ტალღა
გამარჯობა ღმერთო. მე თინი ვარ, თუმცა შენ ხომ ისედაც მიცნობ. მე ის თინი ვარ ყველა რთულ სიტუაციაში მუხლებზე დამხობილი შველას რომ გთხოვ და ყველა ბედნიერ სიტუაციაში გევედრები ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს. ამჯერად წერილობით გადავწყვიტე დაგიკავშირდე, ერთ წიგნს ვკითხულობ სადაც მთავარი პერსონაჟი ღმერთთან წერილს აგზავნის და მეც ვიფიქრე რატომაც არა? მე და იმ წიგნის პერსონაჯი, რომლის სახელიც დამავიწყდა თუმცა დარწმუნებუი ვარ შენ მიხდები რომელზეც მაქვს საუბარი, დარწმუნებული ვართ რომ სამყაროში არსებული ძალიან ბევრი და მძიმე პრობლემით ხარ დაკავებული თუმცა მეც და წიგნის პერსონაჟი ლიზიც ვფიქრობთ რომ ერთი ჩემნაირი უბრალო და არაფრით გამორჩეული თინის პრობლემების მოგვარებით შეიძლება სამყაროში ბევრი ომი დასრულდეს. ხოდა ღმერთო ვეღარ ვუძლებ ... არა ვიცი რომ გავუძლებ მაგრამ ცოტა ხელის შეშველება არ მაწყენდა. დღეს გია ისევ მოვიდა... გია გახსოვს ხო? ჩემი ღამის კოშმარი. თუმცა როგორ არ გემახსოვრება ყველა ჩემი პრობლემა და უბედურება მასთანაა კავშირში. მოკლედ დღეს ისევ მოვიდა და ისევ სახლს მართმევს. ისევ ჩამომინგრია კარები კაკუნით, ისევ დამემუქრა სახლიდან ძალით გაგდებით და ისევ ეძახა დედაჩემს მოღალატე ღორი. ბაბუაჩემი გია თავის შვილიშვილ თინის ართმევს იმ ერთადერთ სივრცეს რაც ამ ქვეყნად გააჩნია. გია დღეს წავიდა მაგრამ ხვალ ისევ მოვა და ხვალ , ზეგ და ალბათ მაზეგ დამჭირდება შენი დახმარება რომ გავუძლო, მოვითმინო და ვიბრძოლო. ოჰ, ამ ქალაქში სასამართლოსთან ურთიერთობა , საკუთარი ხელით მშვიდი ცხოვრების დასრულების ტოლფასია. უკვე 5 წელია, რაც გიას ვეჭიდავები და არ ვთმობ სახლს რომელიც დედაჩემმა ოთხმოციან წლებში თავისი 3 წლის დანაზოგით იყიდა, რომელშიც გავიზარდე , ვისწავლე, შევიცვალე, ვიტირე, შემიყვარდა და გადამიყვარდა, სადაც ყველაფერს დედაჩემის სუნი ასდის დედის რომელიც 5 წელია წარმოუდგენლად მენატრება. პირველად 15 დეკემბერს, დედაჩემის დაკრძალვის დრე გავიგე სიტყვები „სახლიდან უნდა წახვიდე“ და მას შემდეგ ყოველდღრე ერთიდაიგივეს ვისმენ .ღმერთსაც პირველად ამ დღეს ველაპარაკე როცა იმ საშინელ ღამეს დედაჩემის ჭრელ კაბაზე მიხუტებული გაუჩერებლად ვტიროდი. მერე შემიყვარდა და თან როგორ შემიყვარდა?! მას ლევანი ერქვა და ჩემი ყველაზე უცნაური რესპოდენტი იყო. რეჟისორი რომელიც სახლში 12 მცენარეს უვლიდა, როგორც თვითონ ეძახდა 12 ოლიმპიელს. მე და ჩემს უცნაურ რეჟისორს ერთმანეთი ძალიან მალე შეგვიყვარდა , თავი დავკარგე მაგრამ არც ერთი წუთით არ ვნანობ. დილა მისი მომზადებული საუზმით იწყებოდა რომელსაც დიონისეს ეძეხდა, ყოველ დილით დიონისეს მირთმევა ნამდვილი ნეტარება გახლდათ. მახსოვს პირვეალად საუზმის მზადება , რომ დაიწყო როგორი გაოცებული და კმაყოფილი ვუყურებდი, მახსოვს ჩემს მეგობარს როგორ ვუყვებოდი კაცზე რომელიც ყოველ ღამე დაფნის გვირგვინს მადგამდა თავზე და მიმეორებდა რომ ჩემით ამაყობს , მახსოვს გიას როგორ ეშინოდა მოსვლა მაშინ როდესაც ლევანი სახლში ეგულებოდა, მაგრამ გავიდა დრო და ლევანმაც ვეღარ გაუძლო იმ ბევრ ნეგატიურ გარემოს ჩემს გარშემო, იმ ძალიან ბევრ პრობლემას და წავიდა. მთხოვა წამოდიო მაგრამ გაურკვეველ მოგზაურობაში ვერ გავყევი სადაც საკუთარი თავის შეცნობას აპირებდა, მაგრამ ნეტავ წავყოლოდი. ჩემი უცნაური რეჟისორის წასვლის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო რთული გახდა, დილით დიონისეს ჭამის და საღამოს დაფნის გვირგვინის მორგების ტრადიცია უცვლელი დავტოვე მაგრამ ჩემი მომზადებული დიონისე და თავზე დადგმული დაფნის გვირგვინი ძველს არ გავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.