შეხვედრა წარსულთან (3 თავი)
2006 წლის მაისი ალბათ ერთ ერთი ყველაზე ბედნიერი დღე გამითენდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი. დილას ზანტად გავემზადე და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი. რაღაც უცნაური განცდა მქონდა, მაგრამ ჯერ ვერ ვხდებოდი რა იყო ეს. თითქმის მისული ვიყავი უნივერსიტეტთან გვანცამ რომ მომწერა კიბეებთან გელოდებითო. მრავლობითი ფორმა ვერ მივხვდი თავიდან რას ნიშნავდა, მაგრამ სამარშუტო ტაქსი რომ გაჩერდა პირველი კორპუსის კიბეებთან და დები დავინახე ფანჯრიდან რაღაც არა ამქვეყნიური გრძნობა დამეუფლა. ბუმბულივით მსუბუქი გავხდი და ლამის პირდაპირ ფანჯრიდან გადავედი. მძღოლს ფული სასწრაფოდ გადავუხადე, ხურდა არც კი გამოვართვი და სირბილით ავირბინე კიბეები. გული ამოვარდნას მქონდა. გვანცა მიღიმოდა, სოფო მიბღვერდა. გვანცა მაშინვე გადამეხვია ძველი მეგობარივით და სოფო გამაცნო. ცოტახნით ფოიეში ჩამოვჯექით. მეგობარს ელოდებოდნენ. მთელი ის დრო სოფოსთვის თვალი არ მომიცილებია და ხმასაც ვერ ვიღებდი, სამაგიეროდ გვანცა ჩემს მაგივრადაც ლაპარაკობდა. დროდადრო ჩემი მისამართით საქებარ სიტყვებსაც ისვროდა ხოლმე, ისე რომ სოფოს რამე ეჭვი არ გასჩენოდა. დაახლოებით ნახევარი საათი მაინც დავყავით უნივერსიტეტის ფოიეში. რამოდენიმე ღერი ზედიზედ მოვწიე. რამოდენიმე კითხვა სოფომაც დამისვა, მაგრამ პასუხი როგორ გავეცი ან რა ვუპასუხე არ მახსოვს, ეხლა კი არა მაშინაც არ მახსოვდა. კიბეებზე მათი მეგობარი სალომე გამოჩნდა ვიღაც ბიჭთან ერთად მოდიაოდა. გვანცა მაშინვე ფეხზე წამოხტა და მათკენ გაექანა. ჯერ ისევ ბავშვი იყო. გამეღიმა, თითქოს მოვეშვი კიდევაც მისი შემხედვარე. ცოტახანში სოფოც წამოდგა და უკან გაყვა. -არ მოდიხარ? - გამომხედა სოფომ და გამიღიმა, პირველად გამიღიმა და საბოლოოდ დავმარცხდი ამ გრძნობის წინაშე. უსიტყვოდ ავედევნე პატარა ბავშვივით უკან. წამიერად გავაანალიზე რომ სოფო მიხვდა ჩემი გრძნობების შესახებ. არ ვიცოდი ეს ფაქტი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა და ალბათ ამ მომენტში გადაწყვიტა ჩემი ბედიც სოფომ. კუს ტბაზე დამპატიჟეს გოგოებმა იმ დღეს. საკმაოდ კარგი დრო ვატარეთ. თითქოს სოფოსთანაც დაძაბულობა მომეხსა. აღარც თვითონ იჭერდა თავს შორს. გვანცა ყველაზე კარგ დროს ატარებდა და ყველას გვამხიარულებდა. საკმაოდ გვიან დავიშალეთ. ძალიან გულთბილად დამემშვიდობნენ და კიდევ შეკრება შემომთავაზეს. ამ დღის შემდეგ გვანცას საშვალებით უფრო ხშირად ვახერხებდით შეკრებებს და სოფოსთან ერთად კარგ დროს ვატარებდი. გული სიხარულით და ბედნიერებით მევსებოდა იმაზე ფიქრი რომ ის ჩემთვის უცხო აღარ იყო და არც ისე მიუწვდომელი. მისი ელემენტარული ყურადღებაც კი მაბედნიერებდა და ცამდე ავყავდი სიხარულით. პირველი გასეირნებიდან ორი კვირის შემდეგ გვანცამ ისე მოაწყო რომ მე და სოფო მარტო აღმოვჩნდით ზოოპარკში. შუადღისთვის მომწერა შესასვლელთან გელოდებითო და მეც უნივერისტეტის ეზოდან ზოოპარკის შესასვლელამდე თავპირის მტვრევით ჩავირბინე დაყველაზე დიდი სურპრიზი იქ დამხვდა როცა შესასვლელ კართან მარტო სოფო დამხვდა ატუზული. მაშნვე გავაანალიზე რომ ეს გვანცას მოწყობილი იყო და გულში იმედნი ვლოცე ალბათ მის შთამომავლობასაც კი ეყოფოდა. ნელა ჩავიარე კიბეები და სოფო გულთბილად მოვიკითხე. ცოტახანი კიდე ველოდეთ გვანცას შესასვლელთან, მე უკვე ვიცოდი რომ არ მოვიდოდა, მაგრამ სოფოს ხომ არ გავუმხელდი მისი დის მზააკვრულ გეგმას, რომელიც ჩემს სასარგებლოდ იყო დაგეგმილი. -წამოდი ჩვენ გავისეირნოთ და მოვა სად წავა - ვცადე დამემშვიდებინა სოფო -სულ ეგრე იცის - გაბუსხა ტუჩები სოფომ - მაგის გამო ლექციები გავაცდინე. -წამოდი, წამოდი - ხელი მოვკიდე და შესასვლელისკენ წავიყვანე - ნაყინი ვჭამოთ და გვანცას არ ვაჭამოთ - ვცადე მეხუმრა. ბევრი საინტერესო რამ გავიგე ამ გასეირნებით სოფოზე. მსუბუქად შევაპარე რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, რაზეც ვიციო პასუხი გამცა. არც ჩემთვის იყო მოულოდნელი ის ფაქტი რომ სოფომ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ. ისიც აღიარა რომ ხვდებოდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი რომ არ იყო და გვანცამ მოაწყო ეს ყველაფერი. პროტესტი არ გამოუთქვამს, არც გვანცაზე გაბრაზებულა, მადლობა ლამაზი დღისთვისო. საღამოს სახლამდე მივაცილე. სადარბაზოსთან შევჩერდით, ცოტა უხერხული სიტუაცია იყო. არ მეთმობოდა გასაშვებად, როგორც შევატყვე არც მას ეჩქარებოდა ჩემგან წასვლა. ცოტახანი უხერხულად ვიწრიალეთ. -კარგი - ამოთქვა როგორც იქნა - ჩემი წასვლის დროა, თორემ მთელი კორპუსი ჩვენ გვიყურებს და ხვალიდან საინტერესო ისტორიებს მოისმენენ ჩემი მშბლები. -მესმის - გავუღიმე და ლოყაზე მივეფერე, ისეთი ნაზი და ხავერდოვანი კანი ქონდა ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -არ იყო საჭირო - თვალები მინაბა და ნელა მოიცილა ჩემი ხელი -ბოდიში - სევდიანად გავუღიმე - ალბათ ვჩქარობ, მაგრამ ხომ იცი შენს მიმართ სხვანაირად ვარ განწყობილი. უბრალო გოგო არ ხარ ჩემთვის. მაპატიე. -ვიცი - გამიღიმა ფეხის წვერებზე აიწია და ნაზად შემახო ლოყაზე ტუჩები ენით აღუწერელი გრძნობა დამეუფლა. სხეულში სითბო ჩამეღვარა, დავმსუბუქდი და თვალები ბედნიერებით ამენთო. საოცარი გრძნობა იყო. ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის რომელსაც ვერ ვიტევდი ჩემში და მინდოდა მეყვირა, მთელი სამყაროსთვის გამეზიარებინდა ჩემი გრძნობები და განცდები. სანამ მე გავიაზრე რა მოხდა სოფო შეტრიალდა და სადარბაზოში გაუჩინარდა. ალბათ გავეკიდებოდი კიდევაც უკან, მაგრამ სადარბაზოდან ორი ქალბატონი გამოვიდა და იქვე შეჩერდნენ, არ მინდოდა ზედმეტი მითქმა მოთქმა მოყოლოდა ამ ყველაფერს და თავი შევიკავე. სახლში კი არ წამოვედი არამედ წამოვფარფატდი. სახლში რომ შევედი დედაჩემმა ეჭვით შემათვალიერა. სულელი ბავშვის ღიმილით დავდიოდი. არაფერი უკითხავს ალბათ მიხვდა კიდევაც რაც მჭირდა. ცხოვრებაში რომ არასდროს მივახშმია ოჯახთან ერთად ამ საღამოს დიდი სიხარულით შევუერთდი მათ. მამაჩემს გაუკვირდა, მაგრამ აშკარად ესიამოვნა. ყოველთვის ცდილობდა მამაჩემი ჩემთან მეგობრული ურთიერთობა ქონოდა, საიდან აღარ მომიარა მაგრამ მე მაინც ჯიუტად ჩემ თავში ვიყავი ჩაკეტილი. იმ საღამოს კი თითქმის ბოლომდე გავიხსენი და ვახშამზე განვაცხადე რომ შეყვარებული ვიყავი და შესაძლო იყო მალე ოჯახიც შემექმნა. მამას გაუხარდა, აბა შენ იციო, ჩემი იმედი გქონდესო. დედაჩემმა რა დროს ცოლია ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრეო. ჩემმა დამ ეგ შენი სიყვარული საპნის ბუშტივით გაგისკდება და ოცნებებიც თავზე ჩამოგექცევა ოჯახში პირველი პრობლემა რომ წამოყოფ თავსო. დიდი განხილვა და პოლემიკა მოყვა ჩემს სიყვარულს და სავარაუდო ქორწინებას. ჩემი დის მესმოდა, ჩემზე 8 წლით დიდია და უკვე „განათხოვარი“. 21 წლის ასაკში გათხოვდა, მათ სიყვარულზე ზღაპრები დადიოდა და ყველა მათ შენატროდა. წელიწად ნახევრის წინ კი პირველმა პრობლემამ იჩინა თავი. ჯერ პურის მარცვლის ხელა იყო, მერე ნელ -ნელა გაიზარდა-გაიზარდა და უზარმაზარ გორად იქცა. შვიდი თვის წინ კი სამუდამოდ გამოიკეტა სახლის კარი და პატარა ანდრიასთან ერთად მშობლიურ სახლში დაბრუნდა. იმდენად გულნატკენი და იმედგაცრულებული იყო, რომ სიყვარული უბრალო მითად მიაჩნდა. მშობლები ამშვიდებდნენ და ანუგეშებდნენ. ჩვენ შემოგვხედე ხომ ხედავ დღეს უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი ვიდრე მაშინ როცა ოჯახი შევქმენითო, მაგრამ მის ტკივილს ვერ შველოდა მათი დამშვიდება. 2018 წლის აპრილი გვანცასთან განახლებულმა მეგობრობამ საერთოდ არ მომგვარა შვება. არც ადრინდელივით აქტიური არ იყო, ან ვერ. დროც და გარემოებებიც სხვა იყო უკვე. აღარც სოფოზე ვსაუბრობდით, სიტუაცია არ გვაძლევდა უფლებას. ძალიანაც მინდოდა მეკითხა ყველაფერი სოფოზე, მაგრამ რა უფლებით? მე საცოლე მყავდა და არც სოფო იყო თავისუფალი როგორც ჩანდა. უფრო ზოგადად ვსაუბრობდით ჩვენ საქმიანობებზე და ჩვენ ცხოვრებაზე. როგორც გავარკვიეთ სოფო ლოჯისტიკის მენეჯერად მუშაობდა ერთ-ერთ საერთაშორისო გადამზიდ კომპანიაში. რამოდენიმეჯერ სასხვათაშორისოდ მკითხა ბედნიერი თუ ვიყავი. მეც ცალყბად ვუპასუხე რომ საუკეთესო ქალბატონი მყავდა გვერდით. როგორც ჩანს გვანცასაც სიყვარულისგან ნატკენი ქონდა გული და იემდგაცრუებული იყო. რამოდენიმე დღის წინ კაფეში რომ შევხვდით ძველი დროის გასახსენებლად ვკითხე პირად ცხოვრებაზე და ძალიან სევდიანად ჩაიქნია ხელი, მაგრამ ღიმილით მითხრა სად მცალიამაგისთვისო. წინა დღეს ანანოსთან ერთად ვიყავი სოფოს ოფისში. ანანომ დაიჟინა გინდა თუ არა პროექტში რაღაცეების შეცვლა მინდა და მეც წამოვალო. უარი ვერ ვუთხარი, ან რა მიზეზით უნდა მეთქვა უარი? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სოფოს ასისტენტმა მიგვიღო, ბოდიში მოგვიხადა სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და წავიდაო. პროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია, ძირითადად ანანო და სოფოს ასისტენტი განიხილავდნენ. მე კი ფიქრებით სოფოსთან დავქროდი. ოფისიდან გამოვდიოდით გვანცამ რომ მომწერა „ხვალ ჩვენ კაფეში სამ სააათზე გელოდები“ არ შევიმჩნია, როგორც მორიგი აბეზარი სარეკლამო შეტყობინება ისე წავიკითხე და წავშალე. ცოტა ადრე მივედი კაფეში და დარბაზის სიღმეში კუთხეში მდგომ მაგიდას მივუჯექი. ცივი ფრაპე და ხილის ცივი ჩაი შევუკვეთე. მარწყვის „cheesecake” გვანცასთვის და ჩემთვის „tiramisu”. დიდხანს ლოდინმა არ მომიწია გვანცამაც მალე შემოაღო კაფის კარები და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. გულიანად გადამკოცნა და ჩემს წინ ჩამოჯდა. მალევე შეკვეთაც მოიტანეს. -მოვკვდი ამხელა ქალი უკვე აღარ შემიძლია - დაიწყო გვანცამ - პირველი შეხვედრის შემდეგ სულ მინდა გკითხო, ეჭვები მღრღნის. კითხვებზე პასუხები არ მაქვს. დავიტანჯე - ამოიოხრა და თითქოს მთელი გული ამოაყოლა - ნორმალური ხარ? -ამის კითხვა გინდოდა? - გამეცინა გვანცაზე -ჯერ მაგაზე მიპასუხე და დანარჩენ კითხვებსაც დაგაწევ გზაში, არ ინერვიულო. - წარბი ამიწია და ფრაპე მოსვა. - საუკეთესოს ამზადებენ აქ. -ხო, მაგიტომ გვიყვარს აქ სტუმრობა - გავუღიმე გვანცას და მისი „cheesecake”-დან მარწყვი ავაცალე -ჯერ ისევ ბავშვი ხარ - გაეცინა - და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, პასუხს ველოდები. -ნორმალური რომ ვყოფილიყავი გვანაცა თავის დროზე სოფოს ჭკუაზე არ ვიტინგიცებდი და ეხლა ჩემს გვერდით იქნებოდა.სულელი და უტვინო ვიყავი მის ხუშტურებს რომ დავყევი და ფარხმალი დავყარე მაშინ. - ცრემლები მომაწვა, ყელში ბურთი გამეჩხირა და ძლივს გადავყლაპე ნერწყვი. გული დამიმძიმდა და ნამსხვრევებად მექცა წარსულის გახსენებაზე. -და ეხლა როგორ იქცევი? - გამომცდელად გამომხედა -ეხლა?- ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. -ხო აი ეხლა როგორ იქცევი? -ცივ ჩაის ვსვავ და ტირამისუს ვაყოლებ - გამეცინა და ჩაი მოვსვი. -გგონია აქ სამაიმუნოდ დაგიბარე? - გაბრაზდა გვანცა - ათი წელი გავიდა და ისევ დებილი ბავშვივით იქცევი. ან შენ თავს რას ერჩი ან იმ გოგოს? -ვინ გოგოს? - ვითომ ვერ მივხვდი ანანოს რომ გულისხმობდა. -ანანოს -მოკლედ მიპასუხა -გვანცა ძალიან გთხოვ არ გინდა რა - ვცდილობდი ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ და რთულ საკითხზე არ მესაუბრა -რას მთხოვ? სამ ადამიანს აუბედურებ და კიდე მე მთხოვ? - ტონს აუწია გვანცამ და როცა მიხვდა მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა იქაურობას თვალი მოავლო და ხმას დაუწია ისევ -ვინ სამს? ვერ ვხდები გვანცა რა გინდა. -თქვენი ბედნიერება, შენი და სოფოსი, ანანოსიც. არ არის ცუდი გოგო და არ იმსახურებს სიცრუეში ცხოვრებას. გგონია არ გეტყობა რომ ისევ ჩემ დაზე ხარ ყურებამდე შეყვარებული? დებილმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს მაგრამ მე ყველაფერს კარგად ვხედავ. -შენ დას თავისი ცხოვრება აქვს, მე ჩემი. იმ ყველაფრის მერე რაც ჩვენ შორის მოხდა ვერ მიცნო. თუნდაც 10 წლის მერე. ათი კი არა ასი წელი რომ გასულიყო მაინც ვიცნობდი და გამოვარჩევდი მილიონ ქალში თვალდახუჭული. მან კი ვერ მიცნო. -ზურა არასწორად იქცევი. თუ მართლა ანანო გიყვარს ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ, მაგრამ ვის მოტყუებასც ცდილობ ეგ მაინც მითხარ. -არავის - ძლივს ამოვილუღლუღე - საჭირო დროს და სიტყვებს ვეძებ, არ ვიცი როგორ უნდა ვუთხრა. -ქორწილის წინ უთხარი საკურთხეველთან, ყველაზე კარგი დრო და მომენტი იქნება. ტექსტს დაგიწერ თუ გინდა - ირონიაზე გადავიდა გვანცა. -როგორ მომნატრებია შენი იუმორი - გამეცინა და ლოყაზე მოვუსვი ხელი. -დეგენერატო - ბავშივით გაბუსხა ტუჩემი მაგრამ მაინც გაეღიმა - ზურა სერიოზულად გელაპარაკები ამ თემაზე. ერთხელ უკვე დაუშვით შეცდომა შენ და სოფომ, მეორე შანსს გაძლევთ ცხოვრება და უნდა გამოიყენოთ. -გვანცა შენ კი არა აი გარეთ ხეზე რომ ჩიტები ზიან იმათაც კი კარგად იციან რა გრძნობები მაქვს სოფოს მიმართ, მაგრამ მას ოჯახი აქვს. შვილი ყავს. რა შანსზე მელაპარაკები? ანანოს კი ყველაფერს ავუხსნი. არც მე მინდა სიცრუეში ცხოვრება. -შვილი ყავს კი და ეგ შენთვის პრობლემაა? - გამომცდელად გამომხედა - სოფო არასდროს ყოფილა გათხოვილი, უბრალოდ ბავშვი გააჩინა. ეს ბოლო იმფორმაცია ჩემთვის სასიამოვნო სურპრიზი იყო. ერთი კი არა თუ უნდა ათი შვილი ყოლოდა. ისე გამიხარდა ამ იმფორმაციის მოსმენა მომენტალურად სახე გამებადრა და თველები ამენთო. კიდევ ერთი შანსი ცხოვრებისგან რომ ჩემი საყვარელი ქალი თავისუფალი იყო და მქონდა იმის შანსი რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გვანცას ხელები მოვიქციე ჩემს ხელებში და დავუკოცნე. სიხარულისგან სრულიად არა ადეკვატური გავხდი. გვანცას გაეცინა, მიხვდა ჩემ სიხარულს, ნელა გაინთავისუფლა ხელები და ბავშვივით მომიჩეჩა თმა. ვერ წამოიდგენთ რას განვიცდიდი ამ იმფორმაციის მოსმენის შემდეგ. პატარა ბიჭივით ავცანცარდი. ეხლა ვხვდებოდი რომ ცხოვრება სურპრიზებს მიწყობდა და უნდა გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი სოფოსთან. მერე ისიც გავაანალიზე რომ ძალიან ეგოისტი ვიყავი, ოღონდ სოფოსთან ვყოფილიყავი და ანანო როგორ მიიღებდა ამ იმფორმაცია მაგას აღარ ვფიქრობდი. 2006 წლის ივლისი თითქმის თვეა გასული რაც უნივერსიტეტის კარები გამოვიხურეთ და არდადეგები დაგვეწყო. სრული ტრაური მქონდა. ათაში ერთხელ სოფოს მოკითხვა და მისი ამბების ტელეფონით გაგება არ მყოფნიდა. იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ და ამით სარგებლობდა. მებუზღუნებოდა, მებუტებოდა. ხან ისე თბილად მელაპარაკებოდა მეგონა ეგაა და ჩემს იქით ვეღარავის ამჩნევსთქო. გვანცა მაფრთხილებდა რომ ძალიან ცვალებადი ხასიათის იყო სოფო და ფარხმალი არ დამეყარა, მაგრამ ხანდახან საკუთარი თავი ძალიან მეცოდებოდა მის ხელში. მის ყველა კაპრიზს უსიტყვოდ ვასრულებდი, მას კი ჩემი ნახვაც კი ეზარებოდა. რამოენიმე დღის წინ საღამოს მომწერა რომ ნაყინი უნდოდა სიგიჟემდე. უკვე თერთმეტი საათი იყო. მაშნვე წამოვხტი ფეხზე. მამაჩემი სასტუმრო ოთახში ტელევიზორს უყურებდა. ფეთიანივით რომ გამოვვარდი ჩემი ოთახიდან მაშინვე გამომხედა. -ხო მშვიდობა გაქვს? - სათვალის ზევიდან გამომხედა -კი, უნდა გავიდე და მანქანას მათხოვებ? - ტელევიზორის წინ ჩამოვუდექი -სად მიდიხარ ამ შუაღამისას? - ფეხზე წამოდგა და აშკარად გასაღების მოსატანად წავიდა მეც უკან ავედევნე -სოფოს ნაყინი უნდა - არც მიფიქრია მეცრუა - გუდვილი ღია იქნება და ვუყიდი -გინდა გამოგყვე? - გასაღები გამომიწოდა და ჯიბეები მოიჩხრიკა - ფული არ გინდა? -მამაა -თვალები გადავატრიალე - როგორ ფიქრობ რას იფიქრებ? მამამ მოიყვანა პატარა ბავშივითო. ფულს გამოგართმევ -გასაღები და ფული გამოვართვი და სახლიდან გამოვედი. საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. მამაჩემი სახლმწიფო მოხელეა. თავდაცვის სამინისტროში კიბერ უსაფრთხოების განყოფილებაში მუშაობს. დედა პედიატრია. მთელი ცხოვრება ჩვენს განათლებაზე და ფეხზე დაყენაბაზე ფიქრობნდენ. არასდროს არაფერზე არ უთქვამთ უარი. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს თავში არ მქონდა ავარდნილი, პირიქით რაღაც უხერხულობას ვგრძნობდი ხოლმე ჩემს თანატოლებში. ეს ყველაფერი კი მამაჩემის დამსახურება იყო. სულ მეუბნეოდა ფული და ძალაუფლება წარმავალია, დღეს გაქვს სხვა შეიძლება აორთქლდეს დააფასე ადამოიანები და მათთან ურთიერთობებიო. ყველაზე დიდი საგანძური წრფელი სიყვარულიაო. ვერც ფულით იყიდი და ვერც შენი ძალაუფლებით მოიპოვებო. რაც შეიძლებოდა ელვის სისწრაფით ვიყიდე ნაყინები, წვენები და ტკბილეული. ბოლო კაპიკამდე დავხარჯე ფული რაც მამაჩემმა მომცა და გეზი პირდაპირ სოფოს სახლისკენ ავიღე. მანქანა მის სადარბაზოსთან გავაჩერე და მივწერე რომ ჩამოსულიყო. პასუხი არ გამცა და დავურეკე. რამოდენიმე ზარის მერე ინება ეპასუხა. -გისმენ - ისე მიპასუხა თითქოს ვიღაც აბეზარი თაყვანისმცემელი ვყოფილიყავი -ნაყინები მოგიტანე არ გინდა ჩამოხვიდე? - მხიარულად და გამარჯვებული ხმით ვუთხარი. თავი იმ წამ გმირი მეგონა. -გაგიჟდი? ეხლა რომ ჩამოვიდე რას იფიქრებენ მეზობლები? - გამიბრაზდა სოფო (ვინ არისო ეკითხებოდა გვანცა ამანაც ისე მიუგდო ზურაო თითქოს მაწანწალა ლეკვზე საუბრობდა) -კარებთან დაგიტოვებ მაშინ და აიღე - არ ვნებდებოდი - კი მინდოდა შენი ნახვა მაგრამ რას ვიზავთ. -არავის უთხოვია შენთვის რომ გამოიქეცი, გეკითხა მაინც - უკვე ჩხუბზე გადადიოდა სოფო. -მოიცადე მე ჩამოვალ - გაისმა გვანცას ხმა -გაგიჟდი გოგო? - მიუბრუნდა თავის დას სოფო - სად უნდა ჩახვიდე ამ შუაღამისას როგორც ჩანს გვანცამ აღარ მიაქცია დის საყვედურს ყურადღება და მალევე გამოჩნდა სადარბაზოში გვანცას სილუეტი. ღიმილით მომიახლოვდა და მეგობრულად გადამეხვია. მერე მანქანა შეათვალიერა, უკანა კარი გამოაღო და სავარძელზე ჩამოჯდა ისე რომ ფეხები გარეთ ქონდა. წინა სავარძლიდან პარკი გავუწოდე და ისიც ცნობისმოყვარე ბავშვივით ნახევარი ტანით ჩაძვრა შიგნი. -ეს სულ მე? - თვალები აენთო გვანცას და ნაყინი ამოაძვრინა პარკიდან - გავსკდები სულ რომ შევჭამო, არ დამეხმარები? -გამიღიმა და ნაყინი გამომიწოდა. -სოფოს მოვუტანე - მორცხვად გამოვართვი ნაყინი - აუტანე რა ძალიან უნდოდა. -ბოდიში მოიხადეთ - წარბი ამიწია - მე ფოსტალიონი კი არ ვარ, თუ უნდოდა ჩამობრძანებულიყო თვითონ. - გაბშტა ტუჩები და მორიგი ნაყინი ამოაძრო პარკიდან. -ჩემი ხათრით მაინც - ძალიან მოვისაწ.... თავი და ნაყინი გავხსენი -ჯერ ჩვენ ვჭამოთ და რაც დაგვრჩება ავუტან - სიცილით მიპასუხა, ნაყინი მადიანად ჩაკბიჩა და დაიმანჭა - ტვინი გამეყინა რა ცივია. - პატარა ბავშვივით აკისკისდა. სოფომ რამოდენიმეჯერ აივნიდან გადმოგვხედა, მაგრამ დაბლა ჩამოსვლა არც კი უფიქრია, ძალიან გაბრაზდა ჩვენზე. უფრო ჩემზა რადგან მას შემდეგ არც ტელეფონზე მპასუხობდა და არც შეტყობინებებზე. გვანცამ ნუ შეიმჩნევ და უფრო დაგაფასებსო. მოდი და ნუ შეიმჩნევდი როცა მთელი ფიქრებით და გონებით სულ სოფოსთან ვიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.