შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (2 თავი)


15-08-2021, 18:18
ავტორი donald duck
ნანახია 3 335

2006 წელი აპრილი
მისი ხილვის მერე მოსვენება დავკარგე. არც სახელი არც გვარი, არაფერი არ ვიცოდი მის შესახებ. სად მეძებნა? ან ვისთვის მეკითხა მისი ასავალ-დასავალი? მთელი ჩემი ფიქრები იმ პატარა გოგონოას ეკავა. მეგობრები ვეღარ მცნობდნენ. მეც აღარ მქონდა ხალისი სადმე წასვლის, ან რა აზრი ქონდა? გულს ვერაფერს ვერ ვუდებდი. ჩვენი პირველი საუბრის შემდეგ, ამას თუ საუბარს დავარქმევთ ერთი კვირა იქნებოდა გასული. ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში სკამზე ვიყავით ჩამომსხდარი ბიჭები და სიგარეტს ვეწეოდით. სრულიად მოულოდნელად თავზე გოგონა დაგვადგა და სანტებელა გვთხოვა. არ ვიცი რა დამემართა იმ წამს როცა მასში ჩემი საოცნებო გოგოს მეგობარი ამოვიცანი. აი ის კოჭლობით რომ გამაცალა ხელიდან. სიხარულისგან ისე გამებადრა სახე ალბათ იფიქრა რომ იდიოტი ვიყავი. ყველამ ერთდროულად მოვიქექეთ ჯიბეები და სანთებელა გავუწოდეთ. ბედად ჩემი სანთებელა აიღო.
-მალე დაგიბრუნებთ - კეკლუცად შეათმაშა ხელში და მოპირაპირე მხარეს წავიდა.
თვალი გავაყოლე იმ იმედით რომ ისიც იქ იქნებოდა, მაგრამ შევცდი სამწუხაროდ. ორ გოგონას მიუახსლოვდა და სიგარეტს მოუკიდეს მათაც ჩემი სანთებელით. ხო ნუ გიკვირთ ეს „გეპეი“-ა და აქ როგორც გინდა ისე მოიქცევი. არავის უკვირდა შუა ლექციაზე სიგარეტი რომ ამოგეღო და მოგეწია, ან უბრალოდ ჯოკერი გეთამაშა. არც სტუდენტებს და არც ლექტორებს დიდა არ ადარდებდათ რა ცოდნას წაიღებდნენ სახლში მომავალი თაობა.
საქმე არაფერი მქონდა, ლექციებიც დამთავრებული იყო. ბიჭებს დავემშვიდობე და გასასვლელისკენ წავედი. თითქმის კარებში ვიყავი მისული ჩემი სანტებელით ხელში გოგონა რომ ჩემსკენ წამოვიდა. შუა კარებში გავიხიდეთ.
-მადლობა - ღიმილით გამომიწოდა სანთებელა.
-გქონდდეს - ისევ უკან გავუწოდე უკვე გამორთმეული სანთებელა
-მგონი ცუდად ვდგავართ - კიდევ ერთხელ გამიღიმა და იქაურობა შეათვალიერა - მე გვანცა მმქვია - ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად
-ზურა -ჩემი ხელი შევაგებე და ორივეს გაგვეცინა
-რომელ კურსზე ხარ? - მოულოდნელად მკითხა და ოდნავ გვერდით მიმწია რომ გამვლელებისთვის ხელი არ შეგვეშალა.
-მეორე კურს ვხურავ - გავუღმე -შენ?
-მე აქ არ ვსვწავლობ - თვალი მოავლო იქაურობა - ისე პირველ კურსზე, მეორეზე გადავდივარ.აქ ჩემ მეგობართან მოვდივართ ხოლმე. - თავისი მეგობრებისკენ გაიხედა და ხელი გაიშვირა თან - სალომესთან ქერა თმით რომ არის.
ძალიან მინდოდა მის მეგობარზე თუ დაქალზე მეკითხა ერთი კვირის წინ რომ ამაცალა ფუკასავით ცხვირწინ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, როგორ უნდა მეკითხა. ისე მეგობრულად გამომდო მკლავი და გარეთ გამიყვანა ლაპარაკ ლაპარაკში ვერც კი მივხვდი კიბეებიდან მარჯვენა მხარეს პატარა სადგომზე როგორ ამოვყავით თავი. იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექით და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. მეც ანალოგიური გავიმეორე.
-შენ მეგობრებს არ ეწყინებათ რომ წამოხვედი? - დავინტერესდი და ნაფაზი დავარტყი.
