შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გააგრძელე ...{ სრულად}


18-08-2021, 21:37
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 35 081

პატარა ისტორია,რომლის დანიშნულებაც მხოლოდ გართობაა და სხვა არაფერი
ამ თემით კიდევ ერთხელ დაგიბრუნდებით
იმედია სასიამოვნოდ გაატარებთ დროს კითხვიასას
..................
„მანქანა ვიწრო ჩიხში გააჩერა, სწრაფად გადავიდა და თითქმის სირბილით გაიარა მანძილი სახლამდე. ჟანგიანი ჭიშკარი მაქსიმალური სიფრთხილით გააღო, ხმაურის გამოწვევა არ უნდოდა, გამუდმებით უკან იყურებოდა . ლამპიონები ანათებდნენ, მაგრამ ეზოში გადაადგილება გაუჭირდა, მხარზე გადაკიდებული ხელჩანთიდან მობილური ამოიღო და ხის კარზე საკეტს გასაღები ისე მოარგო. შენობაში შესვლისას კიდევ ერთხელ მიიხედა უკან და მხოლოდ ამის შემდგომ განაგრძო გზა. მიდიოდა და სიჩუმეში მხოლოდ მისი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა, გაუკვირდა შუქი რომ ჩაირთო , გაოცებული იდგა სუფთა ოთახში ,უყურებდა სამზარეულოს მაგიდაზე დალაგებულ პროდუქტს და ამჩნევდა ყველა დეტალს,რომელიც იქ ადამიანის ცხოვრების კვალზე მიუთითებდა. დიდხანს არ უფიქრია, იარაღი აიღო და მეორე სართულისაკენ დაიძრა. ბევრი ოთახის შემოწმება არ დასჭირდა, ერთ-ერთიდან მკრთალი ნათება გამოდიოდა . საძინებელში არავინ დაუხვდა,მაგრამ სააბაზანოს ნახევრად ღია კარიდან ანთებული შუქიც ჩანდა და წყლის ხმაც გაიგო
_გაქცევაზე არც კი იფიქრო ... _ თვალებგაფართოებულ სახეარეულ ბიჭს უყურებდა და ცდილობდა ამოეცნო, მაგრამ ამაოდ - ხელები მაღლა ასწიე და მაქედან გადმოდი -ჯაკუზში ჩაწოლილს გამჭვირვალე სითხე სხეულს ვერ უფარავდა ქალი კი თვალს არ აშორებდა
_არ შემიძლია
_როგორ არ შეგიძლია
_აქედან პირსახოცს ვერ ვწვდები _ სახე უკვე წითელი ჰქონდა თვალს არიდებდა ქალს
_საჭირო არ არის ... გააკეთე რაც გითხრი
_ჯანდაბა _ ჩუმად თქვა , ფრთხილად წამოდგა და წამსვე მიიფარა ხელები საზარდულის მიდამოში_ნება მომეცით ჩავიცვა და ყველაფერს აგიხსნით
_ფანჯარას მოშორდი და ხელები გაშალე
_ტანსაცმელი მჭირდება ... არსად გავიქცევი . გეფიცებით
_მაინც ვის მეფიცები დედას თუ მამას ?
_ვიცი დამნაშავე ვარ და აუცილებლად
_ხელებს გაშლი თუ გესროლო?_ნიჟარას მიყრდნობილი იდგა ერთობოდა ბიჭის რეაქციებით და თამაშს აგრძელებდა _ ერთიი , ორიი და საამიი _ სასხლეტთან გადაიტანა თითი და ბიჭმაც გაშალა ხელები _აი მესმის ქურდების ახალი თაობა ... სახლში შეჭრის მეთოდებითა და გასაოცარი ტექნიკით _ ურცხვად უყურებდა ბიჭის შიშველ სხეულს და ტუჩებს იწვალებდა _ დიდიი დანაშაული გაქვს იცი ? _ უცნობის არეულ მზერას მოციმციმე თვალები გაუსწორა და ხმამაღლა გაიცინა _ რა გავაკეთო ? ასეთი გაგიშვა პოლიციის განყოფილებაში?
_პოლიციას არ გამოიძახებთ... ეს ხომ აშკარაა თქვენ თავად მოაგვარებთ ამ ამბავს. მე მხოლოდ თავს ვაფარებდი ამ სახლს რამდენინე თვის განმავლობაში . შეგიძლიათ შეამოწმოთ და დარწმუნდებით,რომ არაფერი მომიპარავს , არც დამიზიანებია. ქურდი არ ვარ და ასე მარტივად ნუ მომაკრავთ მაგ იარლიყს
_ჩემს სახლში ხარ, თურმე რამდენიმე თვეა მიითვისე და ქურდი არ ხარ?
_არ მიმითვისებია მე უბრალოდ ვიცოდი აქ არავინ იყო და გადავწყვიტე შემოვსულიყავი. მოხერხებულობის გამო უნდა დავისაჯო? და საერთოდ როდემდე უნდა ვიდგე ასე . ჩავიცვამ ან ხელების დაწევის საშუალება მაინც მომეცით
_თუ ჩაიცვამ მერე შენი მოსმენა და ყურება საერთოდ რატომ მომინდება ? მაშინვე პოლიციას გადგაბარებ და იმათ აუხსენი შენი დანაშაული ქურდობაში გავა თუ არა
_ასე ვერ ვიდგები !
_მე კი ძალიან მინდა , რომ იდგეთ _ ტუჩები ენის წვერით დაისველა და თავი გვერდით გადახარა _ანუ უსახლკარო ხარ და ცარიელი სახლის ათვისება გადაწყვიტე... ჭკვიანურია , ვერაფერს ვიტყვი . ყველა გამოკეტილ სახლში თითო ბომჟი რომ შესახლდეს ქუჩაში აღარავინ გაიყინება
_ბომჟი არ ვარ ! -თვალები უკვე უნათებდა და საკუთარი სიშიშვლით გამოწვეული უცაბედი სირცხვილის შეგრძნებაც იფარებოდა
_უიიჰ , მომიტევე ჩემდაუნებურად შეურაცხყოფა მოგაყენეთ წესიერ , პატიოსან ახალგაზრდას რომელიც ჩემ ჯაკუზში ნებივრობდა _ იწვევდა, უნდოდა მისი მღელვარება გარეგნულადაც გამოეხატა ,მაგრამ არ გამოსდიოდა ამ უკანასკნელს მხოლოდ მზერაზე ეტყობოდა არეულობა
_იარაღს არ დაუშვებ ?
_რომ დავუშვებ შენ ჩაიცვამ მე კი საერთოდ არ მინდა იმ ძონძებში გახვეულს გიყურო ... ვინ იფიქრებს ტანსაცმლის მიღმა თუ ასეთი სხეული იმალება
_საერთოდ არ არის სასაცილო და ადეკვატური თქვენი ქცევა . ეს დამამცირებელია და მიუხედვად იმისა, რომ მე დამნაშავე ვარ ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ _ შორიდან ესმოდა ქალს მისი აჩქარებული გულისცემა, გრძნობდა როგორ ღელავდა . დალაგებული გამომეტყველების და ტემბრის მიღმა ხედავდა როგორი დაბნეული, არეული და სასოწარკვეთილი იყო . წესით უნდა შესცოდებოდა , მაგრამ ავხორცი სურვილი მართავდა და სინდისის ხმას უქრობდა . ეშმაკი შეუჩნდა ან იქნებ შინაგანი ქალღმერთი გადაექცა ეშმაკად და იმიტომ მოაფიქრდა ის რაც იმ წამებში მის გონებაში ტრიალებდა
_ახლა შენ მე მეტყვი ვინ ხარ , აქ როგორ აღმოჩნდი რას აკეთებ და მერე ვნახოთ ჩაიცვამ თუ ვერ _ტელეფონი ისე ამოიღო იარაღი წამითაც არ დაუშვია და ბიჭისთვისაც მზერა არ მოუშორებია _ აი იმ კედელთან დადექი და არ გაინძრე, გაქცევა რომ სცადო არც დავფიქრდები ისე გამოვკრავ სასხლეტს თითს და ღმერთმა არ ქნას ზუსტად ცენტრში მოგარტყა _ერთი ხელით მობილურის ეკრანი გაანათა _სახელი და გვარი , დაბადების თარიღი
_ეს რა დაკითხვაა ? პირადი ნომერიც უნდა გითხრათ და საყვარელი ფერიც? -ჩაიცინა და წარბი მაღლა აზიდა
_პოლიციელები ამ ფორმით წაგიყვანენ განყოფილებაში ... იქნებ გარყვნილი ქმედებაც დაერთოს სხვის საკუთრებაში შეჭრას
_დაჩი სახელაშვილი- თქვა და კედელს მიეყრდნო უკვე თავი უსკდებოდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
_ბავშვი _ ჩუმად თქვა და ეკრანზე გამოსახულ მონაცემებს დახედა _ნასამართლევი არ ყოფილხარ. სოციალურად დაუცველი , საცხოვრებელი ადგილი გაურკვეველია ...მათთვის თორემ მე კი ვიცი _ჯერ კითხულობდა მერე ჩაეცინა და სახეარეულ ბიჭს ქვემოდან ახედა
_საჭირო არ არის ეს ცინიზმი ... თქვენ აშკარად არც სროლას აპირებთ არც ჩემს დაჭერას თორემ უკვე დიდი ხნის გამოძახებული გეყოლებოდათ პოლიცია აქ ჩემზე ინფორმაციის მოძიების ნაცვლად...რომელიც როგორ მოახერხეთ არ ვიცი
_პროკურორი ვარ და საამისო გავლენა მაქვს. ბრალის წაყენებაც და ამ შემთხვევაში გასამართლებაც ძალმიძს , პატარავ _ამჯერად იარაღის მუქარის გარეშე გააჩერა ბიჭი _რაო , საშიშად ჟღერს?
_რა გინდათ ჩემგან ... დროულად შევთანხმდეთ ჩემს ნივთებს ავიღებ და წავალ -ღრმად ჩაისუნთქა, თვალები წამით დახუჭა და ისევ მშვიდად განაგრძო
_სად წახვალ
_ეს გაღელვებთ? უბრალოდ მითხარით რამდენი გჭირდებათ
_გგონია ქირას გამოგართმევ ამ სახლში თვეობით ცხოვრების გამო და შენ ამ ფულის შეგროვებას ოდესმე მოახერხებ? მიმოიხედე , ანტკივარებით სავსე სახლში ცხოვრობ. გგონია ძველი რადგანაა იაფფასიანია? ნივთები მართლაც უნდა გადავამოწმო
_ხომ გითხარით არაფერი ამიღია
_უბრალოდ ჩემი ფაიფურის თეფშებით მიირთმევდი და ეს რამდენიმე თვე არისტოკრატივით ცხოვრობდი
_რა გინდათ ჩემგან
_და შენ რა შეგიძლია რომ მომცე _ თვალებანთებული მიუახლოვდა, მტაცებელს ჰგავდა და ბიჭს სულ უფრო მეტად ურევდა ტვინს _რაა ვერაფერს იფიქრებ ?
_ფული თუ არ გჭირდებათ სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ
_დარწმუნებული ხარ რომ სულ არაფერი გაქვს შემოსათავაზებელი ? _ იარაღის ლულა დაჭიმულ სხეულზე შეახო მკერდიდან დაბლა ჩაუყვა და ბოქვენთან გაჩერდა _მე კი ნათლად ვხედავ რაც გაქვს
_თქვენი ბ.ზი ვერ ვიქნები იმის გამო , რომ წლობით მიგდებული სახლის კარი გავაღე , მტვრის გროვა გავაქრე და რამდენიმე თვე ვიცხოვრე _ისე აენთო თვალები ქალს კიდევ უფრო მძაფრი გაუხდა სურვილი _.სხეულზე მიბჯენილ იარაღიან ხელს უეცრად რომ ჩაავლო თითები ნამდვილად არია მთელი სიტუაცია _ ან ისროლეთ ან მოაშორეთ
_ბრძანებასავით ჟღერს ...თითქოს მართვის სადავეები შენს ხელთაა_დაიძაბა , მაგრამ მაინც აგრძლებდა რატომღაც იცოდა, რომ ბიჭი არაფერს დაუშავებდა და განგებ მოადუნა ხელი იარაღის ფლობის საშუალება რომ მიეცა . აშკარად პირველი შემთხვევა იყო და ისე მოისროლა იატაკისკენ თითქოს გავარვარებული საგანი ეჭირა _ჯანდაბა ... შენ როგორი ხარ _იმდენად ახლოს იყო მისი გულსცემას ახლა ნამდვილად ისმენდა , სხეულიდან წამოსულ ტემპერატურასაც კი გრძნობდა და რაღაც ჯერ არ განცდილი გრძნობა ეუფლებოდა
_მე ახლა ჩავიცვამ ...ნივთებს ავიღებ და თქვენ მანამდე მოიფიქრეთ როგორ გავსწორდებით ისე რომ ჩემს სხეულზე არ იფიქროთ _ ტანსაცმელს ეძებდა თვალით ქალმა მანძილი მინიმუმამდე რომ დაიყვანა, ყელზე მკლავები შემოხვია და მსხვილი, მხურვალე ტუჩები შეახო მის გაყინულ ბაგეებს . კაცის შეხების ასეთი მძაფრი სურვილი როდის განიცადა საერთოდ არ იცოდა და არც ფიქრობდა ამაზე. უნდოდა, ისე მძაფრად , რომ სხვა არაფერზე უფიქრია ლამის შეიშალა ბიჭის დაბნეულობა რომ იგრძნო და მისი ხელების შიშველ წელზე შეხებამ ისეთი მუხტი გაუგზავნა , რომ ჩუმი კვნესა წასკდა კოცნებს შორის . თითები ჯერ კიდევ სველ სხეულს რომ ჩააყოლა და თეძოსთან გაჩერდა ბიჭი წამსვე მოშორდა , ზურგით დადგა და ჩუმად შეიკურთხა . ხმამაღალი სიცილი დაიწყო ქალმა , ასე გულიანად ბოლოს როდის იცინა არც ახსოვდა . კოშმარულად დაძაბული დღეების შემდეგ იმ წუთებში ნამდვილ განტვირთვის წყაროს ხედავდა მასში
_აბა მარტო დაგტოვო თუ დაგეხმარო
_ასე ნუ იქცევით ... სათამაშო ხომ არ ვარ
_შენნაირი სათამაშოები რომ არსებობდნენ ასეთი მოსაწყენი და უფერული ცხოვრება არ მექნებოდა
_უნდა შემებრალოთ ?
_მოძალადე ხომ არ ვარ შენი ნებაა ... იფიქრე რამდენად მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს მიიღებ ასაკიანი დეიდას გ.ჟიმვის დროს და პასუხი მითხარი
_ასაკიანი დეიდა არ ხართ ...მე უბრალოდ სხეულის გაყიდვას არ ვაპირებ. საკმარისად მამცირებს ცხოვრება, მეტი აღარ მინდა
_ზედმეტად გულწრფელი ხარ... ასე აქამდე როგორ მოაღწიე ამ ჯოჯოხეთურ სამყაროში _ უთხრა ის რასაც ნამდვილად ფიქრობდა_ როგორ შეიძლება არ გინდოდეს მარტივი გამოსავალი გავლენიანი, მდიდარი საყვარლის სახით რომელიც იშვიათადაა თავისუფალი და თვეში შეიძლება მხოლოდ ერთხელ ნახო...ახლა წესით ამ გაგრძელებას უნდა ხედავდე შენ კი ისევ ტანსაცმელს ეძებ,რომელიც საძინებელში იატაკზეა და არაფერში გჭირდება _ისევ მიუახლოვდა ამჯერად მის ზურგს უკან იდგა , თითებით ბეჭებზე ეხებოდა შემდეგ წინ მკერდზე გადავიდა , ყელში აკოცა და ბიჭის ღრმა ამოსუნთქვა რომ გაიგო გაეღიმა . თითები ჯერ დაჭიმულ მკლავზე ჩაასრიალა შემდეგ მტევანი საზარდულიდან მოაშორა და თავად შეეხო გამკვრივებულ ორგანოს _ფიქრისთვის დრო გაქვს ...
_არ შემიძლია ...ჯანდაბა
_მაინც რა არ შეგიძლია _ ბიჭი ხელისგულით კედელს ეყრდნობოდა , სახე სულ მთლად დაენამა და სუნთქვასაც ვეღარ აკონტროლება მის წინ რომ დადგა და სულ მთლად გაშიშვლდა _ასეთი შეუძლებელი და არასასურველი ვარ ? - ეს რომ თქვა და მზერა გაუსწორა ზუსტად იცოდა მიიღებდა იმას რაც სურდა და არც შემცდარა წამის შემდეგ მთელი სხეულით გრძნობდა ბიჭის შეხებას და მთლიანად გადაეშვა სიამოვნების მორევში.
არაფერი აინტერესებდა, მხოლოდ სურვილს მიჰყვებოდა , დაგროვილი სტრესის მოშორებაზე ფიქრობდა და აღიქვამდა ბიჭის თითოეულ შეხებას, მიმიკას, ამოსუნთქვას , გამოხედვას ყველაფერი ერთად აგიჟებდა მისი აშკარა გამოუცდელობა, დაბნეულობა და არეულობაც კი აღაგზნებდა. სხვა დროს სასაცილოდ არ ეყოფოდა ახლა კი თითქმის ორჯერ პატარა ბიჭს მკლავებში ჩაუვარდა ან თუ სწორად ვიტყვი თავად იზრუნა ამ შედეგის დადგომაზე. სახლის სიჩუმეს შეუკავებელი ამოძახილებით არღვევდა , თავდავიწყებამდე მისული ანთებული მზერით უყურებდა ბიჭის არეულ ცისფერებს
_ეს თანხმობას არ ნიშნავდა ეს ...
_ჩშშ ახლა არ გინდა _ტუჩებზე თითები ააფარა და ისევ აკოცა _ პრობლემებზე ნუ იფიქრებ მაშინ როცა შიშველი ქალი ასე ახლოს გეყოლება ...დამიჯერე ზედმეტი ფიქრი ყოფით პრობლემებზე მალე აბერებს
_და თქვენ არასდროს ფიქრობთ მაგ პრობლემებზე ? _თითები ისე მორიდებით შეახო ზურგზე თითქოს წუთების წინ თავად არაფერი გაუკეთებია. გაორება ჰქონდა, კიდე ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს ქალი კი ხმამაღლა იცინოდა და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას
_გაგიჟება შეიძლება... თქვენობით ს.ქსის შემდეგ პირველად მომმართეს
_მე
_შენ ახლა ძალადობის მსხვერპლად გრძნობ თავს? _ ქვემოდან უყურებდა კოცნიდა და სულ უფრო დაბლა მიიწევდა _ფსიქოლოგიური წნეხის გამო შეგიძლია მიჩივლო ... ბარემ ბრალს დავიმძიმებ _ იცინოდა , ბიჭის არეული სახე კიდევ უფრო მეტად ახალისებდა . ცხოვრებას არასდროს ირთულებდა , წარსული მძიმე გამოცდილების შემდეგ ყოველი დღით ტკბებოდა, სტრესს სამსახურში ტოვებდა და სხვა დროს მხოლოდ სკაუთარ თავზე ფიქრობდა , მაგრამ ეს ყველაფერი მისთვისაც ზედმეტად არაორდინალური იყო. მითუმეტეს იმ დღეს ,იმ ყველაფრის შემდეგ რაც გადაიტანა
_უნდა წავიდე - წყლის ნაკადის ქვეშ მდგომ ქალს უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა
_შენ კი არა მე მივდივარ ... აქ რაღაც უნდა მეპოვნა- წამებში დაიძრა საძინებლისაკენ , იცვამდა და ისე საუბრობდა- ამ სახლ_მუზეუმში გადმოცხოვრებას არ ვაპირებ შეგიძლია იმდენ ხანს დარჩე რამდენ ხანსაც გინდა . შენს არსებობას დავივიწყებ კიდეც თუ გინდა ... თუ არ გინდა დამირეკე _ ბარათი საწოლზე დადო და ბიჭს კიდევ ერთხელ გაუსწორა მზერა
_და რა სახლში ცხოვრების საფასური საკუთარი სხეულით უნდა გადაგიხადო?
_თუ ღმერთი გწამს ... ასეთი რა მოხდა , რომ ვერ გადახარშო
_თქვენთან არ ვიცი როგორ ხდება , მაგრამ მე ასე არ ვცხოვრობ
_ასკეტ ბერობას აპირებდი და წარგწყმინდე პატარავ?
_არა _სიტყვებსაც ვერ პოულობდა რაღაც ემართებოდა რომ უყურებდა აზრები უწყდებოდა
_მოკლედ წავედი ამდენი დრო არ მაქვს ... შეთანხმება თუ მოგინდება დამირეკავ თუ არა და შესაძლოა აღარასდროს შევხვდეთ - კაბინეტის დაკეტილი კარი გააღო, რამდენიმე წუთი იქ დაჰყო შემდეგ ისევ დაკეტა , ჩანთაში რაღაც ფურცლების შეკვრა ედო, გასაღები ჯიბეში ჩააგდო და ამღერებული მობილური კიდევ ერთხელ გათიშა
_როგორ შეგიძლია სახლი დაუტოვო უცნობ ადამიანს - ბიჭის ხმა გაიგო და ისევ შეჩერდა. დროულად უნდოდა იქედან წასვლა , ვერ იტანდა იმ კედლებს
_ეს სახლი არ მაღელვებს ... მხოლოდ იმიტომ ვიყიდე, რომ მინდოდა ჩემს საკუთრებაში ყოფილიყო . ჭკვიანურად იპოვნე თავშესაფარი , ვერ დაგიკარგავ ამ აღმოჩენას . შეგიძლია აქ იცხოვრო, მშვიდად და უსაფრთხოდ . არაფერს მოგთხოვ სანაცვლოდ, ძალადობის ციკლს არ განვაგრძობ _ თვალი ჩაუკრა და წავიდა. თავადაც ვერ იაზრებდა ბოლო ერთი საათის განმავლობაში მომხდარ ამბებს. მთელი დღე დევნიდნენ, უთვალთვალებდნენ, დრო გაჰყავდა ,გარბოდა ,თამაშობდა დაძაბულ თამაშს ახლა კი მშვიდი, მოდუნებული, გაბრწყინებული მიაბიჯებდა მანქანისაკენ და მობილურით გასცემდა განკარგულებებს. „
........
-სერიოზულად?- კაცმა კითხვა შეწყვიტა და წიგნი მაგიდაზე დააგდო- რა მოიგონე
-არადა მე ვარ შენზე ბევრად დიდი ...სკლეროზი კი შენ დაგეწყო
-ისე წერ თითქოს შემაცდინე ... რომ არ ვიცოდე ჩვენზე წერია ვიფიქრებდი ვინაა ეს საწყალი ბავშვი პირველად ა.დგა და ვიღაც ახურებულმა დეიდამ ისარგებლა-თქო
-აიი ეგ ვერ გავითვალისწინე...გამოქვეყნებამდე უნდა მეჩვენებინა . შევცდი სულ დამავიწყდა გადმომეცა შენი მეტყველების უდახვეწილესი მანერა ,თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებში იკვეთება შენი უკიდეგანო ცოდნა გინებასა და ზოგად ბილწსიტყვაობაში ...დისერტაციის დაცვა შეგიძლია, წიგნი გამოუშვი შენი ლექსიკონი და ასწავლე მოზარდ ბიჭებს მამაპაპური სართულებიანი გინება
-რა სისულელეა...არაფერი გახსოვს , ყველაფერი შენი გადმოსახედიდან წერე. უნდა გიჩივლო- ტუჩებსშორის მოქცეულ ღერს მოუკიდა და სანთებელათი თამაში განაგრძო . იცოდა ქალს ხმა აგიჟებდა და განგებ არ ჩერდებოდა მისი მზერაც თითებიდან არ შორდებოდა
-მე რომ გაგიცანი მაშინ არც ეწეოდი
-ხო ,მერე ისე დამსტრესე მოწევაც დავიწყე და დალევაც
-აჰ , ანუ ჩემი ბრალია
-არ იცოდი? შენამდე ვერაფერმა დამაგდო და შენ იმენნა დამანოკაუტე- თვალებში უყურებდა და გრძნობდა როგორ მოქმედებდა მასზე ეს ფაქტი კი ძველებურად სიამოვნებდა- ისე რა დროს წიგნი იყო... დაგეცადა ჯერ პენსიას აიღებ მალე და აღგენიშნა მერე . თან გვიან ასაკში რომ წერენ მემუარებს უფრო კარგად იყიდება . თუ დრამაზე გქონდა გათვლა
-ბოლომდე არ წაგიკითხავს ხომ?
-მივხვდი მიკერძოებული იქნებოდი და თავი შევიკავე. საპასუხო წიგნის წერის დრო არ მაქვს, დაკავებული კაცი ვარ
-ცოლი მთელ თავისუფალ დროს გართმევს?
-შენნაირი ეგოისტი და დაუკმაყოფილებელი ქალები აღარ მყავს ... ჭკუა ვისწავლე
-მე რომ პირველი, ერთადერთი და განუმეორებელი ქალი ვარ შენთვის ეს ისედაც ვიცი, პატარავ- მისკენ გადაიხარა და ისე გაუღიმა კაცს მთელ სხეულში დაუარა ცხელმა ტალღამ. საპასუხოდ მხოლოდ ღიმილი შეაგება და სიგარეტის კვამლი მაღლა გაუშვა, გრძელ თითებსშორის მოქცეული ღერი საფერფლისკენ დასწია მოულოდნეულად რომ აართვა ქალმა და ემოციებისგან შეშლილმა ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჯერებული ჰაერი
-ისევ ეწევი? მეგონა გადაგაჩვიე ... ბებია ხარ უკვე ,რას ასწავლი ახალ თაობას
-ჩემს შესახებ ყველაფერი გცოდნია...ასე გენატრებოდი?
-მაგ სიგარეტს ჩემი გემო ნაკლებად ექნება ... მერე უფრო მოგინდები - ეთამაშებოდა და საოცრად ერთობოდა მისი ჩაცინებებით
-რაც დავთესე იმას ვიმკი... ჩემმა სწავლებამ შედეგი გამოიღო. ისეთი ხარ როგორსაც მაშინ გხედავდი
-ჩემსავით შვილმა არ გაგიმართლა იმედები ... დედას დაგიძახებდი ,ჩვენი ცხელი ღამეები და დღეები ,რომ არ მახსოვდეს . ეს წიგნი არ უნდა დაგეწერა- ამჯერად სერიოზული იყო , ფეხზე წამოდგა, მოკლემკლავიან მაისურში კარგად ჩანდა მისი სხეულის კონტური, განიერი ლურჯი ჯინსი თეძოზე ჰქონდა დაცურებული და ქალს სუნთქვას უკრავდა
-რატომ, ჩვენი სახელები ხომ შეცვლილია და არც ავტორის ვინაობა იცის შენს გარდა ვინმემ
-შეუძლებელია სიტყვებით იმის გადმოცემა რაც ჩვენს შორის იყო !
-არც მიცდია ... მე მხოლოდ შენი მოშორება ვცადე , ყველა მთავარი დიალოგი გავიხსენე და ამ ფურცლებზე ავსახე
-წიგნში ჩამკეტე და გგონია გონებიდან მომიშორე ? დიალოგებია და გრძNობები? რასაც განვიცდიდით სად წაიღე
-ისევ აქაა , მაგრამ მსუბუქად და შენ არ გაქვს უფლება ბრაზობდე
-ბრაზს უფლებები არ სჭირდება ,ქალბატონო მოსამართლევ!
-ესეც იცი ...
-რამდენჯერ უნდა შეიცვალო სტატუსი? შემდეგი რა იქნება...დარჩა კანონის აღმსრულებელი პირის თანამდებობა რაც არ გაგივლია?
-პოლიტიკაში წავალ და კანონების შექმნაში მივიღებ მონაწილეობას - ისეთი რამ უთხრა რაზეც ფიქრს არ ავრცობდა ,რაც არავინ იცოდა და კიდევ წლების განმავლობაში არ გაამჟღავნებდა. გაჩუმდა, მის რეაქციას დაელოდა
-არ გინდა ... ისეთ აზარტში შეხვალ სიმშვიდეს ვეღარ ეღირსები
-როდის მოუტანია ცხოვრებას ჩემთვის სიმშვიდე?
-როცა ჩემს მკლავებში იყავი , მხოლოდ ქალს რომ იტოვებდი მაშინ
- ახლა მხოლოდ საქმე მაქვს, რაც მოდუნების საშუალებას არ მიტოვებს
-და ქალი?
-ბებია ვარ
-ნინა - მზერა გაუსწორა და გაეღიმა - მთლიანად მე გამომყვა და არაფერი დაიტოვე სხვისთვის
-მეკითხები ?
-ეს სახლი, შენია ... მაგრამ მაინც სანაცვლოდ ერთი ღამე მინდა
-ცოლიან კაცებთან ისევ არ ვწვები
-არც მიფიქრია... თორემ შენ რომ ისევ გამონაკლისს დაუშვებ ჩემთვის ვიცი
-რა გინდა დაჩი . ამ სახლს მაინც არ მივიღებ
- ამ ღამეს კი ჩვენს წიგნს ერთად წავიკითხავთ!
......................
”საქმე,რომელიც მის სიცოცხლესაც უქმნიდა საფრთხეს სწორედ იმ დღეს დაასრულა როდესაც ბიჭი მეორედ გამოჩნდა . პირველი შემთხვევისგან განსხვავებით გაგრძელებაში კომიკური სიტუაცია ნამდვილად არ იყო. სასამართლოს შენობიდან გამოსულს უცნობმა ქალმა დაურეკა, ექთანმა,რომელმაც ნაცნობი უცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეატყობინა . გასაკვირად ააღელვა ბიჭის თავს დამტყდარმა უბედურმა შემთხვევამ, არ ახასიათებდა მსგავსი ნერვიულობა ის კი წუთებს ითვლიდა სანამ პალატამდე მიაღწია . საშინელი მოუსვენრობა, შფოთვა და დაძაბულობა მიჰყვებოდა თან
_როგორაა?
_იღბალი ჰქონია... მეორე სართულის იატაკი ჩავარდა და თან ჩაიყოლა მას კი ხელი აქვს ამოვარდნილი და ნეკნი გაბზარული ... ტვინის შერყევა საშუალო სიმძიმისაა. მრავლობითი დაჟეჟილობები სხეულზე ,განსაკუთრებით დაცემის მხარეს ,მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი და კრიტიკული არაფერია
_ყველა გამოკვლევა ჩაუტარეთ? შინაგანი სისხლდენა ან რაიმე სხვა ხომ არ გამოგრჩათ -უყურებდა ფერდაკარგულ, უცნაურად დასუსტებულს , ტკივილისგან მიმიკაშეცვლილს და სული ეხუთებოდა ისე უნდოდა მისი დალაგებული ნაკვთების კვლავ ხილვა .
_მაგნიტოც გადავუღეთ , შევამოწმეთ ... ყველაფერი გამოვრიცხეთ . ახლა მალე გაიღვიძებს წამალი მოქმედებს ტკივილები ჰქონდა და დაძინება მოგვიხდა. უნდა იწვეს ... თქვენ წაიყვანთ? _ამ კითხვას საერთოდ არ ელოდა . ექიმს შეხედა და მერე ირგვლივ განთავსებულ პაციენტებს მოავლო მზერა. სული შეეხუთა, ამდენი ადამიანის გარემოცვაში არასდროს უწევდა ყოფნა ახლა კი თითქმის უცნობ ბიჭს დაჰყურებდა ზემოდან და ტვინიც დარჩენას სთხოვდა გულთან ერთად
_რამდენ ხანში შემიძლია რომ წავიყვანო? -თავს აღარ შეეწინააღმდეგა
_მალევე ... გაიღვიძებს მონაცემებს კიდევ შევამოწმებთ და მკურნალობის სქემას მოგცემთ. შეგიძლიათ აქ დარჩეთ ... სკამს მოგიტანენ
_არაა დერეფანში ვიქნები და რომ გაიღვიძებს შემდგომ შემოვალ _ სწრაფად დატოვა ოთახი და დერეფანში გავიდა იმ იმედით რომ სკამს იპოვნიდა მაგრამ ყველაფერი გადაჭედილი იყო. იმდენი ხალხი ფუსფუსებდა ტვინი ასტკივდა,ეზიზღებოდა საავადმყოფოები .
...............
_სულ ასეთი ხიფათიანი ხარ და იმიტომ გაქვს ამდენი შრამი სხეულზე ? -ბიჭის გაღვიძების შემდეგ ექთანი ექიმის მოსაყვანად გავიდა ის კი გაურკვევლობაში მყოფს მიუახლოვდა
_თქვენ?
_არ გესიზმრები , რეალური ვარ ... ახლა ექიმი მოვა , დანიშნულებას მოგვცემს და სახლში წაგიყვან
_აქ როგორ მოხვდით ... საერთოდ რა ხდება. თავი საშინლად მტკივა _ ხელს დახედა , ,გულმკერდიც შეხვეული ჰქონდა ,თავიც და ყელზეც ფიქსატორი ეკეთა . მოძრაობაც არ შეეძლო თავისუფლად
_მეორე სართულიდან პირველზე ჩავარდი... თურმე მუშა ყოფილხარ
_გაუღვიძია ჩვენს პაციენტს ... აბა როგორ გრძნობ თავს ? _ სანამ კაცი კითხვებს უსვამდა მოშორებით იდგა . უკვე მოთმენა აღარ შეეძლო ყველა მისკენ იყურებოდა , კლასიკურ ფორმაში, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა მთლიანად საკუთარი იერით თვალშისაცემი იყო და ყელში ჰქონდა იქაურობა ამოსული. ძლივს გამოგლიჯა დანიშნულება ექიმს და ბიჭის წაყვანა შეძლო. მანქანაში ჯდომა გაუჭირდა, აშკარად ტკიოდა,მაგრამ არაფერს ამბობდა .
_გეფიცებით მე არ მითქვამს ნომერი
_დაწექი და ესენი დალიე ... გშია ალბათ ხომ ? ღამდება უკვე _ქურთუკი მოიშორა და ფეხსაცმელიც იქვე დატოვა _ რამეს გამოვიძახებ
_არ მინდა ისედაც შეწუხდით დრო დაკარგეთ ჩემს გამო
_მაწუხებ ამ გამომეტყველებით და სირცხვილის გადმოფრქვევით თავს მატკიებ , გეფიცები. თუ რაიმეს ვაკეთებ ე.ი ასე ვთვლი საჭიროდ და ზედმეტი განხილვები არ სჭირდება . გასაგებია ?
_გასაგებია, მაგრამ ასე არ შეიძლება მე არც ამ წამლების ფული მქონდა და საერთოდ
_და საერთოდ ვინაც დაგიქირავა იმან უნდა აგოს პასუხი შენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ როგორც სჩანს ვიღაცის სახლში მუშაობდი და უაზრობა იქნება საქმის წარმოება
_ჩივილს არ ვაპირებ...100 ლარი უნდა მოეცათ და
_უკაცრავად რამდენი ? _ ტელეფონის ეკრანს მზერა მოარიდა და ბიჭს დახედა _ 100 ლარი რა უბედურებაა საათში გიხდიდა ამდენს?
_დღეში
_მონა ხარ?
_რაა ?
_ღმერთო რა ქვეყანაში დავბრუნდი ... რა უბედურებაა აქ რა მინდოდა საერთოდ _ თვალები აატრიალა და სავარძელში ჩაეშვა _ მალე მოიტანენ საჭმელს. მანამდე ტკივილგამაყუჩებელს მოგცემ თუ გინდა
_არ მინდა ჯერ ვუძლებ
_და გაძლებაზე რატომ ხარ? წამლის ეკონომიას აკეთებ?ექიმმა თქვა დღეს ტკივილები ექნება და ნემსები უნდა გაუკეთოო ... იმედია არ გეშინია. ხელებს დავიბან და მოვალ
_შენ გამიკეთებ?
_ხო , პირველადი დახმარების კურსები მაქვს გავლილი და ვიცი როგორ გავაკეთო ნემსი კუნთში და კიდევ უამრავი რამ . ნუ ღელავ არ გატკენ .
