შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან II (UNCHAINED MELODY/თავი 1)


24-08-2021, 02:22
ავტორი ტესსა
ნანახია 894

ქლეი სუთის გარდაცვალებიდან თვეებმა განვლო.

ასე რომ უკვე თავისუფლად შეგვეძლო გვეთქვა რომ მას გულისცემა აღარ ჰქონდა...
თუმცა თავად კი დარწმუნებული იყო რომ გული, ეს ის იყო რაც კვლავ გააჩნდა. მართალია ფიზიკურ ტკივილს ვეღარ გრძნობდა, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული რაღაც შიგნიდან ღრღნიდა. ასე იმაზე ხშირად რომ დამართნოდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მისი გული (ის ერთადერთი, რაც დარჩენოდა) აუცილებლად ნაწილებად დაიმსხვრეოდა და მან კარგად იცოდა რატოც.
ყოველ ჯერზე როდესაც მისი საყვარელი ადამიანი მის გამო თავს ცუდად გრძნობდა, ან ტიროდა, ის ამას გრძნობდა. ის ამ ყველაფერს გრძნობდა.
აი რა მიიღო ქლეიმ. მხოლოდ და მხოლოდ პატარა შეგრძნება და მეტი არაფერი.
არანაირი გზა არ იყო იმისა რომ მისულიყო მათთან და ეთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ იგი კარგად არის და ისინი ამას უნდა გაუმკლავდნენ რადგან სხვა გზა არაა, რომ მას ისინი ძალიან უყვარს და ახლა ამის გამო საშინლად იტანჯება. მას სურდა ეს მცირედი რამ, თუმცა კი არ შეეძლო. ისიც კი არ შეეძლო უბრალოდ ეყურებინა მათთვის და დაედგინა თუ სად იყვნენ, ან როდის... ანდაც კიდევ რატომ. იგი ვერასოდეს გაიგებდა მაინც რატომ ღვრიდა დღემდე ვიღაც მის გამო ამდენ ცრემლს.
და ყველაფერი რაც ქლეიმ მიიღო იყო უბრალოდ პაწია იმედგაცრუების შეგრძნება!
ის თავის ოჯახზე ბევრს ფიქრობდა და ზუსტად იცოდა რომ მაშინაც კი თუ მათ ვერ ხედავდა, ისინი მის გამო დღემდე დარდობდნენ. ქლეის ჯერ ისევ ჰქონდა ტირილის შესაძლებლობა, ამიტომ იტირა. ძალიან ბევრი იტირა. მას უნდოდა იმდენი ეტირა რომ ადამიანებს თავის სამყაროში ეს ტკივილი ეგრძნოთ. გულის პაწია მიყრუებულ კუნჭულში მაინც. ასე ხომ ქლეის შეეძლებოდა გაეგო კვლავაც ვინ ფიქრობდა მასზე და ვინ არა...
პირველ ჯერზე, როდესაც მან ეს ყოველივე იგრძნო, მხოლოდ ორი დღე იყო გასული მისი გარდაცვალებიდან. ის "შემდგომი სიცოცხლის" ვილბურის ფლორიდის სახლის კიბეებზე იჯდა, როდესაც მოულოდნელად მძიმე, წარმოუდგენელმა ტკივილის გაუყუჩებელმა შეგრძნებამ დაარტყა მკერდის არეში. მას არ შეეძლო დაენახა თუ როგორ აგრძელებდნენ ადამიანები ცხოვრებას, შესაბამისად არც მათი ესმოდა, თუმცა როგორც ჩანს მათზე კვლავაც იყო დაკავშირებული როგორღაც.
საპნაპმა აუხსნა რომ გარდაცვლილს იმ ადამიანის ტკივილის შეგრძნება შეუძლია, რომელიც მის გამო გლოვობს. ამდაგვარი შეგრძნებები სიკვდილის შემდეგ მართლაც უამრავი დაეუფლა, მაგრამ ნელ-ნელა ამან შემცირება დაიწყო, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებდა რომ მათ ცხოვრება გააგრძელეს.
დრიმი ვერასდროს გაიგებდა თუ ვინ გლოვობდა მასზე და ეს ფაქტი მას ძალიან აწუხებდა. თუმცა ისიც კი იცოდა რომ მისი ოჯახი იტანჯებოდა და ამასთან დაკავშირებით საერთოდ ვერაფერს აკეთებდა.
მისთვის უცნობი ინფორმაციის თანახმად, ადამიანი რომელიც მასზე გლოვობდა იყო ტომი. ზუსტად იმ დღისით, როდესაც ვილბურს მოუწია მისთვის ეთქვა რომ ბაბუა აღარ დაბრუნდებოდა.
ისინი ცოცხლები იყვნენ და განიხილებოდნენ როგორც იღბლიანებად, თუმცა მკვდრად ყოფნა უკეთესი ნამდვილად არ ყოფილა. მან ხომ ისინი მიატოვა. ეს ერთადერთი რამ იყო რასაც თავის თავს ვერასოდეს აპატიებდა. მათი მიტოვება!
"შემდგომი სიცოცხლე" ძალზედ საინტერესო იყო სხვათაშორის. იქ უფრო მეტი სინათლე და ბზინვარება იყო, ვიდრე ჩვეულებრივ სამყაროში. ეს ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა, თუმცა მეორეს მხრივ, ამ ყოველივეს ყოველდღე ცქერა დროთა განმავლობაში დამღლელი გახდა.
ყველაზე საინტერესო კი იცით რა იყო? ის ფაქტი რომ დრიმმა "შემდგომ სიცოცხლეში" ახალგაზრდა სხეულში გამოიღვიძა. მისი დასკვნით ასე ოცი წლის ასაკში გამოიყურებოდა. მას მონატრებოდა მისი სისწრაფე, ქერა თმები და ახალგაზრდობის შეგრძნება, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან აღელვებდა და აღავრთოვანებდა.
ხანდახან ჯორჯი დავიდსონის სახლისკენაც გაივლიდა ხოლმე, რომელიც ასევე მისი ბავშვობის სახლიც იყო. ის იყო ყოველთვის ცარიელი თუ არ ჩავთვლით ხაზ-გადაჭრილი ძველ ტელეფონს კიბეებთან ახლოს მდებარე საძინებელში და ყვავილებს წინა ეზოში.
საპნაპმა უთხრა რომ ერთადერთი საგნები რაც ამ სამყაროში მოჩვენებისთვის ხილვადია, არის ყველაზე გამორჩეულები რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანნი იყვნენ ადამიანისთვის სიცოცხლის განმავლობაში. სასიამოვნო შეგრძნება იყო მისთვის იმის შეხსენება თუ რამდენს ნიშნავდნენ ეს ნივთები სიცოცხლის განმავლობაში მათთვის, თუმცა იმის ცოდნა ანადგურებდა რომ სწორედ აქ ამ სახლში, მაგრამ სხვა სამყაროში ჯორჯი ასეთი დამწუხრებული და გულგატეხილი დატოვა.




