ერთად ყოფნა შეუძლებელია. ნაწილი 3. თავი 2
ძლიერ ქალად ყოფნა არ ნიშნავს იმას რომ ვერასდროს გატყდები.რომ ყველაფერს გაუძლებ და გადაიტან. პირიქით,გატყდები და უამრავჯერ დაეცემი,მაგრამ ყოველთვის იპოვი საკუთარ თავში ძალას რომ განსაცდელი უკან მოიტოვო. დიახ,ყოველთვის შეიძლება დადგე ფეხზე და გზა გააგრძელო. უკვე მეორე დღე მიიწურა რაც ფეხით მიდიოდნენ.დროდადრო ჩერდებოდნენ,მიწას დააკვირდებოდნენ და მერე სხვა მხარეს წავიდოდნენ.ერთი-ორჯერ შეისვენეს,ეს იყო და ეს.რამდენჯერმე გაუვალ ბუჩქებში ჩაიმალნენ. ანასტასიამ ნათლად შეამჩნია როგორ ჩაუარეს რამდენიმე მეტრში შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა. ღამით გამოქვაბულში გაატარეს. მართალია ციოდა,მაგრამ სამაგიეროდ ცოცხლები გადარჩებოდნენ.საუბრის დაწყება სცადა მათთან,მაგრამ ორივე დუმდა. დილით ისევ განაგრძეს გზა. ამჯერად ქარი ამოვარდა და სიარული გაუჭირდათ. -ცოტაც და მივალთ.-თქვა მაღალმა და შეჩერდა.ტყის სიღრმეს მიაპყრო მზერა.ისინიც შეჩერდნენ.ხელით ანიშნა უკან დაიხიეთო და უკუსვლა დაიწყო. -სწრაფად დავიმალოთ.ჯარისკაცები არიან. ორიოდე წუთში ბილიკს გადავიდნენ და გაუვალ ბუჩქებში ჩასხდნენ. ხმელი ტოტები ხელით მოიფარეს სახეზე. თითქოს სუნთქვაც შეწყვიტეს. რამდენიმე მეტრში ჩაუარეს ხუთმა კარგად შეიარაღებულმა ჯარისკაცმა, თან ერთმანეთში რაღაცაზე გაცხარებული საუბრობდნენ. იქნებ ამიტომ ვერ შენიშნეს როგორ მიჰყვებოდა უკან მუქი ნაცრისფერი მტაცებელი ცხოველი. ვერც ბუჩქებში დამალული შენიშნავდნენ საფრთხეს,რომ არა მაღალი გამტაცებელის სულსწრაფობა.ეგონა საფრთხემ გადაიარა და მაშინვე გამოვიდა სამალავიდან.ასე აღმოჩნდა ჯარისკაცებს და მგელს შორის. ნადირი შედგა და დაწვრილებული თვალები მიაპყრო საკბილოს.უკვე ხვდებოდა რომ მისი საქმე წასული იყო.ვერც იარაღს ისროდა.ორ ცეცხლს შორის მოქცეული ნელ-ნელა უკან იხევდა,მგელი კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და წარმატებული ნახტომისთვის ემზადებოდა. გამტაცებელმა თვალები დახუჭა და ბედს მიენდო.დაინახა როგორ ისკუპა ნადირმა.მაგრამ გასროლის ხმამ შეაფხიზლა ირგვლივ ყველაფერი. ანასტასიამ უცებ შეაფასა მდგომარეობა.მის წინ მჯდომის საქამრედან იარაღი ამოაცალა და მტაცებელს დაუმიზნა.მიზანს პირველივე ტყვია მოხვდა და შეშინებული კაცის ფეხებთან დავარდა დაჭრილი.მეორე ტყვიაც მიაყოლა და საცოდავმა ცხოველმა თვალები დახუჭა. მისი სხეული რამდენჯერმე დაიკლაკნა და სიკვდილმა საბოლოოდ გაიტაცა მისი სული… -რა გააკეთე?-ჰკითხა თვალებგაფართოებულმა და იქით გაიხედა,საითაც ჯარისკაცები გაუჩინარდნენ. -სიკვდილს გადაგარჩინე,-იარაღი უკან მიაწოდა გოგომ. -მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა გავიქცეთ,სწრაფად. გარბოდნენ,მთელი ძალით გარბოდნენ.ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მათ.ცდილობდა უკან არ მოეხედა.რადგან ესმოდა დროდადრო როგორ ეწეოდნენ მდევრები.რამდენჯერმე წაბორძიკდა, ფეხი წამოჰკრა და დაეცა.ხელის გულში წვეტიანმა ხის ნაგლეჯმა გაუარა და ტკივილისგან იყვირა.მერე უცებ წაივლო პირზე ხელი რომ ჩაეხშო ტკივილი.მაღალმა სწრაფად ამოაცალა და ფეხზე წამოაყენა. -იმ გორაკზე რომ ჩავივლით გადავრჩებით. -წავიდეთ,გაჩერება არ შეიძლება.- ფეხზე წამოდგა,წელში გაიმართა და გასაქცევად მოემზადა. მალე წამოეწივნენ დაწინაურებულ თავდამსხმელს და მასთან ერთად დაეშვნენ დაღმართზე.ფეხი ცურავდა და ძლივს იკავებდნენ თავს რომ არ დაგორებულიყვნენ.უკვე ბოლოში იყვნენ ჩასულები,როცა ანასტასიამ გზას მოჰკრა თვალი,გზის პირზე კი შავი ჯიპი იდგა. -იქ..იქ მანქანაა.-გაშეშდა ადგილზე. -ჩვენები არიან.წამოდი. -მეშინია. -ჯანდაბა,დაიხარე,-თავი დააწევინა მაღალმა.ასე რომ არ ექნა, აუცილებლად მისწვდებოდა რომელიმე ტყვია გოგოს.ასე თავდახრილები გაიქცნენ გზისკენ. რამდენიმე წამში მანქანის უკანა სავარძელზე ისხდნენ და დიდი სიჩქარით მიჰქროდნენ არასწორ გზაზე.უკან კი მტვრის კორიანტელი იდგა და მდევარი აღარ ჩანდა. ანასტასიამ ამოისუნთქა და სუნთქვა დაირეგულირა.მხოლოდ ამის შემდეგ დაიხედა ხელზე.სისხლი შემხმარიყო და სისხლდენა შეეჩერებინა. -მალე მივალთ და ჭრილობას დაგიმუშავებენ.-დაამშვიდა მაღალმა. -ხო,თუ მანამდე არ მომკლეს. -შენი სიკვდილი არავის უნდა. -აბა შენს უფროსს რისთვის ვჭირდები? -შენ უბრალოდ მიზეზი ხარ. -უბრალოდ მიზეზი?ეს როგორ გავიგო? -მისი ბიზნესის გარანტი ხარ საქართველოში. -რომელი ბიზნესის?იარაღით ვაჭრობის გულისხმობ? -ამას თვითონ გეტყვის.ისედაც ბევრი გაიგე ჩემგან.ახლა გაჩუმდი და წყალი დალიე,მოღონიერდი.-ახალი ბოთლი მიაწოდა მან და მეორე თვითონ დალია. ანასტასიამ გახსნა და ერთი მოყუდებით ნახევრამდე გამოცალა. ენერგია მოიკრიბა,ეს ძალიან დასჭირდებოდა ის საშინელ კაცთან შეხვედრისას.მერე ფანჯარაში გაიხედა და გარემოს დაუწყო დათვალიერება.ირგვლივ ჯერ კიდევ ტყე იყო,მაგრამ მაინც ლამაზი იყო ყველაფერი.რაღაცნაირად საქართველოს აგონებდა.ჰგავდა კიდეც.მერე ნელ-ნელა შეწყდა ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი გამოჩნდა.პატარა სოფლები იყო ერთმანეთის მიყოლებით გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული.მერე უფრო მოიმატა მათ რაოდენობამ და საბოლოოდ დიდ ქალაქში შევიდნენ. მოსაღამოებული იყო და ლამპიონების ფონზე ძალიან ლამაზი ეჩვენა მრავალსართულიანი შენობები.ფერადი ნათურებით განათებული კაფე-ბარების და რესტორნების შესასვლელები. საოცარი სისუფთავე ქუჩებში და ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი მანქანები,არც ერთი რომ არ არღვევდა წესებს. ქალაქში დაახლოებით ნახევარ საათს იარეს,მერე კი უზარმაზარ კერძო სახლს მიადგნენ,რომელსაც მაღალი გალავანი ჰქონდა გარს შემორტყმული. რკინის ჭიშკარი გაიღო და მანქანა ეზოში შევიდა.გრძელი ქვაფენილი გაიარა და პირდაპირ სახლის წინ გაჩერდა.ნორმალურად დათვალიერება ვერ მოასწრო,რომ მანქანის კარი გააღეს,მკლავებში უხეშად ჩააფრინდნენ დაცვის წევრები და მანქანიდან გადაათრიეს.მისმა თანმხლებმა პირებმა ვერც მოასწრეს პასუხის გაცემა.სახლის კიბეებზე ისე აიყვანეს,ალბათ ფეხიც არ დააკარებინეს.იმედები,რომ იმ,კაცს ვისთანაც მიჰყავდათ,გულს მოულბობდა დალაპარაკებით,მაშინვე გაუცრუვდა… უზარმაზარ ოთახში ისე შეაგდეს, თითქოს ადამიანი და სიფრიფანა გოგო კი არა,რაღაც ნივთი ყოფილიყო. თავი ვერ შეიმაგრა და პირდაპირ იატაკზე დაეცა.ხელები მოიშველია, რომ სახე არ დაერტყა.ნატკენმა ხელმა თავი შეახსენა და სისხლმა ისევ იფეთქა,მაგრამ ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა,რომ ტკივილი ჩაეხშო და არ ეყვირა. -ესეგი ესაა ის ვისაც ველოდოთ. -მოესმა ბოხი ხმა და მის წინ აჩრდილი დაეცა.ნელა ააყოლა გაპრიალებულ ფეხსაცმელებს თვალი და ღიპიანი და ულვაშიანი,მაგრამ ახალგაზრდა ორმოცამდე ასაკის კაცი შერჩა.საზარელი თვალებით უყურებდა.შიშმა აიტანა იმდენად ბოროტული მზერა დაიჭირა მის გამომეტყველებაში და იატაკზე მოიკუნტა.ირონიულად ჩაიცინა.მერე მკლავში ჩაჰკიდა ხელი და ფეხზე წამოაგდო.სახე ახლოს მიუტანა სახესთან და თვალებში ჩახედა.მერე ყელისკენ წაიღო ცხვირი და მისი სურნელი შეისუნთქა.გოგოს შეეზიზღა მისი სურნელი და კინაღამ გული აერია მისი სუნამოს სუნზე.ხელი გამოსტაცა და უკან გახტა,მანამდე კი სახეში შეაფურთხა. -ძუკ..ა,-გამოსცრა კბილებში,ხელი მოიქნია და სახეში გაარტყა.ანას ცხვირიდან წასკდა სისხლი და ორივე ხელი იტაცა.ძლივს შეიკავა თავი არ წაქცეულიყო. -სარდაფში ჩააგდეთ და სანამ არ გეტყვით საჭმელი არ აჭამოთ.-გასცა ბრძანება და სავარძელში კმაყოფილი ჩაჯდა. ისევ ისე ეცნენ ანასტასიას დაცვის წევრები და ამჯერად სახლისგან მოშორებით მდგარი პატარა,ნახევრად დანგრეული ფარდულისკენ წაიყვანეს. ისევ ისე შეაგდეს,როგორც რამდენიმე წუთის უკან კაბინეტში და კარი გადაუკეტეს გარედან… ****** იმ გამტაცებლები,რომლებმაც ანასტასია იქ ჩაიყვანეს, გაოგნებულებმა გადახედეს ერთმანეთს და მხრები აიჩეჩეს.ვერ გაეგოთ რა მომხდარიყო და რატო მოექცნენ ასე გოგოს. -ბატონს ხომ არ ვუთხრათ?- გადაულაპარაკა მაღალმა მეორეს. -ამდენი ვიწვალეთ მის აქ ჩამოყვანაზე და ასე ხომ მოკლავენ ბატონის დაბრუნებამდე?თან რაც არ უნდა იყოს სიკვდილს გადაგვარჩინა. -შენ გაართე ესენი,ყურადღება მიიქციე და მე დავურეკავ.-უთხრა და სახლის უკან გაუჩინარდა. ზარი დიდხანს გადიოდა.ბოლოს როგორც იქნა უპასუხეს. -ბატონო ალი ვარ..ჩამოვედით და გოგოც ჩამოვიყვანეთ,მაგრამ ცუდად დახვდნენ.სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეთ….კარგი,ყველაფერს გაგაგებინებთ… ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ეზოში დაბრუნდა.მეწყვილეს ანიშნა ყველაფერი კარგადააო და დაცვის წევრებში გაერივნენ… დიდი დრო არ იყო გასული,რომ სახლის მეპატრონე გამოჩნდა აივანზე და მათ უხმო. -თქვენ დაურეკეთ? ორივე გაჩუმდა. -დრო მოვა და თქვენ ორს მაინც მოგიშორებთ თავიდან.-ამჯერად ღიად დაემუქრა ორივეს და ტელეფონი მიაწოდა. -ალი,გოგოს მიხედეთ,დღე და ღამე იქ იყავით მორიგეობით თქვენ ორნი. იცოდეთ ჩემს ჩამოსვლამდე თმის ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს. -დიახ ბატონო.როგორც გვიბრძანებთ.- უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. -ჯამალ,იარაღი აიღე,წამოდი გოგო ჩვენ ჩაგვაბარეს.-ჯამალი უკან აედევნა ალის და თან ბატონის და მცველების ბოროტი მზერა გაიყოლეს... ესეც მეორე თავი,მართალია პატარა თავებია,მაგრამ ნელნელა გავზრდი..მიყვარხართ ყველა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.