დათმობა თავი 1
პროლოგი ცხოვრება შეიძლება მშვენიერი იყოს,მაგრამ წამის მეასედში ყველაფერი ნაცრისფერ ფერებში შეიღებოს და ყოველდღიურობა უღიმღამო გახადოს. კაცობრიობა იბრძვის საკუთარი კეთილდღეობისთვის და ამ ბრძოლაში უამრავი ადამიანის განადგურებას აწერს ხელს.რა მოხდება,თუ საფეთქელთან გამყინავ იარაღის ლულას იგრძნობ?ახლობლებს ხელს დააფარებ და მათთვის იბრძოლებ,თუნდაც ბოლოჯერ,თუ პირიქით გაყიდი მათ და ყველაფერს ხაზს გადაუსვამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად.ცხორება იმაზე მარტივად არის მოწყობილი, ვიდრე წარმოგვიდგენია.ჩვენ ვიღაცის გეგმის ნაწილი ვართ, ყველა ადამიანს, რაღაც როლი გვაქვს.ყველა ადამიანი ვიღაცის თამაშია! ეს დაიმახსოვრე მკითხველო, რადგან ცხოვრებაში ბევრჯერ შეხვდები უსამართლობას და არ გაგიკვირდეს.ეს თამაშია, ჩვენ მოთამაშეები.ხო და კიდევ ერთი რამ, არ დაგავიწყდეს, რომ მოთამაშეს ყოველთვის ყავს გამთამაშებელი და არც ეს თამაში არის გამონაკლისი! *** ოთახში "beethoven-Silence" გაისმოდა. გოგონა ნაზი მოძრაობით აყოლოდა ამ საოცარ ჰანგებს. წარმოიდგინეთ, საშუალო სიმაღლის , მუქი ხვეულ თმიანი , პატარა ცხვირით და დიდრონი ბაგეებით .ოთახის კუთხეში მდგომი ქალი გაოცებით შესცქეროდა გოგოს, რომელიც ჰანგებში იყო ჩაფლული და ვეღარაფერს ამჩნევდა. მისთვის ეს იყო გამოსავალი, იქ პოულობდა იმ სიმშვიდეს , რაც დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა. გოგოს ყველაფერი აბეზრებდა თავს, მამის ფული , სახლი , რომელიც სასახლეს უფრო ჰგავდა , დაცვა, რომელიც ყველგან დაყვებოდა და მოსვენებას არ აძლევდა, ყველაზე მეტად კი მამა აბეზრებდა თავს, რომელიც სულ კაბინეტში ჩაკეტილი ან შეხვედრაზე იყო. ეს არ იყო ოჯახი, რომელზეც იტყოდი ბედნიერი ოჯახიაო. იყო დრო, როდესაც ჩოხელების ოჯახში სულ ჟრიამული და სიყვარული სუფევდა. ეს იყო ქალბატონი ეკატერინე დადიანის დამსახურება. ეკატერინე დადიანის სილამაზეზე ხალხი ბევრს საუბრობდა, ქალბატონი ძალიან ჭკვიანი, ერთგული, გამგები და თბილი ადამიანი იყო. ეს მეგრელი ქალბატონი ჩოხელების ოჯახში მოხვდა და დიმიტრი ჩოხელის მეუღლე გახდა. ეკატერინემ დიმიტრის ორი უმშვენიერესი ქალ-ვაჟი აჩუქა, ანიტა და ნოე. ქალბატონი ეკატერინე შვილებს დიდი ყურადღებით ზრდიდა. 2015 წლის 24 აგვისტოს ჩოხელების ოჯახი დიდმა წუხილმა მოიცვა. ეკატერინე დადიანი გარდაიცვალა და ყველა დადებითი ემოცია თან წაიყოლა. მისმა გარდაცვალებამ ყველა შეაშფოთა, ასეთი საღსალამათი ქალი ასე უეცრად რამ მოკლაო. ექიმებმა ეკატერინეს გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელეს. ამ დღის შემდეგ არაფერი იყო ძველებურად, ბატონი დიმიტრი თავიდან ბოლომდე ბიზნესში და ნარკოტიკებში იყო ჩაფლული. ანიტა სულ რაღაც 15 წლის იყო, დედის სიკვდილმა იგი სრულიად შეშალა. ფსიქოლოგის რჩევებით ანიტამ ბალეტის მასწავლებელი დაიქირავა. ბატონმა დიმიტრიმ გადაწყვიტა მასწავლებელი სახლში მიეყვანა, ეშინოდა თავის ბნელ საქმეებს შვილი არ შესწირვოდა, დაცვა ყველგან გაეძლიერებინა, ხოლო ვაჟი სასწავლებლად რუსეთში , თავის დასთან გაუშვა. ხუთი წელი გავიდა იმ ტრაგედიის შემდეგ ,მაგრამ არაფერი შეცვლილა. დიმიტრი ისევ შავ საქმეებში იყო თავიდან ბოლომდე გახვეული, ხოლო ანიტა ხატვით და ბალეტით იყო დაკავებული. ანიტამ ცეკვა შეწყვიტა და ქალს მიუახლოვდა. - კარგია ანიტა, ძალიან კარგია.-ქალმა შეაქო გოგონა და გადაეხვია. გოგომ უხალისოდ გაუღიმა და ქალი ბუნებრივად ნათელ ოთახში მარტო დატოვა. *** ადამიანს სურს,რომ ვიღაცას ადანაშაულებდეს, ამით იღებს ის სიამოვნებას, ხოლო ის ვისაც ადანაშაულებს,იმისი ძალაც არ შესწევს,რომ იბრძოლოს სიმართლისთვის. როგორ გგონიათ, რისთვის ტირიან ადამიანები?ტირიან იმისთვის, რაც დაკარგეს და იმისთვის ,რაც ჯერ არ დაუკარგავთ. ეშინიათ და სწორედ ეს უღებს ბოლოს ყველას. ბატონმა დიმიტრიმ ბევრი ადამიანი გააუბედურა, მათ უბედურებაზე კი საკუთარი დიდება ააშენა.მისმა ამბიციურობამ საკუთარი თავი დააკარგვინა. ის დიმიტრი ჩოხელი აღარ იყო, ის მოსიყვარულე მამა, ერთგული მეგობარი და კარგი ძმა, გამქრალიყო ეს დადებითი თვისებები. დავით ჩოხელი ,ბატონი დიმიტრის ძმაც, არანაკლებ ბნელ საქმეებში იყო ჩართული. ძმები ერთმანეთის მოკავშირეები და პოტენციური მტრები იყვნენ. ბატონი დავითის მეუღლე სოფიო ავალიანი,ტანმორჩილი ქალი იყო, ზედმეტი საუბარი არ უყვარდა და თავის ერთადერთ ვაჟსაც ყოველდღე ამას უჩიჩინებდა ,თუმცა სერგი მაინც დიდი მოლაყბე ვინმე იყო. სერგი ჩოხელი ჭკუით არ გამოირჩეოდა, მაგრამ პატიოსანი მეგობარი , პარტნიორი და მტერი იყო. ბიჭი ჩოხელი კაცების მსგავსად მაღალი , ტანმორჩილი , შავგვრემანი და რთული ხასიათებისა იყო. სერგი ჩოხელი და ნოე ჩოხელი თანატოლები იყვნენ. ბიჭები ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და სულ ერთად იყვნენ მანამ,სანამ განგებამ არ დააშორა. *** -გამარჯობა, მშვენიერო ბიძაშვილო.-ანიტას წინ სერგი აესვეტა. -გაგიმარჯოს ქალების რისხვავ.-გოგონა ბიძაშვილს გადაეხვია, შემდეგ თავში წამოარტყა. -ეს იმისთვის,რომ შენს ძუკნებში გამცვალე და იმ საღამოს მარტო დამტოვე. - კარგი რა ,ანნ, ის ქერა ნაშა ძალიან დამევასა.-ბიჭმა სინანულით გადახედა ბიძაშვილს,რომელიც თაროებთან იდგა და დიდი მონდომებით არჩევდა სასმელს. -დალევ?-ეშმაკური ღიმილი გადაეშალა გოგოს და უდარდელად გაუწოდა ნახევრად სავსე სასმისი. -მამაშენი ორივეს მოგვკლავს!-ბიჭი ეცადა სრული სერიოზულობით ეთქვა ეს უკანასკნელი,თუმცა ხმაში ღიმილი შეეპარა. -მამაჩემს იმდენი ფული აქვს, არამგონია ეს რამეს უწყვეტდეს.-გადაჭრით უპასუხა ანიტამ და რქა წითელას ენერგიული,სასიამოვნოდ მაღალმჟავიანი,მსუბუქად დაბოლოებული სითხე ორგანიზმში გადაუშვა და სიამოვნებისგან ამოიკვნესა. -ჩემი აზრით ,ყველაზე საშიში გოგო ხარ!-თვალი ჩაუკრა ბიჭმა. -დაე,ეშინოდეთ ჩემი, ბატონო სერგი!-ირონიულად გაიღიმა გოგომ და კაცს ჟინით მიაპყრო თაფლისფერი მოკაშკაშე თვალები. -იცი რა მაინტერესებს?-დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ კითხვა დასვა,რომელიც ასე უძნელდებოდა. -გისმენ. -დემეტრე.- გოგოს თვალზე ცრემლი მოაწვა, გაახსენდა წრფელი გრძნობა მის მიმართ,რომელსაც მეგობრობა ჰქვია. გაახსენდა ჩახუტება,ერთად გატარებული დრო, ბოლო დღე, მიტოვებული ქარხანა , სროლა, სისხლი ,შურისძიება... -ამაზე საუბარი არ მინდა.-მოკლედ მოუჭრა ბიძაშვილს და თვალი აარიდა. -როდემდე იქნები ჩუმად? -გთხოვ,სერგი.- განწირული ხმით სთხოვდა ბიჭს. -ყველაფერი კარგად იქნება!-ბიჭმა ანიტა მკლავებში მოიქცია და თავზე ხელი გადაუსვა. -ოღონდ ეგ არა სერგი, მაგას ნუ მეუბნები.ყველაფერი კარგად იქნება, ამის შენ გჯერა? -ქალი კაცის სხეულს მოსწყდა და სახიდან მლაშე სითხე მოიწმინდა.-მათ ყველა გაგვაუბედურეს, ომი გამოგვიცხადეს და ჩვენ ასე წყნარად ვართ, შევეგუეთ ყველაფერს.არა, არ მჯერა, რომ ეს ნიკოლოზმა გააკეთა. Ჩემი თვალით, რომ არ დამენახა... -არ შერჩებათ ეს!-ბიჭმა ანიტას შეაწყვეტინა და ზიზღნარევი ტონით გააგრძელა.-გპირდები შურს ვიძიებ, შენ გამო, ჩემ გამო, დემეტრეს გამო, ყველაფრისთვის აგებენ პასუხს, გპირდები ნიკოლოზ გიგაური ყველაფრის გამო დაისჯება! -დემეტრე ყველაზე უდანაშაულო ადამიანი იყო, მან არ დაიმსახურა ასეთი სიკვდილი. მეზიზღება ნიკოლოზ გიგაური. იმაზე მეტად მეზიზღება, ვიდრე წარმოგიდგენია.სერგი, ის არ იყო ასეთი ადამიანი...-ტანმორჩილი გოგო სერგის მკლავებში აქვითინდა,მხოლოდ ამ უკანასკნელმა იცოდა ანიტა ჩოხელის თითოეული სუსტი და ძლიერი მხარეები.სერგი ანიტას მუდამ გვერდში ედგა და დაუფიქრებლად გასწირავდა მის გამო თავს.ეს გოგომაც კარგად იცოდა და სწორედ, ამიტომ გრძნობდა ყველაზე დაცულად მის მკლავებში თავს. ------------------------ დიდი ალბათობით შეცდომები იქნება,რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.