--




ამ მომენტში დრიმი ისევ ვილბურის სახლის კიბეებზე ჩამომჯდარიყო, რომელიც ასევე ცარიელი იყო რამოდენიმე ნივთის გარდა(მაგალითად მისი ძველი გიტარა, რომელიც ვილბურს დაუტოვა, პირველი ბეიზბოლის თასი და ტომის კარატეს ქამარი).
უეცრად უკანა ეზოდან რაღაც ხმა შემოესმა, ამიტომ სწრაფადვე წამოდგა და სანახავად გაემართა. უმალ დრიმი საპნაპის სახეს შეეჯახა პირისპირ. მისი თვალები გაოცებისაგან გაფართოვებულიყვნენ.
"ნიკ?" - დრიმი შეეცადა მეგობარი დაემშვიდებინა, - "კარგად ხარ?"
საპნაპი კვლავ მდუმარებაში იმყოფებოდა და ცარიელ სივრცეს ისე მიშტერებოდა, თითქოს დრიმის კითხვა არც გაეგონა. დრიმმა იგი ძირს დასვა და ნიკიც გაუცნობიერებლად დაემორჩილა.
"საპნაპ!" - გაიმეორა მან, - "რა მოგივიდა?" - და ორივენი ჩამოსხდნენ.
"დარილი!" - მხოლოდ ეს იყო რისი თქმაც საპმა მოახერხა. მთელი სხეული უთრთოდა.
დრიმმა წარბები აზიდა, - "დარილი? რა მოუვიდა დარილს?"
საპნაპმა როგორც იქნა გაუსწორა დრიმს მზერა, - "მე ის დავინახე." - როგორც კი ეს თქვა დრიმმა კვლავ ტკივილი იგრძნო მკერდში. მან იცოდა რომ თუ საპნაპმა დარილი დაინახა, ეს იმას ნიშნავდა რომ ის გარდაიცვალა. მოჩვენებებს მხოლოდ სხვა მოჩვენებების დანახვა შეეძლოთ. ვერ იჯერებდა რომ მათი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი მათ ასეთ მცირედ ასაკში შემოუერთდა.
"როგორ... როგორ მოკვდა?" - ჰკითხა დრიმმა.
ის დაელოდა პასუხს, თუმცა ამის სანაცვლოდ საპნაპმა უცნაურად წვალება დაუწყო კეფას, - "საქმეც მაგაშია დრიმ, ის არ მომკვდარა!"
"რა? მაშინ როგორ დაინახე?" - ჩაეკითხა დრიმი წარმოუდგენელი გაკვირვებით.
საპნაპმა ამოიოხრა, - "მე მის სახლში შევედი და ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმ დღეებზე, როცა მის ბავშვებს ერთად ვუვლიდით და დაჭერობანას თამაშს ვასწავლიდით. იქ ტყეში, გახსოვს?"
დრიმს გაეღიმა და თავი დაუქნია. საპნაპმა გააგრძელა.
"ვფიქრობდი თუ როგორ მენატრებოდა ეს ყველაფერი. ვფიქრობდი თუ როგორ მენატრებოდა სირბილი და შეგრძნება ყოფნისა უფრო... უფრო..." - საპნაპს ყელი ჩაეხლიჩა.
"ცოცხლად!" - დაასრულა დრიმმა და საპმაც თავი დაუკრა ტკბილმწარე იერით მის სახეზე.
"ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. მთელი ჩემი არსებით ვიფიქრე. ვიფიქრე იმაზე, თუ ერთი დღის დაბრუნება მაინც რომ შემძლებოდა იმ დროიდან რითი დავკავდებოდი პირველ რიგში... და როდესაც თვალები გავახილე, მისი სახლი ავეჯით იყო სავსე. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ცოცხალ სამყაროში. ეს ნივთები ხომ ჩემთვის არ ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, ასე რომ ვერაფერი გავიგე მაინც რატომ შევძელი ამის დანახვა."
დრიმი დაინტრიგდა და მეგობარს ამბის გაგრძელება სთხოვა.
"და შემდეგ... მე ის დავინახე!" - ნიკმა დრიმს თვალებში ჩახედა, - "კალთაში მისი შვილიშვილი ეჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ვიცოდი რომ ეს რეალური იყო, დრიმ. მე რეალური სამყარო დავინახე!"
ბუნებრივია დრიმი ახლა დანარჩენი რაღაცეების გარკვევას შეეცადა. ერთ-ერთი მათგანი იყო ის რომ მოჩვენებები უამრავი ჰალუცინაციისკენ იყვნენ მიდრეკილნი, მაშინ როდესაც ცოცხალი სამყარო ძალზედ ენატრებოდათ, მაგრამ ამისგან ბევრი ვერაფრის მიღება შეეძლოთ. თუმცა სხვა მხრივ საპნაპი იყო ის ერთადერთი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა არანორმალური მოვლენების.
საპნაპი მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ისე ცდილობდა დამაჯერებელი ყოფილიყო იმის მტკიცებაში, რომ რაც მან დაინახა სინამდვილე იყო.
"მოიცა!" - წამოიძახა მან უეცრად და დრიმი წამიერად ადგილზე შეხტა, - "უფს, ბოდიში."
"რა, რა არის?" - ჰკითხა დრიმმა.
"ვიცი! ვიცი რომ არ იყო ჰალუცინაცია." - მცირედმა ღიმილმა მის სახეზე დაიწყო გამოჩენა და მალევე აღელვებისაგან დრიმს მკლავზე ძლიერ მოქაჩა.
დრიმი აღშფოთდა, - "კარგი მაშინ... აბა, საიდან იცი?"
"მოჩვენებებს ელანდებათ მხოლოდ ის ნივთები ან ადამიანები, ვინც სიცოცხლის განმავლობაში ჰყავთ ნანახი, გესმის? მე დარილის შვილიშვილი დავინახე!"
"და მერე რა?" - დრიმმა ეცადა ამაში რაიმე ხელჩასაჭიდი დაენახა, თუმცა როცა ვერაფრით შეძლო, მთავარ სათქმელს დაელოდა.
"დრიმ!" - შესძახა გახარებულმა საპნაპმა, - " მე ხომ იქამდე მოვკვდი, სანამ მის შვილიშვილს შევხვდებოდი..."





______





იმის გასარკვევად რეალური იყო თუ არა ეს ცოცხლების სამყარო და მასში შეღწევის შესაძლებლობა, დრიმს მხოლოდ ერთი გზაღა დარჩენოდა.
"მასწავლე!"
საპნაპი გაფითრებული მიუბრუნდა, - "გასწავლო? დრიმ, გესმის მაინც რას მთხოვ? ეს მე თვითონაც არ მესმის როგორ შევძელი! ბოდიში თუ უნებურად ცრუ იმედები ჩაგისახე, ძალით მართლა არ მინდოდა."
"ვიცი, ვიცი..." - ამოიოხრა დრიმმა და თავის ძველ გიტარას გადაავლო მზერა, - "რამდენი დრო გავიდა!"
ნიკი შეეცადა მეგობრის გაგებას და თავი დაუკრა, - "დრო ძალიან ნელა გადის აქ, ვიცი. აქ ხომ შენზე დიდიხანი ვარ."

"შემდგომი სიცოცხლის" სამყაროში არანაირი საათი, ანდაც კალენდარი არ იყო. ფაქტობრივად დრო არც არსებობდა, ასე რომ ახლა მხოლოდ თავიანთ მეხსიერებაზე და მოგონებებზე დაყრდნობით შეეძლოთ გამოეანგარიშებინათ თუ რა თარიღი იყო დღეს. კი, მართალია დრო არ არსებობდა, თუმცა ისინი კვლავ ეყრდნობოდნენ იმედს. იმედს, რომელიც ჯერ ისევ გააჩნდათ.

საპნაპის სიტყვებზე "დრო ძალიან ნელა გადის" (and time goes by so slowly) დრიმს სიმღერა გაახსენდა, რომელიც ოდესღაც ჯორჯისთვის იმღერა ტელეფონით.



"and time goes by so slowly
and time can do so much..."



საპნაპმა უნებლიედ შეამჩნია თავისი უახლოესი მეგობარი ფიქრების ულევ ნაკადში უთქმელად როგორ გადაეშვა და მიხვდა რომ ყველა ეს ფიქრი მხოლოდდა მხოლოდ ჯორჯს ეკუთვნოდა. მან დრიმს მხარზე ხელი დაადო და მძიმედ ამოისუნთქა, - "ბოლო რაც დარილის დანახვამდე მახსოვს არის იმ მოგონებებზე ფიქრი, რომლებიც მასთან ერთად შევქმენი. ამის მერე თვალები გავახილე და ის დავინახე."
დრიმმა ამოიხედა, - "ოჰ!" - და ამოიოხრა, - "მაშინ ეს ჰალუცინაცია უნდა ყოფილიყო, საპ..."
საპნაპმა წარბები შეკრა და ერთიანად მოიღუშა, - "ამას რატომ ამბობ? მე კიდევ მეგონა რომ ახლა ჩემი გჯეროდა!"
"იმიტომ რომ," - დრიმი თავისებურ ახსნას შეუდგა, - "ყველაფერს რასაც აქ ვაკეთებ მხოლოდ მოგონებებზე ფიქრია და მეტი არაფერი, საპ! ყველაფერი რისი გაკეთებაც შემიძლია, - ეს ფიქრია. თუ მართლაც მასეა, როგორც შენ ამბობ, თუ მოგონებების გახსენება მართლაც ჭრის, მაშინ ეგ მე ასიათასჯერ უნდა შემმთხვეოდა აქამდე, მაგრამ არ შემემთხვა. ასე რომ..."
საპნაპი არაფრით ნებდებოდა. ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდაც მეგობარი როგორმე დაერწმუნებინა იმაში რომ რაც დაინახა ეგ ჰალუცინაცია კი არა, სინამდვილე იყო, - "კარგი მაშინ, შეიძლება მე ვცდებოდე. ალბათ ეგ არ იყო საკმარისი მიზეზი იმისა, რომ მე მის სამყაროში შემეღწია."
"და მაშინ ეგ თუ არა სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო?" - ინტერესით ჩაეკითხა დრიმი.
"გააჩნია," - უპასუხა საპნაპმა, - "მაინც ვიცი ნახვა გინდა პირველ რიგში?"





--



ისინი დრიმის ბავშვობის ოთახში იდგნენ, რომელიც კიბეებთან ახლოს მდებარეობდა. ზუსტად ძველი ტელეფონის პირდაპირ...

"შენ რა მართლა -არასწორი ნომერის ნახვა ამჯობინე პირველად და არა შენი მთელი ოჯახის?" - იკითხა საპნაპმა ურწმუნოდ.
დრიმმა თავი გააქნია, - "ჩემი უმეტესი მოგონებები აქ არის, ამ სახლის ამ ოთახში. ჩემი ბავშვობიდან იმ დრომდე როდესაც ვილბურსა და ტექნოს აქვე ახლოს სახლი ვუყიდე, რომ ყოველთვის შემძლებოდა ამ სახლთან ახლოს ყოფნა. ამ ადგილას იმაზე მეტი მოგონებები მაქვს, ვიდრე მხოლოდ ჯორჯი."
საპნაპი როგორც იქნა დაეთანხმა, - "ოჰ, კარგი მაშინ მიდი..."
"მიდი?" - გამოაჯავრა დრიმმა უხეშად, - "რას ნიშნავს მიდი, საერთოდ რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო?"
საპნაპი გაღიზიანდა, - "მე საიდან უნდა ვიცოდე? ყველაფერი გააკეთე რაც შეგიძლია რომ ცოცხლების სამყარო შენც დაინახო!"
"რო...როგორ???"
"არ ვიცი, არ ვიცი ქლეი!" - მიახალა საპნაპმა გაუწონასწორებელი ტონით, - "მე ყველაფრის მცოდნე მოჩვენებების მეფე კი არ ვარ!"
"სამაგიეროდ, შენ ერთადერთი ხარ ვინც ამის გაკეთება შეძლო." - დრიმმა საპნაპს მხრებზე ხელები შემოჰხვია და მთელი ძალით შეაჯანჯღარა, - "გთხოვ..."
"როგორი ველური ბავშვი ხარ" - საპნაპმა თვალები გადაატრიალა და ამოიოხრა, - "უბრალოდ მოგონებებზე იფიქრე, ჩემი აზრით. რა გჭირს?"
"უბრალოდ მოგონებებზე ვიფიქრო შენი აზრით?" - დამცინავი ტონით გაიმეორა დრიმმა და საპნაპს უნებურად გაეღიმა.
"იცი?" - წამოიწყო მან, - "მეგონა მოკვდებოდი და აქ ასე საყვარლად გაჭედილები, მხოლოდ ჩვენ ორნი გავვერთიანდებოდით! მაგრამ აჰა, აქ ვართ და შენ ისევ ისეთი თავხედი 'PISSBABY' ხარ." - გაიხუმრა საპნაპმა და დრიმს სიცილი წასკდა.