-არა სალომე მაინც ლექციაზე შედიოდა, მაკოც შეყვება თან, მე კიდე ჩემ ლექციებზე ჯდომა მეზარება მაგის ლექციებს რომ არ დავესწრო -გულიანად გადაიკისკისა გვანცამ - ისე მახსოვხარ, ამასწინათ სოფო რომ გადაარჩინე მუხლების გადაყვლეფას -შემახსენა წინა კვირის ინციდენტი
-ძალიან ლამაზი დაქალი გყავს - ვიგრძენი როგორ გავწითლდი - შენც ლამაზი გოგო ხარ
-მადლობა, მაგრამ დაქალი არ არის ტყუპისცალია - ყურებამდე გაიკრიჭა
-საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს - გაკვირვებულმა შევათვალიერე გვანცა
-ვიცით - გულიანად გაიცინა გვანცამ ჩემს გაოცებაზე
დიდხანს ვისაუბრეთ მე და გვანცამ. ნომრებიც გავცვალეთ. გავუმხილე რომ მისი და ძალიან მომწონდა. პირობას ვერ გაძლევ მაგრამ ვეცდები დაგეხმარო რამენაირადო. თითქოს იმედი მომეცა, მაგრამ მაინც რაღაც მაშნებდა და რა არ ვიცოდი. ყოველ დღე მასზე ვფიქრობდი და სულ მისი ბავშვური სახე მედგა წინ.
დღეები ისე სწრაფად გადიოდა რომ ერთი პირობა ვიფიქრე ვიღაცამ ხომ არ ააჩქარა დროთქო. თვალის დახამხამებაში მოვიდა აპრილის ბოლო. მთელი ეს დრო სოფო არ მინახავს. ხანადახან გვანცა თუ შემეხმიანებოდა და მისი საშვალებით ვიგებდი სოფოს ამბებს. ყველაზე დიდი დარტყმა მაშინ მივიღე გვანცამ რომ მომწერა, სოფოს თურმე ვიღაც ბიჭი შეყვარებია და ხვალ უნდა გავიცნოო. ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა ეს ამბავი. გვანცას შეხვედრა ვთხოვე და ზოოპარკში გავისეირნეთ. თითქოს კიდევ რაღაცას მიმალავდა გვანცა სოფოზე მაგრამ ვერ ჩავეკითხე იმის შიშით რომ რამე უფრო საშიში არ ეთქვა ჩემთვის.
გრძნობა რომელიც მთელ ჩემ გულს და გონებას დაპატრონებოდა პატარა გოგონას ეკუთვნოდა და ყველანაირად გამომთიშა ამ ცხოვრებისგა. სხვა ვეღარაფერზე და ვეღარავიზე ვერ ვფიქრობდი. ჩემი გონება და ფიქრები მხოლოდ სოფოს გარშემო ტრიალებდა. გვანცა საკმაოდ კარგი მეგობარი აღმოჩნდა და ცდილობდა გავემხნევებინე, მაგრამ როგორია გაამხნევო კაცი რომელიც თავდავიწყებით და უიმედოდ არის შეყვარებული პატარა ქალბატონზე, რომელმაც მისი არსებობა არც კი იცის და ალბათ რომც იცოდეს ზედაც არ შეხედავს.
2018 წელის მარტი
ყველაზე ძალიან ანანოსთან საუბარი გამიჭირდა. ვერც ვუთხარი. სიტყვებს ვერ ვპოულობდი თუ როგორ უნდა ამეხსნა ეს ყველაფერი. ვერც დროს ვერ ვურჩევდი ისე რომ მისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო ეს სიახლე. ათასი ვარიანტი გავიაზრე და დავგეგმე მაგრამ ყველა ვუარყავი. ჩემთვის ანანო ძვირფასი ადამიანი იყო და მისი წყენინება არ მინდოდა.
სოფოსთან ვიზიტიდან რამდენიმე დღე იყო გასული. ანანო აქტიურად ემზადებოდა ქორწილისთვის. ხან კაბებს მაჩვენებდა. ხან დეკორაციებს. რამოდენიმეჯერ სახლის პროექტზეც მკითხა. მხოლოდ ვუღიმოდი და ვერაფერს ვეუბნეოდი. გამოსავალს ვერ ვპოულობდი. თაფლობის თვისთვის კურორტებს ეძებდა. ხანდახან წყინდა კიდეც რომ არ ვიღებდი მონაწილეობას სამზადისში, მაგრამ თავს ვიმართლებდი ბევრი საქმე მაქვს და შენ როგორც გინდათქო. გულში კი საკუთარ თავს ვწყევლიდი ესე სასტიკად რომ ვიქცეოდი.
იმ საღამოს მე და ანანო ჩვენ საყვარელ კაფეში ვისხედით ტაბიძეზე და ვახშმობდით. ანანო ტელეფონში საქორწილო დეკორაციებს ათვალიერებდა და დროდადრო მაჩვენებდა, მე კიდე სოციალურ ქსელში სოფოს პროფილს ვათვალიერებდი. ვუყურებდი მის სურათებს და გული სითბოთი მევსებოდა. რამოდენიმეჯერ გავაღე პირი, დავაპირე რომ ანანოსთვის სიმართლე მეთქვა და დამესრულებინა ეს ფარსი.
-ნახე მოგწონს? - მორიგი დეკორაციის სურათი მაჩვენა სმარტფონის ეკრანზე
-ლამაზის - გავუღიმე - ანანო, დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე და არ ვიცი როგორ დავიწყო - ენის ბორძიკით დავიწყე საუბარი.სიტყვები თითქოს მისხლტებოდნენ
-მოხდა რამე? - შეშფოთებულმა შემომხედა და ტელეფონი გვერდით გადადო - ხომ მშვიდობაა?
ისეთი მეამიტური სახე მიიღო ვერც კი წარმოიდგენდა რა შეიძლება მეთქვა და გულში რაღაც ჩამწყდა. წარმოვიდგინე როგორ ეტკინებოდა ეს სიახლე ანანოს და მე უფრო მეტკინა.
ანანო სამი წლის წინ გავიცანი სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ გამოფენაზე. ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. მომღიმარი სახით დადიოდა სტუმრებს შორის და ყველას თბილად ესაუბრებოდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა გალერიის ხელმძღვანელი იყო და მისთვის ამ უცხოელი მხატვარის გამოფენა საკმაოდ დიდი ტრამპლინი იყო მის კარიერაში. მიწვეულ სტუმრებს შორის არ ვიყავი, რადგან ჩემს დეიდაშვილს ვახლდი. მარტო წასვლა არ უნდოდა და მთელი კვირა მეხვეწა წაყოლაზე. სასხვათაშორისოდ გამომელაპარაკა, იფიქრა რომ ხელოვნებაში ძალიან გარკვეული ადამინი ვიყავი, ისეთი სახით ვუყურებდი სურათებს. ჩემი აზრითაც დაინტერესდა და როცა მიხვდა რომ ინჩი-ბინჩი არ გამეგებოდა ხელოვნებაში გულიანად იცინა. რამოდენიმე დღეში ისევ შევხდით შემთხვევით ზუსტად ამ კაფეში და იქიდან დაიწყო ჩვენი შეხვედრები. დიდი ხანი უბრალოდ ვმეგობრობდით დროს საინტერესოდ ვატარებდით. ანანო ხელოვნებაში მარკვევდა მე ტექნოლოგიებში და კავშირგაბმულობაში. როგორ გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა უფრო სერიოზულში ჩვენც კი ვერ მივხვდით. პირველად მე ვიეჭვიანე როცა მორიგი თაყვანისმცემლის შესახებ მიყვებოდა. მერე გადავწყვიტეთ რომ გვეცადა ურთიერთობა და წელიწად ნახევრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ნიშნობით დავაგვირგვინეთ და ერთად ცხოვრებისთვის დავიწყეთ მზადება.
ეხლაც იჯდა ჩემს წინ და მოემზადა მთელი არსებით, რომ ჩემგან ახალი ინფორმაცია მიეღო. ზუსტად ამ წუთას მივხვდი რომ ცხოვრება დამცინოდა. თვალი მომენტალურად შემოსასვლელისკენ გამექცა. მისმა სილამაზემ და ელეგანტურობამ თვალი მომჭრა და გამაშეშა. ვიგრძენი თუ როგორ დამიარა მთელ სხეულში სასიმოვნო ჟრუანტელმა და გამათბო. თვალებში ნაპერწკლები ამენთო. ამჯერად მანაც შემამჩია და გამიღიმა. ღმერთო რა მომნუსხველი და ლამაზი იყო. ხელი დამიქნია მეც ღიმილით მივესალმე.
-ვინმეს ველოდებით? - ანანომ ზურგს უკან გაიხედა და სოფო შეათვალიერა -ვინ არის?
-არქიტეკტორია - მოკლედ ვუპასუხე და წამოვდექი შესახვედრად - გამარჯობათ ქალბატონი სოფო - ხელი შევაგებე მისალმების ნიშნად - ხომ არ შემოგვიერთდებით?
ზრდილობის ნიშნად დავპატიჟე თორემ ისე საერთოდ არ მინდოდა რომ დამჯდარიყო. ალბათ რამე სისულელეს ჩავიდენდი ჩვენთან ერთად რომ ევახშმა.
-მადლობა - გამიღიმა, ხელი შემაგემა მანაც და ანანოს გახედა
-ანანო ჩემი საცოლე - ბოლო სიტყვები ძლივს წარმოვთქვი - სოფო არქიტეკტორია, დიდი დიღმის პროექტზე მუშაობს
-სასიმოვნოა - ხელი გაუწოდა ანანომაც - დაბრძანდით - ძალიან სათნოდ და ალალად გაუღიმა ანანომ
-მადლობა - გაგვიღიმა სოფომ - ჩემ დას ველოდები, სხვა დროს ალბათ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით.
დის ხსენებაზე სულ მთლად დავიბენი და სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი. დიდი ხანია გვანცა არ მენახა მაგრამ დარწმუნებული ვიყავი სოფოსგან განსხვავებით გვანცა ნამდვილად მიცნობდა და აი არც დააყოვნა ჩემი ფიქრების რეალიზაციამ. კარებში გვანცა გამოჩნდა, ისევ ისეთი მხიარული და ლაღი შმოფარფატდა კარებში. შორიდანვე ეტყობოდა რომ მიცნო და გაკვირვებული ღიმილით მოდიოდა ჩვენსკენ. ისე გულთბილად და მეგობრულად გადამეხვია გვნაცა, რომ მოგვიახლოვდა რამე ტყუილის მოფიქრებას ან თავის მართლებას აზრი არ ქონდა.
-ზურაა - ძალიან თბილად და მეგობრულად ჩამომეკიდა კისერზე -როგორ ხარ?
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? - გაოგნებულმა შეგვათვალიერა სოფომ
-და რა შენ არ გახსოვს ზურა? - გაუბრაზდა დას
-ანანო ჩემი საცოლე - დავასწარი გვანცას სანამ რამეს წამოაყრანტელებდა - გვანცა ჩემი მეგობარი.
-ჯარის მეგობრები ვართ - გაეცინა გვანცა -რამდენი ხანია არ მინახიხარ ეგრე უნდა? - მისაყვედურა და მხარი გამკრა
-დაბრძანდით - გაუღიმა ანანომ და ჩემს გვერდით გადმოჯდა
-ძალიან თუ არ შეგაწუხებთ - თვალი ჩამიკრა გვანცამ და კეკლუცად ჩამოჯდა როგორც ჩვეოდა
-მეგონა სალაპარაკო გქონდა - წარბი აუწია სოფომ დას
-ჩვენ ტყუპები ვართ - ანანო ჩააყენა საქმის კურსში - ყველანაირად განვსხვავდებით
-შევატყვე - გაეცინა ანანოსაც
-დაბრძანდით - ხელით ვანიშნე სოფოს და ანანოს გვერდით მოვკალათდი
მომღიმარი სახით საუბრობდა გვანცა, ენას არ აჩერებდა როგორც წესი. იხსენებდა სტუდენტობას, მაგრამ აანალიზებდა რომ ზედმეტი არაფერი არ უნდა ეთქვა. რამოდენიმეჯერ სოფოსკენ გავაპარე მზერა. მივხვდი რომ მასაც ამოუტივტივდა მოგონებები და ნელ ნელა იხსენებდა ყველაფერს. უხმოდ იჯდა და დროდადრო ანანოს კითხვებს ნაძალადევი ღიმილით პასუხობდა. ნეტავ იმ მომენტში მის გონებაში ჩამახედა რას ფიქრობდა.
ანანომ და გვანცამ კარგად გაუგეს ერთმანეთს. გვანცა დროდადრო გამომხედავდა და თვალს მიკრავდა იმის ნიშნად რომ მითანაგრძნობდა შექმნილ უხერხულობას. სუფრაზე მხოლოდ მე და სოფო ვიჯექით გარინდებულები. პირი არაფრისთვის დაგვიკარებია, მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოვსვით წყალი. გვანცას ეტყობოდა რომ ძალიან ხალისობდა ამ სიტუაციით. ანანოც მხიარულად იყო, უბრალოდ მან არ იცოდა რა ხდებოდა იმ წუთას ამ მაგიდაზე. წამით სურვილი გამიჩნდა სოფოსთვის ხელი მომეკიდა და სადმე შორს ყველასგან განმარტოვებით წამეყვანა, სადაც მარტო მე და სოფო ვიქნებოდით და აღარ მივცემდი საშვალებას ჩემი გრძნობებით ეთამაშა. მაგრად ჩავიკრავდი გულში და აღარასდროს გავუშვებდით, ამგრამ ეს ყველაფერი ისევ ოცნებად და უბრალოდ ფიქრებად რჩებოდა. დროებით მაინც. სანამ ანანოს არ ავუხსნიდი ყველაფერს.
ჩემი ტელეფონი განათდა. შეტყობინება მომივიდა. სოფოსგან იყო, სანამ გავხსნიდი და ვნახავდი რა ეწერა ცივმა ოფლმა დამასხა. გეგონება სასიკვდილო განაჩენი გამოქონდათ ჩემთვის. ხელის კანკალით გავხსენი შეტყობინება. „გამახსენდი“ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ეწერა. სოფოს შევხედე. დაჟინებით მიყურებდა და შევნიშნე როგორ აევსო თვალები ცრემლებით. ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა და წამოდგა.
-ბოდიშს მოგიხდით უნდა დაგტოვოთ - ჩანთას დაწვდა სოფო -ბავშვი მარტო მყავს დატოვებული და გვიანი უკვე.
ბავშვის ხსენება სრული შოკი იყო ჩემთვის. შესაძლო იყო უბრალოდ ბეჭედს არ ატარებდა და ის გათხოვილია. ღმერთო რატომ შემახვედრე ისევ თუ მაინც უნდა დამეკარგა და ის ისევ ჩემთვის მიუწვდომელი იყო? საკუთარ ბედზე მეცინებოდა გულში. სრული ირონია იყო. ფიქრები ბუზებივით ირეოდა თვში და ვეღარაფერს ვიაზრებდი. ერთი რაც მოვახერხე მეც ფეხზე წამოვდექი.
-გაგაცილებ - ხელი შევაშველე სოფოს და მისი თხელი მოსაცმელი ავიღე ჩაცმაში რომ დავხმარებოდი.
-მანქანით ვარ - სევდიანად გამიღიმა - არ შეწუხდეთ.
-მანქანამდე მიგაცილებთ - არ დავნებდი -შენ ხომ არ მიდიხარ ჯერ - პირობა ჩამოვართვი გვანცა.
-აქ ვარ გპირედები - საფეთქელტან ხელის მიტანით ფიცი მომცა.
გამეცინა, ისევ ისეთი ბავშური და მხიარული იყო. გვანცას გავუღიმე და სოფო წინ გავუშვი. ერთი ნაბიჯის დაშორებაზე მივყვებოდი. არც სოფო ჩქარობდა გასვლას. მისი თმის სურნელი ცხვირში მიღიტინებდა და თავბრუს მახვევდა. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, რომ არ გამეტაცებინა სადმე შორს. თავს ვიჭერდი რომ ხალხის წინაშე არ მომებრუნებინა და ვნებიანად არ მეკოცნა მისი ლამაზად გაბუშტული ტუჩებისთვის. საკუთარ გრძნობებს და სურვილებს ვებრძვოდი და ამ ბრძოლაში მივუახლოვდით სოფოს მანქანას. ცოტახანი გაჩერდა. არ ჩქარობდა მანქანის გაღებას. მერე უცბად შემოტრიალდა. ისე ახლოს იყო სუნთქვა შემეკრა. შემეშინდა მირაჟი არ ყოფილიყო და არ გამქრალიყო. თვალებში სევდა ჩასდგომოდა და ცრემლებით ევსებოდა. სევდიანი ღიმილით მიყურა რამოდენიმე წუთი, მერე თითის წვერებზე აიწია და ნაზად შემახო ლოყაზე ტუჩები. სხეულში საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა და მისი ტუჩემის ნაკვალევი დამეწვა. სასწრაფოდ მომცილდა და მანქანაში ჩაჯდა ისე რომ არაფერი უთქვამს. ერთხელ კიდევ გამომხედა საქარე მინის მიღმა და მანქანა დაძრა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იყო,შეხვედრა წარსულთან ძალკან ტკბილია რეალურ ცხოვრებაშიც.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

საინტერესოდ წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent