შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (21)


7-08-2021, 18:37
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 1 951

"ცხოვრება უკეთესია, როცა სიყვარულის სხივითაა გამთბარიო". მართალია, სულ სხვა თვალით შევყურებდი თითოეულ გადადგმულ ჩემს ნაბიჯს თუ ქმედებას. გუჯას გამო მიხაროდა ყველაფერი და მასთან მოსალოდნელი შეხვედრები თუ საუბარი, ან უბრალო მოწერილი "როგორ ხარ" მაბედნიერებდა. მოღალატე დედაჩემის ხშირი გამოჩენა ბებიასთან კლინიკაშიც კი ვერ აუფერულებდა იმ დღის განცდებს და სიხარულს, როცა გუჯას ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი, ან ვემესიჯებოდი.
მართალია, ერთხელაც არ უთქვია, რომ ვუყვარდი, მაგრამ ნათქვამს რა მნიშვნელიბა ქონდა, როცა მის თვალებში, მზერაში, საქციელში თუ ქმედებაში ჩანდა ყველაფერი? აშკარად ეტყობოდა, რომ ვუყვარდი. (ნუ, ეხლა, თუ არ ვუყვარდი, გულგრილი მაინც არ იყო ჩემს მიმართ.) მე ხომ მიყვარდა და მიყვარდა.
იმ დღეს, დილითვე შევთანხმდით, რომ საღამოს შევხვდებოდით ერთმანეთს და სადმე გავისეირნებდით. მთელი დღე ფრთაშესხმული დავდიოდი. დავდიოდი კი არა, ფეხს არ ვაკარებდი ძირს ისე დავფრინავდი. პაციენტებსაც გულდასმით და დიდი სიყვარულით ვსინჯავდი. სახლში წასვლამდე კი პაციენტთა ისტორიებს ვაწესრიგებდი, კომ კარზე მომიკაკუნა დაგვიანებულმა პაციენტმა. მაკა უკვე წასული იყო. მობრძანდით-მეთქი, ისე გავძახე, თავი არ ამიღია ქაღალდებიდან. ვიღაც მორიდებით შემოვიდა, კარი ფრთხილად მიიხურა და შუა კაბინეტში გაჩერდა. გაოცებულმა ავხედე და დედაჩემის თვალებს რომ წავაწყდი, შევკრთი.
_მარიშკა, შვილი, მომისმინე._ლამის ჩურჩულით თქვა...
_შვილოს ნუ მეძახი. მაგის დაძახების უფლება მაშინ დაკარგე, როცა მიმატოვე...
_ჩემი ნებით და სურვილით არ მიმიტოვებიხარ._საგრძნობლად აუკანკალდა ხმა.
მწარედ ჩამეცინა.
_შენი დანაშაული სხვას გინდა რომ გადააბრალო? გინდა დამარწმუნო იმაში, რომ სხვამ გაიძულა შვილის მიტოვება? ტყუილად მოიღლი ყბებს, ჯერ ერთი, არ მაინტერესებს შენი ზღაპრები და არც მოგისმენ, რომც მოყვე. შენთვის არ მცალია, მეჩქარება, მელოდებიან... წადი და ისევ ისინი მოატყუე, ვინც აქამდე მოგიტყუებია, მე შენი სიტყვის ერთიც არ მჯერა.
_ვიცი, საპატიებელი არ ვარ, არაფრის დიდებით არ უნდა დამეთმო შენი თავი, მაგრამ იქნებ მოგესმინა?
_არ მაინტერესებს-მეთქი, ვერ გაიგე?!_მკაცრად დავყვირე._გადი ჩემი კაბინეტიდან, შენთვის არ მცალია!
თვალებში რომ შევხედე, თითქოს რეალური იყო მისი ცრემლიც, სინანულიც და განცდებიც, მაგრამ უფრო გავცოფდი. იმაზე, რომ არ მინდოდა მეც გავები თავის მახეში, როგორც ბებია და ბაია გააბა ამ უნამუსო ქალმა. მივვარდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მკლავზე მოვკიდე ხელი, ცარიელი ძვალი და ტყავი რომ იყო თითქოს და კარში გამოვაგდე.
_მეორედ აღარ დაგინახო ჩემს კაბინეტში მოსული! გაიგე, არ მოგისმენ! შენი ტყუილების მოსმენა არ მინდა!_თან ისე ძლიერად მივუჯახუნე კარი, ლამის ანჯამებიდან ჩამოვაგდე.
იმის მაგივრად, რომ გულზე მომშვებოდა მისი გაგდება, უფრო დავიბოღმე. ჯერ კარს მივეყუდე ზურგით, მერე კი ნელ-ნელა ჩავცურდი, იატაკზე დავჯექი და მწარედ ავქვითინდი. იმ მომენტში ის საშინელი წლები მახსენდებოდა, რაც მისმა წასვლამ განმაცდევინა. მეგონა, მისი უარყოფა და სამაგიერო ხელის კვრა შვებას მომგვრიდა, მაგრამ სულაც არა, უფრო ცუდად გავხდი და უფრო უმწეოდ და უსუსურად ვიგრძენი თავი. ის ცალკე მაცოფებდა, რომ ჩემს მიტოვებას საკუთარ თავს კი არა, სხვას აბრალებდა.
კარგა ხანს ვიჯექი კარს ზურგით მიყუდებული იატაკზე და ჩემთვის ჩუმად ვქვითინებდი. მკლავზე რომ მოვკიდე ხელი და გარეთ მოვისროლე, ვიგრძენი, რომ ძალიან გამხდარი იყო და ცარიელი ძვალი და ტყავი შევიგრძენი ხელში. ნუთუ, მართლა ცუდად იყო და არასწორ კვალზე ვიდექი? რატო მომატყუებდა ლეო და რატო ამირ-დამირევდა გონებას და უარესად რატო შემაძულებდა ამ ქალს ვითომ? ხომ შეეძლო ამ ქალბატონს დიეტაზე ყოფილიყო და გამხდარიყო რეალური ავადმყოფის იერი რომ მიეღო? მაგრამ... როგორ მოტყუვდებოდა ბებია ვითომ ცრუ ავადმყოფით? მოკლეთ, იმის მაგივრად რომ კითხვებზე პასუხები მიმეღო, უფრო და უფრო მეტი კითხვა მებადებოდა და პასუხის გამცემი კი არავინ მყავდა გვერდით. იქნებ, ჯობდა, ამ ქალისთვის მომესმინა? სხვა თუ არაფერი, მისეულ ვერსიას მაინც ხომ მოვისმენდი და ლეოს ნათქვამს შევადარებდი?
უმალ წამოვხტი, თვალები ამოვიმშრალე, თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე და დერეფანში გიჟივით გამოვვარდი. უკაცრიელი იყო ირგვლივ ყველაფერი. ბებიას კაბინეტს მივაშურე, მაგრამ ჩარაზული დამხვდა. ალბათ, ჩემმა გულცივობამ გული ატკინა ისევე როგორც მე, როცა დედა მინდოდა და გვერდით არ მყავდა.
_ღირსია! გამოსცადოს რას ნიშნავს ხელის კვრა და უარყოფა!_ამ არგუმენტით ჩავაჩუმე ჩემს შინაგან სამყაროში ახმაურებული სინდისი მშობელ დედას რომ ხელი ვკარი და ისევ ჩემს კაბინეტს მივაშურე. მაგიდაზე გაშლილი ანკეტები მწყობრისად დავალაგე, კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე და გუჯასთან შესახვედრად წავედი.
_მოწყენილი ჩანხარ._მაშინვე შემატყო უგუნებობა და ჩემი დანახვით გამოწვეული ღიმილი უმალ შეეყინა სახეზე._რა ხდება, ცუდი ხომ არაფერი შეგემთხვა?_შეშფოთდა.
_ისეთი არაფერი._გაღიმება ვცადე._სანერვიულოდ ნამდვილად არ ღირს._ამ ხნის მანძილზე პირველად გამოვდე ხელკავი და სკვერის შორეული კუთხისკენ წავედით.
მალევე გავაცნობიერე ჩემი სითამამე. უფრო იმიტომ, რომ ვიგრძენი როგორ დაიძაბა და აუჩქარდა გული. დედაჩემზე გაბრაზებულმა გაუცნობიერებლად გადავდგი ეს ნაბიჯი და როცა გავაცნობიერე, მეც ვღელავდი გუჯასავით და მეც გამალებით მიცემდა გული. ხელის გაშვება აღარ გამოდიოდა, არა და იმ სკამამდე, სადაც გეზი გვქონდა აღებული, გზა საშინლად გაიწელა. მისი შეხების ადგილები დაშანთულივით მეწვოდა. ჩემ ბედზე ეშმაკქაჯურად საიდანღაც ვიღაცის კოკერი გამოვარდა ყეფით და ბოლო ხმაზე აკივლებული ლამის კისერზე ჩამოვეკიდე ისედაც ჩემი სიახლივით აფორიაქებულ და დაბნეულ ბიჭს.
ძაღლმა ყეფით ჩაგვირბინა გვერდით და სადღაც გაიქცა. როგორც შემდეგში გავიგე, კატას გამოკიდებოდა.
პირველმა ელდამ რომ გამიარა და ის გავიაზრე, რომ გულაძგერებულ ბიჭს მკერდზე დაფეთებული ვეკვროდი, შემრცხვა და უარესად ავღელდი.
_ბოდიში... არ მინდოდა... მოულოდნელი ინსტინქტების ბრალია._ფრთხილად შევუშვი ხელები და დარცხვენილმა ავხედე.
როგორც ყოველთვის, მიღიმოდა და ერთიანად გავწითლდი მგონი.
_ძაღლების არ მეშინია, ძალიან მიყვარს, მაგრამ მოულოდნელად რომ გამოექანა ყეფით, შემეშინდა.
_მესმის შენი. სახლში მეც მყავს ჰასკი. სულ თამაში და სირბილი უნდა. ხან ისეთი ხმამაღალი ყეფით გამოექანება ხოლმე ჩემსკენ, რომ მეც მეშინია.
_ბავშვობაში ბაიას ყავდა ბიგლის ლეკვი. არც ის გვასვენებდა და არც ჩვენ ვუსვენებდით._გამეცინა._ბოლოს, ისე შეწუხდა ბებია, ახლობელს აჩუქა, თქვენ ძაღლის ღირსები არ ხართო. ძლივს გადავიგლოვე ისე მიყვარდა და მენატრებოდა._ამასობაში სკამსაც მივუახლოვდით და მოხდენილად ჩამოვჯექი.
გუჯაც გვერდით მომიჯდა.
_ისე, ცხოველი კი ქვია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანზე გონიერია. მე და ბაიას ხომ გვენატრებოდა და მისი ახალი მეპატრონე იძახდა, სანამ ჩვენ არ მოგვეჩვია, საცოდავად წკავწკავებდა. კარებში იწვა და გაღებას ელოდა, რომ გამოსულუყო და თქვენთან გამოქცეულიყოვო.
_ხო, ჩემს მიმისაც ძალიან უყვარდა დედაჩემი._სევდიანად ამოიოხრა._მე რომ ვმუშაობდი და სახლიდან სულ გამოსული ვიყავი, ისინი მეგობრობდნენ. რომ დაღუპა, ძალიან განიცადა.
წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა. მივხვდი, დედის მოგონებამ როგორ დაადარდიანა.
_ბოლო დროს აღარ მიყურებს კარგ თვალზე._ბოლოს მორიდებით შემომღიმა.
_რატო?_გამიკვირდა. სერიოზულად მივიღე მისი ნათქვამი.
_სულ ვპირდები, რომ ერთ არაჩვეულებრივ გოგოს გაგაცნობ-მეთქი, მაგრამ ვერა და ვერ შევასრულე ეს დაპირება.
_რატო, იმ გოგოს არ უყვარს ძაღლები?_გამიკვირდა.
_როგორ არა.
_აბა, მაშ რაშია საქმე?_გამეღიმა.
_უბრალოდ... უბრალოდ იმ გოგოსთვის ჯერ ვერ მითქვია ვერაფერი..._წამიერად გაჩუმდა. მერე, თითქოს გამბედაობა მოიკრიბა და თვალებში ისე დაჟინებით მომაჩერდა, დავიბენი და ავღელდი._მიმის ყოველთვის ვესაუბრები მის შესახებ. იცის, რომ არსებობს ძალიან, ძალიან საყვარელი და სასწაულად ლამაზი გოგო... ცოტა კი სწყინს და ეჭვიანობს, რომ მე ის გოგო მასზე მეტად მიყვარს, მაგრამ მაინც უნდა მისი გაცნობა... ყოველთვის, როცა ღამეებს თეთრად ვათენებ კიბეზე ჩამომჯდარი იმ გოგოზე ფიქრში, მოვა, გვერდით მომიჯდება და თავისებურად თანამიგრძნობს...
უმალ გავაანალიზე რაც თქვა და ვეებერთელა ნერწყვი ძლივს გადავყლაპე მღელვარებისგან. გულმა კი ისე გამალებით დამიწყო ფეთქვა, მეგონა, გულის ფიცარს გამოგლეჯდა და გარეთ გამოვარდებოდა.
_და, იმ გოგოს... რატო ვერ ეუბნები ვერაფერს?_ძლივს ამოვიჩურჩულე.
_არ ვიცი... როცა მასთან ვარ, ხმას ვერ ვიღებ. ჩემი გრძნობების შესახებ ვერ ვეუბნები ვერაფერს. არა და მთელი გრძნობით და არსებით მინდა ვიყვირო ბოლო ხმაზე, რომ მიყვარს, საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი. მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს მართლა არ აქვს აზრი... როგორ ვცხოვრობდი აქამდე მის გარეშე, მართლა არ ვიცი._გაჩუმდა. თვალებზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად და ფაქიზად გადამიწია თვალებიდან. მერე კი, ნაზად ჩამომისვა ლოყაზე თითები.
მისმა ამ მოულოდნელმა აღიარებამ გული გამიჩერა წამიერად. თვალებში შევხედე. მინდოდა იქ ამომეკითხა რამდენად გულწრფელი იყო მისი ეს თითოეული სიტყვა, მაგრამ უარესად დავიბენი, ღამის სიბნელეში აკიაფებულ ვარსკვლავებს გავდნენ მისი თვალები. ახლა, ჩემი ლოყიდან თითები ნელ-ნელა რომ ჩამოასრიალა ნიკაპთან, მთელ სხეულში რაღაც სასიამოვნო ტალღამ დამირბინა. თან, შემცივდა თითქოს და ტაომაც დამაყარა. მერე, მსუბუქად ამომდო ნიკაპზე ათრთოლებული თითები და თავი ოდნავ მაღლა ამაწევინა. შევნიშნე, ჩემი თვალებიდან მზერა ჩემს ტუჩებზე რომ გადაიტანა და უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. მართლა არ ვგეგმავდი, მაგრამ თავისთავად მოხდა ყველაფერი: ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ბედნიერებისგან თავისთავად მიმელულა თვალები. გუნებაში წამების ათვლაც კი დავიწყე. ერთი... ორი... სამი... ოთხის გაფიქრება უკვე ვეღარ მოვასწარი, რადგან მისი ათრთოლებული ტუჩების შეხება ვიგრძენი და შუნთქვა შემიგუბდა კიდეც. მენთოლის გრილი და ასევე უზომო ბედნიერების გემო ქონდა მის ამ გაუბედავ, მაგრამ სასწაულად ჯადოსნურ კოცნას. იმ მომენტში მეგონა, რომ მიწას მოვწყდი და ჰაერში ამიტაცა რაღაც ზებუნებრივმა ძალამ. პეპელასავით ნარნარად და მსუბუქად დავფარფატებდი თითქოს ფუმფულა ღრუბლებში. სულ გადამავიწყდა სად ვიყავი. მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, რომ გუჯას ვუყვარდი, თანაც ძალიან, საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი და ჩემს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ისევე როგორც მე მის გარეშე. მესმოდა როგორ ძლიერად და გამალებით უცემდა გული და ჩემზე ბედნიერი იმ წუთში არავინ მეგონა.
_მიყვარხარ..._მთელი გრძნობით მიჩურჩულა და შუბლით მომეყრდნო შუბლზე._მძულს უშენოდ გატარებული თითოეული წუთი...სანამ შენ გაგიცნობდი, როგორ ვცხოვრობდი მანამდე არ ვიცი, ახლა კი უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირს... მთელ სამყაროს მირჩევნიხარ, მართლა ოღონდ...
მჭიდროდ მოვხვიე წელზე მკლავები და მის ოდნავ გადაღეღილ მკერდში ღიმილმორეულმა ჩავრგე თავი.
წამიერად დაიბნა. ვიგრძენი როგორ გაუჩერდა გული, მერე კი ძლიერად და გამალებით დაუწყო ფეთქვა. მანაც მომხვია ძლიერი მკლავები და ისე ჩამიხუტა, თითქოს აღარასდროს აპირებდა ჩემს გაშვებას.
_მახსოვს, ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო, პირველად რომ გნახე. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ იმ მომენტში სამყარო გაჩერდა, როცა შენ შემოაბიჯე ფოიეში. შენს გარდა ვეღარავის და ვეღარაფერს ვხედავდი. ახლა, გვერდით რომ ჩამიარე, შემომხედე და გამიღიმე, გული გამიჩერდა და სუნთქვაც კი შემეკრა. ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში კაციშვილი არ მეგულებოდა, მაგრამ... მერე სარკეში დავინახე ჩემი ანარეკლი შემთხვევით და მივხვდი რატომაც გაგეღიმა როცა შემომხედე._გაეცინა._ღამის ცვლაში ვიყავი. რიგრიგობით გვეძინა ბიჭებს. რადგან ახალბედა ვიყავი, ყველაზე ბოლოს მე მომცეს დაძინების უფლება. თან, გამეხუმრნენ და რომ მეძინა, ტუშით ჰიტლერის ულვაშები მომახატეს... ძალიან შემრცხვა. მას მერე იმას ვცდილობდი, რომ თვალში არ მოგხვედროდი... ასე მეგონა, ყოველთვის, როცა მე დამინახავდი, ის ინციდენტი გაგახსენდებოდა...
_მოიცა, საბურავი რომ მიაყენე ჩემს მანქანაზე, ამიტომ დაუტოვე მაკას გასაღები და მე არ გადმომეცი პირდაპირ?_თავი წამოვყავი მისი მკერდიდან და თვალებში ავხედე._მე კი, სახელიც კი არ ვიცოდი შენი და მინდა გითხრა, რომ არც ის ულვაშებიანი ბიჭი მახსოვდა დღემდე, შენ რომ არ გაგეხსენებინა.
_მართლა?_გაეცინა._მე კი, დღემდე მტანჯავდა იმ დღის მოგონებები და ყოველთვის მრცხვენოდა შენი.
_რა საყვარელი ხარ._ისევ ჩავეხუტე._პატარა ბავშვივით ალალი, გულწრფელი და მიამიტი ხარ, ამიტომაც მიყვარხარ.
"მიყვარხარ"_ეს რომ ვუთხარი, ვიგრძენი, როგორ შეეკრა სუნთქვა და როგორ გაუხშირდა პულსი. კარგა ხნის მერე, როცა ცოტა დამშვიდდა, თავი ამაწევინა და თვალებში გაოცებულმა ჩამხედა.
_რა თქვი? შეგიძლია გამიმეორო?
_ბავშვივით ალალი და გულწრფელი ხარ..._კი მივხვდი რაც აინტერესებდა, მაგრამ ეშმაკურად შევღიმე.
_და?..
_და მიამიტი...
გაეცინა.
შემეცოდა. რისი გამეორებაც ყველაზე მეტად უნდოდა ჩემიდან, ზუსტად იმას რომ არ ვეუბნებოდი.
_ხო, არ მოგესმა, ასეთი საყვარელი რომ ხარ, ამიტომაც მიყვარხარ...
ამის თქმა იყო და ისევ შეერთდა ჩვენი ტუჩები უდიდესი გრძნობით. ისევ დავმსუბუქდი ბუმბულივით და თითქოს ნიავის წამოქროლვაზე ისევ ავიჭერი მაღლა ღრუბლებში. სხეულს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ერთადერთი, რაც მესმოდა, ჩემი ახმაურებული გული იყო და რასაც შევიგრძნობდი, გუჯას სურნელი და მისი ათრთოლებული ბაგეები იყო...
საღამოს ბედნიერზე ბედნიერი დავბრუნდი სახლში. ყველაფერი უზომოდ მახარებდა და ბედნიერი ღიმილის მიზეზს მაძლევდა. ყველას და ყველაფერს ვუღიმოდი, თანაც გულწრფელად. მამაჩემიც კი მიხვდა, რომ შეყვარებული იყო მისი უცნაური ქალიშვილი. ბინაში შესვლისთანავე შემომხედა გამომცდელად.
_შენს თვალებში ვარსკვლავები რომ ციმციმებენ, ვისი დამსახურებაა ნეტა?
მომინდა, როგორც ბავშვობაში, ყველა ჩემს საიდუმლოს რომ ვუმხელდი გულწრფელად, ახლაც ჩავჯდომოდი კალთაში, კისერზე ჩამოვკიდებოდი და ისე მეთქვა გუჯას შესახებ ყველაფერი. თუმცა, კალთაში ვერ ჩავუჯექი. მის გვერდით წამოვწექი დივანზე, თავი კალთაში ჩავუდე და ისე ავხედე ქვემოდან თვალებში.
_პირველად, როცა მიხვდი, რომ შეყვარებული იყავი, რა იგრძენი მის მიმართ?
ჯერ გაოცებულმა ჩამომხედა, მერე კი გაეღიმა.
_გამოდის, ჩემი პრინცესა შეყვარებულია?_დაიხარა და შუბლზე მაკოცა._სიყვარული ყველაზე ღირებული რამ არის ამ ცხოვრებაში და ბედნიერია ის, ვინც ამას გამოცდის. მაგრამ ერთი რამ აუცილებლად დაიმახსოვრე: სიყვარულს რომ იპოვი, გაუფრთხილდი. ნუ დაუშვებ იმას, რომ ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ, წყენამ, ან უფულობამ გააფერმკრთალოს ის. დაიმახსოვრე, რომ სიყვარულს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, თუ გინდა რომ მან მარადიულად იცოცხლოს შენს გულში. ყველაზე მეტად კიმ ტყუილი და უყურადღებობა კლავს. ჯობია, მწარე სიმართლე თქვა, ვიდრე ერთი ტყუილის დასამალად ათასჯერ იცრუო. დამიჯერე, რაც არ უნდა საშინელი იყოს სიმართლე, ის მილიონჯერ ჯობია ტყუილის თქმას.
_ისე დარწმუნებით ლაპარაკობ ტყუილზე, ასე მგონია მისი მსხვერპლი ხარ... მაშინებ უკვე._გამეცინა.
მასაც გაეცინა, მაგრამ მომეჩვენა რომ ნაძალადევად.
_ვინც ჩემს პრინცესას შეაყვარა თავი, კარგი ბიჭიაო ნეტა?_სიტყვა ბანზე ამიგდო და ცხვირზე მსუბუქად ჩამომკრა თითი.
_უბრალოდ კარგი ბიჭი კი არ არის, არამედ საუკეთესოა... მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ზეზვასთან ურთიერთობაში რატო დავკარგე ამდენი დრო და რატო ვატკინე მასთან შეხვედრებით გული. მხოლოდ ახლა ვხვდები, რასაც გრძნობდა და განიცდიდა, როცა მის გვერდით მხედავდა. საძაგელი ბავშვი ვარ მართლა, როგორც ამას შიო მეძახის ხშირად... მაგრამ ადამიანის გამოცნობა თურმე ძალიან ძნელი ყოფილა... არა და ისეთი უცოდველი კრავის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორ მივმხვდარიყავი, რომ ჩვეულებრივი კაცი იყო გამოძახებით?
_რა?_ისე გაიოცა მამაჩემმა, თითქოს პირველად გაეგოს ეს პროფესია.
მე კი შემრცხვა და მეორედ ვეღარ გავიმეორე.
_ბედნიერი ვარ, რომ დროულად გავიგე და გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვი მასთან მიმართებაში... მიყვარხარ._წამოვდექი და ჭაღარაშერეულ თავზე ვაკოცე._ნუ იეჭვიანებ და გული ნუ დაგწყდება, შენც ძალიან მიყვარხარ. შენ ჩემთვის იდეალი კაცი ხარ. ვისურვებდი, რომ ამ ქვეყნად, მხოლოდ შენნაირი კაცები არსებობდნენ._მეორედ უკვე შუბლზე ვაკოცე და ჩემს საძინებელს მივაშურე გუჯას სიყვარულით გაბედნიერებულმა.
********************
სიყვარული მართლაც რომ ცვლის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას. როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერს სხვა თვალით უყურებ და ყველაფერი ძალიან ლამაზად გეჩვენება. მუდამ ხალისიანი, ბედნიერი და მომღიმარი ხარ. მუდამ გემღერება და ღიღინით დადიხარ ყველგან. ოპტიმიზმით სავსე ხარ და დაღლასაც კი ვერ გრძნობ. კი არ დადიხარ, დაფრინავ ღრუბლებში. ალბათ, გუჯას სიყვარულის დამსახურება იყო, რომ დედაჩემის ღალატის და ტყუილის ამბებს ისე მტკივნეულად და საშინლად აღარ განვიცდიდი, როგორც ადრე. გულში მგონი ვპატიობდი კიდეც, თუმცა ამას ხმამაღლა ჯერ მაინც ვერ ვაღიარებდი. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს კი, ბაიამ რომ მთხოვა ჩემთან მოდი სამსახურის მერეო, არც კი დავფიქრებულვარ ისე გავეშურე მათთან.
შიო, როგორც ყოველთვის, სახლში არ იყო. უდიდესი სურვილი კი მქონდა, დამხვედროდა, მაგრამ შრომობდა კაცი, "ანგელოზივით ცოლ-შვილს შენახვა ხომ უნდოდა?" (ეს მისი სიტყვებია, მე არაფერს ვამატებ.)
მისვლისთანავე გემრიელად ჩავკოცნე და "ჩავჯმუჯნე" ჩემი ნამცეცა დეიდაშვილი, რომელიც ჩემს წვალებაზე შეწუხების და ტირილის ნაცვლად საყვარლად იცინოდა და უფრო მახელებდა და ერთი-ორად უფრო მაყვარებდა თავს. ისე გავერთე მასთან თამასში, რომ ბაია როდის გავიდა ოთახიდან, არ გამიგია. გოგასთან ერთად მეც რომ დავიღალე სიცილ-კისკისით და დავუბრუნდი რეალურ სამყაროს, აღმოვაჩინე რომ ბაია ოთახში აღარ იყო. თუმცა, არც მარტოები ვყოფილვართ მე და გოგა. დედაჩემი კუთხეში მიმდგარიყო და აცრემლებული თვალებით მოგვჩერებოდა. თან ღიმილი უკრთოდა ბაგეზე.
რომ შევხედე, შევკრთი. ჯერ ერთი, არ მოველოდი და მეორე, რეალურად ონკოლოგიურ ავადმყოფს გავდა: გამხდარი და გაძვალტყავებული, გადაფითრებული, დასუსტებული და თმის ნასახი არ ქონდა არსად. სიმართლე რომ ვაღიარო, შემეშინდა კიდეც. გოგა გულში ჩავიკარი, თითქოს მას რამე საფრთხე ემუქრებოდა და ორი-სამი ნაბიჯით უკან დავიხიე.
_მარი... ჩემო მარიშკა..._ხმის კანკალით ამოიჩურჩულა._როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ... მზეთუნახავს გავხარ...
_ხოო?_მწარედ ჩამეღიმა._ამ ყველაფერში: ჩემს გაზრდა-აღზრდაში ლომის წვლილი მამაჩემს, ბებიას, ბაბუას და ბაიას მიუძღვით... შენ სად იყავი ნეტა ამ დროს?
_არც ისე ძალიან შორს, როგორც ეს შენ გგონია...
_რა მნიშვნელობა აქვს მანძილს, როცა ჩემს გვერდით არ იყავი?_გავბრაზდი._როცა რამე მტკიოდა, დედის ნაცვლად მამას ვიძახდი და ისიც წამებში ჩნდებოდა ჩემთან და მშველოდა. ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ შენ ვიღაცის მკლავებში ნებივრობდი მაგ დროს? მამაჩემს რომ ქალი უღალატებს და მიატოვებს, ის ქალი ქალია? ქალი კი არა ა!
_მარიშკა!_მკაცრად დამყვირა ბაიამ._ცოტა ზრდილობა იქონიე.
_რომელ ზრდილობაზე მელაპარაკებით?! აბა, რა ქვია იმ ქალს, ქმარს და ათი წლის შვილს სხვა კაცის გამო რომ მიატოვებს?_გავიოცე._აა, ზრდილობიანად მოვიხსენიო? როსკიპი? კახპა? რომელი მოგწონს,რომლით მოგმართო?
_დაუფიქრდი რეებს ლაპარაკობ._გოგა გამომართვა და მადიანი სილა მტკიცა ბაიამ ლოყაში.
იმდენად ლოყა არ მტკენია, როგორც რომ მეწყინა.
_ბაია!_ჩემი დაცვა სცადა დედაჩემმა და დას მკლავზე წაატანა ხელი._თქვას რაც გულში აქვს ამ წლების განმავლობაში დაგროვილი, ღირსი ვარ ნებისმიერი სახელით რომ მომიხსენიოს... მან ხომ არ იცის მე რა გამოვიარე?
_მითუმეტეს რომ არ იცის, ასე მკაცრად არ უნდა განგსაჯოს და მოგეპყროს. ჯერ ხომ უნდა გაარკვიოს სიმართლე და მერე ისე იყვიროს?
_რომელ სიმართლეზე მელაპარაკებით ნეტა?_უარესად გავცოფდი._ამხელა დეტექტივი ქალი დაგაბოლა, დაგაჯერა რაღაცეები და ახლა მე გინდათ რომ გამომირეცხოთ ტვინი?.. ნეტა, ბებიამ როგორ დაგიჯერა?
_ბებიასთვის არც არაფერი გვითქვია, ისე დავტოვეთ, როგორც იყო. მან, უბრალოდ, აპატია ის შეცდომა, რაც დედაშენს არ ჩაუდენია.
_არ გადამრიო!.. და მაშ ვინ ჩაიდინა?_უფრო ავუწიე ხმას, რადგან სიბრაზით შეპყრობილი თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ვეღარ ვმართავდი ჩემს ემოციებს._ვინ მიმატოვა ნეტა და ვინ გაეკიდა სხვა კაცის უბეს?
_მარიშკა!_ისევ გამაწნა სილა ბაიამ._დეიდაშენი ვარ და სრული უფლება მაქვს გვარიანად გაგლახო. თავზე ხელს ნუ ამაღებინებ იცოდე! ზრდილობიანად ილაპარაკე, დიდი და პატარა იცოდე შენ და მშობლის პატივისცემა.
_ბაია!_ისევ ჩემი დაცვის მხარეს გამოვიდა დედაჩემი._დაანებე თავი. ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის...
_რას ლაპარაკობ?_გაცეცხლდა ბაიაც._იმას სცეს პატივი და ის უყვარდეს, ვინც ამას არ იმსახურებს და შენ შეგიძულოს? მე ვეტყვი ყველაფერს...
_არ გაბედო არაფრის თქმა!_სიმკაცრე გაურია დედაჩემმა ხმაში.
_ძვირფასი მამაშენის დამსახურებაა ყველაფერი, მზე და მთვარე რომ ამოგდის მასზე და გაიდიალებული გყავს...
_ბაია!_ისევ დაყვირა დედაჩემმა გასაჩუმებლად.
_რა ბაია? ტყუილს ვამბობ? არ უნდა იცოდეს, რა არაკაცის გვერდით ცხოვრობს?_მერე მე მომიბრუნდა._არც ისეთი ანგელოზია მამაშენი, როგორადაც მოაქვს თავი. უჩა და ის ძმაკაცები არიან და მათ მოაწყვეს დედაშენის ვითომ და გაქცევა! არამზადა ნაძირალაა და მეტი არაფერი! თუმცა, შენ როგორ გაგამტყუნო, როცა მე თვითონ მომატყუა და ამდენ ხანს ერთხელაც არ შემპარვია არაფერში ეჭვი! გაქნილი თაღლითია, მოძალადე და პროფესიონალი ალფონსი! ქალების ხარჯზე ცხოვრობს! არავინ არასდროს დავინტერესებულვართ იმით, რატო დარჩა ჩვენთან სახლში და არ წავიდა არსად, როცა დედაშენმა "მიატოვა?"
_იმიტომ დარჩა, რომ მე ვუყვარვარ! ჩემთან განშორება არ უნდოდა ბებიამ რომ ინება ჩემი გაზრდა! მორჩით მასზე ზღაპრების შეთხზვას, მამაჩემი კარგი კაცია, იდეალურია...
_იდეალური მსახიობია! დედაშენმა გაუგო, რა საქმიანობასაც ეწეოდა! დეიდაჩემი მაგან დაღუპა და მაგან მოუსწრაფა სიცოცხლე. დედაშენმა ეს ყველაფერი რომ გაიგო, ნარკოტიკებით გააბრუეს და გადამალეს მაგან და უჩამ! მათი წყალობითაა ახლა რომ მძიმე სენს ებრძვის!
_რომელ სენს ებრძვის ერთი ვიცოდე?_უმწეოდ და საცოდავად მოვავლე ორივეს თვალი._ლეომ ყველაფერი მითხრა...
_ლეოს დედაშენის სიკვდილით აშინებს და ისე მანიპულირებს მისით! დედაშენს კი ლეოს გატაცებით ემუქრება. ის მართლა შენი დედმამიშვილია, მაგრამ იმ ნაძირალამ ფერადი ლინზა გაუკეთა და ისე გამოგზავნა შენთან დასალაპარაკებლად! გაახილე თვალები, ნუ ატყუებინებ თავს! დამიჯერე, თაღლითია! ცივსისხლიანი მკვლელიცაა, დეიდაჩემის მკვლელობაში ურევია ხელი. თან, ჩვეულებრივი ალფონსია, ქალებს სძალავს ფულს! გაიგე ადამიანო!
_არ მჯერა!_მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში._ის ისეთი კარგი და მოსიყვარულეა...
_შენ მისი რეალური სახე არასდროს გინახავს და იმიტომ...
_შენ გინახავს? ამის ნათქვამს იჯერებ?_დედაჩემისკენ გავიშვირე ხელი._წავიდა, გადაიკარგა, დრო ატარა, ცუდად გახდა და ახლა უნდა რომ ყველამ დაუჯეროს და შეიცოდოს?_თან გაავებულმა და გაცეცხლებულმა შევხედე, მსოფლიოში საუკეთესო მამას ცილს რომ სწამებდა. შევხედე და შევკრთი, თვალები ცრემლებით ქონდა სავსე და უდიდეს სინანულსა და ტკივილს განიცდიდა.
_გითხარი, არ ვუთხრათ-მეთქი._საყვედურით უთხრა ბაიას._ახლა, მამაც უნდა შეიძულოს, როგორც მე შემიძულა?
_ტყუილად გაქვს მაგის იმედი, რომ მე მამას შევიძულებ! ტყუილად სცებთ იმ კაცს ჩირქს და ტყუილად აკნინებთ ჩემს თვალში. ის ჩემთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო მამაა. მე ის მიყვარს და კიდევაც მეყვარება!
_რომ გითხრა ლეო სადაც ყავს გამომწყვდეული და შენი თვალით ნახო, მაინც ვერ დაიჯერებ მის დანაშაულს?_ბაიამ მხრებზე მომხვია ხელი და მთელი სერიოზულობით მკითხა.
_და მე რა გავიგო, იქნებ თქვენი გამომწყვდეულია?
_შენი აზრით, ჩვენ რაში გვაწყობს მისი გამომწყვდევა?_კითხვა შემომიბრუნა ბაიამ._დაწყნარდი, დამშვიდდი და ისე იფიქრე და იაზროვნე. მე მართლა არ მინდა, რომ გძულდეს მამაშენი, მაგრამ ის დამნაშავეა. საუკეთესო მსახიობია, ოსკარს ნამდვილად იმსახურებს!
_მე კი მგონია, რომ ეს ქალბატონი იმსახურებს საუკეთესო ტყუილებისთვის იმ ოხერ ოსკარს!
_კარგი, მასე გეჯეროს. მაგრამ დაიმახსოვრე, მე დავამტკიცებ იმას რომ შენ ცდები. ერთ რაღაცას გთხოვ მხოლოდ, ამის შესახებ არაფერი უთხრა მამაშენს, ლეოს სიცოცხლეს ნუ შეუქმნი საფრთხეს. მესენჯერში მის ფოტოებს ჩაგიყრი და ნახე, რომ დაბადებიდან ჰეტეროქტომიით არის ისიც სენსავით დაავადებული. ეს გენი მამაშენისგან მოდის და იმიტომაც გავხართ შენ და შენი ძმა ერთმანეთს.
რომ იტყვიან დავმუნჯდი. აღარ ვიცოდი ვისთვის დამეჯერებინა უკვე. ყველას განცდები რეალური იყო თითქოს. "ცალცალკე მომჩივანნი მსაჯულს ორივე მართალი ეგონაო", ზუსტად მაგ სიტუაციაში ვიყავი მეც. ლეოს ნაამბობი დედაჩემის თაღლითურ გეგმასთან დაკავშირებით სიმართლეს გავდა. ბაია დარწმუნებული იყო თავისი დის სიმართლეში. მე კი, მამაჩემზე ვერაფრის დიდებით ვერ დავიჯერებდი ვერც თაღლითობას, ვერც გამომძალველობას, ვერც ალფონსობას და მითუმეტეს, ვერც მკვლელობაში თანამონაწილეობას. ძალიან, ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი. ვინ იყო რეალურად მართალი და ვინ მტყუანი, უფალმა უწყოდა მხოლოდ.
_დამპირდი, რომ ჯერჯერობით არ ეტყვი მამაშენს ამის შესახებ არაფერს და არ გააფრთხილებ. იცოდეს, რომ არავინ არაფერი ვიცით, ძალიან გთხოვ._მუდარაზე გადავიდა ბაია._არც შენთვის გვინდოდა ჯერჯერობით არაფრის თქმა, მაგრამ ვერ ვიტან დედაშენს როგორი ზიზრით უყურებ და ელაპარაკები... ჩვენი გამოძიება საფრთხის წინაშე დავაყენე, მაგრამ მე მჯერა შენი, რომ დაუფიქრებლად არავის არაფერს ეტყვი.
მართლაც რომ დაუფიქრებლად მოიქცა. რა დარწმუნებული იყო, რომ არ გავქანდებოდი და მამაჩემს არ მოვუყვებოდი მათი ფარული გეგმების შესახებ? თუმცა, ალბათ ჩემზე უკეთ ის მცნობდა, რომ გაუაზრებლად არავის არაფერს არ ვეტყოდი. გაბრაზებული, გაოგნებული და ამავე დროს დაეჭვებული წამოვედი იქიდან. ბევრს მეხვეწა ბაია, დარჩი, ერთად ვივახშმოთო, მაგრამ იმ ქალის გვერდით არ მინდოდა დარჩენა. მიზეზი? მეც არ ვიცი. ნაწყენი კი ვიყავი მისი მიტოვებით და იმით, რომ მამაჩემზე სასწაულ სისაძაგლეებს მეუბნებოდნენ დები, მაგრამ, თან მეცოდებოდა ეს ქალი. იქნებ, მართალი იყო და ლეო მართლაც მატყუებდა? ყველაფერი მოსალოდნელი იყო, გასაკვირი არაფერი იყო ამ ცხოვრებაში, მაგრამ მე ვისთვის გამომეცხადებინა ნდობა, ეგ არ ვიცოდი. არ მინდოდა მოტყუებული დავრჩენილიყავი და რომელიმეს ნდობით შეცდომა დამეშვა. არა და მართლაც ავადმყოფური იერი ქონდა დედაჩემს... ნუთუ, ყველაფერს სიმართლეს ამბობდა და მამაჩემი იყო ამ ყველაფრის მომწყობი? მაგრამ მამაჩემი ქვეყნად საუკეთესო მამა იყო. ყოველი შემთხვევისთვის მე ასე მწამდა და მჯეროდა. მე მიყვარდა მამაჩემი და მასზე ცუდს ვერაფრის დიდებით ვერ ვიფიქრებდი და სხვა რომ მეუბნებოდა, იმასაც კი ვერ ვიჯერებდი.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ჩუმად მეთვალთვალა მამაჩემისთვის და დავრწმუნებულიყავი მის სიმართლესა და უბრალოდ ღვარძლიან ცილისწამებაში, რომელსაც ყოფილი ცოლი უგონებდა, რათა თავისი წასვლა გაემართლებინა როგორმე.
იმ დღეს, შუადღის მერე ცუდადმყოფობა მოვიგონე და მეორე დღისთვის წინდაწინ გავიკეთე საქმე, რომ სამსახურში ვერ მივიდოდი. ამის შესახებ სახლში მამაჩემისთვის არაფერი მითქვია, რომელიც ჩვეულებისამებრ ალერსიანი, მოსიყვარულე და მზრუნველი იყო ჩემს მიმართ. დილით, ჩვეულებისამებრ სამსახურში წასასვლელად გამოვიპრანჭე, მამაჩემს ჩვეულებისამებრ კოცნით დავემშვიდობე და გარეთ გავედი. ჩემი მანქანა მოშორებით მოფარებულში გავაჩერე და ტაქსიში გადავჯექი. ისეთ ადგილზე შევჩერდი, რომ მამაჩემს იმ გზაზე უნდა გაევლო, სახლიდან რომ გამოვიდოდა და მოთმინებით დაველოდე მის გამოჩენას.
ზუსტად ნახევარი საათი ვიმტვრიე ნერვიულად თითები და როგორც იქნა გამოჩნდა. მძროლს ვთხოვე, ისე გაჰყოლოდა უკან,რომ არ შევემჩნიეთ და ჩვენც დავიძარით ადგილიდან.
(გაგრძელება იქნება)



აუ რა ჩაიხლართა ყველაფერი? დავიჯერო ეს მოსიყვარულე მამა ამ ყველაფრის მკადრებელია?

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

რამე გასასამართლებელი რა მამასაც თორე :(

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ახლა აქ გაწყვეტა შეიძლებოდა ისეთი დაძაბული ვკითხულობდი ბოლო ნაწილებს, ძალიან აირია სიტუაცია არ ვიცი რაიქნება და მალე მინდ აგაგება :დდდ ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უი აქ როგორ ჩაიხლართა დაბნელდა შოკი მივიღე არ მეგონა ასე დაიძაბებოდა სიტუაცია ძალიან მომეწონა გუჯა და მარიშკას წყვილი ყველაფერი ისევ აირი ვერ ვიგებ რომელი ტყუის ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი Keke

Moutmenlad velodebi momdevno tavs

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

რუსკიმარუსია
აუ რა ჩაიხლართა ყველაფერი? დავიჯერო ეს მოსიყვარულე მამა ამ ყველაფრის მკადრებელია?

????????❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან მაინტერესებს გაგრძელება.აი, ჩახლართული

ინტრიგები.

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი სტუმარი ელისო
რამე გასასამართლებელი რა მამასაც თორე :(

❤️❤️❤️❤️

ablabudaa
ახლა აქ გაწყვეტა შეიძლებოდა ისეთი დაძაბული ვკითხულობდი ბოლო ნაწილებს, ძალიან აირია სიტუაცია არ ვიცი რაიქნება და მალე მინდ აგაგება :დდდ ❤️❤️❤️

❤️❤️❤️

სტუმარი ნესტანი
უი აქ როგორ ჩაიხლართა დაბნელდა შოკი მივიღე არ მეგონა ასე დაიძაბებოდა სიტუაცია ძალიან მომეწონა გუჯა და მარიშკას წყვილი ყველაფერი ისევ აირი ვერ ვიგებ რომელი ტყუის ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

❤️❤️❤️

სტუმარი Keke
Moutmenlad velodebi momdevno tavs

❤️❤️❤️

სტუმარი ლია
ძალიან მაინტერესებს გაგრძელება.აი, ჩახლართული

ინტრიგები.

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent