალიან მიჭირს, იქნებ დაბრუნებულიყავი სახლშიო. მეც კი მომნატრებოდა ჩემი სტალინა ბებო, მაგრამ იმ სახლში დაბრუნება აღარ მინდოდა. მაინტერესებდა კი, უკვე სახლში ყავდა თუ არა ის მოღალატე და უმადური შვილი, მაგრამ სიამაყის და პრინციპების გამო არ ვკითხე. არც თვითონ უთქვია არაფერი.
საღამოს, სახლში წასვლას ვაპირებდი უკვე, რომ შიომ მომაკითხა. როგორც ყოველთვის, ახლაც გამიხარდა მისი ხილვა. ქალაქიდან გავდივარ და ბაიასთან დარჩი ღამეო. სიხარულით გავყევი უკან. თან, მამაჩემს დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ამაღამ სახლში არ მივიდოდი და ტყუილად არ ელოდა ჩემთვის.
ორი-სამი დრე არ მენახა გოგა და გაზრდილი და უფრო ჩაპუტკუნებული მეჩვენა. კარგა ხანს ვეფერე და ვესიყვარულე ენამოჩლექილმა და ჩემს მკლავებში ჩაეძინა კიდეც. ფრთხილად ჩავაწვინე თავის საწოლში და მისაღებში გავედი, სადაც ბაია ტელეფონზე საუბრობდა. ეტყობოდა, თავის რომელიმე კლიენტს საქმის ვითარებას ამცნობდა. გოგას გამო რომ ვეღარ მუშაობდა, ტელეფონით უწევდა ხალხს კონსულტაციას. დიდად არ მაინტერწსებდა მისი საგამოძიებო საქმიანობები, ვანიშნე, ყავას დალევ მეთქი და უარი რომ მითხრა, სამზარეულოში გავედი და ჩემთვის მოვიდუღე მარტო. იქვე მოვეწყვე კოხტად და ტელეფონში სოციალურ ქსელში შევიჭყიტე ვითომ ცოტა ხნით, მაგრამ საათნახევარი კი შემოვრჩი. ბაიამ რომ შემომხედა, არ გშია, ვივახშმოთო, მაშინ შეველიე როგორც იქნა.
ჩემგან განსხვავებით მან ჩაი და კარაქიანი პური მიირთვა ისე მადიანად, ლამის მეც მომანდომა, რძის მოსაყენებლად საუკეთესო საშუალებააო. მერე, გულიანად ვიჭუკჭუკეთ რაზე აღარ. ხან ბავშვობა გავიხსენეთ, ხანაც შიოს ოინები. მერე, ზეზვასაც გადასწვდა და მისი ამბებითაც დაინტერესდა, კიდევ ხომ არ გაწუხებსო.
გაწუხებსო? მხოლოდ მაშინ გამეხსნა და გამინათდა გონება, უეჭველი მისი და შიოს დამსახურება იქნებოდა, რომ ამ ხნის მანძილზე აღარ გამოჩენილა და აღარც შევუწუხებივარ იმ ჟიგოლოს.
_აქამდე რატო ვერ მივხვდი?_კეფა გამეტებით მოვიქექე,
_რას ვერ მიხვდი?_ოდნავშესამჩნევლად ჩაეღიმა ბაიას.
_იმას, რომ შენ და შიომ გააფრთხილეთ, ახლოს აღარ მომკარებოდა და აღარც დაერეკა. ან მოეწერა.
_განა მასეთი მძლეთამძლეებიც ვართ._ისევ ჩაეღიმა.
_აღარ კი მომკარებია სათოფეზე და...
_ეგ კი არა, შენ ის მითხარი, გუჯასთან რა ხდება?_გამომცდელად მომაჩერდა თავისი შავი , ბრიალა თვალებით.
_რა უნდა ხდებოდეს?_"გავიოცე".
_გამოცდილ დეტექტივ ქალს გინდა გამომაპარო რამე და ვითომ გამასულელო?_გაეცინა.
_გამოცდილ დეტექტივ ქალს რომ შენი ტურფა დაიკო გასულელებს, ეგ ვითომ არაფერი?_უცბად დავსერიოზულდი.
_ჯერ ერთი, მე ვერავინ ვერ გამასულელებს და მეორე, თუ "ვსულელდები", ეს იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
_ესეიგი, შენც იცი ყველაფერი?_უმალ გამოვცოცხლდი.
_მე რა ვიცი და რა არა, ეგ შენი საქმე არაა._უცბად გაიმკაცრა ხმა._შენ და შიოც შეეშვით მაგ თქვენს შერლოკჰოლმსობანას, მაგ ყველაფრისთვის ვარსებობ მე!
_კი, მაგრამ... შენ რომ არასწორ კვალს ადგახარ?
_ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ მახსოვს, რომ არასწორ კვალს დავდგომოდი და რაღა ახლა ვადგავარ ვითომ არასწორ კვალს?_ითაკილა ჩემი შეფასება
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აქამდე ვფიქრობდი ბაიას რა ვაი დეტექტივიათწო თავის დის გადამკიდე და მგონი სულაც არა, კარგია მომწონს მოვლენების ასე განვითარება ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
აქამდე ვფიქრობდი ბაიას რა ვაი დეტექტივიათწო თავის დის გადამკიდე და მგონი სულაც არა, კარგია მომწონს მოვლენების ასე განვითარება ❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


არადა მეგონა ეს ამხელა შერლოკ ჰოლმსი ქალი როგორ ვერ ხვდება ნაია რომ ატყუებს თქო და თურმე ყველაფერი შესანიშნავად იცის. რაღაცაც აქვს ჩაფიქრებული ისე არ იქნება ეგ ამბავი.

ჩემი პატივისცემა სტალინას❤ ყველა ვერ შეძლებდა ისე შეეყვარებინა "ვითომ შვილიშვილი" როგორც მან❤

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

რუსკიმარუსია
არადა მეგონა ეს ამხელა შერლოკ ჰოლმსი ქალი როგორ ვერ ხვდება ნაია რომ ატყუებს თქო და თურმე ყველაფერი შესანიშნავად იცის. რაღაცაც აქვს ჩაფიქრებული ისე არ იქნება ეგ ამბავი.

ჩემი პატივისცემა სტალინას❤ ყველა ვერ შეძლებდა ისე შეეყვარებინა "ვითომ შვილიშვილი" როგორც მან❤

❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

ვაიმე უფრო და უფრო იხლართება საქმე მომეწონა ამ თავში მარიშკა როგორც მოიქცა ხედავ შენ ქალბატონი გამომძიებელი როგორ ჩუმათ აგვარებს საქმეს მოუთმენლად ველი გაგრძელებას მადლობაააა❤❤❤❤

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მაკა
ვაიმე უფრო და უფრო იხლართება საქმე მომეწონა ამ თავში მარიშკა როგორც მოიქცა ხედავ შენ ქალბატონი გამომძიებელი როგორ ჩუმათ აგვარებს საქმეს მოუთმენლად ველი გაგრძელებას მადლობაააა❤❤❤❤

გაიხარე ❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent