უსათაურო
ერთფეროვნებასაც ხომ რაღაც ფერი სჭირდება ალბათ, რომ არ შეიღებოს ყოველი დღე ასე მუქად, ასე შავად. მე ალბათ ამდენ ფერებში იასამნისფერს ავირჩევ ისევ,. გაზაფხულის ფერია,ნორჩი იების, იასამანის კიდევ. მინდა, რომ გაზაფხულმა გადმოაფრქვიოს უთქმელი ბგერები, თავბრუ დაეხვეს მზეს ყვავილების სურნელით, ფერებით. აევსოს დედამიწას სიყვარულით ოკეანე და ზღვები. და მერე ვივლით ბედნიერები მეც, შენც და კიდევ სხვები. გავიგონებთ ტანგოს რითმბეს და გადავეშვებით გრძნობებში, დიდხანს ვიქნებით სიყვარულის უსასრულო მორევში.. და იცი რა მოხდება? ქარი გაიტაცებს ნორჩ ფოთლებს უხეშად, ჩვენ კი ამ ყველაფერს ავიტანთ, აი ასე,უთქმელად. მინდა რომ, დედამიწას სიყვარული აუხსნას მარსმა, და მერე იქნებ ადამიანებმაც მიბაძონ,გული აუჩქარონ გრძნობებმა მათმა. აუჩქეფდეთ მაჯებში გაყინული, გაცივებული სისხლი.. ვიღაცამ დაიყვიროს:" მიყვარხარ, დამიბრუნდი, გიცდი.." დამკვიდრდეს სიყვარული და ბედნიერება იქნებ.. მე ამჯერადაც აპრილს ველოდები, როგორც მაშინ, ისევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.