სიყვარული გრძნობების გარეშე 8 თავი
ქეთი ზიზღით სავსე მზერით უყურებდა ცინიკურად მომღიმარ კაცს რომლის სახეზეც იმ წუთებში არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითხებოდა -ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრებაში გამოჩენა აღარ გაბედო-უთხრა მკაცრი ტონით და მიტრილადა -ჩვენს შორის ისევ არის გრძნობა -შენ რა გაგიჟდი? საბოლოოდ შეიშალე?-გაავებული ქეთი გეგასკენ შეტრიალდა -რა გინდა? რა გინდა ჩემგან -შენ! შენ მინდიხარ-გამომწვევი ტონით უთხრა კაცმა და ზედმეტად მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს -რას ბოდავ -ჯერ კიდევ გიყვარვარ... მე შენ გგრძნობ -საბოლოოდ შეიშალე? -უარყოფა არ გაბედო! -მკაცრი ტონით უთხრა გეგამ და მის ალეწილ სახეს ხელის ზურგი ნაზად ჩამოაყოლა -რას აკეთებ-დაბნეულმა ქალმა უკან დაიხია, საშილად არ ესიამოვნა გეგას შეხება -მე შენ მიყვარდი, ძალიან მიყვარდი, ყოველთვის მიყვარდი -გაჩუმდი-თავისდაუნებურად ცრემლები მოეძალა ქალს -ახლაც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ -შეწყვიტე, გთხოვ შეწყვიტე!-შეეხევწა ხმა ჩავარდნილი ქეთი -შენზე უარის თქმას არ ვაპირებ -გეყოფა!-უეცრად უყვირა წყობრიდან გამოსულმა ქალმა- შეწყვიტე სიყვარულზე ლაპარაკი! შენ უკანასკნელი ადამინი ხარ ამ ქვეყნად ვისაც უფლება აქვს რომ სიყვარულზე ილაპარაკოს! წარმოდგენაც არ გაქვს რა გრძნობაა სიყვარული, რას ნიშნავს ერთგულება და გვერდში დგომა -ირაკლის სწორი წარმოდგენა აქვს?-ცინიკური ტონით ჰკითხა კაცმა -იმიტომ გაიქეცი მისგან წლების წინ -ღმერთო მგონი საბოლოოდ შევიშალე-დაიჩურჩულა ქეთიმ-აქ ვარ და გელაპარაკები, შენ გელაპარაკები ადამიანობაზე- მოულოდნელად მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა იქაურობა. სკოლის ეზოდან გამოსულმა სოფიმ, თორნიკეს მომავალ მანქანას რომ ჰკიდა თვალი შეკრთა -დამშვიდდი მარტოა-მომღიმარი სახით უთხრა მარიანამ დას და მანქანიდან გადმოსულ ბიჭს გახედა -მე წავალ-თავი დახარა სოფიმ და იქაურობა სწრაფი ნაბიჯით დატოვა -ჩვენზე ისევ გაბრაზებულია?-მომღიმარი სახით მიუახლოვდა თორნიკე მარიანას -უფრო სწორად ძალიან გაბრაზებული-შეუსწორა მარიანამ ნათქვამი-მაგრამ მხოლოდ ვაჩეზე -მასეთ სისულელეს აღარ ჩავიდენო -არ მგონია ეგ არანორმალური ჩემს დას მარტივად შეეშვას -არ მითქვამს რომ შეეშვება-მეთქი- გაეცინა თორნიკეს -მისთვის თავის დანებებას არ აპირებს ხო? -არა, ეგ გამორიცხულია -ავადმყოფია! -უფრო სწორად იმპულსური -არა, ჩვეულებრივი ავადმყოფია!-გაბრაზდა მარიანა- არანორმალური, შეშლილი -უბრალოდ არასწორად გამოხატავს გრძნობებს სულ ესაა-გაეცინა ბიჭს -ანუ მის საქციელს ამართლებ?!-ეწყინა მარიანას და მზერა აარიდა -კაი ნუ მებუტები-თორნიკემ ნიკაპზე აჰკრა ხელი და ზედმეტად მიუახლოვდა დაძაბულ გოგონას- ძალიან მომენატრე-ხმა დაბალი ტონით უთხრა და მის გაფითრებულ სახეს ცივი თითები ნაზად ჩააყოლა, მარიანამ ამღვრეული მწვანე სფეროებით ახედა მომღიმარ ბიჭს და უმალ სუნთქვა შეეკრა, როცა თორნიკე ზემოდან დააცქერდა არეული სახით და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე -თორნიკე-დაიჩურჩულა დაბნეულმა გოგონამ და თავი დახარა რადგან ბიჭის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას ვერ გაუძლო -მინდა ერთ ძალიან ლამაზ და ჩემთვის განსაკუთრებულ ადგილას წაგიყვანო -მე... -სულ რამდენიმე საათით... როცა მოისურვებ უკან დავბრუნდებით -ჰო მაგრამ-დაბნეულმა გოგონა როგორც იქნა მზერა გაუსწორა მომღიმარ ბიჭს მაგრამ იმავე წამს გაექცა მის თვალებს -ნუ იძაბები რა -თორნიკემ, ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი და თავი ააწევინა -უბრალოდ, ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის- დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ და ისევ გაექცა მის დაჟინებულ მზერას -ვიცი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა... თუ შეიძლება საერთოდ ამ ყველაფერს ურთიერთობა დავარქვათ ძაან ზედაპირულია, მე კი მინდა რომ უკეთ გაგიცნო... -მე არც კი ვიცი რა გითხრა -ნუ გეშინია, ვაჩესავით შენს მოტაცებას არ ვაპირებ- გეაღიმა ბიჭს და აციმციმებული თვალებით ჩააცქერდა დაბნეულ გოგონას ჩამუქებულ სფეროებში- უბრალოდ შენთან უფრო ახლოს ყოფნა მინდა -თორნიკეეე-ისევ გაებუტა მარიანა -წავიდეთ-აჟიტირებულმა ბიჭმა იმავე წამს ახლართა თავისი ცივი თითები გოგონას თლილ თითებში და მანქანისაკენ წაიყვანა, კარი სწრაფად გაუღო და უცნაური ტონით უთხრა -ჩაჯექი- მარიანამ მისი სურვილი შეასრულა, სავარძელზე დაჯდა და კარი ნაზად დაკეტა, აღელვებული ბიჭი საჭეს მიუჯდა, მაშინვე დაქოქა მანქანა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. მარიანამ ზურგჩანთა მოიხსნა და მისი ელვა შესაკრავის წვალება დაიწყო მთრთოლარე თითებით, კარგა ხნის ფიქრის მერე ხმა დაბალი ტონით, უმისამართოდ დასვა კითხვა -შეიძლება გკითხო სად მივდივართ? -მოგეწონება-დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და სულ ერთი წამით მიიხედა მისკენ, მარიანამაც გახედა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და უაზროდ გაეცინა ორივეს. ბევრი ფიქრის მერე თორნიკემ ხელი გოგონას მუხლისკენ გააცურა, რომელზეც დადებული ჩანთის ელვა შესაკრავს ჯერ კიდევ აწვალებდა ის, მთრთოლარე თითებით, მარიანა შეკრთა როცა ხელზე თორნიკეს შეხება იგრძნო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს დენმა დაატყაო, პუსაციის აჩქარება და სუნთქვის გახშირება იგრძნო იმავე წამს რის გამოც უცნაური მზერით გახედა ბიჭს რომელსაც გაეღიმა და ძლიერად მოუჭირა თითები ხელზე. ეს შეხება იმდენად სასიამოვნო იყო რომ მარიანას ხელის დახსნა არც უფიქრია, პირიქით, თავადაც ძლიერად მოუჭირა თითები და საქარე მინას გაუშტერა თვალი რადგან ძალა აღარ ეყო ბიჭის პროფილისთვის ეყურებინა, გაეღიმა როცა თორნიკემ ტუჩებთან მიიტანა მისი თლილი თითები და ნაზად აკოცა, ამჯერად გულმა ვერ მოუთმინა და მისკენ მიიხედა- ჩემი იქნები-გამომწვევი მზერით გახედა თორნიკემ და ამჯერად უფრო მეტი გრძნობით და ვნებით აკოცა ხელზე, მარიანას იმავე წამს ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და კანის ნაზი წვა იგრძნო შეხების ადგილას. დარჩენილი მანძილი უხმოდ გაირეს, მთელი ეს დრო თორნიკეს დაბნეული გოგონას ხელი ეჭირა და ცალი ხელით მართავდა საჭეს, როცა მანქანა დიდი, შავი, რკინის ჭიშკრის წინ გაჩერდა და გადავიდნენ მარიანამ გაოცებული მზერა მოავლო გარემოს -სად ვართ? -წავკისი ველზე -აქაურობა მართლა ძალიან ლამაზია- გულწრფელად აღფრთოვანდა გოგონა -წამოდი-თორნიკემ ხელი ჩაკიდა და ეზოში შეიყვანა -ეს... შენი სახლია?-მარიანამ პატარა ერთსარულიანი შენობა ინტერესით შეათვალიერა -ჯერ დასამთავრებელია... მაგრამ-გაეცინა თორნიკეს და სახლისკენ წაიყვანა -მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია-დაასრულა მისი გაწყვეტილი წინადადება გოგონამ და გაოგნებული მიაჩერდა ტერასაზე, ორ პერსონაზე გაწყობილ მაგიდას, რომელიც მისი საყვარელი ყვავილებით, უცნაური განათებით და ბუშტებით იყო მორთული- ეს...-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა -შენთვისაა, მოგწონს? -ძალიან -წამოდი-კიბეებზე სწრაფად აიყვანა თორნიკემ დაბნეული გოგონა და მაგიდასთან დასვა, თავად მის პირდაპირ დაიკავა ადგილი და შავი ღვინის ბოთლი გახსნა -დალევ ხო?-ჭიქა შეუვსო და მზერა გაუსწორა -ცოტას -კარგია-გაეცინა თორნიკეს და თავადაც ბოლომდე შეივსო ჭიქა. ვაჩე მომღიმარი სახით მიაჩერდა გიორგის -ესე იგი მარიანა თორნიკესთან ერთადაა ხო? -ჰო... უეჭვეკი ვიცი ერთად არიან -ესე იგი... სოფიკოს მარტს მოუწევს წასვლა ინგლისურზე-უცნაურად კმაყოფილი ტონით თქვა ვაჩემ, თავი სავარძლის საზურგეზე დადო და ჭერს გაუშტერა ცივი თვალები -ეგრე გამოდის-დაეთანხმა გიორგი -ძალიან კარგი -მომისმინე კიდევ რამე სისულელე არ გააკეთო... ისედაც შეშინებულია -ეგ გოგო თავს მაკარგვინებს ჩვეულებრივად-ვაჩემ უცნაური მზერით გახედა მეგობარს -მაგრად გევასება ხო? -ზედმეტად ლამაზია-გატაცებით თქვა ვაჩემ და მაგიდაზე დადებულ, სიგარეტის კოლოფს და სანთებელას დაწვდა, ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა -რა ჯანდაბაა?-უკმაყოფილო სახით, დაუკაკუნებლად შევარდა ვიკა ვაჩეს კაბინეტში- ისევ ეწევი?-თავზე წამოადგა შვილს და თითებიდან ააცალა ანთებული ღერი და საფერფლეში ჩააჭყლიტა -რამდენჯერ გაგაფრთხილე სახლში ნუ ეწევი-მეთქი?-უკმაყოფილო ტონით უთხრა შვილს, მაშინვე ფანჯრებს ეცა და გამოაღო -და მე რამდენჯერ გააგფრთხილე დაუკაკუნებლად ნუ შემოდიხარ-მეთქი?-გაბრაზდა ვაჩე და ფეხზე წამოდგა -წასიერად მელაპარაკე-წამოენთო ვიკა -წავედი რა -მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი ვაჩემ და კაბინეტიდან გიჟივით გავარდა. -ყავას დალევ?-უცნაური მზერით გახედა ვიკამ გიორგის -არა მადლობა მეც წავალ -წახვალ მაგრამ მოგვიანებით-მბრძანებლური ტონით უთხრა ვიკამ და თავით ანიშნა უკან გაჰყოლოდა,გიორგიც მორჩილად მაგრამ აშკარად უკმაყოფილო სახით ადგა სავარძლიდან და უკან მიჰყვა -ისევ იკეთებს?-მოულოდნელად მიტრიალად თვალცრემლიანი ვიკა გიორგისკენ, ბიჭი ისე დააბნია მისმა კითხვამ რომ რამდენიმე წამის განმავლობაში აზროვნების უნარი დაკარგა და ისე დაეფანტა სათქმელი სიტყვები რომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა კარგა ხანს-ესე იგი იკეთებს-მოულოდნელად ცრემლები გადმოსცვივდა ქალს -მე...არაფერი ვიცი-უტიფრად იცრუა გიორგიმ -მატყუებ -მართლა არ ვიცი -რომ იცოდე მეტყოდი?-ზედმეტად მიუახლოვდა ვიკა დაძაბულ ბიჭს -რა თქმა უნდა არა-თავის დასმულ კითხვას თავად უპასუხა, რადგან გიორგი ჯიუტად დუმდა, მისმა სიჩუმემ საშინლად გააღიზიანა ვიკა და ძლივს შეკავებული მრისხანებით უთხრა -წადი-გიორგიმ თავი დახარა და სწრაფად დატოვა ვაჩეს ბინა. სოფი ძალიან დაღლილი-დაქანცული გამოვიდა ინგლისურის მასწავლებლის ბინიდან, კიბეები ნელა ჩაიარა და სადარბაზოდან ისეთი გაბრუებული გავიდა, რომ იქვე ახლოს გაჩერებულ მანქანაზე მიყრდნობილ ვაჩეს, რომ ჰკიდა თავლი, რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა ფეხებგადაჯვარედინებული იფიქრა მეჩვენებაო და გაუცნობიერებლად დაჟინებით დააკვირდა ბიჭის სახეს და როცა ვაჩემ თავხედური მზერა ააყოლა მის შიშველ ფეხებს, რომელთა მშვენიერებას საზაფხულო, ყვევილებიანი მოკლე სარაფანიც კი ვერ მალავდა, საშინლად გაბრაზდა, კიბეზე ჩაირბინა და წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ სწორედ ამ დროს ვაჩე ასევეტა წინ, სოფიმ გაბრაზებული სახით ახედა ცინიკურად მომღიმარ ბიჭს, მათი ამღვრეული თვალები ერთმნეთს შეხვდა რამაც კიდე უფრო დააბნია გოგონა და გაუაზრებლად გვერდზე წადგა ნაბიჯი, მაგრამ ვაჩემ ისევ გადაუჭრა გზა -საით? -სახლში-ბრაზნარევი ტონით უპასუხა გოგონამ -წამოდი გაგიყვან-თავის მანქანაზე მიანიშნა ვაჩემ -შენი წაყვანა არ მჭირდება იდიოტო-ავარდა სოფი -როგორც ჩანს არ გეყო ზრდილობის ერთი გაკვეთილი ჩემგან-უტიფრად მიახალა ვაჩემ და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია -ვერ გიტან-გულწრფელი ზიზღით უთხრა სოფიმ და მის დაჟინებულ მზერას გაექცა -სამაგიეროდ მე მომწონხარ და თან ძალიან-თავზედური ტონით უთხრა ბიჭმა და სიგარეტის ლურჯი მწველი კვამლი მისი სახისკენ გაუშვა, სოფიმ უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები და ისევ გვერდზე წადგა ნაბიჯი, მაგრამ ისევ წინ გადაეღობა ვაჩე -მეჩქარება-მოლაპარაკებებზე გადავიდა აღელევბული გოგონა უცნაური მზერით ახედა მომღიმარ ბიჭს -სახლში წასვლა თუ გინდა ჩემს მანქანაში ჩაჯექი-თავის იქს ექვსზე მიანიშნა -თუ არა და ამაღამ სახლში მისვლა არ გიწერია -თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები? რა უფლებით იქცევი ასე თავხედურად?-ავარდა სოფი -ჩემი გეშინია?-გამომწვევი ტონით ჰკითხა ვაჩემ და ღრმა ნაფაზი დაარტყა -ვინ ხარ რომ შენი მეშინოდეს?!-გოგონა ცდილობდა სხეულში გამეფებული შიში ხმაზე არ დატყობოდა -ესე იგი არა ხო?-გაეცინა ვაჩეს და ზედმეტად მიაუახლოვდა დამფრთხალ გოგონას რომელმაც უკან დაიხია მაშინვე -არ მომეკარო-იყვრია როცა ვაჩემ ხელი წაატანა -რომ დაგაკარო რა მოხდება?-გამომწვევი ტონით ჰკითხა ბიჭმა და მაჯაში ხელი წაავლო -ვიყვირებ!-გაცეცხლებულმა გოგონამ გაიბრძოლა -სცადე-ბოროტულად გაეღიმა ვაჩეს და მანქანისაკენ წაიყვანა -რას აკეთბ იდიოტო-სოფიმ მთელი ძალით გაუწოა წინააღმდეგობა ბიჭის მარწუხივით შემოჭდობილ ხელს მაგრამ ამაოდ -მე და შენ სალაპარაკო გვაქვს-ისეთი მშვიდი ტონით უთხრა ვაჩემ რომ რამდენიმე წამის განმავლობაში სოფი დაიბნა -გაგიჟდი?-შეყვირა გოგონამ როცა ბიჭმა მანქანის კარი გააღო -ჩაჯექი!-დაუღრინა ვაჩემ და ზედმეტად მიუახლოვა ალეწილი სახე სუნთქვა აჩქარებულ გოგონას -შენს მანქანაში არ ჩავჯდები იდიოტო! -უბრალოდ ლაპარაკი მინდა შენთან-მკაცრი ტონით უთხრა ვაჩემ და მეორე მაჯაც დაუჭორა აფართხალებულ გოგონას -მე და შენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს -ჩაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი -მეზიზღები-გულწრფელი ზიზღით უთხრა სოფიმ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -ნუ მაიძულებ გატკინო!-მოულოდნელად ავარდა ვაჩე და ღია კართან მომწყვდეული გოგონა ძალით ჩასვა მანქნააში, კარი უხეშად მიუჯახუნა და გარედან დაუკეტა, გაგიჟებული სოფი კარს დაეჯაჯგურა და ვერაფრით რომ ვერ შეძლო გაღება აყვირდა, ვაჩე ურეაქციო სახით მიუჯდა საჭეს და მანქანა, საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა- ტყუილად ყვირი და შენ ეს კარგად იცი-მომღიმარი სახით გახედა გაცეცხლებულ გოგონას რომელიც ჯერ კიდევ კარს ეჯაჯგურებოდა -ახლავე გააჩერე! -მაშინ გავაჩერებ როცა ამას მე ჩავთვლი საჭიროდ -გიჟი ხარ? ჩემგან რა გინდა?-ვაჩეს დუმილმა უარესად გააგიჟა გოგონა- მიპასუხე რა გინდა-მეთქი -ამ ეტაპზე მხოლოდ კოცნა-გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა სიჩქარის შეუცვლელად და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -არ გაბედო და არ მომეკარო-იყვირა სოფიმ და კარისკენ მიიყუჟა -რა სულელი ხარ-გიჟივით სიცილი აყუტდა ვაჩეს- გგონია ჩვენი პირველი ნაწვალები კოცნის მერე კიდევ მომინდებოდა შენი კოცნა?-დამცინავი ტონით უთხრა და მანქანა ხელახლა დაქოქა -ყველაზე საზიზღარი ადამიანი ხარ ამ ქვეყნად- გაცეცხლდა სოფი და გაბუტულმა გაუშტარა საქარე მინას თვალი -ასე ძალიან თუ გეწყინებოდა კოცნის გამაზვა არ მეგონა-გაეცინა ვაჩეს მოულოდნელად მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქან შუა გზაზე და სანამ სოფი აზრზე მოვიდოდა მისკენ გადაიხარა, მისი დაბნეული სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დააცხრა, ამჯერად კოცნა უხეში გამოვიდა, რის გამოც სოფიმ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ეს ყველაფერი იქამდე არ დასრულდა სანამ თავად ვაჩემ არ მოინდომა ეს და სახეში მთელი ძალით რომ გაარტყა სოფიმ მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე -ავადმყოფო-ზიზღით უთხრა გოგონამ და ხელის ზურგით მოიწმინდა ნატკენი ტუჩები -ამის დედაც-უმისამართოდ შეიგინა ვაჩემ და მანქანა დაქოქა -მაპატიე-ხმა დაბალი ტონით თქვა და არეული თვალებით გახედა გოგონამ -არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო -სახლში წამიყვანე-სლუკუნით უთხრა სოფიმ და სახე ხელებში ჩამალა -თავი ვერ შევიკავე -გეყოფა -მართლა არ მინდოდა შენთვის გული რომ მეტკინა -გამუდმებით ტკივილს მაყენებ, მერე კი სულელური ბოდიშის მოხდით ცდილობ ყველაფერის გამოსწორებას... გიჟი ხარ? რა გინდა ჩემგან?- მოულოდნელად აყვირდა სოფი -სახლში წაგიყვან-ჩაიდუდუნა ვაჩემ და სიჩქარეს მოუმატა. მარიანა მომღიმარი სახით უყურებდა თორნიკეს რომელმაც მისი საყვარელი მუსიკა ჩართო -შანსი არაა-გაეღიმა როცა ბიჭმა ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ გაიწვია -მხოლოდ მე და შენ.... მხოლოდ აქ და მხოლოდ ამ ერთხელ- გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა, მოულოდნელად ხელი ჩაკიდა დაძაბულ გოგონას და ფაქტიურად ძალით ააყენა, მაშინვე წელზე შეუცურა ცივი თითები და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო, გოგონამ მაშინვე კისერზე შემოაჭდო თლილი თითები და გაუღიმა -ცეკვა არ მიყვარს-მარიანა საუბრით ცდილობდა გამკლავებოდა თორნიკესთან ზედმეტი სიახლოვით გამოწვეულ, მოწოლილ გიჟურ გრძნობებს და ემოციებს -არც მე მიყვარს -მაშინ რატომ ვცეკვავთ?-აკისკისდა გოგონა -სხვანაირად ზედმეტად ვერ გეხები-დაუჩურჩულა ბიჭმა ზედ ტუჩებთან და მომღიმარი სახით კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული ტანზე -თორნიკე -აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას -მიყვარხარ-მოულოდნელად დაუჩურჩლა თორნიკე დაბნეულ გოგონას და ზემოდან დააცქერდა ამღვრეული ჭაობისფერი სფეროებით -მე...-დაიწყო მარიანამ და ხმა ჩაუწყდა -მე შენ ძალიან მიყვარხარ მარიანა-პირდაპირ თვალებში უყურებდა სუნთქვა აჩქარებული ბიჭი თავგზააბნეულ გოგონას რომელიც აზრზე მოსვლას ვეღარ ახერხებდა, ამიტომ თავი დახარა რომ როგორღაც გაჰქცეოდა ბიჭის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას-მარიანა-თორნიკემ ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი გოგონას, თავი ააწევინდა და მზერა გაუსწორა, ნელ-ნელა სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია და ნაზად შეუცურა თმებში ხელი ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას და სანამ თავგზააბნეული მარიანა აზრზე მოვიდოდა თორნიკე მის ტუჩებს მიწვდა, გოგონას ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს მის სხეულში ელექტრო დენმა გაიარაო, რაღაც საოცარი, სასიამოვნო და გიჟური განცდა მთელს სხეულში სასიამოვნო ტკივილად გაიშლა და ყველა უჯრედი მოიცვა, ნელ-ნელა სუნთქვა გახშირდა, გულისცემა აჩქარდა, პულსაცია გაასმაგდა, ცხელმა სისხლმა კი გიჟური დენა იწყო ძარღვებში. -თორნიკე მე-დაიწყო ისევ მარიანამ როცა მათი ვნებიანი ტუჩები ერთმნეთს მოწყდა -არაფერი თქვა-თორნიკემ ცივი თითები ტუჩებზე მიადო და ამჯერად საფეთქელზე მოაწება ვნებიანი ტუჩები. სოფიმ თავზე საბანი გადაიფარა როცა მის საძინებელში მარიანა შევიდა შუქი აანთო -ჩააქრე რა -რაღაც უნდა მოგიყვე -ჩააქრე და ისე მომიყევი-ბუზღუნებდა თავზე საბან წაგარებული სოფი -თორნიკემ მაკოცა-ჩურჩულით თქვა მარიანამ და საწოლზე ჩამოჯდა -რაააააა?-გიჟივით წამოჯდა სოფი საწოლზე, სულ დაავიწყდა თავისი პრობლემები -ტუჩებზე რა გჭირს?-შეიცხადა მარიანამ, როცა სოფის ნაწვალებ მთრთოლარე და გაცრეცილ ტუჩებს ჰკიდა თვალი -არაფერი-დაიჩურჩულა დაბნეულმა გოგონამ, საწოლზე გადავარდა ისევ და ბალიში დაიმხო თავზე -რას ჰქვია არაფერი?-შეიცხადა მარიანამ და ბალიში ხელიდან წაგლიჯა დას -ვაჩემ მაკოცა-უცნაური ტონით თქვა გოგონამ და ჭერს გაუშტერა არეული თვალები -რააააა?-ლამის შეყვირა გაოცებულმა მარიანამ როცა მიღებული ინფორმაცია, როგორც იქნა გაიაზრა -ნამდვილი ავადმყოფია-თან ეცინებოდა მომხადარი რომ ახსენდებოდა -სულ გაგიჟდი რა გაცინებს?-შეიცხადა მარიანამ- მეუბნები იმ არანორმალურმა მაკოცაო...ტუჩები რასაც ჰქვია ნაწვალები გაქვს და შენ კიდევ გიჟივით იცინი -რა ვქნა აბა? -საწოლზე წამოჯდა გაცეცხლებული სოფი-ამაზე რომ სხვანაირად ვიფიქრო მართლა გავგიჟდები და ჩემი ხელით დავახრჩობ იმ ავადმყოფს -მაშინ... პირველად რომ წაგიყვანა მანქანით... -მაშინაც მაკოცა-ბრაზნარევი ტონით თქვა გოგონამ -რატომ არაფერი მითხარი? -გაბრაზდა მარიანას- თორნიკეს დაველაპარაკებოდი, ის კი იმ შეშლილს -გგონია ვინმე რამეს შეაგნებინებს იმ ხისთავიანს? -რა უფლებით გექცევა ასე თავხედურად -ასე უნდა და მორჩა -რას აპირებ? გინდა ერთად დაველაპარაკოთ იმ თავხედს -ლაპარაკს აზრი არ აქვს, ის ასეთია... არანორმალური, შეშლილი... -და როცა მოუნდება ასე...მანქანაში უნდა ჩაგტენოს და გაკოცოს?-ვერ წყნარდებოდა მარიანა -კაი მოვრჩეთ მაგ იდიოტზე, შენ ის მითხარი თორნიკემ სად წაგიყვანა და როგორ გაკოცა. ქეთი ცრემლიანი თვლებით მიაჩერდა ქმარს -ეს რა არის?-კაცმა ას დოლარიენების რამდენიმე შეკვრა მაგიდაზე უწერიგოდ დაყარა -მიპასუხე ეს რა არის-მეთქი!-იღრიალა ბოლო ხმაზე -უფლებას თუ მომცემ, ყველაფერს აგიხსნ...-ამოილუღლუღა ქალმა -რა უნდა ამიხსნა? არ გითხარი იმ ნაბიჭვარს აღარ შეხვდე მეთქი? არ გითხარი ფული მის ინტერესში არაა და გრძნობებზე ვაჭრობას დაგიწყებს-მეთქი? -გთხოვ მომისმინე -სლუკუნებდა ქეთი -მის მიმართ ისევ გაქვს გრძნობები?-თავზე წამოადგა გაცევხლებული კაცი ცოლს, ქეთიმ ცრემლიანი თვალებით ახედა ქმარს -თუ ხვდები რას ბოდავ-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და თავი დახარა -იცოდე მოვკლავ-მოულოდნელად დაიხარა ირაკლი, ცილს ყბებზე ხელი უხეშად მოუჭორა და თვალებში ჩააცქერდა -შენ კი გატკენ ძალიან გატკენ გულს -მორჩი-ქეთიმ მისი ხელი უხეშად მოიშორა და ცრემლიანი თვალებით ფანჯარას გახედა -მაშინ მითხარი მასთან, რეალურად რა მიზნით წახვდი -ამ მიზეზით-ქეთიმ ფულის ერთი შეკვრა აიღო და ფეხზე წამოვარდა -მე ხომ გაგაფრთხილე რომ ფული მის ინტერესში არააა-მეთქი -მეგონა ცდებოდი-ატირდა ქეთი -მას ისევ უყვარხარ -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-ავარდა ქალი -სწორედ ისე როგორც მე შენ -გეყოფა, შეწყვიტე! -გეგა შენთვის სულე ერთი არაა ხომ ასეა? მასზე დღემდე ფიქრობ-უღრიალა გაცოფებულმა კაცმა ცოლს და ქეთიმ სახეში მთელი ძალით რომ გაარტყა ხელინადგილზე გაიყინა -კიდევ ერთხელ თუ მეტყვი მსგავს სისულელეს იცოდე შენი ცხოვრებიდან აჯერად სამუდამოდ წავალ-გაავებული ქალი წასასვლელად მიტრიალდა, მაგრამ ირაკლიმ მაშინვე მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ უხეშად შეატრიალა -გაიმეორე რაც თქვი!-უღრიალა ბოლო ხმაზე -წავალ! სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან! -არ გაბედო! ფიქრიც კი არ გაბედო მაგაზე-ავარდა კაცი -მაშინ შეწყვიტე ეს უაზრო ეჭვინაობა! მე შენ მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! გესმის ეეს? -ქეთი-ირაკლიმ მკლავებში მოიმწყვდია ცოლი და თვალებში ჩააცქერდა -იცოდე წასვლაზე ლაპარაკი აღარ გაბედო თორემ საბოლოოდ შევიშლები და რამე სიგიჟეს ჩავიდენ! -შეშლილი ხარ ისედაც -ჰო ვარ-დაეთანხმა კაცი -მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ მე შენ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ, გესმის რას გეუბნები? ქეთი მე შენ გაგიჟებით მიყვარხარ -ვიცი-წამიერად, უცნაურმა კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე ქალს -მაგიჟებ, თავს მაკარგვინებ-დაუჩურჩულა კაცმა ცოლს და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო -გეფიცები გეგას აღარასოდეს შევხვდები... მსგავს სისულელეს აღარ ჩავიდენ... მე უბრალოდ თორნიკეს დაცვა მინდოდა-ცრემლიანი თვალებით ახედა ქალმა ქამრს -კარგი, შენი მჯერა -მოღუშული სახით უთხრა ირაკლიმ ცოლს -მჯერა... იმიტომ რომ თუ არ დაგიჯერებ შევიშლები და შენც შეგშლი... ეჭვების გამო კი კიდევ ერთხელ ვერ დაგკარგავ... იმ ნაბ.ჭვარს უფლებას ვერ მივცემ რომ ჩვენი 24 წლიანი ოჯახი გაანადგუროს -თორნიკეს და ანის გეფიცები მასთან მხოლოდ ფულის გამო წავედი, სხვა მიზეზი არ ყოფილა და არც იქნება... იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ...ძალიან მიყვარხარ... -ქეთი-დაიჩურჩულა კაცმა და სახლში ხმაურით შემოსულ გოგონას გაოცებულებმა ცოლ-ქმარმა ერთდროულად გახედა -რა გჭირთ ხალხო? რა გაოგნებულები მიყურებთ?- გოგონამ ჩანთები ძირს დაყარა და მშობლებისაკენ წავიდა გახარებულები -აუ ასე ნუ ეხუტებით რა ერთმანეთს... თავში ცუდი აზრები მომდის -გადარეულო-გახარებული ქეთი შვილს ჩაეხუტა -დაგერეკა ჩამოსვლას რომ აპირებდი-გაბრაზდა ირაკლი- თან ასე შენს ნებაზე სიარულის უფლება ვინ მოგცა? -რატო მიბრაზდები?-ასლუკუნდა ანი- მგონი საერთოდ არ გაგიხარდათბრომ ჩამოვედი -მოდი აქ-ირაკლიმ ხელი გადახვია შვილს გულზე მიიკრო და თავზე აკოცა -მამას გოგო ხარ შენ -მა ძაან, ძაან მომენატრე -მე არა?-გაებუტა ქეთი -შენც მაგრამ უფრო უფრო მამა-წელზე ხელები შემოხვია გოგონამ მამას და მომღიმარი სახით ახედა მამას -რამდენი?-სიცილით ჰკითხა ირაკლიმ შვილს -ახლა ყველაფერი გასაგებია-აკისკისდა ქეთი -მხოლოდ ორი-თვალები ააფახულა ანიმ -ლარი თუ დოლარი?-წარბის აწევით ჰკითხა კაცმა შვილს -მამიკო საფრანგეთში ჯერ ისევ ევროებზეა ყიდვა გაყიდვა ისე, რომ იცოდე-გოგონა მამას მოშორდა და ახლა დედას ჩაეხუტა-აუ ის კაბა რომ არ ვიყიდო მოვკვდები...დე მიდი რა მამა დაკერე შენებურად -ჯერ არ ჩამოსულა და უკვე კაბის საყიდელ ფულზე ჩალიჩობს?-სიცილით შევიდა სახლში თორნიკე -აუ რატომ მყავს ამ ქვეყნად ყველაზე უჟმური და ჟმოტი ძმა ღმერთო-საცოდავად აიხედა მაღლა ანიმ -მე კიდევ ვიფიქრე შუალებურებს რომ მორჩა და ბოლო კურსზე რომ მიაღწია როგორც იქნა-მეთქი ამ ჩემმა დატანჯულმა დამ, ერთი ორი ათას ევროს ვაჩუქებ-მეთქი-იცინოდა თორნიკე -აუ ყველაზე კარგი ხარ-გიჟივით გაექანა ანი ძმისკენ და ჩაეხუტა -ეს?! ნამდვილად თქვენი შვილია?-სიცილით გახედა თორნიკემ მშობლებს -სუფრას გავაწყობ და ვისაუზმოთ-სევდიანად გაუღიმა ქეთიმ შვილებს და ქმარს გახედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.