ტყუილების ღმერთი (თავი IV)
თავი მეოთხე: *** სწრაფად მივაბიჯებ. საშინელი ამინდია. ქარი დაუნდობლად ქრის. ამ მდგომარეობაში ნოემბრის სუსხს განსაკუთრებული მგრძნობელობით აღვიქვავ. თბილი ყავა ჩემს ტანსაცმელზე და თმაზე დიდი ხანია გაცივდა. მაკანკალებს. უნივერსიტეტიდან ახლახანს გამოვვარდი. გაცდენილი ლექციები და ჩემი ფორმატი ფეხებზე დავიკიდე და სახლისაკენ გაცეცხლებული მივდივარ. გონებაში შურისძიების ათასი სცენარი დავხლართე. ყოველი მათგანი წინაზე უარესია. თავს ვაიძულებ ეს ბოროტი ფიქრები თავიდან ამოვიგდო. ლუკს საზიზღარმა საქციელმა არ უნდა მაიძულოს იმაზე ცუდი ადამიანი გავხდე ვიდრე ახლა ვარ. ვიცი! ვიცი! ვიცი, რომ ასეთი ბოღმიანი ფიქრები მხოლოდ მე მავნებს, მაგრამ ჯანდაბა! საკითარ თავს დროს ვაძლევ ბოროტების ჭაში ჩავიძირო, რომ მერე ერთიანად ამოვყვინთო. ყავა! ყავა გადამასხა იმ ნაბიჭ’ვარმა! ეს მათი დამცირებისთვის ათმაგად გადახდა იყო. ისეთ ხასიათზე ვარ, ლამისაა საკუთარი თავიც დავწყევლო, რომ ჭიქა საქვეყნოდ დავუტოვე გადასაგდებად. არა! მორჩი ასე ფიქრს, ის მიიღეს,რაც დაიმსახურეს! ძალიანაც სწორად მოვიქეცი! მეორედ რომ მომეცეს შანსი იგივეს გავაკეთებდი.ამაში დარწმუნებული ვარ. თავს ვაქნევ, რომ ფიქრები მოვიშორო და მწარედ ვიცინი. ვინ გადაიკიდე? მე? მე არა, თქვენ ვინ გდაიკიდეთ? სიმწრის ღიმილი ბოროტ განზრახვად მექცევა. თავს ვწევ, რომ ნოემბრის ქარიშხალს უფლება მივცე ჩემი სახე დასეროს. ვინ გადაიკიდეს? ცოტაც და ხარხარს დავიწყებ. დარწმუნებული ვარ ახლა ჩემს სახეზე ასახული საზარელი გამომეტყველება მეც კი შემაშინებდა. ცოტა სასაცილოა ასეთ სიტუაციაში ტრიუმფით რომ ვტკბები, ბოლოს და ბოლოს მე ვარ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ყავით გაწუწული კატა და არა ლუკა ან დემნა. მაგრამ ფაქტი ერთია, საკუთარი თავის გამხნევებაში იქამდე შევტოპე, რომ ახლა მსუბუქი ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას გიჟური აღფრთოვანებით შეპყრობილი ისე, თითქოს მე არ მქონდეს რძიანი ტკბილი ყავით გაპლეზილი თავი და მოთხვრილი სახე, ტანსაცმელზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ცოტაც და ალბათ ვიფიქრებ, რომ ჩემი საქმე უკვე გაკეთებული მაქვს და ლუკა და დემნა საწოლში თინეიჯერი გოგოებივით ბალიშში თავჩარგულები ქვითინებენ... ამგვარი პოზიტიური გარსისგან მხარზე შეხება მათავისუფლებს, ვფიქრობ რომ დროულად. ვბრუნდები და სულელური ღიმილი სახეზე მახმება. -რაიყო? გიხარია რომ ყავის სუნად ყარხარ?- ფოსფორულ ცისფერ თვალებს მთელს ტანზე მავლებს და სახეზე მაშტერდება. მხირული ეჭვით მიყურებს. -დემნა?-მხდება გაოგნებულს უცებ ერთიანად ვფხიზლდები და მისთვის, და ასევე ჩემთვის, მოულოდნელად სახეში სილას ვაწნი. თავი გვერდზე უვარდება. ერთ წამს გაშეშებულები ვდგავართ. სახე დაჭიმული მაქვს. ალბათ ახლა შეცბუნებული უნდა ვიყო საკუთარი საქციელით, თუმცა მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ როგორღაც შევაკავო საკუთარი თავი ისტერიკული თავდასხმისგან. ქვედა ყბას წევს, ბერა და საჩვენებელ თითს ტუჩების გარშემო ისვამს, შემდგ გველისთვის შესაფერისი მოქნილობით ასრიალებს თავს გვერდით და თვალს თვალში მიყრის. სახეზე მხიარული გამომეტყველების კვალიც არ შერჩენია. ჩემსავით დაჭიმული დგას და სარკედ ქცეული თვალებით მიშტერებს მზერას. -კარგი დარტყმა იყო.- დაბალ ხმაზე ამბობს. მისი ხმა ქარის ზმუილში მუქარასავით ჟღერს. -არა, ვფიქრობ ამაზე უკეთაც შეიძლებოდა-კბილებში ვსცი. თავს ნელა აქნევს, თითქოს მეთანხმება . სინამდვილეში ეს გამოწვევის მიღებას ნიშნავს. რატომღაც სხეულის ენისგან საპირისპიროს ამბობს: -მინდოდა, ბოდიში მომეხადა ლუკას საქციელისთვის, ნამდვილად გადააჭარბა...- ჩერდება და მიყურებს.ჩემს რეაქციას ელოდება. სახე ოდავადაც არ მიტოკდება-მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ ეს ზედმეტია.-ამატებს ნელა, თითქოს სინანულით გამოსყიდვის საშუალებას მაძლევს. -არა, ცდები-ვჩერდები და ახლა მე ველოდები მის რეაქციას. სახე ოდნავ უნათდება. ვიღიმი და ისევე ცივად ვამატებ, როგორიც ჩემი ღიმილია-ზედმეტი კი არა, გვიანია.-ერთიანად ეცლება გამომეტყველება. ახლა მისი სახე წაუკითხავი ხდება.- მეორედ აღარ გაბრდო ჩემთან გამოლაპარაკება, მითუმეტეს გზაში წამოწევა. იმდენად მბრძანებლურად გამომდის, რომ შეუძლებელია მისთვის შეურაცხმყოფელი არ იყოს. ვტრიალდები და გზას ვაგრძელებ, მაგრამ მიკლავში ისე ძლიერად მაფრინდება, რომ ინერციით მისკენ ვბრუნდები. -ვინ მოგცა ასე ლაპარაკის უფლება?- საშინლად ცივი ხმით მეუბნება. მის სახეს ვუყურებ და ვხვდები, რომ დროა ტონი შევარბილო. ხმას არ ვცემ, რადგან აღმოჩნდა, რომ არ ვიცი, მასთან ჩხუბის იქით როგორ ვიკაპარაკო. მკლავზე ხელს უფრო მეტად მიჭერს და თავისკენ მქაჩავს. ჩემსა და მის სახეებს შორის რამდენიმე სანტიმეტრიღა რჩება. ქარისგან აფრიალებული ჩემი თმები მის სახეს ედება. ნამდვილად დაბნეული ვარ. არც კი ვიცი როგორ მოვიქცე! -გეკითხები, ვინ მიგცა უფლება ასეთი ტონით ელაპარაკო სხვებს. -მშვიდობის მტრედი-რადგანაც აზრიან პასუხს ვერ ვპოულობ, იმას ვამბობ, რაც პირველად თავში მომდის და, რა თქმა უნდა, მაშინვე ვნანობ. ახლა უკვე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დამნაშავეს სახე მაქვს. იღრინება და ხელს მიშვებს. ჩვენს შორის მანძილი იზრდება და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მეძლევა. -ვხედავ სათქმელი არაფერი გაქვს- ქედმაღლურად მიყურებს ზევიდან - და ვხედავ რომ დამსახურებულად გამოიყურები...-ხელით სხეულზე მიმანიშნებს. -კარგია, რადგან არ მომიწევს ჩემს მეგობარს ერთი თავხედი და გაუზრდელი გოგოს გამო ვეკამათო. სახე მიგრძელდება. თავისას მიაღწია. ნამუსზე ამაგდო! ახალ სრულიად დაუმსახურებლად თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ხმას ვერ ვიღებ. ის კი პაუზის შემდეგ უფრო დაუნდობლად მაწვება. -და თუ აპირებ, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეიქმნა, მხოლოდ იმის გამო რომ წამოგეწიე და გამოგელაპარაკე, უნდა გაგაფრთხილო, ასე მხოლოდ იმიტომ მოვიქეცი, რომ შემეცოდე. ახლა კი, წარმატებებს გისურვებ ლუკასთან ომში. როგორღაც ის შანსი რომ მისი ღვარძლისგან დაგიცავდი სრულიად დაკარგე. ეს უკვე ზედემტი იყო. აშკარად ძალიან გაუტკბა! ჩემი თავმოყვარეობა კი იმდენად გაღიზიანდა, რომ ცოტაც და ცეცხლი წამეკიდება. -არავის სჭირდება შენი დაცვა!- ვუყვირი ბოლო ხმაზე რათა ქარის ღრიალში საკმარისად ხმამაღალი ვიყო.- მითუმეტეს მე! და თუ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გინდოდა,რომ ერთი საცოდავი გოგო გაგემხნევებინა, არასწორ კარს მოადექი! შენი კეთილგანწყობა ჩალის ფასადაც არ მიღირს! გინდა რაღაც გითხრა?! შენი ბოღმიანი მეგობრისგან ოდნავადაც არ განსხვავდები, ამიტომ კეთილი ბიჭის როლის თამაშით თავს ნუ იწუხებ, მაინც არავინ დაგიჯერებს. ვტრიალდები და სწრაფად მივაბიჯებ.სიბრაზისგან ერთიანად ვკანკალებ,მცივა და საშინლად შეურაწყოფილი ვარ. ვიცი საკმარისად კარგად არ გავლნძღე იმის ფონზე თუ როგორ გათელა ჩემი თავმოყვარეობა, მაგრამ ამის ხარჯზე ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის. დარწმუნებული ვარ იქ, უკან ბრაზისგან გახევებული დგას და ენაზე შემხმარი სიტყვებისგან იბოღმება. ას ნაბიჯში როგორღაც ბრაზს ვთოკავ და სუნთქვას ვიმშვიდებ, როცა მხარში მიდგება და ჩემს ნაბიჯებს ფეხს უწყობს. ისე ვუყურებ, თითქოს მოჩვენება მომელანდოს. ნაბიჯს ვანელებ და ბოლოს ვჩერდები. ვერ ვხვდები კიდევ აქ როგორ არის ისე, თითქოს რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთი არ გამოგველანძღოს. თვალს თვალში ვუყრით ქურთუკში ხელებგაყრილები. ერთ მომენტში მისი ოდნავ ჭორფლიანი, თითქოს გამჭირვალე ხორბლისფერი კანი ძალიან ნაცნობი მეჩვენება. -ლუკას არ ვგავარ და არც კეთილის როლს ვთამაშობ.- მეუბნება მშვიდად, ისე რომ ლამისაა ქარმა მისი სიტყვები წამტაცოს მანამ, სანამ ჩემამდე მოაღწევს. გაუგნებული ვუყურებ, როგორ ტრიალდება და მშვიდი ნაბიჯებით მიდის უკან. *** სამსახურიში მივდივარ. ფეხით როგორც ყოველთვის. თავში იმდენი ფიქრი მიტრიალებს რომ აღარ ვიცი რომელს მოვუსმინო. არჩი სახლში ისევ არ დამხვდა. ძალიან მანერვიულებს ის ფაქტი რომ მე გამირბის. სამსახურში აუცილებლად ვნახავ, ამას ვერ გაექცევა, მაგრამ უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს რომ იქ არ იქნება. მე და არჩიმ ერთმანეთი სწორედ იქ გავიცანით. მუშაობა აგვისტოს შუა რიცხვებში დავიწყე, იმ დროისთვის უკვე სასტუმროში ვცხოვრობდი და სასოწარკვეთილი ვეძებდი სამუშაოს, რადგან სახლიდან წამოღებული ფული უკვე მელეოდა და ფაქტობრივად ქუჩაში ვრჩებოდი. ამიტომ დაუფიქრებლდ დავთანხმდი საკმაოდ დიდ და პრესტიჟულ რესტორანში მიმტანად მუშაობას მეორე ცვლაში. არჩი the down-ის ბარმენია, ამიტომ ჩვენი დაახლოვება გარდაუვალი იყო. სამუშაო გრაფიკი საღამოს ოთხი საათიდან იწყება და ღამის პირველზე მთავრდება, ისე რომ სწავლაში ხელი არ მეშელბა. ანზღაურება საკმარისია იმისთვის რომ თავი გაიტანოს კაცმა. 800 ლარი ფიქსირებული ჩემთვის საკმარისზე მეტიც კია. ნახევარ ფულს საღებავებსა და სახატავ ნივთებში ვხარჯავ, მაგრამ რადგანც გრანტი მოვიპოვე და სწავლის გადასახადი დამატებით ხარჯად არ მაწევს, დარჩენილი ნახევარი,რომელიც ხან ოთხასი ხანაც ხუთასი ლარია, საჭმლისთვის და ცხოვრებისთვის სრულიად მყოფნის. ეს იმის დამსახურებით რომ არჩის სახლში სრულიად უფასოდ ვცხოვრობ. ჩვენი მეგობრობა უცნაურად დაიწყო. ერთმანეთისადმი კეთილად თითქმის მაშინვე განვეწყვეთ, როგორც კი ერთმანეთი დავინახეთ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ურთიერთობა პრეტენზიული სტუმრების და ადმინისტრაციის დაცინვისას ჩამოყალიბდა. თანდათან ერთმანეთის გაქილიკებაზე გადავედით. არ ყოფილა შემთხვევა ბართან ჩამევლო ან ჩამოვმდგარიყავი და ერთ-ერთს მეორეზე რაიმე ხუმრობა არ ჰქონოდა. ორ კვირაში იმდენად დავახლოვდით რომ ცვლის დამთავრების შემდეგ თითქმის ცარიელ ქუჩებში მივსეირნობდით, მანამ სანამ ჩვენი გზები გაიყოფოდა. ორივე რესტორანთან ახლოს ვცხოვრობდით. ასეთი სიტუაციები თავისთავად წარმოშობს გულახდილ საუბრებს. ის თავისი ტატუების მნიშვნელობაზე მიყვებოდა, ჩემი და მამაჩემის სასაცილო ისტორიებს ბავშვობოდან. აგვისტოს ბოლოს, როცა გავიგე რომ სამხატვრო აკადემიაში გრანტით ჩავირიცხე, არჩის გარდა სხვა არავინ მყავდა, რომ ჩემი სიხარული გამეზიარებინა. როგორც კი ეს გაიგო, გაოგნებულმა მითხრა რომ თავადაც იქ სწავლობდა და უკვე მესამე კურსზე გადადიოდა. წამიც და გაკაშკაშებულ უკაცრიელ ქუჩებში გიჟებივით ვხტუნავდით და ყვირილით ვაზუსტებდით, რომ მართლა ერთად ვისწავლიდით თუ არა. იმ საღამოს არჩიმ გაიგო რომ სასტუმროში მარტოდმარტო ვცხოვრობდი. მეორე დღეს ღამის ცხრა საათზე, როცა უკვე კარგად გადაღლილი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი რომ ყველაფერი ისევ წინ იყო, ბართან მივჩანჩალდი და ჩვეულებრისამებრ ხუთი წუთით ჩამოვჯექი. არჩიმ ერთ კაცს ვისკი ჩამოუსხა და შემდეგ მე მომიბრუნდა. ხელები ბარს დააყრდნო და სერიოზული სახით მითხრა: -მია რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ ძალიან გთხოვ არასწორად არ გამიგო. თავი დავუქნიე და დაღლილმა მოლოდინით შევხედე. -მისმინე-თქვა და ახლა იდაყვებით დაეყრდნო ბარს- როგორც შენს მეგობარს არ მომწონს რომ იაფასიან სასტუმროში ცხოვრობ, ხომ ხვდები... მოკლედ რადგან ერთ უნივერსიტეტში ვისწავლით...თან ეხლა სექტემბერში უკვე იწყება სწავლა...თან საკმაოდ...ერთი სიტყვით... მარტო ვცხოვრობ, საკმაოდ დიდი ბინა მაქვს და თავისუფლად დავეტევით ორივე... ცუდად არ გამიგო, შენი ოთახი გექნება და რამე. თან გადასახადებს გავინაწილებთ, უნივერსიტეტში და სამსახურში ერთად ვივლით... მე მეზობელი მეყოლება შენ კიდევ საცხოვრებლისთვის გადახდა არ მოგიწევს... ერთ ხანს დაეჭვებული ვუსმინე მის აბნეულ საუბარს, მაგრამ მეგობრული კეთილგანწყობის გარდა რომ ვერაფერი შევნიშნე, უხალისოდ მივუგე: -კარგი ვიფიქრებ მაგაზე. ამოისუნთქა და წელში გასწორდა. -კარგი. ოღონდ მართლა იფიქრე კარგი? სერიოზულად გეუბნები. რამდენ ხანს უნდა იცხოვრო მაგ სასტუმროში... მგონი გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ მოვტრიალდი და წამოვედი. ამაზე ცვლის დამთავრებისას სიტყვა არ ჩამოგვიგდია. მხოლოდ მეორე დღეს სამუშაო დღის დაწყებამდე მკითხა მოვიფიქრე თუ არა. მე კი ასეთი რამ ვუთხარი: -არ ვიცი მართლა. მაგრამ ამაზე ვიფიქრე და მგონი სასტუმროში ცხოვრებას ბევრად ჯობს. -ანუ თანახმა ხარ? გავჩერდი და მივაშტერდი. ვეცადე გამეხსენებინა ასეთი რამ როდის ვთქვი, მაგრამ იმ წამს არჩი ისე მიყურებდა რომ სხვა ვეღარაფერი გავაწყვე და დაეჭვებული ხმით ვკითხე. -კი? არჩიმ თავისი ქათქათა კბილებოთ გამიღიმა. -მაგარია, ნივთები როდის გადმოვიტანოთ? ასე უცნაურად მომიწია არჩის სახლში გადასვლა. როცა ბინაში შევედი და ნივთები ახლანდელ ჩემს ოთახში დავაწყვე მაშინაც ვერ ვიჯერებდი იქ რომ ვიყავი. თუმცა დაძაბულიბა იმ დღესვე გამიქრა არჩის უშუალობის დამსახურებით. ერთ კვირაში მის სახლში თავს უკვე ისე ვგრძნობდი თითქოს საუკუნეა აქ ვცხოვრობდი, მქონდა პირადი სივრცე და პირადი სივრცის იქით მეგობრული გარემო, სადაც თავს კომგორტულად და დაცულად ვგრძნობდი. რესტორნის ვიტრინასთან ვჩერდები და წარწერას ვუყურებ. The down უცნაური მოგრძო ფორმების ასოებითაა გამოყვანილი. რომ დაღამდება წარწერა წითლად გაანთებს. ქარი ჩადგა. დემნას სიტყვებზე მას შემდეგ ვფიქრობ, რაც ზურგი შემაქცია და უკან გაბრუნდა. თავიდან დამცინავად, ირონიით „საცოდავი“ სენსიტიურობის გამოვლენის გამო. ცხელი შხაპის მიღებისას დროდადრო მეციმებოდა, ვერ ვიჯერებდი ასეთი რამ რომ თქვა.ფაქტობრივად თავისი ძმაკაცი მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო. პირველი საათიდან სამ საათამდე დივანზე უსაქმოდ ჯდომის, ყავის ყავაზე მიყოლების და უმიზნო ფიქრის შემდეგ კი დავასკვენი, რომ მისი სიტყვები არც ისე სასაცილოდ ჟღერდა, როგორც ჩემს თავს დავაჯერე. ალბათ ქვეცნობიერად არ მინდოდა ამაზე სერიოზულად დაფიქრება და ამიტომ მერჩივნა ირონიულად განვწყობილიყავი. არც ის ვიცი, ამ მარტივ და გულახდილ სიტყვებს რა მოვუხერხო, რა კონტექსტში განვიხილო. თუმცა ცხადია რომ უკვე ოთხი საათია ჩემი გონება ამ უცნაურ შეხვედრას დასტრიალებს. სახეზე წვიმის წვეთი მეცემა. მოქუფრულ ცას მოქუფრული ავხედე. ერთხანს ერთმანეთს ვუბღვირეთ, მერე თავი გავაქნიე და შევეცადე ფიქრები ჯანდაბაში გამეშვა. იწვიმებს. და თან ისე ძლიერად...მინის გაპრიალებულ კარს ვაღებ, რომელზეც the down-ის ლოგო ნახევრი მზეა გამოსახული. მდიდრულ ფოიეში შევდივარ და გეზს პირდაპირ გასახდელისკენ ვიღებ. სწრაფად ვიხდი და შავ მარტივ კაბას, ლამაზი მრგვალი ყელით და თეთრ ბოტასებს- მიმტანის ფორმას ვიცმევ. გარედან თეთრ ფორმალურ ფართუკს ვიკრავ. თასმებს სისწრაფის გამო ძლივს ვკრავ. ერთი სული მაქვს არჩის როდის დაველაპარაკები. იქნებ აქაც არ იყოს და სულ ტყუილად ველოდები?ჩემს ნივთებს საკუთარ კარადაში ვტენი და ვკეტავ. ტელეფონს და გასაღებს ფართუკის ჯიბეში ვაცურებ. გადავწყვიტე, თუ აქ არ იქნება, აუცილებლად დავურეკავ. გასახდელიდან რომ გავდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები, აქამდე რატომ არ დავურეკე. დარბაზში გულაფანცქალებული შევდივარ. ბართან არ ჩანს. იმედგაცრუებისგან მუცელში რაღაც მწყდება. ბართან შეკრებილ თანამშრომლებს ვესალმები. ვცდილობ უგუნებობა არ შემტყოს. ახლახანს შემოსულ წყვილთან მივდივარ რომ მოვემსახურო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ სამყაროში მარტო დავრჩი. ისევ... ქვეცნობიერი მკანახობს, რომ არჩიმ ეს კარგად იცის. სუსტ ადგილზე მაჭერს. მსჯის იმის გამო, რომ მასთან სრულიად გახსნილი არ ვარ. მსჯის რადგან გულის გადშლის მეშინია. ბართან დილის ცვლის ბარმენი დგას- გიორგი. ჩაფსკვნილი, წვერიანი ტიპია. კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ცნიბისმოყვარეობა მძლევს და ბარს ვუახლოვდები. -სალამი გიო. ზარმაც მზერას მაპყრობს. -სალამი.-უემოციოდ მპასუხობს და ლაპლაპა ზედაპირს ნაჭერს ისე მაგრად უსმევს, თითქოს უხილავ ჭუჭყს ხედავდეს. -ხომ არ იცი, არჩი რატომ არ არის?-პირდაპირ საქმეზე გდავდივარ. -არა. პასუხით უკმაყოფილო ადგილზე ვცმუკავ.ადგილიდან არ ვიძვრი. ჩერდება და უკმაყოფილოდ მიყურებს. -დამირეკა და მთხოვა რომ დღეს მის მაგივრად მემუშავა.სამაგიეროდ ერთ დღეს მთლიანად ჩამანაცვლებს. დაკმაყოფილდი? -მიზეზი არ უთქვამს?-ვეკითხები სწრაფად სანამ ხელიდან დამიძვრება. -ხომ გითხარი რომ არა? -არც გიკითხავს? ისე მიყურებს რომ ცოტაც და აქედან ძალით გამაგდებს. -რატომ უნდა მეკითხა?-მეკითხება უხეშად, ქვეტექსტი ნათელია -„აქედან დაახვიე“. ბარს ვშორდები. საპირფარეშოში გავდივარ და აკანკალებული ხელებით არჩის ნომერს ვკრეფ. სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ მოუსვენარ გამოსახულებას დრო და დრო თვალს ვავლებ. უკან გადაწეულ თმებზე ხელს ვისვამ. არ იღებს. ისევ ვურეკავ. წინ და უკან დავდივარ და ისევ და ისევ ვრეკავ. ვერ ვიტან იმ ფაქტს რომ გავანაწყენე. საკუთარ თავზე ვბრაზობ რადგან ვიცი გამოსყიდვა არაფრით შემიძლია. შეშლილის შესაფერისი სიჯიუტით ვრეკავ და ვრეკავ. ის აზრი რომ მას შეიძლება ვკარგავდე ჭკუიდან მშლის. -აიღე!აიღე!- ვჩურჩულებ. აკვიატებულ აზრს რომ ერთადერთი ახლობელი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში დავკარგე ვერაფერს ვუხერხებ. ამან შეიძლება ჭკუდან შემშალოს. ამას ვერ გადავიტან. ვრეკავ და ვრეკავ. ისევ და ისევ. -აიღე გთხოოვ- ამოვიტირე. კარი იღება. თიკოს კარის სახელური უჭირავს და გაოგნებული მიყურებს. -რას აკეთებ ლეა? ტელეფონს ვბლოკავ და სატირლად მომზადებულ სახეს ვისწორებ. -გოგო ნახევარი საათია დარბაზში არ გამოჩენილხარ. მოგივიდა? უარის ნიშნად თავს ვაქნევ იმ ფაქტით გაოგნებული რომ ამდენი ხანი აქ ვიყავი. თიკო დაეჭვებული ინტერესით მათვალიერებს, თითქოს ავაყოფობის ნიშნებს ეძებს. -დარბაზში უკვე გკითხულობენ, წამოდი მალე.რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? -არა,არა. უბრალოდ ვრეკავდი ...- ვბლუყუნებ იმისთვის რომ პასხი გაცემულად ჩამეთვალოს და კარებში სწრაფად ვძვრები. *** მთელი საღამო საშინლად დაბნეული და მოუხერხებელი ვარ. იმის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ რომ არჩიმ ჩემს ზარებს არ უპასუხა. მომხმარებლს შეკვეთას ორჯერ ვამეორებინებ. მაგიდებს და სკამებს ვედები, ხანდახან შეკვეთის სამზარეულოში გატანა მავიწყდება. მენეჯერი რამდენჯერმე შენიშვნას მეუბნება. ცხრისკენ, როცა შესვენება მიწევს ნახევარი საათით, გარეთ გავდივარ უკანა კარიდან, რომ სუფთა ჰაერი ჩავყლაპო. ძლიერად წვიმს. კარებთან ვრჩები, რომ არ დავსველდე და არჩისთან ისევ ვუშვებ ზარებს. რამდენიმე ზარის შემდეგ იღებს. ვშეშდები. -არჩი-ჩავძახი ყურმილს-არჩი. -რა იყო მია? -სად ხარ! ჩემს ზარებს რატომ არ პასუხიბდი? რა დაგემართა? არც უნივერსიტეტში იყავი, არც სამსახურში! დავიჯერო თავს მარიდებ? ასე მალე გწყინს ყველაფერი? საყვედურის ტონით ვცდილობ გადავფარო ნერვიულობა და მთელი დღის მოლოდინი. -დაასრულე?- მეკითხება უხეშად, ყურებს ვერ ვუჯერებ. ეს არჩი არ არის! - ჩემს მეგობართან ვარ, ვალდებული არ ვარ ჩემი ყველა ნაბიჯის მოხსენება ჩაგაბარო.არ მცალია ახლა, მერე დაგირეკავ. ითიშება. ტელეფონს გაოგნებული დავყურებ. შემთხვევით გაეთიშა. ისევ ვურეკავ. როცა მეორედ მითიშავს, მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ შემთხვევით არ გათიშულა. გაოგნებული ვუყურებ წვიმას. ვერ ვიჯერებ რომ ასე მომექცა. ყველასგან მოველოდებოდი მაგრამ არჩისგან არა. „მიდი იტირე გამოუსადეგარო არაფრის მაქნისო“ ვუღრენ გონებაში საკუთარ თავს. „ დასტირე შენს საცოდავ არსებობას“ მაგრამ ცრემლები არ მომდის. კარებში გახევებული ვდგავარ და წვიმას ვუყურებ. თვალს ვადევნებ, როგორ იკაწრება ძველი ჭრილობები. წვიმაში გაჩენილ წარსულის ლანდებს და შეგრძნებებს ყურს ვუგდებ და უფლებას ვაძლევ რეალობას მომწყვიტონ. იქ, სადღაც გაჩენილ ახლებურ ტკივილს არ ვებრძვი. *** უკვე ათი საათია, საშინელ განწყობაზე ვარ.ასე ნელა დრო დიდი ხანია არ გასულა. დარბაზი ხალხით გადატენილია. უსაქმოდ დარჩენის დრო არ მრჩება, თუმცა წუთები ჩემს ჯიბრზე იწელებიან. არჩის სიტყვებმა ერთ ხანს ძალა გამომაცალა. ახლა კი ბრაზისგან ვიწვი. ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ყველაფერი მივახლო რასაც ახლა მასზე ვფიქრობ. ერთ-ერთ მაგიდას ვუახლოვდები, სადაც ახლახანს შემოსული სტუმრები სხედან. მათ ვინაობას მხოლოდ მაშინ ვადგენ, როცა იმდენად ახლოს ვარ, რომ უკან გაბრუნება უკვე ძალიან შესამჩნრვი იქნება-უკვე მიყურებენ! „ამის დედაც, ესღა მეკლდა“ ვჩურჩულებ და ვცდილობ ჩემი დამძიმებული ფეხები როგორმე მივათრიო ოთხადგილიან მაგიდამდე. დემნა, ლუკა და მათი ორი მეგობარი. ... ... ... ვერც კი ვიჯერებ რომ არ გავბრუნდი და ახლა აქ ვდგავარ! მათი სიფათების შემყურე, ვცდილობ გავერკვე, რამ მაიძულა აქამდე მოვაულიყავი. ლუკა „სასიამოვნოდ“ გაკვირვებულია.თითქმის აღფრთოვანებულიც კი! ვხედავ როგორ უხარია ჩემი დამცირების მორიგი შესაძლებლობა რომ აღმოაჩინა. დემნა დაბღვერილი იყურება გაურკვეველი მიმართულებით, ვხედავ, ცდილობს რაც შეიძლება კარგად დააიგნოროს ჩემი აქ ყოფნა.გაბრაზებული ჩანს. კიდევ ერთი ბიჭი რომელიც სახის მოყვანილობით ძალიან გავს ლუკას, მაგრამ უფრო ჭკვიანური შეხედულება და გამომეტყველება აქვს, სათვალეს ისწორებს და გონებაგაფანტული ათვალიერებს გარემოს. ის ერთადერთია რომელიც ყველაფერს გარეშე თვალით უყურებს. დემნას წინ მჯდარი გრძელ ყავისფერთმიანი გოგო კი ირონიულ მზერას მავლებს ქვევიდან ზევით და ბოლოს შემფასებლურად, თითქმის მკაცრად მაშტერდება სახეში. -რას ინებებთ?- ვეკითხები უხალისოდ. იმედია გულგრილობაში არ დამადანშაულებენ, თორემ ძალაინ მეწყინება. ამ აზრზე მეღიმება,რის დამალვასაც ჩახველებით ვცდილობ. -ოჰო, ჩვენი ლამაზმანი სად აღმოვაჩინეთ!- ამაზრზენი თეატრალურობით აცხადებს ლუკა. დაიწო. ლუკას სიტყვები სათვალიანი ბიჭის ყურადღებას იქცევს და მზერა დარბაზიდან ჩემზე გადმოაქვს. დემნა ამჯერადაც უარს ამბობს ჩემს არსებობაზე. ლამაზი მრგვალი სახის ფორმის გოგო კი ლუკას სიტყვებზე თვალს მარიდებს. ვხედავ როგორ ცდილობს ხითხითის დამალვას. ეს გოგო მეცნობა, მგონი უნივერსიტეტში მყავს ნანახი. ლუკას ვუღიმი. ოღონდ ამჯერად, პირველად და ღრმად მწამს, რომ უკანასკნელად, გულახდილად ვუღიმი. მის სისულელეზე მეღიმება. -დარწმუნებული ვარ მეძებდი.-მოჩვენებითი სინაზით ვეუბნები. შემდეგ სახეს ვისერიოზულებ და ყველას მივმართავ- თუ ინებებთ მენიუს მოგიტანთ. -არა რას ამბობ !შენნაირ გოგოს როგორ შევაწუხებთ.-სწრაფად მპასუხობს, ცდილობს საუბრის მანერა თავის სასარგებლოდ მოირგოს.-ადექი დემნა, რას ჩამომჯდარხარ უსაქმურად?! ჩვენი მია დაღლილია, ცოტა ხანი ჩაანაცვლე, მიდი...-უყვავებს და მეტი სიცხადიათვის მხარზე ხელს ავლებს რომ წამოაყენოს. დემნა უხეშად იშორებს მის ხელს და გამაფრთხილებელ ბრაზიან მზერას სახეზე არჭობს. ლუკა მაშინვე ხელს უშვებს და ისევ მე მიბრუნდება, ცდილობს არ შეიმჩნიოს წამის წინ როგორ დაამცირეს ერთი მზერით. გესლიანად მეღიმება. -რაიყო საყვარელო მია? მოგეწონა დილანდელი კოქტეილი? იმედია სახლში მალე მიხვედი, შენს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, ხომ იცი. -მენიუ მოგიტანოთ, თუ არა. ამდენი ხანი ერთ მაგიდასთან ვერ გავჩერდები- უემოციოდ ვპასუხობ მის საცოდავ მცდელიბებს. -აქამდე რატომ არ გვითხარი რომ კონკია იყავი? ღმერთო ჩემო, რომ გვცოდნოდა იმდენ რამს არ ჩავიდენდით!-ისევ თავისას უბერავს. მისი თეატრალურო შეცხადება უკვე თავს მაბეზრებს. თვალებს ვატრიალებ. ველოდები როდის დაასრულებს- დარწმუნებული ვარ შენი პრინცი უკვე იპოვე. არჩი ცოტა არაორდინალური ბიჭია პრინცობისთვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთმანეთს გაუგებთ. -იმედია დაასრულე მეცხრეტე საუკუნის ინგლისის სალონებში გამართული ჭორაობის იმიტირება, იმიტომ რომ უკვე ძალიან მოვიწყინე, აქ ოცდამეერთეში ხალხს გვიყვარს როცა ჩვენი საქმეებით ვკავდებით.- ვიცი კლიენტს უკიდურესად თავაზიანად უნდა მოვექცე, თუმცა თავის შეკავება ვერ შევძელი. -ხოდა თბილისელო კონკია, წადი და მენიუები მოგვიტანე და თანაც სწრაფად.რომ დაასრულებ,ხელზე უნდა მაკოცო შენი მორჩილების დასადასტურებლად. -სწრაფად ლაპარაკობს, ვერ იტანს როცა მის სისულელეებს უემოციოდ ვფუშავ, მერე ავტომატურად პირდაპირ შეურაწყოფაზე გადადის. უმარტივესი სქემა აქვს, იმდენად რომ დამთქნარება მინდება. ჩერდება და გესლიანი ღიმილით ამატებს-არ გაგიმართლა, როგორც ჩანს შენი დედინაცვალი ვარ, ოცდაათი წამი გაქვს.დარწმუნებული ვარ, არ გინდა მენეჯერს შენზე საყვედური მოვახსენო. მის თაფლისფერ გესლიან თვალებში ვხედავ, როგორი აღტაცებულია საკუთარი „ენამოსწრებულობით“. სათვალიანი და ჭორფლებიანი ქერა ბიჭი აჭარხლებული დამნაშავის მზერას მარიდებს. გოგონა ახველებს, რომ სიცილი „დაფაროს“. მე ზანტად ვუღიმი. -რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, შენი ხელი მოწამლული ვაშლის როლს ასრულებს. ზანტად ვბრუნდები და დემონსტრაციულად ნელა მივდივარ ბარისკენ, რომ მენიუები ავიღო. მათ მაგიდასთან ვბრუნდები და მენიუებს ვანაწილებ. ლუკა,ნირწამხდარი, ბრაზისგან გაბერილი, მენიუს უხეშად იღებს და სანამ მაგიდას არ ვცილდები სახიდან არ ჩამოაქვს. რამ გააბრაზა, არ ვიცი,თუმცა მაინცდამაიც დაინტრიგებული არ ვარ- მისი დაბოღმვა ძალიან ადვილია. ერთიანად ბოღმით სავსე იდიოტია, რასაც დროდადრო აფრქვევს ხოლმე. -როცა აარჩევთ დამიძახეთ - ვამბობ და მივდივარ. ერთიანად კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. მშვიდად ავიტანე ლუკას დამცირების მცდელობები, ისე რომ საპასუხო კბენა ძალიან დელიკატურად მივასწარი. როცა მათი შეკვეთა სისტემაში შემაქვს, ჩემთან ლიკა მოდის, the down-ის მომსახურების მენეჯერი, და მეუბნება რომ ჩემზე საჩივარი მიუვიდა იმის თაობაზე, რომ ძალიან ნელა და გულგრილად ვმუშაობ და თანაც სტუმრებს ძალიან უხეშად ვექცევი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს. როგორ მოახერხა ამ ჭკუასუსტმა ამ პატარა დროში ჩემზე საჩივარი დაეწერა, თან მაშინ, როცა ჩემს თითოეულ მოძრაობას დაჟინებულად აკვირდება თავისი ბოროტი თვალებით. მენეჯერს საკუთარი თავის გასამართლებლად არაფერს ვეუბნები, ყბადაღებული ვუსმენ.ბრაზი ძალიან ნელა შემოდის ჩემს სხეულში. ამას იმდენ ხანს ანდომებს, რომ როცა შურისძიების წყურვილით ვივსები, უკვე დაქვითული მაქვს შემდეგი თვის ხელფასიდან ასი ლარი და ლიკაც უკვე დიდი ხანია რაც გამცილდა. ბართან ვდგავარ გაგულისებული და მათი მაგიდისკენ ვიყურები. ლუკა ჩემკენ იხედება. ჩემს მზერას აწყდება და მიღიმის. ფართოდ. ქერა ბიჭი, რომელიც მას ძალიან ჰგავს, თავს ატრიალებს და ლუკას მზერას თვალს აყოლებს. როგორც კი მე მაწყდება მაშინვე სწორდება. -მე შენ გაჩვენებ!- ვიღრინები. -რა თქვი?- მეპასუხება ჩემს ზურკს უკან გიორგი. -არაფერი...-მისკენ ვტრიალდები და ვამატებ- შენთვის არაფერი. თეფშებს ხელში ვიღებ და მაგიდისკენ მივდივარ. მაგიდას ვშლი. ვხვდები, ჩემი გარეგნული სიმშვიდე როგორ შეიცვალა მტრული მზადყოფნით. ერთი წამით ჩემი და დემნას მზერა ერთმანეთს ხვდება. თვალებში მაშტერდება. ეს გაფრთხილებას გავს ჩემი განზრახვის წინააღმდეგ. მაგრამ მგონი მეჩვენება. თვალს ვარიდებ და სამზარეულოსკენ მივდივარ, რომ შეკვეთა გამოვიტანო. მათკენ მივდივარ. ხელში შეკვეთა მიჭირავს. მაგიდას ლუკას მხრიდან ვუახლოვდები. გული სწრაფად მიცემს. ხუთი ნაბიჯი, ოთხი, სამი ორი... ფეხს უცნაურად ვდგავ და წაბორძიკების იმიტაციას ვქმნი, თეფშებს ვაყირავებ და ლუკას თავზე ვცლი, შემდეგ მათაც ხელს ვუშვებ და მეტი დამაჯერებლობისთვის იატაკზე ვიშხლართები.ჩემ წინ თეფშის ნამსხვრევები იფანტება. ლუკა სკამიდან ისე სწრაფად დგება, რომ სკამი ძირს ვარდება. გაოგნებული აქეთ-იქით იყურება. თმა, სახე,ტანსაცმელი ერთიანად საჭმელში ადუდღნული აქვს. ზუსტად ისე, როგორც მე დილით. საკუთარი ნამოქმედარით ვტკბები, როცა მამჩნევს როგორ ნელ-ნელა ვდგები იატაკიდან და თან კმაყოფილი ვუმზერ. მაჯაში ხელს მაგრად მკიდებს და მაიძულებს სწრაფად წამოვხტე. უკვე ყვირის. მთელი დარბაზი ჩვენკენ იყურება. დემნა ჩვენს შორის დგება, უკან მწევს და ლუკას აკავებს. მის გაბრაზებულ მზერას ვკრავ თვალს. ლუკა მლანძღავს, მე ხმას არ ვიღებ. მხოლოდ უემოციოდ ვუყურებ. მალე ყველაფერი ნამდვილ სპექტაკლს ემსგავსება. დარბაზში დაცვა შემოდის, ლიკაც უკვე აქ არის, ლუკას ბოდიშებს უხდის და მის დაწყნარებას ცდილობს.დემნა თვალს არ მაშორებს, თითქოს ცდილობს ჩემს სახეზე ჩემი ზრახვები ამოიკითხოს. თვალს ვუსწორებ, მერე ვტრიალდები და დარბაზიდან გავდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.