ცოტახანში მან თვალები დახუჭა და ფიქრი დაიწყო. მთელი ძალით დაფიქრდა თითოეულ იმ მოგონებაზე, რომელიც აქ, ამ სახლში დააგროვა. თავის დასთან ჩხუბებიდან, საპნაპის პირველად აქ დაპატიჟებამდე, და თავისი ფანჯრის შუშის ბეიზბოლის ბურთით ჩამსხვრევამდე.

შემდეგ თვალები გაახილა იმის მოლოდინში რომ რაიმე რეალურს დაინახავდა, თუმცა ამის სანაცვლოდ ისევ პირდაპირ იდგა საპნაპთან. არაფერი შეცვლილიყო...

"ჰეი მამაზ!" - წამოიძახა საპნაპმა და დრიმმა კიდევ ერთხელ გაიწია მასზე.
"ვერ გიტან! გამეცალე, მაცადე ფიქრი!" - შეტევაზე გადავიდა დრიმი, სანამ საპნაპი იატაკზე გაწოლილიყო და სიცილისგან ხელმეორედ კვდებოდა.
"კარგი, კარგი მაპატიე." - საპნაპმა მოიბოდიშა თუმცა უცნაურად მაინც ეღიმებოდა.
დრიმმა ფიქრი გააგრძელა. თვალწინ თითოეულმა იმ წელმა ჩაუქროლა, რომელიც ამ სახლში გაატარა, ყოველი პატარა წვეულების, დაბადებისდღისა და იმ დღის ჩათვლით, როდესაც მამამისი როგორც იქნა ამ სახლს სამუდამოდ გაცილდა.
ამის შემდეგ თვალები გაახილა. თუმცა კვლავ არაფერი...
რისი დანახვაც მოახერხა იყო მხოლოდ კუთხეში მდგარი საპნაპი, რომელსაც ხელში რაღაც უხილავი ეკავა.
"საპ," - დაუძახა მან და ისიც შემობრუნდა, - "ხელში რა გიჭირავს?"
"პათჩეს სათამაშოა." - უპასუხა მან, - "ალბათ შენ ვერ ხედავ, რადგან შენთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა.
დრიმმა მეგობარს სკეპტიკურად გადახედა, - "და ვერ ამიხსნი ჩემი კატის სათამაშო შენთვის ასეთი მნიშნელივანი რატომ იყო?"
საპნაპს გაეღიმა, - "მას მე ვძულდი, მაგრამ იმ დღიდან როცა ეს სათამაშო ვუყიდე ჩემი ნდობა და ჩემთან ერთად თამაში დაიწყო."
დრიმმაც გაიღიმა და პათჩეს თავის საფიქრელ სიაში დაამატა.

შემდეგი ნახევარი საათიც უშედეგოდ გავიდა. საპნაპმა შესთავაზა რომ მცდელობა ღამე გაეგრძელებინათ, (იმისდა გათვალისწინებით რომ ამ სამყაროში ღამე არ არსებობდა) და დრიმიც დაეთანხმა.
მერე საპნაპი სახლში წავიდა, მაგრამ დრიმი იმ ოთახში დარჩა და ყვავილებიან კედელს გაუაზრებლად მიაშტერდა. უეცრად მასზე ხელის პრინტერებმა იწყეს გამოჩენა.
დრიმი პრინტერს შეეხო და თვალები დახუჭა. ის უკან მხოლოდ ჯორჯთან უკანასკნელად სასაუბროდ მაინც უნდა დაბრუნებულიყო სხვა თუ არაფერი...



--


დრიმმა თვალები გაახილა და უეცრად "შემდგომი სიცოცხლის" ნათელი ფერები გაქრა და ყველაფერი ნორმალურში გადაიზარდა. ფერები ისევ ცოცხლად გამოიყურებოდა. სახლში არავინ იმყოფებოდა ამჟამად, მაგრამ ავეჯი კვლავაც თავიანთ ადგილას იყო.

დრიმმა ეს შეძლო! მალევე ბედნიერებისაგან დაიწყო სიცილი. მან ეს შეძლო!

შემდეგ კიდევ ერთხელ მოავლო სახლს თვალი, თუმცა ის მაინც ცარიელი იყო. ჯორჯი სავარაუდოდ სადმე სხვაგან იმყოფებოდა და ეს ფაქტი მას კლავდა (კლავდა ისე, როგორც უკვე მკვდარი ადამიანის მოკვლაა შესაძლებელი). მას ხომ ჯორჯის ნახვა უნდოდა...

იქვე ლოგინის გვერდით მდგარ ტუმბოზე ჩარჩოში ჩასმული სურათი ბალიშის მხარეს იდგა შემობრუნებული. მან სცადა ხელი წაევლო და გაესწორებინა, მაგრამ მისმა ხელმა უეცრად ფოტოში გაიარა. შემდეგ კუთხესთან მისვლა სცადა იმისათვის რომ გაეგო თუ რა სურათი იყო, მაგრამ ვერ შეძლო.

"ანუ შემიძლია ხელი საგნებში გავატარო მაგრამ კედელში გასვლა არ შემიძლია. და მაინც როგორი დებილურია ეს მთელი რიგი მოჩვენებების ლოგიკა!" - ჩაილაპარაკა თავისთვის.

ამის შემდეგ მან სახლის დათვალიერება გადაწყვიტა, კიბეები ჩაირბინა და დაინახა რომ 'ვენერას დაბადება' ჯერ ისევ კედელზე ეკიდა. ეს დედამისის საყვარელი ნახატი იყო. დრიმს გაეღიმა როდესაც უამრავ მიმოფანტულ ნივთს მოავლო თვალი სამზარეულოში და გაახსენდა თუ როგორ ეუბნებოდა ჯორჯი რომ მას შეეძლო ზედმეტად არაორგანიზებული ყოფილიყო. პირველად ხედავდა დრიმი ამ სახლს ჯორჯის ცხოვრების დროს. და ეს სწორედ ის ადგილი იყო სადაც ის მისტიური სატელეფონო ზარები დამყარდა, რისი წყალობითაც მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ეს იყო ის ადგილი! დასაჯერებლად ეს ყოველივე საერთოდ არ ყოფილა მარტივი ანდაც ლოგიკას დაყრდნობილი. რამოდენიმე ხანს ერთ ადგილას მიწებებულივით იდგა მოგონებებში გადაჩეხილი, რომ უეცრად კარს უკან ვიღაცის საუბარი გაიგონა და აფორიაქებული მივარდა შესამოწმებლად, თუმცა იქ ვერავინ დაინახა.
უეცრად დრიმმა სახლისკენ მიმავალი ნაბიჯების ხმა და ჩრდილები გაარჩია. ამის შემდეგ ამ გაურკვეველ ხმაურს აედევნა და ორი ფიგურა დალანდა. ორი ბნელი და ამოუცნობი ფიგურა.
"მაინც საიდან იცი რომ აქ უნდა იყოს?" - იკითხა ერთმა ხმამ.
"ბოსმა თქვა რომ სწორედ აქ უნდა ყოფილიყო." - მეორე უფრო ბოხმა ხმამ საზიზღარი ტონით უპასუხა, - "ახლა შეწყვიტე უაზრო კითხვების დასმა და უხმოდ მომყევი!"
მათ კარის გაღება სცადეს რამაც ხმამაღალი სიგნალიზაციის ჩართვა გამოიწვია. უსაფრთხოების სისტემამ ეგრევე ჯორჯს შეატყობინა ტელეფონის მეშვეობით რომ ვიღაც მის სახლში შეპარვას ცდილობდა.
დრიმი მიხვდა რომ ამ უცნობ ხალხს კეთილი მიზნები საერთოდ არ ამოძრავებდათ.
ერთ-ერთი მათგანი სიგნალიზაციის გათიშვას შეეცადა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ის არაფრით გაჩუმდა. ახლა ისინი გარეთ დაყენებულ მანქანაში მოთავსდნენ და ძრავის ამუშავება სცადეს, მაგრამ არც ეს გამოვიდა. დრიმს ასეთი უიღბლო ყაჩაღები მთელს თავის ცხოვრებაში არ ენახა. მართალია მას ვერაფრის გაკეთება შეეძლო, თუმცა იმედოვნებდა მაინც რომ ისინი საბოლოოდ დანებდებოდნენ და იქაურობას სამუდამოდ გაეცლებოდნენ. ამასთან ერთად საშნლად უკვირდა, ნეტავ ეს ორი რას ეძებდა.
მძღოლი პედალს აწვებოდა თუმცა მანქანა ადგილიდან არაფრის დიდებით არ იძვროდა.
"და აი რა მოგვივიდა როცა შენს გენიალურ იდეას მივყევით, რანბო!" - წამოიძახა ბრაზმორეულმა მძღოლმა მანქანის გამოყვანის მცდელობაში ჯორჯის სავალ გზაზე, სანამ სიგნალიცაზია არაფრის დიდებით არ წყდებოდა.
"მე არავის დაშავება არ მინდა, ფილ!" - მეორემ, როგორც ჩანს სახელად რანბო, შეცბუნებული ხმით სწრაფად უპასუხა.
"მაგრამ მოგვიწევს!" - მიუგო ფილმა მკაცრად, - "აბა სახლში მშვიდობიანად შეპარვა სად გაგიგია?"
"და რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ავიღოთ საცავიდან ყველაფერი და გავეცალოთ აქაურობას? მაინც რა საჭიროა ვინმეს დაშავება..." - ჩაეკითხა რანბო უდანაშაულოდ, მაგრამ ეგრევე ინანა როგორც კი გაცოფებული ფილის სახეს მოჰკრა თვალი.
"შემოხედე ჩვენს თავებს, სულელო ბავშვო!" - ფილი გაცეცხლდა, - "შენს გამო ჯერ ის სიგნალიზაცია ჩაირთო და ახლა იმ ტიპის სავალ გზაზე გავიჭედეთ! ჩვენ კრიმინალები ვართ და არა სკოლის მოსწავლეები! ახლა ან გონზე მოდი და ან ბოსი მოგიყვანს, გაიგე?"
რანბომ შეშინებულმა დაუკრა თავი და ამ დროს მანქანა როგორც იქნა დაიქოქა. ისინი ადგილს სწრაფად გაეცალნენ.

დრიმს შიშისგან თვალები გაუფართოვდა, - "არა!" - თქვა მან, - "არა, არა!"
მერე სახლის უკან მიირბინა, სადაც სიგნალიცაზია როგორც იქნა შეწყდა.
"არა!"
დრიმს უმალ რაღაც გაახსენდა და აღუდგა ძირითადი მოგონება სადღაც თავისი თავის კუთხე-კუნჭულში მიყუჟული.

დედამისი ხომ ყველა მის ძვირფასეულობას სწორედ აქ, სხვენის კედელში ინახავდა, მაშინ როდესაც აქ ცხოვრობდა. ამ ნივთებთან ერთად ალბათ მისი შეგროვილი ათი, ან ასი ათასი დოლარიც იმყოფებოდა. ეს იყო რაღაც, რის შესახებაც მამამისმა არ იცოდა. ხოლო დედამისი იქამდე გარდაიცვალა, სანამ ამ ძვირფასეულობის იქიდან გამოტანას შეძლებდა.

უეცრად დრიმს იმ ვიღაც ფილის სიტყვები გაახსენდა, ხალხის დაშავებაზე, - "მაგრამ მოგვიწევს."

ჯორჯი საფრთხეში იყო!


ამის შემდეგ დრიმმა ვილბურის სახლის მიმართულებით იმ იმედით მიირბინა რომ ჯორჯი იქ დახვდებოდა.



მაგრამ უეცრად...




--



ნათელ ფერებში "შემდეგი ცხოვრების" სამყაროში დაბრუნდა. ამისდა მიუხედავად მან კვლავ განაგრძნო თვალების დახუჭა ისევ და ისევ... პრინტერებზე შეხება, ნებისმიერ რამეზე... მაგრამ რეალურ სამყაროში მისი დაბრუნება ვეღარაფერმა შეძლო.






______



მეორე დღეს დრიმმა მომხდარი საპნაპს უამბო და ისიც შეეცადა დახმარებოდა მეგობარს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. მან რამოდენიმეჯერ კვლავ უბიძგა დრიმს რეალურ სამყაროში დაბრუნებისაკენ, თუმცა კავშირის დამყარება შეუძლებელი იყო. რამოდენიმე წამი და დრიმი ისევ მკვდრების სამყაროში ბრუნდებოდა. ასე არაფერი გამოვიდოდა... მათ ყოველივე ეს განსხვავებული ლოკაციებიდან სცადეს. ვილბურის სახლი, დრიმის ძველი სკოლა, ეგ კიარა დისნეიშიც წავიდნენ მაგრამ რამოდენიმე წამის მერე აღარაფერი ხდებოდა. ეს დრო კი საკმარისი აშკარად არ იყო. იქამდე არცერთი ადგილიდან არ გაგრძელებულა, რამდენიც ჯორჯის სახლიდან გაგრძელდა.

"არაფერი!" - დაიყვირა დრიმმა, - "არაფერი, არაფერი, არაფერი!" - ტროტუარს ხელების რტყმა დაუწყო. საპნაპმა მის გვერდით დაიჩოქა.
საპნაპი რამოდენიმე ხანს მდუმარებაში იყო, - "რაზე ფიქრობდი არასწორი ნომერის სახლში, სანამ ცოცხლების სამყაროში მოხვდებოდი?" - ჰკითხა მან.
"არაფერზე, არაფერზე მე უბრალოდ..." - დრიმმა გახსენება სცადა, - "მე კედელს შევეხე. ეს განსაკუთრებული კედელი იყო. მე უბრალოდ ვფიქრობდი თუ როგორ ვწუხვარ, და როგორ ვისურვებდი რომ არ ვყოფილიყავი ისეთი გაურკვეველი როგორიც მაშინ და... და როგორ..." - დრიმს სიტყვა გაუწყდა.
"რა, რა არის?" - ჩაეკითხა საპნაპი და დრიმმა წამოდგომა დაიწყო, მერე ხელი საპნაპს გაუწოდა.
"და თუ როგორ მსურდა დაბრუნება..." - აუხსნა დრიმმა, თუმცა საპნაპი კვლავაც გაურკვეველ პოზიციაში იმყოფებოდა.
"ჰმ?"
"არ გახსოვს? - წამოიძახა დრიმმა, - "როგორ ეწვიე დარილის სახლს და როგორ ფიქრობდი თუ როგორ გაერთობოდი ისევ ცოცხალი რომ ყოფილიყავი. ეს ხომ ის მიზეზი გახდა თუ რატომაც დაბრუნდი!"
"და მერე რა?" - საპნაპმა მარცხენა წარბი აზიდა.
"და მე კიდევ ვფიქრობდი თუ როგორ მსურდა ჯორჯისთვის ბოდიშის მოხდა! რომ ეს იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაბრუნება მსურდა. ისევ ცოცხლად ყოფნა!" - დრიმს გაეღიმა, - "ქალაქის ცენტრში გამომყვები?"



---



"ამის გამო გინდოდა აქ მოსვლა?" - იკითხა საპნაპმა მოსაწყენი ტონით.


ისინი გამგებელი ჩლატის ხსენების ძეგლის წინ იდგნენ, რომელიც 1970-ში გულის შეტევით გარდაიცვალა.


ძეგლი ორივე მათგანისთვის ხილვადი იყო, ალბათ იმიტომ რომ ის განიხილებოდა როგორც ადგილი და არა რაიმე სახის ნივთი. როგორც წესი ეს ქანდაკება ან დაიგნორებული იყო გამვლელი ხალხის მიერ და ან მასზე პატარა ბავშვები ცოცავდნენ. ვიღაცამ 1972-ში ქანდაკებას ნახატით წარბებიც კი გადაუბა.

დრიმი ქანდაკების წარწერას მიუახლოვდა, რომელზეც ეწერა - "გამგებელი ჩლატი", გარდაცვალების თარიღთან და მასზე რამოდენიმე ფაქტთან ერთად.
"მე მეგონა ეს ტიპი გვძულდა. 'უსაშინლესი გამგებელი!' გახსოვს?" - მიუგო საპნაპმა, - "მაინც ვერაფერი გავიგე, რატომ ვართ აქ?"
დრიმმა წარწერაზე ანიშნა, - "თარიღი, თარიღი! მისი გარდაცვალების თარიღი!"
"რა სჭირს მაგ თარიღს?" - ჰკითხა საპნაპმა, წარწერა სწრაფად გადაიკითხა და ისევ დრიმს მიუბრუნდა პასუხის მოლოდინში.
"მაგ დღეს მე ვიღაც მნიშვნელოვანს შევხვდი." - აუხსნა დრიმმა როგორც კი თვალები დახუჭა. მას ეგ დღე გაახსენდა.
დღე როდესაც გამგებელი ჩლატის სიკვდილის შესახებ გაზეთში ამოიკითხა და გადაწყვიტა ამის შესატყობინებლად საპნაპისთვის დაერეკა.

ამის სანაცვლოდ კი ტელეფონმა სრულიად სხვა ვინმესთან გადაამისამართა. მან 'არასწორ ნომერს' დაურეკა.

დრიმმა ხმამაღლა ამოიოხრა და უეცრად...



--



ხმადაბალი საუბარი გაიგონა. მან თვალები გაახილა და გარშემო კიდევ ერთხელ დაინახა ცოცხალი ფერები. ქალაქის ცენტრის ტროტუარებზე ბავშვები ველოსიპედებით კატაობდნენ. თინეიჯერების წყვილი ჩლატის ქანდაკებაზე ქუდის ჩამოფხატებას ცდილობდნენ. დრიმს გაეღიმა. ეს მას უკვე გაკეთებული ჰქონდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა რომ ამ ადგილას მნიშვნელოვანი დრო ჰქონდა გატარებული, თუმცა არა საკმარისი. ის გასასვლელისკენ გაიქცა და მალევე გზაზე გააღწია. სადაც იყო გზას გადაკვეთდა მაგრამ უეცრად მის წინ საზღვარი გაჩნდა. სცადა გაეღწია, თუმცა უშედეგოდ. იმ ადგილიდან წასვლა რატომ ვერ შეეძლო?
"ვერ გახვალ." - უეცრად ხმა დრიმის ზურგს უკან ალაპარაკდა და ისიც სასწრაფოდ მიტრიალდა რომ გაეგო თუ ვინ იყო.
პირდაპირ მის ზურგს უკან გოვერნორი ჩლატის მოჩვენება იდგა, რომელიც ხელში მონეტას გაუჩერებლივ ატრიალებდა. ეს მონეტა 2021-დან იყო! მონეტა რეალური სამყაროდან იყო!
"გამგებელო ჩლატ?" - დრიმი მას მიუახლოვდა, - "თქვენ-თქვენ მოჩვენება ხართ?"
ჩლატმა თვალები გადაატრიალა, - "რა ბავშვურად ჟღერს! მე უბრალოდ გარდაცვლილი ადამიანი ვარ, ბავშვო."
"მართალია... გარდაცვლილი." - უთხრა დრიმმა, - "თქვენც შეგიძლიათ ამ სამყაროში მოხვედრა?"
"ამას იმაზე მეტჯერ ვაკეთებ, ვიდრე თავად მინდა!" - აუხსნა მან, - "მინიშნება: ამის გაკეთება საერთოდ აღარ მინდა. სცადე იგივე გაიმეორო ორმოცდაათი წლის განმავლობაში გაუჩერებლივ. უკვე მოსაბეზრებელია!"
დრიმმა ჩლატის შესახებ იმ სიახლეებიდან იცოდა, როდესაც მან სულელური წესები შემოიღო. ახლა კი როდესაც პირისპირ ესაუბრებოდა, უფრო მეტად ეზიზღებოდა, ვიდრე ოდესმე.
"ამას როგორ აკეთებთ?" - ჩაეკითხა ყოყმანით დრიმი. რამდენადაც ამ საუბრის გაგრძელება არ სურდა, იმდენად ხვდებოდა რომ ჩლატმა იცოდა ის, რასაც მისთვის სარგებელის მიცემა შეეძლო.
"შენ რა საერთოდ არ მისმენდი?" - მიუგო ჩლატმა უხეშად, - "ამას გამიზნულად არ ვაკეთებ. საერთოდ არ მომწონს აქ ყოფნა. თითოეულ დღეს იმაზე ოცნებაში ვატარებ რომ ახალ მთავრობასთან მისვლა და მათი შეფაცხანება შემეძლოს. ვაჩვენებდი როგორ უნდა ყველაფრის ჩემებურად გაკეთება და არა ასეთი სულელური გზებით!" - და მონეტა დრიმს თვალებთან ბოროტული ღიმილით ააფარა.
დრიმის თეორია სინამდვილე აღმოჩნდა! თუ რეალურ სამყაროში დაბრუნებას ძალიან მოინდომებდი, დაბრუნდებოდი. ჩლატი უბრალოდ ვერ ხვდებოდა, რომ ის ერთადერთი ვინც ამ ადგილას ექაჩებოდა, მხოლოდდა მხოლოდ თავისი თავი იყო და მეტი არავინ და არაფერი.
მონეტა მზეზე აბრწყინდა, რამაც დრიმს ახალი აზრი გაუჩინა და უეცრად კვლავ ალაპარაკდა, - "ეგ საიდან გაქვთ?"
ჩლატი გამაღიზიანებლად ჩაეკითხა, - "მაინც რა, ბავშვო?"
"მონეტა! ეგ ხომ რეალური სამყაროდანაა." - დრიმმა ოქროსფერ მონეტაზე მიანიშნა.
"რა თქმა უნდა!" - უპასუხა ჩლატმა, - "ახალი გოვერნორის ოფისიდან მოვიპარე. ეგ ტიპი არასდროს მომწონდა."
"ქალაჰანი?" - დაინტერესდა დრიმი, - "ქალაჰანს ვერ იტან?"
"მე ჩემი თავის გარდა ყველა მძულს." - ჩაილაპარაკა ჩლატმა გულგრილად. ეს ჩლატი აშკარად ნარცისობის ახალ ლეველზე იყო. ისეთი ნარცისობის, რომელმაც დრიმის საკუთარი თავით თვითკმაყოფაც კი ბოლომდე გადაფარა და მისგან ნატამალიც აღარ დატოვა, - "მაგრამ ხო... მე ეს მოვიპარე."
"კი მაგრამ, როგორ? მოჩვე... გარდაცვლილ ადამიანებს არაფრის შეხება არ შეუძლიათ." - დრიმს იმდენი ინფორმაციის აკრეფა სურდა, რამდენიც შესაძლებელი იყო, - "ჩვენ ხომ კარის გაღებაც კი არ შეგვიძლია."
"ჰა? მაგ ხრიკს ხომ ყოველ დღე ვაკეთებ!"
"შეგიძლია მაჩვენო, როგორ?" - დრიმს მოუსვენრობა დაეწყო, - "როგორ გავაკეთო..."
ჩლატი დანებდა და გადაწყვიტა დრიმის ყველა კითხვაზე მანამ გაეცა პასუხები, სანამ საბოლოოდ არ მიხვდებოდა რომ მისთვის თავი დაენებებინა.
"იმდენად უნდა გძულდეს ეს სამყარო რომ მისი არევა მოგინდეს!" - მიუგო მან და მონეტა დრიმს გადაუგდო მაგრამ მან მის ხელებში გაიარა, - "საერთოდ რამე გძულს აქ?" - ჩლატმა მონეტა ისევ ხელში აიღო.
დრიმმა თავი დახარა და ცოტახანში მოჭუტული თვალებით გადახედა ჩლატს.
"შენ მე გძულვარ, არა?" - ჩლატმა გულრგილად შესძახა, - "ხოდა მიდი ჩემს ქანდაკებას დაარტყი ან რამეს, რაც შენ გინდა! შეგიძლია ღობეზე გადახტე. ისე კი არა რომ პოლიციელები დაგინახავენ... სინამდვილეში ახლა შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია! თუ გინდა შეეხე, დაარტყი, გატეხე..."
"შენ რა ნებართვას მრთავ რომ შენი ქანდაკება გავტეხო?" - დრიმმა საბოლოო ნებართვა აიღო და ჩლატმა მხრები აიჩეჩა.
"წვერი მაინც არასწორად გამიკეთეს. როგორი სირცხვილია ჩემთვის!" - ჩლატმა თავი გააქნია, - "წარმატებები ბავშვო" - თქვა მან, როგორც კი დრიმმა გაიარა. მის ხმაში სიუხეშე ჯერ ისევ იგრძნობოდა, მაგრამ იმდენი აღარ.
დრიმი ქანდაკებას მიუახლოვდა და შემოღობილ პატარა ღობეს გადაახტა. ამ დროს ერთ-ერთმა თინეიჯერმა ქანდაკებას ქუდი მოაძრო და მკერდისკენ გაუქანა, მაგრამ პირდაპირ დრიმისკენ წამოვიდა.
მას გაეცინა და ღრმად ამოისუნთქა, - "კარგი."
შემდეგ სცადა ქანდაკებისათვის მთელი ძალით დაერტყა, მაგრამ ხელმა კვლავ მასში გაიარა. დრიმი საშინლად გაღიზიანდა და რტყმა განაგრძო, ფიქრობდა ყველა იმ ამაზრზენ შეზღუდვებზე, რომლებიც ჩლატმა ქალაქში დააწესა 1968 წელს. ის გაუჩერებლივ ურტყამდა, მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით ორმოცდაათი წუთი წარუმატებლად ცდილობდა ერთიდა იგივეს, სანამ იქვე შორიახლოს მყოფი ნამდვილი ჩლატი არ შეამჩნია, რომელიც მას დასცინოდა.
"ოჰ, მოკეტე რა!" - შეუბღვირა დრიმმა შორიდან.
ცოცხალი რომ ყოფილიყო მისი ძვლები უკვე მილიონჯერ დაილეწებოდა. ამ მხრივ იღბლიანი იყო, ვერანაირ ფიზიკურ ტკივილს ვერ განიცდიდა. მალევე დრიმი ქანდაკების ძირში დაიხარა და დანებდა. შემდეგ ცოცხლების სამყაროში მიმოიხედა და თვალი შეავლო პარკში მიმავალ ხალხს. უეცრად თვალები წამოენთო, რადგან ვიღაც ნაცნობს მოჰკრა თვალი. ეს იყო...



ჯორჯი.




ის ტომისთან ერთად იყო და ბავშვს ვიდეოთამაშებს ასწავლიდა მობილურით. დრიმი კინაღამ გაგიჟდა, ეგრევე მათთან მიირბინა. მისი არცერთი ვაჟი შორიახლოს არ იმყოფებოდა, ასე რომ მან დაასკვნა რომ ჯორჯი ისევ ტომის ძიძა იყო, ანდაც ბავშვი უბრალოდ სათამაშოდ გამოეყვანა გარეთ.
"კარგია ჯორჯ," - გაიცინა დრიმმა თავისთვის, - "ბავშვი გარეთ მხოლოდ იმიტომ გამოიყვანე რომ მობილურზე ეთამაშა."
დრიმს მისი გარდაცვალების დღემდე ჯორჯი თვალით არ ენახა. შესაბამისად საკმარისი დრო არ გააჩნდა რომ მისი სახე შეესწავლა, ანდაც დაედგინა თუ რამდენად ზუსტი, აკურატული და ფრთხილი პიროვნება იყო ის. მალევე ნელა მიუახლოვდა, მათ გვერდით დაჯდა და ყურება განაგრძო.
"ოჰ!" - წამოიყვირა ტომიმ, - "დავიჭირე, დავიჭირე!" - და მან და ჯორჯმა გამარჯვება იზეიმეს.
"ახლა ჩემი ჯერია ტომი." - უთხრა ჯორჯმა ტომის, რომელმაც ტელეფონი გადასცა, - "მე შენზე ჩქარა შემიძლია მოგერიება."
"არა. თუ ჩემზე ჩქარა ვერ იზავ, ჩემთან ნაყინის ვალში იქნები." - შესთავაზა ტომიმ იმედიანად.
"კარგი, მასე იყოს." - ჯორჯი გამოწვევას ჩაება.
შემდეგ კი გაცხარებულ თამაშს შეუდგა. დრიმს კი ჯერ ისევ მოხუცი კაცის აზროვნება ჰქონდა, ასე რომ აზრზე არ იყო რა ჯანდაბაში მდგომარეობდა ეს თამაში(ან სხვა დანარჩენი). თუმცა ამის ნაცვლად ის ჯორჯს მიშტერებოდა. მიჩერებოდა მის ყველა ნაკვთს, ყველა დეტალს და ჩუმად თავისთვის შეისწავლიდა. ცხოვრებაში პირველად ასე ახლოს და თან ასე შორს. მათ შორის ეს მისტიური დაბრკოლებები ყოველთვის იყო, და როგორც ჩანდა მომავალშიც არაფერი შეიცვლებოდა...
დრიმი თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა მამაკაცს, რომელიც ერთ დროს შეუყვარდა და რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც კი უნდა ჰყვარებოდა!
ცოტახანში მან ჯორჯის ხელებზე გადაიტანა მზერა. იმ ხელზე, რომელმაც ის ანაბეჭდი დატოვა კედელზე, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ერთმანეთს ტელეფონის მეშვეობით ესაუბრებოდნენ ხოლმე.
"ოჰ ჯორჯ..." - დაიჩურჩულა მან და ხელი უნებურად წაიღო ჯორჯის ხელისკენ.
უეცრად ჯორჯს ტელეფონიდან თითები აუცდა, - "ტომი," - წამოიძახა ჯორჯმა, - "ეს ხომ თაღლითობაა!"
"რა?" - შეეკითხა გაფითრებული ტომი, - "რა დავაშავე?"
"შენ ხელებიდან კინაღამ ტელეფონი გამომტაცე! ამის გამო იცოდე ნაყინს ვეღარ მიიღებ." - მიუგო ჯორჯმა ხუმრობით.
"არა, არ მიქნია," - დაიცვა ბავშვმა თავი, - "ჩემი ხელები ზუსტად აქ იყო."
"ჰმმ... აბა რა!" - ჩაილაპარაკა ჯორჯმა სკეპტიკურად და ეკრანს დახედა, - "ხედავ? შენს გამო წავაგე."
"გეუბნები მე არ მიქნია მეთქი, გეფიცები." - ტომი კინაღამ ატირდა, - "ახლა ჩემთან ნაყინის ვალში ხარ."
"კარგი წამოდი ტომი." - ის ბავშვს წამოდგომაში დაეხმარა და ორივენი პარკის კუთხეში მყოფი ნაყინის მაღაზიისკენ გაემართნენ, - "თუმცა ეს სამართლიანად არ მომხდარა." - ხუმრობას არ წყვეტდა ჯორჯი და ორივემ კამათი გააგრძელეს სანამ დანიშნულ ადგილს მიუახლოვდებოდნენ.
დრიმმა გაყოლა სცადა, თუმცა ნაყინის მაღაზია დაწესებულ ბარიერს სცდებოდა, ამიტომ ვერ შეძლო. დრიმმა იმედგაცრუებულმა ამოიოხრა, როდესაც კიდევ ერთხელ შეეჩეხა ბარიერს.
ცოტა ხანში მასთან ჩლატი მივიდა, - "ყოჩაღ."
"რა?" - დრიმმა მას გაოცებით გადახედა.
"შენ ეს შეძელი!"



პ.ს მეგობრებო სალამი! მადლობა რომ ისტორიის გაგრძელებას კითხულობთ. შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო შემდეგი თავი რომ ახალ მოთხრობაზე მუშაობა დავიწყო, სანამ ლიცეუმი დამეწყება. თუ ვერ მოვასწარი ვაკანსებზე დაგიბრუნდებით. კარგ დღეს გისურვებთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent