-კი. და გაგიღიმებ {სრულად}
“-ნეტავ ასე არ შეცვლილიყავი... -და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა? -იქნებ ყოფილიყო კიდეც... -განა შენ არ შეიცვალე? -შევიცვალე. მართალი ხარ, შევიცვალე. -ახლა რა იქნება? -არ ვიცი, ალბათ მარტოობა. -და შენ რომ გეშინია? -რის? -მარტოობის. -მე შენი სიყვარულისაც მეშინოდა, მაგრამ მაინც შემიყვარდი... -და ნანობ? -არ ვიცი... ვნანობ? -გთხოვ, არ ინანო... -მინდა რომ არ ვნანობდე. -მაგრამ ინანებ? -ალბათ ვინანებ.” ვტყუოდი. მე მას არასოდეს ვინანებდი. მისი სიყვარული ჩემთვის მაცოცხლებელი ძალა იყო. “-სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე მთავრდება. -მაგრამ არ მინდა რომ დამთავრდეს... -ხომ იცი რომ საჭიროა დასრულება... -მე მხოლოდ ის ვიცი რომ შემიყვარდი. -მეც მიყვარდი... მიყვარხარ და ალბათ მერეც მეყვარები, მაგრამ არ ყოფილა საკმარისი მყვარებოდი... -ანუ ასე? -ხო, დამთავრდა.” რამდენიმე წამით თვალებში მიმზერდა. ისე უკრთოდნენ სფეროები მეშინოდა არ დავნებებოდი... “-და მერე რა იქნება? სადმე თუ შევხვდით რა იქნება? -მოგესალმები. -მომესალმები? -კი. და გაგიღიმებ. -და რა გგონია, მე შენ გაგიშვებ? -უნდა გამიშვა. -უნდა... და როდის ვაკეთებდი მე იმას რაც უნდა?” სიტყვის თქმა არ მაცადა ისე დამავლო ხელი და ტანზე ამიკრა. სახეზე ის ანცი ღიმილი დასთამაშებდა ასე რომ უყვართ დანახვა ჩემს თაფლისფერებს. ვუყურებდით ერთმანეთს და მელოდიად ჩემი აჩქარებული გულისცემა ისმოდა. “-თუ მართლა გიყვარვარ ერთი “უნდა” მაინც შეასრულე.” ვჩურჩულებ მის სახესთან მე და მგონია გამიშვებს. ის მშორდება, ჩემი სხეული შეკუმშვას იწყებს. “გთხოვ, არ იტირო...”- ვბურდღუნებ გონებაში. “-კარგი, მაშინ გეუბნები რომ მე და შენ სვანეთში უნდა წავიდეთ.” უეცრად მიცხადებს, ხელს სუსტ მაჯაზე მავლებს და მანქანაში მსვამს. “-ამას რატომ აკეთებ? -იმიტომ რომ მიყვარხარ. და ჩვენ ორივემ ვიცით, რომ თუ ახლა გაგიშვებ წლების შემდეგ შეხვედრისას შენ მე არ მომესალმები, არც გამიღიმებ. თვალს ამარიდებ და გვერდით ჩამივლი. -და მერე რა თუ მართლა ასეა? -მეთანხმები რომ ასე იქნება? -შენც იცი, რომ ასე იქნება. -ანუ ისევ გატკენს უჩემობა, ანუ ისევ გენდომები... ანუ ისევ იგრძნობ იმას, რასაც ახლა გულით მეფიცები. მაშინ რა აზრი აქვს განშორებას? რა აზრი აქვს თუკი ცუდად იქნები? განა არ ჯობია ცუდად ყოფნაც ერთად გადავლახოთ? განა არ გსურს ჭირშიც ჩემთან მყავდე?” მე მის ჭაობისფერებში ვიძირებოდი. ისე ღელავდნენ, ისე მითრევდნენ... მომადუნეს მისმა სფეროებმა და დავმშვიდდი. მე მას ვუყურებდი, ის - მე მიყურებდა. უბრალოდ ვსაუბრობდით სიტყვების გარეშე. ასე გავიდა რამდენიმე წამი, წუთი ან საათი. -და შენც დარჩი? -დავრჩი. -ასე უბრალოდ? -კი. ასე უბრალოდ. -და რომ გატკინა? -ის ტკივილი არაფერი იყო. მე უმისობა მომკლავდა. -მინდა მეც ვუყვარდე ვინმეს ასე გაგიჟებით... -სიყვარულია თავად სიგიჟე. -ანუ შევუყვარდები? -ისე, როგორც არავის არასდროს არ ჰყვარებია. -საიდან იცი? -არ არსებობს ერთის მსგავსი სიყვარული. არ არსებობს სიყვარული, რომელიც სხვის სიყვარულზე უფრო ძლიერი ან სუსტია. უბრალოდ უნდა გახსოვდეს - ან უყვარხარ, ან - არა. დაე, უყვარდე! ———— მშვიდობიანი დღე ყველას :)) :) -მოგესალმები. -მომესალმები? -კი. და გაგიღიმებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.