ტანსაცმელი აწუხებდა, იქ არაფერი იყო რომ გამოეცვალა ბიჭს ისე ცოტა ტანსაცმელი ჰქონდა და თან ისეთ მდგომარეობაში რომ სისუფთავის მიუხედავად მათი მორგება არ შეეძლო. ტანზე მოტმასნილი კაბა კომფორტის შეგრძნებას უქრობდა ამიტომ თეთრი პერანგისამარა დარჩა , მკლავები აიკეცა , გამათბობელი ჩართო და გამოძახებული საჭმელიც ბიჭთან ერთად მიირთვა. ხვდებოდა რამდენად ცუდად გრძნობდა დაჩი თავს ამ მდგომარეობის გამო და კიდევ უფრო მეტად თავისუფლდებოდა
-მე გავდივარ ... ადგომაზე არც იფიქრო !
-მადლობა, ყველაფრისთვის -ისე უყურებდა თავი ვეღარ შეიკავა. არადა დისტანციის დაცვას აპირებდა,მაგრამ არ გამოუვიდა . სწრაფად გადაკვეთა მანძილი ,დაიხარა და ტუჩებზე წაეტანა. გაეღიმა ისიც წამსვე რომ აჰყვა, ხელი მოხვია და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა
-ფრთხილად... ნუ გავიწყდება ნეკნი გაქვს გაბზარული -გაიცინა, ღრმად სუნთქავდა და ბიჭს უყურებდა -წავედი
წავიდა, მაგრამ არა დიდი ხნით. ბინაში მარტო იყო, საქმე არ ჰქონდა, მეგობრებთან ერთად ჭიქა ღვინით ან ჩაის ფინჯნით ხელში ჯდომა და მოსაწყენი საუბრებიც არ იზიდავდა, ვერ იტანდა ყველგან საქმეზე რომ ლაპარაკობდნენ . ყველასგან განსხვავებით მასში ორი ქალი ცხოვრობდა ერთი კარიერისტი და მეორე სრულიად თავისუფალი, ჩარჩოებისა გარეშე ,სრულიად შეუზღუდავი საკუთარი თავის ბატონ პატრონი, რომელიც ამჯერად უკან დაბრუნებას სთხოვდა და ასეც მოიქცა კიდეც.
-უკვე გტკივა? მეგონა მეტხანს იმოქმედებდა წამალი- ოთახში შესვლამდე დაინახა თვალებამღვრეული ბიჭი , სახიდან ცრემლებს რომ იმშრალებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა- დამშვიდდი, გამაყუჩებელს მოგცემ...ასე ძალიან გტკივა? - გვერდით მიუჯდა და არეულ თმაზე მოეფერა- დაჩი
-არ მეგონა დაბრუნებას თუ აპირებდი ... აქ რატომ ხარ ,ნინა?- ხელი სწრაფად ჩამოისვა სახეზე, მასზეც ჰქონდა ნაკაწრები, ეტყობოდა მძიმე მუშაობის კვალი - მტკივა ხო,მაგრამ გამაყუჩებელი არ მინდა
-ასეთს ვის ესაუბრე- მალევე დაინახა იატაკზე დავარდნილი ღილაკებიანი ძველისძველი მობილური და მაშინვე მიხვდა საქმე სულ სხვა ტკივილს ეხებოდა. ტელეფონს ხუფი მოარგო და წამლების გვერდით დადო- შემიძლია დახმარება?
-შენ იმაზე მეტს აკეთებ ვიდრე ოდესმე ვინმეს გაუკეთებია და არ მესმის რატომ . არ მომწონს ვინმესთან ვალში რომ ვარ
-ღმერთო ჩემო არ ვაპირებ შენზე ძალადობას... რამდენჯერ გაგიმეორო? ვალი არ გაქვს მის გამოსასყიდად ჩემთან დაწოლა რომ დაგჭირდეს- თვალები აატრიალა და გაყინულ მკლავზე აისვა ხელი - გამათბობელი ხომ ჩავრთე ...გაფუჭებულია თუ რა ხდება
-გავთიშე
-რატომ?
-არ მაქვს ასობით ლარი კომუნალურებში გადასაყრელად...თანაც ჯერ სიცივე არ არის
-გინდა გაცივდე და ანთება დაიმატო?
-არაფერი მომივა... შენ შეგიძლია წახვიდე. წამლები მაქვს , მივხედავ თავს. ადრეც მქონია ნეკნი გაბზარული თან არა ერთი ... ხელის ორჯერ მომტყდა და ამოვარდნას როგორმე გავუმკლავდები
-20 წლის ბიჭს ამდენი რამე როგორ დაგემართა... ასეთი ცელქი ბავშვი იყავი?
-ბავშვი არასდროს ვყოფილვარ - ქალი იღიმოდა, პატარა გოგოს ჰგავდა ის კი სახეზე მიმიკაშეუცვლელად ამბობდა მწარე სიმართლეს-კარგი იქნება თუ წახვალ და მერე მეც გადავალ როგორც კი შევძლებ....ფულს ვაგროვებდი,მაგრამ რამდენიმე თვე კიდევ დამჭირდება
-ვისთვის იქნება კარგი
-ორივესთვის
-შენთვის პრობლემას რა წარმოადგენს?
-მზრუნველობა და ზედმეტი ყურადღება მომადუნებს, შევეჩვევი მერე კი ჩვეულ ყოველდღიურობაში დაბრუნება გამიჭირდება. ასეთი რთული გასაგებია, რომ არ მინდა ჩემს გამო შეწუხდე?
-რომ მაწუხებდე აქ არ ვიქნებოდი! შეწყვიტე სულელური ფიქრები
-სულელურია ტვინიდან ,რომ ვერ ამოგიგდე...სიზმარივით დარჩა ჩემს ტვინში ის დღე ამასაც ვერ გავუმკლავდი და ახლა აქ ხარ ,ასეთი საოცარი ...ვგიჟდები და ჯანდაბა არ შემიძლია
-შეგიძლია ... შეუძლებელი არაფერია,მითუმეტეს უთქმელი . თუ გინდა უნდა გააკეთო
-და სწორი რომ არ არის?
-ვისთვის შენთვის? - ისე უყურებდა აჯადოებდა
-შენთვის არაფრის შემოთავაზება შემიძლია... ამიტომ არ გირეკავდი. მინდოდი , ახლაც რომ გიყურებ სუნთქვა მეკვრის ისე მინდა კიდე გაკოცო და არა მხოლოდ,მაგრამ არ შემიძლია ისე არა როგორც შენ გინდა და სხვანაირად არ გამოვა . არ მეგონა ქალიც თუ გახდებოდა ჩემი პრობლემა ... პირველი ვინც ჩემს ტვინშია ისეთია მასთან რომ ვერ მივღწევ. უსუსურების შეგრძნებას ვერ ვიტან . არავის ვაძლევდი ამის უფლებას და შენთან მუდმივად განვიცდი
-მე კი პირიქით მგონია... შენ ჩემს გვერდით არნახულ ძლევამოსილებას იგრძნობ. ისე მარტივად და ისე ცხადად ,სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდი . შენ გონებას სწორი ხედვა აქვს პირველი ქალი თუ მე ვარ ჩემს შემდეგ არც კი ვიცი, არის კიდევ რამე? - წვერიან ლოყაზე ხელი შეახო, მოუვლელი იყო, ბუნებრივი ყოველგვარი შელამაზების გარეშე საოცრად მიმზიდველი იმდენად,რომ მის ასაკსაც ავიწყებდა და საკუთარსად მისი თვალებიდან ამოკითხული მძაფრი სურვილი. ადამიანების წაკითხვა კარგად შეეძლო, ის კი გადაშლილი წიგნივით იყო რომლის მთლიანად წაკითხვის სურვილიც ჰქონდა- ბევრს ნუ ფიქრობ, მიიღე ის რასაც ცხოვრება გაძლევს
-და სანაცვლოდ რას იღებს ცხოვრება ჩემგან
-შენ და ყველაფერს რისი გაკეთებაც უბრალოდ შენი არსებობით შეგიძლია ... ჩემთვის ისიც საკმარისია რასაც ვგრძნობ ამ მომენტში და სიღრმეებში შეჭრა არ მიყვარს . დიდი ხანია წავშალე ცხოვრების წესიდან და მერე ბევრი რამ გამარტივდა . ისედაც ყველაფერი რთული,მძიმე და აუტანელია მიეცი თავს მოდუნების საშუალება
-ამით მეუბნები,რომ გამოგიყენო
-რა უაზრო ფორმულირებაა ...ადამიანებს ყოველთვის აქვთ სხვადასხვა სახის მოთხოვნილებები ერთმანეთის მიმართ , ჩემი და შენი იმ მრავალიდან რაღაც ნაწილით ემთხვევა აი დანარჩენის მიცემა კი ერთმანეთისთვის შეგვიძლია ის რაც არ გაქვს შენ მაქვს მე
-და შენ რა არ გაქვს ისეთი რისი მოცემაც მე შემიძლია ... საყვარლობის თუ შენი თოჯინობის გარდა
-სიმშვიდე... ბუნებრიობა, არა სიყალბე და არა ტყუილი. კაცები მეტწილად მეზიზღებიან, დანახვისთანავე ვგრძნობ , ვხედავ და ვხვდები მათ აზრებს შენ კი პირიქით მიზიდავ ,მამშვიდებ
-არ მჯერა
-შენი ნებაა... ახლა კი დროა დაიძინო. რთული დღეები გქონდა , დაასვენე გონება ნუ იტანჯავ თავს
.............................
დღეები სწრაფად გადიოდა, ჩვეულებრივ რეჟიმში ჩასვა დაჩისთან ვიზიტები ყოველ საღამოს მასთან ატარებდა, მკურნალობის პროცესი კარგად მიდიოდა ექიმი სახლში რომ მიიყვანა ბიჭს გაბრაზება სახეზე ეწერა,მაგრამ მასთან ერთად არაფერი უთქვამს. მშვიდად უსმენდა ახალ რჩევებს, რამდენიმე პრეპარატი შეცვალა და მხოლოდ ამის შემდგომ წავიდა. ოთახში დაბრუნებულს მოღუშული გამომეტყველებით დაუხვდა
-რატომ მექცევი ასე... ბავშვი ვარ და შენ მართავ მთელს სიტუაციას? ექიმტან თავად უნდა მივსულიყავი, გითხარი ხვალ ტაქსით წავალ-თქო შენ კი აქ მომიყვანე. ერთი ნაბიჯით წინ მისწრებ ... არც კი მაცდი კამათს ისე აკეთებ იმას რაც იცი,რომ არ მომეწონება
-რანაირი კაცი ხარ ...ყველა წუწუნებს უყურადღებობაზე და შენ წუწუნებ იმაზე რომ კომფორტს გიქმნი?
-არ მჭირდება...ჩემი არ არის, არ დამიმსახურებია . ჩემი შემოსავალი ნულია, საფულეც არ მაქვს და დახეული შარვლის ჯიბეში ახლა ზუსტად 54 ლარი და 25 თეთრი მიდევს . კუპიურებიც კი ვიცი იმიტომ რომ 5 თეთრსაც არ ვკარგავ ისიც არ ცვივა ჰაერიდან ,არასდროს
-ღმერთო ჩემო ეგ საერთოდ ფულია? შეიძლება შევიშალო...ასეთებს რომ მეუბნები კიდევ უფრო მეტად მანდომებ რაღაცების ყიდვას
-შენ კი არა მე შევიშლები! იმ ტანსაცმელს არ ჩავიცვამ, ტყუილად დაკიდე კარადაში. არც სხვა რაღაცების გამოყენებას ვაპირებ. ფულს ტყუილად ხარჯავ... თუ სიკეთის კეთება გინდა წადი და იმათ დაეხმარე ვისაც არ აქვს გამომუშავების საშუალება . მე შიმშილით არასდროს მოვკვდები
-შიმშილობ აბა 50 ლარით როგორ შეიძლება იცხოვრო ჯანმრთელმა ახალგაზრდა ბიჭმა ... კარგი შენს ფულს არ ხარჯავ, არ გაქვს და ვერ ხარჯავ,მაგრამ ახლა როცა შანსი გაქვს რატომ არ იყენებ
-ასეთი საშინელი ცხოვრება გაქვს?
-უკაცრავად? - ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა
-ბევრი გიყენებს ისე როგორც სალარო აპარატს? შენს გამომუშავებულ თანხას ხარჯავენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად? ასე ურთიერთობ კაცებთან ? ესაა შენი კომფორტის ზონა და გინდა მეც მანდ გადამიყვანო?
-არა , ძირითადად მე ვიღებ სარგებელს სხვებისგან. ძვირფას საჩუქრებსა და ყურადღებას ,სანაცვლოდ არაფერს გავცემ რაც საოცრად მახალისებს შენც თუ მომბაძავ ცუდი არ იქნება
-ანუ შენს შებმას ცდილობენ, შენც საჩუქრებს იღებ და მერე ხელცარიელებს ტოვებ?
-ნუ ,მთლად ასეც არ არის...ვინც მომწონდა ხოლმე მათთან ურთიერთობაც მქონდა ,მაგრამ საჩუქრის მიღებაში პრობლემას ვერ ვხედავ
-მე ვხედავ !
-დამღლელი ხარ , შენთან დებატები კი საოცრად არ მომწონს ...
-მიდიხარ?
-ხო, აბა რა გავაკეთო... არაფერი მოგწონს
-უბრალოდ შენ რომ დარჩე და დაივიწყო შენს ანგარიშზე არსებული ფული?
-ანუ გინდა,რომ დავრჩე?- ეშმაკური მზერა ჰქონდა, კარში იდგა და იქედან უყურებდა -მითხარი დავრჩე,თუ წავიდე
-თუ გეგმები არ გაქვს დარჩი ... -თითქოს ემოციებს არ გამოხატავდა, თავად ასე ეგონა ნინა კი ყველაფერს ხედავდა და ხვდებოდა. სიგიჟემდე მოსწონდა ბიჭში ემოციებს რომ იწვევდა
_ახლა რას აპირებ ისევ იგივე საქმეს უნდა დაუბრუნდე? - მოგვიანებით ჰკითხა და პასუხის მოლოდინში მზერა გაუსწორა
_სხვა არჩევანი არ მაქვს... მათხოვრობას ფიზიკური შრომით გამომუშავებული მირჩევნია
_ანუ გირჩევნია საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო რაღაც მათხოვრული ხელფასისთვის რომლითაც მხოლოდ საჭმელს თუ იყიდი არც კი ვიცი .... ასეთ ფორმაში როგორ ხარ საერთოდ მიკვირს ჯანმრთელობა როგორ არ შეგერყა ... ან რისთვის ცხოვრობ ... სიამოვნებას იღებ საერთოდ? ისვენებ, ერთობი... როდემდე აპირებ ასე ყოფნას . მიზნები გაქვს ? სურვილი ან ოცნება არაფერი უაზრო თავმოყვარეობის გარდა რომელიც გიკრძალავს ჩემთან ყოფნას ? ვერ ვხვდები უარს როგორ მეუბნები
_შენ რომ ჩემს ადგილას იყო ს.ქსში ფულს აიღებდი ? მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებას თავადაც მიიღებდი და ისედაც არ იქნებოდი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი რაღაც გარიგებაზე წახვიდოდი ?
_მოდი პირდაპირ ვისაუბროთ_ თვალებში უყურებდა სახეარეულს ისე მიუახლოვდა კიდევ უფრო აური აზრები_ მატერიალური სარგებელის გარეშეც გინდივარ ?
_ერთი შეხედვით თავდაჯერებული ქალი ჩანხარ და დავიჯერო ვერ ხვდები რომ ჩემნაირისთვის შენთან ყოფნა უკვე ცხოვრების დიდი საჩუქარია? _პირი უშრებოდა, სიტყვებს ნაწყვეტ - ნაწყვეტ ამბობდა და ცხვირის წვერით უკვე ეხებოდა ქალის ლოყას , თავს ვეღარ ერეოდა და აგრძელებდა _თავს უფრო კომფორტულად გრძნობ კაცებს რომ ყიდულობ? _ყელში აკოცა და თითები თეძოებიდან მაღლა აასრიალა _ უბრალოდ იყავი ჩემთან _ჯინსის ღილები გახსნა და თითები შარვალში ჩააცურა
_ბოლოს მაინც ყველას რაღაც უნდა ... მხოლოდ მე არ ვაკმაყოფილებ და ამიტომ მირჩევნია წინასწარ გავარკვიო, მაგრამ შენ სულ მაოცებ _ იატაკზე იდგა , ბიჭი ტანსაცმელს აშორებდა და მის წინ დახრილი ქვემოდან უყურებდა
_დავივიწყოთ ყველა და ყველაფერი _თითები კოჭებიდან მაღლა აასრიალა, საჯდომზე შეჩერდა ტუჩები კი ჯერ ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე მიაკრო შემდეგ კი ფეხებს შორის გადაინაცვლა. ქალის თითები მის მოზრდილ თმაში დაცურავდნენ, სიამოვნებისგან მთელი სხეულით თრთოდა და სუნთქვააჩქარებული დაბინდული მზერით დაჰყურებდა ბიჭის ყავისფერ თვალებს . დანებებული,მოდუნებული მთლიანად ბიჭის სურვილებს მინდობილი მართლაც არაფერზე ფიქრობდა ამ უკანასკნელის გარდა. თითოეული წამით ტკბებოდა და განტვირთვის საოცარ დოზას იღებდა . „
...................
სწრაფად კითხულობდა, ხმაურით შლიდა გვერდებს ერთიდან მეორეზე, ცდილობდა ემოციები დაემალა ,მაგრამ ტვინში იმდენი სიტყვა უტრიალებდა ვეღარ შეძლო გაგრძელება
-ამ ყველაფრის გახსენება როგორ შეძელი
-წლებია ვწერ
-კარგი...ვნახოთ ერთი კიდევ რას წერ. რა მხატვრული ელფერი შესძინე ჩვენს ავადმყოფური ურთიერთობას
-მთელი ტირაჟი შენ იყიდე ,ხომ ასეა - ღვინით გაავსო ჭიქა და სულმოუთქმელად დაცალა - ამდენი თვე რას ელოდებოდი
-სახლის დასრულებას
-ჩემ ცხოვრებას ვერ მართავ ... ამის ძალა და რესურსი არასდროს გექნება
-სამაგიეროდ შენ გქონდა და შესანიშნავად გამოგდიოდა კიდეც - თვალები ისე უნათებდა , ბრაზი ახრჩობდა ქალი კი იმდენად მშვიდი იყო ,აცოფებდა - აი ვიპოვნე - რამდენიმე გვერდი გამოტოვა და კითხვა განაგრძო
.......................
„შეთანხმდნენ ,რომ ვერაფერზე შეთანხმდებოდნენ .
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო დამოკიდებული ხდებოდა,მანამდე თუ საქმეების გარდა არაფერზე ფიქრობდა და სახლში წასვლაც არ უნდოდა ახლა მუდმივად საათს დაჰყურებდა, დაჩის რომ მიასწრო დაბრუნება იმ დღეს გაიაზრა,რომ ყველაფერი რთულად იყო,მაგრამ ამანაც ვერ დააფრთხო იმდენად მოსწონდა მის გვერდით ყოფნა. მხოლოდ მის გრაფიკს ვერ იტანდა, მის დამღლელ საქმეს ვერ ეჩვეოდა არც უნდოდა მიეღო ასე მუდმივად მოუწესრიგებელი, მტვრიანი, დახეთქილი ხელებითა და უამრავი ტრამვით სხეულზე.
_რა გინდა , რომ აკეთო ... რა საქმეს შეისწავლიდი და შეასრულებდი მთელი ენთუზიაზმით - ეფერებოდა და თან ინფორმაციის გამოძალვას ახერხებდა
_ბავშვობიდან მინდოდა სახლები მეშენებინა...შეიძლება იმიტომ , რომ მე არასდროს მქონდა საკუთარი. ფაქტია სულ არქიტექტორობა მინდოდა , რომ მენახა როგორ შევიდოდნენ ახალ შენობებში ბედნიერი ადამიანები . სულ ვხაზავდი... ახლაც როცა მშენებლობაზე ვმუშაობ ყველაფერს ვაკვირდები . სასაცილოა, მაგრამ იქ რომ ვარ მომწონს მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორი კი არა უბრალოდ მუშა ვარ მაინც ჩვენ ვაშენებთ და იმიტომ ვაკეთებ ამ საქმეს. თითქოს ჩემს სახლს ვაშენებ სადაც ჩემს და-ძმებსაც მშვიდად ,უშფოთველად შეეძლებათ ცხოვრება-დაღლილი იყო, უთქმელობისგან, ჩუმად ყოფნისგან და საკუთარ თავში შენახულ საიდუმლოებს გაუაზრებლად უმხელდა
_გინდა ისწავლო? სკოლაში ხომ დადიოდო...ატესტატი ხომ გაქვს _ მკერდზე მიყრდნობილ ბიჭს სახეზე ეფერებოდა და იდეებს აწოდებდა მშვიდი ხმით
_ისეთი დებილი არ ვარ შენ რომ გგონია... ატესტატი მაქვს . ბევრ საგანს ვერ ვსწვალობდი არაფერი ვიცი მათემატიკის გარდა . ისიც უბრალოდ მიყვარდა , გადავწყვიტე,რომ მჭირდებოდა როგორც არქიტექტორს და თან იმდენი კითხვა არ უნდოდა რამდენიც ისტორიას ან ბიოლოგიას...მიყვარდა , გეომეტრიაზე რომ გადავდიოდით განსაკუთრებით მიხაროდა. სამკუთხედის დახაზვით თითქოს დიდ საქმეს ვაკეთებდი... მომწონდა მაგალითების ამოხსნაც. სკოლაში რომ მივდიოდი მასწავლებლის მოცემულ ამოცანებს ვაკეთებდი ყველა გაკვეთილზე...
_რეპეტიტორებს დავიქირავებ და ჩააბარე . ისე ვიზამ, რომ პრაქტიკული ნაწილი თავიდანვე ისწავლო ... ვიცნობ საჭირო ადამიანებს რომლებიც ყველაფერს გასწავლიან თუ რა თქმა უნდა შენ მოინდომებ . ზარმაც ადამიანებს ვერ ვიტან და თუ ეს უბრალოდ ოცნებაა მაშინ არაფერს გავაკეთებ
_ეგ ზედმეტად ძვირი დაგიჯდება
_რატომ გადარდებს მე რა დამიჯდება და რა არა. შენ მხოლოდ მითხარი გაქვს საკმარისად ძლიერი სურვილი და სწავლის ტრ.კი თუ მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობითაა მკვრივი, მრგვალი და მიმზიდველი _ ხელი საჯდომზე გადაიტანა და თითები მოუჭირა . ისე იცინოდა ბიჭს ტვინს ურევდა - ფიქრის გარეშე მიპასუხე
_შევძლებ , მაგრამ
_ მაგრამ არ არსებობს ... ისწავლე ყველა სურვილის მიზნად გადაქცევა და მერე ყველაფერს მიიღებ რასაც მოისურვებ ჩემო პატარავ _ნიკაპზე მოუჭირა თითები , თავი ააწევინა და ტუჩებზე წაეტანა _ ვნახოთ როგორი პასუხისმგებლობის შეგრძნება გაქვს _მკერდზე მიაბჯინა ხელისგულები , საწოლის მეორე მხარისკენ უბიძგა და ზემოდან მოექცა _ ორშაბათიდან დაკავებული ცხოვრება გექნება -კმაყოფილმა განუცხადა. ყველა მცირე ნაბიჯი ახარებდა მასთან ისე უჭირდა ხოლმე დარწმუნება „
................
-ყველაფერი შესანიშნავად იცოდი... ხვდებოდი როგორ გაგებრუებინე და დაგეტოვებინე თამაშგარე მდგომარეობაში
-იარაღი თავად ჩაგიგდე ხელში ... ჩემს წინააღმდეგ მომართული არტილერია თავად დავაფინანსე მატერიალურად ვუზრუნველყავი ,დრო ,ენერგია და ნერვებიც არ დავიშურე
-მაშინ ასე გაწყობდა. მოვლილი, დასვენებული, სუფთა და თან ჭკვიანი გჭირდებოდი
-უმადურების მწვერვალი- ბრაზობ საკუთარი კომფორტისა და კეთილდღეობის გამო - ჩაიცინა და ღვინით დანამული ტუჩები ერთმანეთს შეახო
-რა საცოდავი ვიყავი , გეწინააღმდეგებოდი და ეს წინააღმდეგობა ჭაობში მდგომი კაცის ფართხალს ჰგავდა, კიდევ უფრო მეტად ვიძირებოდი
.....................
„_იგივე საქმე უნდა გააკეთო ვერ გავიგე რაზე წუწუნებ ... ხომ აშენებდი, ანგრევდი, ბლოკებს თუ რაღაცებს ათრევდი ახლაც მაგას დაგავალებენ უბრალოდ კომპანიაში იმუშავებ, უნიფორმა გექნება, შენი ჯანმრთელობაც დაცული იქნება ხელფასიც ადამიანური
_შენ გგონია უბრალოდ აშენებენ და ანგრევენ? მანდ მასე მარტივად არ ამიყვანენ და რომც ამიყვანონ არ დამტოვებენ
_გასწავლიან , ისწავლე როგორ უნდათ რომ გააკეთო და ეგაა . რა ყველაფერს უფრთხი და გეშინია
_შენ არასდროს არაფერი გაშინებს? არ მინდა , რომ შევრცხვე და შენც
_ხოდა ისე გააკეთე რომ არ შერცხვე ... მაცოფებ უკვე
_ასეთი მარტივი არაა
_მარტივი არაფერია ... შენი ცხოვრება კი განსაკუთრებით და ვერ ხვდები, რომ თუ ცოტას გაუჭირვებ სხვა რელსებზე გადახვალ და ფეხს აუწყობ მერე გამარტივდება? მასწავლებელს მოეწონე ... აზროვნებსო_ გაზქურასთან მდგომს უყურებდა დ გრძნობდა გამძაფრებულ სურვილს. საკუთარი თავი აგიჟებდა უკვე , მაგრამ მაინც ვერ ერეოდა
_არ მოვეწონე...რაც მკითხა არაფერი ვიცოდი . საერთოდ არაფერი
_ეგ წიგნები ბიბლიოთეკაში იქნება ყველა ... თუ არაა იყიდე
_არის...რომ წავიდა ყველა ვიპოვნე და დავიწყე კითხვაც
_ვერ გავიგე სკოლის დროს რატომ არ წაიკითხე ახლა თუ კითხულობ და არ გეზარება
_მე ... წიგნი არ მქონდა და გაკვეთილზე შესვლა მრცხვენოდა . რაც ეწერა ხოლმე სკოლის წიგნებში იმათ ვკითხულობდი მხოლოდ _ზურგით იდგა , მაგრამ მაინც ეტყობოდა როგორ რცხვენოდა
_სამაგიეროდ მათემატიკა იყო შოკში ... საიდან ხსნის ამოცანებს ვერ ვიგებო. ნიჭი აქვსო , დავამუშავებ, წიგნთან მივიყვან და მაღალ ქულას აიღებსო
_გრანტის აღება რომ ვერ შევძლო ? იქ ძალიან ძვირია
_ნუ მაგიჟებ ამ იდიოტური შიშებით_თქო ...მინდება დაგახრჩო
_დღეს ძალიან ხარ გაღიზიანებული
_შენ კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებ... რა ჯანდაბას აკეთებ მეტყვი? შევწუხდი უკვე . გამომეძახებინა ხომ ვიქნებოდი დანაყრებულიც და დესერტადაც დაგაყოლებდი
_ თევზი ხომ გიყვარს ... მოგეწონება _ზოგჯერ მართლა პატარა ბავშვს ჰგავდა ახლაც ისე უყურებდა ღუმელიდან გამოღებულ დაბრაწულ თევზს ერთი სული ჰქონდა ქალი როდის გასინჯავდა . მანამ არ დაუწყია ჭამა სანამ მისი რეაქციები არ დაინახა და არ მიხვდა, რომ ნამდვილად მოსწონდა
_ჯანდაბა კულინარიის აკადემიაში არ გინდა? რად გინდა ეს არქიტექტორობა... ბედნიერი ადამიანების ნახვა თუ გინდა გემრიელი საჭმელი რომ აბედნიერებს ისე უნდა
_ მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო და ვისწავლი ჩემითაც...
_ახლა რაც მე მინდა რომ გააკეთო უკვე შესანიშნავად გაქვს ნასწავლი და სულ უფრო უკეთ გამოგდის ყოველ ჯერზე _ თეფშები მაგიდის ბოლოსკენ გადასწია ცარიელ ადგილას დაჯდა და ბიჭს მუხლებზე დააწყო ტერფები _ ხვალ მივფრინავ ... მთელი თვე , შეიძლება მეტიც ვერ შევხვდებით
_ამდენი ხნით?
_არ მითხრა რომ გეწყინა _ პერანგის ღილებს უხსნიდა რომ გაჩერდა და სახეზე დააკვირდა _ერთხელაც შემშლი
_შენ არ გწყინს ამდენ ხანს რომ ვერ მნახავ ? მაგიდაზე დააწვინა და ზემოდან დახედა _არ მოგენატრები?
_არ ვიცი მომენატრები თუ არა, მაგრამ რომ მომინდები და არ მეყოლები ვიცი ... შენ კი თავზე საყრელად გექნება დრო . დაისვენებ კიდეც მეცადინეობასთან ერთად
_ანუ არ მოგენატრები მხოლოდ მოგინდები _თვალებში უყურებდა , ყავისფერებში ნაპერწკლები ანათებდნენ . უხეში იყო, ძლიერი სწრაფი ბიძგებით ერწყმოდა ქალის სხეულს და ბოლოს ისე მოშორდა ერთხელაც აღარ უკოცნია
_მებუტები თუ რა ხდება ... რა გინდა გითხრა რომ სიზმრებში გნახავ და მონატრება ძილსაც დამიფრთხობს?იცი რამდენი საქმე მექნება? შენზე ფიქრი კი არა ღმერთმა უწყის რა მელოდება . შენ რომანტიკოსმა ბუნებამ გძლია და ფრთხილად იყავი მალე ისიც არ იფიქრო, რომ გრძნობები გვაკავშირებს ანდაც მოვალეობები
_სხვებთანაც წევხარ? _სამზარეულოს დახლთან იდგა , წყლის ჭიქა დაცალა და თავში ათასჯერ დატრიალებული ფიქრი ხმამაღლა გააჟღერა
_უკაცრავად? _ ჯერ კიდევ მაგიდაზე იჯდა, ნახევარ შიშველი , სკამზე შემოწყობილი ფეხებით და ხმამაღლა იცინოდა _ იცი მაინც რამდენი წლის ვარ? გგონია მას მერე რაც 20 წლის ბიჭი გონის დაკარგვამდე მჟ.მავს კიდე შეიძლება ვინმესთვის ფეხების გადაშლის ძალა მქონდეს ან სურვილი? პატარავ შენ მე 17 წლის ენერგოვამპირი , ახლადგაფურჩქნული გოგო ხომ არ გგონივარ
_აი ახლა ეს ერთი თვე არავინ გ.გჟიმავს ... ენერგიაც გექნება და სხვა თუ არაფერია მიზეზი იიმის რომ მხოლოდ ჩემთან ხარ იპოვნი რამდენიმე ჩემნაირს
_შენ ახლა ეჭვიანობ და მინი ეწიუდს დგამ თუ რა ხდება პატარავ?
_პატარავ... მე ხომ პატარა , ენერგიული ბიჭი ვარ შემიძლია შენთან ერთად კიდევ სხვებთანაც ვიყო და ანუ ეს შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს
_ პრ.ზერვატივის გარეშე არავინ გ.ჟიმო და ვენერიული დაავადება არ შემყარო ამ სიბერეში .გთხოვ
_მხოლოდ ამას მთხოვ? სხვა არაფერს?
_სხვა რა უნდა იყოს
_არც არაფერი ... სხვა არც არაფერი
_პატარა სულელო ბავშვო გინდა გითხრა ჩემს გარდა ქალს რომ გახედო არასდროს გაპატიებ_თქო? ეგ გინდა და ბედნიერი იქნები?
_მინდა, რომ მარტივად არ მთმობდე ... მართლა სულელი ვარ . მე ხომ მხოლოდ გასართობი სათამაშო ვარ , რომელიც მალე მოგბეზრდება და თავიდან მოიშორებ. არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი
_სად შემიძლია ასეთი სენტიმენტალიზმი
_ზოგჯერ მგონია რომ ემოციები არ გაგაჩნია ,მხოლოდ შენი გინება მუშაობს და ზუსტად ისე აკეთებ ყველაფერს როგორც სწორია ან გაწყობს ... არავინ და არაფერი შეგაჩერებს
_ვინ უნდა შემაჩეროს თუ რაიმე მინდა და მჭირდება
_არასდროს არაფერი ყოფილა ისეთი რომ ვერ მოგეპოვებინოს?
_თუ რაიმე დავთმე ისიც იმიტომ რომ საკმარისად ან საერთოდაც არ მინდოდა
_ანუ რომ დამთმობ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მხოლოდ შენი სურვილი შეასრულე
_რა თქმა უნდა
_შესანიშნავია
_და შენ გყავს ისეთი ვინმე ვისაც ემორჩები ? ვისი აზრიც მნიშვნელოვანია დ აგავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე?
_შენ მყავხარ ეგეთი
_ჩემს გარდა...დედაშენზე რას იტყვი
_მასზე საუბარი არ მინდა
_მამა
_არ ვიცი ვინაა... ჩემთვის მკვდარია
_ასაკის მატებაში ყველაზე ცუდი ისაა რომ შენი საყვარელი ადამიანებიც ბერდებიან... ჩემი მშობლები წლებია უკვე იტალიაში ცხოვრობენ . ნახევარი ცხოვრება იქ გაატარეს, მათთან ერთად მეც . არც კი ვიცი აქ რატომ დავბრუნდი, აქაურმა მეგობრებმა რომ დამირეკეს და მითხრეს ჩამოდიოდა რისთვის წამოვედი ხელფასი დაბალია, საქმეებიც იმდენად მარტივი მოსაგებია მომწყინდა ...
-ისევ წახვალ?
-დიდი ალბათობით კი ... შენც რომ წახვიდოდე და იქ სწავლას გააგრძელებდე აი მერე ნამდვილად აისრულებდი შენს ყველა ოცნებას, ყველაფერს რაც კი გიფიქრია ოდესმე და რაც ვერ გაგიბედავს იმათაც კი
-არის ისეთი ოცნებებიც რასაც ფული ვერ მომცემს... განვლილ ჯოჯოხეთს ვერ შემიცვლის და ადამიანურ დანაკლისს ვერ შემივსებს
-და მაინც ის შენ გჭირდება და მის მოსაპოვებლად სწორი გზა უნდა აარჩიო . ააშენე სხვების სახლები,მაგრამ არა საკუთარი ხელით არამედ პროექტებით . შეგიძლია კომპანია დაარსო და ძალიან ბევრი იდეა განახორციელო,მაგრამ ამისთვის სითამამე გჭირდება, გაბედულება და შემტევი ხასიათი . უარი არ უნდა თქვა არაფერზე რაც ხელში ჩაგივარდება თორემ მიზანს ვერ მიაღწევ
-ასე დავკარგავ საკუთარ თავს
-არ დაკარგავ, უბრალოდ შეცვლი ... ცვლილებები ყოველთვის უნდა მიიღო ისე წარმოუდგენელია ყოფა
-შენ სულ ასე მარტივად იღებ გადაწყვეტილებებს?
-გააჩნია გადაწყვეტილებას... საკუთარ თავსა და შეგრძნებებს ვენდობი. შეცდომებსაც ვუშვებ,მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებ. წარსულზე ტირილი სისულელეა , უკან არ მიიხედო წინ იყურე !
-შენ რომ გისმენ მგონია ყველაფერს შევძლებ...მეოცნებედ მაქცევ და მერე რა მეშველება ყველაფერი ქვიშის კოშკივით რომ დაინგრევა
-თავიდან ააშენე,ყოველ ჯერზე რამდენჯერაც დაიშლება იმდენჯერ ახალი პროექტით ააგე- გაიცინა და ლოყაზე აკოცა -წინ უდიდესი გზა გაქვს...“
........................
-მთელი თვით წახვედი... მგონი კიდევ უფრო მეტი დრო გავიდა. თითქოს განგებ გააკეთე ისე მენატრებოდი , იმდენად მაკლდი და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რამდენად დამოკიდებული გავხდი შენზე. სულელი ბავშვი , სულელი ბიჭი ,რომელსაც მოეწონა მზრუნველობა ,სითბო , ფერება და ცხელი ალერსი ... გაუტკბა შემსუბუქებული ცხოვრება
-წარსულში ნუ ლაპარაკობ, სისულელით ახლაც გამოირჩევი... რაზე ბრაზობ და დარდობ - თვალები დახუჭა, ფეხები მაგიდაზე გაშალა და თავი უკან გადასწია -განაგრძე თორემ ამ ღამით ვერ დაასრულებ ყოველ აბზაცზე თუ გაჩერდები
-შენ არ იცი რამდენხანს ვფიქრობდი აეროპორტში დახვედრაზე. რომ მითხარი ფრენის დრო იმ დღიდან დავიწყე გეგმების დაწყობა. მოსვენება დავკარგე, ღამეები აღარ მეძინა ... რა სასაცილო ვიყავი . იქ ,ვარდით ხელში მდგომი გიყურებდი როგორ მოაბიჯებდი სიმპათიურ ბიჭთან ერთად... ცხოვრებაში პირველად ვიეჭვიანე
-და პირველ ჯერზე ცემა-ტყეპა რომ არ დაიწყე მიკვირს ,იცი?
-შოკი მქონდა და თან ვინ ვიყავი. საკუთარ თავს მაშინ არაფრად ვთვლიდი ამიტომ ვერ გადმოვანთხიე ბრაზი ...
-სამაგიეროდ სახლში გაიქეცი და ბარგის ჩალაგება დაიწყე
-ბარგის რომელიც ჩემი არ იყო... იმ დღეს მივხვდი,რომ წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მთლიანად შეცვალე ჩემი გარდერობი. უყველაფროდ გვერდით ვერ მიძლებდი. ყველაფერი შენი იყო ირგვლივ ...
-ყველაფერი და შენ
-აი იმ დღეს უნდა წავსულიყავი ,მაგრამ ისევ შემაჩერე
-დროულად მოვედი
-იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებდი იმ გორილას გვერდით,რომ შვილად ვერ წარმოვიდგენდი ... მაშინ პირველად დამარტყი. მე ვიყავი გაცოფებული და შენ ისე მომიქნიე ხელი თვალებიდან ნაპერწკლები მცვიოდა . სად გაგატარეს ის წვრთნები მაინც არ მითხარი. ნინძა მყავდა გვერდით-ლაპარაკობდა და თან გვერდებს ავლებდა თვალს
-საშინელებებს მეუბნებოდი ...ისტერიკა გქონდა . მე სახლის გარდა არსად მხვდები და ის იმდენად მოგწონს დასასვენებლადაც მასთან ერთად დადიხარო გაჰყვიროდი
-ჩემი თვითშეფასება ნამდვილად ფსკერზე იყო და ფაქტია, სუსტი კაცები იჯერებენ არარსებულ ღალატს . მეგონა ვიხრჩობოდი სანამ არ დავიჯერე ,რომ შვილი იყო
-მე კი მეგონა დაგაფრთხობდა მისი არსებობა და მანამდე იმიტომ არ მითქვამს თითქმის შენი ასაკის შვილი მყავს-თქო
-მე რეაქცია არ მქონია... მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის ჩემზე წინ დააყენებდი მაინც მასთან პრობლემა არ მექნებოდა რომ არა მისი რეაქცია .
-არცერთი კაცით დაინტერესებულა არც მანამდე და არც მერე ... შენზე რატომ გაგიჟდა ვერ მივხვდი. იქ ,რომ მოვიდა იცოდა ვინც დახვდებოდა
-ეგოისტია , შენ ზედმეტად დიდ დროს ატარებდი ჩემთან შეეშინდა,რომ სხვას გახდიდი პრიორიტეტულს . მიჩვეული იყო ნებისმიერ დროს მასთან რომ ჩნდებოდი, მიჰყვებოდი ყველგან სადაც უნდოდა და აკეთებდი ყველაფერს რასაც გთხოვდა. შენ კი ჩემთან რომ რჩებოდი მობილურსაც თიშავდი ... მისთვის ჩემს ასაკს და პიროვნებას სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა. სახლის კარი რომ გააღო უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა,რომ დაგვაშორებდა
-ფაქტია, რომ ჩემი განვითარებული მოდელია
-ორი მანიპულატორი
-ჩვენ და შენ არა,ხომ?
-მაშინ ერთი სულელი ბიჭი ვიყავი,რომელიც მხოლოდ არსებულ,მკვეთრ პრობლემას ებრძოდა და აზრზე არ იყო შენიღბულ მტერს როგორ გამკლავებოდა .მხოლოდ თავდაცვის რეჟიმი მქონდა და არასდროს თავდასხმის
-ახლა კი თავად განაახლე ომი
-რომელმაც დამწვა და დიდი დრო დამჭირდა ჭრილობების მოსაშუშებლად
-ჭრილობები... შენი ფიზიკური იარები , რომლებიც გულს მიხეთქავდნენ. კაცზე არასდროს მიღელვია ამდენი , არავის ჭრილობებზე მიზრუნია შენთან კი ექთნად გადავიქეცი . ბამბა და სპირტი სულ ახლოს უნდა მქონოდა . მიკვირს ამდენი მუშტის შემდეგ მხედველობა საერთოდ როგორ გაქვს მწყობრში...
-ჩემ სათვალეს თუ უმიზნებ ეს მხოლოდ იმიჯის ნაწილია ... ლექციებს ვატარებ და არ მინდა ვინმეს პატარა ბიჭი ვეგონო
-ხო, რა თქმა უნდა ,უსათვალოდ თინეიჯერივით გამოიყურები
-მე არასდროს გამოვიყურები ასაკის შესაბამისად...ყოველთვის უფროსის იმიჯი მქონდა. ასაკი მხოლოდ ციფრებია სულაც არ მეტყველებს სხვა დანარჩენზე, თორემ შენ შენი სექსუალურობა დიდი ხნის წინ უნდა ჩაგებარებინა წარსულისთვის- მენჯამდე ჩაცურებულ კაბის ნაჭერს თითებით ისე შეეხო რომ ბარძაყიდან მუხლამდე მანძილი გაიარა , მუხლისთავზე გააჩერა მატერია და ისევ განაგრძო კითხვა,ამჯერად ხმამაღლა
..................
„_დაჩიი ,პატარავ მეცადინეობ? _შორიდან ესმოდა ქალის ხმა ფეხსაცმელი გაიხადა და საძინებლის კართან გაჩერდა _ რას აკეთებ ?
_დაღლილი ვარ ... მეძინება _ ზურგით იწვა და ბალიში თავზე დაიფარა
_ეს რა მესმის... ასეთი რა გაგაკეთებინეს შენ რომ ძალა არ გაქვს _ ასეთი მარტივი მოსატყუებელი არ იყო საწოლზე ავიდა და კიდისკენ მიწეულს ბალიში ააცალა _რა გჭირს_მეთქი
_არაფერი ... _სახეს არ აჩვენებდა , მაგრამ დამალვა არ გამოუვიდა
_რა ჯანდაბაა ... ეს ვინ დაგმართა _სახე სულ დალურჯებული ჰქონდა , ტუჩი და წარბი გახეთქილი ყვრიმალი გაწითლებული და შეშუპებული _როდის იჩხუბე
_არაფერია... მნიშვნელობა არ აქვს
_რას გავხარ სარკეში ჩაიხედე? შემომხედე და მომიყევი რა დაგემართა
_არ მაკოცებ ? _თავისკენ მიიზიდა და თითები კაბის ქვეშ შეუცურა _ გიხდება ჭრელი კაბა _ მოღეღილ მკერდზე აკოცა და კიდევ უფრო დაბლა დასწია ნაჭერი
_ყურადღებას ნუ მიფანტავ _თითები თმაში შეუცურა და მანძილის გაზრდას უშედეგოდ ეცადა
_განტვირთვის და ტკივილის გაყუჩების საშუალებას მომცემ ? _ კაბა გადააძრო და შიშველ მკერდზე თითები შეახო
_მაინც მეტყვი
_ჯერ მოითმინე ... მერე დამკითხეთ ქალბატონო პროკურორო
ვნება, იარაღი იყო არასასურველი საუბრისგან თავის დასახსნელად. კამათის დასასრულებლად საუცხოო გამოსავალი მოზღვავებული ემოციების ალერსში ჩატევა და ურთიერთობის მთავარი საშუალება. თითქოს ეს იყო ის რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ , მხოლოდ სიამოვნებისა და კომფორტის შეგრძნება,მაგრამ მაინც ყველაფერი უფრო რთულად იყო ვიდრე ქალი აანალიზებდა.
_გისმენ ... რატომ იჩხუბე . სხვა გზა არ იყო?
_ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს რიცხვებს როცა ასეთი საოცრება ხარ
_მნიშვნელობა აქვს რაღაც საკითხებში ... იმისთვის არა რაც ჩვენ გვაქვს
_და რა საკითხში აქვს
_ჩვენი ურთიერთობა სეროზული არ გახდება... შენი ასაკის შვილი მყავს შენ კი მთელი ცხოვრება წინ გაქვს და კიდევ უამრავ ქალს გაიცნობ მათგან ერთს შეიყვრებ, ოჯახს შექმნი ,მამა გახდები იქნები ბედნიერი . მე საერთოდ სხვა მომავალი მელის... გასაკეთებელი პრაქტიკულად აღარაფერი მაქვს დასვენების, ცხოვრებით ტკბობის და ჩემი დაგროვილი ცოდნის გამოყენების გარდა . მალე შვილიშვილები მეყოლება ... ბებია ვიქნები . როგორ არ აქვს ასაკს მნიშვნელობა
_რატომ ლაპარაკობ ისე როგორც ვიღაც ბანალური ბნელი შეხეხულებების ადამიანი
_ეს სიბნელე არ არის ძვირფასო ეს რეალობაა ... შენ ვერ წარმოგიდგენია რა მოხდება ჩემმა შვილმა ჩვენზე რომ გაიგოს
_რა უნდა მოხდეს თავისუფალი ქალი ხარ არავის ღალატობ და მისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვისთან იქნები
_როგორი ხარ საერთოდ... რომელ ბიჭს მოსწონს დედის საყვარელი მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი მისი ასაკისაა და დედაშენი ჩემზე პატარაა
_მასზეც გაქვს ინფორმაცია?
_უბრალოდ გავიგე და მორჩა ...
_რა გაიგე
_ის რომ დედაშენი 15 წლის იყო რომ გაგაჩინა და შენს გარდა კიდევ 6 შვილი ჰყავს
_და არა მხოლოდ
_როგორ? მეტი ჰყავს?
_ბავშვებს ყიდდა ... მამებს აძლევდა ან კიდევ სრულიად უცნობ წყვილებს. ეს ამბავი რომ გავიგე , რამდენიმე ვიპოვნე და მივხვდი, რომ ამ ქალმა ყველას ცხოვრება დაბადების წამიდანვე ამოაყირავა
_მაინც როგორ განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან... იმ კაცისგან მყავს შვილი ვინაც ყველაზე მეტად მატკინა ვინც მთელი არსებით მეზიზღებოდა და მაინც ვიბრძოდი მისი ნაწილის გადასარჩენად. მძულს კაცი ვისი სისხლიც აქვს და სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს იმიტომ რომ ჩემია . არ ვიცი რა მიზეზი უნდა ჰქონდეს ქალს , რომ თავისი ნაწილი მოიშოროს . მამების და შვილების კავშირის დარღვევაც შეიძლება , ბებიების ბაბუების, სხვა ნებისმიერი ნათესავის , მეგობრებზე და ცოლ_ქმარზე აღარაფერს ვამბობ , მაგრამ დედა _შვილის კავშირის გაწყვეტა ყველაზე დიდი სიბოროტეა. მაპატიე, მაგრამ ვცოფდები ქალებზე რომლებიც მიზეზებს ასახელებენ ბავშვების დატოვების დროს
_ამიტომ არ ვპატიობ და არ არსებობს ჩემთვის , მხოლოდ ჩემი და _ძმები არიან ... მათთან კავშირს ვერ ვწყვეტ და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ
_როგორ ახერხებ მათთან კავშირის შენარჩუნებას..როგორ იპოვნე საერთოდ ან როგორ ეკონტაქტები ... ყველანი რთულ პირობებში არიან?
_ზოგი მამასთან და მათ ახალ ოჯახთან ერთადაა მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან. ვინც გააშვილა ისინი განსაკუთრებით, მაგრამ ვინც ბავშვთა სახლში მოხვდა მათი ცხოვრება აირია
_რატომ არ იღებ ფულს რომელსაც გთავაზობ
_ იმიტომ რომ არ მინდა ოდესმე იფიქრო, რომ შენთან ფულის გამო ვარ _ თითებით სხეულის კონტურს მიჰყვებოდა, გამოკვეთილ ნეკნებს ხაზავდა და შემდეგ ტუჩებით ეხებოდა მუცელს _ასეთი ლამაზი როგორ ხარ _ნიკაპით დაეყრდნო მუცელზე , მის ფეხებსშორის იყო მოქცეული და ქვემოდან უყურებდა
_შრომის შედეგია შენარჩუნებული სილამაზე ... თავის მოვლა ძვირი სიამოვნებაა . ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი გრაფიკის მქონე ქალებს უჭირთ მე კი შესაშური ნებისყოფა მაქვს ბოლო დროს მინდა გითხრა, რომ რეგულარული ს.ქსი მაქვს რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ჩემს შინაგან და გარეგან მდგომარეობას _თითები ბიჭის თმაში შეაცურა და მერე წვერიან ლოყაზე გადავიდა _წვერი რომ არ გქონდეს ნამდვილად ბავშვის იერი გექნებოდა ...ისეთი თვალები გაქვს არასდროს დაბერდები
_იქნებ შენ გიყურებ მხოლოდ ამ მზერით და სხვა დროს სულ სხვანაირი ვარ
_არ გინდა
_რა არ მინდა _ კოცნიდა , გაჩერდა და მზერა გაუსწორა
_არ გინდა გრძნობები ... მხოლოდ შეგრძნებები _ ზემოდან მოექცა თავისკენ მიიზიდა და მთელი სხეული დაუკოცნა. გასაგიჟებლად ნელა მოქმედებდა და ბიჭს ჭკუიდან შლიდა...“
....................
-შეგეძლო ეროტიული ნაწარმოების შეგექმნა ... თუ სპეციალურად წერე ასე დანარჩენი მე რომ გამეხსენებინა
-ცოლისთვის გჭირდება სასწავლო საკითხავი ლიტერატურა? - ბოკალის ფეხზე ასრიალებდა თითებს . მარჯვენა ფეხი მოხარა და კაბის თხელი ნაჭერიც დაბლა დაეშვა .თვალებს განგებ არ ახელდა, უნდოდა ისე ეგრძნო მისი მზერა, მონატრებული შეგრძნებებით გაევსო სული
-უსაზღვროდ მადლიერია სწავლული რომ მიმისაკუთრა...
-ჩემს მერეც არ შეგიწყვიტავს სწავლება... მთლიანად ჩემი დამსახურება არ არის . ჩემთან დაწყებითი კლასები გაიარე
-დაწყებითები ,არა? შენს გვერდით ჯოჯოხეტის ალში გავიარე ...უბრალოდ მაშინ ვერ ვხვდებოდი უბედურებიდან უბედურებაში გადასვლას შეჩვეული ვიყავი
-სამაგიეროდ მე არ ვიყავი -კაცს უკვე კითხვა ჰქონდა დაწყებული ჩუმად რომ თქვა და ყელში მოწოლილი ბურთი კიდევ ერთხელ გადააგორა.
-ინფორმაციები,რომელსაც მძალავდი და საპასუხო დუმილი . ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდი და ამიტომ აგრძელებდი ურთიერთობას
-არ ვიცოდი, გაიგე მხოლოდ ის ვიცოდი რასაც მეუბნებოდი და შენთან მხოლოდ იმიტომ მოვდიოდი ,რომ მჯეროდა არ მავნებდი , მაგრამ შევცდი
-შეცდი? როდის ვერ გავამართლე იმედები და რწმენა...
-გეყოფა ... თუ კითხულობ წაიკითხე ჩუმად ან ხმამაღლა ან უბრალოდ წავალ
-გაქცევა შენი სტილია
-ყველაფერი რასაც ვამბობდი გამართლდა ... ერთადერთი ვარ, განუმეორებელიც,მაგრამ არა უკანასკნელი ქალი შენს ცხოვრებაში. არ აღიარებ ჩემს წინასწარმეტყველურ ნიჭს?
-როგორც ამბობდი ეს რეალური გაგრძელება იყო ჩვენი ამბის...ამბის სადაც გრძნობები არ უნდა გამჩენოდა,მაგრამ მაინც შენი არშეყვარება რთული იყო მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნახევარს აცოფებდი , შენს კლანჭებში მოქცეული გაქცევას ნატრობდა და უკან დაბრუნება არასდროს უნდოდა მაინც, მე უთვალავჯერ გაპატიე
-მაპატიე რა...შენზე წინ არავინ დამიყენებია , არცერთი კაცი საკუთარი შვილის გარდა
-და აი ისიც...ვიპოვნე - გაიცინა და მორიგი დიალოგის კითხვა დაიწყო . ზუსტად იმ ნაწილიდან რომელიც სჭირდებოდა
....................
„_სერიოზულად დედა? ბავშვს ჟ.მავ? შენი მბრძანებლობა საწოლშიც გადაიტანე? ზრდასრული, კონკურენტუნარიანი კაცები აღარ გაინტერესებს? ვისაც ყველანაირად მართავ ისეთი იპოვნე?
_მივდივართ ! - კარში მდგომი ბიჭის დანახვის წამიდან იცოდა,რომ მის სიმშვიდეს საძირკველი გამოეცლებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ კარგავდა სიტუაციის მართვის იმედს
_წასვლა არ მინდა... ეს ხომ ჩვენი სახლია. მინდოდა აქ გადმოვსულიყავი ... ეს უბანი მომწონს , სახლიც დიდია და თავისუფლად მოვეწყობოდი... რა ვქნათ?
_სხვა სახლს გიყიდი!
_სხვა შენს ნაშას უყიდე ... მე ეს სახლი მინდა
_გეყოფა ... ან ახლავე წამოხვალ ან
_ან რა დე? _ სიგარეტის ღერი კოლოფიდან მშვიდად ამოაძვრინა ,ჯერ თითებსშორის მოიქცია შემდეგ ტუჩებსშორის გადაიტანა და ის სანთებელაც აანთო მანამდე გამაღიზიანებლად რომ ათამაშებდა_ რა შეგიძლია გააკეთო მის დასაცავად ... შენ რა დედური ინსტიქტიც გაგეხსნა ? თან გჟ.მავს და თან შვილივით უყურებ თუ რა პონტია ? _ კვამლი გამოუშვა, თვალები დააწვრილა და ფეხზე შემოდებული ფეხის მოძრაობა დაიწყო _შენ რატომ დუმხარ, მუნჯი ხარ? ლაპარაკი არც დასჭირდება დედიკოს ...მთავარია ენა გქონდეს , არა? ასწორებს მაყუთიანი დეიდას კლიმაქსის წინა სიამოვმებაში მაყუთის აღება? საკაიფო ბიზნესია არა? მეც ხო არ ვცადო ეე
_ დუდა _ ისეთი ხმა ამოუშვა დაჩიც გააშეშა თორემ მოთმინების უკანასკნელი ძაფიც გაუწყდა და აუცილებლად გადაკვეთდდა ძლივს შენარჩუნებულ მანძილს
_გისმენ დე ... რა არი ?
_ გეყოფა გართობა
_მადროვე მგონი სამუშაო ვიპოვნე... იქნებ ეგაა ჩემი ნამდვილი მოწოდება. რამე საიდუმლოს გამიმხელს როგორ ავაგდო მეც შენნაირი ქალი თან რო საკაიფო ნაშა იყოს და თან იქეთ მიხდიდეს ფულს . შენა და საათში საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებ? _მაინც მოახერხა დაჩის გამოწვევა, მისი მოთმინების ამოწურვა და მიიღო კიდეც იმდენად ძლიერი დარტყმა ყბაში, რომ წონასწორობა დაერღვა. სწორედ ეს უნდოდა , თავდაცვად შენიღბული თავდასხმა.
_დაჩი ახლავე მოშორდი _სიტყვები როგორ მარტივად ითქმის და რა რთულია მათი კვალის წაშლა_ თამაში დასრულდა . ერთ საათს გაძლევ აქედან შენი კვალის გასაქრობად _მზერა გაუსწორა შიგნიდან იშლებოდა ,ზუსტად იცოდა იმაზე მეტად გაუჭირდებოდა ვიდრე წარმოდგენა შეეძლო და მაინც სხვა არაფერი უთქვამს. ადგილზე გაყინული ბიჭის ცისფერ თვალებს მზერა მოაშორა თავისი ნაწილი იქ, დაჩისთან დატოვა და შვილთან ერთად წავიდა...“
.........................
-კითხვის გაგრძელება აღარ მინდა- კიდევ ეწერა ქალის გრძნობების შესახებ უდიალოგო რამდენიმე აბზაცი,მაგრამ წიგნის ფურცლებიდან მზერა გვერდით მჯდომზე გადაიტანა - რომ გეკითხა ბავშვი მე ვიყავი და ყოველთვის შენ გარბოდი!
-არასტანდარტულები ვიყავით თავიდანვე... არც შენ ჰგავდი იმ ბიჭს უფროსი ქალის გამოყენება ,რომ უნდოდა და არც მე მოგეჯაჭვე ჩვეულებრივი მარტოსული შინაბერასავით
-არ მომეჯაჭვე თუ მაგ დროს ვერ ხვდებოდი ,რამხელა ადგილი მქონდა შენს ცხოვრებაში
-წაგეკითხა და გაიგებდი რასაც ვგრძნობდი იმ დღეების განმავლობაში
-მინდა მითხრა...წიგნში ბევრი რამე ხელოვნურია
-გამოქვეყნებაზე არ ვფიქრობდი წერის პროცესში
-დეტექტივი მაინც დაგეწერა... რომანი და შენ ,არც კი ვიცი რა ვთქვა შენ იმდენად არარომანტიული ქალი იყავი ყოველთვის.გრძნობების გადმოცემა და გამჟღავნებაც კი არაა შენი სტილი
-წიგნები სწორედ გადმოუცემ, უთქმელ ემოციებს იტევენ... სხვა გამოსავალი არ დამრჩა სხვაგვარად დამახჩობდა ყველაფერი რაც გავიარეთ
-აქაც ისე მარტივად წერ... არც კი ვიცი რა შეფასება გავაკეთო
-ლიტერატურის კრიტიკოსიც გახდი და არ ვიცი?
-დათვრები ... - თითქმის დაცლილ ბოთლს შეხედა და მერე ქალის შეფერადებულ ღაწვებს გაუსწორა მზერა . ჟღალი თმა და სახეზე მიმოფანტული ჭორფლები მის ასაკს უგულებელყოფდნენ... მაკიაჟის გარეშე ბუნებრივად ლამაზის ყურება განსაკუთრებით უყვარდა, თითქოს განგებ მივიდა ასე , ამდენად ჩვეულებრივი და ახლა თავისი სისადავით უხუთავდა სულს
-ფხიზელი ვერ გიძლებ ... აუტანელი გახდი
-ის სულელი ბიჭი გერჩივნა არა?
-ვაი ,რომ სულელი არასდროს იყავი
-როგორ არა, ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი იქ ნათქვამ სიტყვებს და უკანმოხედავად წასვლას არ გაპატიებდი . თავიდან არ გავეხვეოდი შენს ხაფანგში... ნამდვილი ეშმაკი ხარ, ცეცხლისფერი თმით და მწვანე თვალებით მაჯადოებდი
-ურთულესი პერიოდი მქონდა...გავტყდებოდი შენ ,რომ არა. ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი ჩემი გაღმერთებული შვილი,რომ მიყვებოდა როგორ გაიჭყიპა კლუბური ნარკოტიკით გალეშილი სადღაც ქალაქგარეთ წვეულების დროს, რომელირაც კოტეჯში დაწვა ვიღაც უცნობ გოგოსთან ,რომელიც შემდეგ ისე სცემეს ,რომ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. ჩემს ერთადერთ შვილს, ბიჭს რომლის გადასარჩენადაც ვიომე ,ვისგანაც მხოლოდ კაცობა მინდოდა და მეტი არაფერი , აბრალებდნენ ქალის გაუპატიურებასა და ცემას. სამყარო თავზე ჩამომექცა , ნაბიჭვარ მამამისს ვხედავდი მასში და ისე მიმყავდა პოლიციაში . სამი დღის განმავლობაში არაფერს ვაკეთებდი იმ ბიჭების ძიების გარდა ნაცემი გოგოს ვიდეოთი ვინც აშანტაჟებდა , ვიპოვნე, დაიჭირეს,მაგრამ მე ვერ დავკითხავდი სხვებმა კი ვერაფერი ათქმევინეს და მე ნაწილებად დავიშალე... მანდ ყველაფერი წერია. მთავარი ისაა რომ ჩემს ირგვლივ ცეცხლი იყო, მე შიგ ცეცხლის ალში გავდიოდი და მაინც შენს მკლავებში იყო სიმშვიდე ... განტვირთვას ვახერხებდი, ჩაკეტვას და ძალების აღდგენას . შედეგს სხვა შემთხვევაშიც მივიღებდი, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მთელი ჩემი არსება... -მთვრალი მზერით უყურებდა, დაუდევრად შეკრული თმა გაიშალა და ქარმა ირგვლივ გაავრცელა მისი სურნელი .
-ზოგჯერ ესეც არ მჯერა... არ მჯერა რომ შენთვის ისეთივე საყრდენი ვიყავი როგორიც შენ ჩემთვის. გქონდა კი ჩემი იმედი? იყო რამე რასაც უჩემოდ ვერ გააკეთებდი?
-შენ კი ამაღლებულ თვიშეფასებაზე საუბრობდი ... ჯერ კიდევ ვერ ხვდები ვინ ხარ. ცუდი ფსიქოლოგია შენი ცოლი ,თუმცა მისი არაპროფესიონალიზმი მაშინ გამოჩნდა პაციენტი რომ შეგაბა
-რა იცი,რომ მან და არა მე... თანაც მე მისი პაციენტი არ ვყოფილვარ
-აჰ, დამავიწყდა ის ხომ ჩვენთან შედარებით ბავშვია - ისევ აიღო ჭიქა და გამშრალი ყელი გრილი სითხით დაისველა- ახლა შენ ასწავლი ,როგორც ბავშვს
-მასზე მხოლოდ 6 წლით ვარ უფროსი ...ის უბრალოდ ასაკის შესაბამისად ვითარდებოდა და დღემდე შემორჩა ბავშვური ფერები
-მგონი მოგენატრა, იქნებ შეწყვიტო კითხვა და მასთან წახვიდე !- გაცოფდა, თავი ვერ შეიკავა და ყველაფერი ნათელი გახდა, მაგრამ კაცს არ შეუმჩნევია . მზერა მოარიდა , ღრმად ჩაისუნთქა ქარის მოტანილი ჰაერი და სხეულში დავლილი ჟრუანტელი ღამის სიგრილეს მიაწერა . კითხვა განაგრძო, ბევრი მომენტი გამოტოვა დედა-შვილის დიალოგებიდან და გამოძიების მსვლელობაზეც ყველაფერი ახსოვდა. ერთხანს ჩუმად კითხულობდა, შემდეგ კი ისევ ხმამღლა დაიწყო ,თითქოს ყველა დეტალის გაცოცხლება უნდოდა
............
„ძლივს იპოვნა. სარდაფში ჩასვლა მოუხდა , ხელით შეჭედილ ხის კართან გაჩერდა და ტელეფონი ძირს დაანათა , ვირთხებს მოლოდინში სიფრთხილეს იჩენდა . საშინელებათა ფილმის მონაწილე ეგონა თავი . რამდენჯერმე დააკაკუნა და მერე თავად ჩამოსწია სახელური , მისდა გასაოცრად კარი ღია დაუხვდა. წამიც და ლეიბზე მიწოლილ სასურველ კაცს უყურებდა .ჭუჭყიან,გაცრეცილ პლედში გახვეულს ემბრიონის ფორმაში ეძინა . ქალი უახლოვდებოდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ბეტონის იატაკზე მკვეთრად ისმოდა . გაოგნებული უყურებდა ცარიელ კედლებს , ჭერზე ჩამოკიდებულ ერთადერთ ნათურას და გული უსკდებოდა
_ღმერთო ჩემო ... აქ როგორ ძლებ - მოულოდნელი სტუმრის მიახლოებისას გამოფხიზლებულს სულ სხვა რამ უთხრა არადა გონებაში საერთოდ სხვა სიტყვები ჰქონდა დალაგებული
_ნამდვილად აქ ხარ ? წარმოუდგენელია _ფეხზე წამოდა ...ჭერი იმდენად დაბალი იყო ქალს შეეშინდა რომ ბიჭი თავს აარტყამდა _ იმ სიტყვების მერე გგონია ახლოს მოსვლის უფლება გაქვს?
_სხვა გზა არ მქონდა
_გქონდა ... ჩემი დამცირების გარეშეც შეგეძლო გამოგეშვი . ხომ იცი წამოვიდოდი , იქ არ დავრჩებოდი , მაგრამ შენი სიტყვები
_წყეული სიტყვები ... მე ნებისმიერი რამ შემიძლია ვთქვა ჩემი ემოციების საწინააღმდეგოდ ვისაუბრო. გრძნობების და პირადი ხედვის დაფარვაში ვარ პროფესიონალი ...რა გინდა ჩემგან . მიყვარხარ _თქო გითხრა? მაგ გრძნობას საერთოდ არ ვაღიარებ და თუ ძალიან გინდა გეტყვი ... რა გინდა ხელი ხელ ჩაკიდებულებმა ვიაროთ ქუჩაში?ჩემს ნაცნობებთან დაგსვა და მათი საუბარი მოგასმენინო?
_ხომ იცი,რომ ეგ ყველაფერი არ მინდა შენი დამოკიდებულების გარდა არაფერი მაინტერესებს. შენ კი მაინც დამამცირე
_მაპატიე ... _ მიუახლოვდა და ხელები ყელზე შემოხვია _ დამიბრუნდი...უშენოდ ცუდად ვარ . ყველაფერ ისე რთულადაა , მგონია რომ ვეღარ გავუძლებ ... შენც თუ არ იქნები _თვალებამღვრეული უყურებდა , ახლა როცა ახლოს ჰყავდა, როცა გრძნობდა მოახლოებულ სიმშვიდეს ემოციების გამოხატვასაც არ უფრთხოდა_წამომყევი , გთხოვ
_ჩემთან ყოფნა თუ გინდა აქ დარჩი _უკვე ეხებოდა ბიჭის ტუჩებს და მონატრებული სიამოვნებისგან სხეული ეწვოდა _მე არ წამოვალ . შენ მოხვალ !
_შეუძლებელია... აქ გინდა იცხოვრო და მეც აქ მოვიდე? _ვერ მოშორდა , ბიჭის თითებს შიშველ კანზე გრძნობდა და თავგზაარეული მიჰყვებოდა იმ ჭუყიანი იატაკზე დაგდებული მატრასისაკენ .გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა ,ცემენტის ნესტიანი კედლები იყო ირგვლივ ეგონა პირდაპირ ბეტონზე იწვა და ტანზე რწყილები აღოღდებოდნენ _არ შემიძლია... აქ ვერ _ კოცნიდა ,შიშველ მკერდზე მხურვალე ტუჩებით ეხებოდა. თითები თმაში რომ შეუცურა მიხვდა ისიც ჭუჭყიანი იყო მისი თითები,.ფრჩხილები , უხეში , დახეთქილი ხელისგულები ყველაფერი გაორებას ქმნიდა და მაინც სიამოვნებისგან დაჭიმული ეგებებოდა მისი მტვრიანი,.ოფლიანი, ჭუჭყიანი სხეულის შეხებას . ვინმეს რომ ეთქვა ოდესმე სარდაფში, ღრიჭოდ დარჩენილ კარის წინ მატრასზე გექნებიდა ს.ქსი და სიამოვნებას გარემოს მიუხედავად მაინც მიიღებდიო ხარხარს დაიწყებდა ახლა კი დაჩის სხეულზე ნახევრად შიშველი იწვა და იქ დაძინებაც შეეძლო
_აქ არ უნდა იყო... ამ პირობებში ავად გახდები. შენი სიჯიუტის გამო ნუ გაირთულებ ცხოვრებას
_გადაწყვიტე მე გჭირდები თუ არა ... ასეთი ვარ მხოლოდ ეს შემიძლია და სხვა არაფერი . წახვალ მსხვერპლზე თუ არა_ხელი ქალის მკვრივ საჯდომზე ედო , მაღლა წელზე გადმოვიდა და მერე ხერხემალს აუყვა
_რატომ უნდა ვიყოთ აქ როცა შეგვიძლია ადამიანურ პირობებში ვიცხოვროთ ... თუ წამოხვალ , თუ მიიღებ ყველაფერს რასაც შემოგთავაზებ მეც შენთან ვიცხოვრებ _დაყოლიებას ცდილობდა, მაცდური მზერა გაუსწორა და ზემოდან დააცქერდა _ არ გინდა?
_ყველაფრის თქმა შეგიძლია მიზნის მისაღწევად არა? -და მას უკვე ესმოდა ქალის. ხვდებოდა, იცოდა მისი თამაშის წესები ეს კი გასაოცრად აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა
_დაჩი
_რთულია შენთან ... სიტყვების მიღმა ნამდვილი აზრები და გრძნობები უნდა დაიჭირო . თავს მატკიებ ზოგჯერ.. ზედმეტად რთული ხარ ჩემი გონებისთვის
_და მაინც ვერ გაცდუნე
_გგონია ვერ მაცდუნე? _ გაიცინა და საკუთარ სხეულზე გადაიტანა მზერა _ შენ სიახლოვეს ურეაქციოდ დიდხანს ვერ ვძლებ _სხეულზე მოქცეულ ქალს კიდევ ერთხელ შეუერთდდა , ქვემოდან უყურებდა თითებს განიერ თეძოებზე უჭერდა , რიტმს აძლევდა და ნელ-ნელა მიუყვებოდა მაღლა მკერდისაკენ. მის გლუვ , პრიალა ,.სურნელოვან კანზე საკუთარ თითებს უყურებდა და გონება ხმამაღლა ახსენებდა რამდენად შორს იყვნენ ერთმანეთისგან . ვერ შორდებოდა, უნდოდა გრძნობები განელებოდა სხვა თვალით დაენახა ვეღარ ეგრძნო აღარ სდომოდა და მაინც სიგიჟის ზღვარზე მიდიოდა ქალის დანახვისას. წამოიწია, სხეულზე მიიკრო და მაღალ ყელზე მიაწება ტუჩები . ქალის შეუკავებელი კვნესა პატარა სივრცეს მთლიანად იკავებდა , ოხვრით შეუერთდდა მის სავსე წითელ ტუჩებს და მხურვალე ენა პირში შეუცურა . დაჭიმული სხეულიერთიანად მოუდუნდა, ქალის სხეულში გათავისუფლდა და მოშორებაზე არც უფიქრია ისე განაგრძო მომთხოვნი კოცნა .

სისუფთავის და სიბინძურის სუნი ერთმანეთში აიზილა, ანათებდა , მაგრამ იქაურობისთცის საკმარისი არ იყო. სოროდან გავიდა, ჟანგბადი ღრმად ჩაისუნთქა და დაუბრუნდა კიდევ უფრო ბნელ ცხოვრებას . ალბათ ამიყომ დაუბრუნდა ორი დღის შემდეგ ... ყველაზე მდიდრულ , ნათელ, ძვირფას კედლებში მეტი ჭუჭყი ხვდებოდა ვიდრე იქ დაჩის სხეულში ახლართულს.
მეორედ რომ დატოვა იცოდა მესამედაც მივიდოდა. ყოველ დღე დადიოდა, იქ ვერ რჩებოდა , რამდენიმე საათს ატარებდა მხოლოდ და შემდეგ ტოვებდა. ენანებოდა იმ კედლებისთვის , უნდოდა იქაურობაზე ემოქმედა, საწოლი მაინც მიეტანა და წინასწარ გააფრთხილა არ გავედო რამე შეცვალოო. გაოცებული იყო როგორ შეეძლო მისი აზრების კითხვა, როგორ შეისწავლა. მისი ინტელექტი და გონების შესაძლებლობები ნამდვილად აღრვევდა სტანდარტებს. ბიჭი გამოცდებისთვის რონ აღარ ემზადებოდა ეს განსაკუთრებულად აწუხებდა, საოცარი სანახავი იყო ყოველი ახალი გაკვეთილის შემდეგ მიღებული ცოდნით გაბედნიერებული. „
....................
-მგონი ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც იმდენად იყავი დაუძლურებული,რომ იქ იმ სოროში დარჩენაზეც თანახმა იყავი
-შენ კი იმდენად იდიოტი,რომ შენი თავმოყვარეობისა და პრინციპების გამო შეგეძლო მართლა იქ ჩარჩენილიყავი
-და შენ ჩემთან დარჩებოდი?
-დარჩენილი არ ვიყავი ? ისე კი საღად მოაზროვნე ქალი არ უნდა დარჩეს კაცთან რომელსაც განვითარება და ტალახიდან ამოსვლა არ უნდა , ვისაც ამბიცია არ გააჩნია
-უამბიციოდაც მივიღე ის რაც მინდოდა
-ჩემი ამბიციებით ...ახლა კი ხარ გაყინული ,როგორც სჩანს აღარავის აინტერესებს შენი კარიერული ზრდა . ზარმაცი ახალგაზრდების თაობა მოდის
-იმდენჯერ ახსენე სავარაუდოდ ყურები ეწვის , იქნებ შეეშვა ?
-როგორი მზრუნველი ხარ, მცირედი დისკომფორტიც არ შეუქმნა ... ერთ ადგილას გაყინული ხალხი მაშფოთებთ
-შენ შენს შვილზე იფიქრე...ისიც ჩვენი,ჩემი და ჩემი ცოლის თაობისაა
-ჩემი შვილი და მისი შესანიშნავი ცოლი მუდმივად ვითარდებიან , სულ ახალ გამოწვევებს იღებენ , ცხოვრებით ტკბებიან . რით ვერ შეიყვარე აი დღემდე ჭამთ ერთმანეთს მიუხედავად იმისა,რომ ახლა გასაყოფად აღარ გყავართ
-შევიყვარე და ახლაც მიჰყვარს,მაგრამ ეგოისტი რომ იყო , საშინლად იქცეოდა და მაცოფებდა ამას ეგ სიყვარული ვერ შეცვლის
-უკეთესები შენს ქალს გააჩენინე და გააზრდევინე - კიდევ ერთხელ ახსენა, უკვე განგებ იქცეოდა ასე ის კი უპასუხოდ ტოვებდა
-ჩემი ოჯახის დაგეგმარებაზე საუბარს არ ვაპირებ
...................
„დროზე ადრე მივიდა, ახალი შებინდებული იყო . იმდენად რთული დღე ჰქონდა ვერც იფიქრა რომ არ დახვდებოდა. გარეთ წვიმდა, სადარბაზოში რომ შევიდა უკვე სველი იყო . სიბნელე ტელეფონით გაანათა და დენის მრიცხველებთან მდგომი სამი სილუეტი დაინახა. წამსვე მიხვდა ფხიზლები რომ არ იყვნენ , მაგრამ ყურადღების მიქცევას არ აპირებდა . დაბლა ჩასასვლელ პირველ საფეხურზე რომ დადგა ფეხი მკლავში წვდა ერთი.. წონასწორობა დაერღვა ფეხსაცმლის ქუსლი მოტყდა ისე გაიჭედა დამტვრეულ ქვებს შორის . ხელში ჩანთაც არ ეჭირა ტელეფონიც მაინცადამაინც მაშინ გაეთიშა კაცს სახეში რომ მიანათა
_შენი ბიჭი თავის სოროში ჯერ არ შემძვრალა...ადრე მოხვედი
_სანამ მოვა შეგვიძლია ჩვენ ჩავანაცვლოთ... მაგისგან განსხვავებით წესიერ საწოლზე გ.გჟიმავ _მეორე მიუახლოვდა . სახეებს ვერ ხედავდა მხოლოდ ხმა ესმოდა და გულის რევის შეგრძნება უჩნდებოდა . ფიქრობდა რა გზა აერჩია მათ მოსაშორებლად. ვერ უჩივლებდა მერე ყველაფერი გართულდებოდა, იარაღი ჩანთაში ჰქონდა ჩანთა კი მანქანაში დატოვა. იმდენად მთვრალები იყვნენ რომ მოენდომებინა ძალის გამოყენებითაც მოიგერიებდა, მაგრამ ასე ხმაურს განოიწვევდა და ხალხი შეიყრებოდა. ისინი კი აგრძელებდნენ
_მოიცათ ტო ეგ წესიერ ბიჭებსაა შეჩვეული... მაგისმა კურომ არ გახსოვთ რა გვითხრა? არაყიც კი არ დაგვილია ისე აგვიარა გვერდი ... რომ დაგვძმაკაცებოდა მის ნაშას არ შევეხებოდით , მაგრამ მაგრად გაგვაბრაზა
_მათხოვარი რომ იყოყლოჩინებს ღირსია მისი ბ.ზი თვალწინ უხმარო , მაგრამ არ არის ჯერ ... ალბათ ნაგვის მანქანაზე დგას და ჩვენს გადაყრილ ნეხვს მიათრევს
_აიი მაგ ფორმის გამო დაგევასა ალბათ ხო? _ ახარხარდა ერთი_უკვე მოთმინების ძაფი უწყდებოდა ყელში ჰყავდა ამოსული
_მოდი ხელი გამიშვით... კაიფი განაგრძეთ ან თქვენ თქვენს ქალებს მიუბრუნდით...დარწმუნებული ვარ ცოლები ყველას გეყოლებათ ხოდა იპოვნეთ და ასე გაიტკბილეთ კაიფი . ჩემთან ნუ გაირთულებთ საქმეს ... ჩემს მოთხოვნებს სამივე ერთად ვერ გაუქაჩავთ არათუ ცალ _ცალკე ასე რომ ძვირფასებო გამეცალეთ სანამ ხასიათში ჩაგისვრით _ მათნაირები ასობით ჰყავდა ციხეში გაშვებული. ზეპირად იცოდა ყველას ფსიქოლოგია. შოკირებულებს მოშორდა და სწრაფად გავიდა სადარბაზოდან. იცოდა გაჰყვებოდნენ , მაგრამ მანქანამდე მისვლის იმედო ჰქონდა
_ უსმინე ამ ბ.ზს ?
_ სამივე ერთად უნდა და გვიწვევს
_ეს რა დაუკმაყოფილებელი ვინმე ყოფილა ტოო
_წვიმს ბიჭებო დაუბრუნდით თქვენს ბუდეს ... _ იცინოდა , ღელავდა , ირგვლივ არავინ ჩანდა ამინდის გამო. ლამპიონების შუქზე უკვე ხედავდა მათ ამაზრზენ სახეებს. არცერთი იყო გონზე
_ჩვენზე ღელაავ პატარავ.? _მესამე ზურგიდან მიეპარა და ხელები დაუჭირა . თავზე აწვიმდა ისინი ვერ გრძნობდნენ თავად კი სულ გაეყინა სხეული ქუსლმომტვრეული ფეხსაცმლით წონასწორობასაც ვერ იცავდა ახლა კი თავს მახეში გაბმული ჩიტივით უმწოდ გრძნობდა. სადღაც მიათრევდნენ , უკან მდგომს ფეხი ჩაარტყა და უკვე ფეხშიშველმა სცადა გაქცევა . მანქანის გასაღები ჯიბიდნა ამოიღო კარი გამოაღო დაჩი რომ გამოჩნდა. ისე წვდა ერთ ერთს ყელში და მოიქნია თვალებს ვერ დაუჯერა. რამდენიმე წამს განძრევაც ვერ შეძლო უყურებდა სამივეს როგორ იგერიებდა და გოგოს შეეშვიო ეუბნებოდა. ისე თ ადგილას იყო ქალის დამახვაც ვერ შეძლო სანამ თავად არ მივიდა იარაღი ეჭირა და ჰაერში გაისროლა კიდეც . წამებში გაიქცნენ, დაჩი კი გაოგნებული უყურებდა
_შენ ხარ? შენ მოგდევდნენ? _ შემოხეული ჰქონდა მაისური, მიწაზე დავარდნისას კანი გაუსკდა და სისხლი სდიოდა, დაღლილი იყო , დაქანცული და უკვე ნაცემიც
_კარგად ვარ ... წამომყევი _ გაყინული იყო . ხელი გაუწოდა და ისიც თან გაჰყვა. მანქანაში ისხდნენ. შიშველ ფეხებზე კანი გადასძვრა სულ მთლად სველი და გაყინული არაფერს ამბობდა. დაჩი კი ჯერ კიდევ სიტუაციის გააზრებას ცდილობდა და უამრავ კითხვას უსვამდა
_ამოიღებ ხმას ბოლოს და ბოლოს? იმათ სად გადაეყარე...შენგან რა უნდოდათ ... მიპასუხე რამე მაინც მითხარი
_ სახლში ავალთ ... ამ ბრაზის ჩასაქრობად მისაღებშივე გ.მჟმმ და მერე ისე მოიქ ევი როგორც გეტყვი თორემ ჩემს სახესაც ვერ ნახავ და დავრწმუნდები, რომ სინამდვილეში სულაც არ გინდივარ და არ გჭირდები _ სიტუაციის გამოყენება ნებისმიერ დროს შეეძლო. ამჯერადაც სათავისოდ მოატრიალა ყველაფერი და ბიჭთან ერთად სახლის კარი შეაღო. ნაცნობი კედლები , ნაცნობი გარემო , სხეულიდან მოშორებული ჭუჭყიანი სველი სამოსი და აქაფებულ ჯაკუზში ჩაშვებული მოალერზე სხეულები.
_ტერფები გეტკინება... მალამო უნდა წაისვა _ ფეხის გულებზე თითები ჩამოუსვა და გადაყვლეფილ კანს დააკვირდა _ძალიან გტკივა?
_შენ მე განებივრებული, ნაზი გოგო გგონივარ?
_არ ვიცი ... არაფერი ვიცი შენზე იმის გარდა რასაც ჩემით მივხვდი
_ასეთი სახე ნუ გაქვს... არაფერი მომხდარა. ბავშვი არ ვარ სამი ნაბიჭვრის გამო დეპრესია დამეწყოს. ტკივილი უარესიც მიგრძვნია და ეს არაფერია . იმათ კი ყველას ვაზღვევინებ ...დრო რომ გამომიჩნდება
_აქ შენი შვილი არ ცხოვრობს?
_ ჩემი შვილი ახლა ,როგორც იცი ციხეში ზის და მანამ დარჩება სანამ არ დავრწმუნდები რომ უდანაშაულოა
_დამნაშავე რომ აღმოჩნდეს ... იქ მარტოს დატოვებ და მასზე უარს იტყვი?
_დამნაშავე რომ აღმოჩნდეს მოვკვდები ! სასამართლო დარბაზშივე მოვიკლავ თავს თუ მამამისის მსგავსი ნაძირალას გადასარჩენად და გასაზრდელად ვიბრძოლე ამდენი
_ამას არ გააკეთებ... შვილები და დედები ასეთ კავშირში არ არიან. სისულელეა სხვის ცოდვაზე პასუხი აგო . ყველამ თავისი წილი უნდა სღოს. მშობიარობის შემდეგ ჭრიან ჭიპლარს და ის დედაზე დამოკიდებული ნაყოფი დამოუკიდებელი ადამიანი ხდება _მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა... ხმაც კი შეეცვალა _ჩემგან ალბათ ეს სიტყვები მარტივი სათქმელი გგონია მე და დედაჩემი თქვენ არ გგავართ , მაგრამ აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ ეს ასეა არავინ არავისთან არაა მუდმივ კავშირში ყველამ თავისი წილი უნდა იცხოვროს
_როგორი ერთნაირებიც არ უნდა ვიყოთ ქალები და კაცები თქვენ ვერასდროს მიხვდებით რას ნიშნავს როცა ის, ახალი სიცოცხლე შენ რომ შექმენი შენი პირდაპირი ნაწილი რომ არის შენზე რომაა დამოკიდებული შენი გულისცემა კვება სიარული სუნთქვა ღიმილი და ტირილი რომ მოქმედებს მასზე და მის ყველა მოძრაობას გრძნობ მის კარგად და ცუდად ყოფნას ... მხოლოდ ჭიპლარი არაა ეს უწყვეტი კავშირია სულ გრძნობ ... არაფრის და არავის მიმართ მაქვს ემოციები მხოლოდ მშობლების და შვილის. დუდა იმ სახლის მისაღებში ზუსტად იმ დიდ ხალიჩაზე გავაჩინე ... ისე ვიყავი ნაცემი მარცხენა თვალს ვერც ვახელდი, ნეკნი გაბზარული, ხელი ამოვარდნილი და მთელი სხეული დალურჯებული მქონდა . ისე მოვიკეცე იმ პათოლოგმა ნაბიჭვარმა იატაკზე რომ დამაგდო , ისე მოვიკეცე ბურთს დავემსგავსე ხელებს და ფეხებს ისე ვხვევდი მუცელს პირდაპირ არც მომხვედრია მაგრამ ჩემივე კიდურები აწვებოდა . მშობიარობა დამეწყო და მხოლოდ სასწრაფოს გამოძახება მოვახერხე ... ექიმების გაოგნებული სახე მახსოვს რომ დამინახეს . მე და მან ერთმანეთი გადავარჩინეთ ... მის სიცოცხლეზე ვარ დამოკიდებული და თუ მან შეძლო ის გაეკეთებინა რაც მე და მას გვკლავდა იმსახურებს ჩემს გარეშე ცხოვრებას
_შენ ... როგორ მოხვდი საერთოდ იმ კაცთან
_იდიოტი ბავშვი ვიყავი ... ჭკვიანი მეგონა თავი ისიც ერთი შეხედვით განათლებული საქმიანი მდიდარი ცნობილი ოჯახის შვილი უკეთილშობილესი გარემოცვით სიმპათიური ... პროფესიონალი მოძალადე აღმოჩნდა ფასადის მიღმა . უნდოდა სახლში გამოვეკეტე დიასახლისად ვექციე, არსად წავსულიყავი არავინ მენახა არაფერი გამეკეთებინა მისი ცოლობის გარდა . ისიც კი არ მოსწონდა მშობლებთან რომ ვრჩებოდი თავიდან მეცინებოდა მერე მივხვდი რომ სრულ ჭკუაზე არ იყო , მაგრამ დავაგვიანე. ეჭვიანობდა , რაღაც სისულელეზე გაგიჟდა და მცემა . მაშინვე დავტოვე, მერე გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი . დამდევდა , მოსვენებას არ მაძლევდა ჩემებმა დამმალეს . მთელი 6 თვე დამეძებდა და მაინც მიპოვნა ... ცხვირ წინ მუცლით ვიდექი და ის სრულიად ფხიზელი მანიაკი ღალატში მადანაშაულებდა . ჯერ კიდევ იმ დროს დეტექტივობაზე ვვოცნებობდი... მინდოდა ჯერ პოლიციელი გავმხდარიყავი იმდენი რამ ვისწავლე იურიდიულთან ერთად...იმ დროს მივხვდი ბრალმდებელი უნდა ვყოფილიყავი და მისნაირები უბრალოდ კი არ უნდა დამეჭირა ციხიდან დიდხანს არ უნდა გამეშვა. მე ხომ ვუჩივლე, ხომ ფაქტი იყო სახეზე ისიც დადგინდა რომ არ მიღალატია და ბავშვიც მისი იყო ის კი გავლენიანმა მშობლებმა მალევე გაიყვანეს ციხიდან ფსიქიატრიულში შემდეგ კი ისევ შევხვდი. ბავშვზე მეურვეობის მიღება უნდოდა ... აი მას რომ დედა ჰყავს ისეთი დედა არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი და არც ვიქნები ... ჩემი შვილის დანაშაულს ხელს არ დავაფარებ! არ ვიტყვი რომ ბავშვია შეეშალა და შეიცვლება... არ იცვლებიან მოძალადეებს ეს ცხოველური არაადამიანური სული არ ეცვლებათ. ყველას შეუძლია შეიცვალოს ქურდი და მკვლელიც კი მაგრამ ეგენი არა!
_ ტუტუცი და თავხედია ეგოისტი და სულელი , მაგრამ არ მგონია თქვენი წარსულის მქონეს ქალზე ძალადობა შეეძლოს. აქამდეც იქმებოდა რამე მსგავსი და შენ აუცილებლად გეცოდინებოდა... ასე არ ხდება . მე რაც არ უნდა მივიღო როგორი გათიშულიც არ უნდა ვიყო ქალზე ხომ არ ვიძალადებ არა? ეგრეა ყველა ტვინში გვაქვს ბნელი უბნები და სხვადასხვა ნივთიერების ზემოქმედებისას ეს უბნები ფართოვდება მოქმედებას იწყებენ , მაგრამ მანამდეც ვლინდება როგორღა
_იქნებ ისიც გერძნობდა , იცოდა ბნელი ფიქრებზე რომელთაც აკონტროლებსა და იმიტომ ეპარებოდა ეჭვი
_იმაზე არ გიფიქრია რომ მასაც ეშინოდა ამ დანაშაულის და დარწმუნებით უარს ამიტომ ვერ ამბობდა? შესანიშნავად იცის შენი დამოკიდებულება და საერთოდ არ გეტყოდა ისე ეცდებოდა მოგვარებას მან კი ყველაფერი თავად გიამბო ... მისი ადვოკატი რატომ გავხდი არ ვიცი . ჩემგან არ იმსახურებს... მაგრამ ვგრძნობ უდანაშაულოა და ცოდოა ყველა უდანაშაულო ბრალდებული თანაც ამ ბრალდებით არ მოასვენებენ
_ვიცავ ყველასგან და ყველაფრისგან მხოლოდ საკუთარი თავისგან ვერ . მთავარია მართალი იყოს და სხვა ყველაფერს მოევლება
_რომ არ შეგირიგდეს? ისიც შენნაირია
_შემირიგდება ... ზუსტად იმიტომ რომ ჩემნაირია. თავად მიხვდება რაც მინდა ახლა მისგან და დამიბრუნდება
_თითქოს რა კარგად იცნობ და მაინც
_მე როგორც დედას მისი მჯერა, მაგრამ როგორც ძალადობის მსხვეროლს და როგორც პროკურორს მტკიცებულება მჭირდება . მასაც სჭირდება და ამიტომ იქნება იქ
.......................
-ბევრი ქალი მყავდა დასაცავი, ჩემი დები,რომელთაც შენი ძალის მესამედიც არ ჰქონდათ და მაინც შენ გამო შემეძლო მომეკლა
-და მე ეს ყოველთვის ვიცოდი
-იცოდი ... გგონია ახლა სხვაგვარად ვფიქრობ?
-ახლა შენ ჩემი დაცვა აღარ გევალება
-მოვალეობები გვქონდა ოდესმე ? მართლა ასე ფიქრობ?
-გთხოვ დაიცავი ისინი ვისაც სჭირდება , ვისაც მხოლოდ შენ ჰყავხარ მე კი თავადაც მივხედავ თავს მაშინაც ასე იყო ახლაც და მერეც ასე იქნება
-ძლიერი ქალი ხარ არა? კარგი მე კითხვას განვაგრძობ- კვლავ მშვიდად მიუგო
..................
„უარს არაფერზე ეუბნებოდა. ისეთი დამყოლი იყო როგორც არასდროს ისეთი მზრუნველი და ფაქიზი მასთან დაბრუნებული საერთოდ ივიწყებდა ყველაფერს. განგებ არ უსვამდა კითხვებს მის ტვინს დასვენების საშუალებას აძლევდა . სარკის წინ მდგომს უყურებდა და ხვდებოდა როგორ შეცვალა. სპორტულ_კლასიკურ სტილში გამოწყობილი დავარცხნილი თმითა და მოვლილი წვერით , სალონში გავლილი პროცედურების შემდეგ პრიალა ფრჩხილებითა და მოშუშებული ჭრილობებით ხელისგულებზე . გამოცდებისთვის კვლავ მზადებაში მყოფი , წიგნებით სავსე მაგიდასთან იდგა და გასასვლელად ემზადებოდა
_საით?
_პატარა საქმე მაქვს ცოტა ხნით გავალ და მოვალ ... ვახშამი ქურაზეა. ცხელია _ დააკვირდა თითქოს მის სახეზე კითხულობდა ყველფერს. აკოცა , ხანგრძლივი ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა და წავიდა.
გაჰყვა,ენდობოდა იცოდა სხვა არ ჰყავდა მაგრამ მაინც იჯდა და უყურებდა როგორ შეხვდა ახალგაზრდა გოგონას. ისეთი ნაზი, საყვარელი და პატარა იყო ინსტიქტურად ჩაიხედა მანქანის სარკეში თვალი გაუსწორა სტრესისგან მორყეულ სახეს მერე კიდევ ერთხელ შეხედა წყვილს ძრავი აამუშავა და სახლს დაუბრუნდა. მისი მომზადებული კერძი მიირთვა, თეფშები აალაგა და ფანჯარასთან მდგომი სიგარეტს ეწეოდა ბიჭი რომ დაბრუნდა
_ბევრს ეწევი ასე შეეჩვევი და მერე გადაგდება გაგიძნელდება
_მთავარია პრობლემა გაქრეს და მე არაფრის მოშორება გამიძნელდება ... ნუ იდარდებ _ მიახლოებულს გაუღიმა და მოეხვია. ყელში აკოცა , გოგონას ნაზი სურნელი შერეოდა მის ტანსაცმელს. პერანგის ღილების გახსნა დაიწყო . მერე უცებ გაგლიჯა და სწრაფად მოისროლა იატაკზე . მხარზე აკოცა, ლავიწზე და დაბლა დაუყვა თითებით უკვე ხსნიდა შარვლის ელვას და ბიჭიც კედელს მიეყრდნო
_სხვა ქალიდან რომ მოდიხარ კვალი უნდა დაფარო თორემ სხვები გეჩხუბებიან და პრობლემები შეგექმნება _ შარვალი საცვალთან ერთად დაბლა დაქაჩა და უკვე მუხლებზე მდგომმა ტუჩები შეახო მენჯის ხაზზე ენის წვერი ბოქვენზე წამოზრდილ თმას გადაატარა და ბოლო სიტყვის წარმოთქმისთანავე ტუჩებსშორის მოიქცია გამკვრივენული ას. ქვემოდან უყურებდა სიამოვნებისგან გათიშულს , ქალის სიტყვების გააზრებას ბოლომდე ვერ ახერხებდა თითები თმაში შეუცურა , ზემოდან უყურებდა ხმამაღლა ოხრავდა და მეორე ხელს ფანჯრის რაფას უჭერდა
_რა მითხარი წეხან ... _ თავისკე მიიზიდა ტუჩებს უკოცნიდა , მერე ყელზე გადავიდა და მისი სხეულიდან ტანსაცმლის მიშორება დაიწყო _ გამიმეორე
_დაივიწყე... ჩემთვის მნიშვნელობა აქ აქვს _ თავი უკან გადასწია და კოცნის საშუალება მისცა
_რას არ აქვს _ ხელში აიყვანა და დივნისკენ დაიძრა _რა დავივიწყო
_გაჩუმდი და გააკეთე ის რაც ორივეს გვინდა და რასაც პატარა გოგონებთან ჯერ ვერ გააკეთებ _არეულ თმაში თითები ახლართა და წელზე შემოხვეული ფეხებით თავისკენ მიიზიდა ... _ ცოტა დრო მინდა მხოლოდ მერე ...როგორმე გადაგეჩვევი და გაგათავისუფლებ ტყვეობიდან _ გამშრალი პირიდან სიტყვებს ძლივს ამბობდა თვალები რომ აენთო ბიჭს და ბიძგებიც ძლიერი სწრაფი და უხეში გახადა ხმას ვეღარ აკონტროლებდა და სიტყვის თქმაც შეუძლებელი გახდა.
_რა ჯანდაბას მელაპარაკები გამაგებინებ? _ სუნთქვა უჭირდა მაგრამ ბრაზი არ ასვენებდა და მაშინვე მოუჭირა თითები ნიკაპზე _მიყურე და მითხარი
_დაგინახე იმ ლამაზ გოგოსთან ... ძალიან ნაზი , საყვარელი და კარგი ჩანდა შორიდან . _თითებზე აკოცა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა _ ჯერ ბავშვია ვერც მიხვდება საყვარელი რომ გყავს ... შენგან სულ სხვა რამე უნდა მე კი სხვა . ერთმანეთს ხელს არ ვუშლით და ჯერ ნუ წახვალ ... გთხოვ _ბოლო სიტყვა რომ უთხრა მაშინ გაუსწორა მზერა
_რატო ვერ იჯერებ რომ ყველანაირად შენ მინდიხარ მჭირდები და სანამ არ გამაგდებ არავისთან წავალ ... ის გოგო ჩემი დაა ჩემს მერე რომ გააჩინა ზუსტად იმავე წელში მე იანვარში დარია კი დეკემბერში . ერთად დაგვტოვა ბავშვთა სახლში , მაგრამ ერთმანეთი არასდროს დაგვიკარგავს ... ის იშვილეს და შესანიშნავ ადამიანებთან იზრდება , ცხოვრობს და სიგიჟემდე აინტერესებს ვინ შემცვალა ასე . ნეტავ იცოდეს ვინ გეგონა _ სწრაფად უთხრა ყველაფერი და მოშორდა . სააბაზანოსკენ დაიძრა ისე რომ არაფერი ჩაუცვამს და თან გაიყოლა ქალის მზერაც
_საერთოდ არ გგავდა რას ვიფიქრებდი
_ ჩემს მერე ყოველ წელს გოგონებს აჩენდა... 4 და მყავს ფოტოებს გაჩვენებ თორემ ისე გამოიყურებიან ყველა ჩემი შეყვარებული გეგონება ...
_ნუ მიბღვერ , გთხოვ _ მის გვერდით იდგა წყლის ქვეშ და მზერაზეც ეტყობოდა როგორი დაღლილი იყო
_მხოლოდ იმიტომ რომ ახლა ამის დრო არ არის _შუბლზე აკოცა და მერე ლოყაზე გადავიდა _ ახალი არაფერია?
_კლინიკაში ვიყავი ისევ... გამოსვლა ვერ მოვახერხე დედამისს შევეჩეხე. გაგიჟდა, მიცნო და ეგონა რამის დაშავება მინდოდა მისი შვილისთვის. კიოდა ექიმებს ლანძღავდა როგორ შეუშვითო , გადაყვანას ითხოვდა მე კი ვიდექი გაყინული და ტვინში მოსულ დასამშვიდებელი სიტყვებიდან ერთსაც ვერ ვეუბნებოდი. შემეძლო მისი დარწმუნება , მასზე ზემოქმედების ათას გზას ვიპოვნიდი წამებში , მაგრამ ვერ შევძელი მხოლოდ ის ვუთხარი თქვენი შვილის გაღვიძება თქვენს შემდეგ მე მინდა_თქო და წამოვედი . შემრცხვა, ცხოვრებაში პირველად ადამიანისთვის თვალის გასწორება ვერ შევძელი . მის ნაფერებ , ნალოლიავებ გოგონას ჩემმა შვილმა შეიძლება მიაყენა უდიდესი ტრამვა...რომ გაიღვიძებს მერე უარეს ჯოჯოხეთი დაიწყება. ახლა სძინავს , გათიშულია და ვერ ხვდება რა ხდება მის თავს. მებრალება ,შიგნიდან ვიწვი რომ მახსენდება რა მდგომარეობაშიცაა
_დუდა ნახე ? _ პირსახოცი რომ მოახვია შემდეგ ჰკითხა
_არა ... მინდოდა, მაგრამ ვეღარ შევძელი . მისი ადვოკატი მაწვდის ინფორმაციას
_რაო ...როგორააო
_არაფერს ამბობსო ... არც აპროტესტებს არც შენზე საუბრობს არც არაფერი ახსენდება იმაზე მეტი რაც მიამბო . მხოლოდ გოგოზე ეკითხება ყოველი შეხვედრისას ... და მელოდება . ზუსტად იცის რომ ყველაფერს გავიგებ
_უნდა მოითმინო... ყველაფერი გაივლის აი ნახავ უბრალოდ უნდა მოითმინო და ყველაფერს გაარკვევ
_გოგომ რომ გაიღვიძოს ... შესაძლოა ამნეზია ჰქონდეს და ვერაფერი გვითხრას.. მთავარია გაიღვიძოს და კარგად იყოს მე სხვა მტკიცებულებებს ვაგროვებ . ყველა დავკითხე თითქმის იმ ღამით იქ ვინც იყო , გოგოს დაქალებიც , ოჯახისწევრებთან მე ვინ მიმიშვებდა და მაგათი დაკითხვის ოქმები ვნახე
-დამშვიდდი ...ღრმად ისუნთქე ყველაფერი გაივლის - ქალი მთელი სხეულით თრთოდა უკვე კონტროლს კარგავდა . კაცი მის საყრდენად იქცა, დაცემისგან, დანგრევისგან იცავდა ...“
.......................
-როგორ არიან შენი დები და ძმები?
-მშვიდად !
-მიხარია ,რომ შეძელი მათთვის იმ მომავლის შექმნა რომელიც სჭირდებოდათ
-ჩემი მთავარი მიზანი მათი უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემოს შექმნა იყო
-საკუთარ თავზე მეტად გიყვარს ყველა
-და მე ვინ შემიყვარა ასე გაგიჟებით -ჩუმად თქვაა ეს არც კითხვა იყო არც ფაქტის უარყოფა . პასუხიც არ მიუღია. ჩუმად კითხვას განაგრძობდა, გოგონას გაღვიძებისა და დუდას უდანაშაულობის დამტკიცების ამბებს თვალი გადაავლო.
.......
„_ მთელი დღეა ვფიქრობ დაგირეკო თუ არა
-უდანაშაულოა ...გოგონამ ყველაფერი მიამბო. ხვალვე გაათავისუფლებენ- ბიჭს ეხვეოდა და სიხარულს უზიარებდა. ისიც ბედნიერი იყო, ზუსტად იცოდა მასაც უხაროდა მისი სიხარული . პატარა ბავშვივით ტიტინებდა, ყველაფერს უყვებოდა, ემოციებს არ მალავდა და დაჩიც ღიმილით ადევნებდა თვალს . შეუყვარდა მასთან საუბარი ,შეუყვარდა მისი მზრუნველობა, ემოციები, განცდები, ქცევები, შეუყვარდა ...შეუყვარდა

_მე როდის გადავიდე ... ხვალვე სჯობს ალბათ -მკერდზე მიხუტებულ ქალს თმაზე ეფერებოდა და დაღლილობისგან მასაც თვალები ეხუჭებოდა
_შეგიძლია ჩემი ნივთებიც ჩაალაგო? -სიჩუმეში ,ხმამაღლა ჟღერდა ქალის ჩუმად ნათქვამი სიტყვები
_ნინა -ბიჭის აჩქარებული გულისცემა ესმოდა და ესეც საკმარისი იყო. საცხოვრებლად მასთან ერთად გადავიდოდა. ეს იყო მისი გეგმა განუსაზღვრელი დროით ...“
.................
-რამდენ ხანს ვიცხოვრეთ ერთად გახსოვს?
-რამდენიმე თვე
-ოთხი თვე დაგჭირდა დალაგებისთვის... იმ ამბის შემდეგ დიდხანს ომობდით შენ და შენნაირი
-მხოლოდ იმიტომ წავედი,რომ არ მინდოდა მოგბეზრებოდი. უკვე სტუდენტი ხდებოდი, სამუშაოზეც დაგაწინაურეს ...ყველაფერი გამოგდიოდა მე მთელ თავისუფალ დროს გართმევდი და ვიფიქრე,რომ არ უნდა მეეგოისტა. მინდოდა გცოდნოდა,რომ მე არ გზღუდავდი ... შენი ნაცნობთა წრე შეიცვლებოდა სულ სხვა საზოგადოების ნაწილი გახდებოდი და მინდოდა ისე დაგეწყო როგორც ჩვეულებრივ სტუდენტს
-საერთოდ არ მაინტერესებდა იმ ბავშვებთან ურთიერთობა...
-ძალიანაც გაინტერესებდა . მათ ის ჰქონდათ რაც შენ გაკლდა ... მეგობრებთან ერთად გართობის საშუალება, ახალგაზრდული მუხტი და ნაკლები პასუხისმგებლობა . ჩემს გვერდით კი კიდევ უფრო დიდი ხდებოდი,იმაზე მეტად ვიდრე იყავი . კომუნიკაბელური გახდი, მიხვდი,რომ არავისზე არაფრით ნაკლები იყავი ,პირიქით მათზე მეტი შესაძლებლობები გქონდა და გათავისუფლდი
-შენი დამსახურებით
-მე უბრალოდ მიმართულება მოგეცი, დავაჩქარე მოვლენები ...შენ აუცილებლად მიიღებდი შედეგს,მაგრამ გვიან. მე კი შესაძლებლობა მქონდა და შენც იდეალურად გამოიყენე
-მახსოვს როგორ ეჭვიანობდი ჩემს კურსელებზე,კოლეგებზე , რამდენიმე ლექტორზეც ...უნივერსიტეტშიც კი გამომეცხადე
-მე შენგან განსხვავებით ეჭვიანობის სცენებს არ ვდგამდი. არასდროს გამომიხატავს და უნივერსიტეტშიც იმიტომ მოგაკითხე ,რომ მეუბნებოდი მმალავო ,ჩემთან ურთიერთობა გიტყდებაო ... შენი გოგონების არმიის დაფრთხობა არც მიფიქრია
-ხო ,როგორ არა
-კარგი,შეიძლება ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა იყო,მაგრამ აღიარე არასდროს მითქვამს ჩემს გარდა არავის გაეკარო-თქო ...მესაკუთრის წინადადებებით არ ვურთიერთობდით
-იმიტომ რომ სხვა ეჭვიან ქალებს არ ჰგავდი და ისე მიმისაკუთრე აზრზეც ვერ მოვდიოდი
-რა თავხედია ღმერთო გესმის? ისე საუბრობს თითქოს არავის გაკარებია
-რა გავაკეთო ჩემი გულახდილობის წიგნი დავწერო ,რომ დამიჯერო?
-ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს ,მაშინაც არ ჰქონდა
-ჰქონდა, ეს შენ არ იხსნიდი ნიღაბს თორემ აბა პარალელურად გამება ვინმესთან რომანი ისევ თუ დარჩებოდი ჩემთან
-ყველაზე რთული პერიოდები გადავიტანეთ...ისეთი ამბების შემდეგ დავრჩით ერთად რაც სხვა ნებისმიერს დააშორებდა და მერე რა უცნაურად დავშორდით
-შეცდომა არცერთს დაგვიშვია და იმიტომ შეგვეძლო გაგრძელება ...
-და გადავედით ეტაპზე ,რომელმაც სამუდამოდ დაგვაკავშირა
......................

_არ მოკლა გთხოვ... გემუდარები _ ამღვრეული თვალებით უყურებდა გაშეშებულ ქალს და ხელებს უკოცნიდა _ ნინა ... ხომ არ მოკლავ
_შეუძლებელია ... ტყუილია . ალბათ რაღაც მჭირს . ბავშვი ვერ იქნება ... იცი რამდენი წლის ვარ? შენი ასაკის შვილი მყავს და შენ იცი იცი როგორც ვიმშობიარე ბოლოს...როგორ შეიძლება მართლა არსებობდეს
_ხომ გაიგე ექიმმა რა თქვა ... ანალიზების პასუხებში შეცდომა არ ხდება .შემომხედე და მითხარი რომ გააჩენ
_სიგიჟეა...სრული სიგიჟე
_მაგრამ არის ... შენ ხომ საუკეთესო დედა ხარ დუდასთვის ბოლომდე იბრძოლე ახლა როცა ასეთი ძლიერი ხარ როცა ყველა პირობა გაქვს ... ჩემ გამო ხომ არ მოკლავ _ ბოლი სიტყვები რომ თქვა ისეთი მზერა და ხმა ჰქონდა ქალი გონს მოიყვანა
_გგონია ჩემ შვილს მოვკლავ ? ამდენი წლის შემდეგ სასწაულია რომ დავფეხმძიმდი და რაიმე ძალა მაიძულებს მასზე უარის თქმას? ყველაზე ბედნიერი ბავშვი იქნება ... იმასაც მივცემ რაც დუდას ვერ მივეცი . შენ კი მორჩი გულუბრტყვილო ბავშვივით ქცევას და აიმაღლე თვითშეფასება ბოლოს და ბოლოს . დროა უკვე , სხვა თუ არაფერი ჩემი შვილის მამა ხარ_ მუხლებზე მდგომს მიუახლოვდა და სხეულზე მიეკრო _მადლობა ,.რომ ჩემ ცხოვრებაში გამოჩენილი სასწაული ხარ... ჩემთან და არა სხვა ვინმესთან
_ჩემ შვილს გააჩენ... მასზე უარს არ იტყვი. ჩემ შვილს გააჩენ და მამა ვიქნები _ ჯერბუტბუტებდა მერე ტუჩებზე დააცხრა და ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა _ გეფიცები არასდროს ინანებ. ყველაფერს გავაკეთებ
_უკვე გააკეთე ... მეტი აღარაფერია საჭირო _ ნაზად შეეხო ბიჭის ტუჩებს და რამდენჯერმე აკოცა
.................
-მაინც როგორ იფიქრე,რომ აბორტს გავიკეთებდი ...
-საქმე ჩემში იყო და არა შენში ... თანაც ქალების უმრავლესობას დამოუკიდებლად გადაწყვეტის ნება რომ მისცე შენს ადგილას ბავშვს არ გააჩენდა. შვილი ბიჭისგან,რომელსაც არაფერი აქვს ,რომელთან შენს ურთიერთობას სახელიც არ აქვს კავშირია,რომელიც აუცილებლად გაართულებს
-და მე როდის ვუფრთხოდი სირთულეებს? ასეთ შედეგიანს, ამდენად მნიშვნელოვანს ჩემი ნებით არასდროს დავთმობდი- თვალები აემღვრა და მზერა მოარიდა- მეგონა ჭკვიანი ვიყავი, სიტუაციას ვმართავდი და ზედმეტი პანიკების გარეშე მოვახერხებდი ცხოვრების გაგრძელებას,ჩვეულ კალაპოტში მინდოდა დგომა 37 წლის ასაკში , სასწაულებრივად დაფეხმძიმებულს
-მე რომ მეტი ძალა მქონოდა დაგიყოლიებდი, როგორმე გაიძულებდი გრაფიკის შეცვლას და არ მივიღებდით იმ შედეგს რაც მივიღეთ
-არ გამოვიდოდა, მხოლოდ გართულდებოდა ვიჩხუბებდით და იცი რაც მემართება როცა ვიღაც ჩემზე გავლენის მოხდენას ცდილობს. კიდევ უფრო გავჯიუტდდებოდი ... შენ ისედაც იმდენს აკეთებდი , კიდევ თუ შეგეძლო ,მეტად მონდომება თუ შეეძლო ადამიანს არ მეგონა . ისე ვღელავდი ,რომ გადაიწვებოდი . ვერაფრით ვხვდებოდი როგორ გამექრო ეს შენი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი და ცოტათი მაინც შემემცირებინა
-ბავშვივით იქცეოდი ისე გაბრმავებდა ეს შენი ძლევამოსილება,რომელიც უსაზღვრო არ იყო. ზოგჯერ უბრალოდ ჩვეულებრივი ქალივით უნდა მოქცეულიყავი და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა
-ზღვარი არცერთს გვაქვს...მუდამ უკიდურესობაში ვვარდებით და შუალედს ვერ ვიცავთ
-შეცვლა არასდროს გვიცდია
..........
„_დაღლილი ხარ რატომ იწვალებ ასე თავს? სწავლაზე გადაერთე და სამსახურს ცოტა ხნით შეეშვი
_არაფერ შუაშია დაღლა... თავს მშვენივრად ვართმევ. საწუწუნო არაფერი მაქვს, პირიქით ასეთი სავსე ცხოვრება არასდროს მქონია მანამდე თითქოს არც ვარსებობდი
_მაგას ნუ ამბობ ... შენ ყოველთვის იბრძოდი და ყველა ნაბიჯი დააფასე რაც აქამდე გამოიარე. შენს დედმამიშვილებზე როგორ ზრუნავ ამაზე არაფერს ვიტყვი
_ნინა ...
_გისმენ_თვალებში უყურებდა ბიჭს
_გემრიელია?
_კი... ძალიან , მაგრამ რაღაც გინდოდა გეთქვა
_ხვალ ექიმთან მიდიხარ ხო?
_ხო , ახალი საქმე ავიღე ძალიან ჩახლართული და აზარტში ვარ უკვე
_რა საქმე... ახალ საქმეს ხომ დიდი დრო და ენერგია დასჭირდება. ფეხმძიმედ რომ ხარ გავიწყდება?
_ჯერ მუცელიც არ მეტყობა... რა პრობლემაა. თავს კარგად ვგრძნობ ხვალ ექიმსაც ვესაუბრები
_მე ...წამოსვლა მინდა
_მირჩევნია მარტო წავიდე... ასე უფრო კომფორტულად ვარ
_ნუ იტყვი რომ მამა ვარ თუ არ შეგიძლია ჩემთან გამოჩენა...სიტყვას საერთოდ არ ვიტყვი. წამოვალ ,.უნდა წამოვიდე ! _ისეთი იყო , ყველაფერი დაავიწყდა.
_გამოგივლი სამსახურში _ თავისკენ მიიზიდა და აკოცა _მგონი ახლა უფრო მეტად მინდიხარ ვიდრე აქამდე
_აქ ვარ ...მთლიანად შენი
............
_რა უნდა გეთქვა ... სწრაფად მითხარი მერე ბიჭებთან გავდივარ
_სწრაფად გეტყვი, მაგრამ უცებ ვერ წახვალ ...
_რა ხედება შენს პატარა ბიჭს ცოლად ხომ არ მიჰყვები
_ცოლად არ მივყვები, მაგრამ ორსულად ვარ
_მეღადავები?
_ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, წარმოუდგენელიც და დაუჯერებელიც სანამ ექიმთან არ მივედი და გულისცემის ხმა არ გავიგე შეცდომა მეგონა
_ამდენი წელი არავისგან გაგიჩენია ბავშვი ... ვინ არ გიჟდებოდა შენზე. რომელ ქვეყანაშიც წავედით ყველგან ყველას ალენჩებდი და ახლა რა შვილის ასაკის ბიჭისგან აჩენ შვილს? თუ სხვისგან ელოდები და ტყუილად მისკდებ აგული ამ ბრაზილიური სერიალის გამო
_მის გარდა არავისთან ვარ ... დაჩია ბავშვის მამა და იმაზე მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე აქამდე იყო. მასთან კონტაქტი მოგიხდება და თუ დაფიქრდები კარგად
_დაფიქრება საერთოდ არ მინდა... იმედია დროულად წავა თავის გზაზეიპოვჯის ვინმე თავის შესაფერისს და შენც გათავისუფლდები
_გაბრაზდი?
_გეყოფა ..._როგორც კი სახეზე შეეხო მაშინვე გვერდით გაბრუნა თავი _არ მჯერა რომ კიდევ გეყოლება ბავშვი
_შენ კი პატარა და ან ძმა
_ზედმეტად დააგვიანე მაგ ბავშვის ჩემთვის მოყვანა ახლა მამა უნდა ვხდებოდე და არა უფროსი ძმა
_შენ ხომ იცი ჩემთვის ვინც ხარ
_ბანძ ეჭვიანობას არ დავიწყებ ნუ ღელავ ... ჩემი იმედი გქონდეს _ მოულოდნელად მიადო მუცელზე ხელი, დაიხარა კიდეც და თავი მიაყრდნო _ვისიც არ უნდა იყოს მისი ნახევარი გენი მაინც ჩვენია და სულ გავუფრთხილდები ... ყველაზე მეტად შევიყვარებ
_დუდაა _თვალები აემღვრა, პირველად ტიროდა ასე უმიზეზოდ _ღმერთო არ მჯერა რო ვტირი
_უცნაური ხარ ცრემლებით , დე
_როგორ მიყვარხარ შენ ჯერ კიდევ არ იცი, დე _ მთელი სახე დაუკოცნა შვილს და ბოლოს მის მკლავებში ჩაიმალა .
მსგავსად ბედნიერი არასდროს ყოფილა , სისავსის შეგრძნება ჰქონდა და მაინც დიდხანს ვერ შესძლო ამის შენარჩუნება. ვერ დააფასა, ვერ მოუფრთხილდა...
........
ექიმის კაბინეტში დაჩისთან ერთად იყო კარი დუდამ რომ გააღო . გაკვირვებულმა შეხედა და მერე მთელი დრო დაძაბულ გარემოში გაატარა. პიკი იყო ექიმის სიტყვები
_დიდი შვილები გყოლიათ ... ასაკი საერთოდ არ გეტყობათ და ანალიზებიც გვიმტკიცებს, რომ ჯანმრთელი ხართ და ვუზრუნველყოფთ ,რომ ფეხმძიმობაც გართულებების გარეშე წარიმართოს _დუდას ჩაცინება ვერ დააიგნორა , ისე კი არაფერი უთქვამს . დაჩის ანიშნა გაჩუმდიო და ისიც მაქსიმალურად იკავებდა თავს. კაბინეტის დატოვების შემდეგ მათ შორის იდგა და ისე აგრძელებდა გზას
_აქ არ გელოდი...
_მხოლოდ ერთ შვილთან ერთად ხომ არ მოხვიდოდი... რა არი ექიმს უთხარი ჩემი ბიჭიაო? ისე სრულიად დასაშვებია მთელი 16 წლით ხარ დიდი
_იქნებ ახლა მაინც შეწყვიტო ეს თავხედობა და ადროვო დედაშენს მშვიდად ყოფნა
_დედამისს ბევრი საქმე აქვს, ეჩქარება და ეს ყველაფერი თქვენ მიყიდეთ.
_რომელთან მოხვალ
_დღეს ბინაში მივდივარ...
_კი მაგრამ
_ხვალ ვისაუბროთ დაჩი _ არავის მორიდებია, არც დუდას თვალების ტრიალისთვის მიუქცევია ყურადღება ისე მოეხვია და აკოცა _ არ გაბრაზდე , საქმეები უპირველეს ყოვლისა
.............
_ორივე ვფიქრობთ რომ საქმე სხვას უნდა გადააბარო
_ მე ვიპოვნე ამდენი მტკიცბეულება და ახლა გადავაბარო სხვას? აუცილებლად დავიჭერ დამნაშავეს და ჩვენი გოგონა უფრო მშვიდ სამყაროში დაიბადება
_ასე თუ გააგრძელებ ბავშვს სერიოზული საფრთხე დაემუქრება...
_დაჩიმ გაგაგიჟა შეენს?
_მაგ იდიოტთან რა მესაქმება...ალბათ ვერც ხვდება რა საფრთხეში ხარ
_მაგის გამო ვიჩხუბეთ და იმიტომ ვარ აქ თორემ ცარიელ საწოლში ძილს მის გვერდით ყოფნა მირჩევნია.
_იმედია ისევ ისე აქტიურად არ ჟ.მაობთ და ბავშვს მაგითაც არ შეუქმნი საფრთხეს
_ნუ ღელავ ვიპოვნი შუალედს ისე რომ ფეხმძიმობა ავადმყოფობად არ გადავაქციო არცერთ შემთხვევაში

ეგონა,მაგრამ არ გამოუვიდა ... ვერ გამოუვიდა
.........
სასამართლოს შენობაში იყო თავი ცუდად რომ იგრძნო მაგრამ ყურადღება არმიაქცია , მთლიანად პროცესზე იყო გადართული ფიქრებით. საქმე თითქმის ბოლომდე ჰყავდა მიყვანილი ტკივილების დაიგნორება რომ აღარ შეეძლო და მაინც ფეხზე მდგომი საუბარს აგრძელებდა. მოსამართლემ სანამ განაჩენი არ თქვა მანამ იკავებდა თავს , შემდეგ ერთიანად გამოეცალა ძალა და მანქანამდე მისვლაც ვერ მოახერხა. ექიმთან საუბრობდა სისხლდენა რომ დაეწყო და ავტოსადგომზე დაკარგა გონება.
სიბნელეში სინათლე შეიჭრა, ფხიზლდებოდა და გონებაც აბრუნებდა ბოლოს მომხდარ კადრებს . მოვიდა ცნობიერება და მასთან ერთად განუსაზღვრელი შიში . თითქოს ტკივილი განუახლდა ამჯერად კი მიზეზი თავად იყო , ვერ დაიცვა ,საფრთხე შეუქმნა პატარას რომლის არსებობაც მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული ...“
კითხვა აღარ განაგრძო . არ შეეძლო მისი ემოციების ფურცლებზე ამოკითხვა. თვალები დახუჭა,მაგრამ თავი არ აუწევია,თითქოს ისევ კითხულობდა და მაინც ქალირ,როგორც ყოველთვის, ახლაც გრძნობდა მის შეცვლილ გულისცემას
-დღემდე არ ვიცი შენ როგორ გაიგე...მაშინ ვერაფერზე ვფიქრობდი საკუთარი დანაშაულის გარდა , მახრჩობდა ეს შეგრძნება და მეგონა ვერასდროს მოგიახლოვდებოდი . დარწმუნებული ვიყავი,რომ ამას არასდროს მაპატიებდი
-როგორც თქვი უპატიებელ შეცდომებს ვპატიობდით ...
-მომიყევი
-ჩხუბის მერე ცუდად ვიყავი, დაგიჯერე ,თავი დავარწმუნე,რომ ძლიერი იყავი და შეძლებდი საქმის ბოლომდე მიყვანას და მერე დაისვენებდი. მე ვხედავდი შენს სისუსტეს , შენ კი ვერასდროს! გირეკავდი,არ მპასუხობდი ... მერე დუდას ხმა გავიგე . მან მითხრა ,რომ საავადმყოფოში იყავი . თავზე ჩაფხუტით, კომბინიზონით და ცემენტიანი ბოტებით შევვარდი მიმღებში. შენთან არ მიშვებდნენ, ისიც კი არ მითხრეს სად და როგორ იყავი. გავცოფდი , ალბათ ყველაფერს დავანგრევდი დუდა,რომ არ მოსულიყო...მითხრა სისხლდენა ჰქონდა , ექიმებს გულისცემა არ ესმითო,ვწუხვარო
-რატომ არ წახვედი... მაშინვე როგორ არ დამტოვე, იქ რამ მოგიყვანა
-საყვარელ ქალებს ყველაზე რთულ მომენტში არ ტოვებენ...
-ეგოისტობა არასდროს შეგეძლო...ხომ ვამბობ საკუთარი თავი არ გიყვარდა
-პალატაში ,რომ შემოვედი და დამინახე სულ რომ შენი მოკვლა მქონოდა განზრახული ვერაფერს გავაკეთებდი ისე მიყურებდი...იმდენად სუსტი არასდროს ყოფილხარ, დანაშაულის შეგრძნება პირველად გქონდა , პირველად და თან ასე მძაფრად, ამხელა მსხვერპლით
-და შენ ისევ მიხსენი დანგრევისგან... რომ ჩამეხუტე და მაკოცე მეგონა გული გამიჩერდებოდა
-მანამ ტიროდი სანამ ექიმი არ შემოვიდა და არ გვითხრა სასწაულზე ,რომელიც ისევ შენში იყო . სუსტი,მაგრამ ჩვენთვის ყველაზე ძლიერი გულისცემით - თვალწინ ედგა კადრები, ყველაზე ემოციური ,სიხარულის ცრემლებით სავსე.
-დანაშაულის შეგრძნება მაინც არ გაქრა, დანაკლისს ვერავინ გააქრობს. ორნი იყვნენ ...რომ არა ჩემი სიჯიუტე ახლა ორი გვეყოლებოდნენ
-ექიმმაც კი ვერ შენიშნა პირველ ვიზიტზე... იმდენად სუსტი იყო . არ ვიცი, ჩვენ დროის უკან დაბრუნება არ შეგვიძლია და როგორც ამბობ,მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენი შექმნილი საოცრების არსებობით
-საოცრებამ ნამდვილად მასშტაბური ცვლილებები მოგვიტანა
-როგორი დატვირთული თვეები იყო... ჩემი და შენი ურთიერთობა ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა და თითქოს მთელი ცხოვრება გავიარეთ
-შენ ჩემს ცხოვრებაში ერთი ცხოვრება იყავი ... ამქვეყნად მომახერხებინე სხვა სივრცეში გასვლა -ისე უყურებდა,მისი მთვრალი მწვანეები გრძნობებს ვეღარ იტევდნენ. მანძილი კი არა და არ ქრებოდა, ახლოს იყვნენ და მაინც ისევ აუტანლად შორს
-დუდასთან ერთად ცხოვრება მაიძულე
-მე არაფერი მითქვამს ორივემ განმიცხადეთ ბავშვის უსაფრთხოებისთვის სჯობს ორივე შენს გვერდით ვიყოთო
-ერთი ვერ გერეოდით
-ორს ყოველთვის მეტი ძალა მქონდა ამ შემთხვევაში კი ორივენი ქალები ვიყავით
-რამდენი ტალღა გადავიტანეთ ... კიდევ რამდენი რამ იყო რაც აქ არ გიწერია ,რასაც მე და შენ ყურადღებას არ ვაქცევდით , რასაც ვაიგნორებდით და მერე მაინც შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში ცხოვრება
-დედაშენი, მამაშენი , მათი ამბავი და ოჯახი
-ნეტავ საერთოდ არ გამოჩენილიყო ...სიკვდილის წინ გაახსენდა ახალგაზრდობის ცოდვები და მონანიება მოუნდა. მემკვიდრე იპოვნა თავისი ოჯახის გასამწარებლად, ყველა ხელცარიელი დატოვა და გასწორებულში წავიდა იმქვეყნად
-სხვა შენს ადგილას ბედნიერი იქნებოდა, ერთ დღეში გახდი ჩემზე მდიდარი და შენმა თვიურმა შემოსავალმა მინიმუმ სამჯერ გადააჭარბა ჩემსას
-მე მხოლოდ ის მაფიქრებდა ,რომ დაბადებიდან მდიდარი ვიყავი და მიუხედვად ამისა ნახევარ ცხოვრებაზე მეტი შიმშილში მქონდა გატარებული, უმძიმესი შრომით გავდიოდი დღეებს, ვნერვიულობდი საკუთარ დებზე რომელთაც ვერაფრით ვეხმარებოდი დავკარგე ბავშვობა, თინეიჯერობა, ყველაფერი რაც შეიძლება მანამდე მქონოდა იმ ნაბიჭვარს რომ გახსენებოდა საუკუნის წინ მიტოვებული შეყვარებული ... მიკვირდა დედაჩემმა,რომელიც ფულის გამო საკუთარ შვილებს ყიდდა როგორ არ იპოვნა კაცი ,რომელსაც შეეძლო მისი უზრუნველყოფილი ცხოვრების დაფინანსება . იმაზე მეტად მეზიზღებოდნენ ვიდრე მანამდე და უკვე დაიგნორებაც არ შემეძლო ჩემი წარსული მახრჩობდა,ის წარსული რომელშიც ბრალი არ მიმიძღვოდა, სადაც მე შეცდომა არ მქონდა და მაინც ყველაზე მეტად ჩვენ დავისაჯეთ .
-უკვე ყველაფერი გავლილია და ახლა გახსენებაც არ ღირს
-საჭიროა, იმიტომ რომ გავლენა ჩვენზეც მოახდინეს ... მამა ბატონს და მის ძმებს შენც იცნობდი
-ისევ უნდა გაგიმეორო,რომ იდიოტ ბიძაშენთან არაფერი მქონია?
-მჯერა, ის უბრალო თაყვანისმცემლებს შორის იყო რომელთაც ეფლირტავებოდი, საჩუქრებს იღებდი, რესტორნებში ვახშმობდი და ბოლოს ხელცარიელი დატოვე... შენი და ჩემი „ოჯახის“ გაცნობა იყო ერთი დიდი აფეთქება
-იქ უბრალოდ ბრბო იყო შეკრებილი, ადამიანები რომლებიც საკუთარი ცოდვების დასაიგნორებლად სხვების შეცდომებს პოულობენ ანდაც ყველაფერს ცოდვად , მიუღებელ დანაშაულად ასაღებენ რათა ისევე გააუბედურონ დანარჩენები როგორი უბედურებიც თავად არიან. დღემდე მიკვირს მათი გენეტიკით ასეთი როგორ ხარ ...
-მაშინ გავცოფდი ...ახლა კი მეცინება დედაჩემზე , ქალზე რომელიც არც კი ვიცი რა არსებაა საერთოდ ... უფლებაც არ აქვს რომელიმე ჩვენგანის ცხოვრებაში ჩაერიოს , გრძნობებიც კი არ აქვს ჩვენს მიმართ და ისე უცებ მოირგო როლი , ისე შეიცხადა ჩემი ასაკის ქალთან რა გესაქმებაო...ჯანდაბა რომ მახსენდება რას ამბობდა ისევ მინდება რამე დავმართო
-მე და მას საერთო არაფერი გვაქვს...შენც კი მისი არასდროს ყოფილხარ, ჩემი კი. მხოლოდ ასაკი გვაერთიანებდა, დაბადების თარიღი და მეტი არაფერი. მხლოდ შენზე მოქმედებდა ყველა ვინც ცდილობდა ჩემზე ცუდი ეთქვა, შეურაცხყოფა მოეყენებინა ან დავემცირებინე , შენ გქონდა მუდამ მძაფრი რეაქცია . იზიანებდი თავს, გქონდა ხელჩართული ჩხუბი, სიტყვიერი შელაპარაკებები , ყვიროდი, თავს იტკიებდი, ენერგიას ხარჯავდი მე კი მხოლოდ შენ მაღელვებდი , შენ და არა ვიღაც ადამიანების ბნელი აზრები. მე ჩვენი ურთიერთობა მიმაჩნდა მეტად ჯანსაღად ვიდრე იმათი ბავშვები ბავშვებს რომ აჩენდნენ, ერთმანეთს ღალატობდნენ, ცემდნენ, ძალადობდნენ...ურთიერთობები რომელთაც ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდათ და მაინც არ გააჩნდათ ის რაც ჩვენ
-ბოლოს და ბოლოს აღიარებ ,რომ გვქონდა ნამდვილი სიყვარული?
-მე ვიცი,რომ არაჯანსაღი არაფერი იყო, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა, ერთმანეთი გვინდოდა და არაფერი ერთმანეთის გარდა ... შენ კი ამბობ უბრალო მუშა გვერდით არ გინდოდაო, მაგრამ შეგახსენებ მდიდარს დაგშორდი. ბევრად ჭვიანს, განათლებულს, საქმიანს გაქციე ზურგი... კითხვა განაგრძე ! - კიდევ ერთხელ გაუმეორა და მზერა მოარიდა.
-ფურცლებზე წავიკითხო როგორ დავიხურე შენთვის, როგორ შეწყვიტე ჩემი კითხვა და როგორ დამტოვე ?
-დაგტოვე თუ გაგიშვი... და შენც წახვედი
-არ წავიდოდი
-წახვედი !
-ჩვენ ბავშვი გვყავდა და ეს ცვლიდა
-თუ ღმერთი გწამს, ქალებს ბავშვები ვერ აჩერებენ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩებიან როცა ასე სურთ ეს კი ორ შემთხვევაში ხდება ან მონები არიან ან იციან ,რომ უყვართ ,სჭირდებათ, იხრჩობიან მის გარეშე ... მე სულში არც მონობა მქონდა და ჯერ კიდევ ფეხმძიმემ დავტოვე კაცის ტყავით შემოსილი არაკაცი
-და შენს სულში არ იყო სიყვარული ამიტომ დამტოვე ... მე უნდა წავსულიყავი და შენ დამტოვე
-სწორედ ამიტომ,რომ შენ წასვლა გინდოდა და თავს დარჩენას აიძულებდი! - ხმას აუწია და სავარძლიდან წამოდგა. ქარი ჟღალ თმას სახეზე აყრიდა, კაბის ბოლოებს მაღლა სწევდა მის სიტყვებს კი ჰაერში ფანტავდა - კიდევ ვერ გაიაზრე ,რომ ეს იყო საუკეთესო გამოსავალი . დროულად დასრულება,მანამ სანამ ერთმანეთთან ახლოს და შორს ვიქნებოდით,მანამ სანამ ვუღალატებდით, სანამ გავრიყავდით, ზურგს ვაქცევდით, შევიზიზღებდით
-შენ უბრალოდ არ შეგიძლია იყო ერთი კაცის გვერდით... შენ ჩარჩოებს გაურბიხარ . ბეჭედი იპოვნე, იცოდი ცოლობას გთხოვდი და გაიქეცი!
-რატომ მაინცადამაინც მაშინ ...
-გინდოდა მანამდე მეთხოვა ხელი? როდის როცა ბეჭდისთვის ფულიც არ მქონდა?
-გქონდა, ჩვეულებრივი ბეჭდისთვის გქონდა , მაგრამ შენ მაშინ გადაწყვიტე რომ ჩემ ქმრობას იმსახურებდი როცა რამდენიმე ათას დოლარად შეფასებული ბრილიანტი იყიდე... ისევ უარყოფდი ჩემს ფულს,მაგრამ მათი მიიღე . მე სხვა კაცთან ვიყავი მშვიდი და ბედნიერი შენ კი სულ სხვა ადამიანად გადაიქეცი .
-შენც შეგეშინდა,რომ ასეთს ვეღარ მმართავდი დაგივიწყებდი და გაიქეცი
-ჩვენი გრძნობები ერთმანეთის მართვაზე იდგა?
-არა,მაგრამ შენ ასე ხედავდი ...ჩემს გრძნობებს არ აღიარებდი და იმდენად სუსტი გეგონა,რომ უარი თქვი ჩემს გვერდით მშვიდად ცხოვრებაზე
-წავედი, შენც გააგრძელე სწავლა ...ქვეყანა დატოვე და ამ სამ წელში განვითარებას მიუძღვენი თავი. ქალიც იპოვნე, შენი ჩვეულებრივი გოგო,რომელიც შეიყვარე, ცოლად შეირთე და შენს საოცნებო, მშვიდი ცხოვრებით იცხოვრე მე კი წიგნები დამიბრუნე, მათ აუცილებლად გამოვცემ
-რატომ ... რატომ გინდა ხალხმა წაიკითხოს
-მჭირდება ... მჭირდება სხვების აზრი მოვისმინო, ისე განვიხილო თითქოს მე კი არ ვარ ის „ნინა“ ვიღაც სხვაა , სხვას შეუყვარდა „დაჩი“ და წიგნის ბოლო გვერდზე სულ სხვა ქალს ეყო ძალა, ამ გრძნობის მიუხედავად ,მკერდზე მიკრული ბავშვით ზურგი ექცია თავისი ერთადერთი გიჟური სიყვარულისთვის . მინდა დავიჯერო,რომ მე არ მომიტყუებია თავი, მე არ დამიშვია ეს შეცდომა, მე არ მითქვამს, მისთვის ბარიერი ვარ, მისთვის აჯობებს დავტო, მე არ ...მე არ გადავქცეულვარ ყალბ მეგობრად კაცისთვის რომლის მოახლოება მანგრევს . თავად გადავიქციე სისუსტედ კაცი რომელიც ჩემს სრულყოფილებას ქმნიდა , ჩემს ძალას წარმოადგენდა ,იმ ერთადერთ იარაღს რომელიც მაკლდა და ჩემი ნებით გავუშვი.... ჯანდაბა, ნება მომეცი ეს წყეული წიგნი მოგონილ ამბად გადაიქცეს - ფურცლებს ხევდა და ქარს ატანდა. გაყინული თრთოდა, მწვანე თვალებიდან გადმოდენილი სითხე ყვრიმალებზე დაფენილ ჭორფლებზე მიედინებოდა და გაფითრებულ ტუჩებამდეც აღწევდა . აკანკალებული თითები თმაში შეიცურა, ზურგი აქცია , სუნთქავდა ,მაგრამ იხრჩობოდა -არ მინდა მართალი აღმოვჩნდე, ჩემგან გათავისუფლებულმა იპოვნო შენი ქალი ...ნამდვილად შენი . არ მინდა სხვა გაბედნიერებდეს და მე ვერ. მინდა დრო შემოვაბრუნო, ეგოისტი გავხდე და ჩვენი შეხვედრის პირველივე დღესვე გითხრა ,რომ არავის არასდროს დავუთმობ შენს თავს ... მოხვედი, ბავშვთან ერთად ჩამსვი მანქანაში და მომიყვანე აქ , სახლში რომლის აშენებას წლების წინ დამპირდი. რისთვის მოაწყვე ეს მხატვრული კითხვის კონკურსი-ისევ მისკენ შებრუნდა და კიდევ უფრო გაცოფდა კაცის სახეზე ღიმილი რომ დაინახა- სამაგიერო გადამიხადე? მაჩვენებ როგორი ძლიერი ხარ, როგორ თამაშობ ჩემი გრძNობებით, როგორ გავყიდე საკუთარი თავი ,როგორ ვნანობ ... კარგი შეგძნებაა?
-უჩემობას სულ მთლად შეუშლიხარ, ლენა
-მგონი დავასრულეთ...წიგნის გარჩევა იმ შედეგით დავასრულე რაც გსურდა. მე წავალ ჩვენი გოგონას გვერდით დავიძინებ შენ კი დაუბრუნდი ცოლს , ალბათ გელოდება . უსამართლო ხარ მის მიმართ, ჩვეულება ვერ დაივიწყე და ორი კვირის წინ მაინც ჩემს საწოლში აღმოჩნდი. მართალია მთვრალი ვიყავი, მაგრამ როგორც ამბობ შენს გარდა არავისთან მინდება ყოფნა... შემეშვი, ან ისე გავაკეთებ,რომ ისიც წავა შენგან
-როგორი საშიში ქალი ხარ ... კიდევ კარგი მართლა არ მყავს ცოლი თორემ ნამდვილად არ გაგრძელდებოდა ჩვენი ქორწინება დიდხანს
-საერთოდ არ ვაპირებ ჩარევას , ეს შენ უნდა... რას ნიშნავს არ გყავს . აბა ის რა იყო თაიას რომ ახარე საფრანგეთიდან მეორე დედიკო ჩამოგიყვანეო და ისე გამაცანი როგორც ცოლი
-მეგობრებმა ვიხუმრეთ... მე ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ ,რომელსაც ყელში ამოუვიდა შენი სიჯიუტე და რადგან აღიარე,რომ გიყვარვარ შეგიწყალებ, მაინც ასაკი გაქვს იქნებ და ნერვიულბის ფონზე რა დაგემართოს თაიას ვინ გაუჩენს მერე დას
-არ მომიახლოვდე! შენ როგორ გაბედე ...შენ
-გეყოფა. მოდი ჩემთან ... მომბეზრდა ჩხუბი, ემოციები როგორმე სხვაგვარად გავფანტოთ
-არ შეგირიგდები ! არასდროს გაპატიებ ... არც კი იფიქრო
-უკვე შემირიგდი ! - მკლავები წელზე შემოხვია, თვალის კუთხეში აკოცა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა
-წიგნის ბოლო გვერდი არ წაგიკითხავს
-წიგნის მეორე ნაწილს რომ დაწერ მერე მოვუყვეთ ყველას ჩვენი ამბავი, სახელიც ჩემი დამიბრუნე რა არის ეს დაჩი -ქალის პასუხს არ დაელოდა ისე აკოცა და სურვილს შერეული მონატრების ძლიერი ტალღა იგრძნო
-სიზმარია ... გავიღვიძებ და შენთვის საერთოდ არაფერი მქენება ნათქვამი. ყველაფერს ისე გავაგრძელებ როგორც იყო . მერე წახვალ, მომდევნო დაბრუნებამდე ახლოსაც არ გაგეკარები
-რეალობაა , ვერსად გამექცევი და წიგნის წერასაც განაგრძობ !
-არა, არა და არა
-ბავშვივით ნუ იქცევი !
-ბავშვი გამაღვიძეთ და იქნებ დაიძინოთ ჩემს გვერდით ? - პატარა გოგონა წარბებშეკრული მიაბიჯებდა კიბეზე , აწეწილი ჟღალი თმა პატარა ხელის აქნევით გადაიყარა ზურგზე და ხტუნვა ხტუნვით ჩაიარა საფეხურები - მამა ხომ დამპირდი
-მამი , ჩვენ გაგაღვიძეთ?
-გაგებუტე - ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ქვემოდან ახედა თავისზე ბევრად მაღალს-ხომ დამპირდი მე და დედიკო დაიკოს მოგიკანთო
-რამდენიმე თვე დაგვჭირდება მაა ... გოგონებს აგვიანდებათ - ხელში აიყვანა და იმდენად სერიოზული გამომეტყველებით ელაპარაკებოდა,რომ ლენაც კარგახანს გაოგნებული უყურებდა- შენ დაიძინებ, ლამაზ სიზმრებს ნახავ მე კი შენსავით მშვენიერი გოგოსს ხატვას დავიწყებ ,კარგი?
-უნდა დახატო? აბა ნინამ თქვა წეროსთან წერილი გაგზავნესო და მერე მოიკანეც ჩემი ძმაო?
-წერილები ბიჭებზე მა...გოგოებზე ნახატები - კიბის საფეხურებს მიჰყვებოდა , ისე გაიყოლა თან ქალიც გონს მოსვლაც არ ადროვა
-დათუნა ჩიქოვანო
-დიახ, გისმენთ
-და-ჩი იმ წიგნის ბოლოს ვფიქრობ ნინას მიერ იქნება შუაგულ ტყეში დამარხული...სადმე იმ სახლის ახლოს თავად რომ აუშენა ქალს - უღიმოდა, იცინოდა და ისე ემუქრებოდა -დავიძინოთ დეე
-მე მამასთან მინდაა
-ანუ მამასთან... კარგი დაიკო მოგიყვანოს მარტო მამამ. რაზე დახატავს თავისი ფანქრით ძალიან მაინტერესებს - თვალების ტრიალით ამოთქვა და საძინებლიდან გასვლა დააპირა კაცმა კარი ცხვირწინ რომ მიუხურა
-დედიკომ ბევრი ყურძნის კომპოტი დალია მა , ეძინება და არ იცის რას ამბობს
-წიგნის ბოლოს მაინც არ
-მაინც რა
-„ნინა“ ბიჭს გააჩენს, გოგონები აშკარად მამებისკენ არიან !
-მამი დედიკო მაბრაზებს,როგორ დავსაჯო?
-ბევრი ,ბევრი აკოჩე - ერთი ხელი დედას ჩასჭიდა მეორე მამას და ოცნებებით სავსემ სიზმრების სამყაროში გადაინაცვლა.

-რაო...რა იქნება წიგნის ბოლოსო?


უკან მიჰყვებოდა ქალს და წიგნის გაგრძელებას წერდა ...



№1 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ყველაზე მაგარია მეთქი ეს გოგო, როდის ვთქვი და ჰა. ფაბულა არაჩვეულებრივი, გულზე რომ მოხვდება ბევრს ისეთი, ნიჭი, ხედვა გასაოცარი, ღმერთო ხელი მოუმართე ამ გოგოს და არ დაგვაკარგინო მისი თავი.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ვიტირე. რაიყო გრძნობების ფეირვერკი. გამიხარდა რომ კარგად დასრულდა. დათუნა საოცარი ადამიანია. ნამდვილი და ღირსეული მამაკაცი. ნეტა ბევრნი არსებობდნენ ჩვენ რეალობაშიც.მადლობა ამ წუთებისტვის მარიამ. კიდევ. ბევრი რამის დაწერა მინდა. მაგრამ ბავშვები თავზე მახტებიან
ვერ დავაძინე და აქ შევწყვეტ სჯობს

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
ვიტირე. რაიყო გრძნობების ფეირვერკი. გამიხარდა რომ კარგად დასრულდა. დათუნა საოცარი ადამიანია. ნამდვილი და ღირსეული მამაკაცი. ნეტა ბევრნი არსებობდნენ ჩვენ რეალობაშიც.მადლობა ამ წუთებისტვის მარიამ. კიდევ. ბევრი რამის დაწერა მინდა. მაგრამ ბავშვები თავზე მახტებიან
ვერ დავაძინე და აქ შევწყვეტ სჯობს

არ მეგონა თუ ტირილამდე მივიდოდა საქმე
მადლობა ქეთი რომ სულ მიზიარებ ემოციებს
♡♡♡♡♡

სტუმარი ანასტასია
ყველაზე მაგარია მეთქი ეს გოგო, როდის ვთქვი და ჰა. ფაბულა არაჩვეულებრივი, გულზე რომ მოხვდება ბევრს ისეთი, ნიჭი, ხედვა გასაოცარი, ღმერთო ხელი მოუმართე ამ გოგოს და არ დაგვაკარგინო მისი თავი.

ვაიმეე დიდი მადლობაა ჩემო კარგო
♡♡♡♡♡♡♡

 


№4  offline წევრი Maia G.

მარიამ ძალიან,ძალიან მაბედნიერებს შენი არსებობა.იმიტომ,რომ ისეთ ენერგიას ვიღებ შენი ისტორიებით ,ისე მაბედნიერებ და ყოველ ჯერზე სხვანაირად და სხვანაირად "მანერვიულებ" რომ აღარ შემიძლია შენს გარეშე,ნარკოტიკად მექეცი და იმდენჯერ გადაგიკითხე,რომ სათვალავიც ამერია უკვე.
ამ წყვილს კი,ასეთი დიდი სიყვარულით და ასეთი ემოციური განცდებით რომ გაგვაცანი,დიდი სიამოვნებით "წავიკითხავდი" შემდეგ ისტორიად❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

Maia G.
მარიამ ძალიან,ძალიან მაბედნიერებს შენი არსებობა.იმიტომ,რომ ისეთ ენერგიას ვიღებ შენი ისტორიებით ,ისე მაბედნიერებ და ყოველ ჯერზე სხვანაირად და სხვანაირად "მანერვიულებ" რომ აღარ შემიძლია შენს გარეშე,ნარკოტიკად მექეცი და იმდენჯერ გადაგიკითხე,რომ სათვალავიც ამერია უკვე.
ამ წყვილს კი,ასეთი დიდი სიყვარულით და ასეთი ემოციური განცდებით რომ გაგვაცანი,დიდი სიამოვნებით "წავიკითხავდი" შემდეგ ისტორიად❤❤❤❤


აქ დასრულდა ამათი ამბავი
სხვა იმდენი იდეა მაქვს რომ ზუსტად ვიცი ვეღარ მივუბრუნდები
მაგრამ იმედია მალე დავბრუნდები ახალი ისტორიით ♡♡♡♡♡
მადლობა რომ კითხულობთ

 


№6  offline წევრი Maia G.

დიდი სიამოვნებით დაველოდები ახალ,ემოციურ,ამაღელვებელ და "გემრიელ"ისტორის❤❤❤

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Maia G.
დიდი სიამოვნებით დაველოდები ახალ,ემოციურ,ამაღელვებელ და "გემრიელ"ისტორის❤❤❤

♡♡♡ ვეცდები მალე დავბრუნდე

 


№8  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

ძაან ნერვები მეშლება რაზე სხვაგან გეტყვი და მეც უნდა დავაკომენტარო.

საერთოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ეს შენი ბრალია სრულიად.

ამათ ასაკს შორის სხვაობის გამოც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.

მაგრამ.

ძალიან მომეწონს როგორც დაწერე.

მონაკვეთები წიგნიდან და დიალოგები.

არაფერი იყო ზედმეტი.

არცერთი დიალოგი.

არ დამღალა.

კარგი იყო.

მომეწონა საბოლოოდ რა.

კი იცი მაგრამ აქაც უნდა მეთქვა!

საერთოდ ბევრიც ვიტირე მაგრამ სხვა რამის ბრალი უფრო იყო მგონი.

აი 13წლის იმ ახლანდელი გადმოსახედიდან მსუბუქად რომ ვთქვათ უსუსტეს ისტორიებს რომ ვკითხულობდი იგივე შეგრძნებები მქონდა.

ოღონდ არ იყო ეს სუსტი.

დახვეწილი იყო ბევრად რათქმუნდა.

ოღონდ ძაან მარიამი იყავი.

ბოლოსკენ განსაკუთრებით.

ასაკსაც შევეგუე თითქმის.

საერთოდ ძალიანაც კარგი იყო და ტყუილად მომიშალე ნერვები.

პირობაც შევასრულე.

და მიყვარხარ.

ბლ ბლა ბლა.

აღარ მაქვს მეტის ნერვები.

წავედი.

სიყვარულით შენი საყვარელი მკითხველი.

შემდეგამდე.

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

ძაან ნერვები მეშლება რაზე სხვაგან გეტყვი და მეც უნდა დავაკომენტარო.

საერთოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ეს შენი ბრალია სრულიად.

ამათ ასაკს შორის სხვაობის გამოც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.

მაგრამ.

ძალიან მომეწონს როგორც დაწერე.

მონაკვეთები წიგნიდან და დიალოგები.

არაფერი იყო ზედმეტი.

არცერთი დიალოგი.

არ დამღალა.

კარგი იყო.

მომეწონა საბოლოოდ რა.

კი იცი მაგრამ აქაც უნდა მეთქვა!

საერთოდ ბევრიც ვიტირე მაგრამ სხვა რამის ბრალი უფრო იყო მგონი.

აი 13წლის იმ ახლანდელი გადმოსახედიდან მსუბუქად რომ ვთქვათ უსუსტეს ისტორიებს რომ ვკითხულობდი იგივე შეგრძნებები მქონდა.

ოღონდ არ იყო ეს სუსტი.

დახვეწილი იყო ბევრად რათქმუნდა.

ოღონდ ძაან მარიამი იყავი.

ბოლოსკენ განსაკუთრებით.

ასაკსაც შევეგუე თითქმის.

საერთოდ ძალიანაც კარგი იყო და ტყუილად მომიშალე ნერვები.

პირობაც შევასრულე.

და მიყვარხარ.

ბლ ბლა ბლა.

აღარ მაქვს მეტის ნერვები.

წავედი.

სიყვარულით შენი საყვარელი მკითხველი.

შემდეგამდე.



ნეტავ ისტორიის მსგავსად შემეძლოს უკან დაბრუნება იმ sameone crazy girl _ის ტყავში

სიყვარულით შემდეგამდე ჩემო ძვირფასო მკითხველო ქეთო ♡

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, მოულოდნელი დაბრუნება იყო ❤ თავიდან მეგონა წინა ისტორიის გაგრძელება თუ იყო, მაგრამ ნუ იტყვი და მხიარული, გიჟმაჟუნა მარიამი ყოფილა❤
იცი, როგორი ისტორია გამოგივიდა? აი, თან ძველ, გიჟურ ისტორიებს რომ ჰგავდა, განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი ❤ და თან საოცრად დახვეწილი და განსხვავებული, რომ იყო❤
თავიდან ცოტა კი მომეშალა ნერვები, ამხელა ქალი რამ აახუნტრუცა თქო მაგრამ საბოლოოდ მომეწონა ❤
დათუნა-დაჩის მსგავსი ბიჭები კი არა მგონი კაცებიც აღარ დადიან. ჩემი სიმპატია ნამდვილად დაიმსახურა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ასეთ სიღარიბეში და გაჭირვება გამოვლილს პატიოსნება ისევ შერჩენილი რომ ჰქონდა და მერე იმიტომ, რომ სიყვარული არ დათმო ❤ ცოტა კი აწვალა ქალბატონი პროკურორი, მაგრამ დაიმსახურა :) თვითონ რომ აწვალებდა კაი იყო? :)
დაველოდები შემდეგ ისტორიას ❤
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამო, მოულოდნელი დაბრუნება იყო ❤ თავიდან მეგონა წინა ისტორიის გაგრძელება თუ იყო, მაგრამ ნუ იტყვი და მხიარული, გიჟმაჟუნა მარიამი ყოფილა❤
იცი, როგორი ისტორია გამოგივიდა? აი, თან ძველ, გიჟურ ისტორიებს რომ ჰგავდა, განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი ❤ და თან საოცრად დახვეწილი და განსხვავებული, რომ იყო❤
თავიდან ცოტა კი მომეშალა ნერვები, ამხელა ქალი რამ აახუნტრუცა თქო მაგრამ საბოლოოდ მომეწონა ❤
დათუნა-დაჩის მსგავსი ბიჭები კი არა მგონი კაცებიც აღარ დადიან. ჩემი სიმპატია ნამდვილად დაიმსახურა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ასეთ სიღარიბეში და გაჭირვება გამოვლილს პატიოსნება ისევ შერჩენილი რომ ჰქონდა და მერე იმიტომ, რომ სიყვარული არ დათმო ❤ ცოტა კი აწვალა ქალბატონი პროკურორი, მაგრამ დაიმსახურა :) თვითონ რომ აწვალებდა კაი იყო? :)
დაველოდები შემდეგ ისტორიას ❤
შემდეგამდე, მარიამო❤


ბოლო ნაწილზე დავფიქრდი რა უნდა დამეწერა და ბოლოს ის დავტოვე რაც იყო ვიფიქრე რომ ყველაზე მეტად მოუხდებოდა
მძიმე ისტორიების შემდეგ რაღაცნაირად ლაითი გამომივიდა არჩეული თემის მიუხედავად და მიხარია თუ მოგეწონა ♡♡♡♡
მადლობა კიდევ ერთხელ .
შენი კომენტარი ისტორიის ბოლოს ჩვეულებად მექცა ♡♡♡♡

 


№12  offline წევრი Natiko1996

ნამდვილად საოცრება იყო მარიამ ❤️ სიუჟეტის ისეთი განვითარებით რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ❤️ შენი და ლენას დათაც შემიყვარდა და არასდროს დავივიწყებ ❤️ თაია უბრალოდ სიყვარულია ❤️ მადლობა მარიამ ისევ და ისევ ჩემი ბედნიერი ღიმილისთვის ❤️ იმდენად მომეწონა დასასრული რომ ბოლო დიალოგი რამოდენიმეჯერ წავიკითხე ❤️ გყვარობ მე შენ და მადლობა შენი საოცარი ისტორიებით ჩვენი განებივრებისთვის ❤️❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Natiko1996
ნამდვილად საოცრება იყო მარიამ ❤️ სიუჟეტის ისეთი განვითარებით რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ❤️ შენი და ლენას დათაც შემიყვარდა და არასდროს დავივიწყებ ❤️ თაია უბრალოდ სიყვარულია ❤️ მადლობა მარიამ ისევ და ისევ ჩემი ბედნიერი ღიმილისთვის ❤️ იმდენად მომეწონა დასასრული რომ ბოლო დიალოგი რამოდენიმეჯერ წავიკითხე ❤️ გყვარობ მე შენ და მადლობა შენი საოცარი ისტორიებით ჩვენი განებივრებისთვის ❤️❤️

არ ველოდი ასეთ რეაქციებს მე ისე უცებ დავწერე და დავდე ჯერ არც წამიკითხავს
კარგახანია ასე უცებ არმიმიღია გადაწყვეტილება თითქოს წარსულში დავბრუნდი . თქვენ აშკარად ძველი მარიამის წერის სტილი მოგწონდათ ♡♡♡♡
მადლობა თქვენ

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორ მიყვარს შენი ნაწერების კითვა,იმდენ ემოციას იწვევ,იმდენად კარგად წერ, გამართულად, ერთი სული მაქვს ხოლმე რამე ახალი აღმოვაჩინო შენი ამ საიტზე , ზოგადად ასეთ ურთიერთობებს არ ვუყურებ დადებითად,(რა ვქნა ამ ხრივ ცოტა ძველმოდირი ვარ???????? ) მაგრამ ეს ურთიერთობა იმდენად სხვანაირ ემოციებს იწვევს ,რომ სხვანაირი დასასრული არც მინდოდა,წარმატებები მომვალში და აუცილებლად გელი ძალიან მალე ახალი ისტორიით ♥️♥️♥️

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინა
როგორ მიყვარს შენი ნაწერების კითვა,იმდენ ემოციას იწვევ,იმდენად კარგად წერ, გამართულად, ერთი სული მაქვს ხოლმე რამე ახალი აღმოვაჩინო შენი ამ საიტზე , ზოგადად ასეთ ურთიერთობებს არ ვუყურებ დადებითად,(რა ვქნა ამ ხრივ ცოტა ძველმოდირი ვარ???????? ) მაგრამ ეს ურთიერთობა იმდენად სხვანაირ ემოციებს იწვევს ,რომ სხვანაირი დასასრული არც მინდოდა,წარმატებები მომვალში და აუცილებლად გელი ძალიან მალე ახალი ისტორიით ♥️♥️♥️


მადლობა ♡
ვეცდები მალე დავბრუნდე
ისევ რამე მსუბუქით

 


№16 სტუმარი ანისია

მარიამ დავიწყებ იქედან, რომ შენი პირველი ისტორიიდან მოყოლებული ყველა ისტორია წაკითხული მაქვს. ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ "სულს მოგცემ" ჩემი საყვარელი რომანია. ეს ისტორია იყო სასიამოვნო საკითხავი ნეგატივის გარეშე. რაც შეეხება ჩემი კომენტარის მთავარ მიზანს. წინა ისტორიის "მონეტის მეორე მხარეს" ველოდები. ასე მგონია რომ იმ ისტორიაშ მე ვარ და ძალიან ძალიან მჭირდება საპასუხო წერილის წაკითხვა

 


№17 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე რა კარგი იყო : ))

 


№18  offline წევრი utsnobi

როგორი საყვარლობა შეგიქმნია მარიამო, დასასრულით ხომ საერთოდ მოვიხიბლე

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

utsnobi
როგორი საყვარლობა შეგიქმნია მარიამო, დასასრულით ხომ საერთოდ მოვიხიბლე

მიხარია ♡♡♡
დასასრულში დავწერე ის რაც პირველი მომაფიქრდა და აღარგადამისწორებია კარგია ტუ გაამართლა ♡♡♡

სტუმარი gvantsa
ვაიმე რა კარგი იყო : ))

მადლობაა
♡♡♡♡♡♡

ანისია
მარიამ დავიწყებ იქედან, რომ შენი პირველი ისტორიიდან მოყოლებული ყველა ისტორია წაკითხული მაქვს. ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ "სულს მოგცემ" ჩემი საყვარელი რომანია. ეს ისტორია იყო სასიამოვნო საკითხავი ნეგატივის გარეშე. რაც შეეხება ჩემი კომენტარის მთავარ მიზანს. წინა ისტორიის "მონეტის მეორე მხარეს" ველოდები. ასე მგონია რომ იმ ისტორიაშ მე ვარ და ძალიან ძალიან მჭირდება საპასუხო წერილის წაკითხვა


მეც ძალიან მიყვარს "სულს მოგცემ" და უზომოდ მიხარია თქვენც რომ მოგწონთ.

"წამიკითხე" -ს რაც შეეხება დასრულებულია . ლილიას წერილის შემდგომ გრძელდება იქვე დუდას წერილი . იმედია მოგეწონებათ და განიზიარებთ თქვენს აზრს ♡♡♡♡♡♡
მადლობა ♡♡♡♡

 


№20 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან კარგი იყო, ძალიან შენეული.
საოცარი გრძნობებით.
ერთი სული მქონდა ამ ისტორიას როდის დადებდი.
გაამართლა იმედები, ყველა პერაონაჟი განსაკუთრებული გყავდა.
სულ გელოდები

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნატალია
ძალიან კარგი იყო, ძალიან შენეული.
საოცარი გრძნობებით.
ერთი სული მქონდა ამ ისტორიას როდის დადებდი.
გაამართლა იმედები, ყველა პერაონაჟი განსაკუთრებული გყავდა.
სულ გელოდები

მადლობაა
♡♡♡♡
ამ ისტორიასთან დაკავშირებით გეგმები არ მქონია ასე რომ კმაყოფილი ვარ იმითაც რაც გამოვიდა

 


№22 სტუმარი one

dzalian visiamovne, madloba❤️

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

one
dzalian visiamovne, madloba❤️

heart_eyes მიხარია

 


№24 სტუმარი სტუმარი nancho

უნიჭიერესი ხარ,ორ დროში წერ და მკითხველამდე მოგაქვს ემოცია,.დაუშრეტელი ხარ.მადლობა.წარმატებები.‼

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nancho
უნიჭიერესი ხარ,ორ დროში წერ და მკითხველამდე მოგაქვს ემოცია,.დაუშრეტელი ხარ.მადლობა.წარმატებები.‼

მართლა არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდათ
მე მეტს ველოდი ამ ისტორიისგან ,მაგრამ კმაყოფილი ვარ თუ მოგეწონათ
heart_eyes

 


№26  offline წევრი მე♥უცნაურე

ასე ემოციურად როგორ წერ?!
თვალები ცრემლებით მაქვს სავსე და დაუჯერებელი ბედნიერებით ვარ თან სავსე, მაინც რომ ერთად დატოვე. არადა, კინაღამ გული გამისკდა, დაჩის ცოლზე.
რა მაგარი გამოგივიდა იცი?!
ასაკის სხვაობაზე ვერც კი ვამახვილებ ყურადღებას და ამ ტაბუდადებულ თემაზე, რომ შეეჭიდე ასე წარმატებულად.
საოცარი იყო!
მადლობა, ამ რამდენიმე საათისთვის❤️

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

მე♥უცნაურე
ასე ემოციურად როგორ წერ?!
თვალები ცრემლებით მაქვს სავსე და დაუჯერებელი ბედნიერებით ვარ თან სავსე, მაინც რომ ერთად დატოვე. არადა, კინაღამ გული გამისკდა, დაჩის ცოლზე.
რა მაგარი გამოგივიდა იცი?!
ასაკის სხვაობაზე ვერც კი ვამახვილებ ყურადღებას და ამ ტაბუდადებულ თემაზე, რომ შეეჭიდე ასე წარმატებულად.
საოცარი იყო!
მადლობა, ამ რამდენიმე საათისთვის❤️


გადავამოწმე ხომ ნამდვილად ჩემს ნაწერზე ვკითხულობდი ამ სიტყვებს...
რა ვთქვა ზოგი მკითხველი იმაზე მეტს ხედავს ვიდრე გადმოცემა შემიძლია , ზოგჯერ იმასაც რასაც თავად ვგრძნობდი და ვფიქრობდი წერის პროცესში
ბედნიერებაა ,როდესაც მკითხველი არ ნანობს კითხვაში დაკარგულ დროს
მადლობა თქვენ ,თითოეული სიტყვისთვის
heart_eyes

 


№28 სტუმარი Di_ana

ე.ი. რამდენჯერაც ერთერთ ისტორიას წავიკითხავ და დავასრულებ,სულ ვფიქრობ რომ აუ მაგარია ამაზე უკეთესი არწამიკითხავს.ამაზე უკეთესს რაღას დაწერა.. მაგრამ ყოველჯერზე უკეთესი და უკეთესი შეიძლება გოგოოოოოოოო?! :D მაგარი ხარ :*

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

Di_ana
ე.ი. რამდენჯერაც ერთერთ ისტორიას წავიკითხავ და დავასრულებ,სულ ვფიქრობ რომ აუ მაგარია ამაზე უკეთესი არწამიკითხავს.ამაზე უკეთესს რაღას დაწერა.. მაგრამ ყოველჯერზე უკეთესი და უკეთესი შეიძლება გოგოოოოოოოო?! :D მაგარი ხარ :*


მართლა არ ვიცი ვერ ვხვდები ახლა ეს ისტორიაც იმ უკეთესების ჯაჭვს თუ აგრძელებს მე გადახვევა მეგონა და რომ წავიკითხავ იმედია მკითხველის თვალით შევხედავ და მივხვდები რა დავწერე ასეთი smile
მადლობა kissing_heart

 


№30  offline წევრი ნანა73

განსხვავებული და საინტერესო ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent