გარდაქმნა. თავი 1
- სახლში ვარ, მამა! ამ სიტყვებს ყოველ დღე ათასჯერ მაინც ვიმეორებ, ჩემი გზააბნეული მამა იმაზე მეტად რომ არ დაფრთხეს, ვიდრე ახლაა. სახლში ვარ, მამა! სახლში ვარ, მაგრამ ამ სახლს საერთოდ აღარაფერი ეტყობა სახლობის. ზაფხულშიც კი სცივა და ზამთარში, შენც იცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ ჩემზე მეტად გცივა. - ხელოსანს შვიდჯერ მაინც დავურეკე, გადამრევს რა თორნიკე, როგორ არ შეუძლია მოიყვანოს, ან თვითონ სად არის?! - მისაღებ ოთახში ხმაურით შევედი, თითქოს მამაჩემი ისევ სიხარულით გაშლიდა მკლავებს და მეც უკანმოუხედავად ჩავეკვრებოდი გულში. ყოველ დღე ვიაზრებ, რომ მეხსიერება მწარედ მღალატობს. მამა მშვიდ მზერას მაპყრობს, მხრებს იჩეჩს. - ღამით არ მოსულა - გვიანობამდე უცდიდი ისევ? კარგი რა, ხომ იცი, შენთვის დასვენება ყველაზე კარგია ახლა. საუზმეს მოვამზადებ და შემდეგ წამლებს დალევ, წუწუნის გარეშე! ცხვირი ავიბზუე. ადრე მამას ამ ქცევაზე ეცინებოდა, დროთაგანმავლობაში კი ჩამოტყდა, ნაწილებად დაიშალა. ყველაფერი ჩემს წინ გატყდა, ჩვენი ოჯახი ნაკუწებად იქცა და ერთ მთლიანს ვეღარ ვაგებდით, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე. სამივე ვიტოვებდით იმედს, რომ ერთ დღესაც ისევ ოჯახი ვიქნებოდით, მაგრამ რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, მით უფრო ვშორდებოდით ამ სიტყვას. ზუსტად ვიცი, მამაჩემის და თორნიკეს გულებში იმედის ნაპერწკალი რომ აღარ კიაფობს, მაგრამ მე ისევ შემოვიტავე და ყოველ დილას ამ იმედით ვიწყებ ცხოვრებას. საუზმის მზადებას რომ შევუდექი, მაშინ აწკრიალდა ტელეფონი. თორნიკეს მოყრილი მესიჯები არ წყდებოდნენ და მამამაც გამომძახა სახლის ბოლოდან. -ნინა, თორნიკე გწერს შვილო. -მოვრბივარ! - რაო, რა უნდა, ახლა ვისთან ერთად ვარ და რამდენი მინდაო? - ძნელი იყო თორნიკესგან მსგავსი რამის არიდება, მაგრამ დღეს თითქოს რაღაც შეიცვალა და ჩემი იმედიც გაღვივდა, მამაჩემის განადრულ სახეს რომ წავაწყდი. - მუშაობას ვიწყებო, ამას მწერს და ახლა სახლში მოვრბივარ , ყველაფერს მოგიყვებითო. სიხარულით ვუთხარი დიად ირაკლის და წაიერად ის ენერგია ვიგრძენი, რაც ამდენი ხნის მანძილზე გვაკლდა, თუმცა უეცრად და უკითხავად დაბრუნდა სევდა. ირაკლიმ დედას ფოტო აიღო და ღიმილით მოეფერა. როგორ მიყვარს ეს ჟესტი, წლებია ამას აკეთებს და ამ დროის მანძილზეც ისევ არ განელებია მელანოს სიყვარული. ყველაფერს მის თვალებში ვხედავდი, ყოველ ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვაში, მოძრაობასა და სიტყვაში და ნამდვილად არაფერი მიგრძვნია ამაზე კარგი. - რა ლამაზია , არა? - მკითხა ღიმილით და თვალცრემლიანმა აკოცა ფოტოს. - ძალიან გავხარ ნინა დედაშენს, შენს ასაკში ზუსტად ასეთი იყო, ასეთი შემიყვარდა და ვერ წარმოვიდგენდი კიდევ ერთ მისნაირს თუ მაჩუქებდა ოდესმე. -დარდისგან გაჭაღარავებულ თმაზე ვაკოცე ირაკლის და უხმოდ დავტოვე. არ შემეძლო დედაზე საუბარი, ფიქრები სულ მკლავდა. მელანოს ტანსაცმელს დღესაც მისი სურნელი აქვს, არაფერი გადამიყრია, ალბათ ეგ არც ერთს გვინდოდა. უცხო იყო ცხოვრება, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე სიმძიმეს ვგრძნობდი ჯერ რომ სახელი არ ერქვა და რეალურად ახლაც არ ქვია. ვერ ვხვდებოდი საიდან მქონდა ამდენი დარდი პატარა ასაკში, რა მიწამლავდა სულს და სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში. რატომ არ არის დედა აქ? და რატომ არ იყო დედა იქ , სადაც მე ვიყავი და კიდევ ჩემი ძმა თორნიკე, რომელსაც იმავე დოზით და ალბათ უფრო მეტადაც სჭირდებოდა დედა, ვიდრე მე?! და ნელ-ნელა, ზრდასთან ერთად ყველაფერი ცხადი გახდა. თითქოს ფაზლი წლების შემდეგ ავაწყე და ცრემლმორეული ზედ დავყურებ ახლა. ლამაზი და კეთილი ქალი იყო მელანო დადიანი. უყვარდა ძველი ნივთების შენახვა და ყოველ ჯერზე, როდესაც გაუსაძლისი მონატრება მომაწვებოდა,მის ნივთებში ვიქექებოდი. აქ რომ იყოს ახლა, ჯერ კარგად დამტუქსავდა და შემდეგ სიცილით დავათვალიერებდით ერთად ყველაფერს, მაგრამ აქ არ არის და მოსაბეზრებელი ლექციაც აღარ მელის წინ. ერთი ყუთი ავიღე და მშობლების საწოლში დავიკავე ადგილი, დიდი ხანია აქ მამა არ დაწოლილა. საბანი გადავიფარე და ათასჯერ გადაკითხული წერილების კითხვა თავიდან დავიწყე. ერთი პერიოდი ირაკლი თავბედს იწყევლიდა მელანოს მსგავსი ქალის შეყვარებისთვის, თურმე ვერაფრით დაუთანხმებია დედაჩემი შეხვედრაზე და სხვა გზას რომ არ უტოვებდა დასდევდა მამაჩემიც ყველგან. თავიდან ლამაზ ყვავილებს ჩუქნიდა, მაგრამ ყველა ნაგვის ურნაში ხვდებოდა ბოლოს და რომ გაიაზრა, ასე შორს ვერ წავიდოდა, მოკიდა მელანოს ხელი და ერთი პატარა სურვილიც აუსრულა. დედაჩემი მიყვებოდა იმ პატარა ბიბლიოთეკაზე მამამ თავისი ხელით რომ აუშენა და ყოველთვის ბედნიერებისგან ბრწყინავდა, ახლა კი იქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მამას ყელში რომ ამოუვიდა და შეეშვა საერთოდ მელანოს, დედაჩემმა შემდეგ გაიაზრა როგორ უყვარდა მამაჩემი და წერილიც მისწერა. ,,ახლა ასეა გარინდებული ყველა სიტყვა და ყველა ოცნება. არც სიყვარული ხარ, არც მონატრება, არც სიბრალული, არც მრისხანება. არც ჩემი საკვები სითბო ხარ და, არც ჩემი წილი მკლავები. ვერ დავტყუე წითელ ბაგეებს რბილი კოცნები, ვერც შენს ძლიერ მკლავებში ჩავკარგე თავი და ფეხები ამიცახცახდა, როცა გავრბოდი. სად გადაიკვეთა ეს ჩვენი გზები, ჩვენი ძაფები? რა საწყლად გადახლართულან. რა საწყლდ მოთქვამენ. რა საწყლად იხოკენ სახეს. დღეს უფრო ამაყი ვარ, ვიდრე აქამდე. დღეს უფრო მიყვარს ეს სილუეტი, შენზე ნაკლებად და ცოტა მეტად. უსულდგმულოდ ვისრუტავ ყველა სინაზეს, რაც ირგვლივაა და არც არაფერი მენანება მიწისქვეშეთში გადასაგდებლად. არც შენ მენანები. არც შენი ხმა, თვალები, თითები, ღაწვები. უსულდგმულოდ ვისრუტავ ყველა სიყვარულს, რაც კი არსებობს და გულებს ვტეხ. ფეხებს ვაბაკუნებ, ხელებს ვშლი, ვყვირი, ვიცინი - მათ არ ესმით. ჩემს გარდა არავის ესმის რომ დაგემსგავსე. ძლიერ მკლავიან ურჩხულს ამოვეფარე, მხურვალე კოცნებით დამიტოვა კვალი სხეულზე, მარტო დარჩენილი კი - გადამყლაპა. მიყვარხარ ირა, შენი მელანო. '' -მოვედიიიი თორნიკეს ყვირილმა ის სიმყუდროვეც დამირღვია, რაც ორი წუთის მანძილზე შევაკოწიწე. სწრაფად წამოვხტი და გავიქეცი,მოვეხვიე მონატრებულ ძმას, მანაც ჩქმეტით დამიწითლა ლოყები -გეყოფა, ნუ გავიწყდება შენზე დიდი რომ ვარ, იცოდე მაგ ქოჩორს აგირევ -სულ ეგრე მემუქრები, მაგრამ ბოლოს ძალა გამოცლილი დევხარ იატაკზე - მოვკვდი ნერვიულობით კაცი, მამა, კი არ მეტყობა, მაგრამ დროზე თუ არ იტყვი გულისშეტევა გარანტირებული მაქვს იცოდე. - კაი რა ირაკლი, დავსხდეთ და მოვყვები. ნინიკო, ტკბილეული დევს პარკებში და ბარემ წამოიღე რა გთხოვ, ჩემო ციცინაა - მომაქვს ხო! - გამეცინა, ასეთი აჟიტირებული ტორნიკე და ანერვიულებული ირაკლი, აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვნახე. - თქვი ახლა, დავიტანჯე კაცო - მოვყვები, ოღონდ დამპირდით, რომ ჩემი მიზნისა და აზრის შეცვლას არ ეცდებით -უეცრად დასერიოზულდა და დადინჯდა ბიჭი, რომელიც ყოველი სიძნელის ჟამს სიცანცარით გამოირჩეოდა - თქვი! - სახე შეეცვალა მამაჩემსაც - გავიგე მისი ვინაობა და შურისძიებას ვაპირებ. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იყო, მაგრამ ვიცოდი ეს ყველაფერი ჩვენს ამოყირავებულ ცხოვრებას უფრო გაართულებდა, მაგრამ ფაქტია, წლები ველოდით. მამა გაიყინა, სიბრაზემაც გაიელვა მის თვალებში, სიამაყემაც და სიყვარულმაც. ცოტახანი დუმდა, თორნიკეს თვალს არ აშორებდა და არც ჩემი ძმა აპირებდა მისთვის მზერის არიდებას - რა ქვია?! - მამს დამძიმებული სუნთქვა და ხმის ტემბრი ექოსავით მოედო ოთახს. - ბაჩანა მამრიკაშვილი. იმ ამბიდან რამდენიმე წელი საერთთოდ გაქრა, ვერაფერი ვიპოვე, არსად ფიგურირებდა. ახლა კიდე დაბრუნებულა ცოლ-შვილით.ვაჟი ჰყავს, რომელის კომპანიას უძღვება წინ, ბაჩანას გამოუცხადებია მე აღარ შემიძლიაო და ყველაფერი გადააბარა მის ნაშიერს. - რას აპირებ? - მოკლე კითხვებს სვამდა მამაჩემი, თორნიკე კი მათ ოჯახზე ზიზღით საუბარს არ წყვეტდა. - გასაუბრება იყო ამასწინათ, არქიტექტორს ეძებდნენ, რა თქმა უნდა მივედი. ბაჩანაც იქ იყო, მაგრამ უფრო მეტად მისი შვილი მესაუბრებოდა, ხოდა ასე და ამგვარად , თავი მოვაწონე და მთავარ არქიტექტორად დამნიშნეს. ჯერ დიადი გეგმა არ მაქვს , მაგრამ ერთი დღეც საკმარისი იყო იმისთვის რომ გამეგო , როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თანამშრომლებს ბაჩანას მიმართ. მოკლედ ხალხს ატყავებს, მონებივუთ ამუშავებს. შენც იცი, მკვლელობაზე მე არ წავალ, მაგრამ მაგათ ბიზნესს ძირს გამოვუთხრი და გავაკოტრებ. - ამაყად დაასრულა თავისი სათქმელი თორნიკემ და სიგარეტს მოუკიდა - შურისძიება დიდი ხნის წინ დავივიწყეთ ჩვენ თორნიკე, აღარ გახსოვს? ბიძაშენიც შეეწირა მაგ ამბავს და ახლა სად ჯანდაბაშია წარმოდგენა არ გვაქვს, ნულზე ვართ, არაფერი გვაქვს, ოჯახიც აღარაა მყარი. აზრზე მოდი და შეეშვი მაგათ ბიზნესს, ფეხი რომ გადაგიბრუნდეს გაგაქრობენ, მე კიდე ვერავის მოვკლავ ამ გამოუსადეგარი ეტლით ეგ შენც იცი! კიდევ ერთს ვერ დავკარგავ, მამა! - ჭექაქუხილივით ჟღერდა ირაკლის სიტყვები და მიუხედავად იმისა, რომ სამივეს გვქონდა ვარაუდი დაწყებული საქმის შედეგებისა, მეც ამიკიაფდა თვალებში შურისძიების სურვილი. - მამა, გვარი რომ ვუთხარი , ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. არც გახსენებია, წარბიც არ შეურხევია და გგონია ამდენ წლიან ტანჯვას ვიღაც ბაჩანა მამრიკაშვილს შევარჩენ? - სამართლიანობა არ გვღირსებია ირა , მა... - ჩავერიე და იმ სიტყვებმა გააპეს ჩემი ბაგეები, რომლებთაც ირაკლი არ ელოდა - შენს დასაც გდაუტრიალე ტვინი ასე უცებ? - სიმწრის სიცილით გაიცინა მამაჩვენმა და თავზე ხელი ნერვოულად გადაისვა. - მეც მწყურია ჩვენი წილი სამართალი, მაგრამ არა ამ გზით. უკვე დიდები ხართ, შეგიძლიათ საკუთარ ქცევაზე აგოთ პასუხი, მაგრამ იცოდეთ , ვერც ერთი თქვენგანის დაკარგვას ავიტან. ყველაფერი რომ ცუდად წარიმართოს, თორნიკე, მამა შემომხედე, ნინას წრთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს ამ შენი გეგმის გამო, გეფიცები, გპირდები ჩემი ხელით მოგკლავ. - ოთახი დატოვა,მხოლოდ ქარის ხმა და კარის ჭრიალი არღვევდა სიჩუმეს. თორნიკე მშვიდად სუნთქავდა, თავი დაეხარა და სიგარეტი თითებს შორის მოექცია. მეც მშვიდად ვარ, არაფერი მაშინებს. მგონია ის გეგმები, რაც წლების განმავლობაში შევიმუშავეთ ნელ-ნელა რეალობას ამოეფარება და სიამაყე იფეთქებს ჩემი სხეულიდან. ძმას გავუღიმე, მის მარჯვენა ხელს ჩემი მარცხენა შევაგებე, არაფერი მითქვამს, აღარც მას უთქვამს. ორივემ ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა თავგანწირვას. ------ ვიცი, ძალიან პატარა თავია, თუმცა აუცილებლად გავზრდი, თუ რა თქმა უნდა, ვინმე წაიკითხავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.