შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი საჩუქარი (სრულად)


9-08-2021, 05:50
ავტორი Chameleon ))
ნანახია 23 861

...I..
საკუთარ სამუშაო მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს გაკვირვებული დაჰყურებს ონიანი.
-ეს რა არის? - დაჟინებული მზერა წინ მდგარ ქალზე გადააქვს და პასუხის მოლოდინში მაგიდის ზედაპირს ხელებით ეყრდნობა.
-განცხადებაა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე ილია.
-ბატონო ილია ნინა. - ირონიული ღიმილით ეშვება სავარძელზე და სახელურს მთელი ძალით უჭერს თითებს.
-დღეიდან ჩემი უფროსი აღარ ხარ!
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია. რატომ მოინდომე წასვლა? რამე მოხდა? -
-არა, არაფერი. ასე მირჩევნია. - უცებ ამბობს და მისი მზერისგან თავის დასაცავად თვალებს დაბლა ხრის.
-მეგონა აქ თავს კარგად გრძნობდი...
-აღარ მინდა ასე გაგრძელება.
-ჩემ გამო მიდიხარ ნინა? - უჩვეულო, თითქოს ტკივილიანი ნოტები ერევა ხმაში. ქალის წინ დგება და თავს მაღლა აწევინებს.- არ მიპასუხებ?
-შენი ბრალი არაფერია, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მინდა რომ ყველაფერი დღესვე დასრულდეს. - ვაჟის ხელს იშორებს და გვერდით იხედება.
-როცა გელაპარაკები თვალებში მიყურე ნი. - ქალის სახეს პირვანდელ პოზიციას უბრუნებს და მისი ტუჩებიდან სულ ორიოდე სანტიმეტრით მოშორებით ამბობს -გინდა რომ ჩემგან წახვიდე?
-წასვლა მინდა. - თვალებდახუჭული, უკანასკნელი ძალით, თითქმის ჩურჩულით ამბობს.
-კარგი, როგორც შენ გინდა. - მისი სიტყვები ქალს გულს უკლავს, თუმცა ზუსტად იცოდა რომ ასე მოხდებოდა.
ილია მაგიდასთან ბრუნდება, განცხადებას ხელს აწერს და ოთახის შუაგულში მდგარ ნინას ხელში აჩეჩებს. ქალიც წამში ბრუნდება უკან და თითქმის კარებში გასულს ონიანის სიტყვები აჩერებს.
-მოიცადე! - გაღებულ კარს მალევე ხურავს და დაბნეულ ქალს წინ უდგება. მკერდზე ჩამოყრილ თმებს ზურგს უკან უწევს და გრძელ თითებს მის თეთრ კანზე დაატარებს. ნაზად უსვამს სახეზე ხელს თითქოს მის თითოეულ ნაკვთს იმახსოვრებსო ამოუცნობი მზერით აკვირდება. - ერთს გაკოცებ ნი...- ამბობს და უმალვე, განსაკუთრებული სინაზით ეხება ქალის გამომწვევ ტუჩებს. სუნთქვაშეკრული შუბლს შუბლზე აყრდნობს და ხელს მის ყელზე აცურებს. -ნინა...- ჩურჩულებს, კიდევ ერთხელ, ამჯერად მოწყვეტით ეხება ქალის ბაგეს და კარს საკუთარი ხელით უღებს.

..II..

-გაგიჟდი ნინა? სამსახურიდან რატომ წამოხვედი? - გაოგნებული დასცქერის ხელებში თავჩარგულ ბავშვობის მეგობარს ანა.
-სხვაგვარად არ შემეძლო, რატომ არ გინდა გამიგო? - სასოწარკვეთილი ამბობს ნინა და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ხელის გულით იშორებს. - არ შემიძლია ასე გაგრძელება.
-ხოდა რატომ? აქამდე მოგწონდა ყველაფერი, ახლა რა შეიცვალა? ვინმე სხვა გყავს?
-არა, მის გარდა არავინ. ხომ მიცნობ?
-აბა რა ჯანდაბა დაგემართა?- გაკვირვებული ეკითხება და მის გვერდით იკავებს ადგილს. - ნინა, მთელი ცხოვრებაა გიცნობ, შეიძლება ითქვას ჩემს ხელში გაიზარდე და ვიცი, რომ რაღაც რიგზე არაა, ასე არ წამოხვიდოდი. გთხოვ მითხარი რა ხდება, არ შემიძლია ასეთს გიყურო. - ამჯერად თხოვნაზე გადადის და ხელს ხვევს ატირებულ დაქალს.
-აღარ შემიძლია ანა, გავგიჟდები... - მის მკლავებში მოქცეული ტირილს უმატებს და კიდევ უფრო ეხვევა ქალს.
-მითხარი პატარავ ხო იცი მე სულ შენს გვერდით ვიქნები. - თმაზე ხელს მზრუნველად უსვამს და შუბლზე ჰკოცნის.
-ორსულად ვარ.
-ბატონმა ილიამ იცის? -ისე თითქოს არც გაკვირვებიაო ცინიკურად ახსენებს ონიანს.
-არა არ მითქვამს. არ უკითხავს ანა. ასე მირჩევნია მეთქი და გამომიშვა, არც ჩამეძია, არ ვაინტერესებ. - სიტყვებს წყენას აყოლებს და ტკივილის ყალბი ღიმილით ფარავს.
-ნინა, შემომხედე! - თავისკენ აბრუნებს ქალს და გაკვირვებული შესცქერის სახეში - არ მითხრა რომ გიყვარს.
-არ მიყვარს, თავიდანვე ვიცოდი რომ მისთვის არაფერს ვნიშნავდი. უბრალოდ მეწყინა. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ მეგონა ელემენტარული მიზეზი მაინც დააინტერესებდა.
-კარგი არ იტირო, ახლა არ შეიძლება ხომ იცი. საერთოდ არ გჭირდება . მე გყავარ, ბექა და ონო. ჩვენ სულ შენთან ვიქნებით და ყველაფერი კარგად იქნება.
-მადლობა რომ ჩემთან ხარ. -მადლიერების ნიშნად ლოყაზე კოცნის მეგობარს. - ბექას შენ უთხარი გთხოვ. ონოს მე დაველაპარაკები, ვიცი რომ გაბრაზდება, მაგრამ გამიგებს.
-კარგი ნინ, ახლა უნდა წავიდე ბავშვები მყავს მისახედი. შენ მშვიდად იყავი ამ დღეებში გამოგივლი და ექიმთან წავიდეთ, ვნახოთ შენი პატარა როგორია. - თბილად ემშვიდობება და თითქოს მხოლოდ ახლა იაზრებს რომ სულ მალე დედა გახდება.
მარტო დარჩენილი ფარდებს ფართოდ სწევს და საბანმომარჯვებული ფანჯრის რაფაზე იკავებს ადგილს. ხელებს მუცელს ჰხვევს და გრძნობაარეული ვარსკვლავებს შესცქერის.
უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა ონიანის ოფისში მუშაობა რომ დაიწყო. მალე უბრალო თანამშრომელი ილია ონიანის მოადგილე გახდა და სწორედ მაშინ დაიწყო მისი ამბავი. თავიდან იყო ბავშვური გრძნობები, პირველად რომ შეუჩნდა მის გულს და გონებას. თუმცა მალევე მიხვდა ონიანის მსგავსი ბიჭის შეყვარება და საერთო მომავალზე ოცნება კარგს არაფერს მოუტანდა და მოზღვავებული გრძნობები უკუაგდო. მაგრამ სულ ტყუილად. ილიამ სწორედ მაშინ დაიწყო ინიციატივის გამოჩენა. თავიდან გვერდიდან არ იშორებდა, თუმცა მათი საუბარი სამსახურის თემას არ სცდებოდა, შემდეგ მსუბუქი ფლირტი და ერთ დღესაც ისე აღმოჩდა მის მკლავებში თვითონაც ვერ მიხვდა. იცოდა რომ ილიას არ უყვარდა, არც მას უყვარდა, თუმცა მათ შორის გაჩენილი მიზიდულობა არ აძლევდა საშუალებას თავი შორს დაეჭირა. ამიტომ გადაწყვიტა ეცხოვრა დღევანდელი დღით, უარი არ ეთქვა იმაზე რაც სიამოვნებდა და ყველასგან მალულად ილია ონიანთან რომანი გაება.

...III...
მიუხედავად იმისა რომ არ აღიარებდა გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი ონიანის გამოჩენის.
-მამა არ მოვა? - ექოსკოპიაზე შესულს ექიმის სიტყვები გულზე ეკალივით მოედო.
-ვერ მოახერხა. -მოჩვენებითი ღიმილით გასცა პასუხი. „ნეტავ ილიას რომ სცოდნოდა მოუნდებოდა პატარას გულისცემის მოსმენა?, გადადებდა საქმეებს შვილის გამო?, მასთან გამოიქცეოდა? იქნებ საერთოდ არ სურდა ბავშვის დაბადება“ საკუთარმა ფიქრებმა უსიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა და ფიქროს გასაფანტად კვლავ მონიტორს მიაპყრო მზერა.
-თვენახევრის პატარა გყავთ. ყველაფერი ნორმაშია. მხოლოდ სწორი კვება და სიმშვიდე გჭირდებათ. - ღიმილით ამცნო ექიმმა - მომდევნო ვიზიტის ჩასანიშნად თქვენს გინეკოლოგთან მიბრძანდით.
-დიდი მადლობა, ნახვამდის.
კლინიკიდან დამშვიდებული გამოვიდა, რაც მთავარია მისი პატარა ჯანმრთელი იყო.
-არ შეგეშინდეს დე. მე და შენ ერთად ძალიან კარგად ვიქნებით. მერე რა თუ მამიკო არ მოგვძებნის. შენ მე გეყოლები, ანა დეიდა და მისი ოჯახი. კიდევ ონო ბიძია. იცი როგორ ეყვარები? ონოს ძალიან ვაწყენინე დე, შენ არა, მხოლოდ მე. გპირდები მალე გადაუვლის გაბრაზება, მოვა და მოგეფერება ხოლმე. - სკვერში მჯდარი თითებს მუცელზე დაატარებდა. ბედნიერი და ამავე დროს საშინლად სევდიანი თვალებით ათვალიერებდა გარემოს.
აქეთ-იქით უმიზეზოდ ყურება ჩვევად ექცა. თუმცა გვიან გააანალიზა, რომ ყველა გამვლელში ნაცნობ სახეს ეძებდა. ეძებდა პარკში სეირნობისას, საყიდლებზე სიარულისას, ექიმთან ვიზიტისას და ფანჯრიდან ყურებისასაც კი. სანამ ერთი თვის დაგვიანებით ნაცნობი ნაბიჯები მთვარის შუქზე არ დალანდა.
-ილია...- ფეხები მოეკვეთა და იქვე მდგარ სავარძელზე მოწყვეტით დაეცა. წამი არ იყო გასული კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
-რა გავაკეთო?! - შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და საბოლოოდ კარის გაღება გადაწყვიტა.
-არ შემომიშვებ? - ფიქრებიდან მონატრებულმა ხმამ გამოიყვანა.
-შემოდი.- მორჩილად გაუთავისუფლა ოთახში შემოსასვლელი გზა, ონიანმაც სახლს თვალი მოავლო და როდესაც დარწმუნდა მარტო იყვნენ გაშეშებულ ქალს მიუბრუნდა.
-ნინა, ვიცი რომ ახლა აქ არ უნდა ვიყო, ვიცი რომ არ გინდა აქ ვიყო მაგრამ ახლა რომ არ გაკოცო შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. - ნელ-ნელა დაფარა მათ შორის მანძილი და ქალის ტუჩებს მოწყურებული დაეწაფა. ნაცნობი სიამოვნების განცდამ მთელს სხეულში ცხელ ტალღად დაუარა და ალერსი უფრო მომთხოვნი გახადა. არც ნინა იყო უკეთეს დღეში. მამაკაცის ტუჩების შეგრძნება ჭკუას აკარგვინებდა, ყელზე შემოჭდობილი მისი ხელების სითბო გულს უჩქარებდა. მალევე სიმსუბუქე იგრძნო, ისე რომ მის ტუჩებს არ მოშორებია ონიანმა საძინებელში გაიყვანა და საწოლზე დააწვინა. - მომენატრე, ნი, სიგიჟემდე მომენატრე. - გრძნობააშლილმა ქალმა ამჯერად თავად შემოაჭდო ხელები კისერზე და თლილი თითები თმებში შეუცურა. მისგან წამოსული ვნება, ონიანმა თანხმობად მიიღო და მონატრებულ სხეულს მთელი სინაზით დაეუფლა.

.....IV...


მას შემდეგ რაც მიხვდა ტელეფონი გაჩერებას არ აპირებდა უკმაყოფილო წამოჯდა. წინა ღამის გახსენებაზე ცრემლები ძლივს შეიკავა, მიუხედავად იმისა რომ ილია მასთან თითქმის არასდროს რჩებოდა ეტკინა ცარიელი საწოლის დანახვა. ემოციები ისევ მობილურის ზარმა გაფანტა.
-ორი საათია კართან ვდგავარ გამიღე. - უცებ ჩასძახა მეორე მხრიდან ანამ და გათიშა. - რა დღეში ხარ? - შუა დღეს, გაბურძგნული თმებითა და დასიებული თვალებით, ხალათში გახვეული დაქალის დანახვამ ანა გააკვირვა.
-მეძინა.
-მოგაკითხა?
-კარგი რა ანა, საიდან მოიტანე? -სიმართლის დამალვა სცადა ნინამ.
-ჩემი მოტყუებაც დაიწყე ნინა ქავთარაძე? -ახლოს მივიდა ოდნავ დაყნოსა და დაწვრილებული თვალებით მიაშტერდა - მაშინ მიპასუხე რატომ გეძინა სამ საათამდე და რატომ აგდის კაცის სუნი?
- კარგი ნუ კივი. აქ იყო ხო. მოვიდა მომენატრეო და როგორც ხედავ გაღვიძებულს აღარ დამხვდა.
-ოოხ როგორ დიდი სიამოვნებით მოვკლავდი მაგ იდიოტს. - კბილებში გამოსცრა ანამ რაზეც ნინამ სიცილი ვერ შეიკავა.
-კარგი რა აან. შენ რა დაგიშავა?!
-და შენ? შენ არ გიშავებს არაფერს?
-მე? - დაფიქრდა და მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა- ჩემთვის არასდროს არაფერი დაუძალებია, მითუმეტეს გუშინ.
-კარგი აღარ გვინდა მაგ არსებაზე ლაპარაკი მოწესრიგდი ონო ჩამოდის. ორ საათში აქ იქნება და უნდა დავხვდეთ.
ორ საათში აეროპორტში ელოდა ერთი წლის უნახავ ძმას. წამებს ითვლიდა როდის გამოჩნდებოდა. საშინლად ნერვიულობდა. იქნებ საერთოდ არ გაუვლია წყენას, იქნებ მისი დანახვაც არ სურდა. ორჯერ დააპირა გაქცევა, თუმცა ანამ არ მისცა საშუალება.
საუკუნედ გაიწელა გზა სანამ მის წინ აღმოჩნდა მონატრებული ძმა, ეტკინა რომ ვერ გაბედა მისთვის მკლავების მოხვევა, მაგრამ ხვდებოდა დამნაშავე თვითონ იყო.
-მეგონა ჩახუტების ღირსს მაინც გამხდიდი დაიკო. - საყვედურის ტონით მოუბრუნდა უფროსი ქავთარაძე და ახლა უკვე თამამად სიხარულით მოეხვია ონოს.
-ძალიან მიყვარხარ ონოო. - გრძნობით ამოთქვა ბედნიერმა ნინამ.
-ვიცი, მაგრამ მაინც ნაწყენი ვარ ქალბატონო. ნუ მოიწყინე, სახლში ვილაპარაკოთ. - ლოყაზე აკოცა და გასასვლელისკენ გაემართა.
უკვე იცოდა ნინამ, სახლში მისულს, ონოსთვის ყველაფრის მოყოლა მოუწევდა.

...V...

-კი მაგრამ ნინაა, დაფიქრდი რას აკეთებ. - უსმენდა დის მონათხრობს და გაბრაზება და გაკვირვება ერთმანეთს ენაცვლებოდა. - ასეა თუ ისე ბავშვის მამაა. აქვს უფლება იცოდეს, იცნობდეს შვილს.
-ვიცი ონო, გაიგებს. მე დამალვას არ ვაპირებ. ჩემი შვილი დასამალი არაა.
-ძალიან არ მომწონს ჩემგან მალულად რომ მოიქეცი ასე. რატომ გეგონა რომ ურთიერთობას დაგიშლიდი ან საერთოდ შენს პირადში ჩავერეოდი? ზედმეტად დიდი ხარ იმისთვის რომ შენი ცხოვრება ვერ მართო. მე კი რაც არ უნდა გააკეთო არასდროს შეგაქცევ ზურგს ეს იცოდე.- მკერდზე მიხუტებული და უფრო ძლიერად ჩაიკრა და რბილ თმებზე თამაში დაუწყო.
........
ილიას ბოლო გამოჩენის შემდეგ ნინა დარწმუნებული იყო რომ აუცილებლად მოაკითხავდა. ერთი კვირის შემდეგ მოლოდინი გაუორმაგდა, სამი კვირის შემდეგ კარზე ზარის ხმა ეჩვენებოდა. ერთ თვეში კი უკვე იმედი გადაეწურა და თვალებზე იმედგაცრუებისგან გამოწვეულმა ცრემლების რაოდენობამაც იმატა.
შემოდგომას სულ ახლახან გაეხურა კარი და იანვრის სუსხიან ამინდებს დაეპყროთ ქვეყანა. თითქმის ოთხი თვის იყო, ფუმფულა ტანსაცმელში პაწია მუცელი, სულ ოდნავ ეტყობოდა. სასეირნოდ დილით გასული შუადღეს ერთიანად გაყინული ბრუნდებოდა. უყურებდა ქუჩაში აქა-იქ მიმავალ ხალხს და გული ნელ-ნელა უმძიმდებოდა. დილიდან თავს ცუდად გრძნობდა. ხასიათი საგრძნობლად შეცვლოდა. მეგობრები და ონო ყურადღებას არ აკლებდნენ თუმცა ისინი ვერასოდეს დაიკავებდნენ იმ ადგილს რომელიც წესით ილიას უნდა შეევსო. ის იყო გასაღები სახლის კარებს მოარგო რომ ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაიგო.
-ნინა - ისევ ის ხმა... თვალები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და აკანკალებული თითებით სახლის კარი შეაღო. უკან არც მიუხედავს, მაგრამ კარი ღია დატოვა რომ შემოსულიყო. ონიანმაც არ დააყოვნა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალს. -როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-ფერი არ გადევს ნინა. - ხმაში აღელვება დაეტყო ილიას.
-შემცივდა ალბათ. - მშრალად უპასუხა და ზურგშექცევით ჩაის მომზადებას შეუდგა.
-მე არ შემომთავაზებ ყავას?
-არ მაქვს.
-ნუ მეუხეშები ნინა.
-დიდი ხანია ჩემი უფროსი აღარ ხარ, ასე რომ მოიშორე მბრძანებლური ტონი. - კვლავ უკმეხად განაგრძობდა საუბარს.
-კარგი რა ნინა. ნორმალურად მელაპარაკე.
-მთხოვე! - სამზარეულოს ბარს დაეყრდნო ხელებით და მოპირდაპირე მხარეს მჯდარ ილიას სახე გამომწვევად მიუტანა ახლოს.
-ნინა ნუ იქცევი ასე. - ონიანის ხმას ბრძანების ტონი აღარ შერჩენოდა.
-მთხო ვე! - არც ამჯერად დანებდა ქალი.
-კარგი, ნინა ნორმალურად ვისაუბროთ... გთხოვ.
-ასე კარგია. გისმენ რის სათქმელად მოხვედი.
-მომენატრე...
-ეგ ისედაც ვიცი. -სათქმელი არ დაამთავრებინა კვლავ ჩაის მზადებით გართულმა ნინამ.
-როგორ შეცვლილხარ ნი. - ილიას საოცრად თბილმა ხმამ ქავთარაძეს გული აუჩქარა თუმცა გულმოსული მაინც არ აპირებდა გაჩერებას.
-კი შევიცვალე.- უთხრა და ცრემლები მოადგა. მის უკან იყო კაცი, რომელიც საშინლად იზიდავდა, მისი შვილის მამა იყო და მან საერთოდ არ იცოდა ნინა მის არ დაბადებულ შვილს როგორ უფრთხილდებოდა. არ იცოდა ყოველ ღამით როგორ უყვებოდა მასზე. როგორ აყვარებდა მამამისს და მასთან ერთად როგორ უყვარდებოდა თვითონაც.
-მიზეზს არ მეტყვი რატომ არ მიყურებ? - ნინას ხმა არ გაუცია. - ნინა შემომხედე და ხმა გამეცი. რამე დაგიშავე? რამე დაგაძალე? მითხარი გამიშვიო და გაგიშვი. გეწყინა მაშინ რომ მოვედი? სხვა გყავს? კაცობას გეფიცები არ მინდოდა მოსვლა, ყველაზე წმინდას გეფიცები არ მინდოდა შენი სურვილის წინააღმდეგ წასვლა. მაშინ ვერ შევძელი თავის შეკავება. ვერც დღეს... რა გავაკეთო გეხვეწო რომ დაბრუნდე? ხედავ უკვე მაგაზეც თანახმა ვარ. საერთოდ იცი მაინც რა რთული იყო ეს დრო ჩემთვის? შენს გარეშე არაფერი არაა კარგად. შენს გარეშე არ ვარ კარგად. - ქალის სხეულის თრთოლვამ მიახვედრა რომ ტიროდა. - ამის დედაც .. ნუ ტირი რა, ოღონდ ჩემს გამო ნუ ტირი რა. თავს ნუ მაზიზღებ ნინა. რა გავაკეთო მითხარი. გამაგდე თუ გინდა ოღონდ გამაგებინე როგორ მოვიქცე. - როცა ქავთარაძის პასუხი ვერ მოისმინა გასაგებიაო და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ. ის იყო უნდა გასულიყო ქალის სიტყვებმა ადგილზე რომ გააშეშა.
-ორსულად ვარ. - ტირილით ნათქვამმა სიტყვებმა თითქოს სისხლი გაუყინა. გონებაში ათასჯერ გაიმეორა ეს წამი, გულისცემა გაუორმაგდა და ჩაწითლებული თვალები ჯერ ქალის უჩვეულოდ გაზრდილ ფორმებს მოავლო, შემდეგ კი მის ცრემლიან თვალებს გაუსწორა. ორმაგად შეზიზღდა საკუთარი თავი. გონებაში აზრები აერია, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. გაუაზრებლად შებრუნდა და კიბეებს მთელი სისწრაფით ჩაუყვა. დატოვა ატირებული ქალი და არანაკლები ემოციებით დატვირთულმა საჭეს მიაყრდნო თავი.
-ორსულად... - ჩუმად ჩაილაპარაკა და მთელი ძალით დაარტყა საჭეს თავი. - ჩემი შვილი... ჩემი და ნინას შვილი. ჩემი ნინას პატარა.. - გაუაზრებლად იმეორებდა და მთელი სისწრაფით მართავდა ავტომობილს.

.....VI...


სახლში მარტო დარჩენილი ნინა დიდხანს უყურებდა ღია კარებს. ყველაფერს ელოდა ილიასგან მაგრამ გაქცევას არა. გული საშინლად სტკიოდა, საბოლოოდ ისევ ბავშვის გამო შეძლო თავის ხელში აყვანა და კარი დახურა. გაოგნებული იყო მომხდარით. სახლში დაბრუნებულ ონოს და ასეთ მდგომარეობაში რომ დახვდა ონიანის მოკვლა უნდოდა. წასვლას აპირებდა, თუმცა ისევ დის მდგომარეობა გაითვალისწინა და მარტო არ დატოვა. შეშინებულმა ანას დაურეკა რომ ნინა ნერვიულობაზე ცუდად არ გამხდარიყო. მთელი ღამე მის კალთაში ედო თავი და ტიროდა.
......
ჯერ კიდევ კრძალვით ეპარებოდნენ მზის სხივები ძილში წასულ ქალაქს ქავთარაძეების ბინის კარზე გაბმული ზარის ხმა რომ გაისმა. ყველამ იცოდა ვინ იქნებოდა ასეთ დროს. კარი ონომ გააღო და ისე რომ არც უკითხია ვინ იყო მთელი ძალით გაუქნა სახეში მუშტი. მოულოდნელი დარტყმისაგან ონიანს პატარა ყუთი ხელიდან გაუვარდა და მოწყვეტით დაეცა ძირს. გამწარებული ონო ზემოდან მოექცა და გამეტებით ურტყამდა. ანა ეხვეწებოდა მაგრამ არცერთი სიტყვა არ ესმოდა. კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ონიანის გალამაზებას რომ არა ნინას კივილი.
-ონოო. თავი დაანებე. - დის განადგურებულმა ხმამ აიძულა ონიანისთვის, რომელსაც წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია, ხელი გაეშვა.
-ნინა...
-გაჩუმდი.- სწრაფად მიირბინა მასთან და წამოაყენა. - წამომყევი! - ონო და ანა გაოგნებულები უყურებდნენ როგორ მიარბენინებდა ორმეტრიან ონიანს ერთიციდა ანა სააბაზანოსკენ.
-ნინა მისმინე...
-გაჩუმდი. - სიტყვა არ ათქმევინა ნინამ. საკუთარი ხელით მოჰბანა დასისხლიანებული სახე. მისაღებში დივანზე ჩამოსვა, მის მუხლებზე ჩამოჯდა, ცხვირზე ყინული დაადო და გახეთქილი წარბისა და ტუჩის დამუშავებას შეუდგა.
-ნინა, მომისმინე გთხოვ. - ვედრების ტონმა გაიჟღერა ონიანის ხმაში.
-გისმენ ილია.
-ძალიან მენატრებოდი.
-ვიცი ილია ვიცი - ვაჟის ნათქვამზე სიცილი ვერ შეიკავა ნინამ და პატარა ბავშვივით აკისკისდა.
-ნი, უშენოდ არ შემიძლია.
-ეგეც ვიცი ილია. - გულაჩქარებულმა, კმაყოფილმა წარმოთქვა ქალმა.
-მიყვარხარ... ესეც იცი? - ამჯერად ღიმილი შეეპარა ილიას ნათქვამს.
-ვიცი... - ბედნიერებისგან სუნთქვაშეკრულმა ერთი სიტყვა ძლივს თქვა ქავთარაძემ.
-ნინა, იცი რატომ მოვედი? - თქვა ილიამ და აქეთ-იქით ყურებას მოჰყვა. ნინამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-ამას ეძებ მგონი. - დაბღვერილმა გამოუწოდა ლამაზად შეფუთული პატარა ყუთი ონომ. ის ყუთი დაცემისას სადარბაზოში რომ დაუვარდა ონიანს.
-მადლობა.- ყუთი გამოართვა და ნინას გაუწოდა. - ეს მოგიტანეთ. - ათრთოლებული ხელებით გახსნა ყუთი და ბედნიერების ღიმილმა გაუპო ბაგე.
-ილია ეს... -აბრჭყვიალებულ თვალებს არ აცილებდა პატარა ყვითელ ფაჩუჩებს.
- პირველი საჩუქარი ჩვენს შვილს ნინა... ჩემსა და შენს პატარას...



№1 სტუმარი Ana-maria

წავიკითხე და ღიმილი დიდხანს გამყვა სახეზე. ამ პატარა ისტორიაში ყველაფერი იყო :სიყვარული,დედმამიშვილობა,მეგობრობა,იმედგაცრუება. შემდეგ დიიდი სიხარული-დედობა. რათქმაუნდა თანადგომა. ბოლოს კი ვერ შეცნობილი გრძნობის შეცნობა და საბოლოოდ კი სივარულის დაგვირგვინება დედა მამა და პატარა-ოჯახი. კარგად წერთ და სიამოვნებით დაველოდები ახალ ისტორიებს.

 


№2  offline წევრი Chameleon ))

Ana-maria
წავიკითხე და ღიმილი დიდხანს გამყვა სახეზე. ამ პატარა ისტორიაში ყველაფერი იყო :სიყვარული,დედმამიშვილობა,მეგობრობა,იმედგაცრუება. შემდეგ დიიდი სიხარული-დედობა. რათქმაუნდა თანადგომა. ბოლოს კი ვერ შეცნობილი გრძნობის შეცნობა და საბოლოოდ კი სივარულის დაგვირგვინება დედა მამა და პატარა-ოჯახი. კარგად წერთ და სიამოვნებით დაველოდები ახალ ისტორიებს.

ძალიან დიდი მადლობა (◍•ᴗ•◍)❤ არმგონია ახალი მალე იყოს მაგრამ აუცილებლად იქნება(✿ ♡‿♡)

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

პატარა ,საყვარელი ისტორია იყო,პირველისათვის კი საკმაოდ კარგი,(მიუხედავად რამდენიმე გრამატიკული შეცდომისა????????)წარმატებები,სიამოვნებით დაველოდები შემდეგს????????

 


№4  offline წევრი Life is beautiful

ჩემი 2500 გრამიანი გული, საცოდავად ფეთქავს.
ისეთი სასიამოვნო ემოციები მოვიდა, ისე ტკბილი თბილი, რავი..
მე გელი.. ♥️

 


№5  offline წევრი Chameleon ))

სტუმარი ნინა
პატარა ,საყვარელი ისტორია იყო,პირველისათვის კი საკმაოდ კარგი,(მიუხედავად რამდენიმე გრამატიკული შეცდომისა????????)წარმატებები,სიამოვნებით დაველოდები შემდეგს????????

მადლობა❤✧* გრამატიკაში ცოტა მოვიკოჭლებ მაგრამ აუცილებლად ვისწავლი(✿ ♡‿♡)

Life is beautiful
ჩემი 2500 გრამიანი გული, საცოდავად ფეთქავს.
ისეთი სასიამოვნო ემოციები მოვიდა, ისე ტკბილი თბილი, რავი..
მე გელი.. ♥️

ვაიჰ (。♡‿♡。) ნეტავ იცოდეთ როგორ მიხარია (◍•ᴗ•◍)❤

 


№6  offline წევრი likuu_s

ამეტირა! პატარა და საყვარელი.
რთულია, 3 წლიანი ურთიერთობა სიყვარულის გარეშე რომ გაგრძელდეს და წამში დაესვას წერტილი რაც არ უნდა იყოს.
ონისე სამაგალითო ძმაა.
ძალიან კარგი იყო!

წარმატებები!<3

 


№7 სტუმარი Anj

ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო ^-^

 


№8  offline წევრი Chameleon ))

likuu_s
ამეტირა! პატარა და საყვარელი.
რთულია, 3 წლიანი ურთიერთობა სიყვარულის გარეშე რომ გაგრძელდეს და წამში დაესვას წერტილი რაც არ უნდა იყოს.
ონისე სამაგალითო ძმაა.
ძალიან კარგი იყო!

წარმატებები!<3

მადლობა(。♡‿♡。) ონისე კი ძალიან კარგი ძმაა მაგრამ ილია სულ სხვაა❤

 


№9  offline წევრი Chameleon ))

Anj
ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო ^-^

მადლობა(✿ ♡‿♡)

 


№10  offline წევრი Impermeable

პატარა, მაგრამ გულში ჩამწვდომი ისტორია იყო, სხეულის ყოველ კუნჭულს რომ გაათბობს heart_eyes

 


№11  offline წევრი Chameleon ))

Impermeable
პატარა, მაგრამ გულში ჩამწვდომი ისტორია იყო, სხეულის ყოველ კუნჭულს რომ გაათბობს heart_eyes

მიხარია თუ მოგეწონათ(✿ ♡‿♡)

 


№12 სტუმარი მთვარო სვანი

ისე რაღაცნაირად საყვარლობა იყო ამატირე ????????

 


№13 სტუმარი ხათუნა და დაჩი

პატარა, ლამაზი ისტორიაა ???? მომეწონა! წარმატებებს გისურვებთ და ველოდები სხვა საინტერესო ნაწარმოებებს ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent