შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ქორწინება (თავი 2)


9-08-2021, 03:28
ავტორი Tamanaziechi
ნანახია 10 535

ტაქსმა მაღალი მინის შენობის მოპირდაპირედ გააჩერა. კარებთან უამრავი ჟურნალისტი იდგა, როგორც კი დამინახეს მაშინვე ჩემსკენ გამოიქცნენ. უამრავ კითხვებს სვამდნენ.
- მართალია, რომ გურამ მაჩაბელს ხვდებით? მეკითხებოდა ერთი
- აქ ამ დროს რას აკეთებთ? არ აცდიდა მეორე.
- ადასტურებთ რომანს ყველაზე ახლგაზრდა მილიარდელთან? ყვიროდა მესამე და ასე უსასრულოდ.
ხმა არ გამიცია არცერთისთვის ისე შევედი შენობაში მიმღებში გოგონას ვკითხე 410 ნომერი სად იყო და მანაც მიმითითა. მეთერთმეტე სართულზე ასულმა გურის კარზე დავაკაკუნე.
- შემოდი. მითხრა გურიმ.
- რამეს დალევ?
- რისთვის მოვედი შენ კარგად იცი.
- მონატრება? მითხრა და ცალი თვალი მოჭუტა.
- ჩემგან რა გინა გური? ვუთხარი მშვიდად.
- იცი გააჩნია რას გულისხმობ.
- მამაჩემს რატომ უთხარი, რომ თუ ცოლად არ გამოგყვები არ დაეხმარები.
- იმიტომ, რომ ასეა. მიპასუხა გურიმ.
- ვერ ეღირსები. ვუთხარი და ფეხზე ავდექი.
- ვნახავთ. მიპასუხა ჯიუტად და მომიახლოვდა ჩემთან იმდენად ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი ხელი წელზე შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
- გამიშვი. ვცადე თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. - გური, გამიშვი. ვუყვირე და მთელი ძალით ხელი ვკარი რამაც უკან დახევა აიძულა.
- რა მნიშვნელობა აქვს ეს დღეს მოხდება თუ ხვალ?
- არასდროს არ მოხდება. ამას გპირდები.
- შენც ხომ იცი, რომ ამას წინ ვერ აღუდგები.
- და რას გააკეთებ?
- მე არაფერს, მაგრამ მამაშენი ვალებში იხრჩობა ეს მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
- სხვა გზას ვიპოვნით და შენ მაინც არ გამოგყვები ცოლად.
- სხვა გზა არ ასებობს შენი და შენი ოჯახის ერთადერთი ხსნა მე ვარ.
- ავადმყოფი ხარ. ვუთხარი ზიზღით.
- და იქნებ შენ დამაავადმყოფე.
- უკვე მეზიზღები. ზიზღით წარმოვთქვი.
- არაუშავს ესეც გრძნობაა.
- გპირდები, რომ იმას ვერ მიიღებ რაც შენ გინდა.
- მეც გპირდები, რომ ჩემთან აუცილებლად მოხვალ. მითხრა და შუბლზე მაკოცა.
რაც შემეძლო სწრაფად დავტოვე იქაურობა ქუჩაში მოვდიოდი და ვფიქრობდი ახლა რა იქნება? ან საერთოდ რა ჯობია? იქნებ დედაჩემი და გური მართლები არიან და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა, მაგრამ მერე საბა? ფიქრებში ვიყავი გართული როცა საბამ დამირეკა.
- როგორ ხარ? მკითხა ნაცნობმა ხმამ.
- კარგად სახლში ვარ და ვიძინებ. მოვატყუე საბა.
- რატომ მატყუებ? მკითხა რაზეც დავიბენი.
- რას გატყუებ?
- ვიცი, რომ სახლში არ ხარ და ვიღაც ტიპთან ერთად ხარ სასტუმროში.
- მამას, მეგობარია საბა. ვეცადე თავი გამემართლებინა.
- ამიტომ შუა ღამეს სასტუმროში უნდა აკითხავდე. აშკარად ყვირილზე გადადიოდა.
- ყველა იქ იყო მამაჩემიც და მამამისიც, იქ მის სანახავად არ მივსულვარ. ვაგრძელებდი ტყუილების თქმას.
- ყველა თქვენზე ლაპარაკობს მთელი სოციალური ქსელი.
- ასე ნუ იქცევი საბა გთხოვ. ვითხარი ძალა გამოცლილმა.
- სად ხარ ახლა?
- ჩვენს ადგილას.
- მოვალ.
- გელოდები.

საბას გავუთიშე თუ არა მაშინვე შეტყობინება მომივიდა.
- თუ ამ შემოთავაზებას არ მიიღებ გეფიცები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. გასაგებია ვინც გამოაგზავნა.
- და რას გააკეთებ?
- პირველ რიგში შენს ძმას უნივერსიტეტიდან გამოვაგდებინებ. მამაშენს კი სერიოზულ პრობლემებს შევუქმნი. პასუხები მალევე მომდიოდა.
- რაც გინდა ის ქენი. მივწერე ტყუილი სიმამაცით არადა სულ ვკანკალებდი.
- იცოდე დაგაობლებ და ამასაც არ გაკმარებ. გური მუქარის ტონს ამკაცრებდა ამ დროს საბაც მოვიდა და პასუხი ვეღარ დავუბრუნე, თან სულ ვკანკალებდი.
- რა მოხდა ნილა სულ კანკალებ. მკითხა საბამ მზრუნველად.
- უბრალოდ შემცივდა. ვუთხარი და მოვეხვიე.
- საბა, გიყვარვარ? არ ვიცი ეს რატომ ვიკითხე.
- და თანაც, როგორ მითხრა და მაკოცა. - შენ ? ახლა მან შემომიბრუნა კითხვა. მას პასუხი არ გავეცი.

დილით სამზარეულოში ვსაუზმობდი როცა მამას ლაპარაკი გავიგე.
- იქნებ ცოტახანი კიდევ მაცადო ახლა ამის საშუალება არ მაქვს.
- ეს რას ნიშნავს? ან რა მუქარაა? მამაჩემი ყვიროდა. ვეღარ მოვითმინე და მისაღებში გავედი.
- მამა რა ხდება?
- არაფერი, ნილა ეს შენი საქმე არ არის.
- ვიცი, რომ ყველაფერი რიგზე არ არის გავიგონე.
- ვალს მთხოვენ, გაბრაზებულები არიან დიდიხანია დავუგვიანე, თანაც შენი ძმის უნივერსიტეტიდან დარეკეს კვირის ბოლომდე თანხას თუ ვერ შევიტან გამორიცხავენ. თვის ბოლოს კი სახლის პროცენტის ფულია გადასახდელი იმასაც დავკარგავთ. ამდენს უკვე ვეღარ ვუძლებ.
- დამშვიდდი მამა ყველაფერი კარგად იქნება გპირდები. ვუთხარი და კისერზე შემოვეხვიე რა დროსაც ჩემს ჯიბეში ტელეფონი აწრიპინდა.
- გისმენთ.
- როგორ ხარ ძვირფასო მეუღლევ? მომესმა ნაცნობი ხმა.
- რა გინდა? მოკლედ თქვი და ვთიშავ.
- შენს ძმა უკვე გამორიცხეს თუ კვირის ბოლომდე მისცეს ვადა?
- ეს შენ გააკეთე ?
- დიახ, ჩემი ნამოქმედარია. ამაყად მითხრა. - თანაც მამაშენის მევალე ძალიან გაბრაზებულია მე არ ვიცი ის რას მოიმოქმედებს თუ ამ ვალს უახლოეს დღეებში არ დააბრუნებთ.
- ღმერთის წყევლა ხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ ნილა. მითხრა და გამითიშა.

იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ არჩევანს ვერ ვაკეთებდი. ტელეფონი ისევ აბზუილდა ამჯერად საბა იყო.
- ნილა, შეგიძლია სანდროს სახლში მოხვიდე? მკითხა საბამ.
- კი, მოვალ. ვუთხარი და სახლის ბაღიდან პირდაპირ ქუჩაში გავედი.
- ნილა, როგორ ხარ? მკითხა სანდრომ. თუმცა პასუხი არ დავუბრუნე. სახლში ჩვენს გარდა კიდევ იყვნენ უცნობი და ნაცნობი გოგოები და ბიჭები ალბათ 8 ან 9 ადამიანი.
- ნილა მინდა რაღაც გითხრა. საბამ ხელი მომკიდა და მისაღები ოთახის ცენტრში დამაყენა ყველა ჩვენ გვიყურებდა თან იღიმოდნენ უკვე ვხვდებოდი საქმე რაშიც იყო.
- ნილა… სიტყვებს ვერ უყრიდა თავს საბა.
- ნილა, მინდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ.
- ცოლად გამომყვები ნილა? მკითხა საბამ რასაც ოვაციები მოჰყვა, მაგრამ მალევე გაჩუმდნენ. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ჯერ ვდუმდი, მერე თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
- არა, საბა არ გამოგყვები. ვთქვი და ცრემლების ზღვა წამომივიდა. ირგვლივ ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა, ზოგის თვალებში ბრაზსაც ვკითხულობდი.
- ნილა, რას ამბობ? აცრემლიანებული თვალებით მკითხა საბამ.
- არაა, საბაა. ცოლად ვერ გამოგყვები. ვთქვი და სახლიდან გამოვიქეცი. ტაქსში ჩავჯექი და მძღოლს მისამართი ვუთხრი.

კარებს წიხლი მივარტყი და დავიყვირე - გააღე. კარები გურიმ მალევე გამიღო.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.
- თანახმა ვარ. ვუთხარი ტირილით. გური გაჩერდა და გაჩუმდა.
- რაა? აშკარად გაუკვირდა.
- თანახმა ვარ ცოლად გამოგყვე.
- აი, ასე ვიცოდი, რომ ჭკვიანი იყავი. მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა.



№1 სტუმარი ელა1

იცი ძალიან კარგია ასე გაგრძალეთ .იცით ასე მგონია რო გურამი არ არის ცუდი ადამიანი და რაღაცის გამო იქცევა ისე ყველაფერს თავი ახსნა მოუძებნება.რაც შეეხება ნილას ეხლა არის ძალიან დაბნეული მაგრამ ერთროულად ოჯახის მომოვალზე ფიქრობს და ამიტომ დათახმდა ამ ქორწინებას და იმედია არ ინანებს.

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები საბა ცოტა შემეცოდა მარა გურამს და ნილას უფრო ვუჭერ მხარს : ) წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent