შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და... გაბედავ? {ნაწილი II}


11-08-2021, 03:24
ავტორი კატრინა
ნანახია 9 940

გადიოდა დღეები და ნია ივსებდა ყველა იმ დანაკლისს რაც ღრღნიდა ამ წლების მანძილზე. ელენიკოსთან ერთად ისრულებდა ოცნებებს და იყო ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მშფოთვარე ერთდროულად. ერთ დღესაც მიხვდა რომ სჭირდებოდა დრო, რამდენიმე დღე და ის სიმშვიდე ბავშვობის მერე რომ არ შეუგრძვნია. ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო იქ, სადაც იცოდა რომ აუცილებლად დახვდებოდა ზუსტად ის გარემო, რაც უზარმაზარი სინაზის გრძნობას ჩაუსახავდა.
მეგობარი საძინებელში რომ დაიგულა მოახერხა ეთქვა
-ელენე, ვიცი დაგპირდი მთელ ზაფხულს ერთად გავატარებთ მეთქი, მაგრამ რამდენიმე დღით უნდა მაპატიო. მარტო მინდა წავიდე ადგილას სადაც ყველაზე უკეთ დაისვენებს ჩემი სული...
-სვანეთში აპირებ წასვლას ნიაჩკა? - მხოლოდ ეს უთხრა, უცნაურად გაუღიმა და მოეხვია. მასთან არასოდეს იყო სიტყვები საჭირო, ის ის იყო და მისთვის ყოველთვის ყველაფერი გასაგები გახლდათ. - გთხოვ თავს მიხედე და დამიბრუნდი. ვიცი, მიიღებ იმას რაც გჭირდება.
-გპირდები მალე დაგიბრუნდები -გაუღიმა გოგომ და უფრო ძლიერ შემოაჭდო მკლავები
-სიმშვიდე გეპოვოს ჩემო სიცოცხლე... მიდი ჩაალაგე ჩანთაში ნივთები და ვეტყვი ბიძიას წაგიყვანოს.
-არა რას ამბობ, იმხელა გზაა. ჩემით მინდა წასვლა გთხოვ
-კარგი, როგორც გინდა, მაგრამ რომ არ ვიცით რა მიდის სვანეთქმდე? იქნებ ნიკო ძიამ იცოდეს. - იმ დღეს, შუადღისას, ნია მიემგზავრებოდა ადგილას, სადაც წასვლაზეც მთელი ცხოვრებაა ოცნებობს, ადგილას სადაც ყველა პრობლემა დავიწყებას მიეცემა, ადგილას რომელიც მისთვის ყველაზე წმინდაა... არც ერთი წამით მოუხუჭავს თვალი, ფანჯარასთან მჯდომი გასცქეროდა სამშობლოს მთებსა თუ მდელოებს. ყველაფერს ათვარიელებდა და როგორც ყოველთვის სიამაყით ივსებოდა. დაინახა თუ არა წარწერა, რომელიც აუწყებდა რომ უკვე დანიშნულების ადგილს მიუახლოვდნენ წამსვე მთელს ტანში რაღაცამ დაუარა, სწრაფად გავრცელდა სასიამოვნო რეფლექსები. ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა, უნდოდა გადასულიყო და მთელი სვანეთი ფეხით შემოევლო. ბოლო გაჩერებამდე გაჰყვა ტრანსპორტს და მესტიაში ჩამოვიდა. უშგულში უნდოდა წასვლა, მაგრამ საკვების გარეშე ვერ ავიდოდა. დადგა თუ არა ფეხი საყვარელ მიწაზე წამსვე აუელდა თაფლისფერი თვალები. აბრჭყვიალებული სფეროებით უცქერდა შეუდარებელ სანახაობას, ნელ-ნელა წინ მიიწევდა და აკვირდებოდა კოშკებს, მოსახლეობას, ტურისტებს... ახლოს მდებარე მაღაზიაში შევიდა და პროდუქტი შეიძინა, პარალელურად იკითხა საით იყო სპეციალური მანქანების გაჩერება და საითაც ანიშნეს იქით დაიძრა...
****
უშგულში საღამოს 9საათისკენ ჩავიდა, ჩანთა გამოართვა მძღოლს მადლობაც გადაუხადა და იქაურობას თვალი მოავლო. ღამით ყველა სახლიდან გამოდიოდა მბჟუტავი სინათლე, დაინახავდით მოზრდილ სახლებს სასტუმროს ფუნქციას, რომ ირგებდა, ალბათ სწორედ ერთ-ერთ მათგანთან უნდა მისულიყო ნია, მაგრამ ასე არ მოქცეულა. არ შეეძლო ნანატრ ადგილას უამრავი ხალხის გარემოცვაში გაეტარებინა დრო. მომცრო, ლამაზი ყვავილებით შემკული საცხოვრებლისკენ დაიძრა, თან გული ეთანაღრებოდა, არ უნდოდა ვინმეს შეწუხება, იქნებ სულაც არ უნდოდათ გაურკვეველი ვადით სტუმრის სახლში შეპატიჟება. თავადაც ძალიან არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნდა ის რასაც აკეთებდა, მაგრამ უკან არ დაუხევია. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და უმალვე გაიგონა ქალის ბუტბუტი.
-უკვე დაბრუნდი ჩემო ვაჟკაცო? -ქალი სულ სხვას მოელოდა ბუნებრივია, ხელში კი პატარა გოგონა შერჩა, კუთხეში აბუზული და თავ ჩახრილი - უიჰ, ვინ ხარ შენ ჩემო გოგო? - ამ სიტყვებზე გულში სითბო ჩაეღვარა, მიხვდა არც ერთი წამით შემცდარა სვანების დახასიათებისას და აბრჭყვიალებული თვალები მიანატა მოხუცს
-იცით? მე აქ ახლახანს ჩამოვედი. სვანეთში პირველად ვარ და არ მსურდა სასტუმროში ბევრ ხალხთან ერთად გაჩერება... -კიდევ აპირებდა გაგრძელებას ქალმა რომ შეაწყვეტინა
-ასე უნდა დაეყუდო შვილო? შემოდი სახლში, გათბები, მოისვენებ. - შინ შეუძღვა სტუმარს მასპინძელი - სწორ ადგილას მოსულხარ, ისედაც სულ მარტო ვიყავი და ხმის გამცემი არ მყავდა, შენსავით ლამაზ გოგოს კი როგორ გავაბრუნებ უკან. ახლავე ჩაის და საძინებელს გაგიმზადებ. - სწრაფად წამოხტა და ერთ-ერთ ოთახში უნდა მიმალულიყო ნიაც რომ დაეწია სწრაფი ნაბიჯებით
-დაგეხმარებით ბებო, თქვენ როგორ შეგაწუხებთ. თანაც ასე შემოსახლებას კი არ ვაპირებ, მე აუცილებლად გადაგიხდით იმდენს რამდენიც საჭირო იქნება, არ ვიცი რამდენ ხანს გავჩერდები აქ. თქვენ რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით მითხარით და მოგცემთ.
-რას ამბობ ბებია, შემირცხვეს ნამუსი მე თუ ფული გამოგართვა. შენ სტუმარი ხარ ჩემი, მე კი სტუმრისგან ფულის გამორთმევა არა მჩვევია.
-რას ბრძანებთ, ასე ვერ გავჩერდები...
-არ მაწყენინო, შვილო, დაივიწყე მაგი ამბავი. სახელი? სახელი რა გქვია?
-ნია მქვია ბებო
-მართლაც, რომ ბრწყინავს შენი არსება, ჩემო გოგო. სწორი სახელი აურჩევიათ
-ამ მნიშვნელობის მატარებელია ჩემი სახელი? არ ვიცოდი...
-კი, კი ბრწყინვალებას ნიშნავს “ნია”
-თქვენ რა გქვიათ?
-მე ნინო მქვია შვილო
-დედაჩემივით... ჩემს დედიკოსაც ნინო ქვია
-კარგი დედიკო გყოლია, ასეთი ზრდილობიანი შვილი, რომ გაგზარდა.
-გმადლობთ- თავი ჩახარა და ლოყები აუწითლდა. (კი როგორ არა ძალიან ზრდილობიანი ხარ უცხო ხალხს სახლში ეჭრები და რამდენიმე დღით დარჩენა გინდა) არ ელოდა ამდენ სითბოს ქალისგან, ძალიან ტკბილი ბებო ედგა წინ და უფალს მადლობას წირავდა იქ რომ მიიყვანა.
საძინებლის მოწესრიგებას, რომ მორჩნენ შემდეგღა შენიშნა წიგნებით სავსე თაროზე ორიოდე ფოტოსურათი. ერთზე ულამაზესი ახალგაზრდა ქალი იყო პატარა ბიჭით ხელში. მეორეზე თქვსმეტიოდე წლის ყმაწვილი იქნებოდა, ფართე მხარ-ბეჭი ჰქონდა, აშკარად მაღალი იყო და მთის კაცისთვის დამახასიათებელი გამოხედვა და კუნთებიც ადგილზე გახლდათ. ერთ წამს თვალმოუშორებლად უცქერდა ნია სურათს, ქალის მიახლოვებაზეღა გამოერკვა.
-ესენი ჩემი შვილი და შვილიშვილი არიან...
-ძალიან ლამაზი ქალია. ახლა სად არიან?
-ჩემი რძალი ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა მოსე 7წლის, რომ იყო. მას შემდეგ მე ვზრდი იმ ოხერს, ჩემი თავი შემოევლოს ჩემს საამაყო ბიჭს. ახლა იელშია წასული, გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად. მალე ჩამოვა და გაგაცნობ. ახლა კი დაწექი შვილო, დაღლილი იქნები
-ძალიან დიდი მადლობა ნინო ბებო.
-რისი მადლობა საყვარელო- ქალმა ოთახი დატოვა, ნია კი მოწესრიგდა და საწოლზე ჩამოჯდა პიტნის ჩაის ფინჯნით ხელში. სვანეთში იყო, უკვე იქ იყო... სანამ ყველაფერი არ დაგეგმა, მანამ თბალი ვერ მოხუჭა შემდეგ კი მკვდარივით გაითიშა...
***
ისეთი ადრეა ჯერ მზის სხივებიც არ დასცემია არე-მარეს. ხის ქოხში, მაღალი, წვერმოშვებული, ძლიერი აღნაგობის ოცდახუთიოდე წლის მამაკაცი შედის. ფეხსაცმელს იქვე აწყობს ხმაურის ჩაშახშობად. წინ მიიწევს და ერთ-ერთ ოთახში უჩინარდება... კარი მიხურა თუ არა შემოტრიალა და სახე გაუშეშდა. გახევებული იდგა წარბებშეკრული, დაბალზე გადაპარსული თმით ნამდვილი სვანის გამოხედვით და თვალდაუხამხამებლად შესცქეროდა ხის საწოლზე მწოლიარე სიფრიფანა სხეულს, ფანჯრიდან შემოსული ღამის ნათება სახეზე დასთამაშებდა და ნაკვთებს ისე გამოკვეთდა უდაოდ შეძლებდა გოგოს დახატვას. გრძელი წაბლისფერი დალალები ბალიშზე ისე ლამაზად ეფინა სუნთქვა შეეკრა და ახლოს მივიდა. სარეცელთან ჩაიმუხლა და სახე ახლოს მიუტანა. ნიას ძილისგან გაბუშტვოდა თხელი ტუჩები, ყბის ძვალი ლამაზად იკვეთებოდა, ხშირი წამწამები ისეთი ლამაზი ეჩვენა თითქოს მანამ მსგავსი არ ენახა. ისე მშვიდად, უშფოთველად ეძინა არც კი ირხეოდა.
-ნეტავ ჩემს საწოლში რას აკეთებ? - ჩურჩულით ბოხი, ხრინწიანი ხმით დაეკითხა, ცხვირის წვერი წამით თმას გაუხახუნა, სურნელი შეიგრძნო, მერე წამოიწია და ოთახი დატოვა...
გარედან შემოსულმა ხმაურმა გამოაღვიძა ნია. თვალები გაახილა, სურნელი შეიგრძნო, ეგონა უკეთესი დღე აქამდე არც კი გათენებია. წამოიწია, გამოფხიზლდა, თავი მოიწესრიგა, გრძელი, კოჭებამდე ღია ვარდისფერი კაბა მოირგო, თმა ნაზად ჩამოივარცხნა და ოთახი დატოვა. ნინო ბებო სამზარეულოში მოფუსფუსე დახვდა და გაეღიმა
-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობის შვილო. როგორ გეძინა?
-უკეთესად არც კი შეიძლებოდა.
-მიხარია, ჩამოჯექი საუზმეს გავამზადებ უცებ და ჭამე
-მეც დაგეხმარებით, გთხოვთ თქვენ ნუ შეწუხდებით...
-აბა რას ამბობ შვილო, სანამ შემიძლია ერთ ადგილას რა მომასვენებს.
-ხო მაგრამ მაინც დაგეხმარებით - პიტნის ჩაი, რომ მოადუღა ნინო ბებომ და ხმელ პურზე კარაქი გადაუსვა, შემდეგ კი პატარა კუბიკებად დაუჭრა თვალები აემღვრა. - იცით? ბავშვობაში ზუსტად ასეთ გამზადებულ საუზმეს მივირთმევდი ყოველ დილით. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის დილის ამ ნაზავის გარეშე დაწყება.
-მერე რა შეიცვალა ჩემო საყვარელო, ახლა რატომ აღარ ჭამ?
-მერე ესპანეთში წავედი ბებო. იქ გადავედი საცხოვრებლად და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...
-მოგეწონა იქაურობა?
-საქართველოს ვერაფერი შეედრება
-რამდენი ხანია რაც დაბრუნდი?
-ჯერ არ დავბრუნებულვარ. აქედან ლონდონში მივდივარ სასწავლებლად და მერე აუცილებლად.
-მიდი შვილო ჭამე, გაგიცივდება ჩაიც.
-თქვენ არ დაბრძანდებით?
-მე უკვე ვისაუზმე ჩემო გოგო, დღეს დილით ჩემი ბიჭი ჩამოვიდა. ახლა ცხვრები ყავს წაყვანილი, მალე მოვა და გაგაცნობ.
-მე მგონი მის საძინებელში მეძინა არა? ახლავე გადავაკრავ ახალ თეთრეულს და მეორეში გადავალ მე
-არა რას ამბობ შვილო, სხვაგან როგორ დაგაწვენ შენ. წელი რო აგტკივდეს მერე? ის კაცია შვილო, ძლიერია, არაფერი მოუვა.
-ასე არ შეიძლება, მე შემოგეჭერით და ახლა მის პირად სივრცეშიც ვიჭრები...
-მე არ ვიცი თქვენ როგორ აღგზარდეს, მე კი ნინო სულ მასწავლიდა ქალისა და ზოგადად სტუმრის პატივისცემას, ამიტომ ბოდიში მაგრამ მანდ ძილი მოგიწევს წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩემი თავმოყვარეობის შელახვა იქნება. - მოულოდნელობისგან შეხტა. გული აუჩქარდა, მამაკაცის ხრინწიანი ხმა დადებით იმპულსებსაც კი გამოიწვევდა, მაგრამ მისი ეს სიტყვები რომლებიც ნიას რაღაცას ავალდებულებდა საერთოდ არ მოეწონა. არ უყვარს ბრძანებები შეუძლია ადამიანმა უბრალოდ უთხრას აუხსნას და წამსვე შეასრულებს თხოვნას.
-შეგეძლოთ უბრალოდ გეთქვათ და არ დაგევალდებულებინეთ. კარგით მაშინ რა გაეწყობა - თქვა და შებრუნდა მოსაუბრისკენ. ყველაფერს წარმოიდგენდა, ყველანაირი გარეგნობით, მაგრამ ასეთს არა. ფართე მხრები ფატანით შეემოსა, ფეხზე გაბაშები მოერგო, თავზე სვანური ქუდი ეხურა და შეკრულ წარბებთან მშვენიერ კომბინაციას ქმნიდა. გაოცებისგან ოდნავ შეეხსნა პირი გოგოს, იდგა უძრავად და უყურებდა ნამდვილ სვან, მთაში გაზრდილ კაცს აზიატი გამოხედვით,
-ეს ჩემი ბიჭია შვილო, მოსე გაიცანი ჩვენი სტუმარი ნია
-სასიამოვნოა - თლილი თითები შეაგება ნიამ და მანაც თავის ტორებში მოიმწყვდია
-ჩემთვისაც. -ისეთი სუსტი ჩანდა, ისეთი პატარა თითქოს პატარა კესანე ყოფილიყო ქარბუქში მოყოლილი და მოსე მთასავით გადაჰფარებოდა სიკვდილისგან გადასარჩენად. თან იცავდა და ამავე დროს თავად იყო მიზეზი მისი ცუდად ყოფნის, მიიჯაჭვა მინდვრის ყვავილი და უზარმაზარ მთაზე თავის ამოყოფის გარდა გზა აღარ დაუტოვა...
მთელი საათი შორიდან უცქერდა ნია ეზოში მომუშავე მოსეს, ხედავდა როგორ ჩეხავდა შეშას ტანს ზემოთ შიშველი, უკვე მის კუბიკებსაც ნათლად აღიქვამდა და კვლავ არ ეჯერა მართლა თუ არსებობდა ასეთი არსება ამ ქვეყნად. არ ესმოდა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი ასეთი, თან ძალიან ტრადიციული, თან თანამედროვე, თან აშკარა სიუხეშე ეტყობოდა მუდამ სახეზე. რამდენჯერმე მოისვა სახეზე ხელი იქნებ სიზმარში ვარ და ელენიკოსთან ბავშვბაში აღწერილ ბიჭს იმიტომ ვხედავო. აი ამ დროს მართლა შემოირტყა თავში ხელი, დაქალთან დარეკვა სულ დაავიწყდა, მობილური სწრაფად იპოვა, მაგრამ რაღა თქმა უნდა იქ კავშირი არ იყო.
-ნინო ბებო, ხომ არ იცით უახლოესი ტელეფონის ჯიხური სად შეიძლება ვნახო?
-შვილო მესტიაში თუ ნახავ, სხვაგან ვერსად
-კარგი მაშინ მე ახლა უნდა გავიდე საღამოს დავბრუნდები, ჩემი ახლობლისთვის არ შემიტყობინებია, რომ მშვიდობით ჩამოვედი, ვიცი ინერვიულებს...
-მარტო ხომ არ წახვალ შვილო?
-ნუ ღელავთ მანქანით წავალ, უბრალოდ დავრეკავ და ამოვალ გზად ცოტას გავისეირნებ და გარემოს დავათვარიელებ.
-შენ რა იცი აქაურობის შვილო, ვეტყვი მოსეს და გამოგყვება უფრო კარგადაც დაგათვარიელებინებს
-არა, ნინო ბებო, არ არის შეწუხება საჭირო ახლა იქაც ჩასასვლელი ვარ და სხვა დროს გპირდებით ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ
-კარგი, როგორც შენ გინდა საყვარელო, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.
-გმადლობთ...
ქალაქში ჩასვლის შემდეგ დიდ ხანს მოუწია ტელეფონის ძებნა, ბოლოს როგორც იქნა სწორად მიასწავლეს და მანაც წამსვე დაურეკა სულის ნაწილს
-ელენიკოოო
-ვაიმეე, მოგკლავ გეფიცებიი, აქამდე რატომ არ დამირეკე გოგო რო გამიხეთქე გული ჰა? ან ახლა რა ნომრით მირეკავ?
-არ იჭერს უშგულში მობილური და ქალაქში ვარ ჯიხურში.
-აუუ როგორია?? ისეთი როგორსაც წარმოვიდგენდით?
-ვაიმე ელენიკო ვერც კი წარმოიდგეენ, ბევრად უკეთესია დამიჯერე, საოცრებაა
-მომიყევი სად დაბინავდი, რა ქენი, როგორ ქენი...
-ერთ-ერთ კეთილ ბებოს შევაფარე თავი, სასტუმროში არ მინდოდა, ისეთი ლამაზი სახლი აქვს, ბეევრი ჭრელი ყვავილებით მორთული.
-ვაიჰ? მარტო ცხოვრობს მთაში?
-არა შვილიშვილი ყავს...
-ოოჰ, რა ხმა გაქვს ნიაჩკა ბიჭი ხომ არ არის ეგ შემთხვევით??
-ხო ბიჭია, უფრო სწორად კაცია... ღმერთო მასეთი არავინ მინახავს ნამდვილად არამიწიერი არსებაა
-ნია ორ დღეში გადარევა როგორ მოასწარიი?? ამიღწერე გოგო დროზე
-ერთში შენ წარმოიდგინე. დღეს ვნახე პირველად. მოსე ჰქვია
-მოსე? სახელიც რა განსხვავებული ქონია
-ხო... სვანური ტრადიციული სამოსი აცვია, ქუდიც ახურავს, მაგრამ თან აშკარად არ არის სულ აქ. ძალიან განათლებულები არიან, არც ერთი საუბრობს კილოთი, სულ ცოტას ნინო ბებო შეურევს ხოლმე, ის არა. იცი როგორი სახე აქვს ელენიკო?.. გამოკვეთილი ყბების ხაზი ისე ლამაზად იმზირება... თვალები ძალიან მუქი აქვს, წარბები კი მუდამ შეკრული... ჯანდაბა მგონი უკვე გავები - ნერვიულად ისვამდა ხელს ხან კისერზე, ხანაც თმაზე. ბავშვობიდან ახასიათებდა ნერვიულობისას ქალბატონს
-საინტერესოაა... ჯანდაბა გესმის მაინც ახლა რას მეუბნები? ახლა თუ ჩვენი ბავშვობის ფანტაზიები ასრულდა გავაფრენ! - აღტაცებული გახლდათ თავადის ქალი, ცოტა ხანს ისაუბრეს შემდეგ კი დაემშვიდობა და გარეთ გამოვიდა. ათვარიელებდა ირგვლივ ყველაფერს, უამრავ ფოტოებს იღებდა, რაც აქამდე არ გადაუღია, მთელი სიცოცხლის მარაგი ამოწურა მგონი. მერე სუვენირების მაღაზიაში შევიდა და ულამაზესი კულონი იყიდა კოშკის ფორმის, არც დაქალი დავიწყებია, მისთვისაც შეიძინა ასეთივე და ჩანთაში ჩაიდო. ადიოდა ზემოთ, ფეხით, მარტო. არავინ იყო იქ ქვეითი, თანაც მანქანის სავალზე ვერ გაივლიდი და შემოვლითი გზით იყო წასული, მანდ კი არავის ჭაჭანება არ იყო საერთოდ. საკმაოდ მაღლა, რომ ავიდა, შიშმა შეიპყრო, ნელ-ნელა ვიწროვდებოდა ბილიკი, ზაფხულის მიუხედავად მოყინული იყო ირგვლივ ყველაფერი. მუდამ ასე მოსდიოდა ნიას თავისი დაუფიქრებლობით და ახირებებით იღუპავდა ხოლმე თავს. ახლაც აიტეხა ფეხით ასვლა, გარემოს დათვარიელბა! გულში წყევლიდა საკუთარ თავს და ცდილობდა პანიკაში არ ჩავარდნილიყო უკან ვერ ჩავიდოდა, იქიდან რომ ქვემოთ ჩაეხედა და დაბლა დაშვებულიყო აუცილებლად უბედური შემთხვევის მსხვერპლი იქნებოდა. კლდეს იყო ხელებშემოჭდობილი და ფეხების ნელა გაცოცებას ცდილობდა, ოდნავი უკან გადახრა და წამსვე მოსწყდებოდა სხეული ადგილს. ძალიან იწელებოდა ყოველი წამი, ყოველი წუთი და უკვე საათზე მეტი გასულიყო რაც ასე მიიწევდა წინ. არ აძლევდა თავს რაიმეზე ფიქრის უფლებას, მხოლოდ ცდილობდა წარმოედგინა როგორ გაატარებდა ხალისიანად მომავალ დღეებს. ცივი ოფლი ასხამდა ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე, უკვე ჩამობნელებულიყო, არ იცოდა ნიამ საათი, არ იცოდა მოძებნიდნენ თუ არა, მაგრამ მან ხომ დაიბარა საღამოს დავბრუნდები დავათვარიელებ გარემოსო. ნანობდა ყველა სიტყვას, ნატრობდა ნეტავ დამეჯერებინა და მოსესთან ერთად წამოვსულიყავიო. როგორც იქნა შენიშნა გზაზე გასასვლელი, სიმწრით ამოისუნთქა, ახლა უკვე შეძლებდა გზა მშვიდობით გაეგრძელებინა თუ რა თქმა უნდა იქამდე მიაღწევდა. კვლავ გააგრძელა სვლა, მაგრამ თითქოს მიზნის სიახლოვემ ააჩქარა და ჩატყდა კიდეც კლდის პატარა ნაწილი. შიშისგან განწირულმა დაიკივლა და სახითაც აეკრო გადარჩენის ერთადერთ გზას. ძალიან ფრთხილად მიიწევდა და უკვე ისე ჰქონდა ძალა გამოცლილი აღარ იცოდა საიდან იკრებდა ენერგიას. სიმწრის ცრემლმა მაინც გაიკვლია სახეზე გზა და უსასრულობაში ჩაიკარგა
-რა გატირებს ნია! ყველაფერი შენი ბრალია და ახლა ნუ იწირპლები! უნდა გადარჩე! ჯერ კიდევ საჭირო ხარ ამ ქვეყნად! კიდევ გწყურია უამრავი რამის გაკეთება, ამიტომ იარე წინ შე სუსტო და დაამტკიცე, რომ ძლიერი ხარ!
მუხლები გადატყავებული ჰქონდა, ხელის გულებიც დასერვოდა, კაბაც ალაგ-ალაგ დახეული იყო, მთელი სხეული გაყინვოდა, გრძელი თმაც ხელს უშლიდა, მაგრამ სიკვდილს მამაცურად ებრძოდა. ვინ იცის კიდევ რამდენმა წუთმა განვლო და ნიამ დიდი ძალისხმევით მიაღწია გზას. გაეცინა, თვალებში სითხე ჩაუდგა, ამოისუნთქა, კლდის გამოშვერილ ადგილას შედგა ფეხი და მეორეს მოთავსებისას ტერფი გატაუტრიალდა, ინერციით გვერდზე გადავარდა და ასე აღმოჩნა ადგილას, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ჩამტვრეულიყო. იწვა გოგო, ვარდისფერი კაბით, თმაგაჩეჩილი, სისხლიანი, უკვე ვეღარ აკავებდა ცრემლსაც და ისტერიკაში ჩავარდნილი მთელი არსებით ხაოდა. არ შეეძლო გადაბრუნება, იმდენად ვიწრო იყო გადატრიალების შემთხვევაში ჩავარდებოდა, ვერც წამოდგომას ახერხებდა, ისეთი ფხვიერი იყო მიწა ზედმეტი მოძრაობა და კლდის ეს ნაწილი დანარჩენს წამსვე გამოეყოფებოდა, აღარ ჰქონდა აღარაფრის ძალა, ყველაფერი ერტად მოაწვა და უბრალოდ ასე გაუნძრევლად მწოლიარე ხმამაღლა იცლებოდა ემოციებისგან. ის სიმტკიცე სადღაც გამქრალიყო და უკვე გლოვობდა საკუთარ თავს, მაგრამ მაინც ჰქონდა პატარა იმედი, კიდევ სჯეროდა რომ სასწაყლი გადაარჩენდა. დიახ იმედი არ ჩამქრალა სანამ მგლის ყმუილი არ შემოესმა ტყიდან. ერთმანეთს თითქოს რაღაცას ატყობინებდნენ და ხმა უფრო და უფრო ახლოდან მოისმოდა
-არაა, ოღონდ ეს არა ღმერთო, ასე არ გამწირო, ასე უმოწყალოდ არ მომკლა ძალიან გთხოვ, გემუდარები შემიბრალე, გადამარჩინე, დამიფარე გთხოვ, ამ ერთხელაც გამომიწოდე ხელი ცოდვილს... -ჩურჩულით იძახდა და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. ესმოდა მიწის ხრიალი, მძიმედ და ნელა მოიწევდნენ გოგოსკენ, სისხლის სუნს აღიქვამდნენ და გაცხოველებულები ტკბებოდნენ მისი უმწეობით. ნია პირზე ხელს იჭერდა და ცხოვრების ყველა კადრი მონაცვლეობით უტრიალებდა გონებაში, თავის საყვარელ დაიკოს იხსენებდა ყველაზე მეტად, რომ უყვარდა, დედას, მამას, ნანობდა რომ საკმარისი სიყვარულით სავსე სიტყვები ვერ უთხრა, ელენიკო ტრიალებდა გონებაში, თავის ბავშვიბას ხედავდა, ლაღს და ლამაზს, მერე უბრალოდ გონებამ მეტს ვეღარ გაუძლო და გაითიშა...
საწოლთან მუხლმოდრეკით ჩამომჯდარ მამაკაცს თავი ბალიშზე გოგოს ფერდაკარგულ სახესთან ახლოს დაუდია, ნატიფ თითებს გრძელ ფაფუკ თმაში ხლართავს, სევდიანი თვალით შესცქერის შუბლზე დადებულ ნაჭერს, მერე დახუჭულ თვალებზე დასცქერის, გონებაში მისი თაფლისფერები უტივტივებს, წარმოიდგენს როგორ აშორებს ნელ-ნელა ერთმანეთს ხშირ წამწამებს და ანათებენ მისი სფეროები. ტილოს იღებს და ხელს შუბლზე უსვამს, სიმხურვალის შეგრძნებისას დაბალ თმაზე ნერვიულად გადაისვა ტორი.
-ანგელოზო, სახლში ხარ უკვე. ყველაფერი კარგადაა, საფრთხე აღარ გემუქრება, გაახილე ეგ ანცი თაფლისფერები. საკმარისად შეაშინე ნინო ბებო.
ერთმანეთის მომაცვლეობით ხედავდა ნია კოშმარებს. უყურებდა როგორ მიიწევდნენ მისკენ მგლები ნელა, როგორი მტანჯველი სიფრთხილით აცლიდნენ ხორცს, ესიზმრებოდა როგორ ვარდებოდა უზარმაზარ უფსკრულში, როგორ ეცლებოდა ხელიდან სიცოცხლე და მასთან ერთად ყველა შანსი ბედნიერების... აფართხალებულ გოგოს მკლავებს ხვევდა და ლოგინზე აბრუნებდა, ხმადაბლა ეჩურჩულებოდა-ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი მორჩა- და ისევ აგრძელებდა მის თმაზე თამაშს. არარეალური თმა ჰქონდა ნიას, ღია წაბლისფერი, გრძელი და უსაშველოდ სქელი. ისეთი ფაფუკი იყო მასზე შეხება, ხანდახან გოგო იმაზეც კი დაფიქრებულა ხალხს ამ დალალების გამო ვუყვარვარ მხოლოდო? ყველაფერი ჩვეულებრივი ჰქონდა, ერთი არაფრით გამორჩეული გოგო გახლდათ, რომელიც ანათებდა. ეს ნათება იყო სწორედ, მოსე რომ ასე მიიტაცა, ეს ხილული სამოთხე... ორი დღე ეძინა გადაბმულად ქალბატონს, ორი ღამე არ მოშორებია გვერდიდან მამაკაცი, ისე ზრუნავდა მასზე როგორც ალბათ ფაიფურის თოჯინაზე იზრუნებდა მეთოჯინე. ჯერ კიდევ დილით ადრიანად მიაკრა შუბლზე ბაგეები და სიმხურვალე რომ ვეღარ იგრძნო ფრთხილად წამოდგა. გარეთ გასულმა პიტნის ჩაი დააყენა, მოწესრიგდა და ცოტა ხნით ლოგინში შეწვა, ბებოს კი დაუბარა დღეს გაიღვიძებს უკვე კარგადაა ნუღა ინერვიულებო. უყურებდა ნინო შვილიშვილს, როგორ მოიყვანა ცხენზე შემომჯდარმა გულწასული გოგო, როგორი აღშფოთებული ჩამოხტა და შევარდა სახლში. უყურებდა როგორ უწმენდდა სველი ტილოთი ტალახიან კანს, როგორ გადააფარა თხელი ნაჭერი დახეულ კაბაზე. ხედავდა როგორ უვლიდა დღე და ღამ ისე როგორც თავად თავის ნაირფერ ყვავილებს უვლის ხოლმე სამოთხის ბაღში, უყურებდა და ბედნიერებით ებადრებოდა ყოველწამს სახე, თვალებს ჩუმად დაბლა ხრიდა და თავისთვის ბუტბუტებდა...
მართლაც გაახილა თვალები ნიამ იმ დღეს. ფართოდ გამოანათა თავისი ყავისფერებიდან. გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, ირგვლივ მიმოიხედა და როდესაც მიხვდა თვითონაც უვნებელი იყო და საფრთხესაც ჩაევლო ამოისუნთქა. სახეზე ისვამდა ხელებს და ცდილობდა გაეხსენებინა რა მოხდა, ან საერთოდ მოხდა თუ არა რამე. გადასაფარებელი მოიშორა და წამოდგა, ახლაღა დააკვირდა ტანსაცმელს და დარწმუნდა რომ კოშმარი არ ყოფილა, რომ თურმე ყველა ნანახი კადრი ფილმში ფანტასტიკა არაა და არავინაა დაზღვეული ასეთი რამეებისგან. ტანში უსიამოვნოდ გასცრა იმის წარმოდგენისას თუ როგორ ეგდო ბეწვის ხიდზე უზარმაზარ სიმაღლეზე და თავისი წყეული შიშის გამო განძრევაც არ შეეძლო. ვერ იტანდა სისუსტეს, ბავშვობიდან ებრძოდა თავის შიშებს და მოიშორა კიდეც ყველა ორის გარდა: სიმაღლე და საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ეს ორი იყო რაც მუდამ ანადგურებდა. თვალები დახუჭა, გონებაში იმ კადრების აღდგენას ცდილობდა, როდესაც გადაარჩინეს, აინტერესებდა როგორ მოხვდა აქ, ვინ წამოიყვანა, მაგრამ არაფერი იყო, საერთოდ არაფერი. ოთახი ნელი ნაბიჯებით დატვა და მისაღებისკენ გადაინაცვლა. იქ წამლებით ხელში ბებო დახვდა, რომელიც აშკარად სადრაც გასვლას აპირებდა.
-ვაიმე გაიღვიძე შვილო? უფალს მადლობა. ხომ არაფერი გტკივა? დაკაწრული გაქვს ტანი. სერიოზული კი არაფერია, მაგრამ...
-კარგად ვარ ნინო ბებო. ცოტა სუსტად ვარ, თავი მტკივა სხვა არაფერი.
-ახლა შენთან მოვდიოდი ეს წამლები უნდა მიიღო, მოდი ჩამოჯექი ახლავე მოგიმზადებ რაიმე ჯანსაღს.
-არ შეწუხდეთ გთხოვთ, კარგად ვარ უბრალოდ სულ ცოტა ხანს დავჯდები და ვეცდები მომხდარი გავაანალიზო.
-დაუსვენე, დაისვენე მე კი რაღაცას მაინც გავაკეთებ.
-ნინო ბებო ხომ არ იცით ვინ გადამარჩინა ან აქ როგორ მოვედი?
-მოსე გეძებდა საყვრელო, ისეთი აფორიაქებული ჩამოხტა შენია და ცხენიდან და ისე შემოვარდა სახლში გული გადამიქანდა ვიფიქრე სერიოზულად იყო საქმე.
-ანუ მან მიხსნა იმ არსებებისგან?
-რისგან ბებია?
-მგლებისგან
-რას ამბობ შვილო, რა მგლებისგან?
-მოიცადეთ ვერ გავიგე... აბა რა მოხდა?
-შენ გზასთან ახლოს იწექი უგონოდ, გამოშვერილ ადგილას, მუხლები და ხელის გულები გადატყავებული გქონდა, თავზეც პატარა ნაკაწრიდან სისხლი მოგდიოდა, მოსემ რომ დაგინახა ცხენზე შემოგსვა და წამოგიყვანა.
-ანუ მგლები არ ყოფილან? აბა მომეჩვენა?
-თავი დაარტყი შვილო და აშკარად ინერვიულე კიდეც შეიძლება მოგეჩვენა
-ყველაფერი ისეთი რეალური იყო... ძალიან შემეშინდა, მეგონა მოვკვდებოდი...
-აბა რას ამბობ ჩემი ბიჭი სიკვდილის ნებას მოგცემდა? როგორ ფიქრობ? - მხიარულად გაუღიმა ქალმა და ფეხზე ხელი დაუსვა. ნიამ ინსტიქტურად წამოიკნავლა - ძალიან გტკივა ბებო?
-არა, არა კარგად ვარ
-ახლავე მოგიტან მალამოს და წაისვი ნატკენ ადგილებზე
-არ მინდა მართლა. ყველაფერი კარგადაა, თავს მშვენივრად ვგრძნობ
-ნინო მოიტანე მალამო, წასმის დროა! - იმ წუთას შემოსულმა წარბშეკრულმა მამაკაცმა ბრძანება გასცა და გოგოსკენ დაიძრა. მკლავში ჩაავლო სიფრიფანა გოგოს ხელი და დივანზე მიაწვინა. ქალმაც მოიტანა ამასობაში მედიკამენტი და გაუწოდა შვილიშვილს. ნია გაოცებული სახით უყურებდა მოსეს და ჯერ ვერ ხვდებოდა ლაპარაკი რითი დაეწყო, ათასი სათქმელი უტრიალებდა ტვინში. სანამ ის ამაზე ფიქრობდა კაცს უკვე გაეთავისუფლებინა მისი მუხლი კაბის ნაჭრისგან და რაღაც ბლანტს უსვამდა.
-არ მინდა მეთქი წასმა - მკაცრად გაუსწორა მზერა
-ბებო ცხელი აბაზანა გაუმზადე - არც შეუხედავს ნიასთვის ისე უთხრა ქალს და ისიც სწრაფად დაფაცურდა
-შენ რა, გიჟი ხარ? რატომ არ მისმენ? მიპასუხე მაინც რამე, ან შემომხედე
-ასე ჯობია? - თვალებში ჩააშტერდა და მერე ისევ ჭრილობებს მიუბრუნდა. გოგოს უკვე შუბლზე აუვიდა თვალები და ჩუმად ჩაიქირქილა
-თავხედი...
-ჯობია ყველამ საკუთარ თავზე იფიქროს, ერთი უყურადღებო და დაუფიქრებელი ადამიანი ხარ და შენ ნამდვილად არ შეგიძლია რაიმე იარლიყი მომაკერო! - პასუხის გაცემას აპირებდა ნია მუცელზე რომ აუწია კაბა და იქ არსებულ ნაკაწრზე გადაუსვა მალამო მოსემ, ისე დაიჭყანა და დაიწკმუტუნა დაჭრილი ძაღლივით მამაკაცს მისი ამღვრეული თვალების შემხედვარე გული შეეკუმშა. - არ მინდოდა ტკენა
-ბოდიში შეწუხებისთვის, არ მინდოდა თქვენი მოსავლელი გავმხდარიყავი და კიდევ, მადლობა გადარჩენისთვის. დანარჩენს ჩემით დავიზელ - მიხვდა მამაკაცისთვის საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას ის რომ მთლიანად შიშველი საცვლების ამარა რჩებოდა გოგო და თავად მოვიდა გონს. სწრაფად ჩამოიწია კაბა და აწითლებული წამოდგა. მიდიოდა სახინებლისკენ, თავში მხოლოდ ის უტრიალებდა აზრად, რომ შეიძლებოდა აქამდეც ის უვლიდა მის ნაკაწრებს, მის შიშველ კანზე დაატარებდა ნატიფ თითებს და ისედაც აფორიაქებულს მოსეს მზერა მიჰყვებოდა თან, მანამ სანამ გაღებულ კარში არ გაუჩინარდა...

***
-ჯანდაბა ნია ყველა უბედურება შენ უნდა დაგემართოს, ყველაფერი შენ უნდა შეგემთხვას, რა გინდოდა ფეხით რო მოდიოდი, ჰა? სულელო, შე ტვინგამორეცხილო, არაფერზე ფიქრობ საერთოდ! - დაწითლებულ ადგილებზე ისვამდა კრემს და თან საკუთარ თავს ლანძღავდა. - წავალ დღეს ლამარიას ვნახავ, სხვა ადგილებსაც შემოვივლი დაღამებამდე დიდი დროა და მეტ ხანს ვერ გავჩერდები აქ, არ შეიძლება. როგორ მინდოდა არადააა... არაუშავს ელენიკოსთან და მარიამთან ერთად ჩამოვალ მერე და ავინაზღაურებ დანაკლისს. - ნაკაწრების დამუშავება რომ დაასრულა, დღიური ამოიღო ჩანახატების წერის ხასიათზე იყო. საწოლზე შემომჯდარი ფანჯრიდან გადაჰყურებდა ულამაზეს ხედს და ფრაზებიც თავისით მოდიოდნენ. დასრულების შემდეგ საჭირო ნივთები აიღო და აბაზანაში გაუჩინარდა. იქიდან გამოსულს გრძელი შავი კაბა მოერგო, თმა უკვე გაეშრო და როგორც ყოველთვის ახლაც გაშლილი ჰქონდა. მოდიოდა და ირგვლივ აფრქვევდა ორქიდეის სურნელს. საიდანაც ხმა მოესმა იქით გაემართა და ნინო ბებოს დაუდგა გვერდით.
-მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ასეთი მასპინძლობისთვის, თქვენნაირი ქალბატონი ალბათ ძალიან ცოტა არსებობს ამ ქვეყნად, უფალმა კიდევ მრავალწელს გაცოცხლოთ. მართალია დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ სჯობს ახლა წავიდე, თანაც შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ წამოსვლას და კიდევ გინახულებთ, მოგიკითხავთ. დღესაც დავრჩები ლამარიას ნახვა მინდა, ხვალ დილით კი წავალ...
-რას ამბობ შვილო, რატომ მიდიხარ?
-უკვე დროა წავიდე ბებო, ჩემი დაქალი დავტოვე, მასთან ვიყავი სოფელში და უცებ გადავწყვიტე აქ წამოსვლა, ასე დაუგეგმავად არ უნდა ჩამოვსულიყავი, თუმცა ძალიან ვედნიერი ვარ რომ თქვენ გაგიცანით. დროა დავუბრუნდე ჩემს შავტუხას და ხუთი წლის უნახავი სამშობლო მოვისიყვარულო, აქაურობას კი მალევე დავუბრუნდები და იქნებ მაშინ მაინც ვპოვო სიმშვიდე...
-გასაგებია ბებია, რომ შენს მეგობართან გინდა წასვლა, მესმის ძალიან გიყვარს და ვერაფერს ვამბობ შენს დასაკავებლად, მაგრამ გთხოვ ორი დღე კიდევ დარჩი რა იქნება
-თქვენც ისე განერვიულეთ... დაუფიქრებლად მოვიქეცი და მრცხვენია... ბავშვობიდან ასეთი ხიფათიანი ვარ.
-აბა რას ამბობ შვილო, შენ თუ მაგ ამბის გამო თავს უხერხულად გრძნობ და ამიტომ მიდიხარ სულ რომ ჩაკეტვა მომიწიოს აქ შენი მაინც არ გაგიშვებ - აშკარად აღშფოთებული ჩანდა ქალი
-არა, ნინო ბებო, არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ არასწორი დრო შევარჩიე აქ ჩამოსასვლელად. კარგით დავრჩები კიდევ ორი დღე რა გაეწყობა - თბილად გაუღიმა მოხუცს და უხერხულად შეიშმუშნა. - ახლა კი მე წავალ, ამ ადგილს ისე ვერ დავტოვებ ლამარია, რომ არ ვნახო
-რა თქმა უნდა, შვილო, მაგრამ იცოდე შეწინააღმდეგება არ გაბედო მოსე წამოგყვება, წინაზე მარტო იყავი და ხომ ნახე რა შედეგი მოჰყვა, ახლა მაინც დამიჯერე
-გპირდებით, სპეციალური მანქანით გამოცდილ მძღოლთან ერთად ჩავალ იქამდე და იქიდანაც ამავე გზით დავბრუნდები, ოღონდ ნუ მთხოვთ, რომ თქვენს შვილიშვილთან ერთად წავიდე იქ გთხოვთ. მე არ შემიძლია, ისედაც ძალიან შევაწუხე, ალბათ გულიც გავუხეთქე და აღარ მინდა კიდევ ტვირთად დავაწვე
-როგორც ჩანს დრო მოვიდა სვანობა გამოვამჟღავნო... ბებია, ახლა მოსე ადგება, გაემზადება, თავის ტორს ჩაგკიდებს და წახვალთ იმ წმინდა ადგილას უსაფრთხოდ, გამიგე თუ ვერა? განხილვას არ ექვემდებარება იცოდე! თუ გინდა შიშით არ მოვკვდე ამხელა ქალი, მაშინ მომისმინე ამ ერთხელ - ასე იყო თუ ისე ბოლოს ერთმანეთის გვერდი-გვერდ მდგომი ქალ-ვაჟი მიიწევდა უფლის სახლისკენ, ერთი ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი, თვალს ჩუმად აპარებდა მეორისკენ, მეორე კი სულაფორიაქებული დაბნეული მიაბიჯებდა და უშველებელი თმის გამო ძლივს-ძლივობით ხედავდა მამაკაცის შეკრულ წარბებს ქვემოთ აღელვებულ უფსკრულისფერ სფეროებს...
ფრთხილად, მოზომილი ნაბიჯებით მიუყვებოდა უხილავ ბილიკს ლამარიისკენ მიმავალს, რომელსაც მოსე ქმნიდა. მიდიოდა და ერთიანად აწვებოდა ყველა ემოცია, თითქოს ზურგზე იკიდებდა თითოეულ ცოდვას, თითოეულ დანაშაულს, წყენას, სიხარულს, სიყვარულს, გადმოულახავ ცრემლებს... ისე მიდიოდა გეგონებოდათ ამ ტვირთის ტაძარში მოხსნას და იქ დატოვებას გეგმავდა. დროგამოშვებით შეათვარიელებდა ხოლმე მოსე და მის ნაკვთებს სწავლობდა. სისხლი უჩქროლდებოდა მისი წვრილი წელის დანახვისას, მისი ფერმკრთალი კანი აგიჟებდა, ის გრძელი კაბები ასე, რომ უმშვენებდა ტანს, თვალებზე კი... თვალებზე უბრალოდ აბოდებდა. დანიშნულების ადგილთან მიახლოებისას სიფრიფანა ხელებით მოიხვია გოგომ შავი თავსაბური. მგლოვიარედ გამოწყობილ ადამიანს ჰგავდა მთლიანად შავ სამოსში მოსილი ნია. სუნთქვააჩქარებული დაბნეული მიიწევდა ოცნების ადგილისკენ და ნელ-ნელა ეკროდა თაფლისფერ სფეროებზე ბლანტი სითხე. აღტაცებული აქეთ-იქით ატრიალებდა თავს და ყველა კუთხეს შეჰყურებდა, ეგონა პატარა სამოთხეში დგამდა ფეხს და ირგვლივ ყველაფერი ჯადოსნური იყო... თვალები ებინდებოდა, ძალა ეცლებოდა, ფეხებს მიათრევდა, თითქოს რაღაც უკან ქაჩავდა, მაგრამ არც ერთი წამით შეუწყვეტავს წინ სვლა. მივიდა... ხელი ასწია და ტაძრის კედელს მიეყრდნო. მთელი ტანით მიებჯინა, მიესვენა და მართლაც იგრძნო დიდი შვება, სიხარული, მთელი სხეული შეუფრთხიალდა და გაბრწყინებული შევიდა წმინდა ადგილას. იმ დროს იქ მის გარდა აღარავინ არსებობდა, ერთი საათი მაინც იარა კედლებს შორის, ერთი საათი მაინც აკვირდებოდა ყველაფერს გულდასმით, ხან იღიმოდა, ხანაც ცრემლები უნამავდნენ ნატიფ სახეს. ბოლოს მიხვდა დრო იყო, მიხვდა ყველაფერი დასრულდა, მიხვდა რომ გათავისუფლდა, ყველაფერი აგრძნობინა, მიახვედრა, უფალს მიანდო საკუთარი თავი და წამოვიდა... მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა, რომ ამ დროის მანძილზე გვერდით ჰყავდა მოსე, არ წასულა, არ მოჰბეზრებია, უყურებდა, უცქერდა და უცდიდა. ჩუმად გახედა მისკენ მომზირალ ბიჭს, იცოდა არ იყო მისთვის სულერთი, იცოდა რაღაც აკავშირებდათ, რაღაც სულიერი, შიგნიდან, თითქოს მართლაც იყო მათ სულებს შორის უხილავი ძაფი გაბმული. არ იცოდა რატომ ჰქონდა ასეთი შეგრძნება, რატომ გრძნობდა ასე მძაფრად, მაგრამ ფაქტია თავისთვის ყველაზე წმინდა ადგილას მასთან ერთად შედგა ფეხი, მასთან ერთად მოვიდა, მხოლოდ ის იყო იქ და სხვა არავინ. მიხვდა... ხვდებოდა სვანეთიდან ასე უბრალოდ ვერ წავიდოდა.



————
პირველ რიგში მადლობა თუ წაიკითხე :))
რაც შეეხება სვანეთს, იქ არასოდეს ვყოფილვარ და ვიცი, რომ საერთოდ არ არის ისეთი სიტუაცია, როგორც ამას ისტორიაში ავღწერ.
ისევ ბოდიში უნდა მოგიხადოთ ტექსტის გაუმართაობისთვის, ვერ ვახერხებ ნორმალურად გადახედვას და ვიცი რომ შეცდომები საკმაოდ იქნება.
ისტორია აქამდე იყო დაწერილი 2020 წლის იანვარში, ახლა გაგრძელება იწერება და ვნახოთ რა გამოვა :)



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

შემდეგი თავი როდის დაიდება? ველოდები სულმოუთქმელად????????

 


№2  offline წევრი კატრინა

სტუმარი მარიამი
შემდეგი თავი როდის დაიდება? ველოდები სულმოუთქმელად????????


წერის პროცესშია და ვეცდები რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნო :))
მიხარია თუ გსიამოვნებთ მისი კითხვა

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

კატრინა
სტუმარი მარიამი
შემდეგი თავი როდის დაიდება? ველოდები სულმოუთქმელად????????


წერის პროცესშია და ვეცდები რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნო :))
მიხარია თუ გსიამოვნებთ მისი კითხვა

კარგი, გელოდებით მოუთმენლად...

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საინტერესოა უცხო სასიამოვნო ნაწარმოებია ძალიან მომეწონა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№5  offline წევრი კატრინა

სტუმარი ნესტანი
ძალიან საინტერესოა უცხო სასიამოვნო ნაწარმოებია ძალიან მომეწონა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????


ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის :))
ახალი თავი მალე იქნება